„ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
08.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული
ნომერი
#07-3/288/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ შემდგომში-„სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ"

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-13
ბიუროს ნომერი 223

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. ნარჩენების მართვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.01.2015, სარეგისტრაციო კოდი: 360160000.05.001.017608) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-3 მუხლს „ჰ11“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ჰ12“ ქვეპუნქტი: „ჰ12) სურსათის ნარჩენები - ისე, როგორც განმარტებულია „სურსათის დანაკარგებისა და სურსათის ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულობის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 2. მე-6 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის, ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგიისა და სურსათის ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება ამ კოდექსის მე-11 მუხლის შესაბამისად;“. 3. მე-11 მუხლს მე-2 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. სამინისტრო შეიმუშავებს სურსათის ნარჩენების მართვის სტრატეგიას, რომელიც განსაზღვრავს ნაგავსაყრელზე განსათავსებელი სურსათის ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნებს და განსახორციელებელ ქმედებებს.“. 4. მე-12 მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის გარდა, შესაძლებელია შემუშავდეს ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმები, როგორებიცაა მდგრადი ორგანული დამბინძურებლები, ვერცხლისწყალი, სამედიცინო ნარჩენები, ცხოველური ნარჩენები, სურსათის ნარჩენები, აზბესტის ნარჩენები და სხვა. ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმები უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმას.“. 5. მე-13 მუხლის მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) მუნიციპალური ნარჩენების, მათ შორის, ბიოდეგრადირებადი ნარჩენების, სურსათის ნარჩენებისა და შეფუთვის ნარჩენების, სეპარირებული შეგროვებისა და აღდგენის სისტემის დანერგვისათვის დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნა მთელ მსოფლიოში ფუნდამენტური პრობლემაა. მსოფლიოში ადამიანის მოხმარებისთვის წარმოებული სურსათის 14% დაახლოებით, 400 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი - არ მიდის მომხმარებლამდე და იკარგება ღირებულებითი ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე1. ამავდროულად, 2019 წელს დაახლოებით 931 მლნ. ტონა სურსათის ნარჩენი დაგროვდა, რომელთაგან 61% წარმოიქმნა ოჯახებიდან/შინამეურნეობებიდან, 26% - სურსათის მომსახურების ობიექტებიდან, 13% კი - სარეალიზაციო ქსელებიდან. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მსოფლიოში წარმოებული სურსათის 17% იფლანგება (11% - ოჯახებში/შინამეურნეობებში; 5% - სურსათის მომსახურების სფეროში; 2% - სარეალიზაციო ქსელში)2. 2020 წლის მონაცემებით, ერთ სულ მოსახლეზე მუნიციპალური ნარჩენის წარმოქმნის მაჩვენებელი საქართველოში წლიურად 261.1 კილოგრამია, მათ შორის მნიშვნელოვანი წილი უკავია ბიოდეგრადირებად (სურსათის/ცხოველის საკვების) ნარჩენებს3. მაშინ, როცა სურსათის მნიშვნელოვანი ნაწილი იყრება, საქართველოს მოსახლეობის 17,5% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს.4 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: 1 FAO. 2019. The State of Food and Agriculture 2019. Moving forward on food loss and waste reduction. Rome. Licence: CC BY-NC-SA 3.0 IGO. Available at: http://www.db.zs-intern.de/uploads/15711190502019FAOFoodWaste.pdf 2 United Nations Environment Programme (2021). Food Waste Index Report 2021. Nairobi. Available at: https://www.unep.org/resources/report/unep-food-waste-index-report-2021 3 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2021. გარემოს სტატისტიკა. https://tinyurl.com/mw7xee3d 4 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. 2021. სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი. https://tinyurl.com/3v69vxzv ამჟამად საქართველოში არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს და წაახალისებს სურსათის შეწირულობას. ნარჩენების მართვის კოდექსი არეგულირებს ნარჩენების მართვის სფეროს და მიზნად ისახავს, „ხელი შეუწყოს ნარჩენების პრევენციას და მათი ხელახალი გამოყენების ზრდას, ნარჩენების გარემოსთვის უსაფრთხო გზით დამუშავებას.“ კოდექსი განიხილავს სურსათის ნარჩენების მართვის საკითხებსაც, თუმცა სურსათის ნარჩენი ცალკე განმარტებული არ არის და შედის ბიოდეგრადირებად ნარჩენებში. კოდექსი ბიოდეგრადირებად ნარჩენებს განმარტავს შემდეგნაირად – „ნარჩენები, რომლებიც ექვემდებარება ანაერობულ ან აერობულ დაშლას, მათ შორის, სურსათის/ცხოველის საკვების ნარჩენები, ბაღის/პარკის ნარჩენები, ქაღალდი, მუყაო“ (მე3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტი). კოდექსი ითვალისწინებს ქვეყანაში ნარჩენების მართვის დაგეგმვის კომპლექსური სისტემის ჩამოყალიბებას; ამასთანავე, განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვალდებულებას, შეიმუშაოს ნარჩენების მართვის 15-წლიანი ეროვნული სტრატეგია, ასევე, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ - ნარჩენების მართვის 5-წლიანი ეროვნული სამოქმედო გეგმა და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია. ეს უკანასკნელი ჯერ-ჯერობით არ შემუშავებულა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შეწირულობის შესახებ ძირითადი კანონის მიღებასთან ერთად, ნარჩენების მართვის მომწესრიგებელ ნორმატიულ აქტშიც განისაზღვროს შესაბამისი პრინციპები. ნარჩენების მართვის კოდექსი კი, სწორედ ეს ნორმატიული აქტია. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად:  განისაზღვრება ტერმინის „სურსათის ნარჩენები“ მნიშვნელობა;  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის კომპეტენციად განისაზღვრება სურსათის მეურნეობის სამინისტროს ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება;  შესაძლებელი გახდება ცალკეულად სურსათის ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა კოდექსის მე-3, მე-6, მე-11მე-13 მუხლებში. კერძოდ:  ტერმინთა განმარტებას ემატება „სურსათის ნარჩენები“;  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ევალება სურსათის ნარჩენების მართვის სტრატეგიის შემუშავება;  ნარჩენების მართვის სტრატეგიების მომწესრიგებელ მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის თანახმად, სამინისტრო შეიმუშავებს სურსათის ნარჩენების მართვის სტრატეგიას, რომელიც განსაზღვრავს ნაგავსაყრელზე განსათავსებელი სურსათის ნარჩენების რაოდენობის შემცირების მიზნებს და განსახორციელებელ ქმედებებს;  შესაძლებელი ხდება სურსათის ნარჩენების, როგორც ცალკეული სახეობის ნარჩენების მართვის გეგმის დამტკიცება;  მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, უნდა მოიცავდეს იმ ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას, რომელიც სპეციფიურად სურსათის ნარჩენების მართვას უკავშირდება. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით (პროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, კანონპროექტის ამოქმედება გათვალისწინებულია გამოქვეყნებისთანავე. კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): საშუალოვადიან პერიოდში ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები, საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის მუნიციპალიტეტის გამოყოფილი ბიუჯეტიდან. ავტონომიური რესპუბლიკის ბ.ბ) ასიგნებების კანონპროექტის რესპუბლიკური ან/და ფარგლებში გავლენა და სახელმწიფო, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს არ ექნება გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტების მიღების ვალდებულებასა და შესაძლებლობას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსათვის და არსებულ ან მისაღებ სტრატეგიულ დოკუმენტებში სურსათის ნარჩენების საკითხის გათვალისწინებას მუნიციპალიტეტებისათვის. ამდენად, ამას შესაძლოა გავლენა ჰქონდეს, შესაბამისად, სამინისტროსა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე და საჭიროების შემთხვევაში დაფინანსდება მისთვის გამოყოფილი რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს საშუალოვადიან პერიოდში არ ექნება პირდაპირი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის არ ექნება გავლენა ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის არ ექნება გავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ხელშეკრულებებს ეწინააღმდეგება და შეთანხმებებს. საქართველოს აგრეთვე, ორმხრივ და კანონპროექტის მრავალმხრივ მომზადება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესი მხარდაჭერილი იყო გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ, ევროკავშირის ფინანსური დახმარებით „FAO-ს მხარდაჭერა საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორს ENPARD III-ის ფარგლებში“. ეს გულისხმობდა ადგილობრივი ექსპერტის მონაწილეობას კანონპროექტის მომზადებაში; კანონპროექტის განხილვას დაინტერესებულ მხარეებთან და პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებთან; სასწავლო ვიზიტს საფრანგეთსა და ბელგიის სამეფოში. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადებისას ISET კვლევითი ინსტიტუტის მიერ განხორციელდა ,,სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირების, სურსათის შეწირულობის შესახებ“ კანონპროექტის რეგულირების ზეგავლენის შეფასება (თან ერთვის განმარტებით ბარათს). კერძოდ, შეფასდა პოლიტიკის ალტერნატივები (სტატუს ქვო და 3 ალტერნატივა), რომელთა შორის ხვდება ალტერნატივა 1 - წინამდებარე კანონპროექტით (საკანონმდებლო ინიციატივა) გათვალისწინებული მოწესრიგება. RIA-ს საბოლოო ანგარიშის თანახმად, „მრავალკრიტერიუმიანი ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ ალტერნატივა 1 არის სასურველი ალტერნატივა, რადგან ის ასოცირდება უმაღლეს ფულად და არაფულად სარგებელთან“. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ხატია წილოსანი, ნინო წილოსანი, გიორგი ცაგარეიშვილი, გოგი მეშველიანი, რამინა ბერაძე, ბექა დავითულიანი, ნინო იობაშვილი, მაია მენაღარიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, ელგუჯა გოცირიძე, გელა სამხარაული.