„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ შემდგომში-„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"
- „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ შემდგომში-„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი-„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ“ (07-3/288, 08.02.2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-13
ბიუროს ნომერი 223
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №45, 21.12.2009, მუხ. 320) მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ2“
ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ3“ ქვეპუნქტი:
„ზ3) „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის
შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნა მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური
პრობლემაა. მსოფლიოში ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული სურსათის 14% დაახლოებით, 400 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი - არ მიდის
მომხმარებლამდე
და
იკარგება
ღირებულებითი
ჯაჭვის
სხვადასხვა
ეტაპზე1.
ამავდროულად, 2019 წელს დაახლოებით 931 მლნ. ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა,
რომელთაგან 61% წარმოიქმნა ოჯახებიდან/შინამეურნეობებიდან, 26% - სურსათის
მომსახურების ობიექტებიდან, 13% კი - სარეალიზაციო ქსელებიდან. ამ მონაცემებზე
დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიოში წარმოებული სურსათის 17%
იფლანგება (11% - ოჯახებში/შინამეურნეობებში; 5% - სურსათის მომსახურების სფეროში;
2% - სარეალიზაციო ქსელში)2.
2020 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის
მაჩვენებელი საქართველოში წლიურად 261.1 კილოგრამია, მათ შორის მნიშვნელოვანი
წილი უკავია ბიოდეგრადირებად (სურსათის/ცხოველის საკვების) ნარჩენებს3. მაშინ, როცა
სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იყრება, საქართველოს მოსახლეობის 17,5% სიღარიბის
აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.4
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
1
FAO. 2019. The State of Food and Agriculture 2019. Moving forward on food loss and waste reduction.
Rome. Licence: CC BY-NC-SA 3.0 IGO. Available at: http://www.db.zs-intern.de/uploads/15711190502019FAOFoodWaste.pdf
2
United Nations Environment Programme (2021). Food Waste Index Report 2021. Nairobi. Available at:
https://www.unep.org/resources/report/unep-food-waste-index-report-2021
3
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2021. გარემოს სტატისტიკა.
https://tinyurl.com/mw7xee3d
4 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2021. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს
ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი. https://tinyurl.com/3v69vxzv
ამჟამად საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და
წაახალისებს სურსათის შეწირულობას. ამასთან, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების
მართვისა და სურსათის შეწირულობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების მოძიება და
ანალიზი საკმაოდ რთულია, რადგან ისინი ფაქტიურად არ გროვდება5. ჩარჩო
დოკუმენტით
(„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და
სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი) განსაზღვრული
რეგულაციების შეუფერხებელი აღსრულება რიგ შემთხვევაში სხვა საკანონმდებლო
აქტებში ცვლილების შეტანას საჭიროებს.
სწორედ ასეთი ნორმატიული აქტია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს
კანონი, რომლის მე-7 მუხლის 1-ლი პუნქტი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის
(შემდეგში - საქსტატი) უფლებამოსილებებს ჩამოთვლის და ადგენს, რომ გარდა
ჩამოთვლილისა, საქსტატის უფლებამოსილებაში მხოლოდ „ამ კანონითა და საქსტატის
დებულებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა“ შედის.
ამდენად, აუცილებელია „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში
შევიდეს
ცვლილება
დანაკარგებისა
და
საქსტატის
ნარჩენების
უფლებამოსილებებს
შემცირების
და
სურსათის
დაემატოს
„სურსათის
შეწირულობის
შესახებ“
კანონპროექტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, საქსტატის უფლებამოსილებას დაემატება „სურსათის
დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილება, რაც გულისხმობს სურსათის
დანაკარგებისა და ნარჩენების მდგომარეობის შესახებ გენდერულად სეგრეგირებულ
სტატისტიკური კვლევასა და ამისათვის საჭირო წლიური შეფასების სისტემისა და
მეთოდოლოგიის შემუშავებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7
მუხლის 1-ლი პუნქტს ემატება „ზ3“ ქვეპუნქტი შემდეგი შინაარსით: „სურსათის
5
შენიშვნა: ეს დასკვნა ეფუძნება რეგულირების ზეგავლენის შეფასებისა და გენდერული
ზეგავლენის შეფასების ანგარიშებს, რომლებიც ხელმისაწვდომია აქ: https://tinyurl.com/kevssn29
(RIA) https://tinyurl.com/3vnzjmab (GIA)
დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
უფლებამოსილება“,
კერძოდ,
სურსათის
დანაკარგებისა და ნარჩენების მდგომარეობის შესახებ გენდერულად სეგრეგირებულ
სტატისტიკური კვლევა და ამისათვის საჭირო წლიური შეფასების სისტემისა და
მეთოდოლოგიის შემუშავება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით
(პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია 2024 წლის 1 იანვრიდან, რათა საქსტატს
მიეცეს სათანადო დრო ახალი უფლებამოსილების შესრულების უზრუნველსაყოფად.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო
ბიუჯეტი, კერძოდ, საქსტატისთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტს
არ
ექნება
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი ითვალისწინებს საქსტატის ვალდებულებას სურსათის დანაკარგებისა და
ნარჩენების მდგომარეობის შესახებ გენდერულად სეგრეგირებულ სტატისტიკური
კვლევასა და ამისათვის საჭირო წლიური შეფასების სისტემისა და მეთოდოლოგიის
შემუშავებაზე, რასაც შესაძლოა გავლენა ჰქონდეს მისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე და
საჭიროების
შემთხვევაში
დაფინანსდება
მისთვის
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტს საშუალოვადიან პერიოდში არ ექნება პირდაპირი ფინანსური შედეგები იმ
პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის არ ექნება გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
გენდერული
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის არ ექნება გავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ხელშეკრულებებს
ეწინააღმდეგება
და
შეთანხმებებს.
საქართველოს
აგრეთვე,
ორმხრივ
და
კანონპროექტის
მრავალმხრივ
მომზადება
არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესი მხარდაჭერილი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის
მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით „FAO-ს
მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ENPARD III-ის ფარგლებში“. ეს
გულისხმობდა ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობას კანონპროექტის მომზადებაში;
კანონპროექტის განხილვას დაინტერესებულ მხარეებთან და პასუხისმგებელ სახელმწიფო
უწყებებთან; სასწავლო ვიზიტს საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადებისას ISET კვლევითი ინსტიტუტის მიერ განხორციელდა
,,სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ“
კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (თან ერთვის განმარტებით ბარათს).
კერძოდ, შეფასდა პოლიტიკის ალტერნატივები (სტატუს ქვო და 3 ალტერნატივა),
რომელთა შორის ხვდება ალტერნატივა 1 - წინამდებარე კანონპროექტით (საკანონმდებლო
ინიციატივა) გათვალისწინებული მოწესრიგება. RIA-ს საბოლოო ანგარიშის თანახმად,
„მრავალკრიტერიუმიანი
ანალიზის
საფუძველზე
შეიძლება
დავასკვნათ,
რომ
ალტერნატივა 1 არის სასურველი ალტერნატივა, რადგან ის ასოცირდება უმაღლეს ფულად
და არაფულად სარგებელთან“.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი
ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი,
მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი
ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი,
მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული.