„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პენიტენციური კოდექსი“
- „პენიტენციური კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „პენიტენციური კოდექსი“ (07-2/229, 07.12.2022)და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/229; 07.12.2022) გამომდინარე „პენიტენციური კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში უპირატესობა საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის, პენიტენციური კოდექსისა და ამ კოდექსის
მიზნების მიღწევის ყველაზე მსუბუქ საშუალებას ენიჭება.“.
2. 34-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. აკრძალულია არასრულწლოვნის წინააღმდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც იგი შეიარაღებულია და პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ საფრთხეს უქმნის
მესამე პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას და სხვა საშუალებებით ამ საფრთხის თავიდან აცილება
შეუძლებელია. პენიტენციური დაწესებულებიდან არასრულწლოვნის გაქცევისას ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენება დაუშვებელია.“.
3. 79-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვნები განთავსებული
არიან სპეციალურ საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი პენიტენციური კოდექსის 58-ე მუხლის
შესაბამისად.“.
4. 82-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
სამედიცინო
მომსახურების
გაწევისას
არასრულწლოვნის
სხეულზე
დაზიანების
დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ
აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს და იმ
დაწესებულების
ხელმძღვანელს,
სადაც
მოთავსებულია
არასრულწლოვანი
ბრალდებული/მსჯავრდებული.“.
5. 84-ე მუხლის
ა) მე-4 და 41 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში არასრულწლოვნისათვის უნდა
შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით,
რაც ხელს შეუწყობს არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგ მის
დასაქმებას.
41. არასრულწლოვანი მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ
საფეხურზე განათლების მიღების უფლებით, პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით.“;
ბ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:
„9. არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა
აღმზრდელობითი მუშაობა.“.
6. 87-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) თვეში ჰქონდეს საკუთარი ხარჯით 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15
წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი;“;
ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. არასრულწლოვან ბრალდებულს უფლება აქვს, თვეში ჰქონდეს არაუმეტეს 4 ხანმოკლე პაემანი
და პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში (გარდა პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვისა) 1 ხანგრძლივი
პაემანი. მას აგრეთვე აქვს უფლება, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით ჰქონდეს
არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, და შეუზღუდავად მიიღოს
წერილები და ამანათები. აღნიშნული უფლებები შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან
პროკურორის დადგენილების ან სასამართლოს განჩინების საფუძველზე, არასრულწლოვნის
საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.“;
გ) 22 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23 ნაწილი:
„23.
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრი
უფლებამოსილია,
შესაბამისი
პენიტენციური
დაწესებულების დებულებით, დაწესებულების ინფრასტრუქტურისა და საამისოდ მნიშვნელოვანი
სხვა გარემოებების გათვალისწინებით, დაადგინოს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და
მე-2 ნაწილით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობასა და ხანგრძლივობასთან
შედარებით გაზრდილი სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა.“;
დ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტების მიზნებისათვის არასრულწლოვანს
უფლება აქვს, პენიტენციური
კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
პირების გარდა, მისი კანონიერი წარმომადგენლის და პენიტენციური სამსახურის გენერალური
დირექტორის ნებართვით შეხვდეს აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს.“.
7. 98-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
არასრულწლოვან
არასრულწლოვანი
მსჯავრდებულს,
მსჯავრდებულის
მის
საცხოვრებელი
კანონიერ
ადგილის
წარმომადგენელს,
აგრეთვე,
მიხედვით
სააგენტოს
–
ტერიტორიული ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ბიუროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ატყობინებს არასრულწლოვანი
მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს;“.
მუხლი 2
საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2023 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შესაბამისი
ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
2025 წლის 1 იანვრამდე არასრულწლოვანი ბრალდებული პაემნის უფლებიდან სარგებლობს
მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 4
ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
საჭიროება
განპირობებულია პენიტენციური კოდექსის პროექტის შემუშავებით, რომელიც, გარდა იმისა, რომ,
ერთი მხრივ, აერთიანებს დღეს მოქმედი პატიმრობის კოდექსითა და „სპეციალური პენიტენციური
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს და, ამდენად, იქმნება
სრულიად ახალი სტრუქტურის მქონე საკანონმდებლო აქტი, აღნიშნული კოდექსის პროექტით,
გარკვეულწილად, უმჯობესდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და
მეტი სიცხადე შემოაქვს ამ თვალსაზრისით. პენიტენციური კოდექსის პროექტი, სხვებს შორის,
ითვალისწინებს
ისეთ
ცვლილებებს,
რომლითაც
საკანონმდებლო
დონეზე
განისაზღვრება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურების გაწევისას მის სხეულზე დაზიანების
აღმოჩენის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის მიერ შესაბამისი პირებისათვის მიმართვის
ვალდებულება; მსჯავრდებულები, ნაცვლად თითოეულ ჯერზე არაუმეტეს 15 წუთით სატელეფონო
საუბრისა, ისარგებლებენ არანაკლებ 15 წუთით სატელეფონო საუბრით და სხვ.
ზემოაღნიშნული გარემოებები იწვევს ცვლილებებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსშიც,
რომლის
XIII
თავით
მოწესრიგებულია
არასრულწლოვანთა
პატიმრობისა
და
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ყოფნის პირობებთან დაკავშირებული საკითხები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
პენიტენციური კოდექსის პროექტით გათვალისწინებული შინაარსობრივი, რედაქციული და
სტრუქტურული ცვლილებები აუცილებელია აისახოს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსშიც, რადგან ამ კოდექსის XIII თავით მოწესრიგებულია არასრულწლოვანთა პატიმრობისა და
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში ყოფნის პირობებთან დაკავშირებული საკითხები.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის
ცალკეული ნორმები შესაბამისობაში იქნება მოყვანილი პენიტენციურ კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით კოდექსის 82-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, „თუ სამედიცინო
შემოწმებისას გამოვლინდა არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ნიშნები,
შემოწმების
ჩამტარებელი
პირი
ვალდებულია
ამის
შესახებ
დაუყოვნებლივ
აცნობოს
არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების ხელმძღვანელს, სადაც
მოთავსებულია
კოდექსის
არასრულწლოვანი
რედაქციის
ბრალდებული/მსჯავრდებული“,
შესაბამისად,
კერძოდ:
„სამედიცინო
იცვლება
პენიტენციური
მომსახურების
გაწევისას
არასრულწლოვნის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში სამედიცინო პერსონალი
ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს,
არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს და იმ დაწესებულების ხელმძღვანელს, სადაც
მოთავსებულია არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული“;
არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება ექნება, თვეში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5
სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი
ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი; არასრულწლოვან ბრალდებულს კი ექნება უფლება,
პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში (გარდა პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვისა) ჰქონდეს 1
ხანგრძლივი პაემანი (ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან); მას აგრეთვე ექნება უფლება,
დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი,
თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა. აქვე განისაზღვრება, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი
უფლებამოსილია,
შესაბამისი
ინფრასტრუქტურისა
და
პენიტენციური
საამისოდ
დაწესებულების
მნიშვნელოვანი
სხვა
დებულებით,
გარემოებების
დაწესებულების
გათვალისწინებით,
დაადგინოს კოდექსით განსაზღვრულ რაოდენობასა და ხანგრძლივობასთან შედარებით გაზრდილი
სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა.
პენიტენციური კოდექსის პროექტის გათვალისწინებით, ახლებურად ყალიბდება კოდექსის
84-ე მუხლის მე-4 და 41 ნაწილები, კერძოდ, არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში
არასრულწლოვნისათვის უნდა შეიქმნას პროფესიული განათლების მიღების პირობები
პენიტენციური
კოდექსით
დადგენილი
წესით,
რაც
ხელს
შეუწყობს
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულების დატოვების შემდეგ მის დასაქმებას. ამასთან, არასრულწლოვანი
მსჯავრდებული სარგებლობს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ საფეხურზე განათლების
მიღების უფლებით, პენიტენციური კოდექსით დადგენილი წესით;
34-ე მუხლის მე-4 ნაწილში, რომლის თანახმად, დაუშვებელია პატიმრობის ან
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან არასრულწლოვნის გაქცევისას ცეცხლსასროლი
იარაღის გამოყენება, „პატიმრობის ან თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაზე“ მითითება
იცვლება „პენიტენციურ დაწესებულებაზე“ მითითებით, რაც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა
სამკურნალო დაწესებულებასაც მოიცავს;
79-ე და 87-ე მუხლების მე-3 ნაწილებში მიეთითება პენიტენციური კოდექსის პროექტით
გათვალისწინებული შესაბამისი მუხლები.
98-ე მუხლის პირველ ნაწილში მიეთითება, რომ საპატიმრო სასჯელის არანაკლებ ორი
მესამედის მოხდის შემდეგ, მაგრამ გათავისუფლებამდე არაუგვიანეს 3 თვისა, თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულება არასრულწლოვან მსჯავრდებულს, მის კანონიერ წარმომადგენელს,
აგრეთვე, არასრულწლოვანი მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – სააგენტოს
ტერიტორიული ორგანოს − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ბიუროსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს ატყობინებს არასრულწლოვანი
მსჯავრდებულის გათავისუფლების მოახლოებულ თარიღს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან, რაც პენიტენციური კოდექსის
ამოქმედებას უკავშირდება. რაც შეეხება არასრულწლოვანი ბრალდებულის ხანგრძლივი პაემნის
უფლებას, ის 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას, მათ შორის,
არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობისა და
რაოდენობის შესაძლო ზრდის ნაწილში, რადგან არასრულწლოვან
მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბარი მათივე ხარჯით ხორციელდება.
ბრალდებულთა
და
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას, მათ შორის,
არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბრის ხანგრძლივობისა და
რაოდენობის
შესაძლო
ზრდის
ნაწილში,
რადგან
არასრულწლოვან
ბრალდებულთა
და
მსჯავრდებულთა სატელეფონო საუბარი მათივე ხარჯით ხორციელდება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო
ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
კანონპროექტის არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. კერძოდ, პენიტენციური
კოდექსით გათვალისწინებული რეგულაციების მსგავსად, არასრულწლოვან მსჯავრდებულს უფლება
ექნება, თვეში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს 5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15
წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი;
არასრულწლოვან ბრალდებულს კი ექნება უფლება, პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში (გარდა
პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვისა) ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი (ამოქმედდება 2025 წლის 1
იანვრიდან); მას აგრეთვე ექნება უფლება, დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით ჰქონდეს
არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა. აქვე განისაზღვრება, რომ
საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების
დებულებით, დაწესებულების ინფრასტრუქტურისა და საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების
გათვალისწინებით, დაადგინოს კოდექსით განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობასა და
ხანგრძლივობასთან შედარებით გაზრდილი სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.