„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/58/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. კანონის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს შესახებ“. 2. პირველი−მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები 1. ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო) სტატუსს, უფლებამოსილებას, საქმიანობის ძირითად სფეროებს, მიზნებსა და პრინციპებს, სააგენტოს მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის სამართლებრივ საფუძვლებს, მისი სოციალური და სამართლებრივი დაცვის გარანტიებს და სხვა თანმდევ საკითხებს. 2. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, ამ კანონის, „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე. მუხლი 2. ეროვნული სადაზვერვო სააგენტო სააგენტო არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (შემდგომ − უსაფრთხოების სამსახური) მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას. მუხლი 3. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი სფეროები 1. სააგენტო სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებში, აგრეთვე თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში. 1 2. სააგენტო ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას. მუხლი 4. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზნები სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიზნებია საგარეო საფრთხეებისა და რისკების განსაზღვრა, ქვეყნის სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების აუცილებელი სადაზვერვო ინფორმაციით უზრუნველყოფა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვის, ინფორმაციულ, ეკოლოგიურ და ეროვნული უსაფრთხოების სხვა სფეროებში გადაწყვეტილებების მისაღებად. მუხლი 5. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპები სააგენტოს საქმიანობის ძირითადი პრინციპებია: ა) კანონიერება; ბ) სახელმწიფოებრივი ინტერესების, ადამიანის უფლებათა, თავისუფლებათა და კანონიერი ინტერესების დაცვა; გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა; დ) პოლიტიკური ნეიტრალიტეტი; ე) ანგარიშვალდებულება, პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა; ვ) ერთიანობა და ცენტრალიზაცია; ზ) მიზანმიმართულობა; თ) ოპერატიულობა; ი) უწყვეტობა; კ) გეგმურობა; ლ) ფარულობა.“. 3. II თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სააგენტოს საქმიანობა და უფლებამოსილება“. 4. მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. სააგენტოს საქმიანობისა და უფლებამოსილების ფარგლები 1. სააგენტო თავის საქმიანობაში ანგარიშვალდებულია უსაფრთხოების სამსახურის უფროსის წინაშე. სააგენტოს უფლებამოსილება, ორგანიზება და საქმიანობის წესი განსაზღვრულია ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. 2. სააგენტოს აქვს ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და თავისი სახელწოდებით, აგრეთვე საკუთარი სიმბოლოები, რომელთა ნიმუშებსა და გამოყენების წესს შეიმუშავებს და ნორმატიული აქტით ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. 3. სააგენტოს ადგილსამყოფელია ქალაქი თბილისი. 2 4. სააგენტო თავის უფლებამოსილებას ახორციელებს საქართველოს საზღვრებს გარეთ, აგრეთვე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში. 5. სააგენტო ამზადებს და თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სადაზვერვო ინფორმაციას წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, აგრეთვე ხელისუფლების უმაღლეს ორგანოებსა და შესაბამის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებს. 6. სააგენტო თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით: ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს სადაზვერვო დავალებებს; ბ) შეიმუშავებს და ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობის უსაფრთხოებისა და განვითარებისათვის აუცილებელ სპეციალურ პროგრამებს; გ) ნებაყოფლობით, ღიად ან კონფიდენციალურად თანამშრომლობს პირებთან; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სახელმწიფო საიდუმლოების რეჟიმის დაცვის მეთოდურ, ორგანიზაციულ, ორგანიზაციულ-ტექნიკურ ღონისძიებებს როგორც თავის ქვედანაყოფებში, ისე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებში. ამ მიზნით იგი ახორციელებს როგორც ოპერატიულ, ისე საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებებს; ე) თავისი მოსამსახურეების, ოპერატიული ინფორმაციის წყაროების, საინფორმაციო და კავშირგაბმულობის სისტემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ და საინჟინრო-ტექნიკურ ღონისძიებათა აუცილებელ კომპლექსს; ვ) აუცილებლობის შემთხვევაში ახორციელებს თავისი დოკუმენტაციის, საკადრო შემადგენლობის, ქვედანაყოფების, შენობა-ნაგებობებისა და სატრანსპორტო საშუალებების შენიღბვასა და დაშიფვრას, მათ შორის, სხვადასხვა დოკუმენტის, სატრანსპორტო საშუალების სანომრე და სხვა ამოსაცნობი ნიშნების გამოყენებით; ზ) კონსპირაციის მიზნით, სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ქმნის სხვადასხვა სამართლებრივი ფორმის ორგანიზაციებს; თ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს საკუთარ უსაფრთხოებას, კანონსაწინააღმდეგო ხელყოფისაგან იცავს თავის მოსამსახურეებს, ოპერატიული ინფორმაციის წყაროებს, ოპერატიულ-ტექნიკურ საშუალებებს, შენობანაგებობებსა და საინფორმაციო მონაცემთა ბაზას; ი) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას; კ) ახორციელებს საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას; ლ) სადაზვერვო ინფორმაციის მოსაპოვებლად იყენებს ოპერატიულ, ოპერატიულ-ტექნიკურ, საინჟინრო-ტექნიკურ, რადიოელექტრონულ და სხვა სპეციალურ საშუალებებს; 3 მ) სადაზვერვო ინფორმაციის დასაცავად სხვა მეთოდებთან ერთად ქმნის ან/და იყენებს კრიპტოგრაფიულ სისტემებს და შიფრებს; ნ) სადაზვერვო საქმიანობის აუცილებლობიდან გამომდინარე, საწარმოებთან, დაწესებულებებთან და ორგანიზაციებთან (მიუხედავად მათი სამართლებრივი ფორმისა) დებს ხელშეკრულებებს; ო) თავისი ქონების, ობიექტების, ინფორმაციისა და მოსამსახურეთა დაცვის უზრუნველყოფის მიზნით უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით თანამშრომლობს საქართველოს სხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან; პ) სააგენტოს ისტორიული და მეცნიერული ღირებულების მქონე დოკუმენტებს „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაიდუმლოების შემდეგ მუდმივი შენახვისათვის გადასცემს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს; ჟ) საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ეროვნულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან; რ) მატერიალური დოკუმენტის ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით ქმნის, აგზავნის, იღებს და ინახავს ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის, საარქივო მასალას), აგრეთვე იყენებს პირად ხელმოწერას, ელექტრონულ ხელმოწერას/ელექტრონულ შტამპს და ელექტრონულ სანდო მომსახურებას. 7. სააგენტოს დოკუმენტები, რომლებიც შეიცავს მონაცემებს მისი საკადრო შემადგენლობისა და იმ პირების ან/და ორგანიზაციების შესახებ, რომლებიც სააგენტოსთან კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ), აგრეთვე სააგენტოს მიერ გამოყენებული მეთოდებისა და საშუალებების შესახებ, ინახება სააგენტოს არქივში და განსაიდუმლოებას არ ექვემდებარება. გამონაკლისია ამ კანონის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევა. 8. თავისი საქმიანობის განხორციელებისას სააგენტო უფლებამოსილია შეიძინოს, შექმნას და დაამზადოს სპეციალური დანიშნულების მოწყობილობები და სისტემები და ექსპლუატაცია გაუწიოს მათ. 9. სააგენტო აგრეთვე ახორციელებს სხვა საქმიანობას, რომელიც პირდაპირ გამომდინარეობს ამ კანონიდან.“. 5. III თავის სათაური ჩამოყალიბდეს ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სააგენტოს შემადგენლობა, ორგანიზება და სტრუქტურა“. 6. მე-8−მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. სააგენტოს შემადგენლობა 1. სააგენტოს საშტატო განრიგსა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას სააგენტოს უფროსის წარდგინებით განსაზღვრავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2. სააგენტოს მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო 4 სპეციალური წოდება, აგრეთვე სააგენტოს შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული, წოდების არმქონე პირი (სამსახურის მოხელე), შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი. 3. სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები, ქვედანაყოფების უფლება-მოვალეობანი, აგრეთვე სხვა ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება სააგენტოს დებულებით, რომელსაც სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მუხლი 9. სააგენტოს უფროსი 1. სააგენტოს საქმიანობას ხელმძღვანელობს სააგენტოს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 2. სააგენტოს უფროსი: ა) ორგანიზებას უწევს ეროვნული სადაზვერვო პროგრამის, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებსა და პრიორიტეტების განხორციელებას; ბ) უზრუნველყოფს სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდებას ხელისუფლების უმაღლესი ორგანოებისათვის და შესაბამისი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისათვის; გ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მისავლენად წარუდგენს დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლების კანდიდატურებს; დ) კოორდინაციას უწევს სადაზვერვო ინფორმაციის დაცვის კრიპტოგრაფიული საშუალებებისა და შიფრების სახელმწიფო სტანდარტების შექმნასა და დანერგვას; ე) სააგენტოს მოსამსახურეს უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს, პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით; ვ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით წარმოადგენს სააგენტოს საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობებში; ზ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს, სააგენტოს საშტატო განრიგსა და სააგენტოში მომუშავეთა რიცხოვნობას დასამტკიცებლად წარუდგენს უსაფრთხოების სამსახურის უფროსს; თ) უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით: თ.ა) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ამოცანებიდან და პრიორიტეტებიდან გამომდინარე, შეიმუშავებს და ამტკიცებს სადაზვერვო დავალებებს/სადაზვერვო ღონისძიებების გეგმებს; თ.ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს მოსამსახურეებს; 5 თ.გ) გამოსცემს ნორმატიულ აქტებს „საქართველოს ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით; თ.დ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; თ.ე) ქმნის კომისიებსა და სამუშაო ჯგუფებს; თ.ვ) განსაზღვრავს ფულადი ჯილდოს ოდენობას, აგრეთვე განსაკუთრებულ შემთხვევებში გასაცემი ერთჯერადი დახმარების ოდენობას; თ.ზ) სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში, სააგენტოს მოსამსახურეებს უწესებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ დანამატებს; თ.თ) უფლებამოსილია დადგენილი წესით წაახალისოს სააგენტოს მოსამსახურეები ან მათ მიმართ გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომები; ი) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სააგენტოს უფროსს არ შეიძლება ეკავოს სხვა თანამდებობა ან ეწეოდეს სხვა ანაზღაურებად საქმიანობას, გარდა პედაგოგიური, სამეცნიერო და შემოქმედებითი საქმიანობისა. მუხლი 10. სააგენტოს უფროსის მოადგილეები 1. სააგენტოს უფროსს ჰყავს მოადგილეები, მათ შორის, ერთი – პირველი მოადგილე. 2. სააგენტოს უფროსის მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. მათი უფლებამოსილებები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. მუხლი 11. სააგენტოს მოსამსახურეები 1. სააგენტოს მოსამსახურეზე ვრცელდება „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, თუ ამ კანონით, სააგენტოში სამსახურის გავლის წესის შესახებ აქტით და სხვა შესაბამისი აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სააგენტოში სამსახურის გავლის წესის შესახებ აქტს სააგენტოს უფროსის წარდგინებით იღებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. ამ აქტით შეიძლება განისაზღვროს მოსამსახურის სამართლებრივი და სოციალური დაცვის გარანტიები, წახალისებასთან და დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებასთან და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული სხვა საკითხები. 3. სააგენტოში სპეციალური შემოწმების შემდეგ მიიღება საქართველოს მოქალაქე, რომელსაც თავისი პირადი და საქმიანი თვისებების, განათლებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესაბამისად შეუძლია შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები. 6 4. სააგენტოში მიღებული პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს გამოსაცდელი ვადით და ექვემდებარება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსის გავლას. სპეციალური მომზადების კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და მისი ხანგრძლივობის შემცირების საკითხები შეიძლება განისაზღვროს უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. 5. სააგენტოს სადაზვერვო-ოპერატიული ან/და სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის შემსრულებელ ქვედანაყოფში სამმართველოს უფროსის და უფრო მაღალ თანამდებობაზე, დაზვერვის ოფიცრის მეექვსე კატეგორიის და უფრო მაღალი კატეგორიის მქონე დაზვერვის ოფიცრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება: ა) საქართველოს სადაზვერვო დაწესებულებაში სადაზვერვო-ოპერატიული ან/და სადაზვერვო-ანალიტიკური ფუნქციის მქონე თანამდებობაზე; ბ) უსაფრთხოების სამსახურში კონტრდაზვერვითი ან/და ანალიტიკური ფუნქციის მქონე თანამდებობაზე. 6. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში, სააგენტოდან შეიძლება მივლენილი იქნეს პირი, რომელსაც აქვს სააგენტოში სადაზვერვოოპერატიული, სადაზვერვო-ანალიტიკური ან/და ტექნიკური დაზვერვის ფუნქციის მქონე თანამდებობაზე არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება. 7. სააგენტოს მოსამსახურის შერჩევის, სპეციალური შემოწმების, სააგენტოში მიღების წესი და პირობები სააგენტოს უფროსის წარდგინებით მიღებული უსაფრთხოების სამსახურის უფროსის აქტით განისაზღვრება. ამ აქტით აღნიშნული წესი და პირობები შესაძლოა „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისგან და სხვა შესაბამისი აქტებისგან განსხვავებულად დარეგულირდეს. 8. სააგენტოს მოსამსახურე ვალდებულია დროულად და კეთილსინდისიერად შეასრულოს სამსახურებრივი მოვალეობები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სააგენტოს შინაგანაწესითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. 9. სააგენტოს მოსამსახურეს შეიძლება მიენიჭოს სახელმწიფო სპეციალური წოდება, რომელთა ჩამონათვალი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 10. სააგენტოში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან. 11. სააგენტოს მოსამსახურეს თავის მოვალეობათა შესასრულებლად, ამ კანონის თანახმად, სააგენტოსადმი კუთვნილების გაუმჟღავნებლად, შეიძლება საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოში, აგრეთვე სხვადასხვა საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში ეკავოს თანამდებობა, რაც მას ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში. 7 12. სააგენტოს მოსამსახურის სტატუსის გამოყენება არ შეიძლება იმ მიზნით, რომელიც არ შეეხება მოსამსახურის მიერ თავისი მოვალეობის შესრულებას. 13. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს პირად სარგებლობაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებას ან/და მობილურ ტელეფონს, საწვავითა და სასაუბრო დროით უზრუნველყოფს სახელმწიფო სააგენტოს უფროსის მიერ დადგენილი წესით. 14. სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სააგენტო. 15. აუცილებელი საჭიროებიდან გამომდინარე, სააგენტოში შეიძლება მივლენილ იქნეს საქართველოს სხვა სადაზვერვო დაწესებულების თანამშრომელი, შესაბამისი დაწესებულების კადრში დატოვებით. ასევე შეიძლება სააგენტოს მოსამსახურის მივლენა საქართველოს სხვა სადაზვერვო დაწესებულებაში. მივლინების ფინანსური უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 16. სააგენტოს მოსამსახურეთა თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოების განაკვეთები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული დანამატები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 17. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 18. სააგენტოს მოსამსახურეთა უწყებრივი სამკერდე ნიშნით, მედალიონებითა და მედლებით დაჯილდოების წესი და ნიმუშები განისაზღვრება უსაფრთხოების სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით.“. 7. 112 მუხლი ამოღებულ იქნეს. 8. IV თავი ამოღებულ იქნეს. 9. მე-19 მუხლი ამოღებულ იქნეს. 10. მე-20 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 20. სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევის დაუშვებლობა და მისი სამართლებრივი დაცვის გარანტიები 1. დაუშვებელია სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ჩარევა, აგრეთვე სააგენტოს მოსამსახურის საქმიანობისათვის ხელის შეშლა სახელმწიფო თანამდებობის პირების, საზოგადოებრივი და პოლიტიკური გაერთიანებების, მათი წარმომადგენლების, აგრეთვე სხვა პირების მიერ, რომლებიც კანონით არ არიან უფლებამოსილი, ჩაერიონ სააგენტოს მოსამსახურის სამსახურებრივ საქმიანობაში ან ნებისმიერი ფორმით მოახდინონ მასზე ზემოქმედება. აღნიშნული ქმედება ისჯება კანონით. 8 2. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებში, ნამსახურობის ერთი დღე ეთვლება ორ დღედ. სადაზვერვო საქმიანობისათვის განსაკუთრებით მძიმე სადაზვერვო პირობებს სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი. 3. საქართველოს საზღვრებს გარეთ, სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისათვის სააგენტოს მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის დაკავების, დაპატიმრების ან გასამართლების შემთხვევაში, სახელმწიფო ვალდებულია ყოველმხრივ შეუწყოს ხელი მათ განთავისუფლებას. 4. სააგენტოს მოსამსახურეს, რომელიც სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებისათვის საზღვარგარეთ დააკავეს ან დააპატიმრეს, სრული ოდენობით უნარჩუნდება ყოველთვიური შრომის ანაზღაურება და დაკავების ან პატიმრობის ერთი დღე ეთვლება ნამსახურობის სამ დღედ. 5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებში აღნიშნულ შემთხვევებში სააგენტოს მოსამსახურეს თანამდებობრივი სარგო უნაზღაურდება შესაბამისად ორმაგი და სამმაგი ოდენობით. 6. სააგენტოს მოსამსახურისაგან დამოუკიდებელი მიზეზებით ან მისი გამოაშკარავების შედეგად პროფესიული ვარგისობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვის შემთხვევაში აღნიშნულ გარემოებათა შესწავლისა და შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით, სააგენტო უზრუნველყოფს ამ მოსამსახურის შრომით მოწყობას ან უქმნის მას პირობებს პროფესიული გადამზადებისათვის, აღნიშნულთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების ჩათვლით.“. 11. VI თავი ამოღებულ იქნეს. 12. VII და VIII თავები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თავი VII. იმ პირის სამართლებრივი მდგომარეობა და სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან მუხლი 23. იმ პირის უფლება-მოვალეობანი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან 1. სადაზვერვო საქმიანობის მიზნების მისაღწევად სააგენტოს შეუძლია ითანამშრომლოს პირთან, რომელმაც ნებაყოფლობით განაცხადა თანხმობა კონფიდენციალურ თანამშრომლობაზე, სათანადო ანაზღაურებით ან ანაზღაურების გარეშე. ასეთ პირთან თანამშრომლობის წესი და ფორმები განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით. 2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, უფლება აქვს: ა) სააგენტოსთან დადოს ხელშეკრულება კონფიდენციალური თანამშრომლობის შესახებ ან მასთან ითანამშრომლოს სხვა არსებული ფორმებით; 9 ბ) სააგენტოს მოსამსახურეებისაგან მიიღოს განმარტებები თავისი ამოცანების, უფლება-მოვალეობების შესახებ; გ) კონსპირაციის მიზნით გამოიყენოს სააგენტოს მიერ დაშიფრული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები; დ) მიიღოს სათანადო ანაზღაურება; ე) მიიღოს იმ ზიანის ან ზარალის კომპენსაცია, რომელიც მიადგა მის ჯანმრთელობას ან ქონებას სააგენტოსთან თანამშრომლობის პერიოდში. 3. პირი, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს სააგენტოსთან, ვალდებულია: ა) არ გაამჟღავნოს სააგენტოსთან თანამშრომლობის ფაქტი და პირობები; ბ) არ მიაწოდოს სააგენტოს ყალბი ან ცილისმწამებლური ინფორმაცია; გ) დაიცვას მისთვის განდობილი ან ცნობილი სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია. მუხლი 24. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან 1. იმ პირის სოციალური დაცვა, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან, განისაზღვრება სააგენტოს უფროსის ნორმატიული აქტით. 2. პირს, რომელიც კონფიდენციალურად თანამშრომლობს (თანამშრომლობდა) სააგენტოსთან და არ არის საქართველოს მოქალაქე, მისი თხოვნით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება მიენიჭოს საქართველოს მოქალაქეობა. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნულ პირს, თუ მას მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა, სააგენტოსთან თანამშრომლობის პერიოდი ჩაეთვლება შრომის საერთო სტაჟში. 4. არავის არა აქვს უფლება, მოითხოვოს ინფორმაცია იმ პირთა ან ორგანიზაციათა შესახებ, რომლებიც კონფიდენციალურად თანამშრომლობენ (თანამშრომლობდნენ) სააგენტოსთან, გარდა საქართველოს კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი პირისა. თავი VIII. სააგენტოს დაფინანსება მუხლი 25. სააგენტოს დაფინანსება 1. სააგენტოს საქმიანობა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან. 2. სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო ასიგნებები განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე პროგრამული კოდით.“. 13. IX თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „სააგენტოს სახელმწიფო ზედამხედველობა და კონტროლი“. 14. 26-ე და 27-ე მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 10 „მუხლი 26. უსაფრთხოების სამსახურის სამსახურებრივი ზედამხედველობა სააგენტოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ან/და შესაბამისი უფლებამოსილების მქონე მისი მოადგილე. მუხლი 27. საპარლამენტო კონტროლი სააგენტოს საპარლამენტო კონტროლი ხორციელდება საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმითა და წესით.“. 15. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. საფინანსო კონტროლი სააგენტოს მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებასა და ხარჯვას ამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“. მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებისთანავე: ა) საქართველოს დაზვერვის სამსახური გარდაიქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად − ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ; ბ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს სააგენტოს; გ) სააგენტო ჩაითვალოს საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფლებამონაცვლედ; დ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას ამ კანონით გათვალისწინებული შესაბამისი ახალი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე; ე) შეწყდეს შრომითი ურთიერთობები საქართველოს დაზვერვის სამსახურში დასაქმებულ პირებთან (მოსამსახურეებთან); ვ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის საბალანსო მონაცემების მიხედვით არსებული აქტივები, მათ შორის, სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონება, მიმდინარე ვალდებულებები და სამსახურებრივი დოკუმენტაცია (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალა და სხვა დოკუმენტაცია) ჩაითვალოს სააგენტოსთვის გადაცემულად; ზ) „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭება სააგენტოს (მხარჯავ დაწესებულებას). საქართველოს მთავრობამ საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 11 საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციის განსაზღვრა; თ) საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ გაფორმებულ მოქმედ სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებებს შეუნარჩუნდეთ იურიდიული ძალა, ამავე ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვადით, ხოლო შემსყიდველად და საქონლის/მომსახურების მიმღებ დაწესებულებად განისაზღვროს სააგენტო. 2. საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად − ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ გარდაქმნასთან დაკავშირებით: ა) საქართველოს მთავრობამ, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა და სათანადო უწყებებმა, კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყონ სათანადო ორგანიზაციული და სამართლებრივი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა, აგრეთვე ნორმატიული აქტების (მათ შორის, ერთობლივი ნორმატიული აქტების) მიღება/გამოცემა; ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უფლებამოსილია „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადების შემთხვევაში ასახოს მასში ამ კანონიდან გამომდინარე ცვლილებები, ხოლო ცვლილების შეტანამდე, სააგენტოს დაფინანსება განხორციელდეს საქართველოს დაზვერვის სამსახურისათვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ასიგნებებიდან. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 12
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღეს მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების თანახმად, საქართველოს დაზვერვის სამსახური არის საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულება, რომელიც საქართველოს ეროვნული ინტერესების დაცვის მიზნით ახორციელებს სადაზვერვო საქმიანობას,1 ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის საქართველოს მთავრობის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულებათა სისტემა, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფო უსაფრთხოებას.2 სადაზვერვო საქმიანობა არის საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართული საგარეო საფრთხეების შესახებ ინფორმაციის მოპოვება, დამუშავება, ანალიზი, რეალიზაცია, აგრეთვე ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ქვეყნის სტრატეგიული კურსის გატარებისთვის ხელის შეწყობა.3 საქართველოს დაზვერვის სამსახური სადაზვერვო საქმიანობას ახორციელებს პოლიტიკურ, ეკონომიკურ, სამეცნიერო-ტექნიკურ, სამხედრო-პოლიტიკურ, ინფორმაციულ და ეკოლოგიურ სფეროებსა და საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის სფეროში.4 საქართველოს სადაზვერვო სამსახური ახორციელებს აგრეთვე საგარეო კონტრდაზვერვით საქმიანობას.5 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად კი დადგენილია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის შემდეგი მიმართულებები: ა) საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ 1 იხ. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი. იხ. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი. 3 იხ. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი. 4 იხ. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი, აგრეთვე „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტი. 5 იხ. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი 2 1 პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; ბ) საქართველოს კონსტიტუციური წყობილებისა და სახელმწიფო ხელისუფლების არაკონსტიტუციური, ძალადობრივი გზით შეცვლის გამოვლენა და მათი დაცვის უზრუნველყოფა; გ) ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; დ) ტერორიზმთან ბრძოლა; ე) სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველი ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; ვ) კორუფციის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის ღონისძიებების განხორციელება; ზ) სახელმწიფო საიდუმლოების დაცვა, სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებათა განხორციელება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მათი შესრულების კონტროლი; თ) ქვეყნის საგარეო საფრთხეებისაგან დაცვა.6 ამდენად, დღეს მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგების თანახმად, საქართველოს დაზვერვის სამსახურისა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ფუნქციები და ამოცანები ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებულია, მეტიც, ეს ფუნქციები და ამოცანები მთელ რიგ შემთხვევებში ერთი და იმავე კანონისმიერი მიზნის მიღწევას ემსახურება. შესაბამისად, მიზანშეწონილია, აღნიშნული ფუნქციების, ამოცანებისა და მათი შესრულებისთვის პასუხისმგებელი სუბიექტების საერთო ორგანიზაციული და საერთო მართვის სისტემის ფარგლებში მოქცევა, რაც გაზრდის მათ ეფექტიანობას. ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანია საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულების სახით არსებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის გარდაქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად, რაც ხელს შეუწყობს ამ სამსახურებს შორის საქმიანობის კოორდინაციას და მათი ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მსგავსი პრაქტიკა, კერძოდ, ერთი და იმავე სამსახურის სისტემის ფარგლებში როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, ისე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულების პრაქტიკა, მოქმედებს ნატოს ან/და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში, მაგალითად:  ავსტრია: ავსტრიაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატი (Direktion Staatsschutz und Nachrichtendienst).7 იგი ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ 6 იხ. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლი. 7 იხ. https://www.dsn.gv.at/ 2     ფუნქციებს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატი ექვემდებარება საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატს (Generaldirektion für öffentliche Sicherheit), ხოლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს (Bundesministeriums für Inneres) სისტემაში შედის.8 თურქეთი: თურქეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (Millî İstihbarat Teşkilatı),9 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს. იგი ექვემდებარება პრეზიდენტს.10 კანადა: კანადაში მოქმედებს კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახური (Canadian Security Intelligence Service).11 იგი ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის დირექტორი თავის უფლებამოსილებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისთვის მზადყოფნის მინისტრის (Minister of Public Safety and Emergency Preparedness) მითითებით ახორციელებს.12 ლიეტუვა: ლიეტუვაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი (Valstybės saugumo departamentas),13 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.14 საბერძნეთი: საბერძნეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო სამსახური,15 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ახორციელებს.16 8 იხ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის შესახებ და უსაფრთხოების პოლიციის შესახებ ავსტრიის კანონები: https://ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=Bundesnormen&Gesetzesnummer=20009486 https://www.ris.bka.gv.at/eli/bgbl/1991/566/P6/NOR40236089 9 იხ. https://mit.gov.tr/ 10 იხ. სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურებისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის შესახებ თურქეთის კანონი: https://www.mevzuat.gov.tr/mevzuat?MevzuatNo=2937&MevzuatTur=1&MevzuatTertip=5 11 იხ. https://www.canada.ca/en/security-intelligence-service.html 12 იხ. კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის შესახებ კანადის კანონი: https://laws-lois.justice.gc.ca/eng/acts/c-23/FullText.html 13 იხ. https://www.vsd.lt/ 14 იხ. ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების შესახებ და სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ლიეტუვის კანონები: https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.A0BAB27D768C/asr https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.1881C195D0E2/asr 15 იხ. https://www.nis.gr/el 16 იხ. ეროვნული სადაზვერვო სამსახურის შესახებ საბერძნეთის კანონი: https://search.et.gr/el/fek/?fekId=372185 3  სლოვაკეთი: სლოვაკეთში მოქმედებს სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახური (Slovenská informačná služba),17 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.18  სლოვენია: სლოვენიაში მოქმედებს სლოვენიის სადაზვერვო და უსაფრთხოების სააგენტო (Slovenska obveščevalno-varnostna agencija),19 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ახორციელებს.20  ხორვატია: ხორვატიაში მოქმედებს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტო (Sigurnosno-obavještajna agencija),21 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.22 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულების სახით არსებული საქართველოს დაზვერვის სამსახური კანონპროექტის მიღების შედეგად გარდაიქმნება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად, რაც ხელს შეუწყობს ამ სამსახურებს შორის საქმიანობის კოორდინაციას და მათი ფუნქციების, ამოცანებისა და საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტი ითვალისწინებს საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულების სახით არსებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის გარდაქმნას 17 იხ. https://www.sis.gov.sk/ იხ. სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის შესახებ სლოვაკეთის კანონი: https://www.slov-lex.sk/ezbierky/pravne-predpisy/SK/ZZ/1993/46/20160101 https://www.zakonypreludi.sk/zz/1993-46 19 იხ. https://www.gov.si/drzavni-organi/vladne-sluzbe/slovenska-obvescevalno-varnostna-agencija/ 20 იხ. https://www.uradni-list.si/glasilo-uradni-list-rs/vsebina/2006-01-3534 21 იხ. https://www.soa.hr/hr/ 22 იხ. ხორვატიის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სისტემის შესახებ ხორვატიის კანონი: https://www.zakon.hr/z/744/zakon-o-sigurnosno-obavjestajnom-sustavu-republike-hrvatske https://narodne-novine.nn.hr/clanci/sluzbeni/2006_07_79_1912.html 18 4 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად − ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ. ამასთანავე, კანონპროექტით წესრიგდება ამ სააგენტოს საქმიანობასთან, მართვასთან, ხელმძღვანელობასთან, ანგარიშვალდებულებასთან, ზედამხედველობასთან, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან, მისი თანამშრომლების დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული ის სათანადო საკითხები, რომლებიც აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარეობს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობასა და მისი თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული ხარჯები მიმდინარე წელს დაიფარება საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრებიდან, ხოლო მომდევნო წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან. 5 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობასა და მისი თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული ხარჯები მიმდინარე წელს დაიფარება საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრებიდან, ხოლო მომდევნო წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). 6 ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი თანასწორობის მდგომარეობაზე. მდგომარეობაზე ზეგავლენა ქალისა კანონპროექტის და მამაკაცის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: 7 დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; საქართველოს დაზვერვის სამსახური. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: კანონპროექტით წარმოდგენილი საკითხის მსგავსი პრაქტიკა, კერძოდ, ერთი და იმავე სამსახურის სისტემის ფარგლებში როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, ისე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულების პრაქტიკა, მოქმედებს ნატოს ან/და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში, მაგალითად:  ავსტრია: ავსტრიაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატი (Direktion Staatsschutz und Nachrichtendienst).23 იგი ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატი ექვემდებარება საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატს (Generaldirektion für öffentliche Sicherheit), ხოლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს (Bundesministeriums für Inneres) სისტემაში შედის.24  თურქეთი: თურქეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (Millî İstihbarat Teşkilatı),25 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს. იგი ექვემდებარება პრეზიდენტს.26 23 იხ. https://www.dsn.gv.at/ იხ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის შესახებ და უსაფრთხოების პოლიციის შესახებ ავსტრიის კანონები: https://ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=Bundesnormen&Gesetzesnummer=20009486 https://www.ris.bka.gv.at/eli/bgbl/1991/566/P6/NOR40236089 25 იხ. https://mit.gov.tr/ 26 იხ. სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურებისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის შესახებ თურქეთის კანონი: https://www.mevzuat.gov.tr/mevzuat?MevzuatNo=2937&MevzuatTur=1&MevzuatTertip=5 24 8  კანადა: კანადაში მოქმედებს კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახური (Canadian Security Intelligence Service).27 იგი ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის დირექტორი თავის უფლებამოსილებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისთვის მზადყოფნის მინისტრის (Minister of Public Safety and Emergency Preparedness) მითითებით ახორციელებს.28  ლიეტუვა: ლიეტუვაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი (Valstybės saugumo departamentas),29 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.30  საბერძნეთი: საბერძნეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო სამსახური,31 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ახორციელებს.32  სლოვაკეთი: სლოვაკეთში მოქმედებს სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახური (Slovenská informačná služba),33 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.34  სლოვენია: სლოვენიაში მოქმედებს სლოვენიის სადაზვერვო და უსაფრთხოების სააგენტო (Slovenska obveščevalno-varnostna agencija),35 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ახორციელებს.36  ხორვატია: ხორვატიაში მოქმედებს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტო (Sigurnosno-obavještajna agencija),37 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.38 27 იხ. https://www.canada.ca/en/security-intelligence-service.html იხ. კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის შესახებ კანადის კანონი: https://laws-lois.justice.gc.ca/eng/acts/c-23/FullText.html 29 იხ. https://www.vsd.lt/ 30 იხ. ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების შესახებ და სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ლიეტუვის კანონები: https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.A0BAB27D768C/asr https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.1881C195D0E2/asr 31 იხ. https://www.nis.gr/el 32 იხ. ეროვნული სადაზვერვო სამსახურის შესახებ საბერძნეთის კანონი: https://search.et.gr/el/fek/?fekId=372185 33 იხ. https://www.sis.gov.sk/ 34 იხ. სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის შესახებ სლოვაკეთის კანონი: https://www.slov-lex.sk/ezbierky/pravne-predpisy/SK/ZZ/1993/46/20160101 https://www.zakonypreludi.sk/zz/1993-46 35 იხ. https://www.gov.si/drzavni-organi/vladne-sluzbe/slovenska-obvescevalno-varnostna-agencija/ 36 იხ. https://www.uradni-list.si/glasilo-uradni-list-rs/vsebina/2006-01-3534 37 იხ. https://www.soa.hr/hr/ 38 იხ. ხორვატიის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სისტემის შესახებ ხორვატიის კანონი: https://www.zakon.hr/z/744/zakon-o-sigurnosno-obavjestajnom-sustavu-republike-hrvatske 28 9 ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე. https://narodne-novine.nn.hr/clanci/sluzbeni/2006_07_79_1912.html 10