„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.05.2025
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/41/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-20 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) 18-დან 27 წლამდე ასაკის პირისთვის - სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი ან ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ;“. 2. 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) იგი წვევამდელი ასაკისაა და არ გაუვლია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური, თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის ამ ვალდებულებისგან;“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტი წარმოადგენს „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს. წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის თავდაცვის კოდექსიდან გამომდინარე რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, მოქმედი რედაქციით, ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შუამდგომლობის მისაღებად, 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტერმინს „სამხედრო ბილეთი“, აღარ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა და თავდაცვის კოდექსის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებით დამტკიცებულმა „სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესმა“ განსაზღვრა ახალი ტერმინი „სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა“ (წვევამდელის ან რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი). ასევე, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი წვევამდელის ასაკისაა და არ მოუხდია სავალდებულო სამხედრო სამსახური, თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის ამ ვალდებულებისგან. ვინაიდან, თავდაცვის კოდექსის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. ამდენად, კანონის შესაბამის ნორმებში უნდა შეიცვალოს ტერმინები და „სამხედრო ბილეთის“ ნაცვლად მიეთითოს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო „სავალდებულო სამხედრო სამსახურის“ ნაცვლად უნდა მიეთითოს „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სამხედრო აღრიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტთან და ტერმინის - „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“ შეცვლასთან დაკავშირებით აუცილებელია ცვლილებები შევიდეს „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების შემდგომ „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმები შესაბამისობაში მოვა თავდაცვის კოდექსთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის თავდაცვის კოდექსიდან გამომდინარე რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანას. კერძოდ, მოქმედი რედაქციით, ემიგრაციის ნებართვის მისაღებად შეუამდგომლობის მისაღებად, 18-დან 27 წლამდე ასაკის პირის შემთხვევაში, შუამდგომლობას თან უნდა ერთვოდეს - სამხედრო ბილეთის ასლი ან ცნობა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების ან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების შესახებ. აღსანიშნავია, რომ ტერმინს „სამხედრო ბილეთი“, აღარ ითვალისწინებს მოქმედი კანონმდებლობა და თავდაცვის კოდექსის საფუძველზე საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებით დამტკიცებულმა „სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესმა“ განსაზღვრა ახალი ტერმინი „სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობა“ (წვევამდელის ან რეზერვისტის სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი). ასევე, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, დაინტერესებულ პირს შეიძლება უარი ეთქვას ემიგრაციის ნებართვის გაცემაზე, აგრეთვე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთაზე, თუ იგი წვევამდელის ასაკისაა და არ მოუხდია სავალდებულო სამხედრო სამსახური, თუ კანონით დადგენილი წესით გათავისუფლებული არ არის ამ ვალდებულებისგან. თავდაცვის კოდექსის მიხედვით, სავალდებულო სამხედრო სამსახურს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. ამდენად, კანონის შესაბამის ნორმებში უნდა შეიცვალოს ტერმინები და „სამხედრო ბილეთის“ ნაცვლად მიეთითოს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ხოლო „სავალდებულო სამხედრო სამსახურის“ ნაცვლად უნდა მიეთითოს „წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური“. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში); ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება დაკავშირებული არ არის სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ მდგომარეობაზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელების (ფულადი შენატანის) შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტები, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის (დაწესებულების), სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.