„სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/58/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №27-28/4, 21 ნოემბერი, 1996, გვ. 28) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ოფიცრები, ზევადიან, ნებაყოფლობით სამხედრო სამსახურსა და სამხედრო რეზერვის პირველ თანრიგში ხელშეკრულებით (კონტრაქტით) მიღებული სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს სამხედრო ძალებში/საქართველოს თავდაცვის ძალებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შინაგან ჯარებში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეები, მათ შორის, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის მოსამსახურეები და სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში;“. 2. მე-16 მუხლის პირველი−21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნისთვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატში სამსახური; საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემაში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს დაზვერვის სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო სპეციალური წოდებით სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებსა და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან 1 საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდისა და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული. 2. სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილ სამხედრო მოსამსახურეს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება სამხედრო სამსახურში, შინაგან საქმეთა ორგანოებში, სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში, დაზვერვის სახელმწიფო დეპარტამენტში, საქართველოს დაზვერვის სამსახურში, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში ან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო სპეციალური წოდებით ჩარიცხვამდე სამოქალაქო, სპეციალურ და უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის პერიოდი. 6 წლის ზემოთ სწავლის 1 წელი 6 თვედ ჩაითვლება. 21. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემიდან დათხოვნილ პირს წელთა ნამსახურობაში ჩაეთვლება „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული ნამსახურობა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 2
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან და მიზნად ისახავს შესაბამისი ცვლილების „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება შესაბამისი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარეობს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულების სახით არსებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის გარდაქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად − ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით წესრიგდება ამ სააგენტოს საქმიანობასთან, მართვასთან, 1 ხელმძღვანელობასთან, ანგარიშვალდებულებასთან, ზედამხედველობასთან, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან, მისი თანამშრომლების დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული ის სათანადო საკითხები, რომლებიც აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარეობს. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სათანადო გამომდინარე ცვლილებებს „სამხედრო ორგანოებიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულ შესაბამის პირთა (საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილ მოსამსახურეთა) მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სათანადო ასიგნებებიდან. 2 ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულ შესაბამის პირთა (საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილ მოსამსახურეთა) მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სათანადო ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტით წარმოდგენილი ცვლილებით გათვალისწინებულ შესაბამის პირთა (საქართველოს დაზვერვის სამსახურის ყოფილ მოსამსახურეთა) მიმართ სახელმწიფო კომპენსაციის გაცემასთან დაკავშირებული ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სათანადო ასიგნებებიდან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: 3 კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი თანასწორობის მდგომარეობაზე. მდგომარეობაზე ზეგავლენა ქალისა კანონპროექტის და მამაკაცის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: 4 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; საქართველოს დაზვერვის სამსახური. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით წარმოდგენილი საკითხის მსგავსი პრაქტიკა, კერძოდ, ერთი და იმავე სამსახურის სისტემის ფარგლებში როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, ისე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულების პრაქტიკა, მოქმედებს ნატოს ან/და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში, მაგალითად:  ავსტრია: ავსტრიაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატი (Direktion Staatsschutz und Nachrichtendienst).1 იგი ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატი ექვემდებარება საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატს (Generaldirektion für öffentliche Sicherheit), ხოლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს (Bundesministeriums für Inneres) სისტემაში შედის.2  თურქეთი: თურქეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (Millî İstihbarat Teşkilatı),3 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს. იგი ექვემდებარება პრეზიდენტს.4  კანადა: კანადაში მოქმედებს კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახური (Canadian Security Intelligence Service).5 იგი ახორციელებს სახელმწიფო 1 იხ. https://www.dsn.gv.at/ იხ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის შესახებ და უსაფრთხოების პოლიციის შესახებ ავსტრიის კანონები: https://ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=Bundesnormen&Gesetzesnummer=20009486 https://www.ris.bka.gv.at/eli/bgbl/1991/566/P6/NOR40236089 3 იხ. https://mit.gov.tr/ 4 იხ. სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურებისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის შესახებ თურქეთის კანონი: https://www.mevzuat.gov.tr/mevzuat?MevzuatNo=2937&MevzuatTur=1&MevzuatTertip=5 5 იხ. https://www.canada.ca/en/security-intelligence-service.html 2 5      უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის დირექტორი თავის უფლებამოსილებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისთვის მზადყოფნის მინისტრის (Minister of Public Safety and Emergency Preparedness) მითითებით ახორციელებს.6 ლიეტუვა: ლიეტუვაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი (Valstybės saugumo departamentas),7 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.8 საბერძნეთი: საბერძნეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო სამსახური,9 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ახორციელებს.10 სლოვაკეთი: სლოვაკეთში მოქმედებს სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახური (Slovenská informačná služba),11 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.12 სლოვენია: სლოვენიაში მოქმედებს სლოვენიის სადაზვერვო და უსაფრთხოების სააგენტო (Slovenska obveščevalno-varnostna agencija),13 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ახორციელებს.14 ხორვატია: ხორვატიაში მოქმედებს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტო (Sigurnosno-obavještajna agencija),15 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.16 ე) კანონპროექტის ავტორი: 6 იხ. კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის შესახებ კანადის კანონი: https://laws-lois.justice.gc.ca/eng/acts/c-23/FullText.html 7 იხ. https://www.vsd.lt/ 8 იხ. ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების შესახებ და სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ლიეტუვის კანონები: https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.A0BAB27D768C/asr https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.1881C195D0E2/asr 9 იხ. https://www.nis.gr/el 10 იხ. ეროვნული სადაზვერვო სამსახურის შესახებ საბერძნეთის კანონი: https://search.et.gr/el/fek/?fekId=372185 11 იხ. https://www.sis.gov.sk/ 12 იხ. სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის შესახებ სლოვაკეთის კანონი: https://www.slov-lex.sk/ezbierky/pravne-predpisy/SK/ZZ/1993/46/20160101 https://www.zakonypreludi.sk/zz/1993-46 13 იხ. https://www.gov.si/drzavni-organi/vladne-sluzbe/slovenska-obvescevalno-varnostna-agencija/ 14 იხ. https://www.uradni-list.si/glasilo-uradni-list-rs/vsebina/2006-01-3534 15 იხ. https://www.soa.hr/hr/ 16 იხ. ხორვატიის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სისტემის შესახებ ხორვატიის კანონი: https://www.zakon.hr/z/744/zakon-o-sigurnosno-obavjestajnom-sustavu-republike-hrvatske https://narodne-novine.nn.hr/clanci/sluzbeni/2006_07_79_1912.html 6 საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე. 7