„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-2/307/10, 05/07/2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-2/307/10, 05.07.2023) გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №56, 28.12.2005, მუხ. 433) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური
სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან დათხოვნილ
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და
საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირებს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან
სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის
იურიდიული პირიდან – შემოსავლების სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირებს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან და
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან,
საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების
სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული
უსაფრთხოების საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს;“.
2. მე-8 მუხლის:
ა) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულებიდან
−
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურიდან,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და
საგამოძიებო დეპარტამენტიდან და იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან
დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირზე ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ
მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 კალენდარული წელი. ნამსახურობაში, გარდა საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, აგრეთვე, ამავე
სამინისტროს
სისტემაში
შემავალ
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულებაში
−
სპეციალურ
პენიტენციურ სამსახურში სამხედრო ან სპეციალური წოდებით ნამსახურობისა, შედის იმ ორგანოებში
სამსახური, რომლებიც საპატიმრო სასჯელს აღასრულებდნენ (მიუხედავად მათი სამართლებრივი
სტატუსისა და ორგანიზაციული დაქვემდებარებისა), აგრეთვე შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო
უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან
სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში სამსახური.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ პირს კომპენსაციის ოდენობის გაანგარიშების
მიზნებისათვის საერთო წელთა ნამსახურობაში შეიძლება ჩაეთვალოს საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში
შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და
საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, აგრეთვე
შინაგან საქმეთა, იუსტიციის, სამხედრო, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს
დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის, პროკურატურის (სამხედრო ან სპეციალური წოდებით მუშაობის პერიოდი) და სასამართლო
ხელისუფლების ორგანოში ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში
სწავლის პერიოდიც. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. საერთო წელთა ნამსახურობაში
ჩაითვლება აგრეთვე განსაკუთრებულ პირობებში სამსახურის პერიოდი შეღავათიანი გაანგარიშებით.“;
ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურიდან
განთავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის
არანაკლებ 20 წელი. ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში ნამსახურობისა, შედის შემდეგ
ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის,
სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
და
პროკურატურის
ორგანოები,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, ამავე
სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური
პენიტენციური
სამსახური,
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა
და
პრობაციის
სამინისტროს
გენერალური ინსპექცია, საგამოძიებო დეპარტამენტი და სპეციალური პენიტენციური სამსახური,
სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
ფინანსური პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს
საგანგებო ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, აგრეთვე
მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.“.
3. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან საქმეთა, იუსტიციის,
სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და
სასამართლო ხელისუფლების ორგანოებში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ
ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულებაში
სასჯელაღსრულებისა
და
−
პრობაციის
სპეციალურ
პენიტენციურ
სამინისტროს
გენერალურ
სამსახურში,
ინსპექციასა
საქართველოს
და
საგამოძიებო
დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და
ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011 წლის 3 ივნისამდე საქართველოს
ენერგეტიკისა
და
ბუნებრივი
რესურსების
სამინისტროს
შესაბამის
საგამოძიებო
დანაყოფში
სპეციალობით მუშაობა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობა,
აგრეთვე ამ კანონის მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის
საგამოძიებო დანაყოფში სპეციალობით მუშაობა.“.
4. მე-19 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, ამავე სამინისტროს სისტემაში
შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციასა და
საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მომუშავე
სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში
კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად
განსაზღვრული კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი
კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის ნამსახურობის მინიმალური
სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის
მიღწევამდე, მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებს და შვილებს.“.
მუხლი 2
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრმა 2024 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს შესაბამისი ნორმატიული აქტის
ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სათანადო
სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობით, მაშინ, როდესაც სხვა უწყებათა სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, რომლებიც თვისობრივად მსგავს ფუნქციებს ასრულებენ,
საამისოდ აუცილებელი წინაპირობების არსებობისას უზრუნველყოფილი არიან სოციალური დაცვის
მნიშვნელოვანი გარანტიით − სახელმწიფო კომპენსაციით.
სხვა
სამართალდამცავი
ორგანოს
წარმომადგენლთა
მსგავსად,
იუსტიციის
სამინისტროს
გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ერთ-ერთი
მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს გამოძიების ჩატარება კანონმდებლობით განსაზღვრული
საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში, ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის განხორციელება. ამ პირებს ასევე მინიჭებული აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის
ტარების უფლება. აღნიშნული უფლება-მოვალეობის მიუხედავად, იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები არ სარგებლობენ
სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით. უფრო მეტიც, იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი
სტრუქტურული ქვედანაყოფის (მოქმედებდა 2020 წლის 1 იანვრამდე) − საგამოძიებო დეპარტამენტის (მის
ძირითად ამოცანას, ამავე სამინისტროს გენერალური ინსპექციის მსგავსად, გამოძიების ჩატარება
წარმოადგენდა) ყოფილ მოსამსახურეებს აქვთ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება. თუმცა, ამავე
სამინისტროს სხვა სტრუქტურული ერთეულის − გენერალური ინსპექციის მოსამსახურე, რომელიც უფრო
ფართო ფუნქციების განმახორციელებელია, შესაბამისი სოციალური დაცვის გარანტიებით ვერ
სარგებლობს. მხედველობაში მისაღებია ისიც, რომ იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი
გაუქმდა 2020 წლის 1 იანვრიდან და მისი ფუნქციებს დღეს სამინისტროს გენერალური ინსპექცია
ახორციელებს.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
არსებითად
ანალოგიური
სტატუსისა
და
ფუნქციების
განმახორციელებელი სხვა ორგანოების მოსამსახურეთა მსგავსად, მიზანშეწონილია, იუსტიციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს
სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის დაგროვების შემდეგ გააჩნდეთ ადეკვატური
სახელმწიფო კომპენსაციით, როგორც სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიით, სარგებლობის
უფლება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირებს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვალოთ იუსტიციის
სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახურიც. გარდა
ზემოაღნიშნულისა, მნიშვნელოვანია, რომ სხვა სამართალდამცავი ორგანოების მოსამსახურეთა
ანალოგიურად, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირთა გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული
ოდენობის მიღების უფლება ჰქონდეთ ასევე გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე,
აგრეთვე მის შრომისუუნარო მეუღლეს, მშობლებსა და შვილებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისათვის, რათა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე მოსამსახურეები, ანალოგიური სტატუსისა და ფუნქციების მქონე სხვა სამართალდამცავი
ორგანოს მოსამსახურეთა მსგავსად, უზრუნველყოფილ იქნენ სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი
გარანტიით − სახელმწიფო კომპენსაციით, ასევე, სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირებს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვალოთ საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური,
ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული
ოდენობის მიღების უფლება მიიღონ ასევე გარდაცვლილი მოსამსახურის შვილებმა 18 წლის ასაკის
მიღწევამდე, აგრეთვე მისმა შრომისუუნარო მეუღლემ, მშობლებმა და შვილებმა, აუცილებელია
შესაბამისი ცვლილება იქნეს შეტანილი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეები, ანალოგიური სტატუსისა და ფუნქციების
მქონე სხვა ორგანოს მოსამსახურეების მსგავსად, სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის
დაგროვების შემდეგ უზრუნველყოფილი იქნებიან სოციალური დაცვის მნიშვნელოვანი გარანტიით −
სახელმწიფო კომპენსაციით, რომლის ოდენობა, ამავე კანონის თანახმად, არ უნდა აღემატებოდეს 560
ლარს. სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო კომპენსაციის
მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვლებათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ
ინსპექციაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონის შესაბამის ნორმებს ემატება მითითება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალურ ინსპექციაზე, რომელთა თანახმად, სხვა სამართალდამცავ ორგანოებში მომუშავე პირთა
მსგავსად, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
მოსამსახურე, კანონით დადგენილი წესით, ისარგებლებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით.
ამასთან, სხვადასხვა უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო
კომპენსაციის მიღების მიზნით, მუშაობის სტაჟში ჩაეთვლებათ იუსტიციის სამინისტროს გენერალურ
ინსპექციაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური. გარდა ამისა, მითითებულ პირთა
გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული ოდენობის მიღების
უფლებას მოიპოვებენ ასევე გარდაცვლილი მოსამსახურის შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, აგრეთვე
მისი შრომისუუნარო მეუღლე, მშობლები და შვილები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული
კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, რაც თანმდევი კანონპროექტების ამოქმედებას
უკავშირდება, რომლებიც, თავის მხრივ, ადგენს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა მიმართ სოციალური დაცვის გარანტიებს და
მიზანშეწონილია ამოქმედდეს აღნიშნული თარიღიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება 2024 და
შემდგომ წლებში წლიური საბიუჯეტო კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთვის გათვალისწინებული
ასიგნებებიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. იუსტიციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, სამსახურის გავლისა და
სათანადო წელთა ნამსახურობის დაგროვების შემთხვევაში, წარმოეშობათ სახელმწიფო კომპენსაციის
მიღების უფლება, თუმცა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს 2024 წლისა და შემდგომი წლების სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით
ნაწილზე,
რადგან
იუსტიციის
სამინისტროს
გენერალური
ინსპექციის
სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებს, სამსახურის გავლისა და სათანადო წელთა ნამსახურობის
დაგროვების შემთხვევაში, წარმოეშობათ სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლება, რომლის ოდენობა,
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის
თანახმად, 560 ლარს არ უნდა აღემატებოდეს.
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს
კანონის მე-8 მუხლის თანახმად, ზოგადად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური
ინჯსპექციის მოსამსახურეთა სახელმწიფო კომპენსაციის ოდენობის გამოსათვლელად, მათთვის 65 წლის
ან 65 წელზე მეტი ასაკიდან დანიშვნის შემთხვევაში, პენსიის ოდენობას ემატება უმცროსი, საშუალო,
უფროსი ან უმაღლესი სპეციალური წოდების მქონე პირების მიერ კანონით გათვალისწინებულ
ორგანოებში ნამსახურობის წლების, შესაბამისად, 2, 5, 10 და 15 ლარზე (წოდების რანგის მიხედვით)
ნამრავლი, ხოლო 65 წლამდე დანიშვნის შემთხვევაში იგი შეადგენს ამ წესით განსაზღვრული
კომპენსაციის 80%-ს. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპენსაციის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს.
