საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ

მოხსენება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
30.05.2025
ავტორი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ნომერი
#07-2/50/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-02
ბიუროს ნომერი 53

📜 ტექსტი

მოხსენება
146 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ივნისი, 2024 − მაისი, 2025 1 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ სარჩევი 1. დემოკრატიული განვითარება............................................................................................................. 5 1.1. სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება................................................................................. 5 1.2. ადამიანის უფლებები და მათი დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები.................................. 13 2. ეკონომიკური განვითარება................................................................................................................ 29 2.1. მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება..............................29 2.2. ეკონომიკური რეფორმები........................................................................................................... 35 2.3. დასაქმება....................................................................................................................................... 38 2.3.1. მეწარმეობის განვითარება................................................................................................... 38 2.3.2. ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება............................................................... 43 2.4. საგარეო სავაჭრო ურთიერთობები.............................................................................................45 2.5. ტურიზმი.........................................................................................................................................47 2.6. ენერგეტიკა.................................................................................................................................... 51 2.7. ტრანსპორტი და ლოგისტიკა...................................................................................................... 53 2.8. ინტერნეტიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია................................................................... 60 2.9. სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება....................................................................... 62 2.10. ინფრასტრუქტურა...................................................................................................................... 68 2.10.1. საგზაო ინფრასტრუქტურა................................................................................................. 68 2.10.2. წყალმომარაგება..................................................................................................................69 2.10.3. სივრცითი განვითარება და სამშენებლო პოლიტიკა......................................................70 2.11. გარემოს დაცვა............................................................................................................................ 71 3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება.............................................. 76 3.1 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა........................................................ 76 3.1.1 ჯანმრთელობის დაცვა...........................................................................................................76 3.1.2 სოციალური დაცვა.................................................................................................................. 81 3.2 განათლება, მეცნიერება, ახალგაზრდობის პოლიტიკა........................................................... 89 3.2.1 განათლება............................................................................................................................... 89 3.2.2. მეცნიერება............................................................................................................................109 3.2.3 ახალგაზრდული პოლიტიკა................................................................................................ 112 3.3 კულტურა, სპორტი.......................................................................................................................114 3.3.1 კულტურა................................................................................................................................ 114 2 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 3.3.2 სპორტი................................................................................................................................... 119 4. საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა................................................................................................... 123 4.1 საგარეო პოლიტიკა..................................................................................................................... 123 4.2. თავდაცვა......................................................................................................................................140 3 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აბრევიატურები და შემოკლებები ABET ANP AQAS ASDE ATT BWC CAHDI CBC CBHE CCW CEB CERN-IPPOG CGM CIF COST CSRD DCFTA DGCC DIBS DRG E5P ECOSOC EIS EMPACT ENQA EOD EOSC EPF FAO FITCH FSC GDDEI GIZ HACCP HAKA HRC ICRC ICT ინჟინერიის, ტექნოლოგიების, კომპიუტერული მეცნიერებებისა და მათთან დაკავშირებული მიმართულებების ხარისხსის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შეფასება წლიური ეროვნული პროგრამა გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო ნატოს საჰაერო სიტუაციების შესახებ მონაცემთა გაცვლის პროგრამა იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულება ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენცია ევროპის საბჭოს სამართლებრივ მრჩეველთა კომიტეტი ევროკავშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამა უმაღლეს განათლებაში შესაძლებლობების განვითარება ჩვეულებრივი შეიარაღების აკრძალვის ან გამოყენების შეზღუდვის შესახებ კონვენცია ევროპის საბჭოს განვითარების ბანკი ფიზიკის პოპულარიზაციაზე ორიენტირებული საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის პლატფორმა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი თაობის სისტემები კონკურენტული ინოვაციების ფონდი ევროპული თანამშრომლობის ჩარჩოპროგრამა მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფეროში კორპორატიული მდგრადობის ანგარიშგების დირექტივა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება ქართულ-კორეული ციფრული თანამშრომლობის განვითარების ცენტრი თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა მექანიზმი დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდი ეკონომიკური და სოციალური საბჭო ევროპული ინოვაციების ინდექსი ევროპული მულტიდისციპლინური პლატფორმა კრიმინალური საფრთხეების წინააღმდეგ უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია საინჟინრო განაღმვის ქვედანაყოფები ევროპული ღია მეცნიერების ღრუბლოვანი პლატფორმა ევროპული სამშვიდობო მექანიზმი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია ამერიკული საკრედიტო რეიტინგის სააგენტო უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (ჯიაიზი) წარმომადგენლობა სურსათის უვნებლობის მართვის სისტემა ესტონეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები 4 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ IFC IFRS IPSAS IPU IT ITPP JICA JTEC KIAFE LCIP MIPCOM MOIS NCTS NEFCO NIA NMI NRF ODIHR OECD OECS PBF PIFC QAA RASP RIA S&P SDGs SME SOM STEAM TOPCOP UN UNDP UNESCO UNODC საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია UNSDCF გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულება საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტები საჯარო სექტორის ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტები საპარლამენტთაშორისო კავშირი ინფორმაციული ტექნოლოგიები ნატო-საქართველოს ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტო ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი აგროსასურსათო საერთაშორისო გამოფენა საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა საკომუნიკაციო პროგრამების საერთაშორისო ბაზარი სამხრეთ კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტრო ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემა სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაცია კორეის ეროვნული ინფორმაციის სააგენტო ერაყში ნატოს მისია ნატოს სწრაფი რეაგირების ძალები ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაცია შესრულებაზე დაფუძნებული მოდელი საჯარო შიდა ფინანსური კონტროლი დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტო ნატოს რეგიონული საჰაერო სივრცის უსაფრთხოების პროგრამა რეგულირების ზეგავლენის შეფასება საფონდო ბაზრის ინდექსი მდგრადი განვითარების მიზნები მცირე და საშუალო საწარმო „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრა მეცნიერება, ტექნოლოგია, ინჟინერია, ხელოვნება და მათემატიკა სასწავლო და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) გაეროს განვითარების პროგრამა გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისი 5 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ შესავალი საქართველოს მთავრობამ განაგრძო თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმა ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სახელმწიფო მართვის სისტემის შექმნის მიზნით. აქცენტი გაკეთდა ადამიანური რესურსების მართვის გაუმჯობესების მიმართულებით. გაუმჯობესდა სახელმწიფო სერვისების მიწოდება და ასევე მუშაობა მიმდინარეობდა ელექტრონული მმართველობის სისტემების გაძლიერების მიმართულებით. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მიწის რეგისტრაციის, ციფრული იდენტიფიკაციის, მონაცემთა გაცვლისა და ინფრასტრუქტურის განვითარებით, რაც მიმართულია მომსახურების ხარისხის ამაღლებისა და სახელმწიფო სერვისებზე მოქალაქეთა წვდომის გასაუმჯობესებლად. საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება კვლავ ქვეყნის ერთერთ უმთავრეს პრიორიტეტად გამოაცხადა. ეს მიმართულება რეალურ ნაბიჯებსა და რეფორმებს დაეყრდნო, რაც დაეხმარა დემოკრატიული მმართველობის უფრო მეტად გამყარებასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციური სისტემის გაძლიერებას. აქტიურად გაგრძელდა 2022 – 2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სტრატეგიის განხორციელება. შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სამუშაო ვერსია, რომელიც რეგულარულად განახლდება, იმის გათვალისწინებით, რომ უსაფრთხოების გარემო ხშირად იცვლება. უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის მიმართულებით ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. დამტკიცდა საქართველოს კანონი „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის შესახებ“, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულების პრევენციასა და გამოძიებას. მიგრაციის სფეროში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილებები თავშესაფრის სისტემის გაუმჯობესებისა და არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით. წარმატებით მიმდინარეობს პოლიციის რეფორმა, რომლის ფარგლებში შექმნილი მართლწესრიგის ოფიცრის სამსახური თბილისში, ბათუმსა და რუსთავში წარმატებით ფუნქციონირებს. გლობალური გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა მტკიცედ აგრძელებს სამთავრობო პროგრამით განსაზღვრული სტრატეგიული მიზნების განხორციელებას და ქვეყანას მშვიდობიანი, მდგრადი და ინკლუზიური განვითარების გზაზე წარმატებით მიუძღვება. გონივრულმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, სტრუქტურულმა რეფორმებმა და მაღალმა მაკროეკონომიკურმა დისციპლინამ შესაძლებელი გახადა საგარეო შოკების ეფექტიანი გადალახვა და ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპის შენარჩუნება. პოსტპანდემიურ პერიოდში, კერძოდ, 2021 − 2024 წლებში, ქვეყნის საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ 9.7% შეადგინა, ხოლო 2024 წელს ის 9.4%-ს გაუტოლდა, რაც საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად აქცევს. ეკონომიკურ ზრდას ხელს უწყობს როგორც შიდა მოხმარების გაძლიერება, ასევე მომსახურების ექსპორტის ზრდა – მათ შორის, ტურიზმიდან და სატრანსპორტო სექტორიდან მიღებული შემოსავლების მნიშვნელოვანი მატება. წინასწარი მონაცემებით, 2025 წელიც ძლიერი ეკონომიკური აქტივობით დაიწყო – I კვარტალში საშუალო ზრდამ 9.3% შეადგინა. ამის პარალელურად, შენარჩუნდა დაბალი 6 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ინფლაცია, რომელიც 2024 წელს საშუალოდ 1.1%-ის ფარგლებში იყო. ინფლაციის სტაბილურობა, რაც ეფუძნება პროდუქტიულობის ზრდასა და გონივრულ ფისკალურ-ფინანსურ პოლიტიკას, ქვეყნის ეკონომიკური მდგრადობის ერთ-ერთ მთავარ სიმბოლოდ იქცა. ეკონომიკური დინამიკა პირდაპირ აისახა შრომის ბაზარზე. 2024 წელს უმუშევრობის დონე რეკორდულად – 13.9%-ამდე შემცირდა, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ ისტორიულ მაქსიმუმს – 1.4 მილიონს მიაღწია. 2013 წლიდან დღემდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედების შემდეგ, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ხარისხიანი და ხელმისაწვდომი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფაზე. მოსახლეობის 95% უკვე მოცულია პროგრამით, ხოლო ჯანდაცვაზე სახელმწიფო ხარჯები, 2012 წელთან შედარებით, 323%-ით გაიზარდა. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა პაციენტების ფინანსური ტვირთი და ჯიბიდან გადახდების წილი 73%იდან 41%-ამდე შემცირდა. მთავრობა აგრძელებს სოციალური დაცვის გაძლიერებას: იზრდება პენსიები ინდექსაციის პრინციპით და 2025 წელს პენსია 35 ლარით გაიზარდა. სახელმწიფოს მხრიდან ასევე გრძელდება მიზნობრივი დახმარება მოწყვლად ჯგუფებზე − მათ შორის, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებსა და ბავშვებზე. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა რეფორმები განათლების ყველა დონეზე, რაც მიმართული იყო ხელმისაწვდომობის, ხარისხისა და თანასწორობის ამაღლებაზე. სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების სისტემებში დაიხვეწა სტანდარტები, გაიზარდა სკოლების ავტონომია და შეფასების მექანიზმები. ეთნიკური უმცირესობებისთვის ფართოდ იქნა დანერგილი ბილინგვური პროგრამები. აქტიურად გაგრძელდა ინფრასტრუქტურული განვითარების პროექტები და ასევე გაიზარდა მასწავლებელთა ანაზღაურება. უმაღლეს სასწავლებლებში დაიგეგმა შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის შექმნა და ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესება. საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აგრძელებდა ძალისხმევას ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და დეოკუპაციის უზრუნველსაყოფად, მშვიდობიანი გზით კონფლიქტის მოგვარების მიზნით. საანგარიშო პერიოდში გამოიყენებოდა ყველა შესაძლებელი დიპლომატიური და სამართლებრივი ინსტრუმენტი საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად, 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონო ანექსიის აღკვეთისთვის. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების ხელშეწყობას, ადამიანის უფლებების დაცვას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებასა და ნდობის აღდგენას. მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. ტოტალური თავდაცვის კონცეფციის ფარგლებში, გაძლიერდა ეროვნული მედეგობა, ტერიტორიული თავდაცვისა და წინააღმდეგობის ელემენტების ორგანიზება. გაგრძელდა თავდაცვის სტრატეგიული დოკუმენტების გადახედვა და რისკის მართვის სისტემის დანერგვა. გრძელდება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერება, საჰაერო სივრცის მართვის სისტემების მოდერნიზება და ნატოს სტანდარტების შესაბამისი შეიარაღების 7 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დანერგვა. საქართველოს თავდაცვის ძალები აქტიურად მონაწილეობს ნატოს პროგრამებსა და საერთაშორისო სამხედრო წვრთნებში. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი მნიშვნელოვანი შედეგებისა, ეს ანგარიში ასახავს დეტალურ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის მიერ საანგარიშო პერიოდში განხორციელებულ ძირითად ღონისძიებებსა და ინიციატივებზე, რაც სამთავრობო პროგრამით განსაზღვრულ პრიორიტეტებსა და რეფორმების სტრატეგიულ მიმართულებებს შეესაბამება. 1. დემოკრატიული განვითარება 1.1. სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოს მთავრობა მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს ძლიერი, სამართლიანი და მოქალაქეზე ორიენტირებული სახელმწიფოს ფორმირების გზაზე. 2024 წელს გაგრძელდა საჯარო მმართველობის რეფორმა, რომელიც ემყარება ევროკავშირის საჯარო მმართველობის პრინციპებს და მიზნად ისახავს ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მმართველობის სისტემის შექმნას. შეიქმნა პოლიტიკის შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს სახელმწიფო პოლიტიკის სისტემის ერთგვაროვნებასა და ეფექტიანობას, აგრეთვე ამარტივებს და ერთიან ფარგლებში აქცევს საჯარო პოლიტიკაში მიმდინარე სათანადო პროცესებს. სისტემაში მომუშავე სამთავრობო ინსტიტუტებისთვის შემუშავდა სახელმძღვანელო დოკუმენტი, რაც უწყებებს აძლევს საშუალებას, მარტივად ადაპტირდნენ სისტემასთან. 2024 წელს მნიშვნელოვნად გაძლიერდა სახელმწიფო სტრუქტურების ანგარიშგების კულტურა. უწყებები ახორციელებენ სტრუქტურირებულ მონიტორინგსა და შეფასებას, რაც საშუალებას იძლევა, რეგულარულად შეფასდეს პროგრამების ეფექტიანობა და მიღწეული შედეგები. საჯარო სამსახურის განვითარების მიზნით, საანგარიშო პერიოდში შემუშავდა საჯარო სამსახურის განვითარების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პირველადი ვერსია, რომელზეც დაგეგმილია შემდგომი მუშაობა. სტრატეგიის მოქმედი რედაქციის გადახედვა მნიშვნელოვანია ბოლო პერიოდში „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებისა და 2025 წლის 1 აპრილიდან სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილებების საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაზე გადანაცვლების გათვალისწინებით. გარდა ამისა, შემუშავებულია ხედვა საჯარო სამსახურის მართვის საკოორდინაციო სისტემის განვითარების შესახებ, რომელიც მოიცავს წინადადებებს საჯარო სამსახურის საბჭოს ჩამოყალიბების, მისი უფლებამოსილებებისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ. ადმინისტრაციაში შექმნილია საჯარო სამსახურში ადამიანური კაპიტალის მართვის დეპარტამენტი, რომლის სტრუქტურა უზრუნველყოფს სტრატეგიული დაგეგმვის, მონიტორინგის, შესაბამისობის შეფასებისა და ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გაუმჯობესებას, მათ შორის, მოხელეთა პროფესიული განვითარების სისტემის დახვეწას. 8 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გრძელდება მუშაობა ადამიანური რესურსების მართვის სტანდარტიზაციისა და შესაბამისობის დადგენის კონცეფციაზე, რომელიც მოიცავს HR პროცესების იდენტიფიცირებას, სტანდარტების შემუშავებას, შესაბამისობის შეფასებას, რეკომენდაციების ფორმირებასა და მონიტორინგს. საანგარიშო პერიოდში შეიქმნა კატალოგი, რომელიც ხელს უწყობს HR პროცესების ერთიანი მიდგომებით წარმართვას. გარდა ამისა, მომზადდა HR პროცესების საკანონმდებლო ინიციატივების სამუშაო ვერსია, რომელიც მოიცავს სტრატეგიის ფორმირებას, თანამშრომელთა მოზიდვასა და ადაპტაციას, HR პასუხისმგებლობებსა და მონაცემთა მართვის წესებს. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია დოკუმენტის გადახედვა და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა. საჯარო სამსახურში მოხელეთა პროფესიული განვითარებისა და მათი პროფესიონალიზმის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წლიდან ფუნქციონირებს moodle-ის ბაზაზე შექმნილი ელექტრონული სასწავლო პლატფორმა, რომელიც ხელს უწყობს საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს, მათთვის მოსახერხებელ დროსა და ფორმატში, შეიძინონ და გაიღრმავონ პროფესიული უნარ-ჩვევები. ადამიანური რესურსების სტრატეგიული მართვისა და მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, დასრულდა მუშაობა ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის (eHRMS) სახელმძღვანელო დოკუმენტზე, დეტალურად აღიწერა სისტემის თითოეული მოდული და ფუნქციონალი. ჩატარდა მნიშვნელოვანი და მოცულობითი სამუშაო ვაკანსიების ცენტრალიზებული ვებგვერდის (hr.gov.ge) განვითარების მიზნით. გაანალიზდა ყველა არსებული, ტექნიკური, კონცეფციისა და ხედვის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც, შესაძლებელია ვებგვერდის განვითარება. ამასთან, ადამიანური რესურსების მართვის ელექტრონული პლატფორმების ცენტრალიზებული სისტემის შექმნის მიზნით, შემუშავდა განახლების ხედვის დოკუმენტი, რომელიც მოიცავს თითოეული პლატფორმის ტექნიკურ და ფუნქციურ ანალიზს, განვითარების საჭიროებებსა და საჭირო რესურსებს, არსებული გამოწვევებისა და სამომავლო ხედვების გათვალისწინებით. შეიქმნა კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების პროცესის მონიტორინგისა და შეფასების ელექტრონული სისტემა, რომელიც ხელს უწყობს სხვადასხვა საჯარო დაწესებულებას შორის ინფორმაციის ეფექტიან გაცვლასა და რეალურ დროში მონაცემების მართვას, ამარტივებს ანგარიშგებისა და მონიტორინგის პროცესს, ზრდის ამ სფეროში პოლიტიკის განხორციელების ეფექტიანობას. სახელმწიფო გრანტის გაცემის გზით საქართველოში რეგისტრირებული და მოქმედი საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, 2025 წელს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის №119 დადგენილებით შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტო. აღნიშნულისთვის კი „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით განისაზღვრა 20-მილიონი ლარის ოდენობის ასიგნები. სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა განხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული სახელმწიფო გრანტის გაცემის პრიორიტეტული მიმართულებებისა და მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ საგრანტო განაცხადებზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, შეიქმნება საგრანტო განაცხადების განმხილველი საბჭო. 9 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საერთაშორისო დახმარების კოორდინაციის ეფექტიანობის გაძლიერების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, მომზადდა უცხოური გრანტის გამცემის (დონორის) მიერ გრანტის გაცემის საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების პროცედურის შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი. აღნიშნული დოკუმენტი დეტალურად გაწერს "გრანტების შესახებ" საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად, დონორის მიერ მთავრობის თანხმობის მოპოვების პროცედურას, კერძოდ, წარსადგენი დოკუმენტაციის სავალდებულო რეკვიზიტებს, მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების ფორმას, ვადებს და სხვა. სერვისების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გაიხსნა 6 იუსტიციის სახლი (სამტრედია, ბათუმის მეორე ფილიალი, ხაშური, შროშა, თერჯოლა, ცაიში). მიმდინარეობს აგრეთვე 7 იუსტიციის სახლის (ახმეტა, გლდანი, ტოლები, ზოტი, ხელვაჩაური, მცხეთა, ჭალა) მშენებლობა. ამასთანავე, მობილური იუსტიციის სახლების მოქმედების არეალში მოექცა 143 სოფელი. შედეგად, იუსტიციის სახლების მოქმედების არეალში მოქცეულია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი. ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე − my.gov.ge ამჟამად ხელმისაწვდომია 400ამდე სერვისი. ამასთანავე, მიმდინარეობს პორტალის განახლების სამუშაოები. my.gov.ge-ზე რეგისტრირებულია, დაახლოებით, 372 000 ფიზიკური პირი და, დაახლოებით, 250 000 იურიდიული პირი. დღის განმავლობაში პორტალზე, საშუალოდ, 50 000-ამდე ტრანზაქცია ხორციელდება. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა პორტალ my.gov.ge-ის მობილურ აპლიკაციაში სერვისების ინტეგრაცია (საანგარიშო პერიოდში პორტალზე ინტეგრირდა, დამატებით, 6 სერვისი). საანგარიშო პერიოდში განხორციელდა პროექტი − „ელექტრონული მმართველობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება“, რომლის ფარგლებშიც, პორტალ my.gov.ge-ს შესახებ ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, შემუშავდა საკომუნიკაციო სტრატეგია და, პორტალის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, გაწეულ იქნა კამპანია მთელი საქართველოს მასშტაბით. მიმდინარეობდა მუშაობა მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემის (G3) განახლების მიმართულებით. საჯარო დაწესებულებებს შორის ტრანზაქციების უწყვეტად განხორციელებისა და ციფრული სერვისების ჯეროვნად მიწოდების უზრუნველსაყოფად, აღნიშნული სისტემა 300ამდე ორგანიზაციას (სამინისტროებს, სხვა საჯარო დაწესებულებებს) ერთმანეთთან აკავშირებს. მონაცემთა გაცვლის ერთიანი სისტემა (G3) აერთიანებს 176 სერვისსა და 530 ქვესერვისს და ყოველწლიურად 100 მილიონზე მეტ ტრანზაქციას ემსახურება. სსიპ − ციფრული მმართველობის სააგენტომ შეიმუშავა სერვისების ჩარჩოდოკუმენტი, რომლის მიზანია, საფუძველი ჩაუყაროს საქართველოს სახელმწიფო სერვისების ერთიანი, სტანდარტიზებული და ყოვლისმომცველი კატალოგის შექმნას. ქვეყანაში არსებული სახელმწიფო სერვისების აღწერა, ერთიან ფორმატში თავმოყრა და მათი პერიოდული შეფასება საშუალებას მისცემს სერვისების მიმწოდებელ უწყებებს, რეგულარულად გადახედონ მომსახურების პორტფელს და შეამოწმონ, რამდენად შეესაბამება არსებული სერვისები თანამედროვე მოთხოვნებს, კვლავაც რელევანტურია ისინი, თუ საჭიროებენ განახლებას/ოპტიმიზაციას. სახელმწიფო სერვისების გაუმჯობესების მიზნით, საჯარო მმართველობის რეფორმის ფარგლებში მიმდინარეობდა „სახელმწიფო სერვისების განვითარების 2022 − 2025 წლების სტრატეგიით“ განსაზღვრული სერვისების შექმნის, მიწოდების, ხარისხის უზრუნველყოფისა და 10 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ განფასების ერთიანი მიდგომებისა და პრინციპების დანერგვა, რაც ხელს უწყობს, მათ შორის, ციფრული მმართველობის განვითარებას. არსებული მდგომარეობით: · სახელმწიფო სერვისების შექმნის ერთიანი მიდგომის მოთხოვნების შესაბამისად, შექმნილია/ადაპტირებულია ჯამში − 6 საჯარო დაწესებულების 18 სერვისი; · სახელმწიფო სერვისების მიწოდების ერთიანი მიდგომის მოთხოვნების შესაბამისად, მიწოდების ერთიანი მიდგომით, სულ ადაპტირებულია 5 საჯარო დაწესებულების 20 სერვისი; · მუშაობა მიმდინარეობდა სახელმწიფო სერვისების კატალოგის ჩარჩოდოკუმენტზე. · მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიმართულება დანერგილია სულ 6 საჯარო დაწესებულებაში; · თვითღირებულების გაანგარიშების (განფასების) კომპონენტი დანერგილია სულ 6 საჯარო დაწესებულებაში და განფასებულია 47 სერვისი; · ორგანიზაციული თვითშეფასების ევროპული მოდელით გათვალისწინებული შეფასების ერთიანი სისტემის (Common Assessment Framework − CAF) კომპონენტი დანერგილია 8 საჯარო დაწესებულებაში. აქტიურად გაგრძელდა მუშაობა ციფრული იდენტიფიკაციის საფულის დანერგვაზე. ციფრული იდენტიფიკაციის საფულე არის ახალი თაობის ციფრული პროდუქტი, რომლის მფლობელსაც ექნება შესაძლებლობა, განახორციელოს კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა, გაიაროს იდენტიფიკაცია/ავტორიზაცია ციფრულ და ფიზიკურ სივრცეში, მოითხოვოს, გააზიაროს და დაამოწმოს საკუთარი მონაცემები, რომლის მიზანია ადმინისტრაციული პროცესების გამარტივება, მომსახურების ეფექტიანობის გაზრდა და მოქალაქეებისთვის სერვისებზე წვდომის გაუმჯობესება, ქვეყნის ციფრული ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობა და ბიზნესპროცესების ოპტიმიზაცია. „ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა საკოორდინაციო საბჭო და დამტკიცდა მისი დებულება, განისაზღვრა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის სუბიექტები. მომზადდა იმავე კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების პროექტები და შემუშავდა ეროვნული სივრცითი მონაცემების ინფრასტრუქტურის ოთხწლიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. ამასთანავე, მიმდინარეობს ახალი გეოპორტალისა და მეტამონაცემების ეროვნული კატალოგის შექმნის სამუშაოები. ეროვნულ გეოპორტალზე პირველ ეტაპზე განთავსდება 22 სხვადასხვა საჯარო დაწესებულების მონაცემები, ხოლო შემდგომ ეტაპებზე − სხვა სივრცითი მონაცემები. ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის მიზნით, მომზადებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის წესს ითვალისწინებს. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცედურების დასრულების შემდეგ, მუნიციპალიტეტების საზღვრების პროექტი განსახილველად წარმოედგინება საქართველოს პარლამენტს. ზუსტი მისამართების არსებობა ხელს შეუწყობს სახელმწიფო და კერძო სერვისების მიწოდების ხარისხის გაზრდას. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმა, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდა. საანგარიშო პერიოდში აიზომა 809 673 მიწის ნაკვეთი (644 342 ჰა), ხოლო რეგისტრირებულია 552 846 მიწის ნაკვეთი (586 113 ჰა). დღის განმავლობაში იზომება, საშუალოდ, 3500 მიწის ნაკვეთი და რეგისტრირდება, საშუალოდ, 2700 მიწის ნაკვეთი. პროექტის 11 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დაწყებიდან დღემდე აიზომა 1 844 634-ზე მეტი მიწის ნაკვეთი (1 023 335 ჰა), ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 294 968 -ზე მეტ მიწის ნაკვეთზე (899 859 ჰა). შესაბამის სფეროში გადამზადდა და დასაქმდა 1000-მდე ადამიანი. საანგარიშო პერიოდში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით დარეგისტრირდა 83 654 -მდე სუბიექტი (მათ შორის, 71 021 ახალი სუბიექტი), ხოლო აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა 12 633 -მა სუბიექტმა თავისი სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყო. 2022 წლის იანვრიდან დღემდე საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა 294 083-მდე სუბიექტი (მათ შორის, 247 592 ახალი სუბიექტი), ხოლო აღნიშნული კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებულმა 46 491-მა სუბიექტმა თავისი სარეგისტრაციო მონაცემების იმავე კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობა უზრუნველყო. 2024 წლის 24 ოქტომბრიდან წარმატებით ფუნქციონირებს „გონიერი კონტრაქტის“ პროგრამული უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობით საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომია „ნასყიდობის რეგისტრაციის“, „ნასყიდობისა და იპოთეკის რეგისტრაციისა“ და „იპოთეკის რეგისტრაციის“ ტრანზაქციების სერვისის მეშვეობით განხორციელება. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ამ სერვისებით სარგებლობისთვის საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელთან ვირტუალური შეხვედრა დაჯავშნონ სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე − www.napr.gov.ge. სხვადასხვა ქვეყანაში ან/და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, აღნიშნული სერვისის ფარგლებში დისტანციურად, ინტერნეტის მეშვეობით დადონ უძრავ ქონებაზე გარიგება და გადაიხადონ შესაბამისი მომსახურების საფასური, რის შედეგადაც, შესაძლებელია სათანადო უფლების რეგისტრაციის განხორციელება. „გონიერი კონტრაქტის“ სერვისით უკვე ისარგებლეს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ (შვედეთში, ისრაელში, აშშ-ში, კვიპროსში, თურქეთში, საფრანგეთში, იტალიასა და ესპანეთში) მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა. გრძელდება ამ სერვისის განვითარება. საქართველოს ციფრული რუკის შექმნის მიზნებისთვის, განხორციელდა ტოპონიმებსა და გეოგრაფიული ობიექტების სახელდებასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ანალიზი; შემუშავდა „გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა რეგისტრაციის, აღრიცხვის, სახელმწიფო კატალოგის შექმნისა და წარმოების შესახებ“ დებულების პირველადი პროექტი. ლინგვისტებისა და გეოგრაფების მონაწილეობით მომზადდა ფიზიკური, ტოპოგრაფიული და ადმინისტრაციულ-ტერიტორიული რუკების პროექტები. ამასთან, დამტკიცდა „საქართველოს ციფრული მმართველობის 2025 − 2030 წლების სტრატეგია“ და ამავე სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა. 2024 წლის 5 სექტემბერს „ხელოვნური ინტელექტისა და ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის შესახებ“ ევროპის საბჭოს ჩარჩოკონვენციას ხელი მოაწერა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა. მომხმარებლისთვის გამარტივებული სერვისების მიწოდების მიზნით, მიმდინარეობს საქართველოს საკანონმდებლო მაცნის ახალი ვებგვერდის სატესტო რეჟიმში მუშაობა, რომლის დასრულების შემდეგაც დაგეგმილია ხელოვნური ინტელექტის სისტემების გამოყენებით ახალი სერვისების დანერგვა. 12 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს ეროვნულ არქივში შემუშავდა და დაინერგა ახალი პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს მკვლევართა დისტანციური მომსახურების გაუმჯობესებასა და საარქივო დოკუმენტების ციფრულ ფორმატში მიწოდებას. ამ მიზნით, ციფრულ ფორმატში გადაყვანილ იქნა საარქივო დოკუმენტების 1,5 მილიონზე მეტი გვერდი, აგრეთვე მომზადდა 2 კატალოგი, რომლებშიც თავმოყრილია საარქივო მასალის შესახებ თემატური ინფორმაცია. გრძელდება სანოტარო მომსახურების ხელმისაწვდომობის ზრდა იმ დასახლებებში, რომლებშიც სანოტარო მომსახურება ხელმისაწვდომი არ იყო (მათ შორის, მაღალმთიან დასახლებებში), საანგარიშო პერიოდში დაინიშნა 8 ნოტარიუსი (ქობულეთი, ტყიბული, კასპი, დმანისი, მესტია, ახალციხე, ჩხოროწყუ, ბაღდათი). ასევე ნოტარიუსთა პალატის სასწავლო ცენტრში სტაჟირება გაიარა 43 ნოტარიუსობის მსურველმა პირმა. ამასთან, არქივის დიგიტალიზაციის პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობს სანოტარო აქტების გაციფრულების პროცესი, რაც ხელს უწყობს დოკუმენტების ავთენტიკურობის კონტროლის გამარტივებას, მათ დაცულობას და ამცირებს შესაძლო გაყალბების რისკს. აგრეთვე სანოტარო აქტების სრულად ციფრულ ფორმატში გადატანა გაამარტივებს ძიების პროცესს, მოქალაქეთა სწრაფ მომსახურებას და უზრუნველყოფს მატერიალური ასლების უკეთ დაცვას. გრძელდებოდა მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მხარდაჭერა. საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წელს შემუშავდა და დამტკიცდა „საქართველოს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების 2024 − 2030 წლების სტრატეგია“ და ამავე სტრატეგიის 2024 − 2026 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ორიენტირებულია ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაციის გზით მაღალმთიან დასახლებებში სამუშაო ადგილების შექმნაზე, მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკის სტიმულირებასა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე, ორიენტირებული საჯარო ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მაღალმთიანი დასახლებების მაცხოვრებლებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. 2024 წელს მაღალმთიან დასახლებებში ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მცირე ბიზნესის მხარდაჭერისათვის დაფინანსდა ორი პროგრამა, 4 მლნ ლარის ოდენობით − „მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსება“ და „მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობა“. მაღალმთიან დასახლებებში საბაზისო ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან 23 მუნიციპალიტეტში 16 მლნ ლარის ოდენობით დაფინანსდა 40 ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, საგზაო ინფრასტრუქტურის, წყალმომარაგების გაუმჯობესების, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების რეაბილიტაციისა და სხვა მცირე ინფრასტრუქტურული მიმართულებები. 2025 წელს მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან, მცირე ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, გამოყოფილია 5 მლნ ლარი, რომლის ფარგლებშიც მიმდინარეობს მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის პროგრამა, ხოლო 15 მლნ ლარი გამოყოფილია მაღალმთიან დასახლებებში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისათვის. საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წელს დამტკიცდა „2024 − 2030 წლების ევროკავშირის ჭკვიანი სპეციალიზაცია (S3) იმერეთისთვის“ და ასევე მისი განხორციელების 2024 − 2026 წლების სამოქმედო გეგმა. დოკუმენტი ორიენტირებულია იმერეთის რეგიონის განვითარების მხარდაჭერაზე და ხორციელდება ევროკავშირის კოჰეზიის ჩარჩოპოლიტიკის თანამედროვე ინსტრუმენტის დანერგვით. აღნიშნულმა მიდგომამ პრაქტიკული წვლილი უნდა შეიტანოს მდგრადი, ცოდნაზე დაფუძნებული და ინტეგრირებული ეკონომიკის განვითარებაში. 13 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმდინარეობს „ევროპული ტერიტორიული ერთეულების ნომენკლატურა სტატისტიკისთვის (NUTS) კლასიფიკაციის საქართველოში დანერგვის შესახებ“ არსებული ჰარმონიზაციის გეგმის განხორციელება, რომელიც ასევე ასახულია „საქართველოს ოფიციალური სტატისტიკის ეროვნული სისტემის განვითარების სტრატეგია 2024 −2027-სა“ და ამავე სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმაში“. პარალელურად, მიმდინარეობს სამუშაოები ჰარმონიზაციის გეგმის გადახედვისა და საჭიროებისამებრ განახლების მიმართულებით. გრძელდება მუშაობა დეცენტრალიზაციის დამტკიცებული პოლიტიკის წარმატებით განხორციელებისათვის. დეცენტრალიზაციის სტრატეგიის განხორციელების მიმდინარე სამოქმედო გეგმის (2024-2025) განვლილი 2024 წლის აქტივობები სრულად შესრულდა. აღსანიშნავია, მუნიციპალიტეტების ქონების გაზრდის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფოს მიერ მუნიციპალიტეტებს გადაეცათ ჯამში − 1 525 ერთეული ქონება. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში წარმატებით გაგრძელდა მუშაობა სახელმწიფო ენის პოპულარიზაციასა და ცოდნის დონის ამაღლებაზე, ასევე ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე მიმართული კომპლექსური ძალისხმევა. მნიშვნელოვნად გაფართოვდა სახელმწიფო ენის შესწავლის შესაძლებლობები, როგორც ფორმალური განათლების თითოეულ საფეხურზე, ასევე ზრდასრულთა განათლების მიმართულებით. · · · · · · ქართული ენის სწავლებისა და ხარისხიანი განათლების შესაძლებლობების განვითარების უზრუნველსაყოფად, სხვადასხვა საგნის ადგილობრივი პედაგოგები ჩაერთნენ პროფესიული გადამზადებისა და ქართული ენის შემსწავლელ პროგრამებში; სახელმწიფო ენის სწავლებისკენ მიმართული ძალისხმევის პარალელურად, რეალიზებული იყო ეთნიკური უმცირესობების მშობლიურ ენაზე განათლების უფლება; მიმდინარეობდა მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების ენების − ოსურის, ასურულის, ჩეჩნურის, უდიურის, ხუნძურის სწავლება 12 საჯარო სკოლაში; ზრდასრული მოქალაქეებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, 12 სასწავლო ცენტრში, მობილური ჯგუფების, დისტანციური თუ ჰიბრიდული სწავლების ფორმებით, ქართული ენის ცოდნის კომპეტენცია 4200-ზე მეტმა მსმენელმა გაიუმჯობესა; პროფესიული განათლების დაწესებულებებში ქართული ენის სწავლების ინტეგრირებული კურსის დანერგვამ მნიშვნელოვანწილად გაზარდა ეთნიკური უმცირესობების დაინტერესება − შედეგად პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 485 არაქართულენოვანი ახალგაზრდა; უმაღლეს განათლებაზე გამარტივებული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, საშეღავათო პოლიტიკის ფარგლებში, გაგრძელდა „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო (ე.წ. „1+4“) პროგრამა“, რომელშიც 1577 სტუდენტი ჩაერთო. სამოქალაქო და პოლიტიკური მონაწილეობის გაუმჯობესების, თანაბარუფლებიანი გარემოს განმტკიცებისა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ჩართულობის ხელშეწყობის მიზნით, ძალისხმევა მიმართული იყო მიმდინარე საჭიროებების საპასუხოდ ცნობიერების ამაღლებასა და მოსახლეობის ინფორმირებაზე, ისევე, როგორც მედიასა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე. ამ მიზნით, ჩატარდა ტრენინგსემინარებისა და თემატური ღონისძიებების რამდენიმე ციკლი ადამიანის უფლებების, ანტიდისკრიმინაციის, სამოქალაქო თანასწორობის, ქალთა გაძლიერების, მედია-წიგნიერების, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და სხვა აქტუალური საკითხების 14 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ თაობაზე. ასევე ეთნიკური უმცირესობებისთვის ხელმისაწვდომი იყო ტელე და ინტერნეტმაუწყებლობა მშობლიურ ენებზე; რეგულარულად გამოიცემოდა სომხურენოვანი „ვრასტანი“ და აზერბაიჯანულენოვანი „გურჯისტანი“. ამასთან, გრძელდება ეთნიკური უმცირესობებისთვის კანონმდებლობაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რომლის უზრუნველსაყოფად საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ საანგარიშო პერიოდში ითარგმნა: აფხაზურ ენაზე ‒ 33, სომხურ ენაზე ‒ 33, ოსურ ენაზე ‒ 23, ხოლო აზერბაიჯანულ ენაზე ‒ 16 საკანონმდებლო აქტი. სოციალური და ეკონომიკური ინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, მიმართული იყო ძალისხმევა არსებულ შესაძლებლობებთან დაკავშირებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებაზე, ასევე მრავლობითი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე პოზიტიურად აისახა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში განხორციელდა უპრეცედენტოდ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები, რომლებიც მიზნად ისახავდა სახელმწიფო სერვისების, სოციალური პროგრამების, ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკური შესაძლებლობების შესახებ ადგილობრივი მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. ჩატარდა 60-ამდე შეხვედრა 170-ამდე სოფლის 3 000-ზე მეტი პირის მონაწილეობით. კულტურათაშორისი დიალოგის განვითარების, მრავალფეროვნების წარმოჩენის, გაზიარებისა და ხელშეწყობის მიზნით, მხარდაჭერილი იყო მუზეუმებისა და თეატრების საქმიანობა და სხვადასხვა სახის ინტერკულტურული და სპორტული ღონისძიების განხორციელება, მათ შორის, მუნიციპალურ დონეზე (ჯამურად ჩატარდა 600-ამდე ღონისძიება). 1.2. ადამიანის უფლებები და მათი დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები 2024 წელს საქართველოს მთავრობამ კვლავაც შეინარჩუნა ადამიანის უფლებების დაცვის გაძლიერება ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. პოლიტიკური ვალდებულებები ამ მიმართულებით რეალური ნაბიჯებითა და რეფორმებით იყო გამტკიცებული, რაც კიდევ უფრო ამყარებს დემოკრატიულ მმართველობასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ინსტიტუციურ სისტემას. აქტიურად გაგრძელდა ადამიანის უფლებათა დაცვის 2022 – 2030 წლების ეროვნული სტრატეგიის განხორციელება. შემუშავდა ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის სამუშაო ვერსია. უსაფრთხოების გარემოს დინამიკურობის გათვალისწინებით, რეგულარულად ხდება დოკუმენტის არსებულ ვითარებასთან შესაბამისობაში მოყვანა და ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციის დამტკიცდება რეგიონული სტაბილურობის აღდგენის შემდეგ. მიმდინარეობს საქართველოს კიბერუსაფრთხოების 2021 – 2024 წლების ეროვნული სტრატეგიის და მისი სამოქმედო გეგმის შესრულების საბოლოო ანგარიშის შემუშავება, რომლის შედეგებიც გამოყენებული იქნება 2025 − 2027 წ.წ. საქართველოს კიბერუსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის მოსამზადებლად. აქტიური მუშაობა მიმდინარეობს „საქართველოს კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნული სტრატეგიის“ განახლების მიზნით. 15 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ შემუშავდა 2025 − 2030 წლების კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. კიბერუსაფრთხოების ცნობიერების ამაღლების თვის (ოქტომბერი) აღსანიშნავად, საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში, ჯამში, 30 სკოლასა და 14 უნივერსიტეტში წარმატებით ჩატარდა კიბერჰიგიენის ტრენინგები. საანგარიშო პერიოდში ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე − „elearning.gov.ge“, მოსახლეობისა და საჯარო მოხელეების ცნობიერების ამაღლების მიზნით, განთავსებულ კურსებზე დარეგისტრირდა 1 336 მონაწილე, ხოლო გამოცდა წარმატებით ჩააბარა 1 028-მა პირმა. საანგარიშო პერიოდში გადაიდგა მნიშვნელოვანი მართლწესრიგის დაცვის გაძლიერების მიზნით: · · · ნაბიჯები უსაფრთხოებისა და მიღებულ იქნა „დნმ-ის მონაცემთა ბაზის შესახებ“ საქართველოს კანონი და მასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვით იქმნება დნმ-ის მონაცემთა ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს დანაშაულის პრევენციას, გამოძიებასა და დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციას. სავალდებულო გახდება ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების გენეტიკური პროფილის რეგისტრაცია. ასევე შესაძლებელი იქნება სხვა სახელმწიფოების შესაბამისი ორგანოების მიერ დამუშავებული დნმ-ის მონაცემების მიღება და გამოყენება გამოძიების მიზნებისთვის. 2025 წლის აპრილში საქართველოს პარლამენტს წარმოედგინა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც მიზნად ისახავს თავშესაფრის სისტემის გაუმჯობესებას, არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის გაძლიერებასა და საერთაშორისო დაცვის პროცედურების გამკაცრებას. 2025 წლის თებერვალში შსს-ის დებულებაში განხორციელებული ცვლილებით, მიგრაციის დეპარტამენტს დაევალა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტთან კოორდინაციით, არალეგალური მიგრაციის პრევენცია, გამოვლენა, აღკვეთა და უცხოელთა გაძევებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. კრიმინალური პოლიციის რეფორმის ფარგლებში, 2024 წელს დამტკიცდა საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების 2024 − 2027 წლების სტრატეგია. მართლწესრიგის ოფიცრის სამსახური საქართველოს სამ დიდ ქალაქში (თბილისი, ბათუმი და რუსთავი) ფუნქციონირებს, ხოლო 2025 წლის პირველი კვარტალიდან რეფორმის მოქმედების არეალი ფართოვდება. შესაბამისად, მართლწესრიგის ოფიცრის ინსტიტუტი ინერგება და უახლოეს მომავალში ამოქმედდება ქ. გორში, ქ. ქუთაისსა და ქ. თელავში. ამჟამად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებულია 405 მართლწესრიგის ოფიცერი. ამასთან, გრძელდება შესაბამისი თანამშრომლების გადამზადება საზოგადოებაზე ორიენტირებული საპოლიციო საქმიანობის მიმართულებით. 2024 წლიდან შსს-ის ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა საქმიანობა გაფართოებული მანდატით გააგრძელა, რაც საგამოძიებო კომპონენტის გაძლიერებასა და გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. 2024-2025 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქტიურად განაგრძო თანამშრომელთა პროფესიული უნარების გაძლიერება, რომლის ფარგლებში, 23 სხვადასხვა ტრენინგში მონაწილეობა მიიღო 1370-ამდე თანამშრომელმა. დისკრიმინაციისა და ოჯახში ძალადობის თემებზე გადამზადდა „112-ის“ 50 თანამშრომელი და 25 მართლწესრიგის ოფიცერი; შშმ პირთა თემატიკაზე გადამზადდა 1000 თანამშრომელი; გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებში მონაწილეობა მიიღო 733-მა გამომძიებელმა, ხოლო 112-მა გამომძიებელმა დაასრულა 16 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საბაზისო პროფესიული პროგრამა. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში შსს-ის თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მხარდაჭერით განხორციელებულ პროფესიულ ტრენინგებში, მათ შორის, ისეთ თემებზე, როგორიც არის უკანონო ნივთიერებებთან დაკავშირებული დანაშაულის ადგილების მართვა; ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობისა და სექსუალური შევიწროების თემატიკა; შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის გამოძიება. მართლმსაჯულების პროცესში, არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვისა და მათი მონაწილეობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, მუდმივად ტარდება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგები/სწავლებები პოლიციის თანამშრომლებისთვის, მათ შორის, მენეჯერული რგოლის წარმომადგენლებისთვის. ამასთან, ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ტრენერთა ტრენინგი ჩაუტარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 40-ამდე თანამშრომელს. აღნიშნულის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო კამპანია სკოლის მოსწავლეებისათვის − „უფლებები ბავშვებისთვის". სამინისტროს თანამშრომლებმა ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სკოლებში, ადგილობრივ პოლიციელებთან ერთად, ჩაატარეს 19 საგანმანათლებლო შეხვედრა სხვადასხვა თემაზე, მათ შორის: ძალადობა/ცუდი და უღირსი ქცევა, ბულინგი და კიბერბულინგი, ჯანსაღი ცხოვრების წესი − ნივთიერებების ავადმოხმარება და ადიქციის სხვა ფორმების პრევენცია და ა. შ., რომელსაც დაესწრო 600-ამდე მოსწავლე. ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით, განხორციელდა ცნობიერების ასამაღლებელი კამპანია − „ნუ წაართმევ ბავშვობას“. კამპანიის ფარგლებში, არაერთი აქტივობა განხორციელდა, მათ შორის, შეხვედრები გაიმართა გურიის, კახეთის, ქვემო ქართლის, იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებისა და თბილისის სკოლების 1 100-ზე მეტ მოსწავლესთან, 400-ზე მეტ მშობელთან, სამოქალაქო განათლების 100-ამდე პედაგოგთან. საანგარიშო პერიოდში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესის განმახორციელებელ სპეციალიზებულ პოლიციელთა და გამომძიებელთა მომზადების პროგრამა გაიარა 57-მა შსს-ის მოსამსახურემ. ასევე, 2024 წელს, სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში დაინერგა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსი − „არასრულწლოვანთა გამოკითხვის სამართლებრივი და ფსიქოლოგიური ასპექტები". სასაზღვრო პოლიციის რეფორმის ფარგლებში, აქტიურად მიმდინარეობდა „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელის“ დანერგვის პროცესი. საანგარიშო პერიოდში, მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო საზღვრის მართვასთან დაკავშირებული მონაცემების გაციფრულების პროექტებს. კერძოდ, შეიქმნა სასაზღვრო პოლიციის მონაცემთა აღრიცხვის სისტემა − „სამანი“, განახლდა საპატრულო პოლიციის მონაცემთა აღრიცხვის სისტემა, შემუშავდა შესაბამისი სისტემების სტატისტიკური და ანალიტიკური მოდულების პროექტები. 2024 წლის განმავლობაში, ეფექტიანად მუშაობდა სახის ამომცნობი სისტემა და კვლავ გრძელდება მუშაობა API/PNR (მგზავრის წინასწარი მონაცემი/მგზავრის სახელის ჩანაწერი) სისტემის განვითარების მიმართულებით. სახმელეთო საზღვრის დაცვის მიმართულებით აქტიურად გაგრძელდა მუშაობა, კერძოდ: · აშშ-ის ნარკოტიკებთან ბრძოლის ადმინისტრაციისა (DEA) და აშშ-ის ევროპული სარდლობის (EUCOM) მხარდაჭერით, 2024 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო და კვლავ გრძელდება საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვარზე, სასაზღვრო პოლიციის 17 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · · · · · · სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 2 სასაზღვრო სექტორის (მაღალმთიან რეგიონებში; ლაგოდეხის სამმართველოს სასაზღვრო სექტორი „ომალო“ და ჯავა-ონის სასაზღვრო სექტორი „მამისონი“) ადმინისტრაციული და დამხმარე შენობების მშენებლობა; სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა სასაზღვრო პოლიციის 6 სასაზღვრო სექტორსა და 11 სასაზღვრო პოსტს; აშენდა სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის 3 სასაზღვრო პოსტი; მიმდინარეობს სახელმწიფო საზღვრის მაღალი რისკის შემცველ მონაკვეთებზე საზღვრის დაცვის ობიექტების რეაბილიტაცია/მოწყობა (სათვალთვალო კოშკურები, საპატრულო გზები და ბილიკები, საინჟინრო დაბრკოლებები და სხვა), რაც აძლიერებს სახელმწიფო საზღვრის დაცვასა და კონტროლს; შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთიან კომპიუტერულ ქსელში ჩაერთო კიდევ 2 სასაზღვრო სექტორი (65 სასაზღვრო სექტორიდან 63 უკვე ინტერნეტიზებულია); ასევე 200 ერთეული ახალი ფოტოხაფანგით აღიჭურვა სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრები; 28 ერთეული მსუბუქი და მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანით განახლდა სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი; გაძლიერდა სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-საგამოძიებო კომპონენტები. საანგარიშო პერიოდში გამოძიება დაიწყო 426 სისხლის სამართლის საქმეზე (ბრალდებულია 357 პირი). მნიშვნელოვანი აქტივობები განხორციელდა სანაპირო დაცვის განვითარების კუთხითაც, კერძოდ: · · · · სანაპირო დაცვის 12-მა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაციაში − „ზღვის მცველი“ (Sea Guardian (OSG)); 2025 წლის 21 თებერვალს, მთავრობის დადგენილებაში განხორციელებული ცვლილებებით გაუმჯობესდა შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში სასაზღვრო რეჟიმის წესები, რაც ხელს შეუწყობს ნაოსნობის უსაფრთხოების გაძლიერებას; სანაპირო დაცვამ მონაწილეობა მიიღო ისეთ საერთაშორისო სწავლებებში, როგორიცაა: „BREEZE 2024“; „Dynamic Move 2024-II“; ,,SEA BREEZE-24.3 Dive Execution“; „Phoenix Express 2024“; „International Maritime Exercise 2025 (IMX25)“ ; „CUTLASS EXPRESS 2025“; საანგარიშო პერიოდში, საქართველოს საზღვაო სივრცეში გამოვლინდა 713 სამართალდარღვევა; ჩატარდა საავარიო-სამაშველო ოპერაციები, რის შედეგადაც, დახმარება გაეწია 17 მცურავ საშუალებას და გადარჩა 18 ადამიანი. საანგარიშო პერიოდში განახლდა სასაზღვრო პოლიციის საავიაციო პარკი, რომელსაც დაემატა მესამე „H145“ ტიპის ვერტმფრენი, მფრინავებმა გადამზადება გაიარეს გერმანიაში. 2024-2025 წლებში შესრულდა 77 როტაციული და 73 სამაშველო ფრენა. გაგრძელდა სახელმწიფო საზღვრის რისკის ანალიზის ინტეგრირებული მოდელის დანერგვა. დამტკიცდა 2025 წლის სამოქმედო გეგმა, საპილოტე რეჟიმში ამოქმედდა მონაცემთა აღრიცხვის სისტემები და შემუშავდა ანალიტიკური დოკუმენტების ნიმუშები. აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მხარდაჭერით, საზღვრის დაცვის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, შსს-ის სსდ − საქართველოს სასაზღვრო პოლიციას გადაეცა 540 575 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის ტექნიკური აღჭურვილობა. 18 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ასევე, აშშ-ის ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სწრაფი რეაგირების სამმართველოს გადაეცა 132 941 აშშ დოლარის ღირებულების სხვადასხვა სახის აღჭურვილობა. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის გემები და ავტომანქანები აღიჭურვა მონაცემთა ტერმინალებით (18 ერთეული), რომლებიც გამოიყენება სამინისტროს მონაცემთა ბაზებზე წვდომისა და საზღვაო რეჟიმის დამრღვევთა დაჯარიმებისთვის. საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის 5 სანაპირო სამეთვალყურეო სარადარო სადგური, ისევე, როგორც საზღვაო ოპერაციების ერთობლივი მართვის ცენტრი (JMOC) აღიჭურვა ახალი სერვერებითა და კომპიუტერებით. შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საპოლიციო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, 2025 წელს, იგეგმება ერთიანი მომსახურების ცენტრის გახსნა დამატებით სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კერძოდ, ქ. ზუგდიდში, სადაც, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სამშენებლო სამუშაოები. საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი წარმოდგენილია ხუთ ქალაქში − თბილისში, რუსთავში, მცხეთაში, გორში, ბათუმში. საანგარიშო პერიოდში საპატრულო პოლიციის სერვისებით ისარგებლა 313 900-მა მოქალაქემ, მათგან 144 713-მა − ადგილზე, ხოლო 169 187-მა − დისტანციურად. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სმენადაქვეითებული პირებისთვის 11 სტრუქტურულ ერთეულში მოქმედებს სპეციალური მომსახურება, რომელიც ჟესტური ენის თარჯიმნის ჩართულობით უზრუნველყოფილია „112-ის“ აპლიკაციის მეშვეობით. აქტიურად გაგრძელდა მუშაობა ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის (ILP) იმპლემენტაციის 2021 − 2025 წლების სტრატეგიისა და 2023 − 2025 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომლის მიზანია ანალიტიკური ქსელის განვითარება და ტექნიკური უზრუნველყოფის გაუმჯობესება, ეფექტიანობის გაზრდის მიზნით. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის განვითარების პროცესში, ანალიტიკური ქსელი გაფართოვდა – ყველა ტერიტორიული ორგანო ანალიტიკოსებით დაკომპლექტდა. ამ ეტაპზე სამინისტროს შემადგენლობაში 100-ამდე ანალიტიკოსია დასაქმებული. ანალიზზე დაფუძნებული საპოლიციო საქმიანობის (ILP) ფარგლებში, საზღვრის მართვისა და მონიტორინგის მიმართულებით, დაინერგა ყოველკვირეული ანგარიშგების სისტემა, საზღვრის მონაცემების ანალიზზე დაყრდნობით. ყოველკვირეული ანგარიშები შეიცავს არა მხოლოდ დეტალურ სტატისტიკურ მონაცემებს, არამედ წარმოადგენს ანალიტიკურ დოკუმენტებს, რომლებიც საზღვრებზე გახშირებულ ტენდენციებზეა ფოკუსირებული. ასევე მოხდა პროგრამული უზრუნველყოფისა და IT სისტემების მოდერნიზაცია – დაინერგა ახალი აპლიკაციები (დნმ-ის ბაზა, არალეგალ პირთა აღრიცხვა, ინციდენტების რეგისტრაცია და სხვ.), ხოლო არსებული სისტემები (სახის ამოცნობა, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ბაზა და სხვ.) განახლდა. ასევე, რეგიონულ ანალიტიკოსთა გადამზადებით, გაუმჯობესდა საგზაო ინციდენტების მონიტორინგის სისტემა და ინფორმაციის გაზიარება სტრატეგიულ დონეზე. გაუმჯობესდა ILP-ისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური ბაზაც. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ანალიტიკური შესაძლებლობების შემდგომი სრულყოფისთვის, აქტიურ ფაზაშია SAS-ის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვა, ხოლო პარალელურად მიმდინარეობს MS Power BI-ის ინტეგრაცია მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის სისტემების ავტომატიზაციისთვის. 19 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დისკრიმინაციული მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, შსს-ის აკადემიაში პოლიციელთა მომზადება სისტემატურად მიმდინარეობს. ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს უწევს შესაბამის საქმეებს და საგამოძიებო უწყებებს რეკომენდაციებით უზრუნველყოფს, რაც შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირებას უწყობს ხელს. 2024 წელს დეპარტამენტში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახური, მსხვერპლთა მხარდაჭერის სისტემური გაძლიერებისთვის. საანგარიშო პერიოდში შემუშავდა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის 2025 − 2028 წლების ეროვნული სტრატეგიისა და მისი 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტები, რომელიც უახლოეს პერიოდში დამტკიცდება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქტიურად მუშაობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ, რომლის მთავარი სამიზნე ნარკორეალიზატორები არიან. მათთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად, ტარდება კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები და გროვდება შესაბამისი მტკიცებულებები. 2024 წელს, შსს ევროკავშირის პროექტში ჩაერთო, რომელიც მიზნად ისახავს მძიმე და ორგანიზებული დანაშაულის, ასევე მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. პროექტის ფარგლებში შემუშავდა ელექტრონული პლატფორმა მონაცემთა შეუფერხებელი გაცვლისთვის. TOPCOP-ის ფარგლებში, პარტნიორ ქვეყნებთან ერთად, პირველად მომზადდა ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეების რეგიონული ანგარიში. გრძელდება შსს-ისა და შემოსავლების სამსახურის UNODC-სთან თანამშრომლობით შექმნილი „კონტეინერების კონტროლის ჯგუფის“ საქმიანობა, რომლის მიზანია აკრძალული ტვირთების იდენტიფიცირება საქართველოში შემოტანილ ან ტრანზიტით მოძრავ კონტეინერებში. ჯგუფი თბილისის ეკონომიკურ ზონაში, აეროპორტში, ფოთისა და ბათუმის პორტებში განთავსდა და აქტიურად ახორციელებდა საეჭვო ტვირთების მონიტორინგსა და შემოწმებას. ნარკოტიკებთან ბრძოლის გაძლიერების მიზნით, შსს-ის ნარკოდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს 2024 წელს გადაეცა 40 000 ლარის ღირებულების აღჭურვილობა და განახლდა ავტოპარკი. ასევე შვედეთის პოლიციამ დეპარტამენტს 3 დრონი გადასცა ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესაძლებლობების გასაზრდელად. კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერების მიზნით, ეუთოსა (OSCE) და გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისის (UNODC) ერთობლივი პროექტის − „ინოვაციური მიდგომა ვირტუალური აქტივებისა და ფულის გათეთრების რისკების შესამცირებლად“ − ფარგლებში, შსს-ის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა კრიპტოვალუტის მიკვლევის პროგრამული უზრუნველყოფა „Elliptic“ 3-წლიანი ლიცენზიით. კიბერდანაშაულის გლობალურად მზარდი ტენდენციების გათვალისწინებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საფინანსო-ეკონომიკურ სფეროში ჩადენილი კიბერკომპონენტის შემცველი დანაშაულის გამოძიების საკითხებს. საანგარიშო პერიოდში უწყებაში შეიქმნა სპეციალიზებული ქვედანაყოფი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით იძიებს ციფრული კვალის მქონე ფინანსურ დანაშაულებს. ანონიმურობის პრინციპზე დაფუძნებული ონლაინოპერაციების ანალიზმა მნიშვნელოვნად გაზარდა ასეთი დანაშაულების გამოვლენა. 20 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით, შსს-ის შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, ჩატარდა სხვადასხვა სახის სწავლება და თემატური შეხვედრა, მათ შორის: ITU-D-ის, GIZ-ის, UNODC-ისა და გერმანიის მთავრობის მხარდაჭერით, ჩატარდა კიბერუსაფრთხოების კურსი „Her CyberTracks“; ევროკავშირის პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგები კიბერდანაშაულის გამოძიებასა და კრიპტოვალუტის მიკვლევაზე; ეუთოს ორგანიზებით გაიმართა სემინარი ბლოკჩეინისა და ვირტუალური აქტივების შესახებ; ბრიტანეთის საელჩოს ორგანიზებით ჩატარდა საფრთხეთა დაზვერვის თემატური კონფერენცია; სტრასბურგში გაიმართა მიწისქვეშა ეკონომიკის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს შსს-ის თანამშრომლებმა. ამასთან, შესაბამისი სწავლება გაიარა 112-მა გამომძიებელმა და ასევე, აღსანიშნავია, რომ ამავე პერიოდში, გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის − „კიბერდანაშაულის გამოძიება, ციფრული მტკიცებულებების მოპოვება-დამუშავება და კიბერუსაფრთხოება“ − სწავლება გაიარა 56-მა გამომძიებელმა. დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის/სამართალდაცვით სფეროში აქტიურად მიმდინარეობდა თანამშრომლობა საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან, მათ შორის, ევროპოლთან, აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, შს სამინისტროს შეთანხმება/მემორანდუმი გაფორმებული აქვს 35 სახელმწიფოსთან. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 17 სექტემბრის დადგენილებით, რატიფიცირებულ იქნა, 2024 წლის 2 მაისს, ხელმოწერილი „საქართველოსა და ბელგიის სამეფოს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება. გარდა ამისა, პოლიციის ატაშეების ქსელის გაფართოების ფარგლებში, პოლიციის ატაშე მივლენილ იქნა ყაზახეთის რესპუბლიკაში. ამასთან, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, გაიზარდა იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებსაც ფარავენ პოლიციის ატაშეები, კერძოდ, ატაშეების ქსელის დაფარვის ზონას დაემატა სან-მარინო, რომელიც იფარება იტალიის რესპუბლიკაში საქართველოს პოლიციის ატაშეს მიერ. ამჟამად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს 19 პოლიციის ატაშე, რომლებიც ფარავენ 38 სახელმწიფოს. ამასთან, მეკავშირე ოფიცრები წარგზავნილნი არიან ევროპოლის სათაო ოფისსა და ნატოშიც. საანგარიშო პერიოდში, ევროპოლის, ინტერპოლის, რეგიონული და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, უცხოელ სამართალდამცავებთან გაიცვალა 8540 ოპერატიული ინფორმაცია − მათ შორის, 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით, ინტერპოლის არხის გამოყენებით, გაიცვალა 5640 ოპერატიული ინფორმაცია 7872 პირის შესახებ. ევროპოლთან თანამშრომლობის მიმართულებით, აღსანიშნავია, რომ, EMPACT-ის ფარგლებში, საქართველო მონაწილეობას იღებს შემდეგ 10 ოპერატიულ-სამოქმედო გეგმაში: 1. ორგანიზებული ქონებრივი დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა; 2. მაღალი რისკის კრიმინალური დაჯგუფებები; 3. ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლა; 4. იარაღით უკანონოდ ვაჭრობა; 5. კოკაინი, ჰეროინი, კანაფი; 6. უკანონოდ მიღებული შემოსავლები, ფულის გათეთრება, ქონების დაბრუნება; 7. ბავშვთა სექსუალური ექსპლოატაცია; 8. საზღვარზე მიგრანტთა უკანონო გადაყვანა; 9. სინთეზური ნარკოტიკული საშუალებები და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები (აფნ); 10. დანაშაული ინტელექტუალური საკუთრების წინააღმდეგ, დოკუმენტებისა და ფულის გაყალბება. საერთაშორისო საპოლიციო სტრუქტურებთან, განსაკუთრებით, ევროპოლთან, თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აქტიურად თანამშრომლობდა როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ პარტნიორებთან. საანგარიშო პერიოდში ჩატარებული ღონისძიებები მოიცავდა სპეციალიზებულ ტრენინგებს, მათ შორის, ბრიტანეთის NCA-ს მიერ გამართულ სემინარს ფინანსური გამოძიებისა და დაყადაღებული აქტივების მართვის თემებზე. 21 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საგამოძიებო სამსახური მონაწილეობდა ევროპოლის ეგიდით გამართულ საერთაშორისო ოპერატიულ შეხვედრებში, მათ შორის, ედინბურგში (EMPACT OPSON), რომსა (SHIELD VI) და ჰააგაში (BOROTALCO), სადაც განხილულ იქნა ისეთი თემები, როგორებიცაა: ყალბი მედიკამენტები, საკვები დანამატები და თამბაქოს კონტრაბანდა. გარდა ამისა, სამსახურის წარმომადგენლები აქტიურად ჩაერთნენ ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ სასწავლო პროგრამებსა და ოპერატიულ ვიზიტებში, რაც მიზნად ისახავს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა/ღონისძიება, მათ შორის: ევროპის საბჭოს პოლიციური ქსელის ფარგლებში გაიმართა ონლაინკონფერენცია ადამიანის უფლებებისა და სისხლის სამართლის სფეროში მიმდინარე საკითხებზე; სტრასბურგში გაიმართა კონფერენცია ფემიციდსა და სექსუალური შევიწროების წინააღმდეგ პოლიციის როლზე; ინტერპოლის პროექტის (I-FORCE) ფარგლებში გაიმართა რეგიონული მმართველი კომიტეტის პირველი შეხვედრა; ინტერპოლის ეგიდით ჩატარდა ეროვნული ცენტრალური ბიუროების ხელმძღვანელთა შეხვედრა. საანგარიშო პერიოდში, საექსპერტო-კრიმინალისტიკური შესაძლებლობების განვითარების მიზნით, ლაბორატორიები აღიჭურვა თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით ცალკეული საექსპერტო მიმართულებებით. ასევე შეტანილი იქნა განაცხადი დამატებით 3 (სამი) ექსპერტიზის ლაბორატორიის აკრედიტირებისთვის. 2024 წლის 30 სექტემბერს შეტანილ იქნა ცვლილება ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების ერთობლივ ბრძანებაში, რომლის მიხედვითაც, საზღვრის გადაკვეთისას შესაბამის ორგანოს მიენიჭა ფიზიკური პირის დაქტილოსკოპირებისა და მონაცემთა დამუშავების უფლება, დანაშაულისა და სამართალდარღვევის პრევენციის, გამოძიებისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. გარდა ამისა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის INL ბიუროს ორგანიზებით, შსს-ის 40-მა თანამშრომელმა გაიარა შემთხვევის ადგილის სქემის შედგენის ტრენინგი და ასევე სასამართლო ჩვენების მიცემის კურსი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 20-მა თანამშრომელმა. საქართველო ევროკავშირსა და 9 ქვეყანასთან რეადმისიის შეთანხმებებს, ხოლო ევროკავშირის 13 წევრ სახელმწიფოსთან საიმპლემენტაციო ოქმებს ახორციელებს. ასევე გერმანიასთან გაფორმებულია მიგრაციისა და მობილობის შეთანხმება. ქვეყანა წარმატებით ასრულებს არსებული შეთანხმებებით გათვალისწინებულ ვალდებულებებს და აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს ახალი შეთანხმებების გაფორმების მიზნით. საკითხის ეფექტიანი დარეგულირების მიზნით, 2025 წლის 16 აპრილს პარლამენტს წარმოედგინა შსს-ის მიერ მომზადებული „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც ეფუძნება ევროკავშირის დირექტივებს. ცვლილებები ითვალისწინებს კანონმდებლობის გამარტივებასა და მოქნილობას გაძევებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლის აკრძალვასთან დაკავშირებულ საკითხებში, ასევე ზრდის ჯარიმებს მგზავრობის წესების დამრღვევი უცხოელებისთვის. საანგარიშო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საერთაშორისო და ადგილობრივ დონეზე მონაწილეობა მიიღო არაერთ მნიშვნელოვან ღონისძიებასა და სასწავლო პროგრამაში, ძირითადად ევროკავშირისა და Frontex-ის პარტნიორობით, მათ შორის: თამბაქოს კონტრაბანდის წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებები; აეროპორტების ოპერაციების, 22 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საზღვრის რისკების ანალიზისა და დოკუმენტების გადამოწმების (QCC) მიმართულებით გამართული კონფერენციები და ტრენინგები; ტრენინგები დაქტილოსკოპიის თემაზე; ასევე, ევროკავშირის პროექტების ფარგლებში (SPECS, PROMETHEUS II), განხორციელდა სწავლება და მივლინებები პოლონეთში, საფრანგეთსა და ლიეტუვაში. საბერძნეთში, ქალაქ ათენის საერთაშორისო აეროპორტსა და პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში, ევროპის საზღვრისა და სანაპირო დაცვის სააგენტოს (FRONTEX) მიერ გაცვლითი პროგრამის (Staff Exchange Air 2025) ფარგლებში, ჩატარდა ერთობლივი ოპერაცია. ასევე, 2025 წლის 18 მარტიდან, 6 თვის ვადით, საფრანგეთის რესპუბლიკაში საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიისთვის, ეროვნული პოლიციის ქვედანაყოფებისა და სამსახურებისთვის ტექნიკური ექსპერტიზითა და ოპერატიული მხარდაჭერით დახმარების გაწევის მიზნით, მივლენილია შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის 1 თანამშრომელი. შსს-ის სისტემაში ახალგაზრდა, კვალიფიციური კადრების მოზიდვის, ასევე არსებული კადრების მოტივაციის ამაღლების მიზნით, დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის 2024 − 2027 წლების სტრატეგია და 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა. ახალგაზრდა, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ბოლო წლებში, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან გააფორმა ურთიერთანამშრომლობის არაერთი მემორანდუმი, 2024 წლის 19 ნოემბერს ახალი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა შინაგან საქმეთა სამინისტროსა და შპს „ევროპის უნივერსიტეტს“ შორის. სსიპ − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში, უწყვეტ რეჟიმში, მიმდინარეობს პოლიციელთა მომზადებისა და გადამზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების, ასევე შსს-ის თანამდებობრივი დაწინაურების პროგრამისა და სხვადასხვა სასწავლო კურსის/ტრენინგის განხორციელება. განხორციელებული ნორმატიული ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 1 ოქტომბრიდან, ასევე რეალურ პირობებში მართვის მოწმობის ასაღებად გამოცდის ჩაბარების ვალდებულება ამოქმედდება „CE“, „DE“ კატეგორიებისა და „C1E“, „D1E“ ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მოსაპოვებლადაც. დღეის მდგომარეობით, „B“, „BE“, „C“, „C“", „D“, „D1“ კატეგორიების/ქვეკატეგორიების სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღები პრაქტიკული გამოცდა ტარდება რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში. საზოგადოებრივი და საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, სულ დამონტაჟდა 815 ვიდეოკამერა, საიდანაც 731 არის ზოგადი ხედვის, ხოლო 84 − სახელმწიფო სანომრე ნიშნის ამომცნობი ე. წ. „ჭკვიანი“ ვიდეოკამერა. აგრეთვე, 2024 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის პირველ მაისამდე პერიოდში, საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე მოეწყო 64 საშუალო სიჩქარის კონტროლის სექცია, რომელიც ფარავს 193 კმ სიგრძის საავტომობილო გზას. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, 2024 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკურ დეპარტამენტში სრულად დაკომპლექტდა ახლად შექმნილი საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის განყოფილება. ელექტრონულ პლატფორმაზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების სისტემატიზებული აღრიცხვისა და უწყვეტი მონიტორინგის მიზნით, გადამზადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების რეგიონული ანალიტიკოსები საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ანალიზის მიმართულებით, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებენ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვას, მონიტორინგსა და ანალიზს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვის ელექტრონული ბარათების გამოყენებით, 2025 წლიდან, ხორციელდება საგზაოსატრანსპორტო შემთხვევების სტატისტიკური მონაცემების გამოთვლა ელექტრონული 23 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით. იდენტიფიცირებულ იქნა ე. წ. „შავი წერტილები“ და გზის პრობლემური მონაკვეთები, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის უწყებებს. გარდა ამისა, საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე ქართული მართვის მოწმობების აღიარებასთან დაკავშირებით განხორციელდა რიგი ღონისძიებები, კერძოდ: · · 2024 წლის 25 ივნისს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ირლანდიის ტრანსპორტის სამინისტროსა და ირლანდიის საგზაო უსაფრთხოების ორგანოს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს მართვის მოწმობების გადაცვლის შესახებ. მემორანდუმი ძალაშია 2024 წლის 25 ივნისიდან. 2024 წლის 26 სექტემბერს, ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და საბერძნეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც ძალაშია 2025 წლის 25 აპრილიდან. ამჟამად, მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ შეთანხმებები საქართველოს გაფორმებული აქვს ევროკავშირის სამ წევრ სახელმწიფოსთან (ესპანეთის სამეფო, საბერძნეთის რესპუბლიკა, ირლანდია). საგანგებო სიტუაციების ეფექტიანად მართვის კუთხით, ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მათ შორის: 2023 წელს დაიწყო და საანგარიშო პერიოდში დასრულდა ქ. ონის სახანძრო-სამაშველო ობიექტის სამშენებლო სამუშაოები; ქ. ბათუმში, ქ. ზუგდიდში, ქ. გორსა და ქ. ქუთაისში მოეწყო ერთიანი საოპერატორო სივრცეები; კახეთის სხვადასხვა რაიონში, კერძოდ: ყვარელში, ნაფარეულში, კაჭრეთში, გურჯაანსა და დედოფლისწყაროში დასრულდა ხუთი რეზერვუარის სამშენებლო სამუშაოები; ასევე აქტიურად გაგრძელდა სამსახურის დანაყოფების სხვა შენობა-ნაგებობების სარემონტო სამუშაოები. მნიშვნელოვნად განახლდა სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა, მათ შორის, შეძენილ იქნა წყალდამცლელი მოწყობილობები, უსაფრთხოების ბალიშები, სხვადასხვა ტიპის ხელის რადიოსადგურები, ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი ახალი მაღალი გამავლობის ავტოსატრანსპორტო საშუალების აღჭურვილობა, სახანძრო ქაფი და სხვა მატერიალურტექნიკური შესაძლებლობები. გარდა ამისა, განახლდა შესაბამისი მცურავი და სამთო-სამაშველო საშუალებების ავტოპარკი, მათ შორის, შეძენილია: 31 სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა; 15 ერთეული კატერი, წყალზე სამაშველო ღონისძიებების განსახორციელებლად; 3 ერთეული თოვლმავალი, სამთოსამაშველო ღონისძიებების განსახორციელებლად. დამატებით, საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს გადმოეცა: · · · · · 3 ერთეული უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) (შვედეთის პოლიცია); სამთო-სამაშველო აღჭურვილობა (პოლონურ ორგანიზაცია „ICAD“); 1 მაღალი გამავლობის მანქანა (კვადროციკლი) (SSV TRAXTER XT 64 HD10) და სხვადასხვა სახის სახანძრო აღჭურვილობა (გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პროექტი); საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) აღჭურვილობა (პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო); 6 ერთეული სახანძრო მანქანა (იაპონიის მთავრობის საგრანტო პროექტი, ეკონომიკური და სოციალური განვითარების პროგრამა (ESDP); 24 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · ტოიოტას მარკის 2 ერთეული სახანძრო მანქანა (იაპონიის საელჩოს გრასრუტისა და ადამიანის უსაფრთხოების საგრანტო დახმარების (GGP) პროგრამა). საანგარიშო პერიოდში შსს-ის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მნიშვნელოვანი ორგანიზაციული ცვლილებები განხორციელდა: 2024 წლის 13 დეკემბრის საკანონმდებლო ცვლილებების შესაბამისად, სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სააგენტოს დაევალა პიროტექნიკის იმპორტის/ექსპორტის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემისა და კონტროლის ფუნქცია. ამ მიზნით, 2025 წლის 1 აპრილს, სააგენტოს შტატი 17 ერთეულით გაიზარდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მუდმივად მიმდინარეობს მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლება და საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. 2024 წელს სასწავლო ცენტრში 10 სპეციალიზებული კურსი დაინერგა, რომელშიც 657-მა შსს-ის და 517-მა სხვა ორგანიზაციების თანამშრომელმა გაიარა მომზადება/გადამზადება. საერთაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში, 600 თანამშრომელი მონაწილეობდა სხვადასხვა აქტივობებში. საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების მიზნით, 2024 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა 2023 წლის 31 ოქტომბერს ხელმოწერილი „საქართველოსა და ავსტრიის რესპუბლიკას შორის ბუნებრივი ან ტექნოგენური კატასტროფების დროს ურთიერთდახმარების და მათი პრევენციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმება. ამჟამად საგანგებო სიტუაციების სფეროში თანამშრომლობის შესახებ საქართველოს შეთანხმებები/ მემორანდუმები გაფორმებული აქვს 15 სახელმწიფოსთან. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მოხალისეობრივი საქმიანობის ხელშეწყობის მიმართულებითაც, კერძოდ, შერჩეული მოხალისეებისთვის ჩატარდა თეორიული და პრაქტიკული სწავლებები ტყის ხანძრის ქრობის მიმართულებით, ასევე პროექტ „მოხალისის“ ფარგლებში, გაიმართა თემატური შეხვედრები მოხალისეობის მსურველ კანდიდატებთან. ამჟამად, საქართველოს მასშტაბით, ირიცხება 374 მოხალისე. საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდა სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული სისტემის განვითარების მიმართულებით, კერძოდ, შემუშავდა და შეთანხმდა საგანგებო მართვის გეგმები, როგორც მუნიციპალიტეტებისთვის, ასევე სხვადასხვა ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. 2025 წლის იანვარში, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და UNOPS-ის ორგანიზებით, შსსის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის გამოიცა 2,000 ეგზემპლარი საბავშვო წიგნი − „მოემზადე საგანგებო სიტუაციებისთვის მაშველ ტინტოსთან ერთად“, პროექტის − „SATCEHSის“ ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში, ქვეყნის მასშტაბით, პოლიციის შენობების განახლებარეაბილიტაციის ფარგლებში, განხორციელდა მნიშვნელოვანი სამშენებლო სამუშაოები, მათ შორის: · · · ქ. თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფებისთვის აშენდა ყაზარმები, გამშვები პუნქტი, სპორტდარბაზი და განხორციელდა შესაბამისი ტერიტორიების კეთილმოწყობის სამუშაოები. ქ. ქობულეთში, განხორციელდა ნივთმტკიცების შენობის სამშენებლო და ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები; ქ. ზუგდიდისა და ქ. გორის სხვადასხვა სოფელში, შსს-ის დანაყოფისთვის განხორციელდა „სენდვიჩ პანელების“ ტიპის კონტეინერების მოწყობის სამუშაოები. 25 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ სამშენებლო სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა ობიექტზე, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ქ. თბილისში მიმდინარე პოლიციის ქალაქის მშენებლობა. ასევე, ქვეყნის მასშტაბით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფრასტრუქტურის განახლების ფარგლებში, სხვადასხვა დანაყოფისთვის მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობების, ყაზარმების, დამხმარე ნაგებობებისა და „სენდვიჩ პანელების“ ტიპის კონსტრუქციების მშენებლობა და შესაბამისი ტერიტორიების კეთილმოწყობის სამუშაოები. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმდინარე პროექტია მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა. პერიოდულად, აქტიურად ხორციელდება შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანიშნულების შენობების სარემონტო სამუშაოებიც. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მნიშვნელოვანი სარემონტო სამუშაოები განხორციელდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის შენობებზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით: ქ. თბილისში ქ. მცხეთაში, ქ. დუშეთში, ქ. გორში, ქ. ხაშურში, ქ. ბათუმში, ქ. ქობულეთში, ქ. ლანჩხუთში, ქ. ქუთაისში, ქ. ფოთში. 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის მაისის პერიოდში, მნიშვნელოვნად განახლდა საქართველოს შს სამინისტროს ავტოპარკი, კერძოდ: განახლდა შსს-ის საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სატრანსპორტო საშუალებები, როგორც სედანის, ასევე მინივენისა და მიკროავტობუსის ტიპის 143 ავტოსატრანსპორტო საშუალებით; 29 ერთეული სატრანსპორტო საშუალებით განახლდა საქართველოს შს სამინისტროს სსდ − სასაზღვრო პოლიციის ავტოპარკი; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა შეიძინა 69 ერთეული მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომანქანა, 23 ერთეული სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა, 3 ერთეული თოვლმავალი და 15 ერთეული სწრაფმავალი კატარღა; ასევე შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ავტოპარკს შეემატა 85 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. დამატებით, აღსანიშნავია, რომ უკონტაქტო პატრულირებისათვის შესყიდულ იქნა სათანადო ვიდეოსისტემა, 15 კომპლექტი, რითაც შესაბამისი ავტომობილები აღიჭურვნენ. აგრეთვე შესყიდულ იქნა სხვა სპეციალური ტექნიკა, მათ შორის, 220 ერთეული ბორტკომპიუტერი და 350 ერთეული სამკერდე კამერა. საანგარიშო პერიოდში, გაიზარდა პოლიციელთა შრომის ანაზღაურება, 2025 წლის 1 იანვრიდან, განხორციელდა თანამდებობრივი სარგოს 10%-იანი მატება. ასევე სამინისტროს მოსამსახურეთა სოციალური გარანტიების დაცვისა და გაუმჯობესების მიზნით, 2022 წელს, ქ. თბილისში, დაიწყო და, როგორც აღინიშნა, საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა 1 100-ბინიანი „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. საქართველო, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელ საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში, აქტიურად აგრძელებს კოორდინირებული პოლიტიკის განხორციელებას, რაც მიზნად ისახავს მულტისექტორული თანამშრომლობით ტრეფიკინგის პრევენციას, ამ დანაშაულის ეფექტიან გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მსხვერპლთა და დაზარალებულთათვის ეფექტიანი დახმარების აღმოჩენას, მათ საფუძვლიან რეაბილიტაციასა და საზოგადოებაში რეინტეგრაციას. საანგარიშო პერიოდში, დამტკიცდა ტრეფიკინგთან ბრძოლის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა. ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს მოწმობს საერთაშორისო შეფასებებიც, კერძოდ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2024 წლის 24 ივნისის ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებებით საქართველო კვლავ უმაღლეს საფეხურზეა და უკვე მე26 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 9 წელია, ინარჩუნებს ადგილს ე. წ. პირველ კალათაში. საქართველო ერთადერთია რეგიონის მასშტაბით და ევროკავშირის წევრობის კანდიდატ სახელმწიფოებს შორის, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასების უმაღლეს ნიშნულს იკავებს. აღსანიშნავია, რომ უშუალოდ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან უმაღლეს პირველ კალათაში ვერ მოხვდა 12 ქვეყანა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, საქართველო სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის სტანდარტებს; განაგრძობს მტკიცე, მდგრად, თანმიმდევრულ და კოორდინირებულ ღონისძიებებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მიმართულებით, რაც განაპირობებს ქვეყნის უმაღლეს შეფასებას. პენიტენციურ კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 100-ზე მეტი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტიდან საანგარიშო პერიოდში გამოიცა/მომზადებულია 30-ამდე ნორმატიული აქტის პროექტი. დასრულებული და ამოქმედებულია 700 მსჯავრდებულზე გათვლილი №1 პენიტენციური დაწესებულება დაბა ლაითურში, რომელშიც 2025 წლის მაისის მდგომარეობით განთავსებულია 342 ბრალდებული/მსჯავრდებული (114 ბრალდებული და 228 მსჯავრდებული). დასკვნით ეტაპზეა რუსთავში, №16 დაწესებულების მიმდებარედ, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულების სამშენებლო სამუშაოები. საანგარიშო პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელდა/მიმდინარეობს შემდეგი ინფრასტრუქტურული სამუშაოები: · ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დაინერგა დაქტილოგრაფიის თანამედროვე ტექნოლოგიები; · №10 პენიტენციურ დაწესებულებაში განხორციელდა საჩხრეკი სივრცეებისა და ხანგრძლივი შეხვედრებისთვის განკუთვნილი ოთახების მშენებლობა, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად; · №17 პენიტენციურ დაწესებულებაში აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების სპორტული მოედანი და გარე სატრენაჟორო სივრცე და დასრულების ეტაპზეა ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა და თანამშრომელთა კვებისთვის განკუთვნილი სამზარეულოს მშენებლობა; · აშენდა და ამოქმედდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების მქონე სამზარეულო №8 პენიტენციურ დაწესებულებაში; · დასრულდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემების თანამედროვე სტანდარტებით მოწყობისთვის საპროექტო სამუშაოები; · განხორციელდა დაწესებულებების აღჭურვა სპორტული ინვენტარით (52 სხვადასხვა სახეობის 338 ერთეული სავარჯიშო ინვენტარი); · ბათუმში გარემონტდა გარე დაცვისა და ინფორმაციულ-ტექნიკური უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ბაზა; · ბათუმსა და ქუთაისში გარემონტდა ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარი სამმართველოს თანამშრომელთა ბაზები; · გარემონტდა №14 პენიტენციური დაწესებულების №1 სარეჟიმო კორპუსი; · №2, №6, №15 და №16 პენიტენციურ დაწესებულებებში განხორციელდა გათბობის სისტემის მოდერნიზებისთვის შესაბამისი სარემონტო სამუშაოები; 27 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · №8 დაწესებულებაში მსჯავრდებულთა საცხოვრებელ ყველა კორპუსზე განხორციელდა სავენტილაციო სისტემის შახტების რეაბილიტაცია და გამწოვი სისტემების მოწყობის კაპიტალური სამუშაოები. ასევე, მიმდინარეობს არასრულწლოვან მსჯავრდებულთათვის/ბრალდებულთათვის სპორტული სივრცის მოწყობა; · №6 პენიტენციურ დაწესებულებაში გარემონტდა მსჯავრდებულთა 50 საცხოვრებელი ოთახი და ხორციელდება ოთახების აღჭურვა გათბობა-გაგრილების სისტემებით; · №12 დაწესებულებაში გარემონტდა მსჯავრდებულთა 5 საცხოვრებელი ოთახი; · №5 პენიტენციურ დაწესებულებაში გარემონტდა მსჯავრდებულთა 41 საცხოვრებელი ოთახი. ასევე, მიმდინარეობს სამკერვალო სივრცის მოწყობის სამუშაოები; · №15, №17, №6 დაწესებულებებში განხორციელდა სივრცეების მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტებით გარემონტება; · №2 და №8 პენიტენციურ სავენტილაციო სისტემა; · №14 პენიტენციურ დაწესებულებაში კაპიტალურად გარემონტდა სამედიცინო დანიშნულების შენობა. ასევე მოეწყო იუსტიციის სახლის ინფრასტრუქტურა, რომელიც ამოქმედდება უახლოეს პერიოდში; · №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარეობს ახალი სამედიცინო დანიშნულების სივრცის მოწყობა; · ქსნის №15 პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს დახურული სპორტული მოედნის და სატრენაჟორო სივრცის მოწყობის სამუშაოები. დაწესებულებში დამონტაჟდა წყლით გაგრილების საანგარიშო პერიოდში, იუსტიციის სახლი გაიხსნა №10 პენიტენციურ დაწესებულებაში და, დღეის მდგომარეობით, ფუნქციონირებს 7 პენიტენციურ დაწესებულებაში (№8; №16; №5; №2; №1; №10; №12). წლის ბოლომდე დაგეგმილია იუსტიციის სახლის გახსნა №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში. პენიტენციური კოდექსის შესაბამისად, ეტაპობრივად ხორციელდება პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული თითოეული ბრალდებულის 4 მ2 საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის მოწყობა იმგვარად, რომ 2026 წლის 1 იანვრიდან ერთი ბრალდებულისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართობის ნორმა გაუთანაბრდეს მსჯავრდებულისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი ფართობის ნორმას და გახდეს არანაკლებ 4 მ2-ისა. საანგარიშო პერიოდში მსჯავრდებულთ/ბრალდებულთა და დაწესებულების ვიზიტორთა უსაფრთხოების მონიტორინგის გაზრდის მიზნით, ყველა პენიტენციური დაწესებულება დაკომპლექტდა ევროპული სტანდარტების ადამიანის სხეულის შესამოწმებელი რენტგენსკანერით (ე. წ. ბოდი-სკანერებით). ამასთანავე, 2024 წლის სექტემბერში სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციურ დაწესებულებებში აკრძალული ნივთების/ნივთიერებების მოხვედრის პრევენციის, გარე აკრძალულ ზოლში სამართალდარღვევის თავიდან აცილების/აღკვეთის მიზნით, შეიქმნა კინოლოგიური ქვედანაყოფი. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა გარემოსა და სამუშაო პირობებისა თუ სხვადასხვა სოციალური პაკეტის გაუმჯობესების მიზნით. საანგარიშო პერიოდში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის 28 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ სოციალური დაცვის დამატებითი გარანტიები ამოქმედდა, კერძოდ, დაქორწინების, შვილის შეძენის/შვილად აყვანის ან ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში, მოსამსახურეს მიეცემა ფინანსური დახმარება, რაც ქმნის წინაპირობას დამატებით თანამშრომელთა მოზიდვისათვის. საანგარიშო პერიოდში გადამზადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის 1218 თანამშრომელი. ამერიკის შეერთებული შტატების ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კანონის აღსრულების საერთაშორისო ბიუროსთან (INL) თანამშრომლობით, სააკაძის სასწავლო ბაზაზე პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის ჩატარდა საგანგებო სიტუაციების მართვის კურსი, რომელსაც უძღვებოდნენ ამერიკელი ინსტრუქტორები. პენიტენციური კოდექსის მიხედვით, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება მიენიჭა ყველა ტიპის პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს. ამ ეტაპზე ციფრული სწავლების სივრცე მოწყობილია №1, №2, №5, №8, №11 და №16 დაწესებულებებში. 2024 წელს ციფრულ სწავლებაში ჩართული იყო 11 მსჯავრდებული, ხოლო 2025 წელს ‒ 5 მსჯავრდებული. ციფრული სწავლების პროცესში ჩართულია 6 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დანერგილია შემთხვევის მართვა, რაც გულისხმობს მულტიდისციპლინური მიდგომით მსჯავრდებულის შეფასებასა და მიზნობრივ პროგრამებში ჩართულობას, განმეორებითი დანაშაულის პრევენციისა და ზიანის შემცირების მიზნით. 2024 წელს შემთხვევის მართვაში სულ ჩართული იყო 1175 მსჯავრდებული, ხოლო 2025 წელს ‒ 971 მსჯავრდებული. პენიტენციურ სისტემაში დანერგილია 21 ფსიქოსარეაბილიტაციო პროგრამა, ხოლო 2024 წელს დამატებით შემუშავდა 4 პროგრამა. 2024 წლის განმავლობაში სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობაში მსჯავრდებულები ჩართულნი იყვნენ სულ 9532-ჯერ, ხოლო 2025 წლის განმავლობაში ‒ სულ 4557-ჯერ. 2024 წლის განმავლობაში დასაქმების პროგრამებში ჩართული იყო 221 მსჯავრდებული. ჯამში, მსჯავრდებულებმა ხელფასის სახით 110 000 ლარამდე აიღეს. ამჟამად სსიპ − მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ორგანიზებით შექმნილია და ფუნქციონირებს მსჯავრდებულთა დასაქმების 9 პროგრამა, რომლებშიც, 2025 წლის მაისის მდგომარეობით, ჩართულია 185 მსჯავრდებული. 2024 წლის განმავლობაში განხორციელდა 50-ზე მეტი მოკლევადიანი პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამა და სწავლება/ტრენინგი. სპორტის მართვის სტრატეგიის ფარგლებში, პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა 6 სპორტული ფესტივალი და 9 სპორტული ტურნირი. სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში მიმდინარეობს სამედიცინო ელექტრონული მოდულის შესაქმნელად საჭირო ანალიტიკური სამუშაოები; შედეგად, უნდა შეიქმნას სამედიცინო ელექტრონული პროგრამა, რომელიც ინტეგრირდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა განახლებულ საინფორმაციო ბაზაში (OIS). პრობაციის სისტემაში დაინერგა „პოზიტიური მშობლობის“ პროგრამა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარეობს „ალკოჰოლზე დამოკიდებულების მქონე პირების სარეაბილიტაციო პროგრამის“ პილოტირება. სსიპ − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამებსა და ასევე სხვადასხვა სერვისში ჩაერთო 1731 განრიდებული, პრობაციონერი და ყოფილი პატიმარი. 29 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აღდგენითი მართლმსაჯულებისა და მედიაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, მედიაციის 2 რეგიონული სივრცე გაიხსნა ზესტაფონსა და სამტრედიაში. სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველი და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის ხელშეწყობის მიზნით, ხაშურში გაიხსნა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მე-4 რეგიონული ოფისი. ცენტრში თბილისიდან და ქვეყნის რეგიონებიდან გადამისამართდა 188 შემთხვევა. საანგარიშო პერიოდში საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ განხორციელდა პროექტი „უფლებათა სკოლა“, რომლის მიზანს წარმოადგენდა ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება საქართველოს საჯარო სკოლებში. პროექტის ფარგლებში, სამცხეჯავახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლებისათვის ჩატარდა 84 ტრენინგი, რომლებშიც მონაწილეობდა 1637 პირი. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ტრენინგები ჩატარდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის რუბრიკის − „კანონი მარტივად“ − ფარგლებში, საზოგადოებისთვის აქტუალურ საკითხებზე „რადიო იმედისთვის“ შეიქმნა 84 საინფორმაციო ტრანსკრიპტი, მათგან 54 აუდიოჩანაწერის სახით მოიპოვება. 2. ეკონომიკური განვითარება 2.1. მაკროეკონომიკური პოლიტიკა და სწრაფი ეკონომიკური განვითარება გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და არახელსაყრელი გარემოებების მიუხედავად, საქართველო გონივრული ეკონომიკური პოლიტიკისა და მიმდინარე რეფორმების საშუალებით, წარმატებით გაუმკლავდა საგარეო შოკებს და შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა. 2021-2022 წლებში საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა, ხოლო 2023 წელს შენარჩუნდა დადებითი ტენდენცია და ეკონომიკური ზრდა 7.8%-ს გაუტოლდა. წინასწარი შეფასებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა კი 9.4%-ით გაიზარდა. მთლიანობაში, პოსტპანდემიურ პერიოდში საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.7%-ს გაუტოლდა. 2024 წელს მშპ-მა 91.9 მილიარდი ლარი შეადგინა, ხოლო მშპ ერთ სულზე 24,872 ლარს − 9,141 დოლარს გაუტოლდა. სავალუტო ფონდის შეფასებებზე დაყრდნობით, 2023 წელს მსყიდველუნარიანობის პარიტეტზე დაყრდნობით, საქართველოს ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის მაჩვენებელი ევროკავშირის საშუალო მაჩვენებლის 41.3%-ს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს 45.3%ამდე გაიზარდა. 2025 წელი ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდით დაიწყო: 2025 წლის იანვარში ეკონომიკურმა ზრდამ 11.1 პროცენტი და თებერვალში 7.7 პროცენტი შეადგინა, ხოლო მარტში 9.0 პროცენტს გაუტოლდა. 2025 წლის იანვარ-მარტის საშუალო ეკონომიკური ზრდა 9.3%-ით განისაზღვრა. 2024 წელს ეკონომიკური ზრდა იყო საკმაოდ დივერსიფიცირებული და მასში მნიშვნელოვანი პოზიტიური წვლილი შეიტანა: ვაჭრობის, ინფორმაციისა და კომუნიკაციის, მშენებლობის, 30 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ტრანსპორტისა და დასაწყობებისა და სხვა სერვისების სექტორში ეკონომიკური აქტივობის ზრდამ. ძლიერია შიდა მოთხოვნა და ეკონომიკურ ზრდაში ყველაზე მაღალი წვლილი მოხმარებამ შეიტანა, რომელიც წლიურად 13%-ით გაიზარდა ძლიერი საკრედიტო აქტივობისა და ხელფასების ზრდის ფონზე. მოხმარებასთან ერთად, მზარდი ტენდენციით ხასიათდება მომსახურების ექსპორტი, რაც ტურიზმიდან მიღებული შემოსავლებისა და სატრანსპორტო მომსახურების ზრდას უკავშირდება, ამასთან, წინა წლებში შთამბეჭდავი ზრდის შემდგომ, მაღალ დონეზე ნარჩუნდება კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტი. 2022 წლიდან საინვესტიციო დანახარჯების მაღალმა ზრდამ და პროდუქტიულობის გაუმჯობესებამ ხელი შეუწყო პოტენციური ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას. შემდგომ წლებში, საქართველო უზრუნველყოფს მაღალი ეკონომიკური ზრდის შენარჩუნებას. საქართველოს მთავრობის საბაზისო პროგნოზით, 2025 წელს, ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, თუმცა, მოსალოდნელია პროგნოზის ზრდის მიმართულებით გადახედვა. ძლიერი შიდა მოთხოვნა, ინვესტიციების მოზიდვა და სტრუქტურული რეფორმები ხელს შეუწყობს მაღალ ეკონომიკურ ზრდას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 2025 − 2030 წლებში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ზრდა რეგიონისა და ევროპის ქვეყნებს შორის − საშუალოდ 5.2%-ის ოდენობით. 2024 წელს ეკონომიკის მაღალი ზრდის ფონზე სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა და ისტორიულ მინიმუმს მიაღწია. საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის დონე, რომელიც გულისხმობს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის ხვედრით წილს, 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა (ორნიშნა მაჩვენებელს პირველად ჩამოცდა) და რეკორდულად დაბალი 9.4 პროცენტი შეადგინა. 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით დაახლოებით 90 ათასზე მეტმა ადამიანმა, ხოლო 2019 წელთან შედარებით 378 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს (2024 წელს სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მოსახლეობის რაოდენობა შეადგენდა 346.8 ათასს, 2023 წელს 438.6 ათასს, ხოლო 2019 წელს 725.5 ათას). სიღარიბის დონის კლებას ხელი შეუწყო ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ, კერძოდ გაიზარდა ეკონომიკურ შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობა და კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობა, რაც სიღარიბის შემცირების და დასაქმების ზრდის ბუნებრივ გზას წარმოადგენს. 2024 წლის ერთიანი ბიუჯეტის დეფიციტმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით 1.9%, ხოლო მთავრობის ვალმა 36.1% შეადგინა, რაც შესაბამისობაშია და მნიშვნელოვნად ჩამორჩება „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილ ზღვრულ მაჩვენებლებს. 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის კაპიტალურმა ხარჯებმა, 2024 წლის პროგნოზირებულ მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, 8.3% შეადგინა. საშუალოვადიან პერიოდში აღნიშნული მაჩვენებელი შენარჩუნებული იქნება 7%-ის ფარგლებში. ამასთან, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტმა 2.3% შეადგინა. ბოლო წლებში მნიშვნელოვნად შემცირდა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და 2024 წელს ის მშპ-ის 4.4%-ს გაუტოლდა, 2023 წლის 5.6%-თან შედარებით. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის გაუმჯობესებაში პოზიტიური წვლილი შეიტანა საქონლით ვაჭრობის უარყოფითი სალდოს გაუმჯობესებამ და ასევე მომსახურების ექსპორტის ზრდამ. 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, სესხების დოლარიზაცია განაგრძობს შემცირებას და ის 43.4%-ზე დაფიქსირდა. 31 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მნიშვნელოვანია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში, მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, საქართველოში დაბალია ინფლაციის მაჩვენებელი. 2024 წელს საშუალო ინფლაცია 1.1%-ს გაუტოლდა. 2025 წლის აპრილში წლიური ინფლაციის მაჩვენებელმა 3.4% შეადგინა. მოსალოდნელია, რომ ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს − 3%-ს დროებით გადააჭარბებს და 2026 წელს, მიზნობრივ დონეს დაუახლოვდება. დაბალი და სტაბილური ინფლაციის თანაარსებობა, მაღალ ეკონომიკურ ზრდასთან ერთად, პროდუქტიულობისა და პოტენციური ეკონომიკური ზრდის გაუმჯობესებით აიხსნება. ეკონომიკური აქტივობის მაღალი ზრდა შესაბამისად აისახა შრომის ბაზარზე. 2024 წელს, როგორც უმუშევრობის, ისე დასაქმების მაჩვენებლები გაუმჯობესდა სამუშაო ძალის მონაწილეობის დონის ზრდასთან ერთად. 2024 წელს უმუშევრობის მაჩვენებელი რეკორდულად დაბალ ნიშნულამდე შემცირდა და 13.9% შეადგინა. 2024 წელს დასაქმებულთა რაოდენობა 67.9 ათასით გაიზარდა და ისტორიულ მაქსიმუმს − 1,402.5 ათასს გაუტოლდა. საქართველოს პოზიცია სუვერენულ საკრედიტო რეიტინგებში წლების განმავლობაში უმჯობესდებოდა. მიუხედავად რთული საგარეო ფაქტორებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობისა, 2024 წელს, საქართველომ შეინარჩუნა სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პანდემიამდელ დონეზე. Fitch-ისა და S&P-ის მონაცემებით, საქართველო ინარჩუნებს სუვერენულ საკრედიტო რეიტინგს „BB“, ხოლო Moody's-ის მიხედვით – Ba2 დონეზე. რეიტინგს მხარს უჭერს საქართველოს ძლიერი მმართველობისა და ეკონომიკური განვითარების მაჩვენებლები და სანდო მაკროფისკალური პოლიტიკა. ა და მოქალაქეთა საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობის ჩართულობის მექანიზმის დანერგვის კუთხით, საჯარო ფინანსების მართვის სფეროში თანმიმდევრული, სწორად დაგეგმილი და განხორციელებული რეფორმების შედეგები კიდევ ერთხელ დაადასტურა ბიუჯეტის გამჭვირვალობის კვლევამ. ღია ბიუჯეტის ინდექსში (Open Budget Index 2023) საქართველო სრულიად გამჭვირვალე ქვეყნების რიგში კვლავ ლიდერობს და პირველ ადგილს იკავებს მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის. ასევე ხაზგასასმელია ქვეყნის პოზიცია აღნიშნული შეფასებით ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით, რაც განვითარებული ქვეყნებისთვისაც ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს, ამ მიმართულებით საქართველო მე-5 ადგილს იკავებს. რაც შეეხება ბიუჯეტის ზედამხედველობის კომპონენტს, აღნიშნული მონაცემი გასული წლის შეფასებასთან შედარებით მნიშვნელოვნად გაიზარდა, 74 ქულიდან 83 ქულამდე და რეიტინგში მე-4 ადგილი დაიკავა. საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის დანერგვისთვის მიმდინარეობს მუშაობა ელექტრონულ პლატფორმაზე, რომელიც შესაძლებლობას მისცემს დაინტერესებულ პირებს, წარმოადგინონ ახალი ინიციატივები და მიიღონ მონაწილეობა ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში. საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის რეფორმის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით შემუშავებულია საინვესტიციო/კაპიტალური პროექტების მართვის ელექტრონული სისტემის (ePIM) ძირითადი ფუნქციონალი და გრძელდება აქტიური მუშაობა სისტემის სრულყოფილად დანერგვის მიმართულებით. ანგარიშვალდებულების სისტემებისა და ფისკალური გადაწყვეტილებების ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, საანგარიშო პერიოდში მუდმივად ხორციელდებოდა სახელმწიფო ფინანსების მართვის ინტეგრირებული საინფორმაციო სისტემის (PFMS) დახვეწა, ბიზნესპროცესების გამარტივება და არსებული საინფორმაციო სისტემის მოდერნიზება. გარდა ამისა, სახელმწიფო ფინანსების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, ხაზინის ელექტრონულ სისტემაში განხორციელდა დამატებით 934 საჯარო სკოლისა და სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული 4 საწარმოს ინტეგრირება. 2025 წლის მაისის 32 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ თვეში დამატებით იგეგმება სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული 31 სახელმწიფო საწარმოს ინტეგრირება (2025 წლის მაისის ბოლოს მდგომარეობით, სახელმწიფო მართვის საინფორმაციო სისტემაში ინტეგრირებული იქნება 1,750-ამდე საჯარო სკოლა და სამთავრობო სექტორს მიკუთვნებული 40-ამდე საწარმო). IPSAS სტანდარტების მოთხოვნებსა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად, საჯარო სექტორში დამატებით შემოღებულ იქნა 2 დარიცხვის მეთოდზე დაფუძნებული IPSAS სტანდარტი (IPSAS 38 და IPSAS 40). სამოქმედოდ შემოღებული IPSAS სტანდარტების საფუძველზე, მომზადდა სახელმწიფო ბიუჯეტის ორგანიზაციების, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების 2023 წლის კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგებები. სახელმწიფო სტრუქტურებში ანგარიშვალდებულების ეფექტიანი სისტემების გაძლიერების მიზნით, სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმის (PIFC) ფარგლებში განხორციელდა არაერთი ღონისძიება: დამტკიცდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის სისტემის განვითარების 2025 − 2028 წლების სტრატეგია, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო სტანდარტებსა და საუკეთესო პრაქტიკებით აღიარებულ მიდგომებს; საჯარო უწყებებში შიდა კონტროლის სისტემების შეფასებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით, კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, შემუშავდა დეტალური სახელმძღვანელო. იგი განკუთვნილია ნებისმიერი საჯარო უწყების შიდა კონტროლის სისტემის შეფასებისთვის, იქნება ეს ცენტრალური უწყება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი, საქვეუწყებო დაწესებულება თუ სხვა. ამასთან, სახელმძღვანელო შეიცავს სპეციფიკურ კრიტერიუმებს მუნიციპალიტეტებისთვის; დასრულდა შიდა აუდიტორთა სერტიფიცირების პროგრამის ფარგლებში პირველი სამი საპილოტე ჯგუფის სერტიფიცირების პროცესი, რომლის შედეგადაც , სერტიფიკატი გადაეცა 31 საჯარო სექტორის შიდა აუდიტორს . საანგარიშო პერიოდში ასევე გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები მთავრობის ვალის მართვის პოლიტიკის გაუმჯობესებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, კერძოდ: · · მთავრობის ვალის მართვა ხორციელდება საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლის 21 აგვისტოს №1160 განკარგულებით მოწონებული დოკუმენტის („მთავრობის ვალის მართვის სტრატეგია 2024 − 2027 წლებისთვის“) შესაბამისად; კოვიდ-19 პანდემიის შემდგომ გატარებული ფისკალური კონსოლიდაციის შედეგად, წარმატებულად განხორციელდა მთავრობის ვალის მართვის სტრატეგიით დასახული მიზნების მიღწევა. ასევე, საგარეო შოკების მიმართ მოწყვლადობის შემცირების მიზნით, მიმდინარეობდა მთავრობის ვალის პორტფელში ლარში დენომინირებული ვალის წილის ზრდა. აღნიშნულმა მაჩვენებელმა, 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით, 30.3% შეადგინა. მთავრობის ფასიანი ქაღალდების ბაზრის შემდგომი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდება ბენჩმარკ ობლიგაციების გამოშვება. 2024 წლის ბოლოს მდგომარეობით, ბენჩმარკების მოცულობა მნიშვნელოვნად გაზრდილია გასულ წელთან შედარებით და ყველაზე დიდი ბენჩმარკის მოცულობა 2.6 მლრდ ლარს აღწევს. რეფინანსირების რისკის მართვის მიზნით, 2024 წლის ივნის-დეკემბერში ჩატარდა 6 გამოსყიდვის აუქციონი (240 მლნ ლარი), ხოლო 2025 წლის იანვარ-აპრილში – 6 გაცვლის აუქციონი (300 მლნ ლარი). წლის მიზანია 1 600 მლნ ლარის წმინდა ზრდა, საიდანაც იანვარ-აპრილში უკვე მიღწეულია 796.7 მლნ ლარი. მიმდინარეობს პირველადი დილერების საპილოტე პროგრამა. 33 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შენარჩუნებისა და ელექტრონული სერვისების დანერგვის ფარგლებში: 2024 წლის იანვრიდან სრული დატვირთვით ამოქმედდა დისტანციური იდენტიფიცირების (FACE RECOGNITION) პროგრამა, რომელიც მომხმარებლებს 24/7 სთავაზობს ელექტრონულ სერვისებზე წვდომას; დაინერგა შეტყობინებების გაგზავნა რეგისტრირებულ განცხადებებზე როგორც ელფოსტით, ისე SMS-ის ფორმატში; დაინერგა ახალი სერვისი „ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორის (AEO) სტატუსის მისაღებად წარსადგენი განცხადება“; მაისიდან ვებგვერდზე ხელმისაწვდომია ჩათბოტი ქართულ და ინგლისურ ენებზე; სექტემბრიდან info@rs.ge ინტეგრირებულია ჩათში, სადაც უმეტეს კითხვებზე პასუხი ავტომატურად ბრუნდება; ვებგვერდზე განთავსდა საგადასახადო კითხვარები უძრავი ქონების გაქირავებისა და საპროცენტო სარგებლის დაბეგვრის საკითხებზე; შეიქმნა მოდული „შეხვედრების სივრცე“ გადასახადის გადამხდელებთან კომუნიკაციისა და ცნობიერების ამაღლებისთვის. ევროკავშირის ბაზართან ქვეყნის დაახლოების, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების პოტენციალის ათვისებისა და ამ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად, 2024 წლის განმავლობაში, დასრულდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ „ტრანზიტის საერთო პროცედურების შესახებ“ და „საქონლით ვაჭრობაში ფორმალობების გამარტივების შესახებ“ კონვენციებთან საქართველოს შეერთების პროცესი. აღნიშნული კონვენციები საქართველოსთვის ძალაშია 2025 წლის 1 თებერვლიდან. NCTS სისტემა ამოქმედდა საერთაშორისო დონეზე. თავდაპირველად მისი გამოყენება ნებაყოფლობითი იყო, თუმცა 2025 წლის 15 მაისიდან სავალდებულო ხდება საავტომობილო და საზღვაო ტრანსპორტით (TIR-ის გარდა) გატანილ ექსპორტზე, რეექსპორტსა და გარე გადამუშავებაზე, ხოლო 1 ივლისიდან – ტრანზიტზე. NCTS სისტემის ეფექტიანი მუშაობისა და ვალდებულებების შესრულების ხელშესაწყობად, შემოსავლების სამსახურში შეიქმნა საბაჟო ტრანზიტის სამმართველო, რომელიც უზრუნველყოფს სისტემის მართვასა და 24/7 საკონსულტაციო მომსახურებას (HELP DESK). ბიზნესგარემოს მუდმივი გაჯანსაღებისა და სრულყოფის მიზნით, გაგრძელდა ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა: · საანგარიშო პერიოდში, აქტიურად ხორციელდებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული რესურსების ჩართვა ეკონომიკურ აქტივობაში, მათ შორის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გზით. მიმდინარეობდა სამუშაოები როგორც სასოფლო-სამეურნეო სავარგულების, ასევე არასასოფლო-სამეურნეო ობიექტებისა და საწარმოების განკარგვის კუთხით. გამოცხადებული სახელმწიფო უძრავი ქონების აუქციონების რაოდენობამ 1043 ერთეული შეადგინა.  2024 წლის ივნისის თვიდან 2025 წლის I კვარტლის ჩათვლით, სახელმწიფო უძრავი ქონების პრივატიზების შედეგად მობილიზებული თანხიდან სახელმწიფო ბიუჯეტში მიმართულია 220 432 374 ლარი. · დამატებით, აღსანიშნავია, რომ „2024 წლის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პრივატიზების გეგმა შეადგენდა 300 000 000 ლარს, რომელიც შესრულებულია ჯამურად − 100,4%-ით. პრივატიზების ჯამური გეგმიდან შესასრულებელი გეგმის მოცულობა შეადგენდა 236 000 000 ლარს, რომელიც შესრულებულია 100%-ით. · „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის პრივატიზების გეგმა შეადგენს 300 000 000 ლარს, ხოლო 6 თვის გეგმა 145 000 000 ლარს. პრივატიზების 6 თვის ჯამური გეგმიდან 34 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · · · · · · · შესასრულებელი გეგმის მოცულობა შეადგენს 92 800 000 ლარს, რომლის მიმდინარე შესრულებაც, 30 აპრილის მდგომარეობით, შეადგენს 91 485 688 ლარს, რაც წარმოადგენს 6 თვის გეგმის 98,6%-ს. სამთომოპოვებითი საქმიანობის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში გამოცხადებული აუქციონების შედეგად, ჯამურად გაიცა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების 417 ლიცენზია, აქედან 261 − წყალზე და 156 − მყარ სასარგებლო წიაღისეულზე. ამასთანავე, ადგილობრივ და ცენტრალურ ბიუჯეტში მობილიზებული თანხის ჯამურმა ოდენობამ შეადგინა 84 537 161 ლარი, აქედან აუქციონებიდან ბიუჯეტში შესული მთლიანი თანხა − 24 701 428 ლარი; ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის მოსაკრებელი − 46 259 140 ლარი და რეგულირების საფასური − 13 576 593 ლარი. გაცემული ლიცენზიების ფარგლებში, მოსალოდნელია საშუალოდ 2155 ადამიანის დასაქმება. წიაღით სარგებლობის ობიექტებზე ეფექტიანი საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, სალიცენზიო პირობების კონტროლის კუთხით, გეგმურად შემოწმდა 190 ლიცენზია და არაგეგმურად − 59 ლიცენზია. OECD-ის გაიდლაინების შესაბამისად, მომზადდა RIA SME Test-ის მეთოდოლოგია და პრაქტიკული სახელმძღვანელო ქართულ და ინგლისურ ენებზე, რომელიც ხელმისაწვდომია საჯაროდ. აღნიშნული მეთოდოლოგიის მიზანია, უზრუნველყოს RIA SME Test-ის ინსტრუმენტის პრაქტიკაში გამოყენება. RIA SME Test-ის ანგარიშებში შეფასდა პოლიტიკის ალტერნატივების ზეგავლენა მცირე და საშუალო საწარმოებზე. საანგარიშო პერიოდში, მომზადდა „საქართველოში ინვესტიციების დაცვისა და ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი და მიმდინარეობს მისი განხილვა პარტნიორ უწყებებთან. ასევე კანონპროექტზე მომზადდა რეგულირების ზეგავლენის შეფასების (RIA) ანგარიში. 2024 წლის 19 ივლისს ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და უნგრეთის მთავრობას შორის ინვესტიციების ხელშეწყობისა და ურთიერთდაცვის შესახებ“ შეთანხმებას, რომელიც ძალაში შევიდა 2025 წლის 24 იანვარს. 2024 წლის ნოემბერში, საქართველოსა და იტალიას შორის ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების მიზნით, იტალიის მხარეს გაეგზავნა დოკუმენტის სამუშაო ვერსია ქართული მხარის პოზიციებით. მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, გაგრძელდა აქტიური მუშაობა „ციფრული იდენტიფიკაციის საფულის“ დანერგვის მიმართულებით, კერძოდ: დაიდენტიფიცირდა ბიზნესმოთხოვნები, დაინტერესებული მხარეების მოლოდინები, ტექნიკური ფუნქციური მოთხოვნები, ასევე შეფასებულია სანდო მომსახურების ჩარჩოს მოთხოვნები; მომზადდა ტექნიკური დავალების დოკუმენტი და შეთანხმდა დაინტერესებულ მხარეებთან. მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები მომწოდებლების შერჩევის მიზნით, რომლის ფარგლებში, დასრულების ეტაპზეა პირველადი შერჩევის (Initial Selection) ფაზა. ხელსაყრელი საგადასახადო სისტემის − დაბალი საგადასახადო წნეხის შენარჩუნებისა და ინოვაციური მიდგომების დანერგვის მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში განხორციელდა არაერთი ღონისძიება: საგადასახადო დეკლარირების ავტომატური სისტემა: 2024 წელს მცირე ბიზნესის საშემოსავლო დეკლარაციის ახალი ფორმა რეალურ გარემოში დაინერგა, ავტომატური შევსების ფუნქციით. სერვისი ხელმისაწვდომია მცირე მეწარმეებისთვის, რომლებიც არ არიან დღგ-ის გადამხდელები. 35 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დღგ-ის ზედმეტობის ავტომატური დაბრუნება: 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის აპრილამდე ავტომატურად დაბრუნდა 2.3 მლრდ ლარი. საგადასახადო სფეროში ინფორმაციის გაცვლისა და გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა: 2024 წლის მარტში, OECD-ის ანგარიშით, საქართველოს საგადასახადო გამჭვირვალობის სფეროში 10 ელემენტიდან 8-ში უმაღლესი შეფასება მიენიჭა. დასაბეგრი ბაზის შემცირებისა და მოგების გადატანის (BEPS) პროექტის ვალდებულებები: 2024 წლის 4 ივნისს დამტკიცდა „მულტინაციონალური საწარმოთა ჯგუფის ანგარიშგების წესი“ (მე-13 ღონისძიება), რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. შესაბამისი შეტყობინებები და კითხვარები გადაგზავნილია OECD-ში. სსიპ − შემოსავლების სამსახურში წარმატებით განხორციელდა ანგარიშგების საერთო სტანდარტის (CRS) დანერგვა, რაც გულისხმობს ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინფორმაციის ავტომატურ გაცვლას. 2.2. ეკონომიკური რეფორმები ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებიდან გამომდინარე, საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს მთავრობის მთავარი ამოცანა კვლავ არის, უზრუნველყოს ქვეყნის ეკონომიკის მზაობა ევროკავშირის წევრობისთვის. საქართველომ, როგორც ევროკავშირის კანდიდატმა ქვეყანამ, ევროკომისიის მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნებისათვის შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად, მეორედ მოამზადა „ეკონომიკური რეფორმების პროგრამა“, ამჯერად 2025 − 2027 წლებისათვის, პროგრამა მოწონებულ იქნა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 იანვრის №31 განკარგულებით და წარედგინა ევროკომისიას. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ხარჯების საშუალოვადიანი დაგეგმვის ინსტრუმენტს კანდიდატი ქვეყნებისათვის. კაპიტალის ბაზრის რეფორმა საქართველოს 2023 − 2028 წლების კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების პარალელურად, შემუშავდა და დამტკიცდა ამავე სტრატეგიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა. 2024 წლის 27 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონი მიიღო, რომელიც ითვალისწინებს სსიპ − საპენსიო სააგენტოს მმართველობითი სტრუქტურის ცვლილებასა და საპენსიო სააგენტოში არსებული ორი საბჭოს: სამეთვალყურეო საბჭოსა და საინვესტიციო საბჭოს გაერთიანებას ერთ მმართველობით საბჭოში და საპენსიო სააგენტოს, საპენსიო ფონდად სახელწოდების ცვლილებას. ამასთან, 2024 წლის ბოლოს, შემუშავდა და დამტკიცდა ახალი მმართველობითი საბჭოს დაკომპლექტების წესი. მმართველობითი საბჭოს მიერ დაკომპლექტდა შესაბამისი კომიტეტები. 2025 წლის 1 მაისიდან შეიცვალა სსიპ − საპენსიო სააგენტოს სახელი და ორგანიზაცია სსიპ − საქართველოს საპენსიო ფონდის სახელწოდებით აგრძელებს საქმიანობას. 36 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2024 წელს დასრულდა ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირების პროცესი. 2024 წლის მეორე ნახევარში, საქართველოს ეროვნული ბანკისა და სსიპ − საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ მომზადდა და გამოიცა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შესაბამისი მარეგულირებელი აქტები. 2024 წლის აგვისტოში, საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარმოედგინა „ფაქტორინგის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიღებით ქვეყანაში გაიზრდება დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე წვდომა, ასევე კანონის ამოქმედება ბაზარზე გააჩენს ახალ სუბიექტებს ფაქტორინგული კომპანიების სახით, რომლებიც საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირებას დაექვემდებარებიან. კანონის საფუძველზე, ასევე განსაზღვრულია აქტივებზე დაფუძნებული დაფინანსების ერთიანი ელექტრონული პლატფორმის შექმნა, რომელსაც ფაქტორინგული კომპანიები გამოიყენებენ დებიტორული დავალიანებებით ვაჭრობისათვის. ამ მიზნით, 2024 წლიდან, სსიპ − აწარმოე საქართველოში აქტიურად თანამშრომლობს IFC-სთან. საანგარიშო პერიოდში, IFC-სთან თანამშრომლობით მომზადდა BRD (Business Requirements Document) დოკუმენტი. 2024 წლის მეორე ნახევარში, დასრულდა მუშაობა „ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელების სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარმოედგინება. ადგილობრივ ბაზარზე ახალი სავალდებულო სადაზღვევო პროდუქტის გაჩენა ხელს შეუწყობს სადაზღვევო სექტორის შემდგომ განვითარებას. 2024 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა კერძო კაპიტალის საინვესტიციო ფონდის დაარსებაზე. ჩატარდა შეხვედრები, რომლის ფარგლებშიც, სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში წარმომადგენლები შეხვდნენ პოტენციურ აქტივების მმართველ კომპანიებს (GPs), ლიმიტირებულ პარტნიორებსა (LPs) და დონორ ორგანიზაციებს. ფონდის აქტივების მმართველები კომპანიის შესარჩევად წინადადებების მიღების გამოცხადება დაგეგმილია მიმდინარე წელს. 2024 წელს ამოქმედდა „კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცდა და მის განხორციელებას სსიპ − აწარმოე საქართველოში უზრუნველყოფს. აღნიშნული პროგრამა მოიცავს თანადაფინანსებისა და ტექნიკური დახმარების კომპონენტს და ხელს უწყობს ადგილობრივი მცირე და საშუალო კომპანიების წვდომის გაუმჯობესებას დაფინანსების ალტერნატიულ მექანიზმებზე. პროგრამა, ერთი მხრივ, მცირე ზომის კომპანიებს ეხმარება კაპიტალის ბაზრის ინსტრუმენტების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში, ხოლო საშუალო ზომის კომპანიებისათვის პროგრამა ითვალისწინებს თანადაფინანსების კომპონენტს, რაც მათთვის ერთგვარი სტიმულირების მექანიზმია, გახდნენ საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტები. საანგარიშო პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, 10 კომპანიის მიერ სულ შემოტანილია 13 განაცხადი. აღნიშნულიდან 9-ზე დასრულდა 262 მილიონი ლარის ღირებულების ობლიგაციების განთავსება. აღსანიშნავია, რომ პროგრამის ამოქმედებიდან დაფინანსებული ემისიების პროცენტული მაჩვენებელი, ქვეყნის მასშტაბით, იმავე პერიოდში გამოშვებული მთლიანი ემისიების 50.3%-ს შეადგენს. 2024 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მომზადდა უძრავი ქონების საინვესტიციო ფონდების (REIT) სტიმულირებისათვის საგადასახადო ჩარჩოს ფორმირების რამდენიმე ალტერნატიული სცენარის ანალიზი. აღნიშნულმა ანალიზმა მოიცვა უძრავი ქონების 37 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საინვესტიციო ფონდების ბაზრის სამომავლო განვითარების პერსპექტივები სხვადასხვა საგადასახადო ჩარჩოს დანერგვის პირობებში. ენერგეტიკული რეფორმა საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 4 ივნისის №181 დადგენილებით, ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციაში. აღნიშნული ცვლილებით დამტკიცდა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ამოქმედების გარდამავალი რეჟიმი, რომლის თანახმად, 2024 წლის პირველი ივლისიდან ბირჟის ოპერატორის მიერ დაიწყო დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერირება. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში, ელექტროენერგიით საათობრივი ვაჭრობის მექანიზმების (დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრების პლატფორმები) სრულად ამოქმედების მიზნით, აქტიურად მიმდინარეობდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრები შესაბამისი მხარეების მონაწილეობით. ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის სექტორში გადამცემი ქსელის ოპერირებისა და ვაჭრობის/გენერაციის საქმიანობის განმახორციელებელი კომპანიების განცალკევების (UNBUNDLING) მიზნით, მიღებულ იქნა საკანონმდებლო ცვლილებები ენერგეტიკულ გაერთიანებასთან შეთანხმებული ფორმით, რომლებიც ძალაში შევიდა 2024 წლის 30 დეკემბერს. აღნიშნული ცვლილებები შევიდა „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონსა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში და უზრუნველყოფს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის საწარმოებში აქციონერის/პარტნიორის უფლებამოსილებების იმგვარ განაწილებას, რომ გადამცემი ქსელის ოპერირებისა და ვაჭრობის/გენერაციის განმახორციელებელი საწარმოები არ ექცევიან ერთი და იმავე ორგანოს/პირის მმართველობაში. საანგარიშო პერიოდში აგრეთვე მიმდინარეობდა მუშაობა ენერგეტიკული გაერთიანების მიერ ადაპტირებულ „ელექტროენერგიის ინტეგრაციის პაკეტთან“, საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის მიზნით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის შემუშავებაზე. წიაღის სექტორის რეფორმა სამთო-მოპოვებითი სექტორის მარეგულირებელი საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწის მიზნით, ტექნიკური, ეკონომიკური და გარემოსდაცვითი ასპექტების გათვალისწინებით, UNDPსთან თანამშრომლობითა და ფინანსური მხარდაჭერით, მომზადდა წიაღის კოდექსის სამუშაო ვერსია. გარდა ამისა, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების პროექტი. პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია აუქციონის ვადების შემცირება/უნიფიცირება 10 დღემდე, რომლის მიზანია, აუქციონის ვადების ოპტიმიზაციის გზით, უფრო მიმზიდველი სააუქციონო გარემოს შექმნა, სერვისების მიწოდების დაჩქარება, ლიცენზიის მაძიებელთა მოთხოვნების დროული დაკმაყოფილება და, აუქციონზე გამოტანილი რესურსების ლიცენზირების საფუძველზე, მაქსიმალური სარგებლის მიღება. 38 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2.3. დასაქმება საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობამ გადადგა არაერთი ნაბიჯი დასაქმების პოლიტიკის გაძლიერების მიმართულებით, რაც მიზნად ისახავს საქართველოს მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდას, შრომის ბაზრის სტრუქტურის გაუმჯობესებას, მოქალაქეების ღირსეული შრომის ანაზღაურების უზრუნველყოფასა და მათი სოციალური პირობების გაუმჯობესებას. 