„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/229/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პენიტენციური კოდექსი“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. მე-7 მუხლის: ა) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სააგენტოს მიერ დაფუძნებულმა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სხვა სამეწარმეო იურიდიულმა პირმა ან/და არასამეწარმეო (არაკომერციულმა) იურიდიულმა პირმა მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე შეიძლება განახორციელოს საქმიანობა/პროექტი, რომელიც აუცილებელია სამინისტროს სისტემის კანონით გათვალისწინებული მიზნების მისაღწევად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია პენიტენციური კოდექსის პროექტის შემუშავებით, რომელიც, გარდა იმისა, რომ, ერთი მხრივ, აერთიანებს დღეს მოქმედი პატიმრობის კოდექსითა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ რეგულაციებს და, ამდენად, იქმნება სრულიად ახალი სტრუქტურის მქონე საკანონმდებლო აქტი, აღნიშნული კოდექსის პროექტით, გარკვეულწილად, უმჯობესდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა და მეტი სიცხადე შემოაქვს ამ თვალსაზრისით. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო პენიტენციური დაწესებულების გარეთ ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროების მეშვეობით. ამავე კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად კი, სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სხვა სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს პატიმრობის კოდექსის 172 და 173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების (ხანგრძლივი პაემანი და საოჯახო პაემანი) ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას. ხანგრძლივი პაემნისათვის განკუთვნილი საფასური ირიცხება აღნიშნული იურიდიული პირების ანგარიშზე. პენიტენციური კოდექსის პროექტით გათვალისწინებული ერთ-ერთი ცვლილების მიხედვით, ყველა სახის პაემნით სარგებლობა შესაძლებელი იქნება საფასურის გადაუხდელად. ამასთან, ყველა სახის პაემნების ორგანიზებას და ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, განახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. აღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ვიდეოპაემნის, სანგრძლივი პაემნისა და საოჯახო პაემნის განმახორციელებელი სუბიექტები (სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიურო, სააგენტოს მიერ დაფუძნებული ან სხვა სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი), აგრეთვე, – ხანგრძლივი პაემნისათვის საფასურის გადახდის ვალდებულება. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რათა ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა შესაძლებელი იყოს საფასურის გადაუხდელად, ხოლო ყველა სახის პაემნების ორგანიზება და ინფრასტრუქტურული და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფა განახორციელოს სპეციალური პენიტენციური სამსახურმა, აუცილებელია აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში ყველა სახის პაემნით სარგებლობა შესაძლებელი იქნება საფასურის გადაუხდელად, ხოლო ყველა სახის პაემნების ორგანიზებას და ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას განახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური, რითაც „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი პენიტენციურ კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტის ამოღებას, რომლის თანახმად, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო პენიტენციური დაწესებულების გარეთ ვიდეოპაემნის ორგანიზებას უზრუნველყოფს პრობაციის ბიუროების მეშვეობით. გარდა აღნიშნულისა, ამავე კანონის მე-7 მუხლიდან ხდება მე-6 პუნქტის ამოღება, რომლის თანახმად, მითითებული სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში − სხვა სამეწარმეო იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ახორციელებს პატიმრობის კოდექსის 172 და 173 მუხლებით გათვალისწინებული პაემნების (ხანგრძლივი პაემანი და საოჯახო პაემანი) ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ამავე პუნქტის მიხედვით, ხანგრძლივი პაემნისათვის განკუთვნილი საფასური ირიცხება აღნიშნული იურიდიული პირების ანგარიშზე; შესაბამისი შესწორება შედის კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ამოქმედდება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან, რაც პენიტენციური კოდექსის ამოქმედებას უკავშირდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა ხორციელდება მსჯავრდებულის ან სტუმრის ხარჯზე, უნაღდო ანგარიშსწორებით. თითოეული ხანგრძლივი პაემნის საფასურის ოდენობა განისაზღვრება 60 ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში - 30 ლარით. თუ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემანი გაუგრძელდება არაუმეტეს 47 საათისა, საფასურის ოდენობა განისაზღვრება 120 ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – 60 ლარით. პენიტენციური კოდექსის პროექტის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული ყველა სახის პაემნით ისარგებლებს საფასურის გადაუხდელად. შესაბამისი ცვლილება ასახულია წინამდებარე კანონპროექტშიც. შედეგად, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პერსპექტივა“, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას და მას ერიცხება შესაბამისი საფასური, ვეღარ მიიღებს შემოსავალს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისთვის დაწესებული საფასურის სახით. ამასთან, პენიტენციური კოდექსის პროექტის მიხედვით, სააგენტოს ნაცვლად, საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების, ასევე ვიდეოპაემნის ორგანიზებას და ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას განახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. ინფორმაციისთვის, 2019 წლისთვის სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შპს „პერსპექტივას“ მიერ ორგანიზებული ხანგრძლივი პაემნებიდან (პაემნების საერთო რაოდენობა – 7035) ამავე საწარმოს ანგარიშზე შემოსავლების სახით ჩარიცხული საფასურის საერთო ოდენობა 528 886 ლარს შეადგენდა, საიდანაც ხარჯების მოცულობამ (მათ შორის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ნაწილში) 429 424 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2022 წელს (არასრული წელი), ხანგრძლივი პაემნებიდან (პაემნების საერთო რაოდენობა – 4700) შემოსავლების სახით მიღებული საფასურის საერთო ოდენობა 280 000 ლარს შეადგენდა, საიდანაც ხარჯების მოცულობამ დაახლოებით 273 000 ლარი შეადგინა.1 გარდა აღნიშნულისა, სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მითითებული შპს-ს ფუნქციონირებისთვის, ხანგრძლივი პაემნების სივრცეების რემონტისა და აღჭურვის მიზნით, 2022 წელს გამოყო 1 300 000 ლარი. 1 2020-2021 წლების მონაცემები არ არის მოყვანილი, ვინაიდან გავრცელებული პანდემიიდან გამომდინარე, ამ პერიოდში არსებული მონაცემები არ ასახავს რეალურ სურათს ხანგრძლივი პაემნების რაოდენობისა და მათგან შემოსული შემოსავლების მოცულობის შესახებ. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას. პენიტენციური კოდექსის პროექტის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული ყველა სახის პაემნით ისარგებლებს საფასურის გადაუხდელად. შესაბამისი ცვლილება ასახულია წინამდებარე კანონპროექტშიც. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულებს/მათ სტუმრებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისთვის აღარ მოუწევთ საფასურის გადახდა, რაც დადებითად აისახება მათ მატერიალურ მდგომარეობაზე. სანაცვლოდ, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პერსპექტივა“, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას და მას ერიცხება შესაბამისი საფასური, ვეღარ მიიღებს შემოსავალს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისთვის დაწესებული საფასურის სახით. ამასთან, პენიტენციური კოდექსის პროექტის მიხედვით, სააგენტოს ნაცვლად, საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების, ასევე ვიდეოპაემნის ორგანიზებას და ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას განახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: დღეის მდგომარეობით, ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა ხორციელდება მსჯავრდებულის ან სტუმრის ხარჯზე უნაღდო ანგარიშსწორებით. თითოეული ხანგრძლივი პაემნის საფასურის ოდენობა განისაზღვრება 60 ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში - 30 ლარით. თუ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემანი გაუგრძელდება არაუმეტეს 47 საათისა, საფასურის ოდენობა განისაზღვრება 120 ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – 60 ლარით. პენიტენციური კოდექსის პროექტის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული ყველა სახის პაემნით ისარგებლებს საფასურის გადაუხდელად. შესაბამისი ცვლილება ასახულია წინამდებარე კანონპროექტშიც. აქედან გამომდინარე, მსჯავრდებულებს/მათ სტუმრებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისთვის აღარ მოუწევთ საფასურის გადახდა, რაც დადებითად აისახება მათ მატერიალურ მდგომარეობაზე. შედეგად, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პერსპექტივა“, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას და მას ერიცხება შესაბამისი საფასური, ვეღარ მიიღებს შემოსავალს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისთვის დაწესებული საფასურის სახით. ამასთან, პენიტენციური კოდექსის პროექტის მიხედვით, სააგენტოს ნაცვლად, საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების, ასევე ვიდეოპაემნის ორგანიზებას და ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას განახორციელებს სპეციალური პენიტენციური სამსახური. ინფორმაციისთვის, 2019 წლისთვის სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შპს „პერსპექტივას“ მიერ ორგანიზებული ხანგრძლივი პაემნებიდან (პაემნების საერთო რაოდენობა – 7035) ამავე საწარმოს ანგარიშზე შემოსავლების სახით ჩარიცხული საფასურის საერთო ოდენობა 528 886 ლარს შეადგენდა, საიდანაც ხარჯების მოცულობამ (მათ შორის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ნაწილში) 429 424 ლარი შეადგინა. რაც შეეხება 2022 წელს (არასრული წელი), ხანგრძლივი პაემნებიდან (პაემნების საერთო რაოდენობა – 4700) შემოსავლების სახით მიღებული საფასურის საერთო ოდენობა 280 000 ლარს შეადგენდა, საიდანაც ხარჯების მოცულობამ დაახლოებით 273 000 ლარი შეადგინა. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. კანონპროექტით უქმდება ხანგრძლივი პაემნის საფასური. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. იქნა გამოყენებული კანონპროექტის