„პენიტენციური კოდექსი“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პენიტენციური კოდექსი“
- „პენიტენციური კოდექსი“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან საქართველოს თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „პენიტენციური კოდექსი“ (07-2/229, 07.12.2022)და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/229; 07.12.2022) გამომდინარე „პენიტენციური კოდექსი“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
პენიტენციური კოდექსი
კოდექსის მიზანია ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვასა და რეალიზაციაზე ორიენტირებული
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის უზრუნველყოფის სამართლებრივი გარანტიების შექმნა.
წიგნი პირველი
ზოგადი დებულებები. პენიტენციური სისტემა
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების
შესახებ
1. საქართველოს კანონმდებლობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ
ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, ამ კოდექსს, სხვა
კანონებს და კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებს.
2. საქართველოს იუსტიციის მინისტრი (შემდგომ – მინისტრი) უფლებამოსილია, გამოსცეს ბრძანება
ამ კოდექსით გათვალისწინებულ საკითხებზე.
3. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის
მიზანია პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და
მსჯავრდებულის რესოციალიზაცია.
მუხლი 2. კოდექსის მოქმედების სფერო
1. ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე აღკვეთის ღონისძიების
სახით შეფარდებული პატიმრობისა და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის
აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის
გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ორგანოთა საქმიანობას,
ადგენს
პატიმრობისა
საზოგადოებრივ
და
თავისუფლების
ორგანიზაციათა
განსაზღვრავს პატიმრობისა
და
აღკვეთის
და მოქალაქეთა
თავისუფლების
აღსრულებაში
მონაწილეობის
აღკვეთის
წესსა
აღსრულების
სახელმწიფო
და
ორგანოთა,
პირობებს;
სფეროში
აგრეთვე
საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის (შემდგომ – სამსახური) ორგანიზებას,
საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის სტატუსს, უწყვეტი
პროფესიული მომზადების სისტემას და მისი სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის
გარანტიებს.
2. ამ კოდექსით დადგენილი წესით აღსრულდება პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
აღსრულებასთან დაკავშირებული სასამართლოს განჩინება და განაჩენი, აგრეთვე სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილება.
მუხლი
3.
პატიმრობისა
და
თავისუფლების
აღკვეთის
აღსრულების
შესახებ
საქართველოს
კანონმდებლობის მოქმედება სივრცეში და პირთა წრის მიხედვით
1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის
მოქმედება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა
გამოიყენება როგორც საქართველოს მოქალაქეთა, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა მიმართ, საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი
წესით.
3. არასრულწლოვანი ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნასა და არასრულწლოვანი მსჯავრდებულის
მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის მოხდასთან დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტებით.
მუხლი 4. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძვლები
1.
პატიმრობის
აღსრულების
საფუძველია
პატიმრობის
შეფარდების
შესახებ
სასამართლოს
გადაწყვეტილება.
2. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძველია სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის
საქმეზე გამოტანილი და კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი, რომლითაც პირს შეეფარდა
თავისუფლების აღკვეთა, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი
გადაწყვეტილება სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის დანიშვნის შესახებ.
თავი II. პენიტენციური სისტემის ორგანიზება
მუხლი 5. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემა
1. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღმასრულებელი ორგანოები არიან სამსახური და
მისდამი დაქვემდებარებული პენიტენციური დაწესებულებები.
2. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში ერთიანი პოლიტიკის
წარმართვას უზრუნველყოფს სამინისტრო.
მუხლი 6. სამსახური
1.
სამსახურის
საქმიანობის
სამართლებრივი
საფუძვლებია:
საქართველოს
კონსტიტუცია,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები, ეს კოდექსი, სამსახურის დებულება და საქართველოს
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, აგრეთვე სხვა სამართლებრივი აქტები.
2. სამსახური აერთიანებს სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს.
3. სამსახურს ექვემდებარება პენიტენციური დაწესებულებები.
4.
სამსახურის,
მისი
სტრუქტურული
ქვედანაყოფებისა
და
სამსახურის
პენიტენციური
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულის დებულებას ამტკიცებს მინისტრი.
5. სამსახურის საშტატო ნუსხას მინისტრთან შეთანხმებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით
ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი.
მუხლი 7. სამსახურის მართვა
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის გენერალური დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე
ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. სამსახურის გენერალურ დირექტორს ჰყავს პირველი მოადგილე და მოადგილე, რომლებსაც
სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს მინისტრი.
3. სამსახურის გენერალური დირექტორის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს
სამსახურის გენერალური დირექტორის პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების
განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში − მოადგილე. სამსახურის გენერალური დირექტორის
პირველი მოადგილის/მოადგილის საკურატორო სფეროები განისაზღვრება მისი დანიშვნის შესახებ
ბრძანებით. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსით გათვალისწინებული
ცალკეული
უფლებამოსილებები
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
საფუძველზე გადასცეს პირველ მოადგილეს/მოადგილეს.
4.
სამსახურის
გენერალური
დირექტორი
თანამდებობაზე
ნიშნავს
და
თანამდებობიდან
ათავისუფლებს სამსახურისა და პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეებს.
5. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცეს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
6. სამსახურის გენერალური დირექტორი შეიმუშავებს წინადადებებს სამსახურის დაფინანსებისა და
მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის შესახებ და წარუდგენს მინისტრს. სამსახური ფინანსდება
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებით. სამსახურის ხარჯები საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტში გათვალისწინებული უნდა იქნეს ცალკე პროგრამული კოდით (კოდებით), რომლის (რომელთა)
განმახორციელებელი იქნება სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
7. სამსახური ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. სამსახურის გენერალური დირექტორი
არანაკლებ წელიწადში ორჯერ მინისტრს წარუდგენს წერილობით ანგარიშს გაწეული საქმიანობის შესახებ.
მინისტრის მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის გენერალური დირექტორი წარუდგენს მას რიგგარეშე
ანგარიშს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
8. სამსახურის მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გამგებლობის სფეროში ადამიანის ძირითად
უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო სავალდებულო მოსამსახურეთა) მიერ
სამსახურებრივი
მოვალეობებისა
და
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ
მოთხოვნათა
შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემურ
მონიტორინგს ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული
ქვედანაყოფი.
თავი III. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, ამოცანები და უფლებამოსილება
მუხლი 8. სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები
სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპებია:
ა) კანონიერება;
ბ) ადამიანის ძირითად უფლებათა დაცვა და პატივისცემა;
გ) თანაზომიერება;
დ) გამჭვირვალობა;
ე) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი.
მუხლი 9. სამსახურის ამოცანები
სამსახურის ამოცანებია:
ა)
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
უფლებათა
დაცვის
უზრუნველყოფა;
ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დაცვა;
გ) პენიტენციური დაწესებულების დაცვის უზრუნველყოფა;
დ) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვა;
ე) სამსახურის მატერიალური და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ვ) პენიტენციური დაწესებულების საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა, მონაცემების
დამუშავება და ანალიზი;
ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოება;
თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა გაყვანა/გადაყვანა და ექსტრადიცია;
ი) პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა, ინტერვენციისა და სპეციალური
ღონისძიებების განხორციელება;
კ)
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
რეაბილიტაციის/რესოციალიზაციის და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა;
ლ) პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის დასაცავად თავისი კომპეტენციის
ფარგლებში
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
მოთხოვნების
შესრულება
(კერძოდ,
პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგის შემუშავება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა) და ამ
მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
მ) პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე დანაშაულის ან/და სხვა
სამართალდარღვევის გამოვლენა, აღკვეთა, პრევენცია და უსაფრთხოების დაცვა;
ნ) სამსახურის მატერიალური ფასეულობების (მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული
ობიექტების) დაცვა, შესაბამისი ტექნიკური უსაფრთხოების გეგმების შემუშავება და განხორციელება;
ო) პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების და დადგენილი რეჟიმის დასაცავად კრიზისული
ვითარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მართვა;
პ) სტიქიური უბედურებისა და სხვა საგანგებო სიტუაციის დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის
უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე მოსამსახურეთა
განსაკუთრებულ რეჟიმზე გადაყვანის უზრუნველყოფა;
ჟ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტრანსპორტირების, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში
უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმდინარე და გაძლიერებული ღონისძიებების გეგმების შემუშავება და
განხორციელება;
რ) სამსახურის მოსამსახურეთა, აგრეთვე მათი ოჯახის წევრთა უსაფრთხოების საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფა.
მუხლი 10. სამსახურის უფლებამოსილებები
სამსახურის უფლებამოსილებებია:
ა) პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
აღსრულება;
ბ) პენიტენციური დაწესებულებების დაცვა;
გ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაცვა;
დ)
მსჯავრდებულთა
რესოციალიზაციის
მიზნით
შესაბამისი
პროგრამების
შემუშავება
და
განხორციელება;
ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შესახებ მონაცემების დამუშავება და მონაცემთა ბაზების
ადმინისტრირება;
ვ)
პენიტენციურ
დაწესებულებათა
საექიმო-სამედიცინო
პუნქტების/სამედიცინო
ნაწილების
საქმიანობის ორგანიზება და კონტროლი, პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანმრთელობის დაცვის
უწყებრივი, სახელმწიფო და საერთაშორისო პროგრამების განხორციელება;
ზ) პენიტენციურ დაწესებულებაში სანიტარიულ-ჰიგიენური და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის
შემოწმება;
თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ოპერატიულ ღონისძიებათა განხორციელება;
ი) სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
კ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.
თავი IV. მოსამსახურე. სამსახურში მიღება და სამსახურის გავლა
მუხლი 11. მოსამსახურის სამსახურში მიღება
1. სამსახურში კანონმდებლობით გათვალისწინებულ საქმიანობას ახორციელებენ მოხელეები,
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები
(შემდგომ – მოსამსახურე).
2. მოსამსახურეზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ
არის დადგენილი.
3. პირი სამსახურში შესაძლებელია მიღებულ იქნეს შრომითი ხელშეკრულებით, საქართველოს
ორგანული კანონით „საქართველოს შრომის კოდექსი“ დადგენილი წესით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ
არის დადგენილი.
4. სამსახურში პირი მიიღება კონკურსის საფუძველზე, გარდა ამ კოდექსის მე-12 მუხლის მე-6 და მე-7
ნაწილებით
გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
კონკურსი
ცხადდება
სამსახურის
გენერალური
დირექტორის მიერ განსაზღვრული ვებგვერდის მეშვეობით.
5. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს 18 წელს მიღწეული საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე,
რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს:
ა) იცის საქართველოს სახელმწიფო ენა;
ბ) აკმაყოფილებს შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) პიროვნული და საქმიანი თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით შეუძლია
მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
დ) შესაბამისი ფიზიკური მომზადებით შეუძლია მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება
(ეს
მოთხოვნა
ვრცელდება
მინისტრის
ბრძანებით
განსაზღვრული
სამსახურის
დანაყოფის
მოსამსახურეებზე).
6. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით მიიღება პირი, რომელსაც პიროვნული და საქმიანი
თვისებებით, განათლებითა და ჯანმრთელობის მდგომარეობით ან/და ფიზიკური მომზადებით შეუძლია
შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული ფუნქციებისა და მოვალეობების შესრულება.
7.
შრომითი
ხელშეკრულებით
დასაქმებულ
პირზე
საქართველოს
შრომის
კანონმდებლობა
ვრცელდება, თუ საქართველოს კანონმდებლობით, ამ კოდექსითა და მის საფუძველზე გამოცემული
ნორმატიული აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
8. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირზე ვრცელდება ამ კოდექსის მე-13 მუხლი,
მე-18 მუხლი, მე-19 მუხლი (გარდა იმავე მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტისა), მე-20 მუხლი (გარდა
იმავე მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტისა), 21-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 22-ე–25-ე მუხლები, 27-ე მუხლი
(გარდა იმავე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებისა და მე-5 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებისა) და 29-ე მუხლი.
9. სამსახურში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის უფლებები და მოვალეობები
განისაზღვრება შრომითი ხელშეკრულებით.
10. სამსახურში ჩარიცხულ წვევამდელთა სამართლებრივი სტატუსი განისაზღვრება ამ კოდექსის 61-ე
მუხლითა და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონით.
მუხლი 12. მოსამსახურის სამსახურში მიღების სპეციალური პირობები
1. პირს ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობისას
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სერტიფიკატი,
როგორც წესი, არ მოეთხოვება.
2. მოსამსახურე, რომლისთვისაც მინისტრის ბრძანებით დადგენილია საამისო ვალდებულება,
გამოსაცდელი ვადის განმავლობაში გადის მომზადების შესაბამის სპეციალურ სასწავლო კურსს (შემდგომ
− სასწავლო კურსი) სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში
– საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში. ამ პერიოდში მოსამსახურე სამსახურებრივ საქმიანობას
ახორციელებს სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირის ზედამხედველობით.
3. სასწავლო კურსი, სხვა თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებთან ერთად, უნდა ითვალისწინებდეს
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სწავლებას.
4. სასწავლო კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მოსამსახურეს ეძლევა შესაბამისი დონის
სერტიფიკატი.
5. მოქმედი სერტიფიკატის მქონე პირი ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მოსამსახურის
თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, სასწავლო კურსის გავლის გარეშე.
6. სამსახურში უკონკურსოდ ინიშნება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი;
ბ) დროებით მოვალეობის შემსრულებელი იმ ვაკანტურ თანამდებობაზე, რომელიც კონკურსის წესით
უნდა იქნეს დაკავებული;
გ) მოსამსახურე − დაწინაურების შემთხვევაში;
დ) მოსამსახურე – სამსახურის იმავე ან სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფში/ერთეულში გადაყვანისას,
თუ
იგი
აკმაყოფილებს
თანამდებობისთვის
მის
მიერ
კონკურსის
განსაზღვრულ საკვალიფიკაციო
წესით/დაწინაურების
მოთხოვნებს.
ამ
წესით
დასაკავებელი
შემთხვევაში
დასაკავებელ
თანამდებობაზე მოსამსახურის (მისი წერილობითი თანხმობით) წარდგენის უფლება აქვს სამსახურის იმ
სტრუქტურული ქვედანაყოფის/ერთეულის ხელმძღვანელს, რომელშიც ხდება ამ მოსამსახურის გადაყვანა.
7. პირი შესაბამის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს უკონკურსოდ, დროებით მოვალეობის
შემსრულებლად, არაუმეტეს 6 თვის ვადით. ამ პირის იმავე თანამდებობაზე განმეორებით დროებით
მოვალეობის
შემსრულებლად
დანიშვნა
დაუშვებელია.
დროებით
მოვალეობის
შემსრულებლად
უკონკურსოდ დანიშნული პირის მიმართ არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
სასწავლო კურსის გავლის მოთხოვნა.
8. სამსახურში მისაღები კანდიდატი გადის სპეციალურ შემოწმებას (საქართველოს კანონმდებლობით
დასაშვებ ღონისძიებათა ერთობლიობა, რომლის მიზანია კანდიდატის ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-5
ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პიროვნული და საქმიანი თვისებების შესაბამისობის
დადგენა მის მიერ შესასრულებელ სამუშაოსთან) და თანამდებობაზე ინიშნება თანამდებობაზე დანიშვნის
უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
არაუმეტეს 6 თვის გამოსაცდელი ვადით.
9. ამ მუხლის მიზნებისათვის:
ა) მინისტრი განსაზღვრავს:
ა.ა) სამსახურში მისაღებად კონკურსის ჩატარების, მისაღები პირის შერჩევის, მისი სპეციალური
შემოწმებისა და გამოსაცდელი ვადის გავლის წესს;
ა.ბ) სასწავლო კურსის სახეებს, აგრეთვე, სასწავლო კურსის გავლის, მოსამსახურის სერტიფიცირებისა
და პერიოდული გადამზადების წესს;
ა.გ) მოსამსახურის სამსახურებრივი დაწინაურების წესს;
ა.დ) სამსახურის იმ თანამდებობათა ნუსხას, რომლებზედაც პირები უკონკურსოდ, გამოსაცდელი
ვადის გარეშე და სასწავლო კურსის გავლის გარეშე ინიშნებიან, აგრეთვე ამ თანამდებობებზე მათი
დანიშვნის წესს;
ბ) სამსახურის გენერალური დირექტორი განსაზღვრავს დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს
კანდიდატებისათვის სამსახურის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად.
მუხლი 13. სამსახურში მიღებასთან და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული შეზღუდვები
1. სამსახურში სამუშაოდ არ მიიღება:
ა) განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი;
ბ) პირი, რომლის მიმართაც სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს;
გ) პირი, რომელიც სასამართლომ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარა ან მხარდაჭერის მიმღებად ცნო,
თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
დ) პირი, რომელსაც სასამართლოს მიერ ჩამორთმეული აქვს შესაბამისი თანამდებობის დაკავების
უფლება;
ე) პირი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამედიცინო დასკვნის თანახმად, არ აკმაყოფილებს
შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ვ) პირი, რომელიც შესაბამისი თანამდებობის დაკავების შემთხვევაში უშუალო სამსახურებრივი
ზედამხედველობით დაუკავშირდება მშობელს, მეუღლეს, დას, ძმას, შვილს, გერს ან მეუღლის დას, ძმას,
მშობელს;
ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის პრეტენდენტი, გარდა კანონით ან საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისისა;
თ) პირი, რომელმაც სპეციალური შემოწმების გავლის შედეგად უარყოფითი შეფასება მიიღო.
2. მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულებაში
ან კერძო დაწესებულებაში, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა
ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა.
მოსამსახურის მიერ შეთავსებით სხვა თანამდებობის დაკავება დასაშვებია მხოლოდ სამინისტროს
სისტემაში.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება სამსახურის სამედიცინო
პერსონალზე, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში.
მუხლი 14. სამსახურში მიღებისას წარსადგენი დოკუმენტები. მოსამსახურის ფიცი
1. სამსახურში მიღების მსურველმა თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს უნდა
წარუდგინოს მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული დოკუმენტები. ამ დოკუმენტების წარუდგენლობა
პირის სამსახურში მიღებაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთანავე, სამსახურში მიღების მსურველს
შეიძლება
მოეთხოვოს
სამსახურის
მიერ
წინასწარ
განსაზღვრული,
შესაბამისი
სამედიცინო
დაწესებულებიდან ჯანმრთელობის შესახებ ცნობის წარდგენა, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული ან აღიარებული
დიპლომის წარდგენა.
2. სამსახურში სამუშაოდ პირველად მიღებული პირი დებს და ხელმოწერით ადასტურებს ფიცს:
„ვაცნობიერებ საქართველოს წინაშე ჩემთვის დაკისრებულ პასუხისმგებლობას და ვფიცავ, ერთგულად
ვემსახურო საქართველოს, განუხრელად დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია და კანონები, პატივი ვცე
ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, კეთილსინდისიერად შევასრულო
ჩემი მოვალეობები.“.
მუხლი 15. სამსახურის ვადა. გამოსაცდელი ვადა
1. მოსამსახურე (გარდა ამ კოდექსის მე-16 მუხლით გათვალისწინებული მოსამსახურისა) სამსახურში
მიიღება/ინიშნება განუსაზღვრელი ვადით, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
შემთხვევებისა.
2. სამსახურში განსაზღვრული ვადით მიიღება:
ა) თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელი მოსამსახურის სამსახურში
გამოსვლამდე ან თანამდებობიდან გათავისუფლებამდე;
ბ) თანამდებობაზე კონკურსის წესით დასანიშნი მოსამსახურის მოვალეობის შემსრულებელი – ამ
კოდექსის მე-12 მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრულ ვადაში კონკურსის შედეგების მიხედვით
მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნამდე;
გ) შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული მოსამსახურე – ხელშეკრულებით განსაზღვრული
ვადით.
3. დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია, არაუმეტეს 6 თვისა, პირი დანიშნოს
გამოსაცდელი ვადით.
4. გამოსაცდელი ვადის განმავლობაში მოწმდება პირის კვალიფიკაციის, საქმიანი უნარ-ჩვევების,
შესაძლებლობებისა
და
პირადი
თვისებების
დაკავებული
თანამდებობისათვის
განსაზღვრულ
მოთხოვნებთან შესაბამისობა.
5. გამოსაცდელი ვადის გავლის არადამაკმაყოფილებელი შედეგების შემთხვევაში პირი შესაბამისი
სამართლებრივი აქტით თავისუფლდება სამსახურიდან.
6. გამოსაცდელი ვადა არ გამოიყენება დროებით არმყოფი მოსამსახურის შემცვლელად ან მოვალეობის
შემსრულებლად დანიშვნისას.
7. დაუშვებელია გამოსაცდელი ვადით დანიშნული პირის თანამდებობრივი გადაადგილება ან
დაწინაურება, აგრეთვე მისთვის მოვალეობის შესრულების დაკისრება.
8. გამოსაცდელ ვადაში ჩაითვლება დროებითი შრომისუუნარობის ან სხვა საპატიო მიზეზის გამო
გაცდენილი დრო. გამოსაცდელი ვადა პირს ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში.
მუხლი 16. მოსამსახურის ასაკობრივი შეზღუდვა
1. ეს მუხლი აწესრიგებს მინისტრის მიერ განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების
მოსამსახურეთა მიერ სამსახურის გავლის ასაკობრივ შეზღუდვას.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ:
ა) უმცროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში იმსახუროს 60 წლის
ჩათვლით;
ბ) საშუალო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში იმსახუროს:
ბ.ა) 55 წლის ჩათვლით (თანამდებობიდან თავისუფლდება სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვით);
ბ.ბ) 60 წლის ჩათვლით (თანამდებობიდან თავისუფლდება გადადგომით);
გ) უფროსი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში იმსახუროს:
გ.ა) 60 წლის ჩათვლით (თანამდებობიდან თავისუფლდება გადადგომით);
გ.ბ) 65 წლის ჩათვლით (თანამდებობიდან თავისუფლდება გადადგომით).
3. სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს მიღწეული მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურიდან
გათავისუფლებას, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სამსახურის ინტერესებიდან გამომდინარე, სამედიცინო დასკვნის გათვალისწინებით, მინისტრის
ბრძანებით, იუსტიციის პოლკოვნიკის სპეციალური წოდების მქონე, სამსახურში ყოფნის ზღვრულ ასაკს
მიღწეულ მოსამსახურეს, მისივე თანხმობით, შეიძლება გაუგრძელდეს სამსახურის ვადა 5 წლამდე ვადით,
რაც არ გამორიცხავს მოსამსახურის სამსახურიდან ამ კოდექსით გათვალისწინებული შესაბამისი
საფუძვლით გათავისუფლების შესაძლებლობას.
მუხლი 17. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა
1. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება:
ა) უფრო მაღალ თანამდებობაზე: სამსახურებრივი დაწინაურების შემთხვევაში, მინისტრის მიერ
დადგენილი წესით, ხელმძღვანელის წარდგინებითა და მოსამსახურის თანხმობით – თუ მოსამსახურე
დაკავებულ თანამდებობაზე 6 თვე მაინც მსახურობს;
ბ) თანაბარ თანამდებობაზე:
ბ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე;
ბ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;
გ) უფრო დაბალ თანამდებობაზე:
გ.ა) პირადი პატაკის საფუძველზე;
გ.ბ) სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, მოსამსახურის თანხმობით;
გ.გ) ატესტაციის შედეგების საფუძველზე;
გ.დ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო.
2. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება სათანადო საკვალიფიკაციო მოთხოვნების
გათვალისწინებით. პირის ფუნქციურად განსხვავებულ თანამდებობაზე გადაყვანას როგორც წესი, წინ
უნდა უძღოდეს მისი სათანადო პროფესიული გადამზადება.
3. მოსამსახურის თანამდებობრივი გადაყვანა ხდება მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე
დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის ბრძანებით.
4. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია
მოსამსახურე
თანამდებობრივი
გადაყვანის
გარეშე
მიამაგროს
სამსახურის
სხვა
სტრუქტურულ
ქვედანაყოფს, სტრუქტურულ ერთეულს ან პენიტენციურ დაწესებულებას.
5. მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს შეუძლია
მოსამსახურეს განუსაზღვროს სამუშაო ადგილი.
6. ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჭიროა მოსამსახურის
თანხმობა.
მუხლი 18. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა შესრულება
1. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირს სამსახურში დროებით
არმყოფი მოსამსახურის შესაცვლელად ან ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად, გადაუდებელ
შემთხვევაში, როდესაც მოსამსახურის სამსახურში არყოფნა საფრთხეს უქმნის სამსახურის ნორმალურ
ფუნქციონირებას, შეუძლია:
ა) გადაუნაწილოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს თავისი
სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან გათავისუფლების გარეშე;
ბ) დააკისროს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი სხვა მოსამსახურეს და შემცვლელი
მოსამსახურე გაათავისუფლოს თავისი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისაგან.
2. მოსამსახურეს შეუძლია უარი განაცხადოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
მოვალეობათა დროებით შესრულებაზე, თუ მათი შესრულება წინააღმდეგ ნაჩვენებია მისი ჯანმრთელობის
მდგომარეობისათვის ან მოითხოვს უფრო მაღალ კვალიფიკაციას და სხვა პროფესიულ მომზადებას.
3. მოსამსახურეს შეუძლია ამ მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე იმავე დაწესებულებაში
შეასრულოს სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობანი კალენდარული წლის განმავლობაში
არაუმეტეს 1 თვის ვადით. სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობათა კალენდარული წლის
განმავლობაში 1 თვეზე მეტი ვადით შესრულება შეიძლება მისი შემცვლელი მოსამსახურის თანხმობით.
4. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს
სამსახურში არმყოფი მოსამსახურის მოვალეობებს, თავისი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ეძლევა
დანამატი
„საჯარო
დაწესებულებაში
გათვალისწინებული
ზღვრული
შრომის
ოდენობის
ანაზღაურების
ფარგლებში,
შესახებ“
სამსახურის
საქართველოს
გენერალური
კანონით
დირექტორის
ბრძანებით დადგენილი ოდენობით.
5. მოსამსახურეს, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ასრულებს
სამსახურში
არმყოფი
მოსამსახურის
მოვალეობებს,
ეძლევა
სამსახურში
არმყოფი
მოსამსახურის
თანამდებობრივი სარგო, თუ იგი აღემატება მის თანამდებობრივ სარგოს. თუ სამსახურში არმყოფი
მოსამსახურის თანამდებობრივი სარგო მისი შემცვლელი მოსამსახურის თანამდებობრივ სარგოზე
ნაკლებია, შემცვლელ მოსამსახურეს უნარჩუნდება თავისი თანამდებობრივი სარგო.
მუხლი 19. მოსამსახურის წახალისება
1.
სამსახურებრივი
კეთილსინდისიერი
მოვალეობის
სამსახურისათვის,
სანიმუშოდ
შესრულებისათვის,
განსაკუთრებული
სირთულის
ხანგრძლივი
მნიშვნელოვანი
ან/და
დავალების
შესრულებისათვის ან/და განსაკუთრებული დამსახურებისათვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება
წახალისების შემდეგი ფორმები:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა;
გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება;
დ) სამინისტროს/სამსახურის სიგელით დაჯილდოება;
ე) სამკერდე ნიშნით დაჯილდოება;
ვ) სამინისტროს/სამსახურის მედალიონით დაჯილდოება;
ზ) სამინისტროს/სამსახურის მედლით დაჯილდოება;
თ) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება;
ი) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
კ) სამოქალაქო ან სამსახურებრივ-საშტატო იარაღით დაჯილდოება.
2. ერთდროულად შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოსამსახურის წახალისების რამდენიმე ფორმა.
3. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი მამაცობისა და გამბედაობისათვის
მოსამსახურე შეიძლება წარდგენილ იქნეს სახელმწიფო ჯილდოზე.
4. მოსამსახურის წახალისების წესს ადგენს მინისტრი.
მუხლი 20. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომები და დისციპლინური სახდელები
1. მსუბუქი ან მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს
დისციპლინური სახდელი.
2. მოსამსახურის დისციპლინური გადაცდომებია:
ა)
სამსახურებრივი
არაჯეროვნად შესრულება;
მოვალეობის
განზრახ
ან
გაუფრთხილებლობით
შეუსრულებლობა
ან
ბ) სამსახურისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების განზრახ
ან გაუფრთხილებლობით შექმნა;
გ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან მოსამსახურისა და სამსახურის დისკრედიტაციისკენ
მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი
ჩადენილი თუ მის გარეთ;
დ)
უშუალო,
ზემდგომი
ხელმძღვანელის
კანონიერი
მითითების
ან/და
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობა;
ე) სამსახურის მოსამსახურეებისათვის დადგენილი ეთიკის ნორმების დარღვევა.
3. დისციპლინური გადაცდომა მძიმეა, თუ:
ა)
დისციპლინურმა
გადაცდომამ
გამოიწვია
დისციპლინური
გადაცდომის
ჩამდენი
პირის
რეპუტაციის შელახვა, რაც გამორიცხავს ამ პირის მიერ მომავალში სამსახურებრივ მოვალეობათა ჯეროვან
შესრულებას;
ბ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად ზიანი მიადგა სამსახურის რეპუტაციას ან სამსახურის
მოსამსახურეს, მესამე პირს ან საჯარო ინტერესს;
გ) დისციპლინური გადაცდომის შედეგად მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა სამსახურს;
დ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მქონე მოსამსახურემ ჩაიდინა ახალი დისციპლინური
გადაცდომა;
ე) ეს არის ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის ექიმის დანიშნულების გარეშე
უკანონოდ მოხმარება, თუ ეს ქმედება არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
4. დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს შემდეგი
დისციპლინური სახდელები:
ა) შენიშვნა;
ბ) გაფრთხილება;
გ) საყვედური;
დ) სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა;
ე) სახელმწიფო სპეციალური წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება;
ვ) არაუმეტეს 10 სამუშაო დღის თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) დაკავება;
ზ) თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) 10 პროცენტიდან 50 პროცენტამდე დაკავება 1-დან 6 თვემდე
ვადით;
თ) ჩამოქვეითება;
ი) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება − მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის.
5. დაუშვებელია ერთი დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურისთვის ორი ან ორზე
მეტი დისციპლინური სახდელის დაკისრება.
6. მოსამსახურეთა ეთიკის კოდექსსა და დისციპლინურ წესდებას ამტკიცებს მინისტრი.
თავი V. მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები. სამსახურის გავლის პირობები. მოსამსახურის
სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიები
მუხლი 21. მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები
1. მოსამსახურე თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას წარმოადგენს
სამსახურს.
2. მოსამსახურეს უფლება აქვს:
ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მისთვის დაკისრებული
მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) დადგენილი წესით მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია თანამდებობრივი უფლებამოსილების
განსახორციელებლად;
გ)
უზრუნველყოფილი
იყოს
თანამდებობრივი
ფუნქციების
შესასრულებლად
საჭირო
ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებითა და პირობებით;
დ) უშუალო ხელმძღვანელს წარუდგინოს წინადადებები თავისი სამსახურებრივი საქმიანობის
სრულყოფის შესახებ და მიიღოს მუშაობისათვის აუცილებელი კონსულტაციები;
ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
გამოიყენოს
ფიზიკური
ძალა,
სპეციალური
საშუალებები
და
ცეცხლსასროლი
იარაღი
მისთვის
დაკისრებული მოვალეობის შესასრულებლად;
ვ) განახორციელოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით
მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.
3. მოსამსახურე ვალდებულია:
ა) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიცვას ბრალდებულის/მსჯავრდებულის და სხვა
პირის კანონიერი უფლებები;
ბ) პირნათლად შეასრულოს მისთვის თანამდებობრივი ინსტრუქციით დაკისრებული მოვალეობები;
გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის წესები;
დ) სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც მის
სამსახურებრივ საქმიანობას უკავშირდება;
ე) შეასრულოს ხელმძღვანელის კანონიერი ბრძანება, განკარგულება და მითითება;
ვ) დაიცვას შინაგანაწესის მოთხოვნები;
ზ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო საკუთრებას, დაიცვას მატერიალური ფასეულობები;
თ)
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
განხორციელებისას,
აგრეთვე
სამსახურიდან
გათავისუფლების შემდეგ არ გაავრცელოს სახელმწიფო და კომერციული საიდუმლოებები, სხვა პირთა
პერსონალური მონაცემები და სხვა ინფორმაცია (საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის
50-ე მუხლის მე-4 ნაწილის გათვალისწინებით), რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივ
მოვალეობათა შესრულებასთან დაკავშირებით;
ი) რესურსების ეკონომიურად გამოყენებითა და ხარჯვით ეფექტიანად და სწორად წარმართოს
სამსახურში
ორგანიზაციული
ეკონომიურობისა
და
პროცესი,
ეფექტიანობის
სამსახურებრივი
პრინციპი,
ბოროტად
მოვალეობის
არ
შესრულებისას
გამოიყენოს
და
არ
დაიცვას
გაფლანგოს
სამსახურებრივი სახსრები;
კ)
სამსახურებრივი
უფლებამოსილების
განხორციელებისას
იყოს
მიუკერძოებელი
და
იხელმძღვანელოს მხოლოდ საჯარო ინტერესით;
ლ) დაიცვას შრომის დისციპლინა, რაციონალურად გამოიყენოს სამუშაო დრო, არ დაუშვას ისეთი
ქმედება, რომელიც აფერხებს სამსახურის მუშაობას და ლახავს მის ავტორიტეტს;
მ) გაუფრთხილდეს სამსახურებრივ მოწმობასა და სამსახურებრივ-საშტატო იარაღს, გამოიყენოს ისინი
კეთილსინდისიერად,
მხოლოდ
სამსახურებრივი
მიზნებისათვის
და
არა
რაიმე
უპირატესობის
მოსაპოვებლად; სამსახურებრივ-საშტატო იარაღისა და სამსახურებრივი მოწმობის დაკარგვის შემთხვევაში
დაუყოვნებლივ აცნობოს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს,
საიარაღო სამსახურს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს. სამსახურებრივი
მოწმობისა
და
სამსახურებრივ-საშტატო
იარაღის
დაკარგვა
შეიძლება
გახდეს
მოსამსახურის
დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძველი;
ნ) შეასრულოს მისთვის საქართველოს კანონმდებლობითა და თანამდებობრივი ინსტრუქციით
დაკისრებული სხვა მოვალეობები.
4. მოსამსახურეს ეკრძალება:
ა) სამსახურში ალკოჰოლური სასმელის მიღება ან ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება;
ბ) აზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებში (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა), მათ შორის,
თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობებში, მონაწილეობა;
გ) სამსახურებრივი ავტომანქანის ნარკოტიკული ან/და ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში
მართვა. ასეთი ქმედება ჩაითვლება დისციპლინურ გადაცდომად (ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან
მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელის (ბრალეული
ქმედების) ჩადენა, განურჩევლად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ);
დ) სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან ან
წინასწარი შეცნობით ამ კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირებთან ისეთი
ურთიერთობის დამყარება (გარიგების დადება და სხვა), რომელიც არ შედის სამსახურებრივ უფლებამოვალეობებში, ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ისეთი საგნის ან/და ნივთიერების გადაცემა
ან მისგან ისეთი საგნის ან/და ნივთიერების მიღება (მათ შორის, შესანახად), რომელიც არ უკავშირდება
სამსახურებრივ საქმიანობას.
5. მოსამსახურე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი. პირს, რომელიც სამუშაოდ
სამსახურში მიიღება, უწყდება პოლიტიკური პარტიის წევრობა. დაუშვებელია, მოსამსახურე თავისი
საქმიანობის განხორციელებისას პოლიტიკური შეხედულებით მოქმედებდეს. მოსამსახურის მიერ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ
პოლიტიკური
პარტიული
შეხედულების
ან
უსაფრთხოების
ღონისძიების
კუთვნილების
გამო
განხორციელება
პასუხისმგებლობის
ან
მისი
დაკისრება
აკრძალულია და იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
6. მოსამსახურის სხვა უფლებები და მოვალეობები მისი თანამდებობრივი ფუნქციების შესაბამისად
განისაზღვრება მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით, რომელსაც ამტკიცებს სამსახურის
გენერალური დირექტორი.
7. მოსამსახურის მიერ ფიზიკური ძალის, სპეციალური საშუალებებისა და ცეცხლსასროლი იარაღის
გამოყენების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, მინისტრის ბრძანებითა და
მოსამსახურის თანამდებობრივი ინსტრუქციით.
მუხლი 22. მოსამსახურის სამუშაო დრო
1. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, მოსამსახურის სამუშაო დრო
განისაზღვრება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
2. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეთათვის
ან/და ცალკეულ მოსამსახურეთათვის დადგენილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებულისგან განსხვავებული სამუშაო დრო ან/და მუშაობის განსხვავებული პირობები:
ა) მოსამსახურისათვის დადგენილია არაუმეტეს 48-საათიანი სამუშაო კვირა და არანორმირებული
სამუშაო დღე;
ბ) მოსამსახურისათვის (გარდა ცვლაში მომუშავე მოსამსახურისა) უქმე და დასვენების დღეებში
მუშაობა
ნებაყოფლობითია.
ამ
შემთხვევაში
მას
ანაზღაურება
ეძლევა
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით;
გ) ცვლაში მომუშავე მოსამსახურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს,
გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომლებსაც განსაზღვრავს პენიტენციური დაწესებულების
დირექტორი. ცვლაში მომუშავე მოსამსახურეებისათვის დგინდება თანაბარი ხანგრძლივობის ცვლები;
დ) მოსამსახურეები მინისტრის ბრძანებით შეიძლება განსაკუთრებულ რეჟიმზე იქნენ გადაყვანილი.
მუხლი 23. მოსამსახურის შვებულება
1. მოსამსახურისათვის დადგენილია შვებულების შემდეგი სახეები:
ა) ყოველწლიური ანაზღაურებადი;
ბ) მოკლევადიანი დამატებითი;
გ) ანაზღაურებისგარეშე;
დ) სასწავლო;
ე) ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო.
2. სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დასაშვებია მოსამსახურის შვებულების შეწყვეტა და
სამსახურის გასაგრძელებლად მისი გამოძახება, გარდა მოსამსახურის ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შვებულებაში ყოფნის შემთხვევისა.
3. მოსამსახურეს შვებულება ეძლევა თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირის
ბრძანებით.
4. მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება 24 სამუშაო დღის ოდენობით.
5.
მოსამსახურის
ყოველწლიურ
ანაზღაურებად
შვებულებაში
ყოფნისას
დროებითი
შრომისუუნარობის პერიოდი ამ შვებულების ანგარიშში არ ითვლება და საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ანაზღაურდება.
6. მოსამსახურეს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება ეძლევა კალენდარული წლის
განმავლობაში, შვებულებების გრაფიკის შესაბამისად. წინა წლის გამოუყენებელი ანაზღაურებადი
შვებულება მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს
მომდევნო წლის პირველ კვარტალში. ყოველწლიური
ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა თანამდებობაზე ახალდანიშნული მოსამსახურისათვის
ნამსახურები დღეების პროპორციულად გამოითვლება: ორ-ნახევარი დღე სამსახურში მიღების დღიდან
ყოველ სრულ თვეზე.
7. მოსამსახურეს, რომელსაც ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულება გამოყენებული აქვს,
განსაკუთრებული გარემოების გამო შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი დამატებითი შვებულება 1 წლის
განმავლობაში არაუმეტეს 10 დღისა. მოსამსახურის მოკლევადიანი დამატებითი შვებულება ანაზღაურდება
და ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ანგარიშში არ ითვლება.
8. მოსამსახურეს უფლება აქვს, სამსახურში მუშაობის პერიოდში ისარგებლოს ანაზღაურებისგარეშე
შვებულებით არაუმეტეს 1 წლისა, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამსახურის ინტერესებს.
9. მოსამსახურეს კვალიფიკაციის ასამაღლებლად 2 წელიწადში ერთხელ, თანამდებობრივი სარგოს
შენარჩუნებით შეიძლება მიეცეს სასწავლო შვებულება არაუმეტეს 3 თვისა. თუ მოსამსახურეს სასწავლო
შვებულება სამსახურის ინიციატივით ეძლევა, მას სრულად უნაზღაურდება სასწავლო შვებულებასთან
დაკავშირებული შესაბამისი ხარჯები.
10. მოსამსახურეს მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის
მოვლის გამო შვებულება 730 კალენდარული დღის ოდენობით. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის
მოვლის გამო შვებულებიდან ანაზღაურებადია 183 კალენდარული დღე, ხოლო მშობიარობის გართულების
ან ტყუპის შობის შემთხვევაში – 200 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის ბიუჯეტიდან,
მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით. მოსამსახურეს უფლება აქვს, ორსულობის, მშობიარობისა
და ბავშვის მოვლის გამო შვებულება თავისი შეხედულებისამებრ გადაანაწილოს ორსულობისა და
მშობიარობის შემდგომ პერიოდებზე.
11. მოსამსახურეს ბავშვის მიერ 1 წლის ასაკის მიღწევამდე უფლება აქვს, ერთჯერადად მოითხოვოს
ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო დარჩენილი არაანაზღაურებადი შვებულება.
12. მოსამსახურეს, რომელმაც 1 წლამდე ასაკის ბავშვი იშვილა, მისი მოთხოვნის საფუძველზე ეძლევა
ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის
ოდენობით. ამ შვებულებიდან ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე. ანაზღაურება გაიცემა სამსახურის
ბიუჯეტიდან, მოსამსახურის შრომის ანაზღაურების ოდენობით.
13. მოსამსახურეს ორსულობის პერიოდში სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების გამო გაცდენილი
სამუშაო საათები გამოკვლევების ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში
საპატიოდ ჩაეთვლება და შრომითი გასამრჯელო შეუნარჩუნდება.
14. ამ მუხლის მე-10 და მე-12 ნაწილებით გათვალისწინებული ბავშვის მოვლის გამო შვებულებით
შესაძლებელია ისარგებლოს იმ მშობელმა, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. ამ შემთხვევაში
მოსამსახურეს შვებულება ეძლევა ბავშვის დაბადებიდან 550 კალენდარული დღის ოდენობით და
ანაზღაურებადია 90 კალენდარული დღე, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ახალშობილი ბავშვის დედას არ
უსარგებლია ამ მუხლით გათვალისწინებული შვებულებით.
მუხლი 24. გაფიცვა. შეკრება და მანიფესტაცია
1. მოსამსახურეს ეკრძალება გაფიცვა და მასში მონაწილეობა.
2. მოსამსახურეს ეკრძალება შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება ან/და ჩატარება, აგრეთვე მასში
მონაწილეობა.
მუხლი 25. მოსამსახურის სამართლებრივი და უსაფრთხოების დაცვის გარანტიები
1.
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
მოსამსახურე
სახელმწიფო
ხელისუფლების
წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს. მისი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
უფლებამოსილების შესაბამისი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის სავალდებულოა.
2. მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა დაუშვებელია.
3. სახელმწიფო იცავს მოსამსახურის ღირსებას; სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
მოსამსახურისათვის ხელის შეშლა, მისი ღირსების შელახვა, მისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ
მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.
4. მოსამსახურემ, რომელმაც იცის ან შეიძლება იცოდეს აშკარად უკანონო ბრძანების/დავალების
შესახებ, უარი უნდა თქვას მის შესრულებაზე და უნდა აცნობოს სამსახურის შიდა კონტროლის
განმახორციელებელ სტრუქტურულ ქვედანაყოფს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
5. მოსამსახურეს უფლება აქვს, თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს
სასამართლოს.
6. მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მისთვის ან/და მისი ოჯახის
წევრისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის უსაფრთხოებას
უზრუნველყოფს სახელმწიფო მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
7. სამსახურის პროფესიული დღე აღინიშნება ყოველი წლის 8 სექტემბერს.
მუხლი 26. მოსამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდება
1. მოხელეს, აგრეთვე სამსახურის გენერალურ დირექტორს, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეს
სახელმწიფო სპეციალური წოდება ენიჭებათ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო სპეციალური წოდებების მქონე თანამდებობათა შესაბამის ზღვრულ სპეციალურ
წოდებებს განსაზღვრავს მინისტრი.
3. სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება „სახელმწიფო
სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 27. მოსამსახურის შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვა
1. მოსამსახურის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
2. მოსამსახურე ექვემდებარება სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო
დაზღვევას. ამასთანავე, შესაძლებელია მისი მეუღლისა და არასრულწლოვანი შვილების საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაზღვევა.
3. კადრების განკარგულებაში ყოფნის პერიოდში მოსამსახურეს 2 თვის განმავლობაში უნარჩუნდება
ბოლოს დაკავებული თანამდებობის შესაბამისი ხელფასი.
4.
მოსამსახურეს,
რომელიც
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისათვის
სახელმწიფო
საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს,
საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს.
5. მოსამსახურეს სამსახურებრივი საქმიანობისათვის მიეცემა ხელფასი, მათ შორის:
ა) „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული თანამდებობრივი სარგო;
ბ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი (ამ
დანამატის გაცემის მიზნებისათვის ნამსახურების წლებში ჩაითვლება სამხედრო წოდებით ან/და
სახელმწიფო სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები, მათ შორის, საქართველოს სხვა სახელმწიფო
დაწესებულებებში სამსახური, გარდა სამხედრო სავალდებულო სამსახურისა);
გ) მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრული სახელმწიფო სპეციალური წოდების
შესაბამისი წოდებრივი სარგო.
6. მოსამსახურეს ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური
დატვირთვის გათვალისწინებით, შეიძლება მიეცეს სახელფასო დანამატი მინისტრის ბრძანებით
დადგენილი წესით.
7. ამ მუხლით გათვალისწინებული წოდებრივი სარგო და დანამატი მოსამსახურეს არ ეძლევა ან
შეიძლება შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.
8.
ამ მუხლით
გათვალისწინებული
სარგო და
დანამატი
მოსამსახურეს
ეძლევა უნაღდო
ანგარიშსწორების ფორმით.
9. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ფონდის ფორმირების წყაროა შესაბამისი ბიუჯეტი.
საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება იყოს მოსამსახურის შრომის ანაზღაურების შემცირების
საფუძველი.
10. მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
11. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს
(მემკვიდრეს) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება
არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი ათასი) ლარისა. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მოსამსახურის
დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
12. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მოსამსახურის ჯანმრთელობის დაზიანების
შემთხვევაში მას სამსახურის გენერალური დირექტორის სამართლებრივი აქტით ეძლევა ერთჯერადი
დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 7 000 (შვიდი ათასი) ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 4 000 (ოთხი ათასი) ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 (ორი ათასი) ლარი.
13. მოსამსახურეს და მისი ოჯახის წევრს სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ „სახელმწიფო
კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესითა და ოდენობით.
14.
სამსახურის
ცალკეული
დანაყოფების
მოსამსახურეთა
უზრუნველყოფის ნორმები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მატერიალურ-სასურსათო
15.
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისად,
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი დასაბუთების საფუძველზე
მოსამსახურისათვის შეიძლება განისაზღვროს ამ კოდექსით გაუთვალისწინებელი სოციალური დაცვის
დამატებითი გარანტიები და შეღავათები.
16. მოსამსახურეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანი სრულად
აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით.
17. ამ მუხლის მოქმედება, გარდა მე-3, მე-7, მე-14 ნაწილებისა, ვრცელდება აგრეთვე სამსახურის
გენერალურ დირექტორზე, მის პირველ მოადგილესა და მოადგილეზე.
მუხლი 28. მოსამსახურის სპეციალური ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმა). სამსახურებრივი მოწმობა
1. მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული სამსახურის ცალკეული დანაყოფების მოსამსახურეები
სამსახურებრივ უფლებამოსილებას, როგორც წესი, სპეციალური ფორმის ტანსაცმლით (უნიფორმით)
ახორციელებს რომლის ნიმუშებსა და მათი გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამსახურის სპეციალური ფორმის
ტანსაცმლის (უნიფორმის) განმასხვავებელი ნიშნებისა და ემბლემების ნიმუშებს, აგრეთვე მათი
გამოყენების წესს ამტკიცებს მინისტრი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს
კანონით დადგენილი წესით.
3. მოსამსახურე ატარებს სამსახურებრივ მოწმობას, რომლის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
თავი VI. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება, სამსახურებრივი უფლებამოსილების
შეწყვეტა, სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება და სამსახურში აღდგენა
მუხლი 29. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
1. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება ნიშნავს მის დროებით გათავისუფლებას
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისაგან
და
სამსახურის
გათავისუფლებას
მოსამსახურის
სამსახურით უზრუნველყოფის მოვალეობისაგან.
2. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების პერიოდში მოსამსახურეს კანონით დადგენილ
შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და დადგენილი წესით
უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები ან/და ეძლევა სხვა კომპენსაცია.
3. მოსამსახურის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლებია:
ა)
წერილობითი
განცხადება/პატაკი,
თუ
მოსამსახურის
თანამდებობაზე
დანიშვნის
უფლებამოსილების მქონე პირი სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების (წელიწადში არაუმეტეს 5
დღისა) წინააღმდეგი არ არის;
ბ) მოსამსახურის შვებულება;
გ) მოსამსახურის დროებითი შრომისუუნარობა;
დ)
მოსამსახურის
წარმომადგენლობითი
საქართველოს
ორგანოს,
პარლამენტის,
აგრეთვე
ავტონომიური
მუნიციპალიტეტის
რესპუბლიკის
წარმომადგენლობითი
უმაღლესი
ორგანოს
–
საკრებულოსა და აღმასრულებელი ორგანოს – მერის არჩევნებში კანდიდატად წარდგენა, თუ კანონით სხვა
რამ არ არის დადგენილი;
ე) მოსამსახურის სამსახურისგან ჩამოშორება ამ მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, აგრეთვე სხვა კანონიერი საფუძვლით;
ვ) მოსამსახურის კვალიფიკაციის ამაღლება, პროფესიული გადამზადება;
ზ) მოსამსახურის კანონის შესაბამისად დროებითი გათავისუფლების სხვა შემთხვევა;
თ) მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული მოსამსახურის კადრების განკარგულებაში აყვანა;
ი) ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა.
4. უშუალო ან ზემდგომი ხელმძღვანელი, თუ მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოსამსახურე ნასვამია,
მოცემული სამუშაო დღის განმავლობაში მოსამსახურეს ჩამოაშორებს სამსახურს. ამ საფუძველზე
სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს არ ეძლევა ხელფასი სამსახურისგან ჩამოშორების პერიოდისათვის.
5. პირს, რომელსაც უფლება აქვს, მოსამსახურეს დისციპლინური სახდელი დააკისროს, შეუძლია
მოსამსახურე დისციპლინური წარმოებისას სამსახურს ჩამოაშოროს. სამსახურისგან ჩამოშორებულ პირს
უნარჩუნდება თანამდებობრივი სარგო და დანამატები.
6. მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილების მქონე პირი მოსამსახურეს
შეუჩერებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას (დროებით გადაყენება) სისხლის სამართლის პასუხისგებაში
მიცემის შემთხვევაში, სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტამდე ან განაჩენის კანონიერ ძალაში
შესვლამდე.
7. თანამდებობიდან დროებით გადაყენებული მოსამსახურე გამართლების შემთხვევაში უნდა აღდგეს
ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე, ხოლო თუ ეს შეუძლებელია – მის ტოლფას თანამდებობაზე.
გამართლებულ პირს უნაზღაურდება თანამდებობაზე იძულებით არყოფნის მთელ პერიოდში მიუღებელი
თანამდებობრივი სარგო.
მუხლი 30. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლები. მოსამსახურის
სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება
1. მოსამსახურის სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძვლებია:
ა) სამსახურიდან დათხოვნა/გათავისუფლება;
ბ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;
გ) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად
გამოცხადება;
დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ
სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
ე) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლა;
ვ) გარდაცვალება.
2. მოსამსახურე შეიძლება სამსახურიდან დათხოვნილ/გათავისუფლებულ იქნეს:
ა) სხვა სამსახურში გადასვლის გამო;
ბ) სამსახურში სამუშაოდ მიღებისას დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამო;
გ) იმ დოკუმენტის არქონის გამო, რომელიც აუცილებელია შესაბამისი თანამდებობის დასაკავებლად;
დ)
სამსახურის,
სამსახურის
სტრუქტურული
ქვედანაყოფის/ერთეულის,
პენიტენციური
დაწესებულების ლიკვიდაციის ან შტატების შემცირების გამო;
ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო;
ვ) მძიმე დისციპლინური გადაცდომის ჩადენის გამო;
ზ) დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების გარეშე, თუ მან ერთჯერადად განზრახ ან
გაუფრთხილებლობით უხეშად დაარღვია სამსახურებრივი ან/და დაკისრებული მოვალეობები;
თ) ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო;
ი) სისხლის სამართლის საქმეზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის
საფუძველზე;
კ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რომელიც მას არ აძლევს საშუალებას, სათანადოდ
შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობა;
ლ) არადამაკმაყოფილებელი პროფესიული ჩვევების გამო;
მ) პირადი პატაკის საფუძველზე;
ნ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო;
ო) სერტიფიკატის განუახლებლობის გამო, სერტიფიკატის განახლების მოთხოვნის არსებობის
შემთხვევაში;
პ) სასწავლო კურსის გავლაზე უარის თქმის გამო;
ჟ) სასწავლო კურსის ან პროფესიული გადამზადების კურსის არადამაკმაყოფილებლად გავლის გამო;
რ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა I და II სიაში შეტანილ
ნივთიერებათა მოხმარების დადასტურების შემთხვევაში, გარდა მის მიერ ამ ნივთიერებათა სამკურნალო
მიზნით მოხმარებისა;
ს) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მოხმარების ფაქტის
შესამოწმებლად პერიოდული, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შემოწმებაზე უარის თქმის შემთხვევაში;
ტ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო;
უ) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით.
3. მოსამსახურე, რომელიც თვითნებურად, 5 დღეზე მეტი ხნით მიატოვებს სამსახურს, მისი
თვითნებური მიტოვების მეორე სამუშაო დღიდან სამსახურიდან გათავისუფლებულად ჩაითვლება.
4. სამსახურიდან დათხოვნილი/გათავისუფლებული პირი ვალდებულია დააბრუნოს მისთვის
სამსახურებრივი სარგებლობისათვის გადაცემული მატერიალური ფასეულობანი.
5. თანამდებობიდან გათავისუფლებული მოსამსახურე, საამისოდ უფლებამოსილი პირის ბრძანებით
შეიძლება აყვანილ იქნეს კადრების განკარგულებაში არაუმეტეს 4 თვის ვადით:
ა) შტატების შემცირების დროს ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება;
ბ) დაწესებულების ან სტრუქტურული ერთეულის ლიკვიდაციის დროს;
გ) პირადი პატაკის საფუძველზე.
6. კადრების განკარგულებაში აყვანილ მოსამსახურეს შეიძლება დაეკისროს მოვალეობის დროებით
შესრულება.
7. კადრების განკარგულებაში აყვანილი მოსამსახურე კადრების განკარგულებაში აყვანის დღიდან
ითვლება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო შეწყვეტის შესახებ გაფრთხილებულად.
8. საშუალო, უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე შეიძლება
სამსახურიდან დათხოვნილ იქნეს:
ა) საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში, თუ მოსამსახურეს არ მიუღწევია „თავდაცვის
ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
თავდაცვის ძალების რეზერვის ზღვრული ასაკისათვის;
ბ) ასაკის გამო გადადგომით – მოსამსახურის მიერ სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევისას;
გ) ავადმყოფობის გამო გადადგომით – სამედიცინო კომისიის მიერ სამხედრო სამსახურისათვის
უვარგისად მიჩნეული მოსამსახურის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნით.
მუხლი 31. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა
1. მოსამსახურე, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ იქნა დათხოვნილი/გათავისუფლებული,
ექვემდებარება სამსახურში აღდგენას.
2. მოსამსახურის სამსახურში შესაბამის თანამდებობაზე აღდგენის საფუძველია სამსახურებრივი
შემოწმების
დასკვნა
ან
სასამართლოს
კანონიერ
ძალაში
შესული
გადაწყვეტილება,
აგრეთვე
გამართლებული პირის განცხადება სამსახურში აღდგენის შესახებ.
3. სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი/გათავისუფლებული მოსამსახურე უფლებამოსილია
მოითხოვოს
მისი
სამსახურიდან
დათხოვნის/გათავისუფლების
უკანონოდ
ცნობა,
დათხოვნის/გათავისუფლების საფუძვლის შეცვლა და თანამდებობრივი სარგო. მოსამსახურეს იძულებით
გაცდენილი პერიოდისათვის ეძლევა განაცდური თანამდებობრივი სარგო, აგრეთვე საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად განსაზღვრული წელთა ნამსახურობის დანამატი და წოდებრივი სარგო.
4. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული
ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ არაკანონიერად ცნობის შემთხვევაში
მოსამსახურე ექვემდებარება სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი
უარს ამბობს სამსახურში აღდგენაზე.
5. მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის/გათავისუფლების ან გადაყვანის შესახებ გამოცემული
ბრძანების, განკარგულების ან გადაწყვეტილების სასამართლოს მიერ ბათილად ცნობა არ იწვევს
მოსამსახურის სამსახურში დაუყოვნებლივ აღდგენას, თუ სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად,
დაწესებულება ვალდებულია ახალი ბრძანება, განკარგულება ან გადაწყვეტილება გამოსცეს მოსამსახურის
სამსახურიდან დათხოვნასთან/გათავისუფლებასთან ან გადაყვანასთან დაკავშირებულ გარემოებათა
გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ. მოსამსახურეს მის მიერ მოთხოვნილი განაცდური ხელფასი ამ
მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი ოდენობით ეძლევა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი სამსახურში
აღდგება. სხვა შემთხვევაში განაცდური ხელფასი არ ანაზღაურდება.
6. ამ კოდექსის შესაბამისად თანამდებობიდან გადაყენებული მოსამსახურე სამსახურში აღდგენას
ექვემდებარება პირადი განცხადების საფუძველზე, სასამართლოს გამამართლებელი განაჩენის არსებობის
შემთხვევაში.
7. მოსამსახურის სამსახურში აღდგენა ხდება ბოლოს დაკავებულ თანამდებობაზე ან მის ტოლფას
თანამდებობაზე, მისივე თანხმობით.
თავი VII. პენიტენციური დაწესებულებები
მუხლი 32. პენიტენციური დაწესებულება და მისი მართვა
1. პენიტენციური დაწესებულება არის მინისტრის სამართლებრივი აქტით
დამოუკიდებელი ორგანიზაციული წარმონაქმნი, რომელიც არ არის იურიდიული
შექმნილი
პირი და
ფუნქციონირებს სამსახურის სისტემაში. პენიტენციური დაწესებულება მისთვის ამ კოდექსით მინიჭებული
ცალკეული ფუნქციების შესრულებისას არის ადმინისტრაციული ორგანო.
2. პენიტენციურ დაწესებულებას ქმნის და
აუქმებს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში
განსათავსებელ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დასაშვები მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.
3. პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილება, სტრუქტურა და მართვის წესი, აგრეთვე ამ
კოდექსის
57-ე
მუხლით
გათვალისწინებული
სხვა
საკითხები
განისაზღვრება
პენიტენციური
დაწესებულების დებულებით, რომელსაც სამსახურის გენერალური დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს
მინისტრი.
4. პენიტენციურ დაწესებულებას ხელმძღვანელობს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი.
პენიტენციური დაწესებულების დირექტორს მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და
თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის გენერალური დირექტორი.
მუხლი 33. პენიტენციური დაწესებულების სახეები
1. პენიტენციური დაწესებულების სახეებია:
ა) პატიმრობის დაწესებულება;
ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
გ) ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულება.
2. მინისტრი უფლებამოსილია შექმნას და გააუქმოს შერეული ტიპის პენიტენციური დაწესებულება.
3. პატიმრობის დაწესებულება არის დახურული, განსაკუთრებულად დაცული, სასაკნე ტიპის
დაწესებულება, რომლის მიზანია ბრალდებულის იზოლაცია აღკვეთის ღონისძიების აღსრულების
უზრუნველყოფის მიზნით.
4. პატიმრობის დაწესებულებაში განთავსებული არიან ბრალდებულები, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა ან/და შერეული ტიპის დაწესებულების არსებობის
შემთხვევისა.
შერეული
ტიპის
დაწესებულებაში
ბრალდებულები
იზოლირებული
უნდა
იყვნენ
მსჯავრდებულებისაგან, სულ მცირე, ერთმანეთისაგან განცალკევებული საცხოვრებელი ფართობებით.
5. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულები განთავსებული არიან სპეციალურ საკნებში, სადაც
შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და
კონტროლი ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.
6. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-40
მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სასჯელის აღსრულების
დაწესებულება.
7. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებია:
ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
ბ) დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
გ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
დ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
ე) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება;
ვ) ქალთა სპეციალური დაწესებულება;
ზ) არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება.
8.
ბრალდებულთა
და
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
მსჯავრდებულთა
ჯანმრთელობის
სამკურნალო
დაწესებულება
მდგომარეობის
შეფასებას,
უზრუნველყოფს
პროფილაქტიკას,
დიაგნოსტიკასა და მკურნალობას როგორც ამბულატორიულ, ისე სტაციონარულ პირობებში.
თავი VIII. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები
მუხლი 34. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
1. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული,
შეიარაღებული დაცვით უზრუნველყოფილი, დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება,
რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები
განთავსებული არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.
3. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს
შეუძლიათ დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.
4. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ
მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით განსაზღვრული
პირობებითა და ვადით დატოვოს დაწესებულების ტერიტორია.
5. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების
აღკვეთა აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
6. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის
მოთავსების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
7. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შეიძლება
მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი
სასჯელის
ვადა
არ
აღემატება
ერთ
წელს.
დაუშვებელია
გათავისუფლებისთვის
მომზადების
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არასრულწლოვანი მსჯავრდებულის მოთავსება.
8. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული
თავსდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით და მსჯავრდებულის წერილობითი
თანხმობის საფუძველზე. წერილობით თანხმობაში მსჯავრდებული აღნიშნავს, რომ თანახმაა, შეასრულოს
გათავისუფლებისთვის
მომზადების
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებისთვის
დადგენილი
ვალდებულებები, აგრეთვე ისწავლოს ან/და იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს ამ დაწესებულების მიერ
შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.
9. სამსახურის გენერალური დირექტორი ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში
გადაწყვეტილების მიღებისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის
ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
სასჯელის
მოხდისას
გამოვლენილ
ქცევას, გაქცევის რისკს, აგრეთვე
იმ
საფრთხეს,
რომელიც
მსჯავრდებულმა შეიძლება შეუქმნას თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას.
10. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულზე ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით ვრცელდება ის უფლებები და
მოვალეობები, რომლებიც დადგენილია შესაბამისი რისკის მსჯავრდებულისთვის.
11. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელია
განთავსდნენ ქალი მსჯავრდებულებიც, რომლებზეც დამატებით ვრცელდება ამ კოდექსის 39-ე მუხლის მე5 და მე-6 ნაწილებით გათვალისწინებული უფლებები.
12. გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება მიეცეს უფლება,
დატოვოს გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება ერთ-ერთი
შემდეგი პირობითა და ვადით:
ა) გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის
ან/და მუშაობის შემთხვევაში, სამუშაო ან/და სასწავლო გრაფიკის შესაბამისად;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში;
გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში არაუმეტეს 3 დღე-ღამისა.
13.
ამ
მუხლის
გათავისუფლებისთვის
მე-12
ნაწილით
მომზადების
გათვალისწინებულ
თავისუფლების
აღკვეთის
შემთხვევაში
მსჯავრდებულის
დაწესებულებაში
დაგვიანებით
გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ
პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა
გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:
ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის
დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;
ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო,
დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის,
მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების
შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც
ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.
14.
მსჯავრდებულს,
რომელმაც
ამ
მუხლის
მე-12
ნაწილის
შესაბამისად
დატოვა
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს
სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
15.
ამ
მუხლის
მე-12
ნაწილით
გათვალისწინებული
გათავისუფლებისთვის
მომზადების
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
16. თუ მსჯავრდებული არ ასრულებს მისთვის დაკისრებულ მოვალეობას, არღვევს პენიტენციური
დაწესებულების დებულებით დადგენილ მოთხოვნას ან/და თუ მან ქცევა ამ დაწესებულებაში მკვეთრად
უარყოფითად შეიცვალა, გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით მსჯავრდებულის სხვა
პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის თაობაზე.
მუხლი 35. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
1. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის დაცული, შეიარაღებული დაცვით
უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც
უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული
არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული
საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.
3.
დაბალი
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში,
როგორც
წესი,
სასჯელის
მოსახდელად თავსდება მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, დანაშაულის ჩადენის მოტივი,
დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი
ქცევა იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ საფრთხე, რომელიც მან შეიძლება შეუქმნას თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებას
ან
გარშემომყოფთ,
აგრეთვე
საზოგადოების,
სახელმწიფოს
ან/და
სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას, დაბალია.
4. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება მისი
წერილობითი თანხმობით, რომელშიც აღინიშნება, რომ იგი თანახმაა, შეასრულოს დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის დადგენილი ვალდებულებები, კერძოდ, ისწავლოს ან/და
იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო
ღონისძიებებში. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის მოთავსების
წესს განსაზღვრავს მინისტრი.
5. დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს
უფლება აქვს დამოუკიდებლად, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით გადაადგილდეს
დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე.
6.
დაბალი
რისკის
მსჯავრდებულისათვის
სწავლა
თავისუფლების
ან/და
მუშაობა,
აღკვეთის
დაწესებულებაში
აგრეთვე
დაწესებულების
განთავსებული
მიერ
შეთავაზებულ
სარეაბილიტაციო ღონისძიებებში მონაწილეობა სავალდებულოა.
მუხლი 36. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
1. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით
უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც
უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული
არიან საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული
საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.
3. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულებს შეუძლიათ
დამოუკიდებლად, დადგენილი წესით გადაადგილდნენ დაწესებულების ტერიტორიაზე.
4. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის:
პირი, რომელიც მსჯავრდებულია ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულისათვის და რომლისთვის
დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა არ აღემატება 10 წელს; მსჯავრდებული, რომელიც ამ
კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან;
ქალი, რომელსაც შეფარდებული აქვს სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით.
5. ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აგრეთვე შეიძლება განთავსდნენ
სხვა მსჯავრდებულები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
მუხლი 37. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
1. დახურული ტიპის დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, როგორც შეიარაღებული
დაცვით უზრუნველყოფილი, ისე სასიგნალიზაციო სისტემით აღჭურვილი, სპეციალური დამცავი
ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა
მუდმივი მეთვალყურეობა.
2. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები განთავსებული
არიან სპეციალურ საკნებში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული
საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.
3. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, სასჯელს იხდის:
პირი, რომელიც პირველად არის მსჯავრდებული განზრახი, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის,
სასამართლოს
მიერ
განესაზღვრა
10
წელზე
მეტი
ვადით
თავისუფლების
აღკვეთა;
განზრახი
დანაშაულისათვის არაერთგზის ნასამართლევი პირი, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირი და ადრე
ნასამართლევი პირი, რომლებსაც სასჯელის სახით განსაზღვრული ჰქონდათ თავისუფლების აღკვეთა,
აგრეთვე მსჯავრდებული, რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით გადმოყვანილია სხვა ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან.
4. დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში აგრეთვე შეიძლება განთავსდნენ
სხვა მსჯავრდებულები რისკის ფაქტორის გათვალისწინებით.
მუხლი 38. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება
1. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება არის განსაკუთრებულად
დაცული,
შეიარაღებული
დაცვით
უზრუნველყოფილი,
სპეციალური
დამცავი
ზღუდეებით
გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც მიღებულია უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები და
უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულები, როგორც
წესი, განთავსებული არიან ერთადგილიან ან ორადგილიან სპეციალურ საკნებში, სადაც მათზე მუდმივად
ხორციელდება ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი.
აუდიოსაშუალებებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელება დასაშვებია საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
3. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთა
აღსრულდება ამ კოდექსის შესაბამისად, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
4. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელის მოსახდელად
თავსდება საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებული, რომლის პიროვნული თვისებები, კრიმინალური
ავტორიტეტი, დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ან შეიძლება შეუქმნას
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებას ან გარშემომყოფთ, აგრეთვე საზოგადოების, სახელმწიფოს ან/და
სამართალდამცველი ორგანოების უსაფრთხოებას.
5. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული არ
სარგებლობს:
ა) შრომითი უზრუნველყოფის უფლებით;
ბ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით პენიტენციური დაწესებულების დროებით
დატოვების უფლებით;
გ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.
6. ამ კოდექსის 115-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული პირების მიერ მსჯავრდებულის
სახელზე გამოგზავნილი კორესპონდენცია მოწმდება იმავე მუხლის მე-7 ნაწილით დადგენილი წესით.
7. განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს
უფლება აქვს, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით მიიღოს გზავნილი.
მუხლი 39. ქალთა სპეციალური დაწესებულება
1. ქალთა სპეციალური დაწესებულება არის განსაკუთრებულად დაცული, შეიარაღებული დაცვით
უზრუნველყოფილი, სპეციალური დამცავი ზღუდეებით გარშემორტყმული დაწესებულება, რომელშიც
უზრუნველყოფილია მსჯავრდებულთა მუდმივი მეთვალყურეობა.
2. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში განთავსებული არიან ქალი მსჯავრდებულები, მათ შორის,
არასრულწლოვნები.
3. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებულები, როგორც წესი, განთავსებული არიან
საერთო საცხოვრებელში, სადაც შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული
საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი ამ კოდექსის 58-ე მუხლის შესაბამისად.
4. ქალთა სპეციალური დაწესებულება, როგორც წესი, გათანაბრებულია ნახევრად ღია ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებასთან, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მსჯავრდებული შეიძლება განთავსდეს რისკის შესაბამისად, ამ
დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით.
5. საჭიროების შემთხვევაში ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ეწყობა სპეციალური განყოფილება
ორსული ქალებისა და ბავშვებისათვის. დედის შუამდგომლობით, მეურვეობისა და მზრუნველობის
ორგანოს ნებართვით და ამ დაწესებულების დირექტორის თანხმობით შესაძლებელია დედისა და 3 წლამდე
ბავშვის ერთად ცხოვრება. ქალთა სპეციალური დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი პირობები.
6. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვებას, სამედიცინო მომსახურებასა
და
სანიტარიულ-ჰიგიენურ
პირობებს
უზრუნველყოფს
სამსახური.
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში მყოფი 3 წლამდე ბავშვის კვების ნორმები და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები
განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
7. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა
დატოვა ქალთა სპეციალური დაწესებულება, უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის
გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1
წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს
დაწესებულება. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის მიერ დასვენების და უქმე
დღეებში ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
სამსახურის
გენერალური
დირექტორის
მიერ
საკითხის
განხილვისას
გაითვალისწინება
მსჯავრდებულისაგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის
ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის
რისკი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, პიროვნული თვისებები და სხვა გარემოებები, რომლებმაც
შეიძლება გავლენა მოახდინოს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებაზე.
8. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის ქალთა სპეციალურ
დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით
გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:
ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის
დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;
ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო,
დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობისას, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის,
მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების
შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის ქალთა
სპეციალურ დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების
მიერ გაცემული დოკუმენტი.
9. მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად დატოვა ქალთა სპეციალური
დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.
10. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებული სისტემატურად
თავს არიდებს მშობლის მოვალეობების შესრულებას, არაჯეროვნად ასრულებს მათ, ბოროტად იყენებს
მშობლის უფლებებს, ქალთა სპეციალური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამის შესახებ
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, დაუყოვნებლივ აცნობოს მეურვეობისა და
მზრუნველობის ორგანოს შემდგომი რეაგირებისათვის.
11. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს უფლება აქვს დამოუკიდებლად
გადაადგილდეს დაწესებულების ტერიტორიაზე, დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.
12. ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში დედასთან ერთად მცხოვრები ბავშვის მიერ 3 წლის მიღწევის
გამო დაწესებულების დატოვების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი
ბრძანებით.
13. ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ქალთა სპეციალური დაწესებულების დატოვების
ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაში.
მუხლი 40. არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება
არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულება არის არასრულწლოვანთა განსაკუთრებული
საჭიროებების შესაბამისი ინფრასტრუქტურითა და პერსონალით უზრუნველყოფილი, განსაკუთრებულად
დაცული
დაწესებულება,
რომელშიც
ათავსებენ
თავისუფლების
აღკვეთით
მსჯავრდებულ
არასრულწლოვნებს და სადაც უზრუნველყოფილია მათი მუდმივი მეთვალყურეობა.
წიგნი მეორე
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება
თავი IX. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძვლები.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღების წესი და პირადი საქმის წარმოება
მუხლი 41. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსების საფუძველი
1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია სასამართლოს
გადაწყვეტილება
პირისთვის
აღკვეთის
ღონისძიების
სახით
პატიმრობის
შეფარდების
შესახებ,
ბრალდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
2. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებისათვის აუცილებელია
სასამართლოს
გამამტყუნებელი
განაჩენი,
რომლითაც
პირს
შეეფარდა
თავისუფლების
აღკვეთა,
მსჯავრდებულის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ადმინისტრაციული ორგანოს მიერ
გაცემული სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი ფოტოსურათით და დაკავების ოქმი, თუ საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულია დაკავების ოქმის შედგენა.
მუხლი 42. შეტყობინება ბრალდებულია/მსჯავრდებულის პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ
1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია ბრალდებულის პატიმრობის აღსრულების ადგილზე
მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა აცნობოს გამომძიებელს,
პროკურორს, სასამართლოს და ბრალდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე ბრალდებულის თხოვნით – სხვა
პირს ან/და ბრალდებულის ადვოკატს.
2.
პენიტენციური
დაწესებულება
ვალდებულია
მსჯავრდებულის
თავისუფლების
აღკვეთის
აღსრულების ადგილზე მიღების შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო დღისა
აცნობოს
განაჩენის
გამომტან
სასამართლოს
და
მსჯავრდებულის
ახლო
ნათესავს,
აგრეთვე
მსჯავრდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და მსჯავრდებულის ადვოკატს.
მუხლი 43. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრები
ბრალდებული, რომელიც პატიმრობის დაწესებულებაში მიიღება ამ კოდექსის შესაბამისად,
აღირიცხება ბრალდებულთა რეესტრში, ხოლო მსჯავრდებული, რომელიც თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში
გადაიგზავნება
ამ
კოდექსის
შესაბამისად,
−
მსჯავრდებულთა
რეესტრში.
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრები შესაძლებელია იწარმოებოდეს ელექტრონული ფორმით,
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 44. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმე დგება მისი პენიტენციურ დაწესებულებაში
მოთავსებიდან მის გათავისუფლებამდე. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების შემდეგ მისი
პირადი საქმე ინახება სამსახურის არქივში. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის წარმოების
წესს, ამ საქმისთვის დასართავი დოკუმენტების ჩამონათვალს და საქმის არქივში შენახვის ვადას
განსაზღვრავს მინისტრი.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეში უნდა იყოს მონაცემები მისი წახალისებისა და
დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის შევსების კონტროლსა და ზედამხედველობას
ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანისას მისი პირადი
საქმე გადაიგზავნება შესაბამის დაწესებულებაში.
5.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება
აქვს,
გაეცნოს
თავის
პირად
საქმეს.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი საქმის გაცნობის უფლება აქვს აგრეთვე სპეციალურად
უფლებამოსილ პირს. ასეთ პირთა ნუსხას ამტკიცებს მინისტრი.
თავი X. პატიმრობის აღსრულების წესი
მუხლი 45. პატიმრობის აღსრულების ადგილი
პირი,
რომელიც საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კოდექსით
დადგენილი
წესით აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა, თავსდება პატიმრობის დაწესებულებაში.
მუხლი 46. პატიმრობაში ყოფნის პირობები
1.
პატიმრობის
დაწესებულების
სანიტარიულ-ჰიგიენური
პირობები
უნდა
შეესაბამებოდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს.
2. პატიმრობის დაწესებულებაში მყოფი პირი თავსდება საკანში.
3. ერთსა და იმავე სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ცალ-ცალკე ათავსებენ.
პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მიიღოს ზომები მათი ერთმანეთთან ურთიერთობის
დაუშვებლობის
უზრუნველსაყოფად.
ეს
წესი
გამომძიებლის,
პროკურორის
ან
სასამართლოს
გადაწყვეტილებით შეიძლება სხვა ბრალდებულებზედაც გავრცელდეს.
მუხლი 47. პატიმრობაში მიღება
1. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას აუცილებელია მისი ფოტოგრაფირება და
დაქტილოსკოპირება.
შემთხვევაში
პატიმრობის
ბრალდებულის
დაწესებულებაში
დაქტილოსკოპირება
შესაბამისი
შესაძლოა
ინფრასტრუქტურის
განხორციელდეს
არსებობის
ელექტრონული
მოწყობილობის საშუალებით და შესაბამისი მონაცემები აისახოს ელექტრონულ არქივში. ფოტოსურათები
და მათი ნეგატივები, აგრეთვე დაქტილოსკოპიური ბარათი, სიტყვიერი პორტრეტი ბარათის მიხედვით
ინახება ბრალდებულის პირად საქმეში, რომელიც მსჯავრდების შემთხვევაში გადაიგზავნება შესაბამის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
2.
ბრალდებულის
პენიტენციური
დაქტილოსკოპიურ
დაწესებულება
უგზავნის
ბარათსა
და
ფოტოსურათის
საქართველოს
ელექტრონულ
შინაგან
საქმეთა
ვერსიას
სამინისტროს
დაქტილოსკოპირებიდან/ფოტოგრაფირებიდან 7 დღის ვადაში.
3.
პატიმრობის
დაწესებულებაში
მიღებისას
ბრალდებული
და
მისი
პირადი
ნივთები
საგულდაგულოდ მოწმდება, რის შესახებაც დგება შესაბამისი აქტი. ბრალდებულის შემოწმებას
ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების იმავე სქესის თანამშრომელი.
4. პატიმრობის დაწესებულებაში მიღებისას ბრალდებულმა უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება. მას
ახორციელებს პატიმრობის დაწესებულების ექიმი. ბრალდებულის სამედიცინო შემოწმების შესახებ დგება
შესაბამისი ცნობა. ბრალდებულის სხეულზე დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში პატიმრობის
დაწესებულების ექიმი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო
ორგანოს. ამ კოდექსის 139-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული ბრძანებით განსაზღვრული წესის
შესაბამისად.
5. ბრალდებულს დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი
უფლებები და მოვალეობები, მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, ინფორმაციის მიღებისა და
საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და პასუხისმგებლობის
სახეები, დისციპლინური სამართალწარმოების წესები, აგრეთვე მის მიმართ წაყენებული სხვა სახის
მოთხოვნები.
6. პატიმრობის დაწესებულებაში ბრალდებულის მიღებიდან არა უგვიანეს 24 საათისა ინფორმაცია
ბრალდებულის შესახებ იგზავნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
მუხლი 48. პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანა და გადაყვანა
1. პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გაყვანისა და გადაყვანის წესს ამტკიცებს
მინისტრი.
2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული
გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს
დაევალება
შესაბამისი
ბრალდებულის
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად
აუცილებელი
განსაკუთრებული ზომების მიღება, აღნიშნული ბრალდებულის პატიმრობის სხვა დაწესებულებაში
გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი, თუ ამ ღონისძიების
გამოყენება აუცილებელია ბრალდებულის უსაფრთხოებისათვის.
3. პატიმრობის დაწესებულებიდან ბრალდებულის გადაყვანისას მისი მიმღები პენიტენციური
დაწესებულება ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ ან მისი მიღებიდან არაუგვიანეს 1 სამუშაო
დღისა აცნობოს გამომძიებელს, პროკურორს, სასამართლოს და ბრალდებულის ახლო ნათესავს, აგრეთვე
ბრალდებულის თხოვნით – სხვა პირს ან/და ბრალდებულის ადვოკატს მის შესახებ შესაბამისი
ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში.
4. ბრალდებულის გაყვანის ან გადაყვანის შემთხვევაში პატიმრობის დაწესებულების ექიმი
ახორციელებს ბრალდებულის სამედიცინო შემოწმებას, რის თაობაზედაც დგება შესაბამისი სამედიცინო
ცნობა.
მუხლი 49. ბრალდებულის პაემანი
ბრალდებული სარგებლობს ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების უფლებით, ამ კოდექსის 120-ე და
122-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მუხლი 50. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დატოვება განსაკუთრებულ, პირად
გარემოებებთან დაკავშირებით
1. თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა ბრალდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან
სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე, ან სხვა განსაკუთრებულ, პირად გარემოებასთან
დაკავშირებით, აგრეთვე თუ აუცილებელია ბრალდებულის საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში
მონაწილეობა, გამომძიებელს ან პროკურორს შეუძლია გასცეს ბრალდებულის მიერ პატიმრობის
დაწესებულების დროებით დატოვების ნებართვა 2 დღემდე ვადით. პატიმრობის დაწესებულების
დროებით
დატოვებასთან
დაკავშირებული
ხარჯები
ანაზღაურდება
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
2. ბრალდებულის მიერ პატიმრობის დაწესებულების დროებით დატოვების წესს ამტკიცებს
მინისტრი.
მუხლი 51. ბრალდებულის პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნის პირობები
1. ბრალდებულს პატიმრობის დაწესებულებაში ყოფნისას სარგებლობს:
ა) ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული უფლებებით;
ბ) უფლებით, პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა
და ჰქონდეს სატელეფონო საუბარი ამ კოდექსის 115-ე და 116-ე მუხლებით დადგენილი წესით.
