„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/41/11; 14/05/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 32-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
2. 1971 მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის
გამწვევ კომისიაში ან სამედიცინო შემოწმების მიზნით მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო
კომისიაზე გამოუცხადებლობა“;
ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით
პირის გამწვევ კომისიაში ან სამედიცინო შემოწმების მიზნით მუდმივმოქმედ სამედიცინო
საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის
ოდენობით.“.
3. 220-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 220. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) შეადგინოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმები, იმ სამართალდარღვევებზე,
რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე მუხლებით და ჩადენილია
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ, აგრეთვე რომლებიც გათვალისწინებულია ამავე
კოდექსის 1963, 1966 და 1971 მუხლებითა და 1973 მუხლის მე-2 ნაწილით და ჩადენილია პირის
მიერ;
ბ) განიხილოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები, მიიღოს შესაბამისი
დადგენილება (მათ შორის, ელექტრონული დადგენილება), აგრეთვე გასცეს სააღსრულებო
ფურცელი (მათ შორის, ელექტრონული სააღსრულებო ფურცელი) იმ ადმინისტრაციული
სამართალდარღვევებისთვის, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 1711 მუხლით
(საქართველოს თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის), 1825, 1941, 1961, 1967, 197-ე მუხლებით, აგრეთვე
1973 მუხლის პირველი ნაწილითა და 198-ე - 1982 მუხლებით.
2. საქართველოს თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება:
ა) სამართალდარღვევების საქმეების განხილვაზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
ოქმის შედგენაზე, დადგენილების (მათ შორის, ელექტრონული დადგენილების) მიღებასა და
სააღსრულებო ფურცლის (მათ შორის, ელექტრონული სააღსრულებო ფურცლის) გაცემაზე
უფლებამოსილი პირები, აგრეთვე ამ კოდექსით ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეებთან
დაკავშირებული
ადმინისტრაციული
წარმოებისათვის
საჭირო
სხვა
უფლებამოსილებების განმახორციელებელი სუბიექტები;
ბ)
ამ
მუხლის
პირველი
ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესი;
გ) სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმები
და მათი შევსება-წარმოების წესი.“.
4. 239-ე მუხლის:
ა) 53-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„53. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე ჩადენილი ამ კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე
მუხლებით, აგრეთვე პირის მიერ ამავე კოდექსის 1963, 1966, 1971 მუხლებითა და 1973 მუხლის
მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის
შემთხვევაში შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს სისტემის სათანადო უფლებამოსილი პირი.“;
ბ) 71-ე ნაწილი ამოღებულ იქნეს.
5. 242-ე მუხლს მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:
„7. ამ კოდექსის 1711 (თავდაცვის ძალების დაწესებულების შენობა-ნაგებობაში ჩადენილი
დარღვევებისათვის), 1825, 1941, 1961, 1967, 197-ე მუხლებით, აგრეთვე 1973 მუხლის პირველი
მუხლებით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული
ნაწილით,
198-ე 1982
სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი არ დგება.
აღნიშნულ შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიიღება ამავე
კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული დადგენილება, რომელშიც, გარდა ამ კოდექსის
266-ე მუხლით განსზღვრული ინფორმაციისა, უნდა მიეთითოს საბანკო რეკვიზიტები,
რომელზეც უნდა განხორციელდეს დაკისრებული ჯარიმის გადახდა, აგრეთვე ჯარიმის
გადახდის ვადა და სამართლებრივი შედეგები, რაც შეიძლება მოჰყვეს დაკისრებული ჯარიმის
დადგენილ ვადაში გადაუხდელობას.“.
6. 246-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ“ ქვეპუნქტი:
„თ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის
უფლებამოსილ თანამშრომელს - სამინისტროს სისტემის მოსამსახურის მიერ სამინისტროს
სისტემის ტერიტორიაზე ამ კოდექსის 45, 451 და 166-ე მუხლებით გათვალისწინებული
სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 - მე-6 ნაწილებისა, ამოქმედდეს
გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის:
ა) მე-2 და მე-6 ნაწილები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს.
ბ) მე-3 - მე-5 ნაწილები ამოქმედდეს 2025 წლის 2 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
პროექტი წარმოადგენს „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (შემდგომ - სამინისტრო) განიხილავს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც დაკავშირებულია სამხედრო სამსახურის
გავლასთან, მათ შორის სამხედრო აღრიცხვის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის,
სარეზერვო სამხედრო სამსახურის მარეგულირებელი ნორმების დარღვევასთან. თითოეული
მათგანი წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს სისტემურ მექანიზმს ქვეყნის ეროვნული
უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მათ ეფექტიან ფუნქციონირებას არსებითად
განაპირობებს გადაწყვეტილებების დროულად მიღება და აღსრულება.
წარმოდგენილი კანონპროექტი მიზნად ისახავს სამინისტროს მიერ, საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომ - კოდექსი) ზოგადი ნორმებით
გათვალისწინებული პროცედურული საკითხების დაზუსტებას, რაც მნიშვნელოვნად
შეამცირებს ადმინისტრაციული წარმოების ვადებსა და რესურსს.
ამასთან, დაზუსტდება კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევების განხილვასთან,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან, დადგენილების მიღებასა და
სააღსრულებო ფურცლის გამოცემასთან დაკავშირებით, სამინისტროს უფლებამოსილებები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
სამინისტროს უფლებამოსილებები, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განხილვისა და
გადაწყვეტილების მიღებასთან დაკავშირებით, დარეგულირებულია კოდექსით, შესაბამისად,
აღნიშნული
საკითხების
დაზუსტება
ან
შეცვლა
საჭიროებს
კოდექსში
ცვლილების
განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილებით დაზუსტდება სამინისტროს უფლებამოსილებები, კოდექსით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევების
განხილვასთან,
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან, დადგენილების მიღებასა და სააღსრულებო
ფურცლის გამოცემასთან დაკავშირებით. ასევე, 1971 მუხლი ჩამოყალიბდება ახლებურად და
სამართალდარღვევად მიიჩნევა წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის
თავის არიდების მიზნით პირის, როგორც გამწვევ კომისიაში, ასევე სამედიცინო შემოწმების
მიზნით მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე გამოუცხადებლობა.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კოდექსის 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სამხედრო მოსამსახურის მიერ 45-ე და 166ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში სასამართლოს
ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების თაობაზე მიმართავს სამინისტროს თავდაცვის
ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ყველა
დანარჩენ შემთხვევაში ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლოს
მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
აღნიშნული ნორმა იძლევა არაერთმნიშვნელოვანი განმარტების შესაძლებლობას, რაც
ბუნდოვანს ხდის მისი აღსრულების მექანიზმს. ამასთან, კოდექსი განსაზღვრავს კონკრეტულ
სამართალდარღვევათა განმხილველ ორგანოებსა და მათი უფლებამოსილების ფარგლებს.
შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 32-ე მუხლის მე-2 ნაწილის ამოღება.
კოდექსის 220-ე მუხლით გათვალიწინებულია თავდაცვის სამინისტროს განსახილველი
საქმეები. ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით განისაზღვრება სასამართლოს
განსჯადი საქმეები, ხოლო „ბ“ ქვეპუნქტით - ის საქმეები, რომლებზეც გადაწყვეტილება მიიღება
სამინისტროს მიერ. სამინისტროს უფლებამოსილებების დაზუსტების მიზნით, აღნიშნული
მუხლის პირველი ნაწილი ყალიბდება ახლებურად. 220-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტს ემატება 1973 მუხლის მე-2 ნაწილი (სამობილიზაციო სარეზერვო სამხედრო
სამსახურში შემოწმების/მომზადების მიზნით გამოძახებული პირის გამოუცხადებლობისათვის
დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობა გამოიწვევს პატიმრობას 15 დღის ვადით), ვინაიდან
აღნიშნული სამართალდარღვევა, კოდექსის 208-ე მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს
სასამართლოს განსჯადს. ამასთან, 1973 მუხლის პირველი ნაწილი, რომელზეც გადაწყვეტილება
სახდელის დაკისრების თაობაზე მიიღება სამინისტროს მიერ, მიეთითება 220-ე მუხლის
პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტში. პრაქტიკიდან გამომდინარე ზუსტება სამინისტროს
უფლებამოსილებები კოდექსის 45-ე, 451 და 166-ე მუხლებთან მიმართებაში. კერძოდ,
სამინისტრო აღნიშნული მუხლების დარღვევის შემთხვევაში რეაგირებას მოახდენს, მხოლოდ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის ტერიტორიაზე ჩადენის შემთხვევაში.
ამასთან, სიახლის მიხედვით, სამინისტრო ზემოაღნიშნულ დარღვებზე რეაგირებას მოახდენს,
როგორც სამინისტროს სისტემის სამხედრო მოსამსხურების მიმართ, ასევე სამოქალაქო და
სპეციალური წოდების მქონე პირების მიმართ. ასევე, აღნიშნული მუხლების აღსრულების
ღონისძიებათა უზრუნველსაყოფად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო
პოლიციის დეპარტამენტს მიენიჭება დაკავების უფლებამოსილება.
კოდექსის 220-ე მუხლის მეორე ნაწილით ზუსტდება საკითხები, რომლებიც განისაზღვრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ - მინისტრი) სამართლებრივი აქტით, მათ
შორის
სამართალდარღვევების
საქმეების
განხილვაზე,
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე, დადგენილების (მათ შორის, ელექტრონული
დადგენილების) მიღებასა და სააღსრულებო ფურცლის (მათ შორის, ელექტრონული
სააღსრულებო ფურცლის) გაცემაზე უფლებამოსილი პირები, აგრეთვე ამ კოდექსით
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული
წარმოებისათვის საჭირო სხვა უფლებამოსილებების განმახორციელებელი სუბიექტები. ასევე,
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული
წარმოების წესი და სამინისტროს სისტემის უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი
დოკუმენტების ფორმები და მათი შევსება-წარმოების წესი.
აღსანიშნავია, რომ კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ სამართალდარღვევებზე თავდაპირველად დგება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო შესაბამისი წარმოების ჩატარების შემდეგ, მიიღება
დადგენილება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული სამართალდარღვევების გამოვლენა არ არის
დაკავშირებული სამართალდარღვევის ჩადენის ადგილთან და მართლსაწინააღმდეგო
ქმედების სპეციფიკის გათვალისწინებით, ადმინისტრაციული სახდელის დასაკისრებლად
საჭიროა ადმინისტრაცული წარმოების ჩატარება და ფაქტობრივი გარემოებების
სრულყოფილად შესწავლა. წარმოდგენილი პროექტით, სამინისტრო უფლებამოსილი იქნება
სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე მიიღოს დადგენილება და შესაბამისი წარმოების
ჩატარების შემდეგ პირს დააკისროს პასუხისმგებლობა. ცვლილებით უზრუნველყოფილი
იქნება საქმის გარემოებათა დროული, ყოველმხრივი, სრული და ობიექტური გამოკვლევა, მისი
გადაწყვეტა კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით. ამასთან, დადგენილების მიღების
პროცესში საქმის წარმოების დაწყების, გამოკვლევის, მხარეთა გამოკითხვისა და სხვა
მნიშვნელოვანი ეტაპების უზრუნველსაყოფად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
საქმეებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოების წესი განისაზღვრება მინისტრის
სამართლებრივი აქტით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან, კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ
სამართალდარღვევებზე
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმის შედგენის გარეშე მიიღება დადგენილება, კოდექსის 239-ე მუხლის
53-ე ნაწილიდან (სამართალდარღვევის საქმეები, რომლებზეც დგება ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი) ამოღებულ იქნება ის მუხლები, რომლებზეც ოქმი არ შედგება.
ამავდროულად, აღნიშნული მუხლები დაემატება კოდექსის 242-ე მუხლს (შემთხვევები,
როდესაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი არ შედგება). ამასთან, 242ე მუხლის მე-7 ნაწილით დაზუსტდება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე
მისაღები დადგენილების რეკვიზიტები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი, გარდა პროექტის პირველი მუხლის მე-2 - მე-6 ნაწილებისა ამოქმედდება
გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ
არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. პროექტის პირველი მუხლის მე2 და მე-6 ნაწილების ამოქმედებისთვის განსაზღვრულია გამოქვეყნებიდან 30-ე დღე, ვინაიდან
ითვალისწინებს ახალ რეგულაციებს/ადმინისტრაციული სახდელის სახეს და ამოქმედებამდე
მნიშვნელოვანია შესაბამისი სუბიეტქების ინფორმირება აღნიშნულის თაობაზე. ხოლო მე-3 - მე5 ნაწილები ამოქმედდება 2025 წლის 2 სექტემბრიდან, ვინაიდან, 2025 წლის 4 აპრილის კანონით
(452-IIმს-XIმპ), კოდექსის 220-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტსა და 239-ე მუხლის 53ე ნაწილში განხორციელებული ცვლილება, ასევე კოდექსის 1825 მუხლი, რომელიც უნდა
აისახოს 242-ე მუხლში მე-7 ნაწილში და კავშირშია 220-ე და 239-დ მუხლის 53-ე ნაწილში
შესატან ცვლილებებთან, ძალაში შედის 2025 წლის პირველი სექტემბრიდან. ამასთან,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტი არ საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
ცვლილებით კოდექსის 1971 მუხლის პირველი ნაწილით, პირი დაჯარიმდება 1000 ლარით, თუ
იგი სამედიცინო შემოწმების მიზნით მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე არ
გამოცხადდება. ამ მუხლის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა ჯარიმას წვევამდელთა
ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისთვის თავის არიდების მიზნით პირის გამწვევ
კომისიაში გამოუცხადებლობისთვის. აღნიშნული ცვლილება გავლენას იქონიებს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ჯარიმის გადახდის ვალდებულების ნაწილში, რომელიც
შემდგომ სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება ზეგავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს
ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების
(საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ახალ ფინანსურ ვალდებულებებს, აგრეთვე
სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ ფინანსურ
ვალდებულებებს.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
1971 მუხლის პირველი ნაწილით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევისას
სამედიცინო შემოწმების მიზნით მუდმივმოქმედ სამედიცინო საექსპერტო კომისიაზე
გამოუცხადებლობა გახდება პირის 1000 ლარით დაჯარიმების საფუძველი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და
შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება საქართველოს
მიერ დადებულ ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი,
სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში,
იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.