„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/58/11; 14/05/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონების პროექტები და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი გამომდინარე, „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (07-3/58/11; 14/05/2025). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. თავდაცვის კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე
(www.matsne.gov.ge), 12.10.2023, სარეგისტრაციო კოდი: 120000000.05.001.021033)
შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 54-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“.
2. 65-ე მუხლის პირველი ნაწილის „ღ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ღ) პირს, რომელიც მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
სისტემაში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულებაში
−
სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში ან სახელმწიფო
დაცვის სპეციალური სამსახურის სისტემაში და ახორციელებს იმ უფლებამოსილებას,
რომელსაც ახორციელებდა ამ ქვეპუნქტში მითითებულ დაწესებულებაში გაწვეული
წვევამდელი ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის ამოქმედებამდე;“.
3. 109-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილება მიიღება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის დასკვნის საფუძველზე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან და მიზნად ისახავს შესაბამისი
ცვლილების თავდაცვის კოდექსში ასახვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად თავდაცვის კოდექსში აისახება შესაბამისი
ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარეობს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების
სპეციალური დანიშნულების დაწესებულების სახით არსებული საქართველოს
დაზვერვის სამსახურის გარდაქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულებად − ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ. ამასთანავე, საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტით წესრიგდება ამ სააგენტოს საქმიანობასთან, მართვასთან,
ხელმძღვანელობასთან,
ანგარიშვალდებულებასთან,
ზედამხედველობასთან,
ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან, მისი თანამშრომლების დაცვის
გარანტიებთან დაკავშირებული ის სათანადო საკითხები, რომლებიც აღნიშნული
ცვლილებიდან გამომდინარეობს. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს
სათანადო გამომდინარე (ტექნიკურ) ცვლილებებს თავდაცვის კოდექსში.
1
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებას,
რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი
ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
2
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი
თანასწორობის მდგომარეობაზე.
მდგომარეობაზე
ზეგავლენა
ქალისა
კანონპროექტის
და
მამაკაცის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
3
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; საქართველოს დაზვერვის
სამსახური.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით წარმოდგენილი საკითხის მსგავსი პრაქტიკა,
კერძოდ, ერთი და იმავე სამსახურის სისტემის ფარგლებში როგორც სახელმწიფო
უსაფრთხოებასთან, ისე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების
4
შესრულების პრაქტიკა, მოქმედებს ნატოს ან/და ევროკავშირის წევრ არაერთ
ქვეყანაში, მაგალითად:
ავსტრია: ავსტრიაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის
დირექტორატი (Direktion Staatsschutz und Nachrichtendienst).1 იგი ახორციელებს
სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ
ფუნქციებს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატი
ექვემდებარება საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატს
(Generaldirektion für öffentliche Sicherheit), ხოლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების
გენერალური დირექტორატი, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა ფედერალური
სამინისტროს (Bundesministeriums für Inneres) სისტემაში შედის.2
თურქეთი: თურქეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (Millî
İstihbarat Teşkilatı),3 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო
საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს. იგი ექვემდებარება
პრეზიდენტს.4
კანადა: კანადაში მოქმედებს კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახური
(Canadian Security Intelligence Service).5 იგი ახორციელებს სახელმწიფო
უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს.
კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის დირექტორი თავის
უფლებამოსილებებს
საზოგადოებრივი
უსაფრთხოებისა
და
საგანგებო
მდგომარეობისთვის მზადყოფნის მინისტრის (Minister of Public Safety and
Emergency Preparedness) მითითებით ახორციელებს.6
ლიეტუვა: ლიეტუვაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი
(Valstybės saugumo departamentas),7 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და
სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.8
1
იხ. https://www.dsn.gv.at/
იხ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის შესახებ და უსაფრთხოების პოლიციის შესახებ
ავსტრიის კანონები:
https://ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=Bundesnormen&Gesetzesnummer=20009486
https://www.ris.bka.gv.at/eli/bgbl/1991/566/P6/NOR40236089
3
იხ. https://mit.gov.tr/
4 იხ. სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურებისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის შესახებ
თურქეთის კანონი:
https://www.mevzuat.gov.tr/mevzuat?MevzuatNo=2937&MevzuatTur=1&MevzuatTertip=5
5
იხ. https://www.canada.ca/en/security-intelligence-service.html
6 იხ. კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის შესახებ კანადის კანონი:
https://laws-lois.justice.gc.ca/eng/acts/c-23/FullText.html
7 იხ. https://www.vsd.lt/
8 იხ. ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების შესახებ და სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ლიეტუვის
კანონები:
https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.A0BAB27D768C/asr
https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.1881C195D0E2/asr
2
5
საბერძნეთი: საბერძნეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო სამსახური,9
რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან
დაკავშირებულ ფუნქციებს ახორციელებს.10
სლოვაკეთი: სლოვაკეთში მოქმედებს სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახური
(Slovenská informačná služba),11 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და
სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.12
სლოვენია: სლოვენიაში მოქმედებს სლოვენიის სადაზვერვო და უსაფრთხოების
სააგენტო (Slovenska obveščevalno-varnostna agencija),13 რომელიც სახელმწიფო
უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს
ახორციელებს.14
ხორვატია: ხორვატიაში მოქმედებს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტო
(Sigurnosno-obavještajna agencija),15 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და
სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.16
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი,
გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე,
გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი,
გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე,
გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე.
9
იხ. https://www.nis.gr/el
იხ. ეროვნული სადაზვერვო სამსახურის შესახებ საბერძნეთის კანონი:
https://search.et.gr/el/fek/?fekId=372185
11 იხ. https://www.sis.gov.sk/
12 იხ. სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის შესახებ სლოვაკეთის კანონი:
https://www.slov-lex.sk/ezbierky/pravne-predpisy/SK/ZZ/1993/46/20160101
https://www.zakonypreludi.sk/zz/1993-46
13
იხ. https://www.gov.si/drzavni-organi/vladne-sluzbe/slovenska-obvescevalno-varnostna-agencija/
14 იხ. https://www.uradni-list.si/glasilo-uradni-list-rs/vsebina/2006-01-3534
15 იხ. https://www.soa.hr/hr/
16
იხ. ხორვატიის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სისტემის შესახებ ხორვატიის კანონი:
https://www.zakon.hr/z/744/zakon-o-sigurnosno-obavjestajnom-sustavu-republike-hrvatske
https://narodne-novine.nn.hr/clanci/sluzbeni/2006_07_79_1912.html
10
6