„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
14.05.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე
ნომერი
#07-3/58/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-05-19
ბიუროს ნომერი 49

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 54 მუხლი ამოღებულ იქნეს. 3. 56 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მოსამსახურის სპეციალურ წოდებას წინ ემატება სიტყვები „სახელმწიფო უსაფრთხოების“, ხოლო იმავე სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს მოსამსახურის სპეციალურ წოდებას − სიტყვა „დაზვერვის“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტი გამომდინარეობს საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან და მიზნად ისახავს შესაბამისი ცვლილების „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება შესაბამისი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარეობს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი ითვალისწინებს საქართველოს პრემიერმინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში აღმასრულებელი ხელისუფლების სპეციალური დანიშნულების დაწესებულების სახით არსებული საქართველოს დაზვერვის სამსახურის გარდაქმნას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად − ეროვნულ სადაზვერვო სააგენტოდ. ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით წესრიგდება ამ სააგენტოს საქმიანობასთან, მართვასთან, ხელმძღვანელობასთან, ანგარიშვალდებულებასთან, ზედამხედველობასთან, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებთან, მისი თანამშრომლების დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული ის სათანადო საკითხები, რომლებიც აღნიშნული 1 ცვლილებიდან გამომდინარეობს. წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს სათანადო გამომდინარე (ტექნიკურ) ცვლილებებს „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2025 წლის 1 ივლისიდან ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობასა და მისი თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული ხარჯები მიმდინარე წელს დაიფარება საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრებიდან, ხოლო მომდევნო წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 2 კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს საქმიანობასა და მისი თანამშრომლების სოციალური დაცვის გარანტიებთან დაკავშირებული ხარჯები მიმდინარე წელს დაიფარება საქართველოს დაზვერვის სამსახურისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო სახსრებიდან, ხოლო მომდევნო წლებში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. 3 ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი თანასწორობის მდგომარეობაზე. მდგომარეობაზე ზეგავლენა ქალისა კანონპროექტის და მამაკაცის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური; საქართველოს დაზვერვის სამსახური. 4 დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით წარმოდგენილი საკითხის მსგავსი პრაქტიკა, კერძოდ, ერთი და იმავე სამსახურის სისტემის ფარგლებში როგორც სახელმწიფო უსაფრთხოებასთან, ისე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნქციების შესრულების პრაქტიკა, მოქმედებს ნატოს ან/და ევროკავშირის წევრ არაერთ ქვეყანაში, მაგალითად:  ავსტრია: ავსტრიაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატი (Direktion Staatsschutz und Nachrichtendienst).1 იგი ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის დირექტორატი ექვემდებარება საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატს (Generaldirektion für öffentliche Sicherheit), ხოლო საზოგადოებრივი უსაფრთხოების გენერალური დირექტორატი, თავის მხრივ, შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს (Bundesministeriums für Inneres) სისტემაში შედის.2  თურქეთი: თურქეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაცია (Millî İstihbarat Teşkilatı),3 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს. იგი ექვემდებარება პრეზიდენტს.4  კანადა: კანადაში მოქმედებს კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახური (Canadian Security Intelligence Service).5 იგი ახორციელებს სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს. კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის დირექტორი თავის 1 იხ. https://www.dsn.gv.at/ იხ. სახელმწიფო უსაფრთხოებისა და დაზვერვის შესახებ და უსაფრთხოების პოლიციის შესახებ ავსტრიის კანონები: https://ris.bka.gv.at/GeltendeFassung.wxe?Abfrage=Bundesnormen&Gesetzesnummer=20009486 https://www.ris.bka.gv.at/eli/bgbl/1991/566/P6/NOR40236089 3 იხ. https://mit.gov.tr/ 4 იხ. სახელმწიფო სადაზვერვო სამსახურებისა და ეროვნული სადაზვერვო ორგანიზაციის შესახებ თურქეთის კანონი: https://www.mevzuat.gov.tr/mevzuat?MevzuatNo=2937&MevzuatTur=1&MevzuatTertip=5 5 იხ. https://www.canada.ca/en/security-intelligence-service.html 2 5      უფლებამოსილებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და საგანგებო მდგომარეობისთვის მზადყოფნის მინისტრის (Minister of Public Safety and Emergency Preparedness) მითითებით ახორციელებს.6 ლიეტუვა: ლიეტუვაში მოქმედებს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტი (Valstybės saugumo departamentas),7 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.8 საბერძნეთი: საბერძნეთში მოქმედებს ეროვნული სადაზვერვო სამსახური,9 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ახორციელებს.10 სლოვაკეთი: სლოვაკეთში მოქმედებს სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახური (Slovenská informačná služba),11 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.12 სლოვენია: სლოვენიაში მოქმედებს სლოვენიის სადაზვერვო და უსაფრთხოების სააგენტო (Slovenska obveščevalno-varnostna agencija),13 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ახორციელებს.14 ხორვატია: ხორვატიაში მოქმედებს უსაფრთხოებისა და დაზვერვის სააგენტო (Sigurnosno-obavještajna agencija),15 რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოებასა და სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ ფუნქციებს ასრულებს.16 ე) კანონპროექტის ავტორი: 6 იხ. კანადის უსაფრთხოების სადაზვერვო სამსახურის შესახებ კანადის კანონი: https://laws-lois.justice.gc.ca/eng/acts/c-23/FullText.html 7 იხ. https://www.vsd.lt/ 8 იხ. ეროვნული უსაფრთხოების საფუძვლების შესახებ და სადაზვერვო საქმიანობის შესახებ ლიეტუვის კანონები: https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.A0BAB27D768C/asr https://www.e-tar.lt/portal/lt/legalAct/TAR.1881C195D0E2/asr 9 იხ. https://www.nis.gr/el 10 იხ. ეროვნული სადაზვერვო სამსახურის შესახებ საბერძნეთის კანონი: https://search.et.gr/el/fek/?fekId=372185 11 იხ. https://www.sis.gov.sk/ 12 იხ. სლოვაკეთის საინფორმაციო სამსახურის შესახებ სლოვაკეთის კანონი: https://www.slov-lex.sk/ezbierky/pravne-predpisy/SK/ZZ/1993/46/20160101 https://www.zakonypreludi.sk/zz/1993-46 13 იხ. https://www.gov.si/drzavni-organi/vladne-sluzbe/slovenska-obvescevalno-varnostna-agencija/ 14 იხ. https://www.uradni-list.si/glasilo-uradni-list-rs/vsebina/2006-01-3534 15 იხ. https://www.soa.hr/hr/ 16 იხ. ხორვატიის რესპუბლიკის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სისტემის შესახებ ხორვატიის კანონი: https://www.zakon.hr/z/744/zakon-o-sigurnosno-obavjestajnom-sustavu-republike-hrvatske https://narodne-novine.nn.hr/clanci/sluzbeni/2006_07_79_1912.html 6 საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ალექსანდრე ტაბატაძე, თენგიზ შარმანაშვილი, გია ბენაშვილი, არჩილ გორდულაძე, რატი იონათამიშვილი, იოსებ ჯორბენაძე, გენრიეტა წიწავა, ზვიად შალამბერიძე, ვიქტორ ჯაფარიძე. 7