2. ბრალდებულთან, მისივე თანხმობით, ტარდება სარეაბილიტაციო მუშაობა მინისტრის ბრძანებით
დადგენილი წესით. ბრალდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამებზე ვრცელდება ამ კოდექსის 136-ე და
137-ე მუხლები, ბრალდებულის სტატუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით.
3.
ბრალდებული
პატიმრობის
დაწესებულებიდან
სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
თავისუფლდება
საქართველოს
სისხლის
თავი XI. თავისუფლების აღკვეთის აღსრულება
მუხლი 52. თავისუფლების აღკვეთის აღსრულების ადგილი
1. მსჯავრდებული სასჯელს იხდის საქართველოს ტერიტორიაზე მდებარე თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში,
გარდა
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
დაწესებულების
ტიპს
შემთხვევებისა.
2.
მსჯავრდებულისთვის
თავისუფლების
აღკვეთის
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი.
3. მსჯავრდებული, როგორც წესი, სასჯელს იხდის მისი ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი
ადგილიდან ყველაზე ახლოს მდებარე, შესაბამისი ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში,
გარდა ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4. სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებული სამსახურის გენერალური დირექტორის
გადაწყვეტილებით
შეიძლება
გადაყვანილ
იქნეს
სხვა
პენიტენციურ
დაწესებულებაში
შემდეგ
შემთხვევებში:
ა) მსჯავრდებულის საშიშროების რისკის (შემდგომ − რისკი) გათვალისწინებით ან მსჯავრდებულის
გათავისუფლებისათვის მოსამზადებლად;
ბ) პენიტენციური დაწესებულების დებულების სისტემატური დარღვევისას;
გ) მსჯავრდებულისა და სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
დ) პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად;
ე) მსჯავრდებულის ავადმყოფობისას;
ვ) პენიტენციური დაწესებულების რეორგანიზაციისას;
ზ) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციისას;
თ) პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობისას;
ი) ამ კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას;
კ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლით გათვალისწინებული
გარემოებების არსებობისას, თუ მოსამართლის განჩინებით სამსახურის გენერალურ დირექტორს
დაევალება
შესაბამისი
მსჯავრდებულის
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად
აუცილებელი
განსაკუთრებული ზომების მიღება და ამ ღონისძიების გამოყენება აუცილებელია მსჯავრდებულის
უსაფრთხოებისათვის;
ლ) მსჯავრდებულის თანხმობის არსებობისას;
მ) სხვა მნიშვნელოვანი, დასაბუთებული გარემოების არსებობისას.
5. მსჯავრდებულის რისკის შეფასებასა და პერიოდულ გადაფასებას უზრუნველყოფს რისკის
შეფასების გუნდი (შემდგომ − გუნდი). მსჯავრდებულის რისკის სახეები, რისკის შეფასების კრიტერიუმები,
რისკის
შეფასებისა
დაწესებულებაში
და
გადაფასების
გადაყვანის
წესი,
წესი,
აგრეთვე
მსჯავრდებულის
გუნდის
სხვა
საქმიანობის
თავისუფლების
წესი
და
აღკვეთის
უფლებამოსილება
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
6. გუნდის საქმიანობის ორგანიზაციულ-სამართლებრივ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახურის
შესაბამისი სტრუქტურული ერთეული, რომელსაც უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა პერსონალური მონაცემები (მათ შორის,
განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემები) რისკის განსაზღვრასთან დაკავშირებული
საკითხების განსახილველად.
7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლით მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ
დაწესებულებაში
გადაყვანისას
მასზე
ვრცელდება
წესები,
რომლებიც
დადგენილია
ამ
რისკის
მსჯავრდებულისათვის და რომელთა დაცვაც შესაძლებელია სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში.
8. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „გ“−„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საფუძვლით სხვა
პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი მსჯავრდებული შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრისთანავე
შეიძლება დაბრუნდეს იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომლიდანაც გადაიყვანეს.
მუხლი 53. მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნა
1. სასამართლოს მიერ სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებიდან არაუგვიანეს 20
დღისა სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას იმის თაობაზე, თუ რომელი ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში უნდა მოიხადოს მსჯავრდებულმა სასჯელი.
2. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი უზრუნველყოფს სასჯელის მოსახდელად
მსჯავრდებულის გაგზავნას სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილების ასლის მიღებიდან
არაუგვიანეს 20 დღისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად მიღებიდან 60
დღის
ვადაში
შესაბამისი
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორი
ვალდებულია
გუნდს
მსჯავრდებულის რისკის განსაზღვრისთვის წარუდგინოს ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით.
4. სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მსჯავრდებული, რომელმაც პენიტენციურ
დაწესებულებაში მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა ქცევა, დამოკიდებულება ან/და რომლის იმავე
პენიტენციურ დაწესებულებაში დატოვება გაუმართლებელია, დროებით, მაგრამ არაუმეტეს 20 სამუშაო
დღისა,
გადაიყვანოს
დახურული
ტიპის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
რისკის
გადასაფასებლად. აღნიშნულ ვადაში გუნდი უზრუნველყოფს მსჯავრდებულის რისკის გადაფასებას
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ შემთხვევაში მსჯავრდებულზე ვრცელდება
დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისთვის
დადგენილი უფლებები და მოვალეობები.
5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულის გადაყვანის წესი განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 54. მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში დატოვება
1. მსჯავრდებული, რომელსაც სასჯელის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოხდა
განესაზღვრა, მისივე წერილობითი თანხმობით, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით, შეიძლება
დატოვებულ
იქნეს
პატიმრობის
შემთხვევაში
მსჯავრდებულზე
დაწესებულებაში
ვრცელდება
სამეურნეო
უფლებები,
სამუშაოების
რომლებიც
შესასრულებლად.
განსაზღვრულია
იმ
ამ
ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისთვის, სადაც რისკების გათვალისწინებით განთავსდებოდა
მსჯავრდებული,
და
რომელთა
განხორციელებაც
შესაძლებელია
პატიმრობის
დაწესებულებაში.
პატიმრობის დაწესებულების ტერიტორიაზე მსჯავრდებულის გადაადგილების წესი განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.
2. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის პატიმრობის დაწესებულებაში
დატოვება ფორმდება დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
მუხლი 55. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მიღების წესი
1.
მსჯავრდებულის
თავისუფლების
უზრუნველყოფს/უზრუნველყოფენ
აღკვეთის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
დაწესებულების
მიღებას
უფლებამოსილი
მოსამსახურე/მოსამსახურეები ამ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.
2. მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ, წერილობითი ფორმით, მისთვის გასაგებ ენაზე უნდა გააცნონ მისი
უფლებები და მოვალეობები, მის მიმართ მოსამსახურეთა მოპყრობის წესები, ინფორმაციის მიღებისა და
საჩივრის შეტანის წესები, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები და პასუხისმგებლობის
სახეები, დისციპლინური სამართალწარმოების წესები, აგრეთვე მის მიმართ წაყენებული სხვა სახის
მოთხოვნები.
მუხლი 56. მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, როგორც წესი, განცალკევებით ათავსებენ:
ა) ქალებს;
ბ) არასრულწლოვნებს;
გ) პირველად მსჯავრდებულებს;
დ)
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
1431
ან/და
1432
მუხლით/მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულზე/დანაშაულებზე დაზარალებულად ცნობილ პირებს;
ე) პირებს, რომელთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას წარსული
სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე;
ვ) განსაკუთრებით საშიშ პირებს, რომელთა პიროვნული თვისებები, კრიმინალური ავტორიტეტი,
დანაშაულის ჩადენის მოტივი, დამდგარი მართლსაწინააღმდეგო შედეგი ან თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებისა და მათ გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.
2.
პენიტენციური
დაწესებულების
სამკურნალო
განყოფილებაში
განცალკევებით
ათავსებენ
არამართვადი ინფექციური სენით დაავადებულებს.
3. მინისტრმა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროსთან
შეთანხმებით
შეიძლება
დააწესოს
მსჯავრდებულთა
განცალკევებით მოთავსების სხვა წესი.
თავი XII. პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირება. პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება
მუხლი 57. პენიტენციური დაწესებულების დებულება. პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგი
და სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზება
1. პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი საკითხები:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში მიღების წესი;
ბ) პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განაწილების წესი;
გ) სხვადასხვა კატეგორიის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განცალკევებით მოთავსება
ამ
კოდექსით დადგენილი წესით;
დ) პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის წესი;
ე) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა იზოლაცია და დაცვა;
ვ) ბრალდებულების/მსჯავრდებულების მუდმივი ზედამხედველობა;
ზ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მათთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულება;
თ) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა;
ი) ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და დაწესებულების თანამშრომლების პირადი უსაფრთხოების
დაცვა;
კ) მუშაობისა და დასვენების დროს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქცევის წესები;
ლ)
იმ
სამუშაოებისა
და
თანამდებობების
ჩამონათვალი,
რომლებზედაც
დაუშვებელია
მსჯავრდებულის დასაქმება;
მ)
იმ
ინდივიდუალური
საქმიანობების
ჩამონათვალი,
რომლებსაც
შეიძლება
ეწეოდეს
ბრალდებული/მსჯავრდებული;
ნ) იმ საგნებისა და ნივთების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომლებიც შეიძლება იქონიოს
ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა;
ო) იმ კვების პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ჰიგიენური საშუალებებისა და სხვა
საგნების ჩამონათვალი, რომლებიც შეიძლება შეიძინოს ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა დაწესებულების
ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში;
პ)
იმ
კვების
პროდუქტების,
ნივთების,
ნაკეთობების,
ნივთიერებებისა
და
დოკუმენტების
ჩამონათვალი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით სარგებლობაც ეკრძალება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს და იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას;
ჟ) იმ საგნების ამოღების წესი, რომელთა ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ გამოყენებაც
დაუშვებელია;
რ) ჩხრეკისა და შემოწმების ჩატარების წესები;
ს) პაემნების მოწყობის, კორესპონდენციისა და გზავნილების მიღება-ჩაბარების წესები.
2.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მისი
მისი
დებულების
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
და
მოთავსების
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
საკუთრებაში/სარგებლობაში
დაცვის
ადგილის
არსებული
მიზნით
დასაშვებია
ჩხრეკა,
აგრეთვე
ნივთების
შემოწმება.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ჩხრეკას ახორციელებს იმავე სქესის პირი.
3. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი ვალდებულია შეამოწმოს იმ პირთა ნივთები,
ტანსაცმელი და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შედიან პენიტენციურ დაწესებულებაში ან
გადიან პენიტენციური დაწესებულებიდან.
4. ფული ან სხვა ფასეულობა, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლისას ჩამოერთმევა
ბრალდებულს/მსჯავრდებულს,
მის
გათავისუფლებამდე
შესანახად
გადაეცემა
პენიტენციურ
დაწესებულებას ამ დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.
5. პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა
და დოკუმენტების შეტანის წესი, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ანდა რომლებით
სარგებლობაც
ეკრძალება
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
და
იწვევს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას, განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
6. პენიტენციური დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის ან/და სხვა მნიშვნელოვანი
საფუძვლის არსებობისას სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია ამ მუხლის მე-5
ნაწილით განსაზღვრული ბრძანებით დადგენილი წესით გასცეს სპეციალური წერილობითი ნებართვა
პენიტენციურ დაწესებულებაში იმ კვების პროდუქტების, ნივთების, ნაკეთობების, ნივთიერებებისა და
დოკუმენტების შეტანის თაობაზე, რომელთა შეძენა, შენახვა, ტარება, მოხმარება ან/და რომლებით
სარგებლობა
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
ეკრძალება
და
იწვევს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას.
7. პენიტენციური დაწესებულების დღის განრიგს დაწესებულების დირექტორის წარდგინებით
ამტკიცებს სამსახურის გენერალური დირექტორი.
8. პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმის ორგანიზების წესი განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 58. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობა და კონტროლი
1.
დასაბუთებული
ვარაუდის
არსებობისას,
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის
გადაწყვეტილებით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა
და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა
პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის
თავიდან ასაცილებლად შესაძლებელია განხორციელდეს ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობა და კონტროლი. ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა ხორციელდება აუდიო/ვიდეოსაშუალებით ან/და კონტროლის სხვა ტექნიკური საშუალებით. სამსახური უფლებამოსილია
განახორციელოს ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის და ამ პროცესის
შედეგად მიღებული ინფორმაციის ჩაწერა.
2. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია გააფრთხილოს ბრალდებული/მსჯავრდებული მის
მიმართ ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის ან/და აუდიო-/ვიდეოჩაწერის განხორციელების
თაობაზე, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ მეთვალყურეობის განხორციელების შესახებ ბრძანება გაეცნობა ბრალდებულს/მსჯავრდებულს,
რასაც იგი ადასტურებს ხელმოწერით. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს ხელმოწერაზე,
კეთდება სათანადო ჩანაწერი.
4.
ვიზუალური
ან/და
ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობისა
და
კონტროლის
განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ სხვა საშუალებების გამოყენება
არაეფექტიანია. მიღებული გადაწყვეტილება დასაბუთებული და მიზნის პროპორციული უნდა იყოს.
5. დაუშვებელია ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება
საერთო
სარგებლობის
საშხაპეებში,
საერთო
სარგებლობის
საპირფარეშოებსა
და
ხანგრძლივი
პაემნებისათვის განკუთვნილ ოთახებში, გარდა მეთვალყურეობის საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი
წესითა
და
კანონით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
განხორციელებისა.
საერთო
სარგებლობის საპირფარეშოებში ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის
განხორციელება
დასაშვებია
მხოლოდ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
თვითმკვლელობისა
და
თვითდაზიანების თავიდან ასაცილებლად.
6.
სამსახურის
შესაბამისი
სტრუქტურული
ქვედანაყოფი
უფლებამოსილია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ამ კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილითა და მინისტრის ბრძანებით
განსაზღვრულ
სხვა
პირებთან
შეხვედრას,
გარდა
ამ
კოდექსის
69-ე
მუხლის
მე-10
ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა, დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური საშუალებით დისტანციური
დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
7. პენიტენციურ დაწესებულებაში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობის
განხორციელების
თვალსაჩინო ადგილას განათავსოს
შემთხვევაში
შესაბამისი
პენიტენციური
დაწესებულება
გამაფრთხილებელი ნიშანი,
ვალდებულია
გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
8. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი გარემოების აღმოფხვრისთანავე
პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობის
შეწყვეტის
შესახებ.
დაუშვებელია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის მის დასასჯელად
განხორციელება.
9.
ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობისა
და
კონტროლის
განხორციელებისას
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში პენიტენციური
დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მასალის დაარქივების შესახებ, დისციპლინური
სამართალწარმოების პროცესში მისი მტკიცებულებად გამოყენების მიზნით. დაარქივებული მასალა
ინახება დისციპლინური სამართალწარმოების დასრულებიდან, ხოლო დისციპლინური ღონისძიების
გამოყენების შესახებ განკარგულების სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში - სასამართლოს მიერ
გადაწყვეტილების მიღებიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით.
10.
ამ
მუხლის შესაბამისად
დაარქივებულ
მასალას
ბრალდებული/მსჯავრდებული ეცნობა
პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხოლო აღნიშნული
მასალის
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის
ან/და
მისი
დამცველისათვის/კანონიერი
წარმომადგენლისათვის გადაცემა დასაშვებია მხოლოდ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში ან/და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე.
11.
ვიზუალური
ან/და
ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობისა
და
კონტროლის
განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესს განსაზღვრავს მინისტრი.
მუხლი 59. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელება
1. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები შეიძლება განხორციელდეს
პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის ან/და სისხლის
სამართლის საქმეზე გამოძიების ოპერატიულ-სამძებრო უზრუნველყოფის ფარგლებში.
2. პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა არის
პენიტენციურ დაწესებულებაში უსაფრთხოების დაცვის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ინფორმაციისა და მონაცემების შეგროვება, დამუშავება და ანალიზი ერთ-ერთი
შემდეგი მიზნით:
ა) პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის გამოვლენა და
თავიდან აცილება;
ბ) კრიმინალური კავშირებისა და გავლენების იდენტიფიკაცია და შეფასება;
გ) სხვა ტიპის ისეთი შიდა რისკებისა და საფრთხეების იდენტიფიკაცია და შეფასება, რომლებმაც
შესაძლოა, უშუალო საშიშროება შეუქმნას სამსახურის მოსამსახურის, ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან
სხვა
პირის
უსაფრთხოებას,
პენიტენციურ
დაწესებულებაში
სამართლებრივი
რეჟიმის
ან/და
უსაფრთხოების დაცვას და ამით არსებითად დაარღვიოს პენიტენციური დაწესებულების ნორმალური
ფუნქციონირება.
3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ უფლებამოსილებას ახორციელებენ სამსახურის
ოპერატიული დანაყოფები.
4.
პენიტენციურ
დაწესებულებათა მართვის
საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის
ფარგლებში სამსახურის ოპერატიული დანაყოფი უფლებამოსილია პენიტენციურ დაწესებულებაში
ინფორმაცია და მონაცემები მოიპოვოს ღია და ფარული წყაროებიდან, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“, „ე“, „ვ“, „ზ“ და „კ“ ქვეპუნქტებით
განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების განხორციელების შედეგად. ამასთანავე, იმავე
პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიება უნდა განხორციელდეს ამ
კოდექსით დადგენილი წესით.
5.
პენიტენციურ
დაწესებულებათა მართვის
საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფის
დაწყების საფუძველია სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანება. ეს ბრძანება გამოიცემა
განსაკუთრებულ შემთხვევაში, სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის ან/და
პენიტენციური დაწესებულების დირექტორის წერილობითი შუამდგომლობის საფუძველზე, რომელშიც
დასაბუთებული უნდა იყოს შესაბამისი საქმიანობის განხორციელების საჭიროება, მიზანი და ფარგლები.
6. სამსახურის ოპერატიული დანაყოფის მიერ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით
მოპოვებულ ინფორმაციასა და მონაცემებში შესაძლო დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში
სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით, დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს, ხოლო სამსახურებრივი გადაცდომის
ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში – სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ
ქვედანაყოფს.
7. სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი და პენიტენციური დაწესებულების
უსაფრთხოების დანაყოფი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებენ გამოძიების
ოპერატიულ და ოპერატიულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას პენიტენციური დაწესებულების ფარგლებში.
8.
პენიტენციურ
ექვემდებარება
დაწესებულებაში
საპროკურორო
განხორციელებული
ზედამხედველობასა
და
ოპერატიულ-სამძებრო
სასამართლო
კონტროლს
ღონისძიებები
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
9. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული მიზნით მოპოვებული ინფორმაციისა და
მონაცემების დამუშავების, შენახვის, გაცნობისა და განადგურების წესი განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.
10. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ფარგლებში სამინისტროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 60. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება
1. პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიება წარმოებს საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულად
ცნობილი პირი გადაჰყავთ პატიმრობის დაწესებულებაში.
3.
ამ
მუხლის
მე-2
ნაწილის
საფუძველზე
პატიმრობის
დაწესებულებაში
გადაყვანილ
მსჯავრდებულზე, ამ დაწესებულების ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით, ვრცელდება ის უფლებები
და
პირობები,
რომლებიც
დადგენილია
შესაბამისი
რისკის
მსჯავრდებულისთვის.
გამომძიებლის/პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება მსჯავრდებულს შეეზღუდოს
პაემნის, სატელეფონო საუბრისა და მიმოწერის უფლებები.
მუხლი 61. პენიტენციური დაწესებულების დაცვა
1. პენიტენციურ დაწესებულებას იცავს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი.
2. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურე არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირი. გარე
დაცვის სამსახურში შეიძლება ჩაირიცხოს წვევამდელი. მისი სამსახურის ვადა განისაზღვრება „სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით.
3. გარე დაცვის სამსახურში წვევამდელის მიერ სამსახურის გავლა ითვლება სავალდებულო სამხედრო
სამსახურის გავლად და ხორციელდება „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების შესაბამისად. გარე დაცვის სამსახურში ჩასარიცხ
პირთა შერჩევის და მათ მიერ სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
4. გარე დაცვის სამსახურის უფლებამოსილება არ ვრცელდება პენიტენციური დაწესებულების შიდა
უსაფრთხოების სისტემაზე.
5. გარე დაცვის სამსახურის მოსამსახურის სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიები
განისაზღვრება „სამხედრო
ნორმატიული აქტებით.
მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონითა და სხვა
6. ცალკეულ შემთხვევებში სამსახურის გენერალურ დირექტორს შეუძლია სამსახურის შესაბამის
სტრუქტურულ ქვედანაყოფთან ან პენიტენციურ დაწესებულებასთან შექმნას გაძლიერებული დაცვის
ჯგუფები.
7. პენიტენციური დაწესებულების, აგრეთვე სამსახურისადმი დაქვემდებარებული სხვა ობიექტების
დაცვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 62. უსაფრთხოების ღონისძიებები
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის, სხვისი და ქონების დაზიანების თავიდან
აცილების, პენიტენციურ დაწესებულებაში დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის,
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიერ
სამსახურის
მოსამსახურის
კანონიერი
მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობის, თავდასხმის მოგერიების, ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი
არეულობის
აღკვეთის
მიზნით,
უფლებამოსილი
პირის
დასაბუთებული
გადაწყვეტილებით
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი უსაფრთხოების
ღონისძიებები:
ა) სპეციალური საშუალებების გამოყენება;
ბ) სხვა ბრალდებულთაგან/მსჯავრდებულთაგან მისი განცალკევება;
გ) დროებით სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანა;
დ) არაუმეტეს 24 საათით სამარტოო საკანში მოთავსება;
ე) დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი საგუშაგოს მოწყობა.
2.
უსაფრთხოების
ღონისძიების
განხორციელება
წყდება
დაუყოვნებლივ,
იმ
საფრთხის
აღმოფხვრისთანავე, რომლის აღსაკვეთადაც ეს ღონისძიება გამოიყენებოდა.
3. პენიტენციურ დაწესებულებაში ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას და
ექსტრადიციისას უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების სხვა პირობები და გარემოებები
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
4. უსაფრთხოების ღონისძიების განხორციელების შემდეგ შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების
ხელმძღვანელობა სამედიცინო პერსონალთან ერთად ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ
უტარებს სამედიცინო შემოწმებას. ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის სამედიცინო შემოწმების
ჩატარების შესახებ დგება შესაბამისი აქტი. ამ აქტის ფორმა მტკიცდება მინისტრის ბრძანებით.
5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დროებითი საგუშაგოს ან
დამატებითი საგუშაგოს გახსნა ხორციელდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ბრძანების
საფუძველზე, რა დროსაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე ახორციელებს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ვიზუალურ კონტროლს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
6. დაუშვებელია უსაფრთხოების ღონისძიების ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით
გამოყენება.
მუხლი 63. სპეციალური საშუალებები და მათი გამოყენების წესი
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს შემდეგი სპეციალური
საშუალებები:
ა) ხელბორკილი;
ბ) დამაწყნარებელი პერანგი;
გ) დამაწყნარებელი სკამი;
დ) დამაწყნარებელი საწოლი;
ე) ხელკეტი;
ვ) ცრემლსადენი გაზი;
ზ) წიწაკის გაზი;
თ) არალეტალური იარაღი;
ი) აკუსტიკური საშუალება;
კ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა;
ლ) წყალსატყორცნი;
მ) სასამსახურო ძაღლი.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, უსაფრთხოების ღონისძიების განსახორციელებლად
სპეციალური საშუალებები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში:
ა) ხელბორკილი – იმ პირის მიმართ, რომელიც თავისი ქმედებით წინააღმდეგობას უწევს სამსახურის
მოსამსახურეს ან/და არ ემორჩილება მის კანონიერ მოთხოვნას; რომელიც საფრთხეს უქმნის საკუთარ ან/და
სხვის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას; რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო
ქონება; რომელიც ცდილობს გაქცევას; აგრეთვე თუ არსებობს ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გარემოების დადგომის გონივრული ეჭვი;
ბ) დამაწყნარებელი პერანგი, დამაწყნარებელი სკამი, დამაწყნარებელი საწოლი – იმ პირის მიმართ,
რომელიც აზიანებს ან ცდილობს დააზიანოს საკუთარი თავი ან სხვა; რომელიც აზიანებს ან ცდილობს
დააზიანოს სხვისი/სახელმწიფო ქონება; რომლის მოქმედება გამოხატულად აგრესიულია. აღნიშნული
სპეციალური საშუალებები გამოყენებული უნდა იქნეს ექიმის მეთვალყურეობით;
გ) ხელკეტი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი თავის და სხვისი დაზიანების
თავიდან
აცილების,
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ან
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
გაყვანისას/გადაყვანისას დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევის აღკვეთის, თავდასხმის მოგერიების,
დაუმორჩილებლობის ან/და მასობრივი არეულობის აღკვეთის მიზნით;
დ) ცრემლსადენი გაზი, არალეტალური იარაღი და აკუსტიკური საშუალება – გარშემომყოფებზე ან/და
დაცულ ობიექტზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თავდასხმის მოსაგერიებლად; მასობრივი არეულობის
ან/და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად;
ე) წიწაკის გაზი – დანაშაულის, თავდასხმის, გაქცევის, მასობრივი დაუმორჩილებლობის ან/და
მასობრივი არეულობის აღსაკვეთად, დაცულ ობიექტზე თავდასხმის მოსაგერიებლად, საქართველოს
კანონმდებლობის მოთხოვნების ჯგუფური დარღვევის აღსაკვეთად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;
ვ) ფსიქოლოგიური ზემოქმედების შუქბგერითი მოწყობილობა – გარშემომყოფებზე ან/და დაცულ
ობიექტზე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
თავდასხმის
მოსაგერიებლად,
შეიარაღებული
პირის
დასაკავებლად, იმ დაკავებული ობიექტის დატოვების მიზნით, რომელსაც პირი თავს აფარებს;
ზ) წყალსატყორცნი – მასობრივი არეულობის ან/და წესრიგის დარღვევის აღსაკვეთად, დაცულ
ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოსაგერიებლად, შეიარაღებული პირის დასაკავებლად;
თ) სასამსახურო ძაღლი – ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაქცევისას ან გაქცევის მცდელობისას;
აკრძალული ნივთების აღმოსაჩენად, თავდასხმის მოსაგერიებლად.
3. სპეციალური საშუალება გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვა საშუალებების
გამოყენება არაეფექტიანია. სპეციალური საშუალების გამოყენება წარმოქმნილი საფრთხის პროპორციული
უნდა იყოს და კანონიერი მიზნის მისაღწევად უფრო ნაკლები ზიანი უნდა მიაყენოს აღნიშნული
ღონისძიების ადრესატს.
4. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლება აქვს სამსახურის საამისოდ უფლებამოსილ პირს,
რომელსაც გავლილი აქვს სათანადო მომზადება.
5. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი ვალდებულია სპეციალური
საშუალების გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი, მისცეს გონივრული ვადა მისი
კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ
სიტუაციაში ასეთი გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
6. სპეციალური საშუალების გამოყენებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება ამ სპეციალური
საშუალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ პირს.
7.
სპეციალური
საშუალების
გამოყენების
შესახებ
დაუყოვნებლივ
ეცნობებათ
შესაბამისი
პენიტენციური დაწესებულების დირექტორს და ექიმს ან ექთანს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა. სპეციალური
საშუალების
გამოყენების
შემდეგ
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
პირველი
შესაძლებლობისთანავე
უტარდება სამედიცინო შემოწმება.
8. სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ დგება ოქმი. ოქმში აღინიშნება გამოყენებული
სპეციალური საშუალება, მისი გამოყენების დასაბუთება და სხვა მონაცემები. ოქმის ფორმა მტკიცდება
მინისტრის ბრძანებით.
9. სპეციალური საშუალების გამოყენების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ შესაბამისი პენიტენციური
დაწესებულების დირექტორი ადგენს ანგარიშს და მას დაუყოვნებლივ უგზავნის სამსახურის გენერალურ
დირექტორს.
10. ბრალდებულის/მსჯავრდებულის გაყვანისას/გადაყვანისას და ექსტრადიციისას უსაფრთხოების
უზრუნველყოფის ან/და მისი გაქცევის თავიდან აცილების მიზნით ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ სპეციალური საშუალების გამოყენების შესახებ ჯგუფის ან კოლონის უფროსი დაუყოვნებლივ
აცნობებს სამსახურის შესაბამის უფლებამოსილ პირს და ექიმს ან ექთანს, გარდა ამ მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალების გამოყენების შემთხვევისა.
11. სპეციალური საშუალებების გამოყენება, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“–„დ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებებისა, აგრეთვე დასაშვებია პენიტენციურ
დაწესებულებაზე გარედან თავდასხმის მოსაგერიებლად.
12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება
გამოიყენება უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც არსებული საფრთხის აღმოსაფხვრელად იმავე ნაწილის „ა“–
„ვ“ და „თ“–„მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენება არაეფექტიანია.
დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური
საშუალებების გამოყენება დახურულ სივრცეში, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო
დაწესებულებაში და იმ პირთა მიმართ, რომლებიც უკვე იმყოფებიან შესაბამისი უფლებამოსილი პირის
კონტროლის ქვეშ.
13. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელბორკილით მყარ ზედაპირზე მიმაგრება,
გარდა იმ უკიდურესი შემთხვევისა, როდესაც სხვა საშუალებების გამოყენებით შეუძლებელია ამ მუხლით
განსაზღვრული კანონიერი მიზნის მიღწევა.
14.
დაუშვებელია
გაყვანისას/გადაყვანისას
პენიტენციურ
ისეთი
დაწესებულებაში
სპეციალური
საშუალების
ან
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
გამოყენება, რომელიც
იწვევს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას, დაკავშირებულია გაუმართლებელ
რისკთან ან აკრძალულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საერთაშორისო აქტებით.
15. ქალის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალება, ხოლო ჯგუფური დაუმორჩილებლობის ან/და
მასობრივი
არეულობის
აღსაკვეთად,
თავდასხმის მოსაგერიებლად და
შეიარაღებული
პირის
დასაკავებლად შესაძლებელია აგრეთვე გამოყენებულ იქნეს იმავე ნაწილის „ე“, „ვ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სპეციალური საშუალებები.
16. სპეციალური საშუალებების გამოყენების უფლების მქონე პირი წინასწარი შეცნობით ორსულის
მიმართ, როგორც წესი, არ იყენებს სპეციალურ საშუალებებს, გარდა ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებისა.
17. სპეციალური საშუალებების გამოყენებისას შეძლებისდაგვარად უნდა იქნეს გათვალისწინებული
პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა და შეზღუდული შესაძლებლობები.
18. სამსახურის მოსამსახურის შეიარაღებაში არსებულ სპეციალურ საშუალებათა სახეები, ამ
საშუალებათა შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 64. ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესი
1. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავს ესხმის სამსახურის მოსამსახურეს ან სხვა პირს, ან სჩადის
სხვა განზრახ მოქმედებას, რომელიც პირდაპირ, უშუალო და იმწუთიერ საფრთხეს უქმნის სამსახურის
მოსამსახურის ან სხვა პირის ჯანმრთელობას ან/და სიცოცხლეს, დასაშვებია სამსახურის მოსამსახურის
მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა
შეუძლებელია. გამოყენებული ძალა კანონიერი მიზნისა და იმ საფრთხის პროპორციული უნდა იყოს,
რომელსაც ბრალდებული/მსჯავრდებული სამსახურის მოსამსახურეს ან სხვა პირს უქმნის.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან ან გაყვანისას/გადაყვანისას
გაქცევის
ან
სპეციალურ
სატრანსპორტო
საშუალებაზე
თავდასხმის
შემთხვევაში,
უკიდურესი
აუცილებლობიდან გამომდინარე, დასაშვებია სამსახურის მოსამსახურის მიერ ცეცხლსასროლი იარაღის
გამოყენება, თუ აღნიშნული მოქმედების სხვა საშუალებით აღკვეთა შეუძლებელია. გამოყენებული ძალა
კანონიერი მიზნისა და შექმნილი საფრთხის პროპორციული უნდა იყოს. გამოყენებული უნდა იქნეს
მინიმალური ძალა – რამდენიც აუცილებელია გაქცეული ბრალდებულის/მსჯავრდებულის შესაჩერებლად.
ქალის გაქცევისას ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაუშვებელია.
3. გაქცევად მიიჩნევა:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ
პენიტენციური დაწესებულების დამცავი ზღუდის
გადაკვეთა;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისი გაყვანისას/გადაყვანისას მინისტრის ბრძანებით
განსაზღვრული წესით დადგენილი დაცვის ხაზის გადაკვეთა.
4.
ცეცხლსასროლი
იარაღის
გამოყენების
უფლებამოსილების
მქონე
პირი
ვალდებულია
ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს შესაბამისი პირი, მისცეს
გონივრული ვადა მისი კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად, აგრეთვე მოახდინოს გამაფრთხილებელი
გასროლა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა დაყოვნებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობის ხელყოფა, ქონების დაზიანება ან სხვა მძიმე შედეგი, ან შექმნილ სიტუაციაში ასეთი
გაფრთხილება გაუმართლებელია ან შეუძლებელია.
5. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე სამსახურის იმ მოსამსახურის მიერ
ცეცხლსასროლი
იარაღის
ტარება
ან/და
შენახვა,
რომელსაც
უშუალო
შეხება
აქვს
ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან.
6. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღის შეტანა,
გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის და ამ
კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დაცვის განხორციელების შემთხვევებისა.
მუხლი 65. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი
1. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლი არის ამ დაწესებულების გარე დამცავი
ზღუდის გარე პერიმეტრი.
2. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი შესაბამისი პენიტენციური
დაწესებულების
გარე
ინფრასტრუქტურის
მინისტრის ბრძანებით.
გათვალისწინებით
პენიტენციური დაწესებულებისათვის
ინდივიდუალურად
შესაძლებელია
განისაზღვრება
განისაზღვროს გარე
აკრძალული ზოლის რამდენიმე რადიუსი.
3. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის რადიუსი შემოღობილი უნდა იყოს ან/და
გარე აკრძალული ზოლის საზღვართან შესაბამისი ამკრძალავი ნიშნები უნდა განთავსდეს.
4.
პენიტენციური
დაწესებულების
გარე
აკრძალულ
ზოლში
დაუშვებელია
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი რეჟიმის დარღვევა, კერძოდ, ამ ზოლში ყოფნა ან/და სატრანსპორტო
საშუალების შეყვანა (გარდა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევისა), პიროტექნიკური
ნაწარმის, ფეიერვერკის, მომწამლავი, ადვილად აალებადი ან/და სხვა ნივთის/ნივთიერების შეტანა ან/და
გამოყენება,
წაქეზება/მოწოდება
კანონით
დარღვევისკენ/არეულობისკენ/დაუმორჩილებლობისკენ,
აგრეთვე
დადგენილი
მოთხოვნების
უკანონო
პენიტენციურ
ფორმით
დაწესებულებაში მყოფი პირისთვის ინფორმაციის მიწოდება პენიტენციური დაწესებულების გარე
აკრძალული ზოლიდან ან მისი მიმდებარე ტერიტორიიდან. აკრძალულია აგრეთვე ნივთის ან/და
ნივთიერების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გვერდის ავლით პენიტენციურ
დაწესებულებაში შეტანა ან/და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირისთვის გადაცემა.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნების დარღვევა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. ამ მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას სამართალდამრღვევის მიერ
სამსახურის მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ან/და სამართალდამრღვევის
იდენტიფიცირების შეუძლებლობის შემთხვევაში უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, სამართალდარღვევის
აღკვეთის ან სამართალდამრღვევის გამოვლენის მიზნით მიმართოს პოლიციას. პოლიცია ვალდებულია
დაუყოვნებლივ გამოცხადდეს სამართალდარღვევის ჩადენის ადგილზე და განახორციელოს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული მოქმედებები.
7. აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება პენიტენციური დაწესებულების გარე
აკრძალულ ზოლში და მისგან 20 მეტრის რადიუსში მდებარე ტერიტორიაზე.
8. პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლიდან 100 მეტრის რადიუსში მდებარე
ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობა უნდა შეთანხმდეს სამსახურთან. ამასთანავე, სამსახურის
გენერალური დირექტორის თანხმობით პენიტენციური დაწესებულების გარე აკრძალული ზოლის
ფარგლებში
შესაძლებელია
განხორციელდეს
ინფრასტრუქტურული
სამუშაოები
პენიტენციური
დაწესებულების გამართული ფუნქციონირებისათვის.
მუხლი 66. განსაკუთრებული პირობები პენიტენციურ დაწესებულებაში
1. სტიქიური უბედურებისას, ქვეყანაში საგანგებო ან საომარი მდგომარეობის გამოცხადებისას,
სიცოცხლისათვის
პენიტენციური
საშიშ დაავადებათა ეპიდემიისას
დაწესებულება
დაზიანდა
ან
და
მასობრივი არეულობისას,
აღარ გამოდგება
კანონით
აგრეთვე თუ
გათვალისწინებული
მიზნებისათვის, პენიტენციურ დაწესებულებაში შეიძლება შემოღებულ იქნეს განსაკუთრებული პირობები.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებას ახდენს სამსახურის
გენერალური დირექტორი მინისტრთან წერილობითი შეთანხმებით, არაუმეტეს 15 დღის ვადით.
საჭიროების
შემთხვევაში
აღნიშნული
ვადა მინისტრის თანხმობით
შესაძლებელია
გაგრძელდეს
გონივრული ვადით, ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული გარემოების აღმოფხვრამდე.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის, დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხის შექმნის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორს შეუძლია
დამოუკიდებლად შემოიღოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული განსაკუთრებული
პირობები.
4. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ვალდებულია ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული განსაკუთრებული პირობების დამოუკიდებლად შემოღების შესახებ დაუყოვნებლივ
შეატყობინოს
სამსახურის
გენერალურ
დირექტორს.
სამსახურის
გენერალური
დირექტორი
შეტყობინებიდან 24 საათის განმავლობაში, მინისტრის წერილობითი თანხმობით იღებს გადაწყვეტილებას
განსაკუთრებული პირობების ძალაში დატოვების ან გაუქმების შესახებ.
5.
თუ
პენიტენციურ
დაწესებულებაში
განსაკუთრებული
პირობების
რეჟიმის
დროს
სხვა
საშუალებებით ვერ ხერხდება შექმნილი ვითარების ლოკალიზება ან დაწესებულების უსაფრთხოების
სამსახურის მიერ ამ დაწესებულებაში აკრძალული საგნების, ნივთიერებებისა და კვების პროდუქტების
ამოღების მიზნით ფართო მასშტაბის ოპერატიულ-პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება
მაშინ, როდესაც არსებობს ჯგუფური დაუმორჩილებლობის, მასობრივი არეულობის წარმოშობის დიდი
საშიშროება ან საფრთხე ექმნება სახელმწიფო უსაფრთხოებას, მინისტრის სათანადო მიმართვით და
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის გადაწყვეტილებებით დაწესებულების დაცვა შეიძლება გაძლიერდეს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ან/და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური
ქვედანაყოფებით.
6. დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღების წესი განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.
მუხლი 67. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისული ვითარების მართვა
1. პენიტენციურ დაწესებულებაში კრიზისულ ვითარებად შეიძლება შეფასდეს მდგომარეობა,
როდესაც ხდება პენიტენციურ დაწესებულებაში სამართლებრივი რეჟიმის ან/და უსაფრთხოების ისეთი
დარღვევა,
რომელიც
აშკარა
საშიშროებას
უქმნის
პენიტენციური
დაწესებულების
ნორმალურ
ფუნქციონირებას და რომლის პენიტენციური დაწესებულების ძალებით, ამ კოდექსით გათვალისწინებული
ღონისძიებების ფარგლებში აღმოფხვრა შეუძლებელია.
2. მდგომარეობას კრიზისულ ვითარებად აფასებს პენიტენციური დაწესებულების დირექტორი. იგი ამ
ვითარების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს სამსახურის გენერალურ დირექტორს. თუ სამსახურის
გენერალური დირექტორი ინფორმაციის სათანადო დამუშავებისა და ანალიზის შემდეგ ვითარებას
კრიზისულად მიიჩნევს, იგი ამის შესახებ ატყობინებს მინისტრს.
3. კრიზისული ვითარების სამართავად დასაშვებია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების შესაბამისი მოსამსახურეების მოქმედება. მათ უფლება
აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოიყენონ ამ კოდექსის 63-ე და 64ე მუხლებით გათვალისწინებული საშუალებები.
4. კრიზისული ვითარების მართვის პროცესში სამსახურის სპეციალური ინტერვენციების რაზმების
ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სამსახურის გენერალური დირექტორი მინისტრის თანხმობით.
5. კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროსთან მჭიდრო კოორდინაციას.
