„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/292, 31.05.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-2/292, 31.05.2023) გამომდინარე. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-3 მუხლის „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფ) სანებართვო პირობები – კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის
ნორმატიული
აქტით
ან
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი
ორგანოს
გადაწყვეტილებით დადგენილი მოთხოვნებისა და ინფორმაციის ამომწურავი ნუსხა,
რომელთაც უნდა აკმაყოფილებდეს ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად და
ნებართვით განსაზღვრული ქმედების განხორციელებისას;”.
2. 24-ე მუხლის 29-ე- 31-ე პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„29. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.
30. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.
31. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო
ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით)
ნებართვა, რომელსაც
ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი.“.
3. 25-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემს წარუდგენს
წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა
და წარმოებაში მიღება ხორციელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული
2
5
კოდექსის VI თავით დადგენილი წესით, გარდა ამ კანონის 26 და 26 მუხლებითა და
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონის
მე-8 მუხლის მე-7 პუნქტით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის
1
2
დამადასტურებელი საბუთი, გარდა ამ კანონის 26 , 26 და 265 მუხლებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა, აგრეთვე იმ შემთხვევისა, როდესაც ნებართვის
მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და
საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან
მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. სანებართვო
მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ
ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული
საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.
5. საქმიანობის თავისებურებიდან გამომდინარე, ნებართვის მისაღებად, ამ მუხლით
გათვალისწინებული
პირობების
გარდა,
დამატებითი
სანებართვო
პირობები
განისაზღვრება კანონით ან კანონის საფუძველზე საქართველოს მთავრობის ნორმატიული
აქტით ან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილებით.“.
4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებართვის გამცემი ნებართვის გაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს
საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მარტივი ადმინისტრაციული წარმოების
1
2
5
წესით და ამ კანონის შესაბამისად, გარდა ამავე კანონის 26 , 26 , და 26 მუხლებით
გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
3
5. 26 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. 27-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) ნებართვის მაძიებელი ვერ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე
საქართველოს
მთავრობის
ნორმატიული
აქტით
ან
მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს.“.
7. 31-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სანებართვო მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ნებართვის
მფლობელი ნებართვის გამცემს მიმართავს წერილობითი განცხადებით სანებართვო
მოწმობის დუბლიკატის გაცემის თაობაზე.“;
ბ) მე-6 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
8. 32-ე მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ნებართვა გაიცემა ერთჯერადად, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით.
ნებართვის მოქმედების ვადა განისაზღვრება კანონით,
ან კანონის საფუძველზე
1
2
5
საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით ან ამ კანონის 26 , 26 და 26 მუხლებით
გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს შესაბამისი
გადაწყვეტილებით. ნებართვის მოქმედების განსაზღვრული ვადა ავტომატურად
1
2
5
გრძელდება (გარდა ამ კანონის 26 , 26 და 26 მუხლებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა), თუ ამ ნებართვასთან დაკავშირებული სანებართვო პირობები არ
შეცვლილა და ნებართვის მფლობელი წარადგენს წერილობით განცხადებას და
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული
მოსაკრებლის
გადახდის
დამადასტურებელ ქვითარს.
6. ნებართვა როგორც წესი, გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. კანონმა, ან
1
საქართველოს მთავრობამ კანონის საფუძველზე - ნორმატიული აქტით, ან ამ კანონის 26 ,
2
5
26
და 26
მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მუნიციპალიტეტის
წარმომადგენლობითმა ორგანომ შეიძლება დაადგინოს ნებართვის მოქმედების
განსაზღვრული ვადა. ვადის დადგენისას გაითვალისწინება სანებართვო ქმედების არსი
ან/და განსახორციელებელი ტექნიკური პროცესები.“.
9. 33-ე მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
2
5
„8. ამ მუხლის მე-2–მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის 26 და 26
მუხლებითა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.
2
5
9. ამ კანონის 26 და 26 მუხლებითა და „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი
თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში
სანებართვო პირობების კონტროლი ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
- კანონპროექტის მიღების მიზეზია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონის პროექტი,
რომელიც ითვალისწინებს საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სანებართვო
საქმიანობების განსაზღვრას, აგრეთვე გადამზიდველთა ბაზარზე დაშვების ახალი
პრინციპის დამკვიდრებას, რაც გულისხმობს არა მათ რაოდენობრივ შეზღუდვას
(ნებართვების გაცემა კონკურსის წესით), არამედ ყველა იმ გადამზიდველის დაშვებას
ავტოსატრანსპორტო გადაყვანა/გადაზიდვის ბაზარზე, რომელიც დააკმაყოფილებს
დადგენილ სანებართვო პირობებს.
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონის პროექტით გათვალისწინებული სანებართვო
საქმიანობების შესაბამისად სანებართვო სახეების განსაზღვრა.
- ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტების, სანებართვო პირობების და
ნებართვის მოქმედების ვადის საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით
განსაზღვრა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საკანონმდებლო
განსაზღვრა.
რეგულაციის
გარეშე
შეუძლებელია
სანებართვო
სახეების
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში არსებული 5 სახის ნებართვიდან რჩება 3
სახის ნებართვა, რომელთაგან ყველა გაიცემა ზოგადი წესით, კონკურსის გარეშე როგორც
ეს გათვალისწინებული იყო ორი ნებართვის საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის
მრავალჯერადი და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე
დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვების
შემთხვევაში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საავტომობილო გადაყვანის/გადაზიდვის სფეროში „საავტომობილო ტრანსპორტის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანებართვო საქმიანობის სახეები საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო სამგზავრო
გადაყვანა, საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო
სატვირთო გადაზიდვა და ამის შესაბამისად, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
კანონით განსაზღვრული 4 სახის ნებართვა, როგორიცაა საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის
ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა და საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის
ერთჯერადი და მრავალჯერადი ნებართვა, იცვლება და საქმიანობის სახეებად
განისაზღვრება ზოგადად - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანა და საერთაშორისო
საავტომობილო
სატვირთო გადაზიდვა. ხოლო შესაბამისად, „ლიცენზიებისა და
ნებართვების შესახებ“ კანონში ცვლილებით ხდება ორი უნივერსალური სახის ნებართვის
შემოღება - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა და საერთაშორისო
საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა, რომლის აღების შემთხვევაში
გადამზიდველს მიეცემა საშუალება განახორციელოს როგორც საერთაშორისო
რეგულარული/არარეგულარული და ქვეყნის შიდა რეგულარული გადაყვანა ისე
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა.
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში მომზადებული
ცვლილების შესაბამისად, იცვლება ასევე კიდევ ერთი ნებართვის - „საქართველოს
ტერიტორიიდან
საერთაშორისო
სატვირთო
გადაზიდვის
(საერთაშორისო
ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ზევით) ნებართვა რომელსაც
ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი“ სახელწოდება და ახალი რედაქციით იგი
ჩამოყალიბდა შემდეგი სახით: „საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო
საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით)
ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი.“.
ცვლილება გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ საავტომობილო ტრანსპორტის
სფეროში არსებული საერთაშორისო პრაქტიკით, ქვეყნები, რომლებიც არიან პარტნიორები
საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლაში, საერთაშორისო ორმხრივი ხელშეკრულების
გაფორმებამდე, პოლიტიკურ დონეზე თანხმდებიან ერთმანეთში საერთაშორისო
საავტომობილო მიმოსვლისათვის აუცილებელი კვოტების გაცვლის პირობებსა და მათ
რაოდენობაზე, რის საფუძველზეც იწყება ამ ქვეყნებს შორის საავტომობილო მიმოსვლა.
ანალოგიური პრაქტიკით, საავტომობილო მიმოსვლის შესახებ საერთაშორისო
შეთანხმების გაფორმებამდე, წინასწარ დადგენილ კვოტების საფუძველზე, საქართველო
ამჟამად ახორციელებს საავტომობილო მიმოსვლას დიდ ბრიტანეთთან, მონღოლეთთან,
საფრანგეთის, ჩეხეთის, ავსტრიის, ხორვატიის და სერბეთის რესპუბლიკებთან.
შესაბამისად, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე
არსებული - 24-ე მუხლის 29-ე და 30-ე პუნქტებით გათვალისწინებული ნებართვის სახეები
ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
„29. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა.
30. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა.“.
31-ე პუნქტის დასახელება შეიცვალა შემდეგი სახით:
„31. „საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო
ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით)
ნებართვა, რომელსაც
ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი.“.
იმის გამო, რომ ნებართვები აღარ გაიცემა კონკურსის წესით, ამოღებულია 263 მუხლი.
ასევე, საავტომობილო ტრანსპორტის დარგის დინამიური განვითარებისათვის
შესაბამისი პროცესების მოქნილი და ეფექტიანი წარმართვის მიზნით, პროექტით
დადგენილია სანებართვო პირობების, წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხის და
ნებართვის მოქმედების ვადის განსაზღვრა საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
აღნიშნულიდან გამომდინარე ცვლილებები შევიდა „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის დებულებებში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 თებერვალი, ვინაიდან,
მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი
ნაწილის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულებით
დადგენილი
საერთაშორისო
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი და საქართველოს საერთაშორისო
ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის
მრავალჯერადი ნებართვების გაცემაზე, რომელზეც აქამდე გადაიხდებოდა საფასური და
ირიცხებოდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე, მოხდება სანებართვო
მოსაკრებლის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში.
აღნიშნული გარემოება შეამცირებს სააგენტოს შემოსავალს, თუმცა ეს არ გახდება
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის საფუძველი. რადგან
სააგენტო, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს ახორციელებს საკუთარი
ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით, შესაბამისად საჭიროების
შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო
იქნება სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის და სამგზავრო გადაყვანის
მრავალჯერადი ნებართვების გაცემიდან მიღებული შემოსავლები სააგენტოს მთლიანი
შემოსავლების მხოლოდ 0.07%-ს შეადგენს და აღნიშნული შემოსავლის წყაროს დაკარგვა
სააგენტოს საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს.
სამგზავრო
გადაყვანებში,
გერმანიის
საერთაშორისო
თანამშრომლობის
საზოგადოების (GIZ) პროგრამის, „მდგრადი ურბანული მობილობა სამხრეთ კავკასიაში
(Mobility4Cities)“ ფარგლებში საკონსულტაციო კომპანია PMO-ს მიერ, 2021 წელს
განხორციელებული
რეგულირების
ზეგავლენის
შეფასების
„საქართველოში
საქალაქთაშორისო კავშირების გასაძლიერებლად“, მიხედვით ჩართულია 4125 პირი,
ხოლო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში დაახლოებით 4500 (სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემებით). წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 ახალი
მეწარმე-სუბიექტი ერთვება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების საქმიანობაში
(აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 800 ანებებს თავს აღნიშნულ საქმიანობას). სამგზავრო
გადაყვანებთან დაკავშირებით ანალოგიურ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტო არ ფლობს. შესაბამისად, სავარაუდო სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილის ზრდა იქნება:
პირველ წელს: (4125+4500)*500=4 312 500 ლარი.
შემდეგ 3 წელს: 1000*500= 500 000 ლარი ყოველწლიურად.
საქართველოს
ტერიტორიიდან
საერთაშორისო
საავტომობილო
სატვირთო
გადაზიდვით წლის განმავლობაში სარგებლობს დაახლოებით 700 უცხოელი
გადამზიდველი. (პროექტის მიხედვით 1500, არსებული ფასი - 500=1000) 1000*700= 700 000
ლარი დამატებითი შემოსავალი წლიურად ბიუჯეტისთვის.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგს ნებართვის მაძიებლებისათვის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობით;
-საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა -500 ლარი (2025 წლის 1 მაისამდე - 100
ლარი);
-საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა -500 ლარი;
- საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი
გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო
ქვეყნის გადამზიდველი - 1500 ლარი.
-
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
ამ კანონპროექტით განსაზღვრულ ნებართვის სახეებზე „სალიცენზიო და
სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება შესაბამისი სანებართვო
მოსაკრებლების ოდენობები:
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა -500 ლარი (2025 წლის 1 მაისამდე - 100
ლარი);
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა -500 ლარი;
საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი
გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო
ქვეყნის გადამზიდველი - 1500 ლარი.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არა აქვს
მდგომარეობაზე.
მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.