„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
14.06.2023
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/299/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, 28.12.2011, სარეგისტრაციო კოდი: 040200010.05.001.016538) შეტანილი იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 26-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი (გარდა მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შედეგად დაბადებული ბავშვისა) დაქორწინებული მშობლებისაგან წარმოშობილად ჩაითვლება, თუ იგი დაიბადა მამის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს 10 თვისა.“. 2. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 30. ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის, „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ეს კანონპროექტი წარმოადგენს „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 30-ე მუხლის თანახმად, ექსტრაკორპორალური განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის დაბადების რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით. „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს გარკვეულ რეგულაციას მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის გზით დაბადებულ ბავშვთან დაკავშირებით. ამასთანავე, წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით ცვლილება შედის „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონშიც და მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებული ნორმების ტრანსფერი ამ კანონიდან ხორციელდება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში. ამდენად, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შედეგად გაჩენილი ბავშვის რეგისტრაციასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგდება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ კანონპროექტით. გარდა ამისა, ეს კანონპროექტი ამკვიდრებს ინ ვიტრო განაყოფიერების ტერმინს და აღარ ითვალისწინებს ექსტრაკორპორალური განაყოფიერების ტერმინს. ამავე დროს, „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე2 პუნქტის თანახმად, მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი დაქორწინებული მშობლებისაგან წარმოშობილად ითვლება, თუ იგი დაიბადება მამის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს ათი თვისა. ამ მუხლის ნორმატიული შინაარსი არ ითვალისწინებს გამონაკლისს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შედეგად გაჩენილი ბავშვის შემთხვევაში. თუმცა, პრაქტიკაში შესაძლოა არსებობდეს შემთხვევები, რომლის დროსაც აღნიშნული რეპროდუქციის ფარგლებში არსებული ინტერვენციებისა და პროცედურების შედეგად, თუ ბენეფიციარი (პოტენციური მშობელი) გარდაიცვლება შეიძლება ბავშვი დაიბადოს მამის გარდაცვალებიდან 10 თვის შემდეგაც, თუმცა სამოქალაქო კოდექსის არსებული ჩანაწერით ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში (მამის გრაფაში) მისი მითითება ვერ მოხდება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ საკითხებს ახლებურად აწესრიგებს, აუცილებელი გახდა „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მომზადება ამ კანონსა და ზემოაღნიშნულ კანონპროექტს შორის შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, „სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული დანაწესი, რომლის თანახმად, მამის გარდაცვალების შემთხვევაში ბავშვი დაქორწინებული მშობლებისაგან წარმოშობილად ითვლება, თუ იგი დაიბადება მამის გარდაცვალებიდან არა უგვიანეს ათი თვისა, არ გავრცელდება ბავშვის მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შედეგად დაბადებაზე. ამასთანავე, კანონის 30-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ინ ვიტრო განაყოფიერების შედეგად გაჩენილი ბავშვის რეგისტრაცია ხორციელდება ამ კანონის, „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად. კერძოდ, აღნიშნულ მუხლში ტერმინი „ექსტრაკორპორული განაყოფიერება“ იცვლება ტერმინით „ინ ვიტრო განაყოფიერება“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტის მიღება არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი შეესაბამება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღს - 2024 წლის 1 იანვარს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რესპუბლიკის კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი მიღებით არ არის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი მდგომარეობაზე. არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი შესაბამისობაშია საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება სხვა ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის,