„სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
31.05.2023
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/292/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროს ნომერი 262

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №26, 5.09.2003, მუხ. 195) შეტანილ იქნეს შედეგი ცვლილება: 1. მე–7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა - 500 ლარი.“. 2. მე–7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ და „12“ პუნქტები: „11. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა - 500 ლარი. 12. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი – 1500 ლარი.“. მუხლი 2. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთი, 2025 წლის 1 მაისამდე განისაზღვროს 100 ლარით. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 თებერვლიდან. 2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2025 წლის 1 მაისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა.) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი კანონპროექტი საავტომობილო ტრანსპორტის დარგის რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის ნაწილია და ერთვის „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს. კანონპროექტის მიღების მიზეზია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მომზადებული კანონის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში სანებართვო საქმიანობის განსაზღვრას და ერთ-ერთი სანებართვო საქმიანობის სახელწოდებაში და სანებართვო განაკვეთის ოდენობის ცვლილებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში განისაზღვრა ორი ახალი სახის ნებართვა (საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა, საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა), რის გამოც კანონმდებლობის შესაბამისად, სანებართვო საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭებისთვის ხდება მოსაკრებლების დაწესება. ხოლო, აღნიშნული კანონის 24-ე მუხლის 31-ე პუნქტით განსაზღვრული ნებართვის დასახელება შეიცვალა შემდეგი სახით: „31. „საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი.“. წარმოდგენილი პროექტით კი განისაზღვრა სანებართვო მოსაკრებლის ოდენობები შემდეგი სახის ნებართვებზე: 1) საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა; 2) საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა; ხოლო საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი - ნებართვის შემთხვევაში გაიზარდა მოსაკრებლის ოდენობა. ამასთან, აღნიშნულ საკანონმდებლო პაკეტზე, რომელშიც აგრეთვე შედის წინამდებარე კანონპროექტი მომზადებულია რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიში, რომელიც ერთვის წარმოდგენილ საკანონმდებლო ინიციატივას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საკანონმდებლო რეგულაციის გარეშე შეუძლებელია სანებართვო მოსაკრებლების სახეების და განაკვეთების განსაზღვრა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში მოქმედ ნებართვებზე განისაზღვრა სანებართვო მოსაკრებლის ოდენობები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: - კანონპროექტის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში რომ, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში განსაზღვრულ ნებართვის სახეებზე დაწესდა მოსაკრებელი. შესაბამისად, კანონის მე-7 მუხლის „1“, „11“და „12“ პუნქტები განისაზღვრა შემდეგი სახით: „1. საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა - 500 ლარი (2025 წლის 1 მაისამდე 100 ლარი). 11. საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა - 500 ლარი. 12. საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო ერთჯერადი გადაზიდვის (დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა, რომელსაც ახორციელებს უცხო ქვეყნის გადამზიდველი – 1500 ლარი.