„საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/292/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 19.02.2014, სარეგისტრაციო კოდი: 010250000.04.001.016100) მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები: „კ1) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავტოსადგურის განთავსების მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის გადაწყვეტა; კ2) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც არ არის სავალდებულო ავტოსადგურიდან რეისში გასვლა. “. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე “საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი, უკავშირდება საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის სფეროში და სამგზავრო ავტოსადგურებში არსებული რთული მდგომარეობის გაუმჯობესებას. წინამდებარე კანონპროექტი საავტომობილო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია და ერთვის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს. აღნიშნული პროექტით გათვალისწინებულია ავტოსადგურის განმარტება, რომელიც განისაზღვრება შემდეგნაირად: „ავტოსადგური – მგზავრთა და გადამზიდველთა მომსახურების მიზნით, შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტის საფუძველზე, მოწყობილი შენობა-ნაგებობის, ტერიტორიის და ორგანიზაციულ-ტექნოლოგიური აღჭურვილობის ერთობლიობა, სადაც დადგენილი წესით შესაძლებელია განხორციელდეს საერთაშორისო და/ან ქვეყნის შიდა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სამგზავრო რეგულარულ გადაყვანებთან დაკავშირებული მომსახურება.“. საავტომობილო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე ითვალისწინებს მგზავრთა რეგულარული გადაყვანის მოწესრიგებას, მნიშვნელოვანია ავტოსადგურის როლი პროცესის სრული ციკლის გამართულობაში. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ერთერთი უფლებამოსილებაა, საგზაო მოძრაობის ორგანიზება, რაც მოიცავს ასევე რეგულარული სამგზავრო გადაყვანისას მოძრაობის მარშრუტების დადგენას. კანონმდებლობის შესაბამისად, რეგულარული სამგზავრო გადაყვანის მთავარი პირობაა რეისი იწყებოდეს და მთავრდებოდეს ავტოსადგურში. ამდენად, მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტი თვითონ განსაზღვრავდეს მის ადმინისტრაციულ საზღვრებში კონკრეტულ ადგილას კონკრეტული ავტოსადგურის ფუნქციონირების მიზანშეწონილობის საკითხს. რაც ერთერთი მნიშვნელოვანი პირობა იქნება ავტოსადგურების სერტიფიცირებისათვის. აღნიშნულის განსაზღვრა მოხდება საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტით. ასევე, იმისათვის, რომ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არ არსებობის შემთხვევაში არ დაირღვეს კანონმდებლობით გათვალისწინებული პირობა, იმასთან დაკავშირებით, რომ რეგულარული სამგზავრო გადაყვანის დროს რეისი უნდა იწყებოდეს და მთავრდებოდეს ავტოსადგურში, მუნიციპალიტეტს ენიჭება უფლებამისილება, შესაბამისი ნორმატიული აქტით განსაზღვროს იმ დასახლებების ჩამონათვალი საიდანაც არ იქნება სავალდებულო ავტოსადგურიდან რეისში გასვლა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მუნიციპალიტეტის ახალი უფლებამოსილების განსაზღვრა. გარეშე შეუძლებელია ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის შედეგად განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას. უზრუნველყოფილი იქნება ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტების აღმოფხვრა, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდა, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება და სხვა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წინამდებარე პროექტით ცვლილება შედის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მე-16 მუხლში და მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებებს ემატება ახალი უფლებამოსილებები. კერძოდ, მე–16 მუხლს მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ ემატება შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები: „კ1) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიზანშეწონილობის თაობაზე საკითხის გადაწყვეტა; ავტოსადგურის განთავსების კ2) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ დასახლებაში ავტოსადგურის არ არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი ნორმატიული აქტით იმ დასახლებების ჩამონათვალის განსაზღვრა, სადაც არ არის სავალდებულო ავტოსადგურიდან რეისში გასვლა.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 თებერვალი, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციის განხორციელება დაკავშირებული იქნება შესაბამისი მუნიციპალიტეტების მიერ სათანადო ადმინისტრაციული ხარჯის გაწევასთან, შესაბამისი მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. როგორც აღინიშნა, საქართველოს მთავრობის შესაბამისი ნორმატიული აქტის მიხედვით ავტოსადგურის სერტიფიცირებისთვის აუცილებელ პირობად განისაზღვრება შესაბამის მუნიციპალიტეტში სატრანსპორტო პოლიტიკის გატარებაზე უფლებამოსილი სტრუქტურული ერთეულის დადებითი დასკვნა ავტოსადგურის განთავსებასთან დაკავშირებით. ასევე, ამავე პროექტით გათვალისწინებულია უფლებამისილება, შესაბამისი მუნიციპალიტეტის ნორმატიული აქტით განისაზღვროს იმ დასახლებების ჩამონათვალი საიდანაც არ იქნება სავალდებულო ავტოსადგურიდან რეისში გასვლა. შესაბამისად, წინამდებარე პროექტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებას დასჭირდება შესაბამისი მუნიციპალიტეტის მიერ ადმინისტრაციული ხარჯის გაწევა. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვადებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება; კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს არა აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მომიხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მომიხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.