„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/292, 31.05.2023) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-2/292, 31.05.2023) გამომდინარე. „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროს ნომერი 262
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“
მუხლი 1. „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №18, 28.06.2001, მუხ. 58) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის
„თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი:
„თ1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს
მიერ, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი ტექნიკური
რეგლამენტების
შესრულების
ზედამხედველობის
მიზნით
განხორციელებულ
ღონისძიებებზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი უკავშირდება
საავტომობილო ტრანსპორტის დარგში უსაფრთხოების ეფექტიანობის უზრუნველყოფას.
წინამდებარე კანონპროექტი საავტომობილო ტრანსპორტის დარგის რეფორმის
ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია და ერთვის „საავტომობილო
ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტს.
საავტომობილო ტრანსპორტის დარგის განვითარების, დარგში არსებულ საკითხებზე
ოპერატიულად რეაგირების, პრობლემების ეფექტიანად გადაჭრის მიზნით, მნიშვნელოვანია
სააგენტოს ჰქონდეს, როგორც დარგის მარეგულირებელი ნორმატიული აქტების გამოცემის, ისე
მოსამართლის ბრძანების გარეშე სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განხორციელების
უფლებამოსილება.
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მე7 მუხლის შესაბამისად, ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები არის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები - სახმელეთო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტის
და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები, რომელთა სტატუსი და ფუნქციები განისაზღვრება
ხსენებული კანონით. აღნიშნული სააგენტოები შეიქმნა 2011 წელს ერთიანი სატრანსპორტო
ადმინისტრაციის (შემდგომში - ადმინისტრაცია) რეორგანიზაციის შედეგად - მის ბაზაზე.
ადმინისტრაციის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს წარმოადგენდა სამი დეპარტამენტი:
სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტის და საავტომობილო ტრანსპორტის.
ადმინისტრაციის უფროსი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემდა ნორმატიულ აქტებს.
შესაბამისად, ავიაციის, საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური
რეგულირება ხდებოდა ადმინისტრაციის უფროსის ნორმატიული აქტების საფუძველზე.
2011 წელს განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად ჩამოყალიბებული სააგენტოებიდან,
აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის შესაბამისად ნორმატიული აქტის გამოცემის
უფლებამოსილება და სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განხორციელება მოსამართლის
ბრძანების გარეშე, მიენიჭა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტოებს.
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (29.12.21წ.) საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს (შემდგომში - სააგენტო) დირექტორს მიენიჭა ნორმატიული აქტის გამოცემის
უფლებამოსილება.
წინამდებარე პროექტი კი ითვალისწინებს, სააგენტოს მიენიჭოს სამეწარმეო საქმიანობის
კონტროლის განხორციელების უფლება მოსამართლის ბრძანების გარეშე.
ამ ეტაპზე, `სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ~ საქართველოს კანონით
სააგენტოს მხოლოდ მოსამართლის ბრძანების საფუძველზე აქვს მეწარმე–გადამზიდველის
შემოწმების უფლებამოსილება. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, სამოქალაქო ავიაციისა და საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოებს, რომლებიც სააგენტოს მსგავსად წარმოიშვნენ ერთი სუბიექტის –
ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაციის რეორგანიზაციის შედეგად, აღნიშნული კანონის
შესაბამისად მოსამართლის ბრძანების გარეშე შეუძლიათ სამეწარმეო კონტროლის
განხორციელება.
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ უაღრესად
მნიშვნელოვანია, ეფექტური მონიტორინგის განხორციელების მიზნით, საავტომობილო
ტრანსპორტის დარგში არსებული გადამზიდველების შემოწმება ხდებოდეს სასამართლოს
ბრძანების გარეშე.
დღეს
მოქმედი
კანონმდებლობით
სააგენტოს
მხრიდან
ოპერატიული
ზედამხედველობის განხორციელება შეზღუდულია სასამართლოდან შემოწმების ბრძანების
მიღების აუცილებლობის გამო.
კერძოდ, კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შეუსაბამობის შესახებ
საფუძვლიანი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აუცილებელია სასამართლოში შუამდგომლობის
შეტანა შემოწმების უფლების მისაღებად და ობიექტის შემოწმების შესახებ მოსამართლის
ბრძანების მიღება, რაც მოითხოვს გარკვეულ დროს. გარდა ამისა, შემოწმების შესახებ ბრძანება
ეგზავნება როგორც სააგენტოს, ასევე შემოწმების ობიექტს, რის გამოც კანონდარღვევაზე
ოპერატიული რეაგირება ვერ ხორციელდება და შესაბამისად, შემოწმებაც ხშირ შემთხვევაში
არაეფექტური ან შეუძლებელია (პროცესების დინამიურობიდან გამომდინარე).
ამავე მიზეზით, ასევე, შეფერხებულია მოქმედი ტექნიკური რეგლამენტების (რომლითაც
დაწესებულია მოთხოვნები გადამზიდველების, ავტოსადგურების, ავტოსატრანსპორტო
საშუალებების,
მძღოლების
მიმართ)
მოთხოვნათა
შესრულებაზე
სახელმწიფო
ზედამხედველობა, რაც სააგენტოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ერთ-ერთ
ძირითად ფუნქციას წარმოადგენს.
ასევე მნიშვნელოვანია, მეწარმე-გადამზიდველების შემოწმება ოპერატიულად
ხდებოდეს „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი სატრანსპორტო
საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ (AETR) საერთაშორისო შეთანხმების მე–12
მუხლის შესაბამისად, რომელიც ითვალისწინებს უფლებამოსილი ადმინისტრაციული
ორგანოს (სააგენტო) მიერ მძღოლების შემოწმებას საწარმოებში, შეთანხმებით დადგენილი
არანაკლები პროცენტული ოდენობით. შემოწმების შედეგები კომპეტენტური ორგანოს -
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ რეგულარულად
იგზავნება გაეროში.
აგრეთვე უნდა აღინიშნოს, რომ „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს
კანონის 84 მუხლის შესაბამისად, სააგენტოს განესაზღვრა ორი ახალი ფუნქცია: პირისთვის
სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭება და სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის
გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი
კვალიფიკაციის მინიჭება. ამასთან, სააგენტო განახორციელებს ხსენებული სასწავლო
ცენტრებისთვის მინიჭებული სტატუსის პირობების კონტროლს.
ასევე, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების პაკეტით გათვალისწინებული
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, პროექტის მიღების შემდეგ სააგენტო
უზრუნველყოფს ავტოსადგურების სერტიფიცირებას და ქვეყნის შიდა სამგზავრო
რეგულარული გადაყვანის განმახორციელებელი გადამზიდველების განებართვიანებას.
ზემოაღნიშნული ფუნქციების საფუძველზე შესაბამისი პროცესების წარმართვისთვის როგორიცაა, ტექნიკური რეგლამენტების მოთხოვნათა შესრულებაზე სახელმწიფო
ზედამხედველობა, სტატუსმინიჭებული სასწავლო ცენტრების საქმიანობის და სანებართვო
პირობების შესრულებაზე კონტროლი, სერტიფიცირების წესების დაცვის შემოწმება და
ზოგადად სააგენტოსთვის კანონმდებლობით მინიჭებული კონტროლის/ზედამხედველობის
განხორციელებასთან დაკავშირებული საქმიანობის ეფექტიანად უზრუნველყოფის მიზნით,
აუცილებელია შეტანილ იქნეს ცვლილება საქართველოს კანონში `სამეწარმეო საქმიანობის
კონტროლის შესახებ~ და სააგენტოს მიეცეს საავტომობილო ტრანსპორტის დარგში
ოპერატიული ზედამხედველობის განხორციელების საშუალება, საავიაციო და საზღვაო
ტრანსპორტის სფეროების მსგავსად.
თუმცა, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააგენტოს შემთხვევაში პროექტით
ჩნდება ახალი ქვეპუნქტი - მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ ემატება
შემდეგი შინაარსის „თ1 ქვეპუნქტი: „თ1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტოს მიერ, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს
კანონით გათვალისწინებულ კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე
და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში
მოქმედი
ტექნიკური
რეგლამენტების
შესრულების
ზედამხედველობის
მიზნით
განხორციელებულ ღონისძიებებზე.“.
იმისათვის რომ სააგენტოს მიერ, სამეწარმეო საქმიანობის კონტროლი, საზღვაო და
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების ანალოგიურად, არ შემოიფარგლებოდეს მხოლოდ
ტრანსპორტის
დარგებში
მოქმედი
ტექნიკური
რეგლამენტების
შესრულების
ზედამხედველობის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე, რაც გათვალისწინებულია
აღნიშნული კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების გარეშე შეუძლებელია სააგენტოს მიეცეს
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განხორციელება მოსამართლის ბრძანების გარეშე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილების საფუძველზე, სააგენტოსთვის
სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის განხორციელება მოსამართლის ბრძანების გარეშე,
გაზრდის საავტომობილო ტრანსპორტის დარგში უსაფრთხოების დონეს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის `სამეწარმეო საქმიანობის
კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის მე–5 მუხლში, რომლის პირველი პუნქტის „თ“
ქვეპუნქტის შემდეგ ემატება შემდეგი შინაარსის „თ1 ქვეპუნქტი:
„თ1) საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს
მიერ, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
კონტროლის განხორციელებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე და საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად, საავტომობილო ტრანსპორტის დარგში მოქმედი ტექნიკური
რეგლამენტების
შესრულების
ზედამხედველობის
მიზნით
განხორციელებულ
ღონისძიებებზე.“.
აღნიშნული ცვლილებით
კანონმდებლობის შესრულებაზე
მოსამართლის ბრძანების გარეშე.
სააგენტოს ენიჭება
ზედამხედველობა და
უფლება დარგში მოქმედი
კონტროლი განახორციელოს
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 თებერვალი, ვინაიდან, მისი
ამოქმედება დაკავშირებულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის
ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტიდან ხარჯების
გამოყოფასთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
თუმცა, წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული ცვლილება, რომელიც სააგენტოს
ანიჭებს უფლებამოსილებას მოსამართლის ბრძანების გარეშე, ოპერატიულად განახორციელოს
კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული ზედამხედველობისა და კონტროლის ფუნქცია, ხელს
შეუწყობს სააგენტოს მხრიდან ეფექტური მონიტორინგის განხორციელებას, დაზოგავს დროს
და ფინანსურ რესურსებს, როგორც სააგენტოსთვის, ისე სასამართლოსთვის.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
გამოიწვევს
სახელმწიფოსთვის
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების წარმოშობას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის
პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევ
რობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების
შესახებ შეთანხმების 296-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად,
საქართველო მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას აღნიშნული შეთანხმების
XXIV დანართში მითითებულ საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ
ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შესახებ შეთანხმების XXIV დანართში
მითითებულ შემდეგ სამართლებრივ აქტთან: 2009 წლის 21 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და
საბჭოს (EC) N 1071/2009 რეგულაცია, რომელიც ადგენს ავტოსატრანსპორტო ოპერატორის
დასაქმების მიზნით შესასრულებელი პირობების შესახებ საერთო წესებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მომიხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.