„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.05.2025
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/41/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. კოდექსის რეგულირების სფერო ამ კოდექსის რეგულირების სფეროს განეკუთვნება: თავდაცვის ორგანიზება, რომელიც ეფუძნება ტოტალური თავდაცვის მიდგომას, ეროვნული მედეგობის გაძლიერებას, ეროვნული წინააღმდეგობის ორგანიზებასა და ამოცანით მართვას, რომელთა განხორციელების გზები და პრინციპები ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალურ დოკუმენტებში/სამართლებრივ აქტებში უნდა აისახოს; სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვა; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უფლებამოსილებებისა და სტრუქტურის განსაზღვრა; სამხედრო აღრიცხვა; სამხედრო სამსახურის გავლა; თავდაცვის ძალების რეზერვის მართვა; სამხედრო განათლება; საერთაშორისო სწავლება; სამშვიდობო ოპერაცია; წახალისება და დისციპლინური პასუხისმგებლობა; საომარი მდგომარეობის რეგულირება; თავდაცვის სფეროში მოხალისეობა.“. 2. მე-3 მუხლის: ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დისციპლინური გადაცდომა − სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული (განზრახი (ქმედება განზრახ ჩადენილად ჩაითვლება, თუ მის ჩამდენს შეგნებული ქონდა თავისი მოქმედების ან უმოქმედობის მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ითვალისწინებდა მის მავნე შედეგებს და სურდა ისინი ან შეგნებულად უშვებდა მათ) ან გაუფრთხილებლობითი (ქმედება გაუფრთხილებლობით ჩადენილად ჩაითვლება, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებდა, რომ ამ შედეგს თავიდან აიცილებდა, ანთუ პირს გაცნობიერებული არ ჰქონდა წინდახედულობის ნორმით აკრძალული ქმედება, არ ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, თუმცა ამის გათვალისწინება მას ევალებოდა და შეეძლო კიდეც)) დისციპლინური ქმედება;“; ბ) „ტ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ტ) სადისციპლინო ქულა − სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული იუნკრისთვის ან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელისთვის ამ კოდექსით გათვალისწინებული წესით მინიჭებული 100 სადისციპლინო ქულა, რომელიც დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მცირდება კანონმდებლობით დადგენილი ოდენობით;“. 3. მე-7 მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია და საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია გადაიხედება და განახლდება საჭიროებისამებრ, ქვეყნის უსაფრთხოების გარემოს არსებითი ცვლილებისას. სხვა შემთხვევაში ეს სტრატეგია გადაიხედება არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ და განახლდება გადახედვის შედეგების გათვალისწინებით.“. 4. მე-11 მუხლის: ა) მე-2 ნაწილის: ა.ა) „ა-გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გენერალური შტაბი, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავდაცვის ძალების სამხედრო სტრატეგიული და ოპერატიული გეგმების შემუშავება და თავდაცვის ძალების მეთაურის მიერ თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის განხორციელების ხელშეწყობა; ბ) აღმოსავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება; გ) დასავლეთის სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა განსაზღვრული პასუხისმგებლობის რაიონში მისდამი დაქვემდებარებული ქვედანაყოფების მართვა, კონტროლი და დასახული ამოცანების შესრულება;“; ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა, რომლის ძირითადი დანიშნულებაა თავისი უფლებამოსილების ფარგლებში თავდაცვის ძალების პერსონალის სამხედრო განათლებით უზრუნველყოფა, ქვედანაყოფების წვრთნა და შეფასება, თავდაცვის ძალების დოქტრინებითა და სხვადასხვა სახელმძღვანელო დოკუმენტით უზრუნველყოფა;“; ბ) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.დ“ ქვეპუნქტი: „ა.დ) სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო;“. 5. მე-12 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტრატეგიული დონე არის სამხედრო სტრატეგიული მიზნის დასახვა, მისი მიღწევის გზების განსაზღვრა და შესაბამისი რესურსების უზრუნველყოფა, თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარება, მათი საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველყოფა და პოლიტიკური გადაწყვეტილების სამხედრო ამოცანად გარდაქმნა. 3. ოპერატიული დონე არის სამხედრო სტრატეგიული ამოცანის შესრულებისთვის საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად ღონისძიებისა და სამხედრო ოპერაციის დაგეგმვა, მათი განხორციელების მონიტორინგი და კონტროლი და თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარებისთვის საჭირო მოთხოვნების განსაზღვრა. 4. ტაქტიკური დონე არის ოპერატიულ დონეზე განსაზღვრული დავალებების შესრულება.“. 6. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. საპროცესო ხელმძღვანელობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამინისტროს ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული დანაშაულების გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა.“. 7. 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამხედრო პოლიციაში სამსახურის გავლის წესი მათ შორის, სამხედრო პოლიციის თანამშრომლის ზღვრული ასაკი, სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათავისუფლებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები/საფუძვლები, განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“. 8. 30-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე; ბ) პროფესიულ სამხედრო სამსახურში ან აქტიურ რეზერვში თანამდებობაზე დანიშვნის ან სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში გაწვევის დღიდან სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებამდე;“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ხდება: ა) სამხედრო მოსამსახურის თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება; ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული წვევამდელის სამინისტროს სისტემაში ჩარიცხვა ან/და თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან/სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლება;“. 9. 31-ე მუხლის: ა) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) სამხედრო შეკრების, მათ შორის საველე სწავლების გავლა;“; ბ) „მ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) სადღეღამისო განწესი.“. 10. 34-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადი საქმიანობა“; ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამხედრო მოსამსახურის სტატუსთან თავსებადია: ა) სამინისტროსთან წინასწარი შეთანხმებით სამეცნიერო, პედაგოგიური, შემოქმედებითი, სამედიცინო საქმიანობა, საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში, სახელმწიფო ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოში საავიაციო სფეროში განხორციელებული საქმიანობა; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილებით საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა.“ 11. 35-ე მუხლის: ა) მე-5-მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება პირის გარდაცვალების შემთხვევაში. 6. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება შეწყდება, თუ პირი, რომელმაც აღნიშნული ვალდებულება უნდა შეასრულოს: ა) ნებაყოფლობით ხელახლა გაივლის სამხედრო სამსახურს 2 წლის ვადით; ბ) დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულების წარმოშობიდან 4 წლის განმავლობაში იღებდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარსებო შემწეობას. 7. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდა გადავადდება მინისტრის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამავე მუხლის მე-6 ნაწილის: ა) „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი 2-წლიანი ვადის ამოწურვამდე; ბ) „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილი 4-წლიანი ვადის ამოწურვამდე. 8. საქართველოს მთავრობის განკარგულებით პირი ან პირთა ჯგუფი შეიძლება გათავისუფლდეს ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებისგან ან შეუმცირდეს აღნიშნული ჯარიმის ან პირგასამტეხლოს ოდენობა. 9. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დაკისრებული ჯარიმის, აგრეთვე ამ ჯარიმის უზრუნველყოფის სამხედრო მოსამსახურესთან გაფორმებული კონტრაქტით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა, შეიძლება იმ პირის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, რომელმაც ეს ვალდებულება უნდა შეასრულოს, განაწილვადდეს არაუმეტეს 5 წლით, თუ იგი წარადგენს აღნიშნული ჯარიმის და პირგასამტეხლოს ოდენობის სათანადო უზრუნველყოფას. ვალდებულების განაწილვადების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილება აქვს მინისტრს ან მისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიას.“; ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. სამხედრო მოსამსახურის თანამდებობრივი ან/და წოდებრივი დაწინაურება არ შეიძლება განხორციელდეს მის მიმართ დისციპლინური ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის მოქმედების პერიოდში.“. გ) მე-15 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-16 და მე-17 ნაწილები: „16. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შესახებ უფლებამოსილი პირის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობა ხდება ერთ-ერთი შემდეგი ფორმით, ამ ნაწილით დადგენილი თანამიმდევრობით: ა) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის გაცნობა/გამოცხადება (მათ შორის, ელექტრონული საქმისწარმოების პროგრამის მეშვეობით) გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ; ბ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის ჩაბარება მისი რეგისტრაციის, ფაქტობრივი ადგილსამყოფლის ან სამუშაო ადგილის მისამართზე, რაც დასტურდება ამ პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, ხოლო თუ იგი დოკუმენტის ხელმოწერაზე უარს ამბობს − გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებამოსილების მქონე პირის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით; გ) გადაწყვეტილების შესაბამისი პირისთვის ჩაბარება კომუნიკაციის სხვა ტექნიკური საშუალებით, რაც დასტურდება გადაწყვეტილების მიმღები ორგანოს მიერ შედგენილი აქტით; დ) გადაწყვეტილების სამინისტროს ადმინისტრაციული ორგანოს ვებგვერდზე ერთი თვის ვადით საჯაროდ გამოქვეყნება, შესაბამისი პირისათვის ამ ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილი წესით ჩაუბარებლობიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 17. ამ მუხლის მე-16 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში გადაწყვეტილება შესაბამისი პირისათვის ოფიციალურად გაცნობილად მიიჩნევა მისი საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 კალენდარულ დღეს.“. 12. 