„არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.05.2025
ავტორი
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/41/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 32) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება და კანონის: 1. მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. გამწვევი კომისია ვალდებულია 20 დღის ვადაში განიხილოს პირის განცხადება და იგი შესაბამის დოკუმენტაციასთან ერთად, საბოლოო დასკვნის გამოსატანად სახელმწიფო კომისიას გაუგზავნოს. 4. სახელმწიფო კომისიას დასკვნა გამოაქვს პირის განცხადებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მიღებიდან 3 თვის ვადაში.“. 2. მე-9 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. მე-17 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 17. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დამთავრება ან ვადამდე შეწყვეტა 1. პირი, რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს, შეიძლება ვადამდე იქნეს დათხოვნილი სამსახურიდან იმ მიზეზით, რომლითაც, თავდაცვის კოდექსის შესაბამისად, ვადამდე დაითხოვება პირი წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურიდან. 2. პირი, მათ შორის 27 წლის ასაკს მიღწეული, შეიძლება პირადი განცხადების საფუძველზე არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში იქნეს გადაყვანილი. 3. პირს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანისას არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლილი ვადა წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადაში არ ჩაეთვლება. 4. პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 4. მე-18 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირი, რომელიც დათხოვნილი იქნა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ამ სამსახურის რეზერვში ირიცხება 60 წლის ასაკამდე.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. პირი, რომელიც დათხოვნილი იქნა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, ვალდებულია დათხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში გამოცხადდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურში აღრიცხვაზე დასადგომად.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: პროექტი წარმოადგენს „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს და მიზნად ისახავს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურთან დაკავშირებული საკითხების დახვეწას, ასევე ამ საკითხების თავდაცვის კოდექსთან თავსებადობას. კერძოდ, „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, პირს, რომელიც გადის ამ სამსახურს თავისი სურვილის შემთხვევაში უფლება აქვს გადავიდეს სამხედრო სამსახურში. შესაბამისად, ამ მიმართულებით ორგანიზაციული საკითხების დაზუსტებისა და დახვეწის მიზნით, გარკვეული ცვლილებები შედის კანონის მე-8, მე17 და მე-18 მუხლებში, ხოლო მე-9 მუხლი ამოღებული იქნება. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზებასთან და ამ სამსახურიდან სამხედრო სამსახურში პირის გადაყვანისა და მასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხები, დარეგულირებულია „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით. შესაბამისად, აღნიშნული საკითხების მოსაწესრიგებლად აუცილებელია ცვლილებები განხორციელდეს „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: ცვლილების შემდგომ დაზუსტდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის სათანადო ნორმები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტი წარმოადგენს „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანმდევ კანონპროექტს. კანონმდებლობის შესაბამისად, პირს უფლება აქვს რწმენის, აღმსარებლობისა და სინდისის თავისუფლების მოტივით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ნაცვლად, გაიაროს არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახური. კანონის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები განსაზღვრავს, პირის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის სახელმწიფო კომისიათან (შემდგომ სახელმწიფო კომისია) წარსადგენი დოკუმენტების სახეებს და კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების ვადას. უნდა აღინიშნოს, რომ ხსენებულ ნორმებში მითითებული დოკუმენტების გარდა, სახელმწიფო კომისიას წარედგინება წვევამდელთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციაც (მაგ პირადობის მოწმობის ასლი, მუდმივმოქმედი სამედიცინო საექპერტო კომისიის დასკვნა). არასამხედრო, ალტერნატიულ შრომითი სამსახურის ორგანიზებასთან დაკავსირებული საკითხები რეგულირდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. ამავე დადგენილებით დარეგულირდება სახელმწიფო კომისიასთან გადასაგზავნი დოკუმენტების სახეები. შესაბამისად, კანონის მე-8 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში მიზანშეწონილია განზოგადდეს მითითება დოკუმენტების დასახელებაზე და მიეთითოს შესაბამის დოკუმენტაცია. რაც შეეხება კანონის მე-9 მუხლს ამოღებული იქნება, ვინაიდან გამწვევი კომისიის საქმიანობა რეგულირდება თავდაცვის კოდექსითა და „სამხედრო აღრიცხვის ორგანიზების, გამწვევი, ცენტრალური გამწვევი და სამობილიზაციო კომისიების საქმიანობის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 29 დეკემბრის №543 დადგენილებით. კანონმდებლობა იძლევა საშუალებას პირმა, არასამხედრო, ალტერნატიული შრომით სამსახურში ჩარიცხვამდე ან მისი გავლის დროს უარი განაცხადოს ამ სამსახურის გავლაზე და გამოთქვას სურვილი გაიაროს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. შესაბამისად, ახლებურად ყალიბდება „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლი, რომელიც პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის დამთავრების ან ვადამდე შეწყვეტის საკითხებს არეგულირებს. ამავე მუხლით განისაზღვრება, რომ პირის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადაყვანის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პირი რომელიც გადის არასამხედრო, ალტერნატიულ შრომით სამსახურს უფლება აქვს საკუთარი სურვილის შესაბამისად, გადავიდეს სამხედრო სამსახურში. ვინაიდან, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური ცვლის წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურს, აღნიშნულ ნორმაში ტერმინის სამხედრო სამსახურის ნაცვლად მიეთითება წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური. ამასთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევა ხდება 27 წლის ასაკამდე. შესაბამისად, პირს შეუძლია მის ნაცვლად, აირჩიოს არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა. აღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლებელია პირი გაწვეული იქნეს 27 წლის ასაკის მიღწევამდე, მაგრამ მას 27 წელი შეუსრულდეს არასამხედრო, ალტერნატიული სამსახურის გავლის პერიოდში. ამდენად, არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურიდან, წვეამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გადასვლასთან დაკავშირებული ნორმის დაზუსტების მიზნით, მითითება ხდება 27 წლის ასაკზე. ამასთან, მე-18 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, პირი, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური, მის რეზერვში ირიცხება 60 წლის ასაკამდე. წარმოდგენილი ცვლილებით, დაზუსტდება, რომ არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლა გულისხმობს ამ სამსახურის გავლის ვადის დასრულებას. ასევე, მუხლის სათაურიდან გამომდინარე, ნორმის შინაარსის გათვალისწინებით, კანონის მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი გადაადგილდა მე-18 მუხლში. შესაბამისად, მე-18 მუხლს ემატება 11 პუნქტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამის სამსახურში აღრიცხვაზე დასადგომად იმ პირისათვის განსაზღვრულ ვადას, რომელმაც გაიარა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახური. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მისი ამოქმედებისათვის დამატებითი პირობები ან ვადები არ არის საჭირო და მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტი არ საჭიროებს მისი დაჩქარებული წესით განხილვას. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ არის დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსებასთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკურ ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღებით არ წარმოიქმნება სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები. აგრეთვე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს ან/და მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღებ პირდაპირ ფინანსურ ვალდებულებებს. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ ახდენს ზეგავლენას იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც გავრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.