საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.02.2024
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი
ნომერი
#2-2277/24/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ბიუროზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2024-02-21
ბიუროს ნომერი 323

📜 ტექსტი

წერილი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 2-2277/24 20-02-2024 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს ქალბატონო ეთერ, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად, გიგზავნით ანგარიშს საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ. დანართი: 124 ფურცლად. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში თბილისი 2024 სარჩევი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვა საზოგადოებას .................... 4 შესავალი ............................................................................................................................................... 8 ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე ................................................................................................... 8 მთავარი მიღწევები და გამოწვევები ............................................................................................... 9 სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები.............................................................................. 12 საერთაშორისო ვალდებულებები .................................................................................................. 13 ევროკავშირის პროგრამა „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU4 Sustainable Governance and Resilience) 2023-2026..................................................................................... 13 სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) ეფექტიანობა .. 14 საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია (PFMRS) ............................................ 15 გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) ................................................................... 15 ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ..................................................... 16 კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა ................................................................................. 17 საბიუჯეტო საქმიანობა ................................................................................................................ 17 „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2023-2026)“ საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტი ................................................................................... 17 ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (2024-2027 წლებისათვის) .. 17 „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.............................................................................................. 17 „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ...................................................................................................................................... 21 კანონმდებლობით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტების ფორმირება.................................................................................................................................. 26 2024−2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ ........................................................................................................... 27 კანონშემოქმედებითი მიმართულება ........................................................................................... 28 საზედამხედველო მიმართულება .................................................................................................. 81 საბიუჯეტო კონტროლი ............................................................................................................... 81 კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობა..................................................................... 82 საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში ......................................................... 89 საქართველოს ეროვნული ბანკის არააუდიტირებული საბალანსო უწყისები ................. 89 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში ............................. 90 სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიში ....................................................................... 91 2 სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა ...................................................................................................................................... 92 სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში ................................................. 93 სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში .......................................................................................................................................... 94 კანონქვემდებარე აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება......................... 95 წარმომადგენლობითი მიმართულება .......................................................................................... 96 საერთაშორისო ხელშეკრულებები ............................................................................................ 96 საზოგადოებასთან ურთიერთობა .............................................................................................. 99 საკანონმდებლო წინადადებები ................................................................................................. 99 საერთაშორისო თანამშრომლობა ............................................................................................. 102 ევროკავშირის Twinning-ის პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ ........................................................................................ 102 პარლამენტის წევრის საბიუჯეტო კალენდარი ................................................................ 102 საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები .............................................................................................................................. 103 ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობა ........................................................................................... 104 საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში შემდგარი შეხვედრები ...................... 104 ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება .......................................................................... 114 ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ TWINNING ...................................................................... 114 საერთაშორისო ურთიერთობები ................................................................................................. 119 ევროკავშირის პროგრამა „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU4 Sustainable Governance and Resilience) 2023-2026................................................................................... 119 ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ ............................................................................................ 121 ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საჯარო მმართველობის პროგრამა 2022-2027 ........................................................................ 121 სხვა სპეციფიური საქმიანობა ....................................................................................................... 122 ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევის საკომიტეტო პროცედურები ........................ 122 დროებითი კომისიები ................................................................................................................ 123 კომიტეტის საქმიანობის ანგარიში........................................................................................... 123 საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი მოკლევადიანი საქმიანობის გეგმა .. 123 რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა (ARIS) ........ 123 3 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მიმართვა საზოგადოებას წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის თაობაზე ანგარიშს. შეიძლება ითქვას, რომ 2023 წელი წინა წელთან შედარებით იყო გაცილებით წარმატებული. საქართველომ დამსახურებულად მიიღო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. მთავარი ეკონომიკური პრობლემა და მაკროეკონომიკური რისკი, რაც პანდემიამ დაგვიტოვა, ეს იყო ეკონომიკის ვარდნა, სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტისა და მთავრობის ვალის მკვეთრად ზრდა. 2020 წელს ეკონომიკა 6,8%-ით შემცირდა, დეფიციტმა 9% შეადგინა (კანონმდებლობით განსაზღვრული ვალის ზღვარი 3%-ია), ხოლო მშპ-სთან თანაფარდობის მაჩვენებელმა კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარს გადააჭარბა. 2021-2022 წლებში დაიწყო და 2023 წელს გაგრძელდა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა, დასტაბილურდა მაკრო-ფისკალური გარემო და მოწესრიგდა სავაჭროეკონომიკური პრობლემები. ქვეყნის მაკროეკონიმიკურ და ფისკალურ სფეროზე კოვიდ პანდემიით გამოწვეული ნეგატიური ზეგავლენა საბოლოოდ დასრულდა. 2023 წელს სახელმწიფოს ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტმა 2,5%, ხოლო მთავრობის ვალმა 38,2% შეადგინა, ეკონომიკის ზრდა კი თითქმის 7%-ის ფარგლებშია. აღნიშნული ეკონომიკური მაჩვენებლები ერთ-ერთი საუკეთესოა ევროკავშირის ქვეყნების ანალოგიურ მაჩვენებლებთან შედარებით. ეს არის განვითარებაზე, მთავარი მიღწევა, რაც დადებითად აისახება ქვეყნის მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე, ინფლაციის შემცირებასა და ქვეყნის საერთაშორისო რეიტინგებზე. გასული წლების ერთ-ერთ გამოწვევას და ჩვენი თანამოქალაქეებისათვის ყველაზე მტკივნეულ პრობლემას მაღალი ინფლაცია წარმოადგენდა, რაც განპირობებული იყო კოვიდ პანდემიით, გაუარესებული მაკრომაჩვენებლებით, რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად მიწოდების ჯაჭვის რღვევით, გაძვირებული სურსათისა და ნავთობის ფასებით. ინფლაციაზე მოქმედი გარე ფაქტორების ზეწოლის პოლიტიკის შემცირებასთან გატარებითა დასტაბილურებით ერთად, და საქართველოს ქვეყნის ხელისუფლებამ მაკროეკონომიკური სწორი გარემოს ხელი შეუწყო ინფლაციის შემცირებას. შედეგად, 2023 წელს წლიური ინფლაციის დონე 3 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლებია და შეადგენს 0,4%-ს, ხოლო 2024 წლისთვის დაგეგმილი ინფლაციის მიზნობრივი 3%-იანი მაჩვენებლის ფარგლებშია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში. კომპეტენციის ფარგლებში სრულად შეასრულა ასოცირების ხელშეკრულებითა და ასოცირების დღის წესრიგით 2023 წლისთვის გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, როგორც საკანონმდებლო, 4 ისე საზედამხედველო ნაწილში. ამასთან, კომიტეტის მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის თვითშეფასების შევსებულ კითხვარზე დამატებითი კომენტარები და რეკომენდაციები არ ყოფილა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის განმავლობაში ჩაატარა კომიტეტის 32 სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 397 საკითხი, მათ შორის 312 კანონპროექტი. განხილული საკითხებიდან 154 საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 243 საკითხზე - სავალდებულო. კომიტეტის მიერ განხილულ იქნა პარლამენტისადმი ანგარიში, 23 ანგარიშვალდებული საერთაშორისო ორგანოების ხელშეკრულება და 12 სხვადასხვა სახელმწიფო სახის აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 23 ანგარიში. განხილული იქნა 6 საბიუჯეტო განაცხადი და 21 სხვადასხვა საკითხი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბიუჯეტო პროცესი. ბიუჯეტი ქვეყნის მთავარი დოკუმენტია, რომლის, როგორც მიღების, ისე ზედამხედველობის პროცესს ხელმძღვანელობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. დასაგეგმი ფისკალური წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტი იხილავს სამჯერ. კომიტეტი იხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სხვა კომიტეტების, ფრაქციების, პოლიტიკური ჯგუფების, აუდიტის სამსახურის, ეროვნული ბანკის, საბიუჯეტო ოფისისა და პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის დასკვნებს. ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე ამზადებს საბოლოო დასკვნას. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნებში ასახული წინადადებებისა და რეკომენდაციების გადამწყვეტი უმრავლესობა საქართველოს მთავრობის მიერ გათვალისწინებული იქნა. მნიშვნელოვანია, აგრეთვე, ბიუჯეტის შესრულებაზე ზედამხედველობის პროცესი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ორგანიზებას უწევს პარლამენტში მიმდინარე წლის კვარტალური და წინა წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშების განხილვებს. კომიტეტის მიერ აღნიშნული ანგარიშების განხილვა ხდება სამინისტროების მონაწილეობით. ასევე, კომიტეტის საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის უფლებამოსილების ფარგლებში კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი იხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ცენტრალური დონის ყველა აუდიტის ანგარიშს. განხილვებში მონაწილეობენ აუდიტის სამსახურისა და სამინისტროების მაღალი თანამდებობის პირები, ასევე, სხვა კომიტეტები და დაინტერესებული პირები. პოსტკოვიდურ პერიოდში დაფიქსირებული გაზრდილი ეკონომიკური აქტივობის შედეგად, საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 28.4 მილიარდი ლარის ოდენობით, საიდანაც 22.1 მილიარდი ლარი 5 საგადასახადო შემოსავლებია. ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 28.7 მილიარდ ლარს. ამასთან, საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 24.6 მილიარდი ლარის ოდენობით, საიდანაც 19.2 მილიარდი ლარი საგადასახადო შემოსავლებია, ხოლო ბიუჯეტის ხარჯვითმა ნაწილმა 25 მილიარდ ლარს გადააჭარბა. 2023 წელს კომიტეტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საქმიანობა, განსაკუთრებით უნდა გამოიყოს ისეთი ინიციატივები, რომელიც მომზადებული იქნა უშუალოდ კომიტეტის წინადადებებისა და რეკომენდაციების საფუძველზე. კერძოდ, პენსიებისა და ცალკეული სოციალური გასაცემლების ინდექსაციის საკითხი, რომლის მიხედვითაც ყოველწლიურად გათვალისწინებულია მათი ზრდა და იგი აღარ არის დამოკიდებული პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ეს პროცესი გაგრძელდა და 2023 წელს ამოქმედდა საჯარო სამსახურის შრომის ანაზღაურების ზრდის ინდექსაციის წესი, რომელიც ხელს უწყობს საჯარო სექტორის დაცულობასა და მდგრადობას. მნიშვნელოვანია, რომ კომიტეტმა განიხილა ისეთი რომელმაც ხელი შეუწყო მარეგულირებელი კანონპროექტები, ფისკალური სფეროს და ფინანსური სექტორის კანონმდებლობის დახვეწა-გაუმჯობესებას, რაც ორიენტირებული იყო უპირატესად მდგრადი ეკონომიკური აქტივობის ზრდის ხელშეწყობაზე. კერძოდ: საქართველოს კანონები „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ და „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, აგრეთვე, საქართველოს კანონები „ფასიან კონგლომერატში ქაღალდებად შემავალი გარდაქმნის რეგულირებული შესახებ“, „ფინანსური საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ასოცირების ხელშეკრულებიდან გამომდინარე კანონპროექტები და ა.შ. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები აისახა საერთაშორისო შეფასებებში. წინა წლების შეფასებებში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა 2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის შესაბამისად მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის. საქართველომ, ასევე, პირველი ადგილი დაიკავა და უმაღლესი (A) შეფასებები მიიღო სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასების (PEFA) მიხედვით. 2023 წელს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა და კომიტეტთან არსებულმა აუდიტის ჯგუფმა ამ მიმართულებებით განახორციელა და კიდევ უფრო გააუმჯობესა მუშაობა. კერძოდ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მუდმივად ახორციელებდა საბიუჯეტო კონტროლს, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო 6 კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი აუდიტის ანგარიშებზე დაყრდნობით ახორციელებდა კონტროლს საჯარო ფინანსების ხარჯვაზე და ზედამხედველობას მთავრობის საქმიანობაზე. საანგარიშო პერიოდში აუდიტის ჯგუფმა განიხილა აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი ყველა ანგარიში და კომიტეტს წარუდგინა ამ ანგარიშებთან დაკავშირებით რეკომენდაციების პროექტები. კომიტეტმა დაამტკიცა რეკომენდაციები და გადაუგზავნა აუდიტის ობიექტებს. აღნიშნული რეკომენდაციების შესრულებაზე პერმანენტულად ხორციელდება მონიტორინგი. დაწყებულია ევროკავშირის ახალი პროგრამა „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU4 Sustainable Governance and Resilience) 2023-2026. 2023 წელს განხორციელებული წარმატებული საქმიანობა, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და მუშაობის კიდევ უფრო გაუმჯობესება ქმნის იმის წინაპირობას, რომ მიღწეული შედეგები შენარჩუნდება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მუდმივად ახორციელებს სხვადასხვა ღონისძიებებს ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, რისთვისაც აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის აღსანიშნავია ევროკავშირის Twinning-ის ზედამხედველობის პროექტი გაძლიერება“, „საჯარო რომელიც ფინანსებზე საპარლამენტო საქართველოს პარლამენტში პირველად ხორციელდება. ვფიქრობ, 2024 წელი ძალიან საინტერესო იქნება, როგორც ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე რეკომენდაციების შესასრულებლად, ასევე, მაღალი ეკონომიკური ზრდისა და კარგი მაკროფისკალური მაჩვენებელების შესანარჩუნებლად და კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად. 7 საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2023 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში შესავალი საანგარიშო პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო საქართველოს პარლამენტიდან და საქართველოს მთავრობიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობა, საფინანსო სექტორში არსებული პრობლემების შესწავლა, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი (მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე ხელშეკრულებებზე, ოპერატიული შეთანხმებებსა მოქალაქეების/ორგანიზაციების კონტროლი), და წერილებზე საერთაშორისო კონვენციებზე რეაგირება მუშაობა, და კომიტეტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მიმართულებები. ზოგადი ინფორმაცია კომიტეტზე საქართველოს პარლამენტის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი განისაზღვრება საქართვლოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და კომიტეტის დებულებით. საფინანსო-საბიუჯეტო კომპეტენციის ფარგლებში კომიტეტი სახელმწიფო ხელმძღვანელობს ბიუჯეტის პარლამენტის მიღებისა და მასში ცვლილებების შეტანის პროცესს. კომიტეტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში საფინანსო-საბიუჯეტო, ფულად-საკრედიტო, სავალუტო, საგადასახადო-საბაჟო სფეროებში შეიმუშავებს, განიხილავს და საკანონდებლო პარლამენტის აქტების, პლენარული პარლამენტის სხდომისათვის დადგენილებებისა ამზადებს და სხვა გადაწყვეტილებების პროექტებს. ახორციელებს საფინანსო-საბიუჯეტო, ფულად საკრედიტო, საგადასახადოსაბაჟო და სავალუტო სისტემაში გასატარებელ ღონისძიებათა მოსალოდნელი შედეგების შეფასებას და შესაბამისი დასკვნების, ცნობების, რეკომენდაციებისა და გადაწყვეტილებების მომზადებას. ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 8 კომიტეტში 2023 წლის ბოლოსთვის პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი ადგილების რაოდენობის შესაბამისად, გაწევრებული იყო საქართველოს პარლამენტის 11 წევრი. 1. პაატა კვიჟინაძე (კომიტეტის თავმჯდომარე); 2. გოგი მეშველიანი (კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე); 3. ბეჟან წაქაძე (კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე); 4. რომან გოცირიძე; 5. ირაკლი ზარქუა; 6. ირაკლი კირცხალია; 7. ბექა ლილუაშვილი; 8. ზაალ მიქელაძე; 9. ანტონ ობოლაშვილი; 10. ალექსანდრე რაქვიაშვილი; 11. დილარ ხაბულიანი. მთავარი მიღწევები და გამოწვევები საერთაშორისო შეფასებები საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წელს ეფექტიანად და წარმატებით განახორციელა თავისი საქმიანობა. შეასრულა კომიტეტის ყველა საერთაშორისო ვალდებულება. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის შედეგები აისახა საერთაშორისო შეფასებებში: საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგად საქართველომ 2021 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის შესაბამისად მსოფლიოს 120 ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა. საქართველო პირველ ადგილზეა საპარლამენტო საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის მხრივაც; 2023 წლის ღია ბიუჯეტის კვლევის შედეგები 2024 წლის აპრილ-მაისში გამოქვეყნდება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო საქმიანობით კომიტეტი, აქტიური საკანონმდებლო და საზედამხედველო ხელს უწყობს საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მხრივ მიღწეული შედეგების შენარჩუნებას. საქართველომ, ასევე, პირველი ადგილი დაიკავა სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების 2022 წლის შეფასების (PEFA) მიხედვით. PEFA-ს მიხედვით უმაღლესი (A) შეფასება მიიღო საფინანსო-საბიუჯეტო 9 კომიტეტის მიერ ბიუჯეტზე განხორციელებულმა კონტროლმა (PI-18) და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ აუდიტის ანგარიშებზე დაყრდნობით მთავრობის საქმიანობის ზედამხედველობამ (PI-31); საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პარლამენტისთვის წარდგენილ ყველა ცენტრალური დონის აუდიტის ანგარიშს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, აუდიტის ობიექტების და ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით, რითაც აკმაყოფილებს PEFA-ს უმაღლესი (A) შეფასების ყველა მოთხოვნას. დაწყებულია ევროკავშირის ახალი პროგრამა „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU4 Sustainable Governance and Resilience) 2023-2026. 2023 წელს განხორციელებული წარმატებული საქმიანობა, საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება და მუშაობის კიდევ უფრო გაუმჯობესება ქმნის იმის წინაპირობას, რომ მიღწეული შედეგები შენარჩუნდება. საერთაშორისო ვალდებულებები ევროკავშირის ვალდებულებები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა წარმატებით შეასრულა ევროკავშირის პროგრამით „მდგრადი მმართველობა Governance and Resilience) 2023-2026 და მოქნილობა (EU4 Sustainable წლებისთვის განსაზღვრული კომიტეტის ყველა ვალდებულება და ინდიკატორი; საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში - კომიტეტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულად შეასრულა ასოცირების ხელშეკრულებითა და ასოცირების დღის წესრიგით 2023 წლისთვის გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო ნაწილში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის და ამ პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისათვის, კვალიფიციური შრომითი უნარ-ჩვევებისა და განსაკუთრებული სირთულის სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისათვის კომიტეტის აპარატს გამოეცხადა მადლობა და გადაეცათ შესაბამისი სიგელი. 10 მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) და 2030 დღის წესრიგი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის 2022-2024 წლების მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების სამოქმედო გეგმის მიხედვით გამართა სამუშაო შეხვედრები საპილოტე სამინისტროსა და მისი პროგრამების შერჩევასთან დაკავშირებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან. შედეგად, ერთი სამინისტროს გარდა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამისი ინდიკატორები და მიზნობრივი მაჩვენებლები ასახულია სხვა სამინისტროების მიერ განსახორციელებელ პროგრამებშიც (სულ შვიდი სამინისტროს პროგრამებში), ასევე განახორციელა სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამებში მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის კვარტალური და წლიური მონიტორინგი. მიუხედავად წინა წლებში და 2023 წელს მიღწეული წარმატებებისა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კვლავ აგრძელებს სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელებას ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით და აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. აღსანიშნავია ევროკავშირის Twinning-ის პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“, რომელიც საქართველოს პარლამენტში პირველად ხორციელდება. საფინანსო-საბიუჯეტო თანამშრომლობს კომიტეტი ნიდერლანდების პროექტის სამეფოს ფარგლებში პარლამენტთან და აქტიურად ფინანსურ აკადემიასთან. საანგარიშო პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის საქმიანობის ძირითადი მიმართულება იყო საქართველოს პარლამენტიდან და საქართველოს მთავრობიდან შემოსულ კანონპროექტებზე მუშაობა, საფინანსო სექტორში არსებული პრობლემების შესწავლა, პარლამენტის გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობა, პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის კონტროლი (მათ შორის, სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებაზე ხელშეკრულებებზე, ოპერატიული შეთანხმებებსა მოქალაქეების/ორგანიზაციების კონტროლი), და წერილებზე საერთაშორისო კონვენციებზე რეაგირება და მუშაობა, კომიტეტის სპეციფიკიდან გამომდინარე სხვა მიმართულებები. 11 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის განმავლობაში ჩაატარა კომიტეტის 32 სხდომა, რომელზეც განხილულ იქნა 397 საკითხი, მათ შორის 312 კანონპროექტი. განხილული საკითხებიდან 154 საკითხზე კომიტეტი იყო წამყვანი, ხოლო 243 საკითხზე - სავალდებულო. კომიტეტის მიერ განხილულ იქნა პარლამენტისადმი ანგარიშვალდებული ორგანოების 12 სხვადასხვა სახის ანგარიში, 23 საერთაშორისო ხელშეკრულება, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 23 ანგარიში. განხილული იქნა 6 საბიუჯეტო განაცხადი და 21 სხვადასხვა საკითხი. კომიტეტის საერთაშორისო მიერ საანგარიშო ხელშეკრულება, პერიოდში შეთანხმება განხილული იქნა კონვენცია, რომელთა და 23 უმეტესობაში კომიტეტი იყო წამყვანი. კერძოდ, წამყვანი იყო 18 საერთაშორისო ხელშეკრულებასა და შეთანხმებაზე, სავალდებულო - 5-ზე. განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები და კონვენციები უშუალოდ ეხებოდა კომიტეტის კომპეტენციას მიკუთვნებულ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: სესხის აღებისა და მისი მიღების პირობები, პროცენტები, გრანტები, ბიუჯეტის მხარდამჭერი სესხები და ა.შ. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2023 წელს განხილული საკითხები აუდიტის ჯგუფის მიერ განხილული ანგარიშები 23 კანონპროექტები 312 სხვა საკითხები 17 საკანონმდებლო წინადადება 4 საბიუჯეტო განაცხადი 6 ხელშეკრულება 23 ანგარიში 12 სამოქმედო გეგმის მონიტორინგის შედეგები საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის საგაზაფხულო სესიის დაწყებამდე შეადგინა და კომიტეტის გადაწყვეტილებით დაამტკიცა „საქართველოს პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის მუშაობის 2023 წლის სამოქმედო გეგმა“ რომელშიც აისახა 12 ყველა ის ძირითადი საქმიანობა, რომლის განხორციელებასაც გეგმავდა ან პარლამენტის რეგლამენტით ევალებოდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. კომიტეტის სამოქმედო გეგმა წარედგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს და გამოქვეყნდა პარლამენტის ვებგვერდზე. საერთაშორისო ვალდებულებები ევროკავშირის პროგრამა „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU4 Sustainable Governance and Resilience) 2023-2026 ევროკავშირის პროგრამა „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU4 Sustainable Governance საქართველოს შორის and 2023 Resilience) წარმოადგენს ევროკავშირსა და წლის 17 აგვისტოს გაფორმებულ საფინანსო შეთანხმებას, რომელიც გლობალური ევროპის ძირითადი აქტის - „მეზობლობა, განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა“ ფარგლებში 2023-2026 წლებში განხორციელდება. საფინანსო შეთანხმების მთლიანი მოცულობა 24 მილიონ ევროს შეადგენს და მოიცავს 2 კომპონენტს: საბიუჯეტო დახმარებას - 12 მილიონ ევროს და დამატებითი მხარდაჭერის კომპონენტს - მაქსიმუმ, ასევე, 12 მილიონი ევროს ოდენობით. საფინანსო შეთანხმებით 2023-2026 წლების მიხედვით განსაზღვრულია საბიუჯეტო დახმარების 7 ინდიკატორი. მე-7 ინდიკატორის „საფინანსო ზედამხედველობის გაძლიერება“ შესრულებაზე პასუხისმგებელია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. აღნიშნული ინდიკატორი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი 2023 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სამოქალაქო საზოგადოების და სხვა მონაწილეობით სისტემატიურად სესიის განმავლობაში დაინტერესებული იხილავს მხარეების სახელმწიფო აუდიტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს ( 2023 წ. ვალდებულება).  2023 წლის სამსახურის პარლამენტისთვის ანგარიშების წარდგენილი განხილვა გახორციელდება ანგარიშების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში 2024 წლის საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე (2024 წლის ვალდებულება).  ფისკალური საბჭო ფუნქციონირებს და წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის შემადგენელ ნაწილს არა ევრო ზონის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოთხოვნების შესაბამისად (2026 წლის 2023 ვალდებულება ვალდებულება). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ წლის წარმატებით შესრულებულია (იხ. აუდიტის ჯგუფის საქმიანობა). 13 საფინანსო შეთანხმების აღნიშნული ინდიკატორის 2023-2024 წლების ვალდებულებები თანხვედრაშია ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური კომპონენტებთან, ანგარიშვალდებულების რომლებიც დადგენილია შეფასების საპარლამენტო (PEFA-ს) კონტროლის შეფასებისთვის( Performance Indicator(PI) 31). PEFA-ს 2022 წლის გლობალური ანგარიშის მიხედვით საქართველომ 31 ინდიკატორიდან 20 ინდიკატორში (PI) უმაღლესი (A) შეფასება მიიღო და შეფასებულ 59 ქვეყანას შორის საჯარო ფინანსების მართვის კუთხით ლიდერის პოზიცია მოიპოვა. უმაღლესი A შეფასება მიიღო ინდიკატორმა PI-31- აუდიტის ანგარიშებზე დაყრდნობით საპარლამენტო კონტროლის განხორციელება. კომიტეტი წარმატებით ახორციელებს საფინანსო კონტროლის თვალსაზრისით საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით დადგენილ უფლებამოსილებებს, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე დაყრდნობით მთავრობაზე ზედამხედველობის განხორციელებასთან მიმართებით და შესაბამისად უზრუნველყოფს მიღწეული მაღალი შედეგების შენარჩუნებას. სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) ეფექტიანობა საქართველოს პარლამენტმა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით ბოლო წლების მანძილზე საჯარო ფინანსების მართვის კუთხით მნიშვნელოვანი რეფორმები და საკანონმდებლო ცვლილებები განახორციელა. მმართველობის მიღწეული და საჯარო ფისკალური მნიშვნელოვანი ფინანსების მართვის, ანგარიშვალდებულების პროგრესი საქართველოს ეკონომიკური თვალსაზრისით პარლამენტისა და საქართველოს მთავრობის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. აღნიშნულზე მეტყველებს საჯარო ფინანსების მართვის ბოლო ორი წლის საერთაშორისო შეფასებები, მათ შორის, სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) ეფექტიანობის შეფასება 2022 და ღია ბიუჯეტის კვლევა 2021. სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასება (PEFA) 2022 წელს საქართველოში ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ განხორციელდა. PEFA-ს გლობალური ანგარიშის მიხედვით საქართველო 59 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა. PEFA საჯარო ფინანსების მართვას შემდეგი 7 ძირითადი მიმართულებით აფასებს: ბიუჯეტის სანდოობა, საჯარო ფინანსების გამჭვირვალობა, აქტივების და ვალდებულებების მართვა, პოლიტიკაზე დამყარებული ფისკალური სტრატეგია და ბიუჯეტირება, ბიუჯეტის შესრულების პროგნოზირებადობა და კონტროლი, აღრიცხვა და ანგარიშგება, გარე კონტროლი და აუდიტი. საქართველომ 2022 წლის PEFA-ს შედეგების მიხედვით 14 შეფასების 31 ინდიკატორიდან 20 ინდიკატორში (PI) უმაღლესი (A) შეფასება მიიღო და 2022 წელს შეფასებულ ქვეყნებს შორის საჯარო ფინანსების მართვის კუთხით ლიდერის პოზიცია მოიპოვა. მათ შორის, აღსანიშნავია უშუალოდ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და კომიტეტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის უმაღლესი A შეფასება შემდეგ ინდიკატორებში: ბიუჯეტის საკანონმდებლო შეფასება და საპარლამენტო კონტროლის განხორციელება აუდიტის ანგარიშებზე დაყრდნობით. 2023 წელს განხორციელებული წარმატებული საქმიანობა ქმნის იმის წინაპირობას, რომ მიღწეული შედეგები შენარჩუნდება. საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის სტრატეგია (PFMRS) საჯარო ფინანსების მართვის სისტემაში განსაკუთრებული როლი აკისრია საპარლამენტო საფინანსო ზედამხედველობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და აუდიტის ჯგუფის თანმიმდევრული და აქტიური საქმიანობა ხელს უწყობს ამ პროცესებს, კერძოდ, მთავრობაზე საპარლამენტო საფინანსო ზედამხედველობის გაძლიერებას, რაც, იმავდროულად, საჯარო ფინანსების მართვის რეფორმის 2023-2026 წლების სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. აუდიტის რეკომენდაციების განხილვა, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრების ჩართულობა ხელს უწყობს საჯარო ფინანსების მართვის თვალსაზრისით არსებული ნაკლოვანებების აღმოფხვრას, სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესებას და ქვეყნის ფინანსური რესურსების ეფექტიანად გამოყენებას. 2023 წლის პერიოდში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აქტიური მონაწილეობა მიიღო PFMRS-ის საკოორდინაციო საბჭოს სხდომებში, სადაც წარდგენილი იყო აღნიშნული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტისა და აუდიტის ჯგუფის აქტივობების შედეგები. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDG) საქართველოს პარლამენტის 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმით მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებისა და მონიტორინგისთვის განსაზღვრულია საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ვალდებულებები, რომლის შესაბამისად კომიტეტმა 2023 წელს განახორციელა შესაბამისი აქტივობები: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების კვარტალური და შესაბამისი წლის წლიური შესრულების შესახებ ანგარიშების განხილვისას მუდმივად ახორციელებდა 2023 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული 15 პროგრამებისა (სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამული ბიუჯეტის დანართით შესახებ კანონის მე-5 თავი) გათვალისწინებული და შესაბამისი სამინისტროს მიერ განხორციელებული პროგრამების და მდგრადი განვითარების მიზნების ურთიერთშესაბამისობის მონიტორინგს. ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების მდგრადი განვითარების მიზნებთან ინტეგრაციისა და მასთან შესაბამისობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით საბიუჯეტო პროცესში საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და დარგობრივ სამინისტროებთან გაიმართა კონსულტაციები. კერძოდ, 2023 წლის ივნისში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების შესახებ ინფორმაციის განხილვის ეტაპზე კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაცია პროგრამული ბიუჯეტის დანართში საბიუჯეტო პროგრამებისა და მდგრადი განვითარების მიზნების ინტეგრაციის მიზნით, ყოველწლიურად, ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის განმახორციელებლებიდან იმ ერთი სამინისტროს იდენტიფიცირება, რომლის მიერ განსახორციელებელ პროგრამებში სრულად აისახება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამისი ინდიკატორები და მიზნობრივი მაჩვენებლები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაცია გათვალისწინებულია საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში. საპილოტე დაკავშირებით სამინისტროსა გაიმართა სამუშაო და მისი შეხვედრები პროგრამების შერჩევასთან საქართველოს სამინისტროსთან, შედეგად, ერთი სამინისტროს გარდა ფინანსთა გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამისი ინდიკატორები და მიზნობრივი მაჩვენებლები ასახულია სხვა სამინისტროების მიერ განსახორციელებელ პროგრამებშიც (სულ შვიდი სამინისტროს პროგრამებში). ამასთან, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას კომიტეტის დასკვნაში კიდევ ერთხელ დაფიქსირდა რეკომენდაცია ბიუჯეტის პროგრამული ფორმატის შემდგომი დახვეწის, გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიმართულებით. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა თავისი წვლილი შეიტანა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში. კომიტეტმა თავისი კომპეტენციის ფარგლებში სრულად შეასრულა ასოცირების ხელშეკრულებითა და ასოცირების დღის წესრიგით 2023 წლისთვის გათვალისწინებული ყველა ვალდებულება, როგორც საკანონმდებლო, ისე საზედამხედველო ნაწილში. ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებაში შეტანილი წვლილისთვის და ამ პროცესში აქტიური მონაწილეობისათვის, მაღალი პროფესიონალიზმისათვის, კვალიფიციური შრომითი უნარ-ჩვევებისა და 16 განსაკუთრებული სირთულის სამუშაოს სანიმუშოდ შესრულებისათვის კომიტეტის აპარატს გამოეცხადა მადლობა და გადაეცა შესაბამისი სიგელი. კომიტეტისთვის სპეციფიკური საქმიანობა საბიუჯეტო საქმიანობა „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2023-2026)“ საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტი მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, კომიტეტმა შეისწავლა და გაანალიზა 2023 წლის იანვარში საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის შესაბამისი „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის (2023-2026)“ საბოლოო, დაზუსტებული ვარიანტი. ინფორმაცია „ძირითადი მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (2024-2027 წლებისათვის) საანგარიშო პარლამენტს პერიოდში წარუდგინა საქართველოს ინფორმაცია მთავრობამ „ძირითადი საქართველოს მაკროეკონომიკური პროგნოზებისა და საქართველოს სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (2024-2027 წლებისათვის). კომიტეტმა, როგორც საბიუჯეტო პროცესებზე ზედამხედველმა ორგანომ, 2023 წლის ივნისში დარგობრივ კომიტეტებში დაგეგმა ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის განხილვა. ინფორმაციის განხილვის ეტაპზე კომიტეტმა შეიმუშავა რეკომენდაცია საბიუჯეტო პროგრამებისა და მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) ინტეგრაციის მიზნით, ყოველწლიურად, ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამის განმახორციელებლებიდან იმ ერთი სამინისტროს იდენტიფიცირება, რომლის მიერ განსახორციელებელ პროგრამებში სრულად აისახება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების (SDG) შესაბამისი ინდიკატორები და მიზნობრივი მაჩვენებლები. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და სხვა კომიტეტების მიერ გამოთქმული წინადადებები და რეკომენდაციები გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2023 წლის სექტემბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის 17 თაობაზე“ კანონის პროექტის საფინანსო-საბიუჯეტო განხილვებს კომიტეტმა საქართველოს პარლამენტში. აღნიშნული კანონპროექტი, განიხილა კომიტეტში შემოსული სხვა კომიტეტების, საბიუჯეტო ოფისის, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ეროვნული ბანკის დასკვნები, მოამზადა საბოლოო დასკვნა და წარუდგინა საქართველოს პარლამენტის გადასაგზავნად. კომიტეტმა თავმჯდომარეს განიხილა საქართველოს აღნიშნული მთავრობაში კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტიც და შესაბამისი დასკვნა წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება განპირობებული იყო 2023 წელს დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის შედეგების გათვალისწინებით მაკროეკონომიკური და ფისკალური ცვლადების საგეგმო მაჩვენებლების განახლების საჭიროებით. კერძოდ, ბიუჯეტში დამატებით მობილიზებული რესურსები გადანაწილდა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების სრულყოფილად დაფინანსებისა და ქვეყნის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხელშემწყობ, როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური ხასიათის პროგრამების ასიგნებების ზრდაზე, მათ შორის, რაჭასა და გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებისა და სტიქიით დაზარალებულთათვის სხვადასხვა კომპენსაციების დაფინანსებაზე. 2023 წლის კორექტირებული მაკროეკონომიკური პარამეტრების შესაბამისად დაზუსტდა საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების მაჩვენებლები. კერძოდ, გაიზარდა ბიუჯეტის როგორც შემოსულობები, ისე გადასახდელები, შემცირდა მთავრობის ვალის მოცულობა და მისი მშპ-ს მიმართ პროცენტული თანაფარდობის მაჩვენებელი. კანონპროექტით 2023 წელს მშპ-ს რეალური ზრდის ტემპი განისაზღვრა 6.5%-ით, ნაცვლად დაგეგმილი 5%-ისა, ხოლო ნომინალური მშპ განისაზღვრა 78,787.2 მლნ ლარით. წარმოდგენილი პროექტით 2023 წლის ნაერთი ბიუჯეტის მიხედვით მოდიფიცირებული დეფიციტის (სსფ-ის პროგრამით) მაჩვენებელი განისაზღვრა 2.8%-ის დონეზე. 2023 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტის მაჩვენებელი, კანონით განსაზღვრულ, ანუ მშპ-ის 3%-ის ნიშნულზე დაიგეგმა. მთავრობის ვალის მაჩვენებელი კვლავაც 40%-ზე დაბალ ნიშნულზე, კერძოდ, მშპ-ს 38.4%-ის დონეზე დაიგეგმა, რაც 21.6 პროცენტული პუნქტით ნაკლებია კანონით განსაზღვრულ 60%-იან ზღვარზე. სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების მოცულობა დაგეგმილთან შედარებით გაიზარდა 256.7 მლნ ლარით და, ნაცვლად 21,914.2 მლნ ლარისა, განისაზღვრა 22,170.9 მლნ ლარით. მნიშვნელოვანია, რომ შემოსულობების ზრდა 18 განპირობებულია, უპირატესად, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების ზრდით. კერძოდ, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით გაიზარდა 420.1 მლნ ლარით და ნაცვლად 16,290.3 მლნ ლარისა განისაზღვრა 16,710.4 მლნ ლარით. ამასთან, „ვალდებულებების ზრდიდან“ ანუ ახალი სესხების აღებით მისაღები თანხების ოდენობა 363.2 მლნ ლარით შემცირდა. წარმოდგენილი ცვლილებით, მოქმედ გეგმასთან შედარებით, 431.2 მლნ ლარით გაიზარდა ბიუჯეტის გადასახდელების ოდენობა და განისაზღვრა 22,311.3 მლნ ლარით. აღნიშნული მატება გადანაწილდა როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური ხასიათის პროგრამების ასიგნებების გაზრდაზე. წარმოდგენილი ცვლილებით დამატებითი რესურსების განაწილება მოხდა შემდეგი უწყებებისა და პროგრამების მიხედვით: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები 6,858.4 მლნ ლარიდან გაიზარდა 250.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 7,108.4 მლნ ლარით. მატების აღნიშნული თანხა გადანაწილდა: 75.0 მლნ ლარი მიიმართა პენსიებისა და კომპენსაციების ასიგნებების ზრდაზე; 30 მლნ ლარი - მიზნობრივი სოციალური ჯგუფების დახმარებების დასაფინანსებლად; 8.0 მლნ ლარი მაღალმთიან დასახლებებში მცხოვრები მოქალაქეების კანონით განსაზღვრული დანამატის დასაფინანსებლად; 17 მლნ ლარი - საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმებულთა ხელფასების დასაფინანსებლად; 120 მლნ ლარი - ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად, მათ შორის, ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯების დასაფინანსებლად. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 47.0 მლნ ლარით და შეადგინა 2 077.8 მლნ ლარს. მომატებული თანხიდან გაიზარდა: 34.8 მლნ ლარით - საჯარო სკოლების მშენებლობარეაბილიტაციის პროგრამის დაფინანსება; 10.5 მლნ ლარით - მოსწავლეების ტრანსპორტირების ხარჯები; 1.7 მლნ ლარით დაფინანსება გაზრდილია სხვა დანარჩენი მიმართულებებით; საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაიზარდა 34 მლნ ლარით და განისაზღვრება 465.2 მლნ ლარით. ასიგნებების ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო მიღწეული შედეგების მიხედვით სპორტსმენთათვის დაწესებული ჯილდოების ანაზღაურებასთან (27.5 მლნ ლარი), რაგბსა და კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატებზე საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების მონაწილეობასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსებასთან (6.5 მლნ ლარი); საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ასიგნებები გაიზრდა 23.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 581.2 მლნ ლარის ოდენობით. დამატებული თანხიდან 20.0 მლნ ლარი მიიმართა ანაკლიის 19 პორტისთვის საჭირო წყლის ნაგებობის მშენებლობის დაწყებისთვის, ხოლო 3.0 მლნ ლარი - ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად; საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებები გაიზრდა 20 მლნ ლარით და განისაზღვრა 3 350.9 მლნ ლარით. დამატებული თანხა განკუთვნილია რაჭასა და გურიაში მომხდარი სტიქიური მოვლენების შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ნაწილობრივ დაფინანსებისთვის; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები გაიზრდა 40.0 მლნ ლარით და განისაზღვრება 1 146.0 მლნ ლარის ოდენობით. მომატებული თანხიდან 20 მლნ ლარი მიიმართა სამინისტროს საშტატო რიცხოვნობის ზრდიდან გამომდინარე, შესაბამისი უნიფორმისა და აღჭურვილობის, ასევე, სამინისტროს სისტემის თანამშრომელთა სპეციალური საშუალებების შეძენისთვის საჭირო ხარჯების დასაფინანსებლად, ხოლო 20 მლნ ლარი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით სასერვერო ინფრასტრუქტურის განახლებაზე, ასევე, სარეზერვო სასერვერო ინფრასტრუქტურის მოწყობაზე, რომელიც შესაძლებლობას იძლევა საჭიროების შემთხვევაში სრულად უზრუნველყოს სერვისების უწყვეტობა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე საჭირო შესყიდვების სრულყოფილად დასაფინანსებლად დამატებით გამოიყოფა 10.0 მლნ ლარი და სამინისტროს დაფინანსებამ შეადგენს 1,270.0 მლნ ლარს; ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება გაიზრდა 21.2 მლნ ლარის ოდენობით და განისაზღვრა 77,212.5 მლნ ლარით. ზრდა დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან; სახალხო დამცველის აპარატს ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, დამატებით გამოეყო 2.5 მლნ ლარი; პერსონალურ მონაცემებთა დაცვის სამსახურს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის დამატებით გამოეყოფა 500.0 ათასი ლარი; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაემატა საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (WB), რისთვისაც გათვალისწინებულია 100.0 ათასი ლარი; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაემატა პროგრამა - საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი (საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს კომპონენტი) (WB), რისთვისაც გათვალისწინებულია 431.0 ათასი ლარი; საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელების ფარგლებში: 20 - დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსების ფარგლებში, სახელმწიფო მიერ აღებული ვალდებულებების დასაფინანსებლად დამატებით გათვალისწინებულია 65.0 მლნ ლარი. აღსანიშნავია, რომ საპენსიო სქემის ფარგლებში სახელმწიფოს დაკავშირებულია ქვეყანაში მიერ დასაფინანსებელი გაცემულ თანხის ხელფასებთან. მოცულობა მიმდინარე წელს დასაქმებულთა ანაზღაურება მოსალოდნელთან შედარებით მეტად გაიზარდა და შესაბამისად საპენსიო სქემის დასაფინანსებლად საჭირო გახდა დამატებითი თანხის გამოყოფა; - საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდის მოცულობა გაიზრდა 40.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 100 მლნ ლარით. აღსანიშნავია, რომ დამატებული თანხა უპირატესად მიიმართა სტიქიით დაზარალებულთა კომპენსაციების დასაფინანსებლად; - საგარეო ვალდებულებების დაფარვისთვის გამოყოფილი თანხები მცირდება 100.0 მლნ ლარით, რაც გამოწვეულია გაცვლითი კურსის სხვაობით მიღებულ ეკონომიასთან; - რიგი მუნიციპალიტეტების შემოსავლებში არსებული დეფიციტის გათვალისწინებით, მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებული სპეციალური ტრანსფერი გაიზარდა 17.0 მლნ ლარით; - საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მოცულობა გაიზარდა 100.0 მლნ ლარით და განისაზღვრა 500 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც ინფრასტრუქტურული პროექტები, გათვალისწინებულია ასევე სხვადასხვა როგორც ახალი მუნიციპალიტეტებში მომხდარი სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოები. ამასთან, დღგ-ის გაზრდის შედეგად საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტებისთვის გათვალისწინებულ იქნა 1 596.0 მლნ ლარი, რაც 31.4 მლნ ლარით აღემატება დამტკიცებულ გეგმას. „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი 2023 წლის ოქტომბერში კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „საქართველოს ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის, - 2024 წლის სახელმწიფო „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2024-2027 წლებისათვის“ დოკუმენტისა და „საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ საქართველოს მთავრობის მოხსენების საპარლამენტო განხილვებს. საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა და შეაფასა სხვა კომიტეტების, საბიუჯეტო ოფისის, საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის, აგრეთვე, 21 საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო დასკვნები. ამ დასკვნების, აუდიტის სამსახურის საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე, მოამზადა საბოლოო დასკვნა, რომელიც წარუდგინა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. კომიტეტმა ასევე განიხილა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტისა და მიმართულებები 2024-2027 „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და წლებისათვის“ დოკუმენტის გადამუშავებული და საბოლოო ვარიანტები. საქართველოს პარლამენტმა „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო 2023 წლის 15 დეკემბერს. 2024 წლის ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით კომიტეტის დასკვნებში ასახული წინადადებებისა და რეკომენდაციების გადამწყვეტი უმრავლესობა საქართველოს მთავრობის მიერ გათვალისწინებული იქნა. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პარამეტრები განსაზღვრულია ქვეყანაში დაფიქსირებული მიმდინარე ეკონომიკური განვითარების პროცესების გათვალისწინებით. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის წარმოდგენილ პროექტში პრიორიტეტებად განსაზღვრულია ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებები, როგორიცაა მოსახლეობის სოციალური დაცვა, თავდაცვა და უსაფრთხოება, განათლება, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართულებები და საჯარო სექტორის მდგრადობის უზრუნველყოფა. ეს პრიორიტეტები ითვალისწინებს:  სოციალური მიმართულებით: ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები ჯამში შეადგენს 7,829.2 მლნ ლარს, რომლის ფარგლებში:  70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 500 ლარს გაუტოლდება;  70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 380 ლარს გაუტოლდება;  გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;  გათვალისწინებულია ბავშვთა 200 ლარიანი სოციალური დახმარება;  ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1.7 მილიარდი ლარი, მათ შორის გათვალისწინებულია პენსიონერთათვის ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება 22 სრული წლის განმავლობაში, ასევე, პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;  დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230.0 მლნ ლარი.  სტიქიის შედეგად დაზარალებულთა (ოჯახები, რომელთა საცხოვრებელი სახლები არ ექვემდებარება აღდგენას) კომპენსაციებისთვის გამოყოფილია 15.0 მლნ ლარი.  გათვალისწინებულია სახელმწიფო კომპენსაციებისა და აკადემიური სტიპენდიებისთვის არსებული ზედა ზღვრის (560 ლარი) გადაანგარიშება 1,000 ლარამდე, ამავდროულად პოლიციელებსა და ჯარისკაცებზე, ნამსახურების თითო წელს განსაზღვრული თანხის საშუალოდ 28%-იან ზრდა. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება იმ პირთა კომპენსაციები, რომლებიც იღებდნენ მაქსიმალურ ზღვარს, ხოლო სხვა პირთა კომპენსაცია გაიზრდება საშუალოდ 28%-ით;  საყოფაცხოვრებო სუბსიდიის 7 ლარიანი მოცულობა გაიზრდება 40 ლარამდე, 22 ლარიანი - 60 ლარამდე, ხოლო 44 ლარიანი - 80 ლარამდე;  დაიწყება ახალი პროგრამა, რომლის ფარგლებში მრავალშვილიანი უსახლკარო ოჯახებისთვის განხორციელდება საცხოვრებელი სახლების შესყიდვა; ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებზე მუნიციპალური ბიუჯეტებიდან გამოიყოფა 300.0 მლნ ლარზე მეტი.  განათლების მიმართულებით: განათლების და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება ჯამურად 2023 წელთან შედარებით იზრდება 580.0 მლნ ლარით, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია:  საჯარო სკოლების მასწავლებელთა ანაზღაურების ზრდა - სრული დატვირთვის მასწავლებლების საშუალო ანაზღაურება გაიზრდება 500 ლარით;  საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის და მანდატურის ხელფასები იზრდება 10%-ით;  საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 450.0 მლნ ლარამდე;  საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე მიიმართება 225.0 მლნ ლარზე მეტი; გარდა ამისა, მუნიციპალიტეტების გაზრდილი შემოსავლების ფარგლებში შესაძლებელი იქნება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასების 100 ლარიანი ზრდა. 23  კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 840.0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 472.0 მლნ ლარი;  თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით:  თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება მიმდინარე წელთან შედარებით იზრდება 250.0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც გათვალისწინებულია პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა;  თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330.0 მლნ ლარი.  ინფრასტრუქტურა: ჯამში, ნაერთი ბიუჯეტიდან ინფრასტრუქტურის განვითარებაზე მიიმართება 6.7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის:  საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1.7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1.2 მილიარდ ლარზე მეტი;  მუნიციპალური გათვალისწინებულია რეგიონებში ინფრასტრუქტურის 2.1 მილიარდ განსახორციელებელი ლარზე პროექტების გაუმჯობესებისთვის მეტი. საქართველოს ფონდის მოცულობა განსაზღვრულია 580.0 მლნ ლარის ოდენობით;  წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500.0 მლნ ლარამდე;  საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 800.0 მლნ ლარზე მეტი;  ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 170.0 მლნ ლარზე მეტი;  ენერგო ინფრასტრუქტურისთვის გათვალისწინებულია 120.0 მლნ ლარი. ასევე, 2024 წელს გათვალისწინებულია:  მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით 300.0 მლნ ლარზე მეტი.  სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის 580.0 მლნ ლარზე მეტი;  გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის 180.0 მლნ ლარზე მეტი;  საჯარო მოხელეთა შრომის ანაზღაურება იზრდება 10%-ით. სახელმწიფო ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტზე თანდართული მაკროეკონომიკური პროგნოზების მიხედვით: 2024 წლის ნომინალური მშპ გათვალისწინებულია 85,980.9 მლნ ლარის ოდენობით, რაც 2023 წლის შესაბამის დაზუსტებულ მოსალოდნელ მაჩვენებელზე 24 6,630.5 მლნ ლარით მეტია. 2024 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის ტემპის საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრულია 5.2%-ის დონეზე, სამომხმარებლო ფასების ინდექსი (საშუალო პერიოდის) 2.8%-ის, ხოლო დეფლატორი - 3%-ის დონეზე. 2024 წლისთვის ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი (მოდიფიცირებული) მშპ-ს მიმართ განსაზღვრულია 2.5%-ით. ასევე, მშპ-ს 2.5%-ს (კანონით დადგენილი ზღვარი მშპ-ს 3%-ია) შეადგენს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული სახელმწიფოს 2024 წლის ერთიანი ბიუჯეტის უარყოფითი მთლიანი სალდო. 2024 წლისთვის მთავრობის ვალის პროცენტული ფარდობა მშპ-ს მიმართ მცირდება 2023 წლის მოსალოდნელ - 38.2%-თან შედარებით და განსაზღვრულია 38.0%-ის დონეზე. აღნიშნული მაჩვენებლის კლება გაგრძელდება საშუალოვადიან პერიოდშიც და 2027 წლისათვის შეადგენს 37.1%-ს. საქართველოს 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობები განისაზღვრა 28.4 მილიარდი ლარის ოდენობით. აქედან, 22.1 მილიარდი ლარი საგადასახადო შემოსავლებია, ხოლო ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 28.7 მილიარდ ლარს. 2024 წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები დაიგეგმა 24,569.5 მლნ ლარის დონეზე, რაც 2,398.6 მლნ ლარით მეტია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს მატება განპირობებულია საგადასახადო შემოსავლების ზრდით. კერძოდ, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლები იზრდება 2023 წლის 16,710.3 მლნ ლარიდან 19,115.0 მლნ ლარამდე, ანუ 2,404.7 მლნ ლარით. 2024 წლისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებული გადასახადებიდან ყველაზე მაღალი წილი (38.7%) დამატებული ღირებულების გადასახადზე მოდის, რომლის ოდენობა (7,388.3 მლნ ლარი) წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 718.0 მლნ ლარით მეტია. მთლიანობაში, გადასახადებიდან მისაღები შემოსავლების წილი 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 77.8%-ი და შემოსავლების 92.2%-ია. ყოველივე აღნიშნული მიუთითებს ეკონომიკური ზრდის გაჯანსაღების პროცესზე. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელები დაიგეგმა 25,030.4 მლნ ლარის დონეზე, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2,719.1 მლნ ლარით მეტია. გადასახდელების მატების დიდი ნაწილი გათვალისწინებულია ხარჯების ზრდაზე, მათ შორის, შრომის ანაზღაურებაზე, სოციალურ უზრუნველყოფაზე და ასე შემდეგ, თუმცა მოიმატა გადასახდელების სხვა მიმართულებებმაც. კერძოდ, აღნიშნული მატებიდან არაფინანსური აქტივების ზრდაზე (კაპიტალურ ხარჯებისთვის) გათვალისწინებულია 225.0 მლნ ლარამდე, ხოლო სახელმწიფო ვალდებულებების კლებაზე (ვალების დაფარვაზე) – 304.8 მლნ ლარი. 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტს თან ერთვის: ინფორმაცია საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული 25 კაპიტალური პროექტების შესახებ, მათ შორის, პროექტებისა და პროგრამების განმახორციელებლების გამოყოფით; ბიუჯეტით განსაზღვრული პროგრამების მოსალოდნელი შედეგები და ინდიკატორები; „ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტი“; მთავრობის ვალის მდგრადობის ანალიზი; ინფორმაცია მთავრობის ვალის შესახებ; საგადასახადო დანახარჯების შეფასების ანგარიში; მაკროეკონომიკური სცენარები და მათი ანალიზი საბაზისო, ოპტიმისტური და პესიმისტური სცენარების ჭრილში; საშუალოვადიანი პროგნოზების შედარება და „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრულ ფისკალურ წესებთან შესაბამისობის მიმოხილვის დოკუმენტი. აღნიშნული ინფორმაცია წარმოდგენილია ბიუჯეტის კანონპროექტთან ერთად დანართების სახით, რაც ზრდის საბიუჯეტო სახსრების ტრანსპარენტულობისა და გამჭვირვალობის დონეს. კანონმდებლობით გათვალისწინებული საბიუჯეტო ორგანიზაციების ბიუჯეტების ფორმირება საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ფორმირების პროცესიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის ივნისში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, საქართველოს პარლამენტთან განიხილა საქართველოს ცენტრალური არსებული განაცხადები და მოამზადა შესაბამისი პარლამენტის, საარჩევნო კომისიის და ორგანიზაციების საბიუჯეტო დასკვნები და გადაწყვეტილებები. კერძოდ, კომიტეტის მიერ განხილულ იქნა: 1. საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი „საქართველოს პარლამენტის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის დამტკიცების შესახებ“; 2. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 3. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 4. საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 5. საქართველოს პარლამენტთან არსებული კვლევითი ცენტრის 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადი; 6. ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის საბიუჯეტო განაცხადი. საქართველოს პარლამენტის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბიუჯეტო განაცხადებზე კომიტეტის დასკვნები და შესაბამისი დადგენილებების პროექტები გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტს განსახილველად. 26 საქართველოს პარლამენტთან არსებული ორგანიზაციების - კვლევითი ცენტრის, ეროვნული ბიბლიოთეკისა და ჰერალდიკის საბჭოს საბიუჯეტო განაცხადების პროექტების შესახებ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებები შესაბამისი წლის ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად გადაეგზავნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს საქართველოს მთავრობაში გადასაგზავნად. 2024−2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის 6 დეკემბერს განიხილა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი „2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტი, რომლის თანახმად, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 2023−2025 წლებისთვის განისაზღვრა 3 პროცენტით. „2023-2025 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების“ პროექტი წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ეროვნული ბანკის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა - ნათია თურნავამ. საშუალოვადიან პერიოდში ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის შენარჩუნების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2024−2026 წლების განმავლობაში ძირითადად გამოყენებული იქნება პოლიტიკის განაკვეთი, რომლის ცვლილება ეკონომიკას ინსტრუმენტებით: გადაეცემა რეფინანსირების მონეტარული პოლიტიკის სესხები, ბაზრის ღია შემდეგი ერთთვიანი ინსტრუმენტი, მუდმივმოქმედი ინსტრუმენტები, სადეპოზიტო სერტიფიკატები, მეორადი ბაზრის ოპერაციები მთავრობის ფასიანი ქაღალდებით, სავალუტო ინტერვენციები, მინიმალური სარეზერვო მოთხოვნები და სხვა ინსტრუმენტები. 2024−2026 წლების განმავლობაში სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე გარეგანი ფაქტორებიდან მოქმედი შესაძლო რისკებია მსოფლიო სასაქონლო ბაზრებზე ენერგორესურსების, ნედლეულისა და საკვები პროდუქტების ფასების ცვლილება, გეოპოლიტიკური რისკების გამწვავება, რეგულირებადი ფასების ცვლილება, განვითარებული ქვეყნების ცენტრალური ბანკების მიერ საქართველოს რეაგირებას მოსალოდნელზე ეროვნული გარეგანი ბანკის მკაცრი პოლიტიკის მონეტარული ფაქტორების შედეგად გატარება პოლიტიკა ინფლაციის არ და სხვა. მოახდენს მიზნობრივი მაჩვენებლიდან დროებითი გადახრისას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გადახრა 27 იმდენად ძლიერია, რომ გავლენას ახდენს ინფლაციაზე მოქმედ ფუნდამენტურ ფაქტორებზე. პარლამეტში წარმოდგენილ 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტს თანდართული ჰქონდა განმარტებითი მონეტარული ბარათი, პოლიტიკის რომელშიც აღწერილი იყო საქართველოს ძირითადი პრინციპები და არსებული მაკროეკონომიკური მდგომარეობა, მიმოხილული იყო შესაძლო სცენარები (საბაზო და ალტერნატიული), მოსალოდნელი ეგზოგენური რისკები და არაპროგნოზირებადი შოკები. კომიტეტმა გააანალიზა და შეისწავლა ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პროექტი. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა სამომხმარებლო ფასების მოსალოდნელ დინამიკაზე მოქმედი შესაძლო რისკები, არსებული გამოწვევები, რისკები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. 2024-2026 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების შესახებ პროექტის დამტკიცებასთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა კომიტეტის დასკვნა და პარლამენტის დადგენილების პროექტი. კანონშემოქმედებითი მიმართულება საფინანსო-საბიუჯეტო საკანონმდებლო კომიტეტის ინიციატივებისა მომზადებისათვის მიერ საანგარიშო პერიოდში და საკანონდებლო საკითხების წინასწარ განხორციელებულ საქმიანობაში აღსანიშნავია ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი კანონპროექტები:  “დაზღვევის შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და “საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” ინიცირებული კანონპროექტით სადაზღვევო ორგანიზაციის მენეჯმენტის საქმიანობის ეფექტურობის სამეთვალყურეო საბჭოში დაკომპლექტებისათვის გაზრდის მიზნით, ინერგება მზღვეველის აუდიტის კომიტეტის შექმნისა და აუცილებელი, ფინანსური სექტორისათვის დამახასიათებელი საერთაშორისო სტანდარტით დადგენილი კონკრეტული მოთხოვნები, იქმნება “დაზღვევის შესახებ“ და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონების მოთხოვნების ერთობლიობაში აღქმის და აღსრულების ზუსტად 28 გაწერილი შესაძლებლობა, რაც ამარტივებს შესაბამისი პროცედურების წარმართვას და სამსახურის მხრიდან ზედამხედველობის პროცესს.  „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები ბოლო წლების მანძილზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ქვეყანაში დაფინანსების ალტერნატიული მეთოდებისა და წყაროების პოპულარიზაციის და კაპიტალის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით. „ფასიან ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ კანონი, კერძოდ ე.წ. სეკიურიტიზაციის მექანიზმი და შესაბამისი კანონმდებლობა ამ პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელებაა. რეფორმის მიზანია ქვეყანაში დაფინანსების ხელმისაწვდომობის ზრდა და სხვადასხვა ფინანსური ინსტრუმენტის განვითარება არა მხოლოდ კომერციული ბანკებისთვის, არამედ საფინანსო სექტორისა და ზოგადად, სხვა ბიზნეს სუბიექტებისათვის. კანონის მიღება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოში საბანკო ინსტიტუტებისგან დამოუკიდებელი ფულის წყაროს შექმნასა და ზოგადად, კაპიტალის ბაზრების განვითარების გზაზე. საკანონმდებლო პაკეტი ასევე ითვალისწინებდა ცვლილებებს 18 დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტში. ყველაზე მარტივი ეკონომიკური გაგებით, სეკიურიტიზაცია გულისხმობს სამომავლოდ მისაღები თანხების (ფულადი ნაკადების) ფასიან ქაღალდებად გადაქცევას და შესაბამისად, დღეს განაღდებას. კანონით დადგინდა სეკიურიტიზაციის ზოგადი ჩარჩო, სეკიურიტიზაციის ცნების განსაზღვრება და სეკიურიტიზაციაში ჩართული მხარეების მიმართ მოთხოვნები. კანონის მოქმედება, გარდა კანონით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა, ვრცელდება მხოლოდ საქართველოში დაფუძნებულ სეკიურიტიზაციის სპეციალურ მიზნობრივ ერთეულთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე, ასევე ინსტიტუციურ ინვესტორზე, ინიციატორსა და თავდაპირველ კრედიტორზე, სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის დაფუძნების ადგილის მიუხედავად. ისევე, როგორც ფასიანი ქაღალდების ბაზრის მომწესრიგებელი სხვა კანონმდებლობა, ეს კანონიც განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდება საცალო ინვესტორების, ე.წ. გაუთვითცნობიერებელი ინვესტორების ინტერესების დაცვას. ვინაიდან, მსგავსი ინვესტორები არ წარმოადგენენ მნიშვნელოვანი ქონების მქონე პირებს და განსაკუთრებით მოწყვლადები არიან საინვესტიციო რისკების მიმართ. კანონპროექტი განასხვავებს სეკიურიტიზაციის სპეციალური მიზნობრივი ერთეულის ორ მთავარ ფორმას 29 და ადგენს დიფერენცირებულ მიდგომებს არაავტორიზებული და ავტორიზებული „სპეციალური მიზნობრივი ერთეულისთვის“. შედეგად, კანონპროექტი, ერთის მხრივ, ქმნის ლიბერალურ გარემოს პროფესიონალი ინვესტორებისათვის და მეორეს მხრივ, იცავს საცალო მომხმარებლის ინტერესებს. იქმნება „სპეციალური მიზნობრივი ერთეულის“ ლიკვიდაციის სპეციალური წესი. ასევე, მიღებული კანონით დაინერგება გამჭვირვალე პროცესები, რაც უზრუნველყოფს სეკიურიტიზაციის გარიგებასთან დაკავშირებული რისკების შემცირებას.  „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ კანონპროექტი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ კანონის მიღება წარმოადგენს კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს საქართველოს კაპიტალის ბაზრის განვითარებისათვის. კანონპროექტის მიღებამდე საქართველოს კანონმდებლობა იცნობდა მხოლოდ „არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის“ ცნებას, რაც გულისხმობდა მათ რეგისტრაციას; არ მოითხოვებოდა „არამატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის“ გადაცემა (ერთი ანგარიშიდან მეორე ანგარიშზე გადატანა) ელექტრონული ჩანაწერის მეშვეობით, გარკვეულ შემთხვევებში დაშვებული იყო მხოლოდ აღნიშნული ოპერაციის განხორციელება მატერიალიზებული (ქაღალდის) ფორმით წარმოებულ რეესტრში; როგორც საჯარო, ისე კერძო ემისიის შედეგად გამოშვებული ფასიანი ქაღალდების აღრიცხვა იყო ფრაგმენტირებული, რაც ზრდიდა ტრანზაქციის ხარჯებს; რეგისტრატორების ტექნიკური შესაძლებლობები დაკავშირებული იყო მაღალ საოპერაციო რისკებთან და ვერ უზრუნველყოფდა ინვესტორების სათანადო დაცულობას, მათ შორის ფასიანი ქაღალდებით უსაფრთხო ანგარიშსწორებას DvP (Delivery versus payment) პრინციპის საფუძველზე; არ იყო განსაზღვრული სპეციალური ჩარჩო ანგარიშის მწარმოებელი ფინანსური ინსტიტუტის ლიკვიდაციისას კლიენტის კუთვნილი ფასიანი ქაღალდების მოპყრობასთან დაკავშირებით და არ იყო დაცული დემატერიალიზებული 30 ფასიანი ქაღალდის კეთილსინდისიერი შემძენის უფლებები და ინტერესები; პრობლემას ასევე წარმოადგენდა ნომინალური მფლობელობის ანგარიშებზე განთავსებულ კლიენტთა ფასიანი ქაღალდების დაუცველობა სასამართლოს მიერ დაყადაღებისა ან სხვაგვარი შეზღუდვის დაწესებისგან. მიღებული კანონპროექტით: განისაზღვრა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის“ ცნება; შემოვიდა დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ცენტრალიზებულად, დეპოზიტართან აღრიცხვის ვალდებულება; ასევე, მნიშვნელოვანია, რომ დეპოზიტარი ხდება ვალდებული უზრუნველყოს ემისიის ერთიანობა; კანონპროექტი ადგენს დემატერიალიზებულ ფასიან ქაღალდებზე უფლების წარმოშობის სამართლებრივ საფუძვლებს; ინვესტორებს შეეძლებათ დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობა როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ; შემოდის დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდის კეთილსინდისიერი შემძენის დაცვის ინსტიტუტი; კანონით ასევე მოწესრიგდა ანგარიშის მწარმოებლის პასუხისმგებლობის საკითხი; დეტალურად განისაზღვრა ინვესტორების უფლებები ანგარიშის მწარმოებლის ლიკვიდაციის შემთხვევაში.  „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“ „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების შეთანხმება) თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას. ასოცირების შეთანხმების მე-7 თავის 323-ე მუხლის მიხედვით, საქართველომ უნდა მოახდინოს ეროვნული კანონმდებლობის დაახლოება ასოცირების შეთანხმების XV-A დანართში მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან, კერძოდ 2002 წლის 16 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2002/87/EC დირექტივასთან ფინანსურ კონგლომერატში საკრედიტო ინსტიტუტების, სადაზღვევო კომპანიებისა და საინვესტიციო კომპანიების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ. 31 კანონპროექტი ადგენს: ფინანსურ კონგლომერატად ცნობის კრიტერიუმებს, ფინანსურ კონგლომერატად ცნობის პროცედურას, საწარმოთა ზედამხედველობის სფეროს, კოორდინატორის დანიშვნის წესსა და მის ამოცანებს, საზედამხედველო ორგანოებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობას, საზედამხედველო ორგანოების ინფორმაციაზე წვდომას, მისი სისწორის დადასტურებასა და საზედამხედველო ორგანოს უფლებამოსილებას მშობელი საწარმოს მესამე სახელმწიფოში არსებობის შემთხვევაში.  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტები კანონპროექტით ახალი რედაქციით ორგანული კანონის 554-სა (დროებითი სახელმწიფო დაფინანსება) და 555 (სარეზოლუციო ფონდი) მუხლებში შედის ცვლილება. მეოთხე პუნქტში მოხდა დამატება, რომ კომერციული ბანკის რეზოლუციის პროცესში ფინანსთა სამინისტრო გასცემს დროებით სახელმწიფო დაფინანსებას მხოლოდ მას მერე, რაც სარეზოლუციო ფონდში კომერციული ბანკების მიერ წინასწარი შენატანების ფარგლებში აკუმულირებული თანხები საკმარისი არ იქნება. ამ მუხლის მოქმედ ვერსიაში დროებითი სახელმწიფო დაფინანსების წინაპირობა არის მხოლოდ ის რომ არასახელმწიფო წყაროდან დაფინანსების მოძიება შეუძლებელია ან არასაკმარისია. ცვლილების შემდგომ აღნიშნულ წინაპირობას დაემატება წინასწარ აკუმულირებული სარეზოლუციო ფონდის არასაკმარისობის პირობაც. შესაბამისად დაიზოგება სახელმწიფო ინიცირებული ცვლილებით სახსრები. ხოლო მეხუთე პუნქტის შემთხვევაში, სარეზოლუციო ფონდის მოდელი იცვლება და მასში ფულადი სახსრების აკუმულირება მოხდება როგორც წინასწარი შენატანებით, ასევე რეზოლუციის შემდგომ დროებითი სახელმწიფო დაფინანსების გზით. წინასწარ შენატანებს განახორციელებენ კომერციული ბანკები სებ-ის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, პროპორციულობისა და ობიექტურობის პრინციპებზე დაფუძნებით. წინასწარი შენატანების მოდელს ეწოდება ექს ანტე (ex-ante), ხოლო რეზოლუციის შემდგომ რეზოლუციის ფონდის შევსების მოდელს - ექს პოსტი (ex-post), რომლის კონტრიბუტორი, აუცილებლობის შემთხვევაში, იქნება ფინანსთა სამინისტრო. სარეზოლუციო ფონდში ჩარიცხული ფულადი სახსრები შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კაპიტალის და ლიკვიდობის გაუმჯობესებისთვის, ასევე რეზოლუციის პროცესთან დაკავშირებული სხვა ხარჯების - ფონდის ადმინისტრირების და აუდირებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების ხარჯების დასაფარად. ცვლილების დროებით მიხედვით, შეუჩეროს სებ-ი სარეზოლუციო უფლებამოსილია ფონდში კომერციულ წინასწარი ბანკს შენატანების 32 ვალდებულება იმ პერიოდში, როდესაც ბანკების მხრიდან მიმდინარეობს გამოყენებული დროებითი სახელმწიფო დაფინანსების დაფარვა/ანაზღაურება. შენატანების გადახდა მოხდება ყოველთვიურად. სებ-ი უფლებამოსილია სარეზოლუციო ფონდის ადმინისტრირების მანდატი გადასცეს სსიპ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს (შესაბამისი ცვლილება თანმდევად ასახულია სააგენტოს კანონშიც). ცვლილების მიხედვით, წინასწარი შენატანებით აკუმულირებული სარეზოლუციო ფონდის მიზნობრივი მაჩვენებელია დაზღვეული დეპოზიტების ბაზის 3%. (დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ეს სამიზნე მაჩვენებელი აქვს 6%). ცვლილების მიხედვით, წინასწარი შენატანების პირველი გადახდა დაიწყება 2025 წლის იანვრიდან (პირველი გადახდა არაუგვიანეს 15 თებერვლისა) და გაგრძელდება 2033 წლამდე. ამასთან, თუ სარეზოლუციო ფონდი იმ მომენტისთვის მიზნობრივ მაჩვენებელზე ნაკლები იქნება, სებ-ი უფლებამოსილია გაახანგრძლივოს აღნიშნული ვადა.  „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტები კანონპროექტით ცვლილება შედის „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლში და განისაზღვრება, რომ ლიცენზიის მაძიებელმა, საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა წარუდგინოს ინფორმაცია ლიცენზიის მაძიებლის ჯგუფის სტრუქტურის/მფლობელობის სტრუქტურის შესახებ, ასევე, მნიშვნელოვანი წილის შეძენის შესახებ ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით და მე-5 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია მნიშვნელოვანი წილის მფლობელი როგორც აქციონერების, ასევე შუალედური მფლობელებისა და ბენეფიციარი მესაკუთრის თაობაზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში − საიდენტიფიკაციო ინფორმაცია 20 უმსხვილესი აქციონერის შესახებ და ინფორმაცია მათ მფლობელობაში არსებული წილის/აქციების ოდენობისა და ტიპის შესახებ.  საქართველოს კანონების პროექტები „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის მომზადება მიზნად ისახავს საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების დახვეწას, ბუნდოვანი ნორმების ნათლად ჩამოყალიბებას, ცალკეული ნორმების ერთმანეთთან შესაბამისობაში მოყვანას და უზუსტობების აღმოფხვრას, ასევე მოქნილი ადმინისტრირებისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნასა და საბაჟო კანონმდებლობის დარღვევის პრევენციას. 33 1. განისაზღვრა საბაჟო მარშრუტის დეფინიცია. კერძოდ, დგინდება, რომ საბაჟო მარშრუტი არის საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ან/და სატრანსპორტო გადაადგილებისათვის საშუალების საბაჟო საქართველოს ორგანოს მიერ საბაჟო ტერიტორიაზე განსაზღვრული/დადგენილი ტრაექტორია ან/და დანიშნულების ადგილამდე (საბაჟო კონტროლის ზონამდე ან საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ან მასთან შეთანხმებულ ნებისმიერ სხვა ადგილამდე) გადაზიდვის/გადატანის მიმართულება. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საბაჟო მარშრუტის საბაჟო ორგანოს მიერ დადგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს საბაჟო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილი და 157-ე მუხლის პირველი ნაწილი და აღნიშნული მარშრუტის დარღვევა წარმოადგენს ამავე კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებულ საბაჟო სამართალდარღვევას, თუმცა, კოდექსის არსებული რედაქცია არ განმარტავს საბაჟო მარშრუტის ზუსტ მნიშვნელობას. 2. იცვლება დოკუმენტის საჯაროდ გავრცელების წესი საწარმოსთვის/ორგანიზაციისათვის. საბაჟო ორგანოს უფლება ექნება დოკუმენტი საჯაროდ გაავრცელოს, თუ დეკლარანტი (გარდა ფიზიკური პირისა), საგადასახადო ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს შემოსავლების სამსახურის ოფიციალური ავტორიზებული მომხმარებლის ვებგვერდზე განთავსებიდან 30 დღის განმავლობაში არ გასცნობია. საგულისხმოა, რომ ამ კატეგორიის გადასახადის გადამხდელები ავტორიზებული მომხმარებლები არიან და საბაჟო ორგანოსთან ურთიერთობას ახორციელებენ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდის მეშვეობით, რის გამოც არაგონივრულია დოკუმენტის საჯარო გამოქვეყნებისთვის დამატებითი პროცედურების არსებობა, რაც ხელს უწყობს დოკუმენტის გაცნობის განზრახ გაჭიანურებას და შესაბამისად, აფერხებს გადასახადების ადმინისტრირების პროცედურებს. 3. ხორციელდება იმ პირობის ამოღება, რომლითაც დადგენილია, რომ დეკლარანტის განცხადების საფუძველზე, დროებით შენახვის დეკლარაციაში არ შეიძლება შეეხებოდეს იმ საქონელს, რომელიც ამ დეკლარაციით თავდაპირველად დეკლარირებული არ იყო. 4. ცვლილებით ჩანაწერი „სეს ესნ-ის კოდი რვანიშნა დონეზე“ იცვლება ჩანაწერით „სეს ესნ-ის კოდი თერთმეტნიშნა დონეზე“. აღნიშნული ნორმები შესაბამისობაში მოდის საბაჟო კოდექსის 35-ე მუხლის მე-2 ნაწილთან, რომლის მიხედვითაც, „სეს ესნ“ არის სასაქონლო კლასიფიკაციის კოდების სისტემა, რომელიც შეესაბამება „საქონლის აღწერისა და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურას და დეტალიზებულია თერთმეტი ნიშნით, ეროვნული ეკონომიკის სპეციფიკის გათვალისწინებით. 5. ცვლილებით ახლებურად განისაზღვრა თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში გასატარებელი ღონისძიებები. 34 აღნიშნული დებულებების მოქმედი რედაქციის შესაბამისად თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტის დროს, საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი და მისი რეექსპორტის განხორციელების შემდეგ საქონლის თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი. აღნიშნული აწესრიგებს მხოლოდ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის საქართველოს ტერიტორიიდან სრულად რეექსპორტს. თუმცა, პრაქტიკაში ხშირია შემთხვევები, როდესაც თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილს აქვს დეფექტი ან ნაწილის რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო- ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამის გამო უბრუნდება იგი მომწოდებელს, ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს, რა დროსაც, გაუმართლებელია თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციის ბათილობა და საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენილი საქონლის ნაწილში იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძვლის გაუქმება. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად: – თუ რეექსპორტი ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის მთლიანი ოდენობის – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაცია ბათილად იქნება ცნობილი და თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი; – თუ რეექსპორტი ხორციელდება თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილის – თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო დეკლარაციაში შედის სათანადო ცვლილება და რეექსპორტისათვის განკუთვნილ, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის ნაწილს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი. გარდა ამისა, 160-ე მუხლის მე-4 ნაწილით ახალი რედაქციით ზუსტდება, რომ თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებული საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებისას ამ საქონელზე გადახდილი იმპორტის გადასახდელის თანხა (გარდა იმ თანხებისა, რომელზეც პირს მიღებული აქვს ჩათვლა) ექვემდებარება დაბრუნებას ან მომავალ საგადასახადო/საბაჟო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას. 6. ჯარიმები/სანქციები: - ზუსტდება, რომ საბაჟო სამართალდარღვევისათვის პირს იმ შემთხვევაში დაეკისრება სანქცია, თუ ამ ქმედებისათვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ დაეკისრა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა. – პირს საბაჟო სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობა არ ეკისრება იმ შემთხვევაში, თუ საქონლის მფლობელის მიერ საბაჟო ორგანოსთვის წარდგენილია საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონლის განადგურების უტყუარი მტკიცებულებები, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. 35 - ცაკლეული საბაჟო სამართალდარღვევების ჩადენისას ჯარიმის ნაცვლად გაფრთხილების გამოყენების შესაძლებლობა იქნება და ა.შ. 7. და სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. კანონპროექტის მიღების შედეგად, დაიხვეწება საბაჟო ზედამხედველობის, საბაჟო კონტროლისა და საბაჟო ფორმალობების მარეგულირებელი ნორმები, აღმოიფხვრება რიგი ნორმების კოლიზია და უზუსტობები, უზრუნველყოფილი იქნება მოქნილი ადმინისტრირებისათვის სამართლებრივი ბაზის შექმნა და საბაჟო კანონმდებლობის რიგი დარღვევის პრევენცია. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარმოადგენს „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის თანმდევ კანონპროექტს. მისი მომზადება განპირობებულია საქართველოს საბაჟო კოდექსის და საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებების შესაბამისობაში მოყვანის, აგრეთვე ტერმინოლოგიური და ტექნიკური ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრის აუცილებლობიდან გამომდინარე. ამასთანავე, კანონპროექტი მიზნად ისახავს გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებას, საქართველოს საგადასახადო კოდექსის ცალკეული დებულებების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანას, ზოგიერთი სახის თამბაქოს ნაწარმის (ელექტრონული სიგარეტი, სიგარელა) აქციზით არსებული დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას, მსუბუქი ავტომობილის ექსპორტისას, აქციზის თანხის დაბრუნებისთვის განსაზღვრული ვადის გაზრდას, საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაციას და იმპორტირებულ ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებული გადასახადების ეფექტური ადმინისტრირებისთვის ზოგიერთი საქონლის აქციზით დაბეგვრის რეჟიმის ცვლილებას. 1. საგადასახადო შემთხვევების დროს უზრუნველყოფის კანონმდებლობა არ საგადასახადო დავალიანებაზე ღონისძიებების ითვალისწინებს ხანდაზმულობის აღნიშნული გადახდევინების ვადის შეჩერებას. შესაბამისად, თუ გადასახადის გადამხდელმა გადავადებული საგადასახადო დავალიანება დადგენილ ვადაში არ გადაიხადა, ან დაარღვია საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული გათვალისწინებული შეუძლებელი მიხედვით საგადასახადო ღონისძიებების ჩერდება უზრუნველსაყოფად ხანდაზმულობის შესაძლებელია, ხანდაზმულობის ვადის გასვლის გახდეს უზრუნველყოფის პირობები, საგადასახადო გათვალისწინებული ვადა საგადასახადო გამო, მის მიმართ დავალიანების გამოყენება. კანონით გადახდევინების წარმოდგენილი დავალიანების ღონისძიებების დავალიანების პროექტის გადახდევინების გამოყენების გადახდევინების გადავადების შესახებ ხელშეკრულების ან საგადასახადო შეთანხმების აქტის 36 მოქმედების პერიოდში, აგრეთვე სსკ-ის 238-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში. 2. ცვლილებით საერთაშორისო კომპანიის მიერ აკრძალული საქმიანობის განხორციელების შემთხვევაში, კომპანიას საერთაშორისო კომპანიის სტატუსი გაუუქმდება აკრძალული საქმიანობის განხორციელების წლის დასაწყისიდან, ნაცვლად სტატუსის მინიჭების თარიღიდან. 3. ზუსტდება, რომ საგადასახადო საიდუმლოებას არ განეკუთვნება ინფორმაცია პირისთვის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოყენების შეზღუდვის (მათ შორის გამოწერის/გაცემის შეჩერების) შესახებ. 4. კოდექსის თანახმად წარდგენის კონკრეტული საფუძვლით პირს წარედგინება მხოლოდ ერთი საგადასახადო მოთხოვნა. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პირი ნაწილობრივ ეთანხმება მისთვის საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით წარდგენილ საგადასახადო მოთხოვნას, ეს საგადასახადო მოთხოვნა სრულად საჩივრდება, რის გამოც, მიუხედავად იმისა, რომ პირი ნაწილობრივ ეთანხმება საგადასახადო შემოწმების აქტით დარიცხულ თანხას, საგადასახადო დავალიანება სრულად რჩება აუღიარებელი, რაც აფერხებს გადასახადის ადმინისტრირების პროცესს. კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო ორგანო შეძლებს გამიჯნოს საგადასახადო შემოწმების შედეგების მიხედვით დარიცხული თანხები და გამოსცეს რამდენიმე საგადასახადო მოთხოვნა, იმის მიხედვით, თუ რა ნაწილში ეთანხმება ან არ ეთანხმება დარიცხვას გადასახადის გადამხდელი, რაც შეამცირებს სადავო შემთხვევებს და გაამარტივებს გადასახადის ადმინისტრირებას. 5. ცვლილებით საგადასახადო ორგანოს ეძლევა უფლებამოსილება ბარტერული ოპერაციების შემთხვევაში დასაბეგრი თანხა დაადგინოს საბაზრო ფასით, რომლის განსაზღვრის წესი და პირობები დგინდება საქართველოს ფინანთა მინისტრის ბრძანებით. 6. მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სპეციალურ ნორმას, რომელიც საგადასახადო ორგანოს მისცემდა შესაძლებლობას დღგ-ს მიზნისთვის ერთ პირად განიხილოს რამდენიმე პირი, რომლებსაც აკონტროლებს ერთი და იგივე პირი და რომლებიც, მათი ფორმალური დამოუკიდებლობის მიუხედავად, მოქმედებენ შეთანხმებულად დღგ-სგან თავის არიდების მიზნით. კანონპროექტის მიხედვით, დღგ-სგან თავის არიდების პრევენციის მიზნით, საგადასახადო ორგანოს ენიჭება უფლება, დღგ-ის მიზნისთვის ერთ დასაბეგრ პირად (მათი ფორმალური/იურიდიული დამოუკიდებლობის მიუხედავად) განიხილოს, საქართველოს ტერიტორიაზე დაფუძნებული ნებისმიერი რამდენიმე პირი, თუ მათ საქმიანობასთან/მართვასთან დაკავშირებულ ძირითად გადაწყვეტილებებს იღებს ერთი და იგივე პირი და მათი საქმიანობის ადგილი, სახე და შინაარსი იდენტურია. ამ უფლების გამოყენების შემთხვევებსა და წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 37 7. პროექტის თანახმად, საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე შეღავათის გამოყენების წესს დაადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. ვალდებულება, რომ შესაბამისად, დაქირავებული პირს აღარ საგადასახადო შეღავათის გამოყენების ექნება მიზნით, დამქირავებელს წარუდგინოს შეღავათით სარგებლობის შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული ცნობა. 8. საგადასახადო კოდექსის მოქმედი რედაქციით, პირს, პირადი განცხადების საფუძველზე მცირე ბიზნესის სტატუსი უუქმდება კალენდარული წლის მომდევნო წლის დასაწყისიდან, რაც ამძიმებს გადასახადის გადამხდელის მდგომარეობას, ვინაიდან მას სურვილის მიუხედავად, მომდევნო წლის დასაწყისამდე არ აქვს შესაძლებლობა ეს სტატუსი გააუქმოს. კანონპროექტის მიხედვით ცვლილება ხორციელდება, რომლის შესაბამისად, თუ პირი, მცირე ბიზნესის სტატუსის გაუქმების მიზნით საგადასახადო ორგანოს მიმართავს კალენდარული წლის დასრულებამდე, სტატუსი გაუქმებულად ჩაითვლება მომართვის თვის მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან. 9. საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად, არამეწარმე ფიზიკური პირის მიერ აქტივის რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავლის, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდი არის კალენდარული წელი. შესაბამისად, მას ქონების გასხვისების შემთხვევაში, გადასახადის დეკლარირების და გადახდის ვალდებულება წარმოეშობა არაუგვიანეს შემოსავლის მიღების წლის მომდევნო წლის 1 აპრილისა, რაც მნიშვნელოვნად ართულებს გადასახადის ადმინისტრირებას. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტის მიხედვით ცვლილება ხორციელდება. კერძოდ, არამეწარმე ფიზიკური პირისთვის, რომელიც აქტივის რეალიზაციით მიღებული შემოსავლიდან არ ახორციელებს გამოქვითვებს, საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის საანგარიშო პერიოდად განისაზღვრება კალენდარული თვე, ნაცვლად კალენდარული წლისა, ხოლო საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციის წარდგენა განხორციელდება არაუგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა. 10. პროექტის მიხედვით, ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე რეგისტრაციის პირისთვის ვალდებულების დღგ-ის გადამხდელად განსაზღვრისას არ სავალდებულო გაითვალისწინება ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. 11. პროექტის მიხედვით, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილის ან 8711 კოდში აღნიშნული მოტოციკლის (მოპედის ჩათვლით) თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების პროცედურაში მოქცევიდან ექსპორტში გაფორმების 90დღიანი ვადა, რომლის დროსაც დადგენილი წესით დაბრუნებას ექვემდებარება გადახდილი აქციზის/იმპორტის გადასახადის თანხა, იზრდება 180 კალენდარულ დღემდე. 38 12. პროექტით განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევის სახე. 13. პროექტით ხორციელდება აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი, დაზუსტებითი და ტექნიკური ცვლილებები. წარმოდგენილი კანონპროექტის მიღებით საქართველოს საგადასახადო კოდექსის არსებული დებულებები შესაბამისობაში მოდის „საქართველოს საბაჟო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონპროექტის დებულებებთან და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან, მარტივდება გადასახადის ადმინისტრირება, ზოგიერთი სახის საქონელზე შემოღებული იქნება სხვა ანალოგიური პროდუქციის აქციზით დაბეგვრის მსგავსი რეჟიმი, გაიზრდება ცალკეული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისას აქციზის თანხის დაბრუნებისათვის კანონმდებლობით განსაზღვრული ვადა, განხორციელდება საგადასახადო სანქციების ოპტიმიზაცია, აღმოიფხვრება რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ხარვეზები.  „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მიხედვით „ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს ერთ-ერთი ვიცე-პრეზიდენტი“. ამასთანავე, ამავე კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტს ჰყავს 3 ვიცე-პრეზიდენტი. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში ბუნდოვანია თუ რომელი ვიცეპრეზიდენტი ასრულებს მის მოვალეობას, ასევე ბუნდოვანია თუ რა პროცედურით ხდება მოვალეობის შესრულების რომელიმე ვიცე-პრეზიდენტისთვის დაკისრება. იმისათვის, რომ აღმოფხვრილი იყოს ნებისმიერი თეორიული ბუნდოვანება, ასევე, უზრუნველყოფილი იყოს ეროვნული ბანკის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს გამართული საქმიანობა. მიზანშეწონილია, დაზუსტდ„ეს ორგანული კანონის შესაბამისი ნორმები. კანონპროექტის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას ასრულებს პირველი ვიცეპრეზიდენტი, ხოლო მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ეროვნული ბანკის საბჭო ერთ-ერთ ვიცე-პრეზიდენტს ავალებს. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში წარმოდგენილი ცვლილებების მიღებით, უზრუნველყოფილი იქნება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელთან დაკავშირებული შესაძლო საკანონმდებლო ვაკუუმის აღმოფხვრა და პროცედურული საკითხის დახვეწა. 39  საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე 2023 წლის 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით საქართველო მასპინძლობს ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის (შემდგომ - უეფა) ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს. საქართველოს სხვადასხვა ქალაქში, კერძოდ, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში, გაიმართება 16 მატჩი. შესაბამისად, საქართველოს ეწვევა ტურნირში მონაწილე 8 ქვეყნის: გერმანიის, ინგლისის, ჩეხეთის, ისრაელის, პორტუგალიის, ჰოლანდიისა და ბელგიის, ასევე, მიმდინარე ჩემპიონატის ფარგლებში გამოვლენილი ფინალისტი ქვეყნის ნაკრებები. კანონპროექტის მიღების მიზანია საქართველოში ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის ჩატარებისთვის აღნიშნული ერთი მხრივ შეიქმნას დაბეგვრის უზრუნველყოფს საშეღავათო ევროპის პერიოდი. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სანაკრებო შეჯიბრების შეუფერხებლად გამართვას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც მასპინძელი ქვეყნის, ეკონომიკის სტიმულირებას და ტურისტული პოტენციალის ზრდას. ევროპის ჩემპიონატის ჩატარება დაკავშირებულია მნიშვნელოვან წარმომადგენლობით ხარჯებთან, რომელიც გულისხმობს მოწვეული სტუმრებისა და გუნდების ხელმძღვანელობის მასპინძლობასა და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფას. გასათვალისწინებელია, რომ ამ ჩემპიონატის ფინალური მატჩიც ჩატარდება საქართველოში, კერძოდ, ქალაქ ბათუმში. მატჩს დაესწრება უამრავი სტუმარი და ოფიციალური პირი, როგორც მონაწილე ქვეყნებიდან, ისე ორგანიზაციებიდან. საგადასახადო ფეხბურთის აქედან მმართველი გამომდინარე, შეღავათების ევროპული და მსოფლიო მიზანშეწონილია გარკვეული როგორც შეჯიბრების დაწესება ორგანიზატორებისათვის, ასევე შეჯიბრებაში ჩართული სხვა მხარეებისათვის. კანონპოექტის თანახმად, ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებისა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში: ა) უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ მიღებული შემოსავალი თავისუფლდება მოგების გადასახადისგან; ბ) უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა თავისუფლდება ჩათვლის უფლებით დღგისგან; გ) უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ საქონლის იმპორტისას არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები; დ) უეფა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საქართველოში გამოყენებულ ქონებაზე თავისუფლდებიან ქონების გადასახადისგან. დანიშნული პირის მიერ უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებისა და მათთან დაკავშირებული 40 ღონისძიებების ფარგლებში მიღებული შემოსავალი თავისუფლდება საშემოსავლო/მოგების გადასახადისგან. უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებისა და მათთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში არ წარმოეშობათ ამ კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო აგენტის ვალდებულება. ამასთანავე, აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში უეფასა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მომსახურების გაწევა არ ექვემდებარება დღგ-ით უკუდაბეგვრას. დღგ-ისგან ჩათვლის უფლებით გათავისუფლებულია: ა) პირის მიერ უეფასთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის ან/და დანიშნული პირისთვის იმ საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ უკავშირდება უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მათთან დაკავშირებულ ღონისძიებებს; ბ) უეფას 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებსა და მათთან დაკავშირებულ ღონისძიებებზე დასასწრები ბილეთების რეალიზაცია. აღნიშნული კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს, როგორც ღონისძიების მასპინძელი ქვეყნის, ცნობადობის გაზრდას მსოფლიო სპორტის ასპარეზზე. ასევე, მოსალოდნელია, რომ კანონპროექტის მიღებას დადებითი გავლენა ექნება საქართველოს ტურისტული პოტენციალის სრულფასოვან ათვისებაზე, რაც, თავის მხრივ, დაკავშირებულია მომსახურების სფეროში (სარესტორნო და სასტუმრო ქსელი) ჩართული ფიზიკური და იურიდიული პირების ეკონომიკურ წახალისებასთან. 8 ქვეყნის ახალგაზრდული ნაკრები ერთი თვის განმავლობაში იცხოვრებს საქართველოს რამდენიმე ქალაქში. გარდა ამისა, საქართველოს ესტუმრება ფეხბურთის მრავალი გულშემატკივარი სხვადასხვა ქვეყნიდან, ამავე ქვეყნების ფედერაციათა მრავალრიცხოვანი დელეგაციები, ოფიციალური პირები, უცხოური საფეხბურთო კლუბების სკაუტები და უეფა-სა და ფიფა-ს წარმომადგენლები. ეს ყოველივე კი დადებითად აისახება საქართველოს ეკონომიკური განვითარების ზრდის ტემპზე.  „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა განპირობებულია შიდა აუდიტის მარეგულირებელი ჩარჩოს საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკასთან ჰარმონიზების აუცილებლობით. კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები მეტწილად შეეხება შიდა აუდიტის მარეგულირებელ ნორმებს. კერძოდ, კანონპროექტით განიმარტება შიდა აუდიტორული საქმიანობის ორი მნიშვნელოვანი მიმართულება: მარწმუნებელი 41 საქმიანობა და საკონსულტაციო საქმიანობა; კონკრეტდება შიდა აუდიტის სტანდარტი, რომელიც უნდა იქნას გამოყენებული შიდა აუდიტის სუბიექტების მიერ; ხდება შიდა აუდიტის ხარისხის უზრუნველყოფისა და გაუმჯობესების პროგრამისა და შიდა აუდიტორის უწყვეტი პროფესიული განვითარების გათვალისწინება. ასევე, რეგულირდება შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების საკითხი, რომლის დანერგვაც კანონის მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, კერძოდ, ჰარმონიზაციის ცენტრის კომპეტენციას განეკუთვნება. აღნიშნული ცვლილებების მიზეზს წარმოადგენს საქართველოს სამინისტროებში, ავტონომიური რესპუბლიკების სამინისტროებში, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებსა და მუნიციპალიტეტის მერიებში განხორციელებული შიდა აუდიტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასებების შედეგად გამოკვეთილი გაუმჯობესების შესაძლებლობები, რომლებიც საჭიროებს კანონმდებლობის დონეზე მოწესრიგებას. ამასთან, სფეროსთან კანონპროექტი დაკავშირებით შესაძლებლობის აღმოფხვრას. უზრუნველყოფს არსებული კერძოდ, კანონის განსხვავებული "სახელმწიფო რეგულირების ინტერპრეტაციის შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი არეგულირებს ამავე კანონით განსაზღვრულ დაწესებულებებში სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის დანერგვის წესსა და პრინციპებს, აგრეთვე სხვა საკითხებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის შემუშავებისათვის, ჩამოყალიბებისა და განხორციელებისათვის. კანონის მოქმედი რედაქციის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით შიდა აუდიტის სუბიექტები იქმნება იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში, რომელთა ჩამონათვალს და რომლებშიც შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. ეს ჩანაწერი კი ხშირად განიმარტება ისე, რომ საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც არ არიან „საჯარო სამართლის იურიდიული პირების ჩამონათვალის და მათში შიდა აუდიტის სისტემის დანერგვისა და განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 12 აგვისტოს №391 დადგენილებით დამტკიცებულ ჩამონათვალში, არ ექცევიან კანონის რეგულირების სფეროში. შესაბამისად, კანონის რეგულირების სფეროს სხვადასხვაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობის თავიდან აცილების მიზნით, მიზანშეწონილია, საკანონმდებლო დონეზე შესაბამისი ცვლილებების განხორციელება. საქართველოს საჯარო სექტორის მასშტაბით განხორციელებული 50-ზე მეტი შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასების შედეგად გამოვლენილ გაუმჯობესების შესაძლებლობებს შორის, არის კანონმდებლობის დონეზე გასათვალისწინებელი საკითხები. მათ შორის, ანგარიშებში ასახული მიგნებები შეეხება ტერმინების “მარწმუნებელი“ და „საკონსულტაციო“ 42 საქმიანობის დეფინიციების არარსებობასა და შიდა აუდიტორების უწყვეტი განვითარების პროგრამის სისტემური მოწესრიგების საჭიროებას. კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ „სახელწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო პრაქტიკასთან და გაუმჯობესდება შიდა აუდიტის სუბიექტის საქმიანობის ხარისხის გარე შეფასების შედეგად შემუშავებულ ანგარიშებში დასმული პრობლემური საკითხები.  საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია, საქართველოს საგადასახადო კოდექსში არსებული ტერმინოლოგიური და ტექნიკური ხასიათის უზუსტობების აღმოფხვრა, მათ შორის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანა და სსკ-ით გათვალისწინებული სასაქონლო კოდებისა და საქონლის დასახელებების „საქონლის აღწერის და კოდირების საერთაშორისო კონვენციის შესაბამისობაში მოყვანა. 2022 ჰარმონიზებული წლის აღსანიშნავია, რედაქციის რომ სისტემის შესახებ“ ნომენკლატურასთან საქართველო 2008 წლიდან წარმოადგენს აღნიშნული კონვენციის წევრ ქვეყანას და აქვს ვალდებულება პერიოდულად განახორციელოს შიდა კანონმდებლობით დადგენილი სასაქონლო ნომენკლატურის განახლება კონვენციის ჰარმონიზებული სისტემის ბოლო რედაქციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. მოქმედ სსკ-ში არსებული საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის კოდები არ შეესაბამება კონვენციის ბოლო რედაქციას, რამაც შესაძლებელია გარკვეული შეფერხებები შექმნას საგარეო ვაჭრობაში იმ ქვეყნებთან, რომლებიც საგარეო ვაჭრობაში იყენებენ ნომენკლატურის ბოლო რედაქციას. კანონპროექტით გათვალისწინებულია შემდეგი ძირითადი ცვლილებები: კოდექსის დებულებები შესაბამისობაში მოდის „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონის დებულებებთან. მათ შორის, ხორციელდება დაზუსტებითი ხასიათის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, საურავის დარიცხვა, რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, განხორციელდება გათვალისწინებულ ვადამოსულ მხოლოდ რეაბილიტაციის გადასახდელ გადასახადის გეგმით თანხებთან მიმართებაში. განისაზღვრა, რომ საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება როგორც მკვეთრად, ასევე მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში 6000 ლარამდე მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. 43 1997 წლის 13 ივნისიდან 2000 წლის 1 იანვრამდე და 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ელექტროენერგიის განაწილების განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკის საწარმოს დღგ-ის გადახდის ვალდებულება წარმოეშობოდა მხოლოდ მიწოდებული საქონლის ღირებულების მისთვის ანაზღაურების შემთხვევაში. სსკ-ის 309-ე მუხლის 86-ე ნაწილი და ამავე მუხლის 87-ე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ელექტროენერგიის განაწილების განმახორციელებელი ელექტროენერგეტიკის საწარმოს და პირს, რომლებსაც ეპატია ვალი, 2001 წლის 1 ნოემბრიდან 2005 წლის 1 ოქტომბრამდე პერიოდში ელექტროენერგიის მიწოდებიდან წარმოშობილი ვალის მოვალისათვის პატიების შემთხვევაში, დამატებითი საგადასახადო გადასახადში არ ვალდებულებები წარმოეშობათ. დღგ-ში ამასთანავე, და აღნიშნული საშემოსავლო დებულება არ ითვალისწინებს ანალოგიურ მიდგომას 1997 წლის 13 ივნისიდან 2000 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე. კანონპროექტის მიხედვით შესაბამის პირებზე გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათები, ასევე გავრცელდება 1997 წლის 13 ივნისიდან 2000 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე. კანონპროექტის მიღებით მარტივდება გადასახადების ადმინისტრირება, ასევე სსკ-ის დღეს მოქმედი ნორმები შესაბამისობაში მოდის „საქონლის აღწერის და კოდირების ჰარმონიზებული სისტემის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ნომენკლატურის 2022 წლის რედაქციასთან. ამასთანავე, აღმოიფხვრება რედაქციული და ტექნიკური ხასიათის ხარვეზები და გარკვეული დებულებები შესაბამისობაში მოვა „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონთან.  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი კანონის პროექტი წარმოადგენს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონის პროექტს. წარმოდგენილი პროექტის მომზადების მიზანია:  გათანაბრებითი ტრანსფერის სისტემიდან დამატებული ღირებულების გადასახადის განაწილების სისტემაზე გადასვლის გარდამავალი პერიოდის გახანგრძლივება 1 წლის ვადით, რათა 2024 წლის ბიუჯეტების მომზადებისას მუნიციპალიტეტებს არ წარმოექმნათ ფინანსური დეფიციტი. ამასთან, გარდამავალი პერიოდის შემდეგ დაგეგმილია საშემოსავლო გადასახადის განაწილების სისტემის დანერგვა, ევროკავშირის ქვეყნების კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით;  განათლების სფეროს მშპ-ს 6%-მდე დაფინანსების ვალდებულების გადავადება 2028 წლამდე. აღნიშნულის შესრულება მოითხოვს დამატებით 44 2 მლრდ ლარის მიმართვას განათლებაზე, რაც ამ ეტაპზე შეუძლებელია, ვინაიდან, საჭირო გახდება შემცირდეს ბიუჯეტის დაგეგმილი სხვა ყველა მიმართულების დაფინანსება, რაც უარყოფით გავლენას მოახდენს მოსახლეობაზე და ქვეყნის ეკონომიკაზე;  სახელმწიფო ხაზინის ფულადი სახსრების მართვის და ბიუჯეტების შესრულების პროცესის პრაქტიკულ არაეფექტური ვალდებულებების გაუქმება. კანონპროექტის მიღების შედეგად, უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული მიმართულებების, ასევე მუნიციპალიტეტების შეუფერხებელი დაფინანსება. გაიზრდება ბიუჯეტების შესრულების ოპერატიულობა და გამოთავისუფლდება საბიუჯეტო ორგანიზაციების შრომითი და მატერიალური რესურსები, გაიზრდება სახელმწიფო ხაზინის ფულადი რესურსების მართვის მოქნილობის ხარისხი.  „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ დღეისათვის არ არსებობს სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაარეგულირებს აგროტურიზმთან და ღვინის ტურიზმთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სამართლებრივ ურთიერთობებს. აგროტურიზმი და ღვინის ტურიზმი მჭიდრო კავშირშია, როგორც ტურიზმის, ასევე სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან. შესაბამისად, ტურიზმის სფეროში არსებული საკანონმდებლო რეგულაციები ვერ ფარავს მათთან დაკავშირებულ რიგ საკითხებს და მოითხოვს სპეციფიკურ რეგულირებას. ასევე, არ არსებობს როგორც აგროტურისტული, ასევე, ღვინის ტურიზმის ობიექტების ერთიანი ბაზა, რომელიც ტურისტებს საშუალებას მისცემს, გაეცნონ საქართველოში არსებულ შესაბამის ობიექტებს და შეარჩიონ მათთვის სასურველი დანიშნულება. საკითხის აქტუალურობიდან და „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტიდან გამომდინარე, შემუშავდა აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ზემოაღნიშნული პრობლემის გადაჭრას. კანონპროექტის შესაბამისად, ღვინის და აგროტურიზმის საქმიანობის განმახორციელებელი პირები დაიბეგრებიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებისათვის გათვალისწინებული დაბეგვრის სპეციალური რეჟიმის მიხედვით, ამასთან, მცირე ბიზნესისათვის გათვალისწინებული 500 000 ლარიანი ზღვარი ღვინის და აგროტურიზმის საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის გაიზრდება 700 000 ლარამდე. შესაბამისად, გარდა ზღვრისა (500 000 ლარი) საერთო იქნება დაბეგვრის რეჟიმი მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირების და ღვინის და აგროტურიზმის საქმიანობის განმახორციელებელი პირებისათვის. 45 კანონპროექტის მიღების შედეგად, დადგინდება საგადასახადო შეღავათები, რომლითაც ისარგებლებენ აგროტურიზმის და ღვინის ტურიზმის სტატუსის მქონე პირები, რასაც ერთერთი მნიშვნელოვანი წამახალისებელი ეფექტი ექნება შესაბამის საქმიანობაში/ებში ჩართული პირების მიმართ.  „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ბიზნესომბუდსმენის აპარატის მიერ შესწავლილი საკითხებიდან გამომდინარე, მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების (შესაბამისი დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) უმეტესი ნაწილი გაცემულია ფიზიკურ პირებზე, რომლებმაც, ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე, ვერ შეძლეს წყლის მოპოვების პროცესის დასაწყებად ტექნიკური სამუშაოს ჩატარებისა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწყობის ფინანსური რესურსის მოძიება და გამოყენება. გამომდინარე იქიდან, რომ ტექნიკური, ადმინისტრაციული პროცედურები, შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობის ეტაპები არ ჰქონდათ დასრულებული ლიცენზიის მფლობელებს და სამუშაოების დაწყების შესაძლებლობა არ გააჩნდათ, შესაბამისად, მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების (შესაბამისი დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) მქონე პირებს არ მოუხდენიათ მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღება, მისი მოპოვება და ჩამოსხმა, კერძოდ, ლიცენზიის მფლობელთა განსაზღვრული მოსაპოვებელი რესურსის ჯამური მოცულობიდან შემოწმებით არ დგინდება მათ მიერ ბუნებრივი რესურსის მოპოვების ფაქტი. ამასთან, გასათვალისწინებელია ახალი კორონავირუსის (COVID -19) ზეგავლენა, მისი თანმდევი ეკონომიკური პრობლემები და დაწესებული შეზღუდვები, რომლის პირობებშიც კიდევ უფრო გართულდა შესაბამისი ბიზნესსაქმიანობის წარმოება და ზემოხსენებული პრობლემების მოგვარება. პოსტკოვიდურ პერიოდში კი, არასტაბილური გარემო მეტად ზრდიდა შესაბამისი ბიზნესსაქმიანობის განხორციელების რისკებს და ართულებდა მათ ეკონომიკურ მდგომარეობას. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც დღეის მდგომარეობით პირებს ფაქტობრივად არ გააჩნიათ მოქმედი ბიზნესი და მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღების, მისი მოპოვებისა და ჩამოსხმისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, არ მოუხდენიათ მტკნარი წყლის რესურსის გარემოდან ამოღება, მისი მოპოვება და ჩამოსხმა, მათგან მოსაკრებლის თანხის და მასზე დარიცხული საურავების ამოღება თითქმის შეუძლებელია სახელმწიფოს მხრიდან. თავის მხრივ, აღნიშნული დარიცხვები, დღითიდღე იზრდება, რაც პრობლემას უქმნის ამ პირებს თავიანთ საქმიანობაშიც და სამომავლოდ ბიზნესის წარმოებაში, იქნება ეს საბანკო კრედიტების აღება თუ სხვა; 46 კანონპროექტის შესაბამისად, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესის შესაბამისად, ჩამოწეროს იმ პირის მიერ გადასახდელი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმის მიზნით გამოყენებისთვის გათვალისწინებული მოსაკრებლის გადაუხდელი ოდენობა და მასთან დაკავშირებული გადაუხდელი ჯარიმა და საურავი, რომელსაც 2023 წლის 1 დეკემბრამდე შესაბამისი ლიცენზიით (სათანადო დამტკიცებული ათვისების გეგმით ან მის გარეშე) არ უსარგებლია, კერძოდ, მიწისქვეშა მტკნარი წყალი არ ჩამოუსხამს. ამ ნაწილის მოქმედება პირზე ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ დაკმაყოფილებულია ერთ-ერთი შემდეგი პირობა: ა) შესაბამისი პირი 2023 წლის 1 დეკემბრის მდგომარეობით აღარ ფლობს მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის გაცემულ ლიცენზიას; ბ) შესაბამისი პირი 2024 წლის 1 აპრილამდე მიწისქვეშა მტკნარი წყლების ჩამოსხმისთვის ლიცენზიის გამცემ ორგანოს მიმართავს ამ ლიცენზიის გაუქმების შესახებ და 2023 წლის 1 დეკემბრიდან 2024 წლის 1 აპრილის ჩათვლით არ ისარგებლებს აღნიშნული ლიცენზიით, კერძოდ, არ ჩამოასხამს მიწისქვეშა მტკნარ წყალს.  „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონის პროექტის მომზადების მიზანია საქართველოს აღიარებული პრინციპის (სახელმწიფო ერთეულის ფინანსური სახსრების უზრუნველყოფს შესაბამისობას კონსტიტუციით თვითმმართველი ორგანული კანონით განსაზღვრულ თვითმმართველი ერთეულის უფლებამოსილებებთან) შესრულება და დეცენტრალიზაციის სტრატეგიის (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №678 დადგენილება - „დეცენტრალიზაციის 2020-2025 წლების სტრატეგიისა და დეცენტრალიზაციის სტრატეგის განხორციელების 2020-2021 წლების სამოქმედო გეგმა“) განხორციელება, მუნიციპალიტეტების შემოსულობების თანმიმდევრული ზრდისა და ძლიერი თვითმმართველობის ჩამოყალიბებისთვის. თვითმმართველი ერთეულის, ისე, როგორც ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე, სახელმწიფო ქონების განკარგვიდან მიღებული შემოსავლების განაწილების საკითხებს ადგენს და აწესრიგებს საქართველოს კანონი - „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“. შესაბამისად, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის წილის ეტაპობრივად გასაზრდელად, ისე, როგორც ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების წილის გასაზრდელად, აუცილებელია, ამავე საკანონმდებლო აქტში ცვლილებების განხორციელება. 47 კანონპროექტის მიზანია, მუნიციპალიტეტებისა და რესპუბლიკების ბიუჯეტების შემოსულობების ზრდა. ავტონომიური კერძოდ, ზოგიერთი შემოსულობის საქართველოს სახელმწიფო და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტებს შორის განაწილების მოქმედი პროცენტული მაჩვენებლები (ნორმები) იზრდება მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ბიუჯეტების სასარგებლოდ. ცვლილება ეხება თვითმმართველი ერთეულების ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო აქტივებიდან მიღებული შემდეგი შემოსულობების განაწილებას:  შემოსულობა სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა და სხვა) გადაცემიდან;  შემოსულობა სახელმწიფოს ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობა და არასასოფლო მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით) გაყიდვიდან;  შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული როგორც არასასოფლო-სამეურნეო ისე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის გაყიდვიდან. წარმოდგენილი ცვლილებით, სახელმწიფო მიწის იჯარაში და მართვაში (უზუფრუქტი, ქირავნობა გადანაწილებიდან ბიუჯეტებს და სხვა) სახელმწიფო შორის გადაცემიდან ბიუჯეტსა და მუნიციპალიტეტების დღეს არსებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის სასარგებლოდ გათვალისწინებულია 2024 წელს 50%, ნაცვლად 2022 წლის 35%-ისა და 2023 წლის 40%-ისა; სახელმწიფო საკუთრებაში დანიშნულების მიწის სახელმწიფო ბიუჯეტსა მუნიციპალიტეტების გაყიდვიდან და არსებული დღეს სასოფლო-სამეურნეო არსებული მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების დანიშნულების მიწის გაყიდვიდან სასარგებლოდ გადანაწილებიდან ბიუჯეტებს შორის, სასოფლო-სამეურნეო არსებული გადანაწილების - 65%-ის ნაცვლად 2023 წელს გადანაწილდება 75%, ხოლო, 2024 წლიდან – 90%; სახელმწიფო საკუთრებაში დანიშნულების მიწის გაყიდვიდან არსებული არასასოფლო-სამეურნეო განხორციელდება მუნიციპალიტეტის შემოსულობის 10 პროცენტული პუნქტით ზრდა და არსებული 50%-იანი გადანაწილების ნაცვლად, მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სასარგებლოდ იქნება 2024 წელს – 60%; შემოსულობა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ძირითადი აქტივების (შენობა-ნაგებობა და არასასოფლო მიწა მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობით) გაყიდვიდან, კერძოდ დღეს არსებული გადანაწილებიდან სახელმწიფოს, ავტონომიურ რესპუბლიკებს და მუნიციპალიტეტებს შორის, ავტონომიური რესპუბლიკების და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების სასარგებლოდ ძირითადი აქტივების გაყიდვიდან (შენობა-ნაგებობა და არასასოფლო მიწა მასზე 48 განთავსებული შენობა-ნაგებობით) გაიზრდება 5 პროცენტული ერთეულით და ნაცვლად 35%-ისა, განაწილდება 40%. კანონპროექტის მუნიციპალიტეტის მიღების შედეგად, შემოსულობები მის ეტაპობრივად გაიზრდება ტერიტორიაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული შესაბამისი მიწის განკარგვიდან. ეტაპობრივად გაიზრდება მუნიციპალიტეტებისა და ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი შემოსავლები, რაც პირდაპირ აისახება ადგილობრივ მოსახლეობაზე, კერძოდ, დამატებით მობილიზებული თანხმები მიმართული იქნება სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და სხვა პროექტებში, რაც მომავალში ეკონომიკური ეფექტის მატარებელი იქნება და დადებითად აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე.  „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი ნორმის შესაბამისად, არასამეწარმეო - „მშვიდობის (არაკომერციულ) ფონდი უკეთესი იურიდიულ პირს მომავლისთვის“, არ შეუძლია დააფინანსოს ერთობლივი, ორგანიზებული ქართულ-აფხაზური, ქართულ-ოსური ბიზნეს ინიციატივები, დადგენილი როდესაც წესით მათი მიზანია ერთობლივი საქართველოს სამეწარმეო კანონმდებლობით სუბიექტების სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება როგორც აფხაზეთის ა/რ-ში ან ცხინვალის რეგიონში, ასევე საქართველოს სხვა რეგიონებში. წარმოდგენილი კანონპროექტი დაკავშირებულია „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივასთან და მიზნად ისახავს მის უფრო ეფექტიან იმპლემენტაციას, კერძოდ, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისთვის - „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, გრანტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებას. წარმოდგენილი ცვლილებების მიღების შედეგად „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონის მიზნებისთვის ფართოვდება გრანტის მიმღებ პირთა წრე და გრანტის მიღების უფლება მიენიჭება საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმეს, თუმცა მხოლოდ ა(ა)იპ „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“ მიერ საწესდებო მიზნების შესაბამისად სამეწარმეო მიზნით გაცემული გრანტის შემთხვევაში. ცვლილებებით აფხაზური საერთო წაახალისებს ბიზნეს ეთნიკურად თვითორგანიზებას საწარმოს შესაძლებელი შექმნის, ხდება ინიციატივების ქართველი, სამეწარმეო მტკიცე ქართულ-ოსური ოსი საგრანტო და საზოგადოების კომერციული და ქართულ- დაფინანსება, აფხაზი ბენეფიციარების ფორმირების, კავშირების რაც ერთობლივი ჩამოყალიბების მიმართულებით. 49 ფონდი საგრანტო პროექტებს აფინანსებს საერთაშორისო დონორებისგან მიღებული დაფინანსებით.  „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები კანონპროექტი აწესრიგებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების ორგანიზებისა და განხორციელების საკითხებს და განსაზღვრავს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემის მონაწილეებისათვის სქემაში მონაწილეობის წესებს და პირობებს. კანონპროექტით შემოდის ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო სქემების მონაწილეთა უფლებებისა და ინტერესების დაცვის მექანიზმები და გარანტიები. ამასთანავე, კანონპროექტი არეგულირებს ნებაყოფლობითი კერძო საპენსიო საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესებსა და პრინციპებს.  „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ კანონში ცვლილები და თანმდევი კანონპროექტები  კანონპროექტი ავალდებულებს იმ დასაქმებულებს, რომელთა დამსაქმებლებსაც არ აქვთ საგადასახადო აგენტის ფუნქცია, განახორციელონ საპენსიო შენატანი დასაბეგრი შემოსავლის 4%-ის ოდენობით, ხოლო მათ დამსაქმებლებს ექნებათ ვალდებულება 2% აუნაზღაურონ დასაქმებულს.  კანონპროექტი მიჯნავს პენსიის სტანდარტულად მიღებისა და საპენსიო აქტივის ერთჯერადად მიღების ცნებებს (სამკვიდროს მიღების ან ემიგრაციის შემთხვევებში).  კანონპროექტი აწესებს მაქსიმუმ 5 დღიან ვადას ხელფასის გაცემის დღიდან, რა ვადაშიც დამსაქმებელმა უნდა გადარიცხოს საპენსიო შენატანი.  კანონპროექტით დასაქმებულს ხელახლა შეუძლია შეუერთდეს საპენსიო სქემას, თუმცა აქვს ვალდებულება ეს ფაქტი შეატყობინოს მის დამსაქმებელს.  კანონპროექტი აზუსტებს, რომ საპენსიო სააგენტოს და მონაწილეებს შორის ანგარიშსწორება დაშვებულია მხოლოდ ეროვნულ ვალუტაში.  შენატანის კანონპროექტით საპენსიო სააგენტოზე განხორციელების ვალდებულების გადმოდის დამრღვევი საპენსიო პირის (თუ დამსაქმებელს არ აქვს საგადასახადო აგენტის ფუნქცია) დაჯარიმების და გადაუხდელი შენატანის ამოღების ფუნქცია, სააგენტოს მიერ გაცემული სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე.  კანონპროექტი აზუსტებს, რომ საპენსიო სააგენტო „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ კანონის და „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მიზნებისთვის არ წარმოადგენს კრედიტორს და შესაბამისი მიმართვიანობის შემთხვევაში, სააგენტო ვალდებულია გასცეს მხოლოდ ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია დამსაქმებლის საპენსიო 50 შენატანებთან დაკავშირებით, აგრეთვე, შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზებში არსებულ ინფორმაციასთან შედარების შედეგად მიღებული მონაცემები.  კანონპროექტი მკაფიოდ მიჯნავს საინვესტიციო საქმიანობას და უზრუნველყოფს საინვესტიციო საბჭოს/უფროსი საინვესტიციო ოფიცრის დამოუკიდებლობას საინვესტიციო საქმიანობის განხორციელების პროცესში.  კანონპროექტი ქმნის დაცულობას სააგენტოს კუთვნილი მომსახურების საფასურის მიმართ და კრძალავს მის გამოყენებას საპენსიო სააგენტოს მიმართ არსებული რაიმე მოთხოვნის უზრუნველსაყოფად.  კანონპროექტი აზუსტებს, რომ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით საპენსიო აქტივები მხოლოდ იმ მონაწილეებს გადაეცემა, რომლებიც დაკარგავენ საქართველოს მოქალაქეობას ან საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვას. პირები, რომლებიც აღადგენენ საქართველოს მოქალაქეობას ან მუდმივ ბინადრობას, მათზე კვლავ გავრცელდება მოთხოვნა საპენსიო სქემაში გაწევრიანების და თანმდევი წესები.  კანონპროექტით გათვალისწინებულია პენსიის გაცემის/გადახდის დაწყების ვადის 30 დღით გაგრძელება. საპენსიო სააგენტო პენსიის დანიშვნის გადაწყვეტილებას მიიღებს განცხადების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო გაცემას/გადახდას დაიწყებს გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში.  კანონპროექტით წესრიგდება, რომ რისკის მთავარი ოფიცერი არ არის უფლებამოსილი გავლენა მოახდინოს საპენსიო სააგენტოს გადაწყვეტილებებზე. მისი შეფასებები და მოსაზრებები ატარებს მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათს. ერთმანეთისგან იმიჯნება საინვესტიციო და არასაინვესტიციო რისკები და დამატებულია აგრეგირებული (ერთობლივი) რისკის ცნება. რისკებთან მიმართებით, რისკის მთავარი ოფიცერი არასაინვესტიციო ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე, ხოლო საინვესტიციო რისკების კონტროლთან მიმართებით ანგარიშვალდებულია საინვესტიციო საბჭოს წინაშე. აგრეგირებულ რისკთან მიმართებაში რისკის მთავარი ოფიცერი ანგარიშვალდებულია ორივე საბჭოსთან.  (29-ე კანონპროექტი განსაზღვრავს, რომ ეროვნული ბანკი ახორციელებს მუხლით გათვალისწინებული) აქტივების მმართველი კომპანიების პრუდენციულ რეგულირებას. აგრეთვე ნებისმიერი მონაწილე უფლებამოსილი ხდება საპენსიო აქტივები სამართავად გადასცეს 29-ე მუხლით გათვალისწინებულ აქტივების მმართველ კომპანიას.  კანონპროექტი ცალკეული თანამდებობის პირებისა (დირექტორი, უფროსი საინვესტიციო ოფიცერი და მისი მოადგილე, რისკის მთავარი ოფიცერი და მისი მოადგილე) და საინვესტიციო საბჭოს წევრებისათვის ითვალისწინებს ე.წ. „გარდენინგის“ პირობას, რომლის მიხედვით, აღნიშნული პირები არ შეიძლება პროფესიულ მომსახურებას უწევდეს აქტივების მმართველ კომპანიას ან 51 სპეციალიზებულ დეპოზიტარს თანამდებობიდან გათავისუფლებიდან 6 თვის განმავლობაში. ამ პერიოდის განმავლობაში მათ უნარჩუნდებათ თანამდებობრივი სარგო.  კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მას ესწრება არანაკლებ 5 წევრი. შესარჩევი კომისია გადაწყვეტილებებს იღებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით.  კანონპროექტით განისაზღვრება საინვესტიციო საბჭოს ვალდებულება უზრუნველყოს საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების მართვა და საინვესტიციო პოლიტიკასთან/ლიმიტებთან შესაბამისობის კონტროლი.  კანონპროექტით განისაზღვრება უფროსი საინვესტიციო ოფიცრის მიერ საინვესტიციო გადაწყვეტილებების მიღების, აღსრულების და შესაბამისი გარიგებების გაფორმების უფლებამოსილება.  კანონპროექტით საპენსიო სააგენტოს დირექტორი ვალდებულია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს ნახევარი წლისა და წლიური მიმოხილვა განხორციელებული საქმიანობის შესახებ.  კანონპროექტით საინვესტიციო საბჭო უფლებამოსილია შეარჩიოს და გააფორმოს ხელშეკრულება სპეციალიზებულ დეპოზიტართან. სპეციალური დეპოზიტარი არ უნდა მოქმედებდეს, როგორც აქტივების მმართველი კომპანია. სპეციალიზებული დეპოზიტარი შეიძლება მომსახურებას უწევდეს ერთზე მეტ პირს, მაგრამ მას საპენსიო სააგენტოს საპენსიო აქტივები, მათთან დაკავშირებული ოპერაციები და ჩანაწერები ნებისმიერი სხვა პირის ან/და საკუთარი აქტივებისა და ჩანაწერებისგან განცალკევებით უნდა ჰქონდეს აღრიცხული და შენახული.  კანონპროექტის გადაწყვეტილებას იმის თანახმად შესახებ, თუ მონაწილე რომელი თავად ღებულობს საინვესტიციო პორტფელი შეესაბამება ყველაზე მეტად მის რისკის მიმართ ტოლერანტობას. მონაწილეს ექნება შესაძლებლობა, რომ შეცვალოს არჩეული საინვესტიციო პორტფელი სააგენტოსათვის შესაბამისი შეტყობინების საფუძველზე, თუმცა საინვესტიციო პორტფელის შეცვლის პერიოდულობა არ უნდა იყოს 12 თვეზე ნაკლები.  კანონპროექტი საინვესტიციო სტრატეგიის მოქნილობისთვის შემოაქვს ზოგადად მაღალი სანდოობის მიდგომა.  კანონპროექტს შეაქვს ცვლილებები საინვესტიციო პორტფელებისათვის დაწესებულ ლიმიტებში.  ფონდების კანონპროექტი ითვალისწინებს უძრავი ქონების საინვესტიციო ერთეულებში ინვესტირებას დამატებითი მოგების და დივერსიფიკაციის მიზნით.  კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს მექანიზმებს, რომლის მიხედვით, საინვესტიციო საბჭოს ან/და აქტივების მმართველ კომპანიას უფლება აქვს განსაზღვროს: 52 ა) პორტფელის ფონდის ერთეულების გამოსყიდვის ფარგლებში დაწესდეს გამოსყიდვის თითოეულ პერიოდზე გამოსასყიდი პორტფელის ერთეულების საერთო რაოდენობის ან მაქსიმალური ღირებულების შეზღუდვა (redemption gate); ბ) აქტივების წმინდა ღირებულებით გამოთვლილი პორტფელის ერთეულის ფასიდან გადახრის იმგვარი მექანიზმი, რაც დააბალანსებს ფონდის ახალი ერთეულების გაყიდვის, ან არსებული პორტფელის ერთეულების გამოსყიდვით გამოწვეულ ეფექტს აქტივების წმინდა ღირებულებაზე (swing price, anti-dilution mechanism).  „რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის შესახებ“ კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები კანონპროექტი მომზადებულია ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს რეკომენდაციების საფუძველზე. პროექტი ადგენს სამართლებრივ ჩარჩოს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის უზრუნველსაყოფად. კანონის პროექტი განსაზღვრავს სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციებს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სახელმწიფო რეგულირების სფეროში და ასევე, რადიაციული დაცვის, ბირთვული და რადიაოქტიური მასალების და მაიონებელი გამოსხივების სხვა წყაროების ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის ღონისძიებებს. კანონპროექტის მოსალოდნელი ზოგადი შედეგი მარეგულირებელი რეჟიმის გაუმჯობესებაა მისი ეფექტიანობის უზრუნველყოფის გზით, რაც აუცილებელია ადამიანისა და გარემოს დასაცავად მაიონებელი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისაგან. დიფერენცირებული მიდგომის შესაბამისად, ბირთვული და რადიაციული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია ნაკლებ რადიაციულ რისკთან, დაექვემდებარება შემსუბუქებულ მარეგულირებელ სისტემას - განხორციელდება მისი რეგისტრაცია, ლიცენზიის ნაცვლად, რაც გულისხმობს ნაკლები მარეგულირებელი მოთხოვნების დაწესებას საქმიანობის განმახორციელებელი პირისათვის. ლიცენზირებას პროპორციულად დაქვემდებარებულ ადექვატური საქმიანობაზე ვრცელდება როგორც წარსადგენი მოთხოვნები, დოკუმენტაციის და განსახორციელებელი ღონისძიებების, ისე მარეგულირებელი ორგანოს კონტროლის სიხშირისა და ხასიათის კუთხით. მოსალოდნელი უზრუნველყოფა შედეგია, შესაბამისი ასევე, დეკომისიის ფინანსური გარანტიებით. განხორციელების ამგვარი მექანიზმი სახელმწიფოს თავიდან აარიდებს ხარჯებს, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას იმ შემთხვევაში, თუ ავტორიზებული პირი ვერ უზრუნველყოფს დეკომისიას. გარდა ფინანსური კომპონენტისა, წარმოდგენილი კანონპროექტის დეკომისიის თავში არსებული მოთხოვნები ხარისხობრივად მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ადამიანისა და გარემოს დაცვას. 53 კანონპროექტით ნათლადაა გაწერილი რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში სახელმწიფო უწყებების ზოგადი კომპეტენცია, რაც უზრუნველყოფს მარეგულირებელი სისტემის ეფექტიანობასა და ქმედით ფუნქციონირებას. აღსანიშნავია, რომ არ იცვლება უწყებათა უფლებამოსილებები - კანონპროექტის შესაბამის თავში თავმოყრილია სხვადასხვა თემატური მიმართულების მარეგულირებელ რელევანტურ კანონმდებლობაში მითითებული კომპეტენციები. კანონპროექტის შედეგს წარმოადგენს, ასევე, მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის გაზრდილი ეფექტიანობა საერთაშორისო რეკომენდაციების შესაბამისად. აღნიშნულს უზრუნველყოფს არა მხოლოდ ფუნქციური დახვეწა, არამედ ფინანსური და ადამიანური რესურსებით მარეგულირებელი ორგანოს საქმიანობის ხელშეწყობის თაობაზე დებულებები. განსაზღვრულია საერთაშორისო თანამშრომლობის მოქნილი მექანიზმი და სფეროს მარეგულირებელი ყველა იმ საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისი დებულებები, რომელთა მხარეც საქართველოა. ამდენად, კანონპროექტით ხდება ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების იმპლემენტაცია. კანონპროექტის მიღებით, ასევე, ხდება საერთაშორისო მისიების მიერ ქვეყნისთვის გაცემული რეკომენდაციებისა და წინადადებების შესრულება, რაც გულისხმობს აესს-ის პრინციპებთან, მოთხოვნებთან, რეკომენდაციებთან და სახელმძღვანელო წესებთან ეროვნული მარეგულირებელი რეჟიმის შესაბამისობას.  „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციის 75-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „სახელმწიფო ხელისუფლების მიერ თვითმმართველი ერთეულისთვის უფლებამოსილების დელეგირება ხორციელდება საკანონმდებლო აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე, შესაბამისი მატერიალური და ფინანსური რესურსების გადაცემით“. მსგავსი შინაარსის ჩანაწერი მოცემულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მე-17 მუხლის მე-2 პუნქტში, თუმცა კანონმდებლობით არ არის დარეგულირებული სახელმწიფოს/ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების მუნიციპალიტეტისათვის დელეგირებულ განსახორციელებლად მატერიალური ოდენობის საჭირო გაანგარიშებისა და ორგანოს მიერ უფლებამოსილებათა და დელეგირებული ფინანსური რესურსების უფლებამოსილებისათვის გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ოდენობის განსაზღვრის წესი. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დარეგულირდეს უზრუნველყოფილ იქნას უფლებამოსილების განსახორციელებლად აღნიშნული მუნიციპალიტეტისთვის სათანადო საკითხი და დელეგირებული მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესის დადგენა. 54 პროექტის მიღების შემთხვევაში, გაჩნდება საკანონმდებლო საფუძველი და საქართველოს/ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დადგენილებით დარეგულირდება სახელმწიფო ან ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოს მიერ მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად სათანადო მატერიალური და ფინანსური რესურსების ოდენობის გაანგარიშების წესი, რაც მნიშვნელოვანია აღნიშნული პროცესის სრულყოფის და ეფექტურობის თვალსაზრისით.  „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები საქართველოში მომსახურებების“ არ არსებობს (ელექტრონული „საინფორმაციო კომერციის) საზოგადოების პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, ამასთან, არ არსებობს რაიმე სახის რეგულაცია, რომელიც კრძალავს „შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისთვის“ ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესებას და ითვალისწინებს მათი უფლებამოვალეობების განსაზღვრას, აგრეთვე ინტერნეტ სივრცეში არსებული უკანონო ინფორმაციის ამოღების მოთხოვნით ვალდებულების წარმოშობის გათავისუფლების სამართლებრივი მიმართვის საფუძველი და საფუძვლები. სისტემა, ამ ამოღების ვალდებულებისგან აგრეთვე, არ არსებობს ელექტრონული კომერციის პროცესში მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვისა და მომსახურების მიმწოდებლის მიერ მინიმალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების მომწესრიგებელი კანონმდებლობა, რაც ამცირებს ნდობას მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ და ზრდის რისკებს მომსახურების მიმღებთათვის. პროექტი არეგულირებს ელექტრონულ კომერციასთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. კანონის პროექტით წესრიგდება მომსახურების მიწოდებასთან, ელექტრონული ხელშეკრულებასთან, მომსახურების ინფორმაციის მიმწოდებლის საშუალებებით მიწოდების გაფორმებულ ენასთან, პასუხისმგებლობასთან, შუალედური სახელმწიფო რეგულირებასთან, კონტროლთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. პროექტი ითვალისწინებს „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისობაში მოყვანას საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილ „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. კანონის პროექტის მიხედვით, სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე შესაბამისი ორგანიზაციული საკითხები სხვა ნორმატიულ აქტებთან ერთად, განისაზღვრება ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონით. 55 პროექტით საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს ემატება ახალი თავი, რომელიც შეეხება მომსახურების მიმწოდებლისაგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას. ქვეყანაში მეწარმეობის, ელექტრონული ვაჭრობის შემდგომი განვითარება და საქართველოს გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირება დამატებით დადებით ზეგავლენას მოახდენს ქვეყნის სავაჭრო იმიჯზე, მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. ასოცირების შესახებ ევროკავშირთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება საინფორმაციო გადაადგილებით საზოგადოების უზრუნველყოფის გზით, მომსახურების თავისუფალი შიდა სათანადოდ ბაზრის ფუნქციონირების ხელშეწყობა და გაუმჯობესება, აგრეთვე ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლება ელექტრონული კომერციის დაცული ინტერნეტ სივრცის უზრუნველყოფით, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია ევროპის ერთიანი ციფრული ბაზრისკენ ინტეგრაციისთვის.  „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები კანონპროექტი მიზნად ისახავს „ერთი მხრივ, საქართველოსა და მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებისა“ და საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების ეროვნული სამოქმედო გეგმების შესაბამისად, ოფიციალური სტატისტიკის სფეროში კანონმდებლობის მიახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან და ევროპულ კანონმდებლობასთან. პროექტი განსაზღვრავს ოფიციალური სტატისტიკის არსს, მიზანსა და პრინციპებს. ადგენს სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და მისი წარმოების შედეგად მიღებული ინფორმაციის შენახვისა და გავრცელების, აღწერების ჩატარების სამართლებრივ საფუძვლებს, ოფიციალურ სტატისტიკაზე პასუხისმგებელი ორგანოების სისტემას და მათ ფუნქციებს. კანონის პროექტით წესრიგდება ოფიციალური სტატისტიკის მიზნებთან და ძირითად პრინციპებთან, სტატისტიკის ეროვნული სისტემის სტრუქტურასთან, საქსტატის საბჭოსთან, სტატისტიკის ეროვნული სისტემის სამუშაოების პროგრამებთან, კონფიდენციალურობასთან, კოორდინაციასა მონაცემთა მონაცემთა და სტატისტიკური შეგროვებასთან, გავრცელებასთან, მონაცემთა სტატისტიკურ მომსახურებასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტი ადგენს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში შემავალი ორგანოების უფლებებსა და მოვალეობებს, მათი მოქმედების სფეროებს, 56 სტატისტიკის შემუშავების, წარმოებისა და გავრცელების ძირითად პრინციპებს. ის განსაზღვრავს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პროფესიულ დამოუკიდებლობას და მოწინავე როლს სტატისტიკის ეროვნულ სისტემაში. კანონპროექტი ასევე ადგენს რესპონდენტების მოვალეობებს და უზრუნველყოფს მათი უფლებებისა და კონფიდენციალური მონაცემების დაცვას. ის არეგულირებს სტატისტიკის მწარმოებლების წვდომას ადმინისტრაციულ მონაცემთა წყაროებთან და მათ გამოყენებას სტატისტიკური მიზნებისთვის. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შედეგად ჩვენი კანონმდებლობა კიდევ უფრო დაუახლოვდება ოფიციალური სტატისტიკის მოდელურ კანონს და ევროპის სტატისტიკის პრაქტიკის კოდექსს. ამასთან შესრულდება 2019 წლის 29 ნოემბრის №585 დადგენილებით დამტკიცებული 2020-2023 წლების საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგიის რიგი ვალდებულებები.  „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების თანახმად, საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება თავისი კანონმდებლობა დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას. სარკინიგზო სფეროსთან მიმართებით საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებები, რათა მოხდეს ქართული და ევროკავშირის სამართლის ერთმანეთთან დაახლოება. კერძოდ, ასოცირების შესახებ შეთანხმების მიხედვით, საქართველომ უნდა მოახდინოს თავისი კანონმდებლობის დაახლოება 2007 წლის 23 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/59/EC დირექტივასთან „იმ მატარებლის მემანქანეთა სერტიფიცირების შესახებ, რომლებიც მართავენ ლოკომოტივებსა და მატარებლებს გაერთიანების სარკინიგზო სისტემაში“ და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 11 მაისის (EU)2016/798 დირექტივასთან „რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ“. ნაკისრ ვალდებულებათა შესრულება, უპირველეს ყოვლისა, მოითხოვს ზემოხსენებულ დირექტივათა მოთხოვნების საქართველოს კანონმდებლობაში ასახვას. ამასთან აღსანიშნავია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ძირითადი ტექსტით გათვალისწინებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29 აპრილის 2004/49/EC დირექტივასთან დაახლოება, თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო აქტი გაუქმდა 2020 წლის 30 ოქტომბერს და იგი ჩაანაცვლა (EU)2016/798 კანონპროექტით ეროვნული დირექტივამ. შესაბამისად, კანონმდებლობა უახლოვდება წარმოდგენილი ევროკავშირის კანონმდებლობის მიერ დადგენილ ახალ სტანდარტებს, რაც გათვალისწინებულია (EU)2016/798 დირექტივით. 57 საქართველოში სარკინიგზო ტრანსპორტი წარმოადგენს თითქმის სრულად დაურეგულირებელ დარგს. სს „საქართველოს რკინიგზას“ აკისრია რამდენიმე ისეთი ფუნქცია და მოვალეობა, რომელიც თავისი შინაარსით უფრო მეტად განეკუთვნება სახელმწიფოს მიერ განსახორციელებელ საჯარო ვალდებულებას ან ფუნქციას. აღნიშნული ართულებს სს „საქართველოს რკინიგზის“, როგორც კერძო სამართლის იურიდიული პირის, მიერ თავისი კომერციული ინტერესების სრულად რეალიზებას და ამით გადაყვანის/გადაზიდვის ოპერაციებზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. მოცემული რეალობა ქმნის დამატებით რისკებს სარკინიგზო უსაფრთხოების მართვის მიმართულებით. დღესდღეობით, მემანქანეთა მართვის მოწმობებისა და სერტიფიკატების გაცემა ხორციელდება სს „საქართველოს რკინიგზის“ მიერ ორგანიზაციის შიდა წესების მიხედვით, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი დარჩენილია სახელმწიფო რეგულირების სფეროს მიღმა. არ არის განსაზღვრული სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეგულირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი. კანონმდებლობაში არაა ასახული სახიფათო ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებით სამართლებრივი საფუძველი. ასევე, სერიოზული ავარიების, ავარიების და ინციდენტების მოკვლევის წესი, მასზე პასუხისმგებელი უწყება და შესაბამისი უფლებამოსილება/პასუხისმგებლობები. კანონპროექტის მიღებით შეიცვლება ცალკეულ ტერმინთა განმარტებები და ასევე გაჩნდება ახალი ტერმინები. ამასთან განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სახელმწიფო რეგულირების საფუძვლები, გაჩნდება მემანქანეთა მართვის მოწმობის და სერტიფიცირების ვალდებულება და აღნიშნულის შესაბამისად, განისაზღვრება შესაბამისი მარეგულირებელი წესები. აგრეთვე, განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის განმახორციელებელი ორგანო და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის რეგულირებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი სუბიექტი - საჯარო სამართლის იურიდიული დამატებით, შეიქმნება სამართლებრივი პირი - სახიფათო საფუძველი სარკინიგზო ტვირთის და ტრანსპორტის გადაზიდვის საქართველოს წესის სარკინიგზო სააგენტო. მიღების კოდექსის რეგულირების სფეროში მოექცევა სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების, სარკინიგზო შემთხვევების და ინციდენტების მოკვლევა, ასევე განისაზღვრება მოკვლევაზე პასუხისმგებელი უწყება და მისი უფლებამოსილება/პასუხისმგებლობები და სხვა.  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიღება მიზნად ისახავს სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებისას შემსყიდველი ორგანიზაციების მოქნილობის გაუმჯობესებას 58 გამარტივებული შესყიდვის განხორციელებისათვის კანონით დაწესებული მონეტარული ზღვრების გაზრდის გზით. წარმოდგენილი კანონის პროექტით შემსყიდველ ორგანიზაციებს ეძლევათ შესაძლებლობა 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონლის ან მომსახურების, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში – 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვა განახორციელონ გამარტივებული შესყიდვის საშუალებით. საგულისხმოა, რომ ამგვარ რეგულირებას ითვალისწინებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ მომზადებული და საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომელიც თანმდევ საკანონმდებლო პაკეტთან ერთად 2023 წლის 9 თებერვალს მიღებულ იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ. წარმოდგენილი ცვლილება, მონეტარული არშემდგარი ზღვრების ან ერთის მხრივ, გათვალისწინებით უარყოფითი შედეგით უზრუნველყოფს არსებული განხორციელებული, დასრულებული თუმცა ელექტრონული ტენდერების რაოდენობის შემცირებას, ხოლო მეორეს მხრივ – შემსყიდველი ორგანიზაციებისათვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების დროულად და შეუფერხებლად განხორციელებას. შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციები მოკლე ვადებში შეძლებენ თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილებას, რაც ხელს შეუწყობს მათ ეფექტიანობას შეუფერხებელ და დაზოგავს გასათვალისწინებელია, შემსყიდველი ფუნქციონირებას, მათსავე აგრეთვე, ორგანიზაციიდან, საგანმანათლებლო რომ ადამიანურ და ქვეყანაში ამჟამად უმეტესობა დაწესებულებას, ან გაზრდის დროით წარმოადგენს სოციალურ საქმიანობის და რესურსს. მოქმედი 4537 მცირე ზომის მომსახურეობის თემატიკაზე ორიენტირებულ ორგანიზაციას ან საწარმოს, რომლებსაც, ერთი მხრივ, უჭირთ რთული სატენდერო პროცედურების განხორციელებისას ადამიანური რესურსების კომპეტენციის მხრივ, ხოლო, მეორე მხრივ, ესაჭიროებათ სწრაფი და მყისიერი რეაგირება ბავშვებისა და მოსახლეობის სხვა ფენების საჭიროებებზე სხვადასხვა სახეობის საქონლისა თუ სერვისების შეუფერხებელი შეძენა. კანონპროექტის მიღების შედეგად გაიზრდება გამარტივებული შესყიდვისათვის კანონით განსაზღვრული მონეტარული ზღვრები, კერძოდ, შემსყიდველ ორგანიზაციებს ექნებათ შესაძლებლობა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით შეისყიდონ 10 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი საქონელი ან მომსახურება, ხოლო სამუშაოს შესყიდვის შემთხვევაში - 20 000 ლარამდე ღირებულების ერთგვაროვანი სამუშაო. წარმოდგენილი ცვლილება გაზრდის შემსყიდველ ორგანიზაციათა მოქნილობას სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების პროცესში, უზრუნველყოფს შემსყიდველი ორგანიზაციისათვის კანონით დაკისრებული უფლებამოსილების დროულად და შეუფერხებლად 59 განხორციელებას. შედეგად, შემსყიდველი ორგანიზაციები მოკლე ვადებში შეძლებენ თავიანთი საჭიროებების დაკმაყოფილებას, რაც ხელს შეუწყობს მათ შეუფერხებელ ფუნქციონირებას, გაზრდის საქმიანობის ეფექტიანობას და დაზოგავს მათსავე ადამიანურ და დროით რესურსს.  „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2019 წელს მიღებულ იქნა „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირში არსებულ სტანდარტებს. ზემოაღნიშნული კანონით მხოლოდ ნაწილობრივ არის განსაზღვრული ბაზარზე განთავსებულ ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველობის ორგანო, რაც თავის მხრივ აფერხებს მოქმედი კანონმდებლობით ენერგომომხმარებელი პროდუქტების ბაზარზე ცვლილებებით, ხდება ზედამხედველობის ზედამხედველობის პროცესს. ორგანოს წარმოდგენილი დაკონკრეტება და შესაბამისად, ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოდ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო განისაზღვრება. შესაბამისად, განისაზღვრება პროდუქტებზე სააგენტოს საზედამხედველო წესები და უფლება-მოვალეობებიც. ასევე, დგინდება კანონით განსაზღვრული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვის წესი და ხორციელდება ტექნიკური და სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრაც. მოქმედი კანონით, უფლებამოსილი პირი (რომელიც ახორციელებს ბაზარზე ზედამხედველობას) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ განსაზღვრული, სამინისტროს სისტემაში შემავალი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის უფლებამოსილი პირია. წარმოდგენილი ცვლილებით კი დაკონკრეტდება და კანონით განისაზღვრება ენერგომომხმარებელ პროდუქტებზე ზედამხედველობის ორგანო. შესაბამისად, კანონის აღსრულებაც, ენერგომომხმარებელ გაცილებით პროდუქტებზე ეფექტურად ზედამხედველობის განხორციელდება. თვალსაზრისით, წარმოდგენილი ცვლილებით კანონიდან ამოღებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სსიპ შემოსავლების სამსახურის ვალდებულებები ენერგომომხმარებელი პროდუქტის საბაჟო კონტროლის ზონაში შემოწმების თაობაზე. რადგანაც კანონის არსი გულისხმობს უკვე ბაზარზე განთავსებული ენერგომომხმარებელი პროდუქტის შემოწმებასა და კონტროლს, აზრს კარგავს პროდუქტის იმპორტის დროს მისი საბაჟო ზონაში შემოწმება. შემოსავლების სამსახურისთვის დაკისრებული ეს ვალდებულება არ ემსახურებოდა კანონის მიზნებს და წარმოშობდა დამატებით ხარჯებს. 60 მიუხედავად შემოსავლების სამსახურის ვალდებულებებისგან გათავისუფლებისა, წარმოდგენილი ცვლილებებით სსიპ ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტო უფლებამოსილი ხდება, საჭიროების შემთხვევაში, მიმართოს სსიპ შემოსავლების სამსახურს და მოითხოვოს პროდუქტის საბაჟო კონტროლის ზონაში შეჩერება, ამ კანონით ან/და შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების განხორციელების მიზნით. წარმოდგენილი ცვლილებით ახლებურად რეგულირდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმის დაკისრების წესიც, რომელიც უფლებამოსილი პირის ნაცვლად დაევალება რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს. საბოლოო ჯამში, ცვლილებათა შემოთავაზებული პაკეტით განისაზღვრება პროდუქტებზე საზედამხედველო წესები და აღსრულებადი გახდება კანონით განსაზღვრული რეგულირების სფერო.  „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები წინამდებარე კანონპროექტის მომზადების საფუძველი გახლავთ შემდეგი: - საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა არ არეგულირებს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს. შესაბამისად, არსებობს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რიგი პრობლემები, რაც რისკის ქვეშ აყენებს ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. საერთაშორისო პრაქტიკით შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი რეგულირებად სფეროს წარმოადგენს. მიზანშეწონილია, საქართველოს კანონმდებლობაშიც არსებობდეს ჩანაწერი, რომელიც შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტს აქცევს ქვეყნის ერთიანი სატრანსპორტო სისტემის ნაწილად და სატრანსპორტო უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის შექმნის სამართლებრივ საფუძველს. ამრიგად, პროექტის მიზანია, საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკანონმდებლო ცვლილებით, მოხდება საქართველოს შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების შემუშავება და დამტკიცება. აღნიშნული წესები ითვალისწინებს საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ბაზირების პუნქტების მოწყობას, ფუნქციონირებასა და უსაფრთხოებას, ასევე მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ტექნიკურ ზედამხედველობას, რეგისტრაციასა და ექსპლუატაციას. - საქართველოს კანონმდებლობაში არ არსებობს შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალების საქართველოს შიდა რეგისტრაცია, სახმელეთო წყლების მნიშვნელოვანია განისაზღვროს სატრანსპორტო საშუალებების ბაზირების პუნქტების მოწყობის, ფუნქციონირების და უსაფრთხოების, ასევე, შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების ტექნიკური 61 ზედამხედველობის, რეგისტრაციის უფლებამოსილი ორგანო. წარმოდგენილი კანონპროექტის შესაბამისად, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელ ორგანოდ განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ტრანსპორტის - საზღვაო სააგენტო ტრანსპორტის განახორციელებს სააგენტო. შიდა ასევე, საზღვაო სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციას. აღნიშნული კანონპროექტით დარეგულირდება შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტი, რაც შედეგად უზრუნველყოფს საქართველოს მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე მცურავი საშუალებების ნაოსნობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას.  „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები კანონპროექტის მიღება გამოწვეულია საქართველოში საერთო დანიშნულების, სპეციალიზებული და ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების, აგრეთვე პარაპლანების ფრენების განვითრების ხელშეწყობისათვის სამართლებრივი საფუძვლების შექმნით. ქვეყანაში ეროვნული სამოქალაქო ავიაციის, მათ შორის ზემსუბუქი ავიაციის განვითარების განსაზღვრულ მიზნით, საჭიროა კანონმდებლობასთან საერთაშორისო ერთად, კონვენციებით რომელიც ძირითადად საერთაშორისო სატრანსპორტო ავიაციას მიესადაგება, განსხვავებული, ნაკლებად მკაცრი წესების დადგენა, რომელიც სტიმულს მისცემს მცირე ავიაციის სასწავლო, გასართობი, რეკრეაციული, საავიაციო სამუშაოების წარმოების და სხვა მიმართულებების განვითარებას. მაგალითისთვის, დღეს მოქმედი საჰაერო კოდექსი არ ითვალისწინებს „ზემსუბუქი საჰაერო ხომალდების“ ცნებას, რის გამოც საჰაერო კოდექსით დადგენილი რეგულირებისა და ზედამხედველობის ნორმები ყველა ტიპის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტს ერთნაირ სამართლებრივ რეჟიმში აქცევს. აღნიშნული კი ხელს უშლის მცირე ავიაციის განვითარებას, რადგან ამ ტიპის საჰაერო ხომალდების ექსპლუატანტებისათვის შეუსაბამო და ხელმიუწვდომელია საერთაშორისო კონვენციების შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილება, რომლითაც განსაზღვრულია საერთაშორისო სატრანსპორტო ფრენების განხორციელების სტანდარტები. კერძოდ, ზემსუბუქი საჰაერო ხომალდი არის საფრენი აპარატი არაუმეტეს 2 სავარძლით, რომლის მაქსიმალური ასაფრენი მასა არ აღემატება 600 კილოგრამს ხმელეთის ზედაპირიდან, ხოლო 650 კილოგრამს წყლის ზედაპირიდან ექსპლუატაციისას და მათი გამოყენების სფერო ძირითადად შეზღუდულია სასწავლო, გასართობი, რეკრეაციული და საავიაციო სამუშაოების წარმოებით. ზემსუბუქ ავიაციასთან მიმართებაში ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ არ არსებობს აღნიშნული ტიპის საჰაერო ხომალდების რეგულირების საერთაშორისო 62 სტანდარტი და შესაბამისად, სახელმწიფოებს უფლება აქვთ დაადგინონ მათი რეგულირების მექანიზმები ადგილობრივი კანონმდებლობით. ამასთან, ფრენების წარმოდგენილი წარმოების, პროექტის მიღების ექსპლუატაციისა და მიზეზია ზოგადი პარაპლანით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად შესაბამისი სამართლებრივი ჩარჩოს და საფუძვლების შექმნა ტექნიკური მარეგულირებელი ნორმების შემუშავებისთვის (სააგენტოს დირექტორის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი), რაც რეგულირების ქვეშ მოაქცევს აღნიშნულ სფეროს და უზრუნველყოფს პარაპლანით ფრენის პროცესში უსაფრთხოების სტანდარტების გათვალისწინებას. მით უფრო, რომ მოცემული სფერო, უსაფრთხოების კუთხით, მნიშვნელოვან რისკებს უკავშირდება და საჭიროებს რეგულირებას. აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით, საკანონმდებლო აქტით არ არის რეგულირებული პარაპლანით ფრენასა და აღნიშნული საფრენი აპარატის ექსპლუატაციასთან ექსპლუატაცია დაკავშირებული არაერთი საკითხები. მნიშვნელოვანი პარაპლანის ასპექტის უსაფრთხო კომპლექსურად გათვალისწინებას საჭიროებს, როგორიცაა, მაგალითად, მფრინავის კომპეტენცია, საფრენი მოედნების მოწყობა და საფრენი არეალის განსაზღვრა, საფრენი აპარატისა და აღჭურვილობის სტანდარტების დადგენა, ფრენის უსაფრთხოების ზოგადი წესების დაცვა და სხვა. აღნიშნული საკითხების რეგულირება უზრუნველყოფს პარაპლანის უსაფრთხო გამოყენებასა და ფრენის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების მინიმუმამდე შემცირებას. აღსანიშნავია, რომ პარაპლანით ფრენის რეგულირების მიზნით, საქართველოს მთავრობამ 2022 წლის 4 ნოემბერს მიიღო განკარგულება „საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ცალკეული ღონისძიებების განხორციელების შესახებ“, რომლითაც აიკრძალა საქართველოში პარაპლანით ფრენების განხორციელება შესაბამისი კანონმდებლობის მიღებამდე და გათვალისწინებულ იქნა შესაბამისი ღონისძიებები ამ სფეროს მოწესრიგების მიზნით. პარაპლანით ფრენის შესრულების მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობას, საფრენი ლოკაციისა და ოპერატორის სერტიფიცირებას, მფრინავისათვის ფრენის კატეგორიის მინიჭებას, პარაპლანის მფრინავის მოწმობის გაცემას, პარაპლანის და საფრენი აღჭურვილობის ვარგისიანობის დადგენას განახორციელებს სააგენტოს მთავრობის მიერ შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი იურიდიული პირი. აღნიშნული იურიდიული პირი ვალდებული იქნება, უზრუნველყოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დაცვაზე ზედამხედველობა. რაც შეეხება მითითებული იურიდიული პირის საქმიანობაზე ზედამხედველობას და კონტროლს, აღნიშნულს განახორციელებს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო, რომელიც უფლებამოსილი იქნება გამოავლინოს ტექნიკური 63 მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნაკლოვანებები კანონმდებლობით დადგენილი წესით და განუსაზღვროს მას ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის გონივრული ვადა. ამასთან, გამოვლენილი ნაკლოვანებების სიმძიმიდან გამომდინარე, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნულ ვადაში არ აღმოიფხვრა გამოვლენილი ნაკლოვანებები, სააგენტო უფლებამოსილი იქნება, შეზღუდოს ან შეაჩეროს აღნიშნული იურიდიული პირის საქმიანობა, რის შემდგომაც (ხარვეზის აღმოფხვრამდე) დაუშვებელი იქნება პარაპლანით ფრენების განხორციელება. კანონპროექტის მიღების შედეგად აღმოიფხვრება ის ხარვეზები, რაც უკავშირდება საერთო დანიშნულების, სპეციალიზებული და ზემსუბუქი ავიაციის ექსპლუატაციის ნორმებს, ამასთან მოხდება პარაპლანით ფრენის რეგულირება.  „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი წესრიგდება, ავტოსადგურის და თანმდევი კანონპროექტები კანონის პროექტით სერტიფიკატთან, ქვეყნის საავტომობილო სამგზავრო შიდა რეგულარულ გადაყვანასთან, სამგზავრო ნებართვას შესაბამისობის გადაყვანასთან, დაქვემდებარებული საქმიანობის სახეებთან, საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის წესთან, ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტებთან და სანებართვო პირობებთან, საქმიანობის შემოწმებასთან, ნებართვის გაუქმებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გადმოცემული და პარტნიორ ქვეყნებთან გაცვლილ სანებართვო დოკუმენტებთან, ავტოსადგურთან, ავტოსადგურის სერტიფიცირებასთან, საკონტროლო შესყიდვასთან, მოძრაობის უსაფრთხოებასა და რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის მიღება უზრუნველყოფს მგზავრთა გადაყვანის სფეროს გაჯანსაღებას და ავტოსატრანსპორტო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს შექმნას. უზრუნველყოფილი იქნება ავტოსადგურების მხრიდან არაჯანსაღი კონკურენციის ფაქტების აღმოფხვრა და სატრანსპორტო ბაზარზე განვითარების თანაბარი პირობების შექმნა, ავტოსადგურების თანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად რეკონსტრუქციისა და ახალი საერთაშორისო დონის მშენებლობის სტიმულირება. ხელი შეეწყობა ქვეყნის ავტოსატრანსპორტო სისტემის ევროპულ და მსოფლიო სატრანსპორტო სისტემაში ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებასა და ტურიზმის განვითარებას, ავტოსატრანსპორტო პროცესის უსაფრთხოების ზრდას და ეკოლოგიური მაჩვენებლების გაუმჯობესებას, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, სამგზავრო გადაყვანების სფეროში მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი და გამოცდილი კადრების დასაქმებას. 64  „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტის თანახმად, აღსრულების საფასურის გადახდისა და დაკისრებისაგან თავისუფლდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც შექმნილია ამ მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, − ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ქონებასთან დაკავშირებულ დავებზე. კანონპროექტის მიღებით, მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზაციისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი გათავისუფლდება აღსრულების საფასურის გადახდისა და დაკისრებისგან, რაც მისცემს შესაძლებლობას, მისი ფინანსური ინტერესის გათვალისწინებით, ჰქონდეს წვდომა სააღსრულებო სერვისებზე და დავის მოგების შემთხვევაში, აღასრულოს შესაბამისი სასამართლო გადაწყვეტილება.  „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტით დგინდება ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში სანებართვო პირობების დარღვევით წარმოებული მშენებლობის ექსპლუატაციაში მიღების დროებითი წესი. კანონპროექტის მიღებით, მოხდება მშენებლობადამთავრებული ობიექტების ექსპლუატაციაში მიღება. ამ ობიექტის მესაკუთრეებს კი მიეცემათ საშუალება, რომ თავიანთი საკუთრება უკვე დაარეგისტრირონ არა, როგორც მშენებარე, დაუსრულებელი, არამედ როგორც დამთავრებული მშენებლობა. გარდა ამისა, მესაკუთრეებს მიეცემათ განავითარონ თავიანთი შესაძლებლობა საკუთრება თავიანთი კანონმდებლობით შეხედულებისამებრ დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის, შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები და გამოიყენონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის გათვალისწინებული უფლება- მოვალეობები.  „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ პროექტით განისაზღვრება ტერმინის - „კლასიკური ავტომობილი“ ცნება, კერძოდ: - მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამის მოთხოვნებს და რომლის წლოვანებაც აღემატება 40 წელიწადს. ამასთან, ავტომობილის კლასიკურ ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, რომლებსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს, ასევე, ექსპლუატაციასთან 65 დაკავშირებული საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. კანონპროექტის მიღებით „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში გაჩნდება ახალი კატეგორია კლასიკური ავტომობილის სახით. ეს იქნება ძირითადი საკანონმდებლო ბაზა შემდგომში ამ კატეგორიისათვის შეღავათიანი რეგულაციების დაწესებისთვის, რაც პირდაპირ კავშირში იქნება ანტიკვარული ტიპის ავტომობილების პოპულარიზაციასა და კლასიკური სატრანსპორტო საშუალებების კულტურის განვითარებასთან, პოზიტიურად იმოქმედებს საავტომობილო კოლექციებზე, ავტომუზეუმებზე და ტურიზმზე.  „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ და „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი პუნქტი შესაბამისობაში მოდის „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან, კერძოდ, დარეგულირდა სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციაზე უარის თქმის შედარებითი საფუძველი და ახლებურად ადგილწარმოშობის ჩამოყალიბდა დასახელებისა და სასაქონლო გეოგრაფიული ნიშნისა და აღნიშვნის ურთიერთკავშირი. პროექტით წესრიგდება საქონლის ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის რეგისტრაციასთან, დაცვის ფარგლებთან, სახელმწიფო კონტროლთან, გაერთიანებასთან, დასახელებასთან, ოფიციალურ სიმბოლოებთან და პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. აღნიშნული ცვლილებით „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისი პუნქტი შესაბამისობაში მოვა „საქონლის ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ შესატან ცვლილებასთან.  „საქართველოს საზღვაო სივრცის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტის თანახმად, განისაზღვრება, რომ საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულის ან/და ნახევარკუნძულის ფიზიკურ და კერძო სამართლის იურიდიულ პირებზე განკარგვა შესაძლებელი იქნება კანონმდებლობით დადგენილი წესით. საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილ ხელოვნურ კუნძულებსა ან/და ნახევარკუნძულებს არა აქვთ კუნძულისა ან/და ნახევარკუნძულის სტატუსი და თავისი ტერიტორიული ზღვა. მათი არსებობა გავლენას არ ახდენს საქართველოს ტერიტორიული ზღვის, განსაკუთრებული ეკონომიკური ზონისა და კონტინენტური შელფის საზღვრების დადგენაზე. 66 კანონპროექტის მიღების შედეგად, კანონით მოწესრიგდება საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში შექმნილი ხელოვნური კუნძულების ექსპლუატაციასთან დაკავშირებული საკითხები იმგვარად, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს განსაკუთრებულ მიმართებით. ეკონომიკურ ამასთან, განკარგვისათვის, ზონაში გაჩნდება „სახელმწიფო შექმნილი ხელოვნურ სამართლებრივი ქონების შესახებ“ კუნძულთან საფუძველი საქართველოს მათი კანონით დადგენილი წესით. ასევე, აღსანიშნავია, რომ ხელოვნურად შექმნილი კუნძულის და ნახევარკუნძულის ტერიტორიაზე ნებისმიერ საქმიანობასთან მიმართებით იმოქმედებს ქვეყანაში მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები და მოთხოვნები, რაც ხელს შეუწყობს შავი ზღვის ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი საინვესტიციო პროექტების განხორციელებას, ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარებას და ეკონომიკური პოტენციალის რეალიზებას.  საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - საგანმანათლებლო რესურსცენტრების, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა სპორტის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს და - რესურსცენტრის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანამშრომლები წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს და მათზე ვრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რეგულაციები. გასათვალისწინებელია, რომ რესურსცენტრის უფროსები არ წარმოადგენენ საჯარო მოხელეებს. აღნიშნული პირებისათვის საჯარო მოხელისათვის კანონით გათვალისწინებული კარიერული განვითარების პირობების შექმნის, მოტივაციის ამაღლების, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობის, საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფის, ასევე პროფესიული უნარ-ჩვევების ამაღლების, წახალისების, ასევე, რესურსცენტრების გაძლიერების მიზნით, მიზანშეწონილია, რომ რესურსცენტრის უფროსებიც გახდნენ საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდეს ზემოხსენებული კანონი. აღნიშნული კანონის პროექტის მიღების შემთხვევაში, რესურსცენტრის უფროსებიც გახდებიან საჯარო მოხელეები და მათზე გავრცელდება ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი.  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ 67 კანონის პროექტით „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება გარდამავალი ნორმა, რომლის თანახმადაც, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუს შეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილი იქნება 2023 წელს გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტი. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ, კერძო სამართლის იურიდიული პირის ფორმით საქართველოში დაწესებულებებისათვის მოქმედი ფინანსური უმაღლეს საგანმანათლებლო დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუს შეჩერებული სტუდენტების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის გამოსყიდვის მიზნით, სამინისტროს მიერ გადახდილი თანხით სტუდენტის მიერ მიღებული სარგებელი, ასევე, ფინანსური დავალიანების მქონე/ფინანსური დავალიანების საფუძვლით სტატუს შეჩერებული სტუდენტის მიერ, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ 2023 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით გადასახდელი სწავლის საფასურის ჩამოწერით მიღებული სარგებელი.  „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონის პროექტით ახლებურად განიმარტება ტერმინები „სტაჟირება“ და „სტაჟიორი“. კანონის პროექტით „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორთა რაოდენობისა და მათი შრომის ანაზღაურების ზღვრული ოდენობები განისაზღვრება „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით. წარმოდგენილი კანონპროექტების შესაბამისად საჯარო სამსახურში სტაჟირება იქნება ანაზღაურებადი. ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობა ხელს შეუწყობს შესაბამისი განათლების მქონე ახალგაზრდა, ენერგიული კადრების მოზიდვას საჯარო დაწესებულებათა სისტემაში, რაც უფრო მეტად კონკურენტუნარიანს გახდის საჯარო სამსახურს კერძო სექტორთან მიმართებაში. ამასთანავე, საჯარო დაწესებულებები შეიძენენ დამატებით კომპეტენტურ, მოტივირებულ ადამიანურ რესურს, რაც დაეხმარებათ საჯარო უფლებამოსილების უფრო ეფექტიანად განხორციელებაში.  „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ 68 პროექტით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს“ ემატება ნორმა, რომლის თანახმადაც მუნიციპალიტეტს უფლება ექნება, „ტურიზმის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დააფუძნოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ტურისტული დანიშნულების ადგილის „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მართვის ორგანიზაცია.  მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტით გათვალისწინებულია მოსაკრებლის ოდენობის გაზრდა კონკრეტული სახეობის ბუნებრივ რესურსზე. კერძოდ, წარმოდგენილი პროექტით მოსაკრებელი იზრდება ქვიშა-ხრეშის რესურსისათვის. რესურსის შერჩევა განპირობებულია შემდეგი გარემოებებით: ქვიშა-ხრეში ერთ-ერთი ყველაზე აქტიურად გამოყენებადი ბუნებრივი რესურსია, რომლის საბაზრო ფასები მუდმივად მზარდია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია განხორციელდეს მოსაკრებლის შესაბამისობაში მოყვანა რესურსის საბაზრო ფასთან და ამ მიმართულებით საკითხის გადახედვა შესაბამისი რეაგირების განხორციელების გზით. კერძოდ, ხრეშის, ქვიშის მოპოვებისათვის მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვრება - 0,6 ლარით, ნაცვლად 0.2 ლარისა. კანონპროექტის მიღების შედეგად განახლებული განაკვეთი განისაზღვრება ქვიშახრეშის მოპოვებისათვის, რის შედეგადაც გაიზრდება ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. კერძოდ, ქვიშა-ხრეშის ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი განისაზღვრება 0,6 ლარით, რაც საგრძნობლად გაზრდის ამ რესურსით მოსარგებლეთა მიერ ადგილობრივ ბიუჯეტში შესატანი თანხის ოდენობას. ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, უნდა ითქვას, რომ ამის პარალელურად არ არის მოსალოდნელი ქვიშა-ხრეშზე მოთხოვნის შემცირება, შესაბამისად, მოპოვების ინტენსიურობის მოსაკრებლის მიმართულებით, ზრდის მიუხედავად, მოსალოდნელია პოზიტიური დინამიკა. აღსანიშნავია, რომ მოსაკრებლის გაზრდის შედეგად მუნიციპალიტეტების მიერ აღნიშნული მოსაკრებლებიდან მიღებული შემოსავლები 2022 წელს მიღებულ შემოსავალთან შედარებით დაახლოებით 3-ჯერ გაიზრდება. შედეგად, 2022 წელს მუნიციპალიტეტების მიერ ჯამურად მიღებული 4 196 640 ლარის ნაცვლად, მუნიციპალიტეტები ჯამურად შეძლებენ დაახლოებით 12 500 000 ლარის მიღებას ქვიშა-ხრეშის მოსაკრებლებისგან. თუმცა, აღნიშნული ფისკალური ეფექტი შესაძლოა უფრო დიდიც იყოს, თუ ბაზარზე ქვიშა-ხრეშის მზარდი მოთხოვნა იქნება. სამშენებლო და ინფრასტრუქტურული სექტორების მზარდი ტენდენციები ამ მოლოდინს ამყარებს. 69  „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები კანონის პროექტით „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონს დაემატება ახალი ადგილობრივი მოსაკრებელი - საკონტეინერო მოსაკრებელი. პროექტის თანახმად, საკონტეინერო მოსაკრებლის გადამხდელია საქონლის გადამზიდავი, რომლის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არის საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ საზღვაო ნავსადგურში შემოტანილი/საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საზღვაო ნავსადგურიდან გასატანი საქონლით დატვირთული კონტეინერი. საკონტეინერო მოსაკრებლის ოდენობა 1 კონტეინერისთვის 30 ლარს არ უნდა აღემატებოდეს. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შესაბამის მუნიციპალიტეტებს ადგილობრივი მოსაკრებლის დაწესების გზით, გაუჩნდებათ შესაძლებლობა საკუთარი ძალისხმევის ფარგლებში, შეინარჩუნონ სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, მით უფრო, უსაფრთხო ლოჯისტიკური პოლიტიკისთვის განავითარონ როდესაც განვითარებული და ინფრასტრუქტურა კრიტიკულად და წარმოადგენს მნიშვნელოვანი ქვეყნის პრიორიტეტების განხორციელების აუცილებელ საფუძველს.  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ წარმოდგენილი პროექტის მომზადების მიზანია „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მაუწყებლის დაფინანსების არსებული წესის ცვლილება და დახვეწა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონის 33-ე მუხლით გათვალისწინებული დაფინანსების მექანიზმით - „მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0,14%-ის“ ოდენობით საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება ხდება თითქმის 15 წელია. აღსანიშნავია, რომ ამ წესით დაფინანსება არის დროებითი და არ წამოადგენს ძირითად ნორმას. გასათვალისწინებელია, რომ არსებული მაკროპარამეტრებიდან გამომდინარე დაფინანსების მოქმედი წესი უკვე არ შეესაბამება დღევანდელ რეალობას. პროექტით განისაზღვრა საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსების ახალი წესი, რომლის შესაბამისადაც: საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება არანაკლებ სსიპ − სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის 70 კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა; საზოგადოებრივი მაუწყებლისათვის მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების შემცირება, ასევე დაფინანსების ოდენობის წინა წელთან შედარებით შემცირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თანხმობით; საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი 2024 წლის და 2025 წლის დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობით. კანონის პროექტით აგრეთვე წესრიგდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები. კანონის პროექტით საქართველოს მთავრობას დაევალება უზრუნველყოს „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ამ კანონით გათვალისწინებული დებულებების ასახვა. კანონპროექტით შემოთავაზებული დაფინანსების მექანიზმი უზრუნველყოფს საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის ეფექტიანობასა და სარედაქციო დამოუკიდებლობას. საზოგადოებრივი მაუწყებლის ბიუჯეტის განსაზღვრა მოხდება მაუწყებლის მანდატის, მიზნებისა და სპეციფიკური საჭიროებებიდან გამომდინარე. შესაბამისად, კანონპროექტის მიღების შედეგად, საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტი დასაგეგმი საბიუჯეტო წლისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება არანაკლებ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებში წინა წლის დასაქმებულ ფიზიკურ პირთა რაოდენობისა და საზოგადოებრივი მაუწყებლობის ბიუჯეტის დაფინანსების კოეფიციენტის - 64 ლარის ნამრავლის შედეგად მიღებული თანხის მოცულობით, მაგრამ არანაკლებ წინა წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული მთლიანი ასიგნების ოდენობისა.  „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები კანონპროექტის მომზადება განპირობებულია ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა (Moneyval) კომიტეტის მიერ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და ტერორიზმის დაფინანსების საქართველოს ეროვნული სისტემის მეხუთე რაუნდის შეფასების ანგარიშის შესაბამისად. წარმოდგენილი ინიციატივით საქართველოს საგადასახადო კოდექსში ხორციელდება ცვლილება, რომელიც შეეხება სათამაშო აპარატების სალონის 71 მომწყობი პირების, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობი პირებისა და, ასევე, მოთამაშის მიერ სათამაშო ანგარიშიდან ან სალაროდან გატანილი თანხების დაბეგვრის საკითხების მოწესრიგებას. კანონპროექტის მიღებით იცვლება სათამაშო აპარატების სალონის მომწყობი პირების საშემოსავლო და მოგების გადასახადით დაბეგვრის რეჟიმი და, ასევე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთები, ხოლო მოთამაშეებისთვის საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი. ასევე, შესაძლებელი გახდება ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების ეფექტური კონტროლი და ასევე R22 შეფასებული რეკომენდაციისთვის მინიჭებული რეიტინგის აწევა, ნაწილობრივ შესაბამისიდან (PC), სულ მცირე მეტწილად შესაბამისამდე (LC).  „სურსათის დანაკარგებისა და მისი ნარჩენების შემცირების და სურსათის შეწირულების შესახებ" საქართველოს კანონის პროექტი და თანმდევი კანონპროექტები სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოქმნა მრავალგანზომილებიანი პროცესია და მოიცავს როგორც გარემოსდაცვით, ისე სოციალურ-ეკონომიკურ ფაქტორებს. ამდენად, სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება და ამ პროცესის სწორი მართვა ერთნაირად მნიშვნელოვანია როგორც გარემოს დაცვის თვალსაზრისით, ასევე სასურსათო უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ევროპული ქვეყნების (იქნება ეს საფრანგეთი, ბელგია და იტალია, როგორც სურსათის შეწირულობის წახალისების გამორჩეული მაგალითები, თუ ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნები, სადაც სხვადასხვა სახის მოწესრიგება/მექანიზმებია სახეზე) საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით, ამ სფეროში მდგრადი მოდელის შექმნა მნიშვნელოვანი ამოცანაა საქართველოსთვისაც, თუმცა მოქმედი სამართლებრივი ნორმები სათანადოდ ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ვინაიდან საქართველოში არ არსებობს სპეციალური საკანონმდებლო მოწესრიგება სურსათის დანაკარგებისა თუ ნარჩენების მართვისა და სურსათის შეწირულობის წასახალისებლად, საქველმოქმედო ორგანიზაციებიც მეტწილად შესყიდული სურსათით უმასპინძლდებიან ბენეფიციარებს და მიიჩნევენ, რომ მიწოდებული საკვების რაოდენობას გააორმაგებენ, თუკი შეწირულობის სახითაც მიიღებენ სურსათს. საკანონმდებლო ინიციატივის მიზანია სურსათის მიწოდების ჯაჭვის ყოველ ეტაპზე სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების წარმოშობის პრევენცია და შემცირება, ასევე, სურსათის შეწირულობის, აღდგენისა და გადანაწილების წახალისება. კანონპროექტების მიღების შედეგად: 72 - საკანონმდებლო დონეზე განიმარტება ისეთი მნიშნველოვანი ტერმინები, როგორიცაა: სურსათის დანაკარგები, სურსათის ნარჩენები, სურსათის შეწირულობა, სურსათის საქველმოქმედო ორგანიზაცია (სურსათის ბანკი) და სხვ.; - განისაზღვრება სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების მართვასა და სურსათის შეწირულობის პროცესის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანოები/უწყებები; - შეიქმნება სამართლებრივი საფუძველი საგადასახადო შეღავათების დაწესებისათვის; - სურსათის დანაკარგებისა და ნარჩენების შემცირება და სურსათის შეწირულობა იქნება წახალისებული.  კანონპროექტები: „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები წარმოდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაშია, საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მაისის №230 დადგენილებით დამტკიცებულ „საქართველოს 2022-2030 წლების ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულ სტრატეგიასთან“, რომლის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენს სასწრაფო დახმარების მომსახურების ეფექტიანობის გაზრდა, სასწრაფო დახმარების მომსახურებაში ჩართული პარამედიკოსების გაძლიერებული როლის, კომპეტენციებისა და რაოდენობის შედეგად. კანონპროექტის მიზანია სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ მოსახლეობისათვის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფა“ კომპონენტით განსაზღვრული სერვისების ხარისხიანი და ოპერატიული მიწოდების უზრუნველყოფა ისეთი მნიშვნელოვანი საკადრო გამოწვევების გადაჭრის გზით, როგორიცაა პროფესიონალი კადრების გადინება, ქვეყნის მასშტაბით სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრში შექმნილი საკადრო დეფიციტის აღმოფხვრა და ა.შ. არსებული გამოწვევებიდან გამომდინარე, შესწავლილი და გაანალიზებული 50-ზე მეტი ქვეყნის საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, მიზანშეწონილია, პარამედიკოსის სასწრაფო პროფესიის კლასიფიცირდება კლასიფიკატორში, ფართოდ პროფესიების სამედიცინო დახმარების სამსახურში დანერგვა. აღნიშნული სპეციალობა საერთაშორისო სტანდარტული ISCO-08 გამოცემის მიხედვით, ქვეჯგუფში „ჯანდაცვის პროფესიონალები“. კანონპროექტით, საქართველოს კანონში „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ გამოყენებულ ცნებებს, ემატება პარამედიკოსი - შესაბამისი უმაღლესი სამედიცინო განათლების მქონე პირი, რომელიც შესაბამისი სპეციალიზაციის კურსის გავლის 73 შემდგომ, დამოუკიდებლად განახორციელებს გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ფარგლებში და რომლის შედეგებზედაც ის პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილების შედეგად, მოხდება პარამედიკოსის სპეციალობის განვითარება, რაც უზრუნველყოფს პაციენტისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების ოპტიმალურ დროში მიწოდებასა და პირველად გადაუდებელ დახმარებას, ტრანსპორტირებას და ა.შ. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის შედეგად, მოსახლეობისათვის უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურების ხარისხიანი და ოპერატიული მიწოდება.  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი ნორმით ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების ასაკია 6 წელი, რომელიც პირს სასწავლო წლის დაწყების თარიღის ჩათვლით უსრულდება. წარმოდგენილი კანონპროექტის მიხედვით, ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე შეუსრულდება 6 წელი. ამასთანავე, სასწავლო წლის დაწყების მომდევნო დღიდან 1 ნოემბრამდე დაბადებული ბავშვები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებიან მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის სურვილის შემთხვევაში, ხოლო აღნიშნული სურვილის არმქონე პირები გააგრძელებენ მომსახურების მიღებას სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში. კანონპროექტის მიღების შედეგად ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა ექნება პირს, რომელსაც 1 ნოემბრამდე შეუსრულდება 6 წელი.  „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის მიზანია ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მსგავსად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ჩანაწერის გაჩენა, რაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს მისცემს სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განხორციელების უფლებას, რომლის მოპოვების სპეციალური წესი უნდა დადგინდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. კანონპროექტი მიზნად ისახავს ასევე, იმ საბჭოების დაზუსტებას, რომლებიც უფლებამოსილნი არიან მიიღონ გადაწყვეტილებები საგანმანათლებლო 74 დაწესებულებისთვის შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ. კანონპროექტის მიღების შედეგად, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან და აღმოიფხვრება კანონში არსებული სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის დამატებასთან დაკავშირებული უზუსტობა. ასევე, დაზუსტდება საბჭოები, გადაწყვეტილებები რომლებიც საგანმანათლებლო უფლებამოსილნი არიან დაწესებულებისთვის მიიღონ შესაბამისი პროგრამის განხორციელების უფლების მინიჭების შესახებ.  „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი და თანმდევი კანონპროექტები კანონპროექტის მიზანია: - სახელმწიფოს დაწესებულებებსა და მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო კერძო სამართლის იურიდიულ პირ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების ადმინისტრაციული თანამდებობის პირების არჩევის/დანიშვნის საკითხებში არათანაბარი პირობების აღმოიფხვრა, კერძოდ, კანონპროექტის მიხედვით უქმდება ასაკობრივი (65 წლის ასაკი) შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული თანამდებობის პირების არჩევის/დანიშვნის მიმართულებით; - შესაძლებლობა ეძლევათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით, გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე; - საქართველოს მთავრობა სასწავლო წლის ჩათვლით 2003-2004 სასწავლო დაადგენს უმაღლესი წლიდან 2025-2026 საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს; - საქართველოს მოქალაქეებისათვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრას; - სახელმწიფოს დაწესებულების ასევე, მიერ სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული განხორციელებული მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო საგანმანათლებლო პროგრამების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული 75 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განსხვავებული საფასურის განსაზღვრა შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით; ასევე, კანონპროექტის მიხედვით ცვლილება შედის უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონში, რომლის ახალი რედაქციით, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოქმედების ვადა განისაზღვრება 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით. კანონპროექტის მიღების შედეგად გაუქმდება ასაკობრივი შეზღუდვა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული პერსონალის არჩევის/დანიშვნის თვალსაზრისით, რაც თანაბარ პირობებში ჩააყენებს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის იურიდიული პირ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს; უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით, შესაძლებლობა მიეცემათ გააგრძელონ სწავლა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე; საქართველოს მთავრობა 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით დაადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს მოქალაქეებისათვის, 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით, უზრუნველყოფენ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრას. ასევე, სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მიეცემათ უფლება, საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით, განსაზღვრონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობისგან განსხვავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასური; ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მოქმედება არ შეწყდება 2023-2024 სასწავლო წლის ბოლოს და გაგრძელდება 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით.  „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმხლები კანონპროექტები „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტისა და მისი თანმდევი კანონპროექტების თანახმად, სამედიცინო და ფარმაცევტულ 76 სფეროში სახელმწიფო მართვის მექანიზმების უზრუნველსაყოფად, სამინისტრო, მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით, განახორციელებს მარეგულირებელი კანონმდებლობის დაცვაზე სახელმწიფო კონტროლს. აგრეთვე, სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ეტაპზე სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად და ამ გადაწყვეტილების გასაჩივრება არ შეაჩერებს მის აღსრულებას. გარდა ამისა, კანონის პროექტით დგინდება, რომ მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის შესრულების შემოწმების პროცესში გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, სამინისტროს შესაბამისი კომპეტენტური ორგანო, იმ შემთხვევაში, თუ საფრთხე ექმნება ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ან/და ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, უფლებამოსილი იქნება, სრულად ან ნაწილობრივ შეაჩეროს მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობა, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული პირობების დაკმაყოფილებამდე.  საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტები საკანონმდებლო პაკეტით გათვალისწინებული ცვლილებები მიზნად ისახავს: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებზე „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის გავრცელებასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას. აგრეთვე, „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის დაზუსტებას, იმისათვის, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებმა მიიღონ წოდებრივი სარგო და წელთა ნამსახურობის დანამატი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მისი მოქმედება არ ვრცელდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე და მათი შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეთა სათანადო სოციალური დაცვის გარანტიების არარსებობის მიზნით, შესაბამისი ცვლილება ხორციელდება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში. საკანონმდებლო პაკეტის მიღების შედეგად: - თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება გავრცელდება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის 77 თანამშრომელზე. შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილება ხელს შეუწყობს აღნიშნული თანამშრომლების სხვა სამართალდამცავ და მაკონტროლებელ უწყებებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას. - თუ „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ იქნება დადგენილი, შრომის ანაზღაურება განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით და ამავე კანონის მოქმედება არ გავრცელდება იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეებზე. - იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურე, კანონით დადგენილი წესით, ისარგებლებს სახელმწიფო კომპენსაციის მიღების უფლებით, კერძოდ, კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურეთა სახელმწიფო სპეციალური წოდების დასახელება, სამართალდაცვითი ფუნქციების მქონე სხვა სამინისტროების მოსამსახურეთა მსგავსად, გარდაიქმნება „სამხედრო“ ტიპის წოდების მსგავსი (მაგალითად, „უმცროსი იურისტის“ სპეციალური წოდების ნაცვლად, შესაბამის პირს მიენიჭოს „იუსტიციის უმცროსი ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება, „III კლასის იურისტის“ სპეციალური წოდების ნაცვლად − „იუსტიციის ლეიტენანტის“ სპეციალური წოდება და ა.შ.).  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში წარმოდგენილი ცვლილებით საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებებს ემატება, სამინისტროს წარდგინებით, ,,მასწავლებლის ეროვნული პრემიით დაჯილდოების წესის“ დამტკიცების უფლებამოსილება.  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის ინკლუზიური მიზანია განათლების საგანმანათლებლო მიმართულების მართვის დაწესებულებებში კოორდინაციის გაუმჯობესება და ახალი მხარდამჭერი მომსახურებების დანერგვა; სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებისთვის ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, კერძოდ, მოწყვლადი ჯგუფების ბავშვების საგანმანათლებლო პროცესთან დაკავშირებული სერვისების, მათ შორის, ფსიქოსოციალური მომსახურების მიწოდება ერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ. პროექტის თანახმად, კერძო სკოლა უფლებამოსილი იქნება საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან - საგანმანათლებლო დაწესებულების 78 მანდატურის სამსახურთან გააფორმოს უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ან/და ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულება. სამინისტროს კომპონენტებს ემატება მიერ რესურსსკოლების დაფინანსების პროგრამების/სერვისების/კონსულტირების მომსახურების დაფინანსება.  „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტები წარმოდგენილი ცვლილებით უცხო ქვეყნის მასწავლებლებს ეძლევათ დასაქმებისა და სკოლის სასწავლო პროცესში მოწვეული მასწავლებლის უფლებამოსილებით ჩართვის შესაძლებლობა; 2024-2025 სასწავლო წელს დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყების შესაძლებლობა მიეცემათ ბავშვებს, რომელთაც 6 წელი შეუსრულდებათ სასწავლო წლის დაწყების თარიღის მომდევნო დღიდან 1 დეკემბრამდე, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით; ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის ვადად 6 წლის ნაცვლად განესაზღვრათ 9 წელი; ასევე გათვალისწინებულია, სამინისტრომ დააამტკიცოს რომ განათლებისა ზოგადსაგანმანათლებლო და მეცნიერების დაწესებულებებში მოსწავლეთა გაკვეთილზე აღრიცხვის ელექტრონული ჟურნალის წარმოების წესი.  „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმდევი კანონპროექტები კანონპროექტის მიზანია „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით ექთნების და მეანი-ექთნების პროფესიული რეგულირების სამართლებრივი გარემოს კვალიფიციური ადამიანური საქმიანობის განვითარებისა სისტემის ჩამოყალიბებისათვის ექთნების და მეანი-ექთნების გენერირების საშუალებით მდგრადი შექმნა, რაც რესურსის და უზრუნველყოფს მათი საქმიანობის თანამედროვე საერთაშორისო მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანას. ამასთან, შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრულ რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალს ემატება საექთნო და მეანი-ექთნის საგანმანათლებლო პროგრამები. პროექტის მიღება ხელს შეუწყობს საექთნო და მეანი-ექთნის ადამიანური რესურსის გენერირების საჭიროებებზე ორიენტირებული სისტემის ჩამოყალიბებას; ექთნის და მეანი-ექთნის ადამიანური რესურსის მზადებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას; ასევე, ექთნისა და მეანი-ექთნის საქმის პოპულარიზაციას, რასაც შედეგად მოჰყვება სამედიცინო 79 მომსახურების ხარისხის ამაღლება და მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება.  „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და თანმხლები კანონპროექტები კანონის პროექტით იცვლება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სახელწოდებები და აღნიშნული სამინისტროების სახელწოდებები განისაზღვრება - „კულტურისა და სპორტის სამინისტრო“ და „განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო“. კანონის პროექტით ახალგაზრდობის მიმართულებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს და საჯარო სამართლის სახელმწიფო იურიდიული მაკონტროლებელ პირის ორგანოდ − ახალგაზრდობის განისაზღვრება სააგენტოს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო  საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და თანმდევი კანონპროექტები საკანონმდებლო ცვლილება მიზნად ისახავს თავდაცვის კოდექსით დეკლარირებული ტოტალური თავდაცვის, ეროვნული მედეგობისა და ეროვნული წინააღმდეგობის მიდგომების რეალიზების ხელშეწყობას. თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული სამხედრო აღრიცხვა, ასევე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სისტემურ მექანიზმს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. თითოეული სისტემის ეფექტიან ფუნქციონირებას არსებითად განაპირობებს მასთან დაკავშირებული მმართველობითი გადაწყვეტილებების დროული აღსრულება. აღნიშნული გადაწყვეტილებების დროული აღსრულების არსებითად შემაფერხებელ გარემოებად ინდივიდუალური შესაძლებელია გახდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი გასაჩივრებული აქტის მოქმედების ავტომატურად შეჩერების მექანიზმი, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის ძალები წარმოადგენს ეროვნული თავდაცვის სისტემის უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას და მისი პერსონალით დროულად დაკომპლექტება/შევსება არსებითად განაპირობებს ეროვნული თავდაცვის ამოცანების შესრულებას როგორც მშვიდობიანობის, ისე საომარი მდგომარეობის დროს. კერძოდ, სამხედრო სამსახურის დაკომპლექტების წინაპირობაა სამხედრო აღრიცხვა. რაც შეეხება წვევამდელთა გაწვევის პროცედურების დაგეგმარებას, ეს პროცესი იწყება გაწვევამდე ბევრად ადრე, რათა შესაბამის ქვედანაყოფებთან ერთად დაიგეგმოს და განხორციელდეს როგორც 80 ქვედანაყოფების შევსების, ასევე საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ჩატარება და წინა გაწვევაზე გაწვეული წვევამდელების ჩანაცვლების პროცესი. ამდენად, ქვეყნის ეროვნული აუცილებელია უსაფრთხოების წარმოდგენილი ინტერესების კანონის გათვალისწინებით, პროექტის მიღება, რათა, უზრუნველყოფილი იქნეს როგორც სამხედრო აღრიცხვის, ასევე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გამართული ფუნქციონირება. თავდაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ პირს, გარკვეული გამონაკლისების გარდა, შესაძლებელია წარმოეშვას სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლების საფუძველი. თუმცა, კანონი არ ითვალისწინებს პირადი სურვილის შემთხვევაში სამსახურის გაგრძელების საშუალებას. წარმოდგენილი ცვლილება საშუალებას იძლევა, არ მოხდეს პირის ავტომატური დათხოვნა სამხედრო სამსახურიდან. ამასთან, პროექტი ითვალისწინებს აღნიშნული კატეგორიის პირებისათვის დამატებითი სოციალური გარანტიის შემოღების შესაძლებლობას. საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის მოქნილი ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, პირს, რომელიც სამსახურს გადიოდა აქტიურ რეზერვში, მიუხედავად იმისა, რომ მან ვადამდე შეწყვიტა თუ არა კონტრაქტი, აუცილებელია შეუნარჩუნდეს სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება. თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, შეიცვალა (გაიზარდა ან შემცირდა) ზოგიერთი სამხედრო წოდების მინიჭების ვადა. პროექტით აგრეთვე ზუსტდება სპეციალურ სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებული საკითხი. დაიხვეწება თავდაცვის კოდექსით დეკლარირებული ტოტალური თავდაცვის, ეროვნული მედეგობისა და ეროვნული წინააღმდეგობის მიდგომების ფარგლებში პირთა მონაწილეობის მექანიზმი. ასევე, ეფექტიანად განხორციელდება სამხედრო აღრიცხვასთან და წვევამდელთა დაკავშირებული საკითხები. პირს, ეროვნულ სამხედრო სამსახურთან რომელსაც წარმოეშვება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე დათხოვნის საფუძველი, საკუთარი სურვილით შეეძლება გააგრძელოს ეს სამსახური. ამასთან, ასეთ შემთხვევაში პირს შესაძლებელია დაუწესდეს დამატებითი სოციალური გარანტიები. კანონპროექტის მიღება ხელს ფუნქციონირებას, შეუწყობს სამხედრო თავდაცვის სარეზერვო სფეროში სამსახურის მოხალისეობრივი ეფექტიან საქმიანობის განხორციელებას, გარდამავალ პერიოდში წოდებრივი დაწინაურების საკითხის სრულფასოვნად განხორციელებას. საზედამხედველო მიმართულება საბიუჯეტო კონტროლი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მუდმივად ახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მონიტორინგს, კერძოდ: 81 სახაზინო სამსახური ყოველდღიურად აქვეყნებს ოპერატიულ ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების, გადასახდელებისა და ნაშთის შესახებ საბალანსო ცხრილის ფორმით. ყოველთვიურად, თვეში ერთხელ (ნაზარდი ჯამით), სახაზინო სამსახური საქართველოს პარლამენტში წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს შემოსულობების, გადასახდელების, ნაშთის, დეფიციტისა და ფისკალური მაჩვენებლების შესახებ დეტალური ინფორმაციის ფორმით. საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა კომიტეტში შემოსული ყველა ზემოაღნიშნული ინფორმაციის დინამიკაში დაკვირვება, შესწავლა, ანალიზი და შესაბამისი მასალები წარედგინებოდა კომიტეტის ხელმძღვანელობას. ყოველი კვარტლის დასრულებიდან 1 თვეში ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალურ მიმოხილვას, ნაზარდი ჯამით. საანგარიშო პერიოდში კომიტეტმა დაგეგმა და კოორდინაცია გაუწია საქართველოს პარლამენტში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ საქართველოს 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კვარტალური შესრულების მიმოხილვების განხილვას. კერძოდ, მომზადდა აღნიშნული დოკუმენტების ანალიზი და 2023 წლის პირველი კვარტლის, 6 თვისა და 9 თვის შედეგები განხილული იქნა კომიტეტის სხდომებზე. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2023 წლის ივნისში საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა ორგანიზება გაუწია საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილ „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის” საკომიტეტო განხილვებს საქართველოს პარლამენტში. საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში”, მოისმინა აუდიტის სამსახურის მოხსენება აღნიშნული ანგარიშის თაობაზე, მოამზადა დასკვნა და საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში შემოსული დასკვნები, კომიტეტის დასკვნასთან ერთად წარუდგინა საქართველოს პარლამენტს. „2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში” განხილული იქნა პარლამენტის სხდომაზე და დამტკიცებულ იქნა 2023 წლის 29 ივნისს. კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობა  ძირითადი საკანონმდებლო ჩარჩო აუდიტის ჯგუფი წარმოადგენს პარლამენტის კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფს, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიშების რომელიც პარლამენტის 82 რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად შეიქმნა საჯარო სახსრებზე საპარლამენტო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი აუდიტის ჯგუფი თავის საქმიანობას პარლამენტის რეგლამენტის, დებულების და წარმართავს სხვა აუდიტის საქართველოს საკანონმდებლო ჯგუფის კონსტიტუციის, აქტების, დებულებით კომიტეტის განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, აუდიტის ჯგუფის ძირითადი საქმიანობაა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული ანგარიშების განხილვა და შესაბამისი რეკომენდაციების პროექტის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისთვის წარდგენა. პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აუდიტის ანგარიშებს საქართველოს პარლამენტს წარმოუდგენს დაუყოვნებლივ. ამასთანავე, წელიწადში ორჯერ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური წარმოადგენს წერილობით ინფორმაციას ამ ანგარიშებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ანგარიშების თაობაზე. აუდიტის კომიტეტის ჯგუფი შეიმუშავებს გადაწყვეტილების პარლამენტის პროექტს შესაბამისი საფინანსო-საბიუჯეტო რეკომენდაციებით და წარუდგენს აღნიშნულ კომიტეტს.  აუდიტის ჯგუფის მიერ გაწეული საქმიანობის ძირითადი შედეგები: 2023 წლის პერიოდში მოქმედი კანონმდებლობისა და ევროკავშირის პროგრამების ფარგლებში აღებული ვალდებულების შესაბამისად, აუდიტის ჯგუფმა შეისწავლა, დაამუშავა და განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტში ცენტრალურ დონეზე წარმოდგენილი ყველა აუდიტის ანგარიში. დიაგრამა 1. განხილული აუდიტის ანგარიშები 100% 2020 2021 100% 100% 2022 2023 2021 წლიდან აუდიტის ჯგუფი 100%-ით იხილავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ ყველა აუდიტის ანგარიშს. 83 2023 წლის პერიოდში (საგაზაფხულო და დიაგრამა 2. საანგარიშო პერიოდში აუდიტის ანგარიშების განაწილება სახეების მიხედვით საშემოდგომო სესიის განმავლობაში) აუდიტის ჯგუფმა ჯამურად გამართა 9 სხდომა და განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ წარმოდგენილი 23 აუდიტის ანგარიში, 6 11 გაცემულ იქნა 319 რეკომენდაცია. აუდიტის 23 ანგარიში ჯგუფმა განიხილა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს პარლამენტში 6 წარმოდგენილი ყველა აუდიტის ანგარიში. აუდიტის ჯგუფს პარლამენტის საფინანსო- შესაბამისობის აუდიტი ეფექტიანობის აუდიტი ფინანსური აუდიტი საბიუჯეტო კომიტეტისათვის წარდგენილი აქვს შესაბამისი რეკომენდაციის პროექტები. 2023 წლის პერიოდში ჯამურად გაცემულ იქნა 319 რეკომენდაცია 25 უწყებასა და ორგანიზაციაზე. დიაგრამა 3. 2020-2023 წლებში განხილული აუდიტების განაწილება სახეობების მიხედვით 11 8 8 11 7 3 8 15 7 7 6 6 2020 2021 2022 2023 შესაბამისობის აუდიტი ეფექტიანობის აუდიტი ფინანსური აუდიტი 2023 წელს აუდიტის ჯგუფის მიერ საჯარო სახსრების მართვის საპარლამენტო კონტროლის ფუნქციის შესრულების ფარგლებში განხილული 23 აუდიტის ანგარიშის შედეგების მიხედვით 2021 ფისკალური წლისათვის თანხობრივად დაიფარა 25.7 მლრდ ლარი, მათ შორის, გადასახდელები - 14.2 მლრდ ლარის ოდენობით (2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების 72 %), ხოლო შემოსულობები - 11.4 მლრდ ლარის ოდენობით (2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების 62.2%). 84  2023 წლის საანგარიშო პერიოდში აუდიტის ჯგუფის მიერ განხილულ აუდიტის ანგარიშების ნუსხა: 1. „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის (SRAMP) 2021 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“; 2. „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2020-2021 წლებში განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების, შრომის ანაზღაურების და ტრანსპორტის ხარჯების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“; 3. „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მიერ 2018-2021 წლებში განხორციელებული საქმიანობის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში “; 4. სს „საქართველოს რკინიგზის“ 2020-2021 წლების შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“; 5. „საჯარო სექტორში დისტანციური მუშაობისათვის ეფექტიანი და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა“; 6. წლის “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2021 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიში“; 7. “საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 2021 წლის 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში“; 8. “საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში“; 9. “საქართველოს იუსტიციის სამინისტროს 2021 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში“; 10. “საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისათვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში“; 11. “საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისათვის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიში“; 12. “საქართველოს სამინისტროს პერიოდისთვის 2021 წლის გარემოს 31 დაცვისა დეკემბრით კონსოლიდირებული და სოფლის დასრულებული ფინანსური მეურნეობის საანგარიშგებო ანგარიშგების აუდიტის ანგარიში“; 13. “საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2021 წლის 31 დეკემბრით დასრულებული საანგარიშგებო პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური აუდიტის ანგარიში“; 14. “საქართველოს სამინისტროს 2021 წლის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების 31 დასრულებული საანგარიშგებო დეკემბრით 85 პერიოდისთვის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების აუდიტის ანგარიში“; 15. „სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტის - „მცენარეთა დაცვის სისტემის ინიციატივა“ 2021 წლის 2 თებერვლიდან 2022 წლის 1 აპრილამდე პერიოდის ფინანსური აუდიტის ანგარიში“; 16. „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 2018-2021 წლების ავტორიზაციის პროცესის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“; 17. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის აქტივების მართვისა და სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“. 18. “დაავადების პრევენციის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში”; 19. “ა(ა)იპ- საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის 2019-2021 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში”; 20. „სტარტაპ საქართველოს“ ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში“; 21. „სსიპ-ფინანსური მონიტორინგის სამსახურის 2021-2022 წლების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიში“; 22. „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი ორგანიზაციების 2021 წლის კონსოლიდირებულ (ნაერთ) ფინანსურ ანგარიშგებაში საგადასახადო შემოსავლების ფინანსური აუდიტის ანგარიში“; 23. „შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტის(SRAMP)” 2022 წლის ეფექტიანობის აუდიტის ანგარიში”.  აუდიტის ჯგუფის სხდომის გამართვის პროცესი აუდიტის ჯგუფის მიერ სხდომის მოწვევა ხდებოდა პარლამენტის რეგლამენტისა და აუდიტის ჯგუფის დებულებით განსაზღვრულ მოთხოვნათა სრული დაცვით. აუდიტის ჯგუფი თავის საქმიანობას ახორციელებდა საჯაროდ და გამჭირვალედ. კერძოდ, აუდიტის ჯგუფის სხდომის გამართვამდე 3 დღით ადრე საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე საჯაროდ იყო გაცხადებული მისი გამართვის ადგილი, დრო და დღის წესრიგი. ამასთანავე, აუდიტის ჯგუფის სხდომები გადაიცემოდა პირდაპირი ეთერით და საჯარო იყო დაინტერესებული პირებისათვის. 2023 წელს გამართულ აუდიტის ჯგუფის ყველა სხდომას ესწრებოდნენ: აუდიტის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი ჯგუფის წევრები, გენერალური აუდიტორი/გენერალური აუდიტორის მოადგილე და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პასუხისმგებელი თანამდებობის პირები, აუდიტის ობიექტებიდან შესაბამისი მინისტრის მოადგილეები და აუდიტის ობიექტების სხვა პასუხისმგებელი თანამდებობის პირები. ასევე, როგორც წესი, სხდომებზე მოწვეული იყვნენ და ესწრებოდნენ განხილული ანგარიშების შესაბამისი პროფილური კომიტეტის წევრები. აგრეთვე, სხდომებს ესწრებოდნენ 86 დაინტერესებული პარლამენტის წევრები, კომიტეტის აპარატის თანამშრომლები და საზოგადოების სხვა დაინტერესებული პირები. აუდიტის ჯგუფის სხდომის პროცესში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლები სხდომის მონაწილეებს წარუდგენდნენ აუდიტის ანგარიშს. აუდიტის პრეზენტაციები მოიცავდა აუდიტის ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი მიგნებების შეჯამებას, რეკომენდაციებს და გამოყენებული აუდიტის მეთოდოლოგიის მიმოხილვას. პრეზენტაციისას აუდიტის ჯგუფის წევრები დეტალურად იხილავდნენ აუდიტის ანგარიშს. აანალიზებდნენ ანგარიშში ასახულ მიგნებებსა და რეკომენდაციებს, აფასებდნენ მათი განხორციელების მნიშვნელობასა და შედეგებს. მოწვეული აუდიტის ობიექტების უფლებამოსილი პირები (მინისტრის მოადგილეები, შესაბამისი შემოწმებული უწყების ხელმძღვანელები და სხვა მაღალი პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები) წარმოადგენდნენ დამატებით ინფორმაციასა და განმარტებებს გამოვლენილ მიგნებებთან დაკავშირებით, ასევე, ინფორმაციას რეკომენდაციების შესრულების ვადებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. აუდიტის ჯგუფის წევრებს და სხდომებში მონაწილე ყველა დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ჰქონდათ ემსჯელათ, დაესვათ შეკითხვები და დაეფიქსირებინათ პოზიციები.  გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან მონიტორინგი აუდიტის ჯგუფის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვის შემდეგ გაცემული რეკომენდაციების შემდგომი შესრულებისა და განხორციელების მონიტორინგი მნიშვნელოვანი ნაბიჯია საჯარო რესურსების გამოყენების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. აუდიტის ჯგუფი პერმანენტულად აწარმოებდა მონიტორინგის პროცესს გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობასთან დაკავშირებით. საქართველოს პარლამენტში, მოცემული პერიოდისათვის, რეკომენდაციების ადრესატი უწყებების მიერ წარმოდგენილია წერილობითი ინფორმაცია გაცემული რეკომენდაციების შესრულების ინფორმაციების მიხედვით მდგომარეობის თაობაზე. წარმოდგენილი რეკომენდაციების უდიდესი ნაწილი სახელმწიფო უწყებების მიერ შესრულებულია ან შესრულების პროცესშია. 2023 წლის პერიოდში რეკომენდაციების ადრესატი 49 უწყების/ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი იქნა წერილობითი ინფორმაცია 2022-2023 წლებში გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარების შესახებ, მათ შორის, შესრულების ვადებისა და გატარებული/გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. 87 აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით, საქართველოს პარლამენტს რეკომენდაციების შესრულების ბერკეტი, პარლამენტის კერძოდ: მონიტორინგისთვის დადგენილებაში აქვს მნიშვნელოვანი შესაძლებელია აისახოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აუდიტის ჯგუფის მიერ შემუშავებული და კომიტეტის გადაწყვეტილებით მიღებული რეკომენდაციები, მათი შესრულების ვადების მითითებით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი აუდიტის ჯგუფის მეშვეობით ზედამხედველობას უწევს ამ დადგენილების აღსრულებას და აღსრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, წარუდგენს პარლამენტის ბიუროს. პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, ეს ინფორმაცია შესაძლებელია წარედგინოს პარლამენტის პლენარულ სხდომას და მისი განხილვის საგანი გახდეს. აუდიტის ჯგუფმა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-10 პუნქტის შესაბამისად, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ორჯერ წარუდგინა წერილობითი მოხსენება საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიის განმავლობაში თავისი საქმიანობის შესახებ.  ძირითად პარტნიორებთან თანამშრომლობა: აუდიტის ჯგუფმა წარმატებით შეასრულა ევროკავშირის პროგრამებით განსაზღვრული ყველა ვალდებულება და ინდიკატორი, რაც ითვალისწინებდა დადგენილ ვადაში სახელმწიფო აუდიტის ანგარიშების დეტალურ განხილვას და გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს. ამასთან, აუდიტის ჯგუფი ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის, აღსანიშნავია: - ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, კერძოდ, ევროკავშირის მიერ განხორციელებული პროგრამები: “ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება” (EU4 Economic Governance and Fiscal Accountability) 2019-2022 წლებისთვის და „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა(EU4 Sustainable Governance and Resilience) 2023-2026 წლებისთვის; - ევროკავშირის Twinning-ის პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“; - ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) „საჯარო მმართველობის პროგრამა“ (National Governance Program 20222027); - ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასება (PEFA-ს). 88 საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში 24 მაისს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში“ „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლის მე-2 პუნქტისა და 61-ე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ეროვნულმა ბანკმა პარლამენტს წარმოუდგინა საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დამტკიცებული „საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის წლიური ანგარიში“. ანგარიში წარმოადგინა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა. საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის წლიური ანგარიში „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად საზედამხედველო მოიცავს პოლიტიკის ფულად-საკრედიტო, მიმოხილვას, სავალუტო აუდიტირებულ და ფინანსურ ანგარიშგებას. კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული ბანკის წინაშე არსებული გამოწვევები, რისკები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. კომიტეტის მიერ ეროვნული ბანკის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშთან დაკავშირებით მიღებულ დასკვნაში აღინიშნა, რომ „საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს მიზანშეწონილად მიაჩნია საქართველოს ეროვნული ბანკის 2022 წლის ფულად-საკრედიტო, სავალუტო და საზედამხედველო პოლიტიკის განხორციელების შესახებ 2022 წლის ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა და დამტკიცება. ეროვნული ბანკის ანგარიშის დამტკიცებასთან დაკავშირებით საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტმა მოამზადა პარლამენტის დადგენილების პროექტი. პარლამენტის სხდომაზე განხილულ იქნა ეროვნული ბანკის ანგარიში და დამტკიცდა კომიტეტის მიერ მომზადებული საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. საქართველოს ეროვნული ბანკის არააუდიტირებული საბალანსო უწყისები საქართველოს ეროვნული ბანკი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-60 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველთვიურად საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს წარუდგენს არააუდიტირებულ საბალანსო უწყისებს საანგარიშგებო თვის ბოლო სამუშაო დღის მდგომარეობით. ახორციელებდა საანგარიშო შემოსული პერიოდში ზემოაღნიშნული კომიტეტი ყოველთვიურად ინფორმაციის დინამიკაში დაკვირვებას, შესწავლასა და ანალიზს. 89 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში 21 ივნისის კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში“ „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 31-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 165-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქართველოს პარლამენტს წარმოუდგინა „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში“. ანგარიშს დანართის სახით ერთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის შედეგები, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის – შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“-ს (PwC) მიერ აუდიტირებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსური ანგარიშგება 2022 წლისათვის და შესაბამისი აუდიტის დასკვნა. კომიტეტის სხდომაზე ანგარიში წარმოადგინა საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა ცოტნე ყავლაშვილმა. ანგარიში მოიცავს ინფორმაციას 2022 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ანგარიშის თანახმად: - ჩატარდა 47 აუდიტი, მათ შორის, 14 − ფინანსური, 23 − შესაბამისობის, 3 − უწყებათაშორისი შესაბამისობისა და 7 ეფექტიანობის აუდიტი; - ჩატარებული 14 ფინანსური აუდიტიდან პირობითი მოსაზრება გაიცა 6 შემთხვევაში, ხოლო მოსაზრებების 43% (6 მოსაზრება) იყო უარყოფითი; - ეფექტიანობის აუდიტების წილმა მთლიან აუდიტორულ საქმიანობაში 15% შეადგინა; - ნაერთი ბიუჯეტის თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელმა 90% შეადგინა; - სამსახურმა ჩაატარა 3 უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტი, რომელთა ფარგლებში თემატურად დაიფარა 30 საჯარო უწყება; - 2022 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ჩაატარა დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების 2 აუდიტი: მსოფლიო ბანკის (WB) პროექტის ეფექტიანობის აუდიტი და USAID-ის პროექტის ფინანსური აუდიტი; - სახელმწიფო აუდიტის სამსახური სრულად გადავიდა რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონულ სისტემაზე; - არსებული მდგომარეობით, სისტემაში ჩართულია 10 სამინისტრო, ორივე ავტონომიური რესპუბლიკა და 16 მუნიციპალიტეტი; - 2022 წელს განმეორებით ჩატარდა სამსახურის SAI-PMF შეფასება. შეფასების საშუალო მაჩვენებელმა 3.4 ქულა შეადგინა (მაქსიმალური 4 ქულიდან) და მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (2.2 ქულა) შედარებით. 90 კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა სამსახურის საქმიანობის შედეგები, ასევე, სამსახურის წინაშე არსებული გამოწვევები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. სახელმწიფო დაკავშირებით აუდიტის სამსახურის საფინანსო-საბიუჯეტო ანგარიშის კომიტეტმა დამტკიცებასთან მოამზადა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილულ იქნა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიში და დაამტკიცა საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი. სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიში 12 ივნისს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიში“ და „IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2022 წლისათვის“ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სსიპ საპენსიო სააგენტო პარლამენტს წარუდგენს „სსიპ საპენსიო სააგენტოს 2022 წლიურ ანგარიშს“, ასევე, საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის (გარე აუდიტორი) - შპს „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველო“-ს მიერ IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებულ ფინანსურ ანგარიშგებას 2022 წლისთვის. კომიტეტის სხდომაზე ანგარიში წარმოადგინა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ გაწეული საქმიანობის ანგარიში მოიცავდა ინფორმაციას 2022 წელს სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ, მათ შორის, საპენსიო სქემაში გაწევრიანებისა საოპერაციო და საქმიანობაზე, ფონდის მოცულობაზე, დაგროვებით საპენსიო ასევე, ინფორმაციას სქემაში გაწევრიანების სტატისტიკას, სააგენტოს საოპერაციო საქმიანობას, ნომინალური მფლობელობის ანგარიშების მართვასა და საპენსიო შენატანებზე სარგებლის დარიცხვის შესახებ, დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის პროცესის მართვასა და პენსიებისა და საპენსიო აქტივების გაცემაზე, ასევე, ინფორმაციას საინვესტიციო საქმიანობასა და რისკის კონტროლის სამსახურის საქმიანობის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, ძირითადი სტატისტიკური მონაცემები წარმოდგენილი იყო ცხრილის სახით. სააგენტოს 2022 წლის საქმიანობის ანგარიშთან ერთად წარმოდგენილი იყო საპენსიო სააგენტოს და დაგროვებითი საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგებების დამოუკიდებელი აუდიტორული ფირმის მიერ „IFRS და IPSAS სტანდარტების მიხედვით მომზადებული ფინანსური ანგარიშგება 2022 წლისათვის“. კერძოდ, წარმოდგენილი იყო „საჯარო სამართლის იურიდიული 91 პირის − საპენსიო განმახორციელებელ სააგენტოს 2022 აუდიტორული წლის ფირმის ანგარიშგების შპს გარე აუდიტის „ფრაისუოთერჰაუსკუპერს საქართველოს” მიერ განხორციელებული 2022 წლის საპენსიო სააგენტოს ფინანსური ანგარიშგების აუდიტი IPSAS-ის შესაბამისად და საპენსიო ფონდის ფინანსური ანგარიშგების აუდიტი IFRS-ის შესაბამისად. ასევე, წარმოდგენილი იყო დამოუკიდებელი აუდიტორის შესაბამისი დასკვნები. აღსანიშნავია, რომ სააგენტომ გააძლიერა მმართველობითი სტრუქტურა და საქმიანობის გამჭვირვალობა, კერძოდ, დაიწყო საინვესტიციო პორტფელის შედეგების სააგენტოს ვებ გვერდზე ყოველთვიური გამოქვეყნება, შეიმუშავა ინვესტიციების მართვის კომიტეტის კონცეფცია და ჩამოაყალიბა საინვესტიციო რისკების მონიტორინგის სამსახური. 2022 წლის მონაცემებით საპენსიო სქემის მონაწილეთა დანაზოგებმა მიაღწია 2,9 მილიარდ ლარს, მონაწილეთა რაოდენობამ - 1,3 მილიონს, ამასთან, საინვესტიციო პორტფელის 81.2% განთავსებული იყო ლარში, ხოლო 18.8% უცხოურ ვალუტაში დენომინირებულ აქტივებში. კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა საპენსიო სააგენტოს 2022 წლის ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა საპენსიო სააგენტოსა და საპენსიო ფონდის წინაშე არსებული გამოწვევები, რისკები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა 10 ნოემბერს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა „სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვა“ „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 167-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, სააგენტო პარლამენტს წარუდგენს „სსიპ საპენსიო სააგენტოს 6 თვის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის მიმოხილვას“. კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული საქმიანობის მიმოხილვა წარმოადგინა საპენსიო სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი ჭიჭინაძემ. წარმოდგენილი მიმოხილვა მოიცავდა ინფორმაციას 2023 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საპენსიო სააგენტოს მიერ გაწეული საქმიანობისა და განხორციელებული ღონისძიებების შესახებ, ასევე, დაგროვებითი საპენსიო სქემისათვის მნიშვნელოვან ძირითად სტატისტიკურ მონაცემებს, მათ შორის, ინფორმაციას საპენსიო სქემაში გაწევრიანებისა და ფონდის მოცულობაზე. კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა საპენსიო სააგენტოს 6 თვის საქმიანობის მიმოხილვა. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა საპენსიო 92 სააგენტოსა და საპენსიო ფონდის წინაშე არსებული გამოწვევები, რისკები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში 13 სექტემბერს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი „სსიპ - საზოგადოებრივი მაუწყებლის 2022 წლის ანგარიში“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში, რომელსაც დანართის სახით ერთვის სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022 წლის შიდა აუდიტის დასკვნა. ანგარიში კომიტეტის წევრებსა და დაინტერესებულ საზოგადოებას სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ვასილ მაღლაფერიძემ წარუდგინა. ანგარიში მოიცავს საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით მიღწეულ შედეგებს. ანგარიშში წარმოდგენილია ინფორმაციები საზოგადოებრივი მაუწყებლის სამაუწყებლო პოლიტიკის, პრიორიტეტების, პროგრამებისა და მათი პროგრამათა მწარმოებლების, განრიგის, დამოუკიდებელი საზოგადოებრივი აზრისა და სამაუწყებლო ბაზრის კვლევის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესახებ, ასევე, ორგანიზაციის 2022 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ. სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონის შესაბამისად, ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რაც მისი საქმიანობისათვის საჭირო ფულადი სახსრების ძირითად ნაწილს წარმოადგენს. გარდა სახელმწიფო ასიგნებებისა, საზოგადოებრივი მაუწყებელი, ასევე, გარკვეული ფულადი სახსრების აკუმულირებას ახდენს საკუთარი კომერციული საქმიანობიდან. ანგარიშის თანახმად, „საზოგადოებრივი მაუწყებლის” სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული 2022 წლის მთლიანმა ბიუჯეტმა შეადგინა 80,779,328 ლარი. „საზოგადოებრივი მაუწყებლის” მიერ 2022 წლის განმავლობაში ჯამურად მიღებულმა საკასო შემოსავალმა შეადგინა 124,283,754 ლარი. აქედან, 69,853,000 ლარი შეადგინა სახელმწიფო ასიგნებამ, 49,931,700 ლარი შეადგინა შენობის რეალიზაციიდან მიღებულმა თანხამ, ხოლო - 4,499,054 ლარი კომერციული საქმიანობიდან მიღებულმა შემოსავალმა. 2022 წლის განმავლობაში მაუწყებლის მიერ გაწეულმა ჯამურმა საკასო ხარჯმა შეადგინა 76,392,513 ლარი. 2022 წლის დასაწყისში მაუწყებლის ანგარიშზე აკუმულირებული ფულადი ნაშთი შეადგენდა 93 6,718,668 ლარს, წლის დასასრულს დარჩენილმა საკასო ნაშთმა შეადგინა 54,609,908 ლარი. კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ 2022 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიში. კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით მიღწეული შედეგები, მათ შორის, ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები, ასევე, არსებული გამოწვევები და სხვა აქტუალური საკითხები. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. კომიტეტმა ანგარიშთან დაკავშირებული შენიშვნები წარუდგინა წამყვან კომიტეტს. სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში 21 ივნისს კომიტეტის სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში მონაწილეობასთან დაკავშირებული 2022 წლის ანგარიში“ აღნიშნულ ფონდში სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მონაწილეობა მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლიოგიური სტარტაპ კომპანიებისა და ეკოსისტემის შემდგომ განვითარების ხელშეწყობას მათთვის დაფინანსების მიწოდებით, ასევე თავად სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ საკუთარი გრძელვადიანი ფინანსური მდგრადობის უზრუნველყოფას. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 72 პუნქტის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდს წარმოადგენს 2022 წლის 27 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდი. იმის გათვალისწინებით, რომ 500 Georgia, L.P. ვენჩერულ საინვესტიციო ფონდში სააგენტოს მონაწილეობის შესახებ შეთანხმება დაიდო 2022 წლის 27 დეკემბერს, დროის აღნიშნულ მონაკვეთში საინვესტიციო საქმიანობასთან დაკავშირებული კონკრეტული აქტივობა არ განხორციელებულა. სსიპ - საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 500 Georgia L.P.-ის კაპიტალში მონაწილეობა განსაზღვრულია მაქსიმუმ 5,000,000.00 აშშ დოლარით, რაც მოიცავს აგრეთვე ფონდის საკომისიოსა და სხვა ხარჯებს. თავად ფონდის ჯამურ სამიზნე ზომას წარმოადგენს 20,000,000.00 აშშ დოლარი. „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს წილობრივი მონაწილეობა არ აღემატება ფონდის ჯამური კაპიტალის 25%-ს წილს/ერთეულებს. 94 საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად, ფონდი მისი დახურვის მომენტამდე სააგენტოს მოსთხოვს მხოლოდ იმ რაოდენობით გადარიცხვების განხორციელებას, რაც არ აღემატება ნებისმიერი დროის მონაკვეთში ფონდის გამოშვებული წილის/ერთეულების 25%-ს. ამდენად, უზუნველყოფილი იქნება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა. რაც შეეხება სარგებელს, საინვესტიციო ხელშეკრულების შესაბამისად ამონაგების განაწილება მოხდება კომპანიების წარმატებით მასშტაბირებისა და მათში წილის გაყიდვით მე-5 წლიდან ფონდის თვითლიკვიდაციის ვადამდე. კომიტეტმა გაანალიზა და შეისწავლა წარმოდგენილი ანგარიში. საკომიტეტო განხილვა კითხვა-პასუხის ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა. კომიტეტმა ანგარიშთან დაკავშირებული შენიშვნები წარუდგინა წამყვან კომიტეტს. კანონქვემდებარე აქტების კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმება საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში კომიტეტი მიკუთვნებულ სფეროში ამოწმებდა პარლამენტის გარდამავალი დებულებებით დაწესებულებებისათვის მისი გამგებლობისათვის ნორმატიული აღმასრულებელი განსაზღვრული დავალებების აქტების ხელისუფლების დადგენილ ვადაში შესრულებას. კომიტეტის მიერ შემოწმდა პარლამენტის მიერ მიღებული 9 ნორმატიული აქტის გარდამავალი შესრულების დებულებებით მდგომარეობა. კერძოდ, გათვალისწინებული შესწავლილ და დავალებების გამოთხოვილ იქნა აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებიდან საჭირო ინფორმაციები. მომზადდა შესაბამისი ინფორმაციები, რომლებიც საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად მიეწოდა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ ნორმატიული აქტების გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული დავალებები შესრულებულია. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ შემოწმდა შემდეგი ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული დავალებების შესრულების მდგომარეობა: 1. საქართველოს კანონი „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2288IXმს-Xმპ, 01.12.2022. 2. საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე № 2120-IXმს-Xმპ, 29.11.2022. 3. საქართველოს კანონი „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №1800-IXმს-Xმპ, 09.09.2022. 95 4. საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №1790IXმს-Xმპ, 09.09.2022. 5. საქართველოს კანონი „დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე №2606-XIმს-Xმპ, 22.02.2023. 6. საქართველოს კანონი „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ №2602-XIმსXმპ, 22.02.2023. 7. საქართველოს კანონი „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ №2384-IXმს-Xმპ, 15.12.2022. 8. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ №2138-IXმს-Xმპ, 30.11.2022. 9. საქართველოს კანონი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ №1205-VIIრს-Xმპ, 22.12.2021. წარმომადგენლობითი მიმართულება საერთაშორისო ხელშეკრულებები საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ განხილული საერთაშორისო ხელშეკრულებები: 1. „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ “ შეთანხმება (სავალდებულო; 07-2/207 14.11.2022) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 2. ბანკს 2017 წლის 14 ივნისის „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ N1 წერილ-შეთანხმება (წამყვანი; 07-2/209; 14.11.2022) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 3. „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება“ (წამყვანი, 07-2/231; 13.12.2022) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 4. რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანსა (KfW), მაინის ფრანკფურტი, და საქართველოს, წარმოდგენილს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ (მსესხებელი) შორის სასესხო შეთანხმება (ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურა (ფაზა V) (წამყვანი; 07-2/242 29.12.2022) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 5. „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულება (საქართველო - ზემო სამგორის ირიგაციის პროექტი) (წამყვანი; 072/247 29.12.09.02.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 96 6. „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი (წამყვანი; 07-2/249;16.02.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 7. „საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (აჭარის მყარი ნარჩენების პროექტი- ფაზა II)“ (წამყვანი; 07-2/265; 30.03.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 8. „რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის მე-8 მუხლის ცვლილება (სავალდებულო; 072/271;14.04.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 9. „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მდგრადი სოფლის მეურნეობის, ირიგაციისა და მიწის პროექტი)“ (წამყვანი; 07-2/280; 08.05.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 10. „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (საქართველოს მწვანე და მდგრადი განვითარების პოლიტიკის პირველი ოპერაცია) (წამყვანი; 07-2/281; 08.05.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 11. „ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ შეთანხმების II დანართის (წარმოშობის წესები და ადმინისტრაციული თანამშრომლობის მეთოდები) ცვლილების თაობაზე საქართველოს ევროპის ერთობლივი თავისუფალი კომიტეტის ვაჭრობის N2 2022 ასოციაციის და გადაწყვეტილება“ (სავალდებულო; 07-2/283; 18.05.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 12. „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (წამყვანი; 07-2/284; 25.05.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 13. „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების საქართველოსა (საქართველოს და ევროპის სატრანსპორტო საინვესტიციო კომუნიკაცია ბანკს შორის II)“ და ფინანსური ხელშეკრულების (ბოჭკოვანი ქსელი საქართველოს სოფლებისთვის)“ ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (წამყვანი; 07-2/286;25.05.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 14. „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს ურბანული რეკონსტრუქცია და განვითარება)“ N3“, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (ქუთაისის წყალარინება)“ N2“, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის აღდგენა)“ N2“ და „საქართველოსა და 97 ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია ბ)“ N2“ ცვლილების წერილ-შეთანხმება (წამყვანი; 072/287; 25.05.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 15. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საბერძნეთის რესპუბლიკის ეროვნული თავდაცვის სამინისტროს შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის მოსამსახურეების NATOს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში „ზღვის მცველი“ მონაწილეობისას საბერძნეთის საზღვაო ძალების ხომალდებზე განთავსებასთან დაკავშირებით“ ტექნიკური შეთანხმება. (სავალდებულო; 07-2/301; 16.06.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 16. „2020 წლის 31 აგვისტოს „საქართველოს და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (პროექტი Log-In Georgia)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება (წამყვანი; 07-2/302; 16.06.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 17. „საქართველოს მთავრობასა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას შორის ტექნიკური თანამშრომლობის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (სავალდებულო; 07-2/318; 14.09.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 18. „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითრების ბანკის დამფუძნებელი შეთანხმების ცვლილებები“ (წამყვანი, 07-2/310; 10.08.20223) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 19. „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - ვარდნილისა და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების რეაბილიტაციის პროექტი)“ N3, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზები)“ N1, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო - წყლის ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი), N1, „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს (EIB) შორის ფინანსური ხელშეკრულების (საქართველო -აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალი საინვესტიციო ბანკს შორის II)“ N2, ფინანსური „საქართველოსა ხელშეკრულების და ევროპის (საქართველოს სატრანსპორტო კომუნიკაცია) N2 ცვლილების წერილ-შეთანხმება (წამყვანი, 072/311; 16.08.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 20. „2019 წლის 9 დეკემბრის „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (ჩვეულებრივი ოპერაციები) საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა)“ N1 ცვლილების წერილ-შეთანხმება“ (წამყვანი; 07-2/334; 14.11.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 98 21. „საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (გამსესხებელი) და საქართველოს (მსესხებელი) შორის საკრედიტო რესურსის ჩარჩო შეთანხმება (საქართველოში სარწყავი სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა) (წამყვანი; 07-2/339; 28.11.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 22. „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული სექტორის განვითარების პროგრამა - ქვეპროგრამა 1)“ ირიგაციის (წამყვანი; 07-2/340; 28.11.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია; 23. „საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება (ჩვეულებრივი ოპერაციები) (კლიმატგონივრული ირიგაციის სექტორის განვითარების პროექტი)“ (წამყვანი; 07-2/341; 28.11.2023) კომიტეტის დასკვნა დადებითია. საზოგადოებასთან ურთიერთობა საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ დამუშავებული იქნა მოქალაქეთა 62 მომართვა, სხვადასხვა ორგანიზაციების 246 საქმიანი კორესპონდენცია, 10 საჯარო ინფორმაცია. ასევე შიდა კორესპონდენციები. კომიტეტის აპარატის თანამშრომლების შეხვედრები საქართველოს პარლამენტში შედგა რამდენიმე შეხვედრა შპს შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის „საბუღალტრო აღრიცხვა და აუდიტის“ საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა სხვადასხვა ჯგუფებთან. რომლის დროსაც განხორციელდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატთან სტუდენტების შეხვედრა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომიტეტის საქმიანობის ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებას, როგორიცაა საპარლამენტო ზედამხედველობა და საკანონმდებლო საქმიანობა, აუდიტი და მისი როლი საბიუჯეტო სფეროში. სტუდენტების მხრიდან შეხვედრამ გამოიწვია დიდი ინტერესი და გაგრძელდა კითხვა-პასუხის რეჟიმში. საკანონმდებლო წინადადებები საანგარიშო პერიოდში კომიტეტის მიერ განხილული იქნა 4 საკანონმდებლო წინადადება კერძოდ:  საქართველოს ვანიშვილის „საქართველოს მიერ მოქალაქეების შალვა წარმოდგენილი ბიზნესომბუდსმენის ხაჭაპურიძის საკანონმდებლო შესახებ“ და ზურაბ წინადადება საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადებასთან დაკავშირებით. 99 საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად ცნობა და შესაბამისად ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტის გაუქმება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისს განიხილა საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტი აღნიშნავს, რომ საქართველოს ჰყავს რამდენიმე უფლებადამცველი, რომელთაგან თითოეული ემსახურება კონკრეტულ მიზანს, მათ შორის არის ბიზნესომბუდსმენი, რომელიც ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციებს, იცავს ბიზნესის ინტერესებს და მხარს უჭერს ქვეყანაში სამართლიანი და გამჭირვალე ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას, რაც ბიზნესის განვითარებისა და ეკონომიკური სტაბილურობის შექმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. საკომიტეტო განხილვისას დაფიქსირდა პოზიცია, რომ თუ ინსტიტუტის სრულფასოვნად ფუნქციონირებისათვის არსებობს რაიმე სახის დამაბრკოლებელი გარემოება ან ხარვეზი, საჭიროა მის აღმოფხვრა და არა ინსტიტუტის გაუქმება. სტაბილური და პროგნოზირებადი ბიზნესგარემოს არსებობის მიზნით უმჯობესია ამ დამოუკიდებელი ინსტიტუტის შემდგომი განვითარებასა და გაძლიერებაზე ზრუნვა. ყოველივე ზემოაღნიშნულის მიზანშეწონილად არ მიაჩნია გათვალისწინებით, საკანონმდებლო კომიტეტს წინადადების მიღება და საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება.  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (გენერალური მდივანი დავით მუჯირი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის მატჩებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში ცალკეული საგადასახადო შეღავათების დაწესება. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის 10 მაისს განიხილა საკანონმდებლო წინადადება. კომიტეტი წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ დაჩქარებული მსგავსი წესით შინაარსის განიხილება კანონპროექტი პარლამენტში. ინიცირებულია კერძოდ, და საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან კობიაშვილისა და ირაკლი მეძმარიაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (№07-3/313; 26.04.2023). კანონპროექტი ითვალისწინებს ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირის 2023 წლის 21 წლამდე ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატის 100 ფინალური ეტაპის მატჩებისა და მასთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში ცალკეული საგადასახადო შეღავათების დაწესებას, როგორც შეჯიბრის ორგანიზატორებისათვის, ასევე შეჯიბრში ჩართული სხვა მხარეებისათვის. კომიტეტის მიერ აღნიშნული საკანონმდებლო ინციატივა განხილულ და მხარდაჭერილ იქნა. ყოველივე მიზანშეწონილად ზემოაღნიშნულის არ მიაჩნია გათვალისწინებით, საკანონმდებლო კომიტეტს წინადადების მიღება და საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება.  საქართველოს მოქალაქე ზურაბ ვანიშვილის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „საგადასახადო ამნისტია 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე“ საკანონმდებლო წინადადებით შემოთავაზებულია, რომ 2012 წლის 31 დეკემბრამდე პერიოდზე გამოცხადდეს საგადასახადო ამნისტია. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2023 წლის 13 სექტემბერს განიხილა საკანონმდებლო წინადადება. წინადადება არ მოიცავს დასაბუთებას, არ არის განსაზღვრული ამნისტიის პირობები, მისი მოქმედების არეალი და პირთა წრე ვისზეც შესაძლებელია იგი გავრცელდეს. ამასთან აღსანიშნავია, რომ წინა წლებში საგადასახადო დავალიანების ამნისტიასთან (ჩამოწერასთან) დაკავშირებით სხვადასხვა პერიოდზე არაერთი ცვლილება განხორციელდა საგადასახადო კოდექსში, ბოლოს 2018 წელს განხორციელებული ცვლილებით კი 2013 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე არსებული საგადასახადო დავალიანების ჩამოწერის შესაძლებლობა არსებობს. აღნიშნული ნორმით 70 ათასამდე გადასახადის გადამხდელს ჯამში ჩამოეწერა 3.8 მლრდ ლარზე მეტი ოდენობის საგადასახადო დავალიანება. ყოველივე მიზანშეწონილად ზემოაღნიშნულის არ მიაჩნია გათვალისწინებით, საკანონმდებლო კომიტეტს წინადადების მიღება და საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება.  საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება - „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს 101 კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების მსგავსი შინაარსის კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულია და განიხილება პარლამენტში. კერძოდ, საქართველოს მთავრობის მიერ ინიციატივის წესით საკანონმდებლო წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები: „ფინანსურ კონგლომერატში შემავალი რეგულირებული საწარმოების დამატებითი ზედამხედველობის შესახებ“, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონის პროექტის - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07- 2/312; 18.08.2023). კომიტეტის მიერ აღნიშნული საკანონმდებლო ინციატივა განხილულ და მხარდაჭერილ იქნა. ყოველივე მიზანშეწონილად ზემოაღნიშნულის არ მიაჩნია გათვალისწინებით, საკანონმდებლო წინადადების კომიტეტს მიღება და საკანონმდებლო პროცესის გაგრძელება. საერთაშორისო თანამშრომლობა ევროკავშირის Twinning-ის პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ ევროკავშირის დაძმობილების პროექტის „საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის გაძლიერება“ ფარგლებში აუდიტის ჯგუფის წევრები სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ნიდერლანდების სამეფოს ქვედა და ზედა პალატებში. აუდიტის ჯგუფის მიერ აუდიტის ანგარიშების განხილვა და რეკომენდაციების მონიტორინგის სისტემა(ARIS) ნიდერლანდების ქვედა პალატის საჯარო სახსრების კომიტეტის სხდომაზე შეფასებული იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა. პარლამენტის წევრის საბიუჯეტო კალენდარი ევროკავშირის Twinning-ის პროექტის მხარდაჭერით კომიტეტმა დაიწყო მუშაობა პარლამენტის წევრის საბიუჯეტო კალენდრის შედგენაზე, მიზანია პარლამენტის წევრებისა და სხვა რომლის დაინტერესებული პირებისათვის მარტივი და გასაგები ფორმით იქნეს მიწოდებული ინფორმაცია საბიუჯეტო პროცესზე, კერძოდ: სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის წარდგენის, განხილვის, დამტკიცების, ბიუჯეტის შესრულების, ანგარიშგებისა და კონტროლის საკვანძო თარიღების შესახებ, ასევე კალენდარში მოცემული იქნება ინფორმაცია საბიუჯეტო 102 პროცესებთან დაკავშირებული სხვა ყველა მნიშვნელოვანი თარიღის შესახებ, შესაბამისი განმარტებებით. აღნიშნულ კალენდარზე მუშაობა დასრულდება მიმდინარე წელს. საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრები  სეკიურიტიზაციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტი ( შემდგომში ფასიან „ქაღალდებად გარდაქმნის შესახებ“ კანონპროექტი) გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით 10 მაისს გამართა საჯარო-კერძო დიალოგი სეკიურიტიზაციის შესახებ კანონპროექტზე. საჯარო-კერძო დიალოგის მიზანი იყო სეკიურიტიზაციის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა პარლამენტის წევრებთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ეროვნულ ბანკსა და კერძო სექტორთან ერთად. შეხვედრაზე წარდგენილ იქნა სეკიურიტიზაციის შესახებ კანონპროექტის საკომუნიკაციო დოკუმენტი, რომელიც გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ექსპერტმა თამთა ივანიშვილმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან, ეროვნულ ბანკთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამასთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა. საჯარო-კერძო დიალოგის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა კანონის პროექტის ძირითადი ასპექტები, ახალი პროცედურები, ინსტრუმენტები და კანონპროექტის ხარჯ-სარგებლობის ანალიზი.  ვორკშოპი დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელმა საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან ერთად, USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით, ასევე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და ეროვნულ ბანკთან თანამშრომლობით დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ 103 საქართველოს კანონპროექტის განხილვის ფარგლებში, 30 მაისს სამუშაო შეხვედრა გამართა. აღნიშნული კანონპროექტი ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას უწყობს ხელს. კანონპროექტი აწესრიგებს ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ჩარჩოს, რის შედეგადაც ინვესტორების საკუთრების უფლების დაცვა უფრო მეტად გარანტირებული იქნება. შეხვედრები გაიმართა USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის საგრანტო აქტივობის ფარგლებში: „საქართველოს პარლამენტში საჯარო-კერძო დიალოგის პლატფორმის მდგრადობის მხარდაჭერა და შესაძლებლობების გაზრდა“, რომელსაც ახორციელებს გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელი საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით. შეხვედრების განხილვამდე მიზანი იყო, სრულყოფილი წინასწარ, კანონპროექტის და ამომწურავი ინფორმაციის დიდი გამოხმაურება ჰქონდა. მიღება, რისი ტრადიციაც კომიტეტს აქვს. აღნიშნულ განხილვებს მონაწილეობდნენ: განხილვებში პარლამენტის წევრები, საერთაშორისო ორგანიზაციების, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები და ექსპერტები. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დემოკრატიული მმართველობა აუდიტის ჯგუფი თანამშრომლობს USAID-ის „საჯარო მმართველობის პროგრამასთან“ (National Governance Program 2022-2027), რომელიც ხელს უწყობს აუდიტის ჯგუფს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის გაუმჯობესებაში. პროგრამის ორგანიზებით მიმდინარე წლის ივლისში გაიმართა გასვლითი შეხვედრა აუდიტის ჯგუფის წევრების, გენერალური აუდიტორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და აუდიტორების შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა მონაწილეობით. რეკომენდაციების მონიტორინგის სისტემური გამოწვევები. გარდა ამისა, USAID-ის პროგრამის ხელშეწყობით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატში სტაჟირებას გადიან კონკურსის წესით შერჩეული წარმატებული სტუდენტები, რომელებიც ორგანიზაციული და შინაარსობრივი თვალსაზრისით დახმარებას უწევენ კომიტეტის აპარატს აუდიტის ჯგუფის სხდომების, სათანადო დოკუმენტაციის მომზადებასა და რეკომენდაციების მონიტორინგის განხორციელებაში. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში შემდგარი შეხვედრები - 18 იანვარი 2023 104 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საქართველოში ევროკავშირის ელჩს პაველ ჰერჩინსკის შეხვდა. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე პაატა კვიჟინაძე. ირაკლი კოვზანაძემ ელჩს კომიტეტის ფუნქციები და მიმდინარე წლის გეგმები გააცნო. საუბარი შეეხო 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებს, ქვეყნის მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, მონეტარულ სტაბილურობას, საფინანსოსაბანკო სისტემის მდგრადობას. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ბოლო ორი წელია ქვეყანას ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს. „ვფიქრობ, რომ 2023 წელი საქართველოს ეკონომიკისთვის შემდგომი ზრდის წელი იქნება“, - განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ. შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭროეკონომიკური ურთიერთობების და საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობას და პერსპექტივებს. ირაკლი კოვზანაძემ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტზეც ისაუბრა, რომელიც კომიტეტმა გასულ წელს დაიწყო. აღინიშნა, რომ TWINNING-ის ორწლიანი პროექტი გააძლიერებს საპარლამენტო ზედამხედველობას საჯარო ფინანსებზე და ამ კუთხით, ევროპული მრავალწლიანი გამოცდილება მნიშვნელოვანია. - 16 თებერვალი 2023 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის მისიის ხელმძღვანელს, ჯეიმს ჯონსა და მისიის სხვა წევრებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, საფინანსო, საბანკო და საბიუჯეტო საკითხებში. ირაკლი კოვზანაძემ სტუმრებს კომიტეტის საქმიანობის 2023 წლის პრიორიტეტები გააცნო. ითქვა, რომ მიმდინარე წელი საფინანსოეკონომიკური თვალსაზრისით საკმაოდ დატვირთული იქნება. პარლამენტში გამართულ შეხვედრას სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა. - 28 თებერვალი 2023 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და USAID-ის პროექტის - „საჯარო მმართველობის პროგრამის“ წარმომადგენლებს შეხვდა. 105 სამუშაო შეხვედრაზე სამომავლო გეგმები განიხილეს. როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, მოხარულია, რომ USAID-თან თანამშრომლობის ახალი ეტაპი იწყება. „წლების განმავლობაში, ამერიკულ პროექტთან ერთობლივი მუშაობის შედეგად, არაერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა კომიტეტის კანონშემოქმედებითი და საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერებისთვის“, - აღნიშნა ირაკლი კოვზანაძემ. USAID-ის პროექტთან „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა“ (GGI) თანამშრომლობით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა ფინანსური ზედამხედველობის გზამკვლევი, კომიტეტის სტრატეგია, სამოქმედო გეგმა და სხვა პრუდენციული დოკუმენტები მოამზადა. - 21 მარტი 2023 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო პირველი მოადგილე პაატა კომიტეტის თავმჯდომარის კვიჟინაძე ევროკავშირის პროგრამის „ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება (EU4 Economic Governance and Fiscal Accountability)“ შემფასებელი მისიის ექსპერტს მაიკ ლიკის შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტისთვის განსაზღვრული ინდიკატორების შესრულების და შეფასების საკითხები, აგრეთვე, საჯარო ფინანსების მართვის გაუმჯობესების კუთხით კომიტეტის მიერ დაგეგმილი სამომავლო აქტივობები. ექსპერტმა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს და კომიტეტთან არსებულ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფს მიღწეული წარმატება - სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების (PEFA) 2022 წლის საერთაშორისო კვლევის შედეგად მიღებული უმაღლესი (A) შეფასება მიულოცა. პაატა კვიჟინაძის განცხადებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ინტენსიურ მუშაობას გააგრძელებს იმ საკანონმდებლო და საზედამხედველო საკითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს მიერ ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით დადგენილი აქტივობებისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებისთვის განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელებას. - 20 აპრილი 2023 ბოლნისის, დმანისის, წალკისა და თეთრიწყაროს მაჟორიტარი გოგი მეშველიანი საქართველოს საპატრიარქოს წმ. იოანე ბოლნელის სახელობის სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბის „ცვლილებების პიკი/Peak of changes” მოსწავლეებს და მათ პედაგოგებს შეხვდა. 106 გოგი მეშველიანმა მოსწავლეებს ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ვითარების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა და პარლამენტის საქმიანობის შესახებ ესაუბრა. მოსწავლეები სხვადასხვა საკითხთან ერთად ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში ახალგაზრდების ჩართულობით დაინტერესდნენ. „მოსწავლეებთან შეხვედრა საინტერესო იყო. ახალგაზრდებს ვესაუბრე საპარლამენტო საქმიანობაზე. ისინი განსაკუთრებით საკანონმდებლო და საზედამხედველო საქმიანობით დაინტერესდნენ. ვუპასუხე მათთვის საინტერესო კითხვებს, რომლებიც ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებს ეხებოდა, მათ შორის, ახალგაზრდების პერსპექტივას, მათი განვითარების შესაძლებლობებს, განვითარების ახალგაზრდების გზებს. საუბარი დასაქმებას, შეეხო ასევე ასევე ზოგადად, მაჟორიტარულ ქვეყნის საქმიანობას, დეცენტრალიზაციას, თვითმმართველობების და ადგილობრივი საზოგადოების განვითარებითვის საჭირო გზებს“, - განაცხადა შეხვედრის შემდეგ გოგი მეშველიანმა. - 25 აპრილი 2023 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე TWINNG პროექტის ადგილობრივ კოორდინატორს სიუზან ნოლანს შეხვდა. ევროკავშირის ორწლიანი TWINNG პროექტი - „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ საქართველოს პარლამენტმა 2022 წელს დაიწყო. სამუშაო შეხვედრაზე განხორცილებული ღონისძიებები და პროექტით გაწერილი აქტივობები განიხილეს. როგორც პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, კომიტეტი კვლავაც აქტიურად იქნება ჩართული პროექტის ზედამხედველობის განხორციელებაში. გაძლიერება მისი მნიშვნელოვანი თქმით, საპარლამენტო კომპონენტია კომიტეტის საქმიანობისთვის და ამ მხრივ საინტერესოა ევროპული გამოცდილების გაზიარება. TWINNG-ის პროექტი, გარდა საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერებისა, მოიცავს საბიუჯეტო პროცესში კომუნიკაციის გაუმჯობესებას ძირითად აქტორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. „ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების ორწლიანი (TWINNING-ის) პროექტის“ ბენეფიციარები არიან საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი. პარლამენტში გამართულ შეხვედრას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის საჯარო ფინანსების პროგრამის მენეჯერი ირაკლი ხმალაძე ესწრებოდა. - 26 აპრილი 2023 107 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში სელიმ ჩაკირს შეხვდა. შეხვედრაზე პაატა კვიჟინაძემ სელიმ ჩაკირს კომიტეტის საქმიანობის 2023 წლის პრიორიტეტები გააცნო. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს სსფ-თან მიმდინარე სამწლიან პროგრამაზე (Stand-By Arrangement). კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა აღნიშნული პროგრამის მნიშვნელობას ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობის საქმეში. სელიმ ჩაკირის განცხადებით, საქართველო რეგიონში გამორჩეულად მოწინავე ქვეყანაა პროგრამის შესრულების კუთხით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ და სსფს მუდმივმა წარმომადგენელმა საქართველოში სამომავლოდ აქტიური თანამშრომლობისთვის მზადყოფნა გამოთქვეს. - 2 მაისი 2023 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურს მიულოცა 10 წლის იუბილეს! საქართველოში წელს უკვე მეორედ აღინიშნება დაზღვევის დღე. - 3 მაისი 2023 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს უმასპინძლა. რასაც წინ უძღოდა, წინა კვირას, პაატა კვიჟინაძის და სელიმ ჩაკირის შეხვედრა, რომელიც საქართველოში სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელია. სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს მაკროეკონომიკური სტაბილურობა, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, ინფლაცია, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა და სამომავლო გეგმები. საუბარი ასევე შეეხო კომიტეტის საქმიანობის 2023 წლის პრიორიტეტებს. მთავარი აქცენტი გაკეთდა საქართველოსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე პროგრამაზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. - 30 მაისი 2023 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა „დემატერიალიზებული ფასიანი ქაღალდების ფლობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა, საჯარო-კერძო დიალოგის საპარლამენტო პლატფორმის ფარგლებში, 108 გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელთან თანამშრომლობითა და USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მხარდაჭერით. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ აღნიშნა, კანოპროექტის მიღებით მოწესრიგდება ფასიანი ქაღალდების ფლობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ჩარჩო და გარანტირებული იქნება ინვესტორების საკუთრების უფლების დაცვა. მისი თქმით, ახალი კანონმდებლობა კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ქვეყანაში კაპიტალის ბაზრების განვითარებისთვის. - 20 ივლისი 2023 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კვიჟინაძე ონლაინ ფორმატში შეხვდა საერთაშორისო თავმჯდომარე პაატა სავალუტო ფონდის მისიას ჯეიმს ჯონის ხელმძღვანელობით. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს მაკროეკონომიკურ სტაბილურობას, ფისკალურ და მონეტარულ პოლიტიკას, ინფლაციას, რეფინანსირების განაკვეთს, საბანკო სექტორში არსებულ მდგომარეობას და სსფ-ს პროგრამის დამტკიცების საკითხებს. აღინიშნა, რომ როგორც საქართველოსთვის, ისე საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის მნიშვნელოვანია ორმხრივი მჭიდრო თანამშრომლობა, რაც მომავალშიც გაგრძელდება. - 20 ივლისი 2023 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის და დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პაატა კვიჟინაძის ხელმძღვანელობით, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებს სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა დავით ონოფრიშვილმა დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის 2022 წლის ანგარიში, 2023 წლის 5 თვის შედეგები და სამომავლო გეგმები გააცნო. სხდომაზე საუბარი შეეხო სადაზღვევო სექტორის გამოწვევებსაც. საბჭოს წევრებმა იმსჯელეს პრობლემების მოგვარების გზებზეც. შეხვედრას ესწრებოდნენ სამეთვალყურეო საბჭოს წევრები: ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე და საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, ასევე დაზღვევის 109 სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი დავით ონოფრიშვილი და ამ სამსახურის სხვა წარმომადგენლები. - 24 ივლისი 2023 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს(USAID) მხარდაჭერით, სახელმწიფო საჯარო აუდიტის მმართველობის სამსახურის პროგრამის წარმომადგენლებთან გასვლითი სამუშაო შეხვედრა გამართა. კომიტეტის წევრებმა გენერალური აუდიტორისგან და სამსახურის დეპარტამენტების წარმომადგენლებისგან მიმდინარე და დაგეგმილ აქტივობებთან დაკავშირებით ინფორმაცია მოისმინეს. საფინანსო-საბიუჯეტო კვიჟინაძის განაცხადებით, კომიტეტის პარლამენტის თავმჯდომარის პაატა ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობაა და ამ საკითხში ძალიან დიდი როლი აქვს აუდიტის სამსახურს. მისი თქმით, აღნიშნული ფორმატის შეხვედრები კიდევ უფრო ეფექტიანს ხდის კომიტეტსა და აუდიტის სამსახურს შორის თანამშრომლობას. „ამ სამუშაო შეხვედრის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა მოვისმინოთ დღის წესრიგით გათვალისწინებული საინტერესო თემები, ჩავერთოთ დისკუსიებში, გავცვალოთ ცოდნა, გამოცდილება და გავუზიაროთ მოსაზრებები ჩვენი საერთო ინტერესის - საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის გასაძლიერებლად“, - აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ. კომიტეტის თავმჯდომარემ USAID-ს ღონისძიების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა. 09 აგვისტო 2023 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კვიჟინაძე უნგრეთის პარლამენტის კომიტეტის საბიუჯეტო თავმჯდომარე პაატა საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, სანდორ კოვაჩს, უნგრეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ანა მარია შიკოს და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მრჩეველს ევროინტეგრაციის საკითხებში ლილა საქართველოსა უნგრეთს მაკკეის შეხვდა. შეხვედრაზე ურთიერთობებისა საუბარი და შეეხო თანამშრობლობას, და განსაკუთრებით, შორის საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. პაატა კვიჟინაძემ მადლობა გადაუხადა უნგრეთს საქართველოს მხარდაჭერისთვის ევროინტეგრაციის გზაზე. 110 ხაზი გაესვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების და საინვესტიციო შესაძლებლობების კიდევ უფრო გაფართოების მნიშვნელობას და პერსპექტივებს. შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობასა და გამოცდილების გაზიარებაზე შეთანხმდნენ. - 6 სექტემბერი 2023 პარლამენტმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის „საჯარო ზედამხედველობის გაძლიერება“ და ფინანსებზე ეკონომიკური საპარლამენტო თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის(OECD) ერთობლივი ორგანიზებით, დაძმობილების პროექტის შუალედურ ღონისძიებას უმასპინძლა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მიესალმა დელეგატებს და ხაზგასმით აღნიშნა ამ შეხვედრის პოტენციალი საქართველოში საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით. პარლამენტის თავმჯდომარემ საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობის მიმართულებით ბოლო ათწლეულში განხორციელებული რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესზე, ასევე, ბიუჯეტის მიღებასა და მის შესრულებაზე, საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერების მიმართულებით არსებულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, ეს არის საჭირო პროექტი საჭირო დროს, რადგან საქართველო ცდილობს ევროპულ ყაიდაზე ინსტიტუციური სისტემის და პროცედურების მოწყობას. მისი თქმით, ბიუჯეტის მიღება და მის შესრულებაზე ზედამხედველობა პარლამენტის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებამოსილებაა. მან მადლობა გადაუხადა ევროკავშირის დაძმობილების პროექტს და ეკონომიკური თანამშრომლობისა საინტერესო შესაძლებლობისთვის და და განვითარების საბიუჯეტო ოფისის ორგანიზაციას გუნდს გაწეული საქმიანობისთვის. - 13 სექტემბერი, 2023 საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტის განმახორციელებელი აუდიტორული ფირმის შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა. საკონკურსო კომისიამ, რომელსაც პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე ხელმძღვანელობს, კონკურსში მონაწილე კომპანიების ტექნიკური წინადადებები გახსნა. კონკურსში მონაწილეობას დიდი ოთხეულიდან სამი აუდიტორული კომპანია იღებს:Deloitte and TOUCHE LLC, EY Georgia და KPMG Georgia. 111 - 4 ოქტომბერი, 2023 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო საბჭოს წევრებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პოლიტიკაზე, საინვესტიციო პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. შეხვედრას ესწრებოდნენ: საინვესტიციო საბჭოს თავმჯდომარე ოლივიერ რუსსო, საბჭოს ვიჰერკენტა, წევრები: ჟან-ფრედერიკ ასევე, საპენსიო პოლსენი, მაიკლ სააგენტოს რიდლი, ტიმო დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ჭიჭინაძე და უფროსი საინვესტიციო ოფიცერი გიორგი მელიქიძე. - 23 ოქტომბერი, 2023 ჰააგაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, კომიტეტის წევრები და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის უფროსი ნიდერლანდების წარმომადგენლობით პალატაში პარლამენტის წევრებს, მათ შორის -საჯარო ხარჯების კომიტეტის თავმჯდომარეს და მის წევრებს შეხვდნენ. - 24 ოქტომბერი, 2023 ჰააგაში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრებმა და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა სამუშაო ვიზიტი ფარგლებში შეხვედრები გამართეს ნიდერლანდების საკანონმდებლო ორგანოში. - 25 ოქტომბერი, 2023 ჰააგაში, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, კომიტეტის წევრებმა და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელმა ნიდერლანდების წარმომადგენლობით პალატასა და სენატში მაღალი რანგის შეხვედრები გამართეს, რომლის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე. - 28 ოქტომბერი 2023 საქართველოს ნიდერლანდების თავმჯდომარე პარლამენტის სამეფოში, დელეგაციის რომელსაც ხელმძღვანელობდა, სამუშაო ვიზიტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის ნიდერლანდების ვიცე-პრემიერთან და 112 ფინანსთა მინისტრთან შეხვედრით დასრულდა, სადაც ორ ქვეყანას შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და საქართველოს ევროპული დღის წესრიგი განიხილეს. საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძე, კომიტეტის წევრები (აუდიტის ჯგუფი): გოგი მეშველიანი, ბეჟან წაქაძე, ირაკლი ზარქუა, ბექა ლილუაშვილი, რომან გოცირიძე და საბიუჯეტო ოფისის ხელმძღვანელი ანდრია გვიდიანი ნიდერლანდების სამეფოში ევროკავშირთან დაძმობილების პროექტის „საჯარო ფინანსებზე საჯარო ზედამხედველობის გაუმჯობესება“ ფარგლებში იმყოფებოდნენ. ჰააგაში ნიდერლანდების წარმომადგენლობით პალატასა და სენატში მაღალი რანგის შეხვედრები გაიმართა, სადაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესზე და ამ კუთხით მიღწეულ პროგრესზე გამახვილდა ყურადღება. პროფილურ საკითხებზე შეხვედრები გაიმართა ნიდერლანდების აუდიტის სამსახურის, სახელმწიფო საბჭოს, ეროვნული ბანკის, სტატისტიკის სამსახურის პირველ პირებთან. ასევე, საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს ფინანსური ბაზრების ზედამხედველობის სამსახურში. ვიზიტი წარმატებულად შეაფასა საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ. როგორც პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, მაშინ, როცა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია ასეთი მაღალი დონის შეხვედრები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. „ყველა გამოვყოფდი შეხვედრა საინტერესო ნიდერლანდების და მთავრობის საქმიანი იყო. განსაკუთრებით ვიცე-პრემიერთან, ფინანსთა მინისტრთან შეხვედრას, სადაც მთავარი თემა საქართველოს ევროპული დღის წესრიგი იყო. უნდა აღინიშნოს, რომ ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ყველა წევრი ერთ პოზიციაზე იყო", აღნიშნა პაატა კვიჟინაძემ და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა TWINNG-ის პროექტის ხელმძღვანელობას აღნიშნული შეხვედრების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის. - 8 ნოემბერი, 2023 პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ ბანკირის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებაზე პროფესიული დამსახურებისთვის სებ-ისა და კომერციული ბანკების თანამშრომლები დააჯილდოვეს. - 4 დეკემბერი, 2023 113 ნიდერლანდების საბიუჯეტო სამეფოში, კომიტეტის წარმომადგენლობითი საქართველოს წევრების პალატის პარლამენტის ვიზიტს, საჯარო ხარჯების საფინანსო- ნიდერლანდების კომიტეტის სხდომაზე გამოეხმაურნენ. კომიტეტის თავმჯდომარე იუსტ სნელერი საქართველოს პარლამენტის აუდიტის ჯგუფის საქმიანობას საუკეთესო პრაქტიკად მიიჩნევს. მან ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის საჯარო ხარჯების კომიტეტის წევრებს გაუზიარა ინფორმაცია და აღნიშნა: „როგორც ინფორმაციას წამყვანი კომიტეტი საქართველოს შესახებ, აღნიშნულ რომლის საკითხში გიზიარებთ საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით იმყოფებოდა ჩვენთან- საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იხილავს სახელმწიფო გაითვალისწინოთ აუდიტის აღნიშნული სამსახურის ყველა ანგარიშს. ინფორმაცია მომდევნო გთხოვთ საპარლამენტო პერიოდისთვის. დავამატებ, ასევე, რომ საქართველოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი იყენებს ყველა სახის თანამედროვე სისტემებს აუდიტის ანგარიშების რეკომენდაციების მონიტორინგისთვის. ამ საკითხს დავუბრუნდები მოგვიანებით“. - 05 დეკემბერი 2023 პაატა კვიჟინაძემ TWINNG-ის პროექტის ფარგლებში შეხვედრა გამართა. საქართველოს თავმჯდომარე პაატა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კვიჟინაძე ნიდერლანდების ფინანსთა და კომიტეტის ეკონომიკის აკადემიის უფროს მრჩეველს ვიმ საიკერს, ნიდერლანდების სახელმწიფო საბჭოს მთავარ მრჩეველს ლუკა ბასტიანს და ავსტრიის პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს ჰელმუტ ბერგერს შეხვდა. სამუშაო შეხვედრა TWINNG-ის პროექტის ფარგლებში გაიმართა, რომელზეც საქართველოში ფისკალური საბჭოს ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს. ინსტიტუციური გაძლიერების მიმართულება ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ TWINNING ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის პროგრამის „ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება (EU4 Economic Governance and Fiscal Accountability) ფარგლებში 2022 წლის ივნისიდან 2024 წლის ივნისამდე განხორციელდება. პროექტის მიზანია ფისკალური მმართველობის გაძლიერება გაუმჯობესებული საბიუჯეტო პროცესით, გარე აუდიტით, დამოუკიდებელი 114 მონიტორინგით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობით. ევროკავშირის დაძმობილების პროექტის პარტნიორები საქართველოს პარლამენტის მხრიდან არიან: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და საბიუჯეტო ოფისი, ხოლო ევროკავშირიდან: ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური აკადემია, ნიდერლანდების პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტი. დაძმობილების პროექტი ორი კომპონენტისგან შედგება: 1. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობის გაუმჯობესება ინსტიტუციური შესაძლებლობებისა და ხილვადობის გაზრდით და 2. პარლამენტის საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის კომუნიკაციის გაუმჯობესება საბიუჯეტო პროცესის ძირითად მონაწილეებთან. კომპონენტი 2: პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის კომუნიკაციის გაუმჯობესება საბიუჯეტო პროცესის ძირითად მონაწილეებთან თავის მხრივ მოიცავს ორ ქვეკომპონენტს: 2.1 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის პარლამენტის ეფექტიანობის კომიტეტებთან გაზრდა და და სხვა ინსტიტუტებთან თანამშრომლობის 2.2 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლობის გაუმჯობესება მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან. პროექტის დასასრულისთვის 2024 წლის ივნისისათვის 2.1 ქვეკომპონენტის ფარგლებში დაგეგმილია 8 მიზნის, ხოლო 2.2 ქვეკომპონენტის 4 მიზნის მიღწევა. კერძოდ, 2.1 ქვეკომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი მიზნების განხორციელება: 2.1.1 სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ საპარლამენტო რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის გაუმჯობესება; 2.1.2 საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით პარლამენტის მიმართ ეროვნული ბანკის ანგარიშვალდებულების გაუმჯობესება; 2.1.3 საჭიროებათა მატრიცა, რომელიც განსაზღვრავს საბიუჯეტო პროცესის ყველა ეტაპზე ჩართულ შესაბამის ორგანოებს; 2.1.4 დამოუკიდებელ ინსტიტუტებზე ზედამხედველობის გაძლიერება; 2.1.5 საბიუჯეტო პროცესში ჩართული საპარლამენტო კომიტეტების წილი, რომლებმაც ტრენინგი საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით გაიარეს; 2.1.6 ზედამხედველობის ეფექტიანობისა და გამჭვირვალობის გაზრდის მიზნით დამოუკიდებელი ორგანოების ანგარიშების ანალიზი; 2.1.7 ფისკალური სტრატეგიის, ფისკალური რისკების, ბიუჯეტის შესრულების, საშუალო ვადიანი საბიუჯეტო ჩარჩოს, აუდიტის ანგარიშების და სხვა საკითხების სისტემატიურად განხილვის უზრუნველყოფის მიზნით, შესწორებული საპარლამენტო კალენდრის პროექტის მომზადება, 115 2.1.8 საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის სისტემის შესახებ გაიდლაინის მომზადება, რომლის გამოყენებაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეეძლება. ხოლო, 2.2 ქვეკომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი მიზნების განხორციელება: 2.2.1 სამოქალაქო საზოგადოების გათვალისწინების მიზნით, ორგანიზაციების საბიუჯეტო მოსაზრებების პროცესში ჩართულობის ინსტიტუციონალიზებული მექანიზმების დანერგვა; 2.2.2 პარლამენტში ბიუჯეტის შედგენის ყველა ეტაპზე სამოქალაქო საზოგადოების ეფექტიანი ჩართულობის გაუმჯობესება; 2.2.3 სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობის შესახებ ანგარიშის შემუშავება; 2.2.4 პარლამენტში, საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებულ საკითხებზე, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის ტრენინგებისა და/ან მათთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება; 2022 წლის ივნისიდან 2023 წლის დეკემბრის ჩათვლით თვინინგის პროექტისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლობით კომპონენტი 2-ის ფარგლებში სულ განხორციელდა 18 აქტივობა. მათ შორის 2022 წელს 8 აქტივობა:  პარლამენტის რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის თემასთან დაკავშირებით ნიდერლანდების პარლამენტისა და ფინანსური აკადემიის ექსპერტების მონაწილეობით განხორციელდა 1 ონლაინ შეხვედრა და 2 ვიზიტი საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ოქტომბერში (მიზანი 2.1.1);  საბიუჯეტო პროცესში მონაწილე ორგანიზაციების საჭიროებათა მატრიცის შესამუშავებლად განხორციელდა პროექტის ექსპერტების 1 ვიზიტი საქართველოს პარლამენტში 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში (მიზანი 2.1.3)  საბიუჯეტო ზედამხედველობის საკითხებზე საპარლამენტო კომიტეტების აპარატის წარმომადგენლებისთვის გაიმართა 1 ონლაინ შეხვედრა და 2 ტრენინგი (მიზანი 2.1.5);  სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საბიუჯეტო პროცესში ჩართულობის ინსტიტუციონალიზირებული მექანიზმების დანერგვის მიზნით 1 ვიზიტი თბილისში. აღნიშნულ პერიოდში პროექტის ექსპერტებმა გამართეს შეხვედრების სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან, მაგ: ეროვნული ბანკთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, სამინისტროებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსა და საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან. დაძმობილების პროექტის ექსპერტების მიერ საანგარიშო პერიოდისთვის შემუშავებულ იქნა მისიის 2 ანგარიში გაუმჯობესების რეკომენდაციების ჩათვლით: 1.სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის მიერ საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის რეკომენდაციების 116 მონიტორინგის გაუმჯობესება და 2. საქართველოს საბიუჯეტო პროცესში ძირითადი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაუმჯობესება. დაძმობილების პროექტის მე-2 კომპონენტის „პარლამენტის საფინანსო- საბიუჯეტო კომიტეტის კომუნიკაციის გაუმჯობესება საბიუჯეტო პროცესის ძირითად მონაწილეებთან“ ფარგლებში 2023 წელს 10 აქტივობა განხორციელდა: 1. 2023 წლის თებერვალში ნიდერლანდების ეროვნული ბანკისა და წარმომადგენლობითი პალატის ექსპერტების მონაწილეობით გაიმართა სემინარი თემაზე „ეროვნული ბანკის ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ექსპერტების მიერ შემუშავდა შესაბამისი რეკომენდაციები (მიზანი 2.1.2); 2. დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან თანამშრომლობის განხორციელდა ნიდერლანდების გაძლიერება წარმომადგენლობითი - პალატის ექსპერტთა ვიზიტი 2023 წლის მაისში. ექსპერტებმა შეხვედრები გამართეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან, ეროვნულ ბანკთან ინსტიტუტებთან ექსპერტებმა და ფინანსთა თანამშრომლობის საფინანსო-საბიუჯეტო სამინისტროსთან. დამოუკიდებელ გაძლიერების თავლსაზრისით კომიტეტს წარუდგინეს მისიის ანგარიში რეკომენდაციების ჩათვლით (მიზანი 2.1.4); 3. 2023 წლის მაისში, ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის ექსპერტთა ვიზიტის ფარგლებში განხორციელდა მიმოხილვა ზედამხედველობისა და ეფექტიანობის დოკუმენტების გაზრდის მიზნით. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლები გაეცნენ დიუზენბერგის მეთოდს (მიზანი 2.1.6); 4. სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, ნიდერლანდების წარმომადგენლობითი პალატის ექსპერტებმა 2023 წლის მაისში სამუშაო შეხვედრები და ვორკშოპი გამართეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლების და კომიტეტს წარუდგინეს რეკომენდაციების ანგარიში (მიზანი 2.2.3); 5. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თანამშრომლობის გაუმჯობესება მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნიდერლანდების ფინანსთა სამინისტროს და ფინანსთა აკადემიის ექსპერტებმა 2023 წლის ივნისში კომიტეტის აპარატს მოქალაქეებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან კომუნიკაციის ნიდერლანდური გამოცდილება გაუზიარეს (მიზანი 2.2.2); 6. 2023 წლის ივლისში განხორციელდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის 10 თანამშრომლის სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდებში. სასწავლო ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ნიდერლანდების საჯარო ფინანსების მართვის საკითხებზე მომუშავე ყველა მნიშვნელოვანი დაწესებულებების წარმომადგენლებთან, მაღალი რანგის ექსპერტებთან. 117 კერძოდ, შეხვედრები ნიდერლანდების და ფინანსთა საქმიანი ვიზიტები სამინისტროში, განხორციელდა: ფინანსთა აკადემიაში, ნიდერლანდების პარლამენტის ქვედა და ზედა პალატაში და უმაღლეს აუდიტორულ ორგანიზაციაში (მიზანი 2.1.9); 7. 2023 წლის სექტემბერში თბილისში გაიმართა ტრენერთა ტრენინგი, რომელშიც საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლების ღებულობდნენ მონაწილეობას. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა პარლამენტის სხვა კომიტეტების აპარატების თანამშრომლებს ჩაუტარეს ტრენინგი თემაზე „დიუზენბერგის მეთოდის გამოყენება სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის პროცესში“(მიზანი 2.1.5); 8. პარლამენტის საბიუჯეტო კალენდარის ვიზუალიზაციის მიზნით, ნიდერლანდების წარმომადგენელთა პალატის ექპერტებმა 2023 წლის ოქტომბერში კომიტეტის აპარატის თანამშრომლებთან ერთად შეიმუშავეს დაინტერესებულ მხარეებზე მორგებული კალენდარის ვიზუალიზირებული ფორმის პროექტი (მიზანი 2.1.7); 9. 2023 წლის ოქტომბერში განხორციელდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების და კომიტეტის წევრების სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები ნიდერლანდების პარლამენტის ზედა და ქვედა პალატის საფინანსო და ნიდერლანდების სახელმწიფო საბიუჯეტო ფინანსთა საბჭოს ვიცე კომიტეტების მინისტრთან, თავმჯდომარეებთან, გენერალურ პრეზიდენტთან და აუდიტორთან, ნიდერლანდების სტატისტიკის სამსახურის გენერალურ დირექტორთან (მიზანი 2.1.9). ვიზიტის დასრულების შემდეგ, საქართველოს პარლამენტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის ჯგუფის რეკომენდაციების ანგარიშების მიერ განმხილველი აუდიტის ანგარიშების შესრულების მონიტორინგის ნიდერლანდების ქვედა პალატის მუდმივმოქმედი საჯარო განხილვა და სისტემა (ARIS) სახსრების კომიტეტის სხდომაზე შეფასებული იქნა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკა (იხ. კომიტეტის სხდომის ბმული). 10. 2023 წლის ნოემბერ-დეკემბერში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგში თემაზე: ევროკავშირის ეკონომიკური და ფისკალური მმართველობა. გარდა ამისა, 2023 წლის დაძმობილების პროექტის ფარგლებში საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის ხარჯებისა და აპარატის სარგებლიანობის თანამშრომლებმა ანალიზში, გაიარეს ტრენინგები სახელმწიფო პროექტების ეფექტიანობის შეფასებაში, გენდერულ და მწვანე ბიუჯეტირებაში. 118 საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა დაძმობილების პროქტის ჰოლანდიელ და ავსტრიელ ექსპერტებთან თანამშრომლობით მუშაობა დაიწყო საქართველოში ფისკალური საბჭოს შექმნის საკითხზე, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების პროგრამის „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU4 Sustainable Governance and Resilience) ერთ-ერთ ვალდებულებას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ და კომიტეტის აპარატის თანამშრომლებმა შეხვედრები გამართეს ავსტრიის საბიუჯეტო ოფისის უფროსთან, ნიდერლანდების სახელმწიფო საბჭოს უფროს მრჩეველთან და დაძმობილების პროექტის კომპონენტის ლიდერთან. პროექტის ექსპერტები ფისკალური საბჭოს შექმნასთან დაკავშირებულ რეკომენდაციებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარეს და წევრებს წარუდგენენ 2024 წლის თებერვალში. დაძმობილების პროექტის ექსპერტების მიერ საანგარიშო პერიოდისთვის შემუშავებულ იქნა ჩათვლით: 1. მისიის 10 ანგარიში გაუმჯობესების რეკომენდაციების რეკომენდაციები თანამშრომლობის გაძლიერების დამოუკიდებელ შესახებ ზედამხედველობის და ეფექტიანობის 2. ინსტიტუციებთან დოკუმენტების მიმოხილვა გაზრდის მიზნით, 3. საქართველოს საბიუჯეტო პროცესში ძირითადი დაინტერესებული მხარეების ჩართულობის გაუმჯობესება, გაუმჯობესება 4. საფინანსო-საბიუჯეტო მოქალაქეებთან და კომიტეტის თანამშრომლობის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, 5. საბიუჯეტო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა, 6. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის აპარატის თანამშრომლების სასწავლო ვიზიტი ნიდერლანდებში, 7. პარლამენტის კომიტეტების აპარატების თანამშრომლების ტრენინგი თემაზე „დიუზენბერგის მეთოდის გამოყენება სახელმწიფო ბიუჯეტის ანალიზის პროცესში“, 8. პარლამენტის საბიუჯეტო კალენდარის ვიზუალიზაცია, 9. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილეების და წევრების სამუშაო ვიზიტი ნიდერლანდებში, 10. ევროკავშირის ეკონომიკური და ფისკალური მმართველობა საერთაშორისო ურთიერთობები ევროკავშირის პროგრამა „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU4 Sustainable Governance and Resilience) 2023-2026 ევროკავშირის პროგრამა „მდგრადი მმართველობა და მოქნილობა (EU4 Sustainable Governance საქართველოს შორის and 2023 Resilience) წარმოადგენს ევროკავშირსა და წლის 17 აგვისტოს გაფორმებულ საფინანსო შეთანხმებას, რომელიც გლობალური ევროპის ძირითადი აქტის - „მეზობლობა, განვითარება და საერთაშორისო თანამშრომლობა“ ფარგლებში 2023-2026 წლებში 119 განხორციელდება. საფინანსო შეთანხმების მთლიანი მოცულობა 24 მილიონ ევროს შეადგენს და მოიცავს 2 კომპონენტს: 1) საბიუჯეტო დახმარებას - 12 მილიონ ევროს და დამატებითი მხარდაჭერის კომპონენტს - მაქსიმუმ, ასევე, 12 მილიონი ევროს ოდენობით. საფინანსო შეთანხმებით 2023-2026 წლების მიხედვით განსაზღვრულია საბიუჯეტო დახმარების 7 ინდიკატორი. მე-7 ინდიკატორის „საფინანსო ზედამხედველობის გაძლიერება“ შესრულებაზე პასუხისმგებელია საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი. აღნიშნული ინდიკატორი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფი 2023 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სამოქალაქო საზოგადოების და სხვა მონაწილეობით სისტემატიურად სესიის განმავლობაში დაინტერესებული იხილავს მხარეების სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებს ( 2023 წ. ვალდებულება).  2023 წლის პარლამენტისთვის წარდგენილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განხილვა გახორციელდება ანგარიშების მიღებიდან 6 თვის განმავლობაში 2024 წლის. საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე (2024 წლის ვალდებულება).  ფისკალური საბჭო ფუნქციონირებს და წარმოადგენს საჯარო ფინანსების მართვის სისტემის შემადგენელ ნაწილს არა ევრო ზონის ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოთხოვნების შესაბამისად (2026 წლის ვალდებულება). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2023 წლის ვალდებულება წარმატებით შესრულებულია1 საფინანსო შეთანხმების აღნიშნული ინდიკატორის 2023-2024 წლების ვალდებულებები თანხვედრაშია ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის სახელმწიფო ხარჯების და ფინანსური ანგარიშვალდებულების შეფასების (PEFA-ს) კომპონენტებთან, რომლებიც დადგენილია საპარლამენტო კონტროლის შეფასებისთვის( Performance Indicator(PI) 31). PEFA-ს 2022 წლის გლობალური ანგარიშის მიხედვით საქართველომ 31 ინდიკატორიდან 20 ინდიკატორში(PI) უმაღლესი (A) შეფასება მიიღო და 2022 წლის შეფასებულ 59 ქვეყანას შორის საჯარო ფინანსების მართვის კუთხით ლიდერის პოზიცია მოიპოვა. უმაღლესი A შეფასება მიიღო ინდიკატორმა PI-31აუდიტის ანგარიშებზე დაყრდნობით საპარლამენტო კონტროლის განხორციელება. დეტალური ინფორმაცია იხილეთ ანგარიშში „კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის საქმიანობა“ 1 120 საფინანსო-საბიუჯეტო თვალსაზრისით კომიტეტი საქართველოს ახორციელებს პარლამენტის საფინანსო კონტროლის რეგლამენტით დადგენილ უფლებამოსილებებს, მათ შორის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშებზე დაყრდნობით მთავრობაზე ზედამხედველობის განხორციელებასთან მიმართებით და შესაბამისად უზრუნველყოფს მიღწეული მაღალი შედეგების შენარჩუნებას. ევროკავშირის დაძმობილების პროექტი „საჯარო ფინანსებზე „საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ ევროკავშირის დაძმობილების პროექტი საპარლამენტო ზედამხედველობის გაძლიერება“ საქართველოს პარლამენტში ევროკავშირის პროგრამის „ეკონომიკური მმართველობა და ფისკალური ანგარიშვალდებულება (EU4 Economic Governance and Fiscal Accountability) ფარგლებში 2022 წლის ივნისიდან 2024 წლის ივნისამდე განხორციელდება. პროექტის მიზანია ფისკალური მმართველობის გაძლიერება გაუმჯობესებული საბიუჯეტო პროცესით, გარე აუდიტით, დამოუკიდებელი მონიტორინგით, დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით და საჯარო ფინანსებზე ზედამხედველობით. ევროკავშირის დაძმობილების პროექტის პარტნიორები საქართველოს პარლამენტის მხრიდან არიან: საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი და საბიუჯეტო ოფისი, ხოლო ევროკავშირიდან: ნიდერლანდების სამეფოს ფინანსური აკადემია, ნიდერლანდების პარლამენტის კვლევითი დეპარტამენტი. ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საჯარო მმართველობის პროგრამა 2022-2027 USAID-ის პროგრამა მიზნად ისახავს საქათველოს მთავრობასთან თანამშრომლობას, რათა უზრუნველყოს მოქალაქეების მიმართ პასუხისმგებელი მმართველობა, რომელიც ეფუძნება უფრო მეტ ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობასა და ინსტიტუციურ დამოუკიდებლობას. პროგრამა გააძლიერებს ანგარიშვალდებულების სისტემებს, პროცედურებსა და მექანიზმებს როგორც მმართველ, ისე დამოუკიდებელი ზედამხედველობის ინსტიტუტებში და მათ უნარს, მოემსახურონ და ეფექტიანად დაუკავშირდნენ საზოგადოებას. ეს მოიცავს მოქალაქეებზე პასუხისმგებელი მმართველობის „მოთხოვნის მხარის“ გაძლიერებას, და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და კერძო სექტორის უფლებამოსილებას, მოითხოვონ ანგარიშვალდებულება. პროგრამა მმართველობითი პირდაპირ ინსტიტუტების თანხვედრაშია აშშ-ს ადმინისტრაციის ინიციატივასთან, რომელიც დემოკრატიის გადახალისებას გულისხმობს, რაც წარმოადგენს პოლიტიკის მიღწევებისა და საგარეო დახმარების პროგრამების ახალ საეტაპო ნაკრებს. აღნიშნული მნიშვნელოვნად გააფართოებს და 121 განაახლებს აშშ-ს მთავრობის მუშაობას დემოკრატიის გაძლიერების მიმართულებით, ისევე როგორც ადამიანის უფლებების დაცვას გლობალურად. ზემოთაღნიშნულის შესაბამისად პროგრამა მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:  საჯარო მმართველობის ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა  ზედამხედველობის განმახორციელებელი ინსტიტუციების ეფექტიანობის და დამოუკიდებლობის გაზრდა  მოქალაქეთა მოთხოვნების გაუმჯობესება მთავრობის ანგარიშვალდებულების მიმართ. USAID-ის პროგრამა ხელს უწყობს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებულ მუდმივმოქმედ აუდიტის ჯგუფს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების მონიტორინგის გაუმჯობესებაში. პროგრამის ორგანიზებით საანგარიშო წლის ივლისში გაიმართა გასვლითი შეხვედრა აუდიტის ჯგუფის წევრების, გენერალური აუდიტორის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის აუდიტის დეპარტამენტების ხელმძღვანელებისა და აუდიტორების მონაწილეობით. შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა რეკომენდაციების მონიტორინგის სისტემური გამოწვევები. გარდა საბიუჯეტო ამისა, USAID-ის კომიტეტის პროგრამის აპარატში ხელშეწყობით სტაჟირებას გადის საფინანსო- კონკურსის წესით შერჩეული ორი წარმატებული სტუდენტი, რომლებიც ორგანიზაციული და შინაარსობრივი თვალსაზრისით დახმარებას უწევენ კომიტეტის აპარატს კანონპროექტებთან დაკავშირებით სხვადასხვა ინფორმაციის მოძიებაში, აუდიტის ჯგუფის სხდომების, სათანადო დოკუმენტაციის მომზადებასა და რეკომენდაციების მონიტორინგის განხორციელებაში. სხვა სპეციფიური საქმიანობა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის არჩევის საკომიტეტო პროცედურები საქართველოს საქართველოს პარლამენტის პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო რეგლამენტის 205-ე მუხლის კომიტეტმა მე-4 პუნქტის შესაბამისად, განიხილა საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის მეორე პუნქტის, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-7 მუხლის მე-4 პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 204-ე მუხლის მეორე პუნქტის „ა.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს საქართველოს პარლამენტში ეროვნული წარმოდგენილი ბანკის გიორგი საბჭოს ბაქრაძის, წევრად დიმიტრი ჯაფარიძის, ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურები. 122 საქართველოს პარლამენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიკის კანდიდატურების ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად არჩევას. დროებითი კომისიები 2023 წლის განმავლობაში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა კანონმდებლობის მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის, მოთხოვნათა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში უზრუნველყო საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს ანგარიშგების გარე აუდიტის განსახორციელებლად პარლამენტისთვის 4 ყველაზე მსხვილი აუდიტორული ფირმის სიის წარდგენა. საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შექმნილმა საკონკურსო კომისიამ კონკურსის შედეგად გამოავლინა: გარე აუდიტის განმახორციელებელ დამოუკიდებელ აუდიტორულ ფირმად, რომელიც განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საპენსიო სააგენტოს 2023-2024 წლების ანგარიშგების გარე აუდიტს – შპს „დელოიტი და ტუში“. კომიტეტის საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე, კომიტეტმა მოამზადა და პარლამენტს წარუდგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ 2022 წელს გაწეული საქმიანობის წერილობითი ანგარიში. საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი მოკლევადიანი საქმიანობის გეგმა კომიტეტმა შეისწავლა და გაანალიზა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიისათვის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი მოკლევადიანი საქმიანობის გეგმა. რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემა (ARIS) პარლამენტის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია აღმასრულებელ ხელისუფლებაზე ზედამხედველობაა და ამ საკითხში ძალიან დიდი როლი აქვს აუდიტის სამსახურს. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლების გასვლით სამუშაო შეხვედრაზე სხვა საკითხებთან ერთად წარმოდგენილი იყო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 123 რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის ელექტრონული სისტემის (ARIS)ის შესახებ ინფორმაცია, ARIS.GE სისტემასთან წვდომა საშუალებას იძლევა რეალურ დროში მოხდეს აუდიტის რეკომენდაციების შესრულების მიმდინარეობის მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში მოახდინოს მათზე რეაგირება. სისტემა ხელს შეუწყობს მონეტარული, სახელმწიფო სერვისების ხარისხის, საკადრო რესურსების, აქტივების და ფინანსური სისტემის მართვის გაუმჯობესებას, ასევე სარგებელს მოიტანს შიდა კონტროლის მექანიზმების, კანონის აღსრულების და სოციალური სარგებლის ზრდის მიმართულებით. ARIS სისტემაში განსაკუთრებული დაშვებით ჩართული იქნება საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი, რომელსაც საშუალება ექნება დაინახოს თუ რა დასკვნები აქვს აუდიტის სამსახურს, რა რეკომენდაციების გაცემა ხდება, რა მიგნებებია და როგორ სრულდება ეს რეკომენდაციები, როგორც ცენტრალური მთავრობის, ასევე მუნიციპალიტეტების დონეზე. პარლამენტი მთლიანად საჯარო სექტორის ჭრილში დაინახავს თუ რა კონკრეტულ მომენტში რეკომენდაციების შესრულებასთან ვითარებაა დაკავშირებით და ექნება მუდმივად განახლებადი ინფორმაცია. ამ სისტემის უფრო დეტალურად გასაცნობად დაიგეგმა შეხვედრები პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წევრებსა და აუდიტის სახელმწიფო სამსახურს შორის. ARIS სისტემის დანერგვით, თვისობრივად ახალ დონეზე გადავა საქართველოს პარლამენტისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლობა და მათი ერთობლივად მუშაობის შედეგად რეკომენდაციების შესრულების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზრდება. 124