„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
05.07.2023
ავტორი
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/307/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) მე-3 მუხლის: კანონის ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს (გარდა გენერალური ინსპექციისა), საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და საქართველოს პროკურატურის სისტემებში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთათვის წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი ლეიტენანტი, ლეიტენანტი, უფროსი ლეიტენანტი, კაპიტანი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – მაიორი, ვიცე-პოლკოვნიკი, პოლკოვნიკი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – გენერალ-მაიორი, გენერალ-ლეიტენანტი.“; გ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლის 11, მე-3 და 32 პუნქტებით გათვალისწინებულ სპეციალურ წოდებებს წინ ემატება სიტყვა „იუსტიციის“.“. მუხლი 2 1. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ 2024 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყოს ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთათვის მინიჭებული სპეციალური წოდებების გარდაქმნა ამ კანონის პირველი მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-3 მუხლის 11 პუნქტით განსაზღვრულ შესაბამის სპეციალურ წოდებებად, შემდეგი წესით: ა) „უმცროსი იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს მიენიჭოს „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, „III კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, „II კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის უფროსი ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, ხოლო „I კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის კაპიტნის“ სპეციალური წოდება; ბ) „იუსტიციის უმცროსი მრჩევლის“ სპეციალური წოდების მქონე პირს მიენიჭოს „იუსტიციის მაიორის“ სპეციალური წოდება, „იუსტიციის მრჩევლის“ სპეციალური წოდების მქონე პირს – „იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკის“ სპეციალური წოდება, ხოლო „იუსტიციის უფროსი მრჩევლის“ სპეციალური წოდების მქონე პირს − „იუსტიციის პოლკოვნიკის“ სპეციალური წოდება. 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულია ის უწყებები, რომელთა მოსამსახურეებსაც ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები და მოცემულია მისანიჭებელ წოდებათა ჩამონათვალი. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებები ენიჭებათ სამინისტროს (ცენტრალური აპარატი) მოსამსახურეებს, სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აღსრულების ეროვნული ბიუროს აღსრულების პოლიციის სამმართველოს მოსამსახურეებს, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის სპეციალური დანაყოფისა და სამოქალაქო დანაყოფის მონიტორინგის დეპარტამენტის მოსამსახურეებს. იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, სამართალდაცვითი მოსამსახურეთა ფუნქციების ფუნქციების მქონე სხვა სამინისტროების მოსამსახურეთა მსგავსად, მათი სახელმწიფო სპეციალური წოდების დასახელება იყოს „სამხედრო“ ტიპის წოდების მსგავსი დასახელების (მაგალითად, „უმცროსი იურისტის“ სპეციალური წოდების ნაცვლად, შესაბამის პირს მიენიჭოს „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, „III კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების ნაცვლად − „იუსტიციის ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება და ა.შ.). ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: იმის გათვალისწინებით, რომ „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრება ის უწყებები, რომელთა მოსამსახურეებსაც ენიჭებათ სახელმწიფო სპეციალური წოდებები და აქვე დადგენილია წოდებათა ჩამონათვალი, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთათვის სახელმწიფო სპეციალური წოდებების მინიჭების საკითხების მოსაწესრიგებლად ცვლილებები. საჭიროა აღნიშნულ კანონში შეტანილ იქნეს შესაბამისი ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდების დასახელება, სამართალდაცვითი ფუნქციების მქონე სხვა სამინისტროების მოსამსახურეთა მსგავსად, გარდაიქმნება „სამხედრო“ ტიპის წოდების მსგავსი დასახელების (მაგალითად, „უმცროსი იურისტის“ სპეციალური წოდების ნაცვლად, შესაბამის პირს მიენიჭოს „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, „III კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების ნაცვლად − „იუსტიციის ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება და ა.შ.). ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდების დასახელების გარდაქმნას „სამხედრო“ ტიპის წოდების მსგავსი დასახელების მქონე წოდებად, შემდეგი სახით: სახელმწიფო სპეციალური წოდებები 2024 წლის 1 იანვრამდე 2024 წლის 1 იანვრიდან იუსტიციის უფროსი მრჩეველი იუსტიციის მრჩეველი იუსტიციის უმცროსი მრჩეველი I კლასის იურისტი II კლასის იურისტი III კლასის იურისტი უმცროსი იურისტი იუსტიციის პოლკოვნიკი იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი იუსტიციის მაიორი იუსტიციის კაპიტანი იუსტიციის უფროსი ლეიტენანტი იუსტიციის ლეიტენანტი იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტი ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი 2024 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდება, რაც უკავშირდება შესაბამის საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლითაც იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთათვის სოციალური გარანტიები იქმნება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.