შესაბამისად, კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული
იქნება კომპენსაციის დანიშვნის მომენტში არსებულ იმ პირთა რაოდენობაზე, რომლებსაც დაენიშნებათ
სახელმწიფო კომპენსაცია, აგრეთვე მათ სპეციალურ წოდებასა და სპეციალური წოდებით კანონით
გათვალისწინებულ ორგანოებში ნამსახურობის წლებზე.
კანონპროექტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლების მქონე
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებს გააჩნიათ შემდეგი
წელთა ნამსახურობა და მინიჭებული აქვთ შემდეგი სახელმწიფო სპეციალური წოდებები:
სახელმწიფო სპეციალური წოდებები
2024 წლის 1 იანვრამდე
იუსტიციის უფროსი მრჩეველი
იუსტიციის მრჩეველი
იუსტიციის უმცროსი მრჩეველი
I კლასის იურისტი
II კლასის იურისტი
III კლასის იურისტი
უმცროსი იურისტი
2024 წლის 1 იანვრიდან
იუსტიციის პოლკოვნიკი
იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი
იუსტიციის მაიორი
იუსტიციის კაპიტანი
იუსტიციის უფროსი
ლეიტენანტი
იუსტიციის ლეიტენანტი
იუსტიციის უმცროსი
ლეიტენანტი
მოსამსახურეთა
რაოდენობა
3
3
12
5
11
2
4
40
სულ
წელთა ნამსახურობა
მოსამსახურეთა რაოდენობა
1 წლამდე
4
1-დან 2 წლამდე
2
2-დან 5 წლამდე
10
5-დან 10 წლამდე
12
10 და მეტი წელი
12
სულ
40
ზემოაღნიშნულ მოსამსახურეებთან მიმართებით კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე დამოკიდებული იქნება კომპენსაციის დანიშვნის მომენტში არსებულ იმ პირთა
რაოდენობაზე, რომლებსაც დაენიშნებათ სახელმწიფო კომპენსაცია, აგრეთვე სპეციალური წოდებით
კანონით გათვალისწინებულ ორგანოებში ნამსახურობის წლებსა და იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე
მყოფი მოსამსახურის საშუალო ხელფასის ოდენობაზე.
უნდა აღინიშნოს, რომ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, 2024 წლის განმავლობაში, სახელმწიფო
სპეციალური წოდებით მუშაობის 20-წლიანი სტაჟი ექნება უფროსი სპეციალური წოდების მქონე 2
მოსამსახურეს, 2025 და 2026 წლებისათვის შესაბამის სტაჟს დააგროვებს დამატებით 2-2 მოსამსახურე,
ხოლო 2027 წელს აღნიშნული სტაჟი დამატებით არცერთ მოსამსახურეს არ უგროვდება. შესაბამისად, 2025
წელს კომპენსაციის მიღებისათვის სათანადო სტაჟი ექნება 4 მოსამსახურეს, ხოლო 2026 და 2027
წლებისათვის – 6 მოსამსახურეს. აქ არ მოიაზრებიან ის მოსამსახურეები, რომლებიც შეიძლება დაემატონ
სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შესაბამის წლებში, რადგან ამ ეტაპზე მათი გათვალისწინება
შეუძლებელია.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან
მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან
საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება სამომავლოდ გავლენას მოახდენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა ფინანსურ
მდგომარეობაზე, ვინაიდან სამსახურის გავლის შემდეგ მათ წარმოეშობათ სახელმწიფო კომპენსაციის
მიღების უფლება. კომპენსაციის ოდენობა კანონით გათვალისწინებულ ფაქტორებზეა დამოკიდებული,
თუმცა, მისი ყოველთვიური ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 560 ლარს. გარდა ამისა, სხვადასხვა
უწყების სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, სახელმწიფო კომპენსაციის მიღების მიზნით,
მუშაობის სტაჟში ჩაეთვლებათ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში
სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური, რაც გავლენას იქონიებს სახელმწიფო კომპენსაციის
მიღების უფლებაზე. ამასთან, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის გარდაცვალების შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის
კანონით
განსაზღვრული
ოდენობის
მიღების
უფლებით
ისარგებლებენ
ასევე
გარდაცვლილი
მოსამსახურის შვილები 18 წლის ასაკის მიღწევამდე, აგრეთვე მისი შრომისუუნარო მეუღლე, მშობლები
და შვილები.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, ვინაიდან იუსტიციის
სამინისტროს გენერალურ ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურის გარდაცვალების
შემთხვევაში, სახელმწიფო კომპენსაციის კანონით განსაზღვრული ოდენობის მიღების უფლება
მიენიჭებათ ასევე გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და შრომისუუნარო შვილებს.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
კანონპროექტის მომზადების პროცესში კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს ფინანსთა
სამინისტროსთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.