“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 თებერვალი, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადასთან. ამასთან, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვის მოსაკრებლის განაკვეთზე დაწესდა გარდამავალი პერიოდი 2025 წლის 1 მაისამდე და მოსაკრებლის ოდენობად განისაზღვრა 100 ლარი. შესაბამისად, კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდება 2025 წლის 1 მაისიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვების გაცემაზე, რომელზეც აქამდე გადაიხდებოდა საფასური და ირიცხებოდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე, მოხდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. აგრეთვე, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ზევით) ერთჯერადი ნებართვის გაცემის მოსაკრებელი იზრდება 500 ლარიდან 1500 ლარამდე, ამდენად ხსენებული ცვლილება მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. აღნიშნული გარემოება შეამცირებს სააგენტოს შემოსავალს, თუმცა ეს არ გახდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გამოყოფის საფუძველი. რადგან სააგენტო, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ფუნქციებს ახორციელებს საკუთარი ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლებით, შესაბამისად საჭიროების შემთხვევაში, კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყარო იქნება სააგენტოს საკუთარი შემოსავლები. აქვე, ცხრილის სახით ვურთავთ ინფორმაციას წლების მიხედვით ნებართვების გაცემული რაოდენობის და მიღებული შემოსავლის თაობაზე. ნებართვის გაცემის საფასური ირიცხება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვა: ცხრილი N1 N წელი 1 2011 (9 თვე) 2 2012 3 2013 4 2014 5 2015 6 2016 7 2017 8 2018 9 2019 10 2020 11 2021 12 2022 (8 თვე) რაოდენობა 35 44 60 56 56 62 52 60 65 18 33 17 საფასური ლარში 3,500 4,400 6,000 5,600 5,600 6,200 5,200 5,280 650 180 330 170 საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვა: ცხრილი N2 N 1 2 3 4 წელი 2011 (9 თვე) 2012 2013 2014 რაოდენობა 151 432 518 491 საფასური ლარში 15,100 43,200 51,800 49,100 5 6 7 8 9 10 11 12 2015 2016 2017 2018 2019 2020 2021 2022 (8 თვე) 604 532 352 572 521 655 928 155 60,400 53,200 35,200 40,640 5,210 6,550 9,280 1,550 აღსანიშნავია, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი ნებართვის (ცხრილი N1) და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვის (ცხრილი N2) გაცემიდან მიღებული შემოსავლები სააგენტოს მთლიანი შემოსავლების მხოლოდ 0.07%-ს შეადგენს. შესაბამისად, აღნიშნული შემოსავლის წყაროს დაკარგვა სააგენტოს საქმიანობასა და ფინანსურ მდგომარეობაზე უარყოფით გავლენას არ მოახდენს. სამგზავრო გადაყვანებში (რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშის მიხედვით) ჩართულია 4125 პირი, ხოლო საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვებში დაახლოებით 4500 (სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მონაცემები). წლის განმავლობაში დაახლოებით 1000 ახალი მეწარმე-სუბიექტი ერთვება საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების საქმიანობაში (აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 800 ანებებს თავს აღნიშნულ საქმიანობას). სამგზავრო გადაყვანებთან დაკავშირებით ანალოგიურ ინფორმაციას სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო არ ფლობს. შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის გათვალისწინებით სავარაუდო სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის ზრდა იქნება: პირველ წელს: (4125+4500)*500=4 312 500 ლარი. შემდეგ 3 წელს: 1000*500= 500 000 ლარი ყოველწლიურად. ასევე, ცხრილის სახით ვურთავთ ინფორმაციას წლების მიხედვით საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის (საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი დადგენილი კვოტების ზევით) ერთჯერადი ნებართვის გაცემული რაოდენობის და მიღებული შემოსავლის თაობაზე. აღნიშნული ნებართვის გაცემის მოსაკრებელი (500 ლარი) ირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში, ხოლო დაჩქარებული მომსახურების საფასური (20 ლარი, 2022 წლის მაისიდან - 100 ლარი) სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე. ცხრილი N3 N წელი 1 2011 (9 თვე) 2 2012 3 2013 4 2014 5 2015 6 2016 7 2017 რაოდენობა 35 1,902 4,910 1,562 1,075 4,515 2,172 საფასური ლარში 3,500 190,200 491,000 156,200 107,500 451,500 217,200 მოსაკრებლი ლარში 17,500 951,000 2,455,000 781,000 537,500 2,257,500 1,086,000 8 9 10 11 12 2018 2019 2020 2021 2022 (8 თვე) 1,658 974 688 392 491 165,800 97,400 68,800 39,200 28,060 829,000 487,000 344,000 196,000 245,500 საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვით წლის განმავლობაში სარგებლობს დაახლოებით 700 უცხოელი გადამზიდველი. შესაბამისად, კანონპროექტით განსაზღვრული მოსაკრებლის ოდენობის გათვალისწინებით (პროექტის მიხედვით 1500 ლარი, არსებული ფასი - 500=1000) იქნება 1000*700= 700 000 ლარი დამატებითი შემოსავალი წლიურად ბიუჯეტისთვის. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგს ნებართვის მაძიებლებისათვის - სანებართვო მოსაკრებლის ოდენობით: ა) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვების გაცემაზე, გადაიხდებოდა 10 ლარიანი საფასური და ირიცხებოდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე. პროექტის მიღების შემთხვევაში - საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის და საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვებზე მოხდება სანებართვო მოსაკრებლის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში. ამდენად, ნებართვის მაძიებლები ნებართვის მისაღებად 10 ლარი საფასურის ნაცვლად გადაიხდიან 500 ლარის ოდენობის მოსაკრებელს. ბ) კანონპროექტს გავლენა ექნება აგრეთვე უცხო ქვეყნის გადამზიდველისთვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვის მისაღებად 500 ლარის ოდენობის სანებართვო მოსაკრებლის ნაცვლად გადაიხდის 1500 ლარს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით დადგენილი საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის მრავალჯერადი და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის მრავალჯერადი ნებართვების გაცემაზე (გაიცემოდა ერთი წლის ვადით), გადაიხდებოდა საფასური და ირიცხებოდა სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ანგარიშზე. ნებართვის გაცემის საფასური 2018 წლის ნოემბრამდე შეადგენდა 100-100 ლარს ორივე ნებართვის შემთხვევაში. 2018 წლის ნოემბრის შემდეგ, გადამზიდველთა მოთხოვნის საფუძველზე აღნიშნული ნებართვების გაცემაზე საფასური შემცირდა 10 ლარამდე. წინამდებარე პროექტით, იცვლება ზემოხსენებული ნებართვების დასახელება (საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ნებართვა; საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის ნებართვა), ნაწილობრივ შინაარსი და მოქმედების ვადა, რომელიც განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით და იქნება 5 წელი და საფასურის ნაცვლად, გადაიხდება სანებართვო მოსაკრებელი, რომელიც აღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით და ასევე გადამზიდველთა საქმიანობით გამოწვეული ინფრასტრუქტურისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის ნაწილობრივი ანაზღაურების მიზნით - განისაზღვრა 500 ლარით თითოეულ ნებართვაზე. ასევე, საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტების ზევით) ერთჯერადი ნებართვის მოსაკრებლის ოდენობა გაიზარდა 500 ლარიდან – 1500 ლარამდე. უნდა აღინიშნოს, რომ თავის დროზე ამ ნებართვის შემოღების ძირითადი მიზანი იყო უცხო ქვეყნის გადამზიდველს მისცემოდა შესაძლებლობა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტული ან მესამე ქვეყნის ნებართვით შემოსული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებით უკანა გზაზე საქართველოდან გაეტანა ტვირთი გარკვეული გადასახადის საფასურად ბიუჯეტის სასარგებლოდ, რათა არ დარღვეულიყო საქართველოს გადამზიდველებთან ჯანსაღი კონკურენციის პირობები. მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრა საბაზრო ურთიერთობიდან და იმ დროისათვის არსებული გადაზიდვების საშუალო მარჟიდან გამომდინარე. აღნიშნულმა მოსაკრებელმა ბოლო დრომდე შეასრულა თავისი ფუნქცია, დადებითად იმოქმედა გადაზიდვების ბაზრის სტაბილურობაზე და საგრძნობლად შეავსო საქართველოს ბიუჯეტიც. თუმცა, ბოლო პერიოდში 500 ლარის ოდენობის საფასური აღარ არის საკმარისი ზემოთ მოყვანილი ფუნქციის შესანარჩუნებლად. წარმოიქმნა დისბალანსი გადაზიდვების რეალურ ღირებულებასა და მიწოდებას შორის, უცხო ქვეყნის გადამზიდველების სასარგებლოდ, რაც სამართლიან უკმაყოფილებას იწვევეს ქართულ გადამზიდველ კომპანიებში. მათი პოზიციების აღდგენისათვის საჭიროა 500 ლარიანი მოსაკრებლის გაზრდა შესაბამის ნიშნულამდე. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტს არა აქვს მდგომარეობაზე. მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრო ბასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.