„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პენიტენციური კოდექსი“
- „პენიტენციური კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „პენიტენციური კოდექსი“ (07-2/229, 07.12.2022)და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/229; 07.12.2022) გამომდინარე „პენიტენციური კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი:
080240000.05.001.019099) მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„თ) სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი − საქართველოს პროკურატურის
თანამშრომელი (გარდა საქართველოს გენერალური პროკურორისა და საქართველოს გენერალური
პროკურატურის სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების
საპროცესო
ზედამხედველობის
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
პროკურორისა), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი (გარდა
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა), საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის თანამშრომელი (გარდა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსისა), საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური სამართალდამცავი სტრუქტურული
დანაყოფის თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომელი,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელი;“.
მუხლი 2
1. ამ კანონის ამოქმედებამდე სისხლის სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება
გაგრძელდეს ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
2. საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს მე-15
დღისა უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის
პირველი პუნქტის თანახმად, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა
ვრცელდება სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული
პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია პირის სიცოცხლის მოსპობა და
რომლის ჩადენის დროს ეს პირი იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან
პენიტენციურ დაწესებულებაში ანდა ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს
წარმომადგენლის,
მოხელის
ან
მასთან
გათანაბრებული
პირის
მიერ,
თავისი
ნების
საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა ადგილსამყოფლის დატოვება, ანდა აღნიშნული პირი
სხვაგვარად იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტიანი კონტროლის ქვეშ, აგრეთვე, საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის ცალკეული მუხლებით/მუხლის ნაწილებით გათვალისწინებულ
დანაშაულებზე, თუ იგი ჩადენილია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის (გარდა
პროკურორისა), მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ. აღნიშნული კანონის
მიზნებისთვის, ამავე კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად,
„სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლად“ მიჩნეულია სხვადასხვა სამართალდამცავი
ორგანოს მოსამსახურე, მათ შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის
სპეციალური დანაყოფის თანამშრომელი.
პატიმრობის კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
აღსრულებას სპეციალური პენიტენციური სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური და
სამოქალაქო დანაყოფების მეშვეობით, ხოლო ამავე მუხლით განსაზღვრულია, თუ რომელი
დანაყოფები მოაზრება სპეციალურ დანაყოფებად. კერძოდ, კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის
მიხედვით, სამსახურის სპეციალური დანაყოფები აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და
იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ
დაწესებულებათა
ერთიანი
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
მართვის,
პენიტენციურ
დაწესებულებებში
უფლებების
რეალიზაციის,
მსჯავრდებულთა
რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის, უსაფრთხოების დაცვის, უსაფრთხოების
სპეციალური
ღონისძიებების
განხორციელების,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
გაყვანის/გადაყვანის და ექსტრადიციის, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და
რეესტრების
წარმოების,
შესაბამისი
მონაცემების
დამუშავებისა
და
ანალიზის
უზრუნველყოფისაკენ. ამასთან, საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის
№366 ბრძანებით დამტკიცებული „სპეციალური პენიტენციური სამსახურის დებულების“
თანახმად, სპეციალურ დანაყოფებად მიიჩნევა პენიტენციური დეპარტამენტი,
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი.
აგრეთვე,
საქართველოს კანონმდებლობის კოდიფიკაციის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულია
პენიტენციური კოდექსის პროექტი, რომელიც აერთიანებს დღეს მოქმედი პატიმრობის კოდექსითა
და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
რეგულაციებს. აღნიშნული კოდექსის პროექტი აღარ ითვალისწინებს სპეციალური პენიტენციური
სამსახურის დაყოფას სპეციალურ და სამოქალაქო დანაყოფებად. ეს მიდგომა, სხვა ფაქტორებთან
ერთად, განპირობებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ძირითადი
პრინციპებით, ამოცანებითა და უფლებამოსილებებით, რითაც აღნიშნული სამსახური, სხვა
სპეციალური
სახელმწიფო
სამსახურების
მსგავსად,
სახელმწიფო/საზოგადოებრივი
უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელ ორგანოს (სამართალდამცავ ორგანოს) წარმოადგენს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის პენიტენციური კოდექსის პროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით
საჭიროა მითითებულ კანონში ცვლილების შეტანა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, ამ კანონის
მიზნებისათვის (საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრისათვის) ჩამოთვლილია სხვადასხვა
სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები, რომლებიც ითვლებიან
სამართალდამცავი
ორგანოს წარმომადგენლად. მათ შორის არიან სპეციალური პენიტენციური სამსახურის
სპეციალური დანაყოფის თანამშრომლები. იმისათვის, რათა შესაბამისი ნორმიდან ამოღებულ
იქნეს
დაზუსტება
სამართალდამცავი
„სპეციალური
ორგანოს
დანაყოფის“
წარმომადგენლად
თანამშრომელზე
ჩაითვალოს
და,
შესაბამისად,
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის ყველა თანამშრომელი, აუცილებელია აღნიშნულ კანონში ცვლილების შეტანა
(შესაბამისი ტერმინის დაზუსტება).
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“
საქართველოს
კანონით,
ამავე
განსაზღვრა),
სამართალდამცავი
კანონის
მიზნებისათვის
ორგანოს
(საგამოძიებო
წარმომადგენლად,
ქვემდებარეობის
ნაცვლად
სპეციალური
პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურისა, ჩაითვლება ამავე
სამსახურის ყველა მოსამსახურე, რითაც გაფართოვდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის
საგამოძიებო ქვემდებარეობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „თ“
ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლად, ნაცვლად
სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურისა, ჩაითვლება
ამავე სამსახურის ყველა მოსამსახურე. გარდა ამისა, კანონპროექტის გარდამავალი დებულების
სახით, განისაზღვრება, რომ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე სისხლის
სამართლის საქმეზე დაწყებული გამოძიება უნდა გაგრძელდეს გამოძიების დაწყების დროისთვის
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2023 წლის 1 ოქტომბრიდან, რაც პენიტენციური კოდექსის
ამოქმედებას უკავშირდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
ორმხრივ
მრავალმხრივ
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
და
მიმართება
შეთანხმებებთან,
საქართველოს
აგრეთვე,
ისეთი
და
ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
მიერ
დადებულ
ორმხრივ
და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი
და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.