„მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
14.06.2023
ავტორი
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/299/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 18.01.2005, მუხ.19) 63-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 29 პუნქტი: „29. აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედის/ქსოვილის, აგრეთვე გესტაციური სუროგატის საჭიროების და ხელმისაწვდომობის რეკლამა, როდესაც იგი ეხება ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალური სარგებლის შეთავაზებას ან მოძიებას (გარდა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა).“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტები აწესრიგებენ მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში რეკლამის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებს. კერძოდ, ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედის/ქსოვილის საჭიროების და ხელმისაწვდომობის რეკლამა, როდესაც იგი ეხება ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალურ სარგებლის შეთავაზებას ან მოძიებას, აგრეთვე გესტაციური სუროგატის მომსახურების რეკლამა ან პოპულარიზაცია. თუმცა, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, რომლის 63-ე მუხლი აწესრიგებს მაუწყებლობის სფეროში რეკლამასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, ამგვარ რეგულაციებს არ ადგენს. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარმოადგენს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ (შემდგომ - ასოცირების შეთანხმება) გამომდინარე, ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზების ნაწილს. 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, აწესრიგებს ადამიანის ქსოვილისა და უჯრედის/ქსოვილის რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებს. ამდენად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმები შესაბამისობაშია მოსაყვანი როგორც „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნასთან, ისე ზემოაღნიშნულ დირექტივასთან. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ვინაიდან კანონპროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“, აგრეთვე ევროკავშირის სათანადო დირექტივა, რომლის შესასრულებლადაც მომზადდა აღნიშნული კანონპროექტი, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში რეკლამასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს, აუცილებელი გახდა „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების მომზადება ამ კანონსა და ზემოაღნიშნულ სამართლებრივ აქტებს შორის შეუსაბამობების აღმოფხვრის მიზნით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტით „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან და ევროკავშირის სათანადო დირექტივასთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლს ემატება 29 პუნქტი, რომლის თანახმად, აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედის/ქსოვილის, აგრეთვე გესტაციური სუროგატის საჭიროების და ხელმისაწვდომობის რეკლამა, როდესაც იგი ეხება ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალური სარგებლის შეთავაზებას ან მოძიებას (გარდა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა). ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტის მიღება არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი შეესაბამება „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღს - 2024 წლის 1 იანვარს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტმა შესაძლოა იქონიოს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნათა დარღვევებისა და გადახდილი ჯარიმების პროპორციულად. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს მოთხოვნათა დამრღვევი პირების მიმართ, ვისაც შეეხება კანონის მოქმედება, კერძოდ, იმ პირების მიმართ, რომელთაც დაეკისრებათ ჯარიმა. ზემოაღნიშნული საკითხების ადმინისტრირებას განახორციელებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია არსებული რესურსის ფარგლებში. ბ.ვ) კანონპროექტით გადასახდელის (ფულადი დადგენილი შენატანის) გადასახადის, ოდენობა მოსაკრებლის შესაბამის ბიუჯეტში ან სხვა სახის და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი მდგომარეობაზე. არ მოახდენს უარყოფით ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი შეესაბამება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი განსაზღვრული გამომდინარეობს ვალდებულებისაგან, ასოცირების რომლის შეთანხმების თანახმად, 357-ე მუხლით საქართველოს მოახდენს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას აღნიშნული შეთანხმების XXXI დანართში მითითებულ საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XXXI დანართში მითითებულ შემდეგ სამართლებრივ აქტთან: 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა. დევნილთა, შრომის,