ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე (2024-2025)

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
20.06.2025
ავტორი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი; გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი
ნომერი
#[5709]/25/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2025-06-20
კომიტეტის სხდომის ნომერი 15
შენიშვნა 2025 წლის 20 ივნისი, 10:00 საათი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N25 კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა: 1. აგრარულ საკითხთა კომიტეტი; 2. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი; 3. ევროპასთანინტეგრაციის