6. კრიზისული ვითარების მართვის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
7. კრიზისული ვითარების მართვისას სამსახური ვალდებულია უსაფრთხოების მოთხოვნების
დაცვით სათანადო ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას.
მუხლი 68. უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებების გეგმა
მასობრივი არეულობისას, აგრეთვე ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო ან საომარი მდგომარეობის
დროს
თავდასხმის,
პენიტენციური
დაწესებულებიდან
გაქცევის,
სხვა
დანაშაულისა
და
სამართალდარღვევის აღკვეთის მიზნით, თუ კრიზისული ვითარების სამსახურის ძალებით მართვა
შეუძლებელია, ხორციელდება უსაფრთხოების დამატებითი ღონისძიებები წინასწარ შემუშავებული გეგმის
მიხედვით. ეს გეგმა მტკიცდება მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი
ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან წინასწარი შეთანხმებით. ამ გეგმით
შეიძლება
განისაზღვროს
აგრეთვე
საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის
მიერ
განსახორციელებელი ღონისძიებები.
მუხლი 69. პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლის უფლება
1. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ:
ა) საქართველოს პრეზიდენტი;
ბ) საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პარლამენტის
წევრები;
გ) საქართველოს პრემიერ-მინისტრი;
დ) პროკურატურის სისტემის საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ე) საქართველოს სახალხო დამცველი;
ვ) მინისტრი და მის მიერ საამისოდ უფლებამოსილი პირები;
ზ) სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები;
თ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საამისოდ უფლებამოსილი პირები.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვით შესვლის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
3. დაუშვებელია პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აუდიო-, ვიდეოტექნიკის და
ფიქსაციის სხვა სახის ტექნიკის სპეციალური ნებართვის გარეშე შეტანა, გარდა ამ მუხლის მე-8 ნაწილით
გათვალისწინებული შემთხვევისა. სპეციალურ ნებართვას გასცემს სამსახურის გენერალური დირექტორი.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, კინო-, ვიდეოგადაღება ან მასთან ინტერვიუს ჩაწერა
შეიძლება მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობით.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება ამ კოდექსით გათვალისწინებულ ვიზუალურ
და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობაზე.
6. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნები არ ვრცელდება აგრეთვე სამსახურის მიერ განხორციელებულ
გადაღებაზე.
გადაღების
თაობაზე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
წინასწარ
გაფრთხილება
სავალდებულოა.
პენიტენციური
7.
დაწესებულება
უფლებამოსილია
განახორციელოს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ფოტო-, ვიდეოგადაღება მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის
შესაბამისად.
8. საქართველოს სახალხო დამცველი, აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი
წერილობითი თანხმობით სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრი უფლებამოსილია მინისტრის
ბრძანებით
დამტკიცებული
კანონმდებლობის
წესისა
მოთხოვნათა
და
სახელმწიფო
საიდუმლოების
შესაბამისად,
შესახებ
პენიტენციურ
საქართველოს
დაწესებულებაში
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა თანხმობით განახორციელოს მათი ან/და მათი უშუალო განთავსების
პირობების,
გასეირნების
სარგებლობის
ფოტოგადაღება.
ადგილების,
საშხაპეების,
საერთო
საექიმო-სამედიცინო
სარგებლობის
პუნქტის,
საპირფარეშოების
კვების
და
ობიექტის,
შეხვედრის
საერთო
ოთახების
9. პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოსთხოვოს ამ
მუხლის მე-8 ნაწილით განსაზღვრულ პირს ფოტოგადაღების რეჟიმის შემოწმება ვიდეოგადაღების
თავიდან აცილების მიზნით, ხოლო ვიდეოგადაღების რეჟიმის აღმოჩენისას დაუყოვნებლივ აღკვეთოს იგი.
10.
საქართველოს
სახალხო
დამცველი
და
სპეციალური
პრევენციული
ჯგუფის
წევრი
უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდეს სპეციალურ ოთახში, სადაც ამ კოდექსის 58-ე
მუხლით გათვალისწინებული ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და
კონტროლი არ ხორციელდება. სპეციალური ოთახი უნდა მოეწყოს პენიტენციური დაწესებულების
დებულების შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სახალხო დამცველისა და
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება.
11. სამსახურთან წინასწარი შეთანხმების საფუძველზე პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
გარკვეული მიზნით მყოფი ორგანიზაციების წარმომადგენლების (გარდა სპეციალური პრევენციული
ჯგუფისა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ორგანიზაციების
წარმომადგენლებისა) ქცევის წესები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
თავი XIII. ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური პასუხისმგებლობა. მსჯავრდებულის
დისციპლინური პატიმრობა
მუხლი 70. დისციპლინური დარღვევა
დისციპლინურ დარღვევად მიიჩნევა ქმედება, რომელიც არღვევს პენიტენციური დაწესებულების
დებულებას, ზიანს აყენებს წესრიგსა და უსაფრთხოებას და არ შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, კერძოდ:
ა) სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა;
ბ) ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების წესების დარღვევა;
გ) დაწესებულების მოსამსახურისა და სხვა უფლებამოსილი პირისადმი მათ მიერ სამსახურებრივი
მოვალეობების შესრულებისას დაუმორჩილებლობა ან მათთვის სხვაგვარი წინააღმდეგობის გაწევა;
დ) განზრახი ქმედების ჩადენა, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა პირის სიცოცხლეს ან/და
ჯანმრთელობას, აგრეთვე სხვა პირის ღირსებისა და ხელშეუხებლობის შელახვა;
ე) დაწესებულების ან სხვა პირის ქონების დაზიანება/განადგურება, მათ შორის, მისი ვიზუალური
მხარის ცვლილებით;
ვ) დაწესებულების მიერ დადგენილი გადაადგილების შეზღუდვების/საზღვრების უნებართვოდ
გადაკვეთა;
ზ) დაწესებულების ტერიტორიაზე სარგებლის მიღების მიზნით საქმიანობის პენიტენციური
დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე განხორციელება;
თ) დაწესებულების ტერიტორიაზე განთავსებული მოწყობილობების/სისტემების ფუნქციონირებაში
პენიტენციური დაწესებულების დირექტორის ნებართვის გარეშე ჩარევა, შენობა-ნაგებობების დიზაინსა და
ფუნქციებში ცვლილებების თვითნებურად შეტანა;
ი) დაწესებულების ტერიტორიაზე აკრძალული ნივთის დამზადება, ფლობა ან სარგებლობა;
კ) ხმაური ან სხვაგვარი ქმედება, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების
ნორმალურ ფუნქციონირებას;
ლ) ნებისმიერი სახის ინფორმაციის უკანონო ფორმით მიწოდება საკნიდან საკანში ან დაწესებულების
გარეთ;
მ) დაწესებულების დებულების, დაწესებულებაში დადგენილი დღის განრიგისა და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი სხვა ნორმების დარღვევა.
მუხლი 71. დისციპლინური სახდელი
1.
დისციპლინური
დარღვევის
შედეგია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
დისციპლინური
პასუხისმგებლობა. დისციპლინური დარღვევისათვის გამოყენებული სახდელი უნდა იყოს ჩადენილი
ქმედების პროპორციული.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გამოყენება დაიშვება
მხოლოდ დისციპლინური სამართალწარმოების საფუძველზე და მას შემდეგ, რაც დადასტურდება მის მიერ
დისციპლინური დარღვევის ჩადენის ფაქტი.
3.
ჯგუფური
დარღვევის
შემთხვევაში
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ
სახდელი
ინდივიდუალურად დგინდება.
4.
თუ
დისციპლინური
დარღვევის
გარემოებები
წარმოშობს
ამ
კოდექსის
62-ე
მუხლით
გათვალისწინებული უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების საფუძველს, უსაფრთხოების ღონისძიება
გამოიყენება ამ თავით გათვალისწინებული დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებამდე.
მუხლი 72. დისციპლინური სახდელის სახეები
1. დისციპლინური სახდელის სახეებია:
ა) გაფრთხილება;
ბ) საყვედური;
გ) მუშაობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
დ) ნებადართული ნივთებით (გარდა ექიმის მიერ დანიშნული კვების აუცილებელი პროდუქტებისა
და მედიკამენტებისა) სარგებლობის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
ე) ამანათისა და გზავნილის მიღების შეზღუდვა არა უმეტეს 6 თვის ვადით;
ვ) საკნის ტიპის საცხოვრებელში გადაყვანა 6 თვემდე ვადით;
ზ) სამარტოო საკანში მოთავსება 14 დღემდე ვადით;
თ) სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
ი) პირადი ხასიათის კორესპონდენციის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის
ვადით;
კ) პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიით სარგებლობის უფლების
შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით;
ლ) ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნის უფლების შეზღუდვა არა უმეტეს 3 თვის ვადით;
მ) კუთვნილი ხანმოკლე პაემნის აკრძალვა არა უმეტეს წელიწადში 6-ჯერ;
ნ) პირადი ტელევიზორით ან რადიომიმღებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 6 თვის
ვადით;
ო) ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის
უფლების შეზღუდვა არაუმეტეს 3 თვის ვადით.
2.
გათავისუფლებისთვის
მომზადების
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
მყოფ
მსჯავრდებულს შეიძლება 2 თვემდე ვადით შეეზღუდოს აგრეთვე ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით
გათვალისწინებული უფლება.
3.
გათავისუფლებისთვის
მომზადების
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
მყოფ
მსჯავრდებულს ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ე“ და „თ“−„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
უფლებები შეიძლება შეეზღუდოს 1 თვემდე ვადით.
4.
გათავისუფლებისთვის
მომზადების
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
მყოფი
მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“, „მ“−„ო“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული სახდელები.
5.
ორსული
ქალების,
მცირეწლოვანი
ბავშვების
დედებისა
და
65
წელს
მიღწეული
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ არ გამოიყენება ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები.
6. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“–„ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თითოეული უფლების
შეზღუდვის ვადა 1 წლის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 6 თვეს.
7. დაუშვებელია ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“, „ი“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული
უფლებების ერთდროულად შეზღუდვა.
8. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელის
მოქმედების პერიოდში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო საუბრის უფლება
საქართველოს სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დასაკავშირებლად.
9.
დისციპლინური
გადაცდომისათვის
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილის
„ი“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ კორესპონდენციაზე, რომლის ადრესატი ან ადრესანტი
არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერმინისტრი,
საქართველოს
პარლამენტის
წევრი,
სასამართლო,
ადამიანის
უფლებათა
ევროპული
სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ
რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე,
საქართველოს სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, ადვოკატი, პროკურორი,
სამსახურის ადგილობრივი საბჭო.
მუხლი 73. დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული ბრალდებულის/მსჯავრდებულის
უფლებები
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელსაც ბრალად ედება დისციპლინური დარღვევის ჩადენა,
უფლება აქვს:
ა) მისთვის გასაგებ ენაზე ეცნობოს დარღვევის არსი და საფუძველი;
ბ) ჰქონდეს საკმარისი დრო და საშუალება დაცვის მოსამზადებლად საქმის ზეპირი მოსმენით
განხილვის შემთხვევაში;
გ) ისარგებლოს იურიდიული დახმარებით, მათ შორის, „იურიდიული დახმარების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით, ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ ამას თავად მოითხოვს საქმის ზეპირი მოსმენით
განხილვის შემთხვევაში;
დ) მოითხოვოს დისციპლინურ განხილვაზე მოწმეთა დასწრება და დაკითხოს მოწმეები საქმის ზეპირი
მოსმენით განხილვის შემთხვევაში;
ე) ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით, თუ მას არ ესმის სამართალწარმოების ენა.
მუხლი 74. დისციპლინური სამართალწარმოება
1. დისციპლინური დარღვევის საქმეს ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს დაწესებულების
დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი. თუ დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ
უფლებამოსილი პირი მიიჩნევს, რომ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მიღება,
მას უფლება აქვს, საქმე ზეპირი მოსმენით განიხილოს.
2.
დისციპლინური
დარღვევის
საქმის
ზეპირი
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ჰყავდეს ადვოკატი.
მოსმენის
გარეშე
განხილვისას
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება უფლება – მისცეს ახსნა-განმარტება, წარადგინოს
მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის
მომსახურებით, გაასაჩივროს განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ.
4.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უნდა
ჩამოერთვას
ახსნა-განმარტება
მის
მიერ
ჩადენილ
დისციპლინურ დარღვევასთან დაკავშირებით, ხოლო უარის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების
უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს.
5. დისციპლინური დარღვევის ჩამდენ პირს, მოწმეს ან დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით
წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები, რომლებიც დაერთვის განკარგულებას დისციპლინური
ღონისძიების გამოყენების შესახებ.
6. ზეპირი მოსმენის დროს ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს დაჯდომისა და ჩანაწერების
გაკეთების საშუალება.
7.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ
დისციპლინური
ღონისძიების
გამოყენებისას
გაითვალისწინება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პიროვნება და მისი ქცევა, აგრეთვე გარემოებები,
რომლებშიც იქნა ჩადენილი დისციპლინური დარღვევა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განმარტება
დარღვევასთან დაკავშირებით. საქმის განხილვის შემდეგ, მტკიცებულების შეფასების საფუძველზე
პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი იღებს შესაბამის
გადაწყვეტილებას.
8.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება
აქვს,
ადვოკატის
მიერ
იყოს
წარმოდგენილი
დისციპლინური დარღვევის საქმის ზეპირი მოსმენით განხილვისას, რომელიც ტარდება ამ კოდექსის 72-ე
მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელების
გამოყენების შესახებ. ზეპირი მოსმენის დაწყებამდე ბრალდებულს/მსჯავრდებულს განემარტება საკუთარი
ადვოკატის მოწვევის უფლება, რომელიც შესაბამისი თანხმობის მიღების შემთხვევაში ხორციელდება
განმარტებიდან 3 საათის განმავლობაში. თუ დადგენილ ვადაში ადვოკატი არ გამოცხადდება,
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
მისი
თანხმობით
დაენიშნება
საზოგადოებრივი
ადვოკატი.
თუ
ბრალდებული/მსჯავრდებული უარს აცხადებს დასწრებაზე, ეს ფაქტი წერილობით ფიქსირდება.
წინააღმდეგ შემთხვევაში დგება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ბრალდებული/მსჯავრდებული.
9. ზეპირი სხდომა დისციპლინური სახდელის გამოყენების შესახებ შეიძლება გაგრძელდეს ზეპირი
მოსმენის გარეშე და გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს, თუ ბრალდებული/მსჯავრდებული თავისი
ქმედებით არღვევს წესრიგს, არ ცხადდება სხდომაზე ან სხვაგვარად უშლის ხელს სხდომის მიმდინარეობას.
მუხლი 75. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ
1. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება
აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტი
უფლებამოსილების
სხვა
პირისათვის მინიჭების თაობაზე ცალკე არ საჩივრდება.
2. დისციპლინური სახდელის დაკისრება უნდა მოხდეს დისციპლინური დარღვევის გამოვლენის
დღიდან არა უგვიანეს 10 დღისა.
3. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:
ა) უფლებამოსილი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;
ბ) შედგენის თარიღს, დროს და ადგილს;
გ) სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მონაცემებს დარღვევის ჩამდენი პირის შესახებ (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და სხვა);
ე) დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს და დარღვევის არსს, ასევე მისი გამოვლენის დროს. იმ
შემთხვევაში, თუ შეუძლებელია დისციპლინური დარღვევის ჩადენის დროის განსაზღვრა, დისციპლინური
დარღვევის ჩადენის დროდ ჩაითვლება მისი გამოვლენის დრო;
ვ) მონაცემებს მოწმისა და დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;
ზ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში.
4. თარჯიმნის მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ
განკარგულებაში.
5. განკარგულება დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ უნდა იყოს კანონიერი,
კანონიერ
მიზანს.
დაკისრებული
დისციპლინური სახდელი უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი დარღვევის
სიმძიმესა
და ხასიათს.
დასაბუთებული,
სამართლიანი
და
უნდა
ემსახურებოდეს
განკარგულება უნდა იყოს წერილობითი ფორმის და მასში ასახული უნდა იყოს გასაჩივრების პროცედურა.
6. დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების ერთი ასლი გამოცემისთანავე
გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან მის ადვოკატს.
7.
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
საქმის
მასალები
უნდა
დაერთოს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს.
8. დისციპლინური სახდელის აღსრულება უნდა დაიწყოს მისი დაკისრებიდან 1 თვის ვადაში.
9. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში
მისთვის დაკისრებული დისციპლინური სახდელის აღსრულება გრძელდება საერთო წესით.
მუხლი 76. დისციპლინური სახდელის გასაჩივრება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ
განკარგულების გადაცემიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ერთჯერადად გაასაჩივროს სასამართლოში მის
მიმართ გამოყენებული დისციპლინური სახდელი. გასაჩივრება არ აჩერებს დისციპლინური ღონისძიების
გამოყენების შესახებ განკარგულების აღსრულებას.
2. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო
დაწესებულებაში გადაყვანა ან სხვა განსაკუთრებული გარემოება, რომელიც აფერხებს დისციპლინური
სახდელის
აღსრულებას,
იწვევს
დისციპლინური
სახდელის
აღსრულების
გადავადებას
ბრალდებულის/მსჯავრდებულის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებამდე.
მუხლი
77.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
გარანტიები
დისციპლინური
პასუხისმგებლობის
გამოყენებისას
1. დაუშვებელია ერთი დისციპლინური დარღვევისათვის 2 ან მეტი დისციპლინური სახდელის
დაკისრება, გარდა ამ კოდექსის 78-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სამარტოო საკანში
მოთავსების შემთხვევისა.
2. დისციპლინური სახდელი არ უნდა იყოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამამცირებელი და
მისი პატივისა და ღირსების შემლახველი.
3. დაუშვებელია დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება, თუ დისციპლინური დარღვევის
ჩადენიდან გასულია 1 წელი.
4. დისციპლინურსახდელდაუდებლად ითვლება პირი, რომელიც დისციპლინური სახდელის
მოხდიდან 6 თვის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას. იმ შემთხვევაში, თუ
ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაეკისრება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახდელები, იგი დისციპლინურსახდელდაუდებლად ჩაითვლება, თუ
დისციპლინური სახდელის მოხდიდან 1 წლის განმავლობაში კვლავ არ ჩაიდენს დისციპლინურ დარღვევას.
5. დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა შეუძლია პენიტენციური დაწესებულების დირექტორს
ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, თუ სახდელის მიზანი მიღწეულია.
6. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ბრალდებულს/მსჯავრდებულს,
რომელიც მისდამი დაქვემდებარებულ პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება, ვადამდე მოუხსნას სხვა
პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ დაკისრებული დისციპლინური სახდელი.
მუხლი 78. სამარტოო საკანში მოთავსება
1. სამარტოო საკანში მოთავსება, როგორც დისციპლინური სახდელი, გამოიყენება მხოლოდ
განსაკუთრებულ შემთხვევაში.
2. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება ხანმოკლე და
ხანგრძლივი პაემნები, სატელეფონო საუბარი, კვების პროდუქტების შეძენა, აგრეთვე ეზღუდება სასწავლო
პროცესში
მონაწილეობის
უფლება.
მას
უფლება
აქვს,
ისარგებლოს
გასეირნების
უფლებით
−
ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა.
3. სამარტოო საკანში მოთავსებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნარჩუნდება სატელეფონო
საუბრის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე
დასაკავშირებლად.
4.
სამარტოო
საკანში
მისი
უსაფრთხოების
დაცვის
მიზნით
მოთავსებული
ბრალდებული/მსჯავრდებული სარგებლობს ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა უფლებით.
5.
სამარტოო
საკანი
უნდა
იყოს
განათებული
და
ვენტილაციით
უზრუნველყოფილი;
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს სკამი და საწოლი. მას უფლება აქვს, მოთხოვნის შემთხვევაში
მიიღოს საკითხავი მასალა.
6. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთავსება სრული სენსორული იზოლაციის
პირობებში.
7. პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი ვალდებულია სამედიცინო
პერსონალს აცნობოს სამარტოო საკანში პირის მოთავსების შესახებ. სამარტოო საკანში მყოფი პირი უნდა
იყოს
სამედიცინო
პერსონალის
ყოველდღიური,
განსაკუთრებული
მეთვალყურეობის
ქვეშ.
აუცილებლობის შემთხვევაში, სამარტოო საკანში პირის ყოფნის ხანგრძლივობა შეიძლება შემცირდეს
ექიმის დასკვნის საფუძველზე.
მუხლი 79. დისციპლინური დარღვევების პრევენცია
1. პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები დისციპლინური დარღვევის
პრევენციის მიზნით და მის თავიდან ასაცილებლად.
2. პენიტენციური დაწესებულების დებულება, დისციპლინური დარღვევებისა და შესაბამისი
სახდელების დეტალური ჩამონათვალით, ყველა ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის უნდა იყოს
ხელმისაწვდომი.
მუხლი 80. მსჯავრდებულისათვის დისციპლინური პატიმრობის შეფარდება
1. თუ მსჯავრდებულმა დისციპლინური სახდელის მოქმედების ვადაში განმეორებით ჩაიდინა ამ
კოდექსით
გათვალისწინებული
დისციპლინური
დარღვევა,
მას
შესაძლებელია
შეეფარდოს
დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 30 დღე-ღამის ვადით. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.
2. თუ განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულმა
მსჯავრდებულმა ჩაიდინა ამ კოდექსის 70-ე მუხლის „გ“, „დ“ ან/და „ლ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
დისციპლინური დარღვევა, მას შესაძლებელია შეეფარდოს დისციპლინური პატიმრობა არაუმეტეს 60 დღეღამის ვადით.
3. მსჯავრდებულისთვის 1 წლის განმავლობაში შეფარდებული დისციპლინური პატიმრობების
საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 60 დღე-ღამეს, ხოლო ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევაში − 150 დღე-ღამეს.
4. დისციპლინური პატიმრობა არ შეეფარდება ქალ მსჯავრდებულს, რომელიც არის ორსულად ან
ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში ჰყავს 3
წლამდე ბავშვი, აგრეთვე 65 წელს მიღწეულ მსჯავრდებულს.
5. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემის უფლებამოსილება
აქვს პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს. ამ უფლებამოსილების
დელეგირება ხორციელდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
6. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება უნდა შეიცავდეს:
ა) გამომცემი თანამდებობის პირის გვარსა და სახელს;
ბ) შედგენის თარიღს, დროსა და ადგილს;
გ) სარეგისტრაციო ნომერს;
დ) მითითებას იმ ნორმატიულ აქტსა და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტზე,
რომელთა საფუძველზედაც თანამდებობის პირი ახორციელებს აღნიშნულ უფლებამოსილებას;
ე) დისციპლინური დარღვევის ჩამდენის შესახებ მონაცემებს (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და
სხვა);
ვ) დისციპლინური დარღვევის ჩადენის ადგილს, დროს (წლის, თვის, რიცხვის, საათისა და წუთის
მითითებით) და დარღვევის არსს. თუ დროის განსაზღვრა შეუძლებელია, დისციპლინური დარღვევის
ჩადენის დროდ მიიჩნევა მისი გამოვლენის დრო;
ზ) მონაცემებს მოწმისა და დაზარალებულის შესახებ, მათი არსებობის შემთხვევაში;
თ) მითითებას საქმის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მტკიცებულებებზე, მათი არსებობის შემთხვევაში;
ი) შუამდგომლობას სახდელის სახით დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ, სახდელის
ვადის მითითების გარეშე.
7. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამოცემისას მსჯავრდებულს
განემარტება
უფლება
–
გაეცნოს
ამ
განკარგულებას,
მისცეს
ახსნა-განმარტება,
წარადგინოს
მტკიცებულებები, განაცხადოს შუამდგომლობა, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და ისარგებლოს თარჯიმნის
ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით, გაასაჩივროს დისციპლინური პატიმრობის შეფარდების
შესახებ განკარგულება. აღნიშნული განმარტების თაობაზე აღინიშნება დისციპლინური პატიმრობის
შეფარდების შესახებ განკარგულებაში.
8. თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მოწვევის შესახებ უნდა აღინიშნოს დისციპლინური
პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებაში.
9. დისციპლინური დარღვევის ჩამდენს, მოწმეს, დაზარალებულს უფლება აქვს, წერილობით
წარადგინოს ახსნა-განმარტებები ან/და შენიშვნები. ისინი დაერთვის დისციპლინური პატიმრობის
შეფარდების შესახებ განკარგულებას.
10. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ერთი ასლი გამოცემისთანავე
გადაეცემა მსჯავრდებულს.
11. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულება გამოცემიდან 24 საათის
განმავლობაში
წარედგინება
უფლებამოსილ
სასამართლოს
პენიტენციური
დაწესებულების
ადგილმდებარეობის მიხედვით. მტკიცების ტვირთი ეკისრება განკარგულების გამომცემ თანამდებობის
პირს.
12. მოსამართლე დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულებას განიხილავს
ერთპიროვნულად, ღია სასამართლო სხდომაზე, მისი წარდგენიდან 48 საათის განმავლობაში. საქმის
განხილვის შემდეგ
დასაბუთებული
გადაწყვეტილება
დაუყოვნებლივ უნდა
იქნეს
გამოტანილი.
დაუშვებელია დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოტანის სხვა დროისათვის გადადება.
13. სასამართლოში საქმე განიხილება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით
გათვალისწინებული წესით. საქმის განხილვისას არ გამოიყენება საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსის 262 მუხლი.
14.
სასამართლოში
საქმე
განიხილება
თანასწორობისა
და
შეჯიბრებითობის
საფუძველზე.
მსჯავრდებული სარგებლობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით გარანტირებული
ყველა უფლებით. მას სრული თანასწორობის საფუძველზე უფლება აქვს, წარადგინოს მტკიცებულებები,
მონაწილეობა მიიღოს მათ გამოკვლევაში, მოიწვიოს მოწმეები, მისცეს ახსნა-განმარტება, განაცხადოს
შუამდგომლობა და აცილება, გამოთქვას საკუთარი აზრი საქმესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე.
სასამართლოში საქმის განხილვისას მსჯავრდებულს უფლება აქვს, გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და
ისარგებლოს თარჯიმნის ან/და ადვოკატის (დამცველის) მომსახურებით. თუ მსჯავრდებულს არა აქვს
ადვოკატის (დამცველის) აყვანის შესაძლებლობა, სასამართლო ვალდებულია დაუნიშნოს მას ადვოკატი
(დამცველი) სახელმწიფოს ხარჯზე.
15.
დისციპლინური
პატიმრობის
ვადაში
ჩაითვლება
პირის
სასამართლოში
წარსადგენად
გამოყენებული დრო და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოსატანად
გამოყენებული დრო.
მუხლი 81. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დისციპლინური პატიმრობის შეფარდების
შესახებ
1. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებას (განჩინებას) არ
შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი მიიღება მხოლოდ იმ პირობით, თუ პირის მიერ შესაბამისი
დისციპლინური დარღვევის ჩადენა სასამართლო განხილვის დროს სასამართლოს მიერ გამოკვლეული
უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე დამტკიცდა.
2. დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება)
უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
3. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს
კონსტიტუციისა და სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.
4. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) დასაბუთებულია, თუ მისი დასკვნები ემყარება
სასამართლო სხდომაზე განხილულ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობას.
5. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამართლიანია, თუ შეფარდებული დისციპლინური
პატიმრობა შეესაბამება დისციპლინური დარღვევის ჩამდენის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი
დისციპლინური დარღვევის სიმძიმეს.
6. დისციპლინური პატიმრობის შეფარდებისას სასამართლო თანამიმდევრობით წყვეტს შემდეგ
საკითხებს:
ა) ჩაიდინა თუ არა პირმა ამ კოდექსით გათვალისწინებული ქმედება;
ბ) არის თუ არა პირის ქმედება მართლსაწინააღმდეგო;
გ) შეერაცხება თუ არა პირს ბრალად ჩადენილი ქმედება;
დ) უნდა შეეფარდოს თუ არა პირს დისციპლინური პატიმრობა და რა ზომით;
ე) როგორი იქნება ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი.
7. რამდენიმე დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული პირის საქმის განხილვისას
სასამართლო თითოეული დისციპლინური დარღვევის მიხედვით ცალ-ცალკე და მთლიანად წყვეტს ამ
მუხლის მე-6 ნაწილში მითითებულ საკითხებს.
8. სასამართლო უფლებამოსილია დისციპლინური დარღვევის ჩადენაში მხილებული რამდენიმე
პირისთვის
დისციპლინური
პატიმრობის
შეფარდების
საკითხები
განიხილოს
ერთობლივად,
დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების გამომცემი თანამდებობის პირის
შუამდგომლობის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 ნაწილში მითითებული
საკითხები თითოეული პირის მიმართ ცალ-ცალკე უნდა გადაწყდეს.
მუხლი 82. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრება
1. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სააპელაციო სასამართლოში
შეიძლება გაასაჩივრონ მხარეებმა ან მათმა წარმომადგენლებმა მათთვის საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული წესით გადაწყვეტილების (განჩინების) ჩაბარებიდან 7 დღის
ვადაში. შემოსულ საჩივარს სასამართლო დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და
მოწინააღმდეგე მხარეს.
2. სააპელაციო სასამართლო სააპელაციო საჩივარს განიხილავს კოლეგიურად – 3 მოსამართლის
შემადგენლობით, ღია სასამართლო სხდომაზე. სააპელაციო სასამართლო საქმეს განიხილავს და
გადაწყვეტილება (განჩინება) გამოაქვს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის ამ კოდექსით დადგენილი
წესით და დადგენილ ვადებში.
3. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) საბოლოოა და არ საჩივრდება.
მუხლი 83. დისციპლინური პატიმრობის აღსრულების ორგანიზება და კონტროლი
1. დისციპლინურ პატიმრობასთან დაკავშირებულ სასამართლო გადაწყვეტილებას (განჩინებას)
აღსასრულებლად მიაქცევს გადაწყვეტილების (განჩინების) გამომტანი სასამართლო. აღსრულების
ორგანიზება და კონტროლი ეკისრება სამსახურს.
2. მსჯავრდებულის მიერ დისციპლინური პატიმრობის მოხდის წესი, მსჯავრდებულისათვის
დისციპლინური პატიმრობის შეფარდების შესახებ განკარგულების ტიპური ფორმა და მსჯავრდებულის
მოძრაობის ბარათის ფორმა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
3. დისციპლინური პატიმრობის ვადა არ ჩაითვლება მსჯავრდებულის სასჯელის ვადაში.
თავი XIV. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მონიტორინგი
მუხლი 84. პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების შემოწმება და მონიტორინგი
სამსახურის
მოსამსახურეების მიერ ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების შემოწმებას და პენიტენციურ დაწესებულებათა
სისტემურ მონიტორინგს, აგრეთვე ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საჩივრების პერიოდულ ანალიზს,
ახორციელებს სამსახურის შიდა კონტროლის განმახორციელებელი სტრუქტურული ქვედანაყოფი
მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით.
მუხლი 85. სპეციალური პრევენციული ჯგუფი
სამსახურში და პენიტენციურ დაწესებულებაში წამების, არაადამიანური მოპყრობისა და სასჯელის
წინააღმდეგ ბრძოლისა და პრევენციის მიზნით განხორციელებულ საქმიანობას „საქართველოს სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონით
დადგენილი
წესით
ზედამხედველობს
სპეციალური პრევენციული ჯგუფი.
თავი XV. სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლება
მუხლი 86. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გათავისუფლების საფუძვლები
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან მსჯავრდებული თავისუფლდება:
ა) სასჯელის მოხდის შემდეგ;
ბ) სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისას;
გ) სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისას;
დ) განაჩენის კანონით დადგენილი წესით შეცვლის ან გაუქმების გამო;
ე) ამნისტიით ან შეწყალებით;
ვ)
ავადმყოფობის
ან
ხანდაზმულობის
ასაკის
გამო,
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ზ) სასამართლოს მიერ განაჩენის აღსრულების გადავადების შემთხვევაში.
2. იმ მძიმე და განუკურნებელ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც მსჯავრდებულის სასჯელის
მოხდისაგან გასათავისუფლებლად წარდგენის საფუძველია, ამტკიცებს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.
მუხლი 87. გათავისუფლების საერთო წესი
1. გათავისუფლებული მსჯავრდებული ამ კოდექსის შესაბამისად თავისუფლდება სასჯელის მოხდის
დასრულების დღის წინა დღეს. თუ გათავისუფლების დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს,
მსჯავრდებული თავისუფლდება წინა სამუშაო დღეს. გათავისუფლებისას მას მიეცემა სათანადო ცნობა.
2.
ამ
მუხლით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
მსჯავრდებულის
გათავისუფლებისას
სავალდებულოა მისი დაქტილოსკოპირება ამ კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
3. გათავისუფლებულ მსჯავრდებულს უბრუნდება პირადი ნივთები და ტანსაცმელი/ფეხსაცმელი,
რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში ინახებოდა.
4. თუ გათავისუფლებულ მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან იგი არ
შეეფერება შესაბამის სეზონს, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უსასყიდლოდ გადასცეს მას ამ
სეზონის შესაფერისი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.
5. მსჯავრდებულს მის პირად ანგარიშზე დაგროვილი თანხის სრული განკარგვის უფლება ეძლევა
გათავისუფლების მომდევნო სამუშაო დღიდან.
მუხლი 88. ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლება
1. ავადმყოფობის გამო მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გასათავისუფლებლად
მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან პენიტენციური დაწესებულების
დირექტორი კანონით დადგენილი წესით, საექიმო დასკვნის საფუძველზე, გათავისუფლების შესახებ
მიმართავს სამინისტროს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივ მუდმივმოქმედ კომისიას ან
სასამართლოს.
2.
სამინისტროს
ჯანმრთელობისა
და
და
საქართველოს
სოციალური
ოკუპირებული
დაცვის
სამინისტროს
ტერიტორიებიდან
ერთობლივი
დევნილთა,
შრომის,
მუდმივმოქმედი
კომისია
მსჯავრდებულის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
გარემოებების არსებობისას, ექიმთა კონსილიუმის შეფასების საფუძველზე.
3.
სამინისტროს
და
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის
წესი, უფლებამოსილება და საქმიანობის პირობები, აგრეთვე ექიმთა კონსილიუმის შექმნის წესი და
უფლებამოსილება განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში სასამართლო მსჯავრდებულის
სასჯელის შემდგომი მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით განსაზღვრული საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა
გაითვალისწინოს
სასჯელის
სახით
დანიშნული
თავისუფლების
აღკვეთის
აღსრულების
მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის
ფაქტები, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის
რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც
შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.
მუხლი 89. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება
1. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ
მაშინ, თუ მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის
არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი
მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის
ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი;
დ) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელიც წინათ პირობით
ვადამდე გაათავისუფლეს და პირობით ვადამდე გათავისუფლება გაუქმდა ამ მუხლის მე-4 ნაწილის
საფუძველზე;
ე) სამი მეოთხედი სასჯელისა, რომელიც დანიშნული ჰქონდა პირს, რომელსაც წინათ სასჯელის
მოუხდელი ნაწილი შეეცვალა უფრო მსუბუქი სახის სასჯელით და შეცვლილი სასჯელი გაუქმდა
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე.
2. მსჯავრდებულის მიერ ფაქტობრივად მოხდილი თავისუფლების აღკვეთის ვადა არ უნდა იყოს 6
თვეზე ნაკლები.
3. სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებული მსჯავრდებულის ყოფაქცევის
კონტროლს ახორციელებს საამისოდ უფლებამოსილი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის
იურიდიული
პირი
–
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) ტერიტორიული ორგანო −
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიურო (შემდგომ −
პრობაციის ბიურო), ხოლო მსჯავრდებული სამხედრო მოსამსახურის ყოფაქცევისა – სამხედრო ნაწილის
ხელმძღვანელობა.
4. თუ მსჯავრდებულმა სასჯელის მოუხდელ ვადაში:
ა) სისტემატურად ან/და უხეშად თავი აარიდა პირობით ვადამდე გათავისუფლებისას მისთვის
დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, სასამართლო უფლებამოსილია დაადგინოს, რომ გაუქმდეს
პირობით ვადამდე გათავისუფლება და აღსრულდეს სასჯელის მოუხდელი ნაწილი;
ბ) გაუფრთხილებლობითი დანაშაული ჩაიდინა, პირობით ვადამდე გათავისუფლების გაუქმების ან
ძალაში დატოვების საკითხს წყვეტს სასამართლო;
გ) განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო დაუნიშნავს მას სასჯელს საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით. იმავე წესით დაინიშნება სასჯელი
გაუფრთხილებლობითი დანაშაულის ჩადენისათვის, თუ სასამართლო გააუქმებს პირობით ვადამდე
გათავისუფლებას.
5. მსჯავრდებულს, რომელიც პირობით ვადამდე განთავისუფლდება საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული საზოგადოებისათვის სასარგებლო
შრომის სახით დანიშნული სასჯელის მოხდისაგან, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სახით
ფაქტობრივად მოხდილი სასჯელის ვადა ჩაეთვლება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ
ვადაში, შემდეგი გაანგარიშებით: საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი − თავისუფლების
აღკვეთის ერთი დღე.
მუხლი 90. სამსახურის ადგილობრივი საბჭო
1. სამსახურის ადგილობრივი საბჭო (შემდგომ – საბჭო) არის სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე
გათავისუფლებასთან და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან
დაკავშირებული
საკითხების
განმხილველი
ორგანო.
საბჭოების რაოდენობა
და
ტერიტორიული
განსჯადობა, აგრეთვე სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლების/სასჯელის მოუხდელი
ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების
წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან. საბჭოს შემადგენლობაში შედის:
ა) სამსახურის 1 მოსამსახურე;
ბ) სააგენტოს 1 თანამშრომელი;
გ) საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 1 წარმომადგენელი;
დ) არასამთავრობო ორგანიზაციების 1 წარმომადგენელი;
ე) ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 1 წარმომადგენელი.
3. საბჭოს წევრი შეიძლება იყოს პირი, რომელსაც აქვს სათანადო განათლება და პროფესიული
გამოცდილება, აგრეთვე საქმიანი და მორალური თვისებებით შეუძლია შეასრულოს საბჭოს წევრის
ფუნქციები.
4. ამ მუხლის მე-2 ნაწილის:
ა) „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს შეარჩევს და საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური
დირექტორი;
ბ) „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი
სააგენტოს უფროსის წარდგინებით;
გ) „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირს საბჭოს წევრად ნიშნავს სამსახურის გენერალური დირექტორი
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით;
დ) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პირებს საბჭოს წევრებად ნიშნავს სამსახურის
გენერალური დირექტორი ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული სამსახურის საკოორდინაციო
საბჭოს წარდგინებით.
5. სამსახურის საკოორდინაციო საბჭო იქმნება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით,
არასამთავრობო
ორგანიზაციების,
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისა
და
უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენელთა შერჩევისა და საბჭოს წევრებად წარდგენის
მიზნით.
სამსახურის
საკოორდინაციო
საბჭოს
უფლებები,
მოვალეობები
და
საქმიანობის
წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
6. საბჭოს წევრი თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას დამოუკიდებელია და ემორჩილება
მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებას
და ამ კოდექსს.
7. საბჭოს წევრი ინიშნება 1 წლის ვადით. დასაშვებია საბჭოს წევრად პირის ხელმეორედ დანიშვნა.
8. საბჭოს წევრი თანამდებობიდან თავისუფლდება სამსახურის გენერალური დირექტორის
ბრძანებით, ერთ-ერთი შემდეგი საფუძვლის არსებობისას:
ა) პირადი განცხადება;
ბ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ
სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;
გ) მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;
დ) ამ მუხლის მე-7 ნაწილით განსაზღვრული უფლებამოსილების ვადის გასვლა;
ე) კანონით დადგენილი წესით უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება ან გარდაცვლილად
გამოცხადება;
ვ) გარდაცვალება;
ზ) საბჭოს სხდომის ზედიზედ 3-ჯერ არასაპატიო მიზეზით გაცდენა;
თ) საბჭოს წევრად დანიშვნისას დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლება;
ი) საკუთარი მოვალეობის არაკეთილსინდისიერად ან/და არაჯეროვნად შესრულება;
კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საბჭოს ლიკვიდაცია/რეორგანიზაცია.
9. საბჭოს განსჯად ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციურ დაწესებულებაში საბჭოს სხდომა
შესაძლებელია ჩატარდეს ვიდეოკავშირის საშუალებათა გამოყენებით.
10.
საბჭოების
საქმიანობის
ორგანიზაციულ-სამართლებრივ
უზრუნველყოფას,
მათ
შორის,
სასამართლო წარმომადგენლობას, ახორციელებს სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი. მას
უფლება აქვს, სასჯელის მოხდისგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი
ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის მიზნით,
საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით
დაამუშაოს და შეინახოს მსჯავრდებულთა
პერსონალური მონაცემები (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები).
11. საბჭოს სხდომის მონაწილე პირი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
დაიცვას პერსონალური მონაცემები, რომლებიც მისთვის ცნობილი გახდა სხდომაში მონაწილეობის
შედეგად.
მუხლი 91. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების
შესახებ
1. თუ მსჯავრდებულმა, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, ფაქტობრივად
მოიხადა სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის კანონით დადგენილი ვადა,
პენიტენციური
დაწესებულება
ვალდებულია
საბჭოს
დაუყოვნებლივ
წარუდგინოს
შესაბამისი
შუამდგომლობა და ეს აცნობოს მსჯავრდებულს. თუ საჭირო ინფორმაციის მოძიებასა და დამუშავებას
დამატებითი
დრო
სჭირდება,
პენიტენციური
დაწესებულება
უფლებამოსილია
აღნიშნული
შუამდგომლობა საბჭოს 7 დღის ვადაში წარუდგინოს.
2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ,
საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.
3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული
წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების
კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით
ვადამდე განთავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების
შესახებ, ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე განთავისუფლების შესახებ.
გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები.
4.
შუამდგომლობის
მსჯავრდებულის
ქცევას,
განხილვისას
საბჭო
მსჯავრდებულის
ითვალისწინებს
მიერ
წარსულში
სასჯელის
მოხდის
პერიოდში
დანაშაულის
ჩადენის
ფაქტებს,
მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა
გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
5. თუ საბჭო საჭიროდ მიიჩნევს, მსჯავრდებულისაგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია მისი
სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის გადასაწყვეტად, იგი ატარებს ზეპირ
მოსმენას. ზეპირი მოსმენით საბჭო იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან
პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან
პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ.
6. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის
შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს სასამართლოში.
7. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე
გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე შუამდგომლობის ხელახლა განხილვა
შესაძლებელია მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა 6
თვეს არ აღემატება ან/და არსებობს განსაკუთრებული გარემოება. მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან
პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხის განხილვა სავალდებულოა 6 თვეში ერთხელ. თუ
მოსახდელი სასჯელის ვადა 6 თვეს არ აღემატება, საბჭო მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით
ვადამდე
გათავისუფლების
საკითხს
განიხილავს
მსჯავრდებულის
წერილობითი
განცხადების
საფუძველზე.
8.
საბჭო
უფლებამოსილია
გათავისუფლების შემთხვევაში
მსჯავრდებულის
სასჯელის
მინისტრის ბრძანებით
მოხდისაგან
დადგენილი
წესით
პირობით
ვადამდე
მიმართოს სააგენტოს
რეკომენდაციით მსჯავრდებულისათვის დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე.
მუხლი 92. საბჭოს გადაწყვეტილება სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
შეცვლის შესახებ
1. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის
მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი
წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის
სასჯელით - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით - შეცვლის საკითხის
განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა.
2. მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს და ახლო ნათესავს უფლება აქვთ,
საბჭოს წარუდგინონ დამატებითი ინფორმაცია.
3. საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული
წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების
კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან
საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ.
4. შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის
მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის
პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს,
რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე.
5. საბჭო მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ ზეპირი მოსმენით. ამ გადაწყვეტილებაში აღინიშნება
მსჯავრდებულის მონაცემები და საქმის ძირითადი გარემოებები.
6. საბჭო მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით
შეცვლის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მსჯავრდებულის თანხმობის შემთხვევაში.
7. მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე
უარის თქმის შესახებ საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება ადმინისტრაციული წესით გასაჩივრდეს
სასამართლოში.
8. თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის
უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის
შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.
მუხლი
93.
პენიტენციური
დაწესებულების
მოვალეობები
მსჯავრდებულის
პენიტენციური
დაწესებულებიდან გათავისუფლებისას
1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისაგან
პირობით ვადამდე გათავისუფლებისათვის ან/და დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო
მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლისათვის კანონით დადგენილი ვადის ფაქტობრივად მოხდამდე 3 თვით
ადრე წერილობით მიმართოს სააგენტოს, დაწესებულების გარეთ ამ მსჯავრდებულის ოჯახისა და
სოციალური
გარემოს
რისკებისა
და
საჭიროებების
შეფასების
თაობაზე.
მსჯავრდებულის
გათავისუფლებისათვის მომზადების პროცესში სამსახურსა და სააგენტოს შორის კოორდინირებული
საქმიანობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
2. თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა პენიტენციური დაწესებულება
მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროსა და მუნიციპალიტეტის
შესაბამის ორგანოს აცნობებს მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, მისი
საცხოვრებელი ადგილის, შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ.
3. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან
გათავისუფლების შესახებ მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს.
4. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის
მსჯავრდებულ
პირს
პენიტენციური
დაწესებულების
დატოვებისას
განუმარტოს
„სქესობრივი
თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეზღუდვები (უფლების ჩამორთმევა).
5. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული
სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის
მსჯავრდებული პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, ამ კოდექსის 125-ე
მუხლით დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის,
აგრეთვე ამავე კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის
მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინება
დაუყოვნებლივ გაუგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს.
6. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის მსჯავრდებული
პირის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების, გაქცევის, ამ კოდექსის 125-ე მუხლით
დადგენილი წესით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ, აგრეთვე
ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-12 ნაწილით დადგენილი წესით გათავისუფლებისთვის მომზადების
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან გასვლის შესახებ.
წიგნი მესამე
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობა. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია
თავი XVI. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობა
მუხლი 94. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები.
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კანონიერი უფლებებისა და
თავისუფლებების, ასევე მათი სამართლებრივი, სოციალური და პირადი უსაფრთხოების დაცვას,
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას.
2. ბრალდებულს პატიმრობის, ხოლო მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის აღსრულებისას
გარანტირებული აქვს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა
და შეთანხმებებით, ამ კოდექსით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით
აღიარებული უფლებები და თავისუფლებები.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:
ა.ა) საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომით, შრომისა და პირადი
უსაფრთხოებით;
ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;
ა.გ) ახლო ნათესავებთან შეხვედრით (პაემნით), დამცველთან, დიპლომატიური წარმომადგენლობის,
საკონსულო
დაწესებულების
და
სხვა
დიპლომატიურ
წარმომადგენლებთან
(უცხო
ქვეყნის
მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;
ა.დ) სატელეფონო საუბრებით და მიმოწერით;
ა.ე) ამანათებისა და ფულადი გზავნილების მიღება-გაგზავნით;
ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციებით;
ბ) მიიღოს ზოგადი და პროფესიული განათლება;
გ) მონაწილეობა მიიღოს სპორტულ, კულტურულ და რელიგიურ ღონისძიებებში;
დ) მიიღოს ინფორმაცია პრესითა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით; ისარგებლოს
მხატვრული და სხვა ლიტერატურით;
ე)
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის
ნებართვითა
და
კონტროლით
ეწეოდეს
ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისთვის საჭირო ინვენტარი და პენიტენციური დაწესებულების
ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის)
რეალიზაცია;
ვ) შეიტანოს მოთხოვნა, საჩივარი;
ზ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (ისარგებლოს გასეირნების
უფლებით);
თ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს პენიტენციური
დაწესებულება;
ი) ისარგებლოს სარეაბილიტაციო პროგრამებით.
4. მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობს:
ა) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით;
ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების
უფლებით (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა), ხოლო აკადემიური უმაღლესი
განათლების პირველ საფეხურზე განათლების მიღების უფლებით − არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში;
გ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ
რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა
და საკულტო საგნებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობის და
სასულიერო პირებთან შეხვედრის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
6. ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაციის და ამ
მიზნით ინდივიდუალური საქმიანობის გაწევის წესს ამტკიცებს მინისტრი.
მუხლი 95. იურიდიული დახმარება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს თავის დამცველთან ყოველგვარი შეზღუდვისა და ჩარევის
გარეშე
შეხვედრის
უფლება.
პენიტენციური
დაწესებულების
თანამშრომელს
შეუძლია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დამცველთან შეხვედრას დააკვირდეს ვიზუალურად, ტექნიკური
საშუალებით დისტანციური დაკვირვებისა და ჩაწერის პირობებში, მაგრამ მოსმენის გარეშე.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
ისარგებლოს
დამცველის/ადვოკატის
მომსახურებით.
ბრალდებულთა
და
მსჯავრდებულთა
დამცველთან/ადვოკატთან შეხვედრის უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.
3. ამ მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებში აღნიშნულ პირებთან შეხვედრები არ შედის ამ კოდექსით
განსაზღვრულ პაემნებში.
4. ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული პირები უნდა ახორციელებდნენ
კანონით გათვალისწინებულ საადვოკატო საქმიანობას.
მუხლი 96. ჯანმრთელობის დაცვის უფლება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით.
საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს
პენიტენციურ დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში
ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პენიტენციური დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების
ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.
დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის
გენერალური დირექტორის ნებართვით, საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
შემოწმება.
ამ
შემოწმების
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათში ინახება.
შესახებ
დგება
ცნობა,
რომელიც
მუხლი 97. ბრალდებულის/მსჯავრდებულის წახალისება
1. მსჯავრდებულის წახალისების სახეებია:
ა) მადლობის გამოცხადება;
ბ) დაკისრებული დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა;
გ) დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლების მიცემა;
დ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ დამატებითი ხანმოკლე გასვლის უფლების
მიცემა;
ე) დამატებითი ხანმოკლე პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ვ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა;
ზ) პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით, სამსახურის გენერალური
დირექტორის თანხმობით იმ პირთან ხანმოკლე პაემნის უფლების მიცემა, რომელიც ამ კოდექსის 120-ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის;
თ) დამატებითი ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
ი) დამატებითი ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლების მიცემა;
კ) ამანათით ან ფოსტით ისეთი ნივთების, ნივთიერებების ან/და ნაკეთობების მიღების უფლების
მიცემა, რომელთა ქონის უფლებაც მსჯავრდებულს დაწესებულებაში, ჩვეულებრივ, არ აქვს, მაგრამ
რომლებიც აკრძალული არ არის;
ლ) დამატებითი საოჯახო პაემნის უფლების მიცემა;
მ) პერსონალური კომპიუტერით სარგებლობის უფლების მიცემა.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის:
ა) „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე არ გამოიყენება დახურული ტიპისა და
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირების მიმართ;
ბ)
„ე“-„თ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
წახალისების
სახეები
არ
გამოიყენება
გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში მყოფი პირის მიმართ;
გ)
„კ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული
წახალისების
სახე
გამოიყენება
მხოლოდ
გათავისუფლებისათვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის მიმართ;
დ)
„ლ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებული წახალისების
სახე გამოიყენება მხოლოდ
ქალი
მსჯავრდებულის მიმართ;
ე) „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების სახე გამოიყენება მხოლოდ დახურული ტიპის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფი პირის მიმართ.
3. ბრალდებულის მიმართ გამოიყენება მხოლოდ ამ მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ და „ზ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული წახალისების სახეები.
მუხლი 98. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მატერიალური პასუხისმგებლობა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში ყოფნის პერიოდში
მატერიალურ ზიანს მიაყენებს სახელმწიფოს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს, ეკისრება მატერიალური
პასუხისმგებლობა:
ა) შრომითი ვალდებულებების შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის – შრომის კანონმდებლობით
გათვალისწინებული ოდენობით;
ბ) სხვა ქმედებით მიყენებული ზიანისათვის – სამოქალაქო კანონმდებლობით გათვალისწინებული
ოდენობით.
2.
ბრალდებული/მსჯავრდებული
ანაზღაურებს
მკურნალობის
ხარჯებს
განზრახ
ან
უხეში
გაუფრთხილებლობით თვითდაზიანების ან სხვისთვის დაზიანების მიყენების შემთხვევაში, აგრეთვე
პენიტენციური დაწესებულებისათვის მიყენებულ ზიანს, შესაბამისი დაწესებულებიდან მისი გაქცევის
აღკვეთასთან დაკავშირებულ დამატებით ხარჯებს.
3. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული ნებაყოფლობით არ აანაზღაურებს ზიანს, ანაზღაურების
საკითხი განხილული იქნება სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. არასწორად გადახდევინებული
თანხა უბრუნდება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და ირიცხება მის პირად ანგარიშზე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ქმედებით პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე პირის
ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების შემთხვევაში გადაუდებელი მკურნალობა სახელმწიფოს ხარჯით
ხორციელდება.
მუხლი 99. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოვალეობები
1. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია დაიცვას
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილ პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების წესები და პირობები, შეასრულოს
მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სამსახურის მოსამსახურეთა კანონიერი მოთხოვნები.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:
ა) დაიცვას შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულება, საქართველოს კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და შეასრულოს სამსახურის მოსამსახურეთა
კანონიერი მოთხოვნები;
ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;
გ)
თავაზიანად
მოეპყროს
სხვა
ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს
და
დაწესებულების
მოსამსახურეებს;
დ) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ
ადგილებსა და სათავსოებში.
ე) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში იქონიოს ტანსაცმელი, საწოლი, საცხოვრებელი და
სამუშაო ადგილი;
ვ) სურვილის შემთხვევაში, იმუშაოს მხოლოდ პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ
გამოყოფილ სამუშაო ადგილზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პირობებით.
ზ) არ ჩაიდინოს ისეთი ქმედება, რომელიც შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების დებულებითა
და საქართველოს კანონმდებლობით ეკრძალება.
თავი XVII. მოთხოვნა და საჩივარი
მუხლი 100. მოთხოვნა და მისი შეტანის წესი
1. მოთხოვნის შეტანით ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია მოითხოვოს იმგვარი უფლებები,
რომელთა მინიჭებაც პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილებას განეკუთვნება.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოთხოვნა შეიტანოს ინდივიდუალურად ან
ჯგუფურად, წერილობითი ფორმით. მოთხოვნა შეიძლება კონფიდენციალური იყოს.
3. მოთხოვნა რეგისტრირდება პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო მისი რეგისტრაციის ნომერი
გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს.
4.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება
აქვს,
მოთხოვნით
მიმართოს
პენიტენციური
დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს, რომელიც ვალდებულია წერილობით
უპასუხოს მას 5 დღის ვადაში.
5. მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი დასაბუთებული უნდა იყოს.
მუხლი 101. საჩივრის შეტანის უფლება
1. საჩივრის შეტანის საფუძველია სასჯელაღსრულების სფეროში საქმიანობის განმახორციელებელი
თანამშრომლის ქმედება (მოქმედება ან უმოქმედობა), სამართლებრივი აქტი, გადაწყვეტილება და ამ
კოდექსით გათვალისწინებულ უფლებათა სხვაგვარი ხელყოფა.
2.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივარი შეიტანოს ინდივიდუალურად
ან
ჯგუფურად. საჩივრის შეტანა შესაძლებელია წერილობითი ფორმით.
3. საჩივრის შეტანა შესაძლებელია შესაბამისი საფუძვლის გამოვლენიდან 1 თვის ვადაში.
4. საჩივრის შეტანის უფლება აგრეთვე აქვს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატს, კანონიერ
წარმომადგენელს ან ახლო ნათესავს, თუ:
ა) მას აქვს დასაბუთებული ვარაუდი, რომ დაირღვა ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებები;
ბ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ აძლევს საშუალებას, თავად
შეიტანოს საჩივარი.
5.
პენიტენციური დაწესებულება
ვალდებულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის
შემთხვევაში უზრუნველყოს იგი საჩივრის შესატანად საჭირო აუცილებელი რაოდენობის საშუალებებით,
მათ შორის, საწერი საშუალებით, ქაღალდით, კონფიდენციალური საჩივრისათვის კონვერტით.
6. დაუშვებელია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯა საჩივრის შეტანის გამო.
7.
პენიტენციურმა
პრობლემების
ადგილზე
დაწესებულებამ
გადაჭრა.
უნდა
უზრუნველყოს
არაკონფიდენციალური
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
საჩივარი,
რომელიც
პენიტენციურმა
დაწესებულებამ შესაძლოა ადგილზე განხილვით გადაწყვიტოს, გადაწყდება იმ ორგანოსა და პირის მიერ
მისი განხილვის შედეგების დალოდების გარეშე, რომელთაც ის გაეგზავნა.
8. პენიტენციური დაწესებულებაში მოხვედრილ ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხისმგებელმა
პირმა დაუყოვნებლივ უნდა მისცეს საშუალება, გაეცნოს წერილობით ინფორმაციას თავისი უფლებებისა
და მოვალეობების შესახებ, მათ შორის, საჩივრის შეტანის უფლებისა და გასაჩივრების კანონით
გათვალისწინებული წესის თაობაზე.
9. წერა-კითხვის უცოდინარ ბრალდებულს/მსჯავრდებულს ინფორმაცია უნდა მიეწოდოს ზეპირი
ფორმით, რის შესახებაც უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს, რომელსაც ხელმოწერით ადასტურებს
ბრალდებული/მსჯავრდებული.
მუხლი 102. საჩივრის ადრესატი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, საჩივრით მიმართოს პენიტენციური დაწესებულების
დირექტორს, თუ საჩივარი უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების მოსამსახურის საქმიანობას.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის უარი
საჩივრის დაკმაყოფილებაზე გაასაჩივროს სამსახურის გენერალურ დირექტორთან, აგრეთვე იმ საჩივრით,
რომელიც უკავშირდება პენიტენციური დაწესებულების დირექტორის საქმიანობას, მიმართოს სამსახურის
გენერალურ დირექტორს.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, იმ საჩივრით, რომელიც უკავშირდება სამსახურის
გენერალური დირექტორის საქმიანობას, მიმართოს მინისტრს.
4. დაუშვებელია საჩივრის გადაწყვეტაში იმ პირის მონაწილეობა, რომლის ქმედება, სამართლებრივი
აქტი ან გადაწყვეტილება საჩივრდება.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ნებისმიერ დროს მიმართოს საჩივრით საქართველოს
სახალხო დამცველს/სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს/სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
მუხლი 103. საჩივრის შეტანის წესი
1. საჩივრის
ადრესატის
განსაზღვრის
ან სხვა ტექნიკური
საკითხის მოგვარების
მიზნით
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს სამსახურის სოციალური მუშაკის კონსულტაცია.
2. საჩივრის შედგენისას ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ადვოკატის
კონსულტაცია. ადვოკატის ხარჯები ანაზღაურდება კანონით დადგენილი წესით.
3. საჩივარი შეტანილი უნდა იქნეს წერილობით, მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის
შესაბამისად.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, არ ესმის
სამართალწარმოების ენა, შეუძლია ისარგებლოს თარჯიმნის უფასო მომსახურებით.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა საქართველოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო
საჭიროების შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული პროცედურა.
მუხლი 104. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჩივრების ყუთი
1. საჩივრების ყუთი უნდა განთავსდეს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ყველა
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის ხელმისაწვდომ ადგილას. პენიტენციური დაწესებულების
ტერიტორიაზე შეიძლება განთავსდეს საჩივრების რამდენიმე ყუთი.
2. საჩივრების ყუთს უნდა გაუკეთდეს აბრა წარწერით „საჩივრების ყუთი“.
3. საჩივრების ყუთი დალუქული უნდა იყოს.
4. სამსახურის სოციალური მუშაკი საჩივრების ყუთს ხსნის, კეტავს და ლუქავს ყოველი სამუშაო დღის
ბოლოს ამ დაწესებულების დირექტორის ან დირექტორის მოადგილის თანდასწრებით.
5. საჩივრების ყუთის გახსნისთანავე ხდება კონვერტების ვიზუალური დათვალიერება და კონვერტის
ნომრის რეგისტრაცია.
6. პენიტენციურ დაწესებულებაში საჩივრების რეგისტრაციასა და აღრიცხვას უზრუნველყოფს
სამსახურის სოციალური მუშაკი.
7. საჩივრების ყუთის დაზიანების შემთხვევაში დაზიანებიდან უმოკლეს ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს
3 დღისა, იგი უნდა შეკეთდეს ან უნდა განთავსდეს ახალი ყუთი.
მუხლი 105. საჩივრის გადაგზავნის წესი
1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შემოსული საჩივარი მიღებიდან არაუგვიანეს
მომდევნო სამუშაო დღისა გადაუგზავნოს ადრესატს.
2. პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს მისთვის
განკუთვნილი საჩივარი შეუფერხებლად, ამ დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის
მეშვეობით მიეწოდება.
3. საჩივრის გადაგზავნიდან არა უგვიანეს მეორე დღისა საჩივრების ყუთთან გამოიკვრება
გადაგზავნილი საჩივრის რეგისტრაციის ნომერი და შესაბამისი კონვერტის კოდი.
4. არაკონფიდენციალური საჩივარი განსახილველად არ ეგზავნება იმ პირს ან მისდამი უშუალოდ
დაქვემდებარებულ პირს, რომლის ქმედებასაც ეხება საჩივარი.
მუხლი 106. საჩივრის განხილვის ვადები
1. პენიტენციური დაწესებულების დირექტორი ან მის მიერ უფლებამოსილი პირი საჩივარს
განიხილავს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. განსაკუთრებულ შემთხვევაში საჩივრის განხილვის ვადა
შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ საჩივრის ავტორს
დაუყოვნებლივ ეცნობება ზეპირი ან წერილობითი ფორმით.
2. სამსახურის გენერალური დირექტორი საჩივარს განიხილავს მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია გააგრძელოს საჩივრის განხილვის ვადა
არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. ვადის გაგრძელების შესახებ წერილობით ეცნობება საჩივრის ავტორს.
3. გარდა ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, საჩივარი
განიხილება კანონით დადგენილ ვადაში.
მუხლი 107. კონფიდენციალური საჩივარი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეიტანოს კონფიდენციალური საჩივარი.
2. კონფიდენციალურია საჩივარი, რომელიც მოთავსებულია დალუქულ კონვერტში და რომელზედაც
მითითებულია ადრესატი.
3. პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვას. თუ
კონფიდენციალურ საჩივარზე ადრესატი მითითებული არ არის ან მასზე მითითებული ადრესატის
იდენტიფიცირება შეუძლებელია, პენიტენციური დაწესებულება საჩივრის კონვერტის ნომრის და საჩივრის
გაგზავნაზე უარის თქმის მიზეზის შესახებ ინფორმაციას საჩივრების ყუთთან, თვალსაჩინო ადგილზე
გამოაკრავს.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება
აქვს,
2
კვირის
ვადაში
დაიბრუნოს
კონფიდენციალური საჩივარი. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შეინახოს საჩივარი არაუმეტეს
10 სამუშაო დღისა, ხოლო ამ ვადის ამოწურვისთანავე გაანადგუროს იგი.
მუხლი 108. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები
1. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრები
განეკუთვნება განსაკუთრებულ შემთხვევას და განხილულ უნდა იქნეს დაუყოვნებლივ.
2. წამებასთან, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობასთან დაკავშირებული საჩივრების შესახებ
არაუგვიანეს 24 საათისა უნდა ეცნობოს დაწესებულების დირექტორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს,
სპეციალურ პრევენციულ ჯგუფსა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.
მუხლი 109. საჩივრის განხილვის შედეგები. გადაწყვეტილების გასაჩივრება
1.
საჩივრის
განხილვის
შედეგები
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
ხელწერილით
გაეცნობა
გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა და დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის
პირად საქმეს.
2. საჩივარში მითითებულ ყოველ კონკრეტულ მოთხოვნას უნდა გაეცეს დასაბუთებული პასუხი.
3. საჩივარზე უარყოფითი გადაწყვეტილების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა
ეცნობოს დასაბუთებული პასუხი.
4.
საჩივრის
განხილვის
შედეგები
შესაძლებელია
ადმინისტრაციული
წესით
გასაჩივრდეს
სასამართლოში.
თავი XVIII. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის საცხოვრებელი პირობები
მუხლი 110. საცხოვრებელი პირობები
1. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გამოყოფილი საცხოვრებელი უნდა შეესაბამებოდეს
მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და
უნდა უზრუნველყოფდეს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის შენარჩუნებას.
2.
ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე
მსჯავრდებულთა
სამკურნალო
საცხოვრებელი
დაწესებულებასა
და
ფართობის
ნორმა
ბრალდებულთა
და
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
უნდა
რომელიც
დაწესებულებაში არ უნდა იყოს 4 კვ. მეტრზე ნაკლები.
3.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
საცხოვრებელს
ჰქონდეს
ფანჯარა,
უზრუნველყოფს ბუნებრივ განათებას. ბრალდებული/მსჯავრდებული აგრეთვე უზრუნველყოფილი უნდა
იყოს გათბობით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი უზრუნველყოფილი უნდა იყოს
ბუნებრივი ან/და ხელოვნური ვენტილაციით.
4. ორსულ ქალს, მეძუძურ დედას, ავადმყოფს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს და
ხანდაზმულს (ქალს – 60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა ჰქონდეთ მათ სპეციფიკურ საჭიროებებზე
მორგებული საყოფაცხოვრებო პირობები.
5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი პირობები უნდა მიესადაგებოდეს პენიტენციური
დაწესებულების ინფრასტრუქტურას და საშიშროებას არ უნდა უქმნიდეს დაწესებულების ნორმალურ
ფუნქციონირებას. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული დასაშვები
საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის ჩამონათვალი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების
დებულებით.
მუხლი 111. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვება
1.
პენიტენციურ
ჯანმრთელობისათვის
დაწესებულებაში
აუცილებელ
საკვები
უნდა
კომპონენტებს.
შეიცავდეს
აკრძალულია
ადამიანის
სიცოცხლისა
და
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
დასჯის მიზნით საკვების კალორიულობის შემცირება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
3. პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს ყოველდღიურად უზრუნველყოფს
არანაკლებ სამჯერადი კვებით.
4. ქალს, ორსულ ქალს, მეძუძურ დედას, ავადმყოფს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს,
ხანდაზმულს (ქალს – 60 წლიდან, მამაკაცს – 65 წლიდან) უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი
კვების პირობები.
5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ
თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა პენიტენციურ დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე
ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი
მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება
დაიშვება
მინისტრის
ბრძანებით
განსაზღვრული
ლიმიტის
ფარგლებში,
მხოლოდ
უნაღდო
ანგარიშსწორებით.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის ნებართვით
მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.
7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალი.
8. პენიტენციურ დაწესებულებებში მოშიმშილე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოფნის პირობები
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 112. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი ჰიგიენა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დაიკმაყოფილოს ბუნებრივი
ფიზიოლოგიური მოთხოვნები და დაიცვას პირადი ჰიგიენა პატივისა და ღირსების შეულახავად.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული, როგორც წესი, უზრუნველყოფილი უნდა იყოს შხაპის კვირაში
ორჯერ მიღების შესაძლებლობით, აგრეთვე საპარიკმახერო მომსახურებით არანაკლებ თვეში ერთხელ.
პენიტენციურ დაწესებულებას უფლება აქვს, მოსთხოვოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს თმის მთლიანი
გადაპარსვა, თუ არსებობს ექიმის მოთხოვნა ან ჰიგიენის დაცვის აუცილებლობა.
მუხლი 113. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ტანსაცმელი და თეთრეული
1. თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს პირადი ტანსაცმელი/ფეხსაცმელი ან/და ჰიგიენის
დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი ნივთი, პენიტენციური დაწესებულება უზრუნველყოფს მას სეზონის
შესაფერისი სპეციალური ტანსაცმლით/ფეხსაცმლით ან/და ჰიგიენის დასაცავად აუცილებელი სხვა პირადი
ნივთით, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
2. აუცილებლობის შემთხვევაში მსჯავრდებულს ეძლევა სამუშაო ტანსაცმელი.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად სარგებლობაში უნდა ჰქონდეს საწოლი და თეთრეული,
რომელიც მას უნდა გადაეცეს სუფთა და დაუზიანებელი. პენიტენციურმა დაწესებულებამ უნდა
უზრუნველყოს თეთრეულის სისუფთავე.
4.
პენიტენციური
დაწესებულება
უფლებამოსილია
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
მისცეს
სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი, რომლის ფორმა არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.
ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია ატაროს სპეციალური ტანსაცმელი/ფეხსაცმელი.
მუხლი 114. გასეირნება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დღის განმავლობაში არანაკლებ 1 საათით სუფთა ჰაერზე
ყოფნის უფლება.
2.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
გასეირნება
ხდება
დღის
საათებში,
პენიტენციური
დაწესებულების მიერ საამისოდ გამოყოფილ ადგილზე. გასეირნება შეიძლება ვადამდე შეწყდეს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიერ
პენიტენციური
დაწესებულების
დებულების
მოთხოვნების
დარღვევის შემთხვევაში.
თავი XIX. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კომუნიკაცია გარესამყაროსთან
მუხლი 115. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმოწერა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, შეუზღუდავი რაოდენობით გაგზავნოს და მიიღოს
წერილები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გარდა ამ კოდექსით გათვალისწინებული
შემთხვევისა. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შორის
მიმოწერა აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები (მშობელი
(მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც
საერთო შვილი ჰყავს, და, ძმა) არიან. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრთან
მიმოწერის უფლება
მოტივირებული
ბრალდებულს
შესაძლებელია
გადაწყვეტილებით,
ხოლო
შეეზღუდოს
მსჯავრდებულს
–
გამომძიებლის ან
პენიტენციური
პროკურორის
დაწესებულების
დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
2. ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო
პატიმრობის
დაწესებულებაში
გადაყვანილ
მსჯავრდებულს
გამომძიებლის
ან
პროკურორის
მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს მიმოწერის უფლება.
3.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
მიმართვის
საფუძველზე.
ქალთა
მიმოწერის უფლება
მიმართ
ეზღუდება ადრესატის წერილობითი
ძალადობისთვის
ან/და
ოჯახში
ძალადობისთვის
ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაზარალებულთან მიმოწერის უფლება ეზღუდება დაზარალებულის
წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილის მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილის ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს პენიტენციური
დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით
ეგზავნება.
5.
პენიტენციური დაწესებულება
შემთხვევაში
უზრუნველყოს
შესაძლებლობის
მქონე
იგი
ვალდებულია
საწერი
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოთხოვნის
საშუალებითა
ბრალდებული/მსჯავრდებული
და
−
ქაღალდით,
მიმოწერისათვის
ხოლო
შეზღუდული
საჭირო
შესაბამისი
საშუალებებით.
6. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია მოწმდება. შემოწმება მოიცავს ვიზუალურ
დათვალიერებას კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში,
დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს
შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და
თავისუფლებებს, პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს
კორესპონდენციის შინაარსს და, საჭიროების შემთხვევაში, შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა.
შეზღუდვის თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.
7.
დახურული
კონვერტით
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიღებული
თანდასწრებით.
კორესპონდენცია
აღნიშნული
უნდა
კორესპონდენცია
გაიხსნას
ექვემდებარება
ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
8.
პენიტენციურ
დაწესებულებას
ეკრძალება,
შეაჩეროს
ან/და
შეამოწმოს
ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს
საქართველოს
პრეზიდენტი,
პარლამენტის
თავმჯდომარე,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრი,
საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო,
საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული
ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს
სამინისტრო, სამსახური, საქართველოს სახალხო დამცველი, სპეციალური საგამოძიებო სამსახური,
ადვოკატი, პროკურორი, საბჭო.
მუხლი 116. სატელეფონო საუბარი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს ამ კოდექსით დადგენილი წესით სატელეფონო საუბრის
უფლება.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მოთავსებულ
ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს
შორის
სატელეფონო საუბარი აკრძალულია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ისინი ამ კოდექსის 115-ე მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ოჯახის
წევრები
არიან.
ბრალდებული/მსჯავრდებული
პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრთან სატელეფონო საუბრის უფლებით
სარგებლობის
თაობაზე
მიმართავს
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორს
ამ
უფლებით
სარგებლობამდე 10 დღით ადრე. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრთან
სატელეფონო საუბრის უფლება შესაძლებელია ბრალდებულს შეეზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის
მოტივირებული
გადაწყვეტილებით,
ხოლო
მსჯავრდებულს
–
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის მოტივირებული გადაწყვეტილებით.
2.
სატელეფონო
საუბარი
ხორციელდება
პენიტენციური დაწესებულების კონტროლით.
3. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
ხარჯითა
და
ა)
დაბალი
რისკისა
და
გათავისუფლებისთვის
მომზადების
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის
სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი
ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი;
ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი
ხარჯით ჰქონდეს შეუზღუდავი რაოდენობის სატელეფონო საუბარი − დღე-ღამეში არანაკლებ 30 წუთისა,
ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული −
არანაკლებ 15 წუთისა;
გ) დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი
ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 3 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო
წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15
წუთისა;
დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მყოფ პირს უფლება აქვს 1
თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ 2 სატელეფონო საუბარი, თითოეული −
არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი ხარჯით − 1 სატელეფონო საუბარი
არანაკლებ 15 წუთისა;
ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით ჰქონდეს არანაკლებ
5 სატელეფონო საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა, ხოლო წახალისების ფორმით, საკუთარი
ხარჯით − ულიმიტო სატელეფონო საუბარი, თითოეული − არანაკლებ 15 წუთისა.
4. ბრალდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში არანაკლებ სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო
საუბარი, თითოეული – არანაკლებ 15 წუთისა.
5. მინისტრი უფლებამოსილია, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურისა და
საამისოდ
მნიშვნელოვანი სხვა
გარემოებების გათვალისწინებით, პენიტენციური დაწესებულების
დებულებით დაადგინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ამ მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით
განსაზღვრულ სატელეფონო საუბრების რაოდენობასა და ხანგრძლივობასთან შედარებით გაზრდილი
სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა.
6. ბრალდებულს, აგრეთვე პენიტენციურ დაწესებულებაში მომხდარი დანაშაულის გამოძიების გამო
პატიმრობის
დაწესებულებაში
გადაყვანილ
მსჯავრდებულს
გამომძიებლის
ან
პროკურორის
მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს სატელეფონო საუბრის უფლება.
7. ამ მუხლის მე-3-მე-5 ნაწილებით განსაზღვრული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, აგრეთვე ამ
მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიერ საქართველოს სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე დაკავშირების
შემთხვევებზე. საქართველოს
სახალხო დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა
და
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრებზე
ბრალდებულის/მსჯავრდებულის სატელეფონო საუბარი ხორციელდება პენიტენციური დაწესებულების
ხარჯით.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიერ
სატელეფონო
საუბრის
განხორციელების
წესი
განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
8. დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას სამსახურის უფლებამოსილ სტრუქტურულ ქვედანაყოფს
უფლება
აქვს,
მოისმინოს
და
ჩაიწეროს
განსაკუთრებული
რისკის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულის სატელეფონო საუბრები. სატელეფონო საუბრების
მოსმენისა და ჩაწერის შესახებ მსჯავრდებულს წინასწარ ეცნობება, გარდა საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა.
9.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
სატელეფონო
საუბრის
უფლება
ეზღუდება
ადრესატის
წერილობითი მიმართვის საფუძველზე. ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
დაზარალებულთან
სატელეფონო
საუბრის
უფლება
ეზღუდება
დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 117. ამანათისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი
გზავნილი
უნაღდო
ანგარიშსწორებით
ახლო
ნათესავს,
ხოლო
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის ნებართვით – სხვა პირს. მიღებული ფულადი გზავნილი ბრალდებულს/მსჯავრდებულს
ნაღდი ფულის სახით არ გადაეცემა და გამომგზავნს უბრუნდება.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამანათის გაგზავნის უფლება ეზღუდება ადრესატის წერილობითი
მიმართვის
საფუძველზე.
ქალთა
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
მიმართ
ძალადობისთვის
დაზარალებულისთვის
ამანათის
ან/და
ოჯახში
გაგზავნის
ძალადობისთვის
უფლება
ეზღუდება
დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
მუხლი 118. მასობრივი ინფორმაციის საშუალებების გაცნობა
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს პრესის გაცნობის უფლება. პენიტენციურ დაწესებულებაში,
როგორც
წესი,
განსაკუთრებული
ხდება
რადიო-
რისკის
და
ტელეტრანსლაცია.
თავისუფლების
აღკვეთის
პენიტენციურ
დაწესებულებაში,
გარდა
დაწესებულებისა,
შესაძლებელია
აგრეთვე
ელექტრონული სარეაბილიტაციო საგანმანათლებლო პროგრამით სარგებლობა.
2.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს,
გარდა
იმ
ბრალდებულისა/მსჯავრდებულისა,
რომელსაც
შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან/და მოთავსებულია სამარტოო საკანში, შეიძლება მიეცეს
სამუშაოსაგან თავისუფალ დროს, პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით
დადგენილი წესით რადიოტრანსლაციის მოსმენისა და ტელეტრანსლაციის ნახვის უფლება.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფს უფლება აქვს,
პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს პირადი რადიომიმღები
ან/და ტელევიზორი. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფმა
აღნიშნული ტექნიკა შეიძლება შეიძინოს საკუთარი ხარჯით, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ
მაღაზიაში. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში არსებული პროდუქციის ღირებულება
უნდა შეესაბამებოდეს მის საბაზრო ღირებულებას, რაც მოწმდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
4. თუ პირადი რადიომიმღების ან/და ტელევიზორის გამოყენებით ირღვევა პენიტენციური
დაწესებულების
დებულება
და
სხვა
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
სიმშვიდე,
პენიტენციური
დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და
გადასცეს მის ახლო ნათესავს, ხოლო თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ ჰყავს ახლო ნათესავი, ტექნიკა
ინახება პენიტენციურ დაწესებულებაში.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკის გამოყენების პირობები განისაზღვრება
პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
6.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
შეუძლია
საკუთარი
სახსრებით,
გონივრული
ოდენობით
გამოიწეროს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული, რელიგიური და მხატვრული ლიტერატურა,
ჟურნალ-გაზეთები, მიიღოს საწერი საშუალებები, გარდა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული
აკრძალული ნივთებისა.
მუხლი 119. პაემნის უფლება
1.
აკრძალულია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სრული
იზოლაცია.
ბრალდებული/მსჯავრდებული ყველა სახის პაემნით სარგებლობს საფასურის გადაუხდელად.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანმოკლე პაემნის უფლება ამ კოდექსის 120-ე
მუხლის შესაბამისად.
3. ქალ მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს საოჯახო პაემნის უფლება ამ კოდექსის 121-ე მუხლის
შესაბამისად.
4. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს ხანგრძლივი პაემნის უფლება ამ კოდექსის 122ე მუხლის შესაბამისად.
5. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა ამ კოდექსის 123-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, შეიძლება მიეცეს ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება.
6. ბრალდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება ხანმოკლე პაემანი შეეცვალოს
სატელეფონო საუბრით.
7. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება შეეცვალოს:
ა) ხანმოკლე პაემანი - სატელეფონო საუბრით ან ვიდეოპაემნით;
ბ) ხანგრძლივი პაემანი - ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით;
გ) საოჯახო პაემანი - ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით.
8. პაემნების შეცვლის წესი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
9. ბრალდებულს გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეიძლება
შეეზღუდოს ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნების უფლება.
10.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
დაწესებულებაში
გადაყვანილ
მომხდარი
მსჯავრდებულს
დანაშაულის
გამომძიებლის
ან
გამოძიების
გამო
პროკურორის
პატიმრობის
მოტივირებული
გადაწყვეტილებით შეიძლება შეეზღუდოს პაემნის უფლება.
მუხლი 120. ხანმოკლე პაემანი
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს თავის
ახლო ნათესავებთან (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი),
დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, გერი, ნაშვილები და მისი შთამომავალი, შვილიშვილი,
და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბებიის დედ-მამა, პაპის დედ-მამა (როგორც
დედის, ისე მამის მხრიდან), ბიძა (დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი,
მამიდაშვილი, აგრეთვე პირი, რომელთანაც ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ
დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში) ხანმოკლე პაემნის უფლება. აღნიშნულ
პირებთან შეხვედრაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა/მოტივირებული უარი
ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
2. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) დაბალი რისკისა და გათავისუფლების მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 1
თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 2 დამატებითი
ხანმოკლე პაემანი;
ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 2
ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
გ) დახურული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანმოკლე
პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში
ჰქონდეს 1 ხანმოკლე პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი;
ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანმოკლე პაემანი, ხოლო
წახალისების ფორმით – თვეში 1 დამატებითი ხანმოკლე პაემანი.
3. ბრალდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 4 ხანმოკლე პაემანი.
4.
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის
შუამდგომლობით,
წახალისების
ფორმით
ბრალდებულს/მსჯავრდებულს სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ
პირთან ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
5.
ამ
მუხლის
პირველი
და
მე-4
გათვალისწინებულ
ნაწილებით
პირებთან
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების
შეულახავად.
6. ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან შეხვედრა ხორციელდება მისი თანხმობის შემთხვევაში.
7. ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ინფორმაცია
მიეწოდება წერილობით. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირი პენიტენციური
დაწესებულების დირექტორს წარუდგენს ახლო ნათესაობის დამადასტურებელ დოკუმენტს.