41-ე მუხლის: ა) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე საკუთარი სურვილით და სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების გარეშე მიიღება, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ან უცხო ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით აღიარებული უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტი 23 წლამდე, აგრეთვე ამ კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირი, რომელიც აღნიშნული ქვეპუნქტის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლებით ვერ სარგებლობს სრულად დისტანციური სწავლების ფორმით უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გამო. 3. ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამების ხანგრძლივობა და მათი გავლის საკითხები, მათ შორის აღნიშნულ პროგრამებზე მისაღები პირის ასაკი, მიღების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“; ბ) მე-4 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) ცეცხლსასროლი იარაღითა და საბრძოლო მასალით სამხედრო შეკრების დროს, სამხედრო მომზადების მიზნით, .“; გ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამის გავლის (დასრულების) და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ პირი ჩაირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ან სურვილის შემთხვევაში მიღებული იქნება პროფესიულ სამხედრო სამსახურში.“. 13. 43-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ პირს;“; ბ) მე-2 ნაწილის: ბ.ა) „გ.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ.ბ) გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა, დანიშნული იყო უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და მინიჭებული არ აქვს ბაკალავრის აკადემიური ხარისხი.“; ბ.ბ) გ.ბ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ.გ“ ქვეპუნქტი: „გ.გ) რომელმაც გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი ან უმცროსი ოფიცრების შესაბამისი პროგრამა და დანიშნული იყო წინასწარ განსაზღვრული სპეციალისტის თანამდებობაზე;“; გ) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) რომელსაც მინიჭებული აქვს აკადემიური ხარისხი და დაასრულა უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამა;“. 14. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 15. 45-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარის მე-10 ნაწილი: „10. სამხედრო მოსამსახურისათვის სამხედრო წოდების დროებით მინიჭება დასაშვებია ამ კოდექსის 72-ე მუხლის მე-11 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“. 16. 50-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) შეწყდეს/შეჩერდეს ქვედანაყოფის მოსამსახურის შვებულებაში გასვლა, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა.“; ბ) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუქნტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) წყდება/ჩერდება ყველა სახის შვებულებაში გასვლა, გარდა ამ ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შვებულებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებისა;“. 17. 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირი, რომელიც არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში იმყოფება ან გაიარა იგი;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი.“. 18. მე-60 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. დამსაქმებელი ან/და საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 17-დან 27 წლამდე პირი (გარდა იმ პირისა, რომელიც წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვას არ ექვემდებარება) წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის ან წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან მოხსნის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის გარეშე არ მიიღოს სამსახურში, არ ჩარიცხოს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.“. 19. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირს, რომელსაც შეუსრულდა 27 წელი და არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხება თავდაცვის ძალების რეზერვში.“. 20. 64-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) პირი, რომელმაც სამხედრო სამსახური ან სამხედრო სამსახურის ალტერნატიული სამსახური უცხო ქვეყანაში გაიარა;“; ბ) „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს. 21. 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „შ) პირს, რომელიც ჩაირიცხა რეზერვის უმცროსი ოფიცრის ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე − ამ პროგრამის გავლის პერიოდში;“. 22. 66-ე მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წვევამდელს, გამწვევ კომისიაში გამოცხადებისას ეცნობება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობისა და ამ უფლების გამოყენების წესის თაობაზე. 7. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდის შემთხვევაში წვევამდელის სააღრიცხვო დოკუმენტაციაში კეთდება სათანადო ჩანაწერი და ინახება აღნიშნული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.“. 23. 67-ე მუხლის: ა) პირველი და მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას ორგანიზებას უწევს და წვევამდელის გამოძახებას უზრუნველყოფს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი. 2. ამ კოდექსის 69-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების შემდგომ, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ ბრძანებას გამოსცემს ამ კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი.“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. თუ წვევამდელი გამოძახების შემთხვევაში არ ცხადდება გამწვევ კომისიაზე ან/და მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე სამედიცინო შემოწმების ჩასატარებლად, ან გამოცხადების შემდგომ არ გაივლის სამედიცინო შემოწმებას, გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სასამართლოს გადასცემს.“; გ) მე-7 და მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. გამწვევი კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ, სამედიცინო შემოწმებისათვის წვევამდელის წარდგენას მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე, ახორციელებს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე უფლებამოსილების მქონე სუბიექტი, რა დროსაც იგი უზრუნველყოფს წვევამდელის ტრანსპორტირებას, აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში კვებას. 8. წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ მის სამინისტროს სისტემის შესაბამის ქვედანაყოფამდე მიყვანას აგრეთვე საჭიროების შემთხვევაში კვებას, უზრუნველყოფს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის უფლებამოსილების მქონე სუბიექტი.“; დ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ თუ წვევამდელი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად არ ცხადდება უწყებაში მითითებულ ადგილზე, უფლებამოსილების მქონე სუბიექტი შესაბამის მასალებს სამართალდამცავ ორგანოებს გადასცემს.“; ე) მე-17 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-18 - მე-20 ნაწილები: „18. პირს, რომელმაც დასაბუთებული მიზეზით გამოთქვა სურვილი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ფორმით და აღნიშნულ სამსახურში გაწვევამდე უარი განაცხადა მის გავლაზე, ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლას. 19. პირი, მათ შორის 27 წლის ასაკს მიღწეული, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, პირადი სურვილის საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან შეიძლება იქნეს გადაყვანილი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში. ამასთან, მას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლილი ვადა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის ვადაში არ ჩაეთვლება. 20. ამ მუხლის მე-18 და მე-19 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევაში წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გავლის მიზნით, პირის შეტყობინების/გამოძახების/გადაყვანის წესი და ორგანიზაციული საკითხები, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 24. 68-ე და 69-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 68. გამწვევი კომისია 1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის იქმნება გამწვევი კომისია. 2. გამწვევი კომისიის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. 3. გამწვევი კომისიის უფლებამოსილება და საქმიანობის წესი სამინისტროს წარდგინებით განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. მუხლი 69. გამწვევი კომისიის გადაწყვეტილება 1. გამწვევი კომისია, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია, წვევამდელის მიმართ მიიღოს გადაწყვეტილება: ა) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების შესახებ; ბ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ; გ) სამედიცინო შემოწმების მიზნით, წვევამდელის მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე წარგზავნის შესახებ; დ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ. 2. გამწვევი კომისია წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დასკვნის გამოტანის შემდეგ.“. 25. 70-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. წვევამდელთა სამედიცინო შემოწმების მიზნით, ფუნქციონირებს მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისია.“. ბ) მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნეს. 26. 72-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქცით: „ბ) საბრძოლო მხარდაჭერისა ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისთვის − 8 თვე; გ) უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე სამსახურისთვის − 11 თვე.“; ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით ბ) მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ კოდექსის შესაბამისად წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლების მქონე პირს, გარდა 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირისა, რომელმაც გამოთქვა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი;“; გ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი, სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამისი სახის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში შეიძლება გადაადგილდეს: ა) საკუთარი სურვილით, როდესაც ეს არ იწვევს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას; ბ) სამინისტროს გადაწყვეტილებით, 11 თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამსახურიდან 8 თვიან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში.“; სამხედრო დ) მე-10 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-11 ნაწილი: „11. პირს, რომელიც წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს გადის 11 თვის ვადით, აღნიშნული ვადის განმავლობაში, მინისტრის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესით, შესაძლებელია მიენიჭოს დროებით სამხედრო წოდება: ა) ლეიტენანტი - თუ ის დაინიშნა უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა; ბ) უმცროსი სერჟანტი ან სერჟანტი - თუ ის დაინიშნა სერჟანტების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი.“. 27. 73-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „გ“ და „კ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში არსებული ანაზღაურება;“; ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ეძლევა ანაზღაურება საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება აღარ მიეცემა. აღნიშნულ პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში დაწესებული ანაზღაურება მიეცემა, თუ ის აღემატება საჯარო სამსახურში/საჯარო დაწესებულებაში არსებულ ანაზღაურებას.“. ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში მოცემული სუბიექტი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის შრომის ანაზღაურების თაობაზე.“. 28. 74-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების ვადა აითვლება ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მე-2 დღიდან და ჩაითვლება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში.“. 29. 75-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადის გასვლის მომდევნო დღეს, გარდა საომარი მდგომარეობისა. ამასთანავე, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლება ხდება საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა;“; ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული (მათ შორის, ვადამდე გათავისუფლებული) პირი ჩაირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება, თუ მისი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვიდან გასულია ამ კოდექსით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისთვის დადგენილი ვადა, თუმცა, პირს აღნიშნული ვადით სრულად ფაქტობრივად არ უმსახურია, გარდა საპატიო მიზეზის არსებობისა, ან ამ მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“; გ) მე-3 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარის 31 ნაწილი: „31. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება და დაექვემდებარება ხელახალ გაწვევას იმ ვადით რა ვადაც მას არ გაუვლია სამსახურიდან გათავისუფლებამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“; დ) მე-4 ნაწილის: დ.ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ამ კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული პირობის წარმოშობა, გარდა 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“−„ზ“ და „რ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობებისა;“; დ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) გამოყენებულია აღკვეთის ღონისძიება (გარდა პატიმრობისა) ან/და მას ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი;“; ვ) მე-6 და მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლდება სასამართლო გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან, თუ მას შეეფარდა: ა) სასჯელი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის; ბ) თავისუფლების აღკვეთა. 7. საომარი მდგომარეობის დროს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხს წყვეტს საქართველოს მთავრობა.“. 30. 81-ე მუხლის: ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სამხედრო მოსამსახურეს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო და ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულება ეძლევა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. სამხედრო მოსამსახურეს, უფლება აქვს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, მეთაურთან/ხელმძღვანელთან შეთანხმებით, ისარგებლოს შვებულებით, არაუმეტეს 1 წლისა, მათ შორის ნაწილ-ნაწილ, თუ ეს არ ეწინააღმდეგება სამხედრო სამსახურის ინტერესებს, სანივთე ქონების მიღების უფლების, კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაციის მიღების უფლების, წოდებრივი სარგოს და დანამატის შენარჩუნების გარეშე. სამხედრო მოსამსახურეს აღნიშნული პერიოდი არ ჩაეთვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში.“. 31. 84-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის: ა.ა) „ლ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ლ) სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათვისუფლების აკრძალვის შესახებ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე, თუ ამ გადაწყვეტილების (განჩინების) მოქმედების პერიოდში წარმოიშვა სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან გათავისუფლების კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძველი;“; ა.ბ) „ლ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი: „მ) საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდში, გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (გარდა ამ კოდექსის 81-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა) და „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა, სამხედრო მოსამსახურეს არ უნარჩუნდება წოდებრივი სარგო, კვება ან კვების ნაცვლად დაწესებული კომპენსაცია, სანივთე ქონების მიღების უფლება, დანამატები და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა გასაცემლები. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების შენარჩუნების საკითხი განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული აქტით.“. 32. 85-ე მუხლის მე-6 ნაწილის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი: „7. თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში პირი გადაიყვანება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის განკარგულებაში.“. 33. 86-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება სამხედრო მოსამსახურის ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან.“. 34. 90-ე მუხლის მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად ჩაეთვლება, თუ მან აქტიურ რეზერვში იმსახურა არანაკლებ 3 წლისა, ხოლო ამ პერიოდში კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, პირი დაექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას. ამასთანავე, მას უნარჩუნდება სარეზერვო სამხედრო სამსახურში მიღებული სამხედრო წოდება.“. 35. 93-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირი, რომელიც რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით უარს აცხადებს სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურის გავლაზე, ჩაირიცხება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ რეზერვში. 3. პირის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის საკითხები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 36. 94-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება: ა) სამხედრო სამსახურიდან გათვისუფლებული პირი, რომელიც აკმაყოფილებს სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც: ა.ა) სამინისტროს სისტემის სამხედრო სამსახურში (გარდა აქტიური რეზერვისა) ნამსახურები აქვს არანაკლებ 6 თვისა; ა.ბ) აქტიურ რეზერვში ნამსახურები აქვს არანაკლებ 3 წლისა; ბ) გავლილი (დასრულებული) აქვს ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებული სამხედრო მომზადების პროგრამა და მინიჭებული აქვს სამხედრო წოდება.“. ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვას არ ექვემდებარება პირი, რომლის სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებიდან გასულია 10 წელი ან 10 წელზე მეტი.“. 37. 95-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით განსაზღვრული მოთხოვნის თანახმად, მოუმზადებელ სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხული პირი (თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული) 27 წლის მიღწევამდე არ იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან და ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. 38. 117-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 117. სამხედრო სასწავლებელში ან სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი“ ბ) მე-2 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის გარდა, სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის წინაპირობაა ამ კოდექსით გათვალისწინებული კონტრაქტის ხელმოწერის ვალდებულება. 3. სამხედრო სასწავლებელში, აგრეთვე სამინისტროს საგანმანათლებლო ერთეულში ჩარიცხვის წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“. 39. 118-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. იუნკრის შრომის ანაზღაურებისა ან/და სტიპენდიის ოდენობები და მათი გაცემის წესი განისაზღვრება მინისტრის სამართლებრივი აქტით.“; ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. იმ შემთხვევაში, თუ: ა) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი, ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე ის მსმენელი, რომელსაც მსმენელის სტატუსის მინიჭებამდე არ ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი გაირიცხება სამხედრო სასწავლებლიდან, სამინისტრო შეწყვეტს მასთან გაფორმებულ კონტრაქტს, გარდა ამ ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; ბ) იუნკერს შეუწყდება სტუდენტის სტატუსი ან სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე ის მსმენელი, რომელსაც მსმენელის სტატუსის მინიჭებამდე არ ჰქონდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსი გაირიცხება სამხედრო სასწავლებლიდან, მინისტრი უფლებამოსილია, სამხედრო სამსახურის საჭიროებიდან გამომდინარე, მიიღოს გადაწყვეტილება მისი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ.“. 40. 127-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) არასამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება მინისტრის მიერ.“. 41. 138-ე მუხლის: ა) მე-7 - მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ამ მუხლის მე-2 ნაწილის: ა) „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება; პასუხისმგებლობა ბ) „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფ სამხედრო მოსამსახურესა და სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში მყოფ პირს არ ეკისრება. 8. ამ მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული სახის დისციპლინური პასუხისმგებლობა ეკისრება სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს და იუნკერს.“. 9. სამხედრო სასწავლებლიდან იუნკრის/სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელის გარიცხვის საფუძველს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, წარმოადგენს 100 სადისციპლინო ქულის ამოწურვა.“. ბ) მე-11 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 ნაწილი: „12. 100 სადისციპლინო ქულა ენიჭება: ა) იუნკერს - სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში, ხოლო პირველ კურსზე მყოფი იუნკერს − სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხვის დღიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში; ბ) სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელს: ბ.ა) სასწავლო წლის დაწყებიდან მომდევნო სასწავლო წლის დაწყებამდე პერიოდში; ბ.ბ) რომელიც გადის უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამას - პროგრამის დაწყებიდან მის დასრულებამდე.“. 42. 149-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმებული სამინისტროს სისტემის მოსამსახურის ანაზღაურებისა და სხვა გასაცემლების შენარჩუნების საკითხი;“. 43. 151-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამინისტროს სისტემის მოსამსახურე, კადეტი, ამ კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ პროგრამაზე ჩარიცხული პირი, სამხედრო სასწავლებელში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით ატაროს ფორმის ტანსაცმელი.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პირის სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ მისთვის სამინისტროს სისტემაში დადგენილი ფორმის ტანსაცმლის განმასხვავებელი ნიშნით ტარების უფლების შენარჩუნების საკითხს წყვეტს მინისტრი.“. 44. 167-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მან გაიარა შესაბამისი მომზადება, რომელიც განისაზღვრება ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ;“; ბ) მე-5 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“ ქვეპუნქტი: „გ) წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის შემთხვევაში, იმ ვადით, რა ვადითაცაა გაწვეული პირი წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში.“; გ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. პირს მოხალისის სტატუსი და მოხალისეობითი ხელშეკრულება უწყდება მოხალისეთა რეესტრიდან ამორიცხვისთანავე.“. 45. 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მისი დამფუძნებელი/მმართველი ორგანოს წევრი არის ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი;“. 46. 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) უფლებამოსილია: ა.ა) ხელი შეუწყოს პოპულარიზაციაში; კერძო სამართლის იურიდიულ პირს სამხედრო სამსახურის ა.ბ) უზრუნველყოს პატრიოტული, სალაშქრო, კულტურული და შემეცნებითი ასვე, კომპეტენციის ფარგლებში სამხედრო - სასწავლო, ღონისძიებების დაგეგმვა/განხორციელება;“. 47. 173-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მოთხოვნის შემთხვევაში ამ კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული საჯარო სამართლის იურიდიული პირი მოხალისის შესახებ გასცემს ცნობას, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მოხალისის მიერ განხორციელებული საქმიანობისა და მისი განხორციელების ხანგრძლივობის თაობაზე. სასწავლებელი/დამსაქმებელი ვალდებულია წარდგენილი ცნობის საფუძველზე მოხალისეს გაცდენილი დრო − წელიწადში არაუმეტეს 10 სამუშაო დღისა − საპატიოდ ჩაუთვალოს, აგრეთვე შეუნარჩუნოს შრომის ანაზღაურება/სტიპენდია.“. 48. 178-ე მუხლის მე-14 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „14. 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში ჩარიცხულ სამხედრო მოსამსახურეს საწყისი საბრძოლო მომზადების დასრულების შემდეგ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში, სურვილის შემთხვევაში ეძლევა ანაზღაურებადი შვებულება არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა და ოჯახური პირობების გამო შვებულება 10 კალენდარული დღის ოდენობით.“. 49. 180-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინარსის მე-20 ნაწილი: „20. სამხედრო აღრიცხვის მოწესრიგების უზრუნველსაყოფად, ამ კოდექსის 180-ე მუხლის მე-20 ნაწილის ამოქმედებამდე რეზერვში ჩარიცხული/ჩასარიცხი პირის სამობილიზაციო რეზერვის შესაბამის კატეგორიაში გადანაწილებისა და მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების, ასეთის არარსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილება მიენიჭოს სამხედრო აღრიცხვის განმახორციელებელ სუბიექტს.“. მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 6 თვის ვადაში უზრუნველყონ სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ კანონთან. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტი მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის ძალების ფუნქციების დაზუსტებას, სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული საკითხების დახვეწას, მათ შორის სოციალური გარანტიების, სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების სრულყოფას, ასევე, სამხედრო განათლებასთან, თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხების დაზუსტებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს თავდაცვის ძალების ფუნქციებთან, სამხედრო სამსახურთან, მათ შორის სოციალური გარანტიების, სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო განათლებასთან, თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები მოწესრიგებულია თავდაცვის კოდექსით, შესაბამისად აღნიშნული საკითხების დახვეწა/სხვაგვარად დარეგულირება საჭიროებს თავდაცვის კოდექსში ცვლილებების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: დაზუსტდება საქართველოს თავდაცვის ძალების ფუნქციები, დაიხვეწება და მოქნილი გახდება სამხედრო სამსახურთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის სოციალური გარანტიების, დაზუსტდება სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო განათლებასთან, თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტის მიხედვით დაზუსტება/დაიხვეწება საქართველოს თავდაცვის ძალების ფუნქციები, სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის, სამხედრო სამსახურის და სარეზერვო სამხედრო სამსახურის ორგანიზებასთან, სამხედრო განათლებასთან, თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის კოდექსმა მოიცვა თავდაცვის სფეროს მარეგულირებელი 9 საკანონმდებლო და 4 კანონქვემდებარე აქტი, რომლებიც იყო საკმაოდ მოძველებული, ხშირად გვხვდებოდა ნორმათა დუბლირება და სხვა ნაკლოვანებები. მნიშვნელოვან და ფუნდამენტურ სიახლეს წარმოადგენს სამხედრო აღრიცხვასთან და სავალდებულო სამხედრო სამსახურთან დაკავშირებით ახლებური მიდგომების ჩამოყალიბება. თავდაცვის კოდექსის ამოქმედებით თვისობრივად შეიცვალა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურის ორგანიზებისა და გავლის პირობები. კერძოდ, ამ სამსახურს ეწოდა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. 2024 წლის პირველი იანვრიდან მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვას, გამოძახებას და წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწვევას ნაცვლად მუნიციპალიტეტების ორგანოებისა, ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომ სამინისტრო). აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სამინისტროს სისტემაში შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწვევა ხორციელდება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში, ახალი - ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე, დადგენილი რიგითობის მიხედვით, ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ასევე 2025 წლიდან შეიცვალა ამ სამსახურის ვადა და 12 თვის ნაცვლად გახდა:    საბრძოლო ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 6 თვე; დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფში სამსახურისათვის - 8 თვე; (მაგალითად: საბრძოლო ბაზების დაცვა და ლოჯისტიკური უზრუნველყოფა) უმცროს სამეთაურო თანამდებობებზე და წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობებზე სამსახურისათვის - 11 თვე. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კოდექსის მიღების შემდგომ, გავლილი პერიოდის გათვალისწინებით მისი პრაქტიკაში იმპლემენტაციის პროცესში, გამოიკვეთა რიგი საკითხების დაზუსტების/შეცვლის აუცილებლობა რაც მოცემულია წარმოდგენილ პროექტში. კერძოდ: თავდაცვის კოდექსის მე-2 მუხლში, ტერმინოლოგიური თანხვედრის თვალსაზრისით, განხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება და სიტყვები: „თავდაცვის რეზერვის მართვა“, შეიცვლება სიტყვებით: „თავდაცვის ძალების რეზერვის მართვა“. ზუსტდება თავდაცვის კოდექსის მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ტერმინი „დისციპლინური გადაცდომა“. მოქმედი ნორმის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამხედრო მოსამსახურის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, მაგრამ ბრალის ფორმები - განზრახვა და გაუფრთხილებლობა, თავდაცვის კოდექსით განმარტებული არ არის, რაც პრაქტიკაში ქმნის გარკვეულ პრობლემებს. კერძოდ, არის შემთხვევები, როდესაც სამხედრო მოსამსახურეს უზიანდება ქონება (წვრთნებზე ან/და სწავლებებზე), რაც ითვლება დისციპლინური გადაცდომის ჩადენად და პასუხისმგებლობის ზომის დაკისრებასთან ერთად, სამხედრო მოსამსახურეს უწევს წარმოქმნილი ზიანის ანაზღაურებაც. შესაბამისად, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე მკაფიოდ განისაზღვროს, რას წარმოადგენს განზრახვა და გაუფრთხილებლობა, ხოლო ნებისმიერი სხვა ქმედება, რომელიც არ არის ჩადენილი განზრახ ან გაუფრთხილებლობით (და ზიანი დადგა შემთხვევით) არ გახდება დისციპლინურ პასუხისმგებლობის გამომწვევი მიზეზი. არსებული რედაქციით 100 საკრედიტო ქულა ენიჭება მხოლოდ იუნკერს, რომელიც მის მიერ სხვადასხვა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში მცირდება და სრულად ამოწურვის შემდგომ იუნკერი ირიცხება სასწავლებლიდან. ასეთი რეგულაცია არ გამოიყენება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში (შემდგომში - აკადემია) ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელის მიმართ. სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირთა მიმართ, მიზანშეწონილიაარსებობდეს ერთიანი მიდგომა და სისტემური სამართლებრივი რეაგირების მექანიზმი. შესაბამისად, კოდექსის მე-3 მუხლის „ტ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახლებურად და სამხედრო სასწავლებელში ჩარიცხული სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელისათვის მსგავსად იუნკრისა, განისაზღვრება 100 სადისციპლინო ქულა. მასთან, იურიდიული ტექნიკის თვალსაზრისით, 100 სადისციპლინო ქულის მინიჭების წესმა ტერმინის განმარტებიდან, გადაინაცვლა კოდექსის 138-ე მუხლში. თავდაცვის კოდექსის მე-7 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის ეროვნული დონის ორგანიზაციული დოკუმენტი - საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, საქართველოს ეროვნული თავდაცვის სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმის საიდუმლო ნაწილი, ცალკე დოკუმენტის სახით, მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ნორმის განჭვრეტადობის მიზნით, მე-7 მუხლის მე-4 ნაწილში სასურველია მიეთითოს, რომ საქართველოს ეროვნული თავდაცვის მზადყოფნის გეგმა მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამხედრო დოქტრინებთან ადაპტაციის მიზნით, კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში - გენერალური შტაბის ფუნქციიდან ამოღებულ იქნება სიტყვა: „დაგეგმვა“, ხოლო „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებში - აღმოსავლეთის და დასავლეთის სარდლობის ფუნქციებში სიტყვები: „ოპერაციის რაიონში“ შეიცვლება სიტყვებით: „პასუხისმგებლობის რაიონში“, ვინაიდან, აღნიშნული ტერმინი მოიცავს უფრო ფართო გეოგრაფიულ არეალს, რომელსაც აქვს კონკრეტული ოპერაციის რაიონები. აღსანიშნავია, რომ წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობა ახორციელებს თავდაცვის კოდექსის 113-ე მუხლით განსაზღვრულ სპეციალურ სამხედრო განათლებსათან და საკარიერო სამხედრო განათლებათან დაკავშირებულ კომპონენტებს. შესაბამისად, ცვლილება შედის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტში და ნაცვლად, „სპეციალური სამხედრო განათლებისა“, მიეთითება „სამხედრო განათლება“. მე-11 მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში, რომლითაც განსაზღვრულია საომარი მდგომარეობის დროს საქართველოს თავდაცვის ძალების შემადგენლობაში შემავალი საქართველოს სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები, ემატება სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო, რომელიც შეიქმნა თავდაცვის კოდექსის ამოქმედების შემდგომ. აღსანიშნავია, რომ სააგენტო ძირითადად დაკომპლექტებულია სამხედრო მოსამსახურეებით, ასევე მისი ძირითადი ფუნქციაა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა, საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის აღრიცხვა. ამასთან, მისი სტრუქტურა მუნიციპალიტეტების მიხედვით, მოიცავს სამსახურებს და მას გააჩნია მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რომლის გამოყენება საჭირო გახდება საომარი მდგომარეობის შემთხვევაში. ამდებად, მშვიდობიანობის დროს, საჭიროა სააგენტოსა და თავდაცვის ძალების მიერ, ერთობლივად განხორციელდეს წვრთნების/ტრენინგების/სწავლებების დაგეგმვა/ჩატარება, ოპერატიული გეგმების, სტანდარტული სამოქმედო პროცედურებისა და სათანადო სამართლებრივი აქტების მომზადება. მე-12 მუხლის მე-2-მე-4 ნაწილებში განხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება და ტერმინები: „სტრატეგიული დონე გულისხმობს“ და „ოპერატიული დონე გულისხმობს“ შეიცვლება ტერმინებით: „სტრატეგიული დონე არის“ და „ოპერატიული დონე არის“. ამასთან, მე-4 ნაწილში ტერმინი: „ტაქტიკური ამოცანის შესრულება“ შეიცვლება ტერმინით: „განსაზღვრული დავალებების შესრულება“, ვინაიდან, ტაქტიკურ დონეზე ხორციელდება ოპერატიულ დონეზე განსაზღვრული დავალებები და არა ტაქტიკური ამოცანების შესრულება. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის შესაბამისად, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობას ახორციელებს საქართველოს გენერალური პროკურატურა. შესაბამისად, ცვლილება შედის თავდაცვის კოდექსის მე-20 მუხლში და ტერმინი „საპროკურორო ზედამხედველობა“ იცვლება ტერმინით: „საპროცესო ხელმძღვანელობა“. ნორმის განჭვრეტადობის მიზნით, ახლებურად ყალიბდება 26-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმად, სამხედრო პოლიციაშისამსახურის გავლის წესი, მათ შორის, სამხედრო პოლიციის თანამშრომლის ზღვრული ასაკი, სამსახურში მიღების, სამსახურიდან გათვისუფლებისა, და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხები/საფუძვლები, განისაზღვრება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად წვევამდელთა შერჩევა ხორციელდება ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპის საფუძველზე. გაწვევის მეთოდის შეცვლამ, თვისობრივად შეცვალა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, როგორც გაწვევის ისე წვევამდელების სამინისტროს ქვედანაყოფებში განაწილების ვადები. კერძოდ, შერჩევა ხორციელდება ყოველი წლის იანვრის თვეში, ხოლო გაწვევა და წვევამდელების გადანაწილება ქვედანაყოფებში სამხედრო სამსახურის გასავლელად, მთელი წლის განმავლობაში. შესაბამისად, მიზანშეწონილია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მინიჭების საფუძველის გადახედვა. ცვლილებით, წვევამდელი სამხედრო მოსამსახურის სტატუსს შეიძენს სამინისტროს ქვედანაყოფში ჩარიცხვის დღიდან. შესაბამისად ახლებურად ყალიბდება 30-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები და მე-3 ნაწილი. კოდექსის 31-ე მუხლით რეგულირდება სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პირობები. აღსანიშნავია, რომ ტერმინი „სამხედრო შეკრება“ თავისი შინაარსით მოიცავს ასევე „საველე შეკრებასაც“. შესაბამისად, აღნიშნული მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტერმინის „საველე სწავლების ან სამხედრო შეკრების“ ნაცვლად, მიეთითება ტერმინი: „სამხედრო შეკრება, მათ შორის საველე სწავლება“. ამასთან, სამხედრო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პირობების დაზუსტების მიზნით, ჩამონათვალს დაემატება „ნ“ ქვეპუნქტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნება „სადღეღამისო განწესი“. საზღვარგარეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში არსებულ თანამდებობაზე საერთაშორისო პარტნიორობის ან/და სამშვიდობო ოპერაციის მიზნების შესასრულებლად განხორციელებული საქმიანობა, ქვეყნის ინტერესებიდან და თავისი შინაარსიდან გამომდინარე, უნდა ხორციელდებოდეს სამინისტროს გადაწყვეტილებით. შესაბამისად, კოდექსის 34-ე მუხლში ზემოაღნიშნული ჩანაწერი ჩამოყალიბდება ახლებურად და განისაზღვრება რომ ეს საქმიანობა განხორციელდება სამინისტროს გადაწყვეტილებით. ტექნიკური თვალსაზრისით იცვლება მუხლის სათაური. თავდაცვის კოდექსის მიღებამდე დამტკიცებული კონტრაქტის ფორმები ფინანსურ პასუხუსმგებლობად ითვალისწინებდა ჯარიმას და პირგასამტეხლოს. პირგასამტეხლოს ოდენობა გამოითვლებოდა ფორმულით - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ჯარიმის 0.02%. შესაბამისად, კონტრაქტის დარღვევის გამო სამსახურიდან გათვისუფლებული პირებს სასამართლო გადაწყვეტილებებით ეკისრებოდათ ჯარიმისა და პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. თავდაცვის კოდექსი კონტრაქტის დარღვევის ფინანსურ პასუხისმგებლობად აღარ ითვალისწინებს პირგასამტეხლოს. სასამართლოს გადაწყვეტილებებით დაკისრებული პირგასამტეხლოს იძულებითი აღსრულების მოთხოვნით სააღსრულებო ბიუროში მიმდინარეობს ათეულობით საქმე. ამ კატეგორიის პირებიდან ნაწილი გამოთქვამს თავდაცვის ძალებში ხელმეორედ კონტრაქტით მსახურის სურვილს, თუმცა ჯარიმისაგან განსხვავებით, კოდექსი არ ითვალისწინებს პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების შეწყვეტის, გადახდის გადავადების, აგრეთვე მისი განაწილვადების ან შემცირების რაიმე რეგულაციას. შესაბამისად, ცვლილებით პირგასამტეხლოზე გავრცელდება დაკისრებული ჯარიმის გადახდის ვალდებულების შეწყვეტის, გადავადების, მისი განწილვადების, შემცირების, აგრეთვე გადახდისაგან გათავისუფლების წესი. აგრეთვე, ამავე მუხლის მე-15 ნაწილში, სიტყვა: „სამსახურებრივი“ შეიცვლება სიტყვით: „თანამდებობრივი“, ვინაიდან საქართველოს თავდაცვის ძალებში ძირითადად გამოიყენება ტერმინი „თანამდებობრივი დაწინაურება“. 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, პირს დაკისრებული ჯარიმის ნებაყოფლობით გადახდის ვადად განსაზღვრული აქვს 1 თვე. კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტა ფორმდება მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლის ძალაში შესვლა საჭიროებს დამატებით სპეციალურ მოწესრიგებას თავდაცვის კოდექსში. კერძოდ, განსასაზღვრია, ამ აქტის შესაბამისი პირისთვის ოფიციალურად გაცნობის ფორმები, რათა 35-ე მუხლის მე-4 ნაწილის აღსრულებას შეექმნას მყარი სამართლებრივი საფუძველი, მათ შორის, ადამიანის უფლებათა და პერსონალურ მონაცემთა თვალსაზრისითაც. შესაბამისად, 35-ე მუხლს ემატება მე-16 და მე-17 ნაწილები. დაცვის 41-ე მუხლის მიხედვით განსაზღვრულია რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე და სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამაზე მისაღები პირების კატეგორიები. აღნიშნული მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებში დაკონკრეტდება, რომ ამ პროგრამებზე მიიღებიან მხოლოდ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე მყოფი პირები, რადგან ამ პროგრამების ერთ-ერთი მიზანია პირს მოხდილად ჩაეთვალოს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ნორმის განჭვრეტადობის მიზნით, ნორმას დაემატა მისაღები პირის ასაკი და ზუსტდება ნორმის რედაქცია. ამავე მუხლის მე-10 ნაწილში დაკონკრეტდება, რომ რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამის (დასრულების) და სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ, პირი ჩაირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალ სისტემაზე გადასვლასთან (შემთხვევითი შერჩევის პრინციპი) დაკავშირებით, რიგითის სამხედრო წოდების მინიჭების საფუძვლებში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ნაცვლად, უნდა მიეთითოს ამ სამსახურში ჩარიცხვა, ვინაიდან გაწვევა და სამსახურის დაწყება შეიძლება არ ემთხვეოდეს ერთმანეთს. შესაბამისად, კოდექსის 43-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება განსხვავებული რედაქციით. რაც შეეხება ამავე მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდების მინიჭების საკითხს, აღმოსაფხვრელია ტექნიკური ხარვეზი, ვინაიდან 11-თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხული პირი უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდებას მიიღებს, თუ იგი გაივლის უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამას, დანიშნული იქნება უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და მინიჭებული არ ექნება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი. შესაბამისად, ახლებურად ყალიბდება 43-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ.ბ“ ქვეპუნქტი, ხოლო „გ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატება „გ.გ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად თუ პირი გაივლის სერჟანტების ან უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის კურსს/პროგრამას, მაგრამ დაინიშნება წინასწარ განსაზღვრულ სპეციალისტის თანამდებობაზე. მას ასევე მიენიჭება უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდება. ტექნიკურად სწორდება 43-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, ვინაიდან შესაძლებელია პირს მინიჭებული ჰქონდეს აკადემიური ხარისხი და შემდგომ დაასრულოს უმცროსი ოფიცრის საკანდიდატო პროგრამა. შესაბამისად, არ უნდა იქნეს აღქმული, რომ აკადემიური ხარისხის მინიჭება და უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამის დასრულება ერთმანეთს ემთხვევა. საკანდიდატო პროგრამა არ მიეკუთვნება აკადემიურ პროგრამებს, ხოლო ამ პროგრამაზე პირის მიღების ერთ-ერთ წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს სწორედ აკადემიური ხარისხის ქონა. აღსანიშნავია, რომ სამინისტროში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა სერჟანტთა შემადგენლობის კარიერული განვითარების ხელშეწყობის საკითხებზე. შედეგად, მიზანშეწონილია უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდების მინიჭება განხორციელდეს მხოლოდ შესაბამისი კურსის გავლის შემდგომ და სამხედრო სამსახურის მინიმალური ვადა კაპრალიდან/კაპრალ-სპეციალისტიდან, უმცროს სერჟანტამდე არ იყოს განსაზღვრული. შესაბამისად, ახალი მიდგომა გამიჯნავს სერჟანტთა შემადგენლობას რიგითების და კაპრალების შემადგენლობისგან, შესაძლებელს გახდის შემცირებულ ვადებში სერჟანტთა პირველადი წოდების მინიჭებას. ამდენად, 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი, იქნება ამოღებული. ურთიერთდაქვემდებარების განსაზღვრისა და სამხედრო სამსახურის ორგანიზების მიზნით, მიზანშეწონილია თავდაცვის კოდექსით შესაძლებელი გახდეს „ლეიტენანტის“, „სერჟანტის“ და „უმცროსი სერჟანტის“ სამხედრო წოდებების დროებით მინიჭება, რომელიც გავრცელდება მხოლოდ 11 თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეებისათვის სამსახურის ვადის დასრულებამდე. შესაბამისად, 45-ე მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურისათვის დროებითი სამხედრო წოდების მინიჭება დასაშვები იქნება მხოლოდ თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამასთან, სათანადო ცვლილება შედის 72-ე მუხლში და ემატება მე-11 ნაწილი, რომლის შესაბამისად, დროებითი წოდება მიენიჭება: ა) ლეიტენანტი - თუ ის დაინიშნა უმცროსი ოფიცრების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა უმცროსი ოფიცრების მომზადების შესაბამისი პროგრამა; ბ) უმცროსი სერჟანტი ან სერჟანტი - თუ ის დაინიშნა სერჟანტების შემადგენლობის საშტატო კატეგორიის უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და სამსახურის გავლის პერიოდში გაიარა სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი. კოდექსის 50-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში და 81-ე მუხლის მე-6 ნაწილში, შვებულებების მარეგულირებელ ნორმებში, ამ ნორმების დაზუსტების მიზნით, ემატება ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების საკითხი. 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, პირები, რომლებმაც არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური გაიარეს, არ ექვემდებარებიან სამხედრო აღრიცხვას. აღსანიშნავია, რომ სამხედრო აღრიცხვას, ასევე, არ უნდა დაექვემდებარონ პირები, რომლებმაც გაიარეს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, ვინაიდან ისინი იმყოფებიან არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის აღრიცხვაზე და მათ აღრიცხვას ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. შესაბამისად, 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტს ემატება სიტყვები: „ან გაიარა იგი“. ამასთან, მე-2 ნაწილს დაემატება „ე“ ქვეპუნქტი პირი, რომელსაც აქვს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსი. შესაბამისად, 64-ე მუხლის პირველი ნაწილიდან, ამოღებული იქნება „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტები. მე-60 მუხლის მე-2 ნაწილში, ნორმის განჭვრეტადობის მიზნით, განხორციელდება ტექნიკური ხასიათის ცვლილება და დაკონკრეტდება იმ პირის ასაკი, რომელსაც ეკისრება ვალდებულება დამსაქმებელს და საგანმანათლებლო დაწესებულებას წარუდგინოს წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ვინაიდან, წვევამდელის აღრიცხვაზე პირი იმყოფება 17-დან 27 წლამდე. 62-ე მუხლის მე-2 ნაწილი არეგულირებს 27 წლის ასაკს მიღწეული პირის, რომელსაც არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვში ჩარიცხვის საკითხს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს თავდაცვის ძალების რეზერვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის ჩარიცხვა, მოწესრიგებულია თავდაცვის კოდექსის IX თავით, ასევე საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით. საკითხის ოპერატიულად გადაწყვეტისა და მოქნილობის მიზნით, მიზანშეწონილია რეზერვში ჩარიცხვის პროცედურული საკითხები, ასევე რეზერვში ჩარიცხვაზე უფლებამოსილი პირი არ იყოს კანონის დონეზე განსაზღვრული. ამდენად, ცვლილებით განზოგადდება 62-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარმოდგენილი ნორმა და მიეთითება, რომ ზემოაღნიშნული პირების რეზერვში ჩარიცხვის საკითხები დარეგულირდება კანონმდებლობის საფუძველზე. შესაბამისი ცვლილება შედის 93-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვით სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის საკითხები, მათ შორის უფლებამოსილი პირი, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. დაზუსტდება 64-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი და ნაცვლად ტერმინისა - „უცხო ქვეყნის სამხედრო ძალები“ მიეთითება ტერმინი „უცხო ქვეყნის“, ვინაიდან ალტერნატიული სამსახურის გავლა არ ხდება სამხედრო ძალებში. 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „შ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდება ახლებურად, რომლის მიხედვით რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირის მსგავსად, სტუდენტთა ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირი გათავისუფლდება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისაგან პროგრამაზე ყოფნის პერიოდში, ვინაიდან შესაძლებელია პროგრამის გავლის დროს პირს აღარ ჰქონდეს სტუდენტის სტატუსი (მაგალითად სტუდენტად ყოფნის დროს გაიარა ორი სამხედრო შეკრება და გასავლელი აქვს კიდევ ორი), ამიტომ მიზანშეწონილია მას მიეცეს შესაძლებლობა დაასრულოს აღნიშნული პროგრამა. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ახალ სისტემაზე გადასვლასთან (შემთხვევითი შერჩევის პრინციპი) დაკავშირებით, თვისობრივად შეიცვალა პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხები. კერძოდ, წვევამდელმა ჯერ უნდა გაიაროს სამედიცინო შემოწმება, ხოლო შემდგომ მიიღება გადაწყვეტილება მისი გაწვევის თაობაზე. შესაბამისად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების მოსაკრებლის გადახდა პირს უნდა შეეძლოს სამედიცინო შემოწმების შემდგომ. შესაბამისად, ცვლილება განხორციელდება 66-ე მუხლის მე-6 ნაწილში, ხოლო 66-ე მუხლის მე-7 ნაწილში განზოგადდება ტერმინი და „სააღრიცხვო ბარათის“ ნაცვლად მიეთითება სააღრიცხვო დოკუმენტაცია. ამასთან, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ასევე ჩაითვლება სამედიცინო კომისიაზე გამოუცხადებლობა ან სამედიცინო შემოწმების თავის არიდება და ამ შემთხვევაში შესაბამისი მასალები გადაეცემა სასამართლოს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად ცვლილება შევა ასევე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. ამდენად, ახლებურად ყალიბდება 67-ე მუხლის მე-2, მე-5, მე-7, მე-8 და მე-10 ნაწილები. კანონმდებლობის შესაბამისად, პირს უფლება აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ნაცვლად, გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. კანონმდებლობა, ასევე, იძლევა საშუალებას პირმა არასამხედრო, ალტერნატიული შრომით სამსახურში ჩარიცხვამდე უარი განაცხადოს ამ სამსახურის გავლაზე და გამოთქვას სურვილი გაიაროს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, ან არასამხედრო, ალტერნატიული შრომით სამსახურში გავლის დროს გამოხატოს სურვილი გადაყვანილ იქნეს სამხედრო სამსახურში. ამასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანის შემთხვევაში „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად პირს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის ვადაში არ ეთვლება არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გავლილი ვადა. თავდაცვის კოდქსისა და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თავსებადობისა და ზემოაღნიშნული საკითხების მომწესრიგებელი ნორმების დაზუსტების/დახვეწის მიზნით 67-ე მუხლს ემატება მე-18-მე-20 ნაწილები, რომლითაც განისაზღვრება არასამხედრო, ალტერნატიული შრომით სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში პირის გადაყვანისა და პროცედურული საკითხების განსაზღვრის შესაძლებლობა. ვინაიდან, არასამხედრო, ალტერნატიული შრომით სამსახური ცვლის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, აღნიშნულ ნორმაში და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი მე-17 მუხლის მე-3 პუნქტში ტერმინის „სამხედრო სამსახურის“ ნაცვლად მიეთითება ტერმინი „წვეამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახური“. 68-ე მუხლის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის პროცესის კორდინაციისა კონტროლის მიზნით, შექმნილია ცენტრალური გამწვევი კომისია. აღნიშნული კომისია ძირითადად დაკომპლექტებული იყო იმ უწყებების წარმომადგენლებით, რომლებშიც 2025 წლამდე ხდებოდა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა. 2025 წლის 1 იანვრიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. ამდენად, ცენტრალური გამწვევი კომისიის ფუნქციონირების საჭიროება აღარ არსებობს. შესაბამისად, 67-ე მუხლის მე-10 ნაწილიდან ამოღებული იქნება მიეთითება ცენტრალურ გამწვევ კომისიაზე, ხოლო 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდება ახლებურად. ასევე, მიზანშეწონილია საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს გამწვევი კომისიის მიერ მისაღები გადაწყვეტილებების საკითხი, რომელიც დღეის მდგომარეობით განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამასთან, ჩამონათვალს გადაწყვეტილების სახით, უნდა დაემატოს სამედიცინო შემოწმების მიზნით, წვევამდელის სამედიცინო საექსპერტო კომისიის გასავლელად წარგზავნა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დაკონკრეტდება, რომ წვევამდელის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევაზე გადაწყვეტილება მიიღება სამედიცინო კომისიის გავლის შემდგომ. აღნიშნულის გათვალისწინებით, შინაარსის გათვალისწინებით, ახლებურად ჩამოყალიბდება 68-ე და 69-ე მუხლები, ხოლო 70-ე მუხლის მე-9 ნაწილი ამოღებულ იქნება, ვინაიდან სამედიცინო კომისიას პირი გაივლის გაწვევის გადაწყვეტილების მიღებამდე. თავდაცვის კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილში მიზანშეწონილია დაკორექტირდეს 8-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად განსაზღვრული ქვედანაყოფის დასახელება. კერძოდ 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედი რედაქცია - „დაცვის ან უზრუნველყოფის ქვედანაყოფი“ შეიცვალოს სიტყვებით: „საბრძოლო მხარდაჭერისა ან საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი“, ვინაიდან, თავაცვის ძალებში არსებობს ასეთი ქვედანაყოფები. ამასთან, 11-თვიანი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელი გახდეს, როგორც „უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე“, ისე „წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით“, შესაბამისად 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის რედაქცია: „უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით“ შეიცვლება: „უმცროს სამეთაურო თანამდებობაზე ან წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით“. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გასავლელად, თავდაცვის კოდექსის მიხედვით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სახეებიდან (6, 8, 11 თვე) არჩევის უფლება თავისი შეხედულებით აქვს სტუდენტს. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პოპულარიზაციის მიზნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული ზემოაღნიშნული სამსახურის სახეებიდან არჩევის უფლება გააჩნდეს ასევე იმ პირს, რომელსაც თავდაცვის კოდექსის შესაბამისად აქვს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების უფლება, გარდა იმ პირისა, რომლის მიმართ მიმდინარეობს სისხლისსამართლებრივი დევნა. ამდენად, ცვლილება შედის 72-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში. ზემოთხსენებული მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირი საკუთარი სურვილით და სამინისტროს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტის საფუძველზე შეიძლება გადაადგილდეს წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის ერთი სახიდან მეორეში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს იწვევს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადის შემცირებას. აღნიშნული რეგულაცია მიზანშეწონილია არ გავრცელდეს 11თვიან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურზე, ვინაიდან თუ აღნიშნულ სამსახურში გაწვეული პირი ვერ შეძლებს დაასრულოს საწყისი საბრძოლო მომზადების პროგრამა ან სერჟანტების შემადგენლობის შესაბამისი კურსი ან უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა, მაშინ შესაძლებელი უნდა იყოს მისი გადაყვანა 11-თვიანი სამსახურიდან 8 - თვიან სამსახურში, ხოლო თუ პირმა აღნიშნული პროგრამები დაასრულა, მაგრამ იგი არ შეირჩა ოფიცრის ან სერჟანტის თანამდებობაზე (მაგალითად დაბალი აკადემიური მოსწრების გამო), მაშინ იგი სამსახურს გააგრძელებს წინასწარ განსაზღვრულ სპეციალობაზე. თავდაცვის კოდექსის 73-ე მუხლის პირველ ნაწილში ზუსტება საჯარო დაწესებულების განმარტება. ასევე, ამავე მუხლს, მე-6 ნაწილის აღსრულების მიზნით, მუხლს დაემატება მე-7 ნაწილი, რომლის მიხედვით, შესაბამისი საჯარო დაწესებულება ვალდებული იქნება სამინისტროს მიაწოდოს ინფორმაცია წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის შრომის ანაზღაურების თაობაზე. სამხედრო მოსამსახურის ყველა სახის კმაყოფიდან მოხსნა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ დისციპლინური წარმოებისას დისციპლინური გადაცდომის სავარაუდო ჩამდენი პირის სამსახურიდან ჩამოშორება, პრაქტიკაში არ არის სამხედრო სამსახურის ხელშემშლელი პირობა. შესაბამისად, ამოღებული იქნება 74-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტები, ხოლო მე-3 ნაწილით განისაზღვრება, რომ სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების შემთხვევაში, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაში ჩაითვალება მხოლოდ დროებითი შრომისუუნარობისა და შვებულების პერიოდები (მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები). რაც შეეხება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას, გამოყენებული იქნება 75-ე მუხლის მე-5 ნაწილი. სხვა შემთხვევაში სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების პერიოდი პირს არ უნდა ჩაეთვალოს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაში. 75-ე მუხლის: - პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტში ტერმინი: „დათხოვნა“ შეიცვლება ტრმინით: „გათავისუფლება“. ამასთან, ნორმის განჭვრეტადობის მიზნით 10 დღის ვადასთან დაკავშირებით დაემატება სიტყვა „კალენდარული“. - მე-2 ნაწილში დაკონკრეტდება, რომ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებული (მათ შორის, ვადამდე გათავისუფლებული) პირი ჩაირიცხება მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში. - მე-3 ნაწილში ტერმინი „გაწვევა“ იცვლება ტერმინით „ჩარიცხვა“ და ნორმიდან ამოღებული იქნება დათქმა რეზერვში ჩარიცხვასთან დაკავშირებით, ვინაიდან, 18 წელს მიღწეული პირი უკვე ჩარიცხულია რეზერვში. ამასთან, მუხლს დაემატება 31 ნაწილი, რომლის თანახმად, მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური გავლილად არ ჩაეთვლება და დაექვემდებარება ხელახალ გაწვევას დარჩენილი ვადით, კანონმდებლობით დადგენილი წესით. - მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის ჩამონათვალს დაემატება კოდექსის 65-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტზე (პირი, რომელიც არის აპლიკანტი, − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს, საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვამდე) მითითება, ვინაიდან პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირება არ უნდა იწვევდეს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან ვადამდე გათავისუფლებას მსგავსად სტუდენტებისა. - მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნება, ვინაიდან წინააღმდეგობაშია თავდაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტთან - თუ წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში მყოფი პირი ჩააბარებს ერთიან ეროვნულ გამოცდებს იგი ექვემდებარება ვადამდე გათავისუფლებას, რაც დაუშვებელია, რადგან მსგავსი უფლებით მოქმედი სტუდენტიც კი ვერ სარგებლობს. - მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან ამოღებულ იქნება მითითება ამავე კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტზე, ვინაიდან მე-5 ნაწილი თავად განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობისას გასატარებელ ღონისძიებებზე. - მე-6 ნაწილში დაკონკრეტდება, რომ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურე ვადამდე გათავისუფლდება სასამართლოს გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან, ვინაიდან, ხშირ შემთხვევაში გამოძიების ან/და საქმის სასამართლოში განხილვის დასრულებამდე იწურება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ყოფნის ვადა და პირის გათავისუფლება ხდება ამ ვადის ამოწურვის შემდეგ. - მე-7 ნაწილში ტერმინი: „დათხოვნა“ შეიცვალება ტერმინით: „გათავისუფლება“. 81-ე მუხლის მე-6 ნაწილში ამოღებულ იქნება სიტყვა: „ანაზღაურებადი“, რადგან შვებულება შესაძლებელია იყოს არაანაზღაურებადი, ხოლო ნორმის დაზუსტების მიზნით, ემატება ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულების საკითხი. ამავე მე-8 ნაწილში არსებულ ჩანაწერში, შვებულებით სარგებლობის ვადა 6 თვიდან გაიზარდება 1 წლამდე, ვინაიდან აღნიშნული ქმნის პრობლემებს სასწავლებლად წარგზავნილი სამხედრო მოსამსახურეების ოჯახის წევრების (რომლებიც არიან სამხედრო მოსამსახურეები) შვებულებით სარგებლობის კუთხით. ამასთან, სამხედრო მოსამსახურეს შვებულება მიეცემა მეთაურთან/ხელმძღვანელთან შეთანხმებით და მისი გამოყენება შეეძლება ასევე ნაწილ-ნაწილ. 84-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტში ტერმინი: „დათხოვნა“ შეიცვლება ტერმინით: „გათავისუფლება“. 84-ე მუხლის მე-2 ნაწილს დაემატება „მ“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, სამსახურებრივი უფლებამოსილების შეჩერების საფუძვლად განისაზღვრება სამხედრო მოსამსახურის საზღვარგარეთ არსებულ საერთაშორისო ორგანიზაციაში დასაქმება. აღნიშნულ შემთხვევაში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ნორმატიული აქტი განსაზღვრავს სამხედრო მოსამსახურის ანაზღაურების წესს, შესაბამისად ახლებურად ყალიბდება 84-ე მუხლის მე-3 ნაწილი და 149-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. 85-ე მუხლით რეგულირდება სამხედრო მოსამსახურის თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების საკითხები. აღნიშნულმა ტერმინმა შეცვალა მანამდე არსებული ტერმინი „კადრების განკარგულება“, თუმცა, თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების შემთხვევაში ბუნდოვანია ვის დაქვემდებარებაში იმყოფება სამხედრო მოსამსახურე. აღნიშნული საკითხის დარეგულირების მიზნით, მუხლს ემატება ნორმა (მე-7 ნაწილი), რომლის მიხედვითაც, თანამდებობიდან დროებით გათავისუფლების პერიოდში პირი გადაიყვანება საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ქვედანაყოფის განკარგულებაში. 86-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოქმედი რედაქციით, სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლდება აღკვეთის ღონისძიების შეფარდების მომდევნო დღეს. დღეის მდგომარეობით, ქვედანაყოფებს უწევთ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ სასამართლოს განჩინების გამოთხოვა. ამასთან, არის შემთხვევები, როდესაც აღკვეთის ღონისძიების გამოყენება სასამართლოს მიერ არ ხდება, რაც ქმნის პრობლემებს სამსახურიდან დათხოვნის თარიღის დასადგენად. შესაბამისად, იცვლება მოქმედი დანაწესი და სამხედრო მოსამსახურე სამსახურიდან გათავისუფლდება სამხედრო მოსამსახურის ფაქტობრივად ნამსახურები პერიოდის მეორე დღიდან. 90-ე მუხლის მე-15 ნაწილის ცვლილებით ზუსტდება ნორმის შინაარსი, რათა კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გამო განსაზღვრული პირობა არ იყოს დაკავშირებული 3 წლის სამსახურის შემდგომ კონტრაქტის შეწყვეტასთან. ამასთან, საპატიო მიზეზით კონტაქტის შეწყვეტის შემთხვევაში პირს არ ჩაეთვლება მოხდილათ წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, ვინაიდან შესაბამისი მომზადების დონეს აღწევს 3 წლის სამსახურის პერიოდში.3-ე მუხლის მე-2 ნაწილში არსებული ტერმინი: „ჩარიცხვა“ ჩანაცვლდება ტერმინით: „გავლა“, ვინაიდან, პირი, რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით, აცხადებს უარს არა სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო სამსახურში ჩარიცხვაზე, არამედ მის გავლაზე. თავდაცვის ძალების რეზერვის ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების ოპერატიულად გადაწყვეტისა და მოქნილობისათვის, მიზანშეწონილია იგი განისაზღვროს საქართველოს მთავრობის დადგენილებით. შესაბამისად, ცვლილება შედის 93-ე მუხლის მე-3 ნაწილში, რომლის მიხედვით სამობილიზაციო რეზერვში ჩარიცხვისა და სამობილიზაციო რეზერვიდან ამორიცხვის საკითხები, მათ შორის უფლებამოსილი პირი, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. პირი, რომელიც გაივლის (დაასრულებს) კოდექსის 41-ე მუხლით გათვალისწინებულ სამხედრო მომზადების პროგრამას და მიენიჭება სამხედრო წოდება, სამხედრო მომზადების პროგრამის გათვალსწინებით, უნდა ჩაირიცხოს მაღალი მზადყოფნის სამობილიზაციო რეზერვში, ვინაიდან აღნიშნული პროგრამების გავლა აკმაყოფილებს მაღალი მზადყოფნის რეზერვისათვის საჭირო მოთხოვნებს. მოქმედი რედაქციით, პირი, რომელიც გაივლის რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების ან სტუდენტების ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამას, სამხედრო წოდების მინიჭების შემდეგ ჩაირიცხება სამობილიზაციო რეზერვში თუ მან არ გამოთქვა სურვილი გააგრძელოს პროფესიული სამხედრო სამსახური. ვინაიდან, მითითებული არ არის სამობილიზაციო რეზერვის რომელ კატეგორიაში ირიცხება აღნიშნული პირი, მიზანშეწონილია მისი დაკონკრეტება. შესაბამისად, 94-ე მუხლის მე-2 ნაწილი ყალიბდება ახალი რედაქციით. ამასთან, მე-2 ნაწილში და ასევე მე-6 ნაწილში ტერმინი: „დათხოვნა“ შეიცვლება ტერმინით: „გათავისუფლება“. 95-ე მუხლის მე-6 ნაწილში ტექნიკურად ხდება ტერმინის - „წვემდელის სამხედრო აღრიცხვა“ დაზუსტება. აღსანიშნავია, რომ სსიპ - დავით აღმაშენებლის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამაზე ჩაირიცხებიან სამხედრო მოსამსახურეები. სამხედრო სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, აუცილებელია ასევე საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვროს უმცროსი ოფიცრის მომზადების საკანდიდატო პროგრამაზე (სამხედრო სასწავლებელში) ჩარიცხვის წესი, ვინაიდან ამ პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველები არ გადიან ერთიან ეროვნულ გამოცდებს და არ აქვთ აბიტურიენტის სტატუსი. შესაბამისად, განზოგადდება 117-ე მუხლის სათაური, მე-2 და მე-3 ნაწილებში. 118-ე მუხლის მე-2 ნაწილის შინაარსის ფორმულირებამ შესაძლებელია გააჩინოს მოლოდინი, რომ იუნკერი უნდა იღებდეს ერთდროულად როგორც შრომის ანაზღაურებას, ასევე სტიპენდიას. როგორც წესი იუნკერებს არ აქვთ შრომის ანაზღაურება, გარდა გარკვეული დანამატისა და ისიც ყველა იუნკერს არ მიეცემა (მხოლოდ საზღვარგარეთ სასწავლებლად წარგზავნის შემთხვევაში). შესაბამისად, საჭიროა კავშირი „და“ ჩანაცვლდეს „ან/და“ კავშირით, რათა არ იქნეს იმპერატიულად აღქმადი ერთდროულად ორი პირობის არსებობა (ანაზღაურება და სტიპენდია). ამასთან, შემდგომში იუნკრისათვის შრომის ანაზღაურების დაწესების შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მისი გაცემაც. 118-ე მუხლის მე-4 ნაწილით რეგულირდება იუნკრის, სასწავლებლიდან გარიცხვის შემთხვევაში მის მიერ საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გაგრძელების შესაძლებლობა. ამასთან, ნორმაში მითითებულია გარიცხვის მხოლოდ ერთი შემთხვევა - 100 სადიციპლინო ქულის ამოწურვა. სასწავლებლიდან იუნკერი შესაძლებელია გარიცხულ იქნას, სხვა შემთხვევებშიც (მაგ. ავადმყოფობის სიმულაცია, სიმთვრალე, ნარკოტიკული საშუალებების გამოყენება და სხვა). ამდენად, აღარ იქნება მითითება, მხოლოდ სადისციპლინო ქულის ამოწურვაზე. ამასთან, ამავე ნორმით დარეგულირდება სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე მსმენელის სამხედრო სასწავლებიდან ამორიცხვის შემთხვევაში მათი დასაქმების საკითხი. 127-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით განისაზღვრება, რომ არასამხედრო კონტინგენტის გამოწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს თავდაცვის მინისტრის მიერ, ნაცვლად: „მინისტრის მიერ დადგენილი წესისა“, ვინაიდან ამ შემთხვევაში რაიმე წესის დადგენის აუცილებლობა არ არსებობს. თავდაცვის კოდექსის ამოქმედებით თვისობრივად შეიცვალა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლის პირობები. კერძოდ, მისი გავლა შესაძლებელი იქნება მხოლოდ სამინისტროს სისტემაში. გაიზარდა ასევე ამ სამსახურში მყოფი პირი შრომის ანაზღაურება. დღევანდელი მოცემულობით კოდექსის 138-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების მიხედვით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოიყენება მხოლოდ რიგგარეშე განწესში დანიშვნა და დასვენების უფლების შეზღუდვა. შრომის ანაზღაურების ზრდის გათვალისწინებით, სამსახურის პროფესიულ სამხედრო სამსახურთან დაახლოვების უზრუნველსაყოფად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომად გამოყენებული იქნეს ასევე წოდებრივი სარგოდან დაქვითვა. როგორც უკვე აღინიშნა, მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს სსიპ - დავით აღმაშენებლის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ჩარიცხული პირები (იუნკრები და მსმენელები) იყვნენ თანაბარ პირობებში და აკადემიას ჰქონდეს სამართლებრივი საფუძველი იუნკრის ან მსმენელის მიერ ჩადენილ ერთსა და იმავე სახის გადაცდომაზე დააკისროს მას იდენტური დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ცვლილებით, თუ სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქომე მსმენელს 100 სადისციპლინო ქულა ამოეწურება, მას იუნკრის მსგავსად, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით დაეკისრება სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა. შესაბამისი ცვლილება ხორციელდება 138-ე მუხლში. 138-ე მუხლის მე-9 ნაწილის მოქმედი რედაქციით, დისციპლინური პასუხისმგებლობის სახით სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა, იუნკერს ეკისრება, თუ მას 100 სადისციპლინო ქულა ამოეწურა. აღსანიშნავია, რომ ამ შემთხვევაში სამხედრო სასწავლებლიდან გარიცხვა, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის სახე არ გამოიყენება. აღნიშნულიდან გამომდინარე, ცვლილებით განისაზღვრება, რომ 100 სადისციპლინო ქულის ამოწურვის შემდეგ იუნკერი ირიცხება სამხედრო სასწავლებლიდან. შესაბამისად, ახლებურად ჩამოყალიბდება 138-ე მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილები. ამასთან, 138-ე მუხლს დაემატა მე-12 ნაწილი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა 100 სადისციპლინო ქულის მინიჭების წესი. აღსანიშნავია, რომ რეზერვის უმცროსი ოფიცრის მომზადების პროგრამაზე და სტუდენტის ნებაყოფლობით სამხედრო მომზადების პროგრამაზე ჩარიცხული პირები, ასევე სამხედრო სასწავლებელში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირები არ არიან სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირები, თუმცა მათ შესაძლებელია მომზადება გაიარონ საველე პირობებში ან სამხედრო სასწავლებელში გადაადგილდნენ ფორმის ტანსაცმლით. შესაბამისად, მიზანშეწონილია 151-ე მუხლის პირველი ნაწილით განისაზღვროს მათთვის ფორმის ტანსაცმლის გაცემისა და მისი ტარების პირობა. ამასთან, ამავე მუხლის მე-3 ნაწილში ტერმინი: „დათხოვნა“ შეიცვლება ტერმინით: „გათავისუფლება“. ახლებურად ყალიბდება 167-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვითაც პირს ეკისრება ვალდებულება, გაიაროს შესაბამისი მომზადება, რომელიც სსიპ - თავდაცვის მოხალისის მიერაა განსაზღვრული, საქართველოს თავდაცვის ძალებთან კოორდინაციით. მითითებული ცვლილება მიზნად ისახავს მოხალისეთა ორგანიზაციებისთვის ვალდებულების დაკისრებას, თავიანთი სასწავლო პროგრამები მოიყვანონ შესაბამისობაში საქართველოს თავდაცვის ძალებში არსებულ სტანდარტებთან. ბიუროკრატიული ბარიერების თავიდან აცილებასა და მოქნილობის გაუმჯობესების მიზნით, ცვლილება შედის 167-ე მუხლის მე-5 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში და წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეულ პირს არ შეუწყდება მოხალის სტატუსი. ასეთ შემთხვევაში მას შეუჩერდება მოხალის სტატუსი. შესაბამისად, დაკორექტირება 167-ე მუხლის მე-7 ნაწილი. 168-ე მუხლის თანახმად, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი უფლებამოსილია განახორციელოს მოხალისეობრივი საქმიანობა, თუ მისი დამფუძნებელია სსიპ - თავდაცვის მოხალისე. ცვლილების მიხედვით, კი იმ შემთხვევაში, თუ მისი მმართველი ორგანოს წევრია სსიპ - თავდაცვის მოხალისე. აღნიშნული ცვლილება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ გაჩნდეს სამართლებრივი საფუძველი, უკვე დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისთვის, რომ მიენიჭოთ მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსი. იმისათვის, რომ არ გახდეს საჭირო ა(ა)იპ-ის ლიკვიდაცია, მოხალისეთა ორგანიზაციის სტატუსის მისანიჭებლად. 169-ე მუხლის მე-3 ნაწილში განხორციელებული ცვლილება სსიპ - თავდაცვის მოხალისეს შესაძლებლობას მისცემს, დაგეგმოს და განახორციელოს სწავლებები. 173-ე მუხლის მე-6 ნაწილში, ნორმის განჭვრეტადობის მიზნით, დაკონკრეტდა თავდაცვის მოხალისის მიერ სამსახურის გაცდენის საპატიოდ ჩათვლის პერიოდი და განისაზღვრა „სამუშაო დღე“. ზუსდტება 178-ე მუხლის მე-14 ნაწილი და ემატება ტერმინი: „ჩარიცხვა“, რაც აკონკრეტებს პირის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში ჩარიცხვის საკითხს. თავდაცვის კოდექსის ამოქმედების შემდგომ სხვაგვარად განისაზღვრა სამობილიზაციო რეზერვის კატეგორიები. შესაბამისად, აუცილებელია 180-ე მუხლს დაემატოს მე-20 ნაწილი, რომლის მიხედვითაც, სამხედრო აღრიცხვის მოწესრიგების უზრუნველსაყოფად, რეზერვში ჩარიცული/ჩასარიცხი პირის სამობილიზაციო რეზერვის შესაბამის კატეგორიაში გადანაწილებისა და მისთვის სამხედრო წოდების მინიჭების უფლებამოსილება მიენიჭება სსიპ - სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნულ სააგენტოს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 35-ე მუხლის მე-5-მე-9 ნაწილებში, შესატანი ცვლილება მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, თუმცა მისი წინასწარ გამოანგარიშება დამოკიდებულია, იმაზე, თუ რამდენი პირი გამოთქვამს სურვილს ხელმეორედ იმსახუროს საკონტრაქტო სამსახურში და თუ რამდენია მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. 43-ე მუხლის ცვლილებით, იზრდება იმ პირთა წრე, ვისაც შეეძლება უმცროსი სერჟანტის წოდების მიღება. აღნიშნული პირებისთვის წოდებრივი სარგოს ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად 2398 ლარს, რაც გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, კერძოდ მათზე გაცემული დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტი ჩაირიცხება საპენსიო ფონდში, ხოლო საშემოსავლო 20% სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: 43-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება „გ.გ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდება მიენიჭება პირს, რომელმაც გაიარა სერჟანტის შემადგენლობის კურის და უმცროსი ოფიცრის შესბამისი პროგრამა და დანიშნული იყო წინასწარ განსაზღვრული სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნული ცვლილებით იზრდება იმ პირთა წრე ვისაც შეუძლია უმცროსი სერჟანტის წოდების მიღება. ღონისიების დაფინანსება განხორცილდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. უმცროსი სერჟანტის წოდებრივი სარგო შეადგენს 2398 ლარს, რაც გავლენას იქონიებს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კერძოდ, დამსაქმებელი ამ პირებზე გასაცემი დასაბეგრი ხელფასის 2 პროცენტს ჩარიცხავს საპენსიო ფონდში. 45-ე მუხლს ემატება მე-10 ნაწილი, რომლის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურისათვის დროებითი სამხედრო წოდების მინიჭება დასაშვები იქნება მხოლოდ თავდაცვის კოდექსით გათვალისწინებული წესით. ეს შემთხვევა არ გამოიწვევს დამატებითი ფინანსური სახსრების ხარჯვას, ვინაიდან დროებითი წოდების მინიჭების დროს სამხედრო მოსამსახურეს შეუნარჩუნდება არსებული წოდების ანაზღაურება. ანალოგიური რეგულირების ქვეშ ექცევა 72-ე მუხლს ემატება მე-11 ნაწილი. 138-ე მუხლის ცვლილების მიხედვით წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გათვალისწინებულ ზომად გამოყენებული იქნება ასევე წოდებრივი სარგოდან დაქვითვა, რაც თავის მხრივ შეამცირებს შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილის. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 35-ე მუხლის მე-5-მე-9 ნაწილებში, შესატანი ცვლილება მოახდენს გავლენას იმ პირებზე, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს იმსახურონ საკონტრაქტო სამსახურში. თუმცა მისი წინასწარ გამოანგარიშება დამოკიდებულია, იმაზე, თუ რამდენია მასზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. 43-ე მუხლის მე-2 ნაწილს ემატება „გ.გ“ ქვეპუქნტი, რომლის მიხედვით, უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდება მიენიჭება პირს, რომელმაც გაიარა სერჟანტის შემადგენლობის კურის და უმცროსი ოფიცრის შესბაამისი პროგრამა და დანიშნული იყო წინასწარ განსაზღვრული სპეციალისტის თანამდებობაზე. აღნიშნული ცვლილებით იზრდება იმ პირთა წრე ვისაც შეუძლია უმცროსი სერჟანტის წოდების მიღება. შესაბამისად, აღნიშნულ პირებს ექნებათ საშუალება მიიღონ უმცროსი სერჟანტის წოდება რაც დადებით გავლენას იქონიებს ამ პირების საშემოსავლო ნაწილზე. უმცროსი სერჟანტის წოდებრივი სარგო შეადგენს 2398 ლარს. 44-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნება, რაც გულისხმობს, რომ უმცროსი სერჟანტის სამხედრო წოდების მინიჭება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი კურსის გავლის შემდგომ და სამხედრო სამსახურის მინიმალური ვადა კაპრალიდან/კაპრალსპეციალისტიდან, უმცროს სერჟანტამდე აღარ იქნება განსაზღვრული (ნაცვლად არსებული 2 წლის ვადისა). შესაბამისად, პირს შემცირებულ ვადებში მიენიჭება სერჟანტთა პირველადი წოდება, რაც დადებით გავლენას იქონიებს მის საშემოსავლო ნაწილზე. 138-ე მუხლში შესატანი ცვლილებების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვეული პირის მიმართ გამოყენებული იქნება დისციპლნური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება - წოდებრივი სარგოდან დაქვითვა (წოდებრივი სარგოს 5 პროცენტიდან 40 პროცენტამდე დაკავება 1 თვიდან 12 თვემდე ვადით). აღნიშნული დამოკიდებული იქნება პირის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენისა და ამ გადაცდომისათვის დაწესებული დასაქვითი თანხის პროცენტულ ოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.