„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“(07-2/307/10, 05/07/2023) და მისგან გამომდინარე კანონპროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი (07-2/307/10, 05.07.2023) გამომდინარე, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან. (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-07-11
ბიუროს ნომერი 277
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012, სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 24-ე მუხლის მე-6 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) სამხედრო მოსამსახურე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, საქართველოს დაზვერვის
სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ამავე სამინისტროს
სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის,
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო
სამსახურის
მოსამსახურეები,
სპეციალური
საგამოძიებო
სამსახურის
საგამოძიებო
დანაყოფის
თანამშრომელი;“.
2. 39-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
თანამშრომლებისა;“.
3. 44-ე მუხლის 51 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების, საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციისა და ამავე სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულების − სპეციალური პენიტენციური სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
თანამშრომელი;“.
4. 45-ე მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურების, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საჯარო
მოხელეებისა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემის ცალკეული დანაყოფები სამართალდაცვით
ფუნქციებს ახორციელებენ, კერძოდ, სამინისტროს გენერალური ინსპექციის ერთ-ერთ მნიშვნელოვან
უფლებამოსილებას
სისხლის
სამართლის
საქმეთა
გამოძიების
წარმოება
წარმოადგენს.
აქედან
გამომდინარე, აღნიშნულ მოსამსახურეს მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, რაც არა
მხოლოდ ამ წოდების მქონე მოსამსახურეთა სოციალური დაცვის გარანტიების შექმნას განაპირობებს,
არამედ – მათთვის გარკვეული ვალდებულებების (მოქმედებისგან თავის შეკავების) მიზანშეწონილობასაც,
მათ შორის, საარჩევნო პროცესში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიზანშეუწონელია იუსტიციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციის მოსამსახურეებს/საჯარო
მოხელეებს ჰქონდეთ
საუბნო საარჩევნო
კომისიის წევრად
არჩევის/დანიშვნის, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლად,
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლად ყოფნის, ასევე წინასაარჩევნო
აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, ისევე, როგორც აღნიშნული უფლება
შეზღუდული აქვთ არსებითად მსგავსი სტატუსისა და ფუნქციების მქონე სხვა უწყების თანამშრომლებს.
ამდენად, იუსტიციის სამინისტროს სისტემის შესაბამის მოსამსახურეთა სტატუსის, ფუნქციებისა და
საქმიანობის წესიდან გამომდინარე, საჭიროა მათი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის/დანიშვნის,
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლად, საარჩევნო პროცესში
პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლად ყოფნის, ასევე წინასაარჩევნო
აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის შესაძლებლობის გამორიცხვა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
გენერალური
ინსპექციის
მოსამსახურეთა
სტატუსის,
ფუნქციებისა და საქმიანობის წესის გათვალისწინებით, მათი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად
არჩევის/დანიშვნის, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლად/პრესისა
და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლად ყოფნის, ასევე ამ მოსამსახურეთა
წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის შესაძლებლობის გამორიცხვისათვის
აუცილებელია საქართველოს საარჩევნო კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელება.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად, დაუშვებელი იქნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
გენერალური ინსპექციის მოსამსახურის, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრად არჩევა/დანიშვნა,
ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლად/პრესისა და მასობრივი
ინფორმაციის სხვა საშუალებათა წარმომადგენლად ყოფნა, ასევე ამ მოსამსახურეთა წინასაარჩევნო
აგიტაციის გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა.
აღსანიშნავია, საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 45-ე მუხლის მე4 პუნქტის „თ“ და „კ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში
მონაწილეობის უფლება საჯარო მოსამსახურესა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის (გარდა
გარკვეული კატეგორიის საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა) თანამშრომელს არ გააჩნია სამუშაო
საათების განმავლობაში ან/და როდესაც ის უშუალოდ ახორციელებს სამსახურებრივ უფლებამოსილებას.
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის
საჯარო მოხელეებს, საქართველოს პროკურატურის, საქართველოს შინაგან საქმეთა და თავდაცვის
სამინისტროების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურებისა და
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო მოხელეების მსგავსად, წინასაარჩევნო აგიტაციის
გაწევა და აგიტაციაში მონაწილეობა აეკრძალება ნებისმიერ შემთხვევაში, მათ შორის, − არასამუშაო
საათებისა და იმ დროის განმავლობაშიც, როდესაც იგი უშუალოდ არ ახორციელებს სამსახურებრივ
უფლებამოსილებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით
საქართველოს
ორგანულ
კანონით
„საქართველოს
საარჩევნო
კოდექსი“
განსაზღვრულ იმ პირთა ჩამონათვალს, რომლებიც არ შეიძლება/დაუშვებელია აირჩნენ/დაინიშნონ საუბნო
საარჩევნო კომისიის წევრად, აგრეთვე იყვნენ საარჩევნო პროცესში ადგილობრივი დამკვირვებელი
ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებლები და პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა
საშუალებათა წარმომადგენლები, აგრეთვე, რომლებსაც არ აქვთ წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და
აგიტაციაში მონაწილეობის უფლება, ემატება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციის მოსამსახურე.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო
გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის
შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის
მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან, რაც ამავე პაკეტში შემავალი „სახელმწიფო
სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონსა და სხვა საკანონმდებლო აქტებში შესატანი
ცვლილებების პროექტების ამოქმედებას უკავშირდება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის
უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის
სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო
ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი
შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტის მიღებით გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა
მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ ახდენს საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებზე.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც
უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის
ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“
ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ
გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას,
ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.