8. პენიტენციური დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან
არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა
იქნეს ინფორმირებული.
9. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს
პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით
მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან
ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
10. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეა, უფლება აქვს, შეუზღუდავად
შეხვდეს
თავისი
წარმომადგენელს
ქვეყნის
დიპლომატიური
ან
ქვეყნის
იმ
წარმომადგენლობის
უფლებამოსილ
ან
დიპლომატიურ
საკონსულო
დაწესებულების
წარმომადგენელს,
რომელიც
საქართველოში ითავსებს მისი ქვეყნის ინტერესების დაცვას. უცხო ქვეყნის მოქალაქე და მოქალაქეობის
არმქონე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები თავიანთი ქვეყნების
დიპლომატიურ
მოქალაქეებს,
წარმომადგენლობებთან
რომლებსაც
და
საქართველოში
საკონსულო
დაწესებულებებთან.
დიპლომატიური
იმ
წარმომადგენლობები
სახელმწიფოთა
და
საკონსულო
დაწესებულებები არ აქვთ, უფლება აქვთ, ჰქონდეთ ურთიერთობები იმ სახელმწიფოთა დიპლომატიურ
წარმომადგენლობებთან და საკონსულო დაწესებულებებთან, რომლებმაც საკუთარ თავზე აიღეს მათი
ინტერესების დაცვა, ან სახელმწიფოთაშორის ორგანოებთან, რომლებიც ამ პირთა ინტერესებს იცავენ.
11. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ამ კოდექსით განსაზღვრული რაოდენობის პაემნების გარდა,
წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება სამსახურის
გენერალური დირექტორის თანხმობით, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით,
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეიძლება მიეცეს
აგრეთვე იმ პირთან საგამონაკლისო ხანმოკლე პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული არ არის.
12. გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე, პატიმრობის დაწესებულების
თანამშრომელს, რომელიც ვიზუალურად აკვირდება ბრალდებულის ხანმოკლე პაემანს, შეუძლია
დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი მსვლელობა.
13. ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 121. საოჯახო პაემანი
1. საოჯახო პაემანი არის ქალი მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრულ
პირებთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის სპეციალურად
გამოყოფილ ოთახში.
2. ქალ მსჯავრდებულს მისი წერილობითი მოთხოვნით, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დირექტორის შუამდგომლობითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს
შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი
ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება.
3. ქალ მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა
და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან
საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული არ არის.
4. ქალ მსჯავრდებულს უფლება აქვს 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო
წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი.
5. საოჯახო პაემნის მოთხოვნით მსჯავრდებული წერილობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დირექტორს საოჯახო პაემნის განხორციელებამდე 10 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2
ნაწილით გათვალისწინებულმა პირმა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს უნდა
წარუდგინოს ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული მიმართვის მიღებიდან 5 დღის ვადაში
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს
შუამდგომლობით საოჯახო პაემნის განხორციელების თაობაზე ან მსჯავრდებულს წერილობით აცნობებს
მოტივირებულ უარს საოჯახო პაემნის განხორციელებაზე. შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის ვადაში
სამსახურის გენერალური დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის განხორციელებაზე
თანხმობის ან უარის თქმის შესახებ.
7. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულება საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე სამსახურის
გენერალური დირექტორის თანხმობის მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა უზრუნველყოფს საოჯახო პაემნის
ორგანიზებას, რის თაობაზედაც აცნობებს განმცხადებელს.
8. საოჯახო პაემანი გრძელდება არაუმეტეს 3 საათისა.
9. საოჯახო პაემნის უფლების მიცემაზე სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობა ან
მოტივირებული უარი მსჯავრდებულს წერილობით უნდა ეცნობოს.
10. საოჯახო პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს
ადამიანის ღირსებას.
11. საოჯახო პაემნის ორგანიზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ
უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახური.
12. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საოჯახო პაემნის უფლების განხორციელების წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 122. ხანგრძლივი პაემანი
1.
ხანგრძლივი
პაემანი
არის
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
ამ
მუხლის
მე-2
ნაწილით
განსაზღვრულ პირებთან ერთად ცხოვრება პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისათვის
სპეციალურად გამოყოფილ ოთახში, პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლის დაუსწრებლად.
2. ბრალდებულს/მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს
შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი
ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან და ძმასთან ხანგრძლივი პაემნის
უფლება.
3. ბრალდებულს უფლება აქვს პატიმრობაში ყოფნის განმავლობაში ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი.
4. მსჯავრდებულს უფლება აქვს:
ა) დაბალი რისკისა და გათავისუფლების მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში 1
წლის განმავლობაში ჰქონდეს 6 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 3
დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
ბ) ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3
ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
გ) დახურული თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 1
ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
დ) განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში
ჰქონდეს 1 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით – წელიწადში 1 დამატებითი ხანგრძლივი
პაემანი;
ე) ქალთა სპეციალურ დაწესებულებაში 1 წლის განმავლობაში ჰქონდეს 3 ხანგრძლივი პაემანი, ხოლო
წახალისების ფორმით – წელიწადში 2 დამატებითი ხანგრძლივი პაემანი.
5.
ხანგრძლივი
პაემნის
მოთხოვნის
თაობაზე
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორი
წერილობით უნდა იქნეს ინფორმირებული არანაკლებ 2 კვირით ადრე. ამ მუხლის მე-2 ნაწილით
გათვალისწინებულმა პირმა პენიტენციური დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ნათესაობის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
6. პენიტენციური დაწესებულება ხანგრძლივი პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან
არაუგვიანეს 2 კვირისა უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი 10 დღის
ვადაში უნდა იქნეს ინფორმირებული.
7. ხანგრძლივი პაემანი გრძელდება არაუმეტეს 23 საათისა. ბრალდებულის/მსჯავრდებულს მისი
წერილობითი თხოვნის საფუძველზე, პენიტენციური დაწესებულების დირექტორის შუამდგომლობითა და
სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით კუთვნილი ხანგრძლივი პაემანი წელიწადში ერთხელ
შეიძლება გაუგრძელდეს არაუმეტეს 47 საათამდე.
8. ხანგრძლივი პაემანი არ ეძლევა:
ა) საკარანტინო რეჟიმში მყოფ მსჯავრდებულს;
ბ) მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პატიმრობა ან მოთავსებულია
სამარტოო საკანში;
გ) ბრალდებულს – პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვის განმავლობაში;
დ) ბრალდებულს, რომელიც მოთავსებულია სამარტოო საკანში.
9. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემის საკითხს წყვეტს პენიტენციური დაწესებულების
დირექტორი.
10. ხანგრძლივი პაემნის უფლების მიცემაზე პენიტენციური დაწესებულების დირექტორის თანხმობა
ან მოტივირებული უარი ბრალდებულს/მსჯავრდებულს წერილობით ეცნობება.
11. ხანგრძლივი პაემნისათვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს
ადამიანის ღირსებას.
12. ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ
უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახური.
13.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ხანგრძლივი
პაემნის
უფლების
განხორციელების
წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 123. ვიდეოპაემანი
1. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა ამ კოდექსის 56-ე მუხლის პირველი
ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებულისა, უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი
წესით ისარგებლოს ვიდეოპაემნის (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) უფლებით.
2. მსჯავრდებული სარგებლობს ვიდეოპაემნის უფლებით ნებისმიერ პირთან, 10 კალენდარული დღის
განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ.
3.
განსაკუთრებული
მსჯავრდებული
რისკის
სარგებლობს
1
თავისუფლების
წლის
აღკვეთის
განმავლობაში
2
დაწესებულებაში
ვიდეოპაემანის
მოთავსებული
უფლებით
მშობელთან
(მშვილებელთან), დედინაცვალთან, მამინაცვალთან, შვილთან (ნაშვილებთან), გერთან, მეუღლესთან,
პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, დასთან და ძმასთან.
4. მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი, ხოლო
განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულს მსჯავრდებულს 1
წლის განმავლობაში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი.
5. ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება დისციპლინური სახდელის
მოხდის, დისციპლინური პატიმრობის ან პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების
შემოღებისა და კრიზისული ვითარების პერიოდში.
6. მსჯავრდებულთან ერთჯერადი ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.
7. ვიდეოპაემანი შესაძლებელია ვადამდე შეწყდეს:
ა) მსჯავრდებულის სურვილის საფუძველზე;
ბ) უსაფრთხოების დაცვის მიზნით.
8. მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის
საფუძველზე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება.
9. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პენიტენციური
დაწესებულების წარმომადგენელი ახორციელებს მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ვიზუალურ ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულისა
და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.
10. მსჯავრდებულის მიერ ვიდეოპაემნის განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.
მუხლი
124.
მსჯავრდებულის
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
მიერ
განსაკუთრებულ,
სამკურნალო
პირად
დაწესებულებისა
გარემოებებთან
და
დაკავშირებით
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების დროებით დატოვება
1.
სამსახურის
გენერალურმა
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
დირექტორმა
სამკურნალო
მსჯავრდებულს
დაწესებულებისა
და
შეიძლება
მისცეს
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების დროებით დატოვების უფლება:
ა) თუ მიღებულია სარწმუნო ცნობა მსჯავრდებულის ახლო ნათესავის გარდაცვალების ან
სიცოცხლისათვის საშიში ავადმყოფობის თაობაზე;
ბ) სოციალური აქტივობის განსახორციელებლად;
გ) სხვა განსაკუთრებულ გარემოებასთან დაკავშირებით.
2. საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მსჯავრდებულის მონაწილეობის აუცილებლობის
შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის საფუძველზე სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული
ქვედანაყოფი
უზრუნველყოფს
საგამოძიებო
ან
სხვა
საპროცესო
მოქმედებაში
მსჯავრდებულის
მონაწილეობას.
3. განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დროებით დატოვების უფლების მისაღებად მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი
ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით მიმართავს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორს.
შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების
მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
გარეთ ყოფნისათვის განკუთვნილი დრო (დანიშნულების ადგილი).
4. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3
დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის დროც.
5. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის
საერთო ვადაში.
6.
სამსახურის
გენერალური
დირექტორის
გადაწყვეტილებით
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების დროებით დატოვების უფლება მსჯავრდებულს ეძლევა თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების დირექტორის წარდგინებით და მისი პიროვნებისა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის
სიმძიმის გათვალისწინებით. ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტის შემთხვევაში სამსახურის გენერალური
დირექტორის
ბრძანებით
მსჯავრდებულის
დგინდება
გაცილება
ხდება
მსჯავრდებულის გამცილებელ
თავისუფლების
აღკვეთის
თანამშრომელთა
დაწესებულებიდან
რაოდენობა.
დანიშნულების
ადგილამდე და უკან.
7. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების ხარჯები
ანაზღაურდება მისი ან მისი ოჯახის სახსრებით, გარდა იმ ხარჯებისა, რომლებიც დაკავშირებულია
საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობის მისაღებად მსჯავრდებულის გაყვანასთან.
მინისტრის მიერ დადგენილი წესით მსჯავრდებულის სამკურნალო დაწესებულებისა და თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების უფლება შესაძლებელია განხორციელდეს შესაბამისი
ხარჯების აუნაზღაურებლად.
8. მსჯავრდებულის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების წესი
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 125. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა
1. მსჯავრდებულს, რომელიც სასჯელს დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ან
ნახევრად ღია ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში იხდის და რომლის მიმართაც არ
მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან რომელსაც შეფარდებული არ აქვს დისციპლინური პატიმრობა,
უფლება აქვს, წელიწადში ორჯერ ისარგებლოს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ
ხანმოკლე გასვლის უფლებით. ორსულ ქალს და 3 წლამდე ბავშვის დედას უფლება აქვთ, წელიწადში
სამჯერ ისარგებლონ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით.
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების
გარეთ
ხანმოკლე
გასვლის
ხანგრძლივობა
არ
უნდა
აღემატებოდეს 5 დღეს, რომელშიც შედის მსჯავრდებულის დანიშნულების ადგილამდე მგზავრობის
დროც.
2. მსჯავრდებულს, რომელიც სარგებლობს ამ კოდექსის 94-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული უფლებით და რომლის მიმართაც არ მოქმედებს დისციპლინური სახდელი ან
რომელსაც შეფარდებული არ აქვს დისციპლინური პატიმრობა, სამსახურის გენერალური დირექტორის
გადაწყვეტილებით
შეიძლება
დამატებით
წელიწადში
ორჯერ
მიეცეს
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება უმაღლესი განათლების მიღების უფლებით
სარგებლობის ხელშეწყობის მიზნით. ამ ნაწილით
გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის
შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი მოთხოვნები.
3. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლა ფორმდება
სამსახურის
გენერალური
დირექტორის
ბრძანებით.
მსჯავრდებულს
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება ეძლევა მას შემდეგ, რაც მან ფაქტობრივად მოიხადა:
ა) ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის
არანაკლებ ნახევარი;
ბ) მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის ვადის არანაკლებ ორი
მესამედი;
გ) განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის მოსახდელი სასჯელის – თავისუფლების აღკვეთის
ვადის არანაკლებ სამი მეოთხედი.
4.
მსჯავრდებულს,
რომელიც
სასჯელს
დახურული
ტიპის
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში იხდის, დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებას აძლევს სამსახურის
გენერალური დირექტორი, თუ დაკმაყოფილებულია ამ მუხლის პირველი და მე-3 ნაწილებით
გათვალისწინებული პირობები, ამასთანავე, მსჯავრდებული დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში მოთავსებულია:
ა) სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად ჩარიცხვის გამო;
ბ) პირადი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე;
გ) გადამდები ინფექციური დაავადების გამო.
5.
განსაკუთრებულ
შემთხვევაში
მსჯავრდებულს
სამსახურის
გენერალური
დირექტორის
გადაწყვეტილებით, ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ვადების მიუხედავად, შეიძლება მიეცეს
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება.
6. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლება შეეცვალოს ხანმოკლე პაემნით ან სატელეფონო
საუბრით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულებით დადგენილი წესით.
7. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლების მისაღებად
მსჯავრდებული, მისი დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი ან ახლო ნათესავი შუამდგომლობით
მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს. ამ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის მოტივი და ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა
გაატაროს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო (შემდგომ –
დანიშნულების ადგილი).
8.
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების
გარეთ
ხანმოკლე
გასვლის
შუამდგომლობის
განხილვისას მხედველობაში მიიღება.
ა) მსჯავრდებულის პიროვნება;
ბ) ოჯახური მდგომარეობა;
გ) მსჯავრდებულის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე;
დ) დანიშნულების ადგილი;
ე) სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები, რომლებიც დადებითად ან უარყოფითად ახასიათებს
მსჯავრდებულს.
9. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის
განხილვისას სამსახურის გენერალურ დირექტორს შეუძლია გამოიყენოს შემდეგი უზრუნველყოფის
ღონისძიებები:
ა) გირაო – არანაკლებ 2 000 ლარისა;
ბ) პირადი თავდებობა;
გ) ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) საშუალება.
10.
შესაძლებელია
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების
გარეთ
ხანმოკლე
გასვლის
უზრუნველყოფის ღონისძიებათა ერთად გამოყენება.
11. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადა შედის სასჯელის
მოხდის საერთო ვადაში.
12.
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების
გარეთ
ხანმოკლე
გასვლის
შემთხვევაში
მსჯავრდებული პირველივე დღეს უნდა გამოცხადდეს პრობაციის ბიუროში, სადაც დააფიქსირებს
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის დაწყების დროს. თუ ობიექტური
მიზეზით მსჯავრდებული განსაზღვრულ ვადაში ვერ ახერხებს დაწესებულებაში დაბრუნებას, პრობაციის
ბიურო უფლებამოსილია გაუგრძელოს მას ვადა არაუმეტეს 2 დღისა.
13. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯები,
გარდა ელექტრონული კონტროლის (მონიტორინგის) მექანიზმის გამოყენების ხარჯებისა, გადაიხდება
მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის სახსრებით. მინისტრის ბრძანებით შეიძლება განისაზღვროს
მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ხარჯებისაგან
გათავისუფლების შემთხვევები.
14. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის შესახებ მსჯავრდებულის
მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში სამსახურის გენერალური დირექტორის
მოტივირებული უარი შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში.
15. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის პერიოდში
მისი გადაადგილების კონტროლს (მონიტორინგს) ახორციელებს სააგენტო.
16. პენიტენციური დაწესებულების დროებით დატოვების, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
გარეთ ხანმოკლე გასვლის, თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის
უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ
ხანმოკლე გასვლის აღსრულების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 126. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის
ღონისძიებები – გირაო და პირადი თავდებობა
1. გირაო არის ფულადი თანხა. ფულადი თანხა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ
ხანმოკლე გასვლის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების
დეპოზიტზე შეაქვს მსჯავრდებულის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს, მსჯავრდებულის ოჯახის
წევრს ან მისი სახელით სხვა პირს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებისათვის მიცემული
წერილობითი ვალდებულებით მსჯავრდებულის სათანადო ქცევისა და თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადების უზრუნველყოფის თაობაზე. გირაოს მიღების შესახებ
დგება ოქმი, რომლის ერთი ასლი გადაეცემა გირაოს შემტანს.
2. სამსახურის გენერალური დირექტორი ითვალისწინებს გირაოს შემტანის პიროვნებას და მის
ფინანსურ მდგომარეობას.
3. სამსახურის გენერალური დირექტორის მიერ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ
ხანმოკლე გასვლის შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გირაო 3 დღის ვადაში
შეიტანება სამსახურის ანგარიშზე.
4. გირაოს შეტანის წინ მის შემტანს აფრთხილებენ წერილობითი ვალდებულებით განსაზღვრული
პირობების შეუსრულებლობის შესაძლო შედეგების შესახებ.
5. თუ მსჯავრდებულმა, რომელიც იმყოფება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ
ხანმოკლე გასვლის რეჟიმში, არასაპატიო მიზეზით თავი აარიდა ვადის გასვლის შემდეგ დაწესებულებაში
დაბრუნებას ან ჩაიდინა ახალი დანაშაული, მის მიმართ გამოყენებული იქნება საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები, ხოლო გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა
გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში.
6. მსჯავრდებულის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის ვადის
დაცვის, ნაკისრი ვალდებულების ზუსტად და კეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში გირაოს
სახით შეტანილი ფულადი თანხა 2 კვირის ვადაში დაუბრუნდება მის შემტანს.
7. პირადი თავდებობისას მსჯავრდებულის დამცველი/კანონიერი წარმომადგენელი, ახლო ნათესავი
ან მისი სახელით სხვა პირი იღებს წერილობით ვალდებულებას, რომ ის უზრუნველყოფს მსჯავრდებულის
სათანადო ქცევას და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში დადგენილ ვადაში გამოცხადებას.
8. თავდებთა რაოდენობას განსაზღვრავს სამსახურის გენერალური დირექტორი. გამონაკლის
შემთხვევაში თავდები შეიძლება იყოს ერთი, განსაკუთრებით სანდო პირი.
9. პირადი თავდებობის არჩევა დასაშვებია მხოლოდ თავდებთა შუამავლობით ან თანხმობით,
აგრეთვე მსჯავრდებულის თანხმობით. თითოეული თავდები იძლევა ხელწერილს თავდებობის შესახებ,
რომელიც დაერთვის მსჯავრდებულის პირად საქმეს.
10. თავდებს ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში უფლება არა აქვს, თავი
იმართლოს იმით, რომ მსჯავრდებულის ქცევის კონტროლის შესაძლებლობა არ ჰქონდა, გარდა იმ
შემთხვევისა, როცა ის დაამტკიცებს დაუძლეველი ძალის მოქმედებას.
11. თუ მსჯავრდებული ჩაიდენს ქმედებას, რომლის აღსაკვეთადაც გამოყენებული იქნა თავდებობა,
თითოეულ თავდებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაეკისრება ფულადი ჯარიმა
არანაკლებ 10 000 ლარისა.
თავი XX. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომა
მუხლი 127. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობის ზოგადი პრინციპები
1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა ხორციელდება ამ კოდექსითა და
საქართველოს
შრომის
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით.
აკრძალულია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის იძულება, შეასრულოს ისეთი სამუშაო, რომელიც ლახავს ადამიანის
პატივსა და ღირსებას.
2. ბრალდებული/მსჯავრდებული მუშაობს პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან/და მის
გარეთ, თუ პენიტენციურ დაწესებულებას აქვს მისი დასაქმების შესაძლებლობა.
3.
ბრალდებული/მსჯავრდებული
შეიძლება
დასაქმებულ
იქნეს
აგრეთვე
პენიტენციური
დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებაში.
4. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე ან პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
არსებულ სახელმწიფო დაწესებულებაში დასაქმებული ბრალდებული/მსჯავრდებული არ არის საჯარო
მოსამსახურე და მასზე არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
5. იმ სამუშაოთა ჩამონათვალი, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის
დასაქმება აკრძალულია, განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
6. ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს საქართველოს
შრომის კანონმდებლობის შესაბამისად. ბრალდებულის/მსჯავრდებულის შრომის ანაზღაურების წესი
განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
7. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ხელფასი ერიცხება პირად საბანკო ანგარიშზე. ხელფასის სრული
განკარგვის უფლება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეცემა გათავისუფლებისას. მას უფლება აქვს, ეს
თანხა თავისი შეხედულებისამებრ გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა და სხვა პირებს.
მუხლი 128. საწარმოები პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე
1. ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება დასაქმებულ იქნეს პენიტენციური დაწესებულების
ტერიტორიაზე ან/და მის გარეთ „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილ
საწარმოში.
2. პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული
უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც, საწარმოს
საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი
კვალიფიკაცია
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
არ
აქვს,
ან
როდესაც
ასეთი
კვალიფიკაციის
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, აგრეთვე როდესაც სამუშაოს
შესასრულებლად საჭიროა პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა,
შესაძლებელია საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს პირი, რომელიც არ არის
ბრალდებული ან მსჯავრდებული.
3.
ბრალდებული/მსჯავრდებული
დადგენილი
წესით,
საწარმოში
პენიტენციური
დასაქმდება
დაწესებულების
საქართველოს
კანონმდებლობით
ორგანიზაციული
მონაწილეობით.
ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, პენიტენციური დაწესებულების მიერ შეთავაზებული
სამუშაოებიდან ამოირჩიოს მისთვის შესაფერისი სამუშაო.
4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც საწარმო კისრულობს
ვალდებულებას, რომ მისი საქმიანობა დაექვემდებარება იმ პენიტენციური დაწესებულების დებულებით
დადგენილ მოთხოვნებს, რომლის ტერიტორიაზედაც ის ფუნქციონირებს. ასეთივე ვალდებულება ეკისრება
საწარმოში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც უნდა აისახოს მის მიერ საწარმოსთან
დადებულ შრომით ხელშეკრულებაში.
მუხლი 129. სამუშაო პირობები
1.
პენიტენციური
დაწესებულება
და
დამსაქმებელი
ვალდებული
არიან,
ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის
პირობები.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
უსაფრთხოებისა
და
საწარმოს
სამუშაო
სანიტარიული
დროის
წესები
ხანგრძლივობა,
განისაზღვრება
შრომის
დაცვის,
საქართველოს
შრომის
შესაძლებელია
მხოლოდ
კანონმდებლობის შესაბამისად.
2.
ზეგანაკვეთური
მუშაობა,
აგრეთვე
მუშაობა
უქმე
დღეებში
ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანხმობით. ამასთანავე, სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა
აღემატებოდეს დღეში 8 საათს.
3.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
დასაქმებასთან
დაკავშირებულ
საკითხებს
(მათ
შორის,
ჩარიცხვისა და ამორიცხვის საკითხებს) და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესს, აგრეთვე იმ სამუშაოთა
ჩამონათვალს, რომელთა შესასრულებლად ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასაქმება შესაძლებელია,
განსაზღვრავს მინისტრი. შესაძლებელია ამ სამუშაოთა შორის გათვალისწინებულ იქნეს პენიტენციური
დაწესებულების მცირე სარემონტო სამუშაოები და განისაზღვროს მათი შესრულების მიღება-ჩაბარების
წესი.
მუხლი 130. სამეურნეო სამუშაოები
1. პენიტენციურ დაწესებულებაში სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის
ჩარიცხვა ფორმდება ამ დაწესებულების დირექტორის ბრძანებით.
2. სამეურნეო სამუშაოების შესრულებისათვის მსჯავრდებულს მიეცემა ანაზღაურება.
3. სამეურნეო სამუშაოების შემსრულებელი მსჯავრდებული არ არის საჯარო მოსამსახურე და მასზე
არ ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
4. სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მსჯავრდებულის ჩარიცხვის/ამორიცხვის, მის მიერ ამ
სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესი და ანაზღაურების ოდენობა
განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
5. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს მსჯავრდებულის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის მაქსიმალურად უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.
თავი XXI. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება
მუხლი 131. ბრალდებულის/მსჯავრდებულის განათლება
1. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია შექმნას პირობები ზოგადი, პროფესიული და
უმაღლესი განათლების მისაღებად.
2.
პენიტენციური
ბიბლიოთეკაში
დაწესებულება
უნდა
იყოს
ვალდებულია
როგორც
ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის
გასაგებ
დაწესებულებაში
საგანმანათლებლო
ენაზე
მოაწყოს
ბიბლიოთეკა.
ლიტერატურა,
პატიმრობის/თავისუფლების
ისე
აღკვეთის
აღსრულების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა და საერთაშორისო კანონმდებლობა.
3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რომელიც არ ფლობს საქართველოს სახელმწიფო ენას, უნდა
შეექმნას პირობები მის დასაუფლებლად.
მუხლი 132. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ზოგადი განათლება
1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უნდა ჰქონდეს საშუალება, მიიღოს სრული ზოგადი განათლება
მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით
დადგენილი წესის შესაბამისად.
2. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების მიწოდება ხორციელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, რომელიც უნდა
უზრუნველყოფდეს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას. ამ საგანმანათლებლო
პროგრამაზე არ ვრცელდება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სასწავლო გარემოს
ორგანიზების პირობები და საათობრივი ბადე.
3. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ზოგადი განათლების დაფინანსება ხორციელდება
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცებული პროგრამით, „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით.
მუხლი 133. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლება
1. პენიტენციურ დაწესებულებაში ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის უნდა შეიქმნას
პროფესიული განათლების მიღების პირობები.
2. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პროფესიული განათლების დროს უპირატესობა ეძლევა იმ
პროფესიებს, რომელთა შესწავლაც პენიტენციური დაწესებულების პირობებშია შესაძლებელი.
3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ პროფესიული განათლების მიღების წესი და შესაბამის
სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
მუხლი 134. მსჯავრდებულის უმაღლესი განათლება
1. მსჯავრდებულს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა) უფლება აქვს,
ისარგებლოს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების მიღების
უფლებით, ხოლო არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს −
აკადემიური
უმაღლესი
განათლების
პირველ
საფეხურზე
განათლების
მიღების
უფლებით.
მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე განათლების
მიღების წესი და შესაბამის სპეციალობათა ჩამონათვალი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
2. მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას იღებს:
ა) ციფრული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების
უზრუნველყოფას
პირდაპირი
ტელეხიდის
გზით,
სპეციალური
ელექტრონული
პლატფორმების
მეშვეობით;
ბ) კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს საკონტაქტო პირის დახმარებით
მსჯავრდებულისთვის აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უზრუნველყოფას სასწავლო მასალის
მიწოდებისა და წერილობითი ფორმის გამოყენებით.
3. მსჯავრდებულის მიერ აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება უზრუნველყოფილი უნდა
იქნეს, რამდენადაც შესაძლებელია, ციფრული სწავლების ფორმით.
4.
მსჯავრდებულის
უმაღლესი
განათლება
ფინანსდება
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. ამ კოდექსის 34-ე მუხლის მე-16 ნაწილით ან 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებულ
შემთხვევაში მსჯავრდებულს შესაბამისი საფუძვლის აღმოფხვრამდე ეზღუდება აკადემიური უმაღლესი
განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება.
6. მსჯავრდებულს დისციპლინური პატიმრობის მოხდისა და სამარტოო საკანში მოთავსების
პერიოდში ეზღუდება სასწავლო პროცესში მონაწილეობის უფლება.
თავი XXII. მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია
მუხლი 135. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია
1. მსჯავრდებულის რესოციალიზაცია არის მსჯავრდებულში საზოგადოების, სხვა ადამიანების,
ზნეობის ნორმებისა და ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული წესებისადმი პატივისცემისა და
პასუხისმგებლობის გრძნობის ჩამოყალიბება.
2. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ძირითადი საშუალებებია:
ა) სასჯელის მოხდა დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) სარეაბილიტაციო პროგრამების განხორციელება;
გ) მსჯავრდებულთა დასაქმება;
დ) ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების მიღება;
ე) პროფესიული მომზადება და გადამზადება;
ვ) საზოგადოებასთან ურთიერთობა.
3. მსჯავრდებულის რესოციალიზაციის საშუალებები გამოიყენება დანიშნული სასჯელის სახის,
ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მსჯავრდებულის პიროვნების, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობისა და
ქცევის გათვალისწინებით.
4.
მსჯავრდებულის
რესოციალიზაციას
სამსახური
და
პენიტენციური
დაწესებულებები
უზრუნველყოფენ სოციალური მუშაკებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სხვა პირების მეშვეობით.
5. მსჯავრდებულთა პროფესიულ მომზადებასა და გადამზადებას მინისტრის ბრძანებით დადგენილი
წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირი
−
მსჯავრდებულთა
პროფესიული
მომზადებისა
და
გადამზადების ცენტრი
მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი).
(შემდგომ
−
6. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი უფლებამოსილია
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად დააფუძნოს სამეწარმეო
იურიდიული პირი ან/და არასამეწარმეო იურიდიული პირი.
მუხლი 136. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ამოცანები
1. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთან ტარდება სარეაბილიტაციო
მუშაობა, რომლის მიზანია:
ა) მსჯავრდებულში კანონის, სხვა ადამიანების, შრომის, ადამიანთა თანაცხოვრების დამკვიდრებული
წესებისა და ნორმებისადმი პატივისცემის გრძნობის ჩამოყალიბება;
ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებულთა შორის ნორმალური ფსიქოლოგიური
ატმოსფეროს შექმნა;
გ) მსჯავრდებულთა განათლებისა და პროფესიული დონის ამაღლება;
დ) მსჯავრდებულთა გათავისუფლებისათვის მომზადება;
ე) სხვადასხვა დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაცია.
2. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა გათვალისწინებული იქნება მსჯავრდებულის
გამოსწორების ხარისხის შეფასებისას და მის მიმართ წახალისების ფორმის გამოყენებისას.
მუხლი 137. მსჯავრდებულთა სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზება
1.
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
სარეაბილიტაციო პროგრამების
ორგანიზებას
უზრუნველყოფს ამ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
2. სამსახური მსჯავრდებულთა რეაბილიტაციის მიზნით თანამშრომლობს სახელმწიფო უწყებებთან
და სხვა ორგანიზაციებთან.
3.
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულების
დღის
განრიგი
უნდა
ითვალისწინებდეს
სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა მონაწილეობის დროს.
4. სარეაბილიტაციო პროგრამებში მონაწილეობა ხდება მსჯავრდებულის თანხმობით.
5. მსჯავრდებულთან სარეაბილიტაციო მუშაობა ტარდება მისი პიროვნული თვისებებისა და
ჩადენილი დანაშაულის ხასიათის გათვალისწინებით.
6. პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ სრულწლოვან მსჯავრდებულთა რეაბილიტაციისა და
რესოციალიზაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის
მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესი (შემთხვევის მართვის წესი) მტკიცდება მინისტრის
ბრძანებით.
7. პენიტენციურ დაწესებულებაში ოპიოიდებზე დამოკიდებული პირებისთვის ჩანაცვლებითი
მკურნალობის პროგრამების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრისა და საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
8. სარეაბილიტაციო პროგრამების ორგანიზებისათვის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
იქმნება
შესაბამისი
მატერიალურ-ტექნიკური
ბაზა
და,
საჭიროების
შემთხვევაში,
მოიწვევიან
სპეციალისტები.
9. ოჯახური დანაშაულის ჩამდენი პირის რეაბილიტაციის მიზნით, სამსახურის ორგანიზებით
ტარდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო
სწავლების კურსები. აღნიშნული კურსების ორგანიზებას სამსახური უზრუნველყოფს სახელმწიფო
უწყებებთან და სხვა დაინტერესებულ და შესაბამის სფეროში საქმიანობის გამოცდილების მქონე
ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.
მუხლი 138. კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელება
სამსახური ხელს უწყობს მის სისტემაში ისეთი კრიმინოლოგიური კვლევების განხორციელებას,
რომელთა მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის, დანაშაულის პრევენციისა და სარეაბილიტაციო
პროგრამების მეცნიერული შესწავლა.
თავი XXIII. სამედიცინო მომსახურება
მუხლი 139. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება და მათი ჯანმრთელობის
მდგომარეობის კონტროლი
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება ჯანმრთელობის
დაცვის სფეროში ქვეყანაში დადგენილი სამედიცინო მომსახურების მოთხოვნების შესაბამისად.
2.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
სამედიცინო
მომსახურების
სტანდარტები,
სპეციფიკური
საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტები, პენიტენციურ
დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტი და სამედიცინო მომსახურებისათვის აუცილებელი
ბაზისური მედიკამენტების ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
პატიმრობის/თავისუფლების
3.
აღკვეთის
დაწესებულებაში
მისვლისთანავე
ბრალდებული/მსჯავრდებული გადის სამედიცინო შემოწმებას.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში ერთხელ
მაინც. დაავადებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.
5.
საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
იზოლატორიდან
პენიტენციური დაწესებულებისთვის ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან დაკავშირებული სამედიცინო
ხასიათის ინფორმაციის მიწოდება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის
ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.
6.
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სხეულზე
სამედიცინო
დაზიანების
მომსახურების
დაფიქსირების
შემთხვევაში
გაწევისას,
სამედიცინო
პერსონალი ვალდებულია ამის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს.
პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი
მოპყრობის
შედეგად
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
დაზიანების აღრიცხვის წესი
მტკიცდება
მინისტრის ბრძანებით.
7. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სუიციდის პრევენციის პროგრამა მტკიცდება მინისტრის
ბრძანებით.
მუხლი 140. მკურნალობა პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში
1.
ყველა
პატიმრობის/თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებაში
უნდა
შეიქმნას
საექიმო-
სამედიცინო პუნქტი.
2.
თუ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მკურნალობა
არ
შეიძლება
განხორციელდეს
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება
გაყვანილ იქნეს ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო
სექტორის საავადმყოფოში.
3.
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
ბრალდებულთა
და
მსჯავრდებულთა
სამკურნალო
დაწესებულებასა და სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გადაყვანის წესი განისაზღვრება მინისტრის
ბრძანებით.
მუხლი 141. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პირობები
1. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანის შემთხვევაში მის
მიმღებ საავადმყოფოში ეწყობა დროებითი საგუშაგო.
2. დროებითი საგუშაგო შედგება საბადრაგო ჯგუფის წევრებისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ
დაცვასა და მეთვალყურეობას. საჭიროების შემთხვევაში დროებითი საგუშაგო შესაძლებელია გაძლიერდეს
სხვა მოსამსახურეებით.
3. იმ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც დაუდასტურდა გადამდები დაავადება ან
არსებობს
საფუძვლიანი
ეჭვი,
მკურნალობის/დიაგნოსტირების
რომ
მიზნით
იგი
გადამდები
განთავსებულია
დაავადების
სამოქალაქო
მატარებელია
სექტორის
და
საავადმყოფოში,
სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, მეთვალყურეობა შეიძლება განხორციელდეს
აგრეთვე ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით.
4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნისას:
ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის ახლო ნათესავებს (შვილი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო
შვილი ჰყავს, მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, მეუღლის მშობელი, ნაშვილები, გერი
და მისი შთამომავალი, შვილიშვილი, და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები, ბებია, პაპა, ბიძა
(დედის ძმა, მამის ძმა), დეიდა, მამიდა, ბიძაშვილი, დეიდაშვილი, მამიდაშვილი, პირი, რომელთანაც
ცხოვრობდა და საერთო მეურნეობას ეწეოდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე ბოლო 1 წლის
განმავლობაში) მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის
თანხმობით შეიძლება მიეცეთ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მინისტრის მიერ დადგენილი წესითა და
სიხშირით მონახულების უფლება;
ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების უფლება მისი მკურნალი ექიმის რეკომენდაციითა
და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით შეიძლება მიეცეს იმ პირსაც, რომელიც ამ ნაწილის
„ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული არ არის;
გ)
თუ
საავადმყოფო
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
ვერ
უზრუნველყოფს
მომვლელის
მომსახურებით, ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს, საავადმყოფოს ხელმძღვანელის
რეკომენდაციითა
და
სამსახურის
გენერალური
დირექტორის
თანხმობით,
შეიძლება
მიეცეთ
ბრალდებულთან/მსჯავრდებულთან მომვლელად ყოფნის უფლება;
დ) ბრალდებულს/მსჯავრდებულს, მკურნალობის აუცილებლობიდან გამომდინარე, მისი მკურნალი
ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეს
დამატებითი კვების პროდუქტების მიღების უფლება;
ე)
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მოთხოვნის
შემთხვევაში
მას,
სამსახურის
გენერალური
დირექტორის თანხმობით, შეიძლება მიეცეს პირადი ჰიგიენის დასაცავად საჭირო ნივთების/საშუალებების,
ტანსაცმლის, თეთრეულისა და სხვა საგნების ამანათის სახით მიღების უფლება.
5.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სამოქალაქო
სექტორის
საავადმყოფოში
ყოფნისას
მისი
მონახულების მიზნით, სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესის დაცვით, სამოქალაქო სექტორის
საავადმყოფოში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის უფლებით სარგებლობენ ამ კოდექსის 69-ე
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პირები.
6. იმ ქალი მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში გაყვანისას, რომელსაც ქალთა
სპეციალურ დაწესებულებაში ან გათავისუფლებისთვის მომზადების დაწესებულებაში ჰყავს 3 წლამდე
ბავშვი, ამ დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის
თანხმობით, შეიძლება საავადმყოფოში დედასთან ერთად ბავშვიც იქნეს გაყვანილი.
7. სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში 3 წლამდე ბავშვის გაყვანის შემთხვევაში ქალი
მსჯავრდებული,
ქალთა
სპეციალური
დაწესებულების
ან
გათავისუფლებისთვის
მომზადების
დაწესებულების ექიმის რეკომენდაციითა და სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობით, როგორც
წესი, გაყვანილი უნდა იქნეს შვილთან ერთად. ეს უფლება შეიძლება შეიზღუდოს სამსახურის გენერალური
დირექტორის დასაბუთებული გადაწყვეტილებით.
8. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში ყოფნის პერიოდში მასზე
არ ვრცელდება ამ კოდექსის 119-ე−123-ე მუხლებით გათვალისწინებული პაემნების უფლებები.
9. ამ მუხლის საფუძველზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში
გაყვანისა და ყოფნის წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
მუხლი 142. მსჯავრდებულისთვის სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარება
1.
თუ
პენიტენციურ
დაწესებულებაში
მოთავსებულ
მსჯავრდებულს,
რომლის
მიმართაც
დასრულებულია სამართალწარმოება, აღენიშნება ფსიქიკური აშლილობის ნიშნები და სამსახურის
ფსიქიატრიული
კომისია
მიზანშეწონილად
ფსიქიატრიული
დახმარების
გაწევას,
მიიჩნევს
პენიტენციური
არანებაყოფლობითი
დაწესებულების
სტაციონარული
დირექტორი
სამსახურის
ფსიქიატრიული კომისიის დასკვნის საფუძველზე მიმართავს უფლებამოსილ საექსპერტო დაწესებულებას
სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნით.
2.
პენიტენციური
დაწესებულების დირექტორი ვალდებულია
უფლებამოსილი საექსპერტო
დაწესებულების დასკვნის საფუძველზე, რომლითაც დასტურდება არანებაყოფლობითი სტაციონარული
ფსიქიატრიული
დახმარების
გაწევის
აუცილებლობა,
48
საათში
მიმართოს
სასამართლოს
არანებაყოფლობითი სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების გაწევის თაობაზე.
3. სამსახურის ფსიქიატრიული კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით.
თავი XXIV. გარდამავალი დებულებები
მუხლი 143. ბრალდებულთა განთავსების პირობები 2026 წლის 1 იანვრამდე
2026 წლის 1 იანვრამდე ამ კოდექსის 110-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო
დაწესებულებასა და პატიმრობის დაწესებულებაში უნდა იყოს არანაკლებ 3 კვ. მეტრი.
მუხლი 144. ბრალდებულის/მსჯავრდებულის პაემანი/პაემნის შეცვლა 2025 წლის 1 იანვრამდე
1. 2025 წლის 1 იანვრამდე ბრალდებული პაემნის უფლებიდან სარგებლობს მხოლოდ ხანმოკლე
პაემნის უფლებით ამ კოდექსით დადგენილი წესით.
2. 2025 წლის 1 იანვრამდე მსჯავრდებულს შეიძლება ხანმოკლე პაემანი შეეცვალოს მხოლოდ
სატელეფონო საუბრით ამ კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 145. კოდექსის ამოქმედებისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები
საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და სხვა შესაბამისმა უწყებებმა ამ კოდექსის გამოქვეყნებიდან
ერთი წლის ვადაში უზრუნველყონ ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების გამოცემა,
აგრეთვე ამ კოდექსის 146-ე მუხლით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე
გამოცემული სამართლებრივი აქტების (მათ შორის, ერთობლივი ნორმატიული აქტების) ამ კოდექსთან
შესაბამისობაში მოყვანა.
თავი XXV. დასკვნითი დებულებანი
მუხლი 146. ძალადაკარგული ნორმატიული აქტები
1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს:
ა) საქართველოს 2010 წლის 9 მარტის კანონი „პატიმრობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №12, 24.03.2010, მუხ. 49);
ბ)
საქართველოს კანონი „სპეციალური პენიტენციური
სამსახურის შესახებ“ (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 18.05.2015, სარეგისტრაციო კოდი: 100110000.05.001.017757).
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკანონმდებლო აქტების საფუძველზე
გამოცემული ნორმატიული აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება ამ
კოდექსს.
მუხლი 147. კოდექსის ამოქმედება
1. ეს კოდექსი, გარდა ამ კოდექსის პირველი−142-ე მუხლებისა და 146-ე მუხლისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კოდექსის პირველი−68-ე მუხლები, 69 მუხლის პირველი-მე-9 და მე-11 ნაწილები, ასევე 70-ე-142ე მუხლები და 146-ე მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 ოქტომბრიდან.
3. ამ კოდექსის 69-ე მუხლის მე-10 ნაწილი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
პენიტენციური კოდექსის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კოდექსის მიღების ზოგადი მიზანი
2010 წელს მიღებულ იქნა პატიმრობის კოდექსი, რომელმაც წინა პერიოდში მოქმედი „პატიმრობის
შესახებ“ საქართველოს კანონი ჩაანაცვლა. მიღების შემდეგ პატიმრობის კოდექსმა მრავალი შესწორება
განიცადა, რომელთა შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 2015-2018 წლებში განხორციელებული
რამდენიმე ცვლილება, რომელიც ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესებასა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის რეფორმას უკავშირდებოდა.
2015 წელს მიღებულ იქნა „სპეციალური პენიტეციური სამსახურის შესახებ“ საქართელოს კანონი,
რომელიც განსაზღვრავდა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სფეროში
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის
ორგანიზებას, საქმიანობის წესსა და უფლებამოსილებას, სამსახურში მიღების წესს, მოსამსახურის
სტატუსს, მისი უწყვეტი პროფესიული მომზადების სისტემას, სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და
სოციალური
დაცვის
გარანტიებს.
სამსახური
წარმოადგენდა
სპეციალური,
გასამხედროებული
ქვედანაყოფების ერთიან სისტემას, რომელიც ფუნქციონირებდა ზემოაღნიშნული სამინისტროს სისტემაში.
2018 წლის 5 ივლისს განხორციელებული ფართომასშტაბიანი საკანონმდებლო ცვლილების შედეგად,
რომლითაც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს შეუერთდა, ეს კანონი, ძირითადად, იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის საქმიანობის
ორგანიზებასა და მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას
დაეთმო. დღეის მდგომარეობით, სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასთან დაკავშირებული ცალკეული
საკითხები პატიმრობის კოდექსშიც არის ასახული, რაც მთელ რიგ შემთხვევებში იწვევს ნორმათა
დუბლირებას. რაც მთავრია, შედეგად, შესაბამისი სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა არ არის
ერთიან ჩარჩოში მოქცეული, რაც გარკვეულწილად ართულებს მისი შინაარსის აღქმას.
ზოგადად, პატიმრობისა და სასჯელის სახით დანიშნული თავისუფლების აღკვეთის აღსრულების
სფეროში ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებათა ფარგლებისა და მათი დაცვის გარანტიების
მხრივ არსებული გამოწვევების, აგრეთვე სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებასა და
მოსამსახურის
უფლება-მოვალეობებთან
დაკავშირებით
არსებული
კანონმდებლობის
კრიტიკული
ანალიზი ცხადყოფს ახალი, ერთიანი საკანონმდებლო აქტის მიღების საჭიროებას რომლითაც, ერთი მხრივ,
გაფართოვდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების შინაარსი და გამყარდება ამ უფლებათა
დაცვის გარანტიები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, ისე, რომ ზიანი არ მიადგეს პენიტენციური
სისტემისა და დაწესებულების უსაფრთხოებას, ხოლო, მეორე მხრივ, განხორციელდება საკუთრივ
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
ორგანიზებასა
და
საქმიანობის
ადმინისტრირებასთან
დაკავშირებული ცვლილებები, მათ შორის, ამავე სამსახურის მოსამსახურეთათვის სოციალური დაცვის
გარანტიების
გაფართოების
თვალსაზრისით,
რაც
ასევე
ხელს
შეუწყობს
სისტემის
გამართულ
ფუნქციონირებას.
ზემოაღნიშნული მიდგომა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი განვითარების გეგმის
ფარგლებში გაცხადებულ საქართველოს კანონმდებლობის კოდიფიცირების გეგმასაც ეხმიანება, რომელიც
მიზნად ისახავს კანონმდებლობის სისტემატიზაციის ხარისხის გაუმჯობესებას საკანონმდებლო აქტების
დაჯგუფების, შინაარსობრივად მსგავსი აქტების კოდიფიცირებისა თუ ახალი აქტების შემუშავების გზით.
ანალოგიური ამოცანა - სისტემატიზაციის ხარისხისა და სამართლებრივი სიცხადის გაუმჯობესებისთვის
კანონმდებლობის ფართომასშტაბიანი კოდიფიკაცია - ეროვნული განვითარების 10-წლიანი სტრატეგიის
შემუშავების პროცესში ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა. კანონმდებლობის
კოდიფიკაციის რეფორმის პირველი ნაბიჯი იუსტიციის სამინისტროს მიერ პენიტენციური სფეროს
მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტების კოდიფიკაციის სახით უნდა გადაიდგას, რაც, მოცემულ
შემთხვევაში მოიაზრებს კოდიფიკაციას არა მხოლოდ ფორმალური გაგებით, არამედ, ასევე, არსებულ
რეგულაციებში საკმაოდ მასშტაბური შინაარსობრივი ცვლილებების განხორციელებას, რომლებიც მიზნად
ისახავს, ერთი მხრივ, არსებული ხარვეზების აღმოფხვრას, ხოლო, მეორე მხრივ, როგორც აღვნიშნეთ,
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის პროცესში ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტის კიდევ
უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას.
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებების დაცვა პენიტენციურ დაწესებულებებში
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ქვეყანაში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებრივი
მდგომარეობა, აგრეთვე, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობისა და სასჯელის სახით თავისუფლების
აღკვეთის აღსრულების მხრივ არსებული სიტუაცია ამავე ქვეყანაში ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის
ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია. აქედან გამომდინარე, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული
ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების უფლებათა შინაარსი და მათი დაცვის საკანონმდებლო და
არასაკანონმდებლო გარანტიები, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საყოფაცხოვრებო პირობები და
გარესამყაროსთან ურთიერთობა სახელმწიფოს, მისი ინსტიტუციებისა და საზოგადოების მუდმივი
ყურადღებისა და მზრუნველობის საგანია. მათ გასაუმჯობესებლად და მოქმედი კანონმდებლობის
ცხოვრებაში ღირსეულად გასატარებლად სახელმწიფო ბოლო წლებში პერმანენტულად მიმართავს
სხვადასხვა სახის ღონისძიებებს. შედეგად, ამ მიმართულებით სახეზეა მნიშვნელოვანი პროგრესი, რითაც
საქართველოს პენიტენციური სისტემა პატიმართა უფლებების შინაარსისა და მოცულობის, აგრეთვე
პატიმრობისა და სასჯელის აღსრულების მდგომარეობის თვალსაზრისით ერთ-ერთი გამორჩეული და
აღიარებულია რეგიონში.
მიუხედავად ამ სფეროში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესისა, ქვეყანაში არსებობს საჭიროება და,
რაც მთავარია, რესურსი იმისათვის, რათა არსებული მდგომარეობა კიდევ უფრო გაუმჯობესდეს. ამასთან,
სახელმწიფო
დიდ
ყურადღებას
უთმობს
იმ
სახელმწიფო
ინსტიტუციებისა
და
საერთაშორისო
ორგანიზაციების რეკომენდაციებს, რომლებიც ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საქმიანობენ და, სხვა
საკითხებს შორის, პატიმართა უფლებების დაცვისკენ აქტიურ ძალისხმევას მიმართავენ. ამ მხრივ,
მნიშვნელოვანია აღინიშნოს საქართველოს პარლამენტის საქმიანობა (მათ შორის, განხორციელებული
საკანონმდებლო ინიციატივების სახით), საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობა (ყოველწლიური
ანგარიშები და მათში ასახული რეკომენდაციები), არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, აგრეთვე,
სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების აქტივობები, განსაკუთრებით, ევროპის საბჭოს წამების
საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) საქმიანობა.
ბუნებრივია, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური,
რომლებიც მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ვითარებაზე
და აკისრიათ პასუხისმგებლობა პატიმართა პენიტენციურ დაწესებულებებში ყოფნის პირობებზე,
ცდილობენ, არა მხოლოდ გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული ინსტიტუციებისა და ორგანიზაციების მიერ
წარდგენილი რეკომენდაციები,
არამედ
პროაქტიულადაც
მიმართავენ
ძალისხმევას პენიტენციურ
დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და,
ზოგადად, საპატიმრო სასჯელის აღსრულების სტანდარტის უფრო მაღალ საფეხურზე ასაყვანად. აქვე უნდა
აღინიშნოს,
რომ
პატიმართა
უფლებრივი
მდგომარეობისა
და
საყოფაცხოვრებო
პირობების
გაუმჯობესებისკენ მიმართული ნაბიჯები გონივრულ ბალანსში უნდა იყოს პენიტენციურ დაწესებულებაში
უსაფრთხოების
დაცვის
მდგომარეობასთან,
რის
გამოც
ყოველი
ინიციატივა,
რომელიც
ამ
მდგომარეობის/პირობების გაუმჯობესებისაკენ არის მიმართული, გულდასმით უნდა იქნეს შესწავლილი
და გააზრებული.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზება და მოსამსახურის სოციალური გარანტიები
სპეციალური პენიტენციური სამსახური, პირობითად, ორ ნაწილად იყოფა; პატიმრობისა და
თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას სამსახური უზრუნველყოფს სპეციალური და სამოქალაქო
დანაყოფების მეშვეობით.
სპეციალური დანაყოფები აერთიანებს პენიტენციურ დაწესებულებებს და იმ
სტრუქტურულ ქვედანაყოფებს, რომელთა საქმიანობაც უშუალოდ მიმართულია პენიტენციურ
დაწესებულებათა ერთიანი მართვის, პენიტენციურ დაწესებულებებში ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
უფლებების რეალიზაციის, მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის, სამართლებრივი რეჟიმის დაცვის,
უსაფრთხოების
დაცვის,
უსაფრთხოების
სპეციალური
ღონისძიებების
განხორციელების,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
გაყვანის/გადაყვანის
და
ექსტრადიციის,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა პირადი საქმეებისა და რეესტრების წარმოების, შესაბამისი მონაცემების
დამუშავებისა და ანალიზის უზრუნველყოფისაკენ.
სამსახურის
სამსახურის სამოქალაქო დანაყოფები კი აერთიანებს სამსახურის იმ სტრუქტურულ ქვედანაყოფებს,
რომლებიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებენ სამსახურის ერთიან ლოჯისტიკურ,
სამედიცინო, ფინანსურ, ორგანიზაციულ და სამართლებრივ უზრუნველყოფას, აგრეთვე სამსახურის
გამგებლობის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის, მოსამსახურეთა (მათ შორის, სამხედრო
სავალდებულო
მოსამსახურეთა)
მიერ
სამსახურებრივი
მოვალეობებისა
და
საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა შესრულების, სამსახურში სამედიცინო მომსახურების
ხარისხის კონტროლს, შემოწმებასა და სისტემური მონიტორინგის უზრუნველყოფას.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული სპეციალური პენიტენციური სამსახურის
დებულების თანახმად, სამსახურის სპეციალური დანაყოფებია პენიტენციური დეპარტამენტი და
მსჯავრდებულთა
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
სტრუქტურეული
ქვედანაყოფი
წარმოადგენს
დეპარტამენტი.
სამოქალაქო
დანაყოფს.
სამსახურის
ესენია:
ყველა
სხვა
ადმინისტრაციული
დეპარტამენტი; ეკონომიკური დეპარტამენტი; სამედიცინო დეპარტამენტი; ადგილობრივი საბჭოების
სამსახურებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტი; საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი და
მონიტორინგის დეპარტამენტი.
სამსახურის მოსამსახურეებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ვრცელდება
მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
და მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამასთან,
სამსახურის სპეციალური და სამოქალაქო დანაყოფის მოსამსახურეებზე, რიგ შემთხვევაში, ვრცელდება
ერთგვაროვანი რეგულაციები, ხოლო გარკვეულ საკითხებზე მათ მიმართ მოქმედი რეგულაციები
განსხვავებულია (სამსახურში მიღება და სამსახურის გავლა; სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება,
თანამდებობრივი შეზღუდვები, მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიები და სხვ.).
უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სპეციალური და
სამოქალაქო დანაყოფის მომსამსახურეებად დაყოფა საკმაოდ პირობით ხასიათს ატარებს, რადგან ყოველი
დანაყოფის მოსამსახურე, კომპეტენციის ფარგლებში, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის
აღსრულებას ემსახურება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, გაუქმდეს აღნიშნული დაყოფა და
როგორც დადგენილი შეზღუდვები, ისე არსებული სამართლებრივი და სოციალური გარანტიები,
რომლებიც დღეისათვის სპეციალური დანაყოფების მოსამსახურეებზე ვრცელდება, სამსახურის ყველა
მოსამსახურეზე გავრცელდეს.
ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღების
უფლების ყველა მოსამსახურისთვის მინიჭება. დღეის მოდგომარეობით, სახელმწიფო სპეციალური წოდება
ენიჭებათ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფისა და სამოქალაქო დანაყოფის
მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეებს, თუმცა, აღსანიშნავია, რომ 2015 წლის 1 სექტემბრამდე –
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში სპეციალური და სამოქალაქო
დანაყოფების შექმნამდე, სისტემაში დასაქმებულ ყველა მოსამსახურეს, სამუშაო სტაჟის შესაბამისად,
ენიჭებოდა სახელმწიფო სპეციალური წოდება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილია, სახელმწიფო
სპეციალური წოდება მიენიჭოს ყველა მოსამსახურეს, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირებისა.
მოსამსახურისთვის სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭება თავისთავად წარმოშობს
წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის, ასევე, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში
– სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებას.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაზღვევით ისარგებლოს არა მხოლოდ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ნაწილმა (დღეს − სპეციალური დანაყოფის
მოსამსახურეები), არამედ, ყველა მოსახურემ, რითაც ამ და ზემოაღნიშნული სოციალური დაცვის
გარანტიების მიღებით სპეციალური პენიტენციური სამსახური მოსამსახურეები უფლებრივად
გაუთანაბდრდნენ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დამცველ სხვა ორგანოთა თანამშრომლებს.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა პირობითი დაყოფის გაუქმება, ბუნებრივია,
არ გულისხმობს იმას, რომ სამსახურის მოსამსახურეთა იმ ნაწილზე, რომელთა სამსახურებრივი
მოვალეობები სპეციფიკურია, არ უნდა გავრცელდეს სპეციალური მოთხოვნები და სამსახურის გავლის
წესები. ამ მიზნით, იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება შესაბამისი სტრუქტურული
ქვედანაყოფები, რომელთა მოსამსახურეების მიმართ დადგინდება სამსახურში მიღებისა და სამსახურის
გავლის სპეციალური წესები.
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
მიზანშეწონილია
მიღებულ
იქნეს
ახალი
საკანონმდებლო აქტი − პენიტენციური კოდექსი, რომელიც ზემომითითებული ინიციატივები იქნება
ასახული.
ახალი პენიტენციური კოდექსის პროექტზე მუშაობის პროცესში აქტიური კონსულტაციები
მიმდინარეობდა საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, საქართველოს პარლამენტის ადამიანის
უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან. აღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში კოდექსის
პროექტის ძირითადი პრინციპებისა და შინაარსის განხილვას რამდენიმე ერთობლივი/ინდივიდუალური
სამუშაო შეხვედრა დაეთმო, რომელთა ფარგლებშიც მოხდა კანონპროექტის ძირითად პრინციპებზე
შეჯერება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონმდებლობის კოდიფიკაცია, რომელიც მომიჯნავე საზოგადოებრივი
ურთიერთობების
მომწესრიგებელი ნორმების ერთიან საკანონმდებლო აქტში კონსოლიდაციას გულისხმობს, თავისთავად
მოიაზრებს საკანონმდებლო აქტის მიღებას. აქედან გამომდინარე, ამჟამად მოქმედი პატიმრობის
კოდექსითა
და
„სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებული რეგულაციების არა მხოლოდ გაერთიანება, არამედ, არაერთი მიმართულებით ამ
რეგულაციების ცვლილებაც, საჭიროებს ერთიანი საკანონმდებლო აქტის მიღებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
პენიტენციური კოდექსის მიღებით ერთ საკანონმდებლო აქტში მოექცევა დღეისათვის მოქმედი
პატიმრობის კოდექსითა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული
საკითხები,
დაზუსტდება
პატიმრობისა
და
თავისუფლების
აღკვეთასთან
დაკავშირებული ზოგიერთი რეგულაცია, ასევე, გაუმჯობესდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა
უფლებრივი მდგომარეობა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა სოციალური
დაცვის გარანტიები.
ზოგადი საკითხები
• პენიტენციურ კოდექსში სპეციალური პენიტენციური სამსახურის მართვასა და მის სამართლებრივი
სტატუსთან დაკავშირებული, აგრეთვე სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპების,
ამოცანებისა და უფლებამოსილებების ამსახველი რეგულაციების მოქცევით, რომლებიც მოქმედ
პატიმრობის კოდექსსა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონშია მოცემული, შესაბამისი კანონმდებლობა გახდება უფრო მარტივად აღსაქმელი, აგრეთვე
აღმოიფხვრება ცალკეულ საკითხებთან დაკავშირებით არსებული ნორმების დუბლირება;
• პენიტენციურ კოდექსში გაჩნდება პირდაპირი სამართლებრივი საფუძვლები საქართველოს
იუსტიციის მინისტრის იმ ნორმატიული აქტების გამოცემისთვის, რომლებიც დღეს არაპირდაპირი
საფუძვლით (პატიმრობის კოდექსის ან „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი/პუნქტი) არის გამოცემული. ამავდროულად,
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრის
გათვალისწინებით, იუსტიციის მინისტრს კვლავ ექნება შესაძლებლობა, კანონქვემდებარე დონეზე
მოაწესრიგოს ყველა ის საკითხი, რომელიც კოდექსით არის გათვალისწინებული.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურე
• გაუქმდება სამსახურის სპეციალურ და სამოქალაქო დანაყოფებად დაყოფა (დღეს სამსახურის
სპეციალური დანაყოფებია პენიტენციური დაწესებულებები, პენიტენციური დეპარტამენტი და
მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო ყველა სხვა სტრუქტურული
ქვედანაყოფი − სამოქალაქო დანაყოფი). დანაყოფების გაუქმებით არსებული რეგულაციების დიდი
ნაწილი, რომლებიც მხოლოდ სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა,
გავრცელდება ყველა თანამშრომელზე (მაგ., საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფა; სიცოცხლისა
და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევა; თანამდებობრივი შეუთავსებლობა;
სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა). სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფები,
რომელთა მოსამსახურეებზეც სამსახურში მიღებისა და სამსახურის გავლის განსხვავებული წესები
გავრცელდება (სერტიფიცირება; სამუშაო დრო, ასაკობრივი შეზღუდვა, უნიფორმა), განისაზღვრება
მინისტრის ბრძანებით;
• გაფართოვდება სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე. თუკი სახელმწიფო
სპეციალური წოდება დღემდე მხოლოდ სპეციალური დანაყოფის (პენიტენციური დაწესებულებები,
პენიტენციური და მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტები) და
მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეს ჰქონდა, ახალი კოდექსით სპეციალური წოდება
მიენიჭება ყველა მოსამსახურეს. აქედან გამომდინარე, მათზე გავრცელდება შესაბამისი სოციალური
დაცვის გარანტიები. სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა გაფართოება იმ გარემოებითაც
არის განპირობებული, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი ორგანოს
შემადგენლობაში მყოფ პირად, არსებითად, ითვლება არა მხოლოდ სპეციალური პენიტენციური
სამსახურის სპეციალური დანაყოფის მოსამსახურე (დღევანდელი მდგომარეობით), არამედ ამავე
სამსახურის ყველა მოსამსახურე. აქედან გამომდინარე, მათზე გავრცელდება საქართველოს
კონსტიტუციის 23-ე მუხლის მე-2 პუნქტითა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეკრებისა და მანიფესტაციის
უფლების შეზღუდვა. ანალოგიურად, პირს, რომელიც სამუშაოდ მიიღება სამსახურში, შეუწყდება
პოლიტიკური პარტიის წევრობა. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა
გავრცელდება ყველა
მოსამსახურის მიმართ (დღეისათვის აღნიშული შეზღუდვა მხოლოდ სპეციალური დანაყოფის
მოსამსახურეების მიმართ მოქმედებს);
• თანამდებობრივი შეუთავსებლობა, რომლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა
თანამდებობა რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულებაში ან კერძო დაწესებულებაში, აგრეთვე
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა
სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა და შეთავსებით შესაბამისი
სამინისტროს სისტემაში სხვა თანამდებობის დაკავებისა, არ გავრცელდება სამსახურის სამედიცინო
პერსონალზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პენიტენციურ დაწესებულებებში დეფიციტური და სათანადო
კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის მოზიდვას ისე, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ,
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მუშაობისა და შრომითი გასამრჯელოს მიღების გარდა,
პარალელურად, სხვა დაწესებულებაშიც ეწეოდნენ საქმიანობას, შესაბამისი ანაზღაურებით;
• მოწესრიგდება მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხი. ყველა მოსამსახურე მიიღებს
თანამდებობრივ სარგოს, წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა
ოდენობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ამასთან, რჩება შესაძლებლობა, რომ
მოსამსახურეს, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური
დატვირთვის გათვალისწინებით, მიეცეს სახელფასო დანამატი მინისტრის ბრძანებით დადგენილი
წესით. ამასთან, მოსამსახურეს, მსგავსად დანამატებისა, წოდებრივი სარგო არ მიეცემა ან შეიძლება
შეუმცირდეს მის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი
• 2024 წლის 1 იანვრიდან საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული ჯგუფის
წევრი უფლებამოსილი იქნებიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში,
სადაც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ
ხორციელდება.1 ამასთან, სპეციალური ოთახი უნდა მოეწყოს პენიტენციური დაწესებულების
დებულების შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სახალხო დამცველისა და
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება.
• საკანონმდებლო დონეზე იქნება გარანტირებული, რომ საერთო სარგებლობის საშხაპეებსა და
საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში დაუშვებელი იქნება ვიზუალური ან/და ელექტრონული
1 გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება (დღეს ეს აკრძალვა მხოლოდ კანონქვემდებარე
აქტით არის განსაზღვრული); ამასთან, საერთო სარგებლობის საპირფარეშოებში ვიზუალური ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება დასაშვები იქნება მხოლოდ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
თვითმკვლელობისა
და
თვითდაზიანების
თავიდან
2
ასაცილებლად.
• დისციპლინური
სამართალწარმოების
პროცესში
მისი
მტკიცებულებად
გამოყენების
უზრუნველსაყოფად, ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის
განხორციელებისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის დაფიქსირების
შემთხვევაში მასალა დაარქივდება განსაზღვრული ვადით.3
გაციფრულება
• შესაძლებელი იქნება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრების წარმოება ელექტრონული
ფორმით.
• შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დაქტილოსკოპირების
განხორციელება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით და შესაბამისი მონაცემები აისახოს
ელექტრონულ არქივში.
პაემანი
• ბრალდებულს შესაძლებლობა ექნება ისარგებლოს ხანგრძლივი პაემნის უფლებით, პატიმრობაში
ყოფნის განმავლობაში ერთხელ (გარდა პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვის განმავლობაში და
სამარტოო საკანში მოთავსებისას (ეს უფლება ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან).4
• განსაკუთრებული
რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს ვიდეოპაემნის უფლებით პირთა ვიწრო
წრესთან (მშობელი (მშვილებელი), დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი,
მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, და და ძმა) წლის განმავლობაში 2-ჯერ, ხოლო
წახალისების სახით − წლის განმავლობაში ერთხელ, დამატებითი ვიდეოპაემნის სახით.
• მსჯავრდებულს ექნება პაემნის გარესამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით (უფლებით)
ჩანაცვლების შესაძლებლობა. კერძოდ, მას შესაძლებლობა ექნება ხანმოკლე პაემანი შეიცვალოს
ვიდეოპაემნით, ხანგრძლივი პაემანი − ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით,
ხოლო საოჯახო პაემანი (ქალ მსჯავრდებულს) − ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო
საუბრით (ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან).5
• ყველა სახის პაემნით სარგებლობა შესაძლებელი ხდება საფასურის გადაუხდელად. დღეის
არსებული
მდგომარეობით,
საფასური
დაწესებულია
ხანგრძლივი
პაემნისთვის.
კერძოდ,
ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა ხორციელდება მსჯავრდებულის ან სტუმრის ხარჯზე უნაღდო
ანგარიშსწორებით. თითოეული ხანგრძლივი პაემნის საფასურის ოდენობა განისაზღვრება 60
ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში − 30 ლარით (თუ მსჯავრდებულს
ხანგრძლივი პაემანი გაუგრძელდება არაუმეტეს 47 საათისა, საფასურის ოდენობა განისაზღვრება 120
ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – 60 ლარით). აქედან
გამომდინარე, მსჯავრდებულებს/მათ სტუმრებს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისთვის აღარ
2 გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
3 გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
4 გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
5 გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
მოუწევთ საფასურის გადახდა, რაც დადებითად აისახება მათ მატერიალურ მდგომარეობაზე. გარდა
ამისა, ვიდეოპაემნის უფლებით სარგებლობის რაოდენობა, კანონქვემდებარე აქტის ნაცვლად,
საკანონმდებლო აქტით განისაზღვრება.
• საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების, ასევე ვიდეოპაემნის ორგანიზებას და ინფრასტრუქტურულ და
მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას განახორციელებს სპეციალური პენიტენციური
სამსახური, ნაცვლად სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოსი.
სატელეფონო საუბარი და კორესპონდენცია
• თითოეული პენიტენციური დაწესებულების მიხედვით დღეისათვის დადგენილი სატელეფონო
საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად
გარდაიქმნება. მინისტრი უფლებამოსილი იქნება, პენიტენციური შესაბამისი პენიტენციური
დაწესებულების ინფრასტრუქტურისა და საამისოდ მნიშვნელოვანი სხვა გარემოებების
გათვალისწინებით, შესაბამის პენიტენციური დაწესებულების დებულებით დაწესებულებაში
გაზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა. ამასთან, შენარჩუნდება
წახალისების სახით დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება.
უნდა აღინიშნოს, რომ როგორც ევროპის სახელმწიფოთა კანონმდებლობისა და პრაქტიკის კვლევა
აჩვენებს, სატელეფონო საუბრის ლიმიტებთან დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი მიდგომა. ასეთი
ლიმიტები, უმეტესწილად, დადგენილია კანონქვემდებარე დონეზე და ერთმანეთისგან
განსხვავდება ქვეყნების მიხედვით.
ციხის ევროპული წესების თანახმად, პატიმრებს უნდა შეეძლოთ, რაც შეიძლება ხშირად იქონიონ
ურთიერთობა წერილით, ტელეფონით თუ კომუნიკაციის სხვა საშუალებით თავიანთ ოჯახებთან,
სხვა პირებთან და ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.6 ციხის ადმინისტრაცია უნდა დაეხმაროს
პატიმრებს გარე სამყაროსთან ადეკვატური კონტაქტის შენარჩუნებაში და უნდა უზრუნველყოს
ისინი შესაბამისი მხარდაჭერით.7
• პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს
შეეძლებათ ისარგებლონ ერთმანეთთან სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით ეს უფლებები
შესაძლებელია შეიზღუდოს პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მიერ, გამოძიებისა და
დაწესებულების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.8
• ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიმოწერის, სატელეფონო საუბრისა და ამანათის გაგზავნის უფლება
შეეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. დღეისთვის ეს უფლებები
ეზღუდება მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
•
პენიტენციურ
დაწესებულებას
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
უფლება
არ
კორესპონდენცია,
სპეციალური საგამოძიებო სამსახური.
6 ციხის ევროპული წესები, პარა. 24.1.
7 იქვე, პარა. 24.5.
8 გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
ექნება
შეაჩეროს
ან
შეამოწმოს
როდესაც
ადრესატი
ან
ადრესანტია
• პენიტენციურ
დაწესებულებათა
სისტემური
მონიტორინგის
დროს
განხორციელდება
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საჩივრების პერიოდული ანალიზი და შესაბამისი რეაგირება.9
განთავსება
• გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი
იქნება ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც. ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც
აქვს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს.
საცხოვრებელი პირობები
• გაიზრდება ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა და ის გაუთანაბრდება
მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს, კერძოდ, გახდება არანაკლებ 4 კვ. მეტრი (ამოქმედდება 2026
წლის 1 იანვრიდან).
• რადიომიმღების და ტელევიზორის შეძენას აღარ დასჭირდება დირექტორის სპეციალური
თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენებით დაირღვევა დაწესებულების დებულება და სხვა
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება,
ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს10.
• ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ
ამჟამად
ყოველდღიურად
განსაზღვრული
კვების
რაოდენობა გახდება მინიმუმი და იქნება არანაკლებ სამჯერადი.
• კოდექსში
აღინიშნება,
რომ
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
საცხოვრებელი
პირობები
მიესადაგებოდეს პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას და საშიშროებას არ უქმნიდეს
დაწესებულების
ნორმალურ
ფუნქციონირებას.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული დასაშვები საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის
ჩამონათვალი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით.
განათლება
• ყველა მსჯავრდებულს მიენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება, გარდა
საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა (ამჟამად ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული
მსჯავრდებული და ის დაბალი რისკის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში).
•
მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას მიიღებს:
– ციფრული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას
პირდაპირი ტელეხიდის გზით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით ან
– კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების
მიღებას საკონტაქტო პირის დახმარებით მსჯავრდებულისთვის სასწავლო მასალის მიწოდებით,
წერილობითი ფორმების გამოყენებით.
ბრალდებულთა მხარდამჭერი პროგრამები
• შესაძლებელი იქნება ბრალდებულის ჩართვა ბრალდებულთა მხარდამჭერ პროგრამებში, მისივე
თანხმობით, ბრალდებულის სტატუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით.11
9 გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
10 გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
11 გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
სამედიცინო მომსახურება
• ბრძანებიდან კოდექსში გადმოინაცვლებს სამედიცინო პერსონალის ვალდებულება, პენიტენციურ
დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე
დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის
საგამოძიებო ორგანოს.12
• ის პირები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის
უფლებით სარგებლობენ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების მიზნით ასევე
ისარგებლებენ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის
უფლებით, სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესის დაცვით.
ჯანმრთელობის
მდგომარეობის შემოწმების შესახებ შედგენილი ცნობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად
საქმის ნაცვლად, სამედიცინო ბარათში შეინახება.13
• პენიტენციურ
დაწესებულებაში
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიღებისას
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
პენიტენციური კოდექსის პროექტი არაერთ სიახლეს ითვალისწინებს როგორც სპეციალური
პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ორგანიზების, ისე - პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის
აღსრულების პროცესის ცალკეული საკითხების მოწესრიგების, აგრეთვე, აღსრულების პროცესში
ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებათა გაფართოების თვალსაზრისით.
სტრუქტურული თვალსაზრისით, კოდექსი 3 წიგნისგან შედგება:
წიგნი პირველი − „ზოგადი დებულებები. პენიტენციური სისტემა“ 8 თავისგან შედგება: თავი I −
ზოგადი დებულებები; თავი II − პენიტენციური სისტემის ორგანიზება; თავი III − სპეციალური
პენიტენციური სამსახურის საქმიანობის ძირითადი პრინციპები, ამოცანები და უფლებამოსილება.
სამსახურის დანაყოფები; თავი IV − მოსამსახურე. სამსახურში მიღება და სამსახურის გავლა; თავი V −
მოსამსახურის უფლებები და მოვალეობები. სამსახურის გავლის პირობები. მოსამსახურის
სამართლებრივი, უსაფრთხოებისა და სოციალური დაცვის გარანტიები; თავი VI − მოსამსახურის
სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტა, სამსახურიდან
დათხოვნა/გათავისუფლება და სამსახურში აღდგენა; თავი VII − პენიტენციური დაწესებულებები და თავი
VIII − თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები;
წიგნი მეორე − „პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულება“ 7 თავისგან შედგება: თავი IX −
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების საფუძვლები. ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიღების წესი და პირადი საქმის წარმოება; თავი X − პატიმრობის აღსრულების წესი; თავი XI −
თავისუფლების აღკვეთის აღსრულება; თავი XII − პენიტენციური დაწესებულების ფუნქციონირება.
პენიტენციური დაწესებულების უსაფრთხოება; თავი XIII − ბრალდებულის/მსჯავრდებულის
დისციპლინური პასუხისმგებლობა. მსჯავრდებულის დისციპლინური პატიმრობა; თავი XIV −
პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების მონიტორინგი და თავი XV − სასჯელის
მოხდისაგან გათავისუფლება;
წიგნი მესამე − „ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებრივი მდგომარეობა. მსჯავრდებულის
რესოციალიზაცია“ 8 თავისგან შედგება: თავი XVI − ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი
მდგომარეობა; თავი XVII − მოთხოვნა და საჩივარი; თავი XVIII − ბრალდებულისა და მსჯავრდებულის
12 გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
13 გათვალისწინებულია სახალხო დამცველის რეკომენდაცია.
საცხოვრებელი პირობები; თავი XIX − ბრალდებულისა და მსჯავრდებულის კომუნიკაცია
გარესამყაროსთან;
თავი
XX
−
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
შრომა;
თავი
XXI
−
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განათლება; თავი XXII − მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია; თავი XXIII
− სამედიცინო მომსახურება.
კოდექსი ასევე მოიცავს პრეამბულას, გარდამავალ (თავი XXIV) და დასკვნით (თავი XXV) დებულებებს.
ძირითადი ცვლილებები:
• პენიტენციურ კოდექსში ერთიანდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის მართვასთან და მის
სამართლებრივი სტატუსთან დაკავშირებული რეგულაციები, აგრეთვე სამსახურის საქმიანობის
ძირითადი პრინციპები, ამოცანები და უფლებამოსილებები, რომლებიც მოქმედ პატიმრობის
კოდექსსა და „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონშია მოცემული;
• პენიტენციურ
კოდექსში
გაჩნდება
პირდაპირი
სამართლებრივი
საფუძვლები
საქართველოს
იუსტიციის მინისტრის იმ ნორმატიული აქტების გამოცემისთვის, რომლებიც დღეს არაპირდაპირი
საფუძვლით (პატიმრობის კოდექსის ან „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 ნაწილი/პუნქტი) არის გამოცემული. ამავდროულად,
შენარჩუნდა ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს იუსტიციის მინისტრს უფლება აქვს
მოაწესრიგოს ყველა ის საკითხი, რომელიც კოდექსით არის გათვალისწინებული;
• უქმდება სამსახურის სპეციალურ და სამოქალაქო დანაყოფებად დაყოფა (დღეს სამსახურის
სპეციალური დანაყოფებია პენიტენციური დაწესებულებები, პენიტენციური დეპარტამენტი და
მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის დეპარტამენტი, ხოლო ყველა სხვა სტრუქტურული
ქვედანაყოფი − სამოქალაქო დანაყოფი);
• დანაყოფების გაუქმებით არსებული რეგულაციების დიდი ნაწილი, რომლებიც მხოლოდ
სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეებზე ვრცელდებოდა, გავრცელდება ყველა თანამშრომელზე
(მაგ., საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფა; სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო
სახელმწიფო დაზღვევა; თანამდებობრივი შეუთავსებლობა; სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნა);
• სამსახურის ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფები, რომელთა მოსამსახურეებზეც სამსახურში
მიღებისა და სამსახურის გავლის განსხვავებული წესები გავრცელდება (სერტიფიცირება; სამუშაო
დრო, ასაკობრივი შეზღუდვა, უნიფორმა), განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით;
• თუკი
სახელმწიფო
(პენიტენციური
სპეციალური
დაწესებულებები,
წოდება
დღემდე
პენიტენციური
და
მხოლოდ
სპეციალური
მსჯავრდებულთა
დანაყოფის
რესოციალიზაციის
დეპარტამენტები) და მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეს ჰქონდა, ახალი კოდექსით
სპეციალური
წოდება
ენიჭება
ყველა
მოსამსახურეს
(გარდა
შრომითი
ხელშეკრულებით
დასაქმებული პირებისა). აქედან გამომდინარე, მათზე გავრცელდება შესაბამისი სოციალური
დაცვის გარანტიები;
• „მოქალაქეთა
პოლიტიკური
გაერთიანებების
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
ანალოგიურად, მიეთითება, რომ პირს, რომელიც სამუშაოდ სამსახურში
კანონის
მიიღება, უწყდება
პოლიტიკური პარტიის წევრობა. ამასთან, აღნიშნული შეზღუდვა გავრცელდება ყველა
მოსამსახურის მიმართ (დღეს აღნიშული შეზღუდვა მხოლოდ სპეციალური დანაყოფის
მოსამსახურეების მიმართ მოქმედებს);
• შეკრების ან მანიფესტაციის ორგანიზება, ჩატარება და გაფიცვა, აგრეთვე მათში მონაწილეობა
აეკრძალება ყველა მოსამსახურეს (დღეს ეს აკრძალვა მხოლოდ სპეციალური დანაყოფის
მოსამსახურეების მიმართ მოქმედებს);
• თანამდებობრივი
შეუთავსებლობა არ გავრცელდება სამსახურის სამედიცინო პერსონალზე,
რომელიც საქმიანობას ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში;
• მოწესრიგდება მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხი. ყველა მოსამსახურე მიიღებს
თანამდებობრივ სარგოს, წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელთა
ოდენობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. ამასთან, რჩება შესაძლებლობა, რომ
მოსამსახურეს, ზეგანაკვეთური მუშაობის ან/და განსაკუთრებით საპასუხისმგებლო ფუნქციური
დატვირთვის გათვალისწინებით, მიეცეს სახელფასო დანამატი მინისტრის ბრძანებით დადგენილი
წესით;
• მოსამსახურეს, მსგავსად დანამატებისა, წოდებრივი სარგო არ მიეცემა ან შეიძლება შეუმცირდეს მის
მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში;
• მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს აღარ წარმოადგენს სამსახურიდან
უკანონოდ დათხოვნილი სხვა მოსამსახურის სამსახურში აღდგენა;
• სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გაწეული საქმიანობის შესახებ
მინისტრს ანგარიშს წარუდგენს არანაკლებ წელიწადში ორჯერ, წერილობითი ფორმით;
• საქართველოს სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს მიენიჭება
უფლებამოსილება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდეს სპეციალურ ოთახში, სადაც
ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ
ხორციელდება. სპეციალური ოთახი უნდა მოეწყოს პენიტენციური დაწესებულების დებულების
შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საქართველოს სახალხო დამცველისა და
სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება (ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან);
• საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება, რომ იმ ობიექტებს, სადაც დაუშვებელია ვიზუალური
ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობის განხორციელება, ემატება საერთო
სარგებლობის საშხაპეები და საერთო სარგებლობის საპირფარეშოები (დღეს ეს აკრძალვა მხოლოდ
კანონქვემდებარე აქტით არის განსაზღვრული); აქვე მიეთითება, რომ საერთო სარგებლობის
საპირფარეშოებში
ვიზუალური
ან/და ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობის
განხორციელება დასაშვებია მხოლოდ ბრალდებულის/მსჯავრდებულის თვითმკვლელობისა და
თვითდაზიანების თავიდან ასაცილებლად;
• ელექტრონული
საშუალებით
მეთვალყურეობისა
და
კონტროლის
განხორციელებისას
ბრალდებულის/მსჯავრდებულის დისციპლინური დარღვევის დაფიქსირების შემთხვევაში მასალა
დაარქივდება განსაზღვრული ვადით, დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში მისი
მტკიცებულებად გამოყენების მიზნით;
• უსაფრთხოების ღონისძიებების ჩამონათვალს ემატება დროებითი საგუშაგოს ან დამატებითი
საგუშაგოს მოწყობა. ეს რეგულაციები პენიტენციური დაწესებულებების დებულებებიდან
ამოტანილ იქნა კანონის დონეზე;
• მსგავსად წიწაკის გაზისა, დაუშვებელი იქნება, ცრემლსადენი გაზის დახურულ სივრცეში,
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში და იმ პირთა მიმართ
გამოყენება, რომლებიც უკვე იმყოფებიან შესაბამისი უფლებამოსილი პირის კონტროლის ქვეშ;
• შესაძლებელი იქნება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრების წარმოება ელექტრონული
ფორმით;
• შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება დაქტილოსკოპირების
განხორციელება ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით და შესაბამისი მონაცემები აისახოს
ელექტრონულ არქივში;
• ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, რომლითაც ისარგებლებს პატიმრობაში
ყოფნის განმავლობაში ერთხელ. ამასთან, პატიმრობაში ყოფნის პირველი 3 თვის განმავლობაში და
სამარტოო საკანში მოთავსებისას მას ხანგრძლივი პაემანი არ მიეცემა (ამოქმედდება 2025 წლის 1
იანვრიდან);
• განსაკუთრებული
რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ
მსჯავრდებულს მიენიჭება ვიდეოპაემნის უფლება პირთა ვიწრო წრესთან (მშობელი (მშვილებელი),
დედინაცვალი, მამინაცვალი, შვილი (ნაშვილები), გერი, მეუღლე, პირი, რომელთანაც საერთო
შვილი ჰყავს, და და ძმა). მსჯავრდებული ამ უფლებით ისარგებლებს წლის განმავლობაში 2
ვიდეოპაემნის, ხოლო წახალისების სახით − წლის განმავლობაში 1 დამატებითი ვიდეოპაემნის
სახით;
• მსჯავრდებულს მიენიჭება პაემნის გარესამყაროსთან ურთიერთობის სხვა ფორმით (უფლებით)
ჩანაცვლების შესაძლებლობა. ხანმოკლე პაემანი შეიძლება შეიცვალოს ვიდეოპაემნით, ხანგრძლივი
პაემანი − ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით, ხოლო საოჯახო პაემანი −
ხანმოკლე პაემნით, ვიდეოპაემნით ან სატელეფონო საუბრით (ამოქმედდება 2025 წლის 1
იანვრიდან);
• ყველა სახის პაემნით სარგებლობა შესაძლებელი ხდება საფასურის გადაუხდელად (დღეს საფასური
დაწესებულია ხანგრძლივი პაემნისთვის);
• ბრძანების ნაცლად, კოდექსით განისაზღვრება მსჯავრდებულის მიერ ვიდეოპაემნის უფლებით
სარგებლობის რაოდენობა (10 კალენდარული დღის განმავლობაში არაუმეტეს ერთი, ხოლო
წახალისების ფორმით - თვეში 1 დამატებითი ვიდეოპაემანი) და ხანგრძლივობა (ერთჯერადი
ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს). აქვე განისაზღვრება ვიდეოპაემნის
ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები (მსჯავრდებულის სურვილი ან უსაფრთხოების დაცვის მიზანი);
• საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების, ასევე ვიდეოპაემნის ორგანიზებას და ინფრასტრუქტურულ და
მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას განახორციელებს სპეციალური პენიტენციური
სამსახური, ნაცვლად სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოსი;
• თითოეული პენიტენციური დაწესებულების მიხედვით დღეისათვის დადგენილი სატელეფონო
საუბრების მაქსიმალური რაოდენობა და ხანგრძლივობა მინიმალურ რაოდენობად/ხანგრძლივობად
გარდაიქმნება. მინისტრს ენიჭება უფლებამოსილება, შესაბამისი პენიტენციური დაწესებულების
დებულებით,
დაწესებულების
ინფრასტრუქტურის
გათვალისწინებით,
დაწესებულებაში
გაზარდოს სატელეფონო საუბრების რაოდენობა და ხანგრძლივობა. ამასთან, შენარჩუნდება
წახალისების სახით დამატებითი სატელეფონო საუბრის უფლება;
• პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ოჯახის წევრ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს
მიენიჭებათ ერთმანეთთან სატელეფონო საუბარით სარგებლობის უფლება; დასაშვები იქნება მათ
შორის მიმოწერაც. ეს უფლებები შესაძლებელია შეიზღუდოს პენიტენციური დაწესებულების
დირექტორის მიერ, გამოძიებისა და დაწესებულების უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე;
• ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიმოწერის, სატელეფონო საუბრისა და ამანათის გაგზავნის უფლება
შეეზღუდება ადრესატის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. დღეისთვის ეს უფლებები
ეზღუდება მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობისთვის ან/და ოჯახში ძალადობისთვის
ბრალდებულს/მსჯავრდებულს, დაზარალებულის წერილობითი მიმართვის საფუძველზე;
• ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენციის იმ ადრესატისა და ადრესანტის ჩამონათვალს,
რომელთა შეჩერება ან შემოწმება ეკრძალება პენიტენციურ დაწესებულებას, დაემატება სპეციალური
საგამოძიებო სამსახური;
• დაწესებულების დებულების ნაცვლად, კოდექსით განისაზღვრება გათავისუფლებისთვის
მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოსათავსებლად ფაქტობრივად
მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა − ერთი წელი;
• გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი
იქნება ქალი მსჯავრდებულის განთავსებაც (ამ გზით მათზე გავრცელდება ის უფლებები, რომლებიც
აქვს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს);
• განისაზღვრება, რომ ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა გახდება არანაკლებ 4 კვ.
მეტრი (ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან);
• რადიომიმღების და ტელევიზორის შეძენას აღარ დასჭირდება დირექტორის სპეციალური
თანხმობა. იმ შემთხვევაში, თუ მათი გამოყენებით ირღვევა დაწესებულების დებულება და სხვა
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სიმშვიდე, დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილი იქნება,
ჩამოართვას ბრალდებულს/მსჯავრდებულს ტექნიკა და გადასცეს მის ახლო ნათესავს;
• ბრალდებულის/მსჯავრდებულის
მიმართ
ამჟამად
ყოველდღიურად
განსაზღვრული
კვების
რაოდენობა გახდება მინიმუმი და იქნება არანაკლებ სამჯერადი;
• კოდექსში აღინიშნება, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის საცხოვრებელი პირობები უნდა
მიესადაგებოდეს პენიტენციური დაწესებულების ინფრასტრუქტურას და საშიშროებას არ უქმნიდეს
დაწესებულების
ნორმალურ
ფუნქციონირებას.
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სარგებლობაში/საკუთრებაში არსებული დასაშვები საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ტექნიკის
ჩამონათვალი განისაზღვრება პენიტენციური დაწესებულების დებულებით;
• ყველა მსჯავრდებულს მიენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების უფლება, გარდა
საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა (ამჟამად ამ უფლებით სარგებლობს მხოლოდ
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული
მსჯავრდებული და ის დაბალი რისკის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში);
•
განისაზღვრება, რომ მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლებას იღებს:
- ციფრული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების მიღებას
პირდაპირი ტელეხიდის გზით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით;
- კორესპონდენციული სწავლების ფორმით, რაც გულისხმობს აკადემიური უმაღლესი განათლების
მიღებას საკონტაქტო პირის დახმარებით მსჯავრდებულისთვის სასწავლო მასალის მიწოდებით,
წერილობითი ფორმების გამოყენებით;
• შესაძლებელი იქნება ბრალდებულის ჩართვა ბრალდებულთა მხარდამჭერ პროგრამებში, მისივე
თანხმობით, ბრალდებულის სტატუსისთვის დამახასიათებელი სპეციფიკის გათვალისწინებით;
• თავისუფლების აღკვეთის ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 3 თვისა, მსჯავრდებულის
პენიტენციური
დაწესებულებიდან
გათავისუფლების,
მისი
საცხოვრებელი
ადგილის,
შრომისუნარიანობისა და სპეციალობის შესახებ, ეცნობება არა მხოლოდ მუნიციპალიტეტის
შესაბამისი ორგანოს, არამედ პრობაციის ბიუროსაც;
• ბრძანებიდან კოდექსში გადმოინაცვლებს სამედიცინო პერსონალის ვალდებულება, პენიტენციურ
დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების გაწევისას ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულზე
დაზიანების დაფიქსირების შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ შესაბამის
საგამოძიებო ორგანოს;
• ის პირები, რომლებიც პენიტენციურ დაწესებულებაში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის
უფლებით სარგებლობენ, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მონახულების მიზნით ასევე
ისარგებლებენ სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში სპეციალური ნებართვის გარეშე შესვლის
უფლებით, სამედიცინო დაწესებულების შინაგანაწესის დაცვით;
ჯანმრთელობის
მდგომარეობის შემოწმების შესახებ შედგენილი ცნობა, ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად
საქმის ნაცვლად, სამედიცინო ბარათში შეინახება;
• პენიტენციურ
დაწესებულებაში
• პენიტენციურ
დაწესებულებათა
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სისტემური
მონიტორინგის
მიღებისას
დროს
განხორციელდება
ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საჩივრების პერიოდული ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
• პროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სხვა შესაბამისი უწყებები კოდექსის
გამოქვეყნებიდან ერთი წლის ვადაში უზრუნველყოფენ კოდექსის პროექტით გათვალისწინებული
სამართლებრივი აქტების გამოცემას, აგრეთვე, პატიმრობის კოდექსისა და „სპეციალური
პენიტენციურის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საკანონმდებლო
აქტების
საფუძველზე
გამოცემული
სამართლებრივი
აქტების
პენიტენციურ
კოდექსთან
შესაბამისობაში მოყვანას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
პენიტენციური კოდექსის პროექტი ეხმიანება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 10-წლიანი
განვითარების გეგმას, აგრეთვე იუსტიციის სამინისტროს 2022 წლის გეგმას, რომლის ერთ-ერთი
ღონისძიებას/აქტივობას კანონმდებლობის კოდიფიკაცია წარმოადგენს. ახალი პენიტენციური კოდექსის
პროექტის მომზადება კანონმდებლობის კოდიფიკაციის რეფორმის პირველი ეტაპია.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძირითადი ნაწილი 2023 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდება. ამასთან, გარდამავალ
ეტაპზე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა უფლებების ნაწილზე იმოქმედებს დროებითი წესები, კერძოდ:
2026
წლის
1
იანვრამდე
ბრალდებულზე
საცხოვრებელი
ფართობის
ნორმა
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებასა და პატიმრობის დაწესებულებაში კვლავ
იქნება არანაკლებ 3 კვ. მეტრი; 2025 წლის 1 იანვრამდე ბრალდებული პაემნის უფლებიდან ისარგებლებს
მხოლოდ ხანმოკლე პაემნის უფლებით, ხოლო 2025 წლის 1 იანვრამდე მსჯავრდებულს ექნება ხანმოკლე
პაემნის მხოლოდ სატელეფონო საუბრით შეცვლის უფლება. გარდა აღნიშნულისა, 2024 წლის 1 იანვრიდან
ამოქმედდება ნორმა, რომლის თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი და სპეციალური პრევენციული
ჯგუფის წევრი უფლებამოსილი იქნებიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდნენ სპეციალურ ოთახში,
სადაც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება.
კოდექსით შემოთავაზებული ზოგიერთი ნოვაციის ამოქმედების გადავადება საამისოდ აუცილებელი
ფინანსური რესურსების მოძიების, აგრეთვე ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული
ღონისძიებების გატარების საჭიროებით არის განპირობებული. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება 2023 წელს და
შემდგომ წლებში წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის
გათვალისწინებული ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღება
გავლენას
არ
მოახდენს
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აქვე აღსანიშნავია, რომ,
დღეის მდგომარეობით, ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა ხორციელდება მსჯავრდებულის ან სტუმრის
ხარჯზე უნაღდო ანგარიშსწორებით. თითოეული ხანგრძლივი პაემნის საფასურის ოდენობა განისაზღვრება
60 ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – 30 ლარით. თუ მსჯავრდებულს
ხანგრძლივი პაემანი გაუგრძელდება არაუმეტეს 47 საათისა, საფასურის ოდენობა განისაზღვრება 120
ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – 60 ლარით. კანონპროექტის თანახმად,
ბრალდებული/მსჯავრდებული ყველა სახის პაემნით ისარგებლებს საფასურის გადაუხდელად. შედეგად,
სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული
სააგენტოს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „პერსპექტივა“, რომელიც
უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას და მას ერიცხება შესაბამისი საფასური, ვეღარ მიიღებს
შემოსავალს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისთვის დაწესებული საფასურის სახით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
შრომის ანაზღაურება (წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი)
საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით, რომლითაც კოდექსის ძირითადი
ნაწილის, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული
რეგულაციების ამოქმედებამდე დამტკიცდება სპეციალური პენიტენციური მოსამსახურეთა წოდებრივი
სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობა, მოსამსახურეები მიიღებენ სპეციალური წოდების
შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. ამდენად, კანონპროექტის გავლენა
სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება, ერთი მხრივ, შესაბამისი წოდებრივი
სარგოს მიღების უფლების მქონე მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებაზე, ხოლო მეორე მხრივ, კონკრეტულ
მოსამსახურეთა ნამსახურობის წელთა ხანგრძლივობაზე, თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივი სარგოს
ოდენობებზე.
სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა მოსამსახურეს წარმოეშობა სახელმწიფო სპეციალური
წოდების მიღების უფლება. სამსახურის საშტატო ნუსხიდან გამომდინარე, 2022 წლის 22 სექტემბრის
მდგომარეობით, სპეციალური წოდება აქვს 2813 მოსამსახურეს და ცვლილებით დაემატება 849
მოსამსახურე, რომელთა მინიმალური თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 880 ლარის, ხოლო
მაქსიმალური − 5500 ლარის ოდენობით. მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ოდენობა დიფერენცირებული
იქნება შესაბამისი წოდებებისა და წელთა ნამსახურობის მიხედვით:
სპეციალური წოდება
რაოდენობა
წოდებრივი
1 თვის
1 წლის
სარგო (ლარი)
ფონდი
ფონდი
29 009
348 108
29 009
348 108
იუსტიციის პოლკოვნიკი
70
იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი
60
იუსტიციის მაიორი
50
იუსტიციის კაპიტანი
40
იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი
30
იუსტიციის ლეიტენანტი
849
იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი
იუსტიციის ზემდეგი
25
20
7
იუსტიციის უფროსი სერჟანტი
6
იუსტიციის სერჟანტი
5
იუსტიციის უმცროსი სერჟანტი
4
იუსტიციის რიგითი
3
სულ
849
−
მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატი გამოითვლება მოსამსახურის თანამდებობრივი
სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამის შესაბამისი პროცენტული ოდენობით (მაგალითად, თუ
მოსამსახურის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის) თანამდებობრივი სარგო არის 1870 ლარი,
მისი წოდებრივი სარგო − 50 ლარი (შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ამ კომპონენტების ჯამი 1920
ლარია), ხოლო მისი სამუშაო სტაჟი 10 წელზე მეტია, მისი წელთა ნამსახურობის დანამატი შეადგენს 1920
ლარის 20%-ს − 384 ლარს):
წელთა ნამსახურობა
მოსამსახურეთა
თანამდებობრივი სარგოსა და
რაოდენობა
წოდებრივი სარგოს ჯამის %
1-დან 2 წლამდე
2-დან 5 წლამდე
5-დან 10 წლამდე
10 და მეტი წელი
5
3662
10
15
20
აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოსამსახურის (პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის)
რეგულარულად (ყოველთვიურად) მისაღები ჯამური შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო (1870
ლარი), წოდებრივი სარგო (50 ლარი), წელთა ნამსახურობის დანამატი (384 ლარი)) იქნება 2304 ლარი.
ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, სამსახურის მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოსა
და წელთა ნამსახურობის დანამატის გასაცემად, არსებული მდგომარეობით, საჭირო იქნება შემდეგი
ოდენობის თანხების გამოყოფა:
თანხის ოდენობა (ლარი)
შრომის ანაზღაურების კომპონენტის სახე
სპეციალური პენიტენციური
სამსახურის მოსამსახურეებისთვის
1 თვის ფონდი
1 წლის ფონდი
წოდებრივი სარგო
29 009
348 108
წელთა ნამსახურობის დანამატი
1 083 333
13 000 000
სულ
1 112 342
13 348 108
აღნიშნული თანხა მიახლოებითი მონაცემებია, რადგან დამოკიდებულია შესაბამის საანგარიშო
პერიოდში არსებულ მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებაზე, წელთა ნამსახურობასა და მოსამსახურეთა
რაოდენობაზე.
იმის გათვალისწინებით, რომ კოდექსის ძირითადი ნაწილი, მათ შორის, სპეციალური პენიტენციური
სამსახურის შრომის ანაზღაურებასთან დაკავშირებული რეგულაციები, ამოქმედდება 2023 წლის 1
ოქტომბრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეებისათვის 2023 წლის ოქტომბერ–
დეკემბრის (3 თვის) განმავლობაში წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა ამ
კომპონენტების წლიური ოდენობის პროპორციულად, სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის 2023
წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, ხოლო 2024 და ყოველი
მომდევნო წლის განმავლობაში – ზემოთ მოყვანილი ცხრილის შესაბამისად, სრულად.
მოსამსახურეთა წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი გაიცემა სპეციალური
პენიტენციური სამსახურისათვის
გამოყოფილი ასიგნებებიდან.
2023
და
მომდევნო
წლებისათვის
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
სახელმწიფო კომპენსაცია
სახელმწიფო სპეციალური წოდების მიღება, თანმდევი შედეგის სახით, მოსამსახურეთათვის
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებასაც წარმოშობს, ამ მოსამსახურეთა მიერ
სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის დაგროვების შემთხვევაში.
სახელმწიფო კომპენსაციის ჯამური მოცულობის თვალსაზრისით აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 22
სექტემბრის მდგომარეობით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამოქალაქო დანაყოფში (გარდა
მონიტორინგის დეპარტამენტისა) შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დასაქმებულია 744
მოსამსახურე, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფის – მსჯავრდებულთა
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტში – 120 მოსამსახურე, რომელთაგან, კანონპროექტის
შინაარსიდან გამომდინარე, არსებული თანამდებობების, ზღვრული წოდებისა და განათლების ცენზის
გათვალისწინებით, უმცროსი სპეციალური წოდება მიენიჭება 214 პირს, საშუალო სპეციალური წოდება −
229 პირს, ხოლო უფროსი სპეციალური წოდება − 301 პირს. ამასთან, ამჟამად მოსამსახურეთა მინიმალური
თანამდებობრივი სარგო განისაზღვრება 880 ლარის, ხოლო მაქსიმალური თანამდებობრივი სარგო – 5500
ლარის ოდენობით.
იქიდან გამომდინარე, რომ კანონპროექტის თანახმად, ზემოაღნიშნულ მოსამსახურეებს სახელმწიფო
სპეციალური წოდების მიღების უფლება წარმოეშობათ კანონის ამოქმედების შემდეგ (2023 წლის 1
ოქტომბერი), რაც თანმდევი შედეგის სახით, კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობის
შემთხვევაში,
სახელმწიფო
კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობასაც გულისხმობს (გარდა
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
მსჯავრდებულთა
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
დეპარტამენტის მოსამსახურეები, რომლებიც დღეს სარგებლობენ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების
უფლებით), სახელმწიფო კომპენსაციისთვის საჭირო თანხები, რომლის ზუსტი ოდენობის განსაზღვრაც
დამოკიდებულია სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის (გარდა სოციალური სამსახურის
მოსამსახურისა) სპეციალური წოდებით სამსახურის ხანგრძლივობაზე, მისთვის მინიჭებული სახელმწიფო
სპეციალური წოდებაზე სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების წარმოშობის მომენტისათვის და
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ სხვა გარემოებებზე, ხოლო სპეციალური პენიტენციური
სამსახურის სოციალური სამსახური მოსამსახურის შემთხვევაში, – აღნიშნული კანონის 153 მუხლით
გათვალისწინებულ გარემოებებზე. ეს თანხები ყოველწლიურად, შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ კანონით უნდა იქნეს გათვალისწინებული საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილ ასიგნებებში.
მოსამსახურეთა საწვავით უზრუნველყოფა
კანონპროექტით სპეციალური პენიტენციური სამსახურის ყველა მოსამსახურეს, რომელიც
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო
საშუალებას ან საკუთარ სატრანსპორტო საშუალებას იყენებს, საწვავით სახელმწიფო უზრუნველყოფს. ამ
გარანტიით დღემდე მხოლოდ სპეციალური დანაყოფის მოსამსახურეები სარგებლობენ.
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, საწვავის წლიური ხარჯი შესაძლოა გაიზარდოს დაახლოებით
80 000 ლარით, რაც საბიუჯეტო ასიგნებით საწვავ-საპოხი მასალების შეძენის ხარჯის შესაბამისი მუხლით
გათვალისწინებული ხარჯის 2%-ს შეადგენს. დაფინანსება განხორციელდება სპეციალური პენიტენციური
სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
დაზღვევა
სიცოცხლისა და ჯანმრთელობის სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით, მსგავსად ყოფილი
სპეციალური დანაყოფის მოსამსახურისა, უზრუნველყოფილი იქნება ყველა მოსამსახურე.
აღსანიშნავია, რომ ამჟამად დაზღვევით სარგებლობს სპეციალური პენიტენციური სამსახურის
დაახლოებით 3150 მოსამსახურე, ხოლო კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ ამ რაოდენობას დაემატება
190 მოსამსახურე. შესაბამისად, ჯამში სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევით ისარგებლებს 3340
თანამშრომელი, ხოლო წლიური ხარჯი სავარაუდოდ გაიზრდება 200 000 ლარით. დაფინანსება
განხორციელდება სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრები
კოდექსის პროექტის თანახმად,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რეესტრები შესაძლებელია
იწარმოებოდეს ელექტრონული ფორმით, აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს, რადგან
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში უკვე ფუნქციონირებს ახალი საინფორმაციო ბაზის (OIS) პროგრამა,
რომლის გამოყენებითაც შესაძლებელია რეესტრის წარმოება.
სახალხო დამცველთან/სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრთან სპეციალურ ოთახში შეხვედრა
საქართველოს სახალხო დამცველსა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრს ენიჭება
უფლებამოსილება, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეხვდეს სპეციალურ ოთახში, სადაც ვიზუალური ან/და
ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობა და კონტროლი არ ხორციელდება. სპეციალური ოთახი
უნდა მოეწყოს პენიტენციური დაწესებულების დებულების შესაბამისად ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს
საქართველოს სახალხო დამცველისა და სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრის უსაფრთხოება
(ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან). აღნიშნულის უზრუნველყოფა არ არის მნიშვნელოვან ხარჯებთან
დაკავშირებული. სპეციალური პენიტენციური სამსახურის ბიუჯეტის დაგეგმვისას ყოველწლიურად
გათვალისწინებულია მიმდინარე რემონტისა და მცირე ინვენტარის ხარჯების არსებობა, რომლის
ფარგლებშიც უზრუნველყოფილი იქნება სპეციალური ოთახის მოწყობა.
პაემნების უზრუნველყოფა სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ
კოდექსის პროექტის მიხედვით, საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების, ასევე ვიდეოპაემნის
ორგანიზებას, ასევე ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას განახორციელებს
სპეციალური პენიტენციური სამსახური, ნაცვლად სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსი, რაც განხორციელდება სპეციალური
პენიტენციური სამსახურისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. საამისოდ განკუთვნილი
ხარჯები, დაახლოებით იმ ოდენობის იქნება, რაც ჰქონდა წლიურად სსიპ − დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა
და
პრობაციის
ეროვნული
სააგენტოს.
ამასთან,
იმის
გათვალისწინებით, რომ ხანგრძლივი პაემანი ხდება უფასო (მსჯავრდებულებს საფასურის გადახდა არ
მოუწევთ), ამ გარემოებამ შესაძლოა პაემნების რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს, თუმცა,
საჭიროების მიხედვით მოხდება საოფისე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, ასევე პაემნებისთვის საჭირო
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება ან მოსამსახურეთა დამატება. აღნიშნული ღონისძიებების
დაფინანსება მოხდება სამსახურის საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში.
საფასურები
ბრალდებული/მსჯავრდებული ყველა სახის პაემნით ისარგებლებს საფასურის გადაუხდელად.
დღეისთვის საფასური დაწესებულია ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისთვის - ხანგრძლივი პაემნით
სარგებლობა ხორციელდება მსჯავრდებულის ან
სტუმრის ხარჯზე, უნაღდო
ანგარიშსწორებით.
თითოეული
ოდენობა
ლარით,
ხანგრძლივი
პაემნის
საფასურის
განისაზღვრება
60
ხოლო
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში - 30 ლარით. თუ მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემანი
გაუგრძელდება არაუმეტეს 47 საათისა, საფასურის ოდენობა განისაზღვრება 120 ლარით, ხოლო
არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – 60 ლარით.
ინფორმაციისთვის, 2019 წლისთვის სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შპს „პერსპექტივას“ მიერ
ორგანიზებული ხანგრძლივი პაემნებიდან (პაემნების საერთო რაოდენობა - 7035) ამავე საწარმოს ანგარიშზე
შემოსავლების სახით ჩარიცხული საფასურის საერთო ოდენობა 528 886 ლარს შეადგენდა, საიდანაც
ხარჯების მოცულობამ (მათ შორის, დასაქმებულთა შრომის ანაზღაურების ნაწილში) 429 424 ლარი
შეადგინა. რაც შეეხება 2022 წელს (არასრული წელი), ხანგრძლივი პაემნებიდან (პაემნების საერთო
რაოდენობა – 4700) შემოსავლების სახით მიღებული საფასურის საერთო ოდენობა 280 000 ლარს შეადგენდა,
საიდანაც ხარჯების მოცულობამ დაახლოებით 273 000 ლარი შეადგინა.14 გარდა აღნიშნულისა, სსიპ −
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ
მითითებული შპს-ს ფუნქციონირებისთვის, ხანგრძლივი პაემნების სივრცეების რემონტისა და აღჭურვის
მიზნით, 2022 წელს გამოყო 1 300 000 ლარი.
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვება
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, პენიტენციური დაწესებულება ბრალდებულს/მსჯავრდებულს
ყოველდღიურად
უზრუნველყოფს
სამჯერადი
კვებით.
კოდექსის
პროექტის
თანახმად,
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ყოველდღიურად სამჯერადი კვება გახდება მინიმუმი. აღსანიშნავია,
2020-2021 წლების მონაცემები არ არის მოყვანილი, ვინაიდან გავრცელებული პანდემიიდან გამომდინარე, ამ პერიოდში
არსებული მონაცემები არ ასახავს რეალურ სურათს ხანგრძლივი პაემნების რაოდენობისა და მათგან შემოსული შემოსავლების
მოცულობის შესახებ.
14
რომ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვების ნორმები მოწესრიგებულია „ბრალდებულთა და
მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს
იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 6 მარტის №388–№01-18/ნ ერთობლივი
ბრძანებით, რომელშიც 2022 წლის 12 ოქტომბერს შეტანილი ცვლილების თანახმად, საქართველოს სახალხო
დამცველის რეკომენდაციიდან გამომდინარე, 2023 წლის 1 იანვრიდან არასრულწლოვან ბრალდებულთა და
მსჯავრდებულთა დღიური კვება გახდება ოთხჯერადი, ისე, რომ არ შეიცვლება დღიური კალორაჟი.
კოდექსის პროექტში არსებული ჩანაწერი იქნება ერთგვარი საკანონმდებლო გარანტია იმისა, რომ,
შესაძლებლობის ფარგლებში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა კვება გახდეს ოთხჯერადიც.
ქალ მსჯავრდებულთა განთავსება
გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში შესაძლებელი იქნება
განთავსდნენ ქალი მსჯავრდებულებიც. ამ გზით მათზე დამატებით გავრცელდება ის უფლებები,
რომლებიც აქვს ამ დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულს.
აღსანიშნავია,
რომ
№5
ქალთა
სპეციალურ
დაწესებულებაში
ამჟამად
განთავსებულია
30
მსჯავრდებული, რომელსაც შეიძლება შეეხოს სასჯელის მოხდა თავისუფლებისთვის მომზადების
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში (სასჯელის დასასრულამდე დარჩენილია აქვს 1 წელი ან 1
წელზე ნაკლები). გათავისუფლებისთვის მომზადების ნაწილი განთავსდება დაწესებულების სარეჟიმო
ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, სადაც არსებული 19 საერთო საცხოვრებელი
გამოყენებული იქნება პროგრამის განხორციელებისთვის. აქედან გამომდინარე, №5 პენიტენციურ
დაწესებულებაში
აუცილებელი
ინფრასტრუქტურული
ცვლილებები
განხორციელდება
ამავე
დაწესებულების რესურსის გამოყენებით და არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბრალდებულის საცხოვრებელი ფართი
მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, 1 ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა
პატიმრობის დაწესებულებაში არ უნდა იყოს 3 კვ. მეტრზე ნაკლები. საერთაშორისო სტანდარტებით და CPT
რეკომენდაციით, 1 ბრალდებულის საცხოვრებელი ფართის ნორმა უნდა შეესაბამებოდეს 4 კვ.მ-ს და
საცხოვრებელი ფართობის ნორმა უნდა გაუთანაბრდეს მსჯავრდებულის საცხოვრებელ ფართს. აქედან
გამომდინარე, კანონპროექტის მიხედვით, ერთ ბრალდებულზე საცხოვრებელი ფართობის ნორმა
გაიზრდება, გაუთანაბრდება მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ფართს და გახდება არანაკლებ 4 კვ. მეტრი (ეს
ვალდებულება ამოქმედდება 2026 წლის 1 იანვრიდან).
აღსანიშნავია,
რომ
პენიტენციურ
დაწესებულებაში
განთავსებულ
ბრალდებულთა
საერთო
რაოდენობიდან გამომდინარე, იმისთვის, რათა ყველა ბრალდებული უზრუნველყოფილი იყოს 4 კვ.მ.
ფართით, საჭიროა შესაბამისი ინფრასტრუქტურის (საკმარისი რაოდენობის საკნები) მოწყობა, რათა, ერთი
მხრივ, დაკმაყოფილდეს არსებული სტანდარტი, ხოლო, მეორე მხრივ, თავიდან იქნეს აცილებული
პენიტენციური დაწესებულების გადატვირთულობის პრობლემა.
საერთაშორისო
სტანდარტებზე
გადასასვლელად
აუცილებელია
აღმოსავლეთ
საქართველოს
ტერიტორიაზე აშენდეს მცირე ზომის პატიმრობისა და დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულება,
რომლის განთავსების ლიმიტი იქნება 400 ბრალდებული/მსჯავრდებული. ასეთ შემთხვევაში, №8
პენიტენციური დაწესებულებიდან 400-მდე პატიმარი გადაყვანილი იქნება მცირე ზომის პენიტენციურ
დაწესებულებაში, რითაც თავიდან იქნება აცილებული №8 პენიტენციურ დაწესებულების
გადატვირთულობა და თითოეული ბრალდებული უზრუნველყოფილი იქნება 4 კვ.მ. საცხოვრებელი
ფართით. მსჯავრდებულთა უმაღლესი განათლება
კანონპროექტით ყველა მსჯავრდებულს მიენიჭება აკადემიური უმაღლესი განათლების მიღების
უფლება, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა (ამჟამად ამ უფლებით სარგებლობს
მხოლოდ გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული
მსჯავრდებული და ის დაბალი რისკის მსჯავრდებული, რომელიც სასჯელს იხდის დაბალი რისკის
თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში). მსჯავრდებული აკადემიურ უმაღლეს განათლების მიღების
უფლება ექნება როგორც ციფრული სწავლების ფორმით (აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება
პირდაპირი ტელეხიდის გზით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმების მეშვეობით), ისე –
კორესპონდენციული სწავლების ფორმით (აკადემიური უმაღლესი განათლების მიღება საკონტაქტო პირის
დახმარებით მსჯავრდებულისთვის სასწავლო მასალის მიწოდებით, წერილობითი ფორმების გამოყენებით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სპეციალური
პენიტენციური სამსახურის 10 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა სასწავლო პროცესის
უზრუნველსაყოფად მოეწყობა, სულ მცირე, ერთი საკლასო ოთახი, რომელიც აღჭურვილი იქნება
შესაბამისი კომპიუტერული ტექნიკითა და სასწავლო ინფრასტუქტურით (ერთ ოთახში: 5 კომპიუტერი, 1
პრინტერი, 5 ყურსასმენი და 5 ვიდეო თვალი საჭირო ავეჯი). აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით,
პენიტენციურ დაწესებულებებში სასწავლო გარემოს შექმნას დასჭირდება დაახლოებით 300 000 ლარი,
კერძოდ: 10 ოთახის მოწყობისთვის საჭირო იქნება 100 000 ლარი, ხოლო ერთი საკლასო ოთახის
მატერიალურ-ტექნიკურ აღჭურვისთვის – არაუმეტეს 20 000 ლარისა (10 პენიტენციურ დაწესებულებას –
ჯამში 200 000 ლარი).
რაც შეეხება ციფრული სწავლების ფორმის დროს სპეციალური ელექტრონული პლატფორმის
გამოყენებას, ამ შემთხვევაში გამოიყენება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ელექტრონული
პლატფორმები.
მათზე
მსჯავრდებულების
წვდომას
შესაბამისი
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულება უზრუნველყოფს. შესაბამისად, პლატფორმის საკითხი ამ ეტაპზე ხარჯებთან არ არის
დაკავშირებული.
აქვე აღვნიშნავთ, რომ საკონტაქტო პირი, რომელიც კორესპონდენციული სწავლების ფორმის
შემთხვევაში ეხმარება მსჯავრდებულს განათლების მიღებაში, არის სპეციალური პენიტენციური
სამსახურის
მსჯავრდებულთა
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
დეპარტამენტის
მოსამსახურე
(სოციალური მუშაკი). ამასთან, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს თავად ჰყავთ გამოყოფილი
თავისი თანამშრომელი საკონტაქტო პირად. სპეციალური პენიტენციური სამსახურის საკონტაქტო პირების
რაოდენობის ზრდა საჭირო არ იქნება და, შესაბამისად, არც ფინანსურ გავლენას მოახდენს, რადგან უკვე
დასაქმებული სოციალური მუშაკები განახორციელებენ ამ ფუნქციას.
მსჯავრდებულთა სასწავლო პროცესის წარმართვა არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან
დამატებით ხარჯების გამოყოფას, რადგან დაფინანსება განხორციელდება სპეციალური პენიტენციური
სამსახურისთვის გამოყოფილი ყოველწლიური საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში.
ბრალდებულთა მხარდამჭერი პროგრამები
ბრალდებულთა
მხარდამჭერი
პროგრამები,
ძირითადად,
სხვადასხვა
სახის
აქტივობებში
ბრალდებულის ნებაყოფლობით ჩართულობას მოიაზრებს. აქ იგულისხმება ისეთი სახის აქტივობებში
მონაწილეობა, რომლებიც თანაბრად ვრცელდება პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ პირებზე,
მათი სტატუსის (ბრალდებული, მსჯავრდებული) მიუხედავად. აქედან გამომდინარე, ბრალდებულთა
მხარდამჭერი პროგრამების საკანონმდებლო დონეზე გამყარება არ იწვევს დამატებით ფინანსურ
დანახარჯებს პენიტენციური დაწესებულებებისთვის/სპეციალური პენიტენციური სამსახურისთვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დღეის მდგომარეობით, ხანგრძლივი პაემნით სარგებლობა ხორციელდება მსჯავრდებულის ან
სტუმრის ხარჯზე უნაღდო ანგარიშსწორებით. თითოეული ხანგრძლივი პაემნის საფასურის ოდენობა
განისაზღვრება 60 ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – 30 ლარით. თუ
მსჯავრდებულს ხანგრძლივი პაემანი გაუგრძელდება არაუმეტეს 47 საათისა, საფასურის ოდენობა
განისაზღვრება 120 ლარით, ხოლო არასრულწლოვანი მსჯავრდებულის შემთხვევაში – 60 ლარით.
კანონპროექტის თანახმად, ბრალდებული/მსჯავრდებული ყველა სახის პაემნით ისარგებლებს საფასურის
გადაუხდელად.
აქედან
გამომდინარე,
მსჯავრდებულებს/მათ
სტუმრებს
ხანგრძლივი
პაემნით
სარგებლობისთვის აღარ მოუწევთ საფასურის გადახდა, რაც დადებითად აისახება მათ მატერიალურ
მდგომარეობაზე. სანაცვლოდ, სსიპ – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და
პრობაციის ეროვნული სააგენტოს მიერ დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება
„პერსპექტივა“, რომელიც უზრუნველყოფს ხანგრძლივი პაემნის ორგანიზებას და მას ერიცხება შესაბამისი
საფასური, ვეღარ მიიღებს შემოსავალს ხანგრძლივი პაემნით სარგებლობისთვის დაწესებული საფასურის
სახით. ამასთან, სააგენტოს ნაცვლად, საოჯახო და ხანგრძლივი პაემნების, ასევე ვიდეოპაემნის ორგანიზებას
და ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას განახორციელებს სპეციალური
პენიტენციური სამსახური.
მნიშვნელოვანია ისიც, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურეები (მათი ოდენობა მნიშვნელოვნად იზრდება, რადგან თუკი სპეციალური წოდების მიღების
უფლება მხოლოდ სპეციალური დანაყოფისა და მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს
ჰქონდათ, ხოლო კანონპროექტით ამ უფლებით ამავე სამსახურის ყველა მოსამსახურე ისარგებლებს,)
მიიღებენ წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რაც დადებითად აისახება მათ
მატერიალურ მდგომარეობაზე და ამ თვალსაზრისით, არსებითად, გაუთანაბრდებიან საზოგადოებრივი
უსაფრთხოების უზრუნველმყოფ ორგანოთა მოსამსახურეებს.
აქვე აღსანიშნავია, რომ თანამდებობრივი შეუთავსებლობა, რომლის თანახმად, მოსამსახურეს
უფლება არა აქვს, ეკავოს სხვა თანამდებობა რომელიმე სხვა საჯარო დაწესებულებაში ან კერძო
დაწესებულებაში, აგრეთვე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ასრულებდეს სხვა ანაზღაურებად
საქმიანობას, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა და შეთავსებით
შესაბამისი სამინისტროს სისტემაში სხვა თანამდებობის დაკავებისა, არ გავრცელდება სამსახურის
სამედიცინო პერსონალზე, რომელიც საქმიანობას ახორციელებს პენიტენციურ დაწესებულებაში. ეს
მიდგომა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს პენიტენციურ დაწესებულებებში დეფიციტური და სათანადო
კვალიფიკაციის მქონე სამედიცინო პერსონალის მოზიდვას ისე, რომ მათ შესაძლებლობა ექნებათ,
სპეციალურ პენიტენციურ
სამსახურში
მუშაობისა და შრომითი გასამრჯელოს მიღების
გარდა,
პარალელურად, სხვა დაწესებულებაშიც საქმიანობდნენ, შესაბამისი ანაზღაურებით.
კანონპროექტის თანახმად, მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველს აღარ
წარმოადგენს სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი სხვა მოსამსახურის სამსახურში აღდგენა.
აღნიშნულით, ერთი მხრივ, იქმნება სამართლებრივი და თანმდევი სოციალური გარანტია უკანონოდ
დათხოვნილი მოსამსახურის საშტატო თანამდებობაზე დანიშნული მოსამსახურისათვის, ხოლო, მეორე
მხრივ,
ცვლილების
შედეგად,
საჭიროების
შემთხვევაში,
შესაბამისი
თანხის
გათვალისწინება
უზრუნველყოფილი უნდა იყოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა შრომის
ანაზღაურებისათვის
გამოყოფილი
ასიგნებების
ფარგლებში.
აღნიშნული
თანხის
ოდენობა
დამოკიდებულია სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილი სხვა მოსამსახურის სამსახურში აღდგენის
შემთხვევათა რაოდენობასა და შესაბამისი თანამდებობრივი სარგოს ოდენობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას. კანონპროექტით უქმდება ხანგრძლივი პაემნისთვის დაწესებული საფასური.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის
მომზადების
პროცესში
კონსულტაციები
გაიმართა
საქართველოს
სახალხო
დამცველის აპარატთან, რომლის მიერ წარმოდგენილ მოსაზრებათა დიდი ნაწილი გაზიარებული და
ასახულია წინამდებარე კანონპროექტში. კონსულტაციები გაიმართა აგრეთვე საქართველოს პარლამენტის
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს პროკურატურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
კანონპროექტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა.