„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.07.2023
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/307/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 11.11.2015, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.017921) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე;“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანა, რომლითაც განისაზღვრება ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სამართლებრივი დაცვის საკითხები. 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი მიზნად ისახავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას, რამდენიმე მიმართულებით: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის − გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებამოსილებას წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების წარმოება. მიუხედავად ამისა, არსებითად მსგავსი სტატუსისა და ფუნქციების მქონე სხვა უწყების თანამშრომლებისაგან ითვალისწინებს დანიშვნასთან, დაკავშირებული განსხვავებით, გენერალური მათ მიერ „საჯარო ინსპექციის სამსახურის საკითხების სამსახურის თანამშრომლების გავლასთან, სპეციალური შესახებ“ აგრეთვე კანონმდებლობით საქართველოს შერჩევასთან, მათ არ თანამდებობაზე სამართლებრივ განსხვავებულად კანონი დაცვასთან მოწესრიგების შესაძლებლობას. კერძოდ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება, სხვებს შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის მოსამსახურეებზე, აგრეთვე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემის, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებზე. შედეგად, მითითებული უწყებების მოსამსახურეთა/თანამშრომელთა შერჩევასთან, თანამდებობაზე დანიშვნასთან, სამსახურის გავლასთან, აგრეთვე, მათ სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებული საკითხები რეგულირებულია სპეციალური კანონმდებლობით, რომელიც უფრო მოქნილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ანალოგიურ რეგულაციებთან შედარებით, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს შესაბამისი უწყებების ადამიანური რესურსების ეფექტიან მართვას. ამრიგად, არსებული მიდგომა თვისობრივად მსგავსი ფუნქციებისა და სტატუსის მქონე პირებს, რომელთა საქმიანობაც შესაბამისი დაწესებულების სხვა თანამშრომელთაგან განსხვავებულ სამუშაო პირობებში, მათ შორის, არანორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ხორციელდება, არათანასწორ სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს, რომლებიც, არსებითად, ისეთივე სამართალდაცვით და მაკონტროლებელ ფუნქციებს ახორციელებენ, როგორც ზემომითითებული სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, ხოლო მათი სტატუსი, ფუნქციები და საქმიანობის წესი განსხვავდება სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა, რათა შესაძლებელი გახდეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლების მიერ სამსახურის გავლასთან, აგრეთვე, მათ სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით ისეთი რეგულაციების შემოღება, რომლებიც ცალკეულ საკითხებში განსხვავებული იქნება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებისგან და უზრუნველყოფს ამ კატეგორიის თანამშრომელთა სხვა სამართალდამცავი და მაკონტროლებელი უწყებების თანამშრომლებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა შერჩევასთან, თანამდებობაზე დანიშვნასთან, სამსახურის გავლასთან, აგრეთვე, მათ სამართლებრივ დაცვასთან დაკავშირებით შესაბამისი რეგულაციების სპეციალური კანონმდებლობით განსაზღვრისთვის აუცილებელია, რომ აღნიშნულ თანამშრომლებზე, ზოგადად, ვრცელდებოდეს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ იქნება დადგენილი. აღნიშნული კი შეუძლებელია „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესაბამისი ცვლილების შეტანის (კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში შესაბამის თანამშრომელთა დამატების) გარეშე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება იმ შემთხვევაში გავრცელდება, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ იქნება დადგენილი. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს აღნიშნული თანამშრომლების სხვა სამართალდამცავ და მაკონტროლებელ უწყებებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას. ამასთან, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე გამოიცემა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებიც. კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში განხორციელებული ცვლილებით მოწესრიგდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სამართლებრივი დაცვის საკითხები, ხოლო იუსტიციის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის წესი. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტში შეტანილი ცვლილების თანახმად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე. ამასთან, საქართველოს მთავრობას ევალება, იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანა, რომლითაც მოწესრიგდება ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა სამართლებრივი დაცვის საკითხები, ხოლო საქართველოს იუსტიციის მინისტრი უზრუნველყოფს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძირითადი ნაწილი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებას უკავშირდება, ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, რაც თანმდევი კანონპროექტების ამოქმედებასთან არის დაკავშირებული, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა მიმართ სოციალური დაცვის გარანტიებს და მიზანშეწონილია ამოქმედდეს აღნიშნული თარიღიდან, რათა ამ დრომდე შესაძლებელი გახდეს შესაბამისი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება 2024 წლისა და შემდგომი წლების წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს 2024 და შემდგომი წლების სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს. განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელთა შესაბამისი ღონისძიებების მატერიალურ-ფინანსური უზრუნველყოფა განხორციელდება იუსტიციის სამინისტროს სისტემისთვის წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული ასიგნებებისა და სამინისტროს სისტემის ორგანიზაციების საკუთარი შემოსავლების ფარგლებში სახსრების მობილიზების საფუძველზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომელზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებასთან დაკავშირებით უშუალო გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.