საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში.

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2023
ავტორი
საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი
ნომერი
#2-2381/23/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2023-05-31
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული 149-XIმს-Xმპ, 31/05/2023

📜 ტექსტი

წერილი
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 2-2381/23 20-02-2023 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გიგზავნით საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. დანართი: 28 გვერდი. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე კახა კახიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში 1 სარჩევი რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის ................................................. 1 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ..................................................................................................... 1 შესავალი ........................................................................................................................................... 3 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე ............................................................................................. 3 კომიტეტის მიზნები ..................................................................................................................... 3 კომიტეტის საქმიანობა ............................................................................................................... 3 კომიტეტის შემადგენლობა ......................................................................................................... 4 მთავარი მიღწევები და გამოწვევები ............................................................................................. 4 სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები.............................................................................. 5 კანონშემოქმედებითი საქმიანობა ................................................................................................ 5 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები ............................................ 5 სხვა კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები .................................................... 6 კომიტეტის საკონტროლო მიმართულება ................................................................................. 18 პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშების მოსმენა.......................... 18 საბიუჯეტო ზედამხედველობა ................................................................................................. 19 კომიტეტის გასვლითი სხდომები ............................................................................................ 20 თემატური მოკვლევა ................................................................................................................. 22 ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი..................................................................... 23 წარმომადგენლობითი მიმართულება........................................................................................ 23 მოქალაქეებთან ურთიერთობა ................................................................................................ 23 საკანონმდებლო წინადადებები .............................................................................................. 24 პეტიციები .................................................................................................................................... 25 საერთაშორისო ხელშეკრულებები.......................................................................................... 25 კომიტეტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება.................................................................. 27 სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო .......................................................................................... 27 სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა .................................................................... 27 2 შესავალი 2022 წელი, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტისთვის (შემდგომშიკომიტეტი) გამოირჩეოდა აქტიური საქმიანობით. კომიტეტის თავმჯდომარედ მიმდინარე წლის სექტემბერში არჩეულ იქნა პარლამენტის წევრი კახა კახიშვილი. საანგარიშო პერიოდში კომიტეტი კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, კომიტეტის დებულებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად წინასწარ ამზადებდა საკანონმდებლო საკითხებს, ხელს უწყობდა პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებას და აკონტროლებდა პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებისა და საქართველოს მთავრობის საქმიანობას. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს კომიტეტის საქმიანობის ანგარიშს და მოიცავს 2022 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, კომიტეტის მიერ განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვას. ანგარიშში წარმოდგენილია კომიტეტის ზოგადი საქმიანობა, მთავარი მიღწევები და გამოწვევები, კომიტეტის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული აქტივობების შესრულების მდგომარეობა, კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საკონტროლო ფუნქციების შესასრულებლად გაწეული აქტივობები და სხვა მიმართულებები. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის საქმიანობა დარეგულირებულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით. კომიტეტის საქმიანობის სფერო მოიცავს რეგიონული პოლიტიკის, ადგილობრივი თვითმმართველობის, დეცენტრალიზაციისა და მაღალმთიანი რეგიონების განვითარების საკითხებს. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში ეწევა საკანონმდებლო და საკონტროლო საქმიანობას. კომიტეტის მიზნები კომიტეტის მიზანს წარმოადგენს, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარებისთვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნა, საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელებაში ხელშეწყობა, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების უზრუნველყოფა, ამ სფეროში მიმდინარე პროცესებზე ზედამხედველობა, სუბსიდიარობის პრინციპზე დაფუძნებული უფლებამოსილებების გამიჯვნის მიღწევა. კომიტეტის საქმიანობა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტმა, ჩაატარა 27 სხდომა, წამყვანი კომიტეტის სტატუსით განიხილა 2, ხოლო სავალდებულო კომიტეტის სტატუსით განიხილა 29 კანონის პროექტი. გარდა ამისა განხილული იყო 20 სარატიფიკაციოდ წარმოდგენილი დოკუმენტი და 1 საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტმა ბიუროს წარუდგინა თემატური მოკვლევის ჯგუფის მიერ შემუშავებული დასკვნა „მუნიციპალიტეტების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის შესახებ“ და ჩაატარა ორი გასვლითი საკომიტეტო სხდომა კახეთისა და გურიის მხარეებში. 3 კომიტეტის შემადგენლობა 2022 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, კომიტეტის შემადგენლობაში იყო 12 პარლამენტის წევრი: კახა კახიშვილი (კომიტეტის თავმჯდომარე), ირაკლი ზარქუა (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე), ედიშერ თოლორაია (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე), ანზორ ბოლქვაძე, ბექა დავითულიანი, ზაურ დარგალი, დიმიტრი სამხარაძე, დავით უსუფაშვილი, ანა წითლიძე, შოთა ხაბარელი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ვიქტორ ჯაფარიძე. მთავარი მიღწევები და გამოწვევები კომიტეტი, თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს, როგორც კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის და კომიტეტის დებულების. ადგილობრივი თვითმმართველობების განვითარების მიმართულებით, აგრეთვე უმნიშვნელოვანესი დოკუმენტია საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული დეცენტრალიზაციის 2020 − 2025 წლების სტრატეგია. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, მუნიციპალიტეტებისთვის მეტი უფლებამოსილების გადაცემა, კომპეტენციის შესწავლისა და მათთვის ფინანსური რესურსების გამოყოფის შედეგად. აღნიშნული მიმართულებით კომიტეტმა წლის განმავლობაში განიხილა ორი კანონის პროექტი: ა) საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/211; 18.05.2022) ბ) საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/184;16.09.2022) წარმოდგენილი ცვლილებები, ითვალისწინებენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა გარკვეულ მუხლებზე, მუნიციპალიტეტებისთვის დაჯარიმების უფლების მინიჭებას, მსგავსად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა. კომიტეტმა იმსჯელა იმაზე, რომ აუცილებელია მუნიციპალიტეტებისთვის თანაბარი უფლებების მიცემა, საკუთარ ადმინისტრაციულ საზღვრებში სხვადასხვა საზოგადოებრივი საჭიროებების უფრო ეფექტიანი მართვისთვის. გარდა ამისა, კომიტეტი მიიჩნევს რომ აღნიშნული პროექტების მიღება გააძლიერებს მუნიციპალიტეტების საზედამხედველო სამსახურების მუშაობას და დადებითად აისახება საზოგადოების კეთილდღეობაზე. შესაბამისად, კომიტეტმა მხარი დაუჭირა ორივე პროექტს. კომიტეტმა აგრეთვე განიხილა საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/261; 26.10.2022). წარმოდგენილი კანონის პროექტით, გაიმიჯნა, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები საკრებულოს დღის წესრიგის შემუშავებისა და დამტკიცების მიმართულებით. გარდა ამისა, შეიცვალა მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საფუძვლები და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 4 3 თვეში ბიუჯეტის არ დამტკიცება აღარ ხდება მერის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი. გარდა ამისა, ამ შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აღნიშნული საკრებულო განაგრძობს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებას ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე. კომიტეტი გამოწვევად მიიჩნევს, რომ მუნიციპალიტეტების საკრებულოებს ჯერ კიდევ სჭირდება გაძლიერება, მეტი კონტროლის მექანიზმების მიცემა და მომდევნო წლებში გეგმავს იმუშავოს ამ მიმართულებით. სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები კომიტეტი საანგარიშო წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა 2022 წლის სამოქმედო გეგმით. გეგმით გათვალისწინებული კანონის პროექტებიდან შეიმუშავა ერთი კანონპროექტი, განიხილა ერთი, დაიწყო მუშაობა ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლზე და მოუსმინა სამ ინფორმაციას პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სუბიექტებიდან. კანონშემოქმედებითი საქმიანობა კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო, საქართველოს კანონში „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების განხორციელება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის, სანქცია გათვალისწინებული იყო მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტების გათანაბრებას. ამ ამოცანის შესასრულებლად კომიტეტმა ორი კანონის პროექტი განიხილა.1 წამყვანი კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები • საქართველოს პარლამენტის წევრების: ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის, გიორგი ხოჯევანიშვილის, ბექა ლილუაშვილის, შალვა კერესელიძისა და ალექსანდრე მოწერელიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№07-3/97; 08.07.2021) წარმოდგენილი ინიციატივა ითვალისწინებდა მოქალაქეთა მონაწილეობის ახალი ფორმის „სახალხო ბიუჯეტირების“ გაჩენას საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“. გარდა ამისა მუნიციპალიტეტს უჩნდებოდა ვალდებულება, განახორციელოს სახალხო ბიუჯეტირების პროცესი, გარდა ამისა დგინდებოდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახალხო ბიუჯეტირებით განკარგვის მინიმალური ჭერი, რომელიც კანონპროექტის მიღების შემთხვევაში შეადგენდა საქართველოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არანაკლებ 3%-ს. კომიტეტმა, იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტებს სურვილის და შესაძლებლობის შემთხვევაში, ახლაც შეუძლიათ გამოიყენონ მონაწილეობითი ბიუჯეტირების ფორმა საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 85-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილად არ მიიჩნია ამ ფორმის დამატებითი რეგლამენტაცია და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში. მთავარი მიღწევები და გამოწვევები. 1 5 • მუნიციპალიტეტებს დაუტოვა მაქსიმალური თავისუფლება ინდივიდუალურ გარემოებებზე მორგებული პროცესების წარმართვისთვის. საქართველოს პარლამენტის წევრების: კახა კახიშვილის, ვიქტორ ჯაფარიძის, ანტონ ობოლაშვილისა და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/261; 26.10.2022) წარმოდგენილი ცვლილებებით, მოწესრიგდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს დღის წესრიგის პროექტის შედგენისა და მისი საკრებულოსთვის დასამტკიცებლად წარდგენის საკითხი. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, მერს აღარ უწყდება უფლებამოსილება, ხოლო საკრებულოს წევრები ასრულებენ მოვალეობას ახალარჩეული საკრებულოს პირველ შეკრებამდე. სხვა კომიტეტის სტატუსით განხილული კანონპროექტები • • საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი მეშველიანის, ირაკლი ხახუბიას, ბექა დავითულიანის, ლევან ქარუმიძისა და დავით კაჭარავას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურისა და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/134; 08.12.2021) წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შედეგად, შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც სავალდებულო გახდება განაშენიანების დეტალური გეგმის, აგრეთვე მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობებისა და მშენებლობის ნებართვის მიღების მიზნით წარსადგენ დოკუმენტებს შორის გამწვანების პროექტის შემუშავება და შეთანხმება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებს: „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№072/111; 22.12.2021). წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი - გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს სტრუქტურაში გადავა. შესაბამისად ცვლილება შედის კოდექსის ყველა იმ მუხლში, სადაც გაწერილია სამინისტროს კომპეტენციები გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში და მუხლებში „სამინისტროს“ ნაცვლად 6 • • • • მიეთითება „სააგენტო“. ასევე, გაიმიჯნა კომპეტენციები სამინისტროსა და სააგენტოს შორის. სამინისტრო კვლავ იქნება დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი და განსაზღვრავს სფეროს რეგულირებისათვის პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს იმ სამართლებრივი აქტების საფუძველზე, რომლის მიღებაც სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს კოდექსიდან გამომდინარე, ხოლო უშუალოდ აღსრულების ნაწილში ფუნქცია მოვალეობები გადაეცემა სააგენტოს, რომელიც პრაქტიკაში მოახდენს გარემოზე ზემოქმედების პროცესის ეფექტიან და სწორ იმპლემენტაციას. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/89; 19.11.2021) წარმოდგენილი ცვლილებით, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს ნორმატიული აქტით, ავტონომიური რესპუბლიკის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების გადასაწყვეტად შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, მსგავსად მთავრობის მიერ შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირისა, მიეცემა გრანტის გაცემის უფლება. აღნიშნული უფლება ავტონომიური რესპუბლიკის მიერ დაფუძნებულ სსიპ-ებში მოიცავს გრანტებს ახალგაზრდული პროექტების განსახორციელებლად და დასაქმების ხელშესაწყობად. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/127; 02.03.2022) წარმოდგენილი ცვლილებით, კოლხეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი გაიზარდა 671,5 ჰექტარით და გახდება 44980 ჰექტარი. აქედან სახმელეთო ფართობი იზრდება 196,5 ჰექტარით და ხდება - 29 229 ჰექტარი, ხოლო ზღვის აკვატორია იზრდება 475 ჰა-თი და ხდება 15751 ჰა. მე-2 მუხლით დარეგულირებულია კოლხეთის ეროვნული პარკის გაზრდილ ტერიტორიაზე ფიზიკური და იურიდიული პირების საკუთრებასთან, ასევე წიაღის და ნავთობის/გაზის ლიცენზიებთან დაკავშირებული საკითხები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: ,,მაჭახლის დაცული ლანდშაფტის შექმნისა და მართვის შესახებ“ და ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/114; 10.01.2022); წარმოდგენილი საკანონმდებლო ინიციატივით შეიქმნა მაჭახლის დაცული ლანდშაფტი, რომელიც ხელს უწყობს მაჭახლის ხეობაში ბიოლოგიური მრავალფეროვნებით, ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული ტერიტორიების დაცვას, აღდგენას და გონივრულ გამოყენებას; კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს; საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ხათუნა კვიციანის, მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის, თეონა აქუბარდიას, რამინა ბერაძისა და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ 7 • საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს კანონების პროექტებს: „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/172; 23.02.2022) „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლში და ახალი რედაქციით ყალიბდება პირველი და მეორე პუნქტები: „1. ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებას თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, ამ კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოფენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, საქართველოს პროკურატურის ორგანოები და სასამართლო ორგანოები, აგრეთვე თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ორგანოები . ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისას შესაბამისმა სახელმწიფო და მუნიციპალიტეტის ორგანოებმა შეიძლება ითანამშრომლონ ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობისა და ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ ინსტიტუტებთან და უზრუნველყონ ერთობლივი პროექტების დაგეგმვა და განხორციელება.”. ამავე მუხლის მე-6 პუნქტი კი პირდაპირ მიუთითებს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსზე“, რომლის შესაბამისადაც უნდა განახორციელონ მუნიციპალიტეტის ორგანოებმა ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებები/პროგრამები. წარმოდგენილ ცვლილებებს, კომიტეტმა მცირეოდენი შენიშვნებით მხარი დაუჭირა. შენიშვნები შეეხებოდა პაკეტში წარმოდგენილ „საქართველოს ორგანული კანონის პროექტს „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, რომელიც აღარ იქნა მხარდაჭერილი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისას, აგრეთვე „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებს დაემატა შემდეგი ჩანაწერი: „მუნიციპალიტეტების ორგანოები ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის პრევენციის, ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების ღონისძიებებს ახორციელებენ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში.“ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და 8 • • „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/125; 23.02/2022) „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით, ამავე კოდექსით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის განსაზღვრული უფლება– მოვალეობები გადაეცემა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს. სააგენტოს სტრუქტურა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. სააგენტოს ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. წარმოდგენილი რედაქციით იცვლება განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიებზე და ზონებში განაშენიანების გეგმის, განაშენიანების დეტალური გეგმის დამტკიცების წესი. აღნიშნულ გეგმებს დაამტკიცებს სააგენტო. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/88; 19.11.2021) „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტების თანახმად, კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში უნდა აღინიშნოს კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. კანონის ზემოაღნიშნული ჩანაწერი საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებისას, მის ავტორს ავალდებულებს, რომ დასაინიცირებელი კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) მოახდინოს მხოლოდ სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზე. ვინაიდან საქართველოში არსებობს კიდევ ერთი დონის ბიუჯეტი - ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური, მიზანშეწონილია, თითოეული კანონპროექტის განმარტებით ბარათში, ასევე აღნიშნული იყოს თუ რა გავლენას მოახდენს კონკრეტული კანონპროექტი ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტის საშემოსავლო და ხარჯვით ნაწილზეც. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, მაია ბითაძის, ირაკლი ზარქუას, სოზარ სუბარის, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია მენაღარიშვილის, ქეთევან დუმბაძის, გიორგი ცაგარეიშვილის, ედიშერ თოლორაიასა და ვიქტორ ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/183;23.03.2022) წარმოდგენილი ცვლილებით, მოსაკრებლის (მოსაკრებელი სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის) გადამხდელებს ეძლევათ შესაძლებლობა მიმართონ მუნიციპალიტეტს განცხადებით და მოითხოვონ მოსაკრებლის განაწილვადება. ამასთან, მოსაკრებლის გადამხდელები აღნიშნული განცხადებით კისრულობს შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების 9 • • უფლებამოსილი ორგანოსათვის მოსაკრებლის გადამხდელის მიერ განსაზღვრულ ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 2025 წლის 1 იანვრისა, წარდგენისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღებისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაკმაყოფილების ვალდებულებას. გარდა ამისა ამავე პუნქტში ხდება ერთი საკითხის ტექნიკური დაზუსტება, კერძოდ დაზუსტებას საჭიროებდა თუ რა იგულისხმებოდა „2017 წლის 1 ივნისის მდგომარეობით მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებაში“, როგორც ერთ-ერთ აუცილებელ პირობაში. პროექტის მიხედვით ზუსტდება, რომ სპეციალური (ზონალური) შეთანხმების გაცემისათვის მოსაკრებლის გადამხდელთან მოსაკრებლის გადახდის განწილვადების თაობაზე შეთანხმების დადება შესაძლებელია თუ სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გაცემულია 2017 წლის 1 ივნისის ჩათვლით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ცვლილებებს. საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი მეძმარიაშვილის, მაია ბითაძის, მიხეილ ყაველაშვილის, ქეთევან დუმბაძის, მაია მენაღარიშვილის, ირაკლი მეზურნიშვილისა და ნოდარ ტურძელაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ“ (№07-3/180;16.03.2022) კანონის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა, რომ საჯარო ზედამხედველობის შესაბამისი ორგანოსთვის საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისთვის სამშენებლო სამართალდამრღვევს 2022 წლის 1 იანვრამდე არ დაეკისრებოდა კოდექსის 132-ე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. წარმოდგენილი კანონპროექტი კი ითვალისწინებს ამ ვადის გადაწევას 1 წლით, 2023 წლის 1 იანვრამდე. ამასთან, აღსანიშნავია, ის გარემოება, რომ საეტაპო ოქმის დადგენილი წესით წარუდგენლობისათვის განსაზღვრული ჯარიმისგან გათავისუფლება, არ გულისხმობს შენობა-ნაგებობების მშენებლობის ნებართვის მფლობელის/ აკრედიტირებული ინსპექტირების ორგანოს ან/და სერტიფიცირებულ ექსპერტის ვალდებულებისაგან გათავისუფლებას დადგენილი წესით წარადგინონ საეტაპო ოქმები. ანუ, ასეთ შემთხვევაში, პირი მაინც იქნება ვალდებული დადგენილ ვადებში წარადგინოს საეტაპო ოქმი. მითითებული მუხლის მიზნებიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი სუბიექტის მიერ 2023 წლის 1 იანვრამდე მშენებლობის საჯარო ზედამხედველობის ორგანოში დადგენილი წესით არ იქნა შესაბამისი საეტაპო ოქმი წარდგენილი, აღნიშნული სამართალდარღვევისთვის არ დაეკისრება პასუხისმგებლობა, ხოლო 2023 წლის 1 იანვრის შემდგომ, თუ სუბიექტის მიერ, დადგენილი წესით არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ეტაპის ამსახველი დოკუმენტაცია, სამართალდამრღვევი პირი დაჯარიმდება შესაბამისი კლასისათვის დადგენილი საჯარიმო სანქციით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. „ქართული ოცნება“ საპარლამენტო ფრაქციის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№073/201; 27.04.2022) კანონპროექტის ძირითადი არსია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემდგომი დახვეწა, სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალების მოძრაობისათვის განკუთვნილ სპეციალურ ზოლში („BUS LANE“) 10 • • • სამარშრუტო სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული ან/და დაშვებული მსუბუქი ავტომობილისთვის – ტაქსისთვის (M1 კატეგორია) მოძრაობის, გაჩერების ან დგომის უფლების მინიჭება, აგრეთვე საჯარიმო სანქციის გავრცელება მიწისქვეშა ელექტროტრანსპორტით (მეტრო) და საბაგირო გზით გადაყვანის განხორციელებისას უბილეთოდ მგზავრობის შემთხვევებშიც, ასევე ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ განსაზღვრული სატრანსპორტო საშუალების სახეობის გარდა სხვა სახის სატრანსპორტო საშუალების დგომისათვის სანქციის დაწესება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, რატი იონათამიშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/207; 04.05.2022) წარმოდგენილი ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში არჩეული წევრის უფლებამოსილება, დაიწყება ამ არჩევნების საბოლოო შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან მე-11 დღიდან. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „კვერეთის აღკვეთილის შექმნისა და მართვის შესახებ“ (№07-2/145; 11.05.2022) კანონპროექტის მიღების შედეგად, საჩხერის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 14797 ჰა ფართობს, მიენიჭება „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული აღკვეთილის სტატუსი და შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია - კვერეთის აღკვეთილი. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/163; 15.06.2022). წარმოდგენილი კანონის პროექტის შესაბამისად, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონებში ხორციელდება ცვლილება და ქ. ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე ქ. ბათუმის ადმინისტრაციულ საზღვრებში უნდა შეჩერდეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის გადამეტების ნაწილში. აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღების უფლება ენიჭება ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის მერს. გარდა ამისა, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში 11 • შესატანი ცვლილებით, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის ექსპროპრიაციის დასაშვებობის მიზნებს დაემატა სახელმწიფო/მუნიციპალური მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში ავარიული საცხოვრებელი სახლების დემონტაჟი. კომიტეტმა, „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით გამოთქვა შენიშვნები, რომ დაზუსტებულიყო აღნიშნული შეზღუდვის ფარგლები და კრიტერიუმები. რა შემთხვევაში და რა პირობებით შეიძლება მოხდეს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა იმგვარად, რომ პირი არ დაზარალდეს და არასათანადოდ არ მოხდეს უფლების შეზღუდვა. აღნიშნული შენიშვნების გათვალისწინებით კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო შესყიდვების შესახებ“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 12 • „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/158; 08.06.2022) კანონპროექტი მიზნად ისახავს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ევროდირექტივებით დადგენილი რეგულაციების იმპლემენტაციას ეროვნულ კანონმდებლობაში. საგულისხმოა, რომ კანონპროექტით კარდინალურ რეფორმირებას განიცდის ამჟამად მოქმედი სახელმწიფო შესყიდვების სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობა. კერძოდ, ევროდირექტივების შესაბამისი რეგულაციების გათვალისწინებით, იცვლება საჯარო შესყიდვებთან დაკავშირებული არაერთი მიდგომა თუ ასპექტი, მათ შორის, ინერგება საჯარო შესყიდვის ახალი პროცედურები, ინსტრუმენტები და ინოვაციური მიდგომები. აღსანიშნავია, რომ კანონპროექტი, ერთი მხრივ, ქმნის განჭვრეტად და მოქნილ გარემოს საჯარო შესყიდვის პროცედურებში ბიზნეს სუბიექტების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად, ხოლო, მეორე მხრივ, განსაზღვრავს ეფექტიან მექანიზმებს საჯარო შესყიდვებისთვის განკუთვნილი სახსრების რაციონალურად, გამჭვირვალედ და კანონის მოთხოვნათა დაცვით განსახორციელებლად. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ეკა სეფაშვილის, ბეჟან წაქაძის, ირმა ზავრადაშვილის, რამინა (რიმა) ბერაძის, ნინო წილოსანის, ლევან მგალობლიშვილისა და გოჩა ენუქიძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (№07-3/220; 08.06.2022). „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის რადიაციული ან ბირთვული ობიექტების მშენებლობისა) ნებართვისათვის მოსაკრებლის ოდენობის გაზრდას 4 ლარიდან 10 ლარამდე, ხოლო საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის – 5 ლარიდან 11 ლარამდე. მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა არ ეხება ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობებს, რა დროსაც მოსაკრებლის ოდენობა ისევ დარჩება არაუმეტეს 4 ლარი. იმის გათვალისწინებით, რომ მოსაკრებლის გადამხდელისათვის ეს არ იყოს ფინანსური ხარჯის დაუგეგმავი ზრდა, მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა გათვალისწინებულია ეტაპობრივად, კერძოდ: 2023 წლის 1 იანვრიდან 6 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 8 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 10 ლარამდე. რაც შეეხება საკურორტო ზონაში სამრეწველო ობიექტის მშენებლობისათვის 2023 წლის 1 იანვრიდან 7 ლარამდე, 2024 წლის 1 იანვრიდან 9 ლარამდე და 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ლარამდე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. 13 • • • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები „ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/160; 08.06.2022). კანონპროექტის მიზანია მოაწესრიგოს ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების სამართლებრივი მექანიზმი, ასევე დაადგინოს ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიების მართვის სისტემა; უზრუნველყოს აღნიშნულ ტერიტორიებზე ეროვნულ და ცალკეულ შემთხვევებში საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დაცვა, რაც ადამიანის მიერ სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ და „გლობალურ წითელ ნუსხაში“ შეტანილი გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა, აღდგენა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის შექმნისა და მართვის შესახებ“ (№07-2/159; 08.06.2022). წარმოდგენილი ცვლილებებით რეგულირდება ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის (შემდგომში - სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია) შექმნისა და მართვის სფეროში წარმოშობილი ძირითადი სამართლებრივი ურთიერთობები. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. საქართველოს პარლამენტის წევრების დავით სონღულაშვილის, ბეჟან წაქაძის, ეკა სეფაშვილის, ვასილ ჩიგოგიძის, გოჩა ენუქიძის, გელა სამხარაულის, რამინა ბერაძისა და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ და ,,არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-3/245;21.09.2022) წარმოდგენილი კანონის პროექტით, მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველად განისაზღვრება მხოლოდ აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოები და უქმდება სერტიფიცირებული ექსპერტის სტატუსი. სერტიფიცირებული ექსპერტის სტატუსის გაუქმების მიზეზი არის ის, რომ მშენებლობის ზედამხედველობა კომპლექსური პროცესია და მოცულობითი სამუშაოს განხორციელებასთან, სხვადასხვა კვალიფიკაციის ექსპერტთა ჩართულობასთან და მთელ რიგ ლაბორატორიულ გამოცდებთან/კვლევებთან არის დაკავშირებული, რასაც ერთი, თუნდაც სერტიფიცირებული ზედამხედველი ექსპერტი ვერ უზრუნველყოფს. გარდა ამისა, კანონპროექტით საქართველოს მთავრობას აღარ ევალება შემდეგი დადგენილების მიღება „აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“, ვინაიდან აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოების მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესი და პასუხისმგებლობის დაზღვევის საკითხები უკვე დარეგულირებულია შესაბამისი სტანდარტით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. 14 • • • საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/183; 14.09.2022) კანონპროექტის თანახმად, 141-ე მუხლს ემატება მე-161 ნაწილი, რომელიც ეხება ისეთ ქალაქთმშენებლობით გეგმებში ცვლილებების შეტანას, რომლებიც კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით გადამტკიცდა 2019 წლის 3 დეკემბრამდე ან/და რომლებიც დამტკიცდა 2019 წლის 3 ივნისამდე დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძველზე. აღნიშნულ გეგმებს შესაძლებელია არ ჰქონდეს გავლილი კონცეფციის დამტკიცების სტადია (გეგმის დამტკიცების პირველი სტადია), რადგან მისი კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა განხორციელდა არაარსებითი ცვლილების შეტანის გზით (რომლის დროსაც კოდექსის 42-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად I სტადია არ ხორციელდება) ან/და გეგმის დამტკიცება განხორციელდა უკვე დამტკიცებული გეგმარებითი დავალების საფუძველზე (რომელიც კოდექსის ძალაში შესვლამდე მოქმედი კანონმდებლობის თანახმად წარმოადგენდა გეგმის დამტკიცების პირველი სტადიას). მოქმედი რედაქციის თანახმად, ხსენებულ გეგმებში არსებითი ცვლილების განხორციელებისას აუცილებელია კონცეფციაში ცვლილებების შეტანაც და ვინაიდან, ისინი დამტკიცდა კონცეფციის გარეშე, საჭიროა გეგმის კონცეფციის მომზადება ცვლილებების განხორციელების მიზნით. აღნიშნული კი აფერხებს და პრაქტიკაში შეუძლებელს ხდის ქალაქთმშენებლობით გეგმაში ცვლილების შეტანას. წარმოდგენილი პროექტით, იმ ქალაქთმშენებლობით გეგმებში, რომლებიც დამტკიცებულია კონცეფციის გარეშე, ცვლილების შეტანასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება განხორციელდება შესაბამისი გეგმის ცვლილების პროექტის განხილვითა და დამტკიცებით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევაში, საკუთარ მიწის ნაკვეთზე გეგმარებითი პირობების შეცვლით დაინტერესებულ პირს ექნება შესაძლებლობა მოითხოვოს ქალაქთმშენებლობით გეგმის პროექტში ცვლილების შეტანა უშუალოდ გეგმის პროექტის ცვლილებით, მთელი დასახლებისთვის გეგმის კონცეფციის მომზადების ვალდებულების გარეშე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ (№07-2/169; 21.07.2022) კანონპროექტის მიღების შედეგად, რაჭაში, ონის მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალი დაცული ტერიტორია - რაჭის დაცული ტერიტორიები. რაჭის ეროვნული პარკი იქმნება ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული საზღვრების ფარგლებში მოქცეულ ტერიტორიაზე, რომლის საერთო ფართობი შეადგენს 50835 ჰექტარს; რაჭის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია (დამხმარე ზონა) მდებარეობს ონის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში და მოიცავს შემდეგ დასახლებულ პუნქტებს: უწერა, გლოლა, ჭიორა, ღები, პატარა ღები, გონა (საერთო ფართობი − 550 ჰექტარი რაჭის დაცული ტერიტორიების დაარსება ხელს შეუწყობს ბიომრავალფეროვნების დაცვას, „ეკო-დერეფნების“ ქსელის გაფართოებას, ასევე, ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვას და დასაქმებას ტურისტულ სერვისებში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ ინიციატივას. საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (N07-3/227;28.06.2022) 15 • • • კანონპროექტში წარმოდგენილი ცვლილებებით ყალიბდება სპორტის სფეროში კარგი მმართველობასთან დაკავშირებული მარეგულირებელი სისტემა, განისაზღვრება ძირითადი დაინტერესებული სუბიექტების ფუნქციები და პასუხისმგებლობა, ასევე იქმნება სპორტში კარგი მმართველობის ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები. კანონპროექტი განსაზღვრავს კარგ მმართველობასთან დაკავშირებულ ტერმინოლოგიას, აყალიბებს სახელმწიფო პოლიტიკის მიზნებსა და ძირითად პრინციპებს. აგრეთვე, კანონპროექტი განსაზღვრავს სპორტში კარგი მმართველობის განვითარების პროცესში აღმასრულებელი ხელისუფლების კომპეტენციასა და ფუნქციას, აგრეთვე სპორტული ორგანიზაციების პასუხისმგებლობას პოლიტიკის განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№072/184;16.09.2022) კანონპროექტის თანახმად, კოდექსით გათვალისწინებული ის მუხლები, რომლებიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და სხვა მუნიციპალიტეტების შემთხვევაში ერთსა და იმავე დარღვევებზე სანქციებს და დაჯარიმების წესს განსხვავებულად განსაზღვრავდნენ, ან მხოლოდ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისთვის არეგულირებდნენ, გავრცელდება ასევე სხვა მუნიციპალიტეტებზე და დამკვიდრდება ერთიანი მიდგომა. განსხვავებული იქნება მხოლოდ სანქციების ნაწილი, ქალაქ თბილისის ეკონომიკური და სოციალური მასშტაბების გათვალისწინებით. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები ,,წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/200; 26.10.2022) წარმოდგენილი ცვლილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს საიმისოდ, რომ საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება განხორციელდეს არა მხოლოდ წყალმომხმარებელთა ორგანიზაციის, არამედ სხვა წყალმოსარგებლის მიერაც. გარდა ამისა, კანონპროექტი ითვალისწინებს საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღებას არა მხოლოდ საირიგაციო, არამედ სხვა მიზნითაც, რომელთა შესახებაც პირდაპირ მითითებას არ შეიცავს, შესაბამისად, კანონპროექტის წარმოდგენილი სახით მიღების შემთხვევაში შესაძლებელი იქნება, საირიგაციო სისტემიდან წყლის მიღება სხვა წყალმომხმარებლის მიერ, მომსახურების ხელშეკრულების საფუძველზე, და აღნიშნული წყლის გამოყენება სხვა მიზნით (მაგალითად, ჰიდროელექტროსადგურები, სათევზე მეურნეობები და სხვა), გარდა საირიგაციო დანიშნულებისა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,მტირალას ეროვნული პარკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/202; 01.11.2022) კანონპროექტის მიღების მიზეზს წარმოადგენს მტირალას ეროვნული პარკის საზღვრების დემარკაციის შედეგების ასახვა კანონში. 2022 წელს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა მტირალას ეროვნული 16 • • პარკის სადემარკაციო სამუშაოები, მომზადდა შესაბამისი დასკვნა. შესაბამისად, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან გამოტანილი იქნება დაცული ტერიტორიებისთვის არატიპიური ინფრასტრუქტურა ფიზიკური/იურიდიული პირების საკუთრებაში არსებული ტერიტორიები, ასევე, სახეცვლილი ტერიტორიები, რომლებსაც არ გააჩნიათ კონსერვაციული ღირებულება ან არ შეესაბამებიან „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს (საკარმიდო ნაკვეთები, ხეხილის ბაღები და სხვ). შესაბამისად, დემარკაციის სამუშაოების შედეგად მტირალას ეროვნული პარკის ფართობი 15698,8 ჰა-დან შემცირდა 118, 8 ჰა-თი და შეადგინა 15580 ჰა. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონპროექტს. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ზარქუას, მაია ბითაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, რამინა (რიმა) ბერაძისა და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/211; 18.05.2022) წარმოდგენილი ცვლილებებით, რიგ სამართალდარღვევებზე, რომელზეც მუნიციპალიტეტი მხოლოდ საჯარიმო ოქმს ავსებდა და დაჯარიმების გადაწყვეტილებას იღებდა სასამართლო, მუნიციპალიტეტებს მიეცათ დაჯარიმების უფლება, მსგავსად ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა. ეს გაზრდის მუნიციპალიტეტების ზედამხედველობის სამსახურების ეფექტიანობას და მუნიციპალიტეტს მისცემს უფრო მეტ ბერკეტს აკონტროლოს თავისი ტერიტორია. აგრეთვე გადამუშავების შედეგად, „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით, მუნიციპალიტეტის ან სახელმწიფო საკუთრებაში, მესამე ან მეოთხე კლასის მშენებლობებზე სხვადასხვა სამშენებლო სამართალდარღვევებზე, ჯარიმები გაიზარდა. აღნიშნული მიზნად ისახავს უნებართვო მშენებლობებისთვის ხელის შეშლას. კომიტეტმა გამოთქვა შენიშვნები პროექტით დარეგულირებულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც ნაწილობრივ ასახულ იქნა პროექტის საბოლოო რედაქციაში. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, გელა სამხარაულის, გიორგი ცაგარეიშვილის და სამველ მანუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-3/268; 22.11.2022) კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებები, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივთან დაკავშირებული ჩანაწერების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან (ამოქმედდა 2022 წლის პირველ იანვარს) შესაბამისობას (მაგ. წევრთა მინიმალური რაოდენობა) და, მეორე მხრივ, ადგენს რიგ ახალ ვალდებულებებს, რომელთა შესრულებაც მოეთხოვებათ დასახელებული სტატუსის მქონე კოოპერატივებს. კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებსა და დამატებებს ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა, პაის ოდენობა, მეპაიეთა რაოდენობა, მოგების განაწილება, ინვესტორი წევრი და სხვა. საკუთარი წესდებების ამ რეგულაციებთან 17 • შესაბამისობაში მოყვანა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს ან ამ სტატუსის მიღების მსურველ კოოპერატივებს, მოუწევთ 2024 წლის პირველ იანვრამდე. კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ კანონის პროექტს. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივით წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-2/212; 16.11.2022); კომიტეტმა მხარი დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას, თუმცა დამატებით მოითხოვა რომ მეორე მოსმენისთვის წარმოდგენილი იყოს, უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული მერქნული რესურსის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების ხარჯვის კონტროლის დამატებითი მექანიზმები, აგრეთვე ცნობის სახით, წინა წლებში უკანონოდ მოპოვებული და ჩამორთმეული მერქნული რესურსის რეალიზაციის შედეგად განკარგული თანხის ოდენობა და მიმართულებები. კომიტეტის საკონტროლო მიმართულება კომიტეტის 2022 წლის სამოქმედო გეგმის უმნიშვნელოვანესი ნაწილია საკონტროლო ფუნქციის განხორციელება. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული იყო როგორც პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული პირების 28 ინფორმაციის მოსმენა, ასევე თემატური მოკვლევა, ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი და ა.შ. გარდა ამისა, კომიტეტის სამოქმედო გეგმა მოიცავს საბიუჯეტო ზედამხედველობას და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა აქტივობებს. ამ მიმართულებით კომიტეტი საქმიანობდა შემდეგი ფორმებით: პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ პირთა ანგარიშების მოსმენა კომიტეტი აგრძელებდა წლების წინ დაწყებულ და კარგად აპრობირებულ პრაქტიკას, მოუსმინოს პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებულ ორგანოებსა და თანამდებობის პირების ანგარიშებს, რეგიონების განვითარებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციებთან დაკავშირებით. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში კომიტეტმა მოუსმინა შემდეგ ინფორმაციებს: • ინფორმაცია - საქართველოს რეგიონებში (მუნიციპალიტეტებში) ადგილობრივი სერვისების განვითარების ღონისძიებების შესახებ: (სახელმწიფო სერვისები, საზოგადოებრივი ცენტრები, საჯარო რეესტრი, მიწის სისტემური და სპორადული რეგისტრაცია, დამისამართება, სამოქალაქო რეესტრი, იუსტიციის სახლები, მობილური იუსტიციის სახლები და 63 მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისები). კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია დასრულდეს მიწის სისტემური რეგისტრაცია წინასწარ დადგენილ ვადებში, აგრეთვე შესწავლილ იქნეს მოთხოვნები და იუსტიციის სახლები აშენდეს იმ დასახლებებში, სადაც ამჟამად არ არსებობს, თუმცა მოთხოვნა დიდია. აგრეთვე მოუწოდა იუსტიციის სამინისტროს განავითაროს „მობილური იუსტიციის სახლის“ პროგრამაც, რომელიც ფარავს რთულად მისადგომ დასახლებებსაც კი. კომიტეტმა მუნიციპალიტეტების განვითარებისთვის 18 მნიშვნელოვნად მიიჩნია ერთიანი ელექტრონული სერვისების შემუშავება, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი თვითმმართველობების საქმიანობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალეობის ზრდას. და რეკომენდაცია მისცა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, დააჩქაროს ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა გადამზადება და მუნიციპალიტეტების მატერიალურ ტექნიკური უზრუნველყოფა რათა შეუფერხებლად განხორციელდეს ერთიანი ელექტრონული სერვისების მიწოდება მოსახლეობისთვის. • • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაცია: ა) რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში მოსახლეობის სოციალური დაცვისა და დასაქმების შესახებ; ბ) დევნილთა საბინაო პირობების გაუმჯობესების, არსებული მდგომარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ; კომიტეტმა აღნიშნულ საკითხებზე მნიშვნელოვნად მიიჩნია გადაიხედოს და დაიხვეწოს ქულათა დათვლის მეთოდოლოგია, დახმარების მიღების კრიტერიუმები, შეჩერების, გაუქმების, აღდგენის, წესი და ვადები, რათა დაცულ იქნას სამართლიანობის პრინციპი. აგრეთვე მნიშვნელოვანია სამუშაოს მაძიებელთა ინფორმირების, აღრიცხვის, რეგისტრაციისა და წინადადებათა შეთავაზების უფრო ინტენსიურად გავრცელება მუნიციპალიტეტებში. აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს ნგრევად და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ ისეთ ობიექტებს, სადაც დღემდე გაუსაძლის პირობებში ცხოვრობენ იძულებით გადაადგილებული ოჯახები. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაცია - 2021 წლის სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. საბიუჯეტო ზედამხედველობა სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს კომიტეტის საქმიანობას საბიუჯეტო კონტროლის მიმართულებით. გეგმით გათვალისწინებული იყო შვიდი აქტივობა, კომიტეტმა ამ მიმართულებით განიხილა: • • • • საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ (№1-5242/22/10; 29.04.2022); კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი დოკუმენტი და მხარი დაუჭირა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში (№07-2/155; 31.05.2022) კომიტეტმა ცნობად მიიღო წარმოდგენილი დოკუმენტი და მხარს დაუჭირა მის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვას. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის ინფორმაცია ,,ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (№07-2/156; 31.05.2022) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ,,საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 19 • • • საქართველოს კანონის პროექტი თანდართულ მასალებთან ერთად, დოკუმენტი ,,ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2023-2026 წლებისათვის“, საქართველოს მთავრობის მოხსენება - ,,საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (№07-2/189;30.09.2021) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ,,საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 9 თვის მიმოხილვა” (N1-11084/22; 01.11.2022) საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: ,,საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/182; 14.09.2022) საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი ,,საქართველოს 2022 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ (№07-2/225, 05.12.2022) კომიტეტის გასვლითი სხდომები კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში ჩაატარა ორი გასვლითი სხდომა კახეთისა და გურიის მხარეში. კომიტეტის გასვლითი სხდომები, გარდა კომიტეტის მიმდინარე საკითხებისა, მოიცავს ზედამხედველობის კომპონენტსაც. ამ დროს კომიტეტი უსმენს ინფორმაციას შესაბამის მხარეში მიმდინარე სხვადასხვა პროექტებთან დაკავშირებით. აღნიშნულ სხდომებში მონაწილეობას იღებენ აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, ისინი წარმოადგენენ ინფორმაციებს, შესაბამის მხარეში სამინისტროს მიერ გაწეულ საქმიანობისა და სამომავლო გეგმების შესახებ. აგრეთვე ხდება ერთობლივი პროექტების განხილვა და შეთანხმება ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან, სახელმწიფო რწმუნებულების მონაწილეობით. გარდა ამისა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეებთან და მერებთან უშუალო კომუნიკაციით ხდება არსებული გამოწვევებისა თუ პრობლემატიკის გამოკვეთა და მის გადაწყვეტაზე მუშაობა, საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსისა“ და „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის იმპლემენტაციის პროცესში არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა. გასვლით საკომიტეტო სხდომებზე კომიტეტმა: • • განიხილა მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2018-2019 წლებში ჩატარებული აუდიტების ანგარიშები კახეთის რეგიონის ჭრილში; მომხსენებელი: ირაკლი ზარქუა - კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე. თანამომხსენებელი: გიორგი მამრიკიშვილი - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. მოუსმინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციას: კახეთში, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ (რეგ. ფონდი), 2021-2022წწ გაწეული სამუშაოების, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ (რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი 20 • • • • • ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, წყალმომარაგება და წყალარინება, სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ნაგავსაყრელების მოწყობა, დასახლებების კეთილმოწყობა, მაღალმთიანი რეგიონების ფონდის დაფინასებით უზრუნველყოფილი პროექტები და სხვა საკითხები); მომხსენებელი: ილია ბეგიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის I მოადგილე. მოუსმინა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, “მუნიციპალური განვითარების ფონდის” (მგფ), გაერთიანებული წყალმომარაგების, მყარი ნარჩენების კომპანიების ინფორმაციასა და გაზმომარაგების საკითხებს კახეთის მხარეში 2021-2022 წლებში მათ მიერ გაწეული სამუშაოების, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ; მომხსენებლები: გიორგი წერეთელი- საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე. გიორგი ციბაძე - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მ.გ.ფ) აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის პირველი მოადგილე; რომეო მიქაუტაძე - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე (ენერგეტიკის დარგში, გაზმომარაგება). გიორგი შუხოშვილი - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი. მოუსმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციას: კახეთის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, არსებული მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ. მომხსენებლები: მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; მედეა ჯანიაშვილი - სსიპ-საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მ/შ. მოუსმინა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორში მომხმარებელთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის 2021 წლის ანგარიშს; მომხსენებელი: სალომე ვარდიაშვილი - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველი; განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, 2018-2019 წლებში ჩატარებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ხარჯვასა და შესრულებასთან დაკავშირებით ჩატარებული აუდიტების ანგარიშები - გურიის მხარის ჭრილში. მომხსენებელი: ირაკლი ზარქუა - კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე. თანამომხსენებლები: გიორგი მამრიკიშვილი - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, თვითმმართველი ერთეულების აუდიტის დეპარტამენტის უფროსი. მოუსმინა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციას: გურიაში, „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის“ 21 (რეგ. ფონდი), 2021-2022წწ გაწეული სამუშაოების, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ (რეგიონსა და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა. სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მშენებლობა და რეაბილიტაცია, წყალმომარაგება და წყალარინება, სტიქიის პრევენციის ღონისძიებები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, ნაგავსაყრელების მოწყობა, დასახლებების კეთილმოწყობა, მაღალმთიანი რეგიონების ფონდის დაფინასებით უზრუნველყოფილი პროექტები და სხვა საკითხები); მომხსენებელი: ილია ბეგიაშვილი - საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის I მოადგილე. • • • მოუსმინა ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის, “მუნიციპალური განვითარების ფონდის” (მგფ), გაერთიანებული წყალმომარაგების და მყარი ნარჩენების კომპანიების და გაზმომარაგების, სასკოლო ინფრასტრუქტურის საკითხების შესახებ გურიის რეგიონში. 2021-2022 წლებში მათ მიერ გაწეული სამუშაოების, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ; მომხსენებლები: გიორგი წერეთელი- საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე. დავით ტაბიძე - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის (მ.გ.ფ) აღმასრულებელი დირექტორი; ალექსანდრე თევდორაძე - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორი; გიორგი კაპანაძე - შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, გაზიფიცირების სამსახურის უფროსი ვალერიან გობრონიძე - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე. გიორგი შუხოშვილი - შპს „საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორი. მოუსმინა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციას გურიის რეგიონში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების, არსებული მდგომარეობის და სამომავლო გეგმების შესახებ. მომხსენებელი: მარიამ ქვრივიშვილი - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე; მოუსმინა გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ინფორმაციას გურიის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების თავისებურებები და პრობლემები. თემატური მოკვლევა როგორც კომიტეტის 2021 წლის ანგარიშში იყო ასახული, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის გადაწყვეტილებით დაიწყო თემატური მოკვლევა „მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მდგომარეობის შესწავლის“ შესახებ. მოკვლევის ფარგლებში ჩატარდა სამუშაო შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან, აგრეთვე დაიგეგმა ორი ზეპირი მოსაზრებების წარმომდგენ სუბიექტებთან, მუნიციპალიტეტების მერებთან და სხვა საჯარო დაწესებულებებთან. 22 წარმოდგენილი მოსაზრებები მოიცავდა როგორც მოქალაქეთა ჩართულობის არსებულ ინსტრუმენტების გამოყენების პრაქტიკას, ასევე იმ მეთოდებს, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ პირდაპირ არ ითვალისწინებს, თუმცა მუნიციპალიტეტები სურვილის შემთხვევაში ეფექტურად იყენებენ. თემატური მოკვლევის დასკვნა, პარლამენტის ბიუროს წარედგინა 2022 წლის აპრილის თვეში, მასში ასახული იყო როგორც დაინტერესებულ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მოსაზრებები, ასევე რეკომენდაციები, რომელიც მიმართულია მუნიციპალიტეტებისა და საქართველოს მთავრობისადმი. ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლი კომიტეტმა საანგარიშო პერიოდში, საქართველოში შვეიცარიის საელჩოსთან და პარლამენტის კვლევით ცენტრთან თანამშრომლობით დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის ინსტრუმენტის გამოყენებისთვის. ამ მიზნით კომიტეტის თავმჯდომარესა და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებს შორის ჩატარდა ერთი შეხვედრა და დეკემბრის ბოლოს, სასტუმრო რუმსში ჩატარდა მეთოდური სემინარი, რომელიც მიზნად ისახავდა როგორც კანონის, ასევე ნორმატიული აქტების დაგეგმვისა და შეფასების ინსტრუმენტები მიმოხილვას. კომიტეტი გეგმავს 2023 წლის განმავლობაში გააგრძელოს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა. წარმომადგენლობითი მიმართულება კომიტეტი, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის დებულების საფუძველზე, უზრუნველყოფდა კომიტეტის საქმიანობის, კომიტეტის სხდომების, განხილვის პროცესში მყოფი საკითხების პარლამენტის ვებ-გვერდზე ხელმისაწვდომობას. მოქალაქეებთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტში შემოვიდა 537 კორესპონდენცია, მათ შორის მიღებულ იქნა მოქალაქეთა 253 განცხადება, დადგენილი წესით ერთ თვიან ვადაში 214 წერილს გაეცა პასუხი და გადაიგზავნა შესაბამის ორგანოში. წერილებზე, რომელიც სხვადასხვა ადრესატთან იყო შემოსული, მათზე რეაგირება მოახდინა შესაბამისმა თემატური დარგის კომიტეტებმა. მოქალაქეთა მომართვიანობის ძირითადი თემატიკა: სამართლებრივი საკითხების პრობლემები, როგორიც არის საკუთრებაში არსებული მიწის რეგისტრაცია, საცხოვრებელი ფართის დაკანონება, საკუთრების უფლების აღიარების საკითხები; 23 ინფრასტრუქტურული და კეთილმოწყობის საკითხები, რომელიც ძირითადად ეხებოდა გაზიფიცირებას, ელ. ქსელების, სასმელი წყლის, სამელიორაციო ქსელების მოწყობას, სავალი გზის რეაბილიტაციას, რეკრეაციული სივრცის მოწყობას, შენობის გამაგრებას. სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით პრობლემები: ერთჯერადი ფინანსური დახმარება, მკურნალობის და მედიკამენტების დაფინანსება, საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა. არასამთავრობო სექტორთან/საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა 2022 წლის 18 მარტს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე შეხვდა შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) და საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია „მეზოპარტნერის“ წარმომადგენლებს. შეხვედრის თემა გახლდათ მუნიციპალიტეტების ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა. 2022 წლის 18 აპრილს, კომიტეტის თავმჯდომარე შეხვდა საერთაშორისო ორგანიზაცია „World vision“-ს. შეხვედრის თემა გახლდათ საქართველოს მუნიციპალიტეტებში „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მოთხოვნების იმპლემენტაცია. შეხვედრაზე გადაწყდა რომ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ იმპლემენტაციის მიზნით, მუნიციპალიტეტის მერებთან შეხვედრებზე, სარეკომენდაციო პაკეტის მომზადება იგეგმება, რომელიც კოდექსის მოთხოვნების შესრულებას შეუწყობს ხელს. 2022 წლის 19 მაისს, კომიტეტის თავმჯდომარე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა, სადაც საქართველოს წყლის რესურსების მართვის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტზე იმსჯელეს. რეფორმა მიზნად ისახავს წყლის რესურსების დაცვას და წყლის ობიექტების მდგომარეობის გაუმჯობესებას; სასმელ წყალთან და სანიტარულ პირობებთან მოსახლეობის უწყვეტ ხელმისაწვდომობას ასევე, მომხმარებლებს შორის წყლის რესურსების სამართლიან განაწილებას. რეფორმა არეგულირებს როგორც ზედაპირულ ასევე, მიწისქვეშა წყლებთან დაკავშირებულ ასპექტებს, რაც მართვის ინტეგრირებულ მიდგომას უზრუნველყოფს. რეფორმის საფუძველს წარმოადგენს პარლამენტში განსახილველად წარდგენილი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“ კანონპროექტი. ის ჩამოაყალიბებს შესაბამის ინსტიტუციურ ჩარჩოს. 2022 წლის 14 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარე, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ახალ თავმჯდომარესა სააგენტოს შორის, მიზნებისა და გეგმების გაზიარება მომავალი თანამშრომლობის დაგეგმვისთვის. 2022 წლის დეკემბერში ჩატარდა შეხვედრა შვეიცარიის განვითარების ფონდთან, რაც მიზნად ისახავდა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონზე ნორმატიული აქტის აღსრულების კონტროლის ინსტრუმენტის გამოყენებაში დახმარებას და კონსულტაციებს. საკანონმდებლო წინადადებები 24 საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა განიხილა ერთი საკანონმდებლო წინადადება: საქათველოს მოქალაქე ბერდია ბუსქანძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება საქართველოს ორგანულ კანონში ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტთან დაკავშირებით (№1-13407/22;18.10.2022) საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, ორგანული კანონის 26-ე მუხლს ემატება მე-7 პუნქტი, რომლის თანახმადაც, ობიექტური გარემოებების არსებობისას, საჯაროობის პრინციპების დაცვით, საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით, საკრებულოს სხდომები, საკრებულოს კომისიების, ბიუროს სხდომები შეიძლება ჩატარდეს დისტანციურად სათანადო ელექტრონული საკომუნიკაციო საშუალების გამოყენებით. პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხებზე სხდომა დისტანციურად არ ტარდება. კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებას, შემდეგ მიზეზთა გამო: კომიტეტმა მიიჩნია, რომ საკანონმდებლო წინადადების ტექსტში ნახსენები „ობიექტური გარემოებების არსებობა“ ძალიან ზოგადი ცნებაა და ძალიან სუბიექტურად იქნას გამოყენებული, ასევე არ არსებობს პრაქტიკა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს მხრიდან ელექტრონული ფორმატით შეხვედრის ჩატარებისა. პეტიციები საანგარიშო პერიოდში კომიტეტში პეტიცია წარმოდგენილი არ ყოფილა. საერთაშორისო ხელშეკრულებები კომიტეტმა წლის განმავლობაში განიხილა შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებები: • • • • • საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისათვის) (№07-2/113;27.12.2021); საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროექტი თანაბარი განვითარებისთვის)“ (№07-2/116; 20.01.2022); საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება“ (№07-2/120 03.02.2022). საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2017 წლის 13 ივლისით დათარიღებული ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბათუმის ავტობუსების პროექტი)“ N2 ცვლილების შეთანხმება“ (№07-2/129; 04.03.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების 25 • • • • • • • • • • • პროექტი)“ ,,ცვლილების-მე-2 ტრანშის გაუქმების შეტყობინება (№07-2/130; 25.03.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (შენობებში მწვანე ინვესტიციების პროექტი)“ (№07-2/131; 31.03.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2016 წლის 11 თებერვლის ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)” N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (№07-2/135.08.04.22) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (კახეთის სატრანსპორტო კავშირის გაუმჯობესების პროექტი)“ (№07-2/139;15..04.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა (საქართველოს მთავრობა) და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის 2011 წლის 7 ოქტომბრის ფინანსური პროტოკოლის" №6 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (№07-2/142; 04.05.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2020 წლის 13 ივლისის „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ბაკურიანის მუნიციპალური მომსახურების პროექტი)“ №1 ცვლილების შეთანხმება“ (№07-2/143; 04.05.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „2017 წლის 19 ივნისის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) (მეორადი გზის გაუმჯობესების პროექტი)“ №1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (№07- 2/148; 13.05.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებულ შეთანხმება (№07-2/149; 17.05.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება)“ (№07-2/152; 19.05.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი „საქართველოსა (მიმღები) და სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციას (როგორც E5P-ის დაფინანსებული პროქტის „საქართველოს მთიან რეგიონებში საჯარო სკოლების რეაბილიტაცია და ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება“ განმახორციელებელი სააგენტო) შორის საგრანტო შეთანხმება“ (№07-2/153; 19.05.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა და (,,KFW”), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ (,,მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმებას (ენერგო ეფექტურობის ღია პროგრამა (საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის პროგრამა))“ (№07-2/165;08.07.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (,,KfW”), მაინის ფრანკფურტი, და 26 • • • • • საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ (,,მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (მდგრადი ურბანული მობილობა)“ (№07-2/188; 29.09.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2017 წლის 17 იანვრის ,,საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულების ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი (ხულო გოდერძის მონაკვეთი)“ ცვლილების შეთანხმება“ (№07-2/198; 21.10.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკსა (,,KfW”), მაინის ფრანკფურტი და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ (,,მსესხებელი“), შორის სასესხო შეთანხმება (ეკონომიკის სტაბილიზაცია ენერგეტიკის სექტორის რეფორმის მხარდაჭერით)“ (№07-2/204; 04.11.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ,,2017 წლის 17 იანვრის ,,საქართველოსა და არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდს შორის სასესხო ხელშეკრულების ბათუმი-ახალციხის გზის პროექტი (ხულო გოდერძის მონაკვეთი)“ ცვლილების შეთანხმება“ (№07-2/198; 21.10.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო შეთანხმება.(№07-2/210; 14.11.2022) საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი ,,2017 წლის 14 ივნისის ,,საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ N1 წერილიშეთანხმება (№07-2/209; 14 11.2022) ყველა ზემოაღნიშნულ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე კომიტეტმა გასცა დადებითი დასკვნა. კომიტეტის აპარატის ინსტიტუციური გაძლიერება საანგარიშო პერიოდში, კომიტეტის აპარატის უფროსის მიერ მოხდა კომიტეტის აპარატის მოხელეთა შეფასება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. კომიტეტის აპარატის მოხელეებს, პარლამენტის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, უტარდებათ ტრენინგები, მათი შეფასების შედეგებით გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად. სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭო კომიტეტი საანგარიშო პერიოდში მუშაობდა, სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს განახლებული შემადგენლობის ფორმირებასა და დებულების შემუშავებაზე. საბჭოში სამუშაოდ მოწვეულ იქნა თვითმმართველი ქალაქების წარმომადგენლებიც, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2023 წელს, კომიტეტი რეგლამენტით დადგენილი წესით შექმნის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს. სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობა სახალხო დამცველის ოფისმა კომიტეტს საინფორმაციოდ გადმოუგზავნა ორი სპეციალური ანგარიში: „უფასო სასადილოების პროგრამის განხორციელება საქართველოში“ და „საცხოვრისების სერვისების განხორციელება საქართველოში, შშმ პირთა უფლებების ჭრილში“. 27 კომიტეტმა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებს გადაუგზავნა აღნიშნული ანგარიშები და მიმდინარეობს მათგან მოწოდებული ინფორმაციის დამუშავება, სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით. 28