„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
14.06.2023
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/299/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ.126) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 141-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. 2. 143-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 143 1. მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის, აგრეთვე მის ფარგლებში გამოყენებული ადამიანის რეპროდუქციული ქსოვილების, უჯრედებისა (გამეტებისა) და ემბრიონების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. 2. მედიცინის დახმარებით რეპროდუქციულ მომსახურებაზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე განისაზღვრება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. 4. მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციულ საქმიანობებთან და დამხმარე რეპროდუქციულ ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონით.“. 3. 144-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც მიღებულია 1997 წლის 10 დეკემბერს, აწესრიგებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს. თუმცა, აღნიშნული საკითხების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (კერძოდ, კანონის 141-ე, 143-ე და 144-ე მუხლები) აღარ შეესაბამება არსებულ რეალობას და ვეღარ ემსახურება კანონის მიზანს. ამასთანავე, კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აწესრიგებს. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარმოადგენს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ (შემდგომ - ასოცირების შეთანხმება) გამომდინარე, ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების ნაწილს. 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ითვალისწინებენ ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენებასთან დაკავშირებულ რეგულაციებს. ამდენად, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ზემოაღნიშნული ნორმები შეუსაბამობაშია როგორც „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტთან, ისე აღნიშნულ დირექტივასთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“, აგრეთვე ევროკავშირის სათანადო დირექტივები, რომელთა შესასრულებლადაც მომზადდა აღნიშნული კანონპროექტები, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აწესრიგებს, აუცილებელი გახდა „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მომზადება ამ კანონს და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტს შორის შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტთან და ევროკავშირის სათანადო დირექტივასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 143-ე მუხლი, რომელიც „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მსგავსად აწესრიგებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი დონის უზრუნველსაყოფად უნდა განხორციელდეს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის, აგრეთვე მის ფარგლებში გამოყენებული ადამიანის რეპროდუქციული ქსოვილების, უჯრედებისა (გამეტებისა) და ემბრიონების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების შესაბამისად. ამასთანავე, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა განხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული მუხლის მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციულ მომსახურებაზე წვდომის უფლების მქონე პირთა წრე, აგრეთვე მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონით. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან 141-ე და 144-ე მუხლების ამოღებას, ვინაიდან აღნიშნული მუხლების მოქმედი რედაქციებით გათვალისწინებული საკითხები განისაზღვრება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტის მიღება არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი შეესაბამება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღს - 2024 წლის 1 იანვარს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება დადებით გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის 143-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მითითება კეთდება, რომ მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ხოლო ლიცენზიის ახალი სახე და შესაბამისი სალიცენზიო მოსაკრებელი (300 ლარი) დგინდება საკანონმდებლო პაკეტში არსებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტებით. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რადგან კანონპროექტით გათვალისწინებული კანონის 143-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მითითება კეთდება, რომ მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა ხორციელდება შესაბამისი ლიცენზიის საფუძველზე. ხოლო ლიცენზიის ახალი სახე და შესაბამისი სალიცენზიო მოსაკრებელი (300 ლარი) დგინდება საკანონმდებლო პაკეტში არსებული „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონების პროექტებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი მდგომარეობაზე. არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 357-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, საქართველოს მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას აღნიშნული შეთანხმების XXXI დანართში მითითებულ საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XXXI დანართში მითითებულ შემდეგ სამართლებრივ აქტთან: 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის,