„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/67/11; 11/06/2025)და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, N41(48), 1999 წელი, მუხ. 209) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სოციალური დაცვის ღონისძიება გამოიყენება მხოლოდ იმ კანონის
საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის გადაწყვეტის დროს.“.
2. XV1 თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის XV2 თავი:
„თავი XV2
საქართველოდან გასვლის აკრძალვა
მუხლი 796. საქართველოდან გასვლის აკრძალვის მიზანი
საქართველოდან
გასვლის
აკრძალვის
მიზანია
პირის
მიერ
დანაშაულით
მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია.
მუხლი 797. საქართველოდან გასვლის აკრძალვა
1. საქართველოდან გასვლის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე
და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი მოვალეა მის
მიერ ჩადენილი დანაშაულის შედეგად გამოწვეული ზიანი დაზარალებულს
აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში და არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია.
2.
საქართველოდან
გასვლის
აკრძალვის
ვადა
განისაზღვრება
ჩადენილი
დანაშაულის კატეგორიისთვის ამ კოდექსის 79-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისი
„გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტით ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი
ვადის გაორმაგებით.
3. საქართველოდან გასვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს სასჯელის ან
პირობითი მსჯავრისგან დამოუკიდებლადაც.
4. საქართველოდან გასვლის აკრძალვა იმ შემთხვევაშიც შეიძლება დაინიშნოს, თუ
პირი სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება.
5. საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც,
როდესაც იგი ჩადენილი დანაშაულისთვის სოციალური დაცვის ღონისძიებად არ
არის მოცემული ამ კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ შესაბამის
მუხლში.
6.
საქართველოდან
გასვლის
აკრძალვა
აღსრულდება
ელექტრონული
ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით.
მუხლი 798. საქართველოდან გასვლის აკრძალვის საფუძველი
1. საქართველოდან გასვლის აკრძალვა ინიშნება ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე
მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-ე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 183-ე მუხლით, 185-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე
მუხლით, 215-ე მუხლით, 219-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2592
მუხლით, 2594 მუხლით ან 397-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის
ჩადენისას
და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ დამნაშავე თავს აარიდებს
დანაშაულით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას.
2. საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნისას სასამართლო ითვალისწინებს
დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულს, პირად და ეკონომიკურ პირობებს,
დანაშაულის შემდგომ ქცევას, მის მზაობას, რათა გონივრულ ვადაში აანაზღაუროს
ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს.
3. საქართველოდან გასვლის აკრძალვა არ ინიშნება, თუ დაზარალებული
წერილობით უარს განაცხადებს მისთვის ზიანის ანაზღაურებაზე.
4. თუ დანაშაულის ჩადენის შემდეგ პირის შერაცხადობა გამოირიცხება ამ
კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდა
შეჩერდება მის გამოჯანმრთელებამდე.
5. თუ დანაშაულის განხორციელებაში ერთზე მეტი პირი მონაწილეობდა, მათ
ეკისრებათ ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების ვალდებულება.
მუხლი 799. საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდისგან გათავისუფლება
1.
მსჯავრდებული
გათავისუფლდება, თუ:
საქართველოდან
გასვლის
აკრძალვის
მოხდისგან
ა) მსჯავრდებულმა სრულად აანაზღაურა ზიანი;
ბ)
დაზარალებული
წერილობით
უარს
განაცხადებს
მისთვის
ზიანის
ანაზღაურებაზე;
გ) დაზარალებული თანახმაა, რომ მსჯავრდებულს მოეხსნას საქართველოდან
გასვლის აკრძალვა და გაურიგდება მას ზიანის ანაზღაურების ოდენობასა და
პირობებზე.
2.
ნასამართლობის
მოხსნა
ან
გაქარწყლება
არ
ათავისუფლებს
საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდისგან.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
პირს
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით
გათვალისწინებული
დაზარალებული
პირებისთვის
ანაზღაურებისთვის
ეფექტიანი
ცალკეული
დანაშაულების
შედეგად
ქონებრივი
ზიანის
მიყენებული
მექანიზმის
დანერგვის
აუცილებლობამ.
სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება დახვეწოს მექანიზმები,
რომლებიც უზრუნველყოფს დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის
სწრაფად და ეფექტიანად აღდგენასა და ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
საკანონმდებლო ცვლილებათა
პაკეტი მოიცავს შემდეგ
ფუნდამენტურ
საკითხებს:
-
დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების
გზით
მოითხოვოს
მსჯავრდებულისგან/განრიდებულისგან
მისი
ანაზღაურება, თუ მას ქონებრივი ზიანი მიადგა კანონპროექტით
გათვალისწინებული ცალკეული ქონებრივი დანაშაულებისთვის.
-
მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს
მსჯავრდებულის/განრიდებულის
ქონებაზე
ყადაღის
დადების
შესაძლებლობას.
-
ინერგება ისეთი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებელს
მისცემს ზიანი აინაზღაუროს როგორც ზემოხსენებული დანაშაულის
ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღების, ისე ამ პირის იმ ახლო
ნათესავისგან, ასევე დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების
ფარგლებში, რომელსაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის
194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - უკანონო შემოსავლის
ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება).
-
ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური
დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე.
სოციალური დაცვის ღონისძიების - საქართველოდან გასვლის აკრძალვის
მიზანია, პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის
არიდების
პრევენცია.
დაზარალებულის
ქონების
მართლსაწინააღმდეგო
დაუფლებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თავად დაზარალებულს.
სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან
აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ხშირად, ისეთ დანაშაულებთან
მიმართებით, როდესაც სახეზე არის დაზარალებული, რომელსაც მიადგა
მატერიალური ზიანი ვერ იღებს იმ შედეგს, რაც მის პირვანდელ მდგომარეობის
აღადგენდა - მისთვის მიყენებული ზიანისა თუ ზარალის ანაზღაურება რჩება
სასჯელის მიზნებს მიღმა. კანონი არ ითვალისწინებდა ისეთ მექანიზმს, რაც
ეფექტიანად უზრუნველყოფს დამნაშავის მიერ მიყენებული ქონებრივი ზიანის
ანაზღაურების შესაძლებლობას. კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოდან
გასვლის
აკრძალვის
ვადა
-
ჩადენილი
დანაშაულის
კატეგორიისთვის
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული
ნაკლებად
მძიმე,
მძიმე
და
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულისათვის
ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით, კერძოდ:
ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის - 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის - 12, ხოლო
განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი.
წარმოდგენილი
ახალი
საკანონმდებლო
დაზარალებულების
უფლებრივი
რეგლამენტირებულ
იქნება
რეგულაცია
მდგომარეობის
გამარტივებული
ხელს
შეუწყობს
გაუმჯობესებას,
აღსრულების
ასევე,
მექანიზმი
და
დაზარალებულებს შეეძლებათ ეფექტიანად აინაზღაურონ დამნაშავეთა მიერ
მიყენებული ზიანი. ამავდროულად, იმისათვის, რათა, ერთი მხრივ, მოხდეს ახალი
დანაშაულების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, ზიანის მიმყენებლების მიერ
ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების რისკების მინიმუმამდე დაყვანა,
საჭიროა საქართველოდან გასვლის აკრძალვის - როგორც სოციალური დაცვის
ღონისძიების ერთ-ერთი სახის, გათვალისწინება. ასევე, ცვლილებათა პაკეტი
მიზნად ისახავს იმგვარი დანაშაულებრივი სქემის მაქსიმალურად გამორიცხვას,
რომელიც უკავშირდება, კვალის დაფარვის მიზნით, დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული/დაუსაბუთებელი
ქონების
ოჯახის
წევრისთვის
გადაცემას.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მოწესრიგდება, როგორც დაუსაბუთებელი
ქონების გადაცემასთან, ასევე დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების
რიგითობის საკითხები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემოაღნიშნულიდან
ცალკეული
ნორმების
გამომდინარე, საჭიროა
ფორმულირებების
დასახელებული
კორექტირება,
განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით.
კოდექსის
რაც
უნდა
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება სოციალური დაცვის
ღონისძიების - საქართველოდან გასვლის აკრძალვა, რომელიც უზრუნველყოფს
პირის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული
დანაშაულების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების
პრევენციას.
ამავდროულად,
ახლებური
მოწესრიგება
ხელს
შეუწყობს
დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციებით ყალიბდება სისხლის
სამართლის კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილი, რომლითაც განისაზღვრა
სოციალური დაცვის ღონისძიების გამოყენებისას სისხლის სამართლის კანონის
უკუძალის საკითხი, კერძოდ, სოციალური დაცვის ღონისძიება გამოიყენება
მხოლოდ იმ კანონის საფუძველზე, რომელიც მოქმედებს სასამართლოში საქმის
გადაწყვეტის დროს.
კოდექსს ემატება ახალი XV2 თავი, რომელიც დეტალურად არეგულირებს
საქართველოდან
გასვლის
აკრძალვასთან
დაკავშირებულ
საკითხებსა
და
თავისებურებებს. უპირველეს ყოვლისა, საქართველოდან გასვლის აკრძალვა არის
სოციალური დაცვის ღონისძიება და მისი მიზანია პირის მიერ დანაშაულით
მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია. თავად
საქართველოდან გასვლის აკრძალვა ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქე და
საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი მოვალეა მის მიერ
ჩადენილი
დანაშაულის
შედეგად
გამოწვეული
ზიანი
დაზარალებულს
აუნაზღაუროს გონივრულ ვადაში და არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია.
კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა.
იგი განისაზღვრება ჩადენილი დანაშაულის კატეგორიისთვის საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად
მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის
გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით, კერძოდ: ნაკლებად მძიმე
დანაშაულისთვის - 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის - 12, ხოლო განსაკუთრებით
მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვა შეიძლება დაინიშნოს
სასჯელის ან პირობითი მსჯავრისგან დამოუკიდებლადაც. ასევე, თუ პირი
სასჯელისგან სრულად გათავისუფლდება. ამასთანავე, საქართველოდან გასვლის
აკრძალვის დანიშვნა შეიძლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ჩადენილი
დანაშაულისთვის სოციალური დაცვის ღონისძიებად არ არის მოცემული
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილით გათვალისწინებულ
შესაბამის მუხლში.
კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილების 797 მუხლის მე-6 ნაწილის
შესაბამისად, საქართველოდან გასვლის აკრძალვა აღსრულდება ელექტრონული
ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით.
კანონპროექტი
გვთავაზობს
საქართველოდან
გასვლის
აკრძალვის
საფუძვლებს, 798 მუხლით გათვალისწინებული წესით, რომლის თანახმადაც:
საქართველოდან გასვლის აკრძალვა ინიშნება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის
177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 178-ე მუხლის მე-4
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 180-ე
მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-ე ნაწილის „გ“
ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 183-ე მუხლით, 185-ე
მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე მუხლით, 215-ე მუხლით, 219-ე მუხლის მე-2
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 2592 მუხლით, 2594 მუხლით ან 397-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისას და თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ
დამნაშავე
თავს
აარიდებს
დანაშაულით
მიყენებული
ქონებრივი
ზიანის
ანაზღაურებას.
მნიშვნელოვანია, ისიც, რომ საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნისას
სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულს, პირად და
ეკონომიკურ პირობებს, დანაშაულის შემდგომ ქცევას, მის მზაობას, რათა
გონივრულ ვადაში აანაზღაუროს ზიანი და შეურიგდეს დაზარალებულს. 798
მუხლში ასევე გაწერილია ის შემთხვევები, როდესაც არ ხდება საქართველოდან
გასვლის აკრძალვის დანიშვნა, კერძოდ: თუ დაზარალებული წერილობით უარს
განაცხადებს მისთვის ზიანის ანაზღაურებაზე, ასევე თუ დანაშაულის ჩადენის
შემდეგ პირის შერაცხადობა გამოირიცხება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 34-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდა
შეჩერდება მის გამოჯანმრთელებამდე.
რაც შეეხება ისეთ შემთხვევას, როდესაც დანაშაულის განხორციელებაში ერთზე
მეტი პირი მონაწილეობდა, მათ ეკისრებათ ზიანის სოლიდარულად ანაზღაურების
ვალდებულება.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს ემატება
799
მუხლი,
რომელიც
პირს
აძლევს
შესაძლებლობას
გათავისუფლდეს
საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდისგან, თუ იგი დააკმაყოფილებს
შემდეგ მოთხოვნებს:
ა) მსჯავრდებულმა სრულად აანაზღაურა ზიანი;
ბ)
დაზარალებული
წერილობით
უარს
განაცხადებს
მისთვის
ზიანის
ანაზღაურებაზე;
გ) დაზარალებული თანახმაა, რომ მსჯავრდებულს მოეხსნას საქართველოდან
გასვლის აკრძალვა და გაურიგდება მას ზიანის ანაზღაურების ოდენობასა და
პირობებზე.
ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ნასამართლობის მოხსნა ან გაქარწყლება
არ ათავისუფლებს პირს საქართველოდან გასვლის აკრძალვის მოხდისგან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან
მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის
მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება
წარმოდგენილი კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან არ
არის მიზანშეწონილი ამოქმდების ვადის სხვაგვარი რეგულირება. ამასთანავე,
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღებასთან, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალებების მონიტორინგისათვის საჭირო დამატებითი ადამიანური რესურსის
მობილიზებასთან (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), დაკავშირებით ხარჯების
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო
სასჯელთა
აღსრულებისა
სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები.
და
პრობაციის
ეროვნული
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტს გავლენა არ აქვს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი
ნაწილზე,
გავლენას
საქართველოს
მოახდენს
სახელმწიფო
ბიუჯეტის
იუსტიციის
სამინისტროს
საჯარო
ხარჯვით
სამართლის
იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა
ასიგნებების
და
პრობაციის
ფარგლებში.
ეროვნული
კერძოდ,
სააგენტოსთვის
საქართველოდან
გამოყოფილი
გასვლის
აკრძალვა
აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით, რაც
თავის
მხრივ
დაკავშირებულია
შესაბამისი
რაოდენობის
ელექტრონული
ზედამხედველობის საშუალების შეძენაზე. თავის მხრივ, აღნიშნული საშუალების
რაოდენობა დამოკიდებული იქნება პირის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის
გადაწყვეტილებების შემთხვევებზე.
გარდა აღნიშნულისა, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების
მონიტორინგის
პროცესმა
შესაძლოა
მოითხოვს
ადამიანური
რესურსის
მობილიზება, რაც ასევე დაკავშირებული იქნება დამატებით ხარჯებთან.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის
გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები
პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები)
მითითებით
კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის,
რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და
იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია
კანონპროექტით
განსაზღვრულ
ქმედებებს
ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება კანონპროექტით შემოთავაზებული
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულებით
დაზარალებულ პირებზე, რომლებისთვისაც შეიქმნება მიყენებული ზიანის
ანაზღაურების ქმედითი მექანიზმი.
ამასთანავე, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც
მსჯავრდებულები
იქნებიან
კანონპროექტით
შემოთავაზებული
სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულებისთვის.
შესაძლოა, მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს სოციალური დაცვის ღონისძიება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გავლენა
მოახდინოს ამ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის
მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი,
რომელთან
დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის
გაერთიანებას
და
მათ
წევრ
სახელმწიფოებს
შორის
ასოცირების
შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ)
სხვა
ქვეყნების
გამოცდილება
კანონპროექტის
მსგავსი
კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა
გამოყენებული
კანონპროექტის
მომზადებისას,
ასეთი
მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები - არჩილ გორდულაძე, თორნიკე
ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი
ალადაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები - არჩილ გორდულაძე, თორნიკე
ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი,
თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი
ალადაშვილი