„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
ნომერი
#07-3/67/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, N31, 03.11.2009, მუხ.190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის მეორე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პირის დამნაშავედ ცნობა, მისთვის სასჯელის შეფარდება და სოციალური დაცვის ღონისძიების დანიშვნა მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა.“. 2. 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „ი1) სასამართლოში საქმის განხილვისას ნებისმიერ ეტაპზე დასაბუთებული შუამდგომლობით მოითხოვოს სოციალური დაცვის ღონისძიების, კერძოდ, საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნა.“. 3. 44-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ გარემოებათა გამოსავლენად, რომლებიც ამართლებს ბრალდებულს ან/და ამსუბუქებს მის პასუხისმგებლობას, ადვოკატმა დაცვის ყველა კანონიერი საშუალება და ხერხი უნდა გამოიყენოს. ადვოკატს არა აქვს უფლება, იმოქმედოს ბრალდებულის მითითებისა და ინტერესების საწინააღმდეგოდ. ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის, აგრეთვე სოციალური დაცვის ღონისძიების, ნაწილებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებულს აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას.”. 4. 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისას, სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე შუამდგომლობის განხილვისას, სასჯელის ან/და სოციალური დაცვის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია.“. 5. დაემატოს შემდეგი შინაარსის XVII1 თავი: „თავი XVII1 დაყადაღებული ქონების განკარგვა მუხლი 1653. დაყადაღებული ქონების მიზნობრივი განკარგვა 1. პირი, რომლის ფაქტობრივ მფლობელობაში ან საკუთრებაშია დაყადაღებული ქონება (შემდგომში - ქონების მესაკუთრე), დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, უფლებამოსილია, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მიმართოს პროკურორს და ითხოვოს დაყადაღებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა. მიზნობრივი განკარგვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ყადაღის ობიექტის, ასევე პირის მიერ მისი მიზნობრივი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემის ფორმით. 2. სუბიექტის საბანკო/ელექტრონულ ანგარიშზე ყადაღის დადების შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ან სხვა მოტივირებული საფუძვლით, ანგარიშის მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს პროკურორს და ითხოვოს საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა. 3. პროკურორს, ქონების მესაკუთრესა და მის ადვოკატს შორის, წერილობითი ფორმით გაფორმებული თანხმობის დოკუმენტის საფუძველზე, პროკურორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს შუამდგომლობით დაყადაღებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე. აგრეთვე, შუამდგომლობით დაყადაღებულ საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე. 4. თანხმობის შესახებ დგება ოქმი (ქონების მიზნობრივი განკარგვის ოქმი), რომელშიც ასახულია ქონების მესაკუთრეს (საბანკო ანგარიშის განმკარგავ პირს) და პროკურორს შორის მოლაპარაკების პროცესი. ოქმის ასლი გადაეცემა ქონების მესაკუთრეს და მის ადვოკატს. ოქმს ხელს აწერენ პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი. მუხლი 1654. ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი 1. თუ პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი ქონების მიზნობრივ განკარგვაზე შეთანხმდებიან, პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. 2. პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ქონების მესაკუთრის წერილობითი განცხადება და სისხლის სამართლის საქმის იმ მასალების ასლები, რომლებიც აუცილებელია მისი განხილვისათვის. განცხადებაში დადასტურებული უნდა იყოს, რომ ქონების მესაკუთრემ ნებაყოფლობით განაცხადა განკარგვის თაობაზე და სრულყოფილად აღიქვამს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს. 3. შუამდგომლობას ხელს აწერენ პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი. შუამდგომლობას თან ერთვის ქონების მიზნობრივი განკარგვის ოქმი. 4. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო საქმის მასალების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა შუამდგომლობა, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა მოთხოვნა კანონიერი. 5. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ქონების მიზნობრივი განკარგვის გადაწყვეტილება: ა) მიღებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; ბ) ნებაყოფლობითია; გ) ქონების მესაკუთრე სრულად აცნობიერებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს; დ) ქონების მესაკუთრემ მიიღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება; ე) შეთანხმება სრულად ასახავს მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობას. 6. მოსამართლე ვალდებულია ქონების მესაკუთრეს განუმარტოს, რომ მის მიერ წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტზე საჩივრის შეტანა ხელს არ შეუშლის კანონის დაცვით დადებული შეთანხმების აღსრულებას. 7. მოსამართლე შუამდგომლობას იხილავს ზეპირი მოსმენით, მიმართვიდან 72 საათის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ქონების მიზნობრივი განკარგვის ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი არ საჩივრდება, თუმცა არ ზღუდავს სასამართლოსთვის 3 თვის შემდეგ ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას. 8. სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, სხვა აუცილებელ რეკვიზიტებთან ერთად, სავალდებულოდ უნდა მიეთითოს განსაკარგი ქონების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მოცულობა, ქონების მიმღები სუბიექტის ვინაობა, გადაწყვეტილება ქონებაზე დადებული ყადაღის სრულად ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. მუხლი 1655. ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება სასამართლოს განჩინება ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე შესასრულებლად სავალდებულოა აღსრულების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი დაწესებულებისა და სუბიექტისთვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთანავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს. მუხლი 1656. დაყადაღებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია 1. თუ ბრალდებულის მოძრავ ქონებას ყადაღა ადევს შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად და იმავდროულად ქონების შენახვა იწვევს მისი ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებას, პროკურორი უფლებამოსილია მოითხოვოს ქონების კაპიტალიზაცია, მისი აუქციონის წესით გასხვისების გზით. 2. ქონების კაპიტალიზაციისა და კაპიტალიზებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობას გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლო განიხილავს ამ კოდექსის 154-ე მუხლით დადგენილი წესით და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ქონების კაპიტალიზაციის და კაპიტალიზებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება საჩივრდება ამ კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. განჩინების გასაჩივრება შეუძლიათ პროკურორს ან ბრალდებულს, აგრეთვე მის ადვოკატს. განჩინების გასაჩივრების ვადა აითვლება უფლებამოსილი პირისთვის მისი გადაცემის მომენტიდან. 3. პროკურორის შუამდგომლობას უნდა ერთვოდეს მოძრავი ქონების შეფასების დოკუმენტი. 4. შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდგომ, განჩინება აღსასრულებლად ეგზავნება სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს, საშუალო საბაზრო ფასის შესაბამისად, ქონების რეალიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ქონების გასხვისების შედეგად მიღებული თანხა სისხლის სამართლის საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე განთავსდება სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს. 6. დაყადაღებული ქონების კაპიტალიზაცია დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს კაპიტალიზებულ ქონებაზე. 7. თუ კაპიტალიზებული ქონება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას არ დაექვემდებარა ჩამორთმევას, იგი უბრუნდება ბრალდებულს.“. 6. 1681 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) გამარტივებული წესით დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება.“. 7. 197-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) ბრალდებულს აცნობებს სოციალური დაცვის ღონისძიების შესახებ.“. 8. 209-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, სოციალური დაცვის ღონისძიების, კერძოდ, საქართველოდან ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე.”. გასვლის აკრძალვაზე, ბ) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საპროცესო შეთანხმების დადებისას ბრალდებული პროკურორს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ პირობებთან ერთად შეიძლება შეუთანხმდეს თანამშრომლობაზე ან/და ზიანის ანაზღაურებაზე ან/და ამ კოდექსის XXI1 თავით განსაზღვრული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრებაზე.“ 9. 211-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ1) პროკურატურის მიერ მოთხოვნილი სოციალური დაცვის ღონისძიების შესახებ.“. 10. 212-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ბრალდებული გათვალისწინებულ სრულად სასჯელს, აცნობიერებს სოციალური დაცვის იმ დანაშაულისათვის ღონისძიებას, კერძოდ, საქართველოდან გასვლის აკრძალვას, რომლის ჩადენასაც ის აღიარებს.”. 11. 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. სასამართლო საქმის მასალებისა და ბრალდებულის მიერ ბრალის აღიარების საფუძველზე ამოწმებს, დასაბუთებულია თუ არა ბრალდება, არსებობს თუ არა ამ კოდექსით გათვალისწინებული გარემოებები და არის თუ არა კანონიერი და სამართლიანი სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე პროკურორის შუამდგომლობაში მითითებული სასჯელი და სოციალური დაცვის ღონისძიება, კერძოდ, საქართველოდან გასვლის აკრძალვა. 4. თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ წარდგენილია ამ კოდექსის მე-3 მუხლის 111 ნაწილით გათვალისწინებული საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოსატანად საკმარისი მტკიცებულებები, ამ კოდექსის 212-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ გარემოებებზე დამარწმუნებელი პასუხები მიიღო და მოთხოვნილი სასჯელი ან/და სოციალური დაცვის ღონისძიება, კერძოდ, საქართველოდან გასვლის აკრძალვა, არის კანონიერი და სამართლიანი, მას გამოაქვს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე. აღნიშნული განაჩენი გამოტანილი უნდა იქნეს პროკურორის მიერ შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში.“. 12. 219-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს, ამ ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის ზომას და საჭიროების შემთხვევაში, სოციალური დაცვის ღონისძიების არსს.“. 13. დაემატოს შემდეგი შინაარსის XXIV1 თავი: „თავი XXI1. დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული წარმოება მუხლი 2181. დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება 1. დაზარალებულს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი ზიანი, უფლება აქვს გამამტყუნებელი განაჩენის ან ამ კოდექსის 1681 მუხლის საფუძველზე მოითხოვოს, განაჩენით დადგენილი პირდაპირი ზიანის სახით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თუ მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. 2. გამამტყუნებელი განაჩენის ან ამ კოდექსის 1681 მუხლის საფუძველზე, უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრება შესაძლებელია, თუ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 798 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. 3. მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი პირდაპირი ზიანის ანაზღაურების დაკისრება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას. 4. განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლების რეალიზაცია არ ართმევს დაზარალებულს უფლებას ანაცდენ სარგებელზე ან მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ იდაოს სამოქალაქო წესით. 5. თუ გარდაიცვალა დაზარალებული, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე, ხოლო იურიდიული პირის რეორგანიზაციის შემთხვევაში, რომელსაც ზიანი მიადგა დანაშაულის შედეგად, ეს უფლება ეკუთვნის მის უფლებამონაცვლეს. 6. დაზარალებულს უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, ბრალდებულთან მორიგების ან სხვა საფუძვლის გამო, უარი თქვას განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლებაზე, რაც ართმევს აღნიშნული წარმოების სამომავლოდ დაწყების შესაძლებლობას. 7. ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაზარალებულს აღარ აქვს უფლება პირდაპირი ზიანის სახით მიყენებულ ქონებრივ ზიანზე იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. 8. ამ მუხლით დადგენილი წარმოება, ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ დაზარალებული სახელმწიფოა და არ არის ჩადენილი გადასახადის გადაუხდელობასთან დაკავშირებული რომელიმე დანაშაული. მუხლი 2182. დაზარალებულთა დაკმაყოფილების რიგითობა 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საგანი, რომელიც ჩამორთმეულია გამამტყუნებელი განაჩენით, პირველ რიგში, შეიძლება გადაეცეს ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ სსკ-ის 798 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებულს. ასეთი დაზარალებულის არარსებობისას ქონება შეიძლება გადაეცეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირის ახლო ნათესავის, ასევე დაკავშირებული პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 798 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებულს. 2. ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ქონების გადაცემის შესახებ პროკურორი დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლოს გადაწყვეტილება ერთჯერადად შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით.“. 14. 230-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სხდომის თავმჯდომარე ადგენს ბრალდებულის ვინაობას (სახელი, გვარი, დაბადების წელი, თვე, რიცხვი და ადგილი) და განუმარტავს მას უფლებებს, ბრალდების არსს, ინკრიმინირებული ქმედების კვალიფიკაციას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მინიმუმსა და მაქსიმუმს, შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, საჭიროებისას, სოციალური დაცვის ღონისძიების არსს. სხდომის თავმჯდომარე ბრალდებულს ასევე განუმარტავს, რომ მისი ნებაა, ბრალდებასთან დაკავშირებით ჩვენება მისცეს, როგორც მოწმემ. თუ საქმეში რამდენიმე ბრალდებულია, ასეთი განმარტება ეძლევა თითოეულ მათგანს.“. 15. 259-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი და სოციალური დაცვის ღონისძიება შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.“. 16. 260-ე მუხლის პირველი ნაწილის: ა) „ე1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე1) უნდა დაენიშნოს თუ არა ბრალდებულს სოციალური დაცვის ღონისძიება, ხოლო ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნისას - მკურნალობის ვადასაც.“. ბ) „თ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ1“ ქვეპუნქტი: „თ1) დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკითხის გადაწყვეტა.“. 17. 267-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თითოეულ საკითხზე პირველად კენჭი ეყრება იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ბრალდებულისთვის ყველაზე სასიკეთოა. თუ დანაშაულის ჩადენაში ბრალდებულის გამართლება მოითხოვა ერთმა მოსამართლემ, ხოლო ორ სხვა მოსამართლეს სხვადასხვა აზრი აქვს ამ დანაშაულის კვალიფიკაციისა და სასჯელის ზომის გადაწყვეტილების შესახებ, სოციალური მიღებისას დაცვის მოსამართლის ღონისძიების ხმა თაობაზე ბრალდებულის გასამართლებლად უერთდება იმ მოსამართლის ხმას, რომლის გადაწყვეტილებაც ბრალდებულისთვის ყველაზე სასიკეთოა.” 18. 269-ე მუხლის: ა) მე-3 ნაწილის: ა.ა) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სოციალური დაცვის ღონისძიების დანიშვნით ან მისი დანიშვნის გარეშე.“; ა.ბ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) გამარტივებული წესით დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრებით ან მის გარეშე, თუ დაზარალებულმა უარი თქვა ამ უფლების რეალიზაციაზე.“. ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. მოსახდელი სასჯელის დანიშვნით გამამტყუნებელი განაჩენის დადგენისას სასამართლომ ზუსტად უნდა განსაზღვროს სასჯელის სახე და ზომა, აგრეთვე სასჯელის მოხდის ვადისა და სოციალური დაცვის ღონისძიების ვადის დაწყება. პირის დაკავების, პატიმრობისა და ექსპერტიზისთვის სამედიცინო დაწესებულებაში ყოფნის ვადა ითვლება სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის ვადაში.“. 19. 273-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს აგრეთვე სასჯელის სახე და ზომა, პირობითი მსჯავრის გამოყენება, შესაბამისი დანაშაულისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ მინიმალურ ზღვარზე დაბალი სასჯელის დანიშვნა და ნაკლებად მკაცრ სასჯელზე გადასვლა, სოციალური დაცვის ღონისძიების დანიშვნა, საპროცესო იძულების ღონისძიების გაუქმების ან შემდგომი გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება.”. 20. 274-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილის: ა.ა) „ვ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ1) სოციალური დაცვის ღონისძიების დანიშვნის შესახებ, ხოლო ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნის შემთხვევაში, აგრეთვე სავალდებულო მკურნალობის ვადა; ა.ბ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ ქვეპუნქტი: „„ი1) გამარტივებული წესით დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრების გადაწყვეტა.“. ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განაჩენის სარეზოლუციო ნაწილი ისე უნდა იყოს ჩამოყალიბებული, რომ განაჩენის აღსრულებისას სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის სახისა და ზომის, სოციალური დაცვის ღონისძიების დანიშვნის, ხოლო ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობის დანიშვნის შემთხვევაში, აგრეთვე სავალდებულო მკურნალობის ვადის შესახებ ეჭვი არ წარმოიშვას.“. 21. 282-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. მსჯავრდებულის წარმოდგენის შემთხვევაში სასამართლო განჩინებით წყვეტს დაკისრებული სასჯელის უფრო მკაცრი სასჯელით შეცვლის საკითხს, ხოლო პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების შემთხვევაში სასამართლო წყვეტს პირობითი მსჯავრის, სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების და სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმების საკითხს და შეუძლია დაადგინოს, რომ აღსრულდეს განაჩენით დანიშნული სასჯელი ან სასჯელის მოუხდელი ნაწილი, სოციალური დაცვის ღონისძიება ან მის მოუხდელი ნაწილი ან მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად გაიგზავნოს განაჩენით დანიშნულ ადგილას.“. 22. 283-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომელსაც სასჯელად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა, სოციალური დაცვის ღონისძიება, განაჩენის აღსრულება შეიძლება გადაავადოს განაჩენის გამომტანმა სასამართლომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე, იმავე განაჩენით, ხოლო მისი გამოტანის შემდეგ – განჩინებით, შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) მსჯავრდებული დაავადებულია მძიმე ავადმყოფობით, რაც ხელს უშლის სასჯელის ან სოციალური გამოჯანმრთელებამდე გაუმჯობესებამდე; ან დაცვის ღონისძიების ჯანმრთელობის მოხდას, მდგომარეობის – მის არსებითად ბ) მსჯავრდებული განაჩენის აღსრულების მომენტისათვის ორსულადაა – მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.” ბ) 12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში განაჩენის აღსრულების გადავადების საკითხის განხილვისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული/შესაძლებელი მკურნალობა, დაავადების გამოჯანმრთელებამდე ან მიმდინარეობა, აგრეთვე ჯანმრთელობის მსჯავრდებულის მდგომარეობის არსებით გაუმჯობესებამდე თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ან სოციალური დაცვის ღონისძიების აღსრულების მიზანშეწონილობა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე.“. 23. 286-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 286. განაჩენის აღსრულება სხვა აღუსრულებელი განაჩენის არსებობის დროს თუ მსჯავრდებულის მიმართ რამდენიმე აღუსრულებელი განაჩენი არსებობს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის/დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე სასჯელის მოხდის ადგილის მიხედვით პირველი ინსტანციის სასამართლოს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს განჩინება მსჯავრდებულისთვის სასჯელის ყველა აღნიშნული განაჩენის მიხედვით განსაზღვრის შესახებ.“. 24. 287-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) შეიტანოს სხვა დაზუსტება, რომელიც გავლენას არ მოახდენს სასამართლოს დასკვნაზე მსჯავრდებულის ქმედების კვალიფიკაციის, სასჯელისა და სოციალური დაცვის ღონისძიების შესახებ.“. 25. 298-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი: „5. სააპელაციო სასამართლოს უფლება აქვს, დანიშნოს საქართველოდან გასვლის აკრძალვა თუ ბრალდების მხარემ მისი დანიშვნა მოითხოვა პირველი ინსტანციის ან სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას.“. 26. 300-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) დანიშნულია დაავადებული საქართველოდან პირის სავალდებულო გასვლის აკრძალვა, მკურნალობა ან ნარკომანიით განსაზღვრულია სავალდებულო მკურნალობის ვადა, რომელიც აშკარად არ შეესაბამება დაავადების ხასიათსა და სიმძიმეს.”. 27. 308-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საკასაციო სასამართლოს უფლება არა აქვს, გამამართლებელი განაჩენის ნაცვლად გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანოს, გამოიყენოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის უფრო მკაცრი მუხლი, დანიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი, დანიშნოს საქართველოდან გასვლის აკრძალვა, ნარკომანიით დაავადებული პირის სავალდებულო მკურნალობა ან გაზარდოს სავალდებულო მკურნალობის ვადა ანდა მიიღოს მსჯავრდებულისთვის არასასიკეთო სხვა გადაწყვეტილება, თუ საქმე განიხილება მსჯავრდებულის, მისი ადვოკატის საჩივრის საფუძველზე და ბრალდების მხარეს საჩივარი არ შეუტანია.“; ბ) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი: „21. საკასაციო სასამართლოს უფლება აქვს, დანიშნოს საქართველოდან გასვლის აკრძალვა, თუ ბრალდების მხარემ შეიტანა საკასაციო საჩივარი ამ მოთხოვნით და თუ მას ასეთი პოზიცია ეკავა სააპელაციო სასამართლოში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დაზარალებული პირებისთვის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი ცალკეული დანაშაულების შედეგად ქონებრივი ზიანის მიყენებული მექანიზმის დანერგვის აუცილებლობამ. სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება დახვეწოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის სწრაფად და ეფექტიანად აღდგენასა და ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს შემდეგ ფუნდამენტურ საკითხებს: - დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს მსჯავრდებულისგან/განრიდებულისგან მისი ანაზღაურება, თუ მას ქონებრივი ზიანი მიადგა ცალკეული ქონებრივი დანაშაულებისთვის. - მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულის/განრიდებულის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას. - ინერგება ისეთი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებელს მისცემს ზიანი აინაზღაუროს როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღების, ისე ამ პირის იმ ახლო ნათესავისგან, ასევე დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში, რომელსაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება). - ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. სოციალური დაცვის ღონისძიების - საქართველოდან გასვლის აკრძალვის მიზანია, პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია. დაზარალებულის ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თავად დაზარალებულს. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ხშირად, ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როდესაც სახეზე არის დაზარალებული, რომელსაც მიადგა მატერიალური ზიანი ვერ იღებს იმ შედეგს, რაც მის პირვანდელ მდგომარეობის აღადგენდა - მისთვის მიყენებული ზიანისა თუ ზარალის ანაზღაურება რჩება სასჯელის მიზნებს მიღმა. კანონი არ ითვალისწინებდა ისეთ მექანიზმს, რაც ეფექტიანად უზრუნველყოფს დამნაშავის მიერ მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა - ჩადენილი დანაშაულის კატეგორიისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის - 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის - 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი. წარმოდგენილი ახალი საკანონმდებლო დაზარალებულების უფლებრივი რეგლამენტირებულ იქნება რეგულაცია მდგომარეობის გამარტივებული ხელს შეუწყობს გაუმჯობესებას, აღსრულების ასევე, მექანიზმი და დაზარალებულებს შეეძლებათ ეფექტიანად აინაზღაურონ დამნაშავეთა მიერ მიყენებული ზიანი. ამავდროულად, იმისათვის, რათა, ერთი მხრივ, მოხდეს ახალი დანაშაულების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, ზიანის მიმყენებლების მიერ ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების რისკების მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროა საქართველოდან გასვლის აკრძალვის - როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახის, გათვალისწინება. ასევე, ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს იმგვარი დანაშაულებრივი სქემის მაქსიმალურად გამორიცხვას, რომელიც უკავშირდება, კვალის დაფარვის მიზნით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული/დაუსაბუთებელი ქონების ოჯახის წევრისთვის გადაცემას. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მოწესრიგდება, როგორც დაუსაბუთებელი ქონების გადაცემასთან, ასევე დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების რიგითობის საკითხები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ზემოაღნიშნულიდან ცალკეული ნორმების გამომდინარე, საჭიროა ფორმულირებების დასახელებული კორექტირება, განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით. კოდექსის რაც უნდა ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო საქართველოს კოდექსის სისხლის ცალკეული სამართლის ნორმების კოდექსში შესაბამისობა განხორციელებული ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ახალი რედაქციით ყალიბდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მეორე ნაწილი, რომლის თანახმადას პირის დამნაშავედ ცნობა, მისთვის სასჯელის შეფარდება და სოციალური დაცვის ღონისძიების დანიშვნა მხოლოდ სასამართლოს უფლებამოსილებაა. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილში, პროკურორის უფლებამოსილებების უფლებამოსილება „ი1“ უფლებამოსილია: სასამართლოში დასაბუთებული შუამდგომლობით ჩამონათვალს ქვეპუნქტის სახით, საქმის ემატება კერძოდ, განხილვისას მოითხოვოს კიდევ - ერთი პროკურორი ნებისმიერ ეტაპზე სოციალური დაცვის ღონისძიების, კერძოდ, საქართველოდან გასვლის აკრძალვის დანიშვნა. ცვლილებებთან შესაბამისობაში მოდის ბრალდებულის ადვოკატის სამართლებრივი მდგომარეობის მარეგულირებელი ნორმა, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის პირველი ნაწილით ადვოკატს ასევე არა აქვს უფლება, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ შეიტანოს საჩივარი ან უარი თქვას მასზე ბრალდებისა და სასჯელის, აგრეთვე სოციალური დაცვის ღონისძიების, ნაწილებში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ბრალდებულს აქვს შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისგან თანხმობის მიღებას. კანონპროექტით ცვლილება შედის დაზარალებულის უფლებებთან მიმართებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტში დაზარალებულს სხვა უფლებებთან ერთად სოციალური დაცვის ღონისძიების შეფარდების სასამართლო სხდომაზე მისცეს ჩვენება იმ ზიანის შესახებ, რომელიც მას დანაშაულის შედეგად მიადგა, ან წერილობით წარუდგინოს სასამართლოს აღნიშნული ინფორმაცია. კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის პროცესს ემატება XVII1 თავი, რომელიც არეგულირებს განკარგვასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ: დაყადაღებული ქონების - დაყადაღებული ქონების მიზნობრივი განკარგვის საკითხი - პირი, რომლის ფაქტობრივ მფლობელობაში ან საკუთრებაშია დაყადაღებული ქონება (შემდგომში - ქონების მესაკუთრე), დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, უფლებამოსილია, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, მიმართოს პროკურორს და ითხოვოს დაყადაღებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა. მიზნობრივი განკარგვა შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ყადაღის ობიექტის, ასევე პირის მიერ მისი მიზნობრივი რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხის გადაცემის ფორმით. იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება სუბიექტის საბანკო/ელექტრონულ ანგარიშზე ყადაღის დადებას ზიანის ანაზღაურების ან სხვა მოტივირებული საფუძვლით, ანგარიშის მესაკუთრე უფლებამოსილია მიმართოს პროკურორს და ითხოვოს საბანკო ანგარიშზე არსებული ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვა. ქონების მესაკუთრესა და მის ადვოკატს შორის, წერილობითი ფორმით გაფორმებული თანხმობის უფლებამოსილია დოკუმენტის მიმართოს საფუძველზე, სასამართლოს პროკურორი შუამდგომლობით დაყადაღებული ქონების სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე. აგრეთვე, შუამდგომლობით დაყადაღებულ საბანკო ანგარიშზე არსებული ფულადი ნაშთის სრულად ან ნაწილობრივ მიზნობრივი განკარგვის თაობაზე. თანხმობის შესახებ დგება შესაბამისი ოქმი. - ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე შუამდგომლობა და მისი განხილვის წესი - ქონების მიზნობრივ განკარგვაზე შეთანხმდების შემთხვევაში (პროკურორი, ქონების მესაკუთრე და მისი ადვოკატი) პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით. პროკურორის შუამდგომლობას თან ერთვის ყველა ის საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც მნიშვნელოვანია საკითხის განსახილველად, მათ შორის, განაცხადი, რომელიც ადასტურებს იმას, რომ ქონების მესაკუთრემ ნებაყოფლობით განაცხადა განკარგვის თაობაზე და სრულყოფილად აღიქვამს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს. შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ამოწმებს შუამდგომლობის მოთხოვნის კანონიერებასა და დასაბუთებულობას. უფრო მეტიც, შუამდგომლობის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს, რომ ქონების მიზნობრივი განკარგვის გადაწყვეტილება: ა) მიღებულია წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის, დაშინების, მოტყუების ან რაიმე უკანონო დაპირების გარეშე; ბ) ნებაყოფლობითია; გ) ქონების მესაკუთრე სრულად აცნობიერებს მოსალოდნელ სამართლებრივ შედეგებს; დ) ქონების მესაკუთრემ მიიღო კვალიფიციური იურიდიული დახმარება; ე) შეთანხმება სრულად ასახავს მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების ყველა პირობას. 1654 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, მოსამართლე შუამდგომლობას იხილავს ზეპირი მოსმენით, მიმართვიდან 72 საათის ვადაში და იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ქონების მიზნობრივი განკარგვის ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარი არ საჩივრდება, თუმცა არ ზღუდავს სასამართლოსთვის 3 თვის შემდეგ ხელახლა მიმართვის შესაძლებლობას. სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მიეთითება განსაკარგი ქონების მაიდენტიფიცირებელი ნიშნები და მოცულობა, ქონების მიმღები სუბიექტის ვინაობა, გადაწყვეტილება ქონებაზე დადებული ყადაღის სრულად ან ნაწილობრივ მოხსნის თაობაზე. - ქონების მიზნობრივი განკარგვის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულებისა და სუბიექტისთვის. - რაც შეეხება დაყადაღებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაციას - აღნიშნული საკითები გაწერილია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1656 მუხლით. თუ ბრალდებულის მოძრავ ქონებას ყადაღა ადევს შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად და იმავდროულად ქონების შენახვა იწვევს მისი ღირებულების მნიშვნელოვნად შემცირებას, პროკურორი უფლებამოსილია მოითხოვოს ქონების კაპიტალიზაცია, მისი აუქციონის წესით გასხვისების გზით. ქონების კაპიტალიზაციისა და კაპიტალიზებულ ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ შუამდგომლობას სასამართლო განიხილავს გამოძიების ადგილის მიხედვით, ხოლო მიღებული გადაწყვეტილება საჩივრდება მხარის მიერ (პროკურორი ან ბრალდებული, აგრეთვე მის ადვოკატი) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილი წესით. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო დააკმაყოფილებს შუამდგომლობას განჩინება აღსასრულებლად ეგზავნება სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც უზრუნველყოფს, საშუალო საბაზრო ფასის შესაბამისად, ქონების რეალიზაციას კანონმდებლობით დადგენილი წესით. ქონების სამართლის გასხვისების საქმეზე შედეგად შემაჯამებელი მიღებული თანხა გადაწყვეტილების სისხლის მიღებამდე განთავსდება სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ანგარიშზე და ამის შესახებ ეცნობება პროკურორს. პარალელურად დაყადაღებული ქონების კაპიტალიზაცია დაინტერესებულ პირს არ ართმევს უფლებას, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იდავოს კაპიტალიზებულ ქონებაზე, ხოლო თუ კაპიტალიზებული ქონება საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას არ დაექვემდებარა ჩამორთმევას, იგი უბრუნდება ბრალდებულს. კანონპროექტის შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681 მუხლში, გამარტივებული წესით დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების დაკისრება გაიწერა განრიდების ერთ-ერთ წინაპირობად. ამასთანავე, კანონპროექტის შესაბამისად, ბრალდებულის სასამართლოში პირველი წარდგენის სხდომაზე, უფლებათა განმარტებისას მოსამართლე ბრალდებულს აცნობებს სოციალური დაცვის ღონისძიების შესახებ. კანონპროექტის თანახმად, საპროცესო შეთანხმების არსთან დაკავშირებით ცვლილება შედის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის პირველ ნაწილში და სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის საფუძველია საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბრალდებული აღიარებს დანაშაულს და უთანხმდება პროკურორს სასჯელზე, სოციალური დაცვის ღონისძიების, კერძოდ, საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე, ბრალდების შემსუბუქებაზე ან ნაწილობრივ მოხსნაზე. აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე ცვლილებებთან ჰარმონიზაციის მიზნით კონკრეტული ცვლილებები შევიდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 211-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ჩამონათვალში, კერძოდ დაემატა ვ ქვეპუნქტი. 212-ე მუხლის 1 მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში, 213-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებში, რომელიც უშუალოდ სასამართლოს გადაწყვეტილება სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე საკითხს მიემართება. კანონოროექტით, ცვლილება წინასასამართლო სხდომის მარეგულირებელ მუხლშიც, კერძოდ, კოდექსის 209-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ ბრალდებულის მაგისტრატ მოსამართლესთან პირველი წარდგენის შემდეგ ბრალდება შეიცვალა, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ბრალდებულს განუმარტავს ბრალდების არსს, ამ ბრალდებით გათვალისწინებული სასჯელის ზომას და საჭიროების შემთხვევაში, სოციალური დაცვის ღონისძიების არსს. კანონპროექტით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსს ემატება ახალი XXIV1 თავი, რომელიც შეეხება დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული წარმოებას. დაზარალებულს, რომელსაც უშუალოდ დანაშაულის შედეგად მიადგა ქონებრივი ზიანი, უფლება აქვს გამამტყუნებელი განაჩენის ან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1681 მუხლის საფუძველზე მოითხოვოს, განაჩენით დადგენილი პირდაპირი ზიანის სახით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თუ მიყენებული ზიანი არ არის ანაზღაურებული. აღნიშნული მიემართება შემთვევას, თუ ჩადენილია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 798 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული. მართალია მოსამართლის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილი პირდაპირი ზიანის ანაზღაურების დაკისრება გამორიცხავს სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების წესით იმავე მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად მიმართვის შესაძლებლობას, თუმცა განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლების რეალიზაცია არ ართმევს დაზარალებულს უფლებას ანაცდენ სარგებელზე ან მომეტებული საფრთხის წყაროთი მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ იდაოს სამოქალაქო წესით. ამასთანავე, კანონპროექტით დარეგულირებულია დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაც, ასეთ დროს, განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლება გადადის გარდაცვლილის მემკვიდრეებზე/უფლებამონაცვლეზე. დაზარალებულს უფლება აქვს სისხლის სამართლის საქმის წარმოების ნებისმიერ სტადიაზე, ბრალდებულთან მორიგების ან სხვა საფუძვლის გამო, უარი თქვას განაჩენის საფუძველზე დადგენილი ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლებაზე, რაც ართმევს აღნიშნული წარმოების სამომავლოდ დაწყების შესაძლებლობას. ასეთ შემთხვევაში, ქონებრივი ზიანის გამარტივებული წარმოებით ანაზღაურების უფლებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაზარალებულს აღარ აქვს უფლება პირდაპირი ზიანის სახით მიყენებულ ქონებრივ ზიანზე იდაოს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით. დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დადგენილი წარმოება, ვრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ დაზარალებული სახელმწიფოა და არ არის ჩადენილი გადასახადის გადაუხდელობასთან დაკავშირებული რომელიმე დანაშაული. დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული წარმოების თავში 2182 მუხლის ფარგლებში გაწერილია დაზარალებულთა დაკმაყოფილების რიგითობა, რომლის შესაბამისადაც პირველ რიგში, შეიძლება გადაეცეს ამ დანაშაულის ჩამდენი პირის მიერ სსკ-ის 798 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებულს.ასეთი დაზარალებულის არარსებობისას ქონება შეიძლება გადაეცეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირის ახლო ნათესავის, ასევე დაკავშირებული პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 798 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენის შედეგად დაზარალებულს. სასამართლოს შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით. გადაწყვეტილება ერთჯერადად ზემოთხსენებული ცვლილებებიდან გამომდინარე ცვლილებები შედის: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველ ნაწილში, 259-ე მუხლის მე-4 ნაწილში, 260-ე მუხლის პირველი ნაწილის ე1 ქვეპუნქტშ და ნაწილს ემატება თ1 ქვეპუნქტი, 267-ე მუხლის მე-3 ნაწილში, 269-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტში, ასევე ნაწილს ემატება „ე“ ქვეპუნქტი, 269-ე მუხლის მე-4 ნაწილში, ახლებურად ყალიბდება 273-ე მუხლის მე-2 ნაწილი, ცვლილება შედის 274-ე მუხლში და პირველ ნაწილს ემატება ვ1 და ი1 ქვეპუნქტები, ასევე მე-4 ნაწილი ყალიბდება ახლებურად, ცვლილებები შედის 282-ე მუხლის მე3 ნაწილში, 283-ე მუხლის პირველ და 11 ნაწილებში, 286-ე მუხლში, 287-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტში, 298-ე მუხლს ემატება მე-5 ნაწილი, 300-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახლებურად, ცვლილება შედის 308-ე მუხლის პირველ ნაწილში და ემატება 21 ნაწილი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება წარმოდგენილი კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან არ არის მიზანშეწონილი ამოქმდების ვადის სხვაგვარი რეგულირება. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების მონიტორინგისათვის საჭირო დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზებასთან (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), დაკავშირებით ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ასევე, სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ იმ ქონების, რომლის კაპიტალიზაციაც განხორციელდა, რეალიზაციასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტს გავლენა არ აქვს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სასამართლოს მიერ განსახილველ საქმეთა რაოდენობაზე, შესაბამისად, მასთან დაკავშირებულ ფინანსურ ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი ნაწილზე, გავლენას საქართველოს მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის იუსტიციის სამინისტროს საჯარო ხარჯვით სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა ასიგნებების და პრობაციის ფარგლებში. ეროვნული კერძოდ, სააგენტოსთვის საქართველოდან გამოყოფილი გასვლის აკრძალვა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია შესაბამისი რაოდენობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების შეძენაზე. თავის მხრივ, აღნიშნული საშუალების რაოდენობა დამოკიდებული იქნება პირის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის გადაწყვეტილებების შემთხვევებზე. გარდა აღნიშნულისა, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების მონიტორინგის პროცესმა შესაძლოა მოითხოვოს ადამიანური რესურსის მობილიზება, რაც ასევე დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, რომელიც დაიფარება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან. კანონპროექტი გავლენას იქონიებს სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოზე. ყადაღადადებული მოძრავი ქონების კაპიტალიზაცია გამოიწვევს დამატებითი რესურსის მობილიზებას, რაც, თავის მხრივ, გაზრდის პასუხისმგებელი ორგანოს მიერ გასაწევი ხარჯის ოდენობას.ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება კანონპროექტით შემოთავაზებული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულებით დაზარალებულ პირებზე, რომლებისთვისაც შეიქმნება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ქმედითი მექანიზმი. ამასთანავე, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც მსჯავრდებულები იქნებიან კანონპროექტით შემოთავაზებული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულებისთვის. შესაძლოა, მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს სოციალური დაცვის ღონისძიება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე. კანონპროექტს აღნიშნული პირების მიმართ ფინანსური გავლენა ექნება, მათ შორის, მათი მოძრავი ქონების კაპიტალიზაციის შემთხვევაში. გავლენის ოდენობა დამოკიდებული იქნება სსიპ ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ საშუალო კანონმდებლობით საბაზრო დადგენილი ფასის წესით შესაბამისად აღნიშნული რეალიზაციაზე.ბ.ვ) ქონების კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი