„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული
ნომერი
#07-3/288/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ შემდგომში-„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-13
ბიუროს ნომერი 223

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240110000.05.001.016709) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 171 მუხლის შემდგომ დაემატოს 172 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 172. სურსათის უვნებლობის მოთხოვნები სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების პროცესში 1. სურსათის შეწირულობა და გადანაწილება ხორციელდება ამ კოდექსით დადგენილი სურსათის უვნებლობის მოთხოვნებისა და „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესების შესაბამისად. 2. სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების ოპერაციები ხორციელდება შემდეგი პრინციპების შესაბამისად: ა) დაცულია ამ კანონით დადგენილი სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სპეციფიკური მოთხოვნები; ბ) ხორციელდება სპეციალური კონტროლი იმ სურსათის მიმართ, რომელზეც გასულია „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს - მდე“ თარიღი; გ) დადგენილია ჩამონათვალს იმ სურსათისა, რომლის გამოყენება და გადანაწილება დასაშვებია; დ) დადგენილია სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების მინიმალური მოთხოვნები და წესები; ე) დაცულია კარგი ჰიგიენური პრაქტიკა.“. 2. 73-ე მუხლის შემდგომ დაემატოს 731 მუხლი შემდეგი რედაქციით: „მუხლი 731. სურსათის შეწირულობის წესის დარღვევა 1. ისეთი სურსათის შეწირულობა და გადანაწილება, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით.“. მუხლი 2. 1. ეს კანონი, გარდა მისი პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნა მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური პრობლემაა. მსოფლიოში ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული სურსათის 14% დაახლოებით, 400 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი - არ მიდის მომხმარებლამდე და იკარგება ღირებულებითი ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე1. ამავდროულად, 2019 წელს დაახლოებით 931 მლნ. ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა, რომელთაგან 61% წარმოიქმნა ოჯახებიდან/შინამეურნეობებიდან, 26% - სურსათის მომსახურების ობიექტებიდან, 13% კი - სარეალიზაციო ქსელებიდან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიოში წარმოებული სურსათის 17% იფლანგება (11% - ოჯახებში/შინამეურნეობებში; 5% - სურსათის მომსახურების სფეროში; 2% - სარეალიზაციო ქსელში)2. 2020 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად 261.1 კილოგრამია, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი უკავია ბიოდეგრადირებად (სურსათის/ცხოველის საკვების) ნარჩენებს3. მაშინ, როცა სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იყრება, საქართველოს მოსახლეობის 17,5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.4 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: 1 FAO. 2019. The State of Food and Agriculture 2019. Moving forward on food loss and waste reduction. Rome. Licence: CC BY-NC-SA 3.0 IGO. Available at: http://www.db.zs-intern.de/uploads/15711190502019FAOFoodWaste.pdf 2 United Nations Environment Programme (2021). Food Waste Index Report 2021. Nairobi. Available at: https://www.unep.org/resources/report/unep-food-waste-index-report-2021 3 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2021. გარემოს სტატისტიკა. https://tinyurl.com/mw7xee3d 4 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2021. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი. https://tinyurl.com/3v69vxzv ამჟამად საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის მიზანია „ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, მომხმარებელთა ინტერესების, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის და მცენარეთა სიჯანსაღის დაცვა, აგრეთვე სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრა და სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება“ (მუხლი 1, ნაწილი 1). ამდენად, სახელმწიფო პრიორიტეტს ანიჭებს სურსათის უვნებლობის კონტროლსა და მისი ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბებას, და არა სურსათის მარაგების მართვისა და ეფექტიანი გამოყენების შესაძლებლობებს. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია ჩარჩო დოკუმენტის (სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირებისა და სურსათის შეწირულობის შესახებ კანონი) გარდა, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვის მომწესრიგებელი ნორმები სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროში მოქმედ ძირითად კანონშიც გაჩნდეს. სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსი სწორედ ეს ნორმატიული აქტია, ამდენად, აუცილებელია მასში განისაზღვროს შესაბამისი პრინციპები, თუ პასუხისმგებლობის ნორმები, რაც სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების მართვასა და სურსათის შეწირულობას უკავშირდება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, კოდექსით განისაზღვრება სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების ოპერაციების განხორციელების პრინციპები და დაწესდება შესაბამისი ჯარიმა სურსათის შეწირულობის წესის დარღვევისათვის. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსს ემატება 172 და 731 მუხლები.  172 მუხლის კანონპროექტით შემოთავაზებული რედაქციის თანახმად, სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების დროს დაცული უნდა იყოს სურსათის უვნებლობისა და ხარისხის სპეციფიკური მოთხოვნები; უნდა ხორციელდებოდეს სპეციალური კონტროლი იმ სურსათის მიმართ, რომელზეც გასულია „უმჯობესია გამოყენებულ იქნეს - მდე“ თარიღი; უნდა დადგინდეს ჩამონათვალს იმ სურსათისა, რომლის გამოყენება და გადანაწილება დასაშვებია; უნდა დადგინდეს სურსათის შეწირულობისა და გადანაწილების მინიმალური მოთხოვნები და წესები; დაცულ უნდა იქნეს კარგი ჰიგიენური პრაქტიკა;  კანონპროექტით კოდექსს დამატებული 731 მუხლი კი, ითვალისწინებს ჯარიმას ისეთი სურსათის შეწირულობისა და გადანაწილებისათვის, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე და ამ ქმედების განმეორებით ჩადენისათვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის ამოქმედება, გარდა მისი პირველი მუხლის მე-2 პუნქტისა, ხდება გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის ამოქმედება კი, რომელიც ჯარიმის დაწესებას გულისხმობს ისეთი სურსათის შეწირულობისა და გადანაწილებისათვის, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე და ამ ქმედების განმეორებით ჩადენისათვის, მოხდება 2025 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები დაფინანსდება სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი რესურსის ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: მნიშვნელოვანია გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ისეთი სურსათის შეწირულობისა და გადანაწილებისას, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. კერძოდ, ისეთი სურსათის შეწირულობა და გადანაწილება, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. რაოდენობაზე. გავლენის ამასთან, მოცულობა დამოკიდებულია გასათვალისწინებელია, რომ მუხლი ასეთ ქმედებათა ჯარიმის თაობაზე ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს ჯარიმების დაწესებას ისეთი სურსათის შეწირულობისა და გადანაწილებისას, რომელიც არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. ეს შესაძლოა დამატებით ხარჯებთან იყოს დაკავშირებული სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოსათვის და საჭიროების შემთხვევაში დაფინანსდება მისთვის გამოყოფილი რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ფინანსურ შედეგებს გამოიწვევს იმ პირთათვის, ვინც ჩაიდენს კანონპროექტით კოდექსს დამატებული 731 მუხლით გათვალისწინებულ ქმედებას და დაჯარიმდება. გავლენის მოცულობა დამოკიდებულია ქმედების ჩადენის სიხშირეზე და ამ პირის სტატუსზე (არის მცირე ბიზნესი თუ არა). ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დგინდება ჯარიმა გადანაწილებისას, რომელიც არ ისეთი აკმაყოფილებს სურსათის შეწირულობისა საქართველოს და კანონმდებლობით განსაზღვრულ სურსათის უვნებლობის მოთხოვნებს და რისკს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. კერძოდ, ისეთი სურსათის შეწირულობა და გადანაწილება, რომელიც მაღალ რისკს არ უქმნის ადამიანის ან/და ცხოველის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას და რომლის სათანადო დონემდე შემცირება ან აღმოფხვრა შესაძლებელია კონკრეტული საწარმოო პროცესის დროებით შეჩერების გარეშე, გამოიწვევს მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, სხვა ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით. ამ ქმედების განმეორებით ჩადენა კი, გამოიწვევს ბიზნესოპერატორის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის ზეგავლენის შეფასება მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება და შეთანხმებებს. საქართველოს აგრეთვე, ორმხრივ და კანონპროექტის მრავალმხრივ მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესი მხარდაჭერილი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით „FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ENPARD III-ის ფარგლებში“. ეს გულისხმობდა ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობას კანონპროექტის მომზადებაში; კანონპროექტის განხილვას დაინტერესებულ მხარეებთან და პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან; სასწავლო ვიზიტს საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას ISET კვლევითი ინსტიტუტის მიერ განხორციელდა ,,სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება. კერძოდ, შეფასდა პოლიტიკის ალტერნატივები (სტატუს ქვო და 3 ალტერნატივა), რომელთა შორის ხვდება ალტერნატივა 1 - წინამდებარე კანონპროექტით (საკანონმდებლო ინიციატივა) გათვალისწინებული მოწესრიგება. RIA-ს საბოლოო ანგარიშის თანახმად, „მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ალტერნატივა 1 არის სასურველი ალტერნატივა, რადგან ის ასოცირდება უმაღლეს ფულად და არაფულად სარგებელთან“. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული.