„საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.07.2023
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/307/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 29.12.2017, სარეგისტრაციო კოდი: 010320000.05.001.018717) პირველი მუხლის მე-4 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი: „ზ1) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე;“. მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარდგინებით, 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში ცვლილების შეტანა, რომლითაც განისაზღვრება ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სოციალური დაცვის საკითხები. 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის − გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან უფლებამოსილებას სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების წარმოება წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, არსებითად მსგავსი სტატუსისა და ფუნქციების მქონე სხვა უწყების მოსამსახურეებისგან განსხვავებით, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონი არ ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების განსხვავებული წესის დადგენას, მაშინ, როდესაც „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამავე კანონის მოქმედება არ ვრცელდება, სხვებს შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემის სამხედრო და სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეზე, საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეებზე, აგრეთვე, პროკურორსა და პროკურატურის გამომძიებელზე. შედეგად, ზემომითითებული უწყებების მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების საკითხები წესრიგდება სპეციალური კანონმდებლობით, ხოლო შრომის ანაზღაურება და სოციალური დაცვის სისტემა უფრო მეტი კომპონენტისგან შედგება (წელთა ნამსახურობის დანამატი, წოდებრივი სარგო და სხვ.). ზემოაღნიშნული სახელმწიფო უწყებებისგან განსხვავებით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების დაანგარიშება ხდება მათი სპეციალური წოდებებისა და წელთა ნამსახურობის გაუთვალისწინებლად, რაც თვისობრივად მსგავსი ფუნქციებისა და სტატუსის მქონე პირებს, რომელთა საქმიანობაც შესაბამისი დაწესებულების სხვა თანამშრომელთაგან განსხვავებულ სამუშაო პირობებში, მათ შორის, არანორმირებული სამუშაო დროის ფარგლებში ხორციელდება, არათანასწორ სამართლებრივ მდგომარეობაში აყენებს. ამ შემთხვევაში საქმე ეხება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებს, რომლებიც, არსებითად, ისეთივე სამართალდაცვით და მაკონტროლებელ ფუნქციებს ახორციელებენ, როგორც ზემომითითებული სახელმწიფო უწყებების თანამშრომლები, ხოლო მათი სტატუსი, ფუნქციები და საქმიანობის წესი განსხვავდება სხვა საჯარო მოსამსახურეებისაგან. აქედან გამომდინარე, აუცილებელია საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა, რათა შესაძლებელი გახდეს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების ოდენობისა და სტრუქტურის დაახლოება სხვა სახელმწიფო ანაზღაურების უწყებების ოდენობასა ანალოგიური და ფუნქციების სტრუქტურასთან, და მქონე ამ გზით მოსამსახურეთა შრომის სამართალდამცავი და მაკონტროლებელი უწყებების მოსამსახურეთა თანაბარ პირობებში ჩაყენება. აქედან გამომდინარე, იმისათვის, რათა იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებმა მიიღონ წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი, საჭიროა „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში (პირველი მუხლის მე-4 პუნქტი) დაზუსტდეს, რომ, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, მისი მოქმედება არ ვრცელდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე და მათი შრომის ანაზღაურება განისაზღვროს საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სტატუსი, ფუნქციები და საქმიანობის წესი თვისობრივად განსხვავდება სხვა საჯარო მოსამსახურეებისგან, რის გამოც საჭიროა ცვლილება იქნეს შეტანილი „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც საჯარო დაწესებულებათა მოსამსახურეებზე ამ კანონის მოქმედების ფარგლებს განსაზღვრავს და დადგინდეს, რომ, თუ ამავე კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამ კანონის მოქმედება არ გავრცელდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, თუ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ იქნება დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამავე კანონის მოქმედება არ გავრცელდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების საფუძველზე გამოიცემა კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, კერძოდ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებულ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულებაში განხორციელებული ცვლილებით მოწესრიგდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სოციალური დაცვის საკითხები, ხოლო იუსტიციის მინისტრის ბრძანებებით განისაზღვრება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესები. საქართველოს იუსტიციის მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე: იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, თანამდებობრივი სარგოს, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გარდა, მიიღებენ სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, აგრეთვე სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად, თუ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და კანონის მოქმედება არ ვრცელდება, სხვებს შორის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძირითადი ნაწილი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის მიმართ შრომის ანაზღაურების განსხვავებული წესის განსაზღვრას უკავშირდება, ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, რათა ამ დრომდე შესაძლებელი გახდეს შესაბამისი ფინანსური და ორგანიზაციულ-სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები, რაც გამოწვეული იქნება იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით, რომლითაც განისაზღვრება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი (შესაბამისი მოსამსახურე მიიღებს წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს), დაფინანსდება 2024 და შემდგომ წლებში წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, კანონპროექტის მიღების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მიერ განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი. აღნიშნული მოსამსახურეები მიიღებენ წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, რომელიც საქართველოს საგადასახადო კოდექსის V კარიდან (საშემოსავლო და მოგების გადასახადები) გამომდინარე, წარმოადგენს ფიზიკური პირის დასაბეგრ შემოსავალს და ექვემდებარება დაბეგვრას საშემოსავლო გადასახადის სახით (20%-ის ოდენობით. ამასთან, ამ ეტაპზე, არ არის გამოკვეთილი გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში გავრცელდება ამავე კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები). ამ განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესის დამტკიცების შემთხვევაში მოსამსახურეს მიეცემა შრომის ანაზაურება შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების კომპონენტის სახე თანხის ოდენობა (ლარი) თვეში 2024 და ყოველი მომდევნო წელი წოდებრივი სარგო წელთა ნამსახურობის 1650 19 800 17 038.75 204 465 18 688,75 224 265 დანამატი სულ საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის დანართის თანახმად (1.1 პუნქტი), საშემოსავლო გადასახადი, გარდა ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე რეგისტრირებული დასაბეგრი ობიექტების მიერ გადახდილი საშემოსავლო გადასახადისა, მიემართება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატიდან დაბეგრილი შემოსავლის სახით გაიზრდება შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში კომპონენტის სახე მიმართული საშემოსავლო გადასახადის ჯამური ოდენობა (ლარი) წოდებრივი სარგო წელთა ნამსახურობის თვეში 2024 და ყოველი მომდევნო წელი 330 3 960 3 407.75 40 893 3 737,75 44 853 დანამატი სულ აღსანიშნავია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოხელეებს, რომლებსაც დღეის მდგომარეობით განსაზღვრული აქვთ მოხელის კლასი, სარგებლობენ საკლასო დანამატის მიღების უფლებით. კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების ამოქმედების შემდეგ იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი, რომლის თანახმად, აღნიშნული მოსამსახურეები თანამდებობრივი სარგოს, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გარდა, აგრეთვე მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს და წოდებრივ სარგოს, თუმცა, აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს, რადგან განსხვავებული იქნება როგორც მათი, როგორც მოხელის, სამართლებრივი სტატუსი (მაგალითად, აღარ მოხდება მათთვის მოხელის კლასის მინიჭება), ისე – შრომის ანაზღაურების სისტემაც, რომელიც მათზე გავრცელდება. იმის გათვალისწინებით, რომ განმარტებითი ბარათის „ბ.გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, 2024 და ყოველ მომდევნო წელს 24 მოსამსახურის მიერ მისაღები საკლასო დანამატის ჯამური ოდენობა შეადგენს 12 662,88 ლარს, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი საკლასო დანამატიდან დასაბეგრი შემოსავლის სახით შემცირდება შემდეგი ოდენობით: შრომის ანაზღაურების საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში კომპონენტის სახე მიუღებელი საშემოსავლო გადასახადის ჯამური ოდენობა (ლარი) თვეში 2024 და ყოველი მომდევნო წელი საკლასო დანამატი 211,05 2 532,6 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი თვეში გაიზრდება 3 526,7 ლარით (3 737,75 – 211,05), ხოლო 2024 და ყოველ მომდევნო წელს – 42 320,42 ლარით (44 853 – 2 532,6). აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგან დამოკიდებულია შესაბამის საანგარიშო პერიოდში მომუშავე მოსამსახურეთა მიერ მისაღები წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობებზე, რომლებიც, თავის მხრივ, დამოკიდებულია მინიჭებულ სპეციალურ წოდებაზე, შრომით სტაჟსა და მოსამსახურეთა რაოდენობაზე, აგრეთვე, იმ მოსამსახურეთა რაოდენობაზე, რომლებიც აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს. კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს 2024 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საქართველოს იუსტიციის მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომლითაც კანონპროექტის მიღების შემდეგ − 2024 წლის 1 იანვრამდე დამტკიცდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების წესი, გაითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა მიერ წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის მიღებას. შესაბამისად, კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება ერთი მხრივ, გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა მიღების უფლების მქონე მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებაზე, ხოლო მეორე მხრივ, კონკრეტულ მოსამსახურეთა ნამსახურობის წელთა ხანგრძლივობაზე, თანამდებობრივ სარგოსა და წოდებრივი სარგოს ოდენობებზე. გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა (40 (საშტატო ნუსხით − 43) მოსამსახურე) არსებული თანამდებობრივი სარგოს ოდენობა: თანამდებობა საშტატო ერთეული უფროსი უფროსის მოადგილე სამმართველოს უფროსი უფროსი გამომძიებელი, უფროსი ინსპექტორგამომძიებელი, გამომძიებელი, ინსპექტორგამომძიებელი პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი 1 2 (1 ვაკანტური) 4 33 (1 ვაკანტური) თანამდებობრივი სარგოს ოდენობა 6776 4840 4235 2541-3146 1 (ვაკანტური) 2 786.5 1694 გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოს ოდენობა დიფერენცირებული იქნება შესაბამისი წოდებებისა და წელთა ნამსახურობის მიხედვით: სახელმწიფო სპეციალური წოდება (არსებული და კანონის მიღების შემდეგ) იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი (იუსტიციის გენერალ-ლეიტენანტი) მოსამსახურეთა რაოდენობა წოდებრივი სარგო (ლარი) 1 თვის ფონდი 1 წლის ფონდი − 110 − − იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი (იუსტიციის გენერალ-მაიორი) იუსტიციის უფროსი მრჩეველი (იუსტიციის პოლკოვნიკი) იუსტიციის მრჩეველი (იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი) იუსტიციის უმცროსი მრჩეველი (იუსტიციის მაიორი) I კლასის იურისტი (იუსტიციის კაპიტანი) II კლასის იურისტი (იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი) III კლასის იურისტი (იუსტიციის ლეიტენანტი) უმცროსი იურისტი (იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი) სულ − 100 − − 3 70 210 2520 3 60 180 2160 12 50 600 7200 5 40 200 2400 11 30 330 3960 2 25 50 600 4 20 80 960 40 − 1650 19800 გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა წელთა ნამსახურობის დანამატი გამოითვლება მოსამსახურის თანამდებობრივი სარგოსა და წოდებრივი სარგოს ჯამის შესაბამისი პროცენტული ოდენობით (მაგალითად, თუ მოსამსახურის (გამომძიებელი – 14 მოსამსახურე) თანამდებობრივი სარგო არის 2783 ლარი, მისი წოდებრივი სარგო შეადგენს 50 ლარს (შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ამ კომპონენტების ჯამი 2833 ლარია), ხოლო მისი სამუშაო სტაჟი 5-დან 10 წლამდეა (12 პირი), ამ მოსამსახურის წელთა ნამსახურობის დანამატი შეადგენს 2833 ლარის 15%-ს − 424,95 ლარს): წელთა ნამსახურობა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოსა რაოდენობა და წოდებრივი სარგოს ჯამის % 1 წლამდე 4 − 1-დან 2 წლამდე 2 5 2-დან 5 წლამდე 10 10 5-დან 10 წლამდე 12 15 10-დან 15 წლამდე 6 20 15 და მეტი წელი 6 20 აქედან გამომდინარე, შესაბამისი მოსამსახურის (გამომძიებლის) რეგულარულად (ყოველთვიურად) მისაღები ჯამური შრომის ანაზღაურება (თანამდებობრივი სარგო (2783 ლარი), წოდებრივი სარგო (50 ლარი), წელთა ნამსახურობის დანამატი (424,95 ლარი)) იქნება 3257,95 ლარი. ზემოაღნიშნული მონაცემების გათვალისწინებით, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის გასაცემად, არსებული მდგომარეობით, საჭირო იქნება შემდეგი ოდენობის თანხების გამოყოფა: შრომის ანაზღაურების კომპონენტის სახე თანხის ოდენობა (ლარი) თვეში 2024 და ყოველი მომდევნო წელი წოდებრივი სარგო წელთა ნამსახურობის 1650 19800 17038.75 204 465 18 688,75 224 265 დანამატი სულ აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგან დამოკიდებულია შესაბამის საანგარიშო პერიოდში არსებულ მოსამსახურეთა სპეციალურ წოდებაზე, შრომით სტაჟსა და მოსამსახურეთა რაოდენობაზე. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, როგორც განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტში აღინიშნა, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე აღარ მიიღებს საკლასო დანამატს. 2023 წლის მდგომარეობით, შესაბამისი მოსამსახურეებიდან საკლასო დანამატს (პირველი და მეორე კლასი) იღებს 24 მოსამსახურე. საკლასო დანამატის ოდენობა დიფერენცირებულია და განისაზღვრება მოხელის კლასის მქონე კონკრეტული მოსამსახურის სარგოს 1%-ით (პირველი კლასი – 8 მოსამსახურე) ან 2%-ით (მეორე კლასი – 16 მოსამსახურე). 2023 წელს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეები იღებენ შემდეგ საკლასო დანამატს: მოსამსახურეთა რაოდენობა 1 1 1 1 3 1 1 1 1 11 2 საკლასო დანამატი 2023 წელს (ლარი) 135.22 84.7 82.7 60.5 58.08 55.66 48.4 42.35 31.46 27.83 16.94 მოხელის კლასი მეორე კლასი მეორე კლასი მეორე კლასი მეორე კლასი მეორე კლასი მეორე კლასი პირველი კლასი პირველი კლასი მეორე კლასი პირველი კლასი პირველი კლასი 2023 წელს 24 მოსამსახურის მიერ ყოველთვიურად მისაღები საკლასო დანამატის ჯამური ოდენობა შეადგენს 1 055,24 ლარს. აქედან გამომდინარე, 2024 წელსა და შემდეგ წლებში საკლასო დანამატის სახით სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის გამოყოფილი ხარჯები შემცირდება 12 662,88 ლარით. აღნიშნული თანხები მიახლოებითი მონაცემებია, რადგანაც დამოკიდებულია კანონპროექტის ამოქმედების მომენტისათვის მომუშავე შესაბამის მოსამსახურეთა რაოდენობაზე. ამდენად, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირთა შრომის ანაზღაურებისათვის 2024 და შემდგომ წლებში დამატებით საჭირო იქნება 211 602,12 (224 265 – 12 662,88) ლარის გამოყოფა. კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს 2024 წლისა და შემდგომი წლების ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტების ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე, რომლებიც, თანამდებობრივი სარგოს, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილი სახელფასო დანამატისა და ფულადი ჯილდოს გარდა, მიიღებენ სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს, აგრეთვე სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს. ამასთან, აღნიშნული მოსამსახურეები აღარ მიიღებენ საკლასო დანამატს. კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან განმარტებითი ბარათის „ბ.ბ“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, გაიზრდება სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს რაიმე სახის გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.