2.3.1. მეწარმეობის განვითარება კერძო სექტორის განვითარებისა და სამეწარმეო პოტენციალის მაქსიმალურად ათვისების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა: ·  · ·   · უზრუნველყოფილი ტრანზაქციების რეფორმის ფარგლებში, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს მოძრავი ქონებით დაკრედიტებას, შემუშავებულია საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან სრულყოფილი განხილვების შემდგომ, წარმოედგინება საქართველოს პარლამენტს. სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მხარდამჭერ პროგრამებში ჯამურად ჩაერთო 1,500-ამდე მეწარმე სუბიექტი, რაც უზრუნველყოფს 10,000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნას. 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდში, მეწარმეობის მხარდასაჭერად მიმართულია 210 მლნ ლარზე მეტი მოცულობის ფინანსური რესურსი. 2024 წელს, ფუნქციონირებდა სსიპ-ის − აწარმოე საქართველოში სამი რეგიონული საკონსულტაციო ცენტრი სამეგრელო-ზემო სვანეთში, აჭარასა და კახეთში. დამატებით, საანგარიშო პერიოდში გაიხსნა სამი საკონსულტაციო ცენტრი თბილისში, სამცხეჯავახეთსა და იმერეთში. 2024 წლის სექტემბრიდან, „საქართველოს მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოების დახმარებისა და აღდგენის პროექტის“ ფარგლებში, მეწარმეებს ყველა რეგიონში ეძლევათ შესაძლებლობა, გაიარონ ბიზნესდიაგნოსტიკა, მიიღონ რეკომენდაცია და ისარგებლონ საკონსულტაციო მომსახურებით ან/და აიღონ მიკროსესხი. რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრებში სულ ჩატარდა 2,112 ბიზნესდიაგნოსტიკა, აქედან 913 დიაგნოსტიკა იყო საკონსულტაციო მომსახურების მიზნობრიობით. დიაგნოსტიკების შედეგად, 369 უნიკალურ ბენეფიციართან გაფორმდა საკონსულტაციო მომსახურების 508 სამმხრივი ხელშეკრულება, რომელთა ჯამური ღირებულებაც აჭარბებს 4.8 მლნ ლარს. 2024 წელს საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის საკონსულტაციო მომსახურების მიმართულების ფარგლებში აქტიურად დაიწყო „მცირე და საშუალო საწარმოების გაციფრულების მხარდაჭერის“ პროექტის განხორციელება. საანგარიშო პერიოდში, 209 მეწარმე სუბიექტმა გაიარა ციფრული დიაგნოსტიკა, შეიქმნა 139 ინდივიდუალური გაციფრულების გეგმა და გაფორმდა 35 საგრანტო ხელშეკრულება ციფრული ინსტრუმენტის დანერგვასთან დაკავშირებით. საგრანტო ხელშეკრულებების ჯამური ღირებულება აჭარბებს 573 000 ლარს. 2024 წლის სექტემბრიდან, საკონსულტაციო ცენტრების საქმიანობის ფარგლებში, ამოქმედდა მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მეწარმეებს საშუალებას აძლევს, აიღონ 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე სესხი ბანკიდან, ფიქსირებულ 8.5%-ში და 80%-იანი გარანტიით. ამის გარდა, პროგრამის 39 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · ფარგლებში ქალი მეწარმეების, ახალი საწარმოების, მაღალმთიან რეგიონებში არსებული ან/და სსიპ − საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პროექტ „მზის კარში“ ჩართული მეწარმე სუბიექტების სესხებზე დარიცხული პროცენტი სრულად სუბსიდირდება 5 წლის განმავლობაში. „მზის კარის“ ბენეფიციარებს დამატებით შეუძლიათ, პროგრამის საგრანტო კომპონენტის ფარგლებში, მიმართონ სააგენტოს სრულად ათვისებული სესხის მოცულობის 25%-ის ოდენობით ანაზღაურების მოთხოვნით. 2024 წლის 1 ივნისიდან 2025 წლის 19 მაისამდე პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, დადასტურებულია 796 სესხი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამაც 36.4 მლნ ლარს გადააჭარბა. ბიზნესუნარების გაუმჯობესების მიმართულებით, სულ ჩატარდა 55 ღონისძიება (14 ტრენინგი და 41 სამუშაო შეხვედრა) საქართველოს 6 რეგიონში (აჭარა, კახეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, თბილისი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი) შემდეგი ექვსი მიმართულებით – გაყიდვები და მარკეტინგი, საგადასახადო საკითხები, იურიდიული საკითხები, ფინანსები და ბუღალტერია, ბიზნესმოდელირება და სტრატეგიული დაგეგმვა, გაციფრულება. ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს ჯამში − 479 მონაწილე დაესწრო. ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებზე მონაწილეობა 339-მა პირმა მიიღო, მათგან 226 (67%) იყო ქალი. დამატებით, გაციფრულების მიმართულებით ჩატარდა ხუთი ტრენინგი აჭარასა და თბილისში. გრძელდება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი ტრადიციული სახელმწიფო პროგრამების განხორციელება: · · · საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დადასტურებულია 267 კომპანიის 292 პროექტი, რომელთა სესხის ჯამური მოცულობა შეადგენს 219.8 მლნ ლარს, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობაა 3,306 (მათ შორის, 182 კომპანიის 200 პროექტი 148.2 მლნ ლარის სესხის მოცულობითა და 2,273 სამუშაო ადგილით ასევე ჩართულია უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში). სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალური ინდუსტრიული ნაწილის ტრანსფორმაციის მიზნით, 2024 წელს დასრულდა სექტორული ანალიზი და განისაზღვრა ეკონომიკური პრიორიტეტები (პროდუქტიულობა, ზრდის პოტენციალი, ინოვაციები, დასაქმება, ექსპორტი, ა. შ.). მიმდინარეობს პროგრამაში შესატან ცვლილებების პაკეტზე მუშაობა. საანგარიშო პერიოდში, პროგრამის ფარგლებში, დადასტურებულია 459 კომპანიის 516 პროექტი, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენს 795.9 მლნ ლარს, ხოლო ახალი სამუშაო ადგილების რაოდენობაა − 4,223. მათ შორის, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობის, აგროტურიზმისა და ეკოტურიზმის მიმართულებებით, დადასტურებულია 90 პროექტი 227 მლნ ლარის ინვესტიციის მოცულობითა და 844 ახალი სამუშაო ადგილით (მათ შორის, სასტუმროს 24 პროექტი 146.6 მლნ ლარზე მეტი ინვესტიციითა და 456 ახალი სამუშაო ადგილით). პროგრამის ფარგლებში, განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოების მხარდაჭერის მიმართულებით, რისთვისაც ობიექტი უნდა იყოს მხოლოდ ჰიდრო/ქარის/მზის არაუმეტეს 0.5 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგური, საანგარიშო პერიოდში, დადასტურებულია 87 კომპანიის 99 პროექტი, 86.3 მლნ ლარის ინვესტიციითა და 376 ახალი სამუშაო ადგილით. სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ კინოინდუსტრიის ნაწილის ფარგლებში, გაფორმდა 15 ახალი ხელშეკრულება და გასაწევი კვალიფიციური ხარჯის მოცულობამ 27.2 მლნ ლარი შეადგინა. კინოინდუსტრიის განვითარების მხარდაჭერის მიმართულებით, ასევე განხორციელდა სხვადასხვა აქტივობა, მათ შორის: 40 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ o o o o ქართველი კინოს მწარმოებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, გაიმართა 5-დღიანი ინტენსიური ტრენინგები პროდუსინგისა და გაყიდვების მიმართულებით, რომელსაც უძღვებოდნენ ჰოლივუდის წამყვანი პროფესიონალები. MIPCOM კო-პროდუქციისა და კონტენტ მარკეტის ფარგლებში, მოხდა საქართველოს წარდგენა და დაინტერესებული პირებისთვის ინფორმაციის მიწოდება კინოინდუსტრიის არსებული შესაძლებლობების შესახებ. ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში არსებულ ევროპულ კინომარკეტზე მოხდა საქართველოს, როგორც გადასაღები ლოკაციის, წარდგენა ოფიციალური პავილიონით, სადაც დაინტერესებულმა პირებმა მიიღეს ინფორმაცია სახელმწიფო პროგრამის − „გადაიღე საქართველოში“ შესახებ. სახელმწიფო პროგრამის − „გადაიღე საქართველოში“ ფარგლებში, დამატებითი 5%-ის ანაზღაურების მიზნით, გაიმართა პროგრამის ბენეფიციარი 10 პროექტის ჩვენებები და შესაბამისი კომისიის მხრიდან განხორციელდა მათი შეფასება. სსიპ − აწარმოე საქართველოში აგრძელებს უცხოური ინვესტიციების მოზიდვისა და ხელშეწყობის მიმართულებით მუშაობას, რაც შექმნის ქვეყანაში ახალი ეკონომიკური მიმართულებების განვითარების საფუძველს, ხელს შეუწყობს ცოდნის ტრანსფერსა და მაღალი ხარისხის სამუშაო ადგილების შექმნას. ამ მიმართულებით: · · · · · 2025 წელს შეთანხმება შედგა დეველოპერულ კომპანია Eagle Hills-თან, რომელიც საქართველოში უპრეცედენტო, რამდენიმე მილიარდიან ინვესტიციას განახორციელებს. დამტკიცდა და აქტიურად დაიწყო მუშაობა ინვესტიციების მოზიდვის ახალი სტრატეგიით, რომელიც 2028 წლამდე განსაზღვრავს პრიორიტეტულ მიმართულებებს. საქართველოს შესახებ გლობალურ გამოცემებში გამოქვეყნდა 9 სტატია/ანგარიში და 1 ვიდეორგოლი, მათ შორის, ისეთ ცნობილ მედიასაშუალებებში, როგორიცაა: Reuters და Financial Times. სამიზნე კომპანიებთან შეხვედრის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლები დაესწრნენ 34 ღონისძიებას. ღონისძიებების ფარგლებში, შეხვედრები გაიმართა 1,000-ამდე კომპანიასთან. საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიებთან (Wavteq და OCO Global) თანამშრომლობის ფარგლებში, გრძელდება მუშაობა პოტენციურ ინვესტორებთან დაკავშირებისა და მათი საქართველოთი დაინტერესების მიმართულებით. მხოლოდ ამ ორ კომპანიასთან თანამშრომლობის ფარგლებში, 1000-ზე მეტ კომპანიასთან მოხდა დაკავშირება და საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიწოდება. შეხვედრა გაიმართა 50-ზე მეტ კომპანიასთან. აქტიურად გრძელდება საექსპორტო პოტენციალის მქონე კომპანიების კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და საერთაშორისო ბაზრებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით, სსიპ-მა − აწარმოე საქართველოში, საანგარიშო პერიოდში, განახორციელა შემდეგი აქტივობები: · სააგენტოს მხარდაჭერით, 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის 25 მაისის ჩათვლით, ქართულმა კომპანიებმა მონაწილეობა მიიღეს 14 საერთაშორისო ღონისძიებაში. აღნიშნული ღონისძიებების ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან, განხორციელდა თანადაფინანსების 165 ფაქტი. 41 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2024 წლის აპრილიდან, ხორციელდება საერთაშორისო ღონისძიებებში ინდივიდუალური მონაწილეობის მხარდაჭერის პროგრამა (ე. წ. ექსპო-გრანტი), რომლის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, ხელშეკრულება გაუფორმდა 60 უნიკალურ ბენეფიციარს, ხოლო უშუალოდ თანადაფინანსების ფაქტების რაოდენობამ შეადგინა 76 (რამდენიმე ბენეფიციარი იმყოფებოდა სხვადასხვა გამოფენაზე). აღნიშნული ინიციატივა ასევე მხარს უჭერს საექსპორტო ბაზრების დამატებით დივერსიფიკაციას. კომპანიები ჯამში − 19 სხვადასხვა ქვეყანაში იმყოფებოდნენ, მათ შორის, სინგაპურში, ეგვიპტეში, იაპონიაში, ყაზახეთსა და ინდონეზიაში. · სააგენტომ 3-ჯერ განახორციელა ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი თბილისსა და ბათუმში, რომელსაც დაესწრო 71 პირი. · ტექნიკური დახმარების კომპონენტის ფარგლებში, გაფორმებულია 23 ხელშეკრულება (სერტიფიცირება − 11, ბრენდინგი − 11, საერთაშორისო ქსელში შესვლა − 1) და დაფინანსებულია 14 კომპანია. მათ შორის, 11-მა კომპანიამ დახმარება მიიღო ბრენდინგის, 1-მა კომპანიამ საერთაშორისო ქსელში შესვლის, ხოლო 2-მა კომპანიამ სერტიფიცირების მიმართულებით. · 2025 წლის მარტიდან, დაიწყო ახალი Lead Generation პროგრამა (უცხოელ შემსყიდველებთან დაკავშირების პროგრამა), რომელსაც ახორციელებს შერჩეული გერმანული კომპანია და რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მწარმოებლის დაკავშირებას უცხოელ შემსყიდველებთან, საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიისა და სააგენტოს აქტიური თანამშრომლობით. საანგარიშო პერიოდში შეირჩა 37 ქართული კომპანია. · ე. წ. მენტორშიპის პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო გამოფენებში მონაწილე კომპანიების მხარდაჭერას გაყიდვებისა და მოლაპარაკებების უნარების გაუმჯობესებაში, Apparel-ის მიმართულებით დაკონტრაქტებულია ესტონური კომპანია Visionist Institute და შერჩეულია 50 კომპანია, ხოლო სხვა დანარჩენ სექტორებზე დაკონტრაქტდა საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია Civitta და შერჩეულია 70 კომპანია. · 2025 წლის 25 მაისის მდგომარეობით, დასრულდა ღირებულებათა ჯაჭვის კვლევა რამდენიმე სამიზნე სექტორზე, მათ შორის, სასმელები (ღვინის გარდა) და Apparel. ასევე კვლევა ფარავს ICT მიმართულებასა და შესაფუთ მასალებს. სახელმწიფო პროგრამების ეფექტიანობის განსაზღვრის მიზნით, სსიპ-მა − აწარმოე საქართველოში, საანგარიშო პერიოდში, განახორციელა 5 პროგრამის ეკონომიკური გავლენის შეფასება: მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროგრამა; ექსპორტის ხელშეწყობის მიმართულებით, საერთაშორისო გამოფენებში/ღონისძიებებში მონაწილეობის თანადაფინანსება; ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსი; საკრედიტო საგარანტიო სქემა; სესხის/ლიზინგის პროცენტის თანადაფინანსების პროგრამა (ინდუსტრიული, უნივერსალური). · განხორციელდა უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის კვლევა, რომლის შედეგად, მიღებული მონაცემების საფუძველზე, შესწავლილ იქნა საწარმოებში ადამიანურ კაპიტალთან დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები, რაც ხელს შეუწყობს უნარებთან მიმართებით შრომის ბაზარზე არსებულ მოთხოვნა-მიწოდებას შორის შეუსაბამობის შემცირებას, უნარების მოხმარების ეკონომიკური ეფექტის ზრდას. კვლევის შედეგების ფართოდ გამოყენებისა და მომხმარებელზე ორიენტირებულობის გაზრდის მიზნით, განხორციელდა სამუშაოები კვლევის შედეგების გაციფრულების კუთხით. შესაბამისად, შემუშავდა ვებტექნოლოგიებზე დაფუძნებული ელექტრონული სისტემა. 42 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მომზადდა შრომის ბაზრის წლიური ანალიზი, რომელშიც დამუშავებული და გაანალიზებულია სტატისტიკური ინფორმაცია დასაქმების კუთხით, შესწავლილია ქვეყანაში არსებული ვაკანსიები სახელმწიფო და კერძო დასაქმების სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით. ასევე შესწავლილია შრომის ბაზრის საკითხებთან დაკავშირებით ქვეყანაში განხორციელებული კვლევები. ამასთან, წარმატებით განხორციელდა და გრძელდება საქართველოს მცირე და საშუალო მეწარმეობის 2021 − 2025 წლების სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმებით გათვალისწინებული აქტივობების შესრულება. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის სფეროში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში, მიმდინარეობდა ანგარიშგების პორტალის (Reportal.ge) ფუნქციონირების, სისტემური განახლებისა და შემდგომი განვითარების, ანგარიშგებათა ხარისხის ზრდისა და კორპორაციული მდგრადობის ანგარიშგების მოთხოვნების დანერგვა. საანგარიშო პერიოდში, ანგარიშგებების პორტალზე გასაჯაროვდა 84,256 ფინანსური ანგარიშგება, რომელთაგან 45 დოკუმენტი შეფასდა IFRS-თან შესაბამისობაზე; განახლდა ანგარიშგების წარდგენის სისტემის ფუნქციონალი, რაც ადმინისტრირების ეფექტიანობას ზრდის. III კატეგორიის საწარმოებისთვის დაინერგა დამატებითი კონტროლის მექანიზმები; მიმდინარეობს მუშაობა CSRD და სხვა ევროპული დირექტივების მოთხოვნების შესასრულებლად. 2.3.2. ინოვაციების და ტექნოლოგიების განვითარება ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპების საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის, სამეწარმეო პოტენციალის ზრდისა და საზოგადოების ტექნოლოგიურ განათლებაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, განახორციელდა რიგი ღონისძიებები: o „თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის“ მე-13 და მე-14 რაუნდებზე სააგენტომ სულ მიიღო 932 განაცხადი (მე-13 რაუნდი − 398 განაცხადი და მე-14 რაუნდი − 534 განაცხადი). მე-13 რაუნდის 20 გამარჯვებულ სტარტაპზე უკვე გაიცა 150 000 ლარამდე დაფინანსება, ხოლო მე-14 რაუნდი განხორციელების ეტაპზეა; o განხორციელდა „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ საგრანტო პროგრამა, საქართველოს 8 რეგიონში (შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ქვემო-ქართლი, აჭარა, გურია, იმერეთი), რომლის ფარგლებში 324 განაცხადიდან გამოვლინდა 32 გამარჯვებული (მათ შორის, 11 ქალი); o 500 Global აქსელერაციის პროგრამის ფარგლებში, სულ შემოვიდა 918 განაცხადი და გამოვლინდა 21 გამარჯვებული სტარტაპი. ამასთან, სააგენტოს მიერ, საანგარიშო პერიოდში, „500 Georgia, LL.C-ის“ ვენჩურულ ფონდში გადარიცხული თანხა შეადგენს 2,102,039.32 ლარს; o გრძელდება საქართველოს რეგიონებში ინოვაციური და სამეწარმეო ეკოსისტემის განვითარება შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფით. აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის შენობის რეკონსტრუქციისა და აღჭურვისთვის. არსებულ ტექნოპარკებში კი, აქტიურად გრძელდება სხვადასხვა ტიპის ღონისძიების (ტექნოლოგიური კვირეული, ჰაკათონი, ტექნოლოგიური და სამეწარმეო ბანაკები, ვორქშოფები, ლექციები და სემინარები) განხორციელება, რომლებიც ხელს უწყობს დაინტერესებული პირების ტექნოლოგიებთან შეუზღუდავ წვდომასა და მათი ტექნოლოგიური და სამეწარმეო უნარების გაძლიერებას; 43 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ o o o o საანგარიშო პერიოდში, საქართველოს 9 ტექნოპარკის ბაზაზე ჩატარდა 357 ღონისძიება/პროექტი, ხოლო ბენეფიციარების რაოდენობამ შეადგინა 2,683. ტექნოპარკების ბაზაზე აქტიურად ხორციელდება ICT და STEAM განათლების ხელშემწყობი ისეთი პროექტები, როგორიცაა: სხვადასხვა თემატიკის ტექნოლოგიური კვირეულები, რობოტიკისა და 3D მოდელირების ტრენინგები, თემატური ვორქშოფები/ტრენინგები, MakeBloack Mbot ტრენინგი, სოციალური მედიამენეჯმენტის კურსები და სხვა. აღნიშნული მიმართულებებით სულ გადამზადდა 1,464 ბენეფიციარი, მათ შორის, 680 ქალი და 902 ვიზიტორი, მათ შორის, 459 ქალი. ამასთან, კახეთის რეგიონული ტექნოპარკების ორგანიზებით, მაისში ჩატარდა ყოველწლიური ინოვაციური სასკოლო კონკურსი; საანგარიშო პერიოდში, პრეაქსელერატორის პროგრამა განხორციელდა საქართველოს 3 რეგიონში − კახეთში, ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში. 7კვირიანი ინტენსიური გადამზადების შემდეგ, პროგრამას ჰყავდა 164 ბენეფიციარი; საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარსდგა 37 ბენეფიციარი; 2025 წლის აპრილში უკვე დაიწყო პრეაქსელერაციის პროგრამა სამეგრელოში; ტექნოლოგიების გადაცემის პროგრამის ფარგლებში, მუშაობა გაგრძელდა ისეთი სამეცნიერო პროექტების შესარჩევად, რომელთაც აქვთ შესაბამისი ტექნოლოგიური მზაობა და კომერციალიზაციის პოტენციალი. პროგრამის ფარგლებში, კომერციალიზაციისთვის შერჩეულია 13 პროექტი; ქართული სტარტაპების პოტენციალის წარმოსაჩენად და ინვესტიციების მოსაზიდად, ადგილობრივი ანგელოზი ინვესტორების ქსელის − აქსელის ორგანიზებით გაიმართა საინვესტიციო კონფერენცია. ღონისძიების ფარგლებში, საერთაშორისო ანგელოზი ინვესტორები, რომლებიც ევროპისა და გლობალური წამყვანი ქსელების წევრები არიან (EBAN და GBAN), ეწვივნენ საქართველოს, გაეცნენ ადგილობრივ სტარტაპ და ინოვაციების ეკოსისტემას. ღონისძიებას ესწრებოდა 300 ადამიანი და დამყარდა პარტნიორული ურთიერთობები. ასევე 2024 წლის აგვისტოდან დაიწყო პროგრამა, საქართველოში ანგელოზ ინვესტორთა ქსელის ფორმირების მხარდასაჭერად, რომლის ფარგლებშიც, ჩატარდა 9 საინვესტიციო შეხვედრა; შედეგად, 7-მა სტარტაპმა მოიზიდა დამატებითი ინვესტიცია, რომელთა შორის 5 მათგანი სააგენტოს ბენეფიციარია. სტარტაპების მიერ მოზიდული ინვესტიციის მოცულობამ 239,535 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო აღნიშნულ საინვესტიციო შეხვედრებს ჯამურად 950 ადამიანი დაესწრო. ამასთან, განხორციელდა Startup World Cup-ის ეროვნული კონკურსი, სადაც ქართული სტარტაპები წარსდგნენ პრეზენტაციებით. გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია TelAgri, რომელიც საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურის წევრებმა შეარჩიეს. შედეგად, TelAgri კალიფორნიაში, სან ფრანცისკოში, Startup World Cup კონკურსის დასკვნით გლობალურ ეტაპზე მოხვდა და გადავიდა შეჯიბრის ფინალურ ეტაპზე. ასევე სააგენტომ, „StartUP in Georgia“ ინიციატივის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო ღონისძიებაში − Web Summit 2024, ლისაბონში. სამიტს უმსხვილესი ტექნოლოგიური კომპანიები ესწრებოდნენ, მათ შორის, საქართველომაც წარადგინა შესაბამისი სტენდი, სადაც წარმატებულ სტარტაპებს საშუალება მიეცათ, თავიანთი პროდუქტები და სერვისები გაეცნოთ დაინტერესებული პირებისა და ინვესტორებისთვის. ასევე, 2025 წლის იანვარში, სააგენტომ პირველად მიიღო მონაწილეობა მასშტაბურ ტექნოლოგიურ გამოფენაში − CES 2025 (Consumer Electronics Show), ლას ვეგასში; 2025 წლის აპრილში კი, სააგენტო აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მასშტაბურ ღონისძიებას − GITEX Africa დაესწრო, რომელიც მარაქეშში გაიმართა. ასევე საქართველო 2025 წლის 21 − 23 მაისს წარსდგა ევროპის 44 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ o o o o o ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე − GITEX Europe 2025 და ქართული ინოვაციების ეკოსისტემა წარადგინა; ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებებით, საჯარო-კერძო პარტნიორობის ფორმატში, გაგრძელდა სასწავლო პლატფორმის − Do IT in Georgia ბაზაზე, პირებისთვის სასწავლო კურსების შეთავაზება და მოწინავე IT პროფესიებში კადრების გადამზადება, რომლის ფარგლებშიც, პროგრამირების, დიზაინისა და მართვის კურსებზე 2024 წლის სექტემბერში, ახალი ნაკადის ფარგლებში, ჩაირიცხა 1000 პირი, რომელთაგან ამ ეტაპისთვის, კურსები დაასრულა 914 მონაწილემ, მათგან 525 ქალია. 2025 წლის მაისში, პროგრამის ფარგლებში, ახალ, მესამე ნაკადზე დარეგისტრირდა უპრეცენდენტო რაოდენობის 19,526 აპლიკანტი. ამასთანავე, გრძელდება პროექტი „Code IT ტექნოპარკებში“, რომელიც ხორციელდება ცხრა ტექნოპარკსა და 6 დამატებით ლოკაციაზე. პროგრამის ფარგლებში, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, დაეუფლონ პროგრამირების საფუძვლებს. პროექტის სამი ფაზის ფარგლებში, სულ შეირჩა 326 მონაწილე; მიმდინარეობდა მუშაობა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების მოზიდვის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ქვეყანაში 144 ასეთი კომპანია ფუნქციონირებს; საანგარიშო პერიოდში, მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც განსაზღვრავს ინოვაციური სტარტაპის, ინოვაციური მცირე და საშუალო საწარმოსა (SME) და კვლევისა და განვითარების (R&D) განმახორციელებელი კომპანიის სტატუსებსა და მათი მოპოვების კრიტერიუმებს, რაც სამივე კატეგორიის კომპანიისთვის მნიშვნელოვან საგადასახადო მხარდამჭერ მექანიზმებს ითვალისწინებს; ასევე მიმდინარეობდა და აქტიურად გრძელდება საქართველოს პირველი ხელოვნური ინტელექტის სტრატეგიის შემუშავებისთვის წინარე კვლევითი სამუშაოები, ასევე ხელოვნური ინტელექტის კვლევითი/კომპეტენციის ცენტრის [AI Excellence Centre] დაფუძნებისთვის მოსამზადებელი პროცედურები, მათ შორის, სალიცენზიო ნებართვის მოპოვებისთვის მოლაპარაკებები, AI ექსპერტების მოძიებისა და სხვა პროცესები; დაიწყო წინამოსამზადებელი სამუშაოები ახალი, სრულმასშტაბიანი ინოვაციური სტარტაპების აქსელერაციის პროგრამის განსახორციელებლად. საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით, დამტკიცდა აქსელერაციის პროგრამის სტრუქტურა და დიზაინი. ასევე გამოცხადდა საერთაშორისო აქსელერატორების შერჩევისთვის კონკურსზე განაცხადების მიღება. შერჩეული ოთხი საერთაშორისო აქსელერატორი უზრუნველყოფს წლიურად 160 სტარტაპის მომზადებასა და ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2.4. საგარეო სავაჭრო ურთიერთობები DCFTA-ით გათვალისწინებული ვალდებულებების ეფექტიანი განხორციელების მიზნით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 1 აპრილის №1-1/127 ბრძანებით დამტკიცდა და საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა DCFTA-ის განხორციელების საშუალოვადიანი (2024 − 2026 წლების) სამოქმედო გეგმის აღსრულების პროცესი. ხოლო 2024 წლის 30 დეკემბრის №1-1/495 ბრძანებით დამტკიცდა DCFTA-ისა და მის მიღმა ვალდებულებების განხორციელების 2025 წლის სამოქმედო გეგმა. გრძელდება ევროკავშირთან საკანონმდებლო დაახლოების პროცესი. საქართველოს ამჟამინდელი ვალდებულებების შესაბამისად, ჯამში დაახლოება განხორციელებულია 68%45 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ თან (164 ევროკავშირის საკანონმდებლო აქტთან) (2028 წლის ჩათვლით, სულ დასაახლოებელი 100%-241 აქტი). 2024 წელს დაახლოება განხორციელდა სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ და ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების სფეროებში. სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობა დაახლოებულ იქნა ევროკავშირის 9 საკანონმდებლო აქტთან. ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მიმართულებით, DCFTA-ით გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების ვალდებულებების შესრულების მიზნით, 2024 წლის ივლისის თვეში განხორციელდა ცვლილებები პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში. შედეგად, საქართველოს კანონმდებლობაში აისახა სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში ასოცირების შეთანხმების მოთხოვნები, სტანდარტიზაციის სფეროში განხორციელდა ევროპული რეგულაცია 1025/12 დაახლოება, ხოლო მეტროლოგიის სფეროში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის მიერ, 2024 წლის დეკემბერში, ევროპულ დირექტივებთან (Directive MID 2014/32 და Directive NAWI 2014/31) დაახლოების მიზნით, მიღებულ იქნა ტექნიკური რეგლამენტები, „გაზომვის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ №480 დადგენილება და „ავტომატური აწონის საშუალებების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ №481 დადგენილება. 2025 წლის მონაცემებით, სულ მიღებულია 37 000 მეტი საერთაშორისო და ევროპული სტანდარტი საქართველოს სტანდარტად, ხოლო სტანდარტების ევროპული ორგანიზაციების CEN/CENELEC-ის 2025 წლის პირველი კვარტალის ანგარიშის მიხედვით, ევროპულ სტანდარტებთან საქართველოს სტანდარტების ჰარმონიზაციის მაჩვენებელი 87,24%-ს შეადგენს, რაც აღემატება ამავე ორგანიზაციებში სრული წევრობისათვის დადგენილ მოთხოვნებს (80%). აკრედიტაციის მიმართულებით პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, მკაფიოდ განისაზღვრა აკრედიტაციის ცნება, აკრედიტაციის სისტემა, აკრედიტაციის ცენტრის როლი და უფლებამოსილებები, აკრედიტაციის სიმბოლოს სამართლებრივი გამოყენების შესაძლებლობა, როგორც ამას ითვალისწინებს ევროპული რეგულაცია 765/2008. საქართველოს აკრედიტაციის ცენტრმა თბილისში უმასპინძლა ევროპული აკრედიტაციის ორგანიზაციის, მრავალმხრივი აღიარების შეთანხმების საბჭოს 52-ე სხდომას, რომელსაც დაესწრო ევროკავშირის ქვეყნების, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციისა და ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების, ჯამში − 45 ქვეყნის, აკრედიტაციის ორგანიზაციების 60-ზე მეტი წარმომადგენელი. პროდუქტის უსაფრთხხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის ცვლილებებით, ასევე გაჩნდა ქმედითი საკანონმდებლო მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს ბაზარზე ზედამხედველობის ღონისძიებების უფრო ეფექტიანად განხორციელებას, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბაზარზე ზედამხედველობის სფეროს განვითარებას და ამცირებს საქართველოს ბაზარზე კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამო ან/და საფრთხის შემცველი პროდუქტების ხელმისაწვდომობას. რაც შეეხება ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერების მიმართულებით სექტორულ ნაწილში დაახლოების ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 28 მარტის №106 დადგენილებით ცვლილება შევიდა „სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკურ რეგლამენტში“ და განხორციელდა 101 ახალი სამშენებლო პროდუქტის დაფარვა. აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2025 წლის 1 იანვრიდან. 2024 წლის ოქტომბრის თვეში, 46 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მიერ ასევე მიღებულ იქნა „ენერგოეტიკეტირების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული 14-ივე ტექნიკური რეგლამენტი, რომელიც ადგენს ენერგოეტიკეტირების მოთხოვნებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო ენერგომომხმარებელი პროდუქტების (მათ შორის, ჰაერის კონდიციონერის, სამაცივრო მოწყობილობების, საყოფაცხოვრებო სივრცის გამათბობლის, მყარი საწვავის ბოილერის, ელექტრონული ეკრანისა და სხვ.) მიმართ. აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტები ძალაში შედის 2025 წლის 31 დეკემბრიდან. ასევე, 2024 წლის 1 დეკემბრიდან ძალაში შევიდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 24 აპრილის №161 დადგენილებით დამტკიცებული „რადიომოწყობილობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“, ხოლო 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 2023 წლის 1 მაისის №165 დადგენილებით დამტკიცებული „ძაბვის გარკვეულ ზღვრებში გამოსაყენებელი ელექტრომოწყობილობების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი“. შესაბამისად, აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტებით დაფარულ პროდუქტებზე ხორციელდება ბაზარზე ზედამხედველობა. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, აღნიშნული დადგენილებების ამოქმედებამდე, ადგილობრივ ბაზარზე შემოწმდა 24 ელექტრომოწყობილობა და 1 რადიომოწყობილობა და გაიცა შესაბამისი რეკომენდაციები, მათი ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით. ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის რეკომენდაციების შესაბამისად, დაიწყო მუშაობა შესაბამისობის შეფასების, აკრედიტაციის, სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და ბაზარზე ზედამხედველობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების სტრატეგიის დოკუმენტზე (TBT სტრატეგია). 2024 წლის 27 ივნისს ძალაში შევიდა საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის ყოვლისმომცველი ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმება, რომელიც თავისი არსით თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას წარმოადგენს. 2024 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა კორეის რესპუბლიკასთან ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულების თაობაზე ერთობლივ განცხადებას. შეთანხმებას ხელი მოეწერება მიმდინარე წელს. 2.5. ტურიზმი გრძელდება ტურიზმის სექტორის გაძლიერება და ამ მიმართულებით ქვეყნის პოტენციალის ათვისება. 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავლების რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა და მან ისტორიულ მაქსიმუმს − 826 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. 2024 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია +18,301,394 (+2.3%) აშშ დოლარით. 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტების რაოდენობამ 1,314,828 შეადგინა (2024 წელთან შედარებით, ზრდა +1.1%). რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა საერთაშორისო ტურისტული ვიზიტებიდან და 958,947 ვიზიტი შეადგინა, რაც 2024 წელთან შედარებით, +2.2%-იანი ზრდის მაჩვენებელია. 2024-2025 წლებში გაიხსნა 70 სასტუმრო, 3,305 ნომრითა და 6,694 საწოლი ადგილით. ამჟამად საქართველოში ფუნქციონირებს 2,558 განთავსების ობიექტი, 53,450 ნომრითა და 114,429 საწოლი ადგილით. მარკეტინგული აქტივობების ხარისხიანი და მრავალფეროვანი შეთავაზებების ფორმირების მიზნით, საანგარიშო პერიოდში გატარდა შემდეგი ღონისძიებები: 47 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · · · · · · · · საქართველოს ესტუმრა ცნობილი შეფმზარეული, ჯეიმი ოლივერი. კამპანიის ფარგლებში, მომზადდა ვიდეორგოლები ქართულ გასტრონომიაზე, რომლებიც განთავსდა ჯეიმი ოლივერის ვებგვერდზე და სოციალურ მედიაში. განხორციელდა მარკეტინგული კამპანია, რომლის ფარგლებში, საქართველოს ესტუმრა ცნობილი ბრიტანელი ტელეწამყვანი, Bettany Hughes და მისი გადამღები ჯგუფი. მომზადდა ერთსაათიანი დოკუმენტური მასალა საქართველოს შესახებ „Treasures of Georgia“, რომელიც გაშუქდა ბრიტანულ ტელევიზიაში − „hannel 4“ და სოციალურ არხებზე. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ქვეყნის ტურისტული პოტენციალის ამაღლების მიზნით, National Geographic-თან ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო. „გასტრონომიული გზამკვლევი საქართველოს შესახებ, ქვეყნის საუკეთესო ღვინის მარნები და კვების ობიექტები“ − აღნიშნული სათაურით გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ ონლაინპლატფორმაზე ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. ადმინისტრაციამ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მაღალრეიტინგულ სამოგზაურო მედია პლატფორმის Earthpix-ის გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. გადამღები ჯგუფი ეწვია ხევსურეთს, თუშეთს, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლს. მიმდინარეობს მარკეტინგული კამპანია ავიაკომპანია ედელვაისთან. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ დაიწყო მრავალმხრივი მარკეტინგული კამპანია ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში, რომელიც მსხვილ ავიაკომპანიებთან, მედია პლატფორმებსა და ინფლუენსერებთან თანამშრომლობას გულისხმობს. მარკეტინგული კამპანია დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, ავსტრიის, საფრანგეთის, შვეიცარიის, პოლონეთის, ნორვეგიისა და შვედეთის ტურისტულ ბაზრებს მოიცავს. ახალი კამპანია ციფრულ პლატფორმებზე საქართველოს ცნობადობის ამაღლებასა და ქვეყნის პოპულარიზაციას ითვალისწინებს. ახალი კამპანიის ფარგლებში ადმინისტრაცია, British Airways-თან თანამშრომლობით, ლონდონის აეროპორტში საქართველოს შესახებ ეკრანებზე ვიდეორგოლებისა და ფოტოკოლაჟების ჩვენება მიმდინარეობს, საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ 30-წამიანი ვიდეორგოლების ნახვა შეუძლიათ ავიაკომპანიის მგზავრებს ბორტებზე. ამ კამპანიის პარალელურად, საქართველოს შესახებ National Geographic ბრიტანული ბაზრისთვის სტატიებს ამზადებს. დაიწყო საერთაშორისო მედიაჰოლდინგთან − Conde Nast ერთად ახალი მარკეტინგული კამპანია. კამპანიის ფარგლებში, მსოფლიოში პოპულარული გამოცემები Vogue და GQ საქართველოს შესახებ ონლაინპლატფორმებზე სტატიებს ამზადებენ. Vogue-ისა და GQის ფრანგული გამოცემები საფრანგეთის ბაზარს ფარავს, თუმცა სოციალური მედიის საშუალებით საქართველოს ტურისტულ პოტენციალს საფრანგეთთან ერთად დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში გაეცნობიან. კამპანიის ფარგლებში, პირველი სტატია Vogue-ის ონლაინ გვერდსა და სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო 15 საერთაშორისო გამოფენას: Top Resa საფრანგეთი, TTG - იტალია, WTM - დიდი ბრიტანეთი, TT Warsaw - პოლონეთი, IBTM World - ესპანეთი, MATKA - ფინეთი, FITUR - ესპანეთი, Travel and Adventure Show - აშშ, OTM - ინდოეთი, EMITT - თურქეთი, BIT - იტალია, ITB Berlin - გერმანია, KITF - ყაზახეთი, ATM - არაბთა გაერთიანებული საემიროები, ITB China - ჩინეთი. ასევე გასტრო მიმართულების პოპულარიზაციის მიზნით, მონაწილეობა მიიღო შემდეგ საერთაშორისო გასტრონომიულ ფესტივალებში: Madrid Fusión 2025 - ესპანეთი და The National Geographic Traveller Food Festival 2025 - დიდი ბრიტანეთი. 48 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ·   · · · · · · · საქართველო წარმოდგენილი იყო მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, ლისაბონში Web Summit 2024-ზე, რომელსაც 70 000-ზე მეტი მონაწილე ჰყავდა მთელი მსოფლიოდან. განხორციელდა 60 საერთაშორისო ტური, აქედან 48 პრეს და 12 გაცნობითი ტური შემდეგი ქვეყნებიდან: იტალია, სერბეთი, ინდოეთი, ესპანეთი, ისრაელი, აშშ, ჩინეთი, ავსტრია, ბრაზილია, კორეა, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ლიეტუვა, საბერძნეთი, პორტუგალია, თურქეთი, შვედეთი, საფრანგეთი, სამხრეთ აფრიკა, უკრაინა, ბულგარეთი, რუმინეთი, ჩინეთი, კანადა, საუდის არაბეთი, იაპონია, შვეიცარია, ჩეხეთი, ბელგია, უნგრეთი. საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ სამხრეთ კორეის რეიტინგული შემეცნებითი სამაუწყებლო არხის − EBS Korea-ს გადამღებ ჯგუფს უმასპინძლა. მედიის წარმომადგენლები საქართველოს სათავგადასავლო ტურისტული პოტენციალის, სამთო კურორტების, კულტურის, გასტრონომიისა და ღვინის შესახებ დოკუმენტურ ფილმს ამზადებენ. EBS Korea-ს, როგორც ონლაინპლატფორმას, ასევე ტელევიზიას მილიონობით მაყურებელი ჰყავს. ტურის მიზანია საქართველოს პოპულარიზაცია სამხრეთ კორეაში და მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების მოზიდვა სამხრეთ კორეიდან საქართველოში. საქმიანი ტურიზმის პოტენციალის შესახებ, ცნობადობის ამაღლების მიზნით, განხორციელდა შემდეგი ქვეყნის გაცნობითი ღონისძიებები და B2B შეხვედრები: m&I Lisbon - პორტუგალია; Epex 2024 - არაბთა გაერთიანებული საემიროები; KBLT - Kingdom Business Luxury Travel - საუდის არაბეთი; M&i Sardinia - იტალია; M&I Bodrum - თურქეთი; ICCA Congress - არაბთა გაერთიანებული საემიროები; Meetings Arabia & Luxury Travel Congress (MALT) - არაბთა გაერთიანებული საემიროები; Pure Meetings & Events საფრანგეთი; m&i Lake Louise - კანადა; MCE Congress - დიდი ბრიტანეთი; Amour Forum იტალია; Imex Frankfurt - გერმანია; M&I Mykonos - საბერძნეთი. საქართველოში ჩატარდა m&i Forum-ის ერთ-ერთი ღონისძიება, m&i Tbilisi, რომლის ფარგლებში, საქართველოს ეწვია 65 პოტენციური დამკვეთი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. გაიმართა ღონისძიება B2B Summit by Tarifa, რომლის ფარგლებში საქართველოს ეწვია 50 მაღალი გაყიდვების მქონე საერთაშორისო შემსყიდველი აღმოსავლეთ ევროპის სამიზნე ბაზრებიდან და 40 სერვისის მიმწოდებელი კომპანია. გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით, საქართველომ უმასპინძლა მსოფლიო ტურიზმის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას, რომლის თემატიკა იყო „ტურიზმი და მშვიდობა“. ღონისძიებაში მონაწილეობის მიზნით, საქართველოს ეწვია გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის 40 წევრი ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენელი, მინისტრი და 300-ზე მეტი დელეგატი. ქვეყნის მასშტაბით, მომსახურების დონის გაუმჯობესების მიზნით, გადამზადდა 1000-ზე მეტი ადამიანი, 8 სხვადასხვა თემატიკაში. განხორციელდა 17 პრეს და გასტრო ტური, და ასევე ჩატარდა შემდეგი ღონისძიებები: ფესტივალი „გემო ფესტი“ − იმერეთი, სამეგრელო; ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ − იმერეთი; „წინანდლის ღვინის სიმპოზიუმი“ − კახეთი; „გურჯაანის ღვინის ფესტივალი“ − კახეთი; „ჯაზ ენდ ვაინ“ − კახეთი; „სპორტული ორიენტირების საერთაშორისო კვირეული“ − თბილისი; ფესტივალი „გიზ-გიზი“ − სვანეთი, გუდაური; სამთო-სათხილამურო ტურნირი „ზურულდის თასი“ − სვანეთი; ტურნირი „გოდერძის თასი 2025“ − აჭარა. შიდა ტურიზმის სტიმულირებისა და ტურისტული შესაძლებლობების ფართო მასშტაბით გავრცელების მიზნით, საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ განახორციელა კამპანია − „მოიარე საქართველო“, რომელმაც მოიცვა 49 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · · · · საქართველოს შემდეგი რეგიონები: მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, ქვემო სვანეთი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, სამეგრელო. მომზადდა ღვინის გზის მასპინძელი 23 ახალი ობიექტისთვის საპროექტო დოკუმენტაცია. ობიექტები გადანაწილებულია შემდეგ რეგიონებში: კახეთი, მცხეთამთიანეთი, ქვემო ქართლი, იმერეთი, სამეგრელო, რაჭა. კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, შიდა ქართლსა და ქვემო ქართლში მოინიშნა ჯამურად − 161,3 კმ სიგრძის ახალი საფეხმავლო ბილიკი, ხოლო უკვე მონიშნული ბილიკების 24 კმ-იანი მონაკვეთი ინფრასტრუქტურულად განახლდა. განხორციელდა პროექტი „მზისკარი“, რომელიც მიზნად ისახავს გასტრონომიული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობას. პროექტში ჩართულია სულ 10 ობიექტი საქართველოს შემდეგი რეგიონიდან: იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, კახეთი, გურია, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო ქართლი. ციფრული ტრანსფორმაციის ფარგლებში, განხორციელდა ორი პროექტი: Places.georgia.travel და ვიზიტორების უკუკავშირის პროექტი. პორტალი Places.georgia.travel ხელს უწყობს ტურიზმის სექტორს, ეფექტიანად წარმოაჩინოს სერვისები ციფრულ ეკოსისტემაში. პორტალზე ვიზიტორს შესაძლებლობა აქვს, მოიძიოს და გამოიყენოს ტურისტული სერვისები მარტივად, ხოლო კერძო სექტორს შესაძლებლობა აქვს, ეფექტურად წარმოაჩინონ ბიზნესი. უკუკავშირის პლატფორმის საშუალებით კი, ნებისმიერ დროს, როგორც ქართველ ასევე, უცხოელ მოგზაურს, შესაძლებლობა აქვს, დააფიქსიროს პოზიცია, რასაც, საჭიროების შემთხვევაში, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. უკუკავშირის პლატფორმა ემსახურება ვიზიტორების მხრიდან მიღებული უკუკავშირის სწორ დამუშავებას, მნიშვნელოვანი საკითხების დროულ იდენტიფიცირებას და შემდგომი ეფექტიანი სამუშაო გეგმის შემუშავებას, არსებული გამოწვევების გაუმჯობესების მიზნით. საქართველოში მთის კურორტების განვითარების მიზნით, განხორციელდა ინფრასტრუქტურული პროექტები და ჩატარდა ზამთრის სპორტის საერთაშორისო ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში, აშენდა გუდაურის ახალი, 4-კილომეტრიანი ტრასა, რის შედეგადაც გუდაურში სასრიალო არეალის ჯამური სიგრძე 80 კმ-მდე გაიზარდა. ასევე, ბაკურიანში, დიდველის არეალს ახალი, 3 კმ სიგრძის ტრასა დაემატა და შედეგად, ბაკურიანში ტრასების საერთო სიგრძე 36 კმ-მდე გაიზარდა. გუდაურში დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში შევიდა ახალი ხელოვნური გათოვლიანების სისტემა. მესტიაში, ჰაწვალის მთაზე, საანგარიშო პერიოდში, დაიწყო ახალი 6 კმ-ის სასრიალო ტრასის გეგმარების პროექტი, რომელიც მთა ზურულდსა და დაბა მესტიას დააკავშირებს. აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, წარმატებულად ჩატარებულმა ჩემპიონატმა განაპირობა ის ფაქტი, რომ გუდაური და ბაკურიანი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის მუდმივ კალენდარში მოხვდა და საქართველო მსოფლიო თასის ეტაპებს ყოველწლიურად მასპინძლობს, შესაბამისად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, 2024 წლის მეოთხე კვარტალში, ხოლო 2025 წლის პირველ კვარტალში, ზამთრის სასრიალო სეზონზე, შპს „ემ თი ეიმ“, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით, შემდეგ ღონისძიებებს უმასპინძლა: • FIS მსოფლიო თასი ფრისტაილში, (FIS Freestyle Ski World Cup) მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში: ბაკურიანში, 2024 წლის 19 − 21 დეკემბერს, მსოფლიო თასის ეტაპები ფრისტაილში, მოგულისა და დუალ მოგულის დისციპლინებში ჩატარდა. ღონისძიებაში 19 ქვეყნის 91 სპორტსმენმა იასპარეზა. აღნიშნული პირდაპირ ეთერში გაშუქდა „ევროსპორტზე“. 50 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ • • FIS მსოფლიო თასები სკი კროსის დისციპლინასა (FIS Ski Cross World Cup) და სნოუბორდში (FIS Snowboard World Cup): გუდაურში, 2025 წლის 28 თებერვლიდან 1 მარტამდე, მსოფლიო თასი სკი კროსის დისციპლინაში გუდაურის საშეჯიბრო ტრასაზე ჩატარდა. ღონისძიებაში 14 ქვეყნის 97 ათლეტმა იასპარეზა, ხოლო 8-9 მარტს მსოფლიო თასი სნოუბორდში გაიმართა, სადაც 21 ქვეყნის 88 ათლეტმა იასპარეზა. მსოფლიო თასების აუდიტორიამ 25 ქვეყანა და ჯამურად, 50 მლნ მაყურებელი მოიცვა. FIS ფრირაიდის მსოფლიო ტური Georgia pro (FIS Freeride World Tour Georgia Pro): 2025 წლის 1 მარტს, თეთნულდის მთაზე − ფრირაიდის მსოფლიო ტური Georgia Pro 2025 საქართველოში უკვე მეორედ ჩატარდა. ღონისძიებაში 50-მა საერთაშორისო ათლეტმა იასპარეზა. საქართველო 6 წამყვან ექსკლუზიურ ქვეყანას შორისაა, რომელმაც ფრირაიდის მსოფლიო ტურის ჩატარების უფლება 5 წლის ვადით მოიპოვა. შეჯიბრის პირდაპირი ჩვენება Freeride World Tour-ისა და MTA-ს ციფრულ პლატფორმებზე შედგა, რომელსაც 178 000 მაყურებელი ჰყავდა მთელი მსოფლიოდან. სოციალური მედიის არხებზე ღონისძიებაში ჩართულობის მაჩვენებელი 35,1 მილიონი მომხმარებელი იყო. ადგილობრივ და მსოფლიო პრესაში განთავსებული კონტენტი 11,6 მილიონ მაყურებელს მისწვდა. 2024 წელს მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა საკურორტო საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ჰარმონიზაციაზე. საქართველოს მთავრობამ 2025 წლის 21 იანვარს მიიღო „კურორტების შესახებ“ №15 დადგენილება, რომელმაც ახლებურად მოაწესრიგა დარგთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები და დაამტკიცა კურორტებისა და საკურორტო ადგილების ნუსხა და სტატუსი. კურორტების მდგრადი განვითარების, ინვესტიციების მოზიდვის, საერთაშორისო ბაზარზე სწორი პოზიციონირებისა და ქვეყნისთვის ეკონომიკური და სოციალური სარგებლის მქონე პროექტების განსაზღვრისთვის, სსიპ − კურორტების განვითარების სააგენტომ, სხვადასხვა საკურორტო არეალში, 70-ამდე ობიექტის ტექნიკურ-ეკონომიკური მიზანშეწონილების კვლევა მოამზადა. საანგარიშო პერიოდში, მომზადდა ჭიათურის მუნიციპალიტეტის ტურისტულად მიმზიდველი ადგილების პოტენციალისა და განვითარების სამოქმედო გეგმა. ამ გეგმის საფუძველზე, 2025 წელს, დაიწყო რამდენიმე, ეკონომიკურად პერსპექტიული კარსტული მღვიმის (ხვედელიძეების კლდის, თაროკლდის, კოტიასკლდის და მანდაეთის) მშენებლობის და ექსპლუატაციის მიზანშეწონილობის კვლევა და პირველად განხორციელდა ამ ობიექტების სამგანზომილებიანი ფიქსაცია (3D სკანირება). გარდა ამისა, 2024 წლის განმავლობაში, რაჭის რეგიონში, განხორციელდა ახალი, პერსპექტიული საკურორტო არეალების შერჩევის სამუშაო პროცესი. შერჩეულია ორი მიმართულება, რომელიც მოიცავს ონის მუნიციპალიტეტში, მრავალძალის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სხარტალი-ბეთლევი-შხივანის არეალებს. რაჭის ახალი კურორტების განვითარების კონცეპტუალური დიზაინის შემუშავების მიზანია რეგიონში კონკურენტუნარიანი და ოთხსეზონური მთის კურორტების განვითარება. 2.6. ენერგეტიკა გრძელდება მუშაობა საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისა და ენერგოუსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით. 51 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებებსა და კანონქვემდებარე აქტებზე აქტიური მუშაობა; ამასთან, დამტკიცდა ცვლილებები „ენერგოეფექტურობის შესახებ“ და „შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონებში, ისევე, როგორც 5 კანონქვემდებარე აქტი, აღნიშნული შემუშავდა ევროდირექტივების შესაბამისად. მიღებული აქტები ხელს შეუწყობს ენერგოეფექტურობის სტანდარტების დანერგვას, ენერგოეფექტურობის სერტიფიცირების სისტემის შექმნას და ბაზარზე პროფესიონალი კადრების გაჩენას. ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის მიზნით დამტკიცდა საქართველოს სახელმწიფოს ენერგეტიკული პოლიტიკა და მისი დანართი ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა, სადაც განისაზღვრა ქვეყნის განვითარების ხედვები: სათბურის აირების ემისიების შემცირების, ენერგოეფექტურობის, განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისების, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერების და კვლევებისა და ინოვაციების მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში, ასევე მიმდინარეობდა მუშაობა მწვანე ზრდის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე. ასევე დასრულდა მუშაობა მწვანე წყალბადის სტრატეგიის პროექტზე, რომლის დამტკიცებაც იგეგმება უახლოეს მომავალში. საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა პოლიტიკაზე დაფუძნებული სესხის (PBL 2.0) „საქართველოს მწვანე შეთანხმების“ განხორციელება, რაც გულისხმობს პოლიტიკის ღონისძიებების შესრულების მონიტორინგს. საანგარიშო პერიოდში, ასევე მიმდინარეობდა მუშაობა ტექნიკურ მარეგულირებელ კანონმდებლობაზე. შემუშავდა და სემეკს წარედგინა ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის წესებისა და გენერაცია-მოხმარების საერთო გავრცელების ტექნიკური მოთხოვნების დოკუმენტები. 2024 წელს ჩატარდა სიმძლავრის მეორე აუქციონი, რომლის ფარგლებში, წარმოდგენილ იქნა 147 განაცხადი, რომელთაგან 63 პროექტი გამოცხადდა გამარჯვებულად. ხელი უკვე მოეწერა 54 ხელშეკრულებას, ხოლო დანარჩენებთან დაკავშირებით მიმდინარეობს ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები. გარდა ამისა, ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის №556 დადგენილებაში, რომლის მიხედვითაც, 2024 წლის 2 სექტემბრიდან 2025 წლის 28 თებერვლამდე, ინვესტორებს საშუალება მიეცათ, განახლებადი ენერგიის პროექტების განსახორციელებლად საქართველოს მთავრობასთან პირდაპირი მოლაპარაკებების გზით გააფორმონ ხელშეკრულებები და ამგვარად ისარგებლონ მხარდაჭერის სქემით. აღნიშნული პროექტები მოიცავს მოდინებაზე მომუშავე ჰიდროელექტროსადგურებს, მზისა და ქარის ელექტროსადგურებს, რომლებიც მიიღებენ მედიანურ ტარიფებს, რომლებიც დადგინდა 2024 წელს ჩატარებული მეორე სიმძლავრის აუქციონის ფარგლებში, შესაბამისი ტექნოლოგიებისათვის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, შემოსულია 435 განაცხადი. დადგენილებაში შევიდა დამატებითი ცვლილებები, რომლითაც ანალოგიური პირობები გავრცელდება წყალსაცავიან (მარეგულირებელი) ჰიდროელექტროსადგურებზე. 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისის ჩათვლით, დასრულდა 4 ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, ჯამური დადგმული სიმძლავრით − 70 მგვტ. 52 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გრძელდება მუშაობა ელექტროენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და გადამცემი ქსელის გაძლიერების მიზნით: · ·  · · · · „საქართველოს ენერგეტიკული ქსელის გაძლიერების პროექტის“ ფარგლებში, მიმდინარეობდა ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისთვის საჭირო სამუშაოები. პროექტი მოიცავს რამდენიმე კომპონენტს და ამ ეტაპზე დასრულებულია 500 კვ ეგხ-ის ლაჯანური-წყალტუბო და 220კვ ეგხ-ის ახალი ლაჯანური-ლაჯანური ჰესი დეტალური პროექტი. დასრულების ეტაპზეა 220 კვ ორჯაჭვა ეგხ-ის ნამახვანი-წყალტუბო და ნამახვანი-ტვიში-ლაჯანური პროექტი. სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2025 წელს; მიმდინარეობდა გურიის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობის პროექტი; რეგიონული ელექტროგადაცემის გაუმჯობესების პროექტის ფარგლებში, მიმდინარეობდა სამშენებლო სამუშაოები 220/110 კვ ოზურგეთის ქვესადგურზე; საანგარიშო პერიოდში, დასრულდა 500 კვ წყალტუბო-ახალციხე და 400 კვ ახალციხეთორთუმი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტირების სამუშაოები და შესაბამისი ნებართვების აღების შემდეგ დაიწყება სამშენებლო სამუშაოები; მიმდინარეობდა 110 კვ ელექტროგადამცემი ხაზის „სტორი-თელავი“ პროექტის შემუშავება. სამშენებლო სამუშაოების დაწყება იგეგმება 2025 წლის ბოლომდე; 2024 წლის მაისში, ხელი მოეწერა არსებული 220/110/10 კვ წყალტუბოს ქვესადგურის გადამრთველის გაფართოებას 220 კვ ფრთით პროექტის ხელშეკრულებას. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა დეტალურ პროექტზე; 2024 წლის ბოლოს დასრულდა 500 კვ ქვესადგური წყალტუბოს სამშენებლო სამუშაოები და მოეწყო წყალტუბოში არსებული და ახალი ქვესადგურების დამაკავშირებელი 220 კვ ელექტროგადამცემი ხაზი (დაახლოებით 800 მ სიგრძის) და შესაბამისი ნებართვების აღების შემდეგ, დაგეგმილია 500 კვ ეგხ ჯვარი-წყალტუბოს მშენებლობის დაწყება. 2024 წლის 7 ივნისს, შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროგადამცემი ხაზის პროექტთან დაკავშირებით, ხელი მოეწერა „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმებას (ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერება ენერგეტიკული ურთიერთკავშირისა და განახლებადი ენერგიის პროგრამის მეშვეობით − მრავალფაზიანი პროგრამული მიდგომის I ფაზა)“, რომელიც რატიფიცირებულ იქნა 2024 წლის 10 დეკემბერს. აღნიშნული სესხის ფარგლებში, დაგეგმილია „შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის“ განხორციელებისთვის საჭირო აქტივობების შესრულება. 2024 წლის ივლისში, იტალიურმა საკონსულტაციო კომპანიამ CESI-იმ დაასრულა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, რომელიც ადასტურებს პროექტის შემდგომი განვითარების შესაძლებლობას. 2024 წლის ნოემბერში, პროექტი წარდგენილ იქნა ევროკომისიაში PMI (Project of Mutual Interest – ორმხრივი ინტერესის პროექტი), სტატუსის მიღების მიზნით. მიმდინარე წლის მარტში, ბრიუსელში, ევროკომისიის ენერგეტიკის დირექტორატში გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც განხილულ იქნა აღნიშნული პროექტიც. 2025 წლის იანვარში, აზერბაიჯანმა, საქართველომ, რუმინეთმა და უნგრეთმა ბუქარესტში დააფუძნეს ერთობლივი საწარმო − Green Energy Corridor Power Company. ამ ეტაპზე, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ახორციელებს მოსამზადებელ სამუშაოებს, რათა გამოცხადდეს ტენდერი და დაიწყოს შავი ზღვის ფსკერის გეოტექნიკური და გეოფიზიკური კვლევები. მოსახლეობის ენერგორესურსებზე წვდომისა და მიწოდების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ბუნებრივი გაზის მიწოდების ქსელში ჩართვის საშუალება მიეცა 5 ათასამდე ოჯახს. მუშაობა მიმდინარეობდა მომდევნო წლების გეგმაზე. გარდა ამისა, ქვეყნის მასშტაბით, განხორციელდა იმ დასახლებების მოკვლევა, რომლებიც არ 53 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ არის ჩართული ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში. შეფასდა ელექტროენერგიით უზრუნველყოფისათვის ოპტიმალური გადაწყვეტები. ასეთი ოჯახების ასევე, ბუნებრივი წყალბადის ძებნა-ძიებისა და მოპოვების რეგულირების სამართლებრივი ჩარჩოს მოწესრიგების მიზნით, შემუშავებულია ცვლილებების პროექტი ნავთობისა და გაზის შესახებ კანონსა და თანმდევ კანონმდებლობაში. 2.7. ტრანსპორტი და ლოგისტიკა საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და ტრანსევროპულ სატრანსპორტო ქსელში ინტეგრაციის მიზნით, გრძელდება მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. რკინიგზის მოდერნიზაციის ფარგლებში, ფაქტობრივად დასრულდა ძირითადი სამუშაოები, დარჩენილია მე-9 გვირაბში უსაფრთხოების სისტემის მოწყობა, რასთან დაკავშირებითაც, 2024 წელს გაფორმდა კონტრაქტი და მიმდინარეობს მუშაობა. ამასთან, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების 98.5%. სსიპ − ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული შერჩევის პროცესის შედეგად, 2024 წლის 20 მაისს, ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმის (China Communications Construction Company Limited (China) & China Harbour Investment Pte. Ltd (Singapore) ქვეკონტრაქტორები − China Road and Bridge Corporation და Qingdao Port International Co., Ltd) მიერ წარმოდგენილ წინადადებასთან დაკავშირებით მიმდინარეობდა ინტენსიური კომუნიკაცია რიგი საკითხის დაზუსტების მიზნით. მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს კანდიდატის მიერ წარმოდგენილი საბოლოო დაზუსტებების შესწავლა, რის შემდგომაც შესარჩევი კომისია იმსჯელებს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამასთან, შპს „ანაკლიის საზღვაო ნავსადგურსა“ და ერთობლივ საწარმოს (JV JAN DE NUL – PRIME CONCRETE) შორის 2024 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, იმავე წლის სექტემბერში დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები. ამ კვლევიდან მიღებული მონაცემების დამუშავების შედეგად, დიზაინერებს ეძლევათ საშუალება, სისრულეში მოიყვანონ ტალღმტეხელის საბოლოო სამშენებლო ნახაზები. პროექტის მობილიზაციის ფაზაზე უშუალოდ ობიექტზე დასაქმდება საშუალოდ 100 ადამიანი, ხოლო ტალღმტეხელის მშენებლობის ფაზაზე − 150-ამდე ადამიანი. აზიის განვითარების ბანკის დაფინასებით, 2024 წელს განახლდა თბილისის ლოგისტიკური ცენტრის შესახებ ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება. ამასთან, ევროკავშირისა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხარდაჭერით, დაიწყო საქართველოსა და აზერბაიჯანში საკონტრეილერო (Ro-La) სერვისების განვითარების შესახებ ტექნიკურეკონომიკური კვლევა, რომლის დასრულებაც იგეგმება 2025 წლის ივნისში. საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა აზიის განვითარების ბანკთან ქვესესხის წერილის ხელმოწერა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურის კვლევის ჩატარების დასაფინანსებლად. ახალი საერთაშორისო აეროპორტი შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის არსებული აეროპორტის გამტარუნარიანობა 5 მლნ მგზავრიდან, ეტაპობრივად, გავზარდოთ 20 მლნ მგზავრამდე. 54 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ასევე დაიწყო და მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი 3,5 კმ სიგრძის ასაფრენ-დასაფრენი ზოლისა და სხვა სააეროდრომო ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რისთვისაც, ჯამში, 240 მილიონი ლარი გამოიყო. პროექტის დასრულების შემდეგ, ქუთაისის აეროპორტს შესაძლებლობა ექნება, მოემსახუროს როგორც სამგზავრო, ისე სატვირთო რეისებს. საანგარიშო პერიოდში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აშენდა მცირე ზომის სატვირთო ტერმინალის შენობა და იგეგმება მისი აღჭურვა. აქტიურად მიმდინარეობს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის თვითმფრინავების სადგომი ბაქნის რეკონსტრუქცია და სადგომების სქემის შეცვლის სამშენებლო სამუშაოები, მშენებლობის დასრულება განხორციელდება მიმდინარე წელს. 2024 წელს დასრულდა მესტიის აეროპორტის ახალი ტერმინალის პროექტირება. საანგარიშო პერიოდში, ასევე დასრულდა თელავის აეროპორტის პროექტირება, რომლის ფარგლებშიც აშენდება ახალი სამგზავრო ტერმინალი. ამასთან, აჭარის რეგიონში მზარდი ტურისტული ნაკადების მისაღებად, 2024 წელს ჩატარდა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობის ანალიზი, მისი შემდგომი გაფართოების შესაძლებლობის განსაზღვრის მიზნით, რის საფუძველზეც, 2025 წლის განმავლობაში, ოპერატორი კომპანია განახორციელებს სამგზავრო ტერმინალისა და სააეროდრომო ინფრასტრუქტურის გაფართოებას. 2024 წელს საქართველოს აეროპორტები 7 450 652 მგზავრს მოემსახურა, რაც ქვეყნისთვის მგზავრთნაკადის რეკორდული მაჩვენებელია. 2024 წელს მიღებული მგზავრების რაოდენობა 24%-ით აღემატება 2023 წელს გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას. მგზავრთა რაოდენობის ზრდის პარალელურად, 2023 წელთან შედარებით, 25%-ით გაიზარდა საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობა და 25 695 ტონა შეადგინა. ჯამურად, საქართველოს აეროპორტებში 32 528 ფრენა განხორციელდა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. 2025 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს აეროპორტები, ჯამურად, მილიონნახევარზე მეტ მგზავრს მოემსახურა. სულ გადაყვანილ იქნა 1 539 619 მგზავრი, რაც 8%-ით აღემატება 2024 წლის ანალოგიურ პერიოდში მიღებული მგზავრების რაოდენობას. ზრდის მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა საჰაერო სატვირთო გადაზიდვების კუთხით. 2025 წლის იანვარმარტში საჰაერო გზით გადაზიდული ტვირთების მოცულობამ 7.695 ტონა შეადგინა. 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტვირთბრუნვა 71%-ით გაიზარდა. 2024 წელს საქართველოს საავიაციო ბაზარზე ოპერირება დაიწყო თორმეტმა ახალმა ავიაკომპანიამ, მათ შორის, აღსანიშნავია ისეთი მსხვილი ავიაგადამზიდველები, როგორიცაა: Transavia, Air China, Sky Express, ასევე მრავალწლიანი პაუზის შემდეგ ფრენები აღადგინა ავსტრიულმა ავიაკომპანია Austrian Airlines-მა. საქართველოს საავიაციო ბაზარზე დაბრუნდა უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანია British Airways-ი, რომელიც პირდაპირ ფრენებს ახორციელებს ლონდონიდან თბილისის მიმართულებით. დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია EasyJet-მა ავიარეისების შესრულება დაიწყო ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან თბილისის მიმართულებით. ასევე ციურიხი-თბილისი-ციურიხის საჰაერო ხაზზე ოპერირებას ახორციელებს შვეიცარიული ავიაკომპანია Edelweiss Air-ი. ევროკავშირთან არსებული „ერთიანი საჰაერო სივრცის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში, ასევე, ფრენების უსაფრთხოებისა და მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო თანმიმდევრულად განაგრძობს საავიაციო უსაფრთხოებასთან, საავიაციო უშიშროებასთან, მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან, საჰაერო მოძრაობის მართვასა და სამოქალაქო ავიაციის სხვა მიმართულებებთან დაკავშირებული ევროკავშირის რეგულაციების დანერგვას. საანგარიშო პერიოდში, სსიპ − საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ მიიღო ბორტკვების საწარმოს სერტიფიცირებისა და საჰაერო მოძრაობის ნაკადების ორგანიზების წესები. ასევე, ICAO-ს სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის ეროვნულ 55 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საავიაციო კანონმდებლობაში ასახვის კუთხით, ცვლილებები შევიდა არაერთ მოქმედ ნორმატიულ აქტში. ლიბერალურ პრინციპებზე დაფუძნებით, საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმებებს მოეწერა ხელი სეიშელის რესპუბლიკისა და ისლანდიის მთავრობებთან. შეთანხმებები უზრუნველყოფს სამართლებრივ წინაპირობას აღნიშნული ქვეყნებიდან და მათი მიმართულებით პირდაპირი რეგულარული ფრენების დაწყებისთვის. გრძელდება საქართველოს აქტიური ჩართულობა ევროპა-აზიის სატრანსპორტო მარშრუტების განვითარების მიმართულებით. 2024 წლის განმავლობაში, საქართველომ, როგორც თავმჯდომარე ქვეყანამ, ორჯერ უმასპინძლა ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის (TRACECA) ეროვნული მდივნების შეხვედრას. ამასთან, ონლაინფორმატში გაიმართა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა რუმინეთის, საქართველოს, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის მხარეების ჩართულობით საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის − „შავი ზღვა-კასპიის ზღვა“ დაარსებისა და დანერგვის შესახებ შეთანხმების“ პროექტთან დაკავშირებით. მოლაპარაკებების შედეგად, შეჯერდა შეთანხმების საბოლოო ტექსტი. შიდასახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელების შემდგომ იგეგმება მისი ხელმოწერა. 2024 წლის სექტემბერში ხელი მოეწერა საქართველოს მთავრობასა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას შორის მემორანდუმს შუა დერეფნის განვითარების შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს აღნიშნულ მარშრუტზე ჩინეთიდან და უკუმიმართულებით ტვირთნაკადების მოცულობების გაზრდას. აღსანიშნავია, რომ 2024 წელს, სახმელეთო ტრანსპორტით (საავტომობილო/რკინიგზა) საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში (იმპორტი, ექსპორტი, ტრანზიტი) გადაზიდულმა ტვირთების რაოდენობამ შეადგინა 28.2 მლნ ტონა, რაც 2023 წელთან შედარებით, დაახლოებით, 4%-ით მეტია. 2024 წელს 23.6%-ით გაიზარდა საქართველოს ნავსადგურებში საბორნე გადაზიდვები და მთლიანობაში 428 120 ტონა შეადგინა. ამასთან, 2025 წლიდან გაიზარდა პირდაპირი საბორნე მიმოსვლის სიხშირეები, როგორც რუმინეთთან, ისე ბულგარეთთან. „საზღვაო ნაოსნობის გაიოლების შესახებ საერთაშორისო კონვენციის“ (FAL Convention) მოთხოვნისა და შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის შემუშავების შედეგად, 2024 წლის 1 ოქტომბრიდან, საქართველოს ნავსადგურებში რეალურ რეჟიმში გაეშვა გემების შემოსვლაგასვლასთან დაკავშირებული „საზღვაო ერთი ფანჯრის“ სისტემა, რამაც უზრუნველყო ნავსადგურებში ბიუროკრატიული პროცედურებისა და გემების მომსახურების დროის საგრძნობლად შემცირება. აღნიშნულით, ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში, დაინერგა და შესრულდა ყველა (21) ევროდირექტივა და რეგულაცია. ამასთან, ნავსადგურის გაერთიანების სისტემის (Port Community System) დანერგვის მიზნით, შეიქმნა პორტალი და მიმდინარეობს ნავსადგურებში შემავალი და გამავალი ტვირთნაკადის კოორდინაციისა და ნავმისადგომების ჯავშნების სისტემის შემუშავება. დამატებით, მიმდინარეობს ნავსადგურების გაერთიანების სისტემისა და საზღვაო ერთი ფანჯრის სისტემების ინტეგრირება, რითაც საზღვაო ტრანსპორტის ჯაჭვი სრულად გაციფრულდება. 2024 წელის 1 ივლისიდან, ძალაში შევიდა საქართველოს კანონი „მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომელიც სრულად შეესაბამება „საზღვაო შრომის კონვენციას“ (MLC 2006) და რომლის მიზანია ქართველი მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებებისა და აგრეთვე 56 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე დასაქმებული ნებისმიერი მეზღვაურის შრომითი და სოციალური უფლებების დაცვა. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია“ საქართველოსთვის ძალაშია 2025 წლის 14 თებერვლიდან. მდინარეებზე, ტბებსა და წყალსაცავებზე შიდა სახმელეთო წყლების სატრანსპორტო საშუალებებით მგზავრთა გადაყვანის ან/და ტვირთის გადაზიდვისა და მასთან დაკავშირებული საქმიანობის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შიდა სახმელეთო წყლების ტრანსპორტის ტექნიკურ მარეგულირებელ ორგანოდ 2025 წლის 1 იანვრიდან განისაზღვრა სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. შემუშავდა საკანონმდებლო ბაზა, რომლის შესაბამისად, 2025 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა განხორციელდეს შიდა სახმელეთო წყლებში მცურავი სატრანსპორტო საშუალებების რეგისტრაცია. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის აპრილში, სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრი ქვეყნების აუდიტის სქემის ფარგლებში (IMO Member State Audit Scheme), წარმატებით გაიარა შემოწმება, რითაც დასტურდება საქართველოს, როგორც დროშის სახელმწიფოსა და სანაპირო სახელმწიფოს, შესაბამისობა საზღვაო უსაფრთხოების, გარემოს დაბინძურებისა და მეზღვაურების განათლებისა და კვალიფიკაციის მნიშვნელოვან საერთაშორისო კონვენციებსა და რეგულაციებთან. 2024 წლიდან დაიწყო და გრძელდება მგზავრთა საქალაქთაშორისო გადაყვანებისა და ავტოსადგურების რეფორმა. რეფორმა ითვალისწინებს ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანაში (გარდა ნებისმიერი სამგზავრო გადაყვანისა, რომელიც სრულდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში) ჩართული პირების განებართვიანებას და ავტოსადგურების სერტიფიცირების პროცესის წარმართვას. მგზავრობის უსაფრთხოების, მგზავრის მიმართ გადამზიდველის პასუხისმგებლობის ამაღლებისა და სამგზავრო გადაყვანების თანამედროვე მოთხოვნებთან მისადაგების მიზნით, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულია სანებართვო პირობები, ნებართვის მისაღებად წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა და ნებართვის მოქმედების ვადა. ასევე საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა ავტოსადგური სერტიფიცირების მარეგულირებელი ნორმებიც, დადგინდა ინფრასტრუქტურული და ფუნქციური მოთხოვნები, განისაზღვრა სერტიფიკატის მოქმედების ვადა. რეფორმის განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, წარიმართა საინფორმაციო კამპანია, ჩატარდა სამუშაო და საინფორმაციო შეხვედრები კერძო და საჯარო სექტორთან, ამუშავდა სახელმწიფო თანადაფინანსების პროგრამა. განებართვიანების პროცესის გამარტივების მიზნით, განაცხადების მიღება წარმოებს, როგორც სააგენტოს მომსახურების ცენტრებში, ასავე ქვეყნის მასშტაბით არსებულ იუსტიციის ცენტრებში. საანგარიშო პერიოდში, განებართვიანებულია 2085 გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს ქვეყნის შიდა რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას. სერვისებისთვის ერთიანი ელექტრონული/ციფრული პლატფორმის განვითარების მიზნით, პირველ ეტაპზე, შემუშავდა პროცესების მართვის ელექტრონული პროგრამა (eLTA), რამაც მომხმარებელს საშუალება მისცა, სსიპ − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს სერვისცენტრებიდან, ერთი ფანჯრის პრინციპით, მიიღოს სასურველი მომსახურება. გზებზე კონტროლის სისტემის შექმნის საშუალებით, საგზაო უსაფრთხოების ამაღლებისა და საგზაო შემთხვევების პრევენციის მიმართულებით განხორცილებული რეფორმის ფარგლებში, 57 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიღებულ იქნა ცვლილებები „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომელთა საფუძველზე, გზისპირა ზონებში ინსპექტირებას დაექვემდებარა საერთაშორისო გადაზიდვაში/გადაყვანებში ჩართული „M2“, „M3“, „N1“, „N2“, „N3“, „O3“, „O4“ ავტოსატრანსპორტო საშულებები. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №18 დადგენილებით დამტკიცდა გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების წესი, რომელიც ემსახურება სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევების, ადამიანისა და გარემოსათვის მიყენებული ზიანის მინიმიზაციას, საავტომობილო მიმოსვლისას მძღოლის, მგზავრისა და ქვეითის უსაფრთხოების, აგრეთვე საავტომობილო გზების, საგზაო ნაგებობებისა და ტვირთის დაცულობის გაუმჯობესებას. სატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მიმართ სახელმწიფო კონტროლის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, ცვლილება შევიდა „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში, რომლის საფუძველზე, მიმდინარე წლიდან ხორციელდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების პროცესის მონიტორინგი, მათ შორის, ვიდეომონიტორინგითა და ნებისმიერ დროს ადგილზე მისვლით გათვალისწინებული ღონისძიებებით. საქართველოს 2022 − 2025 წლების საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შესრულების მიზნით, დამტკიცდა საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა. საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით, საერთაშორისო დახმარების ინსტრუმენტების გამოყენებასთან დაკავშირებით (მათ შორის, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობასთან თანამშრომლობის ფორმატში) აღსანიშნავია, რომ ევროკომისიის, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს აქტიური თანამშრომლობით, სომხეთის რესპუბლიკას, საქართველოს, მოლდოვის რესპუბლიკასა და უკრაინას შორის გაფორმდა მემორანდუმი, რითიც შეიქმნა აღმოსავლეთ პარტნიორობის საგზაო უსაფრთხოების რეგიონალური ობსერვატორია, რომლის სამდივნოც განთავსებულია ქ. თბილისში. სარკინიგზო დარგის შემდგომი განვითარების მიზნით, მიმდინარეობს სარკინიგზო დარგის რეფორმა, რომელიც დაყოფილია სამ ფაზად: I ფაზა − ინსტიტუციური ჩარჩოსა და უსაფრთხოების სისტემის ფორმირება − 2023 − 2025 წლები; II ფაზა − მგზავრთა უფლებების ევროპული სტანდარტების დანერგვა და სარკინიგზო ტექნიკური საწარმოების სერტიფიცირება − 2024 − 2026 წლები; III ფაზა − სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის ბაზრის რეგულირება და სარკინიგზო თავსებადობის უზრუნველყოფა − 2026-2027 წლები. საანგარიშო პერიოდში, აქტივობები მიმართული იყო როგორც საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბებაზე, ასევე მათ პრაქტიკაში იმპლემენტაციაზე. · საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებით დამტკიცდა „სარკინიგზო უსაფრთხოების წესი“. წესი ითვალისწინებს სარკინიგზო უსაფრთხოების საერთო მეთოდებს, მოთხოვნებს უსაფრთხოების მართვის სისტემების, სარკინიგზო საწარმოების და ინფრასტრუქტურის მენეჯერების სერტიფიცირების/ავტორიზაციის მიმართ. სსიპ − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანებით დამტკიცდა უსაფრთხოების სერტიფიკატისა და უსაფრთხოების ავტორიზაციის ფორმები და ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესი. 2025 წლის აპრილში, 58 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · · · ·   სააგენტომ ინფრასტრუქტურის მართვისა და ოპერირებისთვის პირველი უსაფრთხოების ავტორიზაცია გასცა. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 25 დეკემბრის №442 დადგენილებით დამტკიცდა მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის გაცემის, განახლებისა და აღდგენის, მათი მოქმედების შეჩერებისა და გაუქმების წესები და პირობები. ასევე შემუშავდა და დამტკიცდა, საქართველოს მთავრობის აღნიშნული დადგენილებიდან გამომდინარე, შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: „მემანქანის მართვის მოწმობისა და მემანქანის სერტიფიკატის ფორმები“, „მემანქანეთა პროფესიული სწავლების წესებისა და პირობებისა და მემანქანის გამოცდის ჩატარების წესი და პირობები“; „მემანქანის მართვის მოწმობების რეესტრის წარმოების წესი“, „პირისთვის სასწავლო ცენტრის სტატუსის მინიჭებისა და ამ სტატუსის შეჩერებისა და გაუქმების წესი“. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2024 წლის 30 დეკემბრის №1-1/497 ბრძანებით დამტკიცდა „სარკინიგზო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის წესი“, რომლის შესაბამისად, სარკინიგზო შემთხვევებსა და ინციდენტებს მოიკვლევს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფი − სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო, რომელსაც გააჩნია შეუზღუდავი უფლებამოსილება მოკვლევის ჩატარებასთან დაკავშირებით. აღნიშნული წესი განსაზღვრავს მოკვლევის ბიუროს ვალდებულებას, მოკვლევის განხორციელების კუთხით, რაც მოიცავს მოკვლევის დამოუკიდებლად, ობიექტურად და სრულფასოვნად წარმართვის მოთხოვნას. აღნიშნულის შედეგად, მოხდება რკინიგზის უსაფრთხოების გაუმჯობესება და სარკინიგზო შემთხვევებისა თუ ინციდენტების პრევენცია. ამასთან, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 22 იანვრის №17 დადგენილებით დამტკიცდა „სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვის წესი“. (EC) 1370/2007 რეგულაციის იმპლემენტაციის მიზნით, გაფორმდა საზოგადოებრივი მომსახურების პირველი ხელშეკრულება სს „საქართველოს რკინიგზასთან“, რითაც განისაზღვრა საზოგადოებრივი მომსახურების ვალდებულების ძირითადი მახასიათებლები და შესრულების სანაცვლოდ კომპენსაციის გადახდის პირობები. ხელშეკრულება ძალაში შევიდა 2024 წლის 1 ივლისს. სსიპ − სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს ძალისხმევით, 2024 წელს საქართველომ მოიპოვა ევროკავშირის რკინიგზების სააგენტოს (ERA) სარკინიგზო უსაფრთხოების ეროვნულ უწყებათა ქსელის დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსი. 2025 წლის 29 აპრილს, სარკინიგზო დარგის რეფორმის II ფაზის ფარგლებში, ცვლილება შევიდა საქართველოს სარკინიგზო კოდექსში. აღნიშნული ცვლილებით შეიქმნა რკინიგზის მგზავრთა უფლებების დაცვის საფუძვლები. ცვლილებით ასევე განსაზღვრულია, მგზავრთა უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის მიზნით, მგზავრთა საჩივრების განხილვის პროცედურა. ამასთან, აღნიშნული ცვლილებით მოწესრიგდა სახიფათო ტვირთის რკინიგზით გადაზიდვაზე ზედამხედველობისა და მონიტორინგის და ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი პირის სერტიფიცირების საკითხები. გაჩნდა სახიფათო ტვირთის გადაზიდვის სპეციალისტის არსებობის ვალდებულება და მოწესრიგდა აღნიშნული პირის სერტიფიცირების საკითხი. გარდა ამისა, გრძელდება აქტიური მუშაობა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის ახალი, ერთობლივი საბაჟო გამშვები პუნქტის მშენებლობასთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნების სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობების განვითარებას და კიდევ უფრო გააძლიერებს რეგიონის სატრანსპორტო და სავაჭრო კავშირებს. პროექტის მიზანია საქართველო-აზერბაიჯანს შორის ერთობლივი მართვის 59 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პრინციპებზე დაფუძნებული სასაზღვრო გამტარი პუნქტის − „იფექ-იოლუ“ − „აბრეშუმის გზის“ დაარსება. 2024 წელს შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, ჩატარდა სამუშაო შეხვედრები და შეთანხმების პროექტის შიდასახელმწიფოებრივი განხილვა დასრულდა. შეთანხმება აზერბაიჯანს დიპლომატიური არხებით გადაეგზავნა, ხოლო 2025 წლის აპრილში მიღებულ იქნა აზერბაიჯანული მხარის კომენტარები, რის საფუძველზეც, მიმდინარეობს აქტიური კომუნიკაცია. 2.8. ინტერნეტიზაცია და ციფრული ტრანსფორმაცია საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, გრძელდება საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის განვითარება. პროექტის − „Log-In Georgia“ ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა 800 კმ ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის მშენებლობა (აბაშა-სენაკი, წყალტუბო-ვარციხე-ხონი, ჭიათურა-საჩხერე). ამის გარდა, მშენებლობა მიმდინარეობს 1310 კმ მონაკვეთზე, ხოლო 2024 წლის ივნისამდე აშენებული იყო 760 კმ (რაჭა, ლეჩხუმი, სამტრედია-ჩოხატაური, ქობულეთიხელვაჩაური, ზუგდიდი, ქობულეთი). პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში − 1,600 კმ ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მომსახურებები უკვე აქტიურია. ქსელის აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 290 დასახლებულ პუნქტსა და 190,000ამდე მოსახლეს, რომელთაც შეექმნათ ფართოზოლოვან მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტმომსახურებით, აღნიშნული სახელმწიფო ქსელის გავლით სარგებლობს, დაახლოებით, 100,000 ადამიანი. პროექტ „Log-In Georgia-ს“ ფარგლებში, ფართოზოლოვანი ქსელებისა და მომსახურებების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პოლიტიკის საკანონმდებლო ჩარჩოს გაუმჯობესებისათვის, დამტკიცდა „სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურისა და სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ფიზიკური ინფრასტრუქტურის გაზიარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კანონქვემდებარე აქტები, რომელიც ითვალისწინებს ფართოზოლოვანი ინტერნეტინფრასტრუქტურის, მათ შორის, 5G ქსელების განვითარებისა და მშენებლობისათვის ნებართვების გამარტივების საკითხებს. სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის ფარგლებში და, არამარტო მის ფარგლებში, აშენებული საბითუმო ინფრასტრუქტურის მაქსიმალური რეალიზებისა და „ბოლო მილის“ სერვისის განვითარებისათვის, მსოფლიო ბანკის საკონსულტაციო მომსახურების ფარგლებში, დასრულდა საქართველოს სოფლებში „ბოლო მილის“ კავშირის გაძლიერებისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა და რეკომენდაციები, რომლის შესაბამისად, განისაზღვრა აქტივობები და დახმარების პროგრამები, რათა ტელეკომოპერატორებმა საბითუმო ქსელის საშუალებით მომსახურება მიაწოდონ ბოლო მომხმარებელს (მოსახლეობასა და ორგანიზაციებს). ამასთან, დასრულდა რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში „ბოლო მილის“ კავშირის განვითარების საპილოტე პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა. 2025 წლის თებერვალში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა „საქართველოს ციფრული ეკონომიკისა და საინფორმაციო საზოგადოების განვითარების 2025 − 2030 წლების სტრატეგია და მისი განხორციელების 2025 − 2027 წლების სამოქმედო გეგმა“. 60 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმდინარეობდა მუშაობა (იანვრის ჩათვლით) ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებს შორის ციფრული ბაზრების ჰარმონიზაციის (HDM) პროექტის EU4Digital ინიციატივის II ფაზაზე, რომელიც წარმოადგენს ევროკავშირის რეგიონულ საფლაგმანო პროგრამას და შექმნილია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ციფრული ტრანსფორმაციის მხარდაჭერისთვის. მისი მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირის ერთიან ციფრულ ბაზართან ინტეგრაციისთვის მომზადება. იმისათვის, რომ გაგრძელდეს ევროკავშირის ციფრულ ერთიან ბაზართან საქართველოს ინტეგრაცია და, მათ შორის, მობილური ქსელების როუმინგის მომხმარებლებს მიეცეთ შესაძლებლობა, ისარგებლონ ხელმისაწვდომი სერვისებით როუმინგის გამოყენებისას ევროკავშირის ქვეყნებში, ევროკავშირის როუმინგულ რეგულაციებთან საკანონმდებლო დაახლოების მიზნით, ევროკომისიის დახმარებით, EU4Digital პროგრამის ფარგლებში, მომზადდა საკანონმდებლო პროექტები, რომლებიც განსახილველად წარდგენილია ევროკავშირისთვის. გრძელდებოდა მუშაობა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან ელექტრონული კომუნიკაციებისა და ფოსტის სფეროში საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების მიზნით მისაღებ საკანონმდებლო აქტების პროექტებზე. ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების განხორციელების მექანიზმის (Facility for the Implementation of the EU – Georgia Association Agreement) ფარგლებში, ევროპული საექსპერტო კომპანია „AF Legal“-ის დახმარებით, სამინისტროს მიერ, შემუშავებულ იქნა საქართველოს კანონის პროექტი „ფოსტის შესახებ“, მის თანმდევ კანონპროექტებთან ერთად, რომელიც განხილულ იქნა როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორთან. 2025 წლის 1 თებერვალს ძალაში შევიდა შეთანხმება „საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო საფოსტო კავშირს შორის მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობის საქართველოში, ქ. თბილისში დაფუძნების შესახებ“, რის საფუძველზეც, საქართველოში გაიხსნა მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) რეგიონალური წარმომადგენლობა. ის რეგიონის 31 ქვეყანას დაფარავს, რაც ხელს შეუწყობს ამ ქვეყნებისთვის მსოფლიო საფოსტო კავშირის საფოსტო სფეროს განვითარების პროგრამების ხელმისაწვდომობას, საქართველოსა და მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და საქართველოს უკეთ წარმოჩენას საერთაშორისო ასპარეზზე. საქართველოში ციფრული ჰაბის ფორმირებისთვის საკონსულტაციო კომპანიასთან ერთად, მომზადდა „ციფრული ჰაბის და რეგიონალური დატა ცენტრების განვითარებისთვის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის“ დოკუმენტი, შესწავლილ იქნა საქართველოს არსებული პოტენციალი, მომზადდა ტექნიკურ-ეკონომიკური ანალიზი და შემოთავაზებულ იქნა რეკომენდაციები საქართველოში ციფრული ჰაბის ფორმირებისთვის, რაც გულისხმობს, ერთი მხრივ, შავი ზღვის გავლით ოპტიკურბოჭკოვანი კავშირის განვითარებას, ხოლო, მეორე მხრივ, საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი რეგიონალური „დატა ცენტრების“ ფორმირებას. 2.9. სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება საქართველოს მთავრობა აგრძელებდა მუშაობას სოფლის მეურნეობაში პროდუქტიულობის ამაღლებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით. აღნიშნული 61 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ძალისხმევა მიზნად ისახავდა როგორც სოფლის მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ისე აგროსასურსათო პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ამაღლებასა და ექსპორტის მოცულობის ზრდას. 2024 წელს საქართველოდან მსოფლიოს 107 ქვეყანაში ექსპორტირებულია რეკორდული 1.7 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, რაც 2023 წლის მაჩვენებელს აღემატება 17%-ით. ევროკავშირში აგროსასურსათო პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებელმა 2024 წლის მონაცემებით 180 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა და გასულ წელთან შედარებით 11%-ით გაიზარდა. 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, აგრობიზნესის პროდუქციის (პირველადი და გადამუშავებული პროდუქცია) გამოშვებამ 17.6 მილიარდი ლარი შეადგინა. ამ მიმართულებით, 2023 წელთან შედარებით, 5%-იანი ზრდა აღინიშნა. ასევე, 2024 წლის წინასწარი მონაცემებით, სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის სექტორში შექმნილი მთლიანი შიდა პროდუქტი მიმდინარე ფასებში 5.0 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2012 წლის მაჩვენებელს 2.6 მილიარდი ლარით (108%) აღემატება. აგრობიზნესის პროდუქციის შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში, 4,578 უნიკალურ ბენეფიციარზე გაიცა, დაახლოებით, 889 მილიონი ლარის ღირებულების 5,218 სესხი, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გაცემულმა თანადაფინანსებამ შეადგინა 211 მილიონი ლარი. აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 6,176 უნიკალურ დამზღვევზე/ბენეფიციარზე გაცემულია 10,849 პოლისი. დაზღვეულ იქნა 137 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების სხვადასხვა კულტურა. დაზღვეულია 11,936 ჰა მიწის ფართობი. ხელშეკრულებით/პოლისით განსაზღვრულმა სახელმწიფო თანადაფინანსებამ, დაახლოებით, 10.5 მილიონ ლარი შეადგინა. სახელმწიფო პროგრამა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, 395 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. დაკონტრაქტებულმა ფართობმა შეადგინა 2,437 ჰექტარი. ინვესტიციის ოდენობა 43 მილიონ ლარზე მეტია, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობამ 20 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. აქედან: · · · · ბაღების კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულება გაუფორმდა 360 ბენეფიციარს (დაკონტრაქტებული ფართობი − 2,146 ჰა); სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულება გაუფორმდა 9 ბენეფიციარს (დაკონტრაქტებული ფართობი − 32.3 ჰა); წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობის დაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულება გაუფორმდა 15 ბენეფიციარს (დაკონტრაქტებული ფართობი − 40.3 ჰა); ჭის/ჭაბურღილის/სატუმბი სადგურის მოწყობის თანადაფინანსების კომპონენტის ფარგლებში ხელშეკრულება გაუფორმდა 36 ბენეფიციარს (დაკონტრაქტებული ფართობი − 218.1 ჰა). გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის ფარგლებში 1 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 2.3 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 500.0 ათასი ლარი. 62 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 3 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება 286 ჰა ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციაზე. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 1.0 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსება, დაახლოებით, 715.0 ათას ლარს შეადგენს. მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამის (DIMMA) ფარგლებში 471 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 24.5 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა დაახლოებით 16.7 მილიონი ლარი. საანგარიშო პერიოდში, კოოპერატივების ხელშეწყობის პროგრამების ფარგლებში: · · მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის მიმართულებით, 3 კოოპერატივთან გაფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 46.0 ათასი ლარი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრულმა სახელმწიფო თანადაფინანსებამ − 36.8 ათასი ლარი. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების მიმართულებით, 34 კოოპერატივთან გაფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა, დაახლოებით, 3.5 მილიონი ლარი, ხოლო ხელშეკრულებით განსაზღვრულმა სახელმწიფო თანადაფინანსებამ, დაახლოებით − 1.8 მილიონი ლარი. ბიოწარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 6 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 80 ათასი ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 54 ათას ლარზე მეტი. საზღვაო და შიდა წყლებში აკვაკულტურის მდგრადი განვითარების ხელშეწყობის მიზნით, შემუშავდა „საქართველოს აკვაკულტურის მდგრადი განვითარების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა“. სტრატეგიის მიზანია საქართველოს აკვაკულტურის განვითარების საგზაო რუკის შედგენა, რომლის განხორციელებაც განაპირობებს საქართველოს აკვაკულტურის მდგრად განვითარებას. საანგარიშო პერიოდში მუშაობა დასრულდა საქართველოს საზღვაო სივრცეში აკვაკულტურისათვის გამოყოფილი ზონების მართვის გეგმებისა და სანებართვო პირობების შემუშავებასთან დაკავშირებით. მსხვილფეხა მეცხოველეობის განვითარებისათვის მხარდაჭერის მიზნობრიობით, 2024 წელს დამატებითი მექანიზმები ამოქმედდა, რაც ითვალისწინებს ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების მსხვილფეხა მეცხოველეობის მიმართულების ფერმების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებას. ფერმერებისთვის იქმნება ბიზნესის გაფართოებისა და სრულყოფის შესაძლებლობები. კერძო სექტორს შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს მაღალპროდუქტიული ჯიშები და განახორციელოს ფერმების სათანადო აღჭურვა-მოდერნიზაცია და ისარგებლოს შეღავათებით 7 წლის განმავლობაში. ინიციატივა გათვლილია როგორც მსხვილ, ასევე საშუალო და მცირე მეურნეობებზე და ფარავს როგორც მეხორცულ, ისე მერძეულ მიმართულებას, რაც თავისთავად შეუწყობს ხელს ხორცისა და რძის წარმოების ზრდას. თხილის წარმოების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში: 2023-2024 წლის პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში: ქულა დაერიცხა 1,137 უნიკალურ ბენეფიციარს (მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობაა 2,740) და ფართობმა შეადგინა 789 ჰა. დარიცხული ქულების ოდენობაა 394,631 ლარი. 63 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2024-2025 წლის პროგრამის ფარგლებში, I ეტაპის ფარგლებში ქულა დაერიცხა 27,776 უნიკალურ ბენეფიციარს (მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობაა 31,730) და ფართობმა შეადგინა 19.4 ათასი ჰა. დარიცხული ქულების ოდენობაა 9.7 მილიონი ლარი. პროექტების ტექნიკური მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, 67 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 1.6 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 855 ათას ლარზე მეტი. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 38 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 7.3 მილიონი ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა, დაახლოებით, 2 მილიონი ლარი. მაღალმთიან დასახლებებში სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის თანადაფინანსების პროგრამის (მოტობლოკები) ფარგლებში, 3,012 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 6.0 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 4.0 მილიონ ლარზე მეტი. მაღალმთიან დასახლებებში სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 57 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა 9.0 მილიონ ლარზე მეტი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 4.6 მილიონ ლარზე მეტი. ენერგოეფექტური ღუმელების თანადაფინანსების პროგრამის (GIZ-ს კომპონენტი) ფარგლებში, 439 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ შეადგინა, დაახლოებით, 340 ათასი ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 130 ათასი ლარი. არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის 2024 წლის პროგრამის ფარგლებში, შესყიდული არასტანდარტული ვაშლის რაოდენობამ 45,976 ტონა შეადგინა, ხოლო სუბსიდიის თანხამ, დაახლოებით, 4.6 მილიონი ლარი შეადგინა. ქართული აგროსასურსათო პროდუქციის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 53-მა ქართულმა კომპანიამ მონაწილეობა მიიღო სასოფლო-სამეურნეო მიმართულების 7 საერთაშორისო გამოფენაში. 2024 წელს დაიწყო სახელმწიფო პროგრამა „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“, რომლის მიზანსაც წარმოადგენს სათბურებში წარმოებული პროდუქციის რაოდენობისა და ხარისხის ზრდა, ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდითა და თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვით. პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, 78 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება 142,744 კვ/მ სასათბურო მეურნეობის მოწყობაზე. სესხის ოდენობამ შეადგინა 13.5 მილიონი ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 6.7 მილიონ ლარზე მეტი. 2024 წელს დაიწყო მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის მიზანს წარმოადგენს სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით, რაც მოიცავს საფუტკრე მეურნეობების მატერიალურტექნიკური ბაზის გაუმჯობესებას, ფუტკრის მოვლა-შენახვის მდგომარეობის ნორმალიზაციას და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის 64 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ზრდას, ასევე თაფლის მწარმოებლებისთვის მდგრადობის ხელშეწყობასა და წარმოების მართვის პროცესების გაუმჯობესებას. პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, 207 უნიკალურ ბენეფიციარს გაუფორმდა ხელშეკრულება. ინვესტიციის ოდენობამ, დაახლოებით, შეადგინა 1.3 მილიონი ლარი, საიდანაც ხელშეკრულებით განსაზღვრული სახელმწიფო თანადაფინანსებაა 623 ათასი ლარი. ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 37 საერთაშორისო გამოფენა-ფესტივალზე და 100-ზე მეტ დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე მსოფლიოს 20 ქვეყანაში: აშშ, ფინეთი, დანია, ავსტრია, ნორვეგია, იტალია, ნიდერლანდები, იაპონია, პოლონეთი, გერმანია, ჩინეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, ბელგია, უნგრეთი, კორეის რესპუბლიკა, შვეიცარია, თურქეთი, ბრაზილია და ლატვია. 2024 წელს ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის მხარდაჭერის პოპულარიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ღვინის გამოფენები, კონკურსები, ტურები და ფესტივალები გაიმართა საქართველოს მასშტაბითაც, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ადგილობრივ მოსახლეობაში ღვინის მოხმარების კულტურის ზრდისთვის. საანგარიშო პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო 37 გამოფენა-ფესტივალზე. განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ღვინისა და სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან მიღებულია რეკორდული შემოსავლები: 2024 წელს საქართველოდან ექსპორტირებულია 565 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო და სპირტიანი სასმელები, რაც 24%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მონაცემს. საქართველოდან მსოფლიოს 72 ქვეყანაში ექსპორტირებულია 95 მლნ-მდე ლიტრი, 276 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ღვინო. 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა გაიზარდა 6%-ით, ხოლო შემოსავლები − 7%-ით. მსოფლიოს 56 ქვეყანაში ექსპორტირებულია 48 მილიონი ლიტრი სპირტიანი სასმელი, სპირტიანი სასმელების რაოდენობრივმა ზრდამ, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 52% შეადგინა. სპირტიანი სასმელების ექსპორტიდან შემოსავლების სახით მიღებულია 289 მილიონ აშშ დოლარამდე (ზრდა 47%). საქართველოში წარმოებული ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანობის ზრდის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო კონტროლისა და ზედამხედველობის ფარგლებში, შემოწმებულ იქნა 124 ღვინის კომპანია, აღებულ იქნა ალკოჰოლური სასმელების 595 ნიმუში. ალკოჰოლიანი სასმელების ორგანოლეპტიკური ტესტირების მიზნით, სსიპ − ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის მიერ ჩატარდა 351 დეგუსტაცია და ღვინის 73 კომპანიაში განხორციელდა 852 საინსპექციო კონტროლი, საიდანაც აღებულ იქნა 2 785 ალკოჰოლური სასმლის ნიმუში. საანგარიშო პერიოდში ვენახების კადასტრის სრულყოფის, სისტემის გამართული ფუნქციონირებისა და საკადასტრო ინფორმაციის განახლების მიზნით, გაცემულია 4 300 ვენახის ამონაწერი, განხორციელდა საველე შემოწმებები საქართველოს მასშტაბით, სულ გადამოწმდა 230 მევენახის 320 ნაკვეთი. გადაღებულ იქნა ორთოფოტოები 10 000 ჰა ფართობზე. „რთველი 2024-ის“ ფარგლებში, გადამუშავდა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის − 325 ათას ტონამდე ყურძენი, რაც, დაახლოებით, 45%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. მოსავალი, რაოდენობასთან ერთად, 65 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გამოირჩეოდა მაღალი ხარისხით. ყურძენი ღვინის საწარმოებს 21 300-ამდე მევენახე ფერმერმა ჩააბარა. ყურძნის რეალიზაციით მიღებულმა შემოსავალმა 485 მილიონ ლარს მიაღწია. საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან ურთიერთთანამშრომლობით შემუშავდა და 2024 წლის 12 ივნისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების შესახებ“. კანონი ემსახურება სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების სფეროში საკანონმდებლო ჩარჩოს დახვეწას, რომელიც, ევროკავშირის წევრ ქვეყნებში არსებული კანონშემოქმედებითი პრაქტიკის მსგავსად, მოაწესრიგებს საქართველოში სოფლის მეურნეობის მოწყობას, პოლიტიკის მართვასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებს. სურსათის უვნებლობის ხელშეწყობის მიზნით, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სახელმწიფო კონტროლის წლიური პროგრამების შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა 30 838 სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი (15 787 ინსპექტირება; 9 236 დოკუმენტური შემოწმება; 4 437 სურსათის/სასმელი წყლის ნიმუშის/სინჯის აღება და ლაბორატორიული კვლევა; 1183 ზედამხედველობა; 195 HACCP-ის აუდიტი). ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შენარჩუნების მიზნით, განხორციელდა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვის პროფილაქტიკური/იძულებითი ვაქცინაცია შემდეგ დაავადებებზე: თურქული, ჯილეხი, ბრუცელოზი, ცოფი, ცხვრისა და თხის ყვავილი, წვრილფეხა პირუტყვის ჭირი). წინასწარი მონაცემებით, აიცრა და დამუშავდა 4 773 896 ცხოველი. ყირიმ კონგოს ეპიდემიოლოგიურ კერებში და ბიოუსაფრთხოების პუნქტებზე სულ დამუშავდა 669 018 სული მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი. იდენტიფიკაცია-რეგისტაცია ჩაუტარდა სულ 1 174 399 მსხვილფეხა და წვრილფეხა ცხოველს. დარეგისტრიდა 467 საფუტკრე მეურნეობა და 21 902 ფუტკრის ოჯახი. სასოფლო-სამეურნეო კულტურებზე ზიანის შემცირების მიზნით, კალიებისა და ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ დამუშავდა 41 120 ჰექტარამდე ფართობი. აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების ფარგლებში, დამუშავდა 347 048 ჰექტარამდე ფართობი და მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟდა 116 010-ამდე ფერომონი. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, კვლევის ახალი მეთოდებისა და პარამეტრების დანერგვისა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის შესაძლებლობის გაძლიერების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, სსიპ − სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, დაინერგა 72 ახალი მეთოდი და 27 პარამეტრი. გაგრძელდა სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და ფიტოსანიტარიის მიმართულებით ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გეგმით გათვალისწინებულ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. საანგარიშო პერიოდში საკანონმდებლო დაახლოება განხორციელდა ევროკავშირის 10 სამართლებრივ აქტთან (მათ შორის: სურსათის უვნებლობა − 7, ვეტერინარია − 1, მცენარეთა დაცვა − 2). გრძელდება საირიგაციო და სადრენაჟე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. მიმდინარე მდგომარეობით, ქვეყანაში ჰიდრომელიორირებული მიწის ფართობი 210 ათასამდე ჰექტარს შეადგენს. საანგარიშო პერიოდში 25 628 ბენეფიციართან არის გაფორმებული 50 357 განაცხადი. ამასთან, 2024 წლის 20 აგვისტოს საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან ხელი მოეწერა, ზემო და ქვემო სამგორის საირიგაციო პროექტების თანადაფინანსების მიზნით, 17.5 მლნ ევროს საგრანტო პროექტს. მიწის ბალანსის შედგენის მიზნით, შეიქმნა მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის შესახებ ერთიანი მონაცემები. არსებული ინფორმაციების ინტეგრაციისა და აერო და კოსმოსური 66 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გადაღებების დეშიფრაციის საფუძველზე. მიწის ნაკვეთების დეშიფრირების პროცესი განხორციელდა 6 415 384 ჰა ფართობზე და მონაცემები მოიცავს მიწის ფაქტობრივი გამოყენებისა და მიწათდაფარულობის შესახებ ინფორმაციას. საანგარიშო პერიოდში ასევე განხორციელდა, ახალი ორთოფოტოგეგმების დეშიფრირების საფუძველზე, მიწათსარგებლობისა და მიწათდაფარულობის შესახებ ერთიანი მონაცემების განახლების პროცესი აჭარის ა/რ მუნიციპალიტეტების მიხედვით 249 832 ჰა ფართობზე. სამეცნიერო-კვლევითმა სამუშაოებმა საფუძველი დაუდო თესლისა და სარგავი მასალების სერტიფიცირების სისტემის სრულყოფას. შეიქმნა კვალიფიციურ სათესლე და სანერგე მეურნეობათა რეესტრი. სასოფლო-სამეუნეო კულტურათა ჯიშების ეროვნული კატალოგი შეივსო ახალი ჯიშებით. აქტიურად მიმდინარეობდა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ჯიშური მიკვლევადობის სისტემის ფორმირება. ფერმის მენეჯმენტის სისტემა საფუძვლად დაედება მეცხოველეობაში სანაშენე საქმის რეგულირების ჩამოყალიბებას. სატესტო რეჟიმში ამუშავდა სასოფლო-სამეურნეო კულტურათა განხორციელების პროგნოზირების ელექტრონული აპლიკაცია. აგროსამუშაოების შესწავლილ იქნა საქართველოს ნიადაგების საერთო მდგომარეობა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ასპინძა, ახალციხე, ახალქალაქი, ნინოწმინდა, ადიგენი და დედოფლისწყარო. კვლევები ჩატარდა დეგრადირებული ნიადაგების გაუმჯობესებისა და ნაყოფიერების ამაღლების მიმართულებით, შედეგებზე დაყრდნობით, შეფასებულია ნიადაგის ნაყოფიერების დონე და შემუშავებულია ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში შესწავლილ ნიადაგების ფართობებს დაემატა 25 000 ჰა და შედგენილია 12 თემატური, ციფრული რუკა, რომელიც ხელმისაწვდომია საზოგადოებისთვის FAO-ს ვებპორტალის საშუალებით. ფერმერთათვის ეფექტიანი საექსტენსიო მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობდა დარგობრივი აგრარული ცოდნის გადაცემა, რომლის ფარგლებშიც, 9 რეგიონული სამსახურისა და 45 საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მიერ საერთო ჯამში გაწეულ იქნა 27 771 კონსულტაცია. საკონსულტაციო მომსახურება გაეწია 33 196 ბენეფიციარს. სოფლად, ადგილობრივ მოსახლეობასთან 510 საინფორმაციო-საექსტენსიო შეხვედრა ჩატარდა. 2024 წელს ფერმერული მეურნეობის გაძლიერების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გადამზადდა 762 პირი, სამიზნე ჯგუფს წარმოადგენდნენ: ფერმერები, კოოპერატივების წარმომადგენლები, ექსტენსიონისტები, მსჯავრდებულები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები. ტრენინგები ჩატარდა ისეთ თემებზე, როგორიცაა: სასოფლოსამეურნეო კოოპერატივების მართვის საფუძვლები (სამართლებრივი რეგულირება, ორგანიზაციული საკითხები და შიდა-საწარმოო ურთიერთობები), კარტოფილის წარმოების აგროტექნოლოგია, აგრობიზნესის მართის ფინანსური ასპექტები, მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიები და სამაცივრო მეურნეობების მართვა, დაფნის წარმოების აგროტექნოლოგია, ქარსაფარი ზოლების გაშენება-მართვა, სოფლის მეურნეობა და სტანდარტები, ხარისხის ინფრასტრუქტურა, გამოწვევები ვაჭრობაში (საერთაშორისო სტანდარტები), სურსათის უვნებლობა და ხარისხი, ასევე სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის მეთოდოლოგია. აგრარული დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაციის მიზნით, სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს აგროსტიპენდიის 67 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პროგრამას, რომლის მიზანია მაღალი აკადემიური მოსწრების პროფესიულის, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტების წახალისება. 2024 წელს გაიცა 32 სტიპენდია 500-იდან 1500 ლარის ოდენობით. 2.10. ინფრასტრუქტურა საანგარიშო პერიოდში საქართველოს მთავრობის ინფრასტრუქტურული პოლიტიკის განხორციელება გაგრძელდა გაძლიერებული ტემპით. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა თანამედროვე საგზაო ქსელების, წყალმომარაგებისა და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, რაც მიზნად ისახავდა რეგიონთაშორისი კავშირების გაუმჯობესებასა და ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებას. აღნიშნული მიმართულებები მნიშვნელოვანი საფუძველია როგორც ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის, ისე კერძო ინვესტიციების მოზიდვისა და რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის სრულად ათვისებისთვის. 2.10.1. საგზაო ინფრასტრუქტურა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, პოტენციალის ათვისებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებისა და მასთან დაკავშირებული ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიზნით: · გრძელდება მაგისტრალური გზების მშენებლობა, მათ შორის, აღმოსავლეთდასავლეთის ავტომაგისტრალის, კახეთის მაგისტრალისა და სხვა მიმართულებით. შედეგად, საანგარიშო პერიოდში მოძრაობა გაიხსნა 84.4 კმ-ზე. ამდენად, ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 367 კმ მაგისტრალური გზით, მათ შორის, აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის 70% უკვე გახსნილია მოძრაობისთვის. · აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალის ფარგლებში, დასრულდა შორაპანი-არგვეთის (F4) 15 კმ-იანი მონაკვეთი და ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა. · 2024 წელს მიმდინარეობდა ქვეშეთი-კობის პროექტის განხორციელება, რომელიც, საინჟინრო-ტექნოლოგიური თვალსაზრისით, უპრეცედენტო პროექტია. სრულად გაიჭრა 9 კმ-იანი გვირაბი, რომელიც 15 მ დიამეტრის უწყვეტი საავტომობილო გვირაბია და რომლის მშენებლობაც კლდოვან ქანებში მიმდინარეობს. · მიმდინარეობს მოსამზადებელი ღონისძიებები თბილისი-სადახლოსა და თბილისიწითელი ხიდის პროექტების დასაწყებად. · გრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობის სამუშაოები კახეთის მიმართულებით, მათ შორის, დასრულდა თბილისი-საგარეჯოს 31 კმ, ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ მონაკვეთები და გრძელდება სამუშაოები საგარეჯო-ბადიაურის 17 კმ-იან მონაკვეთზე. · დასრულდა და გრძელდება სამუშაოები არაერთი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების მიმართულებით, მათ შორის, ხულო-ზარზმის გზაზე, სადაც საფარი უკვე დაგებულია 35 კმ-ზე, ხოლო 2025 წელს გრძელდება დანარჩენი მონაკვეთები. 68 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · · · · ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იან მონაკვეთთან დაკავშირებით, საიდანაც 25 კმ უკვე დასრულებულია, 2024 წელს დაიწყო და გრძელდება დარჩენილ 25 კმ-იან მონაკვეთზე სამუშაოები. დასრულდა გომბორის 33 კმ-იანი მონაკვეთის პროექტი. გრძელდება და 2025 წლიდან ეტაპობრივად დასრულდება ბაღდათი-აბასთუმნისა და ომალოს მიმართულებით გზის პროექტები. ჯამურად, მხოლოდ 2024 წელს განხორციელდა 437.1 კმ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. დაიწყო მოსამზადებელი სამუშაოები ბათუმი-სარფის გზის მონაკვეთის მშენებლობის პროექტის განსახორციელებლად. 2.10.2. წყალმომარაგება უწყვეტი, ხარისხიანი სასმელი წყლის 24-საათიანი მიწოდების რეჟიმით მოსახლეობის უზრუნველყოფა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, 2025 წლის ბოლოსთვის, მიმდინარე პროექტების დასრულების შედეგად, უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს ყველა ქალაქი. 2024 წლის განმავლობაში ქალაქების უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველყოფის მიზნით, ქვეყნის 20 ქალაქში მიმდინარეობდა შესაბამისი სამუშაოები. სამუშაოები აქტიურ რეჟიმში გრძელდება 2025 წელსაც. განხორციელებული პროექტების შედეგად, საანგარიშო პერიოდისთვის, ქვეყნის სხვადასხვა მდებარეობაში მცხოვრები 344 ათასზე მეტი ბენეფიციარი უკვე სარგებლობს სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგებით. აღსანიშნავია, რომ მათგან 130,5 ათასამდე ბენეფიციარს არასდროს ჰქონია წვდომა ცენტრალიზებულ წყალმომარაგებაზე. უშუალოდ 2024 წელს, წყალმომარაგების პროექტები მიმდინარეობდა ქვეყნის 100-ზე მეტ მდებარეობაში და, შედეგად, 30 მდებარეობა უზრუნველყოფილ იქნა სტანდარტის შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით, მათ შორის, 2024 წლის ბოლოდან 24-საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს ქალაქ ვალესა და ქალაქ ქარელის მოსახლეობა. რაც შეეხება ქალაქ ყვარელსა და ქალაქ მარნეულს, ამჟამად სამუშაოები აქტიურ ფაზაშია, რომელთა დასრულების შემდგომაც, 2025 წლის ბოლოსთვის, ქალაქ ყვარლისა და ქალაქ მარნეულის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იქნება 24-საათიანი წყალმომარაგებით, კერძოდ, ქალაქ ყვარლის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, სამუშაოების ფიზიკური პროგრესი არის 73%, ხოლო ქალაქ მარნეულში წყალმომარაგების სისტემის მშენებლობის პროექტის ფარგლებში ფიზიკური პროგრესი არის 85%. დღეის მდგომარეობით, ქვეყნის 100-ზე მეტ მდებარეობაში მიმდინარეობს 3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ინფრასტრუქტურული პროექტები. გარდა ამისა, მომდევნო წლებშიც აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები, რათა ეტაპობრივად, სხვადასხვა ტიპის გადაწყვეტებით, მთელი ქვეყნის მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს სტანდარტის შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით. გრძელდება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობა. აქტიურ ფაზაშია სამშენებლო სამუშაოები დაბა გუდაურში, ქალაქ მარნეულში, ქალაქ ყვარელსა და ქალაქ მარტვილში. გრძელდება გამწმენდი ნაგებობების მშენებლობის პროექტების მომზადებისა და განხორციელებისათვის საჭირო ღონისძიებები სხვა დასახლებებისთვის. 69 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2.10.3. სივრცითი განვითარება და სამშენებლო პოლიტიკა საანგარიშო პერიოდში, სივრცის დაგეგმარებისა და ქალაქთმშენებლობითი დაგეგმვის მიმართულებით, მიმდინარეობს 17 ტერიტორიული ერთეულის სივრცის დაგეგმარების/ქალაქთმშენებლობითი გეგმის შემუშავება, რაც უზრუნველყოფს ტერიტორიული ერთეულების გეგმაზომიერ განვითარებას და გამორიცხავს ქაოტურ განაშენიანებას. აღნიშნული პროექტების ნაწილი (6 პროექტი) აზიის განვითარების ბანკთან (ADB) თანამშრომლობით წარიმართება, რამაც უნდა უზრუნველყოს ამ სფეროში არსებული საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. საბოლოო ჯამში, ეტაპობრივად, ქვეყანა სრულად დაიფარება სივრცის დაგეგმარების/ქალაქთმშენებლობითი გეგმებით. საანგარიშო პერიოდში, სივრცის დაგეგმარების/ქალაქთმშენებლობითი გეგმების შემუშავების მიზნით, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები: დამტკიცდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სივრცის დაგეგმარებისა და ქ. გურჯაანის ცენტრალური ნაწილის განაშენიანების, დუშეთის მუნიციპალიტეტის, ხადას ხეობის განაშენიანების გეგმები; ასევე დამტკიცდა დუშეთის მუნიციპალიტეტის − ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების გეგმის კონცეფცია და შემუშავებულია საბოლოო გეგმა; დასრულდა ქ. ოზურგეთისა და ქ. ახალციხის გენერალური გეგმის მოსამზადებელი სამუშაოები/კვლევები; დამტკიცდა ჭოპორტისა და ახატანის სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია და მიმდინარეობს საბოლოო გეგმის შემუშავება; დამტკიცდა ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის გენერალური გეგმის კონცეფცია და მიმდინარეობს ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების შემდგომი ეტაპები; დამტკიცდა მცხეთის მუნიციპალიტეტის საგურამოს, გალავნის, ნავდარაანთკარისა და ჯიღაურის ადმინისტრაციული ერთეულების სოფლების კონცეფცია მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ და მიმდინარეობს საბოლოო გეგმის შემუშავება; დამტკიცდა ატენის ხეობისა და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარების კონცეფცია და შემუშავდა საბოლოო გეგმა; დამტკიცდა თიანეთის მუნიციპალიტეტის − ჩეკურაანთგორის, სიმონიანთხევის, ხევსურთსოფლის, ღულელების, ნაქალაქარის, დაბა სიონის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებისა და მათი მიმდებარე ტერიტორიების სივრცითი დაგეგმარების გეგმის კონცეფცია და მიმდინარეობს საბოლოო გეგმის შემუშავება; დამტკიცდა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის, დაბა (კურორტი) მანგლისის განაშენიანების გეგმის კონცეფცია და შემუშავებულია საბოლოო გეგმა; დამტკიცდა ქალაქ ბორჯომის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის კონცეფციები და მიმდინარეობს საბოლოო გეგმების შემუშავება; დაბა ბაკურიანისა და მიმდებარე დასახლებების გეგმარებითი ერთეულის სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავება/ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიისა და დიდი მიტარბის გეგმების ქალაქთმშენებლობითი გეგმების რევიზიის/შეფასების მიმართულებით დასრულდა კვლევისა და განვითარების ხედვის ეტაპები, მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავება. ურეკიშეკვეთილის სარეკრეაციო ტერიტორიის გენერალური გეგმისა და განაშენიანების გეგმის მიმართულებით, დასრულდა კვლევისა და განვითარების ხედვის ეტაპები, მიმდინარეობს კონცეფციის შემუშავება. ლენტეხის მუნიციპალიტეტის, კურორტ მუაშის განაშენიანების დეტალური გეგმის მიმართულებით, დასრულდა კვლევისა და განვითარების ხედვის ეტაპები. დასაგეგმარებელ ტერიტორიაზე ჩასატარებელი აუცილებელი არქეოლოგიური კვლევიდან გამომდინარე, მიმდინარე ეტაპზე, კერძოდ, 2025 წლის ბოლომდე, შეჩერებულია კონცეფციის შემუშავების ეტაპი. ამასთან, საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონისა და ტერიტორიული ზღვის (წყლების), ასევე მცხეთისა და კასპის მუნიციპალიტეტების (მუხრანის ველი) სივრცის დაგეგმარების გეგმის შემუშავებისა და დაბა ფასანაურის, ბარისახო-როშკის განაშენიანების 70 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გეგმების შემუშავების მიზნით, გაფორმდა ხელშეკრულებები და მიმდინარეობს კვლევითი ეტაპები. ევროკოდების იმპლემენტაციის მიმართულებით, ხაზგასასმელია, რომ ქართულ ენაზე მომზადდა ახალი თაობის სტანდარტები: ევროკოდი 1 (ზემოქმედებები კონსტრუქციებზე), ევროკოდი 2 (ბეტონის კონსტრუქციების დაპროექტება) და ევროკოდი 9 (ალუმინის კონსტრუქციების დაპროექტება) და გაიგზავნა სსიპ − საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნულ სააგენტოში, შესაბამისი პროცედურებისთვის. ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მონიტორინგის სისტემის სრულყოფასთან მიმართებით ხაზგასასმელია, რომ ექსპლუატაციაში მიღებული ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხო ფუნქციონირებისათვის საჭიროა შესაბამისი ნორმების შემუშავება. აღნიშნული მიზნით, მიმდინარეობს ჰიდროტექნიკური ნაგებობების უსაფრთხოების მიმართულებით კანონმდებლობის შემუშავებაში მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიის/ორგანიზაციის მოძიება. 2.11. გარემოს დაცვა გარემოს დაცვისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს მთავრობა განაგრძობს თანმიმდევრული და მიზნობრივი რეფორმების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია ბუნებრივი რესურსების დაცვასა და ეკოსისტემების მდგრად გამოყენებაზე. რეფორმები ითვალისწინებს გარემოსდაცვითი პოლიტიკის თანამედროვე სტანდარტებსა და საერთაშორისო ვალდებულებებზე დაფუძნებულ გამართულ მმართველობას, აგრეთვე კლიმატის ცვლილების შედეგების შემცირებისა და ადაპტაციის ღონისძიებების გააქტიურებას. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, დამტკიცდა „ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2024 − 2026 წლების გეგმა თბილისის აგლომერაციისთვის“. მომზადდა და 2025 წლის მაისში საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარმოედგინა „შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025 − 2027 წლების გეგმა“, რომელიც მიზნად ისახავს შავი ზღვის მოსაზღვრე მუნიციპალიტეტებში, განსაკუთრებით კი, ქ. ბათუმში ჰაერის დაბინძურების შემცირებას. ამასთან, მსუბუქი ავტომობილებისთვის დადგენილი ევრო 5 სტანდარტი 2025 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა იმპორტირებული სატვირთო ავტომობილებისა და ავტობუსებისთვისაც. წყლის რესურსების რაციონალური მართვის მოდელის დანერგვის მიზნით, გრძელდება წყლის რესურსების ინტეგრირებული მართვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს მთავრობის მიერ 2025 წელს დამტკიცდა დადგენილებები − „სააუზო მართვის საკონსულტაციოსაკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ“ და „მდინარეთა აუზების/სააუზო უბნების საზღვრების დამტკიცების თაობაზე“. კლიმატის გლობალური ცვლილების ფონზე, როგორც მთელ მსოფლიოში, ასევე საქართველოში, აშკარად შეიმჩნევა ამ მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის ზრდის ტენდენცია. შესაბამისად, ადრეული შეტყობინების ეფექტიანი სისტემის არსებობა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის უმნიშვნელოვანეს ღონისძიებას 71 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წარმოადგენს. ქვეყნის მასშტაბით გრძელდება მრავლობითი საფრთხეების ადრეული შეტყობინების სისტემების გაუმჯობესება, კერძოდ: · · · 2025 წლის მაისის მონაცემებით, ფუნქციონირებს 255 ერთეული მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე მიწისპირა დაკვირვების პუნქტი (სადგური/საგუშაგოები), რაც ხელს უწყობს ამინდის პროგნოზირების ხარისხისა და მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ ადრეული გაფრთხილების ეფექტიანობის გაზრდას. მომზადდა ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური საფრთხეების (წყალდიდობა, თოვლის ზვავები, გვალვა, სეტყვა, ძლიერი ქარი, მეწყერი და ღვარცოფი) რუკები საქართველოს 11 ძირითადი მდინარის აუზისთვის და მიმდინარეობს ვალიდაციის პროცესი. აღნიშნული ხელს შეუწყობს სტიქიისადმი მოწყვლადი არეალების იდენტიფიცირებასა და ზეგავლენაზე დაფუძნებული გაფრთხილებების გავრცელებას. წყალდიდობის პროგნოზირების სისტემა დაინერგა დასავლეთ საქართველოს მდინარეთა აუზებისთვის. მიმდინარეობს წყალდიდობის პროგნოზირების სისტემის დანერგვის სამუშაოები აღმოსავლეთ საქართველოს მდინარეთა აუზებისთვის. · ფინეთის მეტეოროლოგიური ინსტიტუტის დახმარებით, მიმდინარეობს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ICT) დანერგვის სამუშაოები, რათა გაუმჯობესდეს მონაცემთა შეგროვების, ამინდის პროგნოზირებისა და ადრეული გაფრთხილებების გავრცელების სისტემები. სისტემის ამოქმედება, მათ შორის, მოსალოდნელი ამინდის შესახებ ეროვნული მობილური აპლიკაციის შექმნა დასრულდება 2025 წლის ბოლოს. შედეგად, საქართველოს ექნება მოწინავე ევროპული ქვეყნების მსგავსი ამინდის პროგნოზირებისა და გაფრთხილების გავრცელების სისტემა. · ქვეყნის მასშტაბით, ინსტრუმენტული გეოლოგიური მონიტორინგის ქსელის გაფართოება-გაუმჯობესების მიზნით, მიმდინარეობს თანამედროვე დანადგარების მონტაჟისთვის საჭირო სამუშაოები 11 ლოკაციაზე. · საერთაშორისოდ აღიარებული შვეიცარიელი ექსპერტების ჩართულობით, დასრულდა საქართველოს მყინვარებზე ბუნებრივი საფრთხეების გამოვლენის პირველი ეტაპის სამუშაოები. მეორე ეტაპზე დაგეგმილია იდენტიფიცირებულ ცხელ წერტილებზე მოსალოდნელი საფრთხეების დეტალური შეფასება და, საპრევენციო ღონისძიებების გატარების მიზნით, რეკომენდაციების შემუშავება. აღნიშნული მიზნად ისახავს მყინვარულ ხეობებში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების მაქსიმალურ შერბილებას. მეორე ეტაპის კვლევები დასრულდება 2025 წლის ბოლოს. ეტაპობრივად ფართოვდება ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგისა და შეფასების სისტემები. 2025 წლიდან ზედაპირული წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს მდინარეებისა და ტბების 238 წერტილში. გარდა ამისა, ყოველთვიურად 12 ლოკაციაზე ტარდება შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგი. ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი ხორციელდება საქართველოს 8 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, ახალციხე, თელავი, მესტია და ზუგდიდი), 15 ავტომატური სადგურის საშუალებით. მარტის თვეში 30 დასახლებულ პუნქტში დამატებით ჩატარდა ინდიკატორული გაზომვები, რომლის შედეგები ხელმისაწვდომია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე − www.air.gov.ge. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეროვნულ სისტემას 10 ჰაერის ხარისხის მონიტორინგის თანამედროვე სადგური დაემატება 2026 წლისთვის. · · · 72 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურების ეფექტიანობის გაზრდისა და დახვეწის მიზნით, 2025 წელს მომზადდა გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების პროექტი და წარმოედგინა საქართველოს პარლამენტს, საგაზაფხულო სესიაზე განსახილველად. კანონპროექტის მიღების შედეგად დაიხვეწება, უფრო ეფექტიანი, პროგნოზირებადი და რაციონალური გახდება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურები. საანგარიშო პერიოდისათვის გაიზარდა ხილული გამონაბოლქვის მქონე სატრანსპორტო საშუალებებზე კონტროლის ინტენსივობა, კერძოდ, საქართველოს 4 ქალაქში ეკიპაჟების რაოდენობა 10-იდან 15 ეკიპაჟამდე გაიზარდა, მათ შორის, თბილისში შესაბამისი მოწყობილობებით აღჭურვილი 7 ეკიპაჟი მოქმედებს. საანგარიშო პერიოდში 4305 პირი დაჯარიმდა გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების მართვისათვის, 1911 პირი − გაუმართავი სატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემისთვის. გარემოსდაცვითი სამართალდარღვევების პრევენციის გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, პერმანენტულად მიმდინარეობს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერება. სულ უფრო აქტიურად ინერგება კონტროლის თანამედროვე ტექნოლოგიები და ელექტრონული მექანიზმები. სამართალდარღვევათა ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, წარმატებით გამოიყენება ახალი ტექნოლოგიები − საანგარიშო პერიოდში დრონებისა და ფოტოხაფანგების გამოყენებით 300-ზე მეტი სამართალდარღვევის, მათ შორის, უკანონო თევზჭერის, ნადირობის, ხეტყის მოპოვების/ტრანსპორტირების, წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოვლინდა. საანგარიშო პერიოდში გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების ეკიპაჟების რაოდენობა 74-იდან 86 ეკიპაჟამდე გაიზარდა. უკანონო ტყითსარგებლობაზე სანქციები გამკაცრდა. ცვლილებების თანახმად, პასუხისმგებლობა გამკაცრდა სამასალე მერქნის უკანანო დამზადებაზე; რაც შეხება საშეშე მასალის მოპოვებას, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა აქამდე არსებული რეგულაციის პირობებით/შესაბამისად შეძლებს. მიმდინარეობს მუშაობა (ბაზრის კვლევა) რისკების მართვაზე დაფუძნებული ელექტრონული სისტემის შესაქმნელად, რომელიც უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი ინსპექტირების სტრატეგიულ და ოპერატიულ დაგეგმვას, რისკების შეფასების საფუძველზე, კრიტიკული არეალებისა და ობიექტების გამოვლენას, მიზანმიმართულ ინსპექტირებასა და პატრულირებას. საავტომობილო ბენზინისა და დიზელის საწვავის ხარისხის კანონმდებლობით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, თბილისსა და საქართველოს რეგიონებში შერჩევითი წესით განხორციელდა ავტოგასამართი სადგურების რეზერვუარებიდან ბენზინისა და დიზელის საწვავის სინჯების (სულ − 76 სინჯი) აღებისა და ლაბორატორიული კვლევის პროცედურები. ტყის მდგრადი მართვის გაუმჯობესების მიზნით, ინტენსიურად მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით ტყის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) სამუშაოები. საანგარიშო პერიოდში, ტყის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) საველე სამუშაოები განხორციელდა 124 000 ჰა ფართობზე (ყვარლის, თელავის, ცაგერისა და ონის მუნიციპალიტეტებში არსებულ სახელმწიფო ტყის ტერიტორიებზე), ხოლო 2025-2026 წ.წ-ში ამავე პერიოდში დაგეგმილია − 126 000 ჰა ფართობზე ტყის აღრიცხვის (ინვენტარიზაციის) საველე სამუშაოების განხორციელება გურჯაანის, საგარეჯოს, ოზურგეთისა და თიანეთის სატყეო უბნებში. 73 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დასრულდა 13 საქმიანი ეზოს მშენებლობა, ხოლო მიმდინარეა სამი. სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიებზე მოეწყო 9.159 კმ და რეაბილიტირდა 119.857 კმ სატყეო გზა. სსიპ − ეროვნული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ტყის აღდგენა-გაშენების ღონისძიებები განხორციელდა 2120.6 ჰა ფართობზე. 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „გურიის ეროვნული პარკის შექმნისა და მართვის შესახებ“, რომელიც 2024 წლის 1 ივლისიდან შევიდა ძალაში, ფართობი: 15310 ჰა. მომზადებულია საქართველოს კანონის პროექტი „რაჭის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“. კანონპროქტის მიხედვით, რაჭის ეროვნული პარკის ფართობი გაიზრდება 4760 ჰა-თი, შეიქმნება 5 ბუნების ძეგლი (საკიშორის მღვიმის ბუნების ძეგლი, შარეულას მღვიმის ბუნების ძეგლი, უშოლთის მღვიმის ბუნების ძეგლი, მურადის მღვიმის ბუნების ძეგლი და კიდობანას მღვიმის ბუნების ძეგლი) და დაარსდება ამბროლაურის დაცული ლანდშაფტი 50 289 ჰა ფართობის ტერიტორიაზე. მიმდინარეობს, სამეგრელოს, სვანეთისა და ლეჩხუმის დაცული ტერიტორიების დაარსების მიზნით, მოსამზადებელი სამუშაოები, რაც ამ ეტაპზე მოიცავს დაინტერესებულ უწყებებსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან საკითხის შეთანხმებას. დაიწყო მუშაობა გურჯაანის მუნიციპალიტეტში დაცული ტერიტორიების დაარსებასთან დაკავშირებით. ეკოტურიზმის განვითარების ხელშესაწყობად, 12 დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო/რეაბილიტაცია ჩაუტარდა ეკოტურისტულ ინფრასტრუქტურას, მათ შორის, 4 დაცულ ტერიტორიაზე მოეწყო 13 ახალი ეკოტურისტული ბილიკი, ხოლო 3 დაცულ ტერიტორიაზე რეაბილიტირდა 18 არსებული ბილიკი. გრძელდება გარემოსდაცვითი განათლების ხელშეწყობისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები. სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის საგანმანათლებლო და ცნობიერების ასამაღლებელ პროგრამებში მონაწილეობა მიიღო 1830-მა პირმა (ქალი − 1478, კაცი − 352). უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის გარემოსდაცვითი დეფიციტური პროფესიების მხარდაჭერის მიზნით, განხორციელდა მწვანე სტიპენდიების პროგრამა, რომლის ფარგლებში გარემოსდაცვითი დეფიციტური მიმართულებებით მაღალი აკადემიური მოსწრების მაგისტრატურის 32 სტუდენტს 1500 ლარის ოდენობით სტიპენდია გადაეცა. გრძელდება მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულებების (მგვ) იმპლემენტაცია, რომლის ფარგლებში, რეგისტრირებულია 16 833 მწარმოებელი. ამ ეტაპზე ავტორიზებულია სამი კოლექტიური (საბურავების, ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების, ზეთების, ბატარეებისა და აკუმულატორების ნაკადებზე) და ერთი ინდივიდუალური (აკუმულატორების ნარჩენებზე) მგვ ორგანიზაცია. 2024 წელს მგვ ორგანიზაციების მიერ შეგროვებულ იქნა სპეციფიკური ნარჩენების შემდეგი რაოდენობა: ნარჩენი ზეთები − 3 146 ტონა; ნარჩენი საბურავი − 10 030 ტონა; ნარჩენი ბატარეა და აკუმულატორი − 2 984,7 ტონა; ნარჩენი ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობები − 1 540 ტონა. ლენტეხის მუნიციპალიტეტში, სადაც დარიშხანშემცველი მადნის გადამუშავებით წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ადგილებზე რთული ეკოლოგიური ვითარება იყო, დასრულებულია სარკოფაგის მშენებლობისთვის აუცილებელი პირველი ფაზა − სარკოფაგის აღმოსავლეთით, 74 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მდინარე ყორულდაშის, მონოლითური რკინაბეტონის ნაპირსამაგრი ჯებირის, წყალგამტარი არხისა და სალექარის მშენებლობა. 2025 წელს გამოცხადდა ტენდერი სარკოფაგის მშენებლობასთან დაკავშირებით და მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის მოწყობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები. ქვეყანაში მიმდინარეობს ნარჩენების ინტეგრირებული მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვა, რაც მოიცავს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტების მშენებლობასა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მოწყობას. აღნიშნულის მიზნით, ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების 2 ობიექტის მშენებლობა მიმდინარეობს ქვემო ქართლისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში. სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მიმდინარეობს ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობა ამბროლაურსა და ბოლნისში. ამასთან, მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები, დამატებით ორი, ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების მშენებლობის მიზნით. აგრეთვე მიმდინარეობს შესყიდვის პროცედურები ფოთის არსებული ნაგავსაყრელის დახურვის პროექტის დასაწყებად. ამასთან, მიმდინარეობს ახალი რეგიონული არასახიფათო ნარჩენების განთავსების ობიექტებისა და ნარჩენების გადამტვირთავი სადგურების საჭირო ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა. 3. სოციალური პოლიტიკა და ადამიანური კაპიტალის განვითარება საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ემყარება ხედვას, რომლის მთავარი მიზანია ძლიერი ადამიანური კაპიტალის ჩამოყალიბება ქვეყნის გრძელვადიანი განვითარების საფუძვლად. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოქალაქეთა შესაძლებლობების განვითარებას − განათლების სისტემის გაძლიერებას, პროფესიული უნარების გაუმჯობესებას, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობასა და ახალგაზრდების მომავლისთვის საჭირო უნარებით აღჭურვას. პარალელურად, გაგრძელდა ღირსეული და ხელმისაწვდომი ჯანდაცვის სისტემის მხარდაჭერა, რაც მიზნად ისახავს როგორც დაავადებების პრევენციასა და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფას, ისე ჯანმრთელობის სერვისებზე წვდომის გაზრდას ყველა მოქალაქისთვის, განსაკუთრებით, მოწყვლადი ჯგუფებისთვის. 3.1 ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა 3.1.1 ჯანმრთელობის დაცვა 2013 წელს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე, საქართველოს მთავრობის ძალისხმევა მიმართულია ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის ფინანსურად და გეოგრაფიულად ხელმისაწვდომი, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების უზრუნველყოფაზე.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოცულია მოსახლეობის 95%;  მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად, თითქმის, 323%-ით გაიზარდა ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯები (2012 წელი − 450 მლნ ლარი, ხოლო 2024 წელი – 1 904 მლნ 75 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ლარი);  ჯანდაცვაზე სახელმწიფო დანახარჯების ზრდამ და სერვისების ეფექტიანმა დაგეგმვამ წარმატებით შეამცირა ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით არსებული ფინანსური ბარიერები და, შესაბამისად, გაზარდა მომსახურებით სარგებლობა. მოსახლეობის მიერ ჯიბიდან გადახდები 2012 წელს არსებული 73%-იდან 2023 წელს 41%-ამდე არის შემცირებული. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 2022 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა სერვისების ანაზღაურების ახალი მექანიზმი დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების სისტემა (DRG). შედეგად, 2024 წლის ბოლოსთვის სამედიცინო სერვისებზე პაციენტის თანაგადახდა საშუალოდ 27%-იდან 12%-ამდე შემცირდა. რეფორმამ ხელი შეუწყო სექტორში ხარჯების გაზომვადობას, გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას და შექმნა სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების პოტენციალი. 2024 წლის სექტემბრიდან, DRG ანაზღაურების მექანიზმს დაემატა რეანიმაციული შემთხვევების განსხვავებული წესით დაფინანსება. ცვლილება, საწყის ეტაპზე, შეეხო სერვისებს − „ფილტვების შეშუპება და სუნთქვის უკმარისობა“ (087 DRG კოდი). შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა გახანგრძლივებული ინტენსიური მოვლის საჭიროების მქონე პაციენტებზე სამედიცინო დაწესებულებების მიერ გაწეული დანახარჯების ანაზღაურების მექანიზმი (609 სამედიცინო შემთხვევა). მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ზრდის მიზნით, 2023 წელს დაინერგა რეფერენტული ფასების სისტემა. დღეისთვის განსაზღვრულია 297 ნივთიერების 7 091 მედიკამენტის ფასი, რაც საშუალოდ 40%-ით ფასის შემცირებასა და ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. წამლებზე ჯიბიდან გადახდების შემცირებისთვის, 2024 წლიდან ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მოიხსნა წლიური ლიმიტი. გაფართოვდა ნოზოლოგიური ჯგუფები, კერძოდ, დაემატა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები. შედეგად, 2024 წელს პროგრამის მოსარგებლე ბენეფიციარების რაოდენობამ შეადგინა 392.3 ათასამდე პირი. წლიური ლიმიტების მოხსნამ კიდევ უფრო მეტად გაზარდა მოსახლეობის ხელმისაწვდომობა მედიკამენტებზე და შეამცირა ფინანსური ტვირთი, ხოლო მიმდინარე წლის აპრილის მდგომარეობით, ისარგებლა 295.0 ათასზე მეტმა ბენეფიციარმა. ონკოლოგიური დაავადებების მართვა და ეფექტიანი მკურნალობა სახელმწიფოსთვის კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩება: · 2024 წლიდან საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია, მიიღოს ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტები (ქიმიო, ჰორმონო და იმუნოთერაპია) სრულად − ლიმიტის გარეშე, ექიმის დანიშნულებით. 2024 წელს ონკოლოგიური მედიკამენტების მიმღებ პირთა რაოდენობამ შეადგინა 25 203 პაციენტი, ხოლო სრულად სერვისით (მათ შორის, ქიმიოთერაპია, სხივური თერაპია) ისარგებლა 29 127-მა პაციენტმა. 2025 წლის 5 მაისის მდგომარეობით, ონკოლოგიური სერვისით სულ ისარგებლა 21 909-მა ბენეფიციარმა, მათ შორის, მედიკამენტის მიმღებ პირთა რაოდენობამ შეადგინა 19 791;  2024 წლის ივლისიდან, პარენტერალურად (საინფუზიო, საინექციო და სხვა) გამოსაყენებელ სიმსივნის საწინააღმდეგო მედიკამენტებს პაციენტები იღებენ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უნდა ჩატარდეს პროცედურა. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მედიკამენტების ტრანსპორტირება ხდება სააფთიაქო ქსელის 76 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიერ, მედიკამენტისთვის განსაზღვრული ტემპერატურული რეჟიმისა და მიწოდების სხვა პირობების დაცვით, რაც აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის შენარჩუნებისთვის.  2024 წელს სსიპ − ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს მიერ, საერთაშორისო მწარმოებლებთან − შპს „Hoffmann-La Roche-სა“ და სს „Novartis Pharma Services-თან“ გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულებები, გამარტივებული წესით, ინოვაციური და სხვა ძვირადღირებული ონკოლოგიური ფარმაცევტული პროდუქტების შესყიდვასთან დაკავშირებით. აღნიშნული მეთოდის გამოყენებით განხორციელებული შესყიდვით მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი ფასდაკლებები, რამაც შესაძლებელი გახადა ხარჯების ოპტიმიზაცია და ეფექტიანობის გაზრდა. ცენტრალიზებულად (პირდაპირ მწარმოებლისგან) შესყიდულ იქნა 21 დასახელების მედიკამენტი, რომლებიც სრულიად უსასყიდლოა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის;  2025 წლის თებერვლიდან ექიმ-ონკოლოგებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობით, ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განისაზღვრა. მოიხსნა ე. წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს;  ბავშვთა ონკოლოგიის სერვისების გაძლიერებისთვის, ჩამოყალიბდა საერთაშორისო თანამშრომლობა ისრაელის, ესპანეთისა და თურქეთის კლინიკებთან. ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე ბავშვების საზღვარგარეთ მკურნალობის პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან 2025 წლის 1 მაისის ჩათვლით, განხორციელდა 0 − 18 წლის ბავშვთა ონკოლოგიური პროგრამის 147 ბენეფიციარის საზღვარგარეთ პროვაიდერ კლინიკებში მკურნალობა. გამოჯანმრთელების მაჩვენებელი შეადგენს 90.1%-ს;  დაფინანსების დამატებითი შესაძლებლობაა სოლიდარობის ფონდის შემოწირულებები. საანგარიშო პერიოდში, საქართველოსა და უცხოეთის კლინიკებში მომსახურება მიიღო 0 − 22 წლის 161-მა ონკოლოგიურმა პაციენტმა. 2024 წლის დეკემბრიდან ცვლილება შევიდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში და სტაციონარულ სამედიცინო სერვისებზე პროგრამის მოსარგებლეებისთვის შეიქმნა თანაგადახდის სამართლებრივი საფუძველი აყვანილი ექიმის/ექთნის, არჩეული პალატის, სახარჯი მასალისა და ინოვაციური აპარატურით/მეთოდით მკურნალობისთვის. აღნიშნული მექანიზმი გადამწყვეტია პაციენტის ინტერესებისთვის, რადგან მათ აღარ მოუწევთ პროგრამიდან ერთჯერადად გასვლა, არამედ ზოგადი წესით მიიღებენ პროგრამულ დაფინანსებას, ხოლო დამატებითი მომსახურებისთვის მოუწევთ მხოლოდ მინისტრის ბრძანებით დადგენილი ზღვრული ოდენობით თანხის გადახდა. დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 2024 წლიდან დაიწყო მშობიარობის შემდგომი პოსტნატალური ვიზიტის დაფინანსება. აღნიშნული სერვისის ფარგლებში, 2024 წელს მომსახურება უკვე მიიღო ათასამდე მელოგინემ. აღსანიშნავია, რომ პროგრამის წარმატებას ადასტურებს ანტენატალური ვიზიტების მაღალი მოცვა (95%). პროგრამას ასევე დაემატა გალაქტოზემიაზე, ადრენოგენიტალურ სინდრომსა და ბიოტინიდაზას დეფიციტზე სკრინინგი, რომელიც ტარდება ყველა ახალშობილისთვის. პირველადი ჯანდაცვის დონეზე ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში მონაწილეობისთვის შერჩევა ხორციელდება ისეთი კრიტერიუმების შესაბამისად, როგორიცაა: ინფრასტრუქტურა, ექიმებისა და ექთნების კვალიფიკაცია. ამ კრიტერიუმების მიხედვით, 2024 წლის მარტიდან, პროგრამის ფარგლებში, 77 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ სერვისების მიწოდებას აგრძელებენ ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ყველაზე ხარისხიან და პაციენტზე ორიენტირებულ სერვისებს აწვდიან. ასევე 2024 წლის აპრილიდან მოქმედებს პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებების სპეციალისტებისთვის უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულება, რომელიც უკვე დააკმაყოფილა 80%-ზე მეტმა დაწესებულებამ. საანგარიშგებო პერიოდში აშენდა და აღიჭურვა ავეჯითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურით 22 სოფლის ამბულატორია. 2025 წელს დაგეგმილია 16 სოფლის ამბულატორიის მშენებლობა. უკვე დაწყებულია 12 ამბულატორიის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, წლის ბოლომდე დაიწყება კიდევ 4 ამბულატორიის მშენებლობა. 50 სოფლის ამბულატორია აღიჭურვა აპარატურით და 2024 წელს 1100-ზე მეტ სოფლად მცხოვრებ ადამიანს ჩაუტარდა სპეციალისტის კონსულტაცია ტელემედიცინის სერვისის საშუალებით. 2024 წელს, ევროკავშირსა და გაეროს ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, დამატებით, ტელემედიცინის აპარატით აღიჭურვა 60 ამბულატორია. 2025 წელს კვლავ გაგრძელდა სოფლად ექიმებისა და ექთნებისთვის ხელფასების ყოველწლიური ზრდის (10%იანი ზრდის) ტენდენცია. პირველადი ჯანდაცვის, როგორც „მეკარიბჭის“ (gatekeeper), ფუნქციის უკეთ განხორციელების მიზნით, დამტკიცდა 20 გზამკვლევი ყველაზე გავრცელებული დაავადებების მართვისთვის. გზამკვლევების მიზანია არასაჭირო ჰოსპიტალიზაციის თავიდან აცილება და პაციენტებისთვის ამბულატორიულ პირობებში დაავადებების მართვის საუკეთესო შესაძლებლობების შექმნა. 2025 წლიდან დაიწყო პირველადი ჯანდაცვის განახლებული მოდელის დანერგვა, რომელიც სრულად მორგებული იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებსა და მოლოდინებზე. პჯდ დონეზე თითოეული მოქალაქე მიიღებს პრევენციული, სკრინინგის, დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების ფართო სპექტრს. პჯდ დაწესებულებებისთვის დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული და ასაკზე მორგებული კაპიტაციის დაფინანსების სისტემა, რისთვისაც მომდენო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამატებით 120 მლნ ლარი. პილოტური პროექტი დაიწყება ექვს დაწესებულებაში ახალი მოდელების გამოსაცდელად. კვლავ გრძელდება „C ჰეპატიტის ელიმინაციის სახელმწიფო პროგრამა“. 2025 წლის 31 მარტის ჩათვლით, სკრინინგული კვლევით გამოკვლეულია 3.1 მლნ ბენეფიციარი, მკურნალობაში ჩაერთო 90.4 ათასზე მეტი პირი, მათ შორის, სრულად განიკურნა 86.4 ათასზე მეტი პირი, განკურნების მაჩვენებელი 99%-ს შეადგენს. საქართველო, C-ჰეპატიტთან ბრძოლაში, გლობალურ ლიდერადაა აღიარებული. C ჰეპატიტის ელიმინაციის პარალელურად, 2024 წელს ამოქმედდა „B ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამაც“. პროგრამა მოიცავს ბენეფიციართა გამოვლენას, დიაგნოსტიკას, სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფასა და მონიტორინგს. B ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება პროგრამის მკურნალობის კომპონენტში ჩასართავად საჭირო დიაგნოსტიკური გამოკვლევები და სამკურნალო საშუალებები − ტენოფოვირი და ენტეკავირი, რომლებიც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პროტოკოლით მიღებული პირველი რიგისა და სარეზერვო მედიკამენტებია. B ჰეპატიტის მართვის პროგრამის მკურნალობის კომპონენტში უკვე ჩართულია 639 პაციენტი. ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ეფექტიან განხორციელებას მოჰყვა ტუბერკულოზის ახალი შემთხვევების კლების ტენდენცია (75.3 (2014) და 29 (2024) ასი ათას მოსახლეზე), 65%-იდან (2014) 86%-ამდე (2024) გაიზარდა განკურნების მაჩვენებელიც. დიაბეტით დაავადებული 18 წლამდე ასაკის პირებისთვის 2022 წლიდან ხელმისაწვდომი გახდა სისხლში გლუკოზის უწყვეტი მონიტორინგის უახლესი თაობის სისტემები (CGM). 78 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პროგრამის ფარგლებში შეძენილი მოწყობილობით ამჟამად სარგებლობს 1 200-ამდე ბავშვი. მათ შორის, 2024 წელს 596 ბავშვს გადაეცა ახალი თაობის CGM სისტემა. მათი სრულყოფილად გამოყენებისთვის, პროგრამის ფარგლებში დაიწყო მობილური სმარტფონების დაფინანსება. 2024 წელს გაცემულია 156 სმარტფონი. გაიზარდა ასევე პროგრამის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობაც. თუ გასულ წლებში ბავშვებისთვის პროგრამა მხოლოდ დედაქალაქის 3 დაწესებულებაში იყო ხელმისაწვდომი, ეს მაჩვენებელი 2024 წელს გაზრდილია და ბავშვებისთვის მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია შიდა ქართლის, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის, აჭარის რეგიონების სამედიცინო დაწესებულებებში. გრძელდება მუშაობა პროგრამის კიდევ უფრო გაფართოების მიმართულებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიღწევაა დიალიზის სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაფართოება. 2024 წელს, პროგრამას დაემატა დიალიზის სერვისის 10 მიმწოდებელი (მარტვილის, ყვარლის, დუშეთის, საგარეჯოს, ჭიათურის, ხულოს, სენაკის, ტყიბულის, წალენჯიხისა და კასპის მუნიციპალიტეტები). 2024 წლის მდგომარეობით, დიალიზის სერვისი ხელმისაწვდომია 50 დაწესებულებაში. პროგრამის ფარგლებში მომსახურება მიიღო 3.6 ათასამდე პაციენტმა. არსებული სერვისის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდება მიზნობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორები, რომლებიც შეაფასებს პროგრამის ეფექტიანობას. 2022 წლიდან დაიწყო ღვიძლისა და ძვლის ტვინის გადანერგვის ოპერაციების დაფინანსება პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე, მათ შორის, საზღვარგარეთის კლინიკებში. პროგრამის ფარგლებში ფინანსდება ასევე ტრანსპლანტაციის წინა კვლევები, მაღალდოზირებული ქიმიოთერაპია, პოსტტრანსპლანტაციური პერიოდის მართვა. საანგარიშო პერიოდში, ორგანოთა ტრანსპლანტაციის პროგრამების ფარგლებში, ძვლის ტვინის გადანერგვა ჩაუტარდა 57, თირკმლის ტრანსპლანტაცია − 47 და ღვიძლის გადანერგვა კი 9 პაციენტს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე მოქალაქეების უფლებრივი და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2024 წელს დამტკიცდა ფსიქიკური ჯანმრთელობის ახალი სტანდარტები, რომელიც გახდება მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების საფუძველი. საექთნო პროფესიის გაძლიერება და ექიმების პროფესიული განვითარების სისტემის ფორმირება ჯანდაცვის ახალი სტრატეგიის მთავარი პრიორიტეტებია.  2024 წელს საკანონმდებლო დონეზე განხორციელდა ექთნებისა და მეანი ექთნების საკანონმდებლო აღიარება და მათი „რეგულირებად“ პროფესიად განსაზღვრა. ჯანმოსთან თანამშრომლობით, მიმდინარეობს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.  მიმდინარეობს მუშაობა ერთიანი ელექტრონული სისტემის შემუშავებაზე საექთნო პერსონალის რეგისტრაციისთვის;  დიპლომისშემდგომ განათლებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სარეზიდენტო მზადება უფინანსდებათ სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირებს პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში. საქართველოში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვის მიზნით, 2025 წლის მონაცემებით, საერთაშორისო აკრედიტაცია მიიღო 173-მა კლინიკამ (სტაციონარების საერთო რაოდენობის 86%), ხოლო 29 ჰოსპიტალი უახლოეს მომავალში დაასრულებს აკრედიტაციის 79 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პროცესს, რაც საქართველოში მაღალი სტანდარტების დანერგვის შესაძლებლობას კიდევ ერთხელ ადასტურებს. ევროინტეგრაციის კონტექსტში, კვლავ პრიორიტეტად რჩება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში არსებული დირექტივების მაღალ დონეზე შესრულება. პარლამენტში განხილვის პროცესშია „მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონი ეთიკური და ხარისხის მოთხოვნების სრული დაცვით დაარეგულირებს მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის სფეროს. საანგარიშგებო პერიოდში გადამზადდა და დასაქმდა 64 პარამედიკოსი და 12 მოტომედიკოსი. 2024 წელს დასრულდა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არსებული 30 სასწრაფო დახმარების რაიონული სამსახურის სარემონტო სამუშაოები და ეტაპობრივად განხორციელდა 105 ახალი ავტომობილის დამატება. მიმდინარე წელს დაგეგმილია ავტოპარკის განახლება 150 ავტომობილით, კერძოდ, 120 სასწრაფო დახმარების მანქანითა და 30 რეანიმობილით. 3.1.2 სოციალური დაცვა ქვეყანაში მოსახლეობის უფლებების რეალიზების, სიღარიბისგან გამოწვეული სოციალური რისკების შემცირების/განეიტრალებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, უწყვეტად ხორციელდება მიზნობრივი ჯგუფების ასაკობრივი პენსიით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა (მათ შორის, ბავშვთა), მარჩენალდაკარგულთა, დევნილთა, მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებ პირთა, ომის ვეტერანთა, სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრებ პირთა და სხვა კატეგორიათა ფულადი დახმარებებით უზრუნველყოფა, ასევე განსაკუთრებული აქცენტი კეთდება დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობასა და მოსახლეობისათვის სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებაზე. სოციალური პროგრამები/სერვისები ემსახურება მოწყვლადი ოჯახების მხარდაჭერას, სამუშაო ადგილების შექმნის ხელშეწყობას, უმუშევრობასა და სოციალურ ექსკლუზიასთან ბრძოლას. სახელმწიფო პენსიის ინდექსაციის წესის შემოღება საპენსიო სისტემის რეფორმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ინდექსაციის წესის შესაბამისად, 2025 წლიდან ყველა პენსიონერისთვის სახელმწიფო პენსია გაიზარდა 35 ლარით და 70 წლამდე ხანდაზმულთათვის განისაზღვრა 350 ლარით, ხოლო 70 წლისა და მეტი ასაკის პირებისთვის − 450 ლარით. სახელმწიფო პენსიით მოსარგებლეთა რაოდენობა, 2025 წლის მარტის მდგომარეობით, შეადგენს 869 ათასზე მეტ პირს, ხოლო მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის მიზნით, 2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია, დაახლოებით, 4.5 მლრდ ლარი. საპენსიო ასაკის პირებს შორის თითქმის 71% ქალია. უწყვეტად გრძელდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის სახელმწიფო პენსიის დანამატის გაცემა პენსიის 20%-ის ოდენობით. შედეგად, ამავე პერიოდისთვის შესაბამისი დანამატის მიმღებია მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები 84 331 პენსიონერი. სახელმწიფო პენსიის ზრდის პარალელურად, 2025 წლიდან ავტომატურად გადაანგარიშდა სახელმწიფო კომპენსაციები. ინდექსაციის პრინციპის გათვალისწინებით, 35 ლარით გაიზარდა სახელმწიფო კომპენსაციის მაქსიმალური ზღვარიც და ნაცვლად 1000 ლარისა, შეადგინა 1 035 ლარი. 80 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, 2025 წლის მარტის მდგომარეობით, საარსებო შემწეობის მიმღებია 696 ათასზე მეტი პირი, მათ შორის, ბავშვის ბენეფიტის მიმღებია ყოველთვიურად 250 700-ზე მეტი ბავშვი. საარსებო შემწეობის მიმღებთა შორის ოჯახის წევრის „საზოგადოებრივი დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართვის გამო, 235 000-ზე მეტ პირს 4 წლის განმავლობაში გარანტირებულად შეუნარჩუნდება საარსებო შემწეობის მიღებისა და სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე სხვა თანმდევი ბენეფიტებით სარგებლობის უფლება. მოქალაქეთათვის მოქნილი და ეფექტიანი მომსახურების სისტემის შექმნის მიზნით, დაინერგა სოციალური დაცვის, დასაქმების, ჯანდაცვის, ბავშვზე ზრუნვის მომსახურების „ერთი ფანჯრის პრინციპით“ ერთ სივრცეში მიწოდების მოდელი. მიმდინარეობს და მომავალშიც დაგეგმილია მომსახურების ცენტრების სარეაბილიტაციო/სამშენებლო სამუშაოების ჩატარება, ახალი ელექტრონული სისტემების დანერგვა და თანამშრომლების გადამზადება, რათა ჩამოყალიბდეს მოქალაქეთათვის სოციალური მომსახურების მიწოდების თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სისტემა, რაც მოსახლეობას გაუადვილებს ერთ სივრცეში, „ერთი ფანჯრის პრინციპით“ საჭირო მომსახურების მიღებას. 2024 წელს რეაბილიტირდა ლენტეხისა და თბილისში − გლდანის სერვისცენტრები. შშმ პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით კვლავაც აქტიურად გრძელდება მუშაობა, როგორც ფულადი დახმარებების ზრდის, ასევე მხარდამჭერი მომსახურებების განვითარების მიმართულებით. შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრულია სოციალური პაკეტის ინდექსაციის პირობები, მსგავსად სახელმწიფო პენსიის ინდექსაციისა. 2025 წლიდან, ინდექსაციის პირობების გათვალისწინებით, ყველა კატეგორიის შშმ პირთათვის თანაბრად განხორციელდა სოციალური პაკეტის მატება 35 ლარის ოდენობით და შშმ ბავშვებისა და მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური პაკეტის ოდენობამ შეადგინა 425 ლარი, მნიშვნელოვნად გამოხატული შშმ პირთა სოციალური პაკეტი განისაზღვრა 230 ლარით, ხოლო ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი – 190 ლარით. უწყვეტად გრძელდება მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის სოციალური პაკეტის დანამატის გაცემა მათთვის განსაზღვრული სოციალური პაკეტის 20%-ის ოდენობით. მოცემულ ეტაპზე სოციალური პაკეტის მიმღებია 186 000-ამდე პირი, მათ შორის არის 127 000-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, საიდანაც 17 600-ზე მეტი შშმ ბავშვია. პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, შეიცვლება შშმ პირის სტატუსის დადგენის მეთოდოლოგია. მოქმედი სამედიცინო მოდელი სამომავლოდ ჩანაცვლდება ბიოფსიქოსოციალური მოდელით, რაც ხელს შეუწყობს შშმ პირების საჭიროებების სწორად განსაზღვრასა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული პოლიტიკის წარმართვას. შშმ პირთა უფლებების რეალიზების, მათი ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინების, საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში სრულფასოვანი ინტეგრაციისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ქვეყანაში წარმატებით მიმდინარეობს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი, რომელიც გულისხმობს დიდი ზომის დაწესებულებების დახურვასა და მათ ჩანაცვლებას მცირე ზომის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით. მოცემულ ეტაპზე, ბავშვები უკვე აღარ იმყოფებიან დიდი ზომის ზრუნვის დაწესებულებებში და ისინი მომსახურებას იღებენ ალტერნატიულ ზრუნვის სერვისებში (მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები, ხანგრძლივი მოვლა), ხოლო ზრდასრულთა დეინსტიტუციონალიზაციის ფარგლებში, 2024 81 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წელს დასრულდა მარტყოფის პანსიონატის დეინსტიტუციონალიზაცია. შშმ პირთა პანსიონატების ინდივიდუალური დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შესაბამისად, მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატის ბენეფიციარებისთვის მოხდა 8 ახალი სახლის კეთილმოწყობა და აღჭურვა. მარტყოფის პანსიონატიდან საანგარიშო პერიოდში 50-ამდე შშმ პირი განთავსდა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურებაში და მარტყოფის პანსიონატი დაიხურა. 2024 წელს დასრულდა დაბა ბედიანში 4 ახალი მცირე საოჯახო ტიპის სახლის მშენებლობა, 2025 წლის განმავლობაში მოხდება მათი აღჭურვა და ბენეფიციართა გადაყვანა განხორციელდება ეტაპობრივად, რაც საგრძნობლად გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებსა და ცხოვრების ხარისხს. ხანდაზმულთა და შშმ პირთა ინსტიტუციონალიზაციის პრევენციის, ოჯახის მხარდაჭერისა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, ქვეყანაში განვითარება დაიწყო პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის მომსახურებებმა, აღნიშნული სერვისები ამცირებს რეჰოსპიტალიზაციის რისკს და ხელს უწყობს მოსარგებლე ჯგუფების დამოუკიდებელ ცხოვრებას. 2024 წელს გაიზარდა მომსახურების მიწოდების მსურველი ორგანიზაციების მოთხოვნა, სერვისების რეგისტრაციის მიზნით, გაფართოვდა სერვისების მიწოდების გეოგრაფიული არეალიც. 2025 წლიდან, სოციალური მომსახურებების დეცენტრალიზაციის პოლიტიკის მიმართულებით, განხორციელდა პერსონალური ასისტენტის მომსახურებით უზრუნველყოფის სერვისის მუნიციპალიტეტებისთვის დელეგირება. ამ მომსახურების გადაცემით შეიქმნა სოციალური მომსახურების ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე დელეგირების პირველი პრეცედენტი, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტების ინსტიტუციურ და ფინანსურ გაძლიერებას, სოციალური მომსახურების მიწოდების ეფექტიანობის გაზრდას მუნიციპალურ დონეზე. 2024 წლის ბოლოს პერსონალური ასისტენტის მომსახურება ხელმისაწვდომი იყო შემდეგ რეგიონებში: თბილისი, კახეთი (სიღნაღი), მცხეთა-მთიანეთი (დუშეთი), იმერეთი (საჩხერე/ბაღდათი), გურია (ჩოხატაური) და აჭარა (ბათუმი/ქედა/შუახევი). მომსახურების გაფართოების ტენდენცია მზარდია და მასში ეტაპობრივად ერთვებიან სხვა რეგიონებიც/მუნიციპალიტეტებიც, რაც ბენეფიციართა რაოდენობის ზრდასაც განაპირობებს. 2025 წლიდან პერსონალური ასისტენტის მომსახურება ხელმისაწვდომია უკვე 28 მუნიციპალიტეტში. 2024 წელს შინმოვლის სერვისი ხელმისაწვდომი იყო შემდეგ რეგიონებში: თბილისი, იმერეთი (ბაღდათი, ქუთაისი), გურია (ჩოხატაური), აჭარა (შუახევი, ქედა), შიდა ქართლი (გორი), ქვემო ქართლი (დმანისი) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (ზუგდიდი). დღეისათვის, მომსახურების არეალი გაფართოვდა, ახალი მომსახურება შეიქმნა სამცხე-ჯავახეთში (ბორჯომი). „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2024 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ 2024 წლის ოქტომბრიდან ინტეგრირდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტი. საკონსულტაციო ცენტრები უზრუნველყოფენ შშმ პირთა საკონსულტაციოსაინფორმაციო მხარდაჭერას, საჭირო მომსახურებებში გადამისამართებასა და მათი უფლებების ადვოკატირებას. ასეთი ცენტრები ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს სულ 5 რეგიონში (იმერეთი, აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, გურია). ყოველწლიურად იზრდება „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი და მრავალფეროვანი ხდება პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული 82 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მომსახურებები. 2024 წელს პროგრამის ბიუჯეტი 76 350 000 ლარს შეადგენდა, 2025 წლისთვის კი განისაზღვრა 95 000 000 ლარით. 2025 წლის პროგრამაში ცალკე ჩაშენდა პროგრამის შეფასების ძირითადი ინდიკატორები, რომლებმაც განსაზღვრული პერიოდულობით უნდა უზრუნველყოს პროგრამების/კომპონენტების განხორციელებადობის, საჭიროების, შესაბამისობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის, გავლენისა და მდგრადობის შესწავლა რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების გამოყენებით. ინდიკატორების ახალი სისტემის მეშვეობით 2025 წელს საპილოტე რეჟიმში განხორციელდება 5 ქვეპროგრამის/კომპონენტის, მათ შორის, ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამისა და ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის ქვეპროგრამის შეფასება. გარდა ამისა, წლიური ბიუჯეტის ზრდამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო პროგრამის ზოგიერთი ქვეპროგრამის/კომპონენტის ვაუჩერის ღირებულების ზრდა, რაც შესაძლებლობას მისცემს მომსახურების მიმწოდებელ ორგანიზაციებს, უზრუნველყონ მომსახურების ხარისხის ამაღლება და გაუმჯობესებული პირობები პროგრამითა და შესაბამისი სტანდარტით გათვალისწინებული ღონისძიებების შესასრულებლად. პარალელურად, გამკაცრდება სახელმწიფო კონტროლი მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მხრიდან პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე. აქტიურად მიმდინარეობს სოციალური მომსახურებების სისტემის გაუმჯობესება, რაც გულისხმობს ახალი სოციალური მომსახურებების გაჩენასა და მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების გაზრდას, კვალიფიკაციური სპეციალისტების მომზადების ხელშეწყობის გზით. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მიმდინარეობდა მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების გაფართოების პროცესი, შედეგად, საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაინერგა 80-ამდე ახალი მომსახურება. ეს მომსახურებები განკუთვნილია შშმ პირთათვის, ბავშვებისა და ხანდაზმულებისათვის. პერმანენტულად მზარდია მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და პროგრამებით მოსარგებლეთა რაოდენობაც. ნებისმიერი ფორმის ძალადობისაგან ბავშვის დაცვა ბავშვის ერთ-ერთი ფუნდამენტური უფლებაა. ამ მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებას, ძალადობის პრევენციისა და მასზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმების შექმნას. ბავშვთა მიმართ ძალადობის მიმართულებით, სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოში საანგარიშო პერიოდში დაფიქსირდა 2000-ზე მეტი მომართვა. ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება ოჯახურ მზრუნველობას მოკლებულ, სოციალურად დაუცველ, მიუსაფარ და მიტოვების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა, მათი ფიზიკური და სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის გზით, კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარება, ასევე 18-იდან 21 წლამდე სახელმწიფო ზრუნვის მომსახურებებში მცხოვრები ან მომსახურებიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება/ხელშეწყობა და სხვა. 2024 წელს „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა, რომლის საფუძველზეც, გაფართოვდა სოციალური მუშაკის პროფესიული სფერო, რაც სოციალურ მუშაკთა ვაკანტური პოზიციების შევსების მეტ შესაძლებლობას იძლევა. ცვლილებებით განისაზღვრა სოციალური მუშაკი-მაძიებლის ცნება და ჩამოყალიბდა მომიჯნავე 83 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პროფესიათა ჩამონათვალი. ასევე 2024 წელს შემუშავდა სოციალური მუშაკის მიერ შემთხვევაზე რეაგირების მიდევნების მექანიზმი და საქმეების მართვის წესების პროცედურები. 2025 წლის მარტის მდგომარეობით, საშტატო ერთეულით გათვალისწინებულია 310 სოციალური მუშაკი, ხოლო ფაქტობრივად დასაქმებულია 288. სოციალური მუშაკის ანაზღაურება 2024 წელს შეადგენდა 1995 ლარს, 2025 წელს კი გაიზარდა და შეადგენს 2 190 ლარს. მაძიებელი სოციალური მუშაკის ხელფასი 2024 წელს იყო 1 463 ლარი, ხოლო 2025 წელს შეადგენს 1606 ლარს. დღეისათვის ზრუნვის სააგენტოში დასაქმებულია 29 სოციალური მუშაკი-მაძიებელი. 2024 წელს უსახლკარო/მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი (3 და მეტი), სოციალურად დაუცველი ოჯახების განსახლების პროგრამის ფარგლებში, განხილულია 824 ოჯახის საკითხი, დადებითი გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 570 ოჯახთან დაკავშირებით. საიდანაც, დღეის მდგომარეობით, უკვე 200-ამდე ოჯახს სახელმწიფომ შეუსყიდა საცხოვრებელი სახლი. საანგარიშო პერიოდში, დევნილი ოჯახის ღირსეული საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფის გეგმის ფარგლებში, აქტიურად გრძელდება სამშენებლო სამუშაოები, რომლის შედეგად მომდევნო წლებში დამატებით 6 000-ზე მეტი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელ ბინას ახლადაშენებულ კორპუსებში. ამასთან, აქტიურად გრძელდება დევნილთა ღირსეული საცხოვრებლით უზრუნველყოფის სხვა პროგრამები, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს 2 022 დევნილი ოჯახი იქნა უზრუნველყოფილი, რაც შეეხება 2025 წელს, 682 ოჯახის დაკმაყოფილება მოხდა განსახლების სხვადასხვა კომპონენტის ფარგლებში. 2024 წელს ეკომიგრანტთა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სტიქიით დაზარალებული ოჯახებისთვის შეძენილ იქნა 392 საცხოვრებელი სახლი, 2023 წლის 8 სექტემბრის სტიქიური მოვლენების შედეგად, ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში დაზარალებულმა 565მა ოჯახმა, საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლების სანაცვლოდ, მიიღო საკომპენსაციო თანხა, ასევე ჭიათურის მუნიციპალიტეტში ანთროპოგენური კატასტროფის შედეგად დაზარალებულმა 7-მა ოჯახმა მიიღო საკომპენსაციო თანხა, ადიგენის მუნიციპალიტეტში სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულმა 49 ოჯახმა მიიღო საკომპენსაციო თანხა. 2025 წელს ეკომიგრანტი ოჯახებისათვის შესყიდულ იქნა 110 საცხოვრებელი სახლი. 2024 წლის 13 აგვისტოს ხელი მოეწერა მემორანდუმს „ღირსეული შრომის პროგრამის“ შესახებ, რომელიც წარმოადგენს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ 2024-2025 წლებში საქართველოს მხარდაჭერის შესახებ სამმხრივი კონსულტაციების შედეგს. პროგრამა პირველია საქართველოსთვის და ორი წელი გაგრძელდება, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შესაბამისობა გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ხელშეკრულებასთან (UNSDCF), რომლის ვადაც 2025 წელს იწურება. 2024-2025 წლების პერიოდში მას აქვს ორი პრიორიტეტი: სოციალური დიალოგის განვითარება და სამართლიანი ტრანზიცია ეკონომიკურ ცვლილებებთან ადაპტაციის მიზნით. 2024-2025 წლების პერიოდში შრომის ინსპექციის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაზრდისა და შრომის ინსპექტორთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში შემუშავდა/დასრულდა მუშაობა 6 სახელმძღვანელოზე, ასევე 2024 წლის საანგარიშო პერიოდში შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ უშუალოდ ან ჩართულობით 30 მოკლევადიანი და გრძელვადიანი ტრენინგი 17 თემატურ საკითხზე. შრომითი უფლებებისა და უსაფრთხოების სფეროში საკანონმდებლო ბაზის დახვეწისა და პრაქტიკაში სრულყოფილად დანერგვის მიმართულებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად, შრომის უსაფრთხოებისა და 84 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ნაკისრი ვალდებულებების ეფექტიანად აღსრულების მიზნით, 2024 წლის 15 მარტიდან 2 წლის ვადით დაიწყო მუშაობა ევროკავშირის საჯარო სამსახურების დაძმობილების ახალმა პროექტმა − „საქართველოში უსაფრთხო და ჯანსაღი სამუშაო გარემოს გაუმჯობესება ევროკავშირის სტანდარტებისა და მოწინავე საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად“, რომლის ფარგლებში მიმდინარეობს მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების 30-ე დანართით განსაზღვრული შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის 19 დირექტივაზე. პროექტის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, შემუშავდა და განახლდა 3 ტექნიკური რეგლამენტის პროექტი, 4 დირექტივაზე დაყრდნობით: · 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/104/EC დირექტივა სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე; · 1992 წლის 3 ნოემბრის საბჭოს დირექტივა 92/91/EEC ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფისთვის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე; · 1992 წლის 3 დეკემბრის საბჭოს დირექტივა 92/104/EEC ზედაპირზე და მიწის ქვეშ მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფისთვის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე; · 1992 წლის 24 ივნისის საბჭოს 92/57/EEC დირექტივა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების იმპლემენტაციის შესახებ; აღნიშული დირექტივებიდან, 2009/104/EC დირექტივაზე დაყრდნობით, 2025 წლის 1 მაისს საქართველოს მთავრობის №135 დადგენილებით მიღებულ იქნა „ტექნიკური რეგლამენტი − სამუშაო სივრცეში სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული მინიმალური მოთხოვნების შესახებ“. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში უმნიშვნელოვანესი ცვლილებები განხორციელდა „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში, რომლითაც კიდევ უფრო დაიხვეწა და გარკვეულწილად გამარტივდა სამედიცინო პერსონალისთვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურების მექანიზმი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით განსაზღვრულ მომსახურების მიმწოდებელ სამედიცინო დაწესებულებას გააჩნდა. შრომით ნორმებზე საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელდა 527 საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრა, მომზადდა 56 საინფორმაციო მასალა (ვიდეორგოლები, ბუკლეტები, სახელმძღვანელოები, 17 ნორმატიული აქტი (სომხურ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე)), მომზადდა ელექტრონული სასწავლო კურსი შრომის უსაფრთხოების თემატურ საკითხზე. შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველსაყოფად, საანგარიშო პერიოდში „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ − შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომითი უფლებებისა და შრომის უსაფრთხოების ნორმების აღსრულებაზე განხორციელებული ზედამხედველობის ფარგლებში ჩატარებულ იქნა 6 549 აქტივობა 3 991 ობიექტზე, რაც, 2025 წლის მდგომარეობით, აქტიური სუბიექტების 1,4%-ს უტოლდება. აღნიშნული ინსპექტირებების შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად, სამსახურის 85 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიერ ყველა ობიექტზე გაცემულ იქნა 29 402 მითითება, განხორციელებული ინსპექტირებები კი შეეხო 126 304-ამდე დასაქმებულ პირს. დასაქმების ხელშეწყობის ფარგლებში, სსიპ − დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს ინსტიტუციური გაძლიერებაის ფარგლებში, სასწავლო ვიზიტები შედგა გერმანიაში, ბელგიაში, შვედეთსა და ავსტრიაში. ვიზიტების დროს გაზიარებულ იქნა ინფორმაცია/გამოცდილება შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით: „ადამიანური კაპიტალის განვითარება“ − უნარებისა და დასაქმების გაძლიერება, ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა „Youth Guarantee“, სამართლიანი და ეთიკური დასაქმების მიმართულებით, ასევე „შეზღუდული შესაძლებლობა − ინკლუზიური სოციალური დაცვა“. საანგარიშო პერიოდში ინდივიდუალური კარიერის დაგეგმვა და პროფესიული კონსულტაცია ჩაუტარდა 4 535 სამუშაოს მაძიებელს, მათ შორის, ქალი − 3 763, ახალგაზრდა − 1 079, შშმ პირი − 125. კონსულტაციის სერვისის ფარგლებში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემებთან დადარების შედეგად, დასაქმებულია 584 სამუშაოს მაძიებელი. გარდა ამისა, 52 მოთხოვნად პროფესიაზე ჩაერთო 2 651 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, ქალი − 2 212, ახალგაზრდა − 589, შშმ პირი − 58. სასწავლო პროცესი დაასრულა 1 172-მ მოსარგებლემ (მათ შორის, ქალი − 1 083). ხოლო 2 520 მოსარგებლიდან 2025 წლის პირველ კვარტალში სწავლა დაასრულა 975-მა მოსარგებლემ (მათ შორის, ქალი − 805, ახალგაზრდა − 214). 2024 წლის პროგრამის მონაწილეებიდან დასაქმებულია 2 589. საანგარიშო პერიოდში სტაჟირების კომპონენტში ჩაერთო 15 დამსაქმებელი, რომელთა მიერ წარმოდგენილ ვაკანსიებზე დასაქმდა 144 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 129 ქალი, 44 ახალგაზრდა და 1 შშმ პირი. სტაჟირების პროგრამებში ჩართული ბენეფიციარების მონაცემების სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემებთან დადარების შედეგად დასაქმებულია 80 სამუშაოს მაძიებელი. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 218 მოწყვლად პირს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება. დაბალკონკურენტუნარიანი ჯგუფების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, შშმ პირთათვის მოძიებულ იქნა 148 ვაკანსია. დასაქმებულია 41 მოწყვლადი პირი, მათ შორის, 30 შშმ პირი. სუბსიდირების კომპონენტში ჩაერთო 1 დამსაქმებელი და 3 ახალგაზრდა სამუშაოს მაძიებელი. დასაქმებულია 3 პირი, მათ შორის, 1 ქალი. ინდივიდუალური კონსულტაცია გაიარა 9803-მა სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის ქალი − 7 017, ახალგაზრდა − 2 394, შშმ პირი − 479. გარდა ამისა, ჩატარდა 40 ჯგუფური კონსულტაცია, რომელსაც ჯამში − 373 სამუშაოს მაძიებელი დაესწრო, მათ შორის, 320 ქალი. კონსულტაციის სერვისის ფარგლებში, სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემებთან დადარების შედეგად დასაქმებულია 1 502 სამუშაოს მაძიებელი. ქუთაისის რეგიონულ სერვისცენტრში პრობაციის სააგენტოს ბენეფიციარებთან გაიმართა ჯგუფური კონსულტაცია, მონაწილეობა მიიღო 4-მა ბენეფიციარმა, რომლებიც ასევე დარეგისტრირდნენ დასაქმების პორტალ − worknet.moh.gov.ge-ზე. საანგარიშო პერიოდში 813 დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ 8 165 თავისუფალ სამუშაო ადგილზე საშუამავლო მომსახურების გაწევის (სამუშაოს მაძიებელთა შერჩევის) მიზნით, ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს. ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 1 874 სამუშაოს მაძიებელი. მათ შორის − 1199 ქალი, ახალგაზრდა − 520, შშმ პირი − 92. საშუამავლო 86 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მომსახურების კომპონენტში ჩართული ბენეფიციარების მონაცემების სსიპ − შემოსავლების სამსახურის მონაცემებთან დადარების შედეგად დასაქმებულია 1718 სამუშაოს მაძიებელი. 2024 წელს საზოგადოებრივი სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ფარგლებში − 1 746-მა მიმწოდებელმა ჯამში გამოაცხადა 39 707 საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსია. გამოცხადებულ საზოგადოებრივი სამუშაოების ვაკანსიებზე სოციალური ხელშეკრულება გაუფორმდა 31 192 სოციალურად დაუცველი პირს, საიდანაც 2024 წლის ბოლოსთვის აქტიური ხელშეკრულება ჰქონდა 29 094 პირს, მათ შორის, ქალი − 16 324, ახალგაზრდა − 2 381 და შშმ პირი − 4 578. 2025 წელს საზოგადოებრივ სამუშაოზე ჩართვის მიზნით, 28 617 სოციალურად დაუცველ პირს გაუფორმდა ხელშეკრულება, მათ შორის, 16 125 − ქალი, 3 825 − ახალგაზრდა. საანგარიშო პერიოდში ღია შრომის ბაზარზე სულ დასაქმებულია 32 804 მოსარგებლე, მათ შორის, 13 426 ქალი. ღია შრომის ბაზარზე დასაქმებული 32 804 მოსარგებლიდან 2024 წელს დასაქმებულია 9 393 პირი, მათ შორის, 4 979 ქალი და 540 შშმ პირი. საკუთარი ეკონომიკური საქმიანობის ფორმალიზება მოახდინა 2 761-მა პირმა, რომელთა რაოდენობამ შეადგინა 801 პირი. არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის ორგანიზების გაუმჯობესების მიზნით და „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, 2024 წელს შემუშავდა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით დამტკიცდა „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ორგანიზების წესი“. ამასთან, 2024 წლის აპრილის თვიდან ამოქმედდა არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის ქვეპროგრამა, რომლის მიზანია არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მართვა და დაფინანსების უზრუნველყოფა. საანგარიშო პერიოდში ქვეპროგრამის ფარგლებში არასამხედრო ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვეულია 49 პირი. შრომითი მიგრაციის (ემიგრაცია/იმიგრაცია) რეგულირების მიმართულებით, 2023 წელს ძალაში შევიდა შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება, რის შედეგადაც, შეიქმნა სპეციალური ელექტრონული სისტემა, ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სერტიფიცირებისა და მონიტორინგის მექანიზმები, გაუმჯობესდა მონაცემთა აღრიცხვა და შრომითი იმიგრანტებისთვის რეგისტრაცია სავალდებულო გახდა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შრომითი მიგრაციის სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, საანგარიშო პერიოდში, რეგისტრირებულია ადგილობრივ დამსაქმებელთან დასაქმებული 14 835 შრომითი იმიგრანტი. „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ამოქმედდა საშუამავლო კომპანიების სავალდებულო სერტიფიცირება. საანგარიშო პერიოდში, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და ნორმების შესაბამისად, საქართველოს ფარგლებს გარეთ შრომით მოწყობასთან დაკავშირებული საქმიანობის სერტიფიკატი მოიპოვა 13-მა საშუამავლო კომპანიამ. ამავდროულად, სერტიფიცირებული საშუამავლო კომპანიები ვალდებულნი არიან, წელიწადში ორჯერ წარადგინონ შესაბამისი ანგარიშები მათ მიერ გაწეული საშუამავლო საქმიანობის თაობაზე. შესაბამისად, საშუამავლო კომპანიების მიერ საანგარიშო პერიოდში წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, მათ მიერ საზღვარგარეთ დასაქმდა 1086 საქართველოს მოქალაქე. შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის განვითარებისა და საზღვარგარეთ დროებითი ლეგალური დასაქმების შესაძლებლობების გაფართოების მიზნით, საქართველოს მთავრობას უკვე აქვს გარკვეული შედეგები. კერძოდ, გაფორმებულია ორმხრივი შეთანხმებები გერმანიასთან, საფრანგეთთან, ბულგარეთსა და ისრაელთან. 87 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით განხორციელდა შემდეგი აქტივობები: შეირჩა და გერმანიაში დასაქმდა 1 201 საქართველოს მოქალაქე; პარალელურად, მიმდინარეობდა აქტიური კონსულტაციები საბერძნეთის, სლოვაკეთისა და ისრაელის მხარესთან, ცირკულარული შრომითი მიგრაციის სფეროში ორმხრივი შეთანხმების გაფორმების მიზნით. 3.2 განათლება, მეცნიერება, ახალგაზრდობის პოლიტიკა საანგარიშო პერიოდში განხორციელდა არაერთი ღონისძიება, განათლების სისტემის მოდერნიზაციის, განათლების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით. რეფორმები მოიცავდა სკოლამდელი, ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეებზე სტანდარტების დახვეწას, სასწავლო პროცესის თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებას, მასწავლებლების პროფესიული განვითარების მხარდაჭერასა და ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესებას. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა მეცნიერების მხარდაჭერის მიმართულებით, ხოლო ახალგაზრდობის პოლიტიკის კუთხით, მთავრობა აქტიურად უწყობდა ხელს ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას პროფესიული, სოციალური და პიროვნული განვითარებისთვის. 3.2.1 განათლება საქართველო შეუერთდა Eurydice Network-ს, რომელიც Erasmus+ პროგრამის ნაწილია და ღიაა მხოლოდ ევროკავშირის წევრი და Erasmus+ პროგრამული ქვეყნებისთვის. მისი მისიაა, აღწეროს და სისტემატურად განაახლოს ქსელში ჩართული ქვეყნების განათლების სისტემები. ქსელს ასევე გააჩნია პლატფორმა საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად, რომელიმე კონკრეტული ქვეყნის განათლების სისტემის წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივად გადაჭრის ხელშეწყობის მიზნით. მომზადდა განათლების სისტემის აღწერის პროექტით გათვალისწინებული თავები და განთავსდა ქსელის ელექტრონულ პორტალზე. ასევე 2024 წლის დეკემბერში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ გააკეთა განაცხადი საგრანტო პროგრამაზე პროექტის გაგრძელების მიზნით და ევროკომისიის გადაწყვეტილებით გამოიყო გრანტი. ადრეული და სკოლამდელი განათლება მუნიციპალიტეტების საკუთარი უფლებამოსილების მხარდაჭერის მიზნით, გაგრძელდა ადგილობრივ ხელისუფლებასთან სამინისტროს თანამშრომლობა, მათ შორის, ინკლუზიური განათლების დანერგვის მიმართულებით. მიმდინარეობს მუნიციპალიტეტისა და მათი ბაგაბაღების გაერთიანებების წარმომადგენელთა ინტენსიური პროფესიული მხარდაჭერა და გადამზადება, სკოლამდელი განათლების მომსახურებების ხარისხის გაუმჯობესების, ინკლუზიური და თანაბრად ხელმისაწვდომი გარემოს უზრუნველყოფის მიზნით. მიმდინარეობს განახლებული სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა მეთოდოლოგიური რესურსების განვითარებითა და ექსპერტული მხარდაჭერით. საანგარიშო პერიოდში „ადრეული ინკლუზიური განათლების“ ტრენინგმოდული გაიარა 21 მუნიციპალიტეტის 488 ადრეული განათლების სპეციალისტმა. სკოლამდელი განათლების საყოველთაო ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობდა მუშაობა დივერსიფიცირებული მომსახურებების განვითარებაზე, რაც 88 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გულისხმობს სტანდარტული, დომინანტური მომსახურებისგან განსხვავებული ფორმების შეთავაზებას საბავშვო ბაღების მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის, რომლებიც გეოგრაფიული, თუ სხვა გარემოებების გათვალისწინებით, ვერ ერთვებიან საგანმანათლებლო პროცესებში. ალტერნატიული მოდელები უკვე დაპილოტდა 2023-2024 სასწავლო წელს ონისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, როგორც სკოლის ბაზაზე, ასევე − ოჯახურ გარემოში, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვებისთვის. მომზადებულია სკოლამდელი განათლების დივერსიფიკაციის კონცეფცია და მიმდინარეობს მუშაობა 2025 წლის საშემოდგომო სესიაზე საკანონმდებლო ცვლილების პაკეტის წარსადგენად. სკოლამდელ დაწესებულებაში დასაქმებულთა პროფესიული განვითარებისა და ადრეული განათლების კურიკულუმის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში გადამზადებულია 1000-ზე მეტი საგანმანათლებლო და ადმინისტრაციული პერსონალი, როგორც დარგობრივი პროფესიული მოდულებით, ასევე პოზიტიური მშობლობის ხელშეწყობისა და დაწესებულების მართვის საკითხების მიმართულებით. 2024 წელს გამოვლენილია „აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგმოდულის მიწოდების მსურველი 6 ახალი ორგანიზაცია და მომზადებულია 16 ახალი ტრენერი (მიმწოდებელია სულ 18 ორგანიზაცია, 49 ტრენერი). სკოლამდელი განათლების რეფორმის ფარგლებში, ადამიანური რესურსის გაძლიერებისა და ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მიზნით, მხარდაჭერილია პრიორიტეტული საბაკალავრო პროგრამა, რომელიც ხორციელდება 4 საჯარო და 1 კერძო უნივერსიტეტის ბაზაზე, ხოლო აღმზრდელის უმაღლესი პროფესიული პროგრამა ხორცილდება 28 პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. არაქართულენოვანი აბიტურიენტებისთვის ხორციელდება ერთწლიანი ქართული ენის კურსი, რაც ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების ახალგაზრდა წარმომადგენლების შემოსვლას პროფესიაში. ამასთან, ERASMUS-EDU-2024-CBHE პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტი მიზნად ისახავს ადრეული განათლების საბაკალავრო და სასერტიფიკატო პროგრამების შემუშავებას, დიგიტალური რესურსებისა და საუნივერსიტეტო ქსელის შექმნას, პერსონალის გადამზადებასა და ცნობიერების ამაღლებას. პროექტში მონაწილეობენ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ტარტუს უნივერსიტეტი (ესტონეთი), ვილნიუსის უნივერსიტეტი (ლიეტუვა). დაიწყო აღმზრდელ-პედაგოგის ახალი სახელფასო პოლიტიკის შემუშავება. მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით, არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს აღმზრდელ-პედაგოგთა შრომის ანაზღაურების მოდელირება, რაც უზრუნველყოფს, კვალიფიკაციის, დაგროვილი გამოცდილების, პროფესიული განვითარებისა და სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით, ანაზღაურების სამართლიანი და ღირსეული სისტემის შექმნას. „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, ფუნქციონირებს დაწესებულებათა პირველადი რეგისტრაციის ელექტრონული სისტემა, რომლის მეშვეობითაც, ხდება მონაცემთა განახლება და უზრუნველყოფილია ავტორიზაციის პროცესის დაგეგმვა უკვე აღრიცხულ დაწესებულებებზე დაყრდნობით. „ინოვაცია, ინკლუზია და ხარისხი – საქართველო I2Q (WB)“ პროექტის ფარგლებში, შემუშავებულ იქნა ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დროებითი მართვის საინფორმაციო სისტემისათვის შესაგროვებელი მინიმალური მონაცემების 89 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აღმწერი დოკუმენტი. ამასთან, შეთანხმდა ახალ ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) სკოლამდელი განათლების კომპონენტის ინტეგრაციის საკითხი. 2024 წელს დამტკიცდა ავტორიზაციის განრიგი, რომლითაც განისაზღვრა 2025 − 2030 წლამდე პერიოდში ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ავტორიზაციის გავლის რიგითობა. შესაბამისად, 2025 წლის განმავლობაში ავტორიზაციის პროცესს პირველად გაივლის 125 საბავშვო ბაღი. არაქართულენოვან ზოგიერთ სკოლამდელ დაწესებულებებში სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა მიმდინარეობდა ბილინგვური მიდგომით. 2024-2025 სასწავლო წლისთვის 65 არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებიდან პროგრამაში უკვე ჩართულია 34 დაწესებულება. პროგრამის სრული მასშტაბით განსახორციელებლად და ყველა არსებული არაქართულენოვანი საბავშვო ბაღის დასაფარად, მიმდინარეობს დამატებითი ბილინგვური სპეციალისტების შერჩევა. შემუშავდა მშობლიურენოვანი და ქართულენოვანი რესურსები. სკოლამდელი ბილინგვური განათლება მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება. 2025 წელს არაქართულენოვანი ჯგუფებით დაკომპლექტებული 71 სკოლამდელი დაწესებულების სრული დაფარვის მიზნით, გამოცხადდა ვაკანსიები და მიმდინარე ეტაპზე პროგრამაში ჩართულია 60-ამდე არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულება. შეიქმნა და დარიგდა თემატური მოთხრობების კრებულები, პოსტერები და სხვადასხვა სახის საჭირო რესურსი. პროგრამის სრული მასშტაბით განსახორციელებლად და ყველა არსებული არაქართულენოვანი საბავშვო ბაღის დასაფარად შეირჩნენ დამატებითი ბილინგვური სპეციალისტები, რაც 2025-2026 სასწავლო წლისთვის უზრუნველყოფს პროგრამის დაფარვის არეალის მნიშვნელოვან ზრდას. მიმდინარე პერიოდისათვის პროგრამაში ჩართულ 90-ამდე ბილინგვურ მასწავლებელს უტარდება შესაბამისი ტრენინგები. გაგრძელდება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ღონისძიებები, კერძოდ, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში დაწყებული საბავშვო ბაღების მშენებლობარეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც ჯამში − 885 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია-მშენებლობას გულისხმობს. პროგრამის ფარგლებში, პირველ ეტაპზე, გათვალისწინებულია 243 საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა/რეაბილიტაცია, რომელთა ჯამური ღირებულება არის 563 მილიონ ლარამდე. აქედან, საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა 144 ახალი საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა და 99 საბავშვო ბაღის პროექტირება/რეაბილიტაცია. I ეტაპის საბავშვო ბაღებიდან, დღეის მდგომარეობით, დასრულებულია 55 საბავშვო ბაღის პროექტირება/მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს შემდეგი ეტაპის საბავშვო ბაღების რაოდენობისა და ღირებულების დაზუსტება. აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით მიმდინარე საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის (LCIP) ფარგლებში გათვალისწინებულია 20 საბავშვო ბაღის მშენებლობა, შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თეთრიწყარო, თელავი, სიღნაღი, ლაგოდეხი, მარტვილი, ზუგდიდი, სენაკი, ქალაქი ფოთი, ლანჩხუთი, ახალციხე, ქალაქი ქუთაისი. 2025 წლის მაისის მდგომარეობით, დასრულებულია 16 საბავშვო ბაღის მშენებლობა და მიმდინარეობს სამუშაოები 4 საბავშვო ბაღზე, რომელთა დასრულებაც დაგეგმილია 2025 წელს. 90 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ამდენად, ზემოაღნიშნული პროგრამების ფარგლებში, საანგარიშო დასრულებულია შესაბამისი სამუშაოები 71 საბავშვო ბაღთან მიმართებით. პერიოდისთვის ზოგადი განათლება სკოლებისთვის მეტი ავტონომიის უზრუნველყოფისა და, ამავდროულად, ანგარიშვალდებულების სისტემური მექანიზმის შესაქმნელად მიმდინარეობდა მუშაობა თითოეული საფეხურის ბოლოს მოსწავლეთა აკადემიური მიღწევების ეროვნული (დიაგნოსტიკური) შეფასების დაწყების მიზნით. გადაიხედა ეროვნული სასწავლო გეგმის კონცეპტუალური და ადმინისტრაციული ნაწილი, რომელიც აძლიერებს სკოლის ავტონომიას შემოქმედებითი და აკადემიური თავისუფლების კუთხით; სკოლა თავად განსაზღვრავს, საკუთარი მოსწავლეების საჭიროებების შესაბამისად, რა რესურსით, რა სტრატეგიებითა და მეთოდებით მიაღწევს ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს. სკოლის მიმართ დელეგირებული უფლებამოსილებებისა და ნდობის გაზრდის პარალელურად, მკაფიოდ განისაზღვრა, რა სახის ანგარიშვალდებულების სისტემა ყალიბდება სასკოლო საზოგადოებისა და სამინისტროს წინაშე. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ხელი მოეწერა „ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შორის უმაღლესი განათლების ხარისხებისა და სერტიფიკატების ორმხრივი აღიარების შესახებ“ შეთანხმებას. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში ჩინური ენის, როგორც მეორე უცხოური ენის, სწავლების ხელშეწყობისთვის დაიწყო მუშაობა დაწყებითი და საბაზო საფეხურის ჩინური ენის პროგრამაზე. 2024-2025 სასწავლო წლისთვის, კონფუცის ინსტიტუტების ხელშეწყობით, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩინური ენა უკვე 24 (13 საჯარო და 11 კერძო) სკოლაში ისწავლება. სკოლამდელი და ზოგადი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსებამ 2024 წელს შეადგინა 2,043.20 მლნ ლარი, ხოლო 2025 წლის დაზუსტებული გეგმა, 2024 წელთან შედარებით, გაიზარდა 418.93 მლნ ლარით და შეადგინა 2,462.14 მლნ ლარი. ამასთან, 2025 წელს გაიზარდა საჯარო სკოლების ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის თანამდებობრივი სარგო 10%-ის ფარგლებში. მასწავლებელთა ახალი სახელფასო პოლიტიკის ფარგლებში, ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში (eSchool) შემუშავდა ახალი მოდული, რომელიც სამინისტროს აძლევს შესაძლებლობას, მასწავლებლის/სპეციალური მასწავლებლის შრომის ანაზღაურების მიზნით, განსაზღვროს საჯარო სკოლებისათვის ყოველთვიური დამატებითი დაფინანსების ოდენობა. დაფინანსების არსებული მოდელის ეფექტიანობასა და ეფექტურობის ჰოლისტური შეფასების მიზნით, ჩატარდა მრავალკომპონენტიანი კვლევა. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით, 2025 წლის სექტემბრიდან დაიწყება ახალი მოდელის პილოტირება, ხოლო, პილოტირების შედეგების საფუძველზე, დაიხვეწება მისი საბოლოო ვერსია, რომელიც 2027 წლიდან ამოქმედდება. 2024 წლის 1 ივლისიდან გაიზარდა საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება − სტატუსის მქონე ყველა, 52 000-ზე მეტ პედაგოგს მნიშვნელოვნად გაეზარდა ხელფასი, კერძოდ, 37 000 მასწავლებელს (პედაგოგთა კორპუსის 70%-ს) ხელფასი 500-იდან 800 ლარამდე, ხოლო მასწავლებელთა კორპუსის 25%-ს − საშუალოდ 300-იდან 400 ლარამდე გაეზარდა. 91 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მასწავლებელთა დანარჩენი ნაწილის (5%-ის) ხელფასის მატება, სულ მცირე, 200 ლარს შეადგენს. 2020 − 2024 წლებში ყოველწლიურად, ეტაპობრივად იზრდებოდა სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის შრომის ანაზღაურებაც. „მოსწავლეებისა და მასწავლებლების სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში, საქართველოს სკოლებში დარიგდა 5,770,806 სახელმძღვანელო, ჯამური ღირებულებით − 19,940,591.89 ლარი, მათ შორის, 323,319 ბილინგვური სახელმძღვანელო არაქართულენოვანი სკოლებისთვის (2,340,187.69 ლარი). ასევე შესყიდულ იქნა 782 ბრაილის შრიფტითა და 12 რელიეფური სახელმძღვანელო (123,826 ლარი) და 20 სახეობის გახმოვანებული სახელმძღვანელო სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის (28,637.5 ლარი). პროგრამის − „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ეროვნული უმცირესობების სკოლამდელ და სასკოლო დაწესებულებებში“ − ფარგლებში, სახელმწიფო ენის ფლობის დონის ასამაღლებლად და სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ეთნიკური უმცირესობებისთვის დაბეჭდილ იქნა 64 850 ცალი ბილინგვური სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსი, ჯამური ღირებულებით − 419 984 ლარი. „საჯარო სკოლის მოსწავლეების ტრანსპორტით უზრუნველყოფის“ პროგრამის ფარგლებში, უფასო ტრანსპორტით უზრუნველყოფილი იქნება თბილისის 75 საჯარო სკოლის 12682 მოსწავლე, აქედან 36 საჯარო სკოლის 536 მოსწავლე არის სსსმ სტატუსის მქონე. 2024 წელს კვლავ აღინიშნა მასწავლებლის ეროვნული დღე, საზოგადოებისა და განათლების სისტემის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, 10 პედაგოგს გადაეცა მასწავლებლის ეროვნული პრემია – სპეციალურად შექმნილი სამკერდე ნიშანი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით. მასწავლებლის პროფესიის რეგულირების წესის განახლების მიზნით, აღნიშნული წესის კონცეფციაზე მუშაობს მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფი. კონცეფცია დაეფუძნება ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის მრავალფეროვანი მექანიზმების შექმნას. შემუშავდა „ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების დაფინანსების ახალი მოდელის“ სამუშაო ვერსია, რომელიც ეფუძნება 2023-2024 წლებში ჩატარებულ მრავალმხრივ კვლევებს. კვლევის ფარგლებში მოხდა სკოლებში რესურსების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული იმ საკვანძო გამოწვევებისა და შეზღუდვების იდენტიფიცირება, რასთან გამკლავებაც უწევთ სკოლებს. განახლებული ავტორიზაციის სტანდარტის შესაბამისად, ამ ეტაპისთვის ავტორიზებულია 460 საჯარო სკოლა. ფართომასშტაბიანი განხილვებისა და სასკოლო საზოგადოების წევრების აქტიური ჩართულობით, გადამუშავდა ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დოკუმენტი, სადაც მთავარი ორიენტირი გაკეთდა მოსწავლეებში პატრიოტიზმის, ეროვნული სულისკვეთების, ეროვნული იდენტობის, სახელმწიფოებრივი აზროვნების, ოჯახის ინსტიტუციის პატივისცემის, ზოგადსაკაცობრიო და უნივერსალური ღირებულებების ჩამოყალიბებასა და გაძლიერებაზე. საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილი ცვლილებით, 2025 წლიდან სავალდებულო განათლება 9-ის ნაცვლად 10-წლიანი გახდა. ეს მოიცავს მოსწავლეთა უკეთ მომზადებას მომავალ საგანმანათლებლო ან პროფესიულ არჩევანთან მიმართებით და შრომის ბაზარზე 92 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გასასვლელად, ხოლო საშუალო საფეხური (XI-XII კლასი) უფრო მეტად ორიენტირებული იქნება განათლების შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად. ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების განახლებული დოკუმენტისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში საბაზო და საშუალო განათლების ხანგრძლივობასთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, დასრულდა მუშაობა დაწყებითი და საბაზო საფეხურების საგნობრივ სტანდარტებზე. განისაზღვრა ის ცოდნა, უნარები და ღირებულებები თითოეულ საგანში, რასაც უნდა დაეფუძნოს საგაკვეთილო სწავლება და მოსწავლის აღზრდა. გრძელდება მუშაობა საშუალო საფეხურის ახალ კონცეფციაზე, რომელიც მოიცავს მოსწავლის პოტენციალის რეალიზებასა და გაღრმავებული კურსების შეთავაზებას. კონცეფცია მიზნად ისახავს მოსწავლის გააზრებული არჩევანის გაკეთებას, უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარზე მომზადებას, ასევე აკადემიური და სასიცოცხლო უნარების განვითარებას. საშუალო საფეხურზე იქნება ასევე არჩევითი საგნები და ინტეგრირებული პროფესიული პროგრამები. მომზადდა საშუალო საფეხურის საგნობრივი სტანდარტები 2 მიმართულებად: 1. Core და გაძლიერებული საგნობრივი კურსები, რომელთა პილოტირებაც დაიწყება შერჩეულ სკოლებში; 2. კლასიკური ვერსია, რომელიც გაიგზავნება საჯარო განხილვებზე და დაინერგება ყველა დანარჩენ სკოლაში განათლების E-სახლის პორტალზე განთავსებულია 2878-ამდე საგანმანათლებლო რესურსი, საიდანაც 625 აიტვირთა საანგარიშო პერიოდში. რესურსები მრავალფეროვან თემატიკას მოიცავს და მიზნად ისახავს როგორც სასწავლო პროცესის, ისე მასწავლებლებისა და სკოლის ადმინისტრაციის პროფესიული განვითარების მხარდაჭერას. 2024 წელს მიმდინარეობდა სკოლის ელექტრონული ჟურნალის მობილური აპლიკაციის შექმნა, რაც ემსახურება ელექტრონული ჟურნალით სარგებლობის გამარტივებას და უზრუნველყოფს სკოლისა და მშობლის კიდევ უფრო მოქნილ კომუნიკაციას. აპლიკაციის მეშვეობით, მასწავლებლებს საშუალება ეძლევათ, საკუთარი სმარტფონებიდან აღრიცხონ მოსწავლეების შეფასებისა და დასწრების მაჩვენებლები, ხოლო მშობლებისთვის მყისიერად ხელმისაწვდომი ხდება ინფორმაცია საკუთარი შვილის/შვილების აქტივობების შესახებ, შეტყობინების სახით. 2023 წელს დაინერგა ერთიანი პორტალი − skolebi.emis.ge, სადაც, პირველ ეტაპზე, ყველა საჯარო სკოლას, მომავალში კი კერძო სკოლებსაც ექმნებათ შესაძლებლობა, საკუთარი სკოლის შესახებ ერთიან სივრცეში განათავსონ ინფორმაცია. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა პორტალის ფუნქციონალის განვითარება, ტექნიკური მხარდაჭერა და მომხმარებლებისთვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა. 2024 წელს დასრულდა კვლევა − „გრიფირების არსებული მოდელის შეფასება“, რომელიც მოიცავდა სახელმძღვანელოების შექმნის, ხარისხის რეგულირებისა და არჩევის პროცესის სრულ ანალიზს. საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით, შეფასდა არსებული პრაქტიკა, გამოვლინდა გამოწვევები და მომზადდა რეკომენდაციები სახელმძღვანელოების ხარისხის გაუმჯობესებისა და სისტემის დახვეწის მიზნით. ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და სახელმძღვანელოების შეფასების რეკომენდაციებზე დაყრდნობით, მიმდინარეობს სასწავლო რესურსების განვითარების მექანიზმის განახლება. მუშავდება პოლიტიკა, რომელიც ეფუძნება განახლებულ საგნობრივ სტანდარტებს და ითვალისწინებს მოსწავლის, მშობლისა და მასწავლებლის უკუკავშირს. განახლებული მიდგომა გავრცელდება ბილინგვურ და არაქართულენოვან სექტორებზე 93 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გადათარგმნილ სახელმძღვანელოებზეც. 2025 წელს განახლებული ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტების პროექტების შესაბამისად, შემუშავდა სახელმძღვანელოების კონცეფციები თითოეული საგნისთვის. საშუალო საფეხურის პოლიტიკის განვითარების ფარგლებში, ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირის გასაძლიერებლად, მსოფლიო ბანკის მიმდინარე ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალი მოდელი. ამასთან, შემუშავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს. საანგარიშო პერიოდში მომზადდა ახალი სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფცია და ტექნიკური სპეციფიკაციების აღმწერი დოკუმენტი. სსსმ/შშმ პირებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და მათზე მორგებული სასწავლო პროცესის წარმართვისათვის, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა მოდულით გადამზადდა 1300-ზე მეტი პირი, ასევე განხორციელდა სპეციალური განათლების მხარდამჭერი სხვადასხვა ღონისძიება. სენსორული (სმენა), აუტიზმის სპექტრის მქონე, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის ფუნქციონირებს 12 ინტეგრირებული კლასი, რომლის ფარგლებშიც, საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად, მოსწავლეებთან ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ დამატებითი სპეციალისტები. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული ქრონიკული დაავადებების მქონე ბავშვები საავადმყოფოს სივრცეში იღებენ საგანმანათლებლო სერვისს; ასევე საგანმანათლებლო სერვისს იღებენ ა(ა)იპ − ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყნის“ ბენეფიციარები. მოწყვლადი ჯგუფების (ბოშები, მესხები, შშმ და სსსმ მოსწავლეები) სოციალიზაციის მიზნით, დაფინანსდა საჯარო სკოლების 20 პროექტი. „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვების განათლებასთან დაკავშირებული სერვისების განხორციელება გადაეცა მანდატურის სამსახურს. სსიპ − საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურში ამოქმედდა ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი ახალი მოდელი, რომლის მიზანია, პასუხისმგებლობისა და მხარდამჭერი მომსახურებების მობილიზება ერთ სივრცეში, რაც არსებული რესურსების უფრო კოორდინირებულად მართვის, ეფექტიანად გამოყენებისა და კომპეტენციების ფოკუსირებულად გაძლიერების პირობებს შექმნის. მოდელი ფოკუსირებულია სმენის, მხედველობის, დასწავლისა და მრავლობითი დარღვევების მქონე ბავშვების მხარდაჭერაზე, ასევე რესურსსკოლების გამოცდილებისა და მატერიალური ბაზის ეფექტიან გამოყენებაზე. 2024 წლის 1 ივნისიდან მანდატურის სამსახურმა დაიწყო ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურება და გადაიბარა ინკლუზიური განათლების მულტიდისციპლინური გუნდის ფუნქციები. შემოღებულ იქნა სპეციალიზებული 94 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საკონსულტაციო მომსახურება ქცევისა და სენსორული და კომუნიკაციური სირთულეების მიმართულებით. მომსახურების ხარისხის გასაუმჯობესებლად შტატი ეტაპობრივად გაიზარდა და დაემატა 26 სპეციალისტი. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების შემდგომი გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით, მომზადდა ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასების დასკვნის ხარისხის მონიტორინგის კრიტერიუმები, რთული ქცევის მიმართულებით სპეციალიზებული საკონსულტაციო მომსახურების უზრუნველყოფის პროტოკოლის სამუშაო ვერსია, ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების მიღებაზე მომართვისა და შეფასების/დასკვნების ახალი ფორმები, რომლებიც გამოიყენება პილოტირების რეჟიმში. ასევე მომზადდა რამდენიმე სამუშაო დოკუმენტი: მომსახურების ხარისხის მონიტორინგის შიდა სისტემა, სპეციალისტების პროფესიული განვითარების მოდელი, თარჯიმნის მომსახურების უზრუნველყოფის პროცედურა არაქართულენოვანი მოსწავლეებისთვის და მანდატურის სამსახურსა და განათლების მხარდამჭერ ცენტრს შორის მულტიდისციპლინური თანამშრომლობის პროცედურა. ფსიქოსაგანმანათლებლო შეფასებისა და კონსულტირების მომსახურების ფარგლებში მომართვებისა და ანგარიშგების სისტემის გაუმჯობესების მიზნით, დაიწყო მუშაობა ახალი ელექტრონული პროგრამის მომზადებაზე, რომლის ინტეგრირებაც დაგეგმილია მანდატურის სამსახურის ელექტრონულ სისტემაში (erofficer.emis.ge). ამოქმედდა ინკლუზიური და სპეციალური განათლების მხარდამჭერი ცენტრის ცხელი ხაზი, რომლის საშუალებითაც, დაინტერესებულ პირებს ეძლევათ მათთვის საჭირო ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. ეთნიკური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის, სახელმწიფო ენის ფლობის დონის ამაღლებისა და ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ და სახელმწიფო ენებზე ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფის მიზნით, არაქართულენოვან სკოლებში მიმდინარეობს ბილინგვური განათლების პროგრამის დანერგვა. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 150-ამდე სკოლის 400-ზე მეტი ორენოვანი მასწავლებელი. პროგრამაში ჩართული ბილინგვური სწავლების ყველა სპეციალისტი გადის სასწავლო ტრენინგსა და ყოველკვირეულ ქოუჩინგს საგნობრივ ექსპერტებთან ერთად. ბილინგვური განათლება ამ ეტაპზე ინერგება დაწყებით საფეხურზე, ხუთ საგანში. მომზადდა შესაბამისი სახელმძღვანელოები და სპეციალური საგანმანათლებლო რესურსები. 2024-2025 სასწავლო წლისათვის პროგრამა ხორციელდება 184 (63%) არაქართულენოვან საჯარო სკოლაში/სექტორზე. მიმდინარეობს სამუშაოები ყველა არაქართულენოვანი სკოლის/სექტორის ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართვის მიზნით. 2025-2026 სასწავლო წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზრდება ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართული სკოლების რაოდენობა. სახელმწიფო ენის დონის ასამაღლებლად და სწავლა-სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, ეთნიკური უმცირესობებისთვის დაიბეჭდა 64 850 ცალი ბილინგვური სახელმძღვანელო და დამხმარე რესურსი, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 419 984 ლარი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ბილინგვური სწავლების სპეციალისტებთან ერთად, ასევე მიმდინარეობს ადგილობრივი მასწავლებლის დატრენინგება მიწოდებული რესურსების გათვალისწინებით. მიმდინარეობდა განათლების მიღმა დარჩენილი პირების იდენტიფიცირება განახლებული მექანიზმის შესაბამისად, რომლის ფარგლებშიც ჩართული სახელმწიფო უწყებები ახორციელებენ მათ მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის მიმოცვლას სკოლის მიღმა 95 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დარჩენილი ბავშვების იდენტიფიცირების, გამომწვევი მიზეზების დადგენისა და სასკოლო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით. განათლების მიღების მეორე შესაძლებლობის მიმართულებით ე.წ. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების განათლებისა და სოციალიზაციის უზრუნველყოფისთვის ხორციელდება სპეციალური საგანმანათლებლო სერვისი − „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“, რომლის ბენეფიციარები არიან ქვეყანაში არსებული სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სადღეღამისო თავშესაფრებსა და დღის ცენტრებში მყოფი მიუსაფარი ბავშვები. მიმდინარებდა ქართული ენის დისტანციური სწავლება ემიგრაციაში მყოფი მოსწავლეებისთვის კვირაში 2-ჯერ, TEAMS-ის პლატფორმის საშუალებით. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 15 600-ამდე გაკვეთილი. შეიქმნა დამხმარე სასწავლო სახელმძღვანელო და სხვადასხვა რესურსი. საკვირაო სკოლებში სასწავლო პროცესის თანმდევი სირთულეებისა და ინდივიდუალური საჭიროებების შესწავლის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა საჭიროებების კვლევა და საზღვარგარეთ მოქმედი 50-ამდე ქართული საკვირაო სკოლისთვის უზრუნველყოფილ იქნა სახელმძღვანელოების, დამხმარე ლიტერატურისა და თვალსაჩინოებების შესყიდვა. გაგრძელდა სკოლებში სოციალური მუშაობის კომპონენტის დანერგვა, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო პროცესში მოსწავლეების, მათი კანონიერი წარმომადგენლებისა და მასწავლებლების მხარდაჭერას, ასევე მოსწავლეთა სოციალური განვითარებისთვის ხელშემშლელი ფაქტორების შემცირებასა და აღმოფხვრას. 2024 წელს მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკები თბილისისა და რეგიონების კიდევ 17 საჯარო სკოლაში შევიდნენ. ამ ეტაპზე სოციალური მუშაობა ხორციელდება საქართველოს 80 საჯარო სკოლაში. სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში გრძელდება ნივთიერებების მოხმარების პრევენციაზე მიმართული ორი პროგრამის განხორციელება: 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის − პროგრამა მტკიცებულებითი მეთოდის გამოყენებით (EU DAP 12 Unplugged Program) „ცოცხალი შესრულებით, ანუ ფონოგრამის გარეშე“ და ნარკოპრევენციის პროგრამა 13 წლის ზევით მოზარდებისთვის − „სარისკო ქცევების პრევენცია“. ასევე მე-4, მე5, მე-6, მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებისთვის სოციალურმა მუშაკებმა დაიწყეს ცხოვრებისეული უნარების განვითარების პროგრამის განხორციელება და აღნიშნული 109 საჯარო სკოლის 370 კლასში განხორციელდა. აქტიურად გაგრძელდა მუშაობა სკოლებში აღდგენითი პროცესების, მათ შორის, სასკოლო მედიაციის დანერგვის მიმართულებით, რაც კონფლიქტებზე რეაგირებისა და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის ერთ-ერთი საუკეთესო მექანიზმია. 2024 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, მედიატორად მანდატურის სამსახურის კიდევ 20 თანამშრომელი გადამზადდა. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი აქტიურად განაგრძობდა ცენტრის ბაზაზე ბავშვთა და მოზარდთა ჯგუფურ კონსულტაციას, თერაპიასა და მშობელთა ფსიქოგანათლებას. ცენტრის ბაზაზე სულ განხორციელდა ბავშვთა და მოზარდთა 16, ხოლო მშობელთა ფსიქოგანათლებისა და ფსიქოკონსულტირების 6 ჯგუფი. ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მიერ შეიქმნა თვითდახმარების პრინციპზე დაფუძნებული მშობელთა კონსულტირების ჯგუფი, რომელიც ცენტრის ბენეფიციარების მშობლებს აძლევს შესაძლებლობას, ყოველკვირეულად ონლაინრეჟიმში მიიღონ სპეციალისტის კონსულტაცია. 96 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2024 წლის სექტემბერში ქალაქ ოზურგეთში საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ახალი ოფისი გაიხსნა. თანამედროვე სტანდარტების შენობაში განთავსდა მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველო. მოეწყო ბავშვთა თერაპიის ოთახები, რომლებიც სრულად არის ადაპტირებული და მორგებული ბავშვთა საჭიროებებზე. ევროპის საბჭოს პროექტის − „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში“ − მხარდაჭერითა და მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, 4 შეხვედრა გაიმართა მოსწავლეებთან, მშობლებსა და მასწავლებლებთან ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე ქ. თბილისში, ქ. ბათუმსა და ქ. ქუთაისში, სადაც მონაწილეობა მიიღო 350-ამდე მოსწავლემ, 50-მა მშობელმა, 50 სკოლის წარმომადგენელმა. მთელი საქართველოს მასშტაბით, საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩატარდა ცნობიერების ამაღლების კამპანია მოსწავლეების, მშობლებისა და სკოლის წარმომადგენლების მონაწილეობით, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფის საკითხებზე, სადაც მონაწილეობა მიიღო 8000-ამდე ადამიანმა. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა „ბავშვთა ქორწინების შესახებ სტანდარტული საოპერაციო პროცედურების/გაიდლაინზე“. ასევე, მეხუთე წელია, ხორციელდება კამპანია − „ნუ წაართმევ ბავშვობას“, რომლის მიზანია ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულის პრევენცია და ცნობიერების ამაღლება. ამასთან, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის 281 მანდატური გადამზადდა ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და რეფერირების საკითხებზე. შემუშავდა ონლაინკურსი მასწავლებლებისთვის, რაც მათ დაეხმარება 18 წლამდე პირებთან დანაშაულის პრევენციის კუთხით. გადამზადებას გაივლის საჯარო და კერძო სკოლების ყველა მასწავლებელი, რაც გააძლიერებს ადრეულ პრევენციასა და კოორდინირებულ რეაგირებას. დამატებით აღსანიშნავია, რომ საჯარო სკოლების 88%-ს უკვე ჰყავს ექიმი ან ექთანი და აღჭურვილია სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო კაბინეტით. საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების მიერ ჩატარდა საგზაო უსაფრთხოების თემაზე 9 707 შეხვედრა, მანდატურის სამსახურის საქმიანობის, კიბერბულინგისა და სიძულვილის ენის შესახებ − 261 შეხვედრა. სკოლებში თანაბრად ხელმისაწვდომი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, დაწყებულია სკოლების მასშტაბური მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები, როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების დაფინანსებით, კერძოდ: · · მსოფლიო ბანკის დაფინანსებით მიმდინარე „ინოვაციის, ინკლუზიურობის და ხარისხის პროექტი − საქართველო I2Q“ ფარგლებში, პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, ჯამში, 37 სკოლის რეაბილიტაცია და მშენებლობა (23 სკოლის რეაბილიტაცია და 14 ახალი სკოლის მშენებლობა). საანგარიშო პერიოდისთვის დასრულებულია 3 სკოლის რეაბილიტაცია, ხოლო მიმდინარეობს 14 ახალი სკოლის პროექტირება/მშენებლობა და 20 სკოლის რეაბილიტაცია. სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციისა (NEFCO) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) დაფინანსებით მიმდინარე პროგრამა ითვალისწინებს 12 საჯარო სკოლის პროექტირებას/რეაბილიტაციას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს 6 საჯარო სკოლის პროექტირება/რეაბილიტაცია. 97 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · · ევროპის საბჭოს განვითარების ბანკისა (CEB) და აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოსდაცვითი თანამშრომლობის ფონდის (E5P) დაფინანსებით მიმდინარე პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდისთვის, დასრულებულია ქ. თბილისში 6 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 1 ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს 4 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია და 2 ახალი საჯარო სკოლის პროექტირება/მშენებლობა. ამასთან, დაგეგმილია 1 საჯარო სკოლის რეაბილიტაცია. სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის მიმართულებით, დასრულებულია 100-ზე მეტი სკოლის სრული რეაბილიტაცია და მიმდინარეობს 250-ამდე მეტი სკოლის მშენებლობის/რეაბილიტაციის პროცესი. დამატებით, ახალი სკოლების მშენებლობისთვის, მიმდინარეობს (დაწყების ეტაპზეა) 15 საჯარო სკოლის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების პროცესი. „საგანმანათლებლო დაწესებულებების ციფრული ტექნოლოგიებით განახლება/აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში 400-ამდე საჯარო სკოლას გადაეცა 16 744 ცალი ლეპტოპი, 742 ცალი პრინტერი და 1837 ცალი პროექტორი. ასევე 316 საჯარო სკოლას გადაეცა 2685 პერსონალური კომპიუტერი და 236 საჯარო სკოლას − 397 პრინტერი. „ჩემი პირველი კომპიუტერი“ პროგრამის ფარგლებში, პორტაბელური კომპიუტერები (ბუკი) გადაეცა 46 685 პირველკლასელს. პირველკლასელთა დამრიგებლებს გადაეცათ 3037 ერთეული პორტაბელური კომპიუტერი. ამავე პროგრამის ფარგლებში, საბაზო საფეხურის კურსდამთავრებულ წარჩინებულ 4962 მოსწავლეს გადაეცა პორტაბელური კომპიუტერები (ლეპტოპი). „ინოვაციის, ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტის“ ფარგლებში, მიმდინარე ეტაპზე დასრულებულია სასკოლო მზაობის საკლასო ოთახების მოწყობის სამუშაოები 145 საჯარო სკოლაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 2025 წელს სამუშაოები დასრულდება პროგრამით გათვალისწინებულ კიდევ 5 საჯარო სკოლაში. მიმდინარეობს და გაგრძელდება საერთაშორისო სტანდარტების მქონე, ულტრათანამედროვე, 500 მოსწავლეზე გათვლილი საერთაშორისო სტანდარტების, ულტრათანამედროვე ინფრასტრუქტურის მქონე საგანმანათლებლო ჰაბის „ევროპული სკოლა − თბილისის“ მშენებლობა, რომელიც მოემსახურება როგორც საქართველოს, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვა ქვეყნების წარმომადგენლებს. დასრულდა საპროექტო ტერიტორიის ვერტიკალური გეგმარება (მიწის სამუშაოები), საყრდენი კედლების სამუშაოები და აკადემიური და საერთო საცხოვრებელი შენობების კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა. დასრულებულია შიდა საინჟინრო კომუნიკაციების (წყალმომარაგება, გაზმომარაგება, გათბობა-გაგრილება-ვენტილაცია, სახანძრო უსაფრთხოების სისტემა და სუსტი დენები) მოწყობა. ასევე მიმდინარეობს აკადემიური და საერთო საცხოვრებელი შენობების (სულ − 5 ბლოკი) გადახურვის, ფასადისა და შემინვის სამუშაოები, აგრეთვე მიმდინარეა დამხმარე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციული ნაწილის მშენებლობა. პროფესიული განათლება პროფესიული განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსებამ 2024 წელს შეადგინა 145,25 მლნ ლარი, ხოლო 2025 წლის დაზუსტებული გეგმა, 2024 წელთან შედარებით, გაზრდილია 29.75 მლნ ლარით და შეადგენს 175.00 მლნ ლარს (დაფინანსებაში ასევე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული ხარჯებიც). 98 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2025 წელს გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების საათობრივი შრომის ანაზღაურება და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის თანამდებობრივი სარგო 10%-ის ფარგლებში. 2024 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ოთხი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მშენებლობა: ბორჯომში, გურჯაანში, ბოლნისსა და ბათუმში, საიდანაც 2025 წლის იანვრისთვის დასრულდა ბოლნისის კოლეჯის მშენებლობა, ასევე დასრულების ეტაპზეა ბორჯომში კოლეჯის მშენებლობა. ამავე პერიოდში მიმდინარეობდა ორი პრაქტიკული სწავლების სახელოსნოს მშენებლობა ქ. თელავსა და ქ. ფოთში. დასრულდა სახელოსნოების მშენებლობა სსიპ − კოლეჯ „ახალი ტალღაში“ (ქობულეთის მუნიციპალიტეტი), შემდეგი პროგრამებისათვის: კულინარია, კონდიტერია, სარესტორნო მომსახურება. 2024 წელს საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაჯითში გაიხსნა კოლეჯ „სპექტრის“ ფილიალი, რომლის შენობა სრულად აღიჭურვა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მიერ. ა(ა)იპ − სარკინიგზო ტრანსპორტის კოლეჯის ორ ლოკაციაზე − სამტრედიასა და თეთრიწყაროში, როგორც საქართველოს რკინიგზის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს და საკვანძო რეგიონებში, ფუნქციონირება დაიწყო ინოვაციურმა ჰიბრიდულმა სასწავლო ცენტრებმა თანამედროვე აღჭურვილობით. გაგრძელდა მუშაობა თბილისში ტრანსპორტის/ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ექსელენს ცენტრის განვითარების მიზნით. 2024 წელს დასრულდა საერთაშორისო ტენდერი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვაზე, ხოლო 2025 წლიდან დაიწყო მოსამზადებელი ეტაპი. ასევე უკვე გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები სექტორის იმ წამყვან კომპანიებთან, რომლებიც ცენტრის ამოქმედების შემდგომ აქტიურად ითანამშრომლებენ მასთან. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და სისტემის მოქნილობის უზრუნველყოფის მიზნით, 2024 წელს „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის 2024 წლის 30 აგვისტოს №143/ნ ბრძანებით დამტკიცდა „პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის/პროფესიული მომზადების პროგრამის/პროფესიული გადამზადების პროგრამის/სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის კომპონენტების დისტანციურად განხორციელების წესი და პირობები“. აღნიშნული წესის საფუძველზე, კოლეჯებსა და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროვაიდერებს პირველად მიეცათ შესაძლებლობა, პროფესიულ სტუდენტებსა და მსმენელებს დისტანციურად შესთავაზონ პროფესიული პროგრამების კომპონენტები, ხოლო, რიგ შემთხვევაში, პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამები განახორციელონ სრულად დისტანციურად. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, 2024-2025 სასწავლო წლიდან ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა დაიწყო 20 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათ შორის, 2 ისეთ მუნიციპალიტეტში, რომელშიც ამ დრომდე პროფესიული განათლება არ იყო ხელმისაწვდომი. პილოტირების ეტაპზე 300-ზე მეტი პირი იყო ჩართული. ხორციელდება 6 უნიკალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა (Front-end დეველოპმენტი, ბაღის დიზაინი, გრაფიკული დიზაინი, სარესტორნო მომსახურება, სასტუმრო მომსახურება, კომპიუტერული ქსელი და სისტემები). 2025 წელს 99 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმდინარეობს 70-ამდე ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. ინტეგრირებული საჯარო სკოლებში პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის დანერგვის ფარგლებში, არსებული მდგომარეობით, პროფესიული უნარების განვითარების საორიენტაციო კურსები განხორციელდა 600-ზე მეტ საჯარო სკოლაში. პროფესიული განათლების მიმწოდებელთა ქსელი ფარავს 48 მუნიციპალიტეტს, მათ შორის, პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საჯარო დაწესებულებები განვითარებულია თბილისსა და 38 სხვა მუნიციპალიტეტში. 2024 წელს, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოპოვების შედეგად, შვიდ საჯარო სკოლაში, მათ შორის, 2 ისეთ მუნიციპალიტეტში (ასპინძა, მარტვილი), რომელშიც ამ დრომდე პროფესიული განათლება არ იყო ხელმისაწვდომი დაინერგა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამები და დაიწყო მათი განხორციელება ასევე სხვადასხვა რეგიონში (ონი, სამტრედია, მარტვილი, ჭიათურა, ასპინძა, ზესტაფონი, ახალციხე). 2025 წლიდან გრძელდება მუშაობა დამატებით კიდევ 4 საჯარო სკოლაში, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვის მიმართულებით. იმავე მიზნით, პროფესიული უნარების სააგენტო ახორციელებს საბაზო (სასერტიფიკატო) კურსს 10 საჯარო სკოლაში, რომელიც შერჩეულია გეოგრაფიული დაფარვის პრინციპით, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად. აღსანიშნავია, რომ შერჩეული სკოლების ნაწილი დაიწყებს სამზადისს მომზადება-გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლების მოსაპოვებლად. გაიზარდა სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების ფორმით განხორციელებულ პროგრამებზე გამოცხადებული ადგილებისა და ჩარიცხული პირების რაოდენობა. 2024 წელს დუალურ პროგრამებზე ჩაირიცხა 378, ხოლო კოოპერაციულზე − 4508 პირი. 2024 წლის თებერვლიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში სისტემას დაემატა 26 სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამა (მათ შორის, 2 დუალური). დღეისათვის სისტემაში არის 251 სამუშაოზე დაფუძნებული პროგრამა (დუალური/კოოპერაციული/იმიტირებულ სამუშაო გარემოში სტატუსით), მათ შორის − 38 დუალური. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდა ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების პროცესი და სისტემას დაემატა 272 პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა. 2025 წლის მაისის მდგომარეობით, სისტემაში ჯამურად ხელმისაწვდომი იყო 650 პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამა. საანგარიშო პერიოდში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამებზე ჩაირიცხა 12504 პირი, ხოლო 2025 წლის მაისის მდგომარეობით, ზრდასრულთა განათლების სისტემის დანერგვიდან ჩარიცხულ პირთა ჯამური რაოდენობა 32 448-ზე მეტია. რაც შეეხება ინტეგრირებული პროგრამების დანერგვას, აღნიშნულ პროგრამებზე სწავლება ხელმისაწვდომია საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში. 2025 წლის მაისის მდგომარეობით, ხორციელდება 117 ინტეგრირებული პროგრამა. მათზე რეგისტრაციისა და ჩარიცხვის მაჩვენებელი ყოველწიურად იზრდება, 2024 წლის მიღების ფარგლებში, ინტეგრირებულ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულთა რაოდენობა 1242-ს შეადგენს. პროფესიული განათლების კურსდამთავრებულთა კვლევის მიხედვით, კურსდამთავრებულთა დასაქმების მაჩვენებელი კვლავ მაღალ ნიშნულს ინარჩუნებს და, 2024 წელს ჩატარებული 100 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ კვლევის თანახმად, 2023 წლის კურსდამთავრებულთა დასაქმების საერთო მაჩვენებელმა 79.4% შეადგინა. პროფესიული განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსებამ 2024 წელს შეადგინა 145.22 მლნ ლარი, ხოლო 2025 წელს საპროგნოზო ბიუჯეტი, 2024 წელთან შედარებით, გაიზარდა 29.78 მლნ ლარით და შეადგინა 175.00 მლნ ლარი (დაფინანსებაში ასევე გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული ხარჯებიც). 2025 წელს გაიზარდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებლების საათობრივი შრომის ანაზღაურება და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის თანამდებობრივი სარგო 10%-ის ფარგლებში. შემუშავდა პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი, შედეგებზე დაფუძნებული მოდელის სამუშაო ვერსია. განხორციელდა მისი სიმულაცია, რის საფუძველზეც, დაგეგმილია არსებული მოდელის გადახედვა. მიმდინარეობდა კომუნიკაცია კერძო სექტორთან, რათა პროფესიული უნარების სააგენტომ თანამშრომლობის ფარგლებში შესთავაზოს მათ ჩართვის კომპლექსური მექანიზმები, როგორიცაა: პროგრამების შემუშავება, განხორციელება და დაფინანსება, სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება, კოლეჯების თანადაფუძნება და მათი მართვაში გადაცემა. დაიწყო სამშენებლო კოლეჯ „კონსტრუქტ2-ის“ ფილიალის დაფუძნებასთან დაკავშირებული სამუშაოები, ახალციხის მუნიციპალიტეტში, ქ. ვალეში. ასევე მიღწეულ იქნა შეთანხმება დურგალთა ამქართან (საერთაშორისო პარტნიორობა ავსტრიასთან), ახალი პროექტის განხორციელების მიზნით. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, 2024 წლის ბოლოს პროფესიული უნარების სააგენტოსა და ავსტრიულ მხარეს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის მიზანია საქართველოში პროფესიული განათლების განვითარება საჯარო-კერძო პარტნიორობის გზით, აღნიშნული თანამშრომლობის საბოლოო შედეგი, ავსტრიის მხარის ჩართულობით, ქვეყანაში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სადურგლო პროფილის კოლეჯის შექმნაა. ამასთან, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, საანგარიშო პერიოდში, გურჯაანში გაგრძელდა კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის განვითარების პროცესი, რომლის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2025 წელს. პროფესიული განათლების კვალიფიკაციების განახლება ეტაპობრივად გრძელდება შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გასაზრდელად. ახალი მეთოდოლოგიის ფარგლებში, კერძო სექტორის მონაწილეობით, 2024 წელს განახლდა 50 პროფესიული კვალიფიკაცია და სტანდარტი. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის ბოლომდე პროფესიული კვალიფიკაციები ყველა ეკონომიკურ სექტორში იქნება განახლებული. საანგარიშო პერიოდში დამტკიცდა პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიის მარეგულირებელი ჩარჩოდოკუმენტები: პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი; პროფესიული განათლების მასწავლებლის ეთიკის კოდექსი; პროფესიული განათლების მასწავლებლის საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის წესი და პირობები; სახელმწიფოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული განათლების მასწავლებლის შრომის ანაზღაურების გაცემის წესი და პირობები. 101 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პროფესიული განათლების მასწავლებლების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადების მიზნით, განახორციელდა 5 საერთაშორისო სასწავლო ვიზიტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო პროფესიული განათლების 55-მა მასწავლებელმა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი 23 საჯარო დაწესებულებიდან. საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების მონაწილე მასწავლებლებმა, მათ მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, 2024 წლის ივნის-დეკემბრის პერიოდში მიღებული საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით, განახორციელეს რეპლიკაციის აქტივობები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 700-ამდე მასწავლებელმა ქვეყნის მასშტაბით. აღსანიშნავია, რომ მზარდი ტენდენციით გამოირჩევა პროფესიული განათლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურება. პროფესიული განათლების მასწავლებლის ხელფასი 2023 წელს 20%-ით, ხოლო 2024 წელსა და 2025 წელს 10-10%-ით გაიზარდა. კოლეჯების მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, დამტკიცდა „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება, რომლის საფუძველზეც, დამტკიცდა პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების დირექტორის სტანდარტი და კანონით განისაზღვრა დირექტორის უფლებამოსილება 5 წლის ვადით. პროფესიული უნარების სააგენტო განისაზღვრა საქართველოში Euroguidance-ის ეროვნული ცენტრის როლის შემსრულებლად, რომელიც ემსახურება ევროპის ქვეყნების მასშტაბით ეროვნული ცენტრების საერთაშორისო თანამშრომლობას კარიერის მართვის მიმართულებით. ამასთან, პროფესიული უნარების სააგენტომ პროექტის − Quality Assurance for Career Guidance Service through Continuous Professional Development (CPD) of Career Guidance Specialists in TVET Ecosystems of Georgia განხორციელება დაიწყო. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა Erasmus+ პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტების განხორციელება. საქართველომ WorldSkills-ის რიგით 47-ე საერთაშორისო კონკურსში 3 მონაწილე წარადგინა − მონაწილეები 2023 წელს გამართული უნარების ეროვნული კონკურსის გამარჯვებული ახალგაზრდები იყვნენ. კონკურსის მიზანია პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის, პროფესიული უნარებისა და კომპეტენციების მაღალი სტანდარტების განვითარებისა და პროფესიული განათლების პოპულარიზაციის ხელშეწყობა. მიმდინარეობს WorldSkills ეროვნული კონკურსის მომზადება, შერჩეულია სამი მიმართულება: მოდის ტექნოლოგია, ვებტექნოლოგიები და სანტექნიკა. კონკურსის შედეგად შეირჩევიან საერთაშორისო ეტაპის მონაწილეები. პარალელურად, 4 პროფესიულ დაწესებულებაში ხორციელდება საერთაშორისო სერტიფიცირებული პროგრამები ICT-ის, ინჟინერიისა და სათავგადასავლო ტურიზმის მიმართულებით. პროფესიული განათლების ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში, ერაზმუს+ პროგრამით საქართველო მონაწილეობს 8 პროექტში, რომლებიც ციფრულ განათლებას, ეკო-ინოვაციას, გენდერულ თანასწორობასა და სხვა საკითხებს ეხება. პარტნიორები არიან იტალია, გერმანია, უნგრეთი, ბულგარეთი და ირლანდია. განხორციელდა საერთაშორისო მობილობის აქტივობები უნგრეთსა და სომხეთში, ბუდაპეშტში კი 10-მა სტუდენტმა 2.5-თვიანი სტაჟირება გაიარა. ინტერნაციონალიზაციის სამუშაო შეხვედრების ფარგლებში Erasmus+ სესიები: ჩატარდა 8 სამუშაო შეხვედრა, სადაც მონაწილეობა მიიღო 80 კოლეჯის, დაახლოებით, 200-ამდე თანამშრომელმა. 102 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გარდა ამისა, ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით, მომზადდა სატრენინგო მოდული და დაწყებულია ტრენინგების ციკლი სახელწოდებით − „საგრანტო წინადადებების შემუშავება და ფონდების მოძიება“. პროფესიული სტუდენტების საერთაშორისო მობილობის მხარდასაჭერად, დამტკიცებულია ერთობლივი და გაცვლითი პროგრამების მარეგულირებელი ჩარჩო. 2024 წელს საქართველოში პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დამატებით, 10 უცხოელი სპეციალისტი ეწვია საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. ასევე განხორციელდა უცხოელი ექსპერტების ვიზიტები საქართველოში, ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია და საერთაშორისო კვირეული, რომელსაც სტუმრობდნენ 10 ქვეყნის წარმომადგენლები. კანონმდებლობის ცვლილებების შესაბამისად, მიმდინარეობს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარება. 2024 წელს დაიწყო სარეგისტრაციო მოდულის ინტეგრაცია პლატფორმაში. შეიქმნა კვალიფიკაციების განვითარების ინოვაციური ელექტრონული პლატფორმა და სწავლების პლატფორმა − lms.geoskills.ge, რომელიც სწავლასწავლების პროცესის დივერსიფიცირებას ისახავს მიზნად. პილოტირებად რეჟიმში ამოქმედდა ელექტრონული ჟურნალი − onlinevet.emis.ge, რომლის ადმინისტრირების წესის პროექტი უკვე ინიცირებულია. პროფესიულ განათლებაში სსსმ და შშმ პირების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, მომზადდა საორიენტაციო სერვისის გზამკვლევი და ინსტრუმენტების პაკეტი, რომელიც დაეხმარება სსსმ და შშმ პირებს ინფორმირებული პროფესიული არჩევანის მიღებასა და პროფესიული განათლების საფეხურზე ტრანზიციაში. შშმ და სსსმ პირთა მხარდამჭერი სერვისების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინკლუზიური განვითარების რგოლისა და პროფესიული მასწავლებლების კონსულტირება და გაძლიერება, როგორც პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით, შერჩევის პროცედურის დაგეგმვა-განხორციელების, ასევე უშუალოდ სწავლების პროცესში იდენტიფიცირებული საჭიროებების გათვალისწინებით. თანაბრად ხელმისაწვდომი ინკლუზიური პროფესიული განათლების რეგულირების მიზნით, გადამუშავდა და დასამტკიცებლად მომზადდა შესაბამისი ბრძანების პროექტი „პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“. დამტკიცდა სსსმ და შშმ პირთა ინდივიდუალური ასისტენტის მომზადების მოკლევადიანი, კომპლექსური პროგრამა, რომლის მიზანია ასისტენტების აღჭურვა უნარებით, რათა მათ ეფექტიანად დაუჭირონ მხარი შშმ პირებს ყოველდღიურ და სასწავლო საქმიანობაში. პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინკლუზიური განვითარების რგოლის უწყვეტი პროფესიული განვითარების მიზნით, მომზადებულია შემდეგი დამხმარე მეთოდოლოგიური რესურსების სამუშაო ვერსიები: „განვითარების დარღვევები და სწავლასწავლების ეფექტიანი სტრატეგიები“, „ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა, გზამკვლევი პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის“. პროფესიული უნარების სააგენტო ქმნის ეთნიკური უმცირესობებისთვის ახალ, ჰოლისტურ პროგრამას, რომელიც სახელმწიფო ენასა და პროფესიულ განათლებაზე ტრანზიციის მხარდაჭერას, არსებული ბარიერების შემცირებასა და სრული ჩართულობის უზრუნველყოფას 103 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ისახავს მიზნად; პროგრამა მოიცავს ენას, გამჭოლ კომპეტენციებსა და კარიერულ ორიენტაციას, პარალელურად, მუშავდება შესაბამისი სახელმძღვანელოები და იურიდიული ჩარჩო. უმაღლესი განათლება უმაღლესი განათლების მიმართულებით საბიუჯეტო დაფინანსებამ 2024 წელს შეადგინა 171.35 მლნ ლარი, ხოლო 2025 წელს დაზუსტებული გეგმა, 2024 წელთან შედარებით, გაზრდილია 29.92 მლნ ლარით და შეადგენს 201.27 მლნ ლარს (გათვალისწინებულია ინფრასტრუქტურული ხარჯებიც). უმაღლესი განათლების მიმართულებით განხორციელებულ სხვადასხვა კვლევაზე დაყრდნობით, შემუშავდა უმაღლესი განათლების რეფორმის კონცეფცია, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმირება ცოდნაზე ორიენტირებული ეკონომიკის გაძლიერებისა და გლობალურ საგანმანათლებლო სტანდარტებთან თავსებადობის უზრუნველსაყოფად. უმაღლესი განათლების მიმართულებით გამოვლენილი ძირითადი გამოწვევების საპასუხოდ იდენტიფიცირებული გადაჭრის გზები ისეთ ძირითად ასპექტებს მოიცავს, როგორიცაა: საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურის განვითარება, საგანმანათლებლო რესურსების განვითარება, უმაღლესი განათლების დაფინანსების რეფორმა, კვალიფიციური აკადემიური და სამეცნიერო პერსონალის მხარდაჭერის უზრუნველყოფა. დასრულდა შედეგებზე დაფუძნებული უმაღლესი განათლების დაფინანსების მოდელის შემუშავება. შექმნილია ინდიკატორების კატალოგი, რომელიც მორგებულია ქართულ უნივერსიტეტებზე და უზრუნველყოფს შედეგების განსაზღვრისა და შეფასების საშუალებას. მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ ჰოლისტური მიდგომით შემუშავებულიყო უმაღლესი განათლების საბაზო (core) დაფინანსების მოდელიც. შესაბამისად, დაიგეგმა კონკრეტული ამოცანები, რომლებიც მოიცავს: უნივერსიტეტების ფინანსური სტრუქტურისა და ხარჯების ანალიზს, სწავლის სფეროების მიხედვით, პროგრამების თვითღირებულების გაანგარიშებას სახელმწიფო საგრანტო დაფინანსების განსხვავებული მოცულობების დასადგენად, საგრანტო დაფინასების აკადემიურ შედეგებზე მიბმის პრინციპის განსაზღვრას. ამასთან, დაგეგმილი ღონისძიებების რეალიზაცია დასრულდება 2025 წლის ბოლოს ინფორმაციის მართვისთვის მონაცემთა ბაზის სისტემის შექმნით, რომელიც მოემსახურება, როგორც საბაზო (core) დაფინანსების მოდელის, ისე შესრულებაზე დაფუძნებული მოდელის (PBF) იმპლემენტაციას. ცენტრის ინიციატივით, ENQA-ს ექსპერტთა რეკომენდაციების საპასუხოდ, ცვლილებები შევიდა „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონსა და ცენტრის დებულებაში, რომელიც ითვალისწინებს ცენტრის დამოუკიდებლობის ხარისხის მნიშვნელოვან ზრდას, ცენტრის დირექტორის დანიშვნისა და გათავისუფლების პროცედურების მკაფიოდ დადგენასა და ცენტრის საკოორდინაციო საბჭოს კიდევ უფრო მეტი მმართველობითი ფუნქციებით აღჭურვას. აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა, როგორც უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაციის (ENQA), ასევე უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) წარმომადგენლებთან, რომ საქართველოში მოქმედი უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები სრულად მოვიდეს შესაბამისობაში უმაღლესი განათლების ევროპული სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებსა და სახელმძღვანელო პრინციპებთან (ESG 2015). 104 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დამტკიცდა სადოქტორო განათლების ხარისხისა და სადოქტორო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამების შეფასების კონცეპტუალურად სრულიად ახალი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სადოქტორო ნაშრომების სამეცნიერო-კვლევითი პროცესის ხარისხის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებას. ამ მიმართულებებით ხარისხის უზრუნველყოფის განვითარება კავშირშია საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ფარგლებში დადებული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებთან. განახლებული დოკუმენტი მოიცავს სადოქტორო საფეხურის კვლევის სპეციფიკასა და კვლევითი გარემოს განვითარებისთვის შეფასების ინდიკატორებს, კვლევის თანამედროვე მიდგომების გათვალისწინებით. ის ეფუძნება ევროპულ და საერთაშორისო სტანდარტებსა და სადოქტორო განათლების სახელმძღვანელო პრინციპებს. განხორციელდა „უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული კვალიფიკაციების აღიარების შესახებ“ გლობალური კონვენციის რატიფიცირება, რომლის მთავარი მიზანია უმაღლესი განათლების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა და გაძლიერება. გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სსიპ − განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და დიდი ბრიტანეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (QAA) შორის; განახლდა მემორანდუმები ცენტრსა და გერმანიის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოსა (AQAS) და ესტონეთის ხარისხის უზრუნველყოფის სააგენტოს (HAKA) შორის. ცენტრის მიერ განხორციელებული საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესის შედეგად, უცხოური უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების 3 უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას მიენიჭა საერთაშორისო აკრედიტაცია. სრულად მხარდაჭერილ იქნა სსიპ − ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, სსიპ − საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სსიპ − ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო STEM პროგრამების ABET აკრედიტაციისა და მდგრადობის მხარდაჭერის პროცესი. გაგრძელდა უნივერსიტეტების ხელშეწყობა, განათლების საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობის მიზნით. საქართველოს 20-ამდე უნივერსიტეტმა მონაწილეობა მიიღო სამ პრესტიჟულ განათლების საერთაშორისო გამოფენაში − EAIE (საფრანგეთი) 2024 წლის სექტემბერში, APAIE (ინდოეთი) 2025 წლის მარტსა და NAFSA (აშშ) 2025 წლის მაისში. საქართველოს Erasmus+ ეროვნული პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა „ჟან მონე“ − 6 პროექტი; CBHE (უმაღლეს განათლებაში შესაძლებლობების განვითარება) – 11 პროექტი; Cooperation partnerships in higher education − 1 პროექტი. საზღვარგარეთ სწავლის ხელშეწყობის მიზნით, განახორციელა 12 საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამა და 4 ქვეპროგრამა. კონკურსის წესით გრანტი მიენიჭა საქართველოს 244 მოქალაქეს. აქედან, დაფინანსება აითვისა საქართველოს 218-მა მოქალაქემ. 2025 წლის იანვრიდან მაისის ჩათვლით, სსიპ − განათლების საერთაშორისო ცენტრმა გამოაცხადა 14 საგრანტო/სასტიპენდიო პროგრამა. აქედან, დასრულებულია 4 პროგრამა, მიმდინარე რეჟიმშია 10 პროგრამა. დაგეგმილია 3 პროგრამის გამოცხადება. 2024-2025 სასწავლო წლიდან სამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი) ამოქმედდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების 105 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამა. გაგრძელდა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება. დამტკიცდა სპეციალური მასწავლებლის მომზადების მარეგულირებელი აქტები. გაიზარდა სპეციალური მასწავლებლის/მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსება და 2024-2025 სასწავლო წლისთვის დაფინანსდა 1146 პირი. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობისა და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტების დაფინანსების პროგრამების ფარგლებში, 2023-2024 სასწავლო წლის სწავლის საფასურით დაფინანსდა 2301 სტუდენტი. 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული 755 სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან და გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 1433 სტუდენტი. 2024-2025 სასწავლო წლის პირველ სემესტრში სოციალური სტიპენდიით უზრუნველყოფილია გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 415 სტუდენტი, რომლებიც სწავლობენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებულ უნივერსიტეტებში − სსიპ − გორის სახელმწიფო უნივერსიტეტსა (346 სტუდენტი) და სსიპ − შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში (69 სტუდენტი). განახლდა „სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთათვის. ისინი ერთი წლის განმავლობაში ეუფლებიან ქართულ ენასა და დარგობრივ საგნებს უმაღლესში ჩარიცხვამდე. ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან სწავლის საფასურით, სტიპენდიითა და საცხოვრებლით. 2024-2025 წლებში პროგრამაში 18 პირი ჩაირიცხა. 2024-2025 სასწავლო წელს დიმიტრი გულიასა და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიით უზრუნველყოფილია 4 სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან (10 თვის განმავლობაში, თვეში 300 ლარის ოდენობით). ეტაპობრივად გაიზარდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ზოგადი უნარების ტესტების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება და 2025-2026 სასწავლო წლისთვის შეადგინა 900 000-900 000 ლარი. 2023-2024 წელს, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, სახელმწიფო სასწავლო გრანტი მოიპოვა 194-მა პირმა, ხოლო 2024-2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით − 387-მა პირმა. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე 2024-2025 სასწავლო წელს დაფინანსდა 380 სტუდენტი, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლისთვის დაფინანსდება 800-ამდე სტუდენტი. საგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა მოამზადა ანგარიში „1+4 პროგრამის“ ეფექტიანობაზე, რომელიც აფასებს ქართულ ენაში მომზადების პროგრამის გავლენას სამოქალაქო ინტეგრაციაზე. ანგარიში მომზადდა ეთნიკური უმცირესობების განათლების კვლევის ფარგლებში, რომლის მიზანია არსებული გამოწვევების კომპლექსური ანალიზი. დაგეგმილია შეფასება − „ქართული, როგორც მეორე ენა“ მე-7-კლასელ არაქართულენოვან მოსწავლეებში. ზურაბ ჟვანიას სკოლამ 2024-2025 წლებში განაგრძო სახელმწიფო ენის სწავლება ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა სამიზნე ჯგუფებისთვის. პროგრამის ფარგლებში შემუშავდა და 106 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დაინერგა სახელმწიფო ენის 4 ახალი კურსი, მათ შორის, საწყისი ქართული (A1 დონე) კურსი მედიცინის დარგობრივი მიმართულებით, ხოლო 2025 წლიდან დაიწყო მათი პილოტირება. სკოლამ ასევე იმუშავა დამატებითი სამიზნე კურსების შექმნაზე, განავითარა ადამიანური და სასწავლო რესურსები და შეინარჩუნა ISO 9001:2015 სერტიფიკატი. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის სხვადასხვა კურსში ჩაერთო 4 209 პირი. სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ჩამოყალიბდა 357 ჯგუფი, მათგან სასწავლო ცენტრის 98 ჯგუფი (1274 მსმენელი), 211 მობილური ჯგუფი (2301 მსმენელი) და 48 ელექტრონული ჯგუფი (654 მსმენელი). საანგარიშო პერიოდში სკოლაში პირისპირ სწავლება მიმდინარეობდა 12 სასწავლო ცენტრსა და 78 ლოკაციაზე 72 გეოგრაფიული არეალის მასშტაბით, მობილური ჯგუფების მეშვეობით. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების საფუძველზე პირველად დამტკიცდა ელექტრონული სწავლების წესი. ნაწილობრივ დაშვებულია ელექტრონული სწავლება საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე, განსაზღვრულია სწავლის სფეროები და კრედიტების მაქსიმალური ოდენობა. კანონის თანახმად, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს უფლება აქვთ, შეიმუშაონ სრულად ელექტრონული სწავლების მაგისტრატურის პროგრამები. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ფორმით განხორციელების უფლებას აკრედიტაციის გავლის საფუძველზე მოიპოვებს. მიმდინარეობს მუშაობა აკრედიტაციის სტანდარტებში ელექტრონული სწავლების შეფასების ინტეგრირებაზე. საქართველოს „Erasmus+“-ის ასოცირებულ ქვეყნად გახდომისათვის გასულ წლებში ევროკომისიასთან შეთანხმდა საქართველოს პროგრამის ასოცირებისათვის მოსამზადებელი ე. წ. „Feasibility Study-ის“ პროექტი, რომლის განხორციელება დაიწყო 2022 წლის 1 ივნისიდან. 2024 წელს დასრულდა აღნიშნული პროექტი, რომლის ფარგლებშიც, შემუშავდა დეტალური მრავალწლიანი სამოქმედო გეგმის დოკუმენტი. 3.2.2. მეცნიერება მეცნიერებისა და სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობისთვის საბიუჯეტო დაფინანსებამ 2024 წელს შეადგინა − 79.43 მლნ ლარი, ხოლო 2025 წელს, 2024 წელთან შედარებით, გაიზარდა 6.65 მლნ ლარით და შეადგინა 86.08 მლნ ლარი. ასევე 2025 წელს გაზრდილ იქნა 4 სამეცნიეროკვლევითი დაწესებულებისა (სსიპ − ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის, სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, სსიპ – გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტისა და სსიპ – საქართველოს ევგენი ხარაძის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის) და საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგო 10%-ის ფარგლებში. 2024 წელს სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პროგრამებისა და გრანტების დაფინანსება, წინა წელთან შედარებით, გაიზარდა 7%-ით და შეადგინა 35.17 მლნ ლარი, ხოლო 2025 წელს გაზრდილია 11%-ით და შეადგენს 39,15 მლნ ლარს. 2025 წელს „სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის“ პროგრამაზე გამოიყო 32,4 მლნ ლარი (2,45 მლნ ლარით მეტი წინა, 2024 წელთან შედარებით). გაზრდილი დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა პროგრამის მონაწილე დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების 107 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ სახელფასო მუხლების მოცულობების ზრდა 10%-ის ფარგლებში და ასევე გაიზარდა „სსიპ − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის“ ქვეპროგრამის ბიუჯეტი ნახევარი მილიონი ლარით და შეადგინა 2 მლნ ლარი. სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ 2024 წელს სამეცნიერო გრანტების გაცემისა და კვლევების ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში გამოცხადდა 23 საგრანტო და 2 პრემიის კონკურსი. 2025 წელს კი დაგეგმილია 25 სამეცნიერო და 2 პრემიის კონკურსი. 2024 წელს მეცნიერების ყველა მიმართულებით სახელმწიფო სამეცნიერო გრანტით დაფინანსდა 157 პროექტი, გაიცა 7 სამეცნიერო სტიპენდია და 24 ჯილდო, მათ შორის, 1 სპეციალური პრემია − „ქალები მეცნიერებაში“. სახელმწიფო სამეცნიერო კონკურსებში საერთო წარმატების ინდექსმა შეადგინა 24%. საანგარიშო პერიოდში დაფინანსდა 120 პროექტი. დასახელებულ პერიოდში ბენეფიციარ მკვლევართა ჯამურმა რაოდენობამ შეადგინა 893, მათ შორის, 349 ახალგაზრდა მეცნიერია. 2024 წლის ივნისიდან წლის ბოლომდე ინდივიდუალური კვლევითი გრანტით ჯამში დაფინანსდა 70 ახალგაზრდა მეცნიერის კვლევითი პროექტები. ახალგაზრდა მკვლევართა ხელშეწყობის კონკურსების ფარგლებში წარმატების საერთო ინდექსმა შეადგინა 27%. 2025 წლისათვის დაგეგმილია ამ მაჩვენებლის შენარჩუნება და ასევე „მაგისტრანტთა სასწავლოკვლევითი პროექტების გრანტით დაფინანსების კონკურსი“. რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების ფარგლებში, ქართველი მეცნიერების ავტორობით, საერთაშორისო რეფერირებად, რეცენზირებად ჟურნალებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში შეადგენს 468 ნაშრომს და 9 გამოგონებაზე პატენტს. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა სამეცნიერო კვლევების შედეგებზე დაფუძნებული დაფინანსების მოდელის პროექტზე. 2024 წელს ჩატარდა, ნაწილაკების ფიზიკის კვლევების პოპულარიზაციის მიზნით, CERN-IPPOG მასტერკლასები სკოლის დამამთავრებელ 80-ამდე მოსწავლესთან თბილისში, ქუთაისსა და თელავში მდებარე უნივერსიტეტებში. დაწყებულია მუშაობა საქართველოს მასშტაბით CERNIPPOG მასტერკლასებისთვის დამატებით 3 ლოკაციით გაზრდის მიზნით. 2024 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს თანადაფინანსებით ჩატარდა „ჰეგელის საერთაშორისო კონგრესი“, რომელმაც საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში უმასპინძლა ათამდე ქვეყნის 50 წარმომადგენელს; ასევე ჩატარდა „ქართველოლოგიის IV საერთაშორისო კონგრესი“. გამორჩეული კვლევების დაფინანსების უზრუნველსაყოფად (ფუნდამენტური კვლევები), 2024 წელს სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გასცა 24,955,594 ლარის ოდენობის საგრანტო დაფინანსება. 2024 წლის სახელმწიფო საგრანტო კონკურსების ფარგლებში გამარჯვებულად გამოვლინდა 111 ფუნდამენტური პროექტი მეცნიერების ყველა მიმართულებით. ჩატარდა 4 საგრანტო კონკურსი (ოკუპირებული ტერიტორიების, საზღვრისპირა რეგიონების, კავკასიოლოგიისა და სახელმწიფო ენის დაცვის მიმართულებით), რომლებშიც დაფინანსდა 12 პროექტი. შექმნილია ახალი კონკურსი ქართველოლოგიის კვლევებისთვის, რომელიც ყოველწლიურად დააფინანსებს ქართული ენის, ისტორიის, კულტურისა და მემკვიდრეობის 108 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ კვლევებს. უკვე დაფინანსებულია 9 პროექტი, მათ შორის, 1 სახელმწიფო ენის კვლევებზე. დღეის მდგომარეობით, 2025 წლის გამორჩეული მეცნიერების ხელშეწყობის მიმართულებით გამოცხადებულია და მიმდინარეობს 5 კონკურსი. გაიზარდა ქართველ მკვლევართა ჩართულობა ევროკავშირის პროგრამის „Horizon Europe“ საგრანტო კონკურსებში. პროგრამის ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში დაფინანსებულია ქართველ მკვლევართა 10 საგრანტო პროექტი (ჯამში, „ჰორიზონტი ევროპის“ ფარგლებში დაფინანსებულია 48 პროექტი, რომლებშიც ჩართულია 42 ქართული ინსტიტუცია). გარდა ამისა, საქართველოდან 77 მკვლევარი ინდივიდუალურად მონაწილეობდა COST-ის აქტივობებში. სულ 141 ქართველი მკვლევარი მონაწილეობდა COST-ის სხვადასხვა აქტივობის სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში. პირველად, ქართველმა ქალმა მკვლევარმა ლიდერის პოზიცია დაიკავა COST-ის ერთ-ერთ აქტივობაში. გამორჩეული მეცნიერების დასაფინანსებლად 2025 წლისათვის დამტკიცებულია 8%-ით გაზრდილი ბიუჯეტი. აქედან 3 მლნ ლარი გამოყოფილია გამოყენებითი კვლევებისათვის. 2025 წლის კონკურსი მიმდინარეობს და მიზნად ისახავს, გამოავლინოს და დააფინანსოს გამოგონებებსა და ახალი ტექნოლოგიების შექმნაზე ორიენტირებული პროექტები, რაც ხელს შეუწყობს სამეცნიერო იდეების გამოყენებითობის კონცეფციის დამტკიცებას, საპილოტე ექსპერიმენტებსა და წარმოებაში დანერგვის კვლევების განვითარებას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების კონკურენტუნარიანი ინიციატივების საგრანტო დაფინანსების მიზნით, საგრანტო პროგრამის სახით შეიქმნა კონკურენტული ინოვაციების ფონდი (CIF), რომელიც ხელს შეუწყობს აკადემიური საგანმანათლებლო პროგრამებისა და სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას. ფონდის საერთო ბიუჯეტი 4,2 მლნ აშშ დოლარია. კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა ცალკეული უნივერსიტეტებისა და კონსორციუმების 27 პროექტი. მიმდინარეობს მუშაობა მეცნიერების მართვისა და კვლევების დაფინანსების მოდელის პროექტის დახვეწის მიმართულებით. მომზადდა რამდენიმე ანალიტიკური დოკუმენტი, რომლებიც მიეწოდა საერთაშორისო სტრუქტურებს, მათ შორის: UNESCO-ს რეკომენდაციის შესრულების ანგარიში, EC-OECD STIP Compass-ის კვლევისათვის საჭირო ინფორმაცია, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშის დოკუმენტი და EOSC-სა და ღია მეცნიერებაში 2024 წლის შეტანილი წვლილის კითხვარი. მიმდინარეობს მუშაობა „European Innovation Scoreboard (EIS)-ში“ საქართველოს ჩართვისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვებაზე. სსიპ − რუსთაველის ფონდის საქმიანობის ფარგლებში, მეცნიერების ინტერნაციონალიზაციის ხელშესაწყობად, 2024 წელს განხორციელდა გერმანიის, საფრანგეთის, იტალიის, თურქეთის, სომხეთისა და მოლდოვის სამეცნიერო ფონდებთან ერთობლივი, ორმხრივი საგრანტო პროგრამები. აღნიშნული პროგრამების ფარგლებში დაფინანსდა 16 საერთაშორისო კვლევითი პროექტი და 35 ახალგაზრდა მეცნიერის უცხოეთში კვლევითი მივლინება. კერძოდ, გერმანიისა და საფრანგეთის უნივერსიტეტებსა და კვლევით ცენტრებსა და ოქსფორდის უნივერსიტეტის ქვეყანათმცოდნეობის ინტერდისციპლინური კვლევების სკოლაში. 2025 წელს გაორმაგდა საერთაშორისო კვლევებისა და კვლევითი მივლინებების დასაფინანსებლად განსაზღვრული ჯამური ბიუჯეტი. საქართველოში შექმნილი ახალი ცოდნის საერთაშორისო სამეცნიერო საზოგადოებაში დისემინაციისა და კომუნიკაციის მიზნით, საგრანტო დაფინანსება გაიცა 4 საერთაშორისო სამეცნიერო ღონისძიების ორგანიზებისათვის. 109 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წარმატებულ მოსწავლეთა წახალისების პროგრამის „საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში 2024 წელს სსიპ − შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა უზრუნველყო ფიზიკის (IPhO 53), ინფორმატიკის (IOI 35), მათემატიკის (IMO 64), ბიოლოგიისა (IBO 34) და ქიმიის (IChO 55) საერთაშორისო სასწავლო ოლიმპიადებზე 5 ნაკრები გუნდის წარდგენა, 23 მოსწავლის მონაწილეობით. 2024 წელს საქართველოს ნაკრები გუნდების ჯამური მონაპოვარია: 1 ოქროს მედალი, 2 ვერცხლის მედალი, 7 ბრინჯაოს მედალი და 2 საპატიო სიგელი. მთავრობა, „ჰორიზონტი ევროპის“ საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, მუშაობს მეცნიერების მენეჯმენტის სასწავლო მოდულის შემუშავებაზე, რომელიც მიზნად ისახავს ქართველი მეცნიერების ინტერდისციპლინური კომპეტენციების გაძლიერებასა და მათ ჩართულობას „Horizon Europe“-ის საგრანტო კონკურსებში, მომზადების მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, ჩარჩოპროგრამის ფარგლებში საქართველოს მონაწილეობით დაფინანსებულია 48 საგრანტო პროექტი, რომლებშიც ჩართულია 42 ქართული ინსტიტუცია. ევროკავშირის პირდაპირი კონტრიბუცია 2024 წელს დაფინანსებულ პროექტებში შეადგენს 12.86 მლნ ევროს. საქართველოს წარმატების მაჩვენებელი გაიზარდა და რეიტინგში შეადგენს 14.95%-ს, რაც წინა საანგარიშო პერიოდთან შედარებით გაუმჯობესებული შედეგია. 2024 წელს ევროკომისიის წარმომადგენლობამ ბოლო წლების მუშაობის დადასტურებული შედეგების მიხედვით, „Horizon Europe“ საქართველოს გაფართოებული ქსელი შეაფასა, როგორც „საუკეთესო გამოცდილების“ მაგალითი. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლების ხელშეწყობის მიზნით, დაფინანსდა 35 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, რომელთა ჯამურმა დაფინანსებამ შეადგინა 1,5 მლნ ლარი. 2025 წლისათვის ამავე პროგრამის ბიუჯეტი გაზრდილია 33%-ით და შეადგენს 2 მლნ ლარს. 3.2.3 ახალგაზრდული პოლიტიკა 2024 წელს მუნიციპალიტეტებში შეიქმნა და გაძლიერდა ახალგაზრდული საკონსულტაციო საბჭოები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ახალგაზრდების ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ახალგაზრდულ თემატიკაზე და ახალგაზრდებთან მომუშავე 525-ზე მეტი პირმა მიიღო მონაწილეობა მათი შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებში. ჩატარდა ახალგაზრდული მრჩეველთა საბჭოების პირველი ეროვნული ფორუმი, რომელშიც 31 მუნიციპალიტეტიდან 220-მა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობების ახალგაზრდული ფორუმი: „ახალგაზრდების სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, რომელიც მოიცავდა 400-ამდე ახალგაზრდასა და გადაწყვეტილების მიმღებს მთელი საქართველოდან. 2024 წელს ახალგაზრდული პერსპექტივები ინტეგრირდა ეროვნულ პოლიტიკაში, რაც უზრუნველყოფდა სექტორთაშორის თანამშრომლობას ახალგაზრდების ყოვლისმომცველი განვითარებისათვის. ახალგაზრდული მიმართულების კოორდინაცია განესაზღვრა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რამაც გააორმაგა სფეროს დაფინანსება და არაფორმალური და ფორმალური განათლება სინერგიაში მოიყვანა. 110 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2025 წელს ჩატარდა ახალგაზრდულ სფეროში მომუშავე პირებსა და სახელმწიფო ორგანიზაციებს შორის პოლიტიკის დიალოგის პლატფორმის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 70-ამდე მონაწილემ რეგიონებიდან და თბილისიდან. ახალგაზრდობის ხელშეწყობის მიზნით, საბიუჯეტო დაფინანსებამ 2024 წელს შეადგინა − 8.90 მლნ ლარი, ხოლო 2025 წლის დაზუსტებული გეგმა, 2024 წელთან შედარებით, გაიზარდა 4.88 მლნ ლარით და შეადგენს 13.78 მლნ ლარს. ინტერნაციონალიზაციის ფარგლებში განხორციელდა საერთაშორისო სტუდენტური ბანაკები სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში, სადაც საქართველოს 100-ამდე სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდობის საკითხებთან დაკავშირებით კავშირების გაღრმავების მიზნით, შედგა ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის გზები. 2025 წლის მარტში ქართველმა ახალგაზრდებმა მონაწილეობა მიიღეს პოლონეთში, ლუბლინში გამართულ ევროკავშირის ახალგაზრდულ კონფერენციაში, ასევე საქართველოს ახალგაზრდა წარმომადგენელმა მონაწილეობა მიიღო ბელგიაში, ბრიუსელში, ევროპის ეკონომიკური და სოციალური კომიტეტის ორგანიზებით გამართულ ყოველწლიურ ახალგაზრდულ ღონისძიებაში – „შენი ევროპა, შენი ხმა“. საქართველოს წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ევროპის საბჭოს ახალგაზრდობის საკითხების ერთობლივი მრჩეველთა საბჭოს შეხვედრაზე, ბუდაპეშტში, უნგრეთში. 2025 წლის აპრილში, ნიუ-იორკში, გაეროს შტაბ-ბინაში ეკონომიკური და სოციალური საბჭოს (ECOSOC) ახალგაზრდული ფორუმი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 2025 წელს საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელმა გაეროში. 2025 წლის იანვრიდან აქტიურ ფაზაში შევიდა Erasmus + პროექტების: „Youth Seeds For a Just Transition“ და „YES-Youth Employability Skills“ განხორციელება, რომელთა მიზნებია ახალგაზრდების დასაქმების უნარების გაძლიერება, ინკლუზია, ლიდერობის ხელშეწყობა, ინოვაციური ინიციატივების განხორციელება, მწვანე ეკონომიკაზე გადასვლა და გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება, ასევე საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების ორგანიზება. განხორციელდა სტუდენტური კლუბების მხარდაჭერის პროგრამა, ხოლო 2025 წლიდან ახალგაზრდების მხარდაჭერის ინტენსივობის გაზრდის მიზნით, დაიწყო ისეთი პროგრამების განხორციელება, რომლებშიც ჩართულები არიან ახალგაზრდები (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეები, პროფესიული სტუდენტები და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტები). 10 000-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა ქვეყნის მასშტაბით არაფორმალური განათლების, ახალგაზრდული საქმიანობისა და საინფორმაციო სერვისებით. ჩატარდა მასშტაბური ახალგაზრდული ფესტივალი − „სტუდფესტი 2024“. ჯამში ფესტივალში 48 უნივერსიტეტიდან მონაწილეობდნენ ახალგაზრდები და გამოვლინდა 600-ამდე გამარჯვებული. 2025 წლის აპრილიდან დაიწყო „სტუდფესტი 2025-ის“ განხორციელება, რომელიც ორ ეტაპად ჩატარდება და მოიცავს უნივერსიტეტებს შორის სპორტული, კულტურული, საგანმანათლებლო და მოხალისეობრივი აქტივობების გამართვას. 2024 წელს, 6700-ზე მეტმა ახალგაზრდამ ისარგებლა საბანაკე სერვისებით. დმანისის ახალგაზრდულ ცენტრს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ცენტრში ჩატარდა პროექტი „აღმოაჩინე საქართველო − დმანისის მუნიციპალიტეტი“, რომელშიც 400 ახალგაზრდა ჩაერთო. 2025 წლის აპრილიდან, ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისა და ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე დაიწყო თემატური ახალგაზრდული ბანაკების განხორციელება. 111 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ თითოეული ბანაკი რვა ნაკადად განხორციელდება და ჯამში 1000-ამდე ახალგაზრდას უმასპინძლებს. აქტიური მზადება მიმდინარეობს საზაფხულო ახალგაზრდული ბანაკებისთვის ანაკლიასა და შაორზე, რომელშიც მონაწილეობას 4000-ამდე ახალგაზრდა მიიღებს. დასრულებულია მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განსახორციელებელი − ჯარის ბანაკისთვის, რომელიც 2025 წელს 1600 ახალგაზრდას უმასპინძლებს. ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის გამოიყო მიზნობრივი გრანტები და სასწავლო პროგრამები, რამაც მათი გაძლიერება უზრუნველყო. 2024 წლის ახალგაზრდული საგრანტო პროგრამის ფარგლებში, საერთო საგრანტო ბიუჯეტმა 1 450 000 ლარი შეადგინა და დაფინანსდა 45 ინიციატივა, რომელშიც ჩაერთო 7000-ამდე მონაწილე. 2025 წლის მარტში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერის მიზნით, გამოცხადდა საგრანტო კონკურსები. კონკურსების მიზანია ახალგაზრდებისა და ახალგაზრდული ორგანიზაციების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს არაფორმალური განათლების გზით, ორგანიზაციულ გაძლიერებასა და ახალგაზრდებისთვის საჭირო უნარების გადაცემას. კონკურსების საერთო ბიუჯეტი შეადგენს 1,055,000 ლარს. ასევე, სტუდენტური ინიციატივების მხარდასაჭერად, 2025 წელს პირველად გამოცხადდა კიდევ ერთი საგრანტო კონკურსი. საგრანტო პროექტის წარმოდგენა შეეძლო უმაღლესი ან/და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს. კონკურსის საერთო ბიუჯეტი შეადგენს 240 000 ლარს. 3.3 კულტურა, სპორტი 3.3.1 კულტურა საანგარიშო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობდა სფეროს განვითარების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამებისა და ღონისძიებების მხარდაჭერა. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2024 წლის 12 დეკემბრის №82-Iმს-XIმპ საქართველოს კანონის საფუძველზე, განხორციელდა კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაცია და ცალ-ცალკე ჩამოყალიბდა კულტურისა და სპორტის სამინისტროები. „პროფესიული თეატრების შესახებ“ 2025 წლის 1 აპრილის №405-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის საფუძველზე, ახლებურად ჩამოყალიბდა პროფესიული სახელმწიფო და პროფესიული მუნიციპალური თეატრების მართვასთან დაკავშირებული საკითხები, ნათლად განისაზღვრა თეატრთან დაკავშირებული შრომით-სამართლებრივი საკითხები. „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ 2025 წლის 14 მაისის №581-IIმს-XIმპ საქართველოს კანონის საფუძველზე, საქართველოს კულტურის მინისტრის 2025 წლის 20 მაისის №05/09 ბრძანებით დამტკიცდა კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსური ხელშეწყობის განხორციელების წესი და პირობები, რომლის საფუძველზეც, კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების დაფინანსების/ფინანსურ ხელშეწყობას, საქართველოს კულტურის სამინისტროსთან ერთად, ასევე უზრუნველყოფს მისი მმართველობის სფეროში მოქმედი 112 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოქმედებითი საქართველო. აღნიშნული ცვლილებების საფუძველზე, განხორციელდება კულტურის სფეროში მოღვაწე ფიზიკური და იურიდიული პირების ფინანსური ხელშეწყობის ეფექტიანობის ზრდა და შესაბამისი პროცესების მართვის ოპტიმიზაცია. კულტურის ხელმისაწვდომობისა და კულტურული თვითგამოხატვის მრავალფეროვნების ხელშეწყობის მიზნით, გრძელდებოდა კულტურისა და შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობა ლიტერატურის, თეატრის, მუსიკის, კინოს, სახვითი ხელოვნების, ფოლკლორის, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის, კულტურის ინფრასტრუქტურის განვითარების, ეროვნული კულტურის საერთაშორისო პოპულარიზაციისა და ინტერნაციონალიზაციის, კულტურის ხელმისაწვდომობისა და სახელოვნებო განათლების განვითარების მიმართულებით. პროგრამების − „კულტურის ხელშეწყობა“, „საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა“ და „მუზეუმების განვითარების ხელშეწყობა“ − ამ სამი პროგრამის ფარგლებში ფაქტობრივმა ხარჯმა 2024 წელს შეადგინა 26 793 562 ლარი, ამავე პროგრამების ჯამური ბიუჯეტი 2025 წლის განმავლობაში აჭარბებს 47 000 000 ლარს, კერძოდ, შეადგენს 48 590 000 ლარს. საანგარიშო პერიოდში, პროგრამების − „კულტურის ხელშეწყობა“, „საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების მხარდაჭერა“ და „მუზეუმების განვითარების ხელშეწყობა“ − ფარგლებში დაფინანსდა 670 პროექტი, მათ შორის: 50-ზე მეტი საიუბილეო ღონისძიება; 60ამდე ფესტივალი, აქედან − 30 საერთაშორისო; გაიმართა 300-ზე მეტი კონცერტი; დაიდგა 40-ზე მეტი ახალი სპექტაკლი; შედგა 40-ზე მეტი გასტროლი, მათ შორის, 17 საზღვარგარეთ; მოეწყო 45-ამდე გამოფენა, მათ შორის, 6 საზღვარგარეთ; გამოიცა 60-ამდე წიგნი აქედან 20-ამდე წიგნიალბომი; დასრულდა 10 დოკუმენტური და 4 მხატვრული ფილმის გადაღება; 6 რეგიონის 11-მა მუსიკალურმა სასწავლო დაწესებულებამ შეიძინა 50 მუსიკალური ინსტრუმენტი; ფოლკლორული ანსამბლებისთვის შეძენილია 26 ხალხური საკრავი და 76 კომპლექტი სასცენო სამოსი; ხელი შეეწყო 30 ახალგაზრდა ხელოვანის უცხოეთში სწავლას; დაფინანსდა 50-ზე მეტი ღონისძიება ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში და/ან მათი ჩართულობით; განხორციელდა 8 ინკლუზიური სახელოვნებო პროექტი; შეძენილია 150 ექსპონატი სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმების ფონდებისთვის; რესტავრაცია ჩაუტარდა 23 ექსპონატს; 100-ამდე პროექტი განხორციელდა უცხოეთის 16 ქვეყანაში. „კულტურის ხელშეწყობის პროგრამაში“ ერთ-ერთი პრიორიტეტის − „კულტურაზე ხელმისაწვდომობის“ ფარგლებში, 25-ამდე სხვადასხვა საკონკურსო თუ არასაკონკურსო მიმართულებით საქართველოს რეგიონებში განხორციელდა 200-ამდე პროექტი, მათ შორის, ჩატარდა 60-ამდე საერთაშორისო და ადგილობრივი ფესტივალი: მუსიკალური − 20; თეატრალური − 15-ამდე; ვიზუალური ხელოვნების − 15; ფოლკლორის − 5, ფესტივალებში მონაწილე/ბენეფიციართა რაოდენობა 5000-ზე მეტია. შშმ პირთა მონაწილეობით და შშმ პირთა კულტურაზე ხელმისაწვდომობის მიზნით, 1 კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 8 პროექტი, ხოლო არასაკონკურსო წესით − 1 პროექტი − „უსინათლოთა კულტურის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა“, დასაქმებულია 45 ადამიანი, რომელთა შორის 35 უსინათლო ან მხედველობადაქვეითებულია. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, 6 პროექტის ფარგლებში, განხორციელდა 35 ღონისძიება. ოკუპირებული ტერიტორიების გამოყოფი ხაზის მიმდებარე 8 სოფელში ბავშვებისთვის ცხინვალის სახელმწიფო თეატრმა გამართა სპექტაკლი. დევნილი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების შესახებ მომზადდა დოკუმენტური ფილმი. მოსწავლე-ახალგაზრდათა შემოქმედებითი განვითარების მიზნით, 6 კონკურსის ფარგლებში დაფინანსდა 37 პროექტი, მათ შორის, კონკურსის − „ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობის“ ფარგლებში 22-მა ახალგაზრდამ მიიღო 113 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დაფინანსება აშშ-ის, ავსტრიის, გერმანიის, საფრანგეთის, ფინეთის, ნორვეგიის, დიდი ბრიტანეთის სახელოვნებო უმაღლესი განათლების დაწესებულებებში აკადემიურ პროგრამებზე სასწავლებლად; გარდა ამისა, 11 ახალგაზრდა ხელოვანის საზღვარგარეთ სხვადასხვა ფესტივალზე, პროფესიულ კონკურსში, მოკლევადიან სასწავლო პროგრამასა და სხვა მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობა დაფინანსდა. ასევე დაფინანსდა 10-ამდე არასაკონკურსო პროექტი, ბავშვებისა და ახალგაზრდების ხელშეწყობის მიზნით. ხელოვან ქალთა ხელშეწყობის მიზნით, ჩატარდა ლიტერატურული კონკურსი „ანა“, გამოიცა მაყვალა გონაშვილის პოეტური კრებული − „ქალის სახელით“; განხორციელდა პროექტი − ქართველი ქალი კომპოზიტორების ვებპორტალი; გამოიცა − „ქართველი მხატვარი ქალები“ (წიგნი-ალბომის კრებული); გამოიცა კრებული − ქალის თემა მხატვრობაში. ქართველი ქალის სახე, ტრადიციული მხატვრული ესთეტიკის განვითარების ფონზე. XIX-XX საუკუნეები; ბუდაპეშტში ჩატარდა სხვადასხვა თაობის ქართველი მხატვარი ქალების გამოფენა; გაგრძელდა „ქართველი ქალი კომპოზიტორების“ პორტალის განვითარება და 20 კომპოზიტორის შესახებ დაემატა მონაცემები; ჩატარდა 9 ხელოვანი ქალის საიუბილეო საღამო. ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში, 7 პროექტის ფარგლებში განხორციელდა 35 ღონისძიება. ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე 8 სოფელში ბავშვებისთვის ცხინვალის სახელმწიფო თეატრმა გამართა სპექტაკლი. დევნილი მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების შესახებ მომზადდა დოკუმენტური ფილმი. გარდა ამისა, დაფინანსებულია ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების/ფიზიკური პირების მიერ განხორციელებული 12 ღონისძიება. გაგრძელდა თეატრის, სახვითი ხელოვნების, აკადემიური და ტრადიციული მუსიკის, ლიტერატურის, კულტურული მემკვიდრეობის, სამუზეუმო ექსპონატთა ელექტრონული აღრიცხვის, მონაცემთა ბაზებისა და ინტერნეტ-პორტალების განვითარება, მათ შორის: განახლდა ქართული კინოკრიტიკის პლატფორმა − ორენოვანი პორტალი „ქართული კინოს მიმოხილვა“; სამუზეუმო ექსპონატების ერთიან აღრიცხვის პოტალზე დაემატა − 5388 ექსპონატი; თეატრალური მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიზნით, შეიქმნა და შესაბამის პორტალზე – განთავსდა 41 ვიდეოჩანახატი ქართული თეატრის მოღვაწეთა შესახებ; სათეატრო კრიტიკის ხელშეწყობა − ინტერნეტსივრცეში განთავსდა 60-ამდე ავტორის 180 სტატია და 12 განხილვა-დიალოგი (ბლოგი); ქართველი ქალი კომპოზიტორების ვებ-პორტალზე – 20 კომპოზიტორის შესახებ დაემატა ინფორმაცია; გაგრძელდა პროექტი „ქართული კლასიკური მუსიკის ანთოლოგიის ციფრული არქივისა და ვებ-პორტალის შექმნა“, სადაც 36 ქართველი კომპოზიტორის 250 მუსიკალური ნაწარმოებია ატვირთული; ქართული მრავალხმიანობის გაციფრებული საარქივო მასალა განთავსდა ონლაინ პლატფორმაზე; სხვადასხვა სტატიით განახლდა ასევე ელ. ჟურნალი „ქართული ფოლკლორი". განახლდა სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის მუზეუმთა ჯგუფის პროექტი საქართველოს თანამედროვე სახვითი ხელოვნების ვებ-არქივი. ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიაში განხორციელდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც, შეძენილ იქნა დაბალი შეყოვნების აუდიო-ვიზუალური პროგრამა LOLA და მის ჩასართვად საჭირო მოწყობილობით აღიჭურვა კონსერვატორიის ხმის ჩამწერი სტუდია. გაგრძელდა ინსტრუმენტების ფონდის განახლება სამუსიკო სასწავლებლებსა და მუსიკალურ ცენტრებში/ორკესტრებში, კერძოდ: შპს „აი ემ ტი სი მიუზიკ +“-ს შორის განახლებული ხელშეკრულების თანახმად, საანგარიშო პერიოდში კონსერვატორიამ მიიღო მსოფლიოში აღიარებული ბრენდის „სტეინვეი ენდ სანზის“ 14 როიალი, ხოლო, სსიპ − სკოლისგარეშე 114 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ სახელოვნებო სასწავლებელმა − „ნიჭიერთა ათწლედმა“ მიიღო 8 ერთეული როიალი. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ გამოცხადებული კონკურსის − „სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლების“ ფარგლებში, საქართველოს 6 რეგიონში, 11-მა მუსიკალურმა სკოლამ 50 ერთეული მუსიკალური ინსტრუმენტი შეიძინა. საანგარიშო პერიოდში 10 სსიპ სახელოვნებო სასწავლებელმა და მუსიკალურმა ცენტრმა/ორკესტრებმა 400,000 ლარის − ღირებულების სხვადასხვა სახეობის 28 ინსტრუმენტი და საორკესტრო ინსტრუმენტების სათადარიგო ნაწილები შეიძინეს. სსიპ − კამერული ორკესტრის ბაზაზე დაფინანსდა ინსტრუმენტების დამზადებისა და რესტავრაციის სახელოსნოს ხელშეწყობის პროექტი. ასევე 26 ხალხური საკრავი და 76 კომპლექტი სასცენო სამოსი იქნა შეძენილი ფოლკლორული ანსამბლებისთვის. ევროკავშირის ერასმუს+ პროგრამით გათვალისწინებული მობილობის ფარგლებში, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში შედგა 31 სტუდენტისა და 44 აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის მობილობა ევროკავშირის 8 ქვეყანაში; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიამ (თსსა) 2024 წელს განახორციელა 36 სტუდენტის სემესტრული და მოკლევადიანი მობილობები, აკადემიური/ადმინ. საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერისიტეტის მიერ, 2025 წელს განხორციელდა 3 აკადემიური პერსონალის მობილობა ლიეტუვასა და ესპანეთში. საანგარიშო პერიოდში, საერთაშორისო კულტურული ურთიერთობების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა 140-ზე მეტი პროექტი, მათ შორის, საზღვარგარეთ: ვენეციის საერთაშორისო გამოფენაზე „ვენეციის მე-60 ხელოვნების ბიენალეზე ქართული პავილიონის მოწყობა“ და სარეზიდენციო პროგრამა, ლევილის ქართული ფესტივალის მხარდაჭერა (46 პროექტი. მონაწილეობდა 800 პირი, 39 შემოქმედებითი ჯგუფი); ლევილში სახელოვნებო რეზიდენციების ხელშეწყობა (6 პროექტი); იაპონიაში (ტოკიო), ქართული ფესტივალის ფარგლებში, კულტურული/შემოქმედებითი და სანახაობრივი პროექტები (8 პროექტი, 110 მონაწილე, 5 შემოქმედებითი ჯგუფი); პოლონეთში, კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში ქართული კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების გამოფენა „ოქროს საწმისი − საქართველოს ხელოვნება“ ( 800-ზე მეტი ექსპონატი საქართველოს 12 და უცხოეთის 4 მუზეუმიდან); დანიაში საქართველოს კულტურის დღეები (6 პროექტი, 100-ამდე მონაწილე, 2 ფოლკლორული ანსამბლი, 1 თეატრი, კინოჩვენებები); 2025 წელს საქართველო ეროვნული სტენდით წარსდგა ლონდონის წიგნის ბაზრობასა (4 პროექტი) და პარიზის წიგნის ბაზრობაზე (დაფინანსდა 3 პროექტი); საქართველოს მონაწილეობა დიზაინის გამოფენებზე ჩინეთსა (პეკინი) და საფრანგეთში (პარიზი), ინდოეთში გაიმართა ფესტივალი, სახელწოდებით − „ქართული კულტურის დღეები ინდოეთში“, სადაც 4 ქართული თეატრი მონაწილეობდა. საანგარიშო პერიოდში სტიპენდიებით უზრუნველყოფილ იქნა 96 საქართველოს სახალხო არტისტი, სახალხო მხატვარი და შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატი, ხოლო სოციალური დახმარებით − 23 ლიტერატურისა და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. ერთჯერადი სოციალური დახმარება გაეწია 5 პირს. კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა მუზეუმებმა გამართეს 194 გამოფენა/ღონისძიება, 1291 საგანმანათლებლო აქტივობა, სამინისტროს მუზეუმებს სტუმრობდა 601819 დამთვალიერებელი. გაიხსნა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ახლად რეაბილიტირებული მეორე კორპუსი. კერძოდ, სრულად განახლდა 6000 კვ/მ ფართობის სივრცე, სადაც მოეწყო თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამუშაო, საკონფერენციო, საგამოფენო დარბაზები და ფონდსაცავები. შენობა აღიჭურვა თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით, სადაც გაიხსნა 115 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მუდმივმოქმედი გამოფენა ხელოვნების მუზეუმის კოლექციებიდან: „პაოლო ვენეციანოს პოლიპტიქიდან ვასილ კანდინსკის აბსტრაქციამდე“, სადაც გამოიფინა როგორც ქართული, ასევე საზღვარგარეთის ქვეყნების ხელოვნების კოლექციები. შენობის მესამე სართული დაეთმო ნიკო ფიროსმანაშვილის ახალრესტავრირებულ პანოებს, ხოლო პირველ სართულზე განთავსდა შუასაუკუნეების ქვის ხელოვნების ნიმუშები. შემოქმედებითი მეწარმეობის განვითარების მიზნით, სსიპ − შემოქმედებითმა საქართველომ ჩაატარა: კონკურსები სალიტერატურო ჟურნალების, საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერის მიზნით; შემოქმედებითი ინდუსტრიების ფორუმი, იუნესკოს კულტურული მრავალფეროვნების საერთაშორისო ფონდის დაფინანსებული პროექტის − „შემოქმედებითი გარდასახვა − შემოქმედებითი და კულტურის ინდუსტრიების ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერების“ ფარგლებში; სემინარი შემოქმედებითი ეკონომიკის განვითარების სტრატეგიის საკითხზე; ლიტერატურული კონფერენცია − „პატარა ქვეყნების ლიტერატურების კომერციალიზაცია და მისი როლი ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტის ჩამოყალიბებისა და პოპულარიზაციის საქმეში“ (UNESCO-ს მონაწილეობის პროგრამის ფარგლებში). გაგრძელდა მონაწილეობა „შემოქმედებითი ევროპის“ პროგრამაში და კულტურულ, შემოქმედებით და აუდიოვიზუალურ სექტორებში თანამშრომლობის ხელშეწყობა. საანგარიშო პერიოდში საქართველოდან საგრანტო პროგრამის ფარგლებში წარდგენილი განაცხადებიდან მიმდინარეობს 9 პროექტის განხორცილება, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 556 184.29 ევროს, მათ შორის, 2024 წელს 25 განაცხადიდან 4 პროექტი დაფინანსდა (ბიუჯეტი − 2,101, 833.53 ევრო). საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობა: · · · · · · · · ტექნიკური ბაზის განახლების მიზნით, 15 სახელმწიფო თეატრისა და თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო თეატრისათვის, შეძენილ იქნა 2 140 000 ლარის განათების აპარატურისა და 630 000 ლარის გახმოვანების აპარატურა; რუსთაველის ეროვნული თეატრისათვის შეძენილ იქნა და გადაეცა ძვირადღირებული (320 900 ლარი) მულტიფუნქციური პროექტორი; სააქციო საზოგადოება „დიუბოკმა“ დაასრულა საფრანგეთში, ლევილის ქართული აკადემიის (ლევილის მამულის) ტერიტორიაზე მდებარე შატოს ჩრდილოეთ და სამხრეთ ფასადების რეაბილიტაციისა და ახალი ხის კარ-ფანჯრების დამზადებისა და მონტაჟის სამუშაოები; დასრულდა ერისიონისათვის განკუთვნილი, სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობის რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის სამუშაოები. ახალი შენობა და სრული საპროექტო დოკუმენტაცია უვადო სარგებლობაში გადაეცა ანსამბლ „ერისიონს“; დასრულდა სსიპ − ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მიერ ქალაქ დმანისში არსებული შენობების სარემონტო სამუშაოები და თეატრის სარგებლობაში არსებულ ნაკვეთზე ახალი შენობის მშენებლობა; დასრულდა სსიპ − სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების − ქ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სკოლის „ნიჭიერთა ათწლედის“ − შენობის სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოები; დასრულდა სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის − შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის რეაბილიტაცია; განხორციელდა სსიპ – თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მიერ 71 ერთეული როიალის შესყიდვის პროცედურები; 116 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · · დასრულდა სსიპ − საქართველოს ეროვნული მუზეუმის − ელენე ახვლედიანის სახელობის სახლ-მუზეუმის სარეაბილიტაციო სამუშაოები; გარდა ამისა, გრძელდება კულტურული და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო და სარემონტო სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, ლევილის ბიბლიოთეკისა და მუზეუმების, თეატრების, სასწავლო და ადმინისტრაციული შენობების, ასევე მიმდინარეობს შესაბამისი პროექტებისა და ტენდერების მომზადება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ობიექტების დაცვის მიზნით, საანგარიშო პერიოდში, 70-ამდე ძეგლზე/ობიექტზე ჩატარდა სხვადასხვა ეტაპის სარეაბილიტაციოსარეკონსტრუქციო სამუშაოები. ჩატარდა 10-ამდე ძეგლის/ობიექტის სკანირება/ფოტოგრამეტრიული გადაღება და 3D მოდელირების შექმნა (მცხეთის ჯვრის მონასტრის მთავარი ტაძრის ინტერიერი (მცხეთის მუნიციპალიტეტი), ლარაშის ციხე (ლენტეხის მუნიციპალიტეტი), ბუხუტი ქალდანის კოშკი (მესტიის მუნიციპალიტეტი), შატილის ციხე-სახლები (დუშეთის მუნიციპალიტეტი), ისტორიული ჭიშკრები (ონის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტები), უბისის სვეტი (ხარაგაულის მუნიციპალიტეტი), სნოს ციხე (ყაზბეგის მუნიციპალიტეტი), სოფტადესი (კვიპროსი) არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ნატაძრალი). 150-ზე მეტი ძეგლის/ობიექტის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგებიც აისახა გეოსაინფორმაციო ბაზაში. გრძელდება სტეფანწმინდის ისტორიული მუზეუმისა და დიდი მცხეთის არქეოლოგიური სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალის შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები და მუზეუმების აღჭურვა ექსპოზიციების მოსამზადებლად. მიმდინარეობს მუშაობა პარმენ ზაქარაიას სახელობის ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმის შენობის დასასრულებლად საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესასყიდად. იგეგმება გრაკლიანი გორის არქეოლოგიური მუზეუმის გახსნა, გრძელდება არქეოლოგიური მუზეუმის − „გადაჭრილი გორის“ − მშენებლობა (ინფრასტრუქტურის მოწყობა), მიმდინარეობს ჭიათურისა და ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრების შენობების სარეაბილიტაციო სამუშაოები. დასრულდა ქ. ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას სახელობის ახალგაზრდული ცენტრისა და ბიბლიოთეკის მშენებლობა, რომელიც აშენდა დადიანების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე. 3000 კვ/მ ფართის შენობაში მოეწყო თანამედროვე მულტიფუნქციური ცენტრი. 3.3.2 სპორტი საქართველოს მთავრობა მიზანმიმართულად უწყობს ხელს ჯანსაღი და აქტიური ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით. ამასთან, ხელს აძლევს ქართული სპორტის განვითარებასა და სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზზე ღირსეულად წარმოჩენას. მხარდაჭერა მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ასევე სპორტის ხელმისაწვდომობის ზრდას. გაიზარდა სპორტის სფეროს დაფინანსება და, 2024 წელთან შედარებით (2024 წელი − 245,067,300.00), 2025 წელს დაფინანსდა 298,350,500.00 ლარით. საანგარიშო პერიოდში, ქართველი სპორტსმენების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე მოპოვებული მედლების რაოდენობა შემდეგია: სულ ჯამი − 1299; ოქრო − 441; ვერცხლი − 413; ბრინჯაო − 445. 117 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აღნიშნული საანგარიშო პერიოდი ქართული სპორტისთვის იყო წარმატებული და ისტორიული შედეგებით დატვირთული. 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ქართველმა სპორტსმენებმა 7 მედალი მოიპოვეს. 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლით საქართველომ მედლების რეიტინგში პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე ყველა ქვეყანას შორის 24-ე ადგილი დაიკავა, რაც ისტორიული ფაქტია, რადგან მსგავსი შედეგი საქართველოს სხვა არცერთ ოლიმპიადაზე არ უჩვენებია. 2024 წლის პარალიმპიადაზე კი ქართველმა პარალიმპიელებმა 9 მედალი მოიპოვეს. საქართველო პარიზის პარალიმპიადაზე 14 სპორტსმენით წარსდგა, რაც ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2024 წელი იყო ქართული ფეხბურთისთვის ღირსშესანიშნავი თარიღი, როცა პირველად ისტორიაში, საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა გუნდმა იასპარეზა ევროპის ჩემპიონატზე და შეძლო ჯგუფური ეტაპიდან გასვლა. საქართველოს 21-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა, ასევე, ისტორიაში პირველად, საკვალიფიკაციო ტურნირის გავლით, მოიპოვა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზური. ქართველი ფიგურული მოციგურავეები გახდნენ მსოფლიო ჩემპიონატის ორგზის ჩემპიონი და იაპონიის გრან პრის გამარჯვებულები. 2025 წლის იანვარში საქართველომ უმასპინძლა საერთაშორისო ტურნირს კარატეში − WKF-Karate1, სერია ა. 2024 წელს საქართველომ წარმატებით უმასპინძლა ჭადრაკში ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატს (გრანპრის ეტაპი). 2024-2025 წლებში ქართველმა მორაგბეებმა რაგბიში ევროპის ჩემპიონატზე გამარჯვება მოიპოვეს. პირველად ისტორიაში, ქართველი ქალი მორაგბეები 2025 წელს, 7-ქალა რაგბის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ. 2025 წლის 21 თებერვლის გამარჯვების შემდეგ კი, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები ზედიზედ მეექვსედ, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. საანგარიშო პერიოდში საქართველომ კიდევ ერთხელ უმასპინძლა ჩოგბურთში „დევისის თასს“. 2025 წელს საქართველომ წარმატებით უმასპინძლა ძიუდოს „გრან სლემს“. ძიუდოს ევროპის ჩემპიონატზე (მონტენეგროში) საქართველოს ნაკრებმა გუნდმა კონტინენტის პირველობაზე 3 ოქრო და 2 ვერცხლის მედალი მოიპოვა. ინდივიდუალურ ასპარეზობაში ევროპის ჩემპიონი გახდა ქართველი ძიუდოისტი, ასევე ქართველმა მოიპოვა ტურნირის ჩემპიონის ტიტული. საქართველოს ნაკრებმა გუნდმა გამარჯვება იზეიმა შერეულ გუნდურ ტურნირშიც. საანგარიშო პერიოდში, კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია ქართველმა მოფარიკავემ და კორეაში გამართულ გრან პრიზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. 2025 წლის თებერვალში, საქართველომ წარმატებით უმასპინძლა ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს − „ბაკურიანი 2025-ს“, სადაც ისტორიული შედეგიც დაფიქსირდა და ქართველი მოციგურავე ოქროს მედლის მფლობელი გახდა. საქართველო გახლავთ ევროპაში მეშვიდე ქვეყანა, რომელსაც ჩატარებული აქვს ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ორივე მნიშვნელოვანი ღონისძიება − როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის სახეობებში. 2025 წლის მაისში, საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები გუნდი საბერძნეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და ისტორიული შეხვედრა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. შედეგად, საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს. 118 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აღსანიშნავია, რომ სპორტის სფეროს მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით, საანგარიშო პერიოდში აქტიური მუშაობის შედეგად 2025 წელს, ივლისის თვეში, თბილისში გაიმართება ფარიკაობის მსოფლიო ჩემპიონატი; 2026 წელს ძიუდოს ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ჩატარდება; ასევე საქართველოში ჩატარდება 2026 წლის ევროპის ჩემპიონატები ძალოსნობაში. ქართული სპორტის სფეროში განხორციელებული ეროვნული, ოლიმპიური და ასაკობრივი ნაკრებების წევრთა, მწვრთნელთა, ადმინისტრაციული და საექიმო პერსონალის, ასევე პერსპექტიულ სპორტსმენთა სტიპენდიების პროგრამის მასშტაბური რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა სპორტსმენების ფინანსური უზრუნველყოფა, რაც პირდაპირ უწყობს ხელს მათ მოტივაციას, სპორტული შედეგების გაუმჯობესებასა და საერთაშორისო ასპარეზზე კონკურენტუნარიანობის ამაღლებას. განახლებული პროგრამის ფარგლებში, სპორტსმენთა სტიპენდიები საშუალოდ 50%-იდან 70%-ამდე, ხოლო მწვრთნელებისა და საექიმო პერსონალის სტიპენდიები 35%-ადან 50%-ამდე გაიზარდა (2023 წელს ჯამური ბიუჯეტი შეადგენდა 8. 906.940 ლარს; 2024 წელი − 13.897.032 ლარი; 2025 – 14.828.520 ლარი). ჯამში ბიუჯეტი გაიზარდა − 5,921,580 მილიონი ლარით. ვეტერან სპორტსმენთა და ვეტერან სპორტის მუშაკთა სოციალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, გრძელდება სპორტის სფეროს ვეტერანების ყოველთვიური და ერთჯერადი დახმარებების გაცემა. 2025 წელს დაგეგმილია პროგრამის დახვეწა და მიმდინარე ნუსხის გაფართოება (გაზრდა). ასევე სამინისტრო განაგრძობს მაღალმთიან დასახლებებში სპორტის სფეროში დასაქმებული მწვრთნელების სოციალური მხარდაჭერის პროგრამას. 2024 წლის ბოლოს, საქართველოში გაიმართა ევროსაბჭოს ანტიდოპინგური კონვენციის მონიტორინგის ჯგუფის (T-DO) შემფასებელი მისია, რომელსაც, სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ანტიდოპინგურმა სააგენტომ უმასპინძლა. მისიის ვიზიტი კონკრეტულად მიმართული იყო ანტიდოპინგური კანონმდებლობის გაუმჯობესებისადმი, კერძოდ, აკრძალული ნივთიერებების ტრეფიკინგისა და ხელმისაწვდომობის შეზღუდვაზე. განხორციელდა ისეთი მნიშვნელოვანი მასობრივი სპორტული ღონისძიებები, როგორებიცაა: ევროპის სპორტის კვირეული; BeActive ღონისძიებები; სასკოლო სპორტული ოლიმპიადა; სპორტის საერთაშორისო დღე; მოსწავლეთა ფიზიკური აქტივობის გაუმჯობესებისათვის ხორციელდება ისეთი პროგრამები, როგორებიცაა: საქართველოს სასკოლო ლიგა; მხიარული სტარტები; ყოველწლიურად მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა იზრდება. სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით, ქვეყნის მასშტაბით, 64 მუნიციპალიტეტში დაგეგმილია მულტიფუნქციური კომპლექსებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობის/რეაბილიტაციის პროექტები. ამ ეტაპისთვის მიმდინარეობს რეგიონებში არსებული სპორტული ინფრასტრუქტურის საჭიროებების შესწავლა. ამასთან, დასრულდა ქალაქ ფოთის სტადიონის მინდვრის საფარის რეაბილიტაცია; მიმდინარეობს ქალაქ რუსთავში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრის მშენებლობა, ორი საფეხბურთო მოედნით; ზუგდიდში საფეხბურთო სტადიონისა და სათადარიგო სტადიონის მშენებლობა. დაგეგმილია და დაიწყო შესაბამისი მოსამზადებელი სამუშაოები 70 ათას მაყურებელზე გათვლილი, მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობისთვის/რეკონსტრუქციისთვის. აზიის განვითარების ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით, საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამის (LCIP) ფარგლებში გათვალისწინებულია 4 სპორტული კომპლექსის მშენებლობა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: 119 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ქალაქი რუსთავი, ქალაქი ქუთაისი, ახალციხე და ზუგდიდი. 2025 წლის მაისის მდგომარეობით, დასრულებულია 3 სპორტული კომპლექსის მშენებლობა (ქალაქი რუსთავი, ქალაქი ქუთაისი, ზუგდიდი). მიმდინარეობს სამუშაოები ახალციხის სპორტულ კომპლექსზე, რომელიც დასრულდება 2025 წელს. საანგარიშო პერიოდში, უშუალოდ, 2024 წელს დასრულდა 5 სპორტული კომპლექსის მშენებლობა დედოფლისწყაროში, მარნეულში, რუსთავში, ბოლნისსა და წნორში, კერძოდ: წნორში სპორტულ კომპლექსში მოეწყო კომბინირებული − მინიფეხბურთის, კალათბურთისა და ფრენბურთის საერთაშორისო სტანდარტების მოედანი, 150 მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნებით. მოედნის გარდა, სპორტული კომპლექსი მოიცავს მულტიფუნქციურ სივრცეს ფიზიკური მომზადებისა და ჭიდაობისთვის. რუსთავში აშენდა ორსართულიანი, დახურული ტიპის სპორტული კომპლექსის მთავარი დარბაზი, რომელიც მოემსახურება 8 ოლიმპიურ სპორტულ სახეობას, კერძოდ, დარბაზში შესაძლებელი იქნება ღონისძიებების გამართვა კალათბურთის, ფრენბურთის, ხელბურთის, მინიფეხბურთის, კრივის, ჭიდაობის, ძიუდოს, ფარიკაობის სპორტულ სახეობებში. დარბაზის მოძრავი, ეგრეთ წოდებული ტელესკოპური ტრიბუნები გათვლილია 1500 მაყურებელზე, მოწყობილი და აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ არხილოსკალოში მოეწყო სპორტული კომპლექსი, რომელიც მოიცავს 100 მაყურებელზე გათვლილ ძიუდოსა და ჭიდაობის დარბაზს და ფიზიკური მომზადების და ძალოსნობის მულტიფუნქციურ დარბაზს. მარნეულში აშენდა ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო სტადიონი 2000 გულშემატკივარზე გათვლილი ტრიბუნით. სტადიონის კომპლექსი მოიცავს უეფას სტანდარტებით (II კატეგორია) გათვალისწინებულ აუცილებელ ყველა სივრცეს. ბოლნისში მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსში მოეწყო მულტიფუნქციური სპორტული დარბაზი ხელბურთისთვის, ფრენბურთისა და კალათბურთისთვის, დარბაზები კრივის, ჭიდაობის, ძალოსნობის, კარატესა და ფიზიკური მომზადებისათვის. 2025 წლის დასაწყისში, თბილისში საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენის მშენებლობა დასრულდა, რომელიც მოემსახურება ჰოკეის, ფიგურული სრიალისა და კერლინგის სპორტის სახეობებს. თბილისის ყინულის არენის შენობაში მოეწყო ყინულის მოედანი (ზომით − 60/30), 700-ამდე მაყურებელზე გათვლილი ტრიბუნები, სავარჯიშო, ქორეოგრაფიული, დასასვენებელი, სამედიცინო, საგრიმიორო და საკონფერენციო დარბაზები, გასახდელები და სველი წერტილები, გათვალისწინებულია სივრცე კაფესთვის − მოედნის პანორამული ხედით და ავტოსადგომი. აღნიშნულმა ყინულის არენამ უკვე ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლა. ბაკურიანში ბიატლონის ახალი 3.5 კმ-იანი ტრასის მშენებლობა დასრულდა. მოეწყო ხელოვნური გათოვლიანების სისტემა, რისთვისაც ჩატარდა წყალმომარაგების ქსელის სამშენებლო სამუშაოები. ბიატლონის ახალმა ტრასამ უკვე უმასპინძლა 2025 წლის ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიადას. დასრულდა ქალაქ ფოთში, მალთაყვაში, კანოესა და ნიჩბოსნობის სპორტული კომპლექსის მშენებლობა. დასრულდა ქალაქ თბილისში საქართველოს ეროვნული ოლიმპიური რეზერვების მზადების ცენტრის რეაბილიტაცია; სოფელ დიღომში მულტიფუნქციური სპორტული ბაზის 120 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ რეაბილიტაცია; დასრულების ეტაპზეა ლენტეხის მუნიციპალიტეტში აილამას სამთო ბანაკის მშენებლობა. დაიწყო საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ახალი შენობის მშენებლობასთან დაკავშირებული პროცედურები, რაც მოიცავს ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობის აშენებას, აღნიშნული უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, შესაძლებელი გახდება უმაღლესი აკადემიური ახალი პროგრამების დანერგვა, განვითარება. 4. საგარეო პოლიტიკა და თავდაცვა 4.1 საგარეო პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლება აქტიურად აგრძელებდა მუშაობას ქვეყნის გამთლიანებისა და ტერიტორიული მთლიანობის უზრუნველყოფის, დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით. საანგარიშო პერიოდში ხორციელდებოდა ყველა დიპლომატიური თუ სამართლებრივი ინსტრუმენტების გამოყენება საერთაშორისო მხარდაჭერის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციის, რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიისა და რუსეთის პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, სოციალურ, სამართლებრივ სივრცეში ინტეგრაციისკენ გადადგმული ნაბიჯების აღკვეთის, ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის, საოკუპაციო ხაზით გაყოფილი მოსახლეობის შერიგებისა და ნდობის აღდგენის საკითხების დაყენებისთვის. აღნიშნული თემები აქტიურად იყო დასმული და განხილული ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრასა თუ პოლიტიკური კონსულტაციებისას. ასევე ეფექტიანად იყო გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატები, მათ შორის: გაეროს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეისა და მისი ძირითადი კომიტეტების და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები; ეუთოს მუდმივი საბჭო, მინისტრთა საბჭო, საპარლამენტო ასამბლეა; ევროპის საბჭოს მინისტერიალი, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი, საპარლამენტო ასამბლეა, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესი, ასევე ევროკავშირისა და ნატოს ფორმატები. ქართული მხარის აქტიური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალური იყო რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის თემა და ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებული გამოწვევები. საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან ადგილი ჰქონდა მკაფიო საჯარო მხარდაჭერასა და გამოხმაურებას რუსეთის ფედერაციისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე. ამ თვალსაზრისით, აღსანიშნავია პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტები, როგორიცაა: 121 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ · · · · · · · · · გაეროს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია; გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“; 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს განცხადება; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“; ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 30-ე და 31-ე კონსოლიდირებული ანგარიშები „კონფლიქტი საქართველოში“; ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადებები; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ბუქარესტის დეკლარაცია; ნატოს ვაშინგტონის სამიტის დეკლარაცია; აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ. 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი აგრესიის მე-16 წლისთავს საერთაშორისო საზოგადოების უპრეცედენტო გამოხმაურება მოჰყვა, რაც აისახა არაერთ განცხადებასა თუ კომენტარში. საქართველოს დელეგაცია აქტიურად და კონსტრუქციულად იყო ჩართული მოლაპარაკებების ფორმატებში − ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები და ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი: 61-ე რაუნდი − 2024 წლის 25-26 ივნისი, 62-ე რაუნდი − 2024 წლის 5-6 ნოემბერი და 63-ე რაუნდი − 2025 წლის 4-5 მარტი. მოლაპარაკებების ფარგლებში, განსახილველ მთავარ საკითხებს წარმოადგენდა ევროკავშირის შუამავლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, კერძოდ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების საკუთარ სახლში დაბრუნება. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა აქტიური მუშაობა და კონსულტაციები თანათავმჯდომარეებსა და აშშ-სთან, როგორც მონაწილე ქვეყანასთან. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 5 შეხვედრა (2024 წლის 23 ივლისი, 12 სექტემბერი, 19 ნოემბერი, 2025 წლის 14 თებერვალი, 3 აპრილი), სადაც განხილულ იქნა ყველა ის საკითხი, რაც მწვავედ დგას ადგილზე. ქართული მხარე კვლავ აქტიურად აყენებდა ყველა გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის უპირობოდ და ფუძემდებლური პრინციპების შესაბამისად აღდგენის საკითხს ყველა შესაბამის ფორმატში. გრძელდებოდა პარტნიორებთან მუშაობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გაძლიერებისა და მანდატის სრულად შესრულების უზრუნველსაყოფად. 2024 წლის დეკემბერში ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება მისიის მანდატის კიდევ ორი წლით გახანგრძლივებაზე. ამავდროულად, გრძელდებოდა საქმიანობა ადგილზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების დაშვებისთვის. ქართული მხარე აგრძელებდა ძალისხმევას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით. 122 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების, რისკების ნიველირებისა და საზღვარგარეთ საოკუპაციო რეჟიმების უკანონო კონტაქტების აღკვეთის მიმართულებით. ამ კონტექსტში, გრძელდებოდა აქტიური თანამშრომლობა სტრატეგიულ პარტნიორებთან და სხვადასხვა რეგიონის სახელმწიფოებთან. ოკუპირებულ რეგიონებში არსებული რეალობისა და მიმდინარე უკანონო ოკუპაციის თანმდევი გამოწვევების მიუხედავად, საქართველოს მთავრობა ურყევად აგრძელებდა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის, ნდობის აღდგენისა და ჩართულობის სხვადასხვა, დეპოლიტიზირებული, სტატუს-ნეიტრალური მექანიზმის განხორციელების გზით, რაც შესაბამის შედეგებში აისახება. შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში, აქტიურად გრძელდებოდა ომით ხელოვნურად გაყოფილ საზოგადოებას შორის კომუნიკაციის, სახალხო დიპლომატიის, სექტორული თანამშრომლობისა და ნდობის აღდგენის პროექტების განხორციელების მხარდაჭერა ყველა ხელთარსებული ფორმალური თუ არაფორმალური არხების მეშვეობით. საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით, 51 ახალი ჰუმანიტარული და ნდობის აღდგენის პროექტი იქნა ინიცირებული. გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა სამშვიდობო ინიციატივის − „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შემდგომი ეფექტიანი განხორციელების მიზნით. შედეგზე ორიენტირებულ საქმიანობას განაგრძობდა სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული ფინანსური მექანიზმი − „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“. 2024 წელს ჩატარებული მეხუთე საგრანტო კონკურსის ფარგლებში, ფონდმა ოკუპირებული რეგიონებიდან მიიღო 62 კვალიფიციური ბიზნესგანაცხადი, საიდანაც დაფინანსდა 16 ერთობლივი ქართულ-აფხაზური/ქართულ-ოსური ბიზნესინიციატივა. 2025 წელს იგეგმება შემდგომი, მეექვსე საგრანტო კონკურსის გამოცხადება. 2024 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ოკუპირებული ტერიტორიებიდან უგამოცდოდ ჩაირიცხა და სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს 193 სტუდენტი; ამასთან, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო, ე.წ. „1+4“ პროგრამის ფარგლებში, უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხა 4 ოსურენოვანი ახალგაზრდა, ხოლო საკუთარი სურვილით ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე − 6 ახალგაზრდა ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელთაგანაც საუკეთესო შედეგების მქონე პირს გადაეცა დიმიტრი გულიას სახელობის სტიპენდია. 2024 წელს განახლდა და სრულფასოვანი სახით ამოქმედდა სამშვიდობო ინიციატივით გათვალისწინებული „სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამა“, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების უმაღლეს სასწავლებლებში სრულფასოვანი სწავლის გასაგრძელებლად უკეთ მომზადების ხელშესაწყობად. პროგრამის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია საერთო საცხოვრებელში განთავსება და ყოველთვიური სტიპენდია. ოკუპირებული რეგიონებიდან „სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამაზე“ 2024 წელს 18 აბიტურიენტი ჩაირიცხა. სამშვიდობო ინიციატივის შესაბამისად, გაგრძელდა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე, მათ შორის, საქართველოს მოქალაქის პასპორტზე, გამარტივებული წესით წვდომის უზრუნველყოფა. 2024 წელს საქართველოს მოქალაქის პასპორტი ოკუპირებული რეგიონებიდან 189-მა ადამიანმა აიღო. 123 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2024 წელს გრძელდებოდა ჯანდაცვის სახელმწიფო რეფერალური პროგრამის ეფექტიანი ფუნქციონირება, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობას უფასო და საჭიროებაზე მორგებულ სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფდა, საანგარიშო პერიოდში კი პროგრამით 1 422 პირი სარგებლობდა. გრძელდებოდა მუშაობა აფხაზეთის რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების მხარდასაჭერად, მოსახლეობის სხვადასხვა ვაქცინითა და წამლებით მომარაგების გზით, რომელთა ღირებულება საანგარიშო პერიოდში 500,000 ლარს აღემატება. ჯამში, ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯული თანხა 8 მილიონამდე ლარს აღწევს. ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის შერიგებისა და ჩართულობის პროგრამების შესახებ ინფორმაციის მისაწოდებლად შეიქმნა საინფორმაციო პორტალი (www.openbf.info), რომელიც ქართულ, აფხაზურ, ოსურ და ინგლისურ ენებზე მარტივად გასაგებ ინფორმაციას სთავაზობს ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობისა და სხვა პროგრამების შესახებ. მნიშვნელოვან პრიორიტეტად რჩებოდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა და მათზე რეაგირება. 14, 526 ოჯახს, ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველყოფის მიზნით, გაეწია ფინანსური დახმარება; ამასთან, 2000-ამდე სტუდენტს სახელმწიფოს მიერ დაუფინანსდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის საფასური. გრძელდებოდა გამყოფი ხაზის გასწვრივ სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური, ინფრასტრუქტურული, სასოფლოსამეურნეო, ჯანდაცვითი და საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება. ამასთან, ჩინეთის საელჩოსა და გორის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, სპორტული მოედნები მოეწყო და გაიხსნა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში − მერეთსა და ქვემო არცევში. 2024 წელს დასრულდა სოფელ ზარდიაანთკარში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზიანებული იმ 28 სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელთა მფლობელებს სახელმწიფოსგან კომპენსაცია არ მიუღიათ და უზრუნველყოფილი იყვნენ დროებითი საცხოვრებლით. ქალების სამშვიდობო პროცესში მონაწილეობის გაძლიერების მიზნით, გამყოფი ხაზის სიახლოვეს საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და დაცვის მექანიზმების შესახებ, რომელთაც 125 ადგილობრივი ქალი ესწრებოდა. სამშვიდობო პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გასამყარებლად, 2024 წელს გაგრძელდა სახელმწიფო მინისტრის აპარატის „მშვიდობის ჯილდოს“ კონკურსი, სადაც ორ ნომინაციაში გამარჯვებულებმა 3000 ლარის ჯილდო მიიღეს და სტრასბურგში დემოკრატიის მსოფლიო ფორუმშიც მონაწილეობდნენ. წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან ერთად, გრძელდებოდა 90-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებებისა და 2008 წლის ომის შედეგად უგზო-უკვლოდ დაკარგული პირების მოძიების პროგრამა, რომლის ფარგლებში აფხაზეთის რეგიონში დაკარგული 22 პირის ნეშტი იდენტიფიცირდა და ოჯახებს გადაეცა. ამასთან, ქ. სტამბოლში გაიმართა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების საკითხებზე ICRC-ის ეგიდით მოქმედი, ქართველი და აფხაზი მონაწილეებისაგან შემდგარი საკოორდინაციო მექანიზმის მე-16 შეხვედრა. მნიშვნელოვნად 124 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გააქტიურდა უწყებათაშორისი კოორდინირებული თანამშრომლობა და წარმატებით გრძელდებოდა უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესი, რომელიც ორიენტირებულია შესაბამისი ჩართული სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივ გაზრდაზე. 2024 წელს, სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და ICRC-ს შორის ხელი მოეწერა მონაცემთა გაზიარების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც მიზნად ისახავს უგზოუკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროგრამის ტრანსფორმაციის პროცესში, სახელმწიფო უწყებების როლის ეტაპობრივად გაზრდის გათვალისწინებით, სახელმწიფო მინისტრის აპარატისთვის მონაცემთა გაზიარებას. აქტიურად გრძელდებოდა საერთაშორისო სასამართლოებში მიღებული გადაწყვეტილებების გამოყენება საერთაშორისო არენაზე ყველა შესაძლო პოლიტიკურ და სამართლებრივ ფორმატში რუსეთის მიერ მისი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით. საერთაშორისო თანამეგობრობას მიეწოდა ინფორმაცია საანგარიშო პერიოდში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მორიგი გადაწყვეტილების შესახებ. კერძოდ, 2024 წლის 17 დეკემბრის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, საქმეზე − „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება რუსეთის ფედერაციის ეფექტური კონტროლი აფხაზეთის რეგიონსა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე, კერძოდ, აფხაზეთის ტერიტორიაზე საკუთრების უფლების დარღვევის ფაქტებზე სრული პასუხისმგებლობა რუსეთს დაეკისრა. სტრასბურგის სასამართლოში „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, აღნიშნული დავის ფარგლებში გრძელდება წარმოება დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხზე. დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოში გაიგზავნა კომპლექსური სამართლებრივი პოზიცია, დარღვევის მსხვერპლთა ნუსხა და 1000ამდე თანდართული დოკუმენტი. ამასთანავე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ქართული მხარის აქტიური ჩართულობით, მიმდინარეობს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (I)“ (ე.წ. დეპორტირებულების საქმე) და „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ (ე.წ. აგვისტოს ომის საქმე) სახელმწიფოთაშორის საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების პროცედურები. მინისტრთა კომიტეტი გამოსცემს მკაცრ გადაწყვეტილებებს/რეზოლუციებს რუსეთის მიმართ, სადაც ხაზგასმულია როგორც მოპასუხე სახელმწიფოს მიერ დაკისრებული კომპენსაციის გადახდის, ისე ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული ქართველების საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფის უპირობო ვალდებულებები. ქართული მხარის ინიციატივით, რუსეთის მიერ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულების გზების შესასწავლად, საკითხი გადაეცა ევროპის საბჭოს სამართლებრივ მრჩეველთა კომიტეტს (CAHDI), რომლის ფარგლებში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი საქართველოს მონაწილეობით. ჯგუფმა მოამზადა დოკუმენტი, რომელიც ამჟამად განიხილება ევროპის საბჭოში. აღსანიშნავია, რომ აგვისტოს ომის დროს ქართველი სამოქალაქო ტყვეების წამებისა და არასათანადო მოპყრობის ეპიზოდზე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ 3 ბრალდებულის (ცხინვალის დე ფაქტო „ხელისუფლების“ წარმომადგენლების) მიმართ გამოცემული დაპატიმრების ორდერების აღსრულების მიზნით, გრძელდება თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან, რათა 125 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ დამნაშავე პირები წარდგნენ საერთაშორისო მართლმსაჯულების წინაშე. ხაზგასასმელია, რომ ჰააგის სასამართლოში დასრულებულია რუსეთ-საქართველოს ომის საქმის გამოძიება ქართული მხარის პასუხისმგებლობის გამოვლენის გარეშე. საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესი. მომზადდა ევროინტეგრაციის 2024 წლის სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში და ასევე 2025 წლის ევროკავშირში ინტეგრაციის სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის გაწევრიანების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს მხრიდან მომზადდა და ევროკომისიას 2025 წლის 23 აპრილს გადაეცა 2025 წლის გაფართოების ანგარიში. ასევე მომზადდა და 2025 წლის 30 აპრილს ევროკომისიას მიეწოდა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესრულების ანგარიში. საქართველო აქტიურად მონაწილეობდა ევროკაშირის საზღვრისპირა თანამშრომლობის პროგრამის (CBC) განხორციელების პროცესში. საანგარიშო პერიოდში, გრძელდებოდა ევროკავშირთან თანამშრომლობა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატის ფარგლებში, მათ შორის, ფორმატის სამომავლო სამუშაო გეგმის შემუშავებასა და ღონისძიებებში ჩართულობის კუთხით. ევროკავშირის სამართალთან ჰარმონიზაციის მიზნით, დაიწყო მუშაობა ევროკომისიის 2024 წლის გაფართოების ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულებაზე. კერძოდ, მიმდინარეობს სამეწარმეო სამართლის სფეროში არსებული ორი დირექტივისა (აქციონერთა გრძელვადიანი ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ და სამეწარმეო სამართალში ციფრული ინსტრუმენტებისა და პროცესების დანერგვის შესახებ) და შიდა ბაზარზე მომსახურებების შესახებ დირექტივის შესწავლა, მათი საქართველოს კანონმდებლობაში შემდგომი ტრანსპოზიციის მიზანშეწონილობის დადგენის მიზნით. ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ეფექტიანი კოორდინაციისთვის შეიქმნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც შეიმუშავა 2024-2025 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ევროკავშირთან სამართლებრივი დაახლოების ვალდებულებებს. შექმნილია სამართლებრივი დაახლოების ელექტრონული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომია სახელმწიფო უწყებებისთვის და მოიცავს 600-ზე მეტ დასაახლოებელ აქტს ასოცირების შეთანხმებისა და სხვა ხელშეკრულებების ფარგლებში. ბაზაში არსებული მონაცემების მიხედვით, ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მაჩვენებელი 50%-ს აღემატება. ჰარმონიზებული ქართული ნორმების ევროკავშირის სამართალთან შესაბამისად გამოყენების ხელშეწყობის, ასევე სამართლებრივი განჭვრეტადობის გაძლიერების მიზნით, მიმდინარეობს ამ ნორმებში ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების ეტაპობრივად ასახვა. ამ ეტაპზე, ხელმისაწვდომია 10-ამდე გადაწყვეტილების ამონარიდი. საანგარიშო პერიოდში, გაიმართა ნატოს 75-ე წლისთავის აღსანიშნავი საიუბილეო სამიტი. საქართველოს დელეგაციამ, საგარეო საქმეთა მინისტრის ხელმძღვანელობით, სამიტის ფარგლებში გამართულ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. შემუშავდა საქართველოს 2024 წლის რიგით მე-16 წლიური ეროვნული პროგრამის (ANP) თვითშეფასების დოკუმენტი და გაიგზავნა ნატოს შტაბ-ბინაში. 126 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ასევე შემუშავდა 2023-2024 წ.წ. ნატო-საქართველოს ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამის (ITPP) შეფასების დოკუმენტი და გაიგზავნა ნატოს შტაბ-ბინაში. საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც წარმატებით ჩაერთო ნატოს აღნიშნულ პროგრამაში. საანგარიშო პერიოდში, ევროპის ქვეყნებთან განხორციელდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტები. კერძოდ, საქართველოს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის რანგში, ეწვია უნგრეთის პრემიერ-მინისტრი. უნგრეთის თავმჯდომარეობის დაწყებისას გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტიც. დამატებით, საგარეო საქმეთა მინისტრი ორჯერ ესტუმრა უნგრეთს, ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიწურულს და ასევე − მარტში, როდესაც სიტყვით გამოვიდა ამბასადორიალზე. შედგა მინისტრის ვიზიტი ლუქსემბურგში და ასევე განხორციელდა მინისტრის სამუშაო ვიზიტი ავსტრიის რესპუბლიკაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრა ფედერალურ მინისტრთან. საქართველოს დელეგაცია, საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით, ესწრებოდა ვატიკანში, რომის პაპის − ფრანცისკეს დაკრძალვისა და ახლადარჩეული პაპის − ლეონ XIV-ის ინტრონიზაციის ცერემონიებს. საანგარიშო პერიოდში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განახორციელა ვიზიტები გაერთიანებულ სამეფოში (2024 წლის 18 ივლისი), უნგრეთსა (2024 წლის 7 ნოემბერი) და ალბანეთში (2025 წლის 16 მაისი), ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტებში მონაწილეობის მისაღებად. ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები გამოყენებულ იქნა ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების ფართო სპექტრის განხილვის მიზნით. კერძოდ, გაიმართა კონსულტაციები ნიდერლანდებთან, სლოვაკეთთან, სერბეთთან, მალტასთან, იტალიასთან; ამასთან, შედგა მინისტრის მოადგილის სამუშაო ვიზიტები უნგრეთსა და ლატვიაში. აქტიურად გაგრძელდა მაღალი დონის საერთაშორისო ფორუმების გამოყენება ევროპელ ლიდერებსა და საგარეო საქმეთა მინისტრებთან ორმხრივი შეხვედრების გამართვის მიზნით. დასავლეთ ბალკანეთის რეგიონთან გაზრდილი ჩართულობის შემდგომი მკაფიო გამოხატულება იყო 2025 წელს სერბეთის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისში საელჩოს გახსნის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა ვიზიტები და ორმხრივი შეხვედრები აშშ-ის მიმართულებით: 2024 წლის 10 − 13 ივლისს საქართველოს ეწვია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების საკითხებში, ეზრა ზეია; 2024 წლის 9 − 11 აგვისტოს თბილისს ეწვია ამერიკის შეერთებული შტატების ორპარტიული და ორპალატიანი საპარლამენტო დელეგაცია, დემოკრატი სენატორის, ჯინ შაჰინისა და რესპუბლიკელი კონგრესმენის, მაიკ ტერნერის შემადგენლობით; 2025 წლის 22 აპრილს ვაშინგტონში გაიხსნა სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ციკლი, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს ეწვია საქართველოს ოფიციალური დელეგაცია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, პირველი ვიცე-პრემიერის ხელმძღვანელობით. დელეგაციამ შეხვედრები გამართა როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლებთან: პირველი ვიცეპრემიერი აშშ-ის კომერციის მდივნის თანაშემწეს გლობალური ბაზრების მიმართულებით − აშოკ პინტოს შეხვდა და ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილა. 127 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პირველი ოფიციალური შეხვედრა გაიმართა სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯოშუა ჰაკთან ორი ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილეს. მოგვიანებით, ასევე გაიმართა ვიცე-პრემიერის შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენლის თანაშემწის მოადგილესთან, სილვია სავიჩთან. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრა ასევე გაიმართა თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოში, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ ასისტენტსა და უფროს დირექტორთან ეროვნული უშიშროების საბჭოში ევროპასთან ურთიერთობის საკითხებში − ენდრიუ პიკთან. 2024 წლის შეერთებული შტატების კონსოლიდირებული ასიგნებების აქტში (Consolidated Appropriation’s Act FY24), ზედიზედ მერვედ, კვლავ დაფიქსირებულია საქართველოს მხარდამჭერი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თაობაზე. კანონი ასევე ითვალისწინებს დაფინანსებას საქართველოს ყოველწლიური დახმარებისთვის. 2024 წლის 23 დეკემბერს ძალაში შევიდა აშშ-ის 2025 წლის თავდაცვის ავტორიზაციის ეროვნული აქტი − NDAA FY25. კანონის საბოლოო ვარიანტში, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხი მოხვდა შეჯერებული ტექსტის განმარტებით ნაწილში. მნიშვნელოვანია საქართველოსა და კანადას შორის ურთიერთობების მიმდინარე დინამიკის შენარჩუნება და გაღრმავება პოლიტიკურ, ეკონომიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში (მათ შორის, ერთობლივი წვრთნებისა და სამხედრო განათლების გაგრძელების კუთხით). საანგარიშო პერიოდში განხორციელდა შემდეგი ვიზიტები: 2024 წლის 12 ივნისს საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდა კანადის გლობალურ საქმეთა სამინისტროს არქტიკის, ევრაზიისა და ევროპულ საქმეთა გენერალური დირექტორი, რობერტ სინკლერი; 2024 წლის 31 ოქტომბერი-1 ნოემბრის პერიოდში, საქართველომ (ადგილსამყოფელ ქვეყანაში დიპლომატიური წარმომადგენლობის დონეზე) მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში, სახელწოდებით − Ministerial Conference on the Human Dimension of Ukraine’s Peace Formula და მიუერთდა კონფერენციის ერთობლივ კომუნიკეს; 2025 წლის 11 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრმა კანადელი კოლეგის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ქალი საგარეო საქმეთა მინისტრების ჯგუფის (WFMG) შეხვედრაში. სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული ვითარების ფონზე, საქართველო კვლავაც ახორციელებდა დაბალანსებულ პოლიტიკას, რომელიც მიმართული იყო რეგიონში სტაბილურობის აღდგენისა და მდგრადი მშვიდობის მიღწევისაკენ. საქართველომ არაერთხელ განაცხადა, რომ მზად არის, გახდეს დამატებითი ადგილი ჩვენი მეზობლებისთვის, სადაც მხარეებს შეუძლიათ, განიხილონ ნებისმიერი აქტუალური თემა, რომელიც ხელს შეუწყობს მათ შორის ნდობის ჩამოყალიბებასა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობას. სწორედ ამის დასტური იყო 2025 წლის 17 აპრილს ქ.თბილისში გამართული სამმხრივი (საქართველო, აზერბაიჯანი, სომხეთი) შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე. შეხვედრა ემსახურებოდა იმ პოტენციური სფეროების გამოვლენას, სადაც შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობა განხორციელდება. შეჯერდა რამდენიმე მიმართულება, სამომავლო ერთობლივი საქმიანობისათვის. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს თურქეთის რესპუბლიკასთან, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკასთან აკავშირებს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობა. თურქეთსა და აზერბაიჯანთან პარტნიორობას კიდევ უფრო აღრმავებს არსებული რეგიონული სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტები. 128 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საანგარიშო პერიოდი გამოირჩეოდა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ინტენსივობით, როგორც საქართველოს მხრიდან სომხეთის რესპუბლიკაში, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკაში, ისე მეზობელი ქვეყნებიდან საქართველოში. 2025 წლის 11-12 აპრილს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, სადაც მან მონაწილეობა მიიღო „ანტალიის დიპლომატიის მე-4 ფორუმში“. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, კერძოდ, 2025 წლის 16 იანვარს, გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, 2025 წლის 30 იანვარს − სომხეთის რესპუბლიკაში და 2025 წლის 26 თებერვალს − თურქეთის რესპუბლიკაში. სომხეთსა და აზერბაიჯანთან საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციადემარკაციის საკითხი ამ პერიოდში ასევე განიხილებოდა ქვეყნებს შორის მაღალი დონის ვიზიტების დროს. საანგარიშო პერიოდში დიდი ყურადღება ეთმობოდა საქართველო-თურქეთი-აზერბაიჯანის სამმხრივ ფორმატს. ამასთან, რეგულარულად იმართება სამმხრივი ფორმატის ფარგლებში საკანონმდებლო ორგანოების საგარეო ურთიერთობების კომიტეტების, ასევე თავდაცვის მინისტრების სამმხრივი შეხვედრები. აღსანიშნავია, რომ თურქეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორების ათეულში არიან. აღნიშნული მიმართულებით მნიშნელოვანი იყო 2025 წლის 17 იანვარს აზერბაიჯანის რესპუბლიკაში და 30 იანვარს სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერმინისტრის თანათავმჯდომარეობით გამართული მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიების სხდომები, რომელიც ქვეყნებს შორის მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობის განვითარებისა და რეგულარული დიალოგის კიდევ ერთ მექანიზმს წარმოადგენს. მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებმა სატრანსპორტო-ენერგეტიკული დერეფნების დივერსიფიცირების მნიშვნელობა საგრძნობლად გაზარდა. საქართველოსთვის განსაკუთრებით აქტუალური გახდა აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი ე.წ. „შუა დერეფნის“ როლი აღმოსავლეთ-დასვლეთს შორის ტვირთებისა და ენერგომატარებლების შეუფერხებელი და ეფექტიანი ტრანსპორტირების კუთხით, რომლის ფარგლებშიც, საანგარიშო პერიოდში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები, როგორც რეგიონში, ასევე აზიის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გამყარების მიმართულებით. სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივი განცხადების მიღების შემდეგ, შესამჩნევად გააქტიურდა თანამშრომლობა ჩინეთთან − პოლიტიკის, ეკონომიკის, ტურიზმის, ტრანსპორტის, განათლების სფეროებში. მიღწეულ იქნა მნიშვნელოვანი შედეგები სამართლებრივი ბაზის სრულყოფისა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების მიმართულებით. 2024 წლის 11-12 სექტემბერს, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა გამართა სამუშაო ვიზიტი ჩინეთში, რომლის ფარგლებში ხელი მოეწერა საქართველოსა და ჩინეთის მთავრობებს შორის მემორანდუმს შუა დერეფნის ერთობლივი განვითარების შესახებ. განსაკუთრებით აღსანიშნავია საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო რეჟიმის ამოქმედება, რამაც შესაძლებლობა მისცა საქართველოს მოქალაქეებს, უვიზოდ იმოგზაურონ, როგორც კონტინენტურ ჩინეთში, ასევე ჰონგ-კონგის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონში. უვიზო რეჟიმის არსებობა ხელს უწყობს საქართველო-ჩინეთის მეგობრობისა და პარტნიორობის განვითარებას, ასევე სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ხალხთა შორის კავშირების განმტკიცებას. 129 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2024 წლის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 1.9 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. 2025 წლის პირველი კვარტალის მონაცემებით, ორმხრივმა სავაჭრო ბრუნვამ 472 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გასულ წელს საქართველოს ეწვია 88.583 ჩინელი ტურისტი (ზრდა 83%-ით, 2023 წელთან შედარებით). შესამჩნევად გამყარდა პარტნიორული კავშირები ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან − ყაზახეთის რესპუბლიკასთან, უზბეკეთის რესპუბლიკასთან, თურქმენეთთან. ხორციელდება პრაქტიკული ნაბიჯები შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის განვითარებისთვის, პირველ ყოვლისა, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების, საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მაღალი და უმაღლესი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლას და არსებული დინამიკის შენარჩუნებას. განხორციელდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალური ვიზიტები ყახაზეთში, უზბეკეთსა და თურქმენეთში. დინამიკურად ვითარდებოდა ურთიერთობები კორეის რესპუბლიკასთან. 2024 წლის 27 ნოემბერს ხელი მოეწერა ერთობლივ განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ოფიციალურად დასრულდა მოლაპარაკებები ქვეყნებს შორის ეკონომიკური პარტნიორობის შესახებ შეთანხმებაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 27 ნოემბერს გაიხსნა საქართველოში კორეის რესპუბლიკის რეზიდენტი საელჩო. საანგარიშო პერიოდში მიმდინარეობდა თანამშრომლობა სამხრეთ კორეის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა და უსაფრთხოების სამინისტროსა (MOIS) და კორეის ეროვნული ინფორმაციის სააგენტოსთან (NIA) ქართულ-კორეული ციფრული თანამშრომლობის განვითარების ცენტრის (DGCC) შექმნასთან დაკავშირებით. პოზიტიურად ვითარდებოდა ურთიერთობები ინდოეთთან. მრავალწლიანი მოლაპარაკებების შედეგად, 2024 წლის ივლისში საქართველოში გაიხსნა ინდოეთის რესპუბლიკის რეზიდენტი საელჩო. საერთაშორისო არენაზე, ასევე გლობალურ ჭრილში საქართველოს წარმოჩენის კუთხით, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 2025 წლის 17 − 19 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ინდოეთში განხორციელებულ ვიზიტს, საერთაშორისო კონფერენცია „Raisina Dialogue 2025-ში“ მონაწილეობის მიზნით. ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, იმპულსი მიეცა საქართველოსა და ინდოეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მუშაობის, ასევე თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების განხილვის პროცესს. დინამიკურად ვითარდებოდა ურთიერთობები იაპონიასთან. მიმდინარეობდა მუშაობა საქართველოს ორდინალური და ოფიციალური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო რეჟიმის შემოღებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ჩართულობით, ხორციელდება იაპონელი მოხალისეების ჩამოყვანა და საქართველოს სამთავრობო უწყებებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა. საქართველოს ინტერესებისა და საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა საქართველოს ახალ პარტნიორებთან მჭიდრო მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის დამყარების მცდელობას. ამ კონტექსტში, 2025 წლის 19 − 22 მაისს შედგა ინდოეთში საქართველოს ელჩის კეთილი ნების ვიზიტი ბუტანის სამეფოში. ვიზიტის ფარგლებში ჩატარდა მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები ბუტანის მთავრობის წარმომადგენლებთან, გამოიკვეთა თანამშრომლობის პერსპექტიული მიმართულებები. 130 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საანგარიშო პერიოდში, წარმატებით და დინამიკურად ვითარდებოდა ურთიერთობები ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან. პოლიტიკური ურთიერთობის გაღრმავების, ეკონომიკური თანანმშრომლობის შემდგომი გაძლიერების, მეტი ინვესტიციების მოზიდვის, საექსპორტო ბაზრების შემდგომი გაფართოებისა და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის სრულად გამოყენების კუთხით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა ყურის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობის შემდგომ გაძლიერებას. ამ კუთხით აღსანიშნავია, 2024 წლის ოქტომბერში, საქართველოში შემდგარი „თბილისის მშრალი პორტის“ პროექტის პრეზენტაცია, რომელსაც განახორციელებს არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია „აბუ დაბი პორტს გრუპი“ (AD Ports Group), რაც მნიშვნელოვანია „შუა დერეფნის“ სატრანსპორტო-ლოგისტიკური მარშრუტის განვითარების კუთხით. 2025 წლის იანვარში შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორი წარმატებული ვიზიტი საამიროებში, რომლის ფარგლებში, ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოში, დაახლოებით, 6 მლრდ აშშ დოლარის პირდაპირი ინვესტიციის ეტაპობრივ განხორციელებაზე და ასევე აღსანიშნავია მსოფლიო მთავრობების სამიტში მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც, გაიმართა პრემიერის შეხვედრები არაბთა გაერთიანებული საემიროების ვიცე-პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრ და დუბაის მმართველ, შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაქტუმსა და თავის ქუვეითელ კოლეგასთან, აჰმედ ალ აბდულა ალ აჰმედ ალ საბაჰთან. 2024 წელს, საუდის არაბეთის სამეფოსთან გაწეული ძალისხმევის შედეგად, საფუძველი ჩაეყარა ორ ქვეყანას შორის ორმხრივი მთავრობათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს შექმნას. მის ფარგლებში შეიქმნა სამი დარგობრივი კომიტეტი შემდეგი მიმართულებებით: 1) პოლიტიკა და უსაფრთხოება; 2) ინვესტიციები და ეკონომიკა; 3) კულტურა და სოციალური საკითხები. 2024 წლის 22 ივლისს, საქართველოსა და საუდის არაბეთის საგარეო უწყებებს შორის შედგა პოლიტიკური კონსულტაციები ონლაინრეჟიმში. 2024 წლის 27 სექტემბერს, თბილისში „მსოფლიო ტურიზმის დღის“ ფარგლებში, საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის გაფორმდა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი. დადებითი დინამიკით ვითარდებოდა ურთიერთობები იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოსა და ქუვეითის სახელმწიფოსთან, ასევე კატარის სახელმწიფოსა და ყურის რეგიონის სხვა ქვეყნებთან. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტით იმყოფებოდა იორდანიაში, სადაც თავის კოლეგას შეხვდა. 2024 წლის 16 − 18 სექტემბერს გაიმართა კატარის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის საპასუხო ვიზიტი საქართველოში. 2024 წლის 27 სექტემბერს, „მსოფლიო ტურიზმის დღის“ ფარგლებში, საქართველოს ეწვია საუდის ტურიზმის მინისტრი. 2024 წლის 15-16 დეკემბერს, ქუვეითის სახელმწიფოში გაიმართა აგრო-სასურსათო საერთაშორისო გამოფენა (KIAFE), რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვიდმა ქართულმა კომპანიამ. 2025 წლის 12-13 აპრილს, „ანტალიის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრა ქუვეითის საგარეო საქმეთა მინისტრთან. 2024 წლის 30 ივლისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მონაწილეობა მიიღო ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიაში. შედგა შეხვედრა ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტთან. 2024 წლის 27 სექტემბერს კი საქართველოს ვიზიტით სტუმრობდა ირანის ტურიზმის მინისტრი. ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ერთად, პრიორიტეტი იყო პარტნიორობის განმტკიცება აფრიკის ქვეყნებთან, რაც განპირობებულია ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებით, კონტინენტზე არაღიარების პოლიტიკის ხელშეწყობისა და საქართველოს ცნობადობის გაზრდის საჭიროებით. 131 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ 2024 წლის 16 − 22 ივნისს თბილისში იმყოფებოდა მალავის რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის დელეგაცია, რომელიც მიიღეს საქართველოს პრემიერმინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ. 2024 წლის 26 ივნისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ შეხვედრა გამართა განის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებთან, რომლებიც ქვეყანას სტუმრობდნენ ღია მმართველობის პარტნიორობის გაცნობითი ვიზიტის ფარგლებში. 2024 წლის 23 − 27 სექტემბერს, გაეროს (UN) გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრები აფრიკის ქვეყნების წარმომადგენლებთან, კერძოდ, კაბო ვერდეს, ჩადის, რუანდის, სან-ტომე და პრინსიპის, ბენინის, ანგოლის, სომალის, ზამბიის, ნამიბიის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. 2024 წლის 21 − 25 ოქტომბერს ხელი მოეწერა საჰაერო მიმოსვლის შესახებ მთავრობათაშორის შეთანხმებებს, საქართველოსა და რუანდის რესპუბლიკასა და საქართველოსა და სეიშელის კუნძულების რესპუბლიკას შორის. 2024 წლის 11 − 21 ნოემბერს, ბაქოში, გაეროს კლიმატის ცვლილების კონფერენციის ფარგლებში (COP 29), საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვდა სან-ტომე და პრინსიპის პრემიერ-მინისტრს. 2025 წლის 18 მარტს, ნიუ დელიში, საერთაშორისო კონფერენციის „Raisina Dialogue 2025“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრა განის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და რეგიონული ინტეგრაციის მინისტრთან. 2025 წლის 12-13 აპრილს, „ანტალიის ფორუმის“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გამართა ორმხრივი შეხვედრა ბოცვანის საგარეო საქმეთა მინისტრთან. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება საქართველოს საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს. საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა აქტიური საქმიანობა რეგიონის ქვეყნებთან, როგორც პოლიტიკური დიალოგის გაღრმავების, ასევე ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში არსებული თანამშრომლობის გაძლიერების კუთხით. მიმდინარეობდა მუშაობა შესაბამის ქვეყნებში საქართველოს ცნობადობის ამაღლების, ასევე რეგიონულ ორგანიზაციებსა და მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით. აღნიშნულს ადასტურებს გასული პერიოდის განმავლობაში გამართული ვიზიტების, მაღალი დონის შეხვედრებისა და პოლიტიკური კონსულტაციების ინტენსივობა. შესაბამისი რეგიონის ქვეყნების უმრავლესობასთან საქართველოს უვიზო მიმოსვლა აქვს, რაც მნიშვნელოვანწილად უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული საქმიანობის შედეგია. ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან გაიმართა არაერთი მაღალი და სამუშაო დონის ვიზიტი/შეხვედრა, რომელთაგან აღსანიშნავია: მექსიკის ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაციის ფარგლებში, განხორციელდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ქალაქ მეხიკოში. საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში უმასპინძლა აღმოსავლეთ კარიბის ქვეყნების ორგანიზაციის (OECS) წევრი სახელმწიფოების, გრენადის, ანტიგუა და ბარბუდის, სენტ-ვისენტი და გრენადინების, სენტ-ლუსიას და სენტ-კიტსის და ნევისის საგარეო საქმეთა მინისტრებს; სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატის ფარგლებში, მინისტრი შეხვდა დომინიკის რესპუბლიკის, ტრინიდადი და ტობაგოს და ბაჰამის თანამეგობრობის საგარეო საქმეთა 132 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მინისტრებს, ხოლო მინისტრის პირველი მოადგილე − ელ სალვადორის, არგენტინისა და კოლუმბიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებს; საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, მინისტრის მოადგილეების დონეზე გაიმართა პოლიტიკური კონსულტაციები ელ-სალვადორთან, ურუგვაისთან, ხოლო დეპარტამენტის დირექტორების დონეზე − გაიანასთან; საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე შეხვდა საქართველოში ვიზიტით მყოფ ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის კონგრესის დეპუტატს, ბრაზილია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს. გამართული ვიზიტებისა და შეხვედრების ფარგლებში, ორმხრივი კონსულტაციების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოეწერა დომინიკელთა რესპუბლიკასა და ელსალვადორის რესპუბლიკასთან, ხოლო მოგვიანებით, ელ-სალვადორთან გამართული პოლიტიკური კონსულტაციების ფარგლებში, 2025 წლის 27 თებერვალს ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ელ-სალვადორის რესპუბლიკის მთავრობას შორის თანამშრომლობის შესახებ ჩარჩო შეთანხმებას“. 2024 წლის 1 სექტემბერს ძალაში შევიდა შეთანხმება საქართველოს მთავრობასა და სენტ-კრისტოფერისა (სენტ-კიტსისა) და ნევისის ფედერაციის მთავრობას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთა ვიზის მიღების ვალდებულებისგან გათავისუფლების შესახებ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე შეხვდა ბრაზილიის ფედერაციული რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, რომელმაც მას გადასცა რწმუნებათა სიგელების ასლები. გაიმართა გვატემალის რესპუბლიკისა და კუბის რესპუბლიკის, არარეზიდენტი ელჩების ვიზიტები და შეხვედრები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებაში. საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გაიმართა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ვიზიტი მეხიკოში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) პარლამენტარი ქალების გლობალური კონფერენციის ფარგლებში. საანგარიშო პერიოდში, გრძელდებოდა აქტიური მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებში მაქსიმალური ჩართულობის, მათ ფარგლებში საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებისა და ქვეყნის სათანადოდ პოზიციონირების უზრუნველსაყოფად. აღნიშნული მიზნების მისაღწევად, აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა გაეროს, ევროპის საბჭოსა და ეუთოს ფორმატები, სადაც საქართველოს დელეგაციამ ორგანიზაციების დღის წესრიგის სხვადასხვა საკითხზე განხილვების ფარგლებში, 300-ამდე ეროვნული განცხადება გააკეთა, მათ შორის, 100-ზე მეტი რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას ეხებოდა. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-16 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტისა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკანონოდ ოკუპირებულ საქართველოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს სამივე ორგანიზაციაში: გაეროს უშიშროების საბჭოს დახრულ სხდომაზე (16 აგვისტოს, ე.წ. „სხვა საკითხების“ (AOB) ფარგლებში), რის შემდეგაც მედიასთან, პარტნიორმა ქვეყნებმა1 გააკეთეს სპეციალური მხარდამჭერი განცხადება; ევროპის საბჭოში მინისტრთა კომიტეტის 1505-ე სხდომის ფარგლებში (3 სექტემბერს) და ეუთოს მუდმივი საბჭოს 1488-ე სხდომის ფარგლებში (20 სექტემბერს), რომელზეც გაკეთდა ასევე ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის2 მხარდამჭერი 1 საბჭოს წევრი ქვეყნები: აშშ, დიდი ბრიტანეთისა დ ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო, იაპონია, მალტა, საფრანგეთი, სლოვენია და საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნები: დანია და საბერძნეთი. 133 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ განცხადება (მეგობართა ჯგუფის მხარდამჭერი მინისტერიალის დროს, 6 დეკემბერს). განცხადება გაკეთდა ასევე ეუთოს საანგარიშო პერიოდში, მომზადდა „რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ“ საგარეო საქმეთა სამინისტროს 2024 წლის შემაჯამებელი ანგარიში. ხსენებულ პერიოდში, საქართველო აგრძელებდა აქტიურ ჩართულობას გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) საქმიანობაში, საბჭოს წევრი ქვეყნის (2023 − 2025 წლების ვადით) რანგში. 2024 წლის 12 ივლისს, ნიუ-იორკში, მდგრადი განვითარების შესახებ მაღალი დონის პოლიტიკურ ფორუმზე (HLPF), საქართველომ მდგრადი განვითარების მიზნების (SDGs) განხორციელების შესახებ რიგით მე-3 ნებაყოფლობითი ეროვნული მიმოხილვის (VNRs) ამსახველი ანგარიში წარადგინა. საანგარიშო პერიოდი დატვირთული იყო ევროპის საბჭოს დელეგაციების ვიზიტების კუთხით. კერძოდ, საქართველოში ვიზიტით იმყოფებოდნენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის საქართველოზე თანამომხსენებლები, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი და კონგრესის გენერალური მდივანი. ევროსაბჭოს მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო ასევე 2025 წლის 13-14 მაისს ლუქსემბურგში გამართული ევროპის საბჭოს 134-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრმა. გასათვალისწინებელია, რომ 2025 წლის მინისტერიალის ფარგლებში, არსებული პრაქტიკის შესაბამისად, ცნობად იქნა მიღებული გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიში და მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით. 2025 წლის 21 − 24 აპრილს თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ეუთოს გენერალური მდივანი, ფერიდუნ სინირლიოღლუ. ვიზიტის ფარგლებში გენერალურმა მდივანმა შეხვედრები გამართა საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების ხელმძღვანელ პირებთან. გენერალური მდივანი ასევე ეწვია საოკუპაციო ხაზს. საანგარიშო პერიოდში, საქართველო არჩეულ იქნა UNICEF-ის აღმასრულებელი საბჭოს3 წევრად. 2024 წელს საქართველო იყო ევროპის საბჭოს „ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის“ თავმჯდომარე ქვეყანა. საანგარიშო პერიოდში, ეუთოს ბიშკეკის, კოსოვოსა და ალბანეთის საველე მისიებში დაინიშნა 3 საქართველოს მოქალაქე. საქართველომ, სანგარიშო პერიოდში, უმასპინძლა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნებზე დაკვირვების საჭიროებების შემფასებელ მისიასა და ODIHR-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების საარჩევნო სადამკვირვებლო მისიებს. 11 სექტემბერს თბილისში ოფიციალურად გაიხსნა ეუთო/ODIHR საარჩევნო სადამკვირვებლო მისია, რომლის ფარგლებშიც, საქართველოს ეწვივნენ საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ხელმღვანელი და სადამკვირვებლო მისიის ექსპერტთა ძირითადი ჯგუფი. 2 აშშ, ბულგარეთი, გაერთიანებული სამეფო, დანია, ესტონეთი, ირლანდია, ისლანდია, კანადა, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, პოლონეთი, რუმინეთი, სლოვაკეთი, უკრაინა, ფინეთი, შვედეთი და ჩეხეთის რესპუბლიკა. 3 2026-2028 წლების ვადით. 134 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გრძელდება განიარაღებისა და შეიარაღებაზე კონტროლის, გაუვრცელებლობის, ნდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მექანიზმებთან დაკავშირებული რეჟიმებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობა. 2024 წლის 26-27 ივნისს, ქ. ვენაში გაიმართა უსაფრთხოების საკითხების მიმოხილვის ეუთოს ყოველწლიური კონფერენცია. ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების მდგომარეობისადმი მიძღვნილ სპეციალურ სესიაზე საქართველოს დელეგაციამ ისაუბრა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტზე, რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ფონზე ევროპის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე. 2024 წლის 30 სექტემბერს ვაშინგტონში დაეშის/ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 16 − 20 სექტემბერს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 68-ე გენერალური კონფერენციის ფარგლებში საქართველო აირჩიეს სააგენტოს მმართველთა საბჭოს წევრად 2024 − 2026 წლების ვადით. საბჭოს წევრობა საქართველოს დამატებით შესაძლებლობას აძლევს სააგენტოს ძირითადი ფუნქციებისა და საქმიანობის მხარდაჭერისათვის. ამასთან, ყოველკვირეულად, ეუთოში საქართველოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ უსაფრთხოებისთვის თანამშრომლობის ფორუმის (FSC) შეხვედრებში, სადაც კეთდებოდა შესაბამისი ეროვნული განცხადებები. საქართველო ასევე ჩართული იყო კიბერუსაფრთხოების მიმართულებით გაეროს ფარგლებში არსებული სამუშაო ჯგუფების შეხვედრებში; ასევე ბიოლოგიური იარაღის აკრძალვის კონვენციის (BWC), ჩვეულებრივი შეიარაღების აკრძალვის ან გამოყენების შეზღუდვის შესახებ კონვენციის (CCW), იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულების (ATT) ფარგლებში გამართულ შეხვედრებში. კულტურის დიპლომატია კვლავ რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ წამყვან მიმართულებად. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა არაერთ საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის, პარიზის წიგნის საერთაშორისო ფესტივალსა და ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით. საქართველო წარმოდგენილი იყო გოაში, ინდოეთში, ყოველწლიურ ინდურ-ქართული მუსიკის ფესტივალზე − „ქეთევანის ფესტივალზე“ და მსოფლიო კალიგრაფიის მე-15 ბიენალეში (15th World Calligraphy Biennale), სადაც საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობით, შეირჩა და კორეის რესპუბლიკაში გაიგზავნა ცნობილი კალიგრაფის, დავით მაისურაძის 3 ნამუშევარი. ასევე, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ინიციატივით თუ აქტიური ჩართულობით, გაიმართა რამდენიმე მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, დანიაში − ქართული კულტურის დღეები, იაპონიაში − ქართული ფესტივალი და ქართული ხელოვნების მასშტაბური გამოფენა „ოქროს საწმისი − ქართული ხელოვნება“ კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში. გაიხსნა შოთა რუსთაველის ძეგლი თურქმენეთში და გამოიცა „ვეფხისტყაოსნის“ ბულგარული და ყირგიზული თარგმანები. აღსანიშნავია ავსტრიასა და იტალიაში ქართული ფილმების რეტროსპექტივები. გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმები ყაზახეთის რესპუბლიკასთან განათლებისა და მეცნიერების, ხოლო თურქმენეთთან − სპორტის სფეროებში. ყაზახეთის რესპუბლიკასა და 135 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს შორის განათლებისა თანამშრომლობის მემორანდუმს. და მეცნიერების სფეროში ხელი მოეწერა 2025 წლის მარტში თურქმენეთსა და საქართველოს შორის სპორტის სფეროში ხელი მოეწერა თანამშრომლობის მემორანდუმს. 11 − 13 მარტს, საქართველო მონაწილეობდა ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდითა და მრავალფეროვანი კულტურული პროგრამით; ხოლო 11 − 13 აპრილს საქართველომ მონაწილეობა მიიღო პარიზის წიგნის ფესტივალში. საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებზე ზრუნვა კვლავ რჩება საქართველოს მთავრობის პრიორიტეტულ მიმართულებად. წარმატებით ჩატარდა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული ფორუმი, სახელწოდებით − „დიასპორა სამშობლოსთვის − ტრადიცია, ერთიანობა, განვითარება“, რომელიც მიზნად ისახავს უცხოეთში მცხოვრებ თანამემულეებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, სამშობლოსთან მათი კავშირის უზრუნველყოფას, მათ აქტიურ ჩართულობას ქვეყნის განვითარების პროცესში და დიასპორის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზების ძიებას. საკვირაო სკოლების მოსწავლეებისთვის მომზადდა A1 დონის სახელმძღვანელო, რომელიც მზად არის და სკოლების მოთხოვნის შესაბამისად ეგზავნებათ დიასპორის წარმომადგენლებს, ამავდროულად, სრულდება მუშაობა A2 დონის სახელმძღვანელოზე და პარალელურად მიმდინარეობს საკვირაო სკოლების პედაგოგების პროფესიული გადამზადება და სერტიფიცირება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საზღვარგარეთ ახალი საგანმანათლებლო კულტურული კერების დაფუძნებას − ამოქმედდა 16 საკვირაო სკოლა. და საანგარიშო პერიოდში, საქართველო გახდა დიასპორის საკითხებში ყველაზე მაღალი საერთაშორისო პლატფორმის, გლობალური დიასპორის პოლიტიკის ალიანსის (Global Diaspora Policy Alliance) თანათავმჯდომარე ქვეყანა (მმართველ საბჭოს ხელმძღვანელობს ირლანდიასთან ერთად). სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით, 2026 წელს საქართველო უმასპინძლებს ალიანსის ფართომასშტაბიან ფორუმს. საანგარიშო პერიოდში დასრულდა მუშაობა „უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილებების პაკეტის მომზადების მიზნით. საქართველო განაგრძობს პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობასა და ორმხრივი თუ მრავალმხრივი საერთაშორისო სამართლებრივი ბაზის გაძლიერებას საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების ინტერესებისა და უფლებების დაცვის მიზნით. ამ მხრივ, 2024 წლის 1 სექტემბრიდან საქართველოსთვის ძალაში შევიდა „ბავშვის სასარგებლოდ ალიმენტის საერთაშორისო გადახდევინებისა და ოჯახის რჩენის სხვა ფორმების შესახებ“ 2007 წლის ჰააგის კონვენცია და „რჩენის ვალდებულების საკითხებზე გამოსაყენებელი სამართლის თაობაზე“ ჰააგის 2007 წლის 23 ნოემბრის ოქმი. შედეგად, ბავშვთა სასარგებლოდ ალიმენტის მიღება შესაძლებელი გახდა იმ შემთხვევაშიც, როდესაც მშობლები სხვა სახელმწიფოებში არიან. 2024 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოსა და აშშ-ს შორის ამოქმედდა „ბავშვთა საერთაშორისო გატაცების შესახებ“ ჰააგის 1980 წლის კონვენცია, რომელიც 12-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის მიერ საქართველოს მიერთების აღიარების საფუძველზე, საშუალებას აძლევს საქართველოს მოქალაქეებს, გადადგან სამართლებრივი ნაბიჯები ბავშვების არამართლზომიერი გადაადგილების შემთხვევებში. 136 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ გაიზარდა საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ქსელი, საკონსულო სერვისების მაღალი ხელმისაწვდომობისა და საკონსულო დაცვის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, 2024 წელს გაიხსნა საქართველოს 2 ახალი გენერალური საკონსულო საფრანგეთსა (ქალაქი ლიონი) და პოლონეთში (ქალაქი კრაკოვი). ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური და პროცედურული ღონისძიებები, დაწესებულებების სრულყოფილად ამოქმედებისა და ფუნქციონირების დაწყებისათვის. გაიხსნა, საპატიო კონსულის მეთაურობით, საქართველოს 4 ახალი საკონსულო დაწესებულება ლუქსემბურგში, უნგრეთში (ქალაქი სეგედი), ესპანეთსა (ქალაქი ვალენსია) და ყირგიზეთში (ქალაქი ბიშკეკი). მნიშნელოვანია, რომ მიმდინარეობდა მუშაობა სან-ფრანცისკოში საქართველოს გენერალური საკონსულოს ბაზაზე ინოვაციების ჰაბის (Innovation Hub − StartGE) გასახსნელად. ცენტრი იფუნქციონირებს როგორც საჯარო, ისე კერძო ან საუნივერსიტეტო სუბიექტებისთვის. ჰაბი შეასრულებს ერთგვარ ინკუბატორის როლს, რომელიც სილიკონ ველიზე ჩასულ ქართულ სტარტაპებს, ენტერპრენერებსა თუ მსხვილ ქართულ კორპორაციებს დაეხმარება პროდუქტის დახვეწასა და ამერიკის ბაზარზე ოპერირებაში, ინტეგრირებაში, საოფისე ფართის, ინტერნეტის, კონსულტაციისა და ინვესტორებთან პირდაპირი კავშირების დამყარების უზრუნველყოფით. ძალაში შევიდა შეთანხმებები როგორც ორდინალური, ისე დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის უვიზოდ გადაადგილების შესახებ სენტ-კრისტოფერთან (სენტ-კიტსისა) და ნევისთან. უვიზო მიმოსვლის არეალის გაფართოების კუთხით, გაგრძელდა მუშაობა შეთანხმების პროექტებზე შემდეგ ქვეყნებთან: ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის − სინგაპური, აზერბაიჯანი, გვატემალა, უზბეკეთი, პანამა; დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელთათვის − იაპონია, რუმინეთი, მალდივები, ტიმორ ლესტე, ფილიპინები. საქართველოს მიერ შემუშავებულ რეადმისიის განაცხადების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩაერთო ხორვატია, უნგრეთი, ისლანდია და პორტუგალია. სისტემა ფართოდ არის აღიარებული, როგორც საქართველო-ევროკავშირის რეადმისიის შეთანხმების ეფექტიანი იმპლემენტაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი. საანგარიშო პერიოდში საქართველომ, საგარეო პოლიტიკური მიზნების განხორციელების მიზნით, გააძლიერა ეკონომიკური დიპლომატია. გაიმართა 48 ბიზნესდელეგაციის ვიზიტი და ონლაინშეხვედრა ინვესტიციების მოსაზიდად და ექსპორტის ხელშესაწყობად. ხელი შეეწყო საქართველოს მონაწილეობას 97 საერთაშორისო ღონისძიებაში, მათ შორის, გამოფენებსა და ფორუმებში. დიპლომატიური უწყება აქტიურად იყო ჩართული რეგიონული პროექტებისა და ეკონომიკური კომისიების მუშაობაში აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ჩინეთთან, უზბეკეთთან, უნგრეთსა და ყაზახეთთან. გაიზარდა საერთაშორისო კონტრიბუციები (30,000 აშშ დოლარი) გლობალურ ინიციატივებში. გაფორმდა ახალი შეთანხმებები, მათ შორის, არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, უნგრეთსა და ევროპის საბჭოსთან. 4.2. თავდაცვა საანგარიშო პერიოდში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა თავდაცვის ძალების 137 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ შესაძლებლობების განვითარების, თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციური გაძლიერების, სამხედრო მრეწველობის განვითარების, საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის განმტკიცების მიმართულებით. ტოტალური თავდაცვის ქოლგის ქვეშ, მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ეროვნული მედეგობის განმტკიცებას, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზებას, წინააღმდეგობის ელემენტის შექმნასა და კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებას. მიმდინარე წლიდან, თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, დაიწყო არსებული კონცეპტუალური დოკუმენტების გადახედვა. შეფასდება „თავდაცვის სამინისტროს ხედვა 2030“, „თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვა 2021 − 2025“ და „თავდაცვის ძალები 2030“ დოკუმენტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება 5 წლის ჭრილში. აღნიშნული შეფასებისა და სამომავლო უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განხორციელდება თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის ახალი დოკუმენტის (2026 − 2030) შემუშავება, განისაზღვრება სამომავლო ძალთა სტრუქტურა (2035) და განახლდება გრძელვადიანი განვითარების გეგმები. კარგი მმართველობის პრინციპების განმტკიცების მიზნით, გრძელდება რისკის მართვის სისტემის პრაქტიკაში დანერგვა და დაგეგმვის პროცესში რისკის კომპონენტის ინტეგრირება. ინსტიტუციური განვითარების ფარგლებში, სამოქალაქო ოფისის მდგრადობის, მოქნილობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად, განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია, კერძოდ, ორგანიზაციული მოწყობის თანამედროვე მოთხოვნებისა და გამოწვევების საპასუხოდ, მოხდა სამოქალაქო ოფისის ოპტიმალურ სტრუქტურად გარდაქმნა და დაკომპლექტება. თავდაცვის საშუალებების გაძლიერების მიმართულებით, აღსანიშნავია თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გრძელვადიანი განვითარების დოკუმენტის − „თავდაცვის ძალები 2030-ის“ პრიორიტეტების წარმატებით შესრულების მიმდინარეობა, რომლის პრიორიტეტები უკავშირდება ჯავშანსაწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო და საინჟინრო შესაძლებლობების გაძლიერებას. იგი სრულად პასუხობს თავდაცვითი ომის ამოცანებს. ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ეროვნული მასშტაბის საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მხარდამჭერი შესაძლებლობების განვითარებას. გრძელდება თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების ნატოს სტანდარტის ეფექტიანი და ზუსტი ჯავშანსაწინააღმდეგო შეიარაღების სისტემებით აღჭურვა. ამ თვალსაზრისით, გამოსარჩევია გასულ წელს ჯავშანსაწინააღმდეგო ხელის ყუმბარმტყორცნების მნიშვნელოვანი რაოდენობით შესყიდვა. მიმდინარეობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკუთრებაში უკვე არსებული რადიოლოკაციური სადგურებისა და მართვისა და კონტროლის სისტემების ტექნიკური მომსახურების მრავალწლიანი პროცესი. გაფორმდა ხელშეკრულება ახალი საჰაერო თავდაცვის სისტემის შესყიდვასთან დაკავშირებით, რომლის მოწოდებაც განხორციელდება ეტაპობრივად. დასკვნით ფაზაშია თანამედროვე მართვის, კონტროლისა და კომუნიკაციის (C3) სისტემის დანერგვა, რომელიც ემსახურება საჰაერო სივრცის ოპერირების კოორდინაციის გაუმჯობესებას. ამასთან, გრძელდება თანამშრომლობა ნატოს საჰაერო სიტუაციების შესახებ მონაცემთა გაცვლის (ASDE) პროგრამის ფარგლებში. 2024 წლის განმავლობაში, წარმატებით დასრულდა ASDE-ის ღია კავშირის განახლების პროცესი. 2025 წლის განმავლობაში ნატოს მხარესთან კონსულტაციების ფარგლებში, განისაზღვრება შემდგომი ღონისძიებები, საჰაერო ვითარების შესახებ საიდუმლო მონაცემთა გაცვლის კავშირის დამყარების უზრუნველყოფის მიზნით. 138 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმდინარეობს არსებული საარტილერიო შესაძლებლობებისა და ცეცხლის მართვის სისტემების მოდერნიზება, რათა გაიზარდოს თავდაცვის ძალების ოპერატიული წვდომისა და მოწინააღმდეგეზე საცეცხლე ზემოქმედების შესაძლებლობები. დაგეგმილია და მიმდინარეობს საარტილერიო ქვედანაყოფების საარტილერიო ცეცხლის მართვის თანამედროვე ციფრული სისტემებით დაკომპლექტება და საარტილერიო სადაზვერვო საშუალებების შეძენა. გაიზარდა საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფების შესაძლებლობები, მათ შორის, სპეციალური აღჭურვილობისა და ტექნიკის (მობილურობის საშუალებები) განახლების თვალსაზრისით. ამაღლდა საინჟინრო განაღმვის (EOD) ქვედანაყოფების მომზადების დონე, მათ შორის სამოქმედო პროცედურების ინტეგრირებისა და შესაბამისი სასწავლო შესაძლებლობების უზრუნველყოფის შედეგად. მიმდინარეობს საბრძოლო-საინჟინრო ქვედანაყოფების მობილურობის შესაძლებლობების ზრდა, მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკისა და მობილური ხიდების უზრუნველყოფით. ასევე დაგეგმილია ნატოს სტანდარტის შესაბამისი საწვრთნელი ველის მოწყობა. მნიშვნელოვანი აქცენტი კეთდება ქვედანაყოფების მობილურობის, სისწრაფისა და უსაფრთხოების დონის ამაღლებაზე. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი მანევრისა და გადაადგილების შესაძლებლობების განვითარების კუთხით. მიმდინარეობს ქვედანაყოფების დაკომპლექტება საკუთარი წარმოების „დიდგორის“ ტიპის მსუბუქად შეჯავშნული სატრანსპორტო-საბრძოლო საშუალებებით. წარმატებით დასრულდა თავდაცვის ძალების ჯავშანტრანსპორტიორების პარკის შევსება თანამედროვე, მრავალფუნქციური დაჯავშნული მანქანებით. ამასთან, 2024 წელს საქართველოს თავდაცვის ძალებმა მიიღო მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილები, ხოლო მიმდინარე წელს დაგეგმილია, როგორც სატვირთო, ასევე მსუბუქი მაღალი გამავლობისა და სატრანსპორტო საშუალებების მიღება, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის სამანევრო ქვედანაყოფების სხვადასხვა სახის რელიეფზე გადაადგილების უნარს. ადგილობრივი წარმოების საფუძველზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საავიაციო პარკის აღდგენის პროცესის ფარგლებში, დასკვნით ეტაპზეა საფრენი აპარატების აღდგენითი სამუშაოები. საავიაციო შესაძლებლობების შენარჩუნების/განვითარების მიზნით, მოდერნიზება ჩაუტარდა სასწავლო/სატრანსპორტო საფრენ აპარატებს, ასევე გარემონტდა შვეულმფრენები და სხვა საფრენი აპარატები. მიმდინარეობს სპეციალური ოპერაციების სარდლობის თანამედროვე აღჭურვილობით დაკომპლექტება. რეკრუტირების/შენარჩუნების ხელშეწყობის მიზნით, ყოველთვიური დანამატი 1275.5 ლარამდე გაიზარდა. ამასთან, გრძელდება სპეციალური ოპერაციების სარდლობის ინფრასტრუქტურისა და სასწავლო (სიმულაციური) სისტემების განვითარება. სპეციალური ოპერაციების სარდლობის სასწავლო ცენტრისთვის შესყიდულია თანამედროვე სიმულაციური სისტემა, რომელიც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპეციალური ოპერაციების ოპერატორების თანამედროვე სტანდარტებით მომზადებას. დაწყებულია თავდაცვის ძალებში უპილოტო სისტემების ინტეგრირებისა და განვითარების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს თავდაცვის ძალების აღჭურვა-გადაიარაღებას სადაზვერვო, დამრტყმელი და ლოგისტიკური მომარაგების შესაძლებლობების მქონე უპილოტო საფრენი სისტემებით. ამასთან, იგეგმება თავდაცვის ძალების არსებულ სტრუქტურაში საშტატო რეორგანიზაცია და შესაბამისი ქვედანაყოფების ჩამოყალიბება. 139 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ მიმდინარეობს მუშაობა კონტრუპილოტო შესაძლებლობების განვითარებაზე. ამ ეტაპზე შესყიდულია უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე სტაციონარული, მობილური და გადასატანი აღმომჩენი და ჩამხშობი სისტემები, რომელთა მიღება და ინტეგრირება თავდაცვის ძალებში დაგეგმილია უახლოეს მომავალში. ბრძოლის ველზე თავდაცვის ძალების დაცული, მდგრადი და ეფექტიანი მართვისა და კონტროლის უზრუნველსაყოფად, მიმდინარეობს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფების აღჭურვა მოწინააღმდეგის ელექტრონული ბრძოლის საშუალებებისადმი მდგრადი ტაქტიკური რადიოსისტემებით. აღნიშნული სისტემების ტექნიკური მახასიათებლები თავსებადია ნატოს წევრი ქვეყნების რადიოკავშირის საშუალებებთან და უზრუნველყოფს კავშირის მაქსიმალურ დაცულობას. მდგრადი კიბერთავდაცვითი შესაძლებლობების შესაქმნელად, აქტიურად ხორციელდება კიბერსარდლობის ჩამოყალიბების პროცესი. დაგეგმილია თანამედროვე ტიპის ადმინისტრაციული შენობა-ნაგებობის მშენებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების კიბერუსაფრთხოების ოპერაციების ცენტრის მოწყობის მასშტაბური პროექტის განხორციელება. მიმდინარეობს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის სისტემური განვითარება, რაც მოიცავს თავდაცვის საჭიროებებზე მორგებული თანამედროვე პროგრამული უზრუნველყოფების შემუშავებას/დანერგვას და ასევე უსაფრთხოების ტექნოლოგიებისა და სერვერული აპარატურის განახლებას. განხორციელდა კიბერუსაფრთხოების სასწავლო მოდულების ინტეგრირება სსიპ − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის სასწავლო პროგრამებში. ამასთან, მიმდინარეობს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სამხედრო და სამოქალაქო პერსონალის რეკრუტირება/გადამზადება. 2024 წლის განმავლობაში, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, მიმდინარეობდა თავდაცვის ძალების სამედიცინო სამსახურების მოდერნიზაცია, ნატოსთან თავსებადობის ზრდა და სამედიცინო შესაძლებლობების განვითარება. ქვედანაყოფები 95%-ით დაკომპლექტდა სამედიცინო ავტოტექნიკით. როლი 2 დონის სამედიცინო ქვედანაყოფებიდან 50% დაკომპლექტდა სრულად სამედიცინო ქონებით და მიმდინარეობს დანარჩენის დაკომპლექტებაზე მუშაობა. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამხედრო ჰოსპიტალი აღიჭურვა თანამედროვე სამედიცინო აპარატურითა და ინვენტარით, რაც შემდგომ წლებშიც გაგრძელდება. მიმდინარეობს ჰოსპიტლის განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება. 2025 წელს გაგრძელდება თავდაცვის ოპერატიული და ტაქტიკური სამედიცინო კომპონენტების გადამზადებისა და სამედიცინო ქონებით უზრუნველყოფის პროცესები, რაც საშუალებას მისცემს ქართულ სამხედრო სამედიცინო დანაყოფებს, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე სრულფასოვნად დაუჭირონ მხარი საბრძოლო დანაყოფების სასწავლო თუ საბრძოლო მოქმედებებს. თანამედროვე ტენდენციების გათვალისწინებით, გრძელდება ეროვნული სამხედრო მრეწველობის მშენებლობა. მნიშვნელოვანია, რომ შემუშავდა სსტც − „დელტას“ სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელიც აქცენტს აკეთებს არსებულ გამოწვევებზე რელევანტური და თვითკმარი შესაძლებლობების შექმნაზე. აქტიურად გრძელდება დიდგორის ტიპის ჯავშანმანქანების წარმოება. ამასთან, განიხილება აღნიშნული წარმოების კონვეიერულ სისტემაზე გადაყვანის საკითხი. ბოლო პერიოდში, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საექსპორტო ბაზრების ათვისებისა და პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით. 140 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ პარალელურად, „დელტას“ ბაზაზე ვითარდება მძიმე შესაძლებლობა, რომელიც სამომავლოდ თავდაცვის მოემსახურება. ტექნიკის ძალებში შეკეთების/რემონტის არსებულ ტექნიკას თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების ანალიზის გათვალისწინებით, მიმდინარეობს უპილოტო საფრენი აპარატების ადგილობრივი წარმოების განვითარება. კომპანია „დელტა-ვებეს“ მიერ გრძელდება სხვადასხვა დანიშნულების უპილოტო საფრენი აპარატების წარმოება. აღსანიშნავია, რომ „დელტა-ვებეს“ მიერ შექმნილი უპილოტოებისთვის მიმდინარეობს ქართული ავტოპილოტის სქემისა და მართვის პროგრამის შემუშავება, რის შემდეგაც, ჩატარდება მათი საბრძოლო ვითარებასთან მიახლოებული გამოცდები. შეიქმნა FPV-კვადროკოპტერის არაერთი საგამოცდო მოდელი და ამჟამად მიმდინარეობს კვადროკოპტერების მუდმივი განახლება, ახალი ჩარჩოსა და ტიპის დამზადება. ხორციელდება უპილოტო საფრენი აპარატების ოპერატორების გადამზადება ადგილობრივ ტრენინგცენტრში. აღსანიშნავია, რომ თავდაცვის სამინისტროს მმართველობაში გადმოვიდა შპს „თბილავიამშენი“, რაც ხელს შეუწყობს თავდაცვის სამინისტროში არსებული საფრენი საშუალებების შენარჩუნებას, მოდერნიზებასა და ახალი მიმართულებების ათვისებას. ამასთანავე, შპს „თბილავიამშენის“ თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემის შედეგად, მაქსიმალურად იქნება ათვისებული საწარმოს ინფრასტრუქტურული, ინტელექტუალური თუ საწარმოო შესაძლებლობები − სხვადასხვა მიმდინარე თუ დაგეგმილი პროექტის განსახორციელებლად. ეროვნული წარმოების განვითარების ფარგლებში, გაიზარდა „დელტა ტექსტილის“ მიერ წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და წარმადობა. კომპანია სრულად უზრუნველყოფს თავდაცვის ძალებს შესაბამისი სანივთე ქონებით. „დელტა ტექსტილი“ წარმატებით მონაწილეობს სხვადასხვა ადგილობრივ და საერთაშორისო ტენდერებში. მიმდინარეობს სამოქალაქო ბაზრის ეტაპობრივად ათვისება. დაგეგმილია საცალო გაყიდვების ამოქმედება, რათა მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, შეიძინონ სხვადასხვა სამოქალაქო პროდუქცია. 2025 წლის თავდაცვის ბიუჯეტში საგრძნობლად გაიზარდა ინფრასტრუქტურის განვითარებაზე გამოყოფილი ხარჯები, რაც მნიშვნელოვანია სამხედროების ღირსეული საცხოვრებელი, დასვენებისა და კვებითი პირობებით უზრუნველსაყოფად, შეიარაღებისა და საბრძოლო მასალების სათანადო დაცვისა და თავდაცვის ძალებისთვის აუცილებელი სასწავლო-საწვრთნელი შესაძლებლობების განსავითარებლად. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისა და განვითარებისთვის განხორციელდა მასშტაბური სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები, როგორც სამხედრო დანიშნულების ობიექტებზე, ასევე დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების ფიზიკური და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რესოციალიზაციისათვის განკუთვნილ ობიექტებზე. აქტიურად მიმდინარეობს ისეთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, როგორიცაა: სპეციალური ოპერაციების სარდლობისა და ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობისათვის ახალი ბაზების მშენებლობა. საგანმანათლებლო მიმართულებით გაზრდილი მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობს კადეტთა სამხედრო ლიცეუმის (აღმოსავლეთი) საწვრთნელი ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი კორპუსის სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები, დასრულდა სამხედრო ლიცეუმის (დასავლეთი) ბიბლიოთეკის მშენებლობა. ამასთან, მიმდინარეობს ახალი, თანამედროვე ტიპის, საბრძოლო მასალების საცავის მშენებლობის მასშტაბური პროექტი, რომელიც შესამჩნევად გაზრდის უსაფრთხოების სტანდარტს და ხელს შეუწყობს ლოგისტიკური შესაძლებლობის განვითარებას. 141 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აგრეთვე მიმდინარეობს გაწვევისა და რეკრუტირების სააგენტოს რეგიონული და მუნიციპალური ცენტრების მშენებლობა-რემონტი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სამუშაო პირობებს. საანგარიშო პერიოდში სარემონტო-სამშენებლო სამუშაოები განხორციელდა/მიმდინარეობს 133 ობიექტზე. 2024 წელს ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის დაიხარჯა 160 მილიონ ლარზე მეტი, ხოლო 2025 წლისათვის ასევე 160 მილიონი ლარის სამუშაოების განხორციელება იგეგმება. გრძელდება თანამედროვე ლოგისტიკური საშუალებებით ქართული ჯარის აღჭურვა. 2025 წლის განმავლობაში, პარტნიორების მხარდაჭერით, იგეგმება 250-ამდე ერთეული სპეციალური და სატვირთო ტექნიკის მიღება. თავდაცვის ახალი კოდექსის ფარგლებში ამოქმედებული წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუციური რეფორმის მაგალითია. ეს ცვლილება ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, მათზე მორგებული ვადებით, გაზრდილი ანაზღაურებითა და რეალური საბრძოლო მომზადების პირობებით იმსახურონ ქვეყნის თავდაცვისთვის. 2025 წლიდან წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში. აღნიშნული პროცესის ეფექტიანი და მოქნილი ადმინისტრირებისთვის კი შეიქმნა და აქტიურად მუშაობს სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების ეროვნული სააგენტო. შეიქმნა ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც, შემთხვევითი შერჩევის საფუძველზე, უზრუნველყოფს გაწვევის პროცესის თანასწორობისა და სამართლიანობის პრინციპების დაცვით განხორციელებას. დღეის მდგომარეობით, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში, ნებაყოფლობით, 1400-ამდე მოქალაქემ გაიარა რეგისტრაცია. რეზერვის სისტემის გაძლიერების მიზნით, გასულ წელს სამცხე-ჯავახეთის, იმერეთისა და აჭარის მიმართულებებით შექმნილ ქვედანაყოფებთან ერთად, 2025 წელს შეიქმნება ახალი ქვედანაყოფი თბილისის მიმართულებითაც, რაც კიდევ უფრო გააფართოებს ტერიტორიული თავდაცვის არეალს ქვეყნის მასშტაბით. საკმაოდ მაღალია მოსახლეობის ტერიტორიული რეზერვით დაინტერესება და ქვედანაყოფებში ჩართვის მოთხოვნა, რაც განპირობებულია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესებზე მორგებული პირობების შექმნითა და ქვეყნის თავდაცვის საჭიროებებზე ინფორმირებულობის ზრდით. თვისობრივად შეიცვალა სარეზერვო სამსახურის გავლის მიდგომები. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის დასრულების შემდგომ, მაღალი მზადყოფნის რეზერვში ჩაირიცხება კარგად მომზადებული და საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის საჭირო უნარების მქონე რეზერვისტთა შემადგენლობა. მოხალისე ორგანიზაციების დაახლოება თავდაცვის ძალებთან კიდევ უფრო აძლიერებს ქვეყნის უსაფრთხოებას, მედეგობას, კრიზისულ სიტუაციებში რეაგირების შესაძლებლობებს და მოქალაქეებს აძლევს საშუალებას, სამხედრო უნიფორმის გარეშე, თავიანთი წვლილი შეიტანონ ქვეყნის თავდაცვის საქმეში. ამ მიზნით, შეიქმნა საჯარო სამართლის იურიდიული პირი − თავდაცვის მოხალისე, რომელიც კოორდინირებას უწევს ყველა შესაბამის ორგანიზაციასთან თანამშრომლობას სხვადასხვა აქტივობაში მათი ჩართულობის უზრუნველსაყოფად. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გაძლიერების მიზნით, არსებითად გაუმჯობესდა სამხედროების ფინანსური და სოციალური გარანტიები. ასევე აქტიური მუშაობა მიმდინარეობს სამხედრო საქმის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. განხორციელებული ცვლილებებითა და რეფორმებით შემცირდა გადინების პრობლემა და მიღწეულ იქნა დაკომპლექტების დადებითი ბალანსი. 142 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ წარმატებით მიმდინარეობს სსიპ − დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის/რეაკრედიტაციის პროცედურები. მიმდინარეობს ახალი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის − „საერთაშორისო ურთიერთობებისა და დიპლომატიის“ შემუშავება. განხორციელდა „მენეჯმენტის“ საბაკალავრო და „სახელმწიფო რესურსების მართვის“ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების რეაკრედიტაცია და იგეგმება ნატოს კურსის − „კონტრტერორიზმი და ამბოხებულებთან ბრძოლის“ სერტიფიცირება. განვითარდა აკადემიის დისტანციური სწავლების ცენტრი, რომლის ბაზაზე შეიქმნა ახალი ონლაინდისტანციური სასწავლო კურსები. განმტკიცდა თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) საერთაშორისო სტატუსი − ჩატარდა ნატოს მიერ სერტიფიცირებული კურსები, გაღრმავდა თანამშრომლობა ევროპის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კოლეჯთან. საანგარიშო პერიოდში სკოლამ განახორციელა 46 სასწავლო ღონისძიება. უწყვეტად მიმდინარეობს სამხედრო პერსონალის წვრთნისა და განათლების პროცესის გაუმჯობესების პროცესი. საანგარიშო პერიოდში ჩატარდა მასშტაბური ეროვნული სწავლება − „შამქორი 2024“ და ნატოს სტანდარტებით პირველი ქართული სამხედრო სამედიცინო სწავლება − „GEOMEDEX“. ამასთან, საქართველოს თავდაცვის ძალებმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო წვრთნებში, მათ შორის − „IMMEDIATE RESPONSE 24“; „CAUCASIAN EAGLE 24“; „MILU 24“; „SEA BREEZE 24“; „ETERNITY 24“; „MAPLE ARCH 24“ და სხვა. თავდაცვის ძალები აქტიურად აგრძელებს მუშაობას ეროვნული სწავლებების ორგანიზებაზე. აქტიურად მიმდინარეობს უწყებათაშორისი სამეთაურო-საშტაბო სწავლება − „დიდგორი 2025ის“ დაგეგმვა, რომელიც მიმდინარე წლის ნოემბერში ჩატარდება. საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა, აგრძელებს ნატოში ინტეგრაციის ძირითადი ინსტრუმენტების (ნატო-საქართველოს კომისია, წლიური ეროვნული პროგრამა, გაძლიერებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი) და სხვა პრაქტიკული მექანიზმებისა (ინდივიდუალურად მორგებული პარტნიორობის პროგრამა, ნატოს სამხედრო კომიტეტისა და საქართველოს სამუშაო გეგმა) თუ პროგრამების ეფექტიანად გამოყენებას. აქტიურად გრძელდება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების განხორციელება. ამასთან, გრძელდება მუშაობა პარტნიორებთან არსებითი პაკეტის მხარდაჭერის გაძლიერების მიზნით, როგორც ფინანსური, ასევე ადამიანური რესურსების მოზიდვის გზით. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელს ხელი მოეწერა „საქართველოს მთავრობასა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას შორის გაცვლილი კლასიფიცირებული ინფორმაციის დაცვის შესახებ“ ადმინისტრაციულ შეთანხმებას, რომელიც ძალაშია 2025 წლის 26 თებერვლიდან. საქართველო ნატოს პირველი არაწევრი სახელმწიფოა, რომელიც 2023 წლიდან მონაწილეობს ნატოს საზღვაო უსაფრთხოების ოპერაცია „ზღვის მცველში“, რომლის ფარგლებში განხორციელდა ორი როტაცია − 2023 და 2024 წლებში, ხოლო მომდევნო როტაცია დაგეგმილია 2025 წელს. საქართველომ, როგორც ერაყში ნატოს მისიის (NATO Mission in Iraq − NMI) პოტენციურმა ოპერატიულმა პარტნიორმა, ოფიციალური განაცხადი გააკეთა მისიაში მონაწილეობის სურვილის შესახებ. 143 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ აღსანიშნავია, რომ 2024 წლის როტაციის ფარგლებში, საქართველომ გაზარდა NRF-ში კონტრიბუცია ნატოს მიერ სერტიფიცირებული სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფით. 2024 წლის ოქტომბრიდან განხორციელდა NRF-ში გაცხადებული ქართული ქვედანაყოფების ტრანზიცია ნატოს ახალ ინიციატივაში, პარტნიორების მიერ გაძლიერებულ ნატოს ძალებში (Partners Augmentation Forces to NATO). 2025 წელს თავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა რიგით მეოთხე ნატო-საქართველოს სწავლებას, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ალიანსის წევრმა და პარტნიორმა 17-მა ქვეყანამ. ევროპული სამშვიდობო მექანიზმის (EPF) ფარგლებში, აღმოსავლეთ და დასავლეთ საბრძოლო საინჟინრო ბატალიონები, სარდლობის ქვეითი ბრიგადები დაკომპლექტდნენ მაღალი გამავლობის ავტომობილებით. სამხედრო-სამედიცინო მიმართულებით, შესყიდულ იქნა ROLE 2F დონის, ქვედანაყოფებისთვის განკუთვნილი აღჭურვილობა. სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, სამხედრო ჰოსპიტალი აღიჭურვა, დაახლოებით, 2 მლნ ევროს ღირებულების თანამედროვე აპარატურით. მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა შედეგზე ორიენტირებულ ორმხრივ თანამშრომლობას ნატოს წევრ და საქართველოს პარტნიორ 34 ქვეყანასთან (ნატოს 26 წევრი და 8 პარტნიორი). აშშ-სთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, დიდი ყურადღება ეთმობა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) წარმატებულ განხორციელებას. ინიციატივის მთავარი მიზანი შეკავების, ტერიტორიული თავდაცვის, ეროვნული წინააღმდეგობის გაწევისა და მედეგობის შესაძლებლობების გაძლიერებასთან ერთად, ნატოსთან თავსებადობის უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფაა. 2025 წელს საქართველო უმასპინძლებს მრავალეროვნულ საერთაშორისო სწავლებას „AGILE SPIRIT 2025-ს“, რომლის დაგეგმვაც ინტენსიურად მიმდინარეობს. 2025 წელს, აშშ-სთან ერთად, ასევე დაგეგმილია სხვა ერთობლივი სწავლებების ჩატარება. აქტიურად გრძელდება ორმხრივი თანამშრომლობა სხვა პარტნიორებთან, მათ შორის, გერმანიასთან, საფრანგეთთან, თურქეთთან, იტალიასა და კანადასთან. რეგიონის ქვეყნებთან კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში, თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას თურქეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკების თავდაცვის სამინისტროებთან. წარმატებით ფუნქციონირებს აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებასა და შეიარაღებულ ძალებს შორის მჭიდრო ურთიერთობების დამყარებას. 2024 წელს საქართველომ უმასპინძლა აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს სამმხრივ თავდაცვის მინისტერიალსა და სამმხრივ სწავლებას Eternity. ხელშესახები ნაბიჯები გადაიდგა და შესამჩნევად გაუმჯობესდა სამხედრო სამსახურის პირობები. მნიშვნელოვნადაა გაზრდილი სამხედროების ხელფასები, აქტიურად გრძელდება ჯარის მაღალი ხარისხის სანივთე ქონებით აღჭურვა, უმაღლეს სტანდარტებზეა კვებითი და სამედიცინო პირობები. გაიზარდა სამხედროების ფინანსური და სოციალური დაცულობა. 2024 და 2025 წლებში სამხედროების ხელფასები მინიმუმ 10-10%-ით გაიზარდა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში საკონტრაქტო სამსახურის რიგითის წოდებრივი სარგო თითქმის გაორმაგდა. კერძოდ, თუ 2020 წელს რიგითის ხელფასი 1050 ლარს შეადგენდა, დღეს 144 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ არის 1947 ლარი. ამას ემატება დადგენილი კრიტერიუმებით მიღებული დანამატები. ამასთან, თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა ყოველთვიური დანამატები ეტაპობრივად იზრდება. კერძოდ, სპეციალური ოპერაციების სარდლობაში ყოველთვიური დანამატი 750 ლარიდან 1275,5 ლარამდე გაიზარდა. სამხედროების საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინარეობდა და წარმატებით დასრულდა მახათას მთაზე „არმი სითის“ მშენებლობა (ამხანაგობის ფარგლებში თანამონაწილეობით, უპრეცედენტოდ შეღავათიანი პირობებით) აშენდა 7-სართულიანი 39 კორპუსი და 1092 ბინა გადაეცათ სამხედრო მოსამსახურეებს. ამასთან, დაიწყო მუშაობა „ჯარის ქალაქის“ ახალი პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით. პროექტი 2025 − 2028 წლებში განხორციელდება, რომლის ფარგლებშიც, აშენდება 43 კორპუსი და 1200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს ბინას. წარმატებით გრძელდება სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის განათლების მიღების ხელშეწყობის პროექტი. პროექტი გულისხმობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე უწყების მიერ სწავლის 50%-ით დაფინანსებას სამხედროებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის. გარდა ამისა, მათ მაღალი აკადემიური მოსწრებისთვის, სემესტრულად, 750 ლარის ოდენობით „მინისტრის სტიპენდია“ მიეცემათ. 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე, სწავლა დაუფინანსდა 2241 პირს, ხოლო 270 პირზე კი გაიცა მინისტრის სტიპენდია. სარეზიდენტო პროგრამებზე/მოდულებზე სწავლა დაუფინანსდა 7 პირს. ჯამში, განათლების ხელშეწყობის მიზნით, 2024 წლის პირველი ივნისიდან 2025 წლის 1 მაისამდე პერიოდში გახარჯული თანხა თითქმის 1.8 მილიონ ლარს შეადგენს. 2024 წელს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურეთა სამოქალაქო საზოგადოებაში კარიერის ტრანზიციის პროგრამის ფარგლებში, შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და სასწავლებლებთან თანამშრომლობით, გადამზადდა და ახალ პროფესიას დაეუფლა 23 სამხედრო მოსამსახურე. ჯარისკაცების საუკეთესო კვებითი პირობების შექმნის მიზნით, გაიზარდა კვებით რაციონზე გამოყოფილი თანხა, რამაც განაპირობა მომსახურე პერსონალის ხელფასების დარეგულირება და კვებითი პროდუქტების ხარისხის ამაღლება. 2025 წელს, წინა წლებთან შედარებით, საჭირო პროდუქტების შესყიდვის 80% კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელდა. ამასთან, მიმდინარეობს მუშაობა სასაწყობე მეურნეობის განვითარებაზე, როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ მიმართულებაზე, რაც კვებითი მომსახურების სტანდარტის ამაღლებას უზრუნველყოფს. დაჭრილ-დაშავებული სამხედრო მოსამსახურეებისთვის თანამედროვე სტანდარტების, საჭიროებებზე მორგებული სერვისების უზრუნველყოფის მიზნით, თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახური კოორდინაციას უწევს დაჭრილი და დაშავებული მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგს და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ ოპერაციულ მკურნალობას/კვლევას, ასევე მათ რეაბილიტაციას მაღალი სტანდარტების ადგილობრივ ცენტრში. თავდაცვის უწყება ჯარის შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და ახალგაზრდებში პატრიოტული სულისკვეთების გაძლიერების მიმართულებით არაერთ პროექტს ახორციელებს. აქტიურად ხორციელდება პროექტი „ჯარის ბანაკი“, რომელიც სკოლის მოსწავლეებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და 2024 წელს აღნიშნული პროგრამა 2300-ამდე სკოლის მოსწავლემ გაიარა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის შემეცნებით მხარესთან ერთად, ახალგაზრდებს ჰქონდათ საშუალება, ბანაკში გაეტარებინათ საინტერესო და სიახლეებით დატვირთული დღეები. 145 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ ახალგაზრდა თაობაში პატრიოტული სულისკვეთების ამაღლების, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ქართული ჯარის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიზნით, სხვადასხვა პროექტის ფარგლებში, სამხედროები სტუმრობენ სკოლებს და პირიქით, მოსწავლეები სტუმრობენ სამხედრო ბაზებს, სადაც ეცნობიან საქართველოს თავდაცვის ძალებს, სამხედრო სამსახურსა და თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებს. 2024-2025 წლების საანგარიშო პერიოდში, პროექტმა − „ჩვენი ჯარი“ თბილისისა და რეგიონების 150 სკოლა მოიცვა. პროექტის − „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში, კი თავდაცვის ძალების სხვადასხვა ბაზას, თბილისისა და რეგიონების 110-სკოლამდე სკოლის მოსწავლე ესტუმრა. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროექტების პარალელურად, სკოლების ნაწილში სამხედრო საგნის შესწავლა მიმდინარეობს. საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა რეკრუტირებისა და ჯარის პოპულარიზაციის კამპანიის ფარგლებში, თბილისსა და რეგიონებში 14 გარე ბილბორდი განთავსდა, ასევე ინფორმაცია განთავსდა მეტროსადგურებსა და მუნიციპალურ ავტობუსებზე, ასევე მომზადდა საინფორმაციო − 2, ხოლო საიმიჯო დანიშნულების − 4 ვიდეოკლიპი. 146 მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ
დანართი
პროექტი საქართველოს პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება #53/ 2025 წელი, 2 ივნისი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 150-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქართველოს პარლამენტის ბიურო ადგენს: საქართველოს პრემიერ-მინისტრის საქართველოს პარლამენტში „სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ“ (07-2/50; 30.05.2025) მოხსენებით წარდგომის დროდ განისაზღვროს 2025 წლის 27 ივნისი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ბიუროს სხდომის თავმჯდომარე ნინო წილოსანი