„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ შემდგომში-„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული
ნომერი
#07-3/288/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ შემდგომში-„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • აგრარულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-13
ბიუროს ნომერი 223

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ თავი I. ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო 1. ეს კანონი არეგულირებს სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების წარმოშობის პრევენციასთან, შემცირებასთან, მათი დაგროვების მართვასთან, სურსათის შეწირულობასთან და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. ამ კანონის მიზნებისათვის: ა) სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით; ბ) სურსათის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირდება ამ კანონითა და ნარჩენების მართვის კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. 3. კანონმდებლობა სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების პრევენციის, შემცირებისა და მართვის, სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების შესახებ შედგება ამ კანონის, ნარჩენების მართვის კოდექსის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებისაგან. მუხლი 2. კანონის მიზანი და ამოცანები 1. ამ კანონის მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ საფეხურზე, სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების წარმოშობის პრევენცია, მათი შემცირება და სურსათის შეწირულობის, აღდგენისა და გადანაწილების წახალისება. 2. კანონი უზრუნველყოფს გადანაწილების ხელშემწყობი სურსათის ნარჩენების გენდერულად შემცირებისა პასუხისმგებლიანი ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას. 3. ამ კანონის ამოცანებია: ა) ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოების გაუმჯობესება; და სურსათის პოლიტიკისა და ბ) ჭარბი სურსათის ბენეფიციარებისთვის მიწოდების წახალისება და უვნებელ სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; გ) ჭარბი სურსათის შეწირულობის, გადანაწილებისა და გამოყენების ხელშეწყობა; დ) სურსათის ნარჩენებით გამოწვეული გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირება და შეზღუდვა; ე) სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისათვის გენდერულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ვ) უპირატესად, ღარიბი, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვებისადმი მოწყვლადი ჯგუფების საკმარისი და სრულფასოვანი სურსათით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ზ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებისათვის ცნობიერების ამაღლების გენდერულად მგრძნობიარე ღონისძიებების, ხელშეწყობის ზომებისა და პროგრამების განხორციელება. მუხლი 3. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის ამ კანონში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) სურსათი - სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული სურსათი; ბ) სურსათის ნარჩენები/დარჩენილი სურსათი - სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეების ქმედებების შედეგად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის გარკვეულ საფეხურზე დარჩენილი სურსათი; გ) სურსათის დანაკარგები - სურსათის რაოდენობის ან ხარისხის შემცირება, რომელიც გამოწვეულია სურსათის მიწოდების ჯაჭვში მიმწოდებლების გადაწყვეტილებებისა და ქმედებების შედეგად, გარდა საცალო ვაჭრობის, კვების სერვისების მიმწოდებლების და მომხმარებლებისა გადაწყვეტილებებისა და ქმედებებისა; დ) ჭარბი სურსათი - ჯერ კიდევ უვნებელი, ადამიანის მიერ მოხმარებისათვის განკუთვნილი სურსათის დანაკარგები და სურსათის ნარჩენები; ე) სურსათის მიწოდების ჯაჭვი - სურსათის მიწოდების სრული ციკლი, რომელიც მოიცავს სურსათის მიწოდების ყველა საფეხურს, მისი წარმოებიდან საბოლოო მომხმარებლამდე; ვ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილე - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც მონაწილეობს სურსათის მიწოდების ჯაჭვში; ზ) სურსათის შეწირულობა - სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის უსასყიდლოდ გადაცემა სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციაზე/სურსათის ბანკზე ან უშუალოდ ბენეფიციარზე; თ) სურსათის გადანაწილება - სურსათზე შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელებული პროცესი, რომელიც მოიცავს სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ შეწირულობის სახით გაცემული ჭარბი სურსათის შეგროვებას, შენახვას, აღდგენასა და მის შემდგომ განაწილებას; ი) სურსათის აღდგენა - პროცესი, რომელიც შეიძლება მოიცავდეს ჭარბი სურსათის ფიზიკურ დათვალიერებას, ორგანოლეპტიკურ შეფასებას, დახარისხებას, შეფუთვას, გადაფუთვას და ნებისმიერ სხვა პროცედურას, რომლის შემდგომაც სურსათი შესაძლებელია განაწილდეს და გამოყენებულ იქნეს დანიშნულებისამებრ; კ) სურსათის საქველმოქმედო საქმიანობა - ავტორიზებული საქმიანობა, რაც გულისხმობს სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის შეწირულობასა და სურსათის გადანაწილებას; ლ) სურსათის საქველმოქმედო (არაკომერციული) იურიდიული ორგანიზაცია/სურსათის პირი, რომელიც ბანკი - არასამეწარმეო ახორციელებს სურსათის საქველმოქმედო საქმიანობას; მ) ბიზნესოპერატორი - სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის თანახმად განსაზღვრული პირი; ნ) ბენეფიციარი - საბოლოო მომხმარებელი, პირი, რომელიც იღებს შეწირულობით გადაცემულ სურსათს; ო) სასურსათო უსაფრთხოება - უვნებელი და ყუათიანი სურსათის საკმარისი რაოდენობა და მასზე საიმედო ხელმისაწვდომობის არსებობა; პ) სურსათის რეციკლირება - სურსათის ხელახალი გადამუშავება მისი გამოყენების მიზნით; ჟ) სამინისტრო - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო თავი II. სურსათის ნარჩენებისა და სურსათის დანაკარგების მართვის ღონისძიებები მუხლი 4. სურსათის ნარჩენების მართვის იერარქია 1. სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების მართვა ხორციელდება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-4 მუხლით განსაზღვრული ნარჩენების მართვის იერარქიის ზოგადი პრინციპების შესაბამისად, ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით. 2. სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპებით გათვალისწინებული ღონისძიებების გამოყენება ხორციელდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დადგენილი წესების შესაბამისად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნები სრულდება შემდეგ ღონისძიებათა განხორციელების გზით: ა) სურსათის მიწოდების ჯაჭვის თითოეულ საფეხურზე სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია; ბ) ჭარბი სურსათის შეწირულობა, აღდგენა და გადანაწილება, სურსათის უვნებლობის მოთხოვნების შესაბამისად; გ) ჭარბი სურსათის ცხოველის საკვებად გამოყენება ან სხვა, სასურსათო ან არასასურსათო პროდუქტად გადამუშავება; დ) ჭარბი სურსათის რეციკლირება; ე) ჭარბი სურსათის გამოყენება ენერგიის გამომუშავების მიზნით; ვ) სურსათის ნარჩენების განთავსება, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად. თავი III. სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების პოლიტიკა და სახელმწიფო ორგანოების პასუხისმგებლობა მუხლი 5. სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების პოლიტიკა 1. სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების პოლიტიკა მოიცავს სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების წარმოქმნის პრევენციას, შემცირებას, მართვას, სურსათის შეწირულობასა და შემდგომ გადანაწილებას. 2. სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების პოლიტიკას ახორციელებენ საქართველოს მთავრობა და სამინისტრო, შესაბამისი კომპეტენციების ფარგლებში. 3. სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების, ჭარბი სურსათის შეწირულობისა და შემდგომი გამოყენების ხელშესაწყობად, სახელმწიფო უზრუნველყოფს შესაბამისი მარეგულირებელი ნორმებისა და საგადასახადო გარემოს ჩამოყალიბებას, შეწირულობის შესახებ ცნობიერების ზრდასა და წამახალისებელი ზომებისა და პროგრამების დანერგვას, ჭარბი სურსათის გამოყენების, მართვისა და განაწილების წინადადებების შემუშავებას. მუხლი 6. სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელი უწყებები 1. სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების პოლიტიკის განხორციელებაზე, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, პასუხისმგებელნი არიან: სამინისტრო, სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სურსათის ეროვნული სააგენტო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს შემოსავლების სამსახური, მუნიციპალიტეტები. 2. სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების მართვის სფეროში სამინისტროს უფლებამოსილებები და ვალდებულებებია: ა) სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების მართვის გენდერულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება; ბ) სურსათის მიწოდების ხელშეწყობა; ჯაჭვში საჯარო და კერძო პარტნიორობის დანერგვის გ) ჭარბი სურსათის შეწირულობასთან, გადამუშავებასთან, შენახვასა და გადანაწილებასთან დაკავშირებული ინკლუზიური და გენდერულად პასუხისმგებლიანი სამართლებრივი აქტების შემუშავება ან/და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; დ) სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის შემუშავება და დამტკიცება; ე) სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზის შექმნის უზრუნველყოფა; ვ) სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპებისა და სურსათის დანაკარგის შესამცირებლად სახელმწიფო წამახალისებელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება; ზ) სურსათის შეწირულობის მართვის უზრუნველყოფისათვის სახელმძღვანელო პრინციპების, ან მეთოდური მითითებების, ან რეკომენდაციების ან სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება; თ) სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებასა და სურსათის შეწირულობასთან მომზადება; დაკავშირებით ინოვაციური პროექტებისა და წინადადებების ი) სამეცნიერო კვლევების, უახლესი ტექნოლოგიების და ინოვაციების მხარდაჭერა სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შესამცირებლად, განსაკუთრებით სურსათის ვარგისიანობის ვადებთან დაკავშირებით; კ) ცნობიერების ამაღლების გენდერულად მგრძნობიარე ღონისძიებების, ხელშეწყობის ზომებისა და პროგრამების განხორციელება. 3. სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების მართვის სფეროში სურსათის ეროვნული სააგენტო ვალდებულია: ა) მოახდინოს სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია და სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების რეგისტრაცია; ბ) განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ ავტორიზებულ პირთა საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე. 4. მუნიციპალიტეტები ვალდებულნი არიან მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში ასახონ ამ კანონით გათვალისწინებული სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპები. 5. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური პასუხისმგებელია სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შესახებ გენდერულად სეგრეგირებულ სტატისტიკურ კვლევაზე, რისთვისაც, გათვალისწინებით, კარგი პრაქტიკისა და საერთაშორისო სამსახური შეიმუშავებს წლიური შეფასების გამოცდილების სისტემასა და მეთოდოლოგიას. თავი IV. სურსათის შეწირულობა და გადანაწილება მუხლი 7. სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების პროცედურები 1. ჭარბი სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების პროცესი ხორციელდება ამ კანონისა და სურსათის შეწირულობის, აღდგენისა და გადანაწილების პროცედურების შესაბამისად, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების გენდერული და სოციალური განზომილებების გათვალისწინებით. 2. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეს შეუძლია სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს ან უშუალოდ ბენეფიციარს გადასცეს ჭარბი სურსათი შეწირულობის სახით იმ პირობით, რომ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის და აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. 3. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს შეუძლია შეწირულობის სახით მიიღოს ჭარბი სურსათი, აღადგინოს და გადაანაწილოს ის სურსათის სხვა ბანკებში/სურსათის სხვა საქველმოქმედო ორგანიზაციებში ან მიაწოდოს უშუალოდ ბენეფიციარებს, იმ პირობით, რომ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის და აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს. 4. სურსათის შეწირულობა დაშვებულია სურსათის ვარგისიანობის მინიმალური ვადის „უმჯობესია გამოყენებული იქნეს“ გასვლის შემდეგ იმ პირობით, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს. 5. სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების სფეროში მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი. მუხლი 8. სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების წესი 1. სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების წესი არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა და ამ კანონის შესაბამისად არეგულირებს სურსათის შეწირულობასთან, აღდგენასთან და გადანაწილებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. 2. წესი ადგენს: ა) სურსათის უვნებლობის სპეციფიკურ მოთხოვნებს სურსათის გადანაწილებისთვის, რაც მოიცავს სურსათის შეწირულობას, აღდგენას, შენახვასა და განაწილებას; ბ) სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებს შორის ჭარბი სურსათის გადაცემის წესებსა და პროცედურებს (აღრიცხვა, სავალდებულო ინფორმაციის სია, უვნებლობა და ხარისხის და ა.შ.); გ) კონტროლის პროცედურებს იმ სურსათთან მიმართებაში, რომელზეც გასულია „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს - მდე“ თარიღი; დ) ჩამონათვალს იმ სურსათისა, რომლის გამოყენება და გადანაწილება დასაშვებია; ე) კარგი ჰიგიენური პრაქტიკის წესებს; ვ) სხვა მოთხოვნებს, რომლებიც შესაძლოა გამომდინარეობდეს სურსათის უვნებლობის მარეგულირებელი კანონმდებლობიდან. მუხლი 9. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობა 1. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეები ვალდებულნი არიან გააუმჯობესონ სურსათის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრაქტიკა, რათა თავიდან აიცილონ დანაკარგები, ასევე შეამცირონ და აღმოფხვრან სურსათის რეალიზაციის შემდგომი წარმოების, დისტრიბუციის, მოხმარების, დასაწყობების და მარკეტინგის პროცესში სურსათის ნარჩენების წარმოქმნა. 2. სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებმა უნდა დაიცვან სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის ამ კანონით განსაზღვრული პრინციპები. 3. დაუშვებელია ისეთი სურსათის შეწირულობა და გადანაწილება, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად. თავი V. სურსათის საქველმოქმედო საქმიანობა მუხლი 10. სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაცია 1. სურსათის საქველმოქმედო საქმიანობა - შეწირულების გაცემა და მისი შემდგომი გადანაწილება საბოლოო ბენეფიციარზე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესით ავტორიზაციის შემდგომ. 2. სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ექვემდებარება: ა) სურსათის შეწირულების გამცემი პირი; ბ) შეწირული სურსათის მიმღები არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი. მხოლოდ ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზებული სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის განმხორციელებელი პირია უფლებამოსილი განახორციელოს სურსათის შეწირულობასა ან/და გადანაწილებასთან დაკავშირებული საქმიანობა. 3. სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს და სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზას აწარმოებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო. 4. სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 11. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი 1. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი არის ბიზნესოპერატორი, რომელიც ახორციელებს სურსათის შეწირულობის და შემდგომი გადანაწილების პროცესთან დაკავშირებულ ყველა საქმიანობას. 2. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი პასუხისმგებელია ჭარბი სურსათის მიწოდებაზე და მისი ძირითადი ფუნქციაა შეწირული ჭარბი სურსათის გადანაწილება სხვა სურსათის ბანკებზე/სასურსათო საქველმოქმედო ორგანიზაციებზე ან/და უშუალოდ საბოლოო ბენეფიციარზე. 3. სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი ვალდებულია: ა) იმოქმედოს კანონმდებლობით დადგენილი წესების შესაბამისად; ბ) უზრუნველყოს ჭარბი სურსათის გადანაწილება კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, უპირატესად, ღარიბი და სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვებისადმი მოწყვლადი ჯგუფებისათვის; გ) დაიცვას კანონმდებლობით დადგენილი სურსათის უვნებლობის მოთხოვნები და იხელმძღვანელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) სისტემასთან გათანაბრებული სტანდარტებით; დ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა; ე) შეიმუშაოს და სსიპ - შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს წლიური ფინანსური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. მუხლი 12. პასუხისმგებლობის შეზღუდვა შეწირულობის სახით გადაცემულ სურსათზე სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა, თუ მის მიერ, სურსათის საქველმოქმედო ბენეფიციარისთვის ორგანიზაციისთვის/სურსათის ბანკისთვის, საბოლოო მისაწოდებლად გადაცემული ჭარბი სურსათი აკმაყოფილებს ამ კანონის და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს. თავი VI. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები მუხლი 13. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში: ა.ა) უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების შესაბამისობა ამ კანონის მოთხოვნებთან; ა.ბ) შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს „სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი; ა.გ) შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს „სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. ბ) არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს სურსათის ნარჩენების მართვის სტრატეგია. მუხლი 14. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის მე-4 და მე-5 ქვეპუნქტები ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სურსათის დანაკარგების და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნა მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური პრობლემაა. მსოფლიოში ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული სურსათის 14% დაახლოებით, 400 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი - არ მიდის მომხმარებლამდე და იკარგება ღირებულებითი ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე1. ამავდროულად, 2019 წელს დაახლოებით 931 მლნ. ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა, რომელთაგან 61% წარმოიქმნა ოჯახებიდან/შინამეურნეობებიდან, 26% - სურსათის მომსახურების ობიექტებიდან, 13% კი - სარეალიზაციო ქსელებიდან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიოში წარმოებული სურსათის 17% იფლანგება (11% - ოჯახებში/შინამეურნეობებში; 5% - სურსათის მომსახურების სფეროში; 2% - სარეალიზაციო ქსელში)2. 2020 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად 261.1 კილოგრამია, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი უკავია ბიოდეგრადირებად (სურსათის/ცხოველის საკვების) ნარჩენებს3. მაშინ, როცა სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იყრება, საქართველოს მოსახლეობის 17,5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.4 FAO. 2019. The State of Food and Agriculture 2019. Moving forward on food loss and waste reduction. Rome. Licence: CC BY-NC-SA 3.0 IGO. Available at: http://www.db.zs-intern.de/uploads/15711190502019FAOFoodWaste.pdf 2 United Nations Environment Programme (2021). Food Waste Index Report 2021. Nairobi. Available at: https://www.unep.org/resources/report/unep-food-waste-index-report-2021 3 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2021. გარემოს სტატისტიკა. https://tinyurl.com/mw7xee3d 4 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2021. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი. https://tinyurl.com/3v69vxzv 1 სურსათის დანაკარგებსა და ნარჩენების შემცირებას ესადაგება მდგრადი განვითარების მე12 მიზანი - გონივრული მოხმარება და წარმოება. ამ მიზნის ფარგლებში, საქართველოსათვის მისადაგებულია მხოლოდ ამოცანა 12.8 - „2030 წლისთვის, საქართველოში მყოფი ადამიანებისთვის შესაბამისი ინფორმაციისა და ცოდნის უზრუნველყოფა მდგრადი განვითარების და ბუნებასთან ჰარმონიული ცხოვრების წესის შესახებ“. თუმცა აღსანიშნავია, რომ მე-12 მიზნის სხვა ამოცანები მჭიდროდ უკავშირდება სურსათის ნარჩენებსა და დანაკარგებს: კერძოდ, 12.3 ამოცანით დაგეგმილია 2030 წლისთვის მსოფლიოში ერთ სულ მოსახლეზე სურსათის ნარჩენების განახევრება გაყიდვისა და მოხმარების დონეზე და წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვებში სურსათის დანაკარგების შემცირება, მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების ჩათვლით. სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნა მრავალგანზომილებიანი პროცესია და მოიცავს როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს. ამდენად, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება და ამ პროცესის სწორი მართვა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ასევე სასურსათო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ევროპული ქვეყნების (იქნება ეს საფრანგეთი, ბელგია და იტალია, როგორც სურსათის შეწირულობის წახალისების გამორჩეული მაგალითები, თუ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები, სადაც სხვადასხვა სახის მოწესრიგება/მექანიზმებია სახეზე) საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ამ სფეროში მდგრადი მოდელის შექმნა მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოსთვისაც, თუმცა მოქმედი სამართლებრივი ნორმები სათანადოდ ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ვინაიდან საქართველოში არ არსებობს სპეციალური საკანონმდებლო მოწესრიგება სურსათის დანაკარგებისა თუ ნარჩენების მართვისა და სურსათის შეწირულობის წასახალისებლად, საქველმოქმედო ორგანიზაციებიც მეტწილად შესყიდული სურსათით უმასპინძლდებიან ბენეფიციარებს და მიიჩნევენ, რომ მიწოდებული საკვების რაოდენობას გააორმაგებენ, თუკი შეწირულობის სახითაც მიიღებენ სურსათს5. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი 2021 წლის თებერვლიდან აქტიურად მუშაობს დასახელებულ კანონპროექტზე. ამ პერიოდში ჩატარდა შეხვედრები HORECA-ს სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე, არასამთავრობო, საერთაშორისო თუ FAO. 2019. FOOD RECOVERY AND REDISTRIBUTION. A practical guide for favourable policies and legal frameworks in Europe and Central Asia. Available at: https://www.fao.org/uploads/media/Food_recovery_and_redistribution_guide.pdf 5 საქველმოქმედო ორგანიზაციებსა და სახელმწიფო უწყებებთან. 2022 წლის 22-28 აგვისტოს კი, საქართველოს დელეგაცია სტუმრობდა საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოს, სადაც საკანონმდებლო, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ არსებულ მიდგომებსა და პრაქტიკას. ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა როგორც სამთავრობო სექტორთან, ისე სურსათის ბანკებთან, ასევე, სურსათის დანაკარგების სფეროში მომუშავე კერძო კომპანიებსა და ევროპის სურსათის ბანკების ფედერაციასთან. განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის გარემოება, რომ „სურსათის დანაკარგების და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი იქნება პირველი, რომელიც ინიციირდება მასზე ჩატარებული რეგულირების ზეგავლენის შეფასებისა და გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიშების შედეგების გათვალისწინებით6. შედეგად, გაეროს სურსათისა და სოფლის წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობითა მეურნეობის და ორგანიზაციის ადგილობრივი (FAO) ექსპერტის ჩართულობით, მომზადდა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოშობის პრევენცია და შემცირება, ასევე, სურსათის შეწირულობის, აღდგენისა და გადანაწილების წახალისება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ამჟამად საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიზანია „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის და მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება“ (მუხლი 1, ნაწილი 1). ამდენად, სახელმწიფო კოდექსით პრიორიტეტს ანიჭებს სურსათის უვნებლობის კონტროლსა და მისი ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, და არა სურსათის მარაგების მართვისა და ეფექტიანი შენიშვნა: ამ ანგარიშებთან დაკავშირებით განმარტებითი ბარათის შესაბამის ნაწილებში 6 დამატებითი ინფორმაცია მითითებულია გამოყენების შესაძლებლობებს. ნარჩენების მართვის კოდექსი კი, არეგულირებს ნარჩენების მართვის სფეროს და მიზნად ისახავს, „ხელი შეუწყოს ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას.“ კოდექსი განიხილავს სურსათის ნარჩენების მართვის საკითხებსაც, თუმცა სურსათის ნარჩენი ცალკე განმარტებული არ არის და შედის ბიოდეგრადირებად ნარჩენებში. კოდექსი ბიოდეგრადირებად ნარჩენებს განმარტავს შემდეგნაირად – „ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარება ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღის/პარკის ნარჩენები, ქაღალდი, მუყაო“ (მე3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი). კოდექსი ითვალისწინებს ქვეყანაში ნარჩენების მართვის დაგეგმვის კომპლექსური სისტემის ჩამოყალიბებას; ამასთანავე, განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვალდებულებას, შეიმუშაოს ნარჩენების მართვის 15-წლიანი ეროვნული სტრატეგია, ასევე, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ - ნარჩენების მართვის 5-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია. ეს უკანასკნელი ჯერ-ჯერობით არ შემუშავებულა. კანონმდებლობის ანალიზი ადასტურებს, რომ საქართველოში არ არსებობს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების რეგულირების კონკრეტული პოლიტიკა. ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და მისი სამოქმედო გეგმა ცალკეული პოლიტიკის დოკუმენტებია, რომლებიც უკავშირდება ნარჩენების მართვას, პრევენციას, შემცირებას, გადამუშავებასა და გადანაწილებას. ისინი კონკრეტულად არ ეხება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვას. რაც შეეხება საგადასახადო რეგულაციებს, ფისკალურად, სურსათის შეწირულობა არახელსაყრელია ბიზნესისთვის. სუპერმარკეტები უარს ამბობენ ზედმეტი საკვების გაცემაზე, რადგან შემოწირული საკვები იბეგრება დღგ-ითა (15%) და მოგების გადასახადით (18%). აღსანიშნავია, რომ მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობა ითვალისწინებს შეღავათსაც: კერძოდ, მოგების გადასახადით არ იბეგრება კალენდარული წლის განმავლობაში საქონლის მიწოდება საქველმოქმედო ორგანიზაციაზე, არაუმეტეს მის მიერ წინა კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული წმინდა მოგების 10%-ისა (საგადასახადო კოდექსის 983 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ისეთი ჩარჩო დოკუმენტის არსებობა, რომელიც დაადგენს ძირითად მიზნებს, ამოცანებს, პრინციპებსა და თამაშის წესებს სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის სფეროში და ხელს შეუწყობს მათ აღდგენასა და შეწირულობას, ნაცვლად გადაყრისა. საქართველოს კანონი სწორედ ის ნორმატიული აქტია, რომელიც ადგენს სახელმძღვანელო სავალდებულო პრინციპებს კონკრეტულ სფეროში და აწესრიგებს ჩართულ მხარეთა ძირითად უფლება-მოვალეობებს. ვინაიდან ნარჩენების მართვის კოდექსის მიზანი მეტწილად არის ნარჩენების შემცირება და გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავება და ის არ გამოყოფს სურსათს პრიორიტეტის სახით, მიზანშეწონილია დამოუკიდებელი კანონის მიღება და სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის ფუნდამენტური მნიშვნელობის დეკლარირება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად:  საკანონმდებლო როგორიცაა: დონეზე განიმარტება ისეთი მნიშნველოვანი სურსათის დანაკარგები, სურსათის ნარჩენები, ტერმინები, სურსათის შეწირულობა, სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია (სურსათის ბანკი) და სხვ.;  განისაზღვრება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვასა და სურსათის შეწირულობის პროცესის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები;  შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საგადასახადო შეღავათების დაწესებისათვის;  სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება და სურსათის შეწირულობა იქნება წახალისებული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი, რომელიც სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის ჩარჩო დოკუმენტს წარმოადგენს, 6 თავითა და 14 მუხლითაა წარმოდგენილი.  კანონპროექტის I თავის პირველი მუხლი მისი რეგულირების სფეროს განსაზღვრავს და ამასთან ადგენს, რომ სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხები კვლავ დარეგულირდება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით, სურსათის ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული საკითხებს კი, ეს კანონი და ნარჩენების მართვის კოდექსი მოაწესრიგებს;  I თავის მე-2 მუხლი განსაზღვრავს კანონის მიზნებსა და ამოცანებს და ადგენს, რომ ამ კანონის მიზანია (1-ლი პუნქტი) სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ საფეხურზე, სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების წარმოშობის პრევენცია, მათი შემცირება და სურსათის შეწირულობის, აღდგენისა და გადანაწილების წახალისება. კანონის ამოცანებს შორის კი ხვდება (მე-3 პუნქტი): o ჭარბი სურსათის ბენეფიციარებისთვის მიწოდების წახალისება და უვნებელ სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; o ჭარბი სურსათის შეწირულობის, გადანაწილებისა და გამოყენების ხელშეწყობა; o სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისათვის გენდერულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; o უპირატესად, ღარიბი, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვებისადმი მოწყვლადი ჯგუფების საკმარისი და სრულფასოვანი სურსათით უზრუნველყოფის ხელშეწყობა; o სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეებისათვის ცნობიერების ამაღლების გენდერულად მგრძნობიარე ღონისძიებების, ხელშეწყობის ზომებისა და პროგრამების განხორციელება.  I თავის მე-3 მუხლი ისეთ მნიშვნელოვან ტერმინთა განმარტებას ეთმობა, როგორიცაა: o სურსათის ნარჩენები/დარჩენილი სურსათი; o სურსათის დანაკარგები; o ჭარბი სურსათი; o სურსათის შეწირულობა; o სურსათის გადანაწილება; o სურსათის აღდგენა; o სურსათის საქველმოქმედო საქმიანობა; o სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი.  კანონპროექტის II თავი მხოლოდ მე-4 მუხლს მოიცავს, რომელიც სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიას ადგენს. ამ მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სურსათის ნარჩენების განთავსება იერარქიის ბოლო (მე-6) საფეხურია და მანამდე უპირატესი სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნის პრევენცია და მისი შეწირულობა/გადანაწილებაა (1-ლი და მე-2 საფეხურები);  III თავი მე-5 და მე-6 მუხლებითაა წარმოდგენილი და სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების პოლიტიკასა უწყებათა და სახელმწიფო პოლიტიკის უფლებამოსილებებსა და განხორციელებაზე ვალდებულებებს პასუხისმგებელ აწესრიგებს. სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების განკარგვის სფეროში განსაზღვრული როლების უმეტესობა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროზე მოდის (მუხლი 7). თუმცა, ვალდებულებები დგინდება სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის; სსიპ - შემოსავლების სამსახურისათვის; მუნიციპალიტეტებისა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურისათვის;  კანონპროექტის IV თავი მე-7-მე-9 მუხლებს მოიცავს და სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების პროცედურებს, წესსა და სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეთა ვალდებულებები და პასუხისმგებლობას არეგულირებს. სწორედ ამ თავში დგინდება, რომ: o ჭარბი სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების პროცესი ხორციელდება სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების გენდერული და სოციალური განზომილებების გათვალისწინებით; o სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეს შეუძლია სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციას/სურსათის ბანკს ან უშუალოდ ბენეფიციარს გადასცეს ჭარბი სურსათი შეწირულობის სახით იმ პირობით, რომ სურსათი ვარგისია ადამიანის მიერ მოხმარებისათვის და აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს; o სურსათის შეწირულობა დაშვებულია სურსათის ვარგისიანობის მინიმალური ვადის - „უმჯობესია გამოყენებული იქნეს“ გასვლის შემდეგ იმ პირობით, თუ ის აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უვნებლობის მოთხოვნებს; o სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების სფეროში მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი; o კანონის შესაბამისად შემუშავდება სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების წესი (კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი); o სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილეები ვალდებულნი არიან გააუმჯობესონ სურსათის წარმოებასა და რეალიზაციასთან დაკავშირებული პრაქტიკა, რათა თავიდან აიცილონ დანაკარგები, ასევე შეამცირონ და აღმოფხვრან სურსათის რეალიზაციის შემდგომი წარმოების, დისტრიბუციის, მოხმარების, დასაწყობების და მარკეტინგის პროცესში სურსათის ნარჩენების წარმოქმნა.  V თავი, რომელიც მე-10-მე-12 მუხლებისაგან შედგება და განსაზღვრავს: o სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის ძირითად პრინციპებს და ადგენს, რომ სურსათის საქველმოქმედო საქმიანობა - შეწირულების გაცემა და მისი შემდგომი გადანაწილება საბოლოო ბენეფიციარზე შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დადგენილი წესით ავტორიზაციის შემდგომ. ამასთან, სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციას ახორციელებს და შესაბამის მონაცემთა ბაზას აწარმოებს სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო; სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესი კი, დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით (მე-11 მუხლი); o სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკის საქმიანობის პრინციპებს და ასეთად აღიარებული ორგანიზაციის ვალდებულებებს; o პასუხისმგებლობის შეზღუდვას შეწირულობის სახით გადაცემულ სურსათზე.  კანონპროექტის VI თავი კანონპროექტის ამოქმედებასთან დაკავშირებით მისაღებ ნორმატიულ აქტებს ადგენს (მუხლი 13) და კანონის ამოქმედების ვადებს განსაზღვრავს (მუხლი 14). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია მისი გამოქვეყნებისთანავე, გარდა კანონპროექტის მე-6 მუხლის მე3 პუნქტის მე-4 და მე-5 ქვეპუნქტებისა, რომლებიც, შესაბამისად, მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვალდებულებებს უკავშირდება და 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების გაწევა მოხდება მათ უფლებამოსილებათა შესაბამისად: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს; მის მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სურსათის ეროვნული სააგენტოს; საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის; საჯარო სამართლის იურიდიული პირის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის და მუნიციპალიტეტების არსებული ფინანსური რესურსებიდან, არსებული ადამიანური რესურსების გამოყენებით. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მე-8 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების სფეროში მოქმედებს შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმი. კერძოდ, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (ჩათვლის უფლებით). დღესდღეობით, სურსათის შეწირულობა საქველმოქმედო ორგანიზაციაში (გარდა მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო საქველმოქმედო ორგანიზაციისა, რომელიც არ ოპერირებს, როგორც ,,შპს“) ექვემდებარება დღგ-თი და მოგების გადასახადით დაბეგვრას, თუ შეწირულობა აჭარბებს გადამხდელის წინა კალენდარული წლის წმინდა შემოსავალს 10%-ს. რეგულირების ზეგავლენის შეფასების საბოლოო ანგარიშის თანახმად (ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე), საცალო მოვაჭრეები ამ მომენტისათვის დასახელებულ ფარგლებს ადმინისტრაციული ხარჯები მიღმა შეწირულობას კონკრეტულად არ სურსათის ახორციელებენ7. ნარჩენების რაიმე მართვასთან დაკავშირებული არ არის, თუმცა სურსათის ნარჩენების ზრდა მოითხოვს ნარჩენების მართვის უფრო მაღალ ხარჯს. საგადასახადო შეღავათების ამოქმედების შემთხვევაში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ (დაფუძნებულია სახელმწიფოს 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით), შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ (დაფუძნებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით) და შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ“ (დაფუძნებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით) შესაძლოა დაკარგონ შემოსავლები სურსათის გატანა/განადგურებასთან დაკავშირებული, საცალო ვაჭრობის ობიექტების მიერ გაწეული ხარჯებიდან (116₾/ერთი ტონა), როდესაც ამ სურსათის შეწირულობის სახით გაცემა მოხდება, ნაცვლად მისი გადაყრა/განადგურებისა. 2019 წელს მოხდა 1,584 ტონა სურსათის, 2020 წელს - 1,982 ტონა, 2021 წელს კი, 1,685 ტონა სურსათის ჩამოწერა. გავლენის მოცულობა დამოკიდებულია შეწირული სურსათის ოდენობაზე. ამასთან, კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე/მისი თანმდევი საგადასახადო შეღავათების ამოქმედების შემთხვევაში, სსიპ - შემოსავლების სამსახურმა შესაძლოა დაკარგოს პროდუქციის ჩამოწერის თაობაზე განცხადებებიდან მისაღები შემოსავლები. მომსახურებაზე „ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“ 2020 წელს შემოსავლების სამსახურმა მიიღო 286,840₾ დარიცხული საფასური, 2021 წელს - 352,730₾, 2022 წელს - 434,220₾. გავლენის მოცულობა დამოკიდებულია შეწირული სურსათის ოდენობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია გავლენა ისეთი სურსათის შეწირულობისა და გადანაწილებისას, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ასეთ დროს შესაბამისი პირი ექვემდებარება დაჯარიმებას სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად. წინამდებარე ISET კვლევითი ინსტიტუტი. 2022. ,,სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ’’ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება. საბოლოო ანგარიში. თბილისი. გვ. 63. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tinyurl.com/kevssn29 7 კანონპროექტის თანმდევი, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, ისეთი სურსათის შეწირულობა და გადანაწილება, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. გავლენის მოცულობა დამოკიდებულია ასეთ ქმედებათა რაოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მე-6 მუხლი განსაზღვრავს ახალ ვალდებულებებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს, სსიპ - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, სსიპ - საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და მუნიციპალიტეტებისათვის. თუმცა ამას გავლენა არ ექნება სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან, საშუალოვადიან პერიოდში დამატებითი ხარჯების გარეშე (არსებული ფინანსური და ადამიანური რესურსების გამოყენებით) მოხდება კანონპროექტით განსაზღვრულ შემდეგ უფლებამოსილებათა განხორციელება:  სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების მართვის გენდერულად პასუხისმგებლიანი პოლიტიკის განსაზღვრა და განხორციელება;  სურსათის მიწოდების ჯაჭვში საჯარო და კერძო პარტნიორობის დანერგვის ხელშეწყობა;  ჭარბი სურსათის შეწირულობასთან, გადამუშავებასთან, შენახვასა დაკავშირებული ინკლუზიური გენდერულად გადანაწილებასთან და და პასუხისმგებლიანი სამართლებრივი აქტების შემუშავება ან/და მათ შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;  სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის შემუშავება და დამტკიცება;  სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მონაცემთა ბაზის შექმნის უზრუნველყოფა;  სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპებისა და სურსათის დანაკარგის შესამცირებლად სახელმწიფო წამახალისებელი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;  სურსათის შეწირულობის მართვის უზრუნველყოფისათვის სახელმძღვანელო პრინციპების, ან მეთოდური მითითებების, ან რეკომენდაციების ან სხვა სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება;  სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებასა და სურსათის შეწირულობასთან დაკავშირებით ინოვაციური პროექტებისა და წინადადებების მომზადება;  სამეცნიერო კვლევების, უახლესი ტექნოლოგიების და ინოვაციების მხარდაჭერა სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შესამცირებლად, განსაკუთრებით სურსათის ვარგისიანობის ვადებთან დაკავშირებით;  ცნობიერების ამაღლების გენდერულად მგრძნობიარე ღონისძიებების, ხელშეწყობის ზომებისა და პროგრამების განხორციელება;  სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის აღრიცხვა ავტორიზაცია და სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელი ავტორიზებული პირების მისი შესაბამის რეესტრში რეგისტრაცია;  სახელმწიფო კონტროლი განმახორციელებელ სურსათის ავტორიზებულ საქველმოქმედო პირთა საქმიანობის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობაზე;  მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმაში სურსათის ნარჩენების მართვის იერარქიის პრინციპების ასახვა;  სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მდგომარეობის შესახებ გენდერულად სეგრეგირებულ სტატისტიკური კვლევასა და ამისათვის საჭირო წლიური შეფასების სისტემისა და მეთოდოლოგიის შემუშავება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ RIA-ს საბოლოო ანგარიშში მოცემული საჭიროება დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზაციისა (5 ადამიანი, ხელფასი 1000₾ თითოეულს) სსიპ - სურსათის ეროვნულ სააგენტოში გათვლილია 15-წლიან პერიოდზე და არ იგეგმება საშუალოვადიან პერიოდში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები შემდეგია კონკრეტულ პირთა თუ ჯგუფთათვის:  ბიზნესოპერატორები, რომლებზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება/რომლებიც განახორციელებენ სურსათის შეწირულობას - ისარგებლებენ საგადასახადო შეღავათებით (დაწვრილებით მოცემულია „საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განმარტებით ბარათში) შეწირულობის სახით გაცემულ სურსათზე (დაბალი რისკის) და დაზოგავენ ფინანსურ რესურსს პროდუქციის ჩამოწერაზე. კერძოდ, ისინი მოგების გადასახადით არ დაიბეგრებიან სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდებისას და მათი იგივე ქმედება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით იქნება გათავისუფლებული. გავლენის მასშტაბები და სავარაუდო მოცულობა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, შესაბამისი ბიზნესოპერატორების სურვილზე - განახორციელონ სურსათის უსასყიდლოდ გადაცემა და, მეორე მხრივ, შეწირულობის სახით გაცემული სურსათის ოდენობაზე. ამის გასაზომად კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიშში გამოყენებულია ინფორმაცია სურსათის საცალო მოვაჭრეების მიერ ჩამოწერილი სურსათის შესახებ (2015-2021წწ). წელი 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 დაბალი 460,249 668,093 702,047 408,279 1,146,599 1,129,108 787,617 რისკის ჩამოწერილი სურსათის ღირებულება (ლარი წელიწადში) 898 დაბალი 866 45,915 1,260 1,584 1,982 1,685 რისკის ჩამოწერილი სურსათის რაოდენობა (ტონა წელიწადში)  სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციები (სასადილოთი თუ მის გარეშე) სარგებელს მიიღებენ სურსათის მიღებიდან და სურსათზე შემცირებული სასურსათო დანახარჯებით. რაც გულისხმობს როგორც მეტ ინგრედიენტს მათ მიერ მომზადებული კერძებისთვის - ისე მეტ სურსათს ბენეფიციართათვის გადასაცემად (მომზადების გარეშე). პირდაპირ ეს შეამცირებს მათ ხარჯებს სურსათის შესყიდვებზე. ეს გავლენა იარსებებს მხოლოდ იმ პირობებში, თუ საკანონმდებლო ინიციატივით შეთავაზებული საგადასახადო შეღავათები იქნება საკმარისი მოტივაცია ბიზნესოპერატორებისათვის შეწირონ სურსათი, რომელსაც ადრე ჩამოწერდნენ/ანადგურებდნენ;  ბენეფიციარები - უპირატესად, ღარიბი, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვებისადმი მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც შეძლებენ სარგებლის მიღებას სურსათის შეწირულობების გაზრდის შემთხვევაში. გაზრდილი სურსათის უზრუნველყოფა ადამიანებს მისცემს საშუალებას რომ შეამცირონ საკუთარი დანახარჯები საკვების შეძენაზე და პოტენციურად მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ ფინანსურ ტვირთს. ეს გავლენა იარსებებს მხოლოდ იმ პირობებში, თუ საკანონმდებლო ინიციატივით შეთავაზებული საგადასახადო შეღავათები ბიზნესოპერატორებისათვის იქნება შეწირონ საკმარისი სურსათი, მოტივაცია რომელსაც ადრე ჩამოწერდნენ/ანადგურებდნენ;  შინამეურნეობები - სურსათის ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლების კამპანიებმა შეიძლება წაახალისოს შინამეურნეობები უკეთ დაგეგმონ სასურსათო საყიდლები და არაპირდაპირი/ირიბი წვლილი შეიტანონ შინამეურნეობებიდან სურსათის ნარჩენების შემცირებაში. ცალკე აღნიშვნას საქველმოქმედო საჭიროებს საქმიანობის გავლენა იმ ბიზნესოპერატორებსა განმახორციელებელ ავტორიზებულ და სურსათის პირებზე, ვინც ჩაერთვება სურსათის შეწირულობაში. კანონპროექტის თანახმად, ისინი ვალდებულნი იქნებიან:  შეასრულონ სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების წესით დადგენილი მოთხოვნები;  არ შეწირონ/გაანაწილონ საქართველოს ისეთი სურსათი, კანონმდებლობით რომელიც განსაზღვრულ არ აკმაყოფილებს სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. გარდა ამისა, კანონპროექტით, სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია/სურსათის ბანკი დამატებით ვალდებულია:  იხელმძღვანელოს საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების (HACCP – Hazzard Analysis and Critical Control Points) სისტემასთან გათანაბრებული სტანდარტებით;  შეიმუშაოს და დაამტკიცოს ყოველწლიური სამოქმედო გეგმა;  შეიმუშაოს და დადგენილი წესით სსიპ - შემოსავლების სამსახურს წარუდგინოს წლიური ფინანსური ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ამ ვალდებულებათა შესრულებისათვის შესაბამის ბიზნესოპერატორებსა და სურსათის საქველმოქმედო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს შესაძლოა შესაბამისი ხარჯების გაწევა მოუწიოთ. გავლენის მოცულობა დამოკიდებულია ერთი მხრივ, შესაბამისი ბიზნესოპერატორების სურვილზე - განახორციელონ სურსათის უსასყიდლოდ გადაცემა და, მეორე მხრივ, შეწირულობის სახით გაცემული სურსათის ოდენობაზე. ასევე, მნიშვნელოვანია გავლენა ისეთი სურსათის შეწირულობისა და გადანაწილებისას, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს ასეთ დროს შესაბამისი პირი ექვემდებარება დაჯარიმებას სურსათის/ცხოველის საკვების, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის შესაბამისად. წინამდებარე კანონპროექტის თანმდევი, „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, ისეთი სურსათის შეწირულობა და გადანაწილება, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. გავლენის მოცულობა დამოკიდებულია ასეთ ქმედებათა რაოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე განხილულია „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიშში, რომელიც თან ერთვის განმარტებით ბარათს8. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის გავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე განხილულია „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიშში, რომელიც თან ერთვის განმარტებით ბარათს9. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიში. 2022. თბილისი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tinyurl.com/3vnzjmab 9 იქვე. 8 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება და შეთანხმებებს. საქართველოს აგრეთვე, ორმხრივ და კანონპროექტის მრავალმხრივ მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესი მხარდაჭერილი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით „FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ENPARD III-ის ფარგლებში“. ეს გულისხმობდა ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობას კანონპროექტის მომზადებაში; კანონპროექტის განხილვას დაინტერესებულ მხარეებთან და პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან; სასწავლო ვიზიტს საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას ISET კვლევითი ინსტიტუტის მიერ განხორციელდა ,,სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (თან ერთვის განმარტებით ბარათს). კერძოდ, შეფასდა პოლიტიკის ალტერნატივები (სტატუს ქვო და 3 ალტერნატივა), რომელთა შორის ხვდება ალტერნატივა 1 - წინამდებარე კანონპროექტით (საკანონმდებლო ინიციატივა) გათვალისწინებული მოწესრიგება. RIA-ს საბოლოო ანგარიშის თანახმად, „მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ალტერნატივა 1 არის სასურველი ალტერნატივა, რადგან ის ასოცირდება უმაღლეს ფულად და არაფულად სარგებელთან“. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული.