„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/58/11; 14/05/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონების პროექტები და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი გამომდინარე, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/58/11; 14/05/2025). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge),
15.07.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017864) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახური შედგება სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან. სამსახურში
შეიძლება შეიქმნას ტერიტორიული ორგანოები. სამსახურის მმართველობის სფეროში
შეიძლება შედიოდეს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება და საჯარო
სამართლის იურიდიული პირი.“;
ბ) 31 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„31. სამსახურს (მათ შორის, სამსახურის სტრუქტურულ ქვედანაყოფს, მისი
მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებასა და
საჯარო სამართლის იურიდიულ პირს) შეიძლება ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფო
მნიშვნელობის სიმბოლო (ემბლემა, დროშა, გერბი, ლოგო, უწყებრივი მედალიონი,
მედალი, სამკერდე ნიშანი, შტამპი, ბლანკი და სხვა) და სამსახურის მოსამსახურეებს
შესაძლებელია ჰქონდეთ ფორმის ტანსაცმელი (უნიფორმები). სამსახურის
მოსამსახურეთა ფორმის ტანსაცმლის (უნიფორმების) ნიმუშებსა და გამოყენების წესს
ამტკიცებს სამსახურის უფროსი.“.
2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის:
ა) „ნ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ნ)
სამსახურის
მმართველობის
სფეროში
შემავალი
საქვეუწყებო
დაწესებულების − ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს (შემდგომ − ეროვნული
სადაზვერვო სააგენტო) უფროსის წარდგინების საფუძველზე, საზღვარგარეთ
საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მიავლენს დაზვერვის
ოფიციალურ წარმომადგენლებს;“;
ბ) „ნ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ო“−„ჟ“ ქვეპუნქტები:
„ო) ხელმძღვანელობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული
ეროვნული სადაზვერვო პროგრამის განხორციელებას;
1
პ) ეროვნული სადაზვერვო პროგრამიდან გამომდინარე, განსაზღვრავს
სამსახურის სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ამოცანებსა და
პრიორიტეტებს;
ჟ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა
უფლებამოსილებებს.“.
3. მე-12 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. სამსახური სადაზვერვო მიმართულებით, თავისი
ფარგლებში, უფლებამოსილია:
ა) განახორციელოს სადაზვერვო საქმიანობა;
ბ) განახორციელოს საგარეო კონტრდაზვერვითი საქმიანობა.“.
კომპეტენციის
4. 26-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-12 პუნქტი:
„12. სამსახურში იარაღის ბრუნვისა და მასზე კონტროლის განხორციელების
შესახებ წესი მტკიცდება სამსახურის უფროსის ბრძანებით.“.
5. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 პუნქტები:
„7. ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოში სამუშაოდ მიღების, სპეციალური
შემოწმების/შესწავლისა და სამსახურის გავლის საკითხებთან დაკავშირებით
შეიძლება დადგინდეს ამ თავით დადგენილი რეგულაციებისგან განსხვავებული
წესები, რომლებსაც სადაზვერვო სააგენტოს უფროსის წარდგინებით ამტკიცებს
სამსახურის უფროსი.
8. სამსახურში შეიძლება მიღებულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც არ
გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური/წვევამდელთა ეროვნული სამხედრო
სამსახური და არის წვევამდელი, აგრეთვე საქართველოს მოქალაქე, რომელიც
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავისუფლებულია
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან.“.
6. 30-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი“ ქვეპუნქტი:
„ი) სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა
შემთხვევებში.“.
7. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 311 მუხლი:
„მუხლი 311. სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის
შეჩერება
1. სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლითა და წესით.
2. სამსახურის მოსამსახურისათვის სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერება
ფორმდება სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით, გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
2
8. 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ1) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მათი რომელიმე
სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის გამო;“.
9. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„დ) სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ან მათი რომელიმე
სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ლიკვიდაციის დროს.“.
10. 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სამსახურში, მისი მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებასა და საჯარო სამართლის იურიდიულ პირში ან
სამსახურის ცალკეულ სტრუქტურულ ერთეულებში განსაკუთრებულ შემთხვევებში,
სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით,
განსაზღვრული ვადით შეიძლება გამოცხადდეს მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმი.
მუშაობის განსაკუთრებული რეჟიმის დროს მოსამსახურეები იმყოფებიან მათთვის
გათვალისწინებულ სამუშაო ადგილებზე. მოსამსახურეს სამუშაო ადგილის დატოვება
შეუძლია მხოლოდ უშუალო უფროსის ნებართვით.“.
11. 41-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. უზრუნველყოფილია მოსამსახურისა და მისი ოჯახის წევრების (მეუღლე,
არასრულწლოვანი შვილი) ჯანმრთელობისა და სიცოცხლის სავალდებულო
სახელმწიფო დაზღვევა.“;
ბ) მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ზიანი, რომელიც მიადგა სამსახურის მოსამსახურეს ან/და მის ოჯახის წევრს
და დაკავშირებულია სამსახურის მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის
შესრულებასთან, სრულად აუნაზღაურდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის
სახსრებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
5. მოსამსახურის საპენსიო უზრუნველყოფა ხორციელდება საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად. სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული
აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია
„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი წესითა და ოდენობით.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გარდა ამ მუხლის მე-10
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, მოსამსახურის დაღუპვის ან
მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს
3
(მემკვიდრეს)
სამსახურისთვის
საქართველოს
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
გამოყოფილი ასიგნებებიდან, სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული აქტის
საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 15 000 (თხუთმეტი
ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი
თანხა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით. მოსამსახურის დაკრძალვისა და ნეშტის
გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.“;
დ) მე-11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 111 პუნქტი:
„111. სამსახურის მოსამსახურეს, რომელსაც მინიჭებული აქვს სახელმწიფო
სპეციალური წოდება და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების გამო შეეზღუდა
შესაძლებლობა, ენიშნება სახელმწიფო კომპენსაცია „სახელმწიფო კომპენსაციისა და
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
წესითა და ოდენობით.“;
ე) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
13. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის დაზიანების
შემთხვევაში, დაზიანების ხარისხის შესაბამისად, მოსამსახურეს სამსახურის
უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე
ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება შემდეგი ოდენობით:
ა) ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისას – 10 000 ლარი;
ბ) ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებისას – 5 000 ლარი;
გ) ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანებისას – 2 000 ლარი.“.
12. 44-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური თუ სხვა სახის საინფორმაციო
უზრუნველყოფა ხორციელდება საინფორმაციო სისტემების (მათ შორის, ბაზები)
შექმნითა და გამოყენებით.“.
13. 50-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამსახურის გენერალური
ინსპექცია, ხოლო ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოში აგრეთვე − ეროვნული
სადაზვერვო სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომელიც
ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოში ახორციელებს სამსახურის გენერალური
ინსპექციისთვის ამ მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ უფლებამოსილებას.“.
მუხლი 2
1. სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე ეროვნული
სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობა რეგულირდება საქართველოს დაზვერვის
სამსახურის მარეგულირებელი შესაბამისი სამართლებრივი აქტებით და ისინი
ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას. ამასთანავე, ამ სამართლებრივ აქტებში ცვლილების
შეტანის ან მათი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება ენიჭება
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და ეროვნული სადაზვერვო
სააგენტოს უფროსს.
4
2. ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოზე ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა,
ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობის
თავისებურებების გათვალისწინებით.
3. სათანადო სამართლებრივი აქტების გამოცემამდე/მიღებამდე საჭიროების
შემთხვევაში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სარგებლობს
ეროვნული სააგენტოს მარეგულირებელი შესაბამისი კანონმდებლობით, თუ საკითხი
არ არის პირდაპირ რეგულირებული საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის კანონმდებლობით ან საჭიროებს დისკრეციულ გადაწყვეტას.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
5
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან და მიზნად ისახავს შესაბამისი
ცვლილების „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ასახვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება შესაბამისი ცვლილება,
რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს
დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარეობს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების
სპეციალური დანიშნულების დაწესებულების სახით არსებული საქართველოს
დაზვერვის სამსახურის გარდაქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებად − ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ. ამასთანავე, საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტით წესრიგდება ამ სააგენტოს საქმიანობასთან, მართვასთან,
ხელმძღვანელობასთან,
ანგარიშვალდებულებასთან,
ზედამხედველობასთან,
ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან, მისი თანამშრომლების დაცვის
გარანტიებთან დაკავშირებული ის სათანადო საკითხები, რომლებიც აღნიშნული
1
ცვლილებიდან გამომდინარეობს. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს
სათანადო გამომდინარე (ძირითადად ტექნიკურ, ტერმინოლოგიურ) ცვლილებებს
„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს
კანონში.
ამასთანავე, კანონპროექტით იზრდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მოსამსახურისთვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარების
ოდენობა,
რომელიც
მას
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
ჯანმრთელობის დაზიანების შემთხვევაში მიეცემა, რაც ნაწილობრივ, საქართველოს
დაზვერვის სამსახურის მოსამსახურისთვის დღესდღეობით განკუთვნილი მსგავსი
ფულადი დახმარების ოდენობიდან გამომდინარეობს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი
ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობასა
და მისი თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული
2
ხარჯები მიმდინარე წელს დაიფარება საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის
განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრებიდან, ხოლო მომდევნო წლებში საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო
ასიგნებებიდან.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით იზრდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მოსამსახურისთვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა,
რომელიც მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის
დაზიანების შემთხვევაში მიეცემა; კერძოდ, ფულადი დახმარების ეს ოდენობა
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებით იზრდება 7000-დან 10000
ლარამდე, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებით იზრდება
4000-დან 5000 ლარამდე, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან
დაკავშირებით უცვლელი (2000 ლარი) რჩება. შესაბამისად, იგივე პირობები
გავრცელდება ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მოსამსახურეზედაც (დაზვერვის
სამსახურის მოსამსახურისთვის განკუთვნილი აღნიშნული ერთჯერადი ფულადი
დახმარება,
რომელიც
მას
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში მიეცემა, დღესდღეობით 10000 ლარს
შეადგენს).
ამრიგად, აღნიშნულმა ცვლილებამ შესაძლოა ფინანსური გავლენა მოახდინოს
შესაბამისი ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რაც დამოკიდებულია ზემოხსენებულ
შემთხვევათა მომავალში შესაძლო წარმოშობასა და რაოდენობაზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
3
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტით იზრდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მოსამსახურისთვის განკუთვნილი ერთჯერადი ფულადი დახმარების ოდენობა,
რომელიც მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობის
დაზიანების შემთხვევაში მიეცემა; კერძოდ, ფულადი დახმარების ეს ოდენობა
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებით იზრდება 7000-დან 10000
ლარამდე, ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანებასთან დაკავშირებით იზრდება
4000-დან 5000 ლარამდე, ხოლო ჯანმრთელობის მსუბუქ დაზიანებასთან
დაკავშირებით უცვლელი (2000 ლარი) რჩება. შესაბამისად, იგივე პირობები
გავრცელდება ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მოსამსახურეზედაც (დაზვერვის
სამსახურის მოსამსახურისთვის განკუთვნილი აღნიშნული ერთჯერადი ფულადი
დახმარება,
რომელიც
მას
სამსახურებრივი
მოვალეობის
შესრულებისას
ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების შემთხვევაში მიეცემა, დღესდღეობით 10000 ლარს
შეადგენს).
ამრიგად, აღნიშნული ცვლილება შესაბამის ფინანსურ გავლენას მოახდენს სათანადო
პირზე, თუ მის მიმართ რომელიმე ზემოხსენებული შემთხვევა წარმოიშობა.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი
თანასწორობის მდგომარეობაზე.
მდგომარეობაზე
ზეგავლენა
ქალისა
კანონპროექტის
და
მამაკაცის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
4
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; საქართველოს დაზვერვის
სამსახური.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
5
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით წარმოდგენილი საკითხის მსგავსი პრაქტიკა,
კერძოდ, ერთი და იმავე სამსახურის სისტემის ფარგლებში როგორც სახელმწიფო
უსაფრთხოებასთან, ისე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების
შესრულების პრაქტიკა, მოქმედებს ნატოს ან/და ევროკავშირის წევრ არაერთ
ქვეყანაში, მაგალითად:
ავსტრია: ავსტრიაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის
დირექტორატი (Direktion Staatsschutz und Nachrichtendienst).1 იგი ახორციელებს
სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ
ფუნქციებს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატი
ექვემდებარება საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატს
(Generaldirektion für öffentliche Sicherheit), ხოლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების
გენერალური დირექტორატი, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა ფედერალური
სამინისტროს (Bundesministeriums für Inneres) სისტემაში შედის.2
თურქეთი: თურქეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (Millî
İstihbarat Teşkilatı),3 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო
საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს. იგი ექვემდებარება
პრეზიდენტს.4
კანადა: კანადაში მოქმედებს კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახური
(Canadian Security Intelligence Service).5 იგი ახორციელებს სახელმწიფო
უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს.
კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის დირექტორი თავის
უფლებამოსილებებს
საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა
და
საგანგებო
მდგომარეობისთვის მზადყოფნის მინისტრის (Minister of Public Safety and
Emergency Preparedness) მითითებით ახორციელებს.6
1
იხ. https://www.dsn.gv.at/
იხ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის შესახებ და უსაფრთხოების პოლიციის შესახებ
ავსტრიის კანონები:
https://ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=Bundesnormen&Gesetzesnummer=20009486
https://www.ris.bka.gv.at/eli/bgbl/1991/566/P6/NOR40236089
3 იხ. https://mit.gov.tr/
4
იხ. სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურებისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის შესახებ
თურქეთის კანონი:
https://www.mevzuat.gov.tr/mevzuat?MevzuatNo=2937&MevzuatTur=1&MevzuatTertip=5
5
იხ. https://www.canada.ca/en/security-intelligence-service.html
6
იხ. კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის შესახებ კანადის კანონი:
https://laws-lois.justice.gc.ca/eng/acts/c-23/FullText.html
2
6
ლიეტუვა: ლიეტუვაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი
(Valstybės saugumo departamentas),7 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და
სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.8
საბერძნეთი: საბერძნეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო სამსახური,9
რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან
დაკავშირებულ ფუნქციებს ახორციელებს.10
სლოვაკეთი: სლოვაკეთში მოქმედებს სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახური
(Slovenská informačná služba),11 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და
სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.12
სლოვენია: სლოვენიაში მოქმედებს სლოვენიის სადაზვერვო და უსაფრთხოების
სააგენტო (Slovenska obveščevalno-varnostna agencija),13 რომელიც სახელმწიფო
უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს
ახორციელებს.14
ხორვატია: ხორვატიაში მოქმედებს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტო
(Sigurnosno-obavještajna agencija),15 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და
სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.16
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი,
გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე,
გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
7
იხ. https://www.vsd.lt/
იხ. ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების შესახებ და სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ლიეტუვის
კანონები:
https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.A0BAB27D768C/asr
https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.1881C195D0E2/asr
9
იხ. https://www.nis.gr/el
10
იხ. ეროვნული სადაზვერვო სამსახურის შესახებ საბერძნეთის კანონი:
https://search.et.gr/el/fek/?fekId=372185
11 იხ. https://www.sis.gov.sk/
12 იხ. სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის შესახებ სლოვაკეთის კანონი:
https://www.slov-lex.sk/ezbierky/pravne-predpisy/SK/ZZ/1993/46/20160101
https://www.zakonypreludi.sk/zz/1993-46
13
იხ. https://www.gov.si/drzavni-organi/vladne-sluzbe/slovenska-obvescevalno-varnostna-agencija/
14 იხ. https://www.uradni-list.si/glasilo-uradni-list-rs/vsebina/2006-01-3534
15 იხ. https://www.soa.hr/hr/
16
იხ. ხორვატიის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სისტემის შესახებ ხორვატიის კანონი:
https://www.zakon.hr/z/744/zakon-o-sigurnosno-obavjestajnom-sustavu-republike-hrvatske
https://narodne-novine.nn.hr/clanci/sluzbeni/2006_07_79_1912.html
8
7
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი,
გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე,
გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე.
8