„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/67/11; 11/06/2025)და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი
1.
„საქართველოს
მოქალაქეების
საქართველოდან
გასვლისა
და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
პარლამენტის უწყებები, №12-13, ნოემბერ-დეკემბერი, 1993 წ., მუხ. 223) 22-ე მუხლის
პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1. მას შეფარდებული აქვს სოციალური დაცვის ღონისძიება, საქართველოდან
გასვლის აკრძალვა.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შედეგად დაზარალებული პირებისთვის
მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის
აუცილებლობამ. სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება დახვეწოს მექანიზმები,
რომლებიც უზრუნველყოფს დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის სწრაფად და
ეფექტიანად აღდგენასა და ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს შემდეგ ფუნდამენტურ საკითხებს:
-
დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით
მოითხოვოს მსჯავრდებულისგან/განრიდებულისგან მისი ანაზღაურება, თუ მას
ქონებრივი ზიანი მიადგა კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული
ქონებრივი დანაშაულებისთვის.
-
მოთხოვნის
უზრუნველყოფის
მიზნით,
კანონპროექტი
ითვალისწინებს
მსჯავრდებულის/განრიდებულის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას.
-
ინერგება ისეთი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებელს მისცემს
ზიანი აინაზღაუროს როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირისგან
დანაშაულის საგნის ამოღების, ისე ამ პირის იმ ახლო ნათესავისგან, ასევე
დაკავშირებული
ჩადენილი
აქვს
პირისგან
ამოღებული
სისხლის
ქონების
სამართლის
ფარგლებში,
კოდექსის
194-ე
რომელსაც
მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის
გათეთრება).
-
ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის
ღონისძიების ერთ-ერთი სახე.
სოციალური დაცვის ღონისძიების - საქართველოდან გასვლის აკრძალვის მიზანია,
პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების
პრევენცია. დაზარალებულის ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებამ შესაძლოა
2
გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თავად დაზარალებულს. სასჯელის მიზანია
სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის
რესოციალიზაცია. ხშირად, ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როდესაც სახეზე არის
დაზარალებული, რომელსაც მიადგა მატერიალური ზიანი ვერ იღებს იმ შედეგს, რაც მის
პირვანდელ მდგომარეობის აღადგენდა - მისთვის მიყენებული ზიანისა თუ ზარალის
ანაზღაურება რჩება სასჯელის მიზნებს მიღმა. კანონი არ ითვალისწინებდა ისეთ მექანიზმს,
რაც ეფექტიანად უზრუნველყოფს დამნაშავის მიერ მიყენებული ქონებრივი ზიანის
ანაზღაურების შესაძლებლობას. კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოდან გასვლის
აკრძალვის ვადა - ჩადენილი დანაშაულის კატეგორიისთვის საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მძიმე და
განსაკუთრებით
მძიმე
დანაშაულისათვის
ნასამართლობის
გაქარწყლებისთვის
დადგენილი ვადის გაორმაგებით, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის - 6 წელი,
მძიმე დანაშაულისთვის - 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი.
წარმოდგენილი ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ხელს შეუწყობს დაზარალებულების
უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, რეგლამენტირებულ იქნება
გამარტივებული აღსრულების მექანიზმი და დაზარალებულებს შეეძლებათ ეფექტიანად
აინაზღაურონ დამნაშავეთა მიერ მიყენებული ზიანი. ამავდროულად, იმისათვის, რათა,
ერთი მხრივ, მოხდეს ახალი დანაშაულების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, ზიანის
მიმყენებლების მიერ ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების რისკების
მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროა საქართველოდან გასვლის აკრძალვის - როგორც
სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახის, გათვალისწინება. ასევე, ცვლილებათა
პაკეტი მიზნად ისახავს იმგვარი დანაშაულებრივი სქემის მაქსიმალურად გამორიცხვას,
რომელიც უკავშირდება, კვალის დაფარვის მიზნით, დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული/დაუსაბუთებელი ქონების ოჯახის წევრისთვის გადაცემას. საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტით მოწესრიგდება, როგორც დაუსაბუთებელი ქონების გადაცემასთან,
ასევე დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების რიგითობის საკითხები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დასახელებული კოდექსის ცალკეული
ნორმების ფორმულირებების კორექტირება, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო
ცვლილების გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება სოციალური დაცვის
ღონისძიების - საქართველოდან გასვლის აკრძალვა, რომელიც უზრუნველყოფს პირის მიერ
სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შედეგად
მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენციას. ამავდროულად,
ახლებური მოწესრიგება ხელს შეუწყობს დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის
გაუმჯობესებას.
3
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციებით ყალიბდება „საქართველოს
მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“
საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტი, კერძოდ დაემატა „ბ1“, რომლითაც
შესაბამისობაში იქნა მოყვანილი ძირითად კანონპროექტთან.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
წარმოდგენილი კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან არ არის
მიზანშეწონილი ამოქმდების ვადის სხვაგვარი რეგულირება. ამასთანავე, კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის
იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა
და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტს გავლენა არ აქვს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის 4
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული
სააგენტოსთვის
გამოყოფილი
ასიგნებების
ფარგლებში.
კერძოდ,
საქართველოდან გასვლის აკრძალვა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალების გამოყენებით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია შესაბამისი რაოდენობის
ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების შეძენაზე. თავის მხრივ, აღნიშნული
საშუალების რაოდენობა დამოკიდებული იქნება პირის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის
გადაწყვეტილებების შემთხვევებზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის
ვალდებულებები.
მიხედვით
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება კანონპროექტით შემოთავაზებული სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულებით დაზარალებულ
პირებზე, რომლებისთვისაც შეიქმნება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ქმედითი
მექანიზმი.
ამასთანავე, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც
მსჯავრდებულები იქნებიან კანონპროექტით შემოთავაზებული სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულებისთვის. შესაძლოა, მათ მიმართ
გამოყენებულ იქნეს სოციალური დაცვის ღონისძიება - საქართველოდან გასვლის აკრძალვა,
რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი
ზეგავლენის შეფასება
5
კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
6
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
7