„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული
ნომერი
#07-3/288/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ შემდგომში-„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-13
ბიუროს ნომერი 223

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №54, 12.10.2010, მუხ. 343) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 983 მუხლის მე-3 ნაწილს „ზ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი: „თ) „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება.“. 2. 172-ე მუხლის მე-4 ნაწილს „ჯ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ“ ქვეპუნქტი: „ჰ) „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის უსასყიდლოდ მიწოდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სურსათის
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნა მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური პრობლემაა. მსოფლიოში ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული სურსათის 14% დაახლოებით, 400 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი - არ მიდის მომხმარებლამდე და იკარგება ღირებულებითი ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე1. ამავდროულად, 2019 წელს დაახლოებით 931 მლნ. ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა, რომელთაგან 61% წარმოიქმნა ოჯახებიდან/შინამეურნეობებიდან, 26% - სურსათის მომსახურების ობიექტებიდან, 13% კი - სარეალიზაციო ქსელებიდან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიოში წარმოებული სურსათის 17% იფლანგება (11% - ოჯახებში/შინამეურნეობებში; 5% - სურსათის მომსახურების სფეროში; 2% - სარეალიზაციო ქსელში)2. 2020 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად 261.1 კილოგრამია, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი უკავია ბიოდეგრადირებად (სურსათის/ცხოველის საკვების) ნარჩენებს3. მაშინ, როცა სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იყრება, საქართველოს მოსახლეობის 17,5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.4 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: FAO. 2019. The State of Food and Agriculture 2019. Moving forward on food loss and waste reduction. Rome. Licence: CC BY-NC-SA 3.0 IGO. Available at: http://www.db.zs-intern.de/uploads/15711190502019FAOFoodWaste.pdf 2 United Nations Environment Programme (2021). Food Waste Index Report 2021. Nairobi. Available at: https://www.unep.org/resources/report/unep-food-waste-index-report-2021 3 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2021. გარემოს სტატისტიკა. https://tinyurl.com/mw7xee3d 4 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2021. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი. https://tinyurl.com/3v69vxzv 1 ამჟამად საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას. ამასთან, ფისკალურად, სურსათის შეწირულობა არახელსაყრელია ბიზნესისთვის. სუპერმარკეტები უარს ამბობენ ზედმეტი საკვების გაცემაზე, რადგან შემოწირული საკვები იბეგრება დღგ-ითა (15%) და მოგების გადასახადით (18%). ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია როგორც ჩარჩო დოკუმენტის (სურსათის შეწირულობის წამახალისებელი მარეგულირებელი მექანიზმების გამოყენება, ძირითადი რათა კანონი) სურსათის არსებობა, ისე შეწირულობა არა დამატებითი ტვირთი, არამედ მიმზიდველი ნაბიჯი გახდეს კერძო სექტორისათვის. საქართველოს საგადასახადო კოდექსი სწორედ ის ნორმატიული აქტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს საგადასახადო სისტემის ფორმირებისა და გადამხდელისა და არეგულირებს საგადასახადო ფუნქციონირების უფლებამოსილი ზოგად პრინციპებს, გადასახადის ორგანოს სამართლებრივ მდგომარეობას, ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს და აწესებს საგადასახადო შეღავათებს. ამდენად, ცვლილებების შეტანა საგადასახადო კოდექსში აუცილებელი საფეხურია სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნის პრევენციისა და სურსათის შეწირულობის წახალისებისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად:  მოგების გადასახადით არ დაიბეგრება სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება;  იგივე ქმედება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით იქნება გათავისუფლებული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:  კანონპროექტით ცვლილება (უსასყიდლოდ საქონლის შედის საგადასახადო მიწოდება/მომსახურების კოდექსის გაწევა 983 მუხლში ან/და ფულადი სახსრების გადაცემა), კერძოდ, მის მე-4 ნაწილს ემატება „თ“ ქვეპუნქტი და, შედეგად, მოგების გადასახადით არ დაიბეგრება სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება; კანონპროექტით კოდექსის 172-ე მუხლის (დღგ-სგან ჩათვლის უფლებით  გათავისუფლება) მე-4 ნაწილს ემატება „ჰ“ ქვეპუნქტი და, შედეგად, დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით იქნება გათავისუფლებული სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2025 წლის 1 იანვრიდან, რაც უკავშირდება „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების თარიღს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებითი სახსრების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული საგადასახადო ორგანოთა ადმინისტრაციული ხარჯი დაფინანსდება შემოსავლების სამსახურისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის თანახმად, სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება გათავისუფლდება როგორც მოგების, ისე დამატებითი ღირებულების გადასახადისაგან (ჩათვლის უფლებით). დღესდღეობით, სურსათის შეწირულობა საქველმოქმედო ორგანიზაციაში (გარდა მუნიციპალიტეტებისა და სახელმწიფო საქველმოქმედო ორგანიზაციისა, რომელიც არ ოპერირებს, როგორც ,,შპს“) ექვემდებარება დღგ-თი და მოგების გადასახადით დაბეგვრას, თუ შეწირულობა აჭარბებს გადამხდელის წინა კალენდარული წლის წმინდა შემოსავალს 10%-ს. რეგულირების ზეგავლენის შეფასების საბოლოო ანგარიშის თანახმად (ჩატარებული ინტერვიუების საფუძველზე), საცალო მოვაჭრეები ამ მომენტისათვის დასახელებულ ფარგლებს ადმინისტრაციული მიღმა ხარჯები შეწირულობას კონკრეტულად არ სურსათის ახორციელებენ. ნარჩენების რაიმე მართვასთან დაკავშირებული არ არის, თუმცა სურსათის ნარჩენების ზრდა მოითხოვს ნარჩენების მართვის უფრო მაღალ ხარჯს. საგადასახადო შეღავათების ამოქმედების შემთხვევაში, შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიამ“ (დაფუძნებულია სახელმწიფოს 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით), შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ (დაფუძნებულია თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით) და შპს „აჭარის ნარჩენების მართვის კომპანიამ“ (დაფუძნებულია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 100%-ანი წილობრივი მონაწილეობით) შესაძლოა დაკარგონ შემოსავლები სურსათის გატანა/განადგურებასთან დაკავშირებული, საცალო ვაჭრობის ობიექტების მიერ გაწეული ხარჯებიდან (116₾/ერთი ტონა), როდესაც ამ სურსათის შეწირულობის სახით გაცემა მოხდება, ნაცვლად მისი გადაყრა/განადგურებისა. 2019 წელს მოხდა 1,584 ტონა სურსათის, 2020 წელს - 1,982 ტონა, 2021 წელს კი, 1,685 ტონა სურსათის ჩამოწერა. გავლენის მოცულობა დამოკიდებულია შეწირული სურსათის ოდენობაზე. ამასთან, კანონპროექტისა და მისგან გამომდინარე/მისი თანმდევი საგადასახადო შეღავათების ამოქმედების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურმა შესაძლოა დაკარგოს პროდუქციის ჩამოწერის თაობაზე განცხადებებიდან მისაღები შემოსავლები. მომსახურებაზე „ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება“ 2020 წელს შემოსავლების სამსახურმა მიიღო 286,840₾ დარიცხული საფასური, 2021 წელს - 352,730₾, 2022 წელს - 434,220₾. გავლენის მოცულობა დამოკიდებულია შეწირული სურსათის ოდენობაზე. გავლენის მოცულობა დამოკიდებულია შეწირული და შესაბამისად, არ ჩამოწერილი სურსათის ოდენობაზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს საგადასახადო შეღავათების დაწესებას, კერძოდ: მოგების გადასახადით არ დაიბეგრება სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება; იგივე ქმედება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით იქნება გათავისუფლებული. ეს შესაძლოა დამატებით ხარჯებთან იყოს დაკავშირებული სსიპ - შემოსავლების სამსახურისათვის და საჭიროების შემთხვევაში დაფინანსდება მისთვის გამოყოფილი რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები შემდეგია კონკრეტულ პირთა თუ ჯგუფთათვის5:  ბიზნესოპერატორები, რომლებზეც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება/რომლებიც განახორციელებენ სურსათის შეწირულობას - ისარგებლებენ ISET კვლევითი ინსტიტუტი. 2022. ,,სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება. საბოლოო ანგარიში. თბილისი. გვ. 56. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tinyurl.com/kevssn29 5 საგადასახადო შეღავათებით შეწირულობის სახით გაცემულ სურსათზე (დაბალი რისკის) და დაზოგავენ ფინანსურ რესურსს პროდუქციის ჩამოწერაზე. კერძოდ, ისინი მოგების გადასახადით არ დაიბეგრებიან სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდებისას და მათი იგივე ქმედება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით იქნება გათავისუფლებული. გავლენის მასშტაბები და სავარაუდო მოცულობა დამოკიდებულია, ერთი მხრივ, შესაბამისი ბიზნესოპერატორების სურვილზე - განახორციელონ სურსათის უსასყიდლოდ გადაცემა და, მეორე მხრივ, შეწირულობის სახით გაცემული სურსათის ოდენობაზე. ამის გასაზომად კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიშში გამოყენებულია ინფორმაცია სურსათის საცალო მოვაჭრეების მიერ ჩამოწერილი სურსათის შესახებ (2015-2021წწ) წელი 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 დაბალი 460,249 668,093 702,047 408,279 1,146,599 1,129,108 787,617 898 866 45,915 1,260 1,584 1,982 1,685 რისკის ჩამოწერილი სურსათის ღირებულება (ლარი წელიწადში) დაბალი რისკის ჩამოწერილი სურსათის რაოდენობა (ტონა წელიწადში)  სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციები (სასადილოთი თუ მის გარეშე) სარგებელს მიიღებენ სურსათის მიღებიდან და სურსათზე შემცირებული სასურსათო დანახარჯებით. რაც გულისხმობს როგორც მეტ ინგრედიენტს მათ მიერ მომზადებული კერძებისთვის - ისე მეტ ბენეფიციართათვის გადასაცემად (მომზადების გარეშე). სურსათს პირდაპირ ეს შეამცირებს მათ ხარჯებს სურსათის შესყიდვებზე. ეს გავლენა იარსებებს მხოლოდ იმ პირობებში, თუ მოცემული კანონპროექტით შემოთავაზებული საგადასახადო შეღავათები იქნება საკმარისი მოტივაცია ბიზნესოპერატორებისათვის შეწირონ სურსათი, რომელსაც ადრე ჩამოწერდნენ/ანადგურებდნენ;  ბენეფიციარები - უპირატესად, ღარიბი, სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვებისადმი მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც შეძლებენ სარგებლის მიღებას სურსათის შეწირულობების გაზრდის შემთხვევაში. გაზრდილი სურსათის უზრუნველყოფა ადამიანებს მისცემს საშუალებას რომ შეამცირონ საკუთარი დანახარჯები საკვების შეძენაზე და პოტენციურად მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ ფინანსურ ტვირთს. ეს გავლენა იარსებებს მხოლოდ იმ პირობებში, თუ მოცემული კანონპროექტით შემოთავაზებული საგადასახადო შეღავათები ბიზნესოპერატორებისათვის იქნება შეწირონ საკმარისი სურსათი, მოტივაცია რომელსაც ადრე ჩამოწერდნენ/ანადგურებდნენ; ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი), თუმცა, გადასახადისაგან თავისუფლდება არსებული საქმიანობები, კერძოდ: მოგების გადასახადით არ დაიბეგრება სურსათის მიწოდების ჯაჭვის მონაწილის მიერ სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაციისთვის სურსათის უსასყიდლოდ მიწოდება; იგივე ქმედება დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით იქნება გათავისუფლებული. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე განხილულია „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიშში6. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის გავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე განხილულია „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიშში7. „სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საკანონმდებლო ინიციატივის გენდერული ზეგავლენის შეფასების ანგარიში. 2022. თბილისი. ხელმისაწვდომია ბმულზე: https://tinyurl.com/3vnzjmab 7 იქვე. 6 გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება და შეთანხმებებს. საქართველოს აგრეთვე, ორმხრივ და კანონპროექტის მრავალმხრივ მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესი მხარდაჭერილი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით „FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ENPARD III-ის ფარგლებში“. ეს გულისხმობდა ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობას კანონპროექტის მომზადებაში; კანონპროექტის განხილვას დაინტერესებულ მხარეებთან და პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან; სასწავლო ვიზიტს საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას ISET კვლევითი ინსტიტუტის მიერ განხორციელდა ,,სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება. კერძოდ, შეფასდა პოლიტიკის ალტერნატივები (სტატუს ქვო და 3 ალტერნატივა), რომელთა შორის ხვდება ალტერნატივა 1 - წინამდებარე კანონპროექტით (საკანონმდებლო ინიციატივა) გათვალისწინებული მოწესრიგება. RIA-ს საბოლოო ანგარიშის თანახმად, „მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ალტერნატივა 1 არის სასურველი ალტერნატივა, რადგან ის ასოცირდება უმაღლეს ფულად და არაფულად სარგებელთან“. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული.