„დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
11.06.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი
ნომერი
#07-3/67/11
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-06-16
ბიუროს ნომერი 59

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 02.07.2007, მუხ. 219) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ეს კანონი არეგულირებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში დანაშაულის პრევენციის, აგრეთვე არასაპატიმრო სასჯელთა, სოციალური დაცვის ღონისძიებათა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე ორგანოთა სისტემას, სტატუსს და მათი საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს, ადგენს არასაპატიმრო სასჯელთა, სოციალური დაცვის ღონისძიებათა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების უფლების მქონე პირთა უფლებამოსილებებს, მსჯავრდებულის უფლება-მოვალეობებს, კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის მსჯავრდებულის დაჯარიმების წესსა და პირობებს, აგრეთვე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა, სოციალური დაცვის ღონისძიებათა აღსრულებისა და პრობაციის ღონისძიებების გამოყენების წესებს.“. 2. მეორე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. ამ კანონით დადგენილი წესითა და პირობებით აღსრულებას ექვემდებარება არასაპატიმრო სასჯელთა, სოციალური დაცვის ღონისძიებათა სახის შემდეგი სამართლებრივი აქტები: ა) სასჯელის სახით თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; ბ) სასჯელის სახით იურიდიული პირისათვის საქმიანობის უფლების ჩამორთმევის შესახებ; გ) სასჯელის სახით საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის დანიშვნის შესახებ; დ) სასჯელის სახით გამასწორებელი სამუშაოს დანიშვნის შესახებ; ე) (ამოღებულია - 01.06.2017, №954); ვ) სასჯელის სახით შინაპატიმრობის დანიშვნის შესახებ; ზ) სასჯელის სახით იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის შესახებ; თ) საქართველოდან გასვლის აკრძალვა“. 3. მესამე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. ამ კანონის მე-2 მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების აღსრულების მიზნით (მათ შორის, მსჯავრდებულისა და მისი მდგომარეობის იდენტიფიკაციისთვის, მსჯავრდებულის რეგისტრაციისთვის, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასებისთვის, მსჯავრდებულისთვის დანიშნული სასჯელის, სოციალური დაცვის ღონისძიების აღსრულების ინდივიდუალური გეგმის შედგენისთვის, მსჯავრდებულზე ზედამხედველობისა და კონტროლის განხორციელებისთვის, დასრულებული სააღსრულებო საქმის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაარქივებისთვის, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხის გადაწყვეტისა და მსჯავრდებულის ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადებისთვის), აგრეთვე მსჯავრდებულისა და ყოფილი პატიმრის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, დანაშაულის პრევენციის ღონისძიებების განხორციელებისა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციის მიზნით სააგენტო და მისი ტერიტორიული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში და დადგენილი წესით ამუშავებენ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს (მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს). მათ უფლება აქვთ, ამ მიზნით ხელი მიუწვდებოდეთ შესაბამის სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებებში ავტომატური და ნახევრად ავტომატური საშუალებებით დამუშავებულ მონაცემებზე, აგრეთვე მიიღონ, გაეცნონ და გამოიყენონ აღნიშნული ინფორმაცია.“. 4. მე-7 მუხლის მეორე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტო თავისი მიზნების მისაღწევად საქმიანობას ახორციელებს მსჯავრდებულთა რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, სასჯელის, სოციალური დაცვის ღონისძიების აღსრულების ინდივიდუალური დაგეგმვით, მსჯავრდებულზე აუცილებელი ზედამხედველობითა და კონტროლით, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობით და დახმარებით, არასრულწლოვნის გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესში მონაწილეობით, პირობითი მსჯავრისა და სასჯელის მოხდის შემდეგ არასრულწლოვანი მსჯავრდებულის რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის გეგმის დამტკიცებით და მისი შესრულების კოორდინაციით, აგრეთვე რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციისა და რეაბილიტაციის სერვისებისა და პროგრამების უზრუნველყოფითა და არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის კოორდინაციით.“. 5. მე-12 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 12. დადგენილი რეჟიმის დარღვევა“ ბ) პირველი და 11 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის, აგრეთვე იმ პირის, ვისაც დაკისრებული აქვს სოციალური დაცვის ღონისძიება მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმი მოიცავს პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროს და ადგილას კვირაში ერთხელ გამოცხადების ვალდებულებას, ასევე შესაძლოა მოიცავდეს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობების შესრულებას. 11. პრობაციის ოფიცერი უფლებამოსილია პირობით მსჯავრდებულსა და პირობით ვადამდე გათავისუფლებულ პირს, აგრეთვე იმ პირის, ვისაც დაკისრებული აქვს სოციალური დაცვის ღონისძიება, მსჯავრდებულის რისკისა და საჭიროების შეფასების საფუძველზე, დააკისროს მინისტრის მიერ დადგენილი შესაბამისი სავალდებულო სარეაბილიტაციო კურსის გავლის ვალდებულება.“. 6. მე-151 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მსჯავრდებული, მისი სამართლებრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, ვალდებულია დაემორჩილოს სასჯელისა სოციალური დაცვის ღონისძიების მოხდის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ წესებსა და პირობებს, შეასრულოს მისთვის დაკისრებული მოვალეობები და სააგენტოს პრობაციის ოფიცრისა და სხვა უფლებამოსილ თანამშრომელთა კანონიერი მოთხოვნები, არ დატოვოს საქართველოს ტერიტორია პრობაციის ბიუროს უფროსის ნებართვის გარეშე. ასეთი ნებართვის აღება არ ევალებათ ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მსჯავრდებულებსა და იმ პირობით მსჯავრდებულ სამხედრო მოსამსახურეებს, რომელთა მიმართაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კონტროლსა და დახმარებას ახორციელებს სამხედრო ნაწილის ხელმძღვანელობა.“. 7. X3 თავის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის X4 თავი: „თავი X4. საქართვევლოდან გასვლის აკრძალვის აღსრულება მუხლი 4411. სოციალური ღონისძიების სახით საქართველოდან გასვლის აკრძლავის აღსრულების წესი 1. საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით. 2. პრობაციის ოფიცერს მსჯავრდებული აჰყავს აღრიცხვაზე, განუმარტავს მას სოციალური დაცვის ღონისძიების მოხდის წესებს და პირობებს, პერიოდულად აკონტროლებს მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. 3. სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე, საქართველოდან გასვლის აკრძალვა შეიძლება აღსრულდეს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით. 4. საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას. 5. თუ მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს საქართველოდან გასვლის აკრძლავა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს სოციალური ღონისძიების სახით საქართველოდან გასვლის აკრძლავის სააღსრულებო წარმოებას. 6. სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება გრძელდება. 7. სააღსრულებო წარმოების დასრულების შემდეგ სააღსრულებო საქმე ინახება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 4412. საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე ზედამხედველობა 1. საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიურო. 2. საქართველოდან გასვლის აკრძალვის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების მიღწევას და ფუნქციების შესრულებას ხმარდება. 3. საქართველოდან გასვლის აკრძალვის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება. 4. მინისტრის ბრძანებით განისაზღვრება: ა) საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესი, პირობები და ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა; ბ) საქართველოდან გასვლის აკრძალვის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის გადახდის წესი და პირობები; გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები. მუხლი 4413. სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტა 1. კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმებისა მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება. და 2. საქართველოდან გასვლის აკრძალვის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება წყდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 799 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით.“. მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი კანონპროექტის მომზადება განაპირობა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შედეგად დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის აუცილებლობამ. სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება დახვეწოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის სწრაფად და ეფექტიანად აღდგენასა და ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი მოიცავს შემდეგ ფუნდამენტურ საკითხებს: - დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული წარმოების გზით მოითხოვოს მსჯავრდებულისგან/განრიდებულისგან მისი ანაზღაურება, თუ მას ქონებრივი ზიანი მიადგა კანონპროექტით გათვალისწინებული ცალკეული ქონებრივი დანაშაულებისთვის. - მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს მსჯავრდებულის/განრიდებულის ქონებაზე ყადაღის დადების შესაძლებლობას. - ინერგება ისეთი მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებელს მისცემს ზიანი აინაზღაუროს როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღების, ისე ამ პირის იმ ახლო ნათესავისგან, ასევე დაკავშირებული პირისგან ამოღებული ქონების ფარგლებში, რომელსაც ჩადენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული - უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება). - ინერგება საქართველოდან გასვლის აკრძალვა, როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახე. სოციალური დაცვის ღონისძიების - საქართველოდან გასვლის აკრძალვის მიზანია, პირის მიერ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისთვის თავის არიდების პრევენცია. დაზარალებულის ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს თავად დაზარალებულს. სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ხშირად, ისეთ დანაშაულებთან მიმართებით, როდესაც სახეზე არის დაზარალებული, რომელსაც მიადგა მატერიალური ზიანი ვერ იღებს იმ შედეგს, რაც მის პირვანდელ მდგომარეობის აღადგენდა - მისთვის მიყენებული ზიანისა თუ ზარალის ანაზღაურება რჩება სასჯელის მიზნებს მიღმა. კანონი არ ითვალისწინებდა ისეთ მექანიზმს, რაც ეფექტიანად უზრუნველყოფს დამნაშავის მიერ მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. კანონპროექტით განისაზღვრება საქართველოდან გასვლის აკრძალვის ვადა - ჩადენილი დანაშაულის კატეგორიისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლობის გაქარწყლებისთვის დადგენილი ვადის გაორმაგებით, კერძოდ: ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის - 6 წელი, მძიმე დანაშაულისთვის - 12, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის 16 წელი. წარმოდგენილი ახალი საკანონმდებლო რეგულაცია ხელს შეუწყობს დაზარალებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას, ასევე, რეგლამენტირებულ იქნება გამარტივებული აღსრულების მექანიზმი და დაზარალებულებს შეეძლებათ ეფექტიანად აინაზღაურონ დამნაშავეთა მიერ მიყენებული ზიანი. ამავდროულად, იმისათვის, რათა, ერთი მხრივ, მოხდეს ახალი დანაშაულების პრევენცია, ხოლო მეორე მხრივ, ზიანის მიმყენებლების მიერ ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების რისკების მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროა საქართველოდან გასვლის აკრძალვის - როგორც სოციალური დაცვის ღონისძიების ერთ-ერთი სახის, გათვალისწინება. ასევე, ცვლილებათა პაკეტი მიზნად ისახავს იმგვარი დანაშაულებრივი სქემის მაქსიმალურად გამორიცხვას, რომელიც უკავშირდება, კვალის დაფარვის მიზნით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული/დაუსაბუთებელი ქონების ოჯახის წევრისთვის გადაცემას. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტით მოწესრიგდება, როგორც დაუსაბუთებელი ქონების გადაცემასთან, ასევე დაზარალებულებისთვის ზიანის ანაზღაურების რიგითობის საკითხები. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საჭიროა დასახელებული კანონის ცალკეული ნორმების ფორმულირებების კორექტირება, რაც უნდა განხორციელდეს საკანონმდებლო ცვლილების გზით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით უზრუნველყოფილი იქნება „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს ცალკეული ნორმების შესაბამისობა საქართველოს სისხლის კანონისა და მისი სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი კანონპროექტის თანახმად, ცვლილება შედის პირველი მუხლის პირველ პუნქტში და კანონის პირველი მუხლით განსაზღვრული კანონის გამოყენების სფერო გავრცელდება სოციალური დაცვის ღონისძიებათა აღსრულებაზეც. კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ქვემდებარე სამართლებრივი აქტების ჩამონათვალს „თ“ ქვეპუნქტის სახით დაემატა სოციალური დაცვის ღონისძიება - საქართველოდან გასვლის აკრძალვა. სოციალური დაცვის ღნისძიების, კერძოდ, საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების საკითხებთან დაკავშირებული სამართლებრივი რეგულაციის, ძირითად კანონპროექტთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ცვლილება შედის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტში, მე-7 მუხლის მეორე პუნქტში, მე-12 მუხლის პირველი და 11 პუნქტებში, მე-151 მუხლის პირველი პუნქტში. კანონს ემატება X3 თავი, რომელიც დეტალურად არეგულირებს საქართვევლოდან გასვლის აკრძალვის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, აღნიშნული თავი განსაზღვრავს სოციალური ღონისძიების სახით საქართველოდან გასვლის აკრძლავის აღსრულების წესს, საქართველოდან გასვლის აკრძალვაზე ზედამხედველობასა და მუხლი სააღსრულებო საქმის წარმოების შეწყვეტის საკითხებს: - საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესახებ სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენის ასლი აღსასრულებლად გადაეცემა პრობაციის ბიუროს მსჯავრდებულის საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით, საქართველოდან გასვლის აკრძალვის შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს შესაბამისი პრობაციის ბიურო; - მსჯავრდებულისათვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებასზე კონტროლი ევალება პრობაციის ოფიცერს, საქართველოდან გასვლის აკრძალვა შეიძლება აღსრულდეს ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით, საქართველოდან გასვლის აკრძალვის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. ეს საფასური სააგენტოს ანგარიშზე ირიცხება და მისი მიზნების მიღწევას და ფუნქციების შესრულებას ხმარდება, საქართველოდან გასვლის აკრძალვის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულებისათვის დაწესებული საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება მსჯავრდებული, რომელიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი საარსებო შემწეობის მისაღებად საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულას არ აღემატება.; - საქართველოდან ელექტრონული გასვლის აკრძალვის ზედამხედველობის აღსრულებისას საშუალების მსჯავრდებულის დაკარგვის ან მიერ მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას; - თუ მსჯავრდებულს, რომელსაც შეფარდებული აქვს საქართველოდან გასვლის აკრძლავა, სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, სააგენტოს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფროსი გადაწყვეტილებით აჩერებს სოციალური ღონისძიების სახით საქართველოდან გასვლის აკრძლავის სააღსრულებო წარმოებას; - სასამართლო ვალდებულია აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს. აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობის სხვა ღონისძიებით შეცვლის ან გაუქმების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება გრძელდება; - კანონპროექტით მინისტრმა უნდა განსსაზღვროს: ა) საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულების წესი, პირობები და ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის ოდენობა; ბ) საქართველოდან გასვლის აკრძალვის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების საფასურის გადახდის წესი და პირობები; გ) დეპოზიტზე თანხის განთავსების წესი და პირობები. - კანონიერ ძალაში შესული აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის გაუქმებისა და მსჯავრდებულის გარდაცვალების შემთხვევაში სააღსრულებო წარმოება წყდება. საქართველოდან გასვლის აკრძალვის შემთხვევაში აღსასრულებელი სამართლებრივი აქტის მიმართ სააღსრულებო წარმოება წყდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 799 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი საფუძვლით. კანონპრექტით განხორციელდა დასახელებული ნორმების შესაბამისობაში მოყვანა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში განხორციელებული ცვლილებებთან. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში) აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებაში (კანონპროექტი არ არის ინიცირებული საქართველოს მთავრობის მიერ). ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება წარმოდგენილი კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, რადგან არ არის მიზანშეწონილი ამოქმდების ვადის სხვაგვარი რეგულირება. ამასთანავე, კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო კანონპროექტის მიღებასთან, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების მონიტორინგისათვის საჭირო დამატებითი ადამიანური რესურსის მობილიზებასთან (ასეთის საჭიროების შემთხვევაში), დაკავშირებით ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტს შესაძლოა გავლენა ჰქონდეს შესაბამისი დონის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. კერძოდ, საქართველოდან გასვლის აკრძალვის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში შეიძლება დაწესდეს საფასური. აღნიშნული საფასურის დაწესების შემთხვევაში, შესაძლოა გაიზარდოს შესაბამისი დონის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე კანონპროექტი გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. კერძოდ, საქართველოდან გასვლის აკრძალვა აღსრულდება ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების გამოყენებით, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია შესაბამისი რაოდენობის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების შეძენაზე. თავის მხრივ, აღნიშნული საშუალების რაოდენობა დამოკიდებული იქნება პირის ქვეყნიდან გასვლის აკრძალვის გადაწყვეტილებების შემთხვევებზე. გარდა აღნიშნულისა, ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებების მონიტორინგის პროცესმა შესაძლოა მოითხოვოს ადამიანური რესურსის კანონპროექტის გავლენით მობილიზება, რაც ასევე დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით კანონპროექტის მიხედვით სახელმწიფოს არ ეკისრება ახალი ფინანსური ვალდებულებები. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა კანონპროექტის მიღებას გავლენა ექნება კანონპროექტით შემოთავაზებული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულებით დაზარალებულ პირებზე, რომლებისთვისაც შეიქმნება მიყენებული ზიანის ანაზღაურების ქმედითი მექანიზმი. ამასთანავე, კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს იმ პირებზე, რომლებიც მსჯავრდებულები იქნებიან კანონპროექტით შემოთავაზებული სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულებისთვის. შესაძლოა, მათ მიმართ გამოყენებულ იქნეს სოციალური დაცვის ღონისძიება - საქართველოდან გასვლის აკრძალვა, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა გავლენა მოახდინოს ამ პირების ფინანსურ მდგომარეობაზე. ასევე, აღნიშნულ პირებზე კანონპროექტს ფინანსური გავლენა ექნება იმ შემთხვევაში, თუ საქართველოდან გასვლის აკრძალვის ელექტრონული ზედამხედველობის საშუალებით აღსრულების შემთხვევაში დაწესდება საფასური. საქართველოდან გასვლის აკრძალვის აღსრულებისას მსჯავრდებულის მიერ ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაკარგვის ან მსჯავრდებულის ბრალეული ქმედებით ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების დაზიანების შემთხვევაში ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება მას. ზიანის ოდენობა დამოკიდებული იქნება დაკარგული/დაზიანებული ელექტრონული ზედამხედველობის საშუალების რაოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება კანონპროექტი ზეგავლენას არ მოახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება კანონპროექტის მიღებით ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე ზეგავლენის მოხდენა მოსალოდნელი არ არის. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს მიერ დადებულ ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი საქართველოს პარლამენტის წევრები - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი ვ) კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს პარლამენტის წევრები - არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, დავით მათიკაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი