„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/67/11; 11/06/2025)და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 01/05/1999) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ1“ ქვეპუნქტი:
„ბ1)
სისხლის
სასამართლო
სამართლის
განაჩენი
საქმეზე
კანონიერ
მსჯავრდებულისთვის
ძალაში
შესული
დანაშაულის
გამამტყუნებელი
შედეგად
მიყენებული
ქონებრივი ზიანის ანაზღაურებას დაკისრების შესახებ ან პროკურორის გადაწყვეტილება
ბრალდებულის განრიდების შესახებ, გამარტივებული წესით დანაშაულის შედეგად
მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების პირობით.“.
2. 25-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. აღსრულების ეროვნული ბიურო სააღსრულებო წარმოებას იწყებს იძულებითი
აღსრულების შესახებ კრედიტორის წერილობითი განცხადებისა და სააღსრულებო
ფურცლის
საფუძველზე,
გადაწყვეტილების
ადამიანის
აღსრულებასთან
უფლებათა
დაკავშირებით
ევროპული
–
სასამართლოს
საქართველოს
იუსტიციის
მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე,
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 2581 მუხლით გათვალისწინებული გირავნობის
მოწმობის
აღსრულებასთან
დაკავშირებით
–
გირავნობის
მოწმობის
მფლობელი
მოგირავნის განცხადებისა და გირავნობის მოწმობის საფუძველზე, იმავე კოდექსის 580
8
მუხლით გათვალისწინებული ლიზინგის მოწმობის აღსრულებასთან დაკავშირებით −
ლიზინგის მოწმობის მფლობელი ლიზინგის გამცემის განცხადებისა და ლიზინგის
მოწმობის
საფუძველზე,
დავალიანების
გადახდევინების
შესახებ
ბრძანების
აღსრულებასთან დაკავშირებით − დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებისა და
კრედიტორის
განცხადების
საფუძველზე,
აღსრულების
შესახებ
ბრძანების
აღსრულებასთან დაკავშირებით – აღსრულების შესახებ ბრძანებისა და კრედიტორის
განცხადების საფუძველზე, დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის
ანაზღაურებასთან
დაკავშირებით განაჩენის ან განრიდების შესახებ პროკურორის
გადაწყვეტილების საფუძველზე, აგრეთვე ამ კანონის მე-2 მუხლის „წ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული ჯარიმის დაკისრების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილობითი
განცხადების საფუძველზე. თუ ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე
მოთხოვნებთან დაკავშირებით გამარტივებული წარმოებისას წინასწარ მოთხოვნილი იყო
დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანების აღსრულება, კრედიტორი აღარ
წარადგენს განცხადებას აღსრულების დაწყების მოთხოვნით. აღსრულების დაწყების
თაობაზე კრედიტორის განცხადების წარდგენა აგრეთვე არ მოითხოვება, თუ აღსრულების
შესახებ ბრძანება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად უნდა მიექცეს. ამ კანონის მე-2
მუხლით გათვალისწინებული იმ გადაწყვეტილების აღსრულებისას, რომელზედაც
აუცილებელია სააღსრულებო ფურცლის არსებობა, აღსრულება შეიძლება დაიწყოს
მხოლოდ მაშინ, თუ პირები, რომელთა სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ უნდა მოხდეს
აღსრულება, კონკრეტულად არიან დასახელებული სააღსრულებო ფურცელში. თუ
კრედიტორის
მოთხოვნა
უზრუნველყოფილია
იპოთეკით
ან
რეგისტრირებული
გირავნობით, იძულებითი აღსრულება წარმოებს მაშინაც, როდესაც უზრუნველყოფის
საშუალებად გამოყენებული ქონების მესაკუთრე არ არის სააღსრულებო ფურცელში
მოხსენიებული მოვალე. ასეთ შემთხვევაში ქონების რეგისტრირებული მესაკუთრის
მიმართ მოქმედებს მოვალის უფლებამონაცვლედ ყოფნის პრეზუმფცია, სანამ სხვა რამ არ
დამტკიცდება.
თუ
გადაწყვეტილება
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა აღსრულდეს,
სასამართლო სააღსრულებო ფურცელს უგზავნის აღსრულების ეროვნული ბიუროს
ტერიტორიულ ორგანოს მოვალის ადგილსამყოფლის მიხედვით.“.
3. დაემატოს შემდეგი შინაარსის XVI4 თავი:
„თავი XVI4
გამარტივებული წარმოება დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის
ანაზღაურებასთან დაკავშირებით
მუხლი 9123 . დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან
დაკავშირებული გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპები
1. აღსრულების ეროვნული ბიურო ამ თავით დადგენილი წესით ახორციელებს
დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ
გამარტივებულ წარმოებას.
2. გამარტივებული წარმოება აღსრულების ეროვნულ ბიუროში დაიშვება მაშინაც,
როდესაც მხარეები დანაშაულის შედეგად მიყენებულ ზიანთან დაკავშირებულ სხვა
მოთხოვნებზე აწარმოებენ დავას სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
მუხლი 9124 . მხარეები გამარტივებულ წარმოებაში
1. მხარეები გამარტივებულ წარმოებაში არიან განაჩენით ან განრიდების შესახებ
გადაწყვეტილებით
დადგენილი
მხარეები
-
დაზარალებული
და
მხარეთა
თანამონაწილეობა
და
მსჯავრდებული/ბრალდებული.
2.
გამარტივებულ
წარმომადგენლობა.
წარმოებაში
დაიშვება
მუხლი 9125 . გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველი
1.
დანაშაულის
შედეგად
მიყენებული
ქონებრივი
ზიანის
ანაზღაურებასთან
დაკავშირებული გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველი არის განაჩენი ან
განრიდების შესახებ პროკურორის გადაწყვეტილება, რომელიც აღსრულების ეროვნული
ბიუროს თავმჯდომარის მიერ დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის
ანაზღაურებასთან დაკავშირებული წარმოების შესახებ ბრძანების გამოცემას ედება
საფუძვლად.
2.
დანაშაულის
შედეგად
მიყენებული
ქონებრივი
ზიანის
ანაზღაურებასთან
დაკავშირებული გამარტივებული წარმოების დასაწყებად განაჩენს აღსრულების ეროვნულ
ბიუროს უგზავნის სასამართლო, ხოლო გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ პროკურორი.
3. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია მხარეებს მოსთხოვოს:
ა) მხარეებისა და მათი წარმომადგენლების (თუ საქმეში წარმომადგენელი მონაწილეობს)
საიდენტიფიკაციო და საკონტაქტო მონაცემები;
ბ) დაზარალებულის საბანკო რეკვიზიტები;
გ) პოზიცია იმის შესახებ, ითხოვს თუ არა დაზარალებული ზიანის ანაზღაურების შესახებ
ბრძანების აღსრულებას ან/და ხომ არ შესრულებულა ვალდებულება;
დ) დაზარალებულის ან მისი წარმომადგენლის ხელმოწერას.
4.
თუ
წარმოებაში
მონაწილეობს
მხარეთა
წარმომადგენელი,
იგი
ვალდებულია
წარმოადგინოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
5. დაზარალებული თავისუფლდება აღსრულების საფასურისგან. აღსრულების საფასურის
ანაზღაურება, რომლის ოდენობა დგინდება საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანებით ეკისრება მსჯავრდებულს/განრიდებულს.
მუხლი 9126 . გამარტივებული წარმოების შეწყვეტის საფუძველი
1. აღსრულების ეროვნული ბიურო წყვეტს წარმოებას, თუ არსებობს აღსრულების
ეროვნული ბიუროს თავმჯდომარის ბრძანება ზიანის ანაზღაურების შესახებ ან მორიგების
პირობების დამტკიცების თაობაზე ან გადაწყვეტილება დავალიანების გადახდევინების
შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე.
2. წარმოების შეწყვეტა იწვევს გამარტივებული წარმოების დასრულებას.
მუხლი 9127 . შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ
1. აღსრულების ეროვნული ბიურო საფუძვლის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში
ატყობინებს მსჯავრდებულს/განრიდებულს მის წინააღმდეგ წარმოების დაწყების შესახებ.
2. გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ შეტყობინება უნდა შეიცავდეს:
ა) გამარტივებული წარმოების ნომერს;
ბ) ბრალდებულის/განრიდებულის ვინაობას, დაყენებულ მოთხოვნას და მოთხოვნის
საფუძველს;
გ)
მითითებას
იმის
შესახებ,
რომ
ბრალდებული/განრიდებული
ვალდებულია
შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში სრულად აანაზღაუროს ზიანი
ან წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ;
დ) განმარტებას იმის შესახებ, თუ რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება ზიანის
ანაზღაურების შესახებ ბრძანების გამოცემას;
ე) აღსრულების საფასურის ოდენობას, ანგარიშსწორების წესს და აღსრულების ეროვნული
ბიუროს საბანკო რეკვიზიტებს.
3. თუ დაზარალებული სახელმწიფოა, ხოლო სისხლის სამართლის საქმეში არ იყო
განსაზღვრული უფლებამოსილ წარმომადგენლად სახელმწიფო ორგანო და ინტერესს
იცავდა
პროკურორი,
აღსრულების
ეროვნულ
ბიუროსთან
ურთიერთობაში
დაზარალებულს წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო გამოსცემს ზიანის ანაზღაურების წარმოების დაწყების
შესახებ ბრძანებას მხარეთა მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში − მორიგების
პირობებში აღნიშნული და დაუფარავი ზიანის ოდენობაზე.
5. ზიანის ანაზღაურების შესახებ ბრძანებით მსჯავრდებულს/განრიდებულს ზიანის
ოდენობასთან ერთად ასევე დაეკისრება აღსრულების ხარჯი.
6. ზიანის ანაზღაურების შესახებ ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილება,
შემდგომ გამორიცხავს გამარტივებულ წარმოებას აღსრულების ეროვნულ ბიუროში იმავე
მხარეებს შორის, იმავე საფუძვლით.
7.
გამარტივებული
წარმოების
მსჯავრდებულს/განრიდებულს
დაწყების
ჩაბარდება საქართველოს
შესახებ
სამოქალაქო
შეტყობინება
საპროცესო
კოდექსით დადგენილი წესით. დაუშვებელია გამარტივებული წარმოების დაწყების
შესახებ შეტყობინების საჯარო გამოცხადების გზით ცნობება.
მუხლი 9128 . განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ
1. მსჯავრდებული/განრიდებული უფლებამოსილია გამარტივებული წარმოების დაწყების
შესახებ შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აღსრულების ეროვნულ
ბიუროში
წარადგინოს
განცხადება
მორიგების
შეთავაზების
შესახებ.
მორიგების
შეთავაზებად ითვლება შემთხვევა, როდესაც მსჯავრდებული/განრიდებული ითხოვს
დავალიანების ან მისი ნაწილის დაფარვის ვადის გაზრდას ან გაწილვადებას - გადახდის
გრაფიკის მითითებით.
2. აღსრულების ეროვნული ბიურო განცხადებას მორიგების შეთავაზების შესახებ
უგზავნის დაზარალებულს და განუსაზღვრავს ვადას, რათა მან მორიგებაზე თანხმობა ან
უარი განაცხადოს. აღსრულების ეროვნული ბიურო უფლებამოსილია. მხარეთა შორის
შეთანხმების მიუღწევლობა გადახდევინების შესახებ ბრძანების გამოცემის საფუძველია.
3. მხარეებს უფლება აქვთ, წერილობით შეთანხმდნენ ზიანის სხვა ოდენობაზე და მისი
დაფარვის პირობებზე.
4. დავალიანების ოდენობისა და მისი დაფარვის პირობების შესახებ მხარეთა შორის
მიღწეული შეთანხმების საფუძველზე აღსრულების ეროვნული ბიურო ამტკიცებს მხარეთა
მორიგების პირობებს. მორიგება არ უნდა შეიცავდეს დაზარალებულის მიერ რაიმე
საპასუხო ვალდებულების შესრულების პირობას.
5. მორიგების პირობების დარღვევის შემთხვევაში აღსრულების ეროვნული ბიურო
გამოსცემს დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანებას მორიგების პირობებში
აღნიშნული და აუნაზღაურებელი ზიანის ოდენობაზე.
მუხლი 9129 . დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება
1. დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება უნდა შეიცავდეს:
ა) ბრძანების ნომერს და გამოცემის ადგილს;
ბ) გამარტივებული წარმოების ნომერს;
გ) ბრძანების გამოცემის თარიღს;
დ) მხარეების ვინაობას, პირად/საიდენტიფიკაციო ნომერს, მისამართს (ფაქტობრივ
საცხოვრებელ ან/და საქმიანობის ადგილს), სხვა ცნობილ საკონტაქტო მონაცემებს;
ე) ზიანის ოდენობას;
ვ) აღსრულების ხარჯის ოდენობას;
ზ) უფლებამოსილი პირის ხელმოწერას.
2. ზიანის გადახდევინების შესახებ ბრძანების გასაჩივრება დაიშვება იმ შემთხვევაში, თუ
არსებითად დარღვეულია გამარტივებული წარმოების ამ თავით დადგენილი პროცედურა.
3. ზიანის გადახდევინების შესახებ ბრძანება ძალაშია გამოცემის დღიდან. იგი მიექცევა
აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად. დავალიანების
გადახდევინების შესახებ ბრძანების ასლი ეგზავნება მხარეებს საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.
მუხლი 9130 . მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიება
1. მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულების ეროვნული ბიურო მოიძიებს
მარეგისტრირებელ
ორგანოში
მსჯავრდებულის/განრიდებულის
დარეგისტრირებულ
ქონებას და დაადებს ყადაღას.
2. მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიების სახით ქონებაზე ყადაღის დადებისათვის
საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
3. ყადაღა გაუქმდება, თუ:
ა) დაზარალებული მოითხოვს წარმოების შეწყვეტას;
ბ) დაზარალებული მოითხოვს ყადაღის გაუქმებას;
გ) მხარეთა შორის გაფორმებულია მორიგება და დაზარალებული ითხოვს ყადაღის
მოხსნას;
დ) მსჯავრდებული/განრიდებული დაფარავს დავალიანებას ამ თავით დადგენილი წესით.
მუხლი 9131 . გამარტივებული წარმოების საფასური
1. გამარტივებული წარმოების საფასური არის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების
ეროვნული ბიუროს მიერ გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდევინება
ზიანის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში. გამარტივებული წარმოების
საფასურის ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
2. გამარტივებული წარმოების საფასურს იხდის მსჯავრდებული/განრიდებული მის მიერ
ზიანის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის დროს.
3. გამარტივებული წარმოებისას მხარეებს შორის ანგარიშსწორება განხორციელებულად
ჩაითვლება, თუ იგი აღსრულების ეროვნული ბიუროს მეშვეობით წარმოებს.
4. აღსრულების ეროვნული ბიურო მის ანგარიშზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ
შეტანილ თანხას წარმართავს აპლიკანტის საბანკო ანგარიშზე, გამარტივებული წარმოების
საფასურის გამოკლებით. პერიოდულად შეტანილ თანხას გამარტივებული წარმოების
საფასურის ოდენობა პროპორციულად გამოაკლდება.
5. აღსრულების ეროვნული ბიუროს ანგარიშზე თანხის შეტანის დღე ითვლება მის მიერ
დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურების დღედ.
მუხლი 9132 . განცხადების გახმობა
1. ზიანის ანაზღაურების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, ზიანის ანაზღაურების შესახებ
ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ან მორიგების
პირობების დამტკიცებამდე დაზარალებულს უფლება აქვს, უარი თქვას წარმოებაზე.
2. წარმოებაზე უარის თქმის შემთხვევაში მსჯავდებულს/განრიდებულს ეკისრება მხოლოდ
ამ დროისათვის არსებული აღსრულების წარმოების გაწეული ხარჯი.“.
მუხლი 2.
1. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შედეგად დაზარალებული
პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის
დანერგვის აუცილებლობამ. სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება დახვეწოს
მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის
სწრაფად და ეფექტიანად აღდგენასა და ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს შემდეგ ფუნდამენტურ საკითხებს:
-
დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით
მოითხოვოს მსჯავრდებულისგან/განრიდებულისგან მისი ანაზღაურება, თუ მას
ქონებრივი ზიანი მიადგა კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული
ქონებრივი დანაშაულებისთვის.
-
მოთხოვნის
უზრუნველყოფის
მიზნით,
კანონპროექტი
ითვალისწინებს
მსჯავრდებულის/განრიდებულის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას.
-
ინერგება ისეთი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებელს მისცემს
ზიანი აინაზღაუროს როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირისგან
დანაშაულის საგნის ამოღების, ისე ამ პირის იმ ახლო ნათესავისგან, ასევე
დაკავშირებული
ჩადენილი
პირისგან
აქვს
გათვალისწინებული
ამოღებული
სისხლის
ქონების
სამართლის
დანაშაული
-
უკანონო
ფარგლებში,
კოდექსის
194-ე
შემოსავლის
რომელსაც
მუხლით
ლეგალიზაცია
(ფულის გათეთრება).
-
ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის
ღონისძიების ერთ-ერთი სახე.
სოციალური დაცვის ღონისძიების - საქართველოდან გასვლის აკრძალვის მიზანია,
პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების
პრევენცია. დაზარალებულის ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებამ შესაძლოა
გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თავად დაზარალებულს. სასჯელის მიზანია
სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის
რესოციალიზაცია. ხშირად, ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როდესაც სახეზე არის
დაზარალებული, რომელსაც მიადგა მატერიალური ზიანი ვერ იღებს იმ შედეგს, რაც მის
პირვანდელ მდგომარეობის აღადგენდა - მისთვის მიყენებული ზიანისა თუ ზარალის
ანაზღაურება რჩება სასჯელის მიზნებს მიღმა. კანონი არ ითვალისწინებდა ისეთ
მექანიზმს, რაც ეფექტიანად უზრუნველყოფს დამნაშავის მიერ მიყენებული ქონებრივი
ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოდან
გასვლის აკრძალვის ვადა - ჩადენილი დანაშაულის კატეგორიისთვის საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მძიმე
და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის
დადგენილი ვადის გაორმაგებით, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის - 6 წელი,
მძიმე დანაშაულისთვის - 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი.
წარმოდგენილი ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ხელს შეუწყობს დაზარალებულების
უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, რეგლამენტირებულ იქნება
გამარტივებული აღსრულების მექანიზმი და დაზარალებულებს შეეძლებათ ეფექტიანად
აინაზღაურონ დამნაშავეთა მიერ მიყენებული ზიანი. ამავდროულად, იმისათვის, რათა,
ერთი მხრივ, მოხდეს ახალი დანაშაულების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, ზიანის
მიმყენებლების მიერ ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების რისკების
მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროა საქართველოდან გასვლის აკრძალვის - როგორც
სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახის, გათვალისწინება. ასევე, ცვლილებათა
პაკეტი მიზნად ისახავს იმგვარი დანაშაულებრივი სქემის მაქსიმალურად გამორიცხვას,
რომელიც უკავშირდება, კვალის დაფარვის მიზნით, დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული/დაუსაბუთებელი ქონების ოჯახის წევრისთვის გადაცემას. საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტით მოწესრიგდება, როგორც დაუსაბუთებელი ქონების გადაცემასთან,
ასევე დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების რიგითობის საკითხები.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დასახელებული კანონისს ცალკეული
ნორმების ფორმულირებების კორექტირება, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო
ცვლილების გზით.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული ნორმების შესაბამისობა საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონპროექტის
თანახმად,
ახალი
რედაქციით
ყალიბდება
„სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლი, კერძოდ ემატება ბ1 ქვეპუნქტი,
25-ე მუხლის პირველი პუნქტი, კანონს ემატება XVI4
თავი, რომელიც შეეხება
გამარტივებული წარმოებას დანაშაულის შედეგად მიყენებული ქონებრივი ზიანის
ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მათ შორის ისეთ საკითხებს, როგორიც არის:
-
დანაშაულის
შედეგად
მიყენებული
ქონებრივი
ზიანის
ანაზღაურებასთან
დაკავშირებული გამარტივებული წარმოების ზოგადი პრინციპები;
-
მხარეები გამარტივებულ წარმოებაში;
-
გამარტივებული წარმოების დაწყების საფუძველი;
-
გამარტივებული წარმოების შეწყვეტის საფუძველი;
-
შეტყობინება გამარტივებული წარმოების დაწყების შესახებ;
-
განცხადება მორიგების შეთავაზების შესახებ;
-
დავალიანების გადახდევინების შესახებ ბრძანება;
-
მოთხოვნის უზრუნველყოფის ღონისძიება;
-
გამარტივებული წარმოების საფასური - გამარტივებული წარმოების საფასური
არის გამარტივებული წარმოებისას აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ
გაწეული მომსახურების საფასური, რომელიც გადაიხდევინება ზიანის სრულად
ან ნაწილობრივ დაფარვის შემთხვევაში. გამარტივებული წარმოების საფასურის
ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
კანონპროექტი ითვალისწინებს განცხადების გახმობის შესაძლებლობას, კერძოდ,
სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის 9132 მუხლის შესაბამისად:
ზიანის ანაზღაურების შესახებ ბრძანების გამოცემამდე, ზიანის ანაზღაურების შესახებ
ბრძანების გამოცემაზე უარის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებამდე ან მორიგების
პირობების დამტკიცებამდე დაზარალებულს უფლება აქვს, უარი თქვას წარმოებაზე, ასეთ
შემთხვევაში,
მსჯავდებულს/განრიდებულს
ეკისრება
მხოლოდ
ამ
დროისათვის
არსებული აღსრულების წარმოების გაწეული ხარჯი.
კანონპრექტით განხორციელდა დასახელებული ნორმების შესაბამისობაში მოყვანა
„საქართველოს სისხლის სსამართლის საპროცესო კოდექსთან“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში
(კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ).
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
წარმოდგენილი კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან არ არის
მიზანშეწონილი ამოქმდების ვადის სხვაგვარი რეგულირება. ამასთანავე, კანონპროექტი
არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტის
საშუალებების
მიღებასთან,
მათ
მონიტორინგისათვის
მობილიზებასთან
(ასეთის
შორის,
საჭირო
საჭიროების
ელექტრონული
დამატებითი
შემთხვევაში),
ზედამხედველობის
ადამიანური
რესურსის
დაკავშირებით
ხარჯების
დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გამოყოფილი
ასიგნებები, ხოლო სააღსრულებო წარმოებასა და მასთან დაკავშირებულ საკითხებთან
დაკავშირებით
ხარჯების
-
აღსრულების
ეროვნული
ბიუროსთვის
გამოყოფილი
ასიგნებები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
კერძოდ, გამარტივებული წარმოების საფასური გაზრდის საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის,
არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს საკუთარ
შემოსავალს, რაც, თავის მხრივ, დადებით გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტზე.
თანხის ოდენობა
დამოკიდებული
იქნება
პირის ქვეყნიდან
გასვლის აკრძალვის
გადაწყვეტილებების შემთხვევებზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის
ეროვნული
სააგენტოსთვის
გამოყოფილი
ასიგნებების
ფარგლებში.
კერძოდ,
საქართველოდან გასვლის აკრძალვა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის
საშუალების გამოყენებით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია შესაბამისი რაოდენობის
ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების შეძენაზე. თავის მხრივ, აღნიშნული
საშუალების რაოდენობა დამოკიდებული იქნება პირის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის
გადაწყვეტილებების შემთხვევებზე.
კანონპროექტით
გათვალისწინებულ
სააღსრულებო
წარმოებას
და
მასთან
დაკავშირებულ საკითხებს უზრუნველყოფს აღსრულების ეროვნული ბიურო რაც არ
იქნება დაკავშირებული დამატებით ხარჯებთან და არსებული ადამიანური და ფინანსური
რესურსის ფარგლებში განხორციელდება.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტის
მიხედვით
სახელმწიფოს
არ
ეკისრება
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება კანონპროექტით შემოთავაზებული სისხლის
სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულებით დაზარალებულ
პირებზე, რომლებისთვისაც შეიქმნება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ქმედითი
მექანიზმი.
დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს
მსჯავრდებულისგან/განრიდებულისგან მისი ანაზღაურება, თუ მას ქონებრივი ზიანი
მიადგა ცალკეული ქონებრივი დანაშაულებისთვის, რაც გავლენას მოახდენს მის
ფინანსურ
მდგომარეობაზე.
აღნიშნული
დამოკიდებული
იქნება
გამარტივებული
წარმოების გზით მოთხოვნით მიმართვის რაოდენობასა და მასშტაბზე. ამასთანავე,
დაზარალებულის
გამარტივებული
წარმოებისთვის
დაწესებული
საფასურისაგან
გათავისუფლება, გარკვეულწილად გავლენას მოახდენს დაზარალებულის ფინანსურ
მდგომარეობაზე,
რაც
თავის
მხრივ,
დამოკიდებული
იქნება
ინდივიდუალურ
შემთვევებზე.
ასევე, კანონპროექტს გავლენა ექნება იმ მსჯავრდებულზე/განრიდებულზე, რომლის
მიმართაც გამოყენებული იქნება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, რადგან მის მიერ
ზიანის სრულად ან ნაწილობრივ დაფარვის დროს მას მოუწევს გამარტივებული
წარმოების საფასურის გადახდა.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2)
ქალისა
და
მამაკაცის
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე
ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და
მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ
უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
ვ) კანონპროექტის ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი
იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი