„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/229/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პენიტენციური კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) უმცროსი სპეციალური წოდება – რიგითი, უმცროსი სერჟანტი, სერჟანტი, უფროსი სერჟანტი, ზემდეგი; ბ) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; გ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; დ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.“. 2. მე-8 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურისთვის სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებაზე. სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურისთვის სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების საფუძვლები განისაზღვრება პენიტენციური კოდექსით.“. მუხლი 2 საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2023 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3 ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის 32 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭებათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფისა და სამოქალაქო დანაყოფის მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეებს. დღეის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალურ დანაყოფს წარმოადგენს პენიტენციური დაწესებულებები, აგრეთვე, ამავე სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტი და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, ხოლო სამოქალაქო დანაყოფს – სამსახურის სხვა სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათ შორის, მონიტორინგის დეპარტამენტი. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე – საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების შექმნამდე, სისტემაში დასაქმებულ ყველა მოსამსახურეს, სამუშაო სტაჟის შესაბამისად, მინიჭებული ჰქონდა სახელმწიფო სპეციალური წოდება. საქართველოს კანონმდებლობის კოდიფიკაციის რეფორმის ფარგლებში შემუშავებული პენიტენციური კოდექსის პროექტის თანახმად, რომელიც პატიმრობის კოდექსისა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულაციებს აერთიანებს, უქმდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფების მოსამსახურეებად დაყოფა. ამასთან, სახელმწიფო სპეციალური წოდება მიენიჭება ყველა მოსამსახურეს, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა. გარდა ზემოაღნიშნულისა, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების საფუძვლები არ შეესაბამება ერთმანეთს. კერძოდ, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსამსახურეს სპეციალური წოდება ვადამდე ენიჭება შეფასების შედეგების მიხედვით, განსაკუთრებული დამსახურებისათვის და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, წახალისების წესით, ხოლო „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტის მიხედვით, წახალისების ფორმით მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება გამოიყენება სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისათვის, ხანგრძლივი ან/და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისათვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისათვის. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაკეთდეს დათქმა, რომ სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების ამავე კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურისათვის სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებაზე. ეს საფუძვლები პენიტენციური კოდექსით განისაზღვრება, რაც უკეთ ასახავს სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეფიციკას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ ის უწყებები, რომელთა მოსამსახურეებსაც მინიჭებული აქვთ სახელმწიფო სპეციალური წოდება, განსაზღვრულია „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლითაც ასევე დადგენილია სპეციალურ წოდებათა ჩამონათვალი, ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტთან ჰარმონიზების მიზნით სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების საკითხების მოსაწესრიგებლად საჭიროა აღნიშნულ კანონში შესაბამისი ცვლილებების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ მნიშვნელოვნად გაფართოვდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის იმ მოსამსახურეთა წრე, რომლებსაც მიენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება. შედეგად, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეები, როგორც სახელფასო და სოციალური უზრუნველყოფის (მათ შორის, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების) გარანტიების დადგენის, ისე ვალდებულებების/აკრძალვების ნაწილში, მნიშვნელოვანწილად გაუთანაბრდებიან სხვა, შესაბამისი ფუნქციების მქონე სამართალდამცავი ორგანოების სპეციალური წოდებების მქონე მოსამსახურეებს. გარდა აღნიშნულისა, აღმოიფხვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს შორის არაერთგვაროვანი რეგულაციებით არსებული შეუსაბამობა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, სახელმწიფო სპეციალური წოდებების მიღების უფლება ენიჭება სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა მოსამსახურეს. ამასთან, „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში კეთდება დათქმა, რომ სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭების ამავე კანონით გათვალისწინებული საფუძვლები არ ვრცელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურისთვის სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭებაზე; ეს საფუძვლები პენიტენციური კოდექსით განისაზღვრება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან, რაც პენიტენციური კოდექსის ამოქმედებას უკავშირდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება 2023 და შემდგომ წლებში წლიური საბიუჯეტო კანონით სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: შრომის ანაზღაურება კანონპროექტით სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის ყველა მოსამსახურეს (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა, ამავე სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეებისა და სამოქალაქო დანაყოფის მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეთა მსგავსად, წარმოეშობა სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღების უფლება, სამსახურის საშტატო ნუსხიდან გამომდინარე, 2022 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით, სპეციალური წოდება აქვს 2813 მოსამსახურეს და ცვლილებით დაემატება 849 მოსამსახურე, რომელთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 880 ლარის, ხოლო მაქსიმალური − 5500 ლარის ოდენობით. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით, რომლითაც კოდექსის ძირითადი ნაწილის, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის დამტკიცდება შრომის ანაზღაურებასთან სპეციალური დაკავშირებული პენიტენციური სამსახურის რეგულაციების სპეციალური ამოქმედებამდე წოდების მქონე მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა, აღნიშნული მოსამსახურეები მიიღებენ სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. ამდენად, კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, სამსახურის სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოს მიღების უფლების მქონე მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებაზე, ხოლო, მეორე მხრივ, კონკრეტულ მოსამსახურეთა ნამსახურობის წელთა ხანგრძლივობაზე, თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივი სარგოს ოდენობებზე. მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ოდენობა დიფერენცირებული იქნება შესაბამისი წოდებებისა და წელთა ნამსახურობის მიხედვით: სპეციალური წოდება რაოდენობა წოდებრივი 1 თვის 1 წლის სარგო (ლარი) ფონდი ფონდი იუსტიციის პოლკოვნიკი 70 იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი 60 იუსტიციის მაიორი 50 იუსტიციის კაპიტანი 40 იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი 30 იუსტიციის ლეიტენანტი 25 849 იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი 20 იუსტიციის ზემდეგი 7 იუსტიციის უფროსი სერჟანტი 6 იუსტიციის სერჟანტი 5 იუსტიციის უმცროსი სერჟანტი 4 იუსტიციის რიგითი 3 სულ 849 მოსამსახურეთა წელთა − ნამსახურობის დანამატი 29 009 348 108 29 009 348 108 გამოითვლება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამის შესაბამისი პროცენტული ოდენობით (მაგალითად, თუ მოსამსახურის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის) თანამდებობრივი სარგო არის 1870 ლარი, მისი წოდებრივი სარგო − 50 ლარი (შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ამ კომპონენტების ჯამი 1920 ლარია), ხოლო მისი სამუშაო სტაჟი 10 წელზე მეტია, მისი წელთა ნამსახურობის დანამატი შეადგენს 1920 ლარის 20%-ს − 384 ლარს): წელთა ნამსახურობა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა და რაოდენობა წოდებრივი სარგოს ჯამის % 1-დან 2 წლამდე 2-დან 5 წლამდე 5-დან 10 წლამდე 5 10 3662 15 10 და მეტი წელი აქედან გამომდინარე, 20 შესაბამისი მოსამსახურის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის) რეგულარულად (ყოველთვიურად) მისაღები ჯამური შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო (1870 ლარი), წოდებრივი სარგო (50 ლარი), წელთა ნამსახურობის დანამატი (384 ლარი)) იქნება 2304 ლარი. ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, სამსახურის მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის გასაცემად, არსებული მდგომარეობით, საჭირო იქნება შემდეგი ოდენობის თანხების გამოყოფა: თანხის ოდენობა (ლარი) შრომის ანაზღაურების კომპონენტის სახე სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისთვის 1 თვის ფონდი 1 წლის ფონდი წოდებრივი სარგო 29 009 348 108 წელთა ნამსახურობის დანამატი 1 083 333 13 000 000 სულ 1 112 342 13 348 108 აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგან დამოკიდებულია შესაბამის საანგარიშო პერიოდში არსებულ მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებაზე, შრომით სტაჟსა და მოსამსახურეთა რაოდენობაზე. იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსის ძირითადი ნაწილი, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული რეგულაციები ამოქმედდება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისათვის 2023 წლის ოქტომბერ–დეკემბრის (3 თვის) განმავლობაში წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა ამ კომპონენტების წლიური ოდენობის პროპორციულად, სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის 2023 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო 2024 და ყოველი მომდევნო წლის განმავლობაში – ზემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად, სრულად. მოსამსახურეთა წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა სპეციალური პენიტენციური სამსახურისათვის 2023 და მომდევნო წლებისათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან. სახელმწიფო კომპენსაცია სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფის ყველა მოსამსახურეთათვის (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღების უფლების მინიჭება, თანმდევი შედეგის სახით, მათთვის „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კომპენსაციის მიღების უფლებასაც წარმოშობს, ამ მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის დაგროვების შემთხვევაში. აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის მოსამსახურეები დღესაც სარგებლობენ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით. სახელმწიფო კომპენსაციის ჯამური მოცულობის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 22 სექტემბრის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში (გარდა მონიტორინგის დეპარტამენტისა) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულია 744 მოსამსახურე, რომელთაგან, კანონპროექტის შინაარსიდან გამომდინარე, არსებული თანამდებობების, ზღვრული წოდებისა და განათლების ცენზის გათვალისწინებით, უმცროსი სპეციალური წოდება მიენიჭება 214 პირს, საშუალო სპეციალური წოდება − 229 პირს, ხოლო უფროსი სპეციალური წოდება − 301 პირს. ამასთან, ამჟამად მოსამსახურეთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 880 ლარის, ხოლო მაქსიმალური - 5500 ლარის ოდენობით. იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნულ მოსამსახურეებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღების უფლება წარმოეშობათ კანონის ამოქმედების შემდეგ (2023 წლის 1 ოქტომბერი), რაც თანმდევი შედეგის სახით, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობასაც გულისხმობს, სახელმწიფო კომპენსაციისთვის საჭირო თანხები რომელთა მოცულობაც დამოკიდებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის (გარდა სოციალური სამსახურის მოსამსახურისა) სპეციალური წოდებით სამსახურის ხანგრძლივობაზე, მისთვის მინიჭებულ სახელმწიფო სპეციალურ წოდებაზე სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის მომენტისათვის და „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებზე, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური სამსახური მოსამსახურის შემთხვევაში – აღნიშნული კანონის 153 მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებზე. ეს თანხები ყოველწლიურად, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონით უნდა იქნეს გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, სამინისტროსთვის გამოყოფილ ასიგნებებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ჯანმრთელობისა და ვალდებულებები, სოციალური კანონპროექტის დაცვის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებს, რომლებიც ამ კანონის მიღების შედეგად ისარგებლებენ სპეციალური წოდების მინიჭების უფლებით, წარმოეშობათ წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის მიღების უფლება, რომელთა ოდენობები იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტებით განისაზღვრება. ამასთან, აღნიშნულ მოსამსახურეებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით წარმოეშობათ შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებაც. აქვე აღსანიშნავია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაობის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეები, რომლებსაც ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდება, დღესაც სარგებლობენ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ კანონით დადგენილ შემთხვევაში და წესით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.