„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“
- „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ (07-2/299/10, 14/06/2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-2/299/10, 14/06/2023) გამომდინარე „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. კოდექსს დაემატოს 4612-4616 მუხლები:
„მუხლი 4612. „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან სერიოზული გვერდითი რეაქციის
შესახებ შეუტყობინებლობა ან ანგარიშგების სხვა წესების დარღვევა
1. შესაბამისი პირის მიერ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან
სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ კომპეტენტური უწყებისათვის შეუტყობინებლობა,
გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
3. შესაბამისი პირის მიერ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ანგარიშგების სხვა წესების დარღვევა, გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 4613. „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ ჩანაწერების წარმოების ვალდებულების
შეუსრულებლობა ან იმავე კანონის შესაბამისად განხორციელებული მიკვლევადობის სხვა
წესების დარღვევა
1. სათანადო პირის მიერ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ ჩანაწერების
წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
3. სათანადო პირის მიერ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული მიკვლევადობის სხვა წესების
დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 4614. „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად ადამიანის რეპროდუქციული უჯრედის ან ემბრიონის დონორის, გესტაციური
სუროგატის შეფასების წესების დარღვევა
1. სათანადო პირის მიერ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად ადამიანის რეპროდუქციული უჯრედის ან ემბრიონის
დონორის, გესტაციური სუროგატის შეფასების წესების დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით.
მუხლი 4615. „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული,
მედიცინის
დახმარებით
რეპროდუქციულ
საქმიანობასთან
დაკავშირებული აკრძალული საქმიანობის
განხორციელება. „მედიცინის დახმარებით
რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული ხარისხისა და
უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დარღვევა
1. „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული,
მედიცინის
დახმარებით
რეპროდუქციულ
საქმიანობასთან
დაკავშირებული აკრძალული საქმიანობის (თუ ეს არ არის სალიცენზიო პირობის დარღვევა
ან ამ კანონის 4612-4614 მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევა
ანდა არ იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას) განხორციელება, გამოიწვევს დაჯარიმებას 50 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 000 ლარის ოდენობით.
3. „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად განსაზღვრული ხარისხისა და უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების (თუ
ეს არ არის სალიცენზიო პირობა ან ამ კანონის 4612-4614 მუხლებით გათვალისწინებული
რომელიმე სხვა, შესაბამისი შემთხვევა) დარღვევა, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის
საგნის კონფისკაციით.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით, შესაბამისი სამართალდარღვევის
საგნის კონფისკაციით.
მუხლი 4616. რეპროდუქციული უჯრედის, ქსოვილის, ემბრიონის, აგრეთვე გესტაციური
სუროგატის საჭიროების და ხელმისაწვდომობის რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის ბეჭდვითი
საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით), როდესაც იგი ეხება
ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალურ სარგებლის შეთავაზებას ან მოძიებას
1. რეპროდუქციული უჯრედის, ქსოვილის, ემბრიონის, აგრეთვე გესტაციური
სუროგატის საჭიროების და ხელმისაწვდომობის რეკლამა მასობრივი კომუნიკაციის
ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით), როდესაც
იგი ეხება ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალურ სარგებლის შეთავაზებას ან მოძიებას
(გარდა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიწვევს დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
განმეორებით, გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით.‘‘.
2. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
მუხლი 208. რაიონული (საქალაქო)
სამართალდარღვევათა საქმეები
სასამართლოს
განსჯადი
ადმინისტრაციულ
რაიონული
(საქალაქო)
სასამართლო
განიხილავს
იმ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის
მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 4612 – 4616, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−551, 553, 554, 56-ე,
57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−77-ე, 78-ე, 791−მე-80, 821, 822, 82
5
, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე
მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე,
144-ე, 14410, 145-ე და 150-ე მუხლებით, 151-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 153-ე, 153
1
, 1533 და 1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 155
2
მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 155
7
−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 1594−15910, 163-ე, 164ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−171
4
მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე-8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 172
4
−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 175
1
და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 177
11
და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით
გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793, 180-ე, 182-ე, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე,
195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.
3. 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. ამ კოდექსის 442, 445, 462-464, 467-4616 მუხლებით, 1557 მუხლის მე-2 და მე-4
ნაწილებითა და 15511 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
ოქმებს ადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები;
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული კოდექსის 4612 და 4613 მუხლებისა და 4615 მუხლის მე-3-მე-4 ნაწილებისა,
ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული კოდექსის 4612
და 4613 მუხლები და 4615 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ამოქმედდეს 2024 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ‘‘
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
ახლებურად აწესრიგებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ
საკითხებს.
აღნიშნული
კანონპროექტი
აწესრიგებს
მედიცინის
დახმარებით
რეპროდუქციასთან და მედიცინის დახმარებით რეპროდუქციულ საქმიანობასთან
დაკავშირებულ საკითხებს და ადგენს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის, აგრეთვე მის
ფარგლებში გამოყენებული ადამიანის რეპროდუქციული ქსოვილების, უჯრედებისა
(გამეტებისა) და ემბრიონების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ასევე
რეპროდუქციული უჯრედებისა და ქსოვილის/ემბრიონების მოპოვების, ტესტირების,
დამუშავების, პრეზერვაციის, შენახვის ან/და განაწილების პირობებს. ამავე დროს, „მედიცინის
დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 37-ე მუხლის
თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის
სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით, მათ შორის - საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსით. აღნიშნული ნორმის რეალიზება უნდა განხორციელდეს საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სათანადო ცვლილებების შეტანის გზით.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარმოადგენს „ერთი მხრივ, საქართველოსა და
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ (შემდგომ - ასოცირების
შეთანხმება) გამომდინარე, ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან საქართველოს
კანონმდებლობის ჰარმონიზების ნაწილს. 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს
2004/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის,
დონორებისაგან მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და
განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ითვალისწინებენ ადამიანის
ორგანოების გადანერგვის და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში
ეროვნული კანონმდებლობის დარღვევისთვის შესაბამისი სანქციების შემოღების საჭიროებას,
ხოლო ეს სანქციები ეფექტური, პროპორციული და შემაკავებელი უნდა იყოს. ამდენად,
აღნიშნული კანონპროექტიც წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების შესრულების ნაწილს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
38-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მედიცინის დახმარებით
რეპროდუქციის სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის განისაზღვრება
საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის - საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით. თუ რომელი ქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი
ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ჩამდენს,
განსაზღვრავს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსი. ამდენად, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში
ადმინისტრაციულ სამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით აუცილებელია
ცვლილების განხორციელება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
დაადგენს ადმინისტრაციულ სამართლებრივ პასუხისმგებლობას მედიცინის დახმარებით
რეპროდუქციის სფეროში ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში შედის შემდეგი ცვლილებები:
კოდექსს ემატება 4612-4616 მუხლები, რომლებიც მედიცინის დახმარებით
რეპროდუქციის სფეროში ადგენენ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს და
განსაზღვრავს შესაბამის ადმინისტრაციულ სახდელებს. კერძოდ, კანონპროექტის თანახმად,
წესდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სერიოზული გვერდითი მოვლენის ან
სერიოზული გვერდითი რეაქციის შესახებ შეუტყობინებლობისათვის ან ანგარიშგების სხვა
წესების დარღვევისთვის (4612 მუხლი), „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამისად განხორციელებული საქმიანობის შესახებ ჩანაწერების
წარმოების ვალდებულების შეუსრულებლობისთვის ან იმავე კანონის შესაბამისად
განხორციელებული მიკვლევადობის სხვა წესების დარღვევისთვის (4613 მუხლი), „მედიცინის
დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ადამიანის
რეპროდუქციული უჯრედის ან ემბრიონის დონორის, გესტაციური სუროგატის შეფასების
წესების დარღვევისთვის (4614 მუხლი), „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციულ
საქმიანობასთან დაკავშირებული აკრძალული საქმიანობის
განხორციელებისთვის.
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
განსაზღვრული ხარისხისა და უსაფრთხოების წესებისა და სტანდარტების დარღვევისთვის
(4615 მუხლი), რეპროდუქციული უჯრედის, ქსოვილის, ემბრიონის, აგრეთვე გესტაციური
სუროგატის საჭიროების და ხელმისაწვდომობის რეკლამისთვის მასობრივი კომუნიკაციის
ბეჭდვითი საშუალებით ან ელექტრონული საშუალებით (მათ შორის, ინტერნეტით), როდესაც
იგი ეხება ფინანსურ მოგებას ან სხვა მატერიალურ სარგებლის შეთავაზებას ან მოძიებას
(გარდა „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული შემთხვევებისა) (მუხლი 4616).
ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 208-ე მუხლი და 239-ე მუხლის 38-ე ნაწილი.
აღნიშნული მუხლი და ნაწილი განსაზღვრავენ კანონპროექტით დამატებული კოდექსის
მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებზე ოქმების
შედგენის და საქმის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანოებს (თანამდებობის
მუხლებით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
პირებს).
კერძოდ,
4612-4615
სამართალდარღვევათა საქმეებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს
შეადგენენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი პირები, ხოლო საქმეს
განიხილავს რაიონული (საქალაქო) სასამართლო.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტის მიღება არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი,
გარდა
ამ
კანონის
პირველი
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული კოდექსის 4612 და 4613 მუხლებისა და 4615 მუხლის მე-3-მე-4 ნაწილებისა,
ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ძალაში შესვლის თარიღი შეესაბამება
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
ძირითადი ნაწილის ამოქმედების თარიღს. რაც შეეხება კანონის პირველი მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებულ კოდექსის 4612 და 4613 მუხლებსა და 4615 მუხლის მე-3-მე-4
ნაწილებს, მათი ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2024 წლის 1 ივლისი, ვინაიდან,
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
თანახმად, შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებს სწორედ აღნიშნულ დრომდე ევალებათ
სალიცენზიო პირობებთან შესაბამისობა ლიცენზიის აღების გზით, ხოლო კოდექსის
ზემოაღნიშნული მუხლები სწორედ სალიცენზიო პირობებთანაა დაკავშირებული.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული ხარჯებთან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტმა შესაძლოა იქონიოს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე. კერძოდ, შემოდის ახალი სახის სამართალდარღვევები, რომელთა იმპლემენტაცია
შესაძლოა დაკავშირებული იქნეს საბიუჯეტო შემოსავლების ზრდასთან პოტენციური
სამართალდარღვევებისა და ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი თანხების შესაბამისად.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს გავლენას იმ პირებზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით
გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს იმ მოცულობით, რაც
გათვალისწინებულია ადმინისტრაციული სახდელის (ჯარიმის) სახით კონკრეტული
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ადგენს ჯარიმებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში
ჩადენილი სამართალდარღვევებისათვის, რომელთა ოდენობები (5 000-დან 100 000 ლარამდე)
გაანგარიშებულია დარღვევების კრიტიკულობის პროპორციულობასთან მიმართებით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
არ
მოახდენს
უარყოფით
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და
მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 357-ე მუხლით
განსაზღვრული ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, საქართველოს მოახდენს
ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას აღნიშნული შეთანხმების XXXI დანართში
მითითებულ
საკანონმდებლო
აქტებთან
და
საერთაშორისო
სამართლებრივ
ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XXXI დანართში
მითითებულ შემდეგ სამართლებრივ აქტთან:
2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც
ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან მიღების,
ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და
უსაფრთხოების სტანდარტებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის
ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,