საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოხსენება საქართველოს პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშისა და მომდევნო წლის სამოქმედო გეგმის შესახებ.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
06.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
ნომერი
#[481d]23/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2023-02-08

📜 ტექსტი

მოხსენება
საქართველოს პარლამენტის საქმიანობის 2022 წლის ანგარიში და 2023 წლის სამოქმედო გეგმა 2023 შინაარსი მთავარი მიღწევები და გამოწვევები ზოგადი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის შესახებ საგარეო ურთიერთობები კანონშემოქმედებითი საქმიანობა საპარლამენტო კონტროლი წარმომადგენლობითი საქმიანობა საქართველოს პარლამენტის აპარატი საპარლამენტო საბჭოები საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი სსიპ – საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პარლამენტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა 3 საქართველოს პარლამენტის 2022 წლის ანგარიში მთავარი მიღწევები და გამოწვევები საქართველოს პარლამენტის 2022 წლის მიღწევები და გამოწვევები მიღწევები 2022 წელი აქტიური საპარლამენტო ცხოვრებით გამოირჩეოდა. საქართველოს პარლამენტი წარმატებით ახორციელებდა საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობებს, საპარლამენტო დიპლომატიას და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების მიმართულებით. 2022 წელს პარლამენტმა მიიღო 298 კანონი (ახალი კანონი და კანონში ცვლილება). ეს კანონები უკეთ იცავს მომხმარებელთა უფლებებს, ხელს უწყობს ქალების გაძლიერებასა და გენდერული ნიშნით ძალადობასთან ბრძოლას, ქმნის ბევრ შესაძლებლობას სოფლის მეურნეობის, განათლების, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, მართლმსაჯულების, კულტურის, ჯანმრთელობის დაცვისა და სხვა სექტორებში. პარლამენტმა საქართველოს მთავრობასთან ერთად ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ორნიშნა მაჩვენებლის მიღწევას და სამართლიანი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფას. აღსანიშნავია, რომ, „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, გაზრდილია ასიგნებები როგორც მოსახლეობის სოციალური დაცვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით. კანონი ითვალისწინებს აგრეთვე 2023 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასების 10%ით ზრდას, გარდა პოლიციელებისა და ჯარისკაცებისა, რომელთა ხელფასები 20%-ით გაიზრდება. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ შეტანილი ცვლილებების მიხედვით კი, 2023 წლის 1 იანვრიდან ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებზე გასაცემი დახმარების მაქსიმალური ოდენობა გაორმაგდა და 2000 ლარი გახდა. 2022 წლის განმავლობაში პარლამენტი აქტიურად ახორციელებდა საზედამხედველო საქმიანობას მინისტრებისა და სხვა საჯარო, ოფიციალური პირებისთვის კითხვების დასმით, დებატების გამართვითა და კომიტეტების მუშაობით. 2022 წელს პარლამენტში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 3, მინისტრების 17 და ანგარიშვალდებული ოფიციალური პირების 20 მოსმენა, დაიწყო 12 საკომიტეტო მოკვლევა, სახელმწიფო ინსტიტუტებს ცენტრალურ და მუნიციპალურ დონეებზე გაეგზავნათ ათასობით შეკითხვა. 2022 წელს საქართველოს პარლამენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის კითხვარის შევსება. საქართველოს აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებთან მჭიდრო კოორდინაციით პარლამენტის აპარატმა და შესაბამისმა კომიტეტებმა დადგენილ, მოკლე ვადებში შეძლეს პარლამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების შემუშავება და კითხვარის ევროკომისიისთვის დაბრუნება. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა. საქართველოს პარლამენტი უძღვებოდა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესს დაინტერესებული მხარეების, მათ შორის, საქართველოს მთავრობის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების, მონაწილეობით. საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად პარლამენტმა 60-მდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა და 82 კანონი მიიღო. საქართველოს პარლამენტმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაში, მათ შორის: მრავალპარტიული მხარდაჭერისა და ვენეციის კომისიის, ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) და კორუფციის წინააღმდეგ სახელმწიფოთა ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციების გათვალისწინებით, პარლამენტმა განახორციელა საარჩევნო 4 რეფორმა; შემოიღო მექანიზმები საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების უფრო აქტიურად გათვალისწინების სტიმულირებისთვის; მოახდინა გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაცია, დაამტკიცა საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია; გააძლიერა საპარლამენტო ზედამხედველობა ინტერპელაციის, მინისტრის საათის, საკომიტეტო მოსმენის, თემატური მოკვლევის, პარლამენტის წევრის კითხვის, ანგარიშვალდებული უწყების ანგარიშის მოსმენისა და სხვა მექანიზმების რაოდენობისა და ხარისხის გაზრდით; მიაღწია პროგრესს სასამართლო რეფორმის მიმართულებით, პირველი მოსმენით მიიღო გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი; შექმნა ანტიკორუფციული ბიურო; „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილება ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან (AVMSD) ჰარმონიზაციისთვის. 2022 წელი გამოირჩეოდა საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით. საქართველოს პარლამენტმა საპარ ლამენტო დიპლომატია გამოიყენა საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განსახორციელებლად: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის ხელშესაწყობად; ევროკავშირთან, აშშ-სა და სხვა ქვეყნებთან სტრატეგიული პარტნიორობის განსავითარებლად; სამეზობლოში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციებმა, პარ ლამენტის მეგობრობის ჯგუფებმა განახორციელეს 66 საგარეო ვიზიტი. პარლამენტმა მიიღო 33 დელეგაცია. პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოში პირადად უმასპინძლა აზერბაიჯანის, ჩეხეთის, თურქეთის, შვეიცარიისა და სომხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებს და შეხვდა 37 ქვეყნის პარლამენტის თავ მჯდომარეებს 4 კონტინენტიდან. 2022 წლის აპრილში უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში პარლამენტის თავ მჯდომარემ თავისუფლებისთვის ბრძოლაში უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მიმართ საქართველოს სახელით სოლიდარობა გამოხატა. საგარეო ურთიერთობების მიმართულებით აღსანიშნავია 2022 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციის შექმნა, რაც განპირობებული იყო იმავე წლის ნოემბერში საქართველოსთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებით. პარლამენტის ორგანიზაციული და ინსტიტუციური განვითარების მიზნით მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შეფასებასა და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მომზადებაზე, რომელიც უზრუნველყოფს საპარლამენტო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. პარალელურად მიმდინარეობს ღონისძიებები პარლამენტის ორგანიზაციული სტრუქტურის გასაუმჯობესებლად. ეს ღონისძიებები გააძ ლიერებს პარლამენტის ინსტიტუციურ და ორგანიზაციულ ეფექტიანობას. გამოწვევები 2022 წელს მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო ევროკავშირის რეკომენდაციების ფარგლებში სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელოვანი თანამდებობის პირების (საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის, საქართველოს სახალხო დამცველის) არჩევის საკითხის გადაწყვეტა. ეს საკითხი კვლავ ღია რჩება გარკვეული პოლიტიკური პარტიების რადიკალური დღის წესრიგის გამო, რომელიც დაბრკოლებებს უქმნის საპარლამენტო საქმიანობას. რადიკალიზაცია გარკვეული პოლიტიკური ჯგუფების მიერ ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტების ლეგიტიმაციის არაღიარებას გულისხმობს და ხელს უშლის პოლიტიკურ პარტიებს შორის კონსტრუქციულ დიალოგს. მნიშვნელოვან ძალისხმევას საჭიროებს პარლამენტის ინსტიტუციური რეფორმა, რომელიც ხანგრძლივ, კომპლექსურ და ყოვლისმომცველ მუშაობას მოითხოვს. 5 ზოგადი ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის შესახებ 1. პარლამენტის წევრების რაოდენობა – 140: • მდედრობითი სქესის – 26; • მამრობითი სქესის – 114. 2. პარლამენტის ხელმძღვანელობა: • პარლამენტის თავმჯდომარე; • პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე; • პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე – 4 (საპარლამენტო უმრავლესობის წევრი –2; საპარლა მენტო ოპოზიციის წევრი – 2). 3. საპარლამენტო უმრავლესობა – 83 წევრი. 4. საპარლამენტო ოპოზიცია – 57 წევრი. 5. საპარლამენტო ფრაქციები და საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფები: • ფრაქცია „ქართული ოცნება“ – 74 წევრი; • ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ – 26 წევრი; • პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“ – 5 წევრი; • პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“ – 4 წევრი; • პოლიტიკური ჯგუფი „გირჩი“ – 4 წევრი; • პოლიტიკური ჯგუფი „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ – 2 წევრი; • პოლიტიკური ჯგუფი „მოქალაქეები“ – 2 წევრი; • უფრაქციო პარლამენტის წევრები – 23 წევრი. 6. პარლამენტის კომიტეტები: 6 • აგრარულ საკითხთა კომიტეტი – 12 წევრი; • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – 11 წევრი; • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი – 11 წევრი; • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – 12 წევრი; • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – 14 წევრი; • დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – 11 წევრი; • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – 15 წევრი; • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – 17 წევრი; • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – 15 წევრი; • კულტურის კომიტეტი – 10 წევრი; • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – 12 წევრი; • საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – 18 წევრი; • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – 11 წევრი; • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – 11 წევრი; • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი – 12 წევრი; • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – 11 წევრი. 7. პარლამენტის დროებითი კომისიები: • საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხ ებთან დაკავშირებული დროებითი კომისია – 14 წევრი. 8. საპარლამენტო საბჭოები: • ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო – 15 წევრი; • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო – 22 წევრი; • საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სათათბირო ორგანო – ხაზინადართა საბჭო – 9 წევრი; • ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო – 18 წევრი; • ეთიკის საბჭო – 14 წევრი. 9. მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების შემადგენლობა: ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა (PACE): ძირითადი შემადგენლობა – 5 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა – 5 წევრი. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა (OSCE PA): ძირითადი შემადგენლობა – 3 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა – 3 წევრი. ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (EU-GEORGIA PAC): ძირითადი შემადგენლობა – 10 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა – 5 წევრი. ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (EURONEST PA): ძირითადი შემადგენლობა – 10 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა – 5 წევრი. ნატოს საპარლამენტო ასამბლეა (NATO PA): ძირითადი შემადგენლობა – 4 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა – 4 წევრი. 7 საპარლამენტთაშორისო კავშირი (IPU): ძირითადი შემადგენლობა – 5 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა – 5 წევრი. შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა (PABSEC): ძირითადი შემადგენლობა – 5 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა – 5 წევრი. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის – სუამის საპარლამენტო ასამბლეა (GUAM PA): ძირითადი შემადგენლობა – 5 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა – 5 წევრი. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (IAO): ძირითადი შემადგენლობა – 1 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა – 1 წევრი. ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა (APF): ძირითადი შემადგენლობა – 3 წევრი; სათადარიგო შემადგენლობა – 3 წევრი. საქართველოს პარლამენტის, მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტისა და უკრაინის ვერხოვნა რადას საპარლამენტო ასამბლეა – 10 წევრი. საქართველოსა და პოლონეთის რესპუბლიკის საპარლამენტო ასამბლეა – 10 წევრი. სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა (AIPA). 8 საგარეო ურთიერთობები 2022 წელი საქართველოს პარლამენტის საერთაშორისო არენაზე საქმიანობის კუთხით გამორჩეული იყო. კერძოდ, ცვალებადმა და არასტაბილურმა უსაფრთხოების გარემომ, მიმდინარე გეოპოლიტიკურმა ძვრებმა და ევროპული ინტეგრაციის გააქტიურებამ განსაკუთრებული სიმწვავით დააყენა აქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოების აუცილებლობა. გაჩნდა მეგობარი ქვეყნების პარლამენტებთან არსე ბული ურთიერთობების გაღრმავებისა და ახალი პარტნიორობების ჩამოყალიბების, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის დაცვის, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებისა და რეფორმების შესახებ კომუნიკაციის, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრების საკითხზე საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების მეტი საჭიროება. შესაბამისად, აღნიშნული გამოწვევებისა და არსებული შესაძლებლობების გათვალისწინებით, საქართვე ლოს პარლამენტმა ყველა დონეზე აქტიურად გამოიყენა საპარლამენტო დიპლომატიის ინსტრუმენტები. ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის გათვალისწინებით, 2022 წელს ყურადღება გამახ ვილდა ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებთან კავშირებზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და მეგობრობის ჯგუფების ფარგლებში განხორციელდა ვიზიტები ევროკავშირის წევრ თითქმის ყველა სახელმწიფოში. პარლამენტის თავმჯდომარე ორჯერ ეწვია ბრიუსელს: იანვარში – ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში მონაწილეობისთვის და მარტში – ევროკავშირის ინსტიტუტებში დაგეგმილი უმაღლესი დონის შეხვედრების, მათ შორის, ევროპარლამენტის ახალარჩეულ პრეზიდენტთან, რობერტა მეცოლასთან შეხვედრის, გამართვისთვის. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური და ნაყოფიერი იყო თანამშრომლობა მრავალმხრივ – საპარლამენტთაშორისო კავშირის, ევროპის საბჭოს, ნატოს, ეუთოს, ევრონესტის, ფრანკოფონიისა და სხვა საპარლამენტო ასამბლეების – ფორმატებში. მაგალითად, მხოლოდ რუანდაში გამართული საპარლამენტთაშორისო კავშირის 145-ე ასამბლეის ფარგლებში შედგა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 14 ორმხრივი შეხვედრა ევროპის, აფრიკის, აზიისა და ავსტრალიის ქვეყნების პარლამენტების უმაღლეს წარმომადგენლებთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, მეგობრობის ჯგუფებმა და მუდმივმოქმედმა საპარლამენტო დელეგაციებმა სულ 66 ვიზიტი განახორციელეს; მათ შორის, შედგა შემდეგი ვიზიტები: პარლამენტის თავმჯდომარის – 18: 1. ბელგია (ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა), 25-28.01.2022; 2. დიდი ბრიტანეთი, 8-11.02.2022; 3. ბელგია (ევროკავშირისა და ბელგიის ინსტიტუტები), 30-31.03.2022; 4. უკრაინა, 16.04.2022; 5. ნორვეგია, 12-13.06.2022; 6. დანია, 13-14.06.2022; 7. ფინეთი, 15.06.2022; 8. შვედეთი, 16-18.06.2022; 9. რუანდა, 11-15.10.2022; 10. ხორვატია, 25.10.2022; 11. იაპონია, 5-8.11.2022; 12. კორეა, 9-13.11.2022; 13. სომხეთი, 16-18.11.2022; 14. ესპანეთი, 21-24.11.2022; 15. პორტუგალია, 24-26.11.2022; 9 16. გერმანია, 29.11-2.12.2022; 17. ნიდერლანდი, 5.12.2022; 18. ლუქსემბურგი, 6-7.12.2022; მეგობრობის ჯგუფების – 5: 1. არგენტინა, 3-12.04.2022; 2. საბერძნეთი, 28.06-1.07.2022; 3. ლატვია, 12.07.2022; 4. ტაილანდი, 7-11.11.2022; 5. ჩეხეთი, 12.11.2022; მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების – 43: • ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა – 1; • ნატოს საპარლამენტო ასამბლეა – 4; • ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა – 10; • შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეა – 4; • საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი – 1; • ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა – 23. 2022 წლის ვიზიტების განმავლობაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თავის უცხოელ კოლეგებთან 37 შეხვედრა გამართა; მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარის რუანდაში, საპარლა მენტთაშორისო კავშირის (IPU) ასამბლეაზე ვიზიტისა და ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის საპარლამენტო სამიტზე ვიზიტის ფარგლებში შედგა 17 ორმხრივი შეხვედრა შემდეგი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან: 1. ავსტრალია; 2. სერბეთი; 3. ბოტსვანა; 4. კოტ-დ’ივუარი; 5. ჯიბუტი; 6. ესვატინი; 7. გაიანის კოოპერატიული რესპუბლიკა; 8. მალავი; 9. რუანდა; 10. სეიშელის კუნძულები; 11. სიერა-ლეონე; 12. ფიჯი; 13. ტანზანია; 14. ნამიბია; 15. მოლდოვა; 16. ჩეხეთის რესპუბლიკა; 17. ხორვატია. 10 2022 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტმა უმასპინძლა 33 დელეგაციას, მათ შორის: სხვა ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეები – 5: 1. აზერბაიჯანი; 2. თურქეთი; 3. სომხეთი; 4. შვეიცარია; 5. ჩეხეთის რესპუბლიკა; მეგობრობის ჯგუფები – 5: 1. დიდი ბრიტანეთის საქართველოსთან მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფი, 4-8.04.2022; 2. ფინეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, 2-4.05.2022; 3. ბელგია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, 17-21.05.2022; 4. თურქეთ-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, 25-27.05.2022; 5. ავსტრია-სამხრეთ კავკასიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი, 26-28.05.2022; სხვა დელეგაცია – 23. საანგარიშო პერიოდში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტებიდან აღსანიშნავია 2022 წლის 16 აპრილს საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ვიზიტი უკრაინის დედაქალაქ კიევში. გაიმართა შეხვედრა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან, აგრეთვე რუსული აგრესიის შედეგების გასაცნობად დელეგაციამ მოინახულა ქალაქები – ბუჩა და ირპინი. მნიშვნელოვანი მოვლენა იყო აგრეთვე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტისთვის დამკვირვებლის სტატუსის მინიჭება, რასაც წინ უძღოდა რამდენიმე წლის აქტიური დიპლომატიური ძალისხმევა. ამასთან დაკავშირებით 2022 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA). საანგარიშო პერიოდში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები ყველა დონეზე, ყველა პლატფორმის გამოყენებით აგრძელებდნენ შეხვედრებსა და მჭიდრო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საქართველოში აკრედიტებულ უცხო ქვეყნების საელჩოებთან. 11 პარლამენტის მიერ ევროინტეგრაციის მიმართულებით მიღწეული პროგრესი 1) საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ძირითადად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 117 ნორმატიული აქტის პროექტი და 2 საერთაშორისო ხელშეკრულება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის 20-მდე დირექტივასა და რეგულაციასთან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – მომხმარებლის უფლებების დაცვა – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. კომიტეტის ინიციატივით და კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მიმდინარე მუშაობა დასრულდა. 2022 წლის 29 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2022 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა. ამ კანონმა შექმნა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო და დააწესა ზოგადი პრინციპები მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. 2) ევროკომისიის კითხვარის შევსება 2022 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის კითხვარის შევსება. საქართველოს აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებებთან მჭიდრო კოორდინაციით პარლამენტის აპარატმა და შესაბამისმა კომიტეტებმა დადგენილ, მოკლე ვადებში შეძლეს პარლამენტის კომპეტენციით განსაზღვრულ საკითხებთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხების შემუშავება და კითხვარის ევროკომისიისთვის დაბრუნება. აღნიშნულ პროცესში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და განსაკუთრებული სირთულის დავალების სანიმუშოდ შესრულებისთვის პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობის სიგელი გადასცა პარლამენტის აპარატის 54 თანამშრომელს 3) ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულება 2022 წლის ივლისის დასაწყისში საქართველოს პარლამენტმა დაიწყო ევროკომისიის მიერ კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად საქართველოსთვის წარდგენილი 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. ამ პროცესში საჭირო მხარდაჭერის მოპოვებისა და პოლიტიკური სუბიექტებისა და სამოქალაქო საზოგადოების ერთობლივი მუშაობის ხელშეწყობის მიზნით პარლამენტის თავმჯდომარემ პროცესი საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან შეხვედრით დაიწყო. ეს პროცესი 3 დონეზე მიმდინარეობდა: • საპარლამენტო სამუშაო ჯგუფები; • პარლამენტის კომიტეტები; • პარლამენტის პლენარული სხდომები. 12 კონკრეტულ პრიორიტეტებზე სამუშაოდ შეიქმნა 9 საპარლამენტო სამუშაო ჯგუფი, რომლებიც აფასებენ თითოეულ მითითებულ სფეროში არსებულ მდგომარეობას და წარმოადგენენ განსახილველ ინიციატივებს. პროცესის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიას მიეცა მასში სრულფასოვნად და კონსტრუქციულად მონაწილეობის საშუალება, კერძოდ, მოწვეულ იქნა პრიორიტეტების განხორციელების პროცესში მონაწილეობისთვის. რვა საპარლამენტო სუბიექტიდან ხუთი („ქართული ოცნება“, „მოქალაქეები“, „გირჩი“, „ევროპელი სოციალისტები“, „საქართველოსთვის“) ჩაერთო სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, სამმა პოლიტიკურმა პარტიამ („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“) უარი თქვა პროცესში სამუშაო ჯგუფების დონეზე მონაწილეობაზე, თუმცა პარლამენტის კომიტეტებში და პლენარულ სხდომებზე მიმდინარე განხილვებში რვავე აქტიურად მონაწილეობდა. აღნიშნულ შეხვედრებსა და განხილვებში მონაწილეობდნენ აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები (აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის მეშვეობით), სახელმწიფო ინსტიტუტები და ექსპერტები. საერთო ჯამში, ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის წარდგენილი 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტმა 60-მდე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გამართა და 82 კანონი მიიღო. კერძოდ, პარლამენტმა გადადგა შემდეგი ნაბიჯები: საპარლამენტო ზედამხედველობის გასაუმჯობესებლად განხორციელდა შემდეგი ცვლილებები (ცვლილებები უფრო მეტად გააძლიერებს სახელმწიფო უწყებების ანგარიშვალდებულებას და ხელს შეუწყობს მათ დემოკრატიულ კონტროლს, უზრუნველყოფს ზედამხედველობის განსახორციელებლად პარლამენტის წევრებისთვის უფრო მძლავრი, გამჭვირვალე და მოქნილი ინსტრუმენტებისა და პროცედურების არსებობას. ეს ცვლილებები ასახავს ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმას): • ინტერპელაცია – ინტერპელაცია გაიმართება არა 4-ჯერ (მარტი, მაისი, სექტემბერი, ნოემბერი), არამედ პლენარული სხდომების მიმდინარეობისას ყოველ თვეში (ინტერპელაციის რაოდენობა გაორმაგდა). • მინისტრის საათი – მინისტრი ვალდებულია პარლამენტში გამოსვლამდე 5 დღით ადრე წარმოადგინოს წერილობითი ანგარიში, რათა პარლამენტის წევრები მინისტრის საათისთვის უკეთ მოემზადონ. დღეში ორზე მეტი მინისტრის საათი არ დაიშვება, რათა ხელი შეეწყოს პარლამენტში უფრო ღრმა განხილვების გამართვას. • საკომიტეტო მოსმენა – კომიტეტის თავმჯდომარე ვალდებულია მოიწვიოს საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი კომიტეტის წინაშე გამოსვლისთვის პარლამენტის წევრების მიერ მოთხოვნიდან 3 დღის ვადაში. შემუშავებულია პროაქტიული კვარტალური ანგარიშგება და არსებობს მისი ონლაინგამოქვეყნების შესაძლებლობა. • პარლამენტის წევრის კითხვა – პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა 15 დღიდან 10 დღემდე შემცირდა. თუ კითხვის ადრესატი ვერ ახერხებს პასუხის დროულად გაცემას, იგი ვალდებულია პარლამენტის წევრს წარუდგინოს არგუმენტირებული წერილობითი თხოვნა ვადის დამატებით 10 დღით გაზრდისთვის. შემუშავებულია პროაქტიული კვარტალური ანგარიშგება და არსებობს მისი ონლაინგამოქვეყნების შესაძლებლობა. ანგარიში შესაძლებელია განხილულ იქნეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. • თემატური მოკვლევა – თემატური მოკვლევა შეიძლება დაიწყოს შემცირებული კვორუმით – კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით, ნაცვლად სიითი შემადგენლობის უმრავლესობისა. დასკვნის მომზადების 3-თვიანი ვადა გაიზრდება მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 2 თვით. რეკომენდაციათა სია წარმოდგენილი იქნება, როგორც მათი შესრულების საკონტროლო მექანიზმი. • ანგარიშვალდებული უწყებების ანგარიშების მოსმენა – საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანგარიში პარლამენტის წინაშე უნდა წარმოადგინოს მხოლოდ მისმა ხელმძღვანელმა, ნაცვლად ხელმძღვანელის მოადგილისა. საარჩევნო რეფორმა პარლამენტმა მრავალპარტიული მხარდაჭერით განახორციელა. რეფორმით გათვალისწინებული საკითხები მოსაზრებებისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთოს/დემოკრატიული 13 ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) გაეგზავნა. მიღებული კანონი შემდეგ ძირითად სიახლეებს მოიცავს: • ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა – ამომრჩეველთა არანაკლებ 70%-ს (ანუ ამომრჩევლებს საქართველოს ყველა დიდ ქალაქსა და სხვა დასახლებაში) ექნება ხმის ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიცემის საშუალება. ხმის ელექტრონულად მიცემის სისტემა მოიცავს ამომრჩეველთა ელექტრონულ რეგისტრაციას და საარჩევნო უბანზე მისვლისას იდენტიფიკაციას, ხმის მიცემას, ხმების დათვლას და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენას. იმ საარჩევნო უბნებზე მიცემული ხმების ამსახველი საარჩევნო ბიულეტენები, სადაც არ არის ამომრჩეველთა ელექტრონული რეგისტრაცია და აღჭურვილობა ხმების დათვლისთვის (ამომრჩეველთა დანარჩენი 30%), სრულად იქნება გაციფრულებული და ატვირთული საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკოს) ოფიციალურ ონლაინპორტალზე, სადაც ხელმისაწვდომი იქნება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. • პოლიტიკური პარტიების დაფინანსება – პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-დან 0.05%-მდე მცირდება (ანუ ხარჯების არსებული ზედა ზღვარი თითოეულ მხარეს 60 მლნ ლარიდან 30 მლნ ლარამდე უმცირდება). ეს პოლიტიკურ პარტიებს უფრო თანაბარ პირობებს შეუქმნის. • ადმინისტრაციული რესურსები – ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებისთვის არსებული ჯარიმა – 2000 ლარი – გაორმაგდება და 4000 ლარი გახდება. ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენებისთვის პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა 3 წელი იქნება. • საარჩევნო ადმინისტრაცია – მოხდება პროფესიული საფუძველზე არჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების სერტიფიცირება და შეიქმნება კომისიის სერტიფიცირებული წევრების მონაცემთა ბაზა; პროფესიულ საფუძველზე არჩეული საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების ნეიტრალიტეტისა და მიუკერძოებლობის გასაუმჯობესებლად მათთვის კონკრეტული კრიტერიუმები დაწესდება; საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა, ნაცვლად 30 დღისა, იქნება 7 დღე, თუ შემთხვევა არჩევნებამდე მოხდა, ან 12 დღე, თუ შემთხვევა არჩევნების დღეს მოხდა; შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია აირჩევს არა მხოლოდ 8 საუბნო საარჩევნო კომისიას, არამედ აგრეთვე კომისიის ხელმძღვანელობას (მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელობას კომისიის წევრები ირჩევდნენ). • საჩივრები – საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ქმედებების საოლქო საარჩევნო კომისიაში გასაჩივრების ვადა ორი დღიდან სამ დღემდე იზრდება. • ხმების გადათვლა – თუ კონკრეტულ საარჩევნო უბანზე დათვლილი საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა იმ ამომრჩეველთა რაოდენობას, რომლებმაც რეალურად მისცეს ხმა, 5-ით ან მეტით აღემატება, ან თუ ეს რიცხვი რეალურ ამომრჩეველთა რაოდენობაზე 10-ით ან მეტით ნაკლებია, ამ საარჩევნო უბანზე ხმები გადაითვლება. • მარკირება – ამომრჩევლები, რომლებიც გადასატან საარჩევნო ყუთს იყენებენ, მარკირებას დაექვემდებარებიან. • დამკვირვებლები – ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების მანდატი გაფართოვდება. მათ რეგისტრაციის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ, არასაარჩევნო პერიოდში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომებს დაესწრონ. სასამართლო რეფორმა – ევროკავშირის მესამე პრიორიტეტის ფარგლებში სასამართლო რეფორმის განხორციელება გულისხმობდა შემდეგი ნაბიჯების გადადგმას: • პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში არსებულმა სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა სასამართლო რეფორმების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. • 2022 წლის 4 ნოემბერს პარლამენტს წარედგინა სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები. საკანონმდებლო ცვლილებები სამართლებრივი მოსაზრებებისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) გაეგზავნა. 14 • პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო გენერალური პროკურორის არჩევის ახალ წესთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი. • 2022 წლის 30 სექტემბერს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 არამოსამართლე წევრის ასარჩევად კონკურსი გამოაცხადა. პარლამენტში გაიმართა 31 კანდიდატის საკომიტეტო მოსმენები. საპარლამენტო პოლიტიკური პარტიები კომპრომისულ კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ. ამ საკითხზე დიალოგი 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე გაგრძელდება. ანტიკორუფციული საქმიანობის გაძლიერება – კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების სამუშაო ჯგუფში გამართული დისკუსიების საფუძველზე პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარადგინა ახალი, დამოუკიდებელი ორგანოს – ანტიკორუფციული ბიუროს შექმნის ინიციატივა, რომელიც პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე იქნება ანგარიშვალდებული. ანტიკორუფციული ბიუროს მთავარი ამოცანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და კორუფციის პრევენცია იქნება. უფრო კონკრეტულად, ანტიკორუფციული ბიურო შემდეგ ფუნქციებს შეითავსებს: • ინტერესთა კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების რეგულირება; • მაღალი რანგის თანამდებობის პირების ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების მონიტორინგი; • მამხილებელთა დაცვის გაუმჯობესება; • პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი და ამ სფეროსთან დაკავშირებული შესაბამისი საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა; • საქართველოს ანტიკორუფციული პოლიტიკისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის ზედამხედველობა და კოორდინაცია; • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის შესახებ წინადადებების შემუშავება, პარლამენტისთვის წარდგენა და ამ კუთხით მისთვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსად წარსადგენად კანდიდატებს შეარჩევს სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებული საკონკურსო კომისია ღია კონკურსის საფუძველზე, გამჭვირვალე პროცესის მეშვეობით. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსს წარდგენილ კანდიდატთაგან 6 წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. პარლამენტი მუშაობდა აგრეთვე სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით. განხილვების შედეგად შემუშავდა შემდეგი საკანონმდებლო ცვლილებები: • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფლებამოსილება იზრდება და იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაადგენს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციით გათვალისწინებული რაიმე უფლების დარღვევას, ამ საკითხებს, საქართველოს პროკურატურის ნაცვლად, სპეციალური საგამოძიებო სამსახური გამოიძიებს. • ამასთანავე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო იურისდიქცია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 147-ე, 332-ე, 333-ე, 341-ე და 3691 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე გავრცელდება, თუ ეს მუხლები ეხება უფლებამოსილების გადამეტებას და თუ ეს სამართალდარღვევები სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა). • საკანონმდებლო ცვლილებით გაზრდილი უფლებამოსილებების გათვალისწინებით იზრდება სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბიუჯეტი (რესურსები). • საკანონმდებლო ცვლილებით გაიზრდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პერსონალის სოციალური დაცვის შეღავათები. კერძოდ, კანონი გულისხმობს ყველა დასაქმებულისთვის (შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირების გარდა) სპეციალური სტატუსის (სპეციალური სახელმწიფო წოდების) მინიჭებას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელზე 15 გავრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გარანტირებული სოციალური დაცვის გარანტიები. • სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნით პარლამენტის კომიტეტს წარედგინება ინფორმაცია ამ უწყებების საქმიანობის პროცესში გამოვლენილი სამართლებრივი ხარვეზების შესახებ, აგრეთვე მოსაზრებები ხარვეზების აღმოფხვრისა და უწყებების საქმიანობის ეფექტიანობის ზრდის შესახებ. • სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტიანობისა და დამოუკიდებლობის გასაზრდელად საკანონმდებლო ცვლილებები ინიციირებული იყო პაკეტის სახით. კერძოდ, ცვლილებები შეტანილ იქნა 6 კანონში, მათ შორის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. დეოლიგარქიზაცია – უკრაინის გამოცდილებაზე დაყრდნობით პარლამენტმა შეიმუშავა „დეოლიგარქიზა ციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც მოსაზრებებისთვის ვენეციის კომისიასა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისს (ODIHR) გაეგზავნა. შემოთავაზებული კანონის პროექტით, ფიზიკური პირი, რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან სამ პირობას, მიიჩნევა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური გავლენის მქონე პირად – ოლიგარქად: 1. მონაწილეობს პოლიტიკურ ცხოვრებაში; 2. მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე; 3. არის იმ მეწარმე იურიდიული პირის საბოლოო ბენეფიციარი, რომელსაც ბაზარზე დომინანტური მდგომარეობა უკავია და რომელიც ამ მდგომარეობას 1 წლის განმავლობაში ინარჩუნებს ან აუმჯობესებს; 4. მისი და იმ მეწარმე იურიდიული პირების აქტივების დადასტურებული ოდენობა, რომელშიც ის ბენეფიციარია, შესაბამისი წლის 1 იანვრის მდგომარეობით, 1000000-ჯერ აღემატება შრომისუნარიანი პირისთვის დადგენილ საარსებო მინიმუმს. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა – პარლამენტის მიერ შესაბამისი უწყებებისთვის შემუშავებული წინადადებები მოიცავს შემდეგ სფეროებში 76 აქტივობის განხორციელებას: • ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ (მათ შორის, კრიმინალებისა და მათი მომხრეების წინააღმდეგ) ბრძოლა; კრიმინალური • კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; • ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა; • ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლა; • ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. ავტორიტეტების, პროფესიონალური, დამოუკიდებელი და პლურალისტული მედიაგარემო – აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტის კომპეტენციის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი აქტივობა: პარლამენტმა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შეიტანა ცვლილება ევროკავშირის აუდიოვიზუალური მედიასერვისების დირექტივასთან (AVMSD) ჰარმონიზაციისთვის. ამ საკანონმდებლო ცვლილების მიღება 2018 წლიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულება იყო. ეს ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოში პროფესიონალურ, დამოუკიდებელ და პლურალისტურ მედიაგარემოს, საუკეთესო ევროპული სტანდარტების შესაბამისად. გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა – პარლამენტი მუშაობდა შემდეგ საკანონმდებლო ცვლილებებზე: • 16 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ იქნა ცვლილებები გენდერული ზეგავლენის შეფასების ინსტიტუციონალიზაციის მიზნით. • რამდენიმე საკანონმდებლო აქტში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლებიც ეხება გენდერული თანასწორობის, როგორც თანაბარი შესაძლებლობის, დამკვიდრებას საკანონმდებლო დონეზე და მიზნად ისახავს გენდერული თანასწორობის ხელშეწყობას. • განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები სახელმწიფო სერვისების (თავშესაფარი, კრიზისული ცენტრი) გამარტივებული ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მათ შორის, გაუქმდა სახელმწიფო სერვისებით სარგებლობისთვის მსხვერპლის სტატუსის არსებობის აუცილებლობა. • დასამტკიცებელია ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია. გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა – პარლამენტის თავმჯდომარე კოორდინაციას უწევდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების საქმიან და კონსტრუქციულ ჩართულობას 12 პრიორიტეტის განხორციელებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან მჭიდრო პარტნიორობით. საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება – პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი მოიცავს შემდეგ ინიციატივებს: • საკანონმდებლო მექანიზმების შემოღება, რომლებიც ხელს უწყობს საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მითითებას; • მოსამართლეების, პროკურორებისა და ადვოკატების პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და მათი საქმიანობის ხარისხის გაუმჯობესება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების შესაბამისად. საქართველოს სახალხო დამცველის არჩევა – პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველის ვაკანტურ თანამდებობაზე ახალი, ინკლუზიური პროცედურით 19 კანდიდატის განცხადება მიიღო. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა შეფასების სამუშაო ჯგუფმა კანდიდატები 4 კრიტერიუმით შეაფასა: კეთილსინდისიერება და რეპუტაცია, მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა, ცოდნა და გამოცდილება. შეფასების შედეგები პარლამენტს 2022 წლის 13 ოქტომბერს წარედგინა. პარლამენტმა ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომების ფარგლებში თითოეულ კანდიდატს მოუსმინა. კომიტეტის წევრებმა, საბოლოო ჯამში, ყველა კანდიდატს დაუჭირეს მხარი – მიიღეს ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკურ პარტიებს შემდგომი პოლიტიკური დიალოგის საშუალებას მისცემდა. 2022 წლის საშემოდგომო სესიაზე პოლიტიკურ სუბიექტებს შორის პოლიტიკური შეთანხმება ვერ შედგა და 90 ხმა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო. აღნიშნულ საკითხზე პოლიტიკური დიალოგი 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე გაგრძელდება. სამუშაო ჯგუფები 12 პრიორიტეტის განსახორციელებლად პრიორიტეტი 2. სახელმწიფო ინსტიტუტების გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა 1 სამუშაო ჯგუფი პარლამენტის რეგლამენტის ცვლილებისთვის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი ირაკლი ქადაგიშვილი 2 საარჩევნო კოდექსის გადახედვის სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანრი ოხანაშვილი პრიორიტეტი 3. სასამართლო რეფორმა 3 სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფი პრიორიტეტი 4. ანტიკორუფციული სააგენტოს გაძლიერება 4 კორუფციასთან ბრძოლის გაძლიერების სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანრი ოხანაშვილი 17 5 სამუშაო ჯგუფი სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულებით იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანრი ოხანაშვილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ანრი ოხანაშვილი პრიორიტეტი 5. დეოლიგარქიზაცია 6 დეოლიგარქიზაციის სამუშაო ჯგუფი პრიორიტეტი 6. ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა 7 ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გაძლიერების სამუშაო ჯგუფი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი ირაკლი ბერაია პრიორიტეტი 9. გენდერული თანასწორობა, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა 8 სამუშაო ჯგუფი გენდერული თანასწორობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭო ნინო წილოსანი ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მიხეილ სარჯველაძე პრიორიტეტი 11. საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება 9 18 სამუშაო ჯგუფი საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინების შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი მიხეილ სარჯველაძე კანონშემოქმედებითი საქმიანობა 2022 წელს გაიმართა საქართველოს პარლამენტის 56 პლენარული სხდომა (მათ შორის, 1 რიგგარეშე სხდომა), რომლებზედაც პარლამენტმა მიიღო 298 კანონი; მათ შორის, მიღებულ იქნა პარლამენტის შესაბამისი სუბიექტების ინიციატივით წარმოდგენილი კანონების პროექტები: • საქართველოს მთავრობის ინიციატივით წარმოდგენილი 143 კანონის პროექტი; • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით წარმოდგენილი 2 კანონის პროექტი; • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ინიციატივით წარმოდგენილი 1 კანონის პროექტი; • საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივით წარმოდგენილი 87 კანონის პროექტი; • საქართველოს პარლამენტის კომიტეტების ინიციატივით წარმოდგენილი 60 კანონის პროექტი; • საპარლამენტო ფრაქციების ინიციატივით წარმოდგენილი 5 კანონის პროექტი. ამასთანავე: • მიღებულია 916 საქართველოს პარლამენტის დადგენილება, მათ შორის, 76 დადგენილება საკადრო საკითხებზე; • რატიფიცირებულია 26 საერთაშორისო ხელშეკრულება (შეთანხმება, მემორანდუმი, კონვენცია და სხვა); • მიღებულია 2 საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია; • დამტკიცებულია 1 კონცეფცია. პარლამენტმა ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად მიიღო 82 კანონი (ახალი კანონი ან კანონში ცვლილება). გაიმართა პარლამენტის ბიუროს 104 სხდომა, რომლებზედაც მიღებულ იქნა ბიუროს 1063 გადაწყვეტილება (მათ შორის: ახალი საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ნორმატიული აქტის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, საკანონმდებლო წინადადებების თაობაზე, ხაზინადართა საბჭოს გადაწყვეტილებების დამტკიცების შესახებ). საანგარიშო პერიოდში პარლამენტმა რეგისტრაციაში გაატარა 734 საკანონმდებლო ინიციატივა, 45 საერთაშორისო ხელშეკრულება (შეთანხმება, კონვენცია და სხვა), ანგარიშები, თანხმობისა და ნდობის მისაღებად წარმოდგენილი კანდიდატურები და სხვა. აღნიშნული მასალა პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით, განსახილველად გაეგზავნა პარლამენტის შესაბამისე კომიტეტებსა და ფრაქციებს, სათანადო უწყებებს. განსახილველად შემოვიდა 134 საკანონმდებლო წინადადება, 5 პეტიცია, რომლებიც პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით, განსახილველად გაეგზავნა პარლამენტის შესაბამის კომიტეტებს. პარლამენტმა მიიღო 236 ნორმატიული აქტი, რომლებიც გაეგზავნა როგორც პარლამენტის სტრუქტურულ ერთეულებს, ისე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, საქართველოს მთავრობის ადმინისტრა ციასა და საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურებს. ამ ანგარიშში წარმოდგენილია პარლამენტის კომიტეტების მხოლოდ ის საქმიანობა, რომელიც მათ წამყვანი კომიტეტის სტატუსით განახორციელეს, და იგი არ მოიცავს იმ კანონპროექტებს, რომლებზედაც დასკვნის მომზადება სავალდებულოა და რომელთა რაოდენობა ბევრად აღემატება წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტების რაოდენობას. 19 აგრარულ საკითხთა კომიტეტი აგრარულ საკითხთა კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 2 კანონპროექტი: საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ცხოველთა და მცენარეთა ახალი ჯიშების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომლითაც: • დადგინდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უფლება მოსილება, განსაზღვროს კომპეტენტური პირი მცენარის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩასატარებლად; • გაუქმდა თავი თესლისა და სარგავი მასალის საქართველოში გასავრცელებლად დაშვების შესახებ, რადგან აღნიშნული საკითხი სხვა კანონით რეგულირდება. საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/268; 22.11.2022) კანონპროექტი არის დაინტერესებულ მხარეთა ფართო ჩართულობის ფონზე მომზადებული ინიციატივა, რომელიც, ერთი მხრივ, ასახავს „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების ნაწილს, ხოლო მეორე მხრივ, თანხვდენილია აღნიშნულ საკითხზე საქართველოს მოქალაქე პაატა კოღუაშვილის მიერ წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან. კანონის მიღების შედეგად: • კანონის მიზანი ახლებურად ჩამოყალიბდა; • დაზუსტდა ზოგიერთი ტერმინის მნიშვნელობა; • მინიმალური სავალდებულო პაის კონკრეტული ოდენობა კანონით განსაზღვრული აღარ არის; • კოოპერატივის საერთაშორისო ალიანსის მიერ ჩამოყალიბებული შვიდი პრინციპი სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის საქმიანობის ძირითად პრინციპებად განისაზღვრა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საანგარიშო წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა გამართა 52 სხდომა. ამ სხდომებზე განხილულ იქნა 72 საკანონმდებლო ინიციატივა (305 კანონპროექტი), მათ შორის, 38 საკანონმდებლო პაკეტი (271 კანონპროექტი) და 34 ცალკე კანონპროექტი. მათგან კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 6 საკანონმდებლო ინიციატივა (29 კანონპროექტი). წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულ იქნა აგრეთვე 1 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, 7 საკანონმდებლო წინადადება და 2 პეტიცია. კომიტეტმა განიხილა 2 საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიცირების საკითხი, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი 20 ანგარიში და ინფორმაცია, აგრეთვე სამოქალაქო საზოგადოების მიერ წარმოდგენილი 2 ალტერნატიული ანგარიში. მათგან წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილულია 7 ანგარიში. კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა აგრეთვე 2 ვაკანტურ თანამდებობაზე 21 პირის არჩევაზე რეკომენდაციის გაცემის საკითხი. განხილულ იქნა 16 ორგანიზაციული და სხვა საკითხი. კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის მიზნებისა და ამოცანების შესაბამისად განისაზღვრა აქტივობები და მათი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი პირები. გეგმით განსაზღვრული იყო 77 აქტივობა. მათგან განხორციელდა 42, ნაწილობრივ განხორციელდა 11, ხოლო განუხორციელებელი დარჩა 24 აქტივობა, რომლებიც, მათი შინაარსის გათვალისწინებით, მომდევნო წლის სამოქმედო გეგმაში აისახება. აქტივობების განუხორციელებლობის მიზეზებს შორისაა: გეგმით გაუთვალისწინებელი საკითხების დღის წესრიგში შეტანა, მათი პრიორიტეტულობა და რესურსის მათკენ მიმართვა, სხვა წამყვანი კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვის დაყოვნება, საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა მისი სხვა კომიტეტის მიერ შესწავლის გამო. 20 • კომიტეტის ფარგლებში მომზადდა და განხილულ იქნა „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. კანონპროექტით გათვალისწინებული იყო ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელებით განპირობებული პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლისას სახელმწიფოს მიერ პატიმრობის აღსრულებისთვის პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირებისთვის დაწესებული შეზღუდვების სამართლიანი კომპენსაციის მიზნით პატიმრობაში მყოფი პირებისთვის (ბრალდებულები/მსჯავრდებულები) სასჯელის სახით დანიშნული ვადიანი და უვადო თავისუფლების აღკვეთის აღსრულების კუთხით შეღავათის დაწესება. კანონის თანახმად: პირებს, რომლებსაც სასჯელის სახით 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ დანიშნული, აღნიშნული სასჯელი შეუმცირდათ 45 დღით; ქალ, არასრულწლოვან და ხანდაზმულ პატიმრებს სასჯელი შეუმცირდათ 105 დღით; ყველა დანარჩენ პატიმარს, რომლებსაც ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ დანიშნული, სასჯელი შეუმცირდა 75 დღით. კანონი არ გავრცელდა გარკვეული კატეგორიის დანაშაულებზე. • გენდერული თანასწორობის საბჭოს და კომიტეტის თანამშრომლობით მომზადდა და განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტის წევრთა ჯგუფის მიერ ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (№07-3/172; 23.02.2022). ცვლილებების თანახმად, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტების არსებობისას თავშესაფრის, კრიზისული ცენტრის ან მხარდაჭერის სხვა მომსახურებით სარგებლობის წინაპირობა აღარ იქნება მსხვერპლის სტატუსის ქონა. მომსახურების მიწოდება ასევე არ იქნება დამოკიდებული მსხვერპლის მზადყოფნაზე, ითანამშრომლოს სამართალდამცავ/პროკურატურის ან/და სასამართლო ორგანოებთან ძალადობის აქტების ჩამდენი პირების წინააღმდეგ. თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი თავად განსაზღვრავს კრიტერიუმებს ან/და შეიმუშავებს სპეციალურ ინსტრუმენტს, რომლის საფუძველზედაც მიიღებს გადაწყვეტილებას მომსახურების მიწოდების შესახებ ან მის მიწოდებაზე უარის თქმის თაობაზე. ამ ინსტრუმენტით თავშესაფრის/კრიზისული ცენტრის მომსახურების მიმწოდებელი დაადგენს პირის ძალადობის ფაქტის არსებობას, შეაფასებს რისკებს და გამოკვეთს საჭიროებებს. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს მიიღო. • ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პუნქტიდან მე-12 საქართველოსგან ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვს. ამასთანავე, რეკომენდაციის თანახმად, ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის პროცესში უზრუნველყოფილი უნდა იყოს დამოუკიდებელი კანდიდატისთვის უპირატესობის მინიჭება. ამ მიზნით ინიციირებულ იქნა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები (№07-3/233/10; 31.08.2022), რომლებიც ითვალისწინებდა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესის დადგენას. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები – მამუკა მდინარაძე და მიხეილ სარჯველაძე. 2022 წლის 9 სექტემბერს კანონპროექტმა კანონის სახე მიიღო და გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა. • საქართველოს პარლამენტის წევრებმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარადგინეს „საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (№07-3/181; 22.03.2022). კონცეფცია არის სახელმწიფოს ხედვა სამოქალაქო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურის სფეროებში, როგორც საზოგადოებრივ, ისე კერძო ურთიერთობებში გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის. აღნიშნული დადგენილების პროექტი კომიტეტმა 2022 წლის 9 დეკემბრის სხდომაზე განიხილა და მოამზადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვისთვის. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა გამართა 22 სხდომა. კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 14 კანონპროექტი, ხოლო იმ კომიტეტის სტატუსით, რომლის მიერ დასკვნის მომზადება სავალდებულოა, – 11 კანონპროექტი. 2022 წელს წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია: 21 საქართველოს პარლამენტის წევრის კ. კახიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარ მოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/85; 22.06.2021) აღნიშნული ცვლილება ითვალისწინებს საგანმანათლებლო დაწესებულებების შენობებზე საქართველოს სახელმწიფო დროშის აღმართვისა და საქართველოს სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსების, ამავდროულად, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილზე განთავსების სავალ დებულოობას. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვრის, თამარ ტალიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ხათუნა კვიციანის, ვლადიმერ კახაძის, ბექა დავითულიანის, როსტომ ჩხეიძის და რამინა ბერაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/188; 06.04.2022) კანონპროექტი ითვალისწინებდა ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილებას. სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცათ იმ ბავშვებს, რომლებსაც 6 წელი 1 ოქტომბრამდე უსრულდებოდათ. 2022 წელს ამ უფლებით დაახლოებით 2500-მა მოსწავლემ ისარგებლა. საქართველოს პარლამენტის წევრების: გიორგი ამილახვრის, თამარ ტალიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ხათუნა კვიციანის, მარიამ ლაშხის, ვლადიმერ კახაძის და ბექა დავითულიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/186; 30.03.2022) კანონში შეტანილი ცვლილებით სტუდენტებს შესაძლებლობა მიეცათ, მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა (60-კრედიტიანი) ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის პარალელურად გაიარონ. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ეკა სეფაშვილის, გიორგი ამილახვრის, ვლადიმერ ჩაჩიბაიას და თამარ ტალიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/166; 09.02.2022) კანონში შეტანილი ცვლილებით განსხვავებულად რეგულირდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტების მობილობისა და სტატუსის შეჩერების საკითხი. ამ სტუდენტების მობილობა და სტატუსის შეჩერება მოხდება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა ბავშვის მოვლა ან ჯანმრთელობის მდგომარეობის ისეთი გაუარესება, რომელიც შეუსაბამოა სამხედრო სამსახურის გაგრძელებისთვის. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/164; 06.07.2022) ცვლილების მიხედვით, უცხოური ენის მასწავლებლობის მსურველი პირი შესაბამისი სერტიფიკატის წარმოდგენის შემთხვევაში თავისუფლდება გამოცდის უცხოურ ენაში ჩაბარების ვალდებულებისგან, გარდა იმ უცხოური ენებისა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული და რუსული), რომლებშიც შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ატარებს მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ გამოცდას. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/166; 15.07.2022) კანონებში შეტანილი ცვლილებებით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების თვის განათლების მიღების უზრუნველსაყოფად დაზუსტდა სპეციალური მასწავლებლის განათლებისთვის დადგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. კანონის ახალი რედაქციით ფსიქოლოგის ბაკალავრის ან ოკუპაციური თერაპევტის აკადემიური ხარისხის მქონე პირს შესაძლებლობა მიეცა, სკოლაში დასაქმდეს სპეციალური მასწავლებლის სტატუსით. ამასთანავე, ცვლილებების შედეგად გაჩნდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. 22 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტმა გამართა 26 სხდომა: • კომიტეტი წამყვანი იყო 33 კანონპროექტსა და 2 საერთაშორისო ხელშეკრულებაზე; • კომიტეტმა სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად განიხილა 60 კანონპროექტი და 4 საერთაშო რისო ხელშეკრულება; • კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებულ იქნა 4 კანონპროექტი; • კომიტეტმა განიხილა 6 საკანონმდებლო წინადადება; • კომიტეტის 7 სხდომა და 1 სამუშაო შეხვედრა მიეძღვნა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის განხილვას; • კომიტეტის 1 სხდომა გაიმართა საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგის მიზნით. კომიტეტის მიერ 2022 წელს წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია: • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/160; 08.06.2022) (კანონები მიღებულია) საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, ტანისა და თეძმის ხეობებში, 32 850 ჰექტარზე შეიქმნა ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი (საერთო ფართობი – 21 864 ჰექტარი) და ტანის აღკვეთილი (საერთო ფართობი – 10 986 ჰექტარი), ვინაიდან ეს ორი ხეობა საქართველოს ორი ეროვნული პარკის – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკისა და ალგეთის ეროვნული პარკის – დამაკავშირებელი დერეფანია და მათ თავიანთი მდებარეობის გამო მნიშვნელოვანი კონსერვაციული ფუნქცია აქვთ. • აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მაჭახელას დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/114; 10.01.2022) საკანონმდებლო ინიციატივის საფუძველზე მაჭახელას ხეობაში შეიქმნა მაჭახელას დაცული ლანდშაფტი, რომლის მიზანია ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიითა და კულტურით გამორჩეული ტერიტორიის დაცვა და აღდგენა, აგრეთვე კოლხური ტყეების დაცვისა და რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფა. კანონპროექტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის, მაჭახელას ხეობის მოსახლეობის ინიციატივით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით მომზადდა. • საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, ალექსანდრე დალაქიშვილის და სხვათა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-3/86/10; 23.06.2021) (კანონები მიღებულია) კანონპროექტი მიზნად ისახავდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების დახვეწასა და გარემოსდაცვითი სტანდარტების გაუმჯობესებას. აღსანიშნავია, რომ იგი ითვალისწინებდა საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2020 წელს განხორციელებული ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის პროცედურის შედეგად შემუშავებული „გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის აღსრულების კონტროლის ანგარიშით“ გაცემულ რეკომენდაციებს. კანონის მიღების შედეგად წიაღისეულის მოპოვებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მინიმუმამდე დასაყვანად შემცირდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით 23 დადგენილი წიაღის მოპოვების ადგილის ზედაპირის ზღვრები, რომელთა საფუძველზედაც განისაზღვრება საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების, აგრეთვე სკრინინგის პროცედურისადმი დაქვემდებარების საკითხი. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/111/10; 22.12.2021) (კანონი მიღებულია) კანონით ცვლილება იქნა შეტანილი „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ და დასკვნით დებულებებში. კერძოდ, საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის/ ზონების და აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმის დამტკიცების ვადად, ნაცვლად 2021 წლის 1 მარტისა, 2022 წლის 31 დეკემბერი განისაზღვრა. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/211; 16.11.2022) (კანონები მიღებულია) კანონების მიღებით ტყის მართვის ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ადგილზე განხილვის უფლებამოსილების სრულყოფილად განსახორციელებლად საქართველოს ტყის კოდექსსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დაზუსტდა შესაბამისი ნორმები, რომელთა საფუძველზედაც ტყის მართვის ორგანო შეძლებს ეფექტიანად განახორციელოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება. ამასთანავე, კოვიდ-19-ის პანდემიის გამო არსებული შეფერხებების გათვალისწინებით, 2026 წლის 1 იანვრამდე გადავადდა საქართველოს ტყის კოდექსის იმ დებულების ამოქმედება, რომლის მიხედვით, მოქალაქეებისთვის სათბობი მერქნული რესურსის შეძენა მხოლოდ საქმიანი ეზოებიდან იქნება შესაძლებელი. შესაბამისად, შეიცვალა საშეშე მერქნის მოპოვებისთვის ხეტყის დამზადების ბილეთის გაცემისა და ტყის მართვის ორგანოების მიერ დამზადებული ხეტყის ტრანსპორტირების ვადები. აღნიშნული პერიოდი საჭიროა იმისთვის, რომ ტყის მართვის ორგანოებმა სრულად უზრუნველყონ მოსახლეობისთვის არსებული სოციალური ჭრის პრაქტიკის ჩასანაცვლებლად ალტერნატიული მომსახურების შეთავაზება. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/202; 01.11.2022) (კანონპროექტი მიღებულია I მოსმენით) 2022 წელს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჩაატარა მტირალას ეროვნული პარკის სადემარკაციო სამუშაოები და დააზუსტა ეროვნული პარკის საზღვარი. შესაბამისად, დაცული ტერიტორიის საზღვრებიდან გამოტანილ იქნა დაცული ტერიტორიებისთვის არატიპური ინფრასტრუქტურა – როგორც ადგილობრივი მოსახლეობის სარგებლობაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ბაღები, ისე სასმელი წყლის სათავე ნაგებობა და ეროვნული პარკის საზღვრებში არსებული გზის ნაწილი. ჩატარებული სადემარკაციო სამუშაოების შედეგად მტირალას ეროვნული პარკის ფართობი 118,8 ჰექტარით შემცირდა და, ნაცვლად 15698,8 ჰექტარისა, 15580 ჰექტარი იქნება. • საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის და ხატია წილოსანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/170/10; 16.02.2022) (კანონი მიღებულია) ცვლილებით საქართველოს მთავრობას დაევალა, 2022 წლის 1 მაისამდე მიეღო დადგენილება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე“. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/ 205; 09.11.2022) (კანონპროექტი მიღებულია II მოსმენით) კანონპროექტის მიღებით დაინერგება გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების მონაწილეობის უფრო ეფექტიანი მექანიზმები. აღსანიშნავია, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, 24 რომელიც თავის საქმიანობას ორჰუსის კონვენციის პრინციპებზე დაყრდნობით ახორციელებს, უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული, გარემოსდაცვით თემებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომობას. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/212/10; 16.11.2022) (I მოსმენა გაიმართება 2023 წლის საგაზაფხულო სესიაზე) ცვლილებებით ზუსტდება ის გეოგრაფიული არეალები, სადაც აღმოჩენილი ან/და მოპოვებული მერქნული რესურსი შეიძლება განკარგოს ტყის მართვის ორგანომ. ამასთანავე, პრაქტიკაში წარ მოქმნილი საკითხების გადასაწყვეტად ზუსტდება შესაბამისი მუხლების ნორმატიული შინაარსი. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა 236 კანონპროექტი. მათგან 87 კანონპროექტზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 149 კანონპროექტზე მოამზადა სავალდებულო დასკვნა. კომიტეტისა და კომიტეტის წევრების მიერ ინიციირებულ იქნა 18 კანონპროექტი. კომიტეტის საქმიანობა შეეხო შემდეგ სფეროებსა და საკითხებს: ენერგეტიკა, კონკურენცია, ვაჭრობა, სივრცის დაგეგმარება, სატრანსპორტო პოლიტიკა, სახელმწიფო ქონება, ბიზნესის ხელშეწყობა, აზარტული თამაშობების რეგულირება და სხვა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ასოცირების შესახებ შეთანხმებით შესრულებასთან დაკავშირებულ კანონპროექტებზე მუშაობა, კერძოდ: აღებული ვალდებულებების • „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავება. ამ პროცესში ჩართული არიან კერძო და საჯარო სექტორების წარმომადგენლები. გაიმართა 40-მდე შეხვედრა; • „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა; • „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა; • „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა. კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის თანახმად, 3 სტრატეგიული მიზნისა და 10 ამოცანის შესასრუ ლებლად განსაზღვრული იყო 171 აქტივობა, რომელთაგან სრულად განხორციელდა 70 (41%). საანგარიშო პერიოდში კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის წევრების მონაწილეობით ინიციირებულ იქნა 18 კანონპროექტი. მათგან აღსანიშნავია შემდეგი კანონპროექტები: • საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/193; 13.04.2022) კანონით ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსით 2022 წელს იყო გათვალისწინებული, თავისუფლდება სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების ან/ და დასასვენებელი და სხვა მოკლევადიანი განთავსების საშუალებების საქმიანობებში, რესტორნებისა და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობებში, სასმელებით მომსახურების საქმიანობებში, ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორებისა და სხვა დაჯავშნის მომსახურებასა და მათთან დაკავშირებულ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა. 25 საგადასახადო შეღავათი ვრცელდება აგრეთვე იჯარით, ლიზინგით ან სხვა ამგვარი ფორმით გადაცემულ ქონებაზე, თუ ეს ქონება ზემოაღნიშნულ ჩამონათვალში არსებულ რომელიმე საქმიანობაში გამოიყენება. • საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/218; 08.06.2022) (კანონპროექტები განხილულ იქნა დაჩქარებული წესით) „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის მიზანია საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებისთვის ხელის შეწყობა. კანონის მიღების შედეგად საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარებით შესაძლებელი იქნება დანაზოგებისა და დაფინანსების დივერსიფიცირება და ეკონომიკაში კაპიტალის ეფექტური ალოკაციის მოხდენა, რაც კერძო სექტორს უფრო მდგრადს და, გრძელვადიან პერსპექტივაში, საბანკო და სახელმწიფო დაფინანსებაზე ნაკლებად დამოკიდებულს გახდის. • საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/219; 08.06.2022) ცვლილების თანახმად, თამბაქოს ნაწარმის სტანდარტიზებული შეფუთვით რეალიზაციის ან/და განლაგების მარეგულირებელი ნორმები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის მიერ შესამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის შემუშავების ვადა შეიცვალა და ასეთ ვადად, ნაცვლად 2022 წლის 31 დეკემბრისა, 2024 წლის 31 ივლისი განისაზღვრა. • საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/220; 08.06.2022) წარმოდგენილი ცვლილებით მშენებლობის ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობა თითოეული კვადრა ტული მეტრისთვის 4 ლარიდან 10 ლარამდე იზრდება, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში – 5 ლარიდან 11 ლარამდე. რაც შეეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობას, მოსაკრებლის ოდენობა იგივე (4 ლარი) რჩება. ამასთანავე, კანონი ითვალისწინებს მოსაკრებლის ოდენობის ეტაპობრივად გაზრდას. გადამხდელისთვის 10-ლარიანი მოსაკრებლის ოდენობა მხოლოდ 2025 წლიდან ამოქმედდება. მანამდე, 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე, მოსაკრებელი 6 ლარი იქნება, ხოლო 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე – 8 ლარი. საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში იგი 2023 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრამდე 7 ლარი იქნება, 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე – 9 ლარი, ხოლო 2025 წლიდან – 11 ლარი. ზემოაღნიშნული ცვლილებით ადმინისტრაციულ ორგანოებს (მუნიციპალიტეტებს) ბიუჯეტში მეტი რესურსის მობილიზების შესაძლებლობა მიეცემათ, რაც გაზრდის ნებართვის გაცემის პროცესის ეფექტიანობას. ახალი საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებზედაც მიმდინარეობს მუშაობა • საქართველოს კანონის პროექტი „ტურიზმის შესახებ“ რეფორმა მიზნად ისახავს ტურიზმის მარეგულირებელი პოლიტიკის სფეროში ტურისტის, როგორც მომხმარებლის, უფლების დაცვას, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვას, ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობას, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას, დარგის განვითარების რეალისტურობისა და ეფექტიანობის ზრდისთვის გზების წარმოჩენას და ტურიზმის დარგის ევროდირექტივებთან დაახლოება. მოქმედი კანონი – „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი – 1997 წელს არის მიღებული და ვერ უპასუხებს მსოფლიო ტურიზმში დღეს 26 არსებულ გამოწვევებს. კანონით არ არის განსაზღვრული ტურისტთა უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმები, რის გამოც მომხმარებელთა უფლებების დაცვა არასათანადოდ ხორციელდება. საკანონმდებლო დონეზე არ არის ასახული საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული, ტურიზმთან დაკავშირებული დირექტივების მოთხოვნები. შესაბამისად, ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა საკანონმდებლო ხარვეზები სახელმწიფოს ტურიზმის სფეროში მნიშვნელოვანი გამოწვევის წინაშე აყენებს, რომლის აღმოფხვრაც უზრუნველყოფს ტურისტული საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობის ადეკვატურობას. • საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტი“ 2022 წელი კომიტეტისთვის მნიშვნელოვანი იყო, ვინაიდან დაიწყო მუშაობა ენერგეტიკული დამოუ კიდებლობის აქტზე. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე (რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი), რამაც შესაძლებელია გაზარდოს ენერგორესურსების აზიის ქვეყნებიდან ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით გადაზიდვის ნაკადების ინტენსივობა, რითაც საქართველოს მიეცემა შესაძლებლობა, გააღრმაოს და დაიმკვიდროს სანდო სატრანზიტო ქვეყნის სტატუსი. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები (№07-2/125; 23.02.2022) საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებით იქმნება ახალი სტრუქტურული ერთეული – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტო, რომელსაც გადაეცემა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით. აღნიშნული გადაწყვეტილება განპირობებულია იმით, რომ სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარება და ქალაქთმშენებლობა მჭიდროდ უკავშირდება მშენებლობის პროცესს. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არის სამშენებლო პოლიტიკის განხორციელებისა და ზედამხედველობის უფლებამოსილების მქონე ორგანო. შესაბამისად, ყველა ამ კომპონენტის ერთ სივრცეში მოქცევა შექმნის სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის უფრო ეფექტიანად და კოორდინირებულად წარმართვის შესაძლებლობას. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭირო ებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/163; 15.06.2022) (კანონპროექტები განხილულ იქნა დაჩქარებული წესით) წარმოდგენილი ცვლილებით ქალაქ ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, მაგრამ არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრისა, სათათბირო საბჭოს დადებითი რეკომენდაციის შემთხვევაში, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის წარდგინებით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დროებითი ხელშემწყობი ღონისძიებების სახით, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში განაშენიანების დეტალური გეგმის გარეშე შესაძლებელია განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გაზრდა. დროებითი ხელშემწყობი ღონისძიების გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ: ა) კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულთა დაკმაყოფილების მიზნით გამოყოფილ/გადაცემულ მიწის ნაკვეთზე; ბ) განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი ან/და მუნიციპალური მნიშვნელობის პროექტის განხორციელებისას, შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში; გ) ავარიული შენობა-ნაგებობის (მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი ან მრავალბინიანი, საცხოვრებელი ფუნქციის შემცველი შენობა-ნაგებობა) ჩანაცვლების მიზნით; დ) იმ ობიექტის დასრულების მიზნით, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიჩნევა დაუმთავრებელ მშენებლობად. 27 დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა გამართა 22 სხდომა, რამდენიმე ათეული შეხვედრა და განახორციელა სხვა აქტივობები. კომიტეტმა 2022 წლის 8 თებერვალს დაამტკიცა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმა, რომელიც შემუშავდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად და მიზნად ისახავდა საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელებასთან ერთად კომიტეტის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერებას. კანონშემოქმედებითი საქმიანობის კუთხით განხილული დოკუმენტებიდან საყურადღებოა შემდეგი: • საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/277; 07.12.2022). საქართველოს მოქალაქეს, რომლის მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ ყოფილა მიღებული გადაწყვეტილება სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ, აგრეთვე საქართველოს ყოფილ მოქალაქეს, რომელმაც სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა, კიდევ 2 წლით – 2024 წლის 31 დეკემბრამდე – გაუგრძელდა, შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნის ან მისი აღდგენის წესით მინიჭების მოთხოვნის უფლება. • საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ (თანდართულ მასალებთან ერთად), დოკუმენტი – „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულე ბები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება – „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/189/10; 30.09.2022). • საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/225; 05.12.2022). • 2022 წლის 27 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდა შემდეგი ცვლილებები: საზღვარგარეთ პასპორტის გაცემის საფასური შემცირდა და საქართველოში მოქალაქის პასპორტის აღებისთვის დაწესებულ საფასურს გაუთანაბრდა, აგრეთვე მაქსიმალურად გამარტივდა საზღვარგარეთ პასპორტის აღების პროცედურები. 2022 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გაგრძელდება მუშაობა მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრთან (ICMPD) „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პაკეტის მომზადებაზე. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის მომზადების პროცესში, რომელიც 2022 წლის 3 მარტს ევროკავშირს ოფიციალურად წარედგინა. 2022 წლის 24 ივნისის გადაწყვეტილებით ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა და გამოხატა მზადყოფნა, ევროკომისიის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების განხორციელების შემდეგ მას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიანიჭოს. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი მონაწილეობდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად საქართველოს პარლამენტში მიმდინარე პროცესში. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ძირითადად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 117 ნორმატიული აქტის პროექტი და 2 საერთაშორისო ხელშეკრულება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კანონმდებლობის სრული ან 28 ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის 20-მდე დირექტივასა და რეგულაციასთან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – მომხმარებლის უფლებების დაცვა – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. კომიტეტის ინიციატივით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მიმდინარე მუშაობა დასრულდა. 2022 წლის 29 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2022 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა. ამ კანონმა შექმნა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო და დააწესა ზოგადი პრინციპები მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, წამყვან კომიტეტად განისაზღვრა 7 კანონპროექტზე, რომლებიც იყო საქართველოს მთავრობის ინიციატივა, ხოლო კომიტეტად, რომლის მიერ დასკვნის მომზადება სავალდებულოა, – 76 კანონპროექტზე, რომელთაგან 2 საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა იყო, დანარჩენები კი – საქართველოს მთავრობისა. თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზის დახვეწის მიმართულებით მნიშვნელოვა ნი საკანონმდებლო ცვლილება იყო კომიტეტის მიერ ინიციირებული საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“. ამ ცვლილებით ფარული საგამოძიებო მოქმედებების საერთო ვადა განისაზღვრა არაუმეტეს 9 თვით, გარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა. აღნიშნული ცვლილება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ეფექტიანობის გაზრდას ემსახურებო და. ამავდროულად, იგი სათანადოდ უზრუნველყოფდა ადამიანის უფლებების დაცვას. გასათვალისწინებე ლია, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადამიანის უფლების შეზღუდვის ერთ-ერთ ლეგიტიმურ მიზნად სწორედ სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. შესაბამი სად, უზრუნველყოფილ იქნა ბალანსი, ერთი მხრივ, შესაბამისი პირის უფლების დაცვასა და, მეორე მხრივ, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და საგამოძიებო ორგანოს ეფექტიანად ფუნქციონირებას შორის. გარდა ამისა, აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი იყო ცვალებადი გამოწვევების საპასუხოდ ეროვნული უსაფრთხოებისა და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მექანიზმების გაძლიერება. • „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით გაიზარდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის, ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი ვალდებულია სამსახურის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. შეიცვალა სამსახურში მიღებისა და დაწინაურების წესი. დაიხვეწა სამსახურის გავლის საკითხები. • „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქარ თველოს კანონის პროექტით საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრა, რომ ეროვნული სადაზვერვო პროგრამა არის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია. • „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიღებით ხელი შეეწყო უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიების კონფიდენციალურობის მაღალი დონის შენარჩუნებას და განისაზღვრა მათი კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიები. • „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონით სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნებისთვის საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლებათ სხვა სახელმწიფო დაწესებულებაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ან/და სამხედრო წოდებით ნამსახურობა. 29 იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მისი კომპეტენციით განსაზღვრული, საქართველოს კონსტი ტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა. საანგარიშო წლის განმავლობაში კომიტეტმა და კომიტეტის აპარატმა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შემდეგი მიმართულებებით განახორციელეს: • კანონშემოქმედებითი საქმიანობა; • საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა; • თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა; • საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა; • დაინტერესებული პირების კორესპონდენციის დამუშავება და მასზე რეაგირება. 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართა 51 სხდომა და განიხილა 63 საკანონმდებლო ინიციატივა (304 კანონპროექტი), კერძოდ: წამყვანი კომიტეტის სტატუსით – 42 საკანონმდებლო ინიციატი ვა (116 კანონპროექტი); იმ კომიტეტის სტატუსით, რომლის მიერ დასკვნის მომზადება სავალდებულოა, – 21 საკანონმდებლო ინიციატივა (188 კანონპროექტი) და 1 კონცეფცია; საერთაშორისო ხელშეკრულებასთან დაკავშირებული 1 საკითხი; 33 საკანონმდებლო წინადადება; საპარლამენტო კონტროლთან დაკავ შირებული 6 საკითხი; თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული 6 საკითხი. 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, როგორც საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე სუბიექტმა, საქართველოს პარლამენტს წარუდგინა 5 საკანონმდებლო ინიციატივა. ამასთანავე, პარლამენტს წარედგინა კომიტეტის წევრთა მონაწილეობით შემუშავებული 50 საკანონმდებლო ინიციატივა. 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატმა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა განახორციელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ 22 საქმეზე. 2022 წლის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტში კორესპონდენციის სახით შემოვიდა და კომიტეტისა და კომიტეტის აპარატის საქმიანობის ფარგლებში დამუშავდა 1068 წერილი და განცხადება. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უფლებამოსილებებს განეკუთვნება კერძო სამართლის, სისხლის სამართლისა და საჯარო სამართლის სხვა სფეროებში შემავალი კანონპროექტების განხილვა და მათზე სათანადო დასკვნების მომზადება. 2022 წელს კომიტეტმა განიხილა ამ სფეროების განვითარებასა და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ბევრი მნიშვნელოვანი საკანონ მდებლო ინიციატივა. ეს პროცესი საქართველოს მთავრობასთან, სხვა უწყებებსა და დაინტერესებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განხორციელებული კანონშემოქმედებითი საქმიანობა იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებულ საკითხებზე 2022 წელს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარუდგინა შემდეგი კანონპროექტები, რომლებზედაც იგი წამყვან კომიტეტად განისაზღვრა: საქართველოს კანონის პროექტი „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ (№07-3/254; 05.10.2022): კანონპროექტით ძირითადად წესრიგდება შემდეგი საკითხები: • ოლიგარქის ცნების განმარტება; • პირის ოლიგარქად ცნობისა და შესაბამის რეესტრში შეყვანის, ოლიგარქის რეესტრიდან ამორიცხვისა და აღნიშნული რეესტრის წარმოების საკითხები; 30 • პირის ოლიგარქად ცნობის სამართლებრივი შედეგები; • გარკვეული პირების მიერ ოლიგარქსა და მის წარმომადგენელთან კონტაქტის თაობაზე შესაბამისი დეკლარაციების შევსების საკითხები. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონების პროექტები: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/265; 09.11.2022): კანონპროექტებით ძირითადად წესრიგდება შემდეგი საკითხები: • დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრულად ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი. ამ ცვლილების მიზანია აგრეთვე სათანადო საკანონმდებლო ნორმების საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობის უზრუნ ველყოფა. • დგინდება შეზღუდვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებისა და საბჭოს წარდგინების გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით, კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიკერძოებულობის ფაქტის დადგენის შემთხვევაში. • იცვლება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის კონკურსის წესით დანიშვნის წესი. • წესრიგდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევის პროცე დურასთან დაკავშირებული საკითხი. საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/241; 21.09.2022): საკანონმდებლო პაკეტი მიღებულია სამი მოსმენით და ძირითადად შემდეგ საკითხებს ითვალისწინებს: • შემოღებულ იქნა არჩევნების საქართველოს ამომრჩეველთა უმრავლესობისთვის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების პრინციპი. • გაფართოვდა იმ საუბნო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიების მაქსიმალური ფარგლები, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება. • საქართველოს პარლამენტის 2024 წლის არჩევნებსა და მის შემდგომ ჩატარებულ არჩევნებში ხმის მიცემა და სხვა სათანადო პროცედურები საქართველოს მოქალაქის არაელექტრონული პირადობის მოწმობით აღარ განხორციელდება. • გაფართოვდა კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის (საარჩევნო ბიულეტენების გადათვლის) შემთხვევათა ჩამონათვალი. • საუბნო საარჩევნო კომისიის არჩეული წევრისა და ხელმძღვანელი პირებისთვის დადგინდა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები. • დადგინდა დამატებითი შეზღუდვები პირთა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევასთან დაკავშირებით. 31 • წინასაარჩევნო აგიტაციისა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისთვის ჯარიმის ოდენობა გაორმაგდა (2000 ლარიდან 4000 ლარამდე გაიზარდა). • დაზუსტდა ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენასთან დაკავშირებული ვადები. • პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-დან 0.05%-მდე შემცირდა. საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“: საკანონმდებლო ინიციატივა მიღებულია სამი მოსმენით და ძირითადად შემდეგ საკითხებს ითვალისწინებს: • შეიცვალა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის სათაური და იგი შემდეგი სახით ჩამოყალიბდა: „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონი“. • საკანონმდებლო ცვლილებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ანტიკორუფციული ბიურო, რომელიც თავის საქმიანობას დამოუკიდებლად ახორციელებს და ანგარიშვალდებულია საქართველოს პარლამენტისა და უწყებათაშორისი ანტიკორუფციული საბჭოს წინაშე. • ანტიკორუფციული ბიუროს ამოცანაა, თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში ხელი შეუწყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. საქართველოს კანონების პროექტები: „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“: • დაზუსტდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მოთხოვნით საქართველოს პარლამენტის კომიტეტის მიერ მისი მოსმენის შემთხვევაში კომიტეტისთვის წარსადგენი ინფორმაციისა და მოსაზრებების შინაარსი. • გაფართოვდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, კერძოდ, ისეთ დანაშაულზე, რომელიც უკავშირდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის ან მისი დამატებითი ოქმის დარღვევის ფაქტს. • გაიზარდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული მნიშვნელოვანი საკანონ მდებლო ინიციატივებია: საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/234; 31.08.2022) • კონსტიტუციური კანონის პროექტით ცვლილება შედის კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებუ ლებებში. ცვლილების თანახმად, მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტი გენერალურ პროკურორს ირჩევს სრული შემადგენლობის სამი მეხუთედის უმრავლესობით. ეს ცვლილება განპირობებულია ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებით. საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/189; 06.04.2022): 32 საკანონმდებლო ცვლილებები ემსახურება დანაშაულის გამოძიების ეფექტიანობის გაზრდასა და დაზარა ლებულის უფლებების დაცვის გაუმჯობესებას, აგრეთვე ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უკეთ დაცვის უზრუნველყოფას. საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად შემდეგ საკითხებს ითვალისწინებს: • საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედებაზე, კერძოდ, კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახ საშუალებაში შენახული სისხლის სამართლის საქმისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ან დოკუმენტის გამოთხოვის ღონისძიებაზე არ გავრცელდება ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის დადგენილი სტანდარტი. • დაიხვეწა ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემადგენლობა. ამასთანავე, არაერთ შემთხვევაში გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხის მგებლობა ამ დანაშაულთა ჩადენისთვის. • გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 331-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის („ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინება“) ჩადენისთვის. საქართველოს პარლამენტის წევრების: ვახტანგ მეგრელიშვილის, იაგო ხვიჩიას, ალექსანდრე რაქვია შვილის და ჰერმან საბოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/131; 02.12.2021): კანონპროექტის თანახმად, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ენიჭებათ ერთმანეთთან მიმოწერის, სატელეფონო საუბრის უფლებით სარგებლობისა და ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება, თუ ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები არიან. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/210; 18.05.2022): საკანონმდებლო ცვლილებით კანონის დონეზე იქნა შემოღებული საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის პრინციპი და განისაზღვრა მისი გავლის წესები და პირობები. ამასთანავე, დადგინდა რომ საჯარო დაწესებულებაში სტაჟირების გავლის პერიოდი საჯარო სამსახურის სტაჟში ჩაითვლება. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/137; 13.04.2022): საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს ევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფი ნანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელი ექსპერტთა კომიტეტისა (MONEYVAL-ისა) და ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფის (FATF-ის) რეკომენდაციების შესრულებას. კულტურის კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში კულტურის კომიტეტმა გამართა 21 სხდომა. კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 2 კანონპროექტი, 3 საკანონმდებლო წინადადება და 1 პეტიცია, ხოლო იმ კომიტეტის სტატუსით, რომლის მიერ დასკვნის მომზადება სავალდებულოა, – 8 ნორ მატიული აქტის პროექტი. კომიტეტის მიერ 2022 წელს წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტებიდან აღსანიშნავია: 1. საქართველოს პარლამენტის წევრების: ვლადიმერ ჩაჩიბაიას, ირაკლი ბერაიას, ელისო ბოლქვა ძის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ხელაშვილის, რესან კონცელიძის და ალექსანდრე ელისაშვი 33 ლის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „მუზეუმების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/226; 24.06.2022) საკანონმდებლო ინიციატივით შეიქმნა ახალი ტიპის მუზეუმი, კერძოდ, სამხედრო მუზეუმი, რომელიც 2025 წლიდან მართვაში გადაეცემა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს. 2. საქართველოს პარლამენტის წევრის ეკა სეფაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/278; 07.12.2022) საკანონმდებლო ცვლილებებით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ახალი რედაქციით ჩამოყალიბდა. ამასთანავე, ახლებურად განისაზღვრა ზიანის ანაზღაურებისას ერთჯერადი ფულადი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 2 კანონპროექტი, ხოლო იმ კომიტეტის სტატუსით, რომლის მიერ დასკვნის მომზადება სავალდებულოა, – 28 კანონპროექტი. გარდა ამისა, განხილულ იქნა რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი 20 დოკუმენტი და 1 საკანონმდებლო წინადადება. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგია. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია მუნიციპალიტეტებისთვის მეტი უფლებამო სილების გადაცემა კომპეტენციის შესწავლისა და მათთვის ფინანსური რესურსების გამოყოფის შედეგად. აღნიშნული მიმართულებით კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში 2 საკანონმდებლო ინიციტივა განიხილა: 1. საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№073/211; 18.05.2022). 2. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/184; 16.09.2022) წარმოდგენილი ცვლილებები ითვალისწინებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გარკვეული მუხლებით დაჯარიმების უფლების მუნიციპალიტეტებისთვის მინიჭებას, მსგავსად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა. კომიტეტმა იმსჯელა იმაზე, რომ აუცილებელია, მუნიციპალიტეტებს მიეცეთ თანაბარი უფლებები საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებში სხვადასხვა საზოგადოებრივი საჭიროების უფრო ეფექტიანად მართვისთვის. გარდა ამისა, კომიტეტს მიაჩნია, რომ აღნიშნული ცვლილებები გააძლიერებს მუნიციპალიტეტების საზედამხედველო სამსახურების მუშაობას და დადებითად აისახება საზოგადოების კეთილდღეობაზე. შესაბამისად, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორივე საკანონმდებლო ინიციატივას. კომიტეტმა განიხილა აგრეთვე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/261; 26.10.2022). წარმოდგენილი ცვლილებით გაიმიჯნა მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს ბიუროს და საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები საკრებულოს დღის წესრიგის შემუშავებისა და დამტკიცების მიმართულებით. გარდა ამისა, შეიცვალა მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში დაუმტკიცებლობა აღარ არის მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს 34 უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას აღნიშნული საკრებულო განაგრძობს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული საკანონმდებლო საქმიანობის კუთხით აღსანიშნავია შემდეგი: 1. საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ“ (№07-3/146; 21.12.2021). 2. საქართველოს პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“ (№07-3/161; 26.01.2022). 3. „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (№072/149; 17.05.2022). 4. შეთანხმება „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საგადასახადო სფეროში თანამშრომლობის მიზნით ევროკავშირის „საგადასახადო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ (№07-2/196; 21.10.2022). 5. შეთანხმება „ევროკავშირსა და საქართველოს შორის საბაჟო სფეროში თანამშრომლობის მიზნით ევროკავშირის „საბაჟო პროგრამაში“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ (№07-2/197; 21.10.2022). 6. შეთანხმება „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და რუმინეთის ეროვნული თავდაცვის სამი ნისტროს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ (№07-2/226; 06.12.2022). 7. „საზღვაო შრომის კონვენცია“, საქართველოს კანონების პროექტები: „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/228; 07.12.2022). 8. „სასამართლოს არჩევის შესახებ შეთანხმებების“ ჰააგის 2005 წლის 30 ივნისის კონვენცია და საქართველოს კანონების პროექტები: „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/190; 10.10.2022). 9. საქართველოს კანონების პროექტები: „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/172; 28.07.2022). აღნიშნული კანონები საქართველოს პარლამენტმა 2022 წლის დეკემბერში მიიღო. „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიღება განპირობებული იყო დიპლომატიური სამსახურის მომწესრიგებელი ნორმების დახვეწის საჭიროებით. მისი მიღების შედეგად მოწესრიგდა როტაციის წესით სამუშაო მივლინებით პირთა წარგზავნასთან დაკავშირებული საკითხები. კანონით გათვალისწინებულ იქნა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დისციპლინურ გადაცდომასა და წახალისების ფორმებთან, აგრეთვე დიპლომატიური რანგის მინიჭებასთან დაკავშირებული საკითხები. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის მიღების შედეგად უზრუნველყოფილ იქნა „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონების შესაბამისობა. შეიცვალა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული „შრომის ანაზღაურების (ხელფასის)“ ცნება. კერძოდ, ცვლილების თანახმად, პროფესიული საჯარო მოხელის შრომის ანაზღაურება ითვალისწინებს 35 „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული დიპლომატიური რანგის დანამატს. 10. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/182; 14.09.2022). საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმუშავა 45 საკანონმდებლო აქტზე. კომიტეტმა, როგორც წამყვანმა, იმუშავა 6 საკანონმდებლო აქტზე (საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტები), ხოლო სავალდებულო დასკვნის მოსამზადებლად – 39 საკანონმდებლო აქტზე (1 კანონპროექტი, 4 საკანონმდებლო პაკეტი, რომლებიც მოიცავდა 4 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტს და 34 კანონპროექტს). აღნიშნულ პერიოდში მოწვეულ იქნა კომიტეტის 38 სხდომა და გაფორმდა სათანადო ოქმები. ყველა ოქმი და შესაბამისი აუდიოჩანაწერი განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. ძირითადი კანონპროექტების მოკლე მიმოხილვა • 36 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/239; 20.09.2022). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის მე-4 პუნქტში შეტანილ იქნა ცვლილება, რომლითაც განისაზღვრა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ შესაბამისი თანამდებობის პირისთვის კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ კომიტეტის მოთხოვნის გაგზავნის ვადა (არაუგვიანეს 3 დღისა); მე-40 მუხლს დაემატა მე-9 პუნქტი, რომლის თანახმად, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და მოსმენის საკითხს პერიოდულად შეისწავლის საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი. პარლამენტის რეგლამენტის 148-ე მუხლს დაემატა მე-8 პუნქტი, რომელიც განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხის შესწავლის წესს და შემდგომ პროცედურას, კერძოდ: პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კალენდარული წლის თებერვლისა და ყოველი მომდევნო მესამე თვის (მაისი, აგვისტო, ნოემბერი) დასრულებიდან არაუგვიანეს 15 დღისა შეისწავლის ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების (გარდა სრული წერილობითი პასუხის წარდგენის მოთხოვნისა) შესაბამისად პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს. პარლამენტის რეგლამენტის 149-ე მუხლის მე-5 პუნქტში შეტანილი ცვლილებით გაიზარდა ინტერპელაციის ჩატარების პერიოდულობა და გათვალისწინებულ იქნა ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატის პარლამენტში ყოველთვიურად წარდგომის შესაძლებლობა. ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში, ნაცვლად ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგომისა, წარდგება, როგორც წესი, მორიგი სესიის განმავლობაში ყოველი თვის (გარდა დეკემბრისა და ივნისისა) პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს. პარლამენტის წევრთა ინფორმირებულობისა და ჩართულობის გასაზრდელად ცვლილება იქნა შეტანილი პარლამენტის რეგლამენტის 153-ე მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებში. ამ ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობის წევრი ვალდებულია მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსენებით გამოსვლამდე 5 დღით ადრე მოხსენება წერილობითი ფორმით წარუდგინოს პარლამენტს. აიკრძალა აგრეთვე ერთ დღეს ორზე მეტი მინისტრის საათის გამართვა. მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა თემატური მოკვლევის, როგორც ერთ-ერთი აქტიურად გამოყენებული საპარლამენტო კონტროლის მექანიზმის, მარეგულირებელ ნორმებთან დაკავშირებით. ეს ცვლილებები აისახა პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტებში: შემცირდა კომიტეტის მიერ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების კვორუმი და იგი, ნაცვლად კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობისა, კომიტეტის სხდომაზე დამსწრე წევრთა უმრავლესობით განისაზღვრა; დაზუსტდა, რომ თემატური მოკვლევის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე იმავე გადაწყვეტილებით განისაზღვრება თემატური მოკვლევის ჯგუფის შემადგენლობა. შეიცვალა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ საჯარო ანგარიშის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის წესი, კერძოდ, ამ ანგარიშს პარლამენტს წარუდგენს უშუალოდ სამსახურის უფროსი. შესაბამისად, პარლამენტის რეგლამენტის 171-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილეზე მითითება. • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/233; 31.08.2022) – საქართველოს პარლამენტის წევრების – მამუკა მდინარაძის და მიხეილ სარჯველაძის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტმა განიხილა სამი მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. იგი პარლამენტმა ასევე სამი მოსმენით მიიღო (საქართველოს პარლამენტის 2022 წლის 9 სექტემბრის №1767-IXმს-Xმპ დადგენილება). საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის შემუშავება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი 12 პუნქტიდან მე-12 საქართველოსგან ახალი სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევის პროცესის გამჭვირვალედ წარმართვას მოითხოვს. რეგლამენტით დადგინდა საქართველოს სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი, რომელიც უზრუნველყოფს სახალხო დამცველის კანდიდატურის შერჩევისა და წარდგენის პროცესის გამჭვირვალობას და მასში სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის, აკადემიური და პროფესიული წრეების, ფართო ჩართულობას. • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/232; 31.08.2022) – საქართველოს პარლამენტის წევრის ლევან იოსელიანის საკანონმდებლო ინიციატივა კომიტეტმა განიხილა სამი მოსმენით და წარადგინა შესაბამისი დასკვნები. იგი პარლამენტმა ასევე სამი მოსმენით მიიღო. რეგლამენტით ცვლილება იქნა შეტანილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მე-5 პუნქტში, კერძოდ, განისაზღვრა, რომ თანამდებობის პირის არჩევისას კენჭისყრა ფარულია მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და საქართველოს გენერალური პროკურორის არჩევისას, აგრეთვე საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის საქსტატის საბჭოს წევრის დანიშვნაზე თანხმობის მიცემისას. ჩამონათვალიდან ამოღებულ იქნა საქართველოს სახალხო დამცველზე მითითება. შესაბამისად, პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის არჩევისას კენჭისყრა ღია გახდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში გამართა 37 სხდომა, რომლებზედაც განხილულ იქნა 350 საკითხი; მათ შორის, 170 საკითხზე კომიტეტი წამყვანი იყო, ხოლო 168 საკითხზე სავალდებულო დასკვნა მოამზადა. ამასთანავე, კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში განიხილა 25 საერთაშორისო ხელშეკრულება (შეთანხმება, კონვენცია და სხვა), რომელთა უმეტესობაზე იგი წამყვანი იყო. კომიტეტმა შეისწავლა და გააანალიზა 2022 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2022-2025)“ საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტი. საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართუ ლებების შესახებ“ (2023-2026 წლებისათვის). საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართვე ლოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კომიტეტმა განიხილა „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, 37 სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საქართველოს ეროვნული ბანკის დასკვნები, მოამზადა საბოლოო დასკვნა და ის წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობისთვის გადასაგზავნად. კომიტეტმა განიხილა აგრევე კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებული იყო 2022 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგების გათვალისწინებით მაკროეკონომიკური და ფისკალური ცვლადების გეგმური მაჩვენებლების განახლების საჭიროებით. წარმოდგენილი ცვლილებები ორიენტირებული იყო შემდეგი მიზნების მიღწევაზე: ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის შემცირება, სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულყოფილად დაფინანსება და ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. 2022 წლის კორექტირებული მაკროეკონომიკური პარამეტრების შესაბამისად დაზუსტდა საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების მაჩვენებლები, კერძოდ, გაიზარდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობები, ისე გადასახდელები, შემცირდა საბიუჯეტო დეფიციტისა და მთავრობის ვალის მოცულობები და მთლიანი შიდა პროდუქტის მიმართ მათი პროცენტული თანაფარდობის მაჩვენებლები. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 2022 წლის ოქტომბერში კომიტეტმა ორგანიზება გაუწია და განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი დოკუმენტი – „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება – „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“. კომიტეტმა განიხილა და შეაფასა სხვა კომიტეტების, კომიტეტში შემოსული და საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნები, მათ საფუძველზე მოამზადა საბოლოო დასკვნა და ის წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობისთვის გადასაგზავნად. კომიტეტმა განიხილა აგრეთვე „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი დოკუმენტის – „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“ გადამუშავებული და საბოლოო ვარიანტები. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 2022 წლის 15 დეკემბერს მიიღო. საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გაზრდილია ასიგნებები როგორც მოსახლეობის სოციალური დაცვის, ისე ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებით, კერძოდ, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დაცვის, საპენსიო უზრუნველყოფის, თავდაცვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლების, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად და სხვა. 2023 წელს საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები გაიზრდება 10%-ით, გარდა პოლიციელებისა და ჯარისკაცებისა, რომელთა ხელფასები 20%-ით გაიზრდება. საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები (ასიგნებები) ცალკეული უწყებებისა და პროგრამების მიხედვით განაწილდა როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური სფეროს პრიორიტეტული მიმართულებების შესაბამისად. აღსანიშნავია შემდეგი კანონების პროექტები: საქართველოს კანონის პროექტი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონის მიღებით საქართველოში შეიქმნა იპოთეკური ობლიგაციების მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩო, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება რეზიდენტი ემიტენტების (კომერციული ბანკების) მიერ აღნიშნული ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვება. იპოთეკური ობლიგაციები შესაძლებელია რეზიდენტი კომერციული ბანკებისთვის დაფინანსების გრძელვადიანი, იაფი და სტაბილური წყარო გახდეს. იპოთეკური ობლიგაციის მფლობელს ენიჭება შესაბამისი უზრუნველყოფის აქტივებიდან (ძირითადად – იპოთეკური სასესხო აქტივებიდან) საკუთარი მოთხოვნის უპირატესად დაკმაყოფილების უფლება. სეკიურიტიზაციის ტრანზაქციის ფარგლებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისგან განსხვავებით, 38 იპოთეკური ობლიგაციის მფლობელის მოთხოვნა არ ამოიწურება მხოლოდ სპეციალური აქტივებიდან დაკმაყოფილების უფლებით. მას შეუძლია ამ ობლიგაციიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებების შესრულება უშუალოდ სესხის გამცემი სუბიექტისგანაც მოითხოვოს. ამგვარად იპოთეკური ობლიგაციის მფლობელი სარგებლობს ე. წ. „ორმაგი“ დაკმაყოფილების (dual recourse) უფლებით, რაც გულისხმობს უფლებას მოთხოვნის დაკმაყოფილებისა როგორც სპეციალურად საამისოდ განსაზღვრული აქტივებიდან, ისე არაუზრუნველყოფილი კრედიტორის რანგში – ემიტენტის სხვა ქონებიდან. საქართველოს კანონის პროექტი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქარ თველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები საკანონმდებლო პაკეტის მიღება განპირობებული იყო ერთიანი ევროგადახდის სივრცეში (SEPA) საქარ თველოს გაწევრებისთვის საჭირო კრიტერიუმის დროულად დაკმაყოფილების აუცილებლობით. SEPA არის ევროპული ინიციატივა, რომელიც ევროში უნაღდო გადახდების პროცესის ჰარმონიზაციას ახდენს და მრავალი უპირატესობა აქვს. მასში გაწევრება საქართველოსთვის ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაციის გზაზე მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. კანონის მიღების მიზნებია: • საგადახდო მომსახურებების სფეროს განვითარება; • საბანკო და არასაბანკო პროვაიდერებისთვის თანაბარი/კონკურენტული პირობების შექმნა; • ტექნოლოგიური ინოვაციების შესაბამისად ახალი საგადახდო მომსახურებების გაჩენა; • თაღლითების მეთოდების განვითარების გამო მეტი დაცვის მექანიზმების არსებობის საჭიროება; • მომხმარებლებისთვის საგადახდო მომსახურების პირობების გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდო მობის უზრუნველყოფა. ყოველივე ზემოაღნიშნული საქართველოს საბანკო სექტორს საერთაშორისო არენაზე მეტ სანდოობას შესძენს და გაამარტივებს ევროპის ერთიან ეკონომიკურ სივრცესთან სავაჭრო ურთიერთობებს. საგადახდო მომსახურებების შესახებ განახლებულ დირექტივასთან (PSD2) შესაბამისობის უზრუნველყოფა ევროკავშირში გაწევრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი, სავალდებულო კრიტერიუმია. ევროპული გადახდების საბჭოს (EPC) განხილვების დღის წესრიგის გათვალისწინებით, კომიტეტმა უზრუნველყო კანონპროექტების დაჩქარებული წესით განხილვა, რამაც შესაძლებელი გახადა შესაბამისი განაცხადის (აპლიკაციის) წარდგენის პროცესის დაჩქარება და მისი დროულად წარდგენა. საქართველოს კანონის პროექტი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (SEPA-ს მიზნებიდან გამომდინარე) კანონში ცვლილების შეტანა განპირობებული იყო საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემასა და კომერცი ული ბანკის მნიშვნელოვანი წილის შემძენთა/მფლობელთა და კომერციული ბანკის ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმებთან დაკავშირებული მოთხოვნების ცვლილების საჭიროებით. ეს ცვლილება მიზნად ისახავს აღნიშნული მოთხოვნების „საკრედიტო დაწესებულებების საქმიანობასთან წვდომისა და საკრედიტო დაწესებულებებისა და საინვესტიციო კომპანიების პრუდენციული ზედამხედველობის შესახებ“ დირექტივითა (ევროპარლამენტისა და საბჭოს 2013 წლის 26 ივნისის დირექტივა (2013/36/EU) (CRD Directive 2013/36/EU)) და ევროპის საბანკო უწყების (European Banking Authority) მიერ განსაზღვრულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას. საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (SEPA-ს მიზნებიდან გამომდინარე) კანონის მიღებით საქართველოს ეროვნულ ბანკს მიეცა შესაძლებლობა, ეფექტიანად და შეუფერხებლად განახორციელოს ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერების ზედამხედველობა ფულის გა თეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის მიმართულებით. ეს ხელს შეუწყობს ვირტუალური აქტივის მომსახურებიდან გამომდინარე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფი ნანსებასთან დაკავშირებული რისკების მართვას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის ვირტუალური აქტივის 39 მომსახურების პროვაიდერების საქმიანობის გამჭვირვალობასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას. საქართველოს კანონის პროექტი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ კანონით განსაზღვრული მიკრობანკის მანდატი – ძირითადად სამეწარმეო და სოფლის მეურნეობის სექტორები დააკრედიტოს – გაზრდის მოსახლეობის ფინანსურ ჩართულობას, განსაკუთრებით – რეგიონებში. გარდა ამისა, მიკრობანკს მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან შედარებით მნიშვნელოვნად შეუმცირდება დანახარჯები და გაეზრდება რესურსების ხელმისაწვდომობა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე. ეს, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საკრედიტო პროდუქტების გაიაფებას და, შესაბამისად, კონკურენციის ზრდას. მიკრობანკებს მიენიჭებათ საქართველოს ეროვნულ ბანკში საკორესპონდენტო ანგარიშების გახსნის უფლება და განისაზღვრება მათთვის ნებადართული საბანკო საქმიანობების ჩამონათვალი. საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის მიღების შედეგად ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს გარკვეულწილად უმსუბუქდებათ საგადასახადო ტვირთი ქონების გადასახადის ნაწილში, რაც ხელს შეუწყობს მათ საქმიანობას. კერძოდ: კანონის მიხედვით, ქონების გადასახადისგან, რომლის დეკლარირება 2022 წელს იყო გათვალისწინებული, თავისუფლდება შემდეგ ეკონომიკურ საქმიანობებში გამოყენებული ქონება, გარდა მიწისა: - სასტუმროებისა და განთავსების მსგავსი საშუალებების მოკლევადიანი განთავსების საშუალებების საქმიანობები; ან/და დასასვენებელი და სხვა - რესტორნებისა და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; - სასმელებით მომსახურების საქმიანობები; - ტურისტული სააგენტოების, ტურ-ოპერატორებისა და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები. გარდა ზემოაღნიშნულისა, კომიტეტმა განიხილა აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი კანონპროექტები: საქართველოს კანონის პროექტი „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს კანონის პროექტი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები: „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს კანონის პროექტი ცვლილების შეტანის თაობაზე“; 40 „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“; საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონ პროექტები; საქართველოს კანონის პროექტი „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული საკა ნონმდებლო საქმიანობაში. კომიტეტმა განიხილა 8 კანონპროექტი, 1 საერთაშორისო ხელშეკრულება და 1 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. კომიტეტის მიერ განხილულ საკანონმდებლო ინიციატივებს შორის აღსანიშნავია საქართველოს კანონის პროექტი „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი ცვლილებებით ყალიბდება სპორტის სფეროში კარგ მმართველობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სისტემა, განისაზღვრება ძირითადი დაინტერესებული სუბიექტების ფუნქციები და პასუხისმგებლობა, იქმნება სპორტში კარგი მმართველობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები, სპორტში კარგ მმართველობასთან დაკავშირებული ტერმინოლოგია და განისაზღვრება სპორტული ორგანიზაციების პასუხისმგებლობა პოლიტიკის განხორ ციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 13 საკანონმდებლო ინიციატივა, ხოლო იმ კომიტეტის სტატუსით, რომლის მიერ დასკვნის მომზადება სავალებულოა, – 12 საკანონმდებლო ინიციატივა და 1 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. კომიტეტმა განიხილა აგრეთვე 3 საერთაშორისო ხელშეკრულება, 16 საკანონმდებლო წინადადება და 3 პეტიცია. ამასთანავე, მან გამართა 31 სხდომა და 70-მდე მნიშვნელოვანი შეხვედრა; განიხილა 500-მდე განცხადება და წერილი; შეიმუშავა 32 რეკომენდაცია 2 კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში. კანონპროექტებიდან აღსანიშნავია: • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართვე ლოს კანონის პროექტი „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოე ბის შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები კანონის მიღების შედეგად ჩამოყალიბდება სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხის დაცვას. ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოწესრიგდება სისხლის დონორობის უფლებასა და პრინციპებთან დაკავშირებული საკითხები, შეიქმნება აღნიშნული სფეროს მართვის სისტემა. კანონის მიღებით საქართველომ შეასრულა სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების დაცვის სფეროში ასოცირების შესახებ შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებები. 41 • საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (კანონპროექტი განხილულ იქნა დაჩქარებული წესით) კანონის მიღებით გაუმჯობესდება „დეკრეტული“ შვებულებით მოსარგებლე დასაქმებული მშობლებისა და მათი ბავშვების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა, რადგან ისინი გაზრდილი ოდენობის დახმარებას მიიღებენ. კანონის მიღების შედეგად 2023 წლის 1 იანვრიდან ორსულობისა და მშობიარობის გამო, ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებებზე გასაცემი დახმარების მაქსიმალური ოდენობა გაორმაგდა და 2000 ლარი გახდა. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები – საქართველოს კანონების პროექტები: „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (კანონპროექტები განხილულ იქნა დაჩქარებული წესით) კანონის მიღების ძირითადი მიზანი იყო მედიკამენტებზე „ჯიბიდან“ პირდაპირი გადახდების შემცირება და მათი ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მედიკამენტების ფასების სახელმწიფო რეგულირება რეფერენტული ფასების დადგენით და დაფარვის არეალის გაფართოება. ფასის რეგულირების დანიშნულებაა, რომ ფასი, რომელსაც პაციენტი ან მესამე მხარე იხდის, არსებული საბიუჯეტო რესურსის პირობებში გონივრული და სამართლიანი იყოს. კანონის მიღების შედეგად რეგულირებული ფარმაცევტული პროდუქტების ფასები შემცირდება, რაც შეესაბამება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის 2022-2030 წლების სტრატეგიული განვითარების გეგმას, აგრეთვე მსოფლიოს პერსპექტიული განვითარების ფართომასშტაბიანი სტრატეგიის, გაეროს მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის გლობალური მიზანია. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართვე ლოს კანონის პროექტი „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (კანონპროექტი განხილულ იქნა დაჩქარებული წესით) კანონის მიღება გავლენას მოახდენს სოციალური პაკეტის მიმღებ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებსა და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებზე. სოციალური პაკეტის ინდექსაციის პრინციპის შემოღებით ჩამოყალიბდა სოციალური პაკეტის ზრდის მდგრადი მექანიზმი, რაც შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის/ბავშვებისთვის სიღარიბის პრევენციის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. კანონის მიღების შედეგად მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვები სოციალურ პაკეტს მიიღებენ გაზრდილი ოდენობით, ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლების გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ 25 ლარისა, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები – ინფლაციის მაჩვენებლის გათვალისწინებით, მაგრამ არანაკლებ 20 ლარისა. • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის მიზანია ფარმაცევტული პროდუქტის სახელმწიფო რეგისტრაციის აღიარებითი რეჟიმით და განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით შემოტანისას მისი ბაზარზე დაშვების პროცედურის გამარტივება, რაც გულისხმობს რეგისტრაციის ვადის შემცირებას: აღიარებითი რეჟიმით სახელმწიფო რეგისტრაციისას – 15 დღიდან 7 დღემდე, ხოლო განსხვავებული შეფუთვა-მარკირებით პირველად შემოტანისას – 10 დღიდან 5 დღემდე. 42 • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (კანონპროექტი განხილულ იქნა დაჩქარებული წესით) კანონის მიღების შედეგად ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებლებს, საბითუმო რეალიზატორებსა და იმპორტიორებს შორის შეიქმნა ერთიანი მიდგომა GMP-ის სტანდარტის მოთხოვნის კუთხით, რამაც ხელი შეუწყო ფარმაცევტულ ბაზარზე სამართლიან კონკურენციასა და ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებას. • აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წე სით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიე ბიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (კანონპროექტი განხილულ იქნა დაჩქარებული წესით) ბევრი დევნილი ოჯახი (მათ შორის, „ძირი“ ოჯახი), რომელიც რეალურად საჭიროებს სახელმწიფოს შესაბამის მხარდაჭერას, გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართობით დაკმაყოფილებას ხანგრძლივად ელის, რაც სახელმწიფოს ამ კუთხით მუდმივ ვალდებულებას აკისრებს. დევნილთა მიმართ სახელმწიფოს ვალდებულებების დროულად და ეფექტიანად შესასრულებლად მნიშვნელოვანი იყო, შემუშავებულიყო დევნილ პირთა/ოჯახთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ობიექტური მექანიზმი. კანონის მიღების შედეგად სახელმწიფო შეძლებს შეასრულოს აღნიშნული ვალდებულებები, კერძოდ, განსაზღვროს გრძელვადიანი საცხოვრებელი ფართობით დასაკმაყოფილებელი დევნილი ოჯახების რაოდენობა (პირთა წრე), ამ ფართობების რაოდენობა, აღნიშნული ფართობებით მათი დაკმაყოფილების პერიოდი და შესაბამისი ბიუჯეტი. საპარლამენტო კონტროლი საზედამხედველო საქმიანობის განხორციელება საქართველოს პარლამენტის უმნიშვნელოვანესი კონსტი ტუციური პრეროგატივაა. 2022 წელს პარლამენტი აქტიურად ახორციელებდა საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ მაკონტროლებელ უფლებამოსილებებს, იყენებდა საზედამხედველო ინსტრუმენტებს და აკონტროლებდა საქართველოს მთავრობისა და სხვა ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობას. საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებისა და დახვეწის მიმართულებით, რომელიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრული 12-პუნქტიანი რეკომენდაციებიდან ერთ-ერთი იყო, 2022 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის მიერ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლის მიზნით ჩატარებული მასშტაბური სამუშაოს, პრაქტიკის ანალიზისა და ნორმების ეფექტიანობის შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ, საქართველოს პარლამენტის მოქმედი რეგლამენტის მიერ საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების დახვეწის, პროცედურების დარეგულირებისა და ახალი მექანიზმების შემოღების შედეგად მიღწეული საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, არსებობდა საკითხები, რომლებიც განსხვავებულ ხედვას, ცალკეულ შემთხვევებში კი – ახლებურ დარეგულირებას საჭიროებდა. ამ მიზნით შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა, რომელიც შედგებოდა როგორც საპარლამენტო სუბიექტებისგან, ისე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ექსპერტებისგან, შეიმუშავა რეკომენდაციები საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების, აგრეთვე საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მარეგულირებელი ნორმების პრაქტიკაში სწორად და ეფექტიანად გამოყენების მიმართულებით. ამ რეკომენდაციების საფუძველზე შემუშავდა საკანონმდებლო ცვლილებები. „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი (2022 წლის 2 ნოემბერი, №1981-IXმს-Xმპ) მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასა და დახვეწას, უზრუნველყოფს საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების უფრო ეფექტიანად ფუნქციონირებას და ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად დადგენილი პირობების შესრულებას. 43 2022 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტის წინაშე წარდგა 3-ჯერ (ინტერპელაცია – 2; ანგარიში – 1). მინისტრები პარლამენტის წინაშე წარიდგნენ 17-ჯერ (ინტერპელაცია – 5; მინისტრის საათი – 12). 2022 წელს პარლამენტმა პლენარულ სხდომებზე მოისმინა ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი 21 ანგარიში. 2022 წლის განმავლობაში პარლამენტში დაიწყო 12 საკომიტეტო მოკვლევა და დასრულდა 7. აგრარულ საკითხთა კომიტეტი აგრარულ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ეფექტიან ზედა მხედველობას უწევდა საქართველოს მთავრობასა და ყველა ანგარიშვალდებულ ორგანოს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა 20 ანგარიში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სტრუქტურების საქმიანობის შესახებ. საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტებმა შეიმუშავეს თემატური მოკვლევის ანგარიში „DCFTA-ით ნაკისრი ვალდებულებების ფარგლებში მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების შესახებ“. თემატური მოკვლევა მიზნად ისახავდა აგრარულ დარგში ევროპასთან „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების (DCFTA)“ ფარგლებში განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადების ობიექტური მიზეზების გამოვლენას. თემატური მოკვლევის შედეგად შეფასდა მათი აღსრულების გადავადების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ასპექტები, შესწავლილ იქნა გადავადების მიზეზები და დაინტერესებული პირების ჩართულობით შემუშავდა დასკვნები და რეკომენდაციები არსებული გამოწვევების აღმოსაფხვრელად. კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციები და მათი აღსრულების კონტროლი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების კონტროლი კომიტეტის მიერ 2021 წელს განხორციელებული „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქარ თველოს კანონის აღსრულების კონტროლის ფარგლებში გაცემულ რეკომენდაციათა მთავარი ადრესატი იყო საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, რომელსაც კომიტეტმა 2022 წლის მარტში რეკომენდაციების შესრულების თაობაზე ანგარიშის მომზადება სთხოვა, რის თაობაზედაც გაიმართა საკომიტეტო მოსმენა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2022 წელს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა განიხილა 20 ანგარიში, შექმნა 5 სამუშაო ჯგუფი, დაიწყო მუშაობა 1 თემატურ მოკვლევაზე და სხვადასხვა საკითხზე ინფორმაციის მისაღებად გაგზავნა 460 პარლამენტის წევრის კითხვა. დასრულდა კომიტეტის თემატური მოკვლევა, რომელმაც შეისწავლა საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამსახველი ანგარიშების წარდგენის საპარლამენტო კონტროლის ეფექტიანობა და შეიმუშავა კონკრეტული რეკომენდაციები. მიმდინარეობს თემატური მოკვლევა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციასთან საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი ღონისძიებებისა და ცალკეული საკითხების იდენტიფიცირების მიზნით. 44 კომიტეტის შვიდმა წევრმა ისარგებლა პარლამენტის წევრის კითხვის უფლებამოსილებით და სხვადასხვა ადრესატს 460 კითხვა გაუგზავნა. მიღებულ იქნა 421 პასუხი. კომიტეტმა განიხილა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი 2020 და 2021 წლების ანგარიშები ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების/განჩინებების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. სამთავრობო ანგარიშებთან ერთად კომიტეტმა განიხილა საქართველოს სახალხო დამცველისა და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ წარმოდგენილი ალტერნატიული ანგარიშები საქართველოს მთავრობის 2020 და 2021 წლების ანგარიშებთან დაკავშირებით. საყურადღებოა, რომ ალტერნატიული ანგარიშების განხილვა სავალდებულო არ არის, თუმცა კომიტეტს დანერგილი აქვს მათი განხილვის პრაქტიკა, რასაც დაინტერესებული მხარეები დადებითად აფასებენ. კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“. კომიტეტის შეფასებით, საანგარიშო წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან აქტივო ბებს შორისაა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ – ამოქმედება, სამუშაოს წარმოება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დადგენის ბიოფსიქოსოციალური მოდელის დანერგვისა და დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის დამტკიცებისთვის. ანგარიშში გამოიკვეთა, რომ საანგარიშო წელს აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში მონაწილეობდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემი, მათ შორის, ზოგიერთ უწყებაში ამისთვის სპეციალური პლატფორმები შეიქმნა. დადებითი შეფასების პარალელურად, კომიტეტმა მიმდინარე სამუშაო პროცესის გასაძლიერებლად მიზანშეწონილად მიიჩნია, გაეცა არაერთი რეკომენდაცია. კომიტეტმა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2021 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ მოისმინა და განიხილა 2022 წლის 30 სექტემბრის სხდომაზე. ამ ანგარიშში წარმოდგენილი 339 რეკომენდაციიდან კომიტეტმა გაიზიარა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტში ასახა 317 რეკომენდაცია, რომლებიც, თავის მხრივ, შესაბამისი უწყებების მიმართ გაცემული დავალებების სახით აისახა საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში. გაზიარებულ იქნა რეკომენდაციების 93.5%. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების მიმართ საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანად განსახორციელებლად განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურად იყენებდა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებსა და ინსტრუმენტებს. პარლამენტის წევრები სარგებლობდნენ საკანონმდებლო ორგანოს წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოებისთვის კითხვით მიმართვის უფლებამოსილებით. ეს კითხვები ეხებოდა განათლებისა და მეცნიერების სფეროში მიმდინარე მოვლენებს და დარგის განვითარებისთვის საჭირო საკითხებს. კომიტეტის სხდომებისა და სამუშაო შეხვედრების ფარგლებში იმართებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ განხორციელებული საქმიანობის ანგარიშების მოსმენები. მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობას. კომიტეტი მუდმივად უწევდა კონტროლს პარლამენტის მიერ დარგობრივი მიმართულებით მიღებული კანონების აღსრულებას. მტკიცებულებებსა და ჩართულობაზე დაფუძნებული საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანად წარმართვისთვის კომიტეტმა განახორციელა 2 თემატური მოკვლევა, რომლებმაც საქართველოს რეგიონების უმრავლესობა მოიცვა. რეკომენდაციები მიეცა ხელისუფლების სხვადასხვა ორგანოს. 2022 წლის განმავლობაში კომიტეტმა მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების მიერ წარმოდგენილი ათი ანგარიში, რომელთაგან ოთხი მოიცავდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს. 45 საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია რვა ნორმატიული აქტის გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე. აღნიშნული ნორმატიული აქტებია: 1. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№081-VIმს-Xმპ); 2. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1429-VIIIმს-Xმპ); 3. საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქარ თველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1377-VIIIმს-Xმპ); 4. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1500-VIIIმს-Xმპ); 5. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1548-VIIIმს-Xმპ); 6. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1430-VIIIმს-Xმპ); 7. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№1465-VIIIმს-Xმპ); 8. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლითაც განსაზღვრულია კანონ ქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღების ვალდებულება. 2022 წლის განმავლობაში კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად, განახორციელა თემატური მოკვლევები, რომლებიც ეხებოდა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის შეფასების, სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების თანაბრად განაწილებისა და გარემოსდაცვითი და აგრარული მიმართულებით ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობის საკითხებს. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში ზედამხედველობას უწევს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას. ამ პროცესში კომიტეტი მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, სხვა სახელმწიფო უწყებებთან, ბიზნესსექტორსა და საზოგადოებასთან. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა: • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საქმიანობის ანგარიში; • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ქ. რუსთავის საწარმოების მიერ „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 2021 წლის 1 ივნისს ამოქმედებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების მონიტორინგის შედეგები; • საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორ ციელების ანგარიში; • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სატყეო სააგენტოს და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 46 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ანგარიში 2022 წლის აგვისტოში ბორჯომის ხეობაში არსებულ ტყის ხანძრებთან დაკავშირებით; • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოხსენება ქიმიური ნივთი ერების მართვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე პროექტების შესახებ; • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში; • საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“; • თემაზე „სამედიცინო ნარჩენების მართვა და არსებული გამოწვევები“ როგორც ამ სფეროში მომუ შავე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენელთა, ისე აღნიშნულ სფეროში მოქმედი ყველა დაინტე რესებული მხარის მოსაზრებები; • საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და ინფორმაცია 2023 წელს დაგეგმილი აქტივობების შესახებ; • საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2022 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ; • საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია საქართველოში განახლებადი ენერგიის წყაროების, მათ შორის, ქარისა და მზის ენერგიის, გამოყენების პერსპექ ტივების შესახებ. კომიტეტმა გამართა 5 სხდომა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განსახილ ველად. კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულების ზედამხედველობა კომიტეტი საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში ამოწმებს მისი გამგებლობისთვის მიკუთ ვნებულ სფეროში პარლამენტის ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისთვის განსაზღვრული დავალებების დადგენილ ვადაში შესრულებას. ამდენად, კომიტეტი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსგან მუდმივად გამოითხოვს ინფორმაციას აღნიშნული აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების კანონით დადგენილ ვადაში შესრულების უზრუნველსაყოფად და, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, ამ დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას ყოველ 3 თვეში ერთხელ აწვდის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. თემატური მოკვლევა საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა დაიწყო საკომიტეტო მოკვლევა თემებზე: „საქართველოში დეკარბო ნიზაციის შესაძლებლობები და გამოწვევები“ და „მდგრადი მობილობის გამოწვევები და პერსპექტივები საქართველოში“, ხოლო განათლებისა და მეცნიერების კომიტეტსა და აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ერთად – თემაზე „უმაღლეს სასწავლებლებში ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებით“. 47 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა მის საზედამხედველო სფეროში შემავალი უწყებების მიერ წარმოდგენილი 19 ანგარიში. მათგან აღსანიშნავია: საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში 2021 წელს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს 2021 წლის წლიური ანგარიში, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში და სხვა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში და ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“. ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა ევროკავშირთან ასოცირების მიმართულებით განხორცი ელებული საქმიანობის 5 ანგარიში. მათ შორის აღსანიშნავია: • ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით აღებული ვალ დებულებების, ენერგეტიკის დარგში საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულება; • საქართველოსა და ევროკავშირს შორის „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) 2021 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში და „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების (DCFTA) განხორციელების 2022 წლის სამოქმედო გეგმა. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის კუთხით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ გამართულ საკომიტეტო მოსმენებზე განხილულ იქნა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული საქმიანობა, მიმდინარე პროექტები და სამო მავლო თანამშრომლობის მიმართულებები. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა გამართა არაერთი სხდომა, რომლებზედაც წარმოდგენილ იქნა ინფორმაცია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩერქეზული (ადიღეური) კულტურის ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშისა და დაგეგმილი ღონისძიებების თაობაზე. 2022 წელს კომიტეტი სისტემატურად ისმენდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიგრაციის საკითხთა სამმართველოს ინფორმაციას შრომითი მიგრაციის საკითხებზე. საკომიტეტო მოსმენებზე განხილულ იქნა შრომითი მიგრაციის რეგულირებისა და მართვის, საზღვარგარეთ დროებით ლეგალური დასაქმების ხელშეწყობის საკითხები, არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის მექანიზმები. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური და კვარტალური ანგარიშები. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ზედამხედველობის მიზნით მან 4 სხდომა გამართა. 48 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი 2022 წელს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობის საპარ ლამენტო კონტროლის ფარგლებში, როგორც ცალკე, ისე პარლამენტის სხვა კომიტეტებთან ერთად მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების 8 ანგარიში და შეიმუშავა რეკომენდაციები, რომელთა უმეტესობა შესაბამისმა უწყებებმა გაითვალისწინეს. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობდა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროზე ზედამხედველობის გაძლიერებას და არსებული მექანიზმების პრაქტიკაში ეფექტიან გამოყენებას. ეს მოიცავდა როგორც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში შემავალი ინსტიტუტების თემატურ მოსმენებს, ისე ამ უწყებებში საზედამხედველო ვიზიტებს. საანგარიშო წელს კომიტეტმა 17 საზედამხედველო მოსმენა გამართა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად, არის საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელება. საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში კომიტეტმა 2022 წელს განიხილა: 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – იურიდიული დახმარების სამსახურის 2020 და 2021 წლების საქმიანობის შესახებ ანგარიშები (№1-2318/21; 26.02.2021) (№1-1888/22; 17.02.2022); 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2021 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში (№1-4764/22; 15.04.2022); 3. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ საქართველოს მიმართ გამოტანილი გადა წყვეტილებების/განჩინებების აღსრულების შესახებ 2020 და 2021 წლების ანგარიშები (№14029/21; 31.03.2021) (№1-4020/22; 01.04.2022); 4. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კომიტეტების მიერ საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების შესახებ 2020 და 2021 წლების ანგარიშები (№1-4030/21; 31.03.2021) (№1-4019/22; 01.04.2022); 5. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/174; 18.08.2022); 6. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრის რატი იონათამიშვილის მოხსენება სამუშაო ადგილზე და საჯარო სივრცეში (საზოგადოებრივ ადგილას) სექსუალური შევიწროების ამკრძალავი ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის შესახებ. 2022 წელს კომიტეტმა განიხილა ცალკეულ თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საკითხები და საჯარო სხდომებზე მოუსმინა შესაბამის კანდიდატებს. კერძოდ, განხილულ იქნა: 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის 31 კანდიდატს); 2. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსობის 2 კანდიდატს) (№07-2/122; 07.02.2022); 49 3. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდო მაზე მოუსმინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის 2 კანდიდატს) (№07-1/12; 21.01.2022); 4. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატს) (№07-1/11; 21.01.2022); 5. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდო მაზე მოუსმინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის 2 კანდიდატს) (№07-1/16; 05.08.2022); 6. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს ცენტრალური საარჩევ ნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატს) (№07-1/15; 05.08.2022) (№07-1/17; 26.08.2022). კულტურის კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში კულტურის კომიტეტმა განიხილა 8 ანგარიში, რომელთაგან 4 ეხებოდა საქარ თველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებულ საქმიანობას. კომიტეტის მიერ განხილული ანგარიშები 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლისა და 176-ე მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად, კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ შეს რულების თაობაზე საქართველოს მე-3 პერიოდული ანგარიში“ (№07-2/154; 30.05.2022) და მოამზადა შესაბამისი დასკვნა. კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში. 2. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 1752 მუხლის შესაბამისად, კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/174; 18.08.2022). კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში. 3. კომიტეტმა განიხილა სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი „სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში“ (№1-5231/22; 29.04.2022). კომიტეტმა დადებითად შეაფასა წარმოდგენილი ანგარიში და მხარი დაუჭირა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მის განხილვას. 4. კომიტეტმა განიხილა საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მიერ წარმოდგენილი გაწეული საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა. კომიტეტმა ცნობად მიიღო საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია. კომიტეტმა მოისმინა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები: 1. 50 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწი ფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა (№1-5242/22; 29.04.2022); 2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის მიმოხილვა (№1-9630/22; 29.07.2022); 3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა (№1-14084/22; 01.11.2022); 4. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/155; 31.05.2022) და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენება „2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ მთავრობის ანგარიშზე (№16198/22; 20.05.2022). კომიტეტმა, კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს პარ ლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის თანახმად თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნასთან დაკავ შირებით. თემატური მოკვლევის საკითხად განისაზღვრა საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საფორ ტიფიკაციო (ციხესიმაგრეები, ციხე-დარბაზები, კოშკები) ნაგებობების მდგომარეობის, მათი დაცვისა და განვითარების პერსპექტივების შესწავლა. თემატური მოკვლევის დასკვნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს 2022 წლის 13 დეკემბერს წარედგინა. თემატური მოკვლევა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით განხორციელდა. კომიტეტს განსაზღვრული აქვს სახელოვნებო განათლების სფეროში არსებული პრობლემები/გამოწვევები. შემუშავებულია სახელოვნებო განათლების სტრატეგია, კონცეფცია და რეკომენდაციები. კომიტეტი აქტიურად მუშაობს „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესა ტან ცვლილებებზე. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საკონტროლო ფუნქციის შესრულება. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო როგორც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირების მიერ წარმოდგენილი 28 ინფორმაციის მოსმენა, ისე თემატური მოკვლევის განხორციელება, ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი და სხვა. გარდა ამისა, კომიტეტის სამოქმედო გეგმა მოიცავს საბიუჯეტო ზედამხედველობას და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობებს. ამ მიმართულებით კომიტეტი საქმიანობას ახორციელებდა შემდეგი ფორმებით: საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა მოისმინა შემდეგი ინფორმაციები: • ინფორმაცია საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) ადგილობრივი სერვისების განვითარების ღონისძიებების შესახებ (სახელმწიფო სერვისები, საზოგადოებრივი ცენტრები, საჯარო რეესტრი, მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაცია, დამისამართება, სამოქალაქო რეესტრი, იუსტიციის სახლები, მობილური იუსტიციის სახლები და 63 მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისები). • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოცია ლური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია: ა) რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების შესახებ; ბ) დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესების, არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კომიტეტმა მნიშვნელოვნად მიიჩნია, სამართლიანობის პრინციპის დასაცავად გადაიხედოს და დაიხვეწოს ქულათა დათვლის მეთოდოლოგია, დახმარების მიღების 51 კრიტერიუმები, მისი შეჩერების, გაუქმებისა და აღდგენის წესი და ვადები. მნიშვნელოვანია აგრეთვე სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირების, აღრიცხვის, რეგისტრაციისა და წინადადებათა შეთავაზების უფრო ინტენსიურად გავრცელება მუნიციპალიტეტებში. აუცილებელია, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ნგრევად და სიცოცხლისთვის მომეტებული საფრთხის შემცველ ისეთ ობიექტებს, სადაც იძულებით გადაადგილებული ოჯახები დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ. საბიუჯეტო ზედამხედველობა კომიტეტის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კომიტეტის საქმიანობას საბიუჯეტო კონტროლის მიმარ თულებით. გეგმით განსაზღვრული იყო შვიდი აქტივობა. კომიტეტმა ამ მიმართულებით განიხილა: • საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (№07-2/155; 31.05.2022); • საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/156; 31.05.2022). კომიტეტის გასვლით სხდომებზე კომიტეტმა: • განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით 2018-2019 წლებში ჩატარებული აუდიტების ანგარიშები კახეთის რეგიონის ჭრილში; • მოისმინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია კახეთში „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ (რეგ. ფონდი) მიერ 2021-2022 წწ.-ში გაწეული სამუშაოების, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ (რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა; სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, წყალმომარაგება და წყალარინება, სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ნაგავსაყრელების მოწყობა, დასახლებების კეთილმოწყობა, მაღალმთიანი რეგიონების ფონდის დაფინანსებით უზრუნველყოფილი პროექტები და სხვა საკითხები); • მოისმინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ (მგფ), გაერთიანებული წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების კომპანიების ინფორმაცია, ინფორმაცია გაზმომარაგების საკითხებზე, კახეთის რეგიონში 2021-2022 წლებში მათ მიერ გაწეული სამუშაოების, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ; • მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია კახეთის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ; • მოისმინა მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის ანგარიში 2021 წელს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ; • განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით 2018-2019 წლებში ჩატარებული აუდიტების ანგარიშები გურიის რეგიონის ჭრილში; • მოისმინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია გურიაში „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ (რეგ. ფონდი) მიერ 2021-2022 წწ.-ში გაწეული სამუშაოების, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ (რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა; სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა 52 და რეაბილიტაცია, წყალმომარაგება და წყალარინება, სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ნაგავსაყრელების მოწყობა, დასახლებების კეთილმოწყობა, მაღალმთიანი რეგიონების ფონდის დაფინანსებით უზრუნველყოფილი პროექტები და სხვა სა კითხები); • მოისმინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ (მგფ), გაერთიანებული წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების კომპანიების ინფორმაცია, ინფორმაცია გაზმომარაგების და სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხებზე, გურიის რეგიონში 2021-2022 წლებში მათ მიერ გაწეული სამუშაოების, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ; • მოისმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაცია გურიის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ; • მოისმინა გურიის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაცია გურიის რეგიონის სოციალურეკონომიკური განვითარების თავისებურებებისა და პრობლემების შესახებ. თემატური მოკვლევა როგორც კომიტეტის 2021 წლის ანგარიშში იყო ასახული, კომიტეტის გადაწყვეტილებით დაიწყო თემატური მოკვლევა „მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლა“. მოკვლევის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ექსპერტებთან, აგრეთვე დაიგეგმა ორი შეხვედრა ზეპირი მოსაზრებების წარმომდგენ სუბიექტებთან, მუნიციპალიტეტების მერებსა და სხვა საჯარო დაწესებულებებთან. წარმოდგენილი მოსაზრებები მოიცავდა როგორც მოქალაქეთა ჩართულობის არსებული ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას, ისე იმ მეთოდებს, რომლებსაც საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პირდაპირ არ ითვალისწინებს, თუმცა მუნიციპალიტეტები სურვილის შემთხვევაში ეფექტიანად იყენებენ. თემატური მოკვლევის დასკვნა პარლამენტის ბიუროს 2022 წლის აპრილში წარედგინა. მასში ასახული იყო როგორც დაინტერესებულ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები, ისე რეკომენდაციები, რომლებიც მიმართულია მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს მთავრობისადმი. ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა საქართველოში შვეიცარიის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის ინსტრუმენტის გამოყენებისთვის. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საზედამხედველო საქმიანობის კუთხით საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერ გამართული საკომი ტეტო მოსმენებიდან აღსანიშნავია შემდეგი: 1. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის გაერთიანებული სხდომა ევროპულ უსაფრთხოებასთან, აშშ-რუსეთისა და ნატო-რუსეთის მოლაპარაკებების პროცესთან დაკავშირებით. 2. საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებლის, ევროპარლამენტარ სვენ მიკსერის მოსმენა, რომლის დროსაც მან გამოხატა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისადმი, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს სუვერენული უფლებისადმი, აირჩიოს საკუთარი მისწრაფებები და მოკავშირეები. 53 3. ხორვატიის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის დომაგოი ჰადუკოვიჩის მოსმენა. ხორვატიის საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტის მიზანი იყო საქართველოს მიმართ ხორვატიის პოლიტიკური მხარდაჭერის გამოხატვა და ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საპარლამენტო თანამშრომლობის გაღრმავება. ამასთანავე, საანგარიშო პერიოდში გაიმართა საფრანგეთის, რუმინეთის, იტალიის, შვედეთისა და ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩების მოსმენები მათი ქვეყნების საგარეო პოლიტიკისა და საქართველოსთან ურთიერთობების საკითხებზე. 2022 წლის 20 დეკემბრის სხდომაზე კომიტეტმა თემატური მოკვლევის ჯგუფის ხელმძღვანელად აირჩია კომიტეტის წევრი მარიამ ლაშხი. თემატური მოკვლევის ჯგუფის შექმნის მიზანია ინტელექტუალური საკუთრების, კერძოდ, საავტორო და მომიჯნავე უფლებების მიმართულებით საერთაშორისო ვალდე ბულებებთან შესაბამისობისთვის ქვეყნის კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი და რეკომენდაციების გაცემა. 2022 წლის განმავლობაში კომიტეტის თავმჯდომარემ გაგზავნა პარლამენტის წევრის კითხვები და გამოითხოვა ინფორმაცია რამდენიმე სამთავრობო სტრუქტურისგან. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი რეგულარულად იღებდა სხვადასხვა სახის ინფორმაციას როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისგან, ისე სხვა უწყებებისგან. კომიტეტის აპარატი ახორციელებდა ამ ინფორმაციის ანალიზს, რის შემდეგაც იგი კომიტეტის დაინტერესებულ წევრებს შორის ვრცელდებოდა. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა განახორციელა 80 საქართველოს კანონით განსაზღვრული 201 დავალების, აგრეთვე 2 საქართველოს პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული 2 დავალების შესრულების კონტროლი. ამ დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ კომიტეტის მიერ მოპოვებული და კომიტეტებისგან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა საქართველოს კანონებისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციები (2022 წლის 17 მარტის, 22 ივნისის, 22 სექტემბრისა და 21 დეკემბრის მდგომარეობით), რომლებიც პარლამენტის ბიურომ განიხილა/ცნობად მიიღო. აღნიშნული ინფორმაციები განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებებით განსაზღვრულ 126 დავალებაზე, რომელთა მნიშვნელოვანი ნაწილი შესრულებულია, კომიტეტის მიერ მოპოვებული, კომიტეტებისა და პარლამენტის აპარატის დეპარტამენტებისგან მიღებული ინფორმაციების შესწავლის საფუძველზე მომზადდა და პარლამენტის ბიუროს გაეგზავნა საქართველოს პარლამენტის ბიუროს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციები (2022 წლის 15 იანვრის, 15 ივნისისა და 15 დეკემბრის მდგომარეობით), რომლებიც პარლამენტის ბიურომ განიხილა/ცნობად მიიღო. აღნიშნული ინფორმაციები განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე. გარდა ამისა, კომიტეტი ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან არაუგვიანეს შემდგომი თვის 15 რიცხვისა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 224-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, ადგენდა იმ პარლამენტის წევრთა სიას, რომელთა მიმართაც გამოყენებული უნდა იქნეს პასუხისმგებლობის ზომა კომიტეტებისა და პარლამენტის პლენარული სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენის, აგრეთვე პლენარულ სხდომაზე რეგისტრაციის გაუვლელობის გამო, და მას უგზავნიდა პარლამენტის აპარატის საფინანსო უზრუნველყოფის დეპარტამენტს შესაბამისი თვის ხელფასიდან თანხის დასაკავებლად. 54 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოისმინა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული ორგანოების 12 სხვადასხვა სახის ანგარიში და განიხილა 6 საბიუჯეტო განაცხადი. 2022 წელს კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეებისა და ორგანიზაციების 352 წერილი და განცხადება, რომლებზედაც მოხდა სათანადო რეაგირება. კომიტეტი მუდმივად ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგს, კერძოდ: • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური კომიტეტს ელექტრონული ფოსტით გადასცემს ყოველდღიურ ინფორმაციას შემოსავლების შესახებ, აგრეთვე მოკლე საბალანსო ცხრილს შემოსავლებისა და გადასახდელების შესახებ. • სახაზინო სამსახური პარლამენტს ყოველთვიურად დეტალური ინფორმაციის სახით წარუდგენს სრულ ანგარიშს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის, დეფიციტისა და ფისკალური მაჩვენებლების შესახებ (ნაზარდი ჯამით). • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ყოველი კვარტალის დასრულებიდან 1 თვეში წარმოადგენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას (ნაზარდი ჯამით). • საქართველოს ეროვნული ბანკი კომიტეტს ყოველთვიურად წარუდგენს არააუდიტირებულ საბალანსო უწყისებს (საანგარიშგებო თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით). განხორციელდა კომიტეტში შემოსული ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაციის დინამიკაში დაკვირვება, შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი მასალები წარედგინა კომიტეტის ხელმძღვანელობას. ამასთანავე, კომიტეტმა საზედამხედველო უფლებამოსილების ფარგლებში: • 2022 წლის 27 ივლისს კომიტეტის სხდომაზე მოისმინა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2021 წლის ანგარიში“; • 2022 წლის 14 ივნისს კომიტეტის სხდომაზე მოისმინა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში“; • 2022 წლის 3 ოქტომბერს კომიტეტის სხდომაზე მოისმინა „სსიპ – საპენსიო სააგენტოს 2020 წლის ანგარიში“ და „IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2021 წლისათვის“; • 2022 წლის 9 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე განიხილა სსიპ – საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობა; • 2022 წლის 18 მაისს კომიტეტის სხდომაზე განიხილა სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი „სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის 2021 წლის ანგარიში“; • კომიტეტის სხდომაზე განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის არააუდიტირებული საბალანსო უწყისები. ამასთანავე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველმა მუდმივმოქმედმა აუდიტის ჯგუფმა საანგარიშო პერიოდში გამართულ სხდომებზე განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 30 ანგარიში შესაბამისი 227 რეკომენდაციით (განხილული ანგარიშების რაოდენობა 2019 წლის ანალოგიური პერიოდის შესაბამის მაჩვენებელს 5%ით აღემატება, ხოლო რეკომენდაციების რაოდენობა – 47%-ით) და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგინა შესაბამისი რეკომენდაციების პროექტები. საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესიდან გამომდინარე, კომიტეტმა 2021 წლის ივნისში განიხილა საქართველოს პარლამენტისა და პარლამენტთან არსებული ორგანი 55 ზაციების, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადები და მოამზადა შესაბამისი დასკვნები და გადაწყვეტილებები. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ამოცანები იყო: ა) ეროვნული კანონმდებლობის აღსრულების, სტრატეგიული დოკუმენტებისა და პროგრამების განხორციელების ზედამხედველობა, მათ შორის, პრობლემური საკითხების გადაჭრის კოორდინაცია; ბ) საერთაშორისო სამართლებრივ და პოლიტიკურ ვალდებულებათა შესრულების ზედამხედველობა; გ) საბიუჯეტო ზედა მხედველობის ეფექტიანი განხორციელება. საზედამხედველო საქმიანობის ნაწილში კომიტეტმა განახორციელა შემდეგი ძირითადი ღონისძიებები:  „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ შესრულების თაობაზე ანგარიშის მოსმენა „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციით“ განსაზღვრულია სფეროს ძირითადი სტრატეგიული პრიორიტეტები და მოსალოდნელი შედეგები. კონცეფციის გათ ვალისწინებით, აღმასრულებელ ხელისუფლებას დაევალა ამ დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მიღწევისთვის შესაბამისი სტრატეგიისა და კონცეფიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც 2022 წლის 19 დეკემბერს დამტკიცდა. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ კომიტეტის წევრებს გააცნო აღნიშნული დოკუმენტის ძირითადი მიზნები და ისაუბრა ახალგაზრდობის სფეროში 2022 წელს განხორციელებულ და 2023 წლისთვის დაგეგმილ აქტივობებზე.  საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის პოლიტიკის განვითარების მიზნით კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების დამტკიცება კომიტეტის მიერ განხორციელებული კვლევის შესაბამისად მომზადდა სათანადო რეკომენდაციები. ამ რეკომენდაციების შესაბამისად, კანონმდებლობით სავალდებულო უნდა გახდეს თითოეული სპორტული ობიექტის აშენებამდე მისი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების მომზადება და საჭიროებების კვლევა. ასევე მნიშვნელოვანია, კანონმდებლობამ დაავალდებულოს სპორტზე პასუხისმგებელი უწყებები, აწარმოონ შესაბამისი სტატისტიკური მონაცემები არსებული სპორტული ობიექტების შესახებ. კანონმდებლობით უნდა განისაზღვროს და განხორციელდეს სპორტული ობიექტების დაგეგმვისა და დაპროექტების პროცესში სხვადასხვა სუბიექტის – როგორც ექსპერტების, ისე სპორტული ფედერაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციების – ჩართვა. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ობიექტი ყველა არსებულ სტანდარტს, მოთხოვნასა თუ საჭიროებას მაქსიმალურად ითვალისწინებდეს.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის შესაბამისად კომიტეტთან სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოს შექმნის საკითხის განხილვა კომიტეტის თავმჯდომარემ ისაუბრა კომიტეტთან სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის საჭიროებაზე. მან კომიტეტის წევრებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შექმნის მიზნები და ამოცანები გააცნო და დასამტკიცებლად წარუდგინა საბჭოს შემადგენლობა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 47-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო და დამტკიცდა მისი შემადგენლობა.  კომიტეტთან სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფის შექმნა სამუშაო ჯგუფი იქმნება „2020-2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ ხელშეწყობისთვის. იგი საქმიანობას საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად 56 განახორციელებს. სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის განვითარების სამუშაო ჯგუფში შეიქმნება 5 ქვეჯგუფი, რომლებშიც პარლამენტის წევრებთან ერთად სახელმწიფო უწყებებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმუშავებენ ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პროექტზე, რომელიც 2023 წლის საგაზაფხულო სესიისთვის პარლამენტს წარედგინება.  საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს პროგრამების განვითარების მიზნით მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) აუდიტორთა ჯგუფის მიერ შესრულებული მაკორექტირებელი მოქმედების ანგარიშის (CAR) და სამოქმედო გეგმის (CAP) გაცნობა მსოფლიო ანტიდოპინგური სააგენტოს (WADA) აუდიტორთა ჯგუფის მიერ 2021 წლის 12 დეკემბერს წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ანტიდოპინგური სააგენტოს (GADA) ფუნქციონირებისთვის მყარი სამართლებრივი ბაზის შექმნას, ჯერ მიღებული არ არის. იგი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, GADA-სთან თანამშრომლობით უზრუნველყოს მსოფლიო ანტიდოპინგური კოდექსის შესაბამისი კანონმდებლობის დროულად მიღება. კანონმდებლობაში GADA-ს მმართველობის სტრუქტურა მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული. გამიჯნული უნდა იყოს GADA-ს ოპერატიული ფუნქციები და ზედამხედველობის ორგანოს საქმიანობა. მომხსენებელმა აღნიშნა, რომ ანგარიშში საუბარია აგრეთვე GADA-სთვის საჭირო ფინანსური რესურსის გამოყოფაზე, რომელიც სააგენტომ ანტიდოპინგური პროგრამების განსახორციელებლად უნდა გამოიყენოს. წარმოდგენილი ინფორმაციით, მაკორექტირებელი მოქმედებების შეუსრულებლობამ შესაძლებელია გამოიწვიოს „სპორტში დოპინგის წინააღმდეგ ბროლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციასთან საქართველოს შეუსაბამობის გამოცხადება. ამ შემთხვევაში მსოფლიო ანტიდოპინგურმა სააგენტომ უნდა განახორციელოს შესწორების პროცედურები, რომლებიც დადგენილია კოდექსთან შესაბამისობის საერთაშორისო სტანდარტით. თუ ხელმომწერი მხარე ან მის მიერ დელეგირებული პირი შეუსაბამობას დაწესებული ვადის განმავლობაში ვერ გამოასწორებს, WADA ხელმომწერ მხარეს გაუგზავნის შეტყობინებას, რომელშიც ჩამოთვლილი იქნება ის მოთხოვნები, რომლებსაც WADA მას დაუწესებს. კონვენციის ხელმომწერი მხარე ვალდებულია შეასრულოს ეს მოთხოვნები კონვენციის შესაბამისის სტატუსის აღსადგენად.  საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებების შესახებ“ საქართველოს სამინისტროების 2021 წლის სამოქმედო გეგმების შესრულების წლიური ანგარიშის“ მოსმენა ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ნიკო თათულაშვილმა კომიტეტის წევრებს წარუდგინა საქართველოს სამინისტროების მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ 2021 წლის შიდაუწყებრივი სამოქმედო გეგმების შესრულების ანგარიში და ძირითადი აქცენტების შესახებ ინფორმაცია.  სპორტული და ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობის ანგარიშებისა და პრობლემურ საკითხებზე ინფორმაციის მოსმენა კომიტეტმა მოისმინა სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებზე სხვადასხვა უწყების ანგარიშები და ინფორმაცია ძირითადი პრობლემების/გამოწვევების შესახებ, კერძოდ: • სსიპ – საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო კოლეჯის საქმიანობის შესახებ ინფორმაცია; • კახეთის რეგიონში არსებული მუნიციპალიტეტების სპორტის პოლიტიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ასპექტების შესახებ ინფორმაცია; • ა(ა)იპ – საქართველოს ტანვარჯიშის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ინფორმაცია; • ა(ა)იპ – საქართველოს სპორტული მედიცინის ასოციაციის ინფორმაცია; 57 • ა(ა)იპ – საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია; • ა(ა)იპ – საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია.  საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და წლიური ანგარიშების მოსმენა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელმა პარლამენტის წევრებს საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში გააცნო. მომხსენებელმა ისაუბრა საანგარიშო პერიოდის ეკონომიკური ზრდის მონაცემებზე, ინფლაციის მაჩვენებლებზე, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობებზე და მის ხარჯვით ნაწილზე. მან ისაუბრა აგრეთვე ძირითად მაკროეკონომიკურ პროგნოზებსა და საქართველოს სამინისტროების ძირითად მიმართულებებზე (2023-2026 წლებისათვის) და აღნიშნა, რომ მიმდინარე პერიოდში ქვეყნის მაკროეკონომიკური პოლიტიკა მიმართული იქნება ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისკენ, რათა საშუალოვადიან პერიოდში მისი განვითარების დონე პოტენციურ მაჩვენებელს დაუბრუნდეს და მაკროეკონომიკური სტაბილურობა უზრუნველყოს. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, ზედამხედველობას უწევდა საქართველოს მთავრობას. საანგარიშო პერიოდში მან ეფექტიანად გამოიყენა აგრეთვე კონტროლის ისეთი ინსტრუმენტი, როგორიცაა ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლი (ნააკ-ი). კომიტეტმა მოისმინა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და მისი მმართველობის სფეროში შემავალი სტრუქტურების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია. კომიტეტის სხდომებზე მოსმენილ იქნა აგრეთვე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საპენსიო სააგენტოს და საქართველოს სახელ მწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები. კომიტეტმა მინიჭებული უფლებამოსილების თანახმად, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 38-ე მუხლის საფუძველზე, კომიტეტის სამოქმედო გეგმის შესაბამისად განახორციელა 2 ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი, მოამზადა და დაამტკიცა 2 ანგარიში, შეიმუშავა 32 რეკომენდაცია. წარმომადგენლობითი საქმიანობა აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2022 წელს გაიმართა აგრარულ საკითხთა კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს 2 სხდომა. 3 ოქტომბრის სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ საბჭოს წევრებს გააცნო საკანონმდებლო ინიციატივები, რომლებიც მზადდება: „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, „ფერმერის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. 21 დეკემბერს გაიმართა საბჭოს მორიგი სხდომა დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად. განსახილველი საკითხი იყო 2023 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში პრიორიტეტების განსაზღვრა და დონორ ორგანიზაციათა კოორდინაცია. 58 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფი კომიტეტის 2021 წლის 20 მაისის სხდომის გადაწყვეტილებით შექმნილმა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსის ეფექტიანად მართვის მონიტორინგის სამუშაო ჯგუფმა 2022 წელს გამართა 2 სამუშაო შეხვედრა, რომელთა ფარგლებშიც გამოიკვეთა, რომ საჭიროა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის განკარგვის ნაწილში ერთიანი პოლიტიკის განსაზღვრა, კერძოდ:  სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული პრივატიზების/იჯარით წესით გადაცემის ხელშეწყობა;  სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტებს საკითხების რეგულირება;  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების იჯარით გადაცემის საკითხის გადაწყვეტა. შორის რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო მიწების მიწების განკარგვის აღნიშნულ შეხვედრებზე სამუშაო ჯგუფმა მოისმინა და განიხილა შემდეგი საკითხები (ქვევით მითითებულია შესაბამისი უწყებებიც):  სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვი სებასთან დაკავშირებით მიმდინარე წლის გეგმის გაცნობა – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.  საძოვრების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით შემუშავებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის წარდგენა – სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო.  საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 ივლისის №464 დადგენილებით დამტკიცებული „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის საპრივატიზებო თანხის განსაზღვრის მეთო დოლოგია – სსიპ – ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო.  სახელმწიფო ქონების პრივატიზაციის გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო მიწის გასხვისებასთან დაკავშირებით 2022 წლის პირველი კვარტალური ანგარიშის გაცნობა – სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო.  საძოვრების მართვის ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების საკოორდინაციო სამუშაო ჯგუფის მუშაობის ანგარიშის მოსმენა – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.  სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგ რამის მიმდინარეობის შესახებ მოხსენების მოსმენა – სსიპ – მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო.  სასოფლო-სამეურნეო მიწის პრივატიზაციის ხელშეწყობის მიზნით მომზადებული აგრარულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივის გაცნობა – აგრარულ საკითხთა კომიტეტი. თანამედროვე აგრორეგიონის პროექტის სამუშაო ჯგუფი კომიტეტის 2021 წლის 31 მაისის სხდომაზე შექმნილი თანამედროვე აგრორეგიონის პროექტის სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში არიან აგრარულ საკითხთა, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლი ტიკის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების წევრები. სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის შედეგად მომზადდა დოკუმენტი (გზამკვლევი) საპილო ტედ შერჩეული თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტისთვის. კომიტეტის სხდომაზე დამტკიცდა სამუშაო ჯგუფის მიერ შედგენილი დოკუმენტი და შემოთავაზებული რეკომენდაციები, რომელთა შესასრულებლად ადრესატ უწყებებს შესაბამისი ვადები განესაზღვრათ. 59 აღნიშნული რეკომენდაციები 3 ჯგუფად იყოფა: 1. გზამკვლევის განხორციელების მართვასთან დაკავშირებული რეკომენდაციები; 2. რეკომენდაციები სოფლის მეურნეობის მიმართულებით; 3. რეკომენდაციები სოფლად ტურიზმის, მათ შორის, აგროტურიზმის, ინტერვენციების განხორციელე ბისთვის. მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფი 2022 წელს მუშაობა დაასრულა კომიტეტთან არსებულმა მეჩაიეობის დარგის პრობლემების შემსწავლელმა სამუშაო ჯგუფმა. ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში გაანალიზდა დარგში არსებული გამოწვევები, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკა და დარგის განვითარების სამომავლო პერსპექტივები. ამის შედეგად დაინტერესებული მხარეების, საერთაშორისო პარტნიორებისა და დარგის ექსპერტების ჩართულობით მომზადდა და სახელმწიფო უწყებებს მიეცათ შემდეგი რეკომენდაციები: ინვენტარიზაცია მეჩაიეობის დარგის სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებისთვის აუცილებელია, დადგინდეს ჩაის პლან ტაციების ზუსტი საერთო ფართობი, რაც სახელმწიფოს საშუალებას მისცემს, შეაფასოს დარგის პოტენციური ეკონომიკური შესაძლებლობა. მეჩაიეობის დარგის განვითარების 5-წლიანი სახელმწიფო ხედვის დოკუმენტის მომზადება მნიშვნელოვანია ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, რომელიც შეიმუშავებს დარგის განვითარების სამოქმედო გეგმას. დარგის განვითარების სახელმწიფო ხედვა უნდა ითვალისწინებდეს აგრეთვე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის „ქართული ჩაის“ მოდერნიზაციას/ განახლებას. „ჩაის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცება მეჩაიეობის დარგის განვითარების, ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დაამტკიცოს „ჩაის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი, რომლის პროექტიც საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს. „ჩაის გზა“/აგროტურიზმის პოტენციალი მიზანშეწონილია, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შეიმუშაოს „ჩაის გზის“ კონცეფცია, რომელიც შექმნის ჩაის ტურიზმის ობიექტების ელექტრონულ ბაზას. აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი 2022 წლის მარტში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 46-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის დებულების საფუძველზე, კომიტეტის სხდომის (ოქმი №27) გადაწყვეტილებით შეიქმნა აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი. 60 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციები მიზნად ისახავს აგროდაზღვევის ბაზრის განვითარებისთვის გრძელვადიანი სახელმწიფო ხედვის ჩამოყალიბებას, აგრეთვე აგროდაზღვევის მოქმედ სისტემაში არსებული გამოწვევების აღმოფხვრისკენ მიმართული პოლიტიკის განხორციელების ეტაპების განსაზღვრას. საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტში კორესპონდენციის სახით შემოვიდა 566 წერილი და განცხადება, რომლებზედაც კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში შესაბამისი უკუკავშირი განხორციელდა. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა 2508 განცხადება. მათზე რეაგირების სახით კომიტეტიდან გაიგზავნა 1939 წერილი. შემოსული განცხადებები შინაარსობრივად ასე კლასიფიცირდება: • გამოძიება და მართლმსაჯულება – 934; • სასჯელაღსრულება – 548; • სასჯელისგან გათავისუფლება/შეწყალება – 267; • ამნისტია – 119; • სოციალური და ეკონომიკური საკითხები – 108; • იურიდიული დახმარება – 146; • სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება – 63; • ჯანმრთელობის დაცვა – 45; • საკუთრების უფლება – 35; • ინფრასტრუქტურა – 29; • სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები – 24; • იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა საჭიროებები – 22; • შშმ პირთა უფლებები – 18; • ბავშვთა უფლებები – 15; • შრომითი უფლებები – 25; • სხვა საკითხები – 110. საანგარიშო წლის განმავლობაში კომიტეტმა არაერთი შეხვედრა გამართა სამოქალაქო საზოგადოების ინდივიდუალური წევრებისა და ორგანიზაციების, აგრეთვე პროფესიული და აკადემიური წრეების მონაწილეობით. აღნიშნული თანამშრომლობა ეხებოდა ევროკომისიის 12 რეკომენდაციასთან, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან, ბავშვებთან, თვითგამორკვევის უფლებებსა და კომიტეტის მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2022 წელს კომიტეტმა უპასუხა სამოქალაქო საზოგადოების მიერ საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე გამოგზავნილ 40 მოთხოვნას. მათგან 1 არ დაკმაყოფილდა, რადგან მოთხოვნის შინაარსი ეწინააღმდე გებოდა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონს. კომიტეტი უზრუნველყოფდა საკომიტეტო განხილვებში ყველა დაინტერესებული მხარის, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოების, მონაწილეობას. სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩართული იყვნენ კომიტეტის მიერ ორგანიზებულ სამუშაო ჯგუფში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისანიჭებლად გაცემულ მე-11 რეკომენდაციაზე (საქართველოს სასამართლოების მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული 61 სასამართლოს გადაწყვეტილებების პროაქტიულად გათვალისწინება) მუშაობის პროცესში, რომლის შედეგადაც მომზადდა და ინიციირებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი (№07-3/229/10; 05.08.2022). აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა მე-3 მოსმენით 2022 წლის 18 ოქტომბერს 101 ხმით, მრავალპარტიული მხარდაჭერით მიიღო. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი 2022 წლის განმავლობაში განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სახელმწიფო უწყებებთან, ადგილობრივ, საერთაშორისო და დარგობრივ ორგანიზაციებთან. კომიტეტის წევრები მუდმივად ხვდებოდნენ სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დარგის ექსპერტებსა და განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით მომუშავე პირებს. აქტიურად იმართებოდა აგრეთვე სამუშაო ვიზიტები საქართველოს რეგიონებში. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტში ფუნქციონირებს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოები განათლების სამივე საფეხურის მიხედვით:  უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების;  სკოლამდელი და ზოგადი განათლების;  პროფესიული განათლების. სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების, აგრეთვე მეცნიერების მიმართულებით დარგში არსებული გამოწვევების შეფასებისა და გადაწყვეტილებების სფეროს ექსპერტებისთვის გაზიარებული მოსაზრებების საფუძველზე მისაღებად კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა სამეცნიეროსაკონსულტაციო საბჭოებთან. კომიტეტი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა დაინტერესებულ პირებთან, უზიარებდა მათ ინფორმაციას საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის თაობაზე და პერმანენტულად მართავდა სამუშაო შეხვედრებს. კომიტეტმა 2022 წლის განმავლობაში ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან გამართა შეხვედრების ციკლი დარგში არსებული აქტუალური და მნიშვნელოვანი თემატიკისა და პარტნიორობის სფეროების გამოკვეთის მიზნით. შესაბამისად, განისაზღვრა თანამშრომლობის მიმართულებები. კომიტეტის წევრები რეგულარულად მონაწილეობდნენ განათლებისა და მეცნიერების სფეროსთან დაკავ შირებულ აქტივობებში. კომიტეტის საქმიანობაში ჩართვის შესაძლებლობა ეძლეოდა დაინტერესებულ პირებს, მათ შორის, მასმედიის წარმომადგენლებს. შესაბამისად, კომიტეტის საქმიანობა ღიაობასა და გამჭვირვალობას ეფუძნებოდა. დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მისაწოდებლად კომიტეტი აქტიურად იყენებდა სოციალურ არხებს, მათ შორის, Facebook-ს, Twitter-სა და Youtube-ს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში ოფიციალური კორესპონდენციის სახით შემოვიდა 810 განცხადება. განცხადებების ავტორთა ნაწილს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, ნაწილთან გაიმართა შეხვედრა კომი ტეტის წევრებისა და კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან. პარლამენტის სპეციალური ჯილდო პროფესიული განათლების ხარისხის გაუმჯობესებისა და პოპულარიზაციის მიზნით კომიტეტი ჩაერთო პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს კონკურსში და დააწესა სპეციალური კატეგორია – ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა. 62 გარემო დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი თანაშრომლობდა შემდეგ საერთაშორისო ორგანიზაციებთან: ევროკავშირი (EU) და გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდი (WFD), გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SIDA), ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI). საზოგადოებასთან ურთიერთობა კომიტეტის პრიორიტეტია, რაც განმტკიცებულია კომიტეტის 20212024 წლების სამოქმედო გეგმით. კომიტეტი თავისი საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ახორციელებს მედიასთან თანამშრომლობით, აგრეთვე შესაბამისი ინფორმაციის პროაქტიულად განთავსებით როგორც საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე, ისე კომიტეტისა და კომიტეტის თავმჯდო მარის ოფიციალურ Facebook-გვერდებზე. კომიტეტში ფუნქციონირებს 4 სამუშაო ჯგუფი, რომელთა შემადგენლობაში არიან შესაბამისი სამინის ტროების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, დარგის სპეციალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტები. 2022 წლის განმავლობაში კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეებისა და ორგანიზაციების 256 წერილი, მათ შორის: - არასამთავრობო ორგანიზაციები – 42 წერილი. ეს წერილები ეხება არასამთავრობო ორგანი ზაციების ინიციატივებს, აგრეთვე მათ მიერ გამოხატულ პოზიციებს კომიტეტის საქმიანობასთან დაკავშირებით, მათ შორის, კომიტეტის მიერ განსახილველი კანონპროექტების შესახებ; - მოქალაქეები – 87 წერილი. მოქალაქეთა წერილობითი მიმართვები უმეტესწილად ეხებოდა გარემოს დაცვისა და სოციალურ საკითხებს. მათი წერილების პასუხად კომიტეტის კომპეტენციის ფარგლებში, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ეფექტიანი და სწრაფი რეაგირებისთვის განხორციელდა მოქალაქეებთან კომუნიკაცია (ზეპირი/წერილობითი), აგრეთვე საჭიროების მიხედვით, შესაბამისი პასუხისმგებელი უწყებებისგან გამოთხოვილ იქნა ინფორმაცია და მათ წინაშე გაწეულ იქნა შუამდგომლობა შემდგომი რეაგირებისთვის. - სახელმწიფო უწყებები – 127 წერილი. კომიტეტისა და სახელმწიფო უწყებების აქტიური თანამშრომლობის ფარგლებში კომიტეტი ხშირად მიმართავს სახელმწიფო უწყებებს წერილებით. შესაბამისად, მათგან მიღებული წერილების უმეტესობა არის პასუხები კომიტეტის მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე, გაგზავნილ წერილში დასმული საკითხების შესწავლასა და შესაბამის რეაგირებაზე და სხვა. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა გამართა სამუშაო შეხვედრები მისი საკოორდინაციო სფეროებისთვის მიკუთვნებულ შემდეგ საკითხებზე: • ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის ანალიზის სესია პარლამენტის წარმომადგენლებისთვის; • საქართველოს მიერ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობით ნაკისრი ვალდებულების პროგრესისა და არსებული გამოწვევების საკითხების განხილვა; • ელექტრონული კომერციის რეფორმის შესახებ საკომუნიკაციო დოკუმენტის განხილვა; • „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში. 63 მიღებული წერილები და განცხადებები საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 623 წერილი და განცხადება, მათ შორის, სხვადასხვა უწყებიდან და ორგანიზაციიდან შემოსულია 341 წერილი და მოქალაქეებისგან მიღებულია 282 განცხადება. შემოსული კორესპონდენცია ეხებოდა როგორც საკანონმდებლო საქმიანობას, აქტების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულებას, ისე სხვადასხვა დარგში არსებულ პრობლემურ საკითხებს, კერძოდ: • მიწის რეგისტრაციის საკითხებს; • მშენებლობის საკითხებს; • კერძო საკუთრებასთან დაკავშირებულ საკითხებს; • ტურიზმის სფეროს; • კომუნიკაციების სფეროს; • ტრანსპორტის დარგის საკითხებს; • სამეწარმეო საკითხებს; • მსჯავრდებულთა პრობლემებს; • მოქალაქეთა საჩივრებს პირად პრობლემებზე. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი საანგარიშო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობოდა საზოგადოებასთან ურთიერთობისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებს. 2022 წლის განმავლობაში დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტში შემოვიდა 268 განცხადება, სხვადასხვა სახის შუამდგომლობა და წერილი. მათზე შესაბამისი რეაგირება განხორციელდა. საერთაშორისო ურთიერთობების კუთხით კომიტეტში გაიმართა არაერთი შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების, უცხო ქვეყნების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმო მადგენლებთან, მათ შორის, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელთან, „გლობალაიზის“ (GLOBALIZE) დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორთან, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრთან და სხვა. ამასთანავე, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ბექა ოდიშარიას ინიციატივით, საზღვარგარეთ სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ადგილსამყოფელ ქვეყანაში ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა სისტემატურად იმართება. საანგარიშო პერიოდში დარგობრივ სამინისტროებსა და უწყებებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი ღონისძიება, კერძოდ, ქართული დიასპორის დღე. ამასთანავე, კომიტეტის უშუალო ჩართულობით წარმატებით ხორციელდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული საგრანტო პროექტები: „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“, „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“. უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყებიდანვე კომიტეტს უკრაინაში მოქმედ დიასპორულ ორგანიზაციებთან და იქ მცხოვრებ თანამემამულეებთან უწყვეტი კავშირი ჰქონდა. კომიტეტის თავმჯდომარის დავალებით, ომის დაწყების პირველივე დღეებიდან კომიტეტის აპარატში შეიქმნა ცხელი ხაზი. მოხდა დაკავშირება უკრაინაში არსებულ თითქმის ყველა დიასპორულ ორგანიზაციასთან და ათობით თანამემამულეს გაეწია დახმარება. 64 ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების 20-მდე დედაქალაქში 40-მდე სამუშაო ვიზიტი განახორციელეს. ამ ვიზიტების მთავარი მიზანი, საქართვე ლოს მიერ ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესისა და საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობის გათვალისწინებით, პარტნიორების სათანადო მხარდაჭერის მოპოვება იყო. ევროპარლამენტსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებთან პოლიტიკური დიალოგის გასაღრმავებლად გამოიყენებოდა აგრეთვე შეხვედრები სხვადასხვა საპარლამენტო ფორმატში: საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტი (PAC) (საანგარიშო პერიოდში გაიმართა საქართველო-ევროკავშირის საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის 2 შეხვედრა (მეათე სხდომა ქ. ბრიუსელში და მეთერთმეტე სხდომა ქ. თბილისში)), აღმოსავლეთ პარტნიორობის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეა (Euronest PA), ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეა, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ევროკავშირის ეროვნული პარლამენტების ევროპულ საქმეთა კომიტეტების კონფერენცია (COSAC). მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობოდა ევროკავშირის ინსტიტუტებთან ურთიერთობას და ამ მიზნით ბრიუსელსა და სტრასბურგში ვიზიტებს. საქართველოს ეწვივნენ ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტისა (AFET) და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის (SEDE) დელეგაციები, აგრეთვე საქართველოს საკითხზე ევროპარლამენტის მომხსენებელი, რომელსაც ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა კომიტეტის სხდომის ფორმატში უმასპინძლა. 2022 წელს ევროპარლამენტის 70-მდე წევრთან 130-ზე მეტი შეხვედრა გაიმართა. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წარმომადგენლობითი მიმართულებით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა გამართა არაერთი შეხვედრა საზოგადოებისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან. კომიტეტი აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტში: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლა, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სამეთაურო-საშტაბო სკოლა და სსიპ – თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა მოქალაქეთა 131 წერილი და განცხადება. მათ უმეტესობაზე განხორციელდა რეაგირება. წერილობითი რეაგირების გარეშე დატოვებულია იმ მოქალაქეთა განცხადებები, რომლებთანაც ზეპირი გასაუბრება შედგა ან რომლებსაც კონსულტაცია გაეწიათ, აგრეთვე ის განცხადებები, რომლებიც ერთი და იმავე მოქალაქის მიერ იდენტური შინაარსით არაერთხელ იქნა შემოტანილი და რომლებზედაც რეაგირება კომიტეტმა რამდენჯერმე მოახდინა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატმა 2022 წლის განმავლობაში განახორციელა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში წარმოებულ შემდეგ საქმეებზე: 1. №1506 – ლევან დარსალია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 2. №1481 – გია ფოლადაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 3. №1591, №1605 – საქართველოს სახალხო დამცველი და მერაბ მურადაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგ; 65 4. №1511 – ბონდო თედორაძე, ანზორ გუბაევი და ხათუნა ბერიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 5. №1264 – გიორგი მამალაძე, გიორგი ფანცულაია და მია ზოიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 6. №1528 – ეკატერინე ფიფია საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ; 7. №1582 – ბექა ქებაძე და გიორგი ბეჟანიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 8. №1673, №1681 – ლონდა თოლორაია და საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 9. №1424, №1490 – ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 10. №1542 – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 11. №1564 – გიორგი მიქელაძე საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ; 12. №1618 – მარინე კაპანაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 13. №1517, №1600 – მიხეილ ხაინდრავა და გიორგი ჯობავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 14. №1688 – შალვა ნათელაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 15. №1627 – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 16. №1323 – ა(ა)იპ „აპრიორი“, ა(ა)იპ „სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრი“ და მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სამოქალაქო პლატფორმა – ახალი საქართველო“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „საქართველოს ევროპელი დემოკრატები“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „თავისუფლება – ზვიად გამსახურდიას გზა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 17. №1583 – ირაკლი მაჭუტაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 18. №1691 – გიორგი გოროშიძე და ინდიკო აბაშიძე საქართველოს პარლამენტის, სსიპ „ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს“ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის წინააღმდეგ; 19. №1635 – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 20. №1566 – ზაურ შერმაზანაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 21. №1572 – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ; 22. №1601 – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2022 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო დემოკრატიული სახელმწიფოს გაძლიერებისკენ, ადამიანის უფლებათა დაცვის ხარისხის გაუმჯობესებისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების ხელშეწყობისკენ. კულტურის კომიტეტი საანგარიშო პერიოდში კულტურის კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორთან. კომიტეტის წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და დარგში მომუშავე ექსპერტებს. დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა, რეგულარულად დასწრებოდნენ კომიტეტის სხდომებს. 66 კომიტეტის წევრები ხვდებოდნენ მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და კულტურის სხვა დაწესე ბულებების ადმინისტრაციების თანამშრომლებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. კომიტეტის მიერ განხორციელებული აქტივობის (სხდომები, შეხვედრები, ღონისძიებები და სხვა) შესახებ ინფორმაცია მოქალაქეებს აქტიურად მიეწოდება საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და კომიტეტის სოციალური არხების გამოყენებით. კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ელისო ბოლქვაძის ხელმძღვანელობით კომიტეტთან შეიქმნა სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო. 2022 წლის განმავლობაში კომიტეტმა რეაგირება მოახდინა მოქალაქეთა 138 განცხადებაზე. შემოსული განცხადებების ავტორთა ნაწილს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი, ნაწილთან გაიმართა შეხვედრა კომიტეტის წევრებისა და კომიტეტის აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი მოქალაქეებთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტში კორესპონდენციის სახით შემოვიდა 537 წერილი; მათ შორის, მიღებულ იქნა მოქალაქეთა 253 განცხადება. 214 წერილს დადგენილი წესით, ერთთვიან ვადაში გაეცა პასუხი და სათანადო ორგანოებს გაეგზავნა. სხვადასხვა ადრესატისთვის განკუთვნილ წერილებზე რეაგირება მოახდინეს შესაბამისმა კომიტეტებმა. კომიტეტისადმი მოქალაქეთა მიმართვების ძირითადი თემატიკა: სამართლებრივი საკითხები/პრობლემები, კერძოდ: საკუთრებაში არსებული მიწის რეგისტრაცია, საცხოვ რებელი ფართობის დაკანონება, საკუთრების უფლების აღიარება; ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის საკითხები, რომლებიც ძირითადად ეხებოდა გაზიფიცირებას, ელექტროქსელების, სასმელი წყლის, სამელიორაციო ქსელების მოწყობას, სავალი გზის რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცის მოწყობას, შენობის გამაგრებას; პრობლემები სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით: ერთჯერადი ფინანსური დახმარების გაწევა, მკურნალობისა და მედიკამენტების დაფინანსება, საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი 2022 წელი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტისთვის საპარლამენტო დიპლომატიის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე აქტიური წელი იყო. 2022 წლის თებერვალში შეიქმნა საქართველოს პარლამენტის სეიშელის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფი 7 პარლამენტის წევრის შემადგენლობით. 2022 წელს გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტთან. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების მისაღ წევად კომიტეტის თავმჯდომარემ საერთაშორისო პარტნიორებთან, დიპლომატიური კორპუსისა და საერ თაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებსა და მკვლევრებთან 100-ზე მეტი შეხვედრა გამართა. 67 ამ შეხვედრებზე საუბრის მთავარი თემები იყო: • ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში საქართველოს დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს პარტნიორების ჩარ თულობისა და საერთაშორისო საზოგადოების მობილიზების გაზრდა; • საქართველოს ევროკავშირში გაწევრების საკითხზე ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლებების წარმომადგენლებთან, დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებსა და წარმომადგენლებთან თანამშრომლობა, აგრეთვე ევროკავშირში გაწევრების საკითხზე ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებსა და ღონისძიებებში მონაწილეობა; • საქართველოს ნატოში გაწევრების პროცესის ხელშეწყობის მიზნით ნატოს მოკავშირე სახელ მწიფოების შესაბამის უწყებებთან ინტენსიური კომუნიკაცია და თანამშრომლობა; • საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების ხელშეწყობა; • საპარლამენტო ასამბლეებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მუშაობაში ჩართულობა, მათი ფორმატების ეფექტიანი გამოყენება და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოზიციების განმტკიცება; • ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობა; • საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა; • საქართველოს, როგორც დასავლეთისა და აღმოსავლეთის დამაკავშირებელი რეგიონალური კვანძის, როლისა და ფუნქციის განვითარების ხელშეწყობა სავაჭრო-ეკონომიკური, განათლებისა და ლოჯისტიკური მიმართულებებით. ზემოაღნიშნული მიზნების მისაღწევად საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია საგარეო ურთიერთო ბათა კომიტეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ სამხარაძის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: ჩეხეთის რესპუბლიკაში, არგენტინაში, დანიის სამეფოში, აზერბაიჯანში (ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საქართველო-აზერბაიჯან-თურქეთის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეების ყოველწლიური სამმხრივი შეხვედრა), რუმინეთში, სლოვაკეთში (გლობსეკის (GLOBSEC) ბრატისლავის ფორუმში მონაწილეობის მისაღებად), ფინეთის რესპუბლიკაში, ლატვიაში (კომიტეტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი), ნიდერლანდში, ლუქსემბურგში და სხვა. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2022 წელს გაიმართა ისტორიაში პირველი საპარლამენტო ვიზიტები სლოვენიაში, ისლანდიასა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ლატვიაში ვიზიტის ფარგლებში ნიკოლოზ სამხარაძემ მონაწილეობა მიიღო სამი ზღვის ევროპული ინიციატივის სამიტში და შეხვედრები გამართა ლატვიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო წარმოდგენილი იყო აღნიშნულ ფორუმში. განხილულ იქნა სამი ძირითადი თემა: გეოპოლიტიკური უსაფრთხოება და ინფრასტრუქტურა; სამი ზღვის ინიციატივის ეკონომიკური ასპექტები, პროექტები, დაფინანსება და ინვესტიციები და მდგრადი განვითარება; ევროკავშირის პოლიტიკასთან დაახლოება, მათ შორის, ციფრული ტრანსფორმაციის გზით. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის 2-6 ივლისს დიდ ბრიტანეთში გამართული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ აირჩიეს. ამის შედეგად ნ. სამხარაძე გახდა აგრეთვე ასამბლეის მთავარი გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს – ბიუროს წევრი. 2022 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტში შეიქმნა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA). დელეგაციის შემადგენლობა 3 წევრით განისაზღვრა. დელეგაციის შექმნა განპირობებული იყო იმავე წლის ნოემბერში საქართველოსთვის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ერების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეაში (AIPA) დამკვირვებლის სტატუსის მინიჭებით. AIPA-ს ამოცანაა, გააძლიეროს თანამშრომლობა და ღრმა მეგობრული კავშირები როგორც წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის, ისე დამკვირვებლის სტატუსის მქონე ქვეყნების პარლამენტებსა და სხვა საპარლამენტთაშორისო ორგანიზაციებთან. 68 საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საანგარიშო პერიოდში საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტში კორესპონდენციის სახით შემოვიდა 583 წერილი; მათ შორის, მიღებულ იქნა მოქალაქეთა 100 განცხადება. კომიტეტმა შეისწავლა აღნიშნული განცხადებები და მოახდინა შესაბამისი რეაგირება. მათგან 47 განცხადებაზე მომზადდა და გაიგზავნა პასუხები. კომიტეტი ორგანიზებას უწევდა და უზრუნველყოფდა კომიტეტში გაწევრებული მაჟორიტარი პარლამენტის წევრების შეხვედრებს შესაბამისი მაჟორიტარული ოლქების წარმომადგენელ მოქალაქეებსა და მოსწავლე-ახალგაზრდობასთან მათთვის საპარლამენტო საქმიანობის გასაცნობად. კომიტეტი ასევე უზრუნველყოფდა დაინტერესებული პირების კომიტეტის სხდომებზე დასწრებას (სათანადო წერილობითი მიმართვის საფუძველზე). საანგარიშო პერიოდში კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან. მათ შორისაა: გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP); საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA); ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI); დემოკრატიის ინდექსი – საქართველო (DIG); დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 1. USAID/GGI-ის მხარდაჭერით შემუშავდა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის 2022-2024 წლების სტრატეგია და სამუშაო გეგმა (2022-2024) (შეირჩა ექსპერტი, ჩატარდა ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან, მომზადდა დოკუმენტი, გაიმართა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა დოკუმენტის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით). განისაზღვრა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის უახლოესი წლების პრიორიტეტები. 2. USAID/GGI-ის მხარდაჭერით შემუშავდა ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი (შეირჩა ექსპერტი, ჩატარდა ინტერვიუები დაინტერესებულ მხარეებთან, მომზადდა დოკუმენტი, გაიმართა არაერთი საკონსულტაციო შეხვედრა დოკუმენტის დახვეწისა და სრულყოფის მიზნით, შეირჩა მისი დიზაინი, დაიწყო დოკუმენტის ბეჭდვასთან დაკავშირებული ტექნიკური სამუშაოები). გზამკვლევის მიზანია ფინანსური ზედამხედველობის საკითხებში პარლამენტის წევრების უფრო აქტიური და ეფექტიანი ჩართულობის სტიმულირება. 3. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით კომიტეტმა შეადგინა ინფოგრაფიკები სახელმწიფო ბიუჯეტზე, რომელთა მიზანია დაინტერესებული პირებისთვის საბიუჯეტო პროცესის, სახელმწიფო ბიუჯეტისა და მისი მაკროეკონომიკური გარემოს შესახებ ინფორმაციის მარტივი და გასაგები ფორმით მიწოდება. კერძოდ, ინფოგრაფიკების საშუალებით წარმოდგენილია ინფორმაცია საბიუჯეტო პარამეტრების, ეკონომიკური ზრდის, სახელმწიფო ვალის, ექსპორტიმპორტის მაჩვენებლების დინამიკის შესახებ. აღნიშნული დოკუმენტები ქართულ და ინგლისურ ენებზე განთავსებულია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე და საჯაროდ ხელმისაწვდომია. 4. საქართველოს პარლამენტის მხარდაჭერით და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მონაწილეობით შემუშავდა გზამკვლევი სახელმწიფო ვალთან დაკავშირებული პროცესების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით პარლამენტის შესაძ ლებლობების გაძლიერება ცნობიერების ამაღლებისა და საზედამხედველო მექანიზმების ეფექტიანად გამოყენებით, სახელმწიფო ვალის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფა. 5. ევროკავშირის დაძმობილების პროექტის (Twinning Project) ფარგლებში შემუშავდა და დამტკიცდა პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“. ამ პროექტის მიზანია ფისკალური მმართველობის გაძლიერება გაუმჯობესებული საბიუჯეტო პროცესით, გარე აუდიტით, დამოუკიდებელი მონიტორინგით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობით. პროექტი 2022 წლის ივნისიდან 2024 წლის ივნისამდე განხორციელდება და 2 ძირითად მიმართულებას მოიცავს: 1. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის გაუმჯობესება ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ხილვადობის გაზრდით; 69 2. საბიუჯეტო პროცესის ძირითად მონაწილეებთან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კო მიტეტის კომუნიკაციის გაუმჯობესება. ღია პარლამენტი • საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა შეი მუშავა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა, რომელშიც ასახულია ყველა ძირითადი საქმიანობა, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს ან რომელთა განხორციელებაც პარლამენტის რეგლამენტით ევალება საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფისა და ევროკავშირის ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომიტეტმა 2023 წლის სამოქმედო გეგმა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე განათავსა. • საქართველომ კვლევის მონაწილე მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა ბიუჯეტის საერთაშორისო პარტნიორობის მიერ განხორციელებული ბიუჯეტის გამჭვირვალობა2021-ის შედეგებისა და ღია ბიუჯეტის ინდექსის (OBI) მიხედვით. • საქართველომ 59 მონაწილე ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასების (PEFA) მიხედვით. PEFA-ს მიხედვით უმაღლესი (A) შეფასება მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ განხორციელებულმა საბიუჯეტო კონტროლმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომი ტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ აუდიტის ანგარიშებზე დაყრდნობით საქართველოს მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობამ. • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა. სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოში სპორტული ინფრასტრუქტურის პოლიტიკის გასაუმჯობესებლად სპორტისა და ახალგაზ რდულ საქმეთა კომიტეტის ინიციატივით, გაეროს განვითარების პროგრამისა და შვედეთის მთავრობის ხელშეწყობით მომზადდა კვლევის დოკუმენტი, რომლის მიზანია საჯარო ხელისუფლების მიერ ინფორმირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების, არსებული პოლიტიკის ნაკლოვანებების აღმოფხვრის ხელშეწყობა, რაც გავლენას მოახდენს სახელმწიფო და დონორი ორგანიზაციების მიერ სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის გამოყოფილი სახსრების ეფექტიანობის ზრდაზე, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ინიციატივების განვითარებასა და სფეროში კერძო ინვესტიციების ზრდაზე, სპორტული ობიექტების მართვისა და საქმიანობის გაუმჯობესებაზე, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის, მათ შორის, საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისა და ქალებისთვის, სპორტული მომსახურების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. კვლევის პროცესში გამოვლენილი ნაკლოვანებების გათვალისწინებით კომიტეტმა მოამზადა რეკო მენდაციები, რომელთა შესრულებაც ხელს შეუწყობს საქართველოს მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტით განსაზღვრული მიზნების მიღწევას. ბოლო ათწლეულის განმავლობაში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მნიშვნელოვნად გაიზარდა ეროვნულ ეკონომიკაზე სპორტთან დაკავშირებული საქმიანობების გავლენა. საქართველოს ეკონომიკაში სპორტის როლისა და მისი წვლილის სრულყოფილად შესაფასებლად კომიტეტის ინიციატივით საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა (საქსტატი) დაიწყო შესაბამისი საქმიანობის განხორციელება. კომიტეტის მიმართვის (2021 წელი) საფუძველზე საქსტატმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმო ბილების პროექტის (Twinning Project) ფარგლებში შეისწავლა სპორტთან დაკავშირებული საქმიანობების სატელიტური ანგარიშების სისტემის შექმნისთვის საჭირო პირობები და განსაზღვრა ამ მიზნით განსახორციელებელი აქტივობები და სათანადო რესურსი. საქსტატმა კომიტეტთან თანამშრომლობით ჩამოაყალიბა სამუშაო გეგმის პროექტი, რომლის საფუძველზედაც შეიქმნება აღნიშნული სატელიტური ანგარიშების სისტემა, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდება საქართველოს მთლიან შიდა პროდუქტში სპორტის წილის გაანგარიშება და გამოქვეყნება. 70 ახალგაზრდობის სფეროში საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო საკანონმდებლო ვალდე ბულებებთან ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისობის შესაფასებლად კომიტეტის ინიციატივით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ფინანსური მხარდაჭერით მიმდინარეობს შესაბამისი კვლევა. ამ კვლევის შედეგების გათვალისწინებით, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით 2023 წლის განმავლობაში მომზადდება შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივა. ახალგაზრდული პოლიტიკის სფეროში დაინტერესებულ მხარეთა კოორდინაციის, თანამიმდევრული ღონისძიებების განხორციელების, აგრეთვე პოლიტიკის მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ხელშეწყო ბისთვის კომიტეტის გადაწყვეტილებით შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელიც 33 ორგანიზაციის წარმომად გენლებს აერთიანებს. სამუშაო ჯგუფის შექმნა ღია მმართველობის პრინციპებს ეფუძნება და საჯარო პოლიტიკაში ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების დაკმაყოფილებას ემსახურება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 2022 წელს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეებსა და არასამთავრობო სექტორის/დარგის წარმომადგენლებთან 70-მდე შეხვედრა გამართა. ამ შეხვედრებზე განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: კოვიდ-19-ის მართვა, ადრეული ინკლუზიური განათლება, პალიატიური მზრუნველობა და ტკივილის მართვა ონკოლოგიურ და არაონკოლოგიურ პაციენტებში, დემოგრაფიის მიმართულებით არსებული პრობლემები, ტუბერკულოზის კონტროლის მექანიზმები, არაგადამდები დაავადებები, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული საკითხები და სხვა. ამ შეხვედრების ძირითადი მიზანი იყო დარგში არსებული გამოწვევების საპასუხოდ კომიტეტის საქმიანობის ისეთი პრიორიტეტული მიმართულებების განსაზღვრა და შესაბამისი აქტივობების შემუშავება, რომლებიც კომიტეტის სამოქმედო გეგმაში აისახება. კომიტეტში შემოვიდა 500-მდე განცხადება და წერილი. ამ განცხადებების უმეტესობა ეხებოდა შემდეგ საკითხებს:  ფულადი სოციალური დახმარების დანიშვნას;  მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და მკურნალობის დაფინანსებას;  საცხოვრებელი ფართობითა და ერთჯერადი მატერიალური დახმარებით უზრუნველყოფას. შემოსული განცხადებების უმეტეს ნაწილზე რეაგირება განხორციელდა და ისინი შესაბამის უწყებებს გაეგზავნა. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 13 საკანონმდებლო წინადადება და 3 პეტიცია. 71 საქართველოს პარლამენტის აპარატი საქართველოს პარლამენტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება  საქართველოს პარლამენტის ინიციატივითა და ჩართულობით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ მხარდაჭერით შემუშავდა საქართველოს პარლამენტის სტრატეგიული განვითარების გეგმა. ამ გეგმის მიზანია პარლამენტის მდგრადი ინსტიტუციური განვითარების, პარლამენტის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების დასახვისა და მათი განხორციელების სისტემატიზაციის უზრუნველყოფა;  უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს პარლამენტის აპარატის შინაგანაწესის საკანონმდებლო და სხვა მარეგულირებელ ნორმებთან შესაბამისობა; მათ შორის, დოკუმენტით გათვალისწინებულ იქნა შრომითი ურთიერთობის დროს დისკრიმინაციის აკრძალვის საკითხი და თანამდევი შიდა პროცედურები;  USAID/სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის აპარატში „დისკრიმინაციის აკრძალვისა და პრევენციის მექანიზმის“ შესამუშავებლად. განიხილება დოკუმენტის ბოლო ვერსია;  საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივითა და ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ მხარდაჭერით დაიწყო მუშაობა სახელმძღვანელო დოკუმენტზე „საქართველოს პარლამენტში საპროტოკოლო ღონისძიებების მოწყობის წესი“. ამ დოკუმენტში აისახება საქართველოს პარლამენტში არსებულ, მაღალი სტანდარტის საპროტოკოლო სერვისთან დაკავშირებული მეთოდოლოგიური მიდგომები;  საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივითა და გერმანიის საერთაშორისო თანამ შრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მხარდაჭერით ინტენსიური მუშაობდა მიმდინარეობდა საქართველოს პარლამენტის აპარატის ანგარიშგების სისტემის სტანდარტიზაციის მიმართულებით. ამის შედეგად შემუშავდა აპარატის სტრუქტურული ერთეულების პერიოდული ანგარიშგების ერთიანი, სტანდარტიზებული ფორმა და განისაზღვრა ანგარიშგების პერიოდი;  ევროკავშირის მხარდაჭერით, 2022 წლის 20 ივნისიდან საქართველოს პარლამენტსა და ნიდერ ლანდის სამეფოს ფინანსთა სამინისტროს ეკონომიკისა და ფინანსების ეროვნულ აკადემიას (National Academy for Finance and Economics) შორის დაიწყო ორწლიანი დაძმობილების პროექტი (Twinning Project) „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“. დაძმობილების პროექტი მიზნად ისახავს პარლამენტის მიერ საბიუჯეტო უფლებამოსილების განხორციელებაში მის მნიშვნელოვან მხარდაჭერას და 2 კომპონენტს მოიცავს: პირველი კომ პონენტის მიზანია დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუტებისთვის განსაზღვრული OECD-ის პრინციპების შესაბამისად პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის გაძლიერება ანალიტიკური შესაძლებლობების განვითარებისა და ცნობადობის გაზრდის გზით, ხოლო მეორე კომპონენტისა – საბიუჯეტო პროცესის მონაწილე სხვა მთავარ სუბიექტებთან პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომუნიკაციის გაძლიერება. ამ პროექტის ბიუჯეტი მილიონ ევროს აღემატება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის შესაძლებლობების გაძლიერება. საჯარო ინფორმაციის თავისუფლება 2022 წელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, 2021 წლის მონაცემებით, საქართველოს პარლამენტის აპარატმა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების კუთხით ცენტრალურ საჯარო დაწესებულებებს შორის 100%-იანი მაჩვენებლით კვლავ პირველი ადგილი დაიკავა. 100%-იანი შედეგი მიღებულია საქართველოს 72 პარლამენტის მიერ დამტკიცებული, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი ინფორმაციის ნუსხის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გასაჯაროების მიხედვით. ციფრული პროექტები  სიახლეა საქართველოს პარლამენტის პლენარული სხდომებისა და კომიტეტების სხდომების პარლამენტის Youtube-ს გვერდით პირდაპირი ეთერით გადაცემა. ეს სიახლე, ერთი მხრივ, ზრდის საზოგადოების ინფორმირებულობას, ხოლო მეორე მხრივ, უზრუნველყოფს ყველასთვის ხელმისაწვდომ სივრცეში საპარლამენტო საქმიანობის ამსახველი ვიდეოარქივის შექმნასა და მოძიებას;  ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ მხარდაჭერით შემუშავდა „საქართველოს პარლამენტის ციფრული ტრანსფორმაციის კონცეფცია“;  2022 წელს საქართველოს პარლამენტის ბალანსზე არსებული ქონების ინვენტარიზაცია სრულად ელექტრონული ფორმით ჩატარდა. ინვენტარიზაციის აღნიშნული ფორმის დანერგვა გამორიცხავს მსგავსი ნივთების დუბლირებას ან არასწორი რაოდენობის მიღებას, მათ შორის, ნივთების გადაადგილების გათვალისწინებით;  ყურადღება გამახვილდა საქართველოს პარლამენტის აპარატის თანამშრომელთა ციფრული კულტურის ამაღლებაზე. კიბერჰიგიენის უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით მათ ჩაუტარდათ სპეციალური სწავლება „კიბერფიშინგის“ თემაზე;  2022 წელს შინაარსობრივად დაიხვეწა საქართველოს პარლამენტის ახალი ვებგვერდი;  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქსელური უსაფრთხოების გაძლიერებას, გააქტიურდა დაცვის ახალი სისტემები. საერთაშორისო ურთიერთობები  2022 წელს საქართველოს პარლამენტის აპარატმა კვლავ ჩაიბარა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების პარლამენტების აპარატების უფროსთა ქსელის თავმჯდომარეობა. საქართველოს პარლამენტის აპარატის ინიციატივით, ამ ქსელის ფარგლებში თანამშრომლობა პანდემიით გამოწვეული პაუზის შემდეგ კვლავ ინტენსიური გახდა. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროექტის „თანამედროვე და ძლიერი პარლამენტის აპარატი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში“ მხარდაჭერით 2022 წელს ქსელის ფარგლებში არაერთი ღონისძიება გაიმართა. მათ შორის აღსანიშნავია:  ქსელის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის მესამე შემოდ გომის აკადემია თემაზე „სტრატეგიული დაგეგმვა და შესრულებული სამუშაოს შეფასება“;  ქსელის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის განხორციე ლებული სასწავლო ვიზიტი გერმანიის ბუნდესტაგში;  ქსელის ასოცირებული წევრი პარლამენტების აპარატების უფროსებისა და თანამშრომ ლებისთვის განხორციელებული სასწავლო ვიზიტი ევროპარლამენტში;  ქსელის წევრი ქვეყნების პარლამენტების აპარატების თანამშრომელი ქალებისთვის ჰერტის სკოლის მიერ ორგანიზებული ლიდერ ქალთა სასწავლო კურსის პირველი ეტაპი;  ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველოს პარლამენტის აპარატს შორის გაფორმდა საგრანტო ხელშეკრულება, რომელიც პროექტის „პარლამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ განხორციელებას ითვალისწინებს;  საქართველოს პარლამენტის აპარატმა დაიწყო შრომის საერთაშორისო ორგანიზაციასთან (ILO) თანამშრომლობა. საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით გაიმართა პირველი სამუშაო შეხვედრა საერთაშორისო შრომითი სტანდარტებისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის თემაზე; 73  2022 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა ევროპარლამენტთან ორმხრივ თანამ შრომლობაზე, რაც ითვალისწინებს ორი პარლამენტის ადმინისტრაციებს შორის შეთანხმებას კონკრეტულ ერთობლივ აქტივობებზე (ე. წ. როუდმეფი). ეს აქტივობები 2023-2024 წლებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და წევრობის მსურველ სახელმწიფოებთან პარტნიორობით ეტა პობრივად განხორციელდება. საქართველოს პარლამენტის სასწავლო ცენტრი  2023 წლის სასწავლო აქტივობების დასაგეგმად პირველად ჩატარდა მეთოდოლოგიური კვლევა საჭიროებებზე დაფუძნებული სასწავლო აქტივობების იდენტიფიცირების მიზნით. კვლევაში მონაწილეობდა აპარატის ყველა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. მიღებული ინფორ მაციის დამუშავებისა და ანალიზის საფუძველზე გამოიკვეთა 2023 წელს ჩასატარებელი ტრენინგების თემები;  შეიქმნა/განახლდა შემდეგი სასწავლო პროგრამები:  მოხელეების პიროვნული და პროფესიული განვითარების პროგრამა;  პროფესიულ საჯარო მოხელეთა განვითარების პროგრამა;  პროგრამა მაჟორიტარული ბიუროების თანამშრომლებისთვის;  პროგრამა თანაშემწეებისთვის;  პიროვნული განვითარების პროგრამა აპარატის თანამშრომლებისთვის;  პროფესიული განვითარების პროგრამა აპარატის თანამშრომლებისთვის;  სასწავლო ცენტრის შიდა ტრენერებისთვის ჩატარდა სპეციალური სწავლება ზრდასრულთა სწავლების მეთოდოლოგიისა და სასწავლო მოდულის შემუშავების თემაზე;  განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა მენეჯერულ პოზიციებზე მომუშავე პირთა პიროვნული უნარების განვითარების გაძლიერებაზე. ამ კუთხით სპეციალურად მათთვის ჩატარდა სწავლებები შემდეგ თემებზე:  თანამედროვე მენეჯმენტი;  რთული საუბრების წარმართვის უნარი. ინფრასტრუქტურული პროექტები  საქართველოს პარლამენტში მოქალაქეთა განახლებულმა მისაღებმა ფუნქციონირება დაიწყო. სივრცე აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით. მასში დანერგილია მომსახურების „ერთი ფანჯრის“ პრინციპი. იქვე ფუნქციონირებს საბავშვო სივრცე. მოქალაქეთა მისაღები სრულად ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირთათვის;  მომზადდა საქართველოს პარლამენტის სასახლის „C“ კორპუსის მარჯვენა და მარცხენა ფლიგელების გამაგრებისთვის შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაცია;  მომზადდა საქართველოს პარლამენტის სატელევიზიო ინფრასტრუქტურის განახლების საპროექტო დოკუმენტაცია. 2014 წელს დამონტაჟებული სატელევიზიო ინფრასტრუქტურის ნაწილი უკვე გამოსულია მწყობრიდან და ტექნიკურ განახლებას/გაძლიერებას საჭიროებს;  ჩატარდა სამუშაოები საქართველოს პარლამენტის სასახლის „C“ კორპუსის მარჯვენა ფლიგელის გაძლიერების სამუშაოების დასაწყებად;  ჩატარდა საქართველოს პარლამენტის სასახლის „A“ და „B“ კორპუსების საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა;  ჩატარდა საქართველოს პარლამენტის სასახლის მთელი ექსტერიერის გაწმენდითი სამუშაოები;  საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზის მიმდებარე სივრცეში სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, მოწესრიგდა დერეფნებისა და კიბეების სივრცეები. 74 საპარლამენტო საბჭოები გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო საანგარიშო პერიოდში გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო აქტიურად მუშაობდა როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებებისა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანების შესასრულებლად. გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს 2022-2024 წლების სამოქმედო გეგ მით განსაზღვრული 45 აქტივობიდან 2022 წლის განმავლობაში სრულად განხორციელდა 19, ნაწილობრივ – 12, განსახორციელებელია – 14. 2023 წლის პირველ კვარტალში დაგეგმილია აღნიშნული სამოქმედო გეგმის გადახედვა და მასში შესა ბამისი ცვლილებების შეტანა. საკანონმდებლო საქმიანობა საბჭოს 2022 წლის საქმიანობიდან აღსანიშნავია საბჭოს როლი 2022 წლის 17 ივნისს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდან მე-9 რეკომენდაციის (გენდერული თანასწორობა) შესრულების პროცესში. საბჭოს დაევალა მისი ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტთან თანამშრომლობით შესრულება. აღნიშნული პროცესის ფარგლებში მუშავდება არაერთი კანონპროექტი, რომელთა ინიციირებაც ეტაპობრივად ხდება. შემუშავებული პროექტებიდან 2022 წელს წარდგენილ/მიღებულ იქნა შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები: • პარლამენტმა 2022 წლის 22 დეკემბერს დაამტკიცა საქართველოს გენდერული თანასწორობის სახელმწიფო კონცეფცია, რომელიც არის სახელმწიფოს ხედვა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრისა და გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფისთვის. კონცეფცია ეყრდნობა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ჩარჩოდოკუმენტებს, რომელთა მონაწილეც არის საქართველო; • 2022 წლის 14 დეკემბერს ინტერპარტიულ ფორმატში ინიციირებულ იქნა ქალთა ეკონომიკური გაძლიერების სახელმწიფო კონცეფცია. დოკუმენტი მიზნად ისახავს ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ჩარჩოს ჩამოყალიბებას საქართველოში არსებული გენდერული თანასწორობის გამოწვევების გათვალისწინებით. იგი არის რეგიონში პირველი ჰოლისტიკური დოკუმენტი, რომელიც ეკონომიკური დისკრიმინაციის გრძელვადიან სახელმწიფო ხედვას აყალიბებს; • 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მსხვერპლის სტატუსის, როგორც თავშესაფრისა და კრიზისული ცენტრის მომსახურების მიღების წინაპირობის, გაუქმებას ითვალისწინებს. ცვლილებების შედეგად ძალა დობის მსხვერპლთათვის გამარტივდება სახელმწიფო სერვისებით სარგებლობა. ამ ცვლილებების განხორციელებას სახელმწიფოს ავალდებულებდა შემდეგი საერთაშორისო დოკუმენტები: „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენცია; ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური მომხსენებლის 2016 წლის ანგარიში; ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის რეკომენდაციები საქართველოს მე-4 და მე-5 პერიოდულ ანგარიშებზე; გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის 2021 წლის უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის სამუშაო ჯგუფის დასკვნები და რეკომენდაციები; • 2022 წლის 22 დეკემბერს საქართველოს პარლამენტმა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქარ თველოს ორგანულ კანონში შეიტანა ცვლილება, რომელიც გენდერული გავლენის ანალიზის ინსტიტუციონალიზაციას ითვალისწინებს. ცვლილება ძირითადად საკანონმდებლო და ნორმატიუ ლი აქტების მომზადების პროცესს ეხება. კერძოდ, კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნუ ლი უნდა იყოს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება. ამ ცვლილების განხორციელებას სახელმწიფოს ავალდებულებდა შემდეგი საერთაშორისო დო კუმენტები: პეკინის დეკლარაციის სამოქმედო პლატფორმა – „ქალთა დისკრიმინაციის ყველა 75 ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კონვენცია (CEDAW), საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმება, გაეროს მდგრადი განვითარების მეხუთე მიზანი (გენდერული თანასწორობის მიღწევა). საბჭომ UNDP-ის მხარდაჭერით შეიმუშავა და დაამტკიცა პარლამენტის გენდერული მგრძნობელობის შეფასების მეთოდოლოგია. 2022 წლის მარტში საბჭომ მოამზადა ანგარიში, რომელმაც მე-10 მოწვევის პარლამენტის გენდერული მგრძნობელობა 100 ქულიდან 61.78-ით შეაფასა. საზედამხედველო საქმიანობა საბჭო ხშირად იყენებს თემატური მოკვლევის ინსტრუმენტს. 2022 წელს საბჭოს ფარგლებში განხორციელდა შემდეგი თემატური მოკვლევები: • „გენდერული თანასწორობის საკითხების მეინსტრიმინგი სამთავრობო პოლიტიკაში“ (მთავარი მომხსენებელი – მარიამ ლაშხი); • „ქალებისა და გოგოებისათვის ინფრასტრუქტურის (გზა, ტრანსპორტი, ინტერნეტი, წყალი) ხელმისაწვდომობის შესახებ“ (მთავარი მომხსენებელი – ბაია კვიციანი); • „ქალების წვდომა ფინანსურ რესურსებზე“ (მთავარი მომხსენებელი – ანა ნაცვლიშვილი). აღნიშნული მოკვლევების ფარგლებში შესაბამის უწყებებს მიეცათ რეკომენდაციები, რომელთა შესრულების მონიტორინგი 2023-2024 წლებისთვის არის დაგეგმილი. ამასთანავე, 2022 წელს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს წევრი რატი იონათამიშვილი ხელმძღვანელობდა თემატური მოკვლევის „შშმ ქალებისა და გოგოების ხელმისაწვდომობა ჯანდაცვის სერვისებზე“ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის პროცესს. სხვა აქტივობები 2022 წელს შეიქმნა საბჭოს მუნიციპალური სამოქმედო გეგმა, რომლის ფარგლებშიც საბჭო 59 მუნიციპალიტეტს ესტუმრა, ჩამოაყალიბა მუნიციპალური თანამშრომლობის პლატფორმა და ე. წ. დონორთა მეფინგი, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ დონეზე მნიშვნელოვანი აქტივობები განახორციელა. 2022 წელს საბჭოს ინიციატივით შეიქმნა პირველი ციფრული ბიბლიოთეკა გენდერული თანასწორობის საკითხზე, რომელიც მიზნად ისახავს ამ საკითხზე ქართული და უცხოურენოვანი ლიტერატურის ერთ სივრცეში გაერთიანებას და დაინტერესებული მხარეებისთვის მისი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. 2022 წელს საბჭომ შეიმუშავა 2022-2024 წლების საკომუნიკაციო სტრატეგია, რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს და მისი საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო 2022 წლის თებერვალში ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ შეიმუშავა ბავშვთა კეთილდღეობისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის აღსრულების მონიტორინგის გეგმა. საზედამხედველოდ განისაზღვრა რამდენიმე პრობლემური სფერო/მიმართულება, რომლებიც გამომდინარეობს ქვეყნის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებებიდან: დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, ალტერნატიული ზრუნვის სისტემის ეფექტიანობა, პრევენციული და ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების ეფექტიანობა, ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების სიღარიბე, ბავშვთა მიმართ ძალადობა, ბავშვის შეზღუდული შესაძლებლობის შეფასებისა და სტატუსის დადგენის სისტემის რეფორმის მიმდინარეობა. 2022 წლის ოქტომბერში საბჭომ მონიტორინგის პირველი ეტაპი დაასრულა. გამოწვევებად რჩება პრე ვენციული და ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების ქმედითობა, ბავშვთა სიღარიბე, ბავშვთა მიმართ 76 ძალადობის პრევენცია და მიმართვიანობის მექანიზმის ეფექტიანობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების სათანადოდ დაცვა და სხვა. საბჭოს ამოცანაა პრიორიტეტულ მიმართულებებზე ზედამხედველობა გრძელვადიან პერსპექტივაში, აგრეთვე შესაბამის უწყებებთან კოორდინირებული მუშაობა და საჭიროების შემთხვევაში რეკომენდაციების შემუშავება. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭო ღია პარლამენტის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული 46 აქტივობიდან სრულად განხორციელდა 24, ნაწილობრივ – 5, არ დაწყებულა 17-ის განხორციელება. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის ღიაობის, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობისთვის განხორციელებული აქტივობებიდან აღსანიშნავია შემდეგი: • საპარლამენტო პროცესების გახსნისა და გამჭვირვალობის გასაძლიერებლად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შეტანილ იქნა შესაბამისი ცვლილებები, რომელთა შედეგადაც კომიტეტის სხდომის დასრულებიდან 14 დღის ვადაში შესაძლებელია საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე თითოეული კომიტეტის ფანჯარაში სხდომის წერილობითი ოქმისა და აუდიოჩანაწერის მოძიება. პარლამენტის ვებგვერდზე ასევე ხელმისაწვდომია კომიტეტების სამუშაო ჯგუფების შექმნის შესახებ კომიტეტების გადაწყვეტილებები და საჯარო შეხვედრების წერილობითი ოქმები და აუდიოჩანაწერები. • შეიქმნა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის მონიტორინგისა და შეფასების ელექტრონული პლატფორმა, რომელიც მიზნად ისახავს პარლამენტის საქმიანობის გაძლიერებას სამთავრობო პროგრამების ხარჯების ანალიზისა და შეფასების მიმართულებით. შემუშავებული პლატფორმა ეხმარება ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს, დანერგოს ფაქტებზე დაფუძნებული მონიტორინგისა და შეფასების ინოვაციური სტანდარტი, რომლის მეშვეობითაც კომიტეტი რუტინულად შეძლებს მონაცემების განახლებასა და პროგრამების შეფასებას. • კოვიდ-19-ის პანდემიის დროს პარლამენტის სამუშაო პროცესების უწყვეტად მიმდინარეობის უზრუნველსაყოფად შემუშავდა პარლამენტის საქმიანობის უწყვეტობის მართვის პოლიტიკის დოკუმენტი და აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის უწყვეტობის გეგმები. პარლამენტის საქმიანობის უწყვეტობის მართვის პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს პარლამენტის აპარატის საქმიანობის უწყვეტობის მართვის პოლიტიკის განხორციელების ძირითად პრინციპებს და საქმიანობის უწყვეტობისთვის პასუხისმგებელი სუბიექტების ფუნქციებსა და ვალდებულებებს, აგრეთვე აპარატის სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის უწყვეტობის გეგმის სტანდარტებს. • მომზადდა გზამკვლევი საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის შესახებ, რომ ლის მიზანია პარლამენტის წევრებისა და აპარატისთვის მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების დანერგვასა და განვითარებაში ხელის შეწყობა. გზამკვლევი მოიცავს ინფორმაციას საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის საფეხურებისა და ხელშემწყობი მექანიზმების შესახებ, რომელიც პარლამენტის წევრებს საპარლამენტო საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების, ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაუმჯობესების მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს აცნობს. • მოქალაქეთა ჩართულობის გასაძლიერებლად საბჭოს საქმიანობის ფარგლებში საფუძველი ჩაეყარა ქვეყნის რეგიონების მოსახლეობასთან შეხვედრებს, რომლებშიც მონაწილეობა მიი ღეს როგორც საპარლამენტო უმრავლესობის, ისე საპარლამენტო ოპოზიციისა და საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ამ შეხვედრების მიზანია მოსახლეობისთვის საკანონმდებლო და საზედამხედველო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იმ ელექტრონული სერვისების გაცნობა, რომლებსაც პარლამენტი მოქალაქეებს სთავაზობს. 77 ხაზინადართა საბჭო 2022 წლის განმავლობაში ხაზინადართა საბჭომ გამართა 6 სხდომა და ელექტრონული ფორმით საბჭოს წევრების 5 გამოკითხვა ჩაატარა. საბჭომ მიიღო 103 გადაწყვეტილება, რომლებიც წარედგინა პარლამენტის თავმჯდომარეს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პარლამენტის ბიუროსთვის წარსადგენად. საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი • 2022 წელს გამოქვეყნებულ „ღია ბიუჯეტის კვლევის“1 2 ანგარიშში ბიუჯეტის ზედამხედველობის მიმართულებით საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მოხსენიებულია, როგორც „დამოუკიდებელი ფისკალური ინსტიტუციების შექმნის პრაქტიკის მაგალითი“. კერძოდ, მასში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ „საქართველოს დამოუკიდებელ ფისკალურ ინსტიტუციას პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი წარმოადგენს. მისი დამოუკიდებლობა კანონით არის განსაზღვრული და იგი საქართველოს პარლამენტის მიმართ არის ანგარიშვალდებული. აღნიშნული უწყება აქვეყნებს საკუთარ მაკროეკონომიკურ და ფისკალურ პროგნოზებს და ანგარიშობს ყველა ახლად შემოთავაზებული პოლიტიკის მოსალოდნელ ფინანსურ გავლენებს“. • 2022 წლის ივნისში ნიდერლანდის მხარესთან ერთად ოფიციალურად დაიწყო ევროკავშირის ორწლიანი დაძმობილების პროექტი (Twinning Project) „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანია პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ანალიტიკური შესაძლებლობის გაძლიერება და მისი ცნობადობის ამაღლება. • პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი და მისი საქმიანობა მოხსენიებულია როგორც საქართველოს სახელმწიფო ხარჯებისა და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) 2022 წლის შეფასების ანგარიშში, ისე გენდერულად პასუხისმგებლობიანი საჯარო ფინანსების მართვის (GRPFM) 2022 წლის შეფასების ანგარიშში. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა განაახლა საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტი „კანონპროექტის განმარტებითი ბარათის ფინანსური გავლენის შეფასების მომ ზადების სახელმძღვანელო პრინციპები და მეთოდოლოგიური მითითებები“. საანგარიშო პერიოდში პარლამენტის საბიუჯეტო ოფისმა დახვეწა საბიუჯეტო ანალიზის დოკუმენტების ფორმატი და მათ ცალკეული საკითხები დაამატა. მომზადდა და საქართველოს პარლამენტის რეგლა მენტისა და საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული დოკუმენტების გამოქვეყნების ანგარიშგების კალენდრის შესაბამისად გამოქვეყნდა შემდეგი დოკუმენტები: • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანალიზის 12 ყოველთვიური დოკუ მენტი; • 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ანალიზის 3 კვარტალური დოკუმენტი; • სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანალიზის 1 წლიური დოკუმენტი; • აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსების მიმოხილვის 1 დოკუმენტი; • „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ოქტომბრის ცვლილების ანალიზის 2 დოკუმენტი და დეკემბრის ცვლილების ანალიზის 2 დოკუმენტი; 1 https://internationalbudget.org/open-budget-survey/country-results/2021/georgia 2 https://transparency.ge/ge/post/saxelmcipo-biujetis-gamchvirvalobis-mxriv-sakartvelo-msoplioshipirvel-adgilzea-0 78 • „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ანალიზის 3 დოკუმენტი. მომზადდა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და საბიუჯეტო ოფისის მიერ მომზადებული დოკუმენტების გამოქვეყნების ანგარიშგების კალენდრის შესაბამისად გამოქვეყნდა შემდეგი დოკუმენტები: • მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის 12 ყოველთვიური დოკუმენტი; • მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის 4 კვარტალური დოკუმენტი; • მაკროეკონომიკური გარემოს ანალიზის 1 წლიური დოკუმენტი. ასევე მომზადდა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და აღნიშნული კალენდრის შესაბამისად გამოქვეყნდა:  ეკონომიკური ზრდის კვარტალური პროგნოზის 4 დოკუმენტი;  „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანდართული საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზების 3 დოკუმენტი;  „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ოქტომბრის ცვლილების თანდართული საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზების 2 დოკუმენტი და, დეკემბრის ცვლილების თანდართული საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, წლიური მაკროეკონომიკური პროგნოზების 2 დოკუმენტი. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი მუდმივად ამზადებს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმოხილვის დოკუმენტებისა და მაკროეკონომიკური ანალიზის დოკუმენტების ინგლისურენოვან ვერსიებს და მათ ვებგვერდზე აქვეყნებს. ასევე აღსანიშნავია:  საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი კანონპროექტების ფინანსური გავლენის შეფასების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება. კერძოდ, განხილულ იქნა საქართველოს პარლამენტისთვის საკანონმდებლო ინიციატივის სახით წარდგენილი 181 საკანონმდებლო ინიციატივის ფინანსური გავლენები და მომზადდა შესაბამისი დასკვნები;  საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავების პროცესში საკანონმდებლო ინიციატივის უფლების მქონე საპარლამენტო სუბიექტების შესაბამისი ფინანსური გათვლებით უზრუნველყოფა;  პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ინიციატივების ფინანსური გავლენის შეფასების მომზადების სარეკომენდაციო ხასიათის მეთოდოლოგიის პროექტის პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობისთვის დაინტერესებულ მხარეებთან წინასწარი კომუნიკაცია. სსიპ – საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი 2022 წლის საქმიანობის ანგარიში სსიპ – საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი 2022 წლის 24 ნოემბრიდან წარმოდგენილია დიდი ბრიტანეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების საპარლამენტო ოფისის (POST) მიერ პროექტის „აკადემიური კვლევის საპარლამენტო მექანიზმები“ ფარგლებში შექმნილ გლობალურ რუკაზე (Global Mapping – IPEN), რომელიც განსხვავებული აკადემიური კვლევის გამოცდილების მქონე საპარლამენტო 79 კვლევით ინსტიტუტებს აერთიანებს. ამერიკისა და ევროპის წამყვან საპარლამენტო კვლევით ინსტი ტუტებთან ერთად საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი სამხრეთ კავკასიის რეგიონიდან წარმოდგენილი ერთადერთი ინსტიტუტია, ხოლო შავი ზღვის რეგიონში რუმინეთის პარლამენტის კვლევით ცენტრთან ერთად იკავებს ადგილს. 2022 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა პარლამენტისთვის მოამზადა 12 პროაქტიული ანალიტიკური მასალა აქტუალურ თემებზე. ცენტრისთვის გამოწვევაა ის, რომ წლიური სამოქმედო გეგმით განსაზღვრული საკითხები წლის განმავლობაში აქტუალურობას კარგავს, ვინაიდან ეს პარლამენტის კომიტეტების სამუშაო პროცესზე, გრაფიკსა და პრიორიტეტებზეა დამოკიდებული. საანგარიშო წელს საქართველოს პარლამენტის კვლევით ცენტრში გამოიგზავნა 96 შეკითხვა; კვლევითმა ცენტრმა საპარლამენტო კვლევისა და დოკუმენტაციის ევროპული ცენტრისთვის (ECPRD) მოამზადა 119 საკონსულტაციო მასალა; ევროპული ცენტრის მიერ გამოგზავნილ 3 შეკითხვაზე პასუხები მომზადების პროცესშია და დასრულებულ სახეს მიმდინარე წლის ბოლომდე მიიღებს; ზემოაღნიშნული 96 შეკითხვიდან ანალიტიკური მასალა მომზადდა 85-ზე, ხოლო დანარჩენ 11 შეკითხვაზე კვლევითი ცენტრი მუშაობს. საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრისთვის გამოგზავნილი 96 შეკითხვის 75% (72 შეკითხვა) იყო პარლამენტის წევრთა მიერ დასმული კითხვები, 9 (9.375%) შეკითხვა შემოსული იყო პარლამენტის კომიტეტების აპარატიდან, 5 (5.1%) – საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის აპარატიდან, 4 (4.1%) – პარლამენტის აპარატიდან, ხოლო 6 შეკითხვა (6.25%) – პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტიდან. შემოსულ შეკითხვებზე მომზადებული 85 პასუხიდან 28 (32.9%) ეხებოდა სოციალურ საკითხთა მიმართულებას, 27 (31.7%) – იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა მიმართულებას, 16 (18.8%) – ეკონომიკურ საკითხთა მიმართულებას, 3 (3.5%) – საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალიზაციას, 2 (2.3%) – თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხთა მიმართულებას, ხოლო 9 (10.5%) შეკითხვა – რამდენიმე სპეციალიზაციის მომცველ მიმართულებას. სოციალურ საკითხთა მიმართულების 28 პასუხიდან 5 (17.8%) ფარავდა სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სპეციალიზაციას, 6 (21.4%) – განათლებისა და მეცნიერების საკითხთა სპეციალიზაციას, 4 (14.2%) – გარემოსდაცვით საკითხებს, ხოლო 13 პასუხი (46.4%)– სოციალური დაცვისა და მის მომიჯნავე სფეროებს. 2022 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა მოამზადა 12 პროაქტიული ანალიტიკური მასალა პარლამენტისთვის აქტუალურ შემდეგ თემებზე: • „გერმანიის ახალი ფედერალური მთავრობა და საფრანგეთის მომავალი საპრეზიდენტო არჩევნები“; • „ულტრამემარჯვენე, ნეონაცისტური იდეოლოგია და პარტიები გერმანიაში“; • „კრიპტოეკოსისტემის რეგულირება“; • „რუსეთის სამეზობლო პოლიტიკა“; • „უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის (არჩევის) წესი“; • „საგზაო უსაფრთხოებისადმი მიდგომის ცვლილება“; • „სახელმწიფო ვალი და COVID-19“; • „დეზინფორმაციის გავრცელება და ანტიდასავლური პროპაგანდა“; • „საქართველოს შრომის კოდექსში განხორციელებული ცვლილებები: დისკრიმინაციის ამკრძალავი ნორმები“; • „ევროკავშირში გაწევრების პროცესი და კანდიდატი ქვეყნის სტატუსი“; • „ფინანსური წახალისების მექანიზმები მწვანე ეკონომიკის ხელშესაწყობად“; • „პიროტექნიკური ნაკეთობების შემოტანა, შენახვა, რეალიზება, გამოყენება, შეზღუდვები და ლიცენზირება – შედარებითსამართლებრივი კვლევა“. 2022 წლის 1 იანვრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის კვლევითმა ცენტრმა მოამზადა კომენტარები შემდეგ კანონპროექტებზე: 80  „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“;  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“;  „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“;  „საჯარო სამსახურის შესახებ“. 2022 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის კომიტეტებთან შემდეგი თემატური მოკვლევების მიმართულებით: • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი: „სახელმწიფო ვალი და ფისკალური სტაბილურობა კოვიდ პანდემიის გავლენით“; • აგრარულ საკითხთა კომიტეტი:  მიწის რეგისტრაცია;  აგროდაზღვევის სახელმწიფო პოლიტიკის სამუშაო ჯგუფი;  აგროდაზღვევის ბაზრის მიმოხილვა. 2022 წლის 1 იანვრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის თანამშრომლები მონაწილეობდნენ და ესწრებოდნენ სხვადასხვა შინაარსის ტრენინგებს, სემინარებსა და სამუშაო შეხვედრებს. 2022 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრი თანამშრომლობდა შემდეგ საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებთან: USAID, UNDP, GIZ, ISET, EU Twinning Project, PMC კვლევითი ცენტრი, პოლონეთის საელჩო და სხვა. 2022 წელს საქართველოს პარლამენტმა კონკურსის საფუძველზე შეარჩია საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის ახალი ხელმძღვანელი – ეკატერინე ქარდავა. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა 2022 წელს საბიბლიოთეკო ფონდების დაცვისა და შენახვის პოლიტიკის შემუშავების მიზნით საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში შეიქმნა „საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საბიბლიოთეკო ფონდების შენახვისა და დაცვის პირობები“. ფონდების დაცვისა და შენახვისთვის სპეციალური პირობების შესაქმნელად: ეროვნული ბიბლიოთეკის 10-სართულიან საცავში დამონტაჟდა კლიმატკონტროლის უზრუნველყოფის სისტემა; პერმანენტულად მიმდინარეობს საბიბლიოთეკო დოკუმენტების სპეციალური ყუთების დამზადება და მასში განთავსება. ეროვნული ბიბლიოთეკის ფონდების შევსება-დაკომპლექტების წყაროა: • სავალდებულო ეგზემპლარები; • ორგანიზაციების ან კერძო პირთა შემოწირულებები; • საბიუჯეტო სახსრებით განხორციელებული შესყიდვები. 2022 წლის განმავლობაში ეროვნულ ბიბლიოთეკაში შემოვიდა: 28 700 წიგნი (მათგან 13 00 – სავალდებულო ეგზემპლარის სახით); 370 ელექტრონული წიგნი; 19 400 გაზეთი (მათგან 14 000 – შემოწირულების/საჩუქრის და სავალდებულო ეგზემპლარის სახით); 7800 ჟურნალი (მათგან 6100 – შემოწირულების/საჩუქრის და სავალდებულო ეგზემპლარის სახით); 160 რუკა; 140-ზე მეტი დისერტაცია; 300 ავტორეფერატი; 900 სანოტო გამოცემა (მათგან 70 – სავალდებულო ეგზემპლარის სახით); 370 81 კომპაქტდისკი (CD), ციფრული ვიდეოდისკი (DVD), გრამფირფიტა და სხვა ელექტრონული მატარებელი; 1 100 ფურცლოვანი გამოცემა. 2022 წელს ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ექსკლუზიურად შეიძინა შემდეგი მასალა და იშვიათ გამოცემათა განყოფილების ფონდები შეავსო: • ალექსანდრე როინიშვილისა და გენრიკ ფილიპოვიჩის ფოტოკოლექციები; • დაგეროტიპი თავად გიორგი ჭავჭავაძისა და მისი მეუღლის, თამარ ვახვახიშვილის გამოსახულებით; • ნიკო და რუსუდან ნიკოლაძეების, გერცელ ბააზოვისა და კალისტრატე ბობოხიძის არქივები; • იოსებ გაბაშვილის საარქივო დოკუმენტები და მის მიერ ფირდოუსის „შაჰ-ნამეს“ 1934 წლის ქართულენოვანი გამოცემისთვის შექმნილი 12 ილუსტრაცია; • უჩა ჯაფარიძის მიერ შექმნილი კონსტანტინე ბალმონტისა და იროდიონ ევდოშვილის პორტრეტები; • 1921 წელს ბათუმში დაბეჭდილი „საქართველოს კონსტიტუცია“; • 1919 წელს თბილისში დაბეჭდილი ოპერა „აიდას“ ლიბრეტო; • ზ. ფანასკერტელ-ციციშვილის სახ. პრემიის პირველი ლაურეატის, გიორგი მარუაშვილის კუთვნილი სამაგიდო მედალი და სამკერდე ნიშანი. ფონდების აღრიცხვა-აღწერა 2022 წელს ეგზემპლარების აღრიცხვის დაჩქარების, წიგნთბრუნვისა და მკითხველთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით საბიბლიოთეკო ინტეგრირებული სისტემის (SIERRA INNOVATOVE) ბაზაზე მიმდინარეობდა წიგნის ფონდის (საბიბლიოთეკო და საბუღალტრო) ელექტრონული ფორმით აღრიცხვა (ე. წ. ბარკოდიზაცია), ცირკულაციის მოდულის დანერგვა. ამ მიზნით ეროვნულმა ბიბლიოთეკამ შეიმუშავა თეორიული და პრაქტიკული ინსტრუმენტები; პროცესი აღიჭურვა შესაბამისი ტექნიკითა და ინვენტარით; თანამშრომელთათვის ჩატარდა ტრენინგები, რის შედეგადაც უზრუნველყოფილ იქნა 117 00 წიგნის შტრიხკოდირება. 2022 წელს ეროვნული ბიბლიოთეკის ელექტრონულ კატალოგში რედაქტირება გაუკეთდა 112 056-ზე მეტ დოკუმენტს და შეიქმნა 89 722 ახალი ჩანაწერი. ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული ბიბლიოთეკა „ივერიელი“ შეივსო 109 873 ჩანაწერით; ციფრულ ბიბლიოთეკა „მამარდაშვილს“ დაემატა ილია ჭავჭავაძის აკადემიური ოცტომეული; ელექტრონულ ლექსიკონებსა და ბიოგრაფიულ ცნობარებს დაემატა 78788 ჩანაწერი. რესტავრაცია ჩაუტარდა 31 700-ზე მეტ ფურცელს, აღდგენილ იქნა 4 800-ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეული (წიგნი, ჟურნალი, გაზეთი და სხვა). მჟავიანობის არმქონე, მაღალი ხარისხის მუყაოსგან დამზადდა 10 000ზე მეტი მიკროკლიმატური კონტეინერი და ყუთი იშვიათი გამოცემებისა და ეროვნული ბიბლიოგრაფიის საარქივო ფონდის არქივებისა და ცალკეული ეგზემპლარებისთვის, მათ შორის, ქართველთა შორის წერაკითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთლიანი კოლექციისთვის. საცავებში დაინერგა ტემპერატურის, ტენიანობის, განათებისა და ვენტილაციის მონიტორინგის სისტემა. საცავები აღიჭურვა ლითონის სტაციო ნარული სტელაჟებით. ფონდის წარმოჩენა-პოპულარიზაციის მიზნით ეროვნული ბიბლიოთეკის „წიგნის მუზეუმსა“ და „ქართული ემიგრაციის მუზეუმს“ შეემატა „ქართული პრესის მუზეუმი“. ასევე აღსანიშნავია შემდეგი: • საანგარიშო წლის განმავლობაში ეროვნულმა ბიბლიოთეკამ უმასპინძლა 1094 ექსკურსიას; • ჩატარდა 815 სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიება; • გაიმართა 53 თემატური გამოფენა; • მომზადდა და გამოიცა 12 ბეჭდური წიგნი; 82 • ინგლისური და სომხური ენებიდან ითარგმნა სხვადასხვა სახის 483 გვერდი; • 2022 წელს მკითხველების მონაცემთა ბაზა 3 871 ახალი მკითხველით გაიზარდა და 30 818 შეადგინა; • ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის საშუალებით შესაბამისი განყოფილება 17 ქვეყნის ბიბლიო თეკების მკითხველებს მოემსახურა; • სამკითხველო დარბაზი მოემსახურა 95 807 მომხმარებელს; • გაიცა 186 489 საბიბლიოთეკო დოკუმენტი. ეროვნული ბიბლიოთეკა რეგიონების ბიბლიოთეკებს პერმანენტულად უწევს მეთოდურ დახმარებას და ხელს უწყობს მათი ფონდების შევსებას. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭო არეგულირებს საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოებსა და სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოებთან დაკავშირებულ საკითხებს. 2022 წელს ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს ძირითადი საქმიანობა უკავშირდებოდა საჯარო დაწესებულებების სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შეთანხმებას ერთიანი სახელმწიფო მხატვრულ-შინაარსობრივი სახის ჩამოსაყალიბებლად. მნიშვნელოვანი მიღწევები/არსებული გამოწვევები: მნიშვნელოვან მიღწევად უნდა იქნეს მიჩნეული საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 დეკემბრის – 572 დადგენილება „აღმასრულებელი ხელისუფლების, ზოგიერთი საჯარო დაწესებულების ემბლემის გამოსახვის წესი“, რომლის შედეგადაც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით დადგინდა საქართველოს საჯარო დაწესებულების ემბლემის ერთი სახე. მნიშვნელოვანი მიღწევაა აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმასხვავებელ ნიშანთა სრული პაკეტის (600-ზე მეტი სიმბოლოს და აღწერილობის) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წოდებების აღმნიშვნელი სისტემის დადგენა. 2022 წლის განმავლობაში ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭომ შეითანხმა სახელმწიფო მნიშვნელობის 31 სიმბოლო. 2023 წლის მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება ქვეყანაში მოქმედი ყველა სახელმწიფო სიმბოლოს ჰერალდიკურ სტანდარტებში მოქცევა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები 2022 წელს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გაფორმდა: 1. ჰერალდიკის, ვექსილოლოგიისა და სიმბოლიკის კვლევის ცენტრთან; 2. კავკასიის უნივერსიტეტთან. 83 საქართველოს პარლამენტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა 2023 წელს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის პრიორიტეტები იქნება: ევროპული საბჭოს მიერ განსაზღვრულ პრიორიტეტულ საკითხებზე მუშაობის კოორდინაცია 2023 წლის განმავლობაში საქართველოს პარლამენტის უმთავრესი ამოცანაა ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის შესრულების კოორდინაცია. მიმდინარე წლისთვის პარლამენტს დაგეგმილი აქვს 12 რეკომენდაციის ფარგლებში 2022 წელს დაწყე ბული საკანონმდებლო ცვლილებების, კერძოდ, მართლმსაჯულების რეფორმისა (დასკვნისთვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში) და „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (დასკვნისთვის გაგზავნილია ვენეციის კომისიაში) მიღებას. ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება საქართველოს პარლამენტი სამთავრობო უწყებებთან კოორდინაციით და მათი აქტიური ჩართულობით გააგრძელებს ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებაზე მუშაობასა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას. საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება 2022 წელს განხორციელებული ცვლილებების შედეგად საქართველოს პარლამენტის საზედამხედველო საქმიანობა კიდევ უფრო გაძლიერდა. შესაბამისად, 2023 წელს პარლამენტი ამ ცვლილებებს სრულად დანერგავს საპარლამენტო ცხოვრებაში. საქართველოს პარლამენტის აპარატის მუშაობის ეფექტიანობის გაზრდა 2023 წლისთვის დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის აპარატის ორგანიზაციული გაძლიერება, რაც გულისხმობს მეტ კონცენტრაციას, ერთი მხრივ, სამოქმედო გეგმებზე და, მეორე მხრივ, სამოქმედო გეგმების შესრულების კონტროლზე. ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ერთობლივი პროექტის „საპარლამენტო დემოკრატიის კონსოლიდაცია საქართველოში“ მხარდაჭერით საქართველოს პარლამენტმა დაიწყო სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავება. ამ გეგმის მიზანია, უზრუნველყოს პარლამენტის მდგრადი ინსტიტუციური განვითარება და მოდერნიზება და, ამის გათვალისწინებით, პარლამენტის სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების დასახვა და მათი განხორციელების სისტემატიზაცია. სტრატეგიული განვითარების გეგმის შემუშავებისთვის მომზადდა საქართველოს პარლამენტის ინსტიტუციური საჭიროებების შეფასების ანგარიში თანამდევი მიგნებებითა და რეკომენდაციებით. სამოქალაქო განათლების ცენტრი პარლამენტის ორგანიზაციული და ინსტიტუციური რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ახალგაზრდების ჩართულობის უზრუნველყოფა და მათი ცნობიერების ამაღლება. 84 ამ მიზნის მისაღწევად დაგეგმილია სათანადო საგანმანათლებლო მოდულების შემუშავება და საპარ ლამენტო საქმიანობის ცნობადობის ასამაღლებლად შესაბამისი აქტივობების განხორციელებაა. იმისთვის, რომ პარლამენტში თითოეული ვიზიტორის, განსაკუთრებით – ახალგაზრდების მიერ გატარე ბული დრო მაქსიმალურად ღირებული და დასამახსოვრებელი იყოს, იგეგმება სამოქალაქო განათლების ცენტრის დაარსება, რომელიც იქნება სპეციალური სივრცე მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის. ასაკობრივ კატეგორიებზე მორგებული სასწავლო მოდულების მეშვეობით მათ ექნებათ შესაძლებლობა, უფრო მეტი გაიგონ საპარლამენტო საქმიანობის, სახელმწიფო მოწყობის, დემოკრატიული ღირებულებებისა და ფასეულობების შესახებ. საზოგადოებასთან პარლამენტის პროაქტიული ურთიერთობა საპარლამენტო საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის გასაზრდელად პარლამენტი გეგმავს მოსახ ლეობასთან ინსტიტუციური კომუნიკაციის ხაზის გაძლიერებას. 2023 წლისთვის დაგეგმილია პარლამენტში მიმდინარე საქმიანობის პროაქტიული გაშუქება. ამასთანავე, პარლამენტი გააგრძელებს ევროკომისიის მე-10 რეკომენდაციის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოებასთან აქტიურ ურთიერთობას, განსაკუთრებით – აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნულ პლატფორმასთან თანამშრომლობით. აგრარულ საკითხთა კომიტეტი აგრარულ საკითხთა კომიტეტის 2023 წლის სამოქმედო გეგმა მოიცავს 4 სტრატეგიულ ამოცანასა და 51 აქტივობას, რომლებსაც საკუთარი ინდიკატორები აქვს მინიჭებული. გარდა ამისა, თითოეული ამოცანისა და აქტივობის განხორციელება გაზომვადი და მტკიცებულებებზე დამყარებული ხდება. პირველი სტრატეგიული ამოცანის ფარგლებში აღსანიშნავია: „ფერმერული მეურნეობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (კანონპროექტის სათაურის სამუშაო ვერსია) მომზადება; „სურსათის დანაკარგების შემცირების, სურსათის აღდგენისა და გადანაწილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის (კანონპროექტის სათაურის სამუშაო ვერსია) მომზადება; „ნიადაგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადება, „აგრარული და სასაწყობო ხელწერილის შესახებ“ საქართველოს კანონის პროეტის (კანონპროექტის სათაურის სამუშაო ვერსია) მომზადება. მეორე სტრატეგიული ამოცანის ფარგლებში აღსანიშნავია თემატური მოკვლევა თემაზე „ბაზრის მოთხოვნაზე მორგებული განათლების ხელმისაწვდომობა თანამედროვე აგრარული და გარემოსდაცვითი მიმართულებებით“; თემატური მოხსენება თემაზე „ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში“; თემატური მოკვლევა თემაზე „ფინანსებზე ხელმისაწვდომობა აგრარულ დარგში, კერძო ფინანსური ინსტიტუტების ჭრილში“, აგრეთვე ევროკავშირის სტრატეგიის „Farm to Fork“ შესაბამისად, სკოლებში ჯანსაღი კვების პოპულარიზაციის შესახებ რეკომენდაციების მომზადება. კომიტეტის წარმომადგენლობითი საქმიანობის ფარგლებში მნიშვნელოვანია კომიტეტთან არსებული სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს და კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფების საქმიანობა, საგრანტო პროექტის „სოფლად მეწარმეობის განვითარება“ ფარგლებში საპილოტე რეგიონში ტრენინგების ჩატარება და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით აგრარული სექტორის ანალიზის დოკუმენტის შემუშავება. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კანონშემოქმედებითი საქმიანობა • მიმდინარე წლისთვის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი გეგმავს, იმუშაოს „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციასთან დაახლოების მიმართულებით. 85 • კომიტეტისთვის პრიორიტეტული იქნება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მუშაობა, რომელიც სრულად გაითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლო ბის მოთხოვნებს და უზრუნველყოფს გამჭვირვალე და მწყობრი სამართლებრივი მარეგულირებელი ნორმების შემოღებას; • კომიტეტი განაგრძობს მუშაობას ელექტრონული მონიტორინგის, როგორც აღკვეთის ღონისძიების, ახალ სახეზე, რომლის მიზანია სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაში აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის – გადაადგილების შეზღუდვის დამატება. • კომიტეტი ასევე გეგმავს, გააგრძელოს მუშაობა აღსრულების კოდექსის შემუშავებაზე, რომელიც აღსრულების უფრო მოქნილ და ეფექტიან სისტემას შექმნის. • გარდა ამისა, მიმდინარე წელს კომიტეტის საქმიანობა, სხვა საკითხებთან ერთად, მიმართული იქნება ქალთა და ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, მსჯავრდებულთა/ბრალ დებულთა და დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლისა და გაუმჯობესებისკენ, აგრეთვე სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისკენ. საზედამხედველო საქმიანობა • კომიტეტი გეგმავს, განიხილოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2022-2030 წლების ეროვნული სტრატეგიის პროექტი, აგრეთვე განახორციელოს მონიტორინგი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის აღსრულების მიმართულებით. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ძირითადი პროექტი განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი იწყებს მუშაობას განათლებისა და მეცნიერების კოდექსის შემუშავებაზე. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი, რადგან განათლების საკანონმდებლო ბაზა დაიხვეწება, მოხდება მისი კორექტირება და იგი ერთიან დოკუმენტად იქცევა, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს შესაბამის კანონში არსებული უზუსტობებისა და ხარვეზების აღმოფხვრას. თემატური მოკლვევა განხორციელდება თემატური მოკვლევები უმაღლესი განათლებისა და პროფესიული განათლების მიმართულებით პრიორიტეტულ საკითხებზე, კერძოდ, უმაღლესი განათლების დაფინანსების მო დელის ცვლილებისა და პროფესიულ განათლებაში შრომის ბაზართან თავსებადი პრიორიტეტების იდენტიფიცირებისა და დაფინანსების მოდელის განსაზღვრის საკითხებზე. კანონპროექტი გაგრძელდება ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკის ცვლილებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე მუშაობა. 86 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის მიერ 2023 წელს დაგეგმილი მნიშვნელოვანი ღონისძიებები/აქტივობები 1. „კლიმატის ცვლილების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი – ამჟამად მომზადებულია მწვანე წიგნი. 2023 წლის მარტიდან დაიწყება ეროვნული კონსულტაციები საქართველოს მასშტაბით. დაინტერესებული პირებისგან მიღებული კომენტარების საფუძველზე აღნიშნული კანონისთვის წელსვე მომზადდება ერთგვარი სახელმძღვანელო – თეთრი წიგნი, რომელზე მუშაობა ზაფხულში დაიწყება. 2. „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიღება – კანონპროექტი საქართველოს მასშტაბით მშენებლობის პროცესში გამწვანების საკითხების ინტეგრაციას უზრუნველყოფს. წარმოდგენილი ცვლილებებით სამშენებლო ნებართვის მიღების მიზნით გამწვანების პროექტის წარდგენა მთელი ქვეყნის მასშტაბით სავალდებულო ხდება, რაც თბილისში 2019 წლიდან წარმატებით ხორციელდება. 3. „შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ინიციირება და I და II მოსმენებით მიღება – კანონპროექტი სისტემურად მოაწესრიგებს შინაურ ბინადარ ცხოველებთან, მათ შორის, უპატრონო და მიკედლებულ ცხოველებთან, დაკავშირებით არსებულ გამოწვევებს. ამჟამად ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირება არ არსებობს. 4. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებისა და ტრანსპორტის სექტორიდან მომავალი ემისიების შემცირების მიზნით:  კომიტეტის მიერ შემუშავებული და პარლამენტის წევრების მიერ ინიციირებული „საქარ თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიღება (კანონპროექტი 2022 წლის სესიაზე მიღებულია I მოსმენით) – ცვლილებით წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ტექნიკური ინსპექტირების დადგენილი წესით გავლის ვალდებულების განმეორებითი შეუსრულებლობისთვის, რომლისთვისაც ამჟამად ერთჯერადად მხოლოდ 50 ლარის დაკისრებაა გათვალისწინებული.  ავტოსატრანსპორტო საშუალებათა ვიზუალური გამონაბოლქვის რეგულირების მიზნით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ინიციირებული ცვლილებების მიღება – ცვლილებები გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონა ბოლქვის კონტროლს ითვალისწინებს და მომზადებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და 25 000 ამომრჩევლის საინიციატივო ჯგუფის მიერ. კანონპროექტი კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის, სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობისა და საზოგადოების აქტიური ჩართულობის უშუალო შედეგი და წარმატებული მაგალითია. დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი მოქმედი „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს კანონი 1997 წელს არის მიღებული და ვერ უპასუხებს მსოფლიო ტურიზმში დღეს არსებულ გამოწვევებს, საერთაშორისო სტანდარტებსა და მსოფლიო ტენდენციებს. შესაბამისად, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი მუშაობს ტურიზმის მარეგულირებელი კანონმდებლობის სრულყოფაზე, რომლის მიზანია ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, საქართველოს კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორება და დარგის განვითარების რეალისტურობისა და ეფექტიანობის ზრდისთვის გზების წარმოჩენა, აგრეთვე ტურიზმის მარეგულირებელი პოლიტიკის სფეროში ტურისტის, როგორც მომხმარებელის, უფლების დაცვა, საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების დანერგვა და ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა. 87 საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტი“ კომიტეტი გეგმავს, შეიმუშაოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის აქტი. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის ტემპის კვალობაზე იზრდება ელექტროენერგიის მოხმარება. კერძოდ, 2011 წლიდან მისი მოხმარება ყოველწლიურად 4%-ით იზრდება. საკითხი განსაკუთრებით აქტუალური გახდა რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე (რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი), რამაც განსაკუთრებით გამოკვეთა ენერგოუსაფრ თხოების მნიშვნელობა. შესაბამისად, საჭიროა სტაბილური და პრინციპული ენერგეტიკული პოლიტიკის გატარება, რომელიც ენერგოუსაფრთხოების კომპონენტებს, განახლებადი ენერგორესურსების ინტენსიურად განვითარებას დაეფუძნება და სექტორის მდგრად განვითარებასუზრუნველყოფს. აღნიშნული კანონი პოლიტიკის განმსაზღვრელ სხვა დოკუმენტებთან ერთად ქვეყნის განვითარების გარანტი გახდება. თემატური მოკვლევა – ციფრული ეკონომიკის მდგომარეობისა და განვითარების პერსპექტივების შესახებ თემატური მოკვლევა შეეხება საქართველოში ციფრული ეკონომიკის მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებს. მოკვლევის პროცესში შეფასდება საქართველოში ციფრული ეკონომიკის ხელშემწყობი გარემო, განვითარების დონე, არსებული მდგომარეობა და გამოწვევები, შედეგად კი შემუშავდება რეკომენდაციები ციფრული ეკონომიკის განვითარებისა და არსებული პრობლემების გადაჭრის მიზნით. თემატური მოკვლევა ინოვაციების ჩარჩოსთან დაკავშირებით ხელშემწყობი ინსტრუმენტების განვითარების საკანონმდებლო აღნიშნული თემატური მოკვლევის მიზანია არსებული საკანონმდებლო ბაზის ანალიზი და იმ ხელშემშლელი ფაქტორების გამოკვეთა, რომლებიც აფერხებს მის განვითარებას, აგრეთვე რეკომენადიების შემუშავება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ცვლილებებია საჭირო ინოვაციებისთვის ხელსაყრელი და წამახალისებელი საკანონმდებლო ჩარჩოს შესაქმნელად. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი უცხოეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების აქტიური ჩართულობა ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისა და აღმშენებლობის საქმეში – ამ მიზნით დიასპორის ინტერესებიდან გამომდინარე, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა და დიასპორული პოტენციალის გამოყენება უცხოეთში საქართველოს პოპულარიზაციისთვის. უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებში ეროვნული თვითმყოფადობისა და იდენტობის შენარჩუნება – ამ მიზნით ადგილსამყოფელ ქვეყნებში ქართულ დიასპორებთან კავშირების გაღრმავება და საკვირაო სკოლებში ხარისხიანი განათლების მიღების ხელშეწყობა. ქართული დიასპორის საინვესტიციო შესაძლებლობები/დიასპორული ინვესტიციები – საქართველო მაქსიმალურად გამოიყენებს დიასპორის საინვესტიციო, ეკონომიკურ თუ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, სისტემური მიდგომით განახორციელებს მიზანმიმართულ პროექტებსა და ღონისძიებებს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი ხელს შეუწყობს დიასპორული უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და ამ კუთხით საჭირო სამუშაოების, მათ შორის, ბიზნესფორუმების, ჩატარებას და ქვეყანაში ხელსაყრელი გარემოს შექმნას. პრიორიტეტულია ქართული „სტარტაპებისა“ და ინოვაციური პროექტების საერთაშორისო ბაზარზე გატანა და მათში დიასპორის ჩართვის ხელშეწყობა. ინოვაციური მიდგომებისა და ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელი ხდება დიასპორასთან სტაბილური თანამშრომლობა და უწყვეტი კომუნიკაცია. მოხდება უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და თანამემამულეების ლეგალური დასაქმების მიზნით საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურება და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა. 88 საქართველოს სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია რეგიონში უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებისკენ. კავკასიური სოლიდარობის საკითხი სულ უფრო მეტ დატვირთვას იძენს. შესაბამისად, კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტია კავკასიის ხალხებთან ურთიერთობის გაღრმავება, ქართველ და კავკასიის ხალხებს შორის ტრადიციული კავშირების აღდგენა. ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის საკანონმდებლო საქმიანობა ძირითადად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას ემსახურება. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა 117 ნორმატიული აქტის პროექტი და 2 საერთაშორისო შეთანხმება, რის შედეგადაც უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს კანონმდებლობის სრული ან ნაწილობრივი დაახლოება ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის 20-მდე დირექტივასა და რეგულაციასთან. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი – მომ ხმარებლის უფლებების დაცვა – ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის 2022 წლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო. კომიტეტის ინიციატივით და კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე მიმდინარე მუშაობა დასრულდა. 2022 წლის 29 მარტს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი – „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც 2022 წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა. ამ კანონმა შექმნა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ ერთიანი საკანონმდებლო ჩარჩო და დააწესა ზოგადი პრინციპები მომხმარებლის უფლებების დაცვის სფეროში, რაც ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი • პარლამენტი მიიღებს თავდაცვის კოდექსს, რომლის მიზანია:  სახელმწიფო თავდაცვის ორგანიზების სამართლებრივი საფუძვლების დახვეწა; ტოტალური თავდაცვის მყარი სამართლებრივი საფუძვლების შექმნა;  თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლება;  ნატოსთან სამართლებრივი მექანიზმების თავსებადობის ამაღლება;  სამხედრო სამსახურის არსისა და სახეების ახლებურად განსაზღვრა;  წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის რეფორმა;  საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში დასაქმებული პირების სოციალური გარანტიების გაუმჯობესება;  თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის შექმნა. • კომიტეტის დღის წესრიგში პრიორიტეტულ ადგილს დაიკავებს ჰიბრიდული საფრთხეების სრული სპექტრის საპასუხოდ ეროვნული შესაძლებლობებისა და მედეგობის გაძლიერება. • კომიტეტის ძალისხმევა მიმართული იქნება უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის პრიორი ტეტების, უპირველეს ყოვლისა, დეოკუპაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობისკენ. ამ მიზნით მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა პარტნიორი სახელმწიფოების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების, აგრეთვე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის გაღრმავებას მათი ძალისხმევის შემდგომი კონსოლი დაციისთვის, რუსეთზე ზეწოლის გაზრდის, საქართველოს თავდაცვისუნარიანობისა და უსაფრთხო ების განმტკიცებაში მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით. 89 • პრიორიტეტულია ნატოს შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა და ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ფორმატის ეფექტიანი გამოყენება. • გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარლამენტთაშორისი კოორდინაციის გაძლიერებისთვის. იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალ კოდექსზე მუშაობა არსი: საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ახალი კოდექსით სისტემურად მოწეს რიგდება არსებული საკანონმდებლო ნორმები და შემუშავდება შესაბამისი სამართლებრივი ურთიერ თობების მომწესრიგებელი ახალი, მკაფიო ნორმები. ამასთანავე, ყოველივე ეს განხორციელდება ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით. 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ძირეული გადასინჯვის საკითხზე მუშაობა არსი: წარიმართება მუშაობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი და კერძო ნაწილების ძირეული გადასინჯვის მიმართულებით. ყურადღება გამახვილდება შემდეგ კონცეპტუალურ საკითხებზე: სასჯელის დანიშვნის პრინციპები, სასჯელის სახეები, პირობითი მსჯავრი, გამოსაცდელი ვადა და სხვა. ყურადღება გამახვილდება აგრეთვე სხვადასხვა დანაშაულის შემადგენლობაზე, მათ დამამძიმებელ გარემოებებზე, სასჯელებზე და სხვა. 3. პროკურორისა და გამომძიებლის უფლებამოსილებათა მკაფიო გამიჯვნასთან დაკავშირებით სა ქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა და სხვა სათანადო საკანონმდებლო აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა არსი: საქართველოს საკანონმდებლო აქტებში სათანადო სარეფორმო ცვლილებების განხორციელებით მკაფიოდ გაიმიჯნება პროკურორისა და გამომძიებლის უფლებამოსილებები. აღნიშნულ ცვლილებათა განხორციელების შედეგად გაიზრდება გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხი და პროკურორის, როგორც საპროცესო ზედამხედველის, როლი. 4. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონსა და სხვა სათანადო საკანონ მდებლო აქტებში განსახორციელებელი ცვლილებების განხილვა არსი: ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისის დასკვნით საქართველოსთვის განსაზღვრული პრიორიტეტული ამოცანებიდან ერთ-ერთის შესრულების ხელშეწყობისა და საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიზნებიდან გამომდინარე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2023 წელს (ვენეციის კომისიისა და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) დასკვნის მიღების შემდეგ) განიხილავს მის მიერ ინიციირებულ სასამართლო რეფორმის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს, რომელიც ითვალისწინებს შემდეგ ძირითად საკითხებს: – 3 დგინდება ღია სასამართლო სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის სრულად ან ნაწილობრივ დეპერსონალიზებული ტექსტის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემის წესი. ამ ცვლილების მიზანია აგრეთვე სათანადო საკანონმდებლო ნორმების საქმეზე „ა(ა)იპ „მედიის განვითარების ფონდი“ და ა(ა)იპ „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 7 ივნისის №1/4/693,857 გადაწყვეტილებასთან შესაბამისობის3 უზრუნველყოფა. იხ. https://constcourt.ge/ka/judicial-acts?legal=1268 90 – საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულებისა და საბჭოს წარდგინების გასაჩივრების საკითხთან დაკავშირებით დგინდება შემდეგი შეზღუდვა: თუ საჩივრის განხილვის შედეგად უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ დაადგინა, რომ კანდიდატების შერჩევის პროცესში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი მიკერძოებული იყო, მისი მიდგომა დისკრიმინაციული იყო ან/და მან გადაამეტა საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებას, რის შედეგადაც დაირღვა კანდიდატის უფლებები ან საფრთხე შეექმნა სასამართლოს დამოუკიდებლობას, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ეს წევრი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ხელახალი განკარგულების/ხელახალი წარდგინების მიღების პროცესში აღარ მონაწილეობს. – იცვლება რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე პირის კონკურსის წესით დანიშვნის წესი. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე მოსამართლეს ნიშნავს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედით მიღებული გადაწყვეტილებით. კონკურსის წესით მოსამართლის დანიშვნისას საბჭო ხელმძღვანელობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატის შერჩევისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. – საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრის არჩევის პროცედურაში მონაწილე საბჭოს წევრობის კანდიდატი უფლებამოსილი იქნება, კენჭისყრამდე მიმართოს მოსამართლეთა კონფერენციას და წარუდგინოს მას თავისი ხედვა და მოსაზრება მისი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შემთხვევაში მის მიერ საბჭოს წევრის უფლებამოსილებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. – წესრიგდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის არჩევის პროცედურასთან დაკავშირებული ერთ-ერთი საკითხი; კერძოდ, განისაზღვრება, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი საჯარო სხდომაზე უსმენს თითოეულ ასეთ კანდიდატს. – „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის არაერთი ნორმა იხვეწება და უმჯობესდება შინაარსობრივი დაზუსტების, სამართლებრივი ტექნიკის, სისტემურობის, სტრუქტურული და რედაქციული თვალსაზრისით. კულტურის კომიტეტი კულტურული დიპლომატიის შესახებ კომიტეტის სახელმძღვანელო დოკუმენტის შექმნა კულტურული დიპლომატია საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ქართული კულტურის, როგორც ევროპული კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილის, ევროპულ კულტურულ სივრცეში ინტეგრაცია ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესის ხელშემწყობი ფაქტორია. აქედან გამომდინარე, კულტურის კომიტეტი გეგმავს კულტურის დიპლომატიის შესახებ დოკუმენტის შემუშავებას, რომელშიც მკაფიოდ უნდა განისაზღვროს კულტურის კომიტეტის კომპეტენცია, როლი და ფუნქციები. ამასთან დაკავშირებით კომიტეტი 2023 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებისთანავე შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომელიც დაკომპლექტებული იქნება როგორც სფეროს, ისე სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებით. თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნა 2023 წლისთვის კომიტეტი გეგმავს, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის შესაბამისად თემატური მოკვლევის ჯგუფის დანიშვნას შემდეგ საკითხზე: „შეზღუდული შესაძლებლობებისა 91 და სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების ინკლუზია სახელოვნებო განათლების სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებში“. თემატური მოკვლევის მიზანია, შესწავლილ იქნეს ხელოვნების სკოლებში, სამუსიკო სკოლებში, სამხატვრო სკოლებში, სტუდიებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებსა და სასახლეებში განათლების მიღების შესაძლებლობა სხვადასხვა შეზღუდვისა და სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის, იდენტიფიცირებულ იქნეს ზემოაღნიშნულ დაწესებულებებში არსებული გამოწვევები და გაიცეს შესაბამისი რეკომენდაციები. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2023 წლისთვის გეგმავს, უფრო აქტიურად განახორციელოს კანონით დადგენილი უფლებამოსილების ფარგლებში საკონტროლო საქმიანობა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირების მიმართ. ამავდროულად, კომიტეტი ახლებურად უდგება შესაბამისი ანგარიშების მოსმენის პრაქტიკას და, ნაცვლად დანერგილი პრაქტიკისა (ანგარიშის წელიწადში ერთხელ მოსმენისა) იგი წლის პირველ ნახევარსა და მეორე ნახევარში, საჭიროების შემთხვევაში კი – კვარტალურად მოისმენს ერთი და იმავე სუბიექტების ანგარიშებს მათ მიერ დაგეგმილი (წლის დასაწყისში) საქმიანობისა და განხორციელებული (წლის ბოლოს) საქმიანობის შესაბამისობის უფრო ეფექტიანი კონტროლის მიზნით. აღნიშნული ცვლილების მიზანია, კომიტეტმა უფრო სრულად დაინახოს და გააანალიზოს წლის დასაწყისში წარდგენილი გეგმის შესაბამისობა მისი საბოლოო შესრულების მიმართ. 2023 წლის სამოქმედო გეგმით დამტკიცდება კომიტეტის სხდომაზე 22 ანგარიშის მოსმენა, ხოლო მოსმენების პერიოდულობა და რაოდენობა სამუშაო პროცესში დადგინდება. გარდა ამისა, კომიტეტი 2023 წელს განახორციელებს ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლს „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მიმართ. კომიტეტი გეგმავს, უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს და, შესაბამისად, ორჯერ განიხილავს თვითმმარ თველობისთვის უმნიშვნელოვანესი დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიითა და სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს. ამასთანავე, კომიტეტი გეგმავს, შეისწავლოს საქართველოს მასშტაბით წყლისა და ელექტროენერგიის გახშირებული ე. წ. ავარიული გამორთვების საფუძვლები. გარდა ამისა, რეგიონული პოლიტიკის სწორად წარმართვის, პრობლემების იდენტიფიცირებისა და აღმოფხვრის მიზნით, აგრეთვე თვითმმართველობის განვითარების საკითხებთან დაკავშირებით დაგეგმილია სამუშაო შეხვედრების გამართვა მაჟორიტარ პარლამენტის წევრებთან და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან (მერები და საკრებულოების თავმჯდომარეები). საკითხები, რომელთა გადაწყვეტის აუცილებლობაც სამუშაო შეხვედრებზე გამოიკვეთება, წლის განმავლობაში კომიტეტის საქმიანობის პრიორიტეტი გახდება. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის საქმიანობის 2023 წლის პრიორიტეტები სრულად თანხვდენილია „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2020 წლის რეზოლუციაში ასახულ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებთან და მოიცავს შემდეგ კონკრეტულ მიმართულებებს: დეოკუპაციისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესის ხელშეწყობა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა, საქართველო-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებაში მონაწილეობა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, აგრეთვე ორმხრივი და რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავება, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის განსაზღვრაში მონაწილეობა და ეკონომიკური დიპლომატია. 92 კომიტეტი ასევე გააგრძელებს მუშაობას საზედამხედველო საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის, კანონშემოქმედებითი საქმიანობის დახვეწის, სამოქალაქო საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის გააქტიურებისა და კომუნიკაციის გაუმჯობესების და აპარატის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით. საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტი ტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, კომიტეტის დებულებისა და სხვა, შესაბამისი სამარ თლებრივი აქტების შესაბამისად, 2023 წლის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ვალდებულებებისა და აქტივობების მიხედვით საკანონმდებლო, საკონტროლო და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით განსაზღვრული სხვა სპეციფიკური უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით. 2023 წელს კომიტეტის საქმიანობის მთავარი მიმართულებები იქნება: – საპარლამენტო პროცედურების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი, აუცილებელი ცვლილებების შესახებ წინადადებების მომზადება და შესაბამისი საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება; – საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნათა შესრულების კონტროლი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა რეგულარულად. კომიტეტის საქმიანობის მნიშვნელოვანი აქცენტი და მთავარი გამოწვევა 2023 წლის საქმიანობაში იქნება საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მიზნით განსაზღვრული რეკომენდაციების შესრულებაში აქტიური მონაწილეობის გაგრძელება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაუმჯობესებისა და სრულყოფის, ეფექტიანი ფუნქციონირების მიმართულებით. ამ მიზნით კომიტეტი განახორციელებს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალის წინებული საპარლამენტო კონტროლის ცალკეული მექანიზმების მარეგულირებელი ნორმების აღსრულების კონტროლს:  სამ თვეში ერთხელ (მარტი, ივნისი, სექტემბერი, დეკემბერი) შეისწავლის და საჭიროების შემთხ ვევაში შესაბამის რეაგირებას მოახდენს კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის სავალდებულო დასწრებისა და კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოსმენის საკითხზე, შესწავლის შედეგებს წარუდგენს პარლამენტის ბიუროს და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას;  სამ თვეში ერთხელ (თებერვალი, მაისი, აგვისტო, ნოემბერი) შეისწავლის პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების საკითხს, პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს და უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციის საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო ინიციატივების, საკანონმდებლო წინადა დებებისა და საერთაშორისო ხელშეკრულებების განხილვა, კომიტეტის გამგებლობისთვის მიკუთვნებულ სფეროში მიღებული ნორმატიული აქტების აღსრულების მდგომარეობის კონტროლი, საჭიროების შემთხვევაში თემატური მოკვლევის ჩატარება; ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (BDD) საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტის გაცნობა, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა; საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველდღიური/ყოველთვიური ოპერატიული ინფორმაციის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა; 93 საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ყოველთვიურად წარმოდგენილი არააუდიტირებული საბალანსო უწყისის დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში განხილვა; მოქალაქეებისა და ორგანიზაციების წერილების განხილვა და შესაბამისი რეაგირების მოხდენა; ევროკავშირის დაძმობილების პროექტის (Twinning Project) პროექტში „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ მონაწილეობა და თანამშრომლობა; საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესწავლა და გაანალიზება წლის პირველ ნახევარში განხილვების დაგეგმვის მიზნით; საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ფორმირების უზრუნველყოფა, მისი კომიტეტის მიერ განხილვა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის კომიტეტის მიერ განხილვა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა; საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის კომიტეტის მიერ განხილვა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა; საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის განხილვა; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის განხილვა; სსიპ – საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადის პროექტის განხილვა; საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის საქმიანობის წლიური ანგარიშის განხილვა, შესაბამისი დასკვნისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის წლიური ანგარიშის განხილვა, შესაბამისი დასკვნისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა; საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 2022 წლის ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების პარლამენტის კომიტეტებსა და ფრაქციებში განხილვის განრიგის შემუშავება და განხილვების ორგანიზება; კომიტეტის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 2022 წლის ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების განხილვა, შესაბამისი დასკვნისა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის მომზადება და კომიტეტში შემოსულ დასკვნებთან ერთად პარლა მენტისთვის წარდგენა; სსიპ – საპენსიო სააგენტოს მიერ 2022 წელს განხორციელებული საქმიანობის წლიური ანგარიშის გაანა ლიზება, განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; საქართველოს მთავრობის მიერ ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის პარლამენტის კომიტეტებში განხილვის განრიგის შემუშავება და განხილვების ორგანიზება; კომიტეტის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა, შესაბამისი დასკვნის მომზადება და სხვა კომიტეტების დასკვნებთან ერთად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა; სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ანგარიშების შესწავლა და გაანალიზება წლის მეორე ნახევარში განხილვების დაგეგმვის მიზნით, აგრეთვე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი (არაუგვიანეს 10 სექტემბრისა) წერილობითი ინფორმაციის – „აუდიტის სამსახურის მიერ 94 პარლამენტისთვის მიწოდებული ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე“ დამუშავება და გაანალიზება; საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის კომიტეტებში განხილვის დაგეგმვა და განხილვა; სსიპ – საპენსიო სააგენტოს მიერ 2023 წლის 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვის განხილვა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; სსიპ – საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტორის შერჩევის მიზნით მსოფლიოს 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის პარლამენტისთვის წარდგენა, აუდიტორული ფირმის ტენდერის ან კონკურსის გზით შერჩევის შესახებ გადაწყვეტილების მიღება და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტთან ერთად პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა; პარლამენტის მიერ დადგენილებით შექმნილი საკონკურსო ან სატენდერო კომისიის მუშაობის უზრუნველყოფა; საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი მომავალი სამი წლის (2024-2026 წლების) მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვა, საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტის შემუშავება და პარლამენტისთვის წარდგენა; საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის პარლამენტის კომიტეტებში განხილვის განრიგის შემუშავება, განხილვების ორგანიზება და განხილვა; საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების, აგრეთვე კომიტეტში შემოსული სხვა დასკვნების შეფასება და ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მომზადებული საბოლოო დასკვნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის წარდგენა არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა; საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის გადა მუშავებული ვარიანტების განხილვა, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნების, აგრეთვე კომიტეტში შემოსული სხვა დასკვნების შეფასება და ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე მომზადებული საბოლოო დასკვნის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისა და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა; საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის საბოლოო ვარიანტების გაანალიზება და კომიტეტის სხდომაზე განხილვა; კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვის დროს გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების გათვალისწინების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გაანალიზება, დასკვნის მომზადება და პარლამენტის ბიუროსთვის წარდგენა; საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის ანგარიშის კომიტეტებში განხილვის დაგეგმვა და განხილვა; სსიპ – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს წლიური ანგარიშის შესწავლა, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში საკომიტეტო ფორმატში განხილვა; სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის შესწავლა, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში საკომიტეტო ფორმატში განხილვა; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშის შესწავლა, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში საკომიტეტო ფორმატში განხილვა; საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ანგარიშის შესწავლა, გაანალიზება და საჭიროების შემთხვევაში საკომიტეტო ფორმატში განხილვა; საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის თავისი საქმიანობის შესახებ მოხსენების წარდგენა. 95 სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: • კომიტეტის კანონშემოქმედებითი გეგმის შემუშავება სპორტისა და ახალგაზრდობის მიმარ თულებით (სამინისტროებისგან მოპოვებული ინფორმაციისა და საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი გეგმის საფუძველზე); • ქართულ სპორტში კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვის მიზნით საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და ინიიცირება; • პროექტის „ახალგაზრდობის საკითხებზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისობის შეფასება ამ სფეროში საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო საკანონმდებლო ვალდე ბულებებთან“ ფარგლებში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივის შემუშავება. ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო საქმიანობა  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული, შესასრულებელი ვალდებულებაა, მიღებულ იქნეს 2 საკანონმდებლო პაკეტი, კერძოდ:  „ადამიანის ორგანოების (ტრანსპლანტაციის) შესახებ“, „სამედიცინო დამხმარე რეპრო დუქციის შესახებ“ და „ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების შესახებ“ საქართველოს კანონების პროექტები;  „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მისგან გა მომდინარე კანონპროექტები;  დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული შესაბამისი ინიციატივების მომზა დება;  „ბავშვთა ბუნებრივი კვების დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონების აღსრულების კონტროლის (ნააკ-ის) შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავება. საზედამხედველო საქმიანობა • დარგში მიმდინარე რეფორმებზე ზედამხედველობის განხორციელება – დაგეგმილია კომიტეტის სხდომების გამართვა, რომლებზედაც განხილული იქნება შემდეგი საკითხები: • პირველადი ჯანდაცვის რეფორმა; • მედიკამენტებზე რეფერენტული (ზღვრული) ფასწარმოქმნის რეფორმის მიმდინარეობა; • სოციალურად დაუცველი პირების დასაქმების პროგრამა; • შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების (ექსპერტიზის) სოციალური მოდელის დანერგვა; • ფსიქიკური ჯანმრთელობის რეფორმის მიმდინარეობა; • ტყვიით მოწამვლის პრევენციისა და ტყვიაზე მდგრადი ზედამხედველობის სისტემის შექმნა; • დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელის დანერგვა; • სოციალურად დაუცველ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდო ლოგია; 96 • ფარმაცევტულ სფეროში არსებული გამოწვევები (პოლიპრაგმაზიისა და პოლიფარმაციის საკითხები, ელექტრონული რეცეპტი, ფარმაცევტულ კომპანიებსა და სამედიცინო პერსონალს შორის ეთიკური მარკეტინგის კონტროლის მექანიზმი და სხვა). • ზედამხედველობის ფარგლებში კომიტეტი მონიტორინგს გაუწევს „ბავშვთა ბუნებრივი კვებხის დაცვისა და ხელშეწყობის, ხელოვნური საკვების მოხმარების შესახებ“ და „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონების აღსრულების კონტროლის ფარგლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულებას. წარმომადგენლობითი საქმიანობა კომიტეტის სამოქმედო გეგმით განსაზღვრულია:  სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან თემატური შეხვედრების ორგანიზება;  საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობების ფარგლებში მნიშვნელოვან საკითხებზე სამუშაო ჯგუფის/ჯგუფების შექმნა;  სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოების მიერ საქმიანობის განხორციელება. 97 საპარლამენტო საბჭოების გეგმები 2023 წლისთვის გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამომავლო საქმიანობა 2023 წლისთვის საბჭოს საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად განისაზღვრა ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა მონაწილეობის უზრუნველყოფა, რისთვისაც არაერთი აქტივობა დაიგეგმება. საბჭოსათვის ასევე ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება საკანონმდებლო საქმიანობის ექსპერტიზის ნაწილში გენდერული გავლენის ანალიზის ინსტიტუციონალიზაციის პროცესის კოორდინაცია. 2023 წლისთვის საბჭო მიზნად ისახავს, განახორციელოს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომლებიც განსაზღვრულია საბჭოს 2022-2023 წლების სამოქმედო გეგმით. აღსანიშნავია, რომ ამ სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საქმიანობების დიდი ნაწილი 2022 წელს წინსწრებით შესრულდა. აქედან გამომდინარე, საბჭო 2023 წლის პირველი კვარტალისთვის გეგმავს სამოქმედო გეგმის განახლებას. გარდა ამისა, საბჭო მიზნად ისახავს, მოამზადოს და პუბლიკაციის სახით გამოსცეს 2012-2022 წლების (ბოლო 10 წლის) შემაჯამებელი ანგარიში ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მდგომარეობისა და ქვეყნის მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების შესახებ. ბავშვის უფლებათა დაცვის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამომავლო საქმიანობა საბჭომ სამომავლო საქმიანობის პრიორიტეტულ მიმართულებად აირჩია ქვეყნის მიერ საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსის აღსრულების ხელშეწყობა. ამ მიზნით საბჭო გეგმავს მონაცემების შეგროვებას და მონიტორინგის მეორე ციკლის განხორციელებას იმ კონკრეტული მიმართულებებით, როლებიც შეესაბამება გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ გაცემულ უახლეს რეკომენდაციებს და გამომდინარეობს ბავშვის უფლებათა კოდექსის დებულებებიდან. ეს მიმართულებებია: დეინსტიტუციონალიზაციის პროცესისა და ალტერნატიული ზრუნვის სისტემის, პრევენციული და ოჯახის მხარდამჭერი პროგრამების ქმედითობის შეფასება; ბავშვთა მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმის მაჩვენებელზე, აგრეთვე აბსოლუტურ სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა რაოდენობაზე დინამიკაში დაკვირვება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიებისა და მომსახურებების შეფასება. ამასთანავე, საბჭო მოამზადებს 2022 წლის ანგარიშს საქართველოში ბავშვის უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ, რომელიც მოიცავს აგრეთვე ინფორმაციას ბავშვის უფლებების დაცვის საკითხებზე საერთაშორისო დონეზე ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მდგომარეობის თაობაზე. ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სამომავლო საქმიანობა 2023 წლისთვის საბჭო გეგმავს, სამოქალაქო საზოგადოების აქტიური ჩართულობით შეიმუშაოს და განახორციელოს ღია პარლამენტის მეხუთე (2023-2024 წლების) სამოქმედო გეგმა. საბჭო უზრუნველყოფს აგრეთვე ღია პარლამენტის მეოთხე (2021-2022 წლების) სამოქმედო გემის შესრულების თვითშეფასების ანგარიშის მომზადებასა და საჯაროდ გამოქვეყნებას. ამასთანავე, საბჭოსთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება. ამ მიზნით იგეგმება, გაგრძელდეს საბჭოს წევრებისა და საბჭოს საკონსულტაციო ჯგუფის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრები ქვეყნის რეგიონების მოსახლეობასთან. ამ შეხვედრების მიზანია მოსახლეობისთვის საკანონმდებლო და საზედამხედველო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და იმ ელექტრონული სერვისების გაცნობა, რომლებსაც პარლამენტი მოქალაქეებს სთავაზობს. 98