„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“
- „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პაციენტის უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „აივ ინფექცია/შიდსის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე‘‘ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ (07-2/299/10, 14/06/2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-2/299/10, 14/06/2023) გამომდინარე „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-06-19
ბიუროს ნომერი 269
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის
გადანერგვის, რეპროდუქციული ქსოვილის ან უჯრედის მოპოვების ანდა სხვაგვარად
გამოყენების მიზნით;“.
2. 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„პ) მსხვერპლის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის
გადანერგვის, რეპროდუქციული ქსოვილის ან უჯრედის მოპოვების ანდა სხვაგვარად
გამოყენების მიზნით;“.
3. 134-ე მუხლის სათაური და პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის (მათ შორის,
რეპროდუქციული ქსოვილის ან უჯრედის) აღების იძულება
1. ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის (მათ შორის,
რეპროდუქციული ქსოვილის ან უჯრედის) აღების იძულება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.“.
4. 1351 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1351. ადამიანის ორგანოებით, ქსოვილებით, უჯრედებით (მათ შორის,
რეპროდუქციული ქსოვილებით, უჯრედებით) ან ემბრიონით ვაჭრობა
1. ადამიანის ორგანოებით ვაჭრობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან ცხრა წლამდე.
2. ადამიანის ქსოვილებით, უჯრედებით (მათ შორის, რეპროდუქციული ქსოვილებით,
უჯრედებით) ან ემბრიონით უკანონო ვაჭრობა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
არაერთგზის, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თორმეტ წლამდე.
4. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი
ორგანიზებული ჯგუფის მიერ, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით თერთმეტიდან თხუთმეტ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება
ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.“.
5. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 1352 და 1353 მუხლები:
„მუხლი 1352. მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა ინფორმირებული
თანხმობის გარეშე
1. მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობა დონორის, გესტაციური
სუროგატის ან ბენეფიციარის ინფორმირებული თანხმობის გარეშე, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით სამ წლამდე ან უამისოდ.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ექვსიდან რვა წლამდე, თანამდებობის
დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ხუთ წლამდე.
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება
ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით და ჯარიმით.
1353. ქსოვილის ან უჯრედის საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების წესის
დარღვევა
ქსოვილის ან უჯრედისსაქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილების წესის
დარღვევა, ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე
შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისთვის იურიდიული პირი ისჯება
ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევითა და ჯარიმით.“.
6. 1431 მუხლის შენიშვნის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„დ) ადამიანის სხეულის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან უჯრედის (მათ
შორის, რეპროდუქციული ქსოვილის ან უჯრედის) იძულებით ან მოტყუებით ამოღება,
გადანერგვა ან მათი სხვაგვარად გამოყენება;“.
7. 412-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) გადანერგვის მიზნით ადამიანის ორგანოს, ორგანოს ნაწილის, ქსოვილის ან
უჯრედის (მათ შორის რეპროდუქციული ქსოვილის ან უჯრედის) აღება ან ემბრიონის
მოპოვება ანდა მათი სხვაგვარად გამოყენება;“.
მუხლი 2.
ეს კანონის ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
ახლებურად აწესრიგებენ მედიცინის დახმარებით რეპროდუქციასთან დაკავშირებულ
საკითხებს. აღნიშნული კანონპროექტის მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, აკრძალულია
რეპროდუქციული უჯრედებით/ქსოვილებით ან ემბრიონებით ვაჭრობა. რეპროდუქციული
უჯრედებით და ემბრიონებით ვაჭრობის აკრძალვის პრინციპი მედიცინის დახმარებით
რეპროდუქციის და მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული საქმიანობის ხარისხისა და
უსაფრთხოების ერთ-ერთ მთავარ საფუძველს წარმოადგენს, ამიტომ განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია მისი დაცვის ეფექტური მექანიზმების შექმნა. ამავე დროს, „მედიცინის
დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის 39-ე მუხლის
თანახმად,
სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობა
მედიცინის
დახმარებით
რეპროდუქციის სფეროში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის განისაზღვრება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. აღნიშნული ნორმების რეალიზება უნდა
განხორციელდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში, კერძოდ, ამ კოდექსის 109-ე,
117-ე, 134-ე, 1351, 1431 და 412-ე მუხლებში, რომლის მოქმედი რედაქცია საჭიროებს ცვლილებას
და ახლებურად ჩამოყალიბებას ზემოაღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული
მოთხოვნებიდან გამომდინარე. ამასთანავე საჭიროა კოდექსისთვის 1352 და 1353 მუხლების
დამატება.
უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი წარმოადგენს „ერთი მხრივ, საქართველოსა და
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ (შემდგომ - ასოცირების
შეთანხმება) გამომდინარე, ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან საქართველოს
კანონმდებლობის ჰარმონიზების ნაწილს. 2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს
2004/23/EC დირექტივა, რომელიც ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის,
დონორებისაგან მიღების, ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და
განაწილების ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტებს, ითვალისწინებენ ადამიანის
ორგანოების გადანერგვის და ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების გამოყენების სფეროში
ეროვნული კანონმდებლობის დარღვევისთვის შესაბამისი სანქციების შემოღების საჭიროებას,
ხოლო ეს სანქციები ეფექტური, პროპორციული და შემაკავებელი უნდა იყოს. ამდენად,
აღნიშნული კანონპროექტიც წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების შესრულების ნაწილს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
39-ე მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მედიცინის დახმარებით
რეპროდუქციის სფეროში ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებებისთვის განისაზღვრება
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ქმედების დანაშაულებრიობასა და
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს განსაზღვრავს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსი. ამდენად, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროში
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით აუცილებელია
ცვლილების განხორციელება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი დაადგენს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის
ადამიანის რეპროდუქციული უჯრედებით და ემბრიონით ვაჭრობის აკრძალვასთან
მიმართებით.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
შემდეგი ცვლილებების განხორციელებას:
1. ახალი რედაქციებით ყალიბდება კოდექსის 109-ე მუხლის „ო“ ქვეპუნქტი, რომლის
თანახმად, განზრახ მკვლელობა ადამიანის უჯრედის გადანერგვის, რეპროდუქციული
ქსოვილის, უჯრედის მოპოვების ანდა სხვაგვარად გამოყენების მიზნით გამოიწვევს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
2. ახალი რედაქციით ყალიბდება 117-ე მუხლის მე-3 ნაწილის „პ“ ქვეპუნქტი, რომლის
თანახმად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, ჩადენილი მსხვერპლის უჯრედის
გადანერგვის, რეპროდუქციული ქსოვილის, უჯრედის მოპოვების ანდა სხვაგვარად
გამოყენების მიზნით გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
3. 134-ე მუხლის სათაურისა და პირველი ნაწილის ახალი რედაქციის თანახმად,
ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის (მათ შორის, რეპროდუქციული ქსოვილის ან უჯრედის)
აღების იძულება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე,
თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან
უამისოდ.
მუხლი
ადგენს
4. კანონპროექტით
წარმოდგენილი
კოდექსის
1351
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ადამიანის ქსოვილებით, უჯრედებით (მათ
შორის, რეპროდუქციული ქსოვილებით, უჯრედებით) ან ემბრიონით ვაჭრობისთვის.
აღნიშნული ქმედებებისთვის პირი დაისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა
წლამდე.
აღნიშნული
მუხლი
ასევე
ითვალისწინებს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას იგივე ქმედების ჩადენისთვის სხვადასხვა დამამძიმებელ გარემოებებში.
5. კოდექსს ემატება: 1352 მუხლი, რომელიც ადგენს სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას
მედიცინის
დახმარებით
რეპროდუქციული
საქმიანობისთვის
ინფორმირებული თანხმობის გარეშე. ასეთი ქმედება დაისჯება თავისუფლების აღკვეთით
ვადით ოთხიდან ექვს წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების
ჩამორთმევით სამ წლამდე ან უამისოდ და 1353 მუხლი რომელიც ადგენს
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ქსოვილის ან უჯრედის საქართველოს საბაჟო
საზღვარზე გადაადგილების წესის დარღვევისთვის ასეთი ქმედება დაისჯება ისჯება
ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე.
6. ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 1431 მუხლის შენიშვნის „დ“ ქვეპუნქტი,
რომლის თანახმად, კოდექსის 1431 და 1432 მუხლების მიზნებისთვის ექსპლუატაციად
მიიჩნევა დამნაშავის მიერ მატერიალური ან სხვაგვარი სარგებლის მიღების მიზნით
ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის(მათ შორის, რეპროდუქციული ქსოვილის ან უჯრედის)
იძულებით ან მოტყუებით ამოღება, გადანერგვა ან სხვაგვარად გამოყენება.
7. კოდექსის 412-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, მოწინააღმდეგე მხარის
ხელისუფლების დაცვით მოსარგებლე დაკავებული ან სხვაგვარად თავისუფლებააღკვეთილი
პირის მიმართ ისეთი სამედიცინო პროცედურის ჩატარება, რომელსაც არ მოითხოვს მისი
ჯანმრთელობის მდგომარეობა და რომელიც არ შეესაბამება საყოველთაოდ აღიარებულ
სამედიცინო ნორმებს, თუნდაც ამ პირის თანხმობით, კერძოდ გადანერგვისთვის ოპერაციის
ჩასატარებლად ადამიანის უჯრედის, აგრეთვე რეპროდუქციული ქსოვილის ან უჯრედის
აღება გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტის მიღება არ არის კავშირში სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის
სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღი შეესაბამება „მედიცინის დახმარებით
რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების
თარიღს - 2024 წლის 1 იანვარს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის
მინიჭების საკითხს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი უწყებებისთვის: (მაგ. საერთო სასამართლოები
(მათ მიერ განხილული შემთხვევების შესაბამისად), სამართალდამცავი ორგანოები და სხვ.)
გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტმა შესაძლოა იქონიოს გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე, კანონპროექტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისა და გადახდილი
ჯარიმების პროპორციულად.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღებამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლებით
პასუხისმგებლობა შეიძლება განისაზღვროს თავისუფლების აღკვეთის სახით, აღნიშნული
პასუხისმგებლობის ადმინისტრირების ნაწილი განხორციელდება შესაბამისი უწყების
(სამართალდამცავი ორგანოები, საერთო სასამართლოები და სხვ.) მიერ, ხოლო, შესაბამისი
დანახარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გაითვალისწინება მათთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში. ფინანსური შედეგები დაკავშირებული იქნება შეფარდებული
პასუხისმგებლობის
ზომასთან
და
მასშტაბებთან.
თავისუფლების
აღკვეთის
დაწესებულებებისთვის 1 პატიმრის შენახვის ხარჯი შეადგენს წელიწადში 16,256.4 ლარს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი იქონიებს ფინანსურ შედეგებს იმ იურიდიულ პირთა მიმართ, ვისაც
შეეხება კანონის მოქმედება, კერძოდ, იმ იურიდიულ პირების მიმართ, რომელთაც
დაეკისრებათ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ჯარიმის სახით შესაბამისი
დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის შემთხვევაში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი
მდგომარეობაზე.
არ
მოახდენს
უარყოფით
ზეგავლენას
ბავშვის
უფლებრივ
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი ზეგავლენა გენდერული თანასწორობის
მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და
მიმართულია ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის სამართალთან დაახლოებისკენ.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
შეესაბამება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 357-ე მუხლით
განსაზღვრული ვალდებულებისაგან, რომლის თანახმად, საქართველოს მოახდენს
ეროვნული კანონმდებლობის დაახლოებას აღნიშნული შეთანხმების XXXI დანართში
მითითებულ
საკანონმდებლო
აქტებთან
და
საერთაშორისო
სამართლებრივ
ინსტრუმენტებთან, ამავე დანართის დებულებების შესაბამისად.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრს სახელმწიფოს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია ასოცირების შეთანხმების XXXI დანართში
მითითებულ შემდეგ სამართლებრივ აქტთან:
2004 წლის 31 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/23/EC დირექტივა, რომელიც
ადგენს ადამიანის ქსოვილებისა და უჯრედების დონაციის, დონორებისაგან მიღების,
ტესტირების, დამუშავების, კონსერვაციის, შენახვისა და განაწილების ხარისხისა და
უსაფრთხოების სტანდარტებს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტზე მუშაობის პროცესში მონაწილეობა მიიღეს შესაბამისი დარგის
ქართველმა და უცხოელმა ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება, კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.
დევნილთა,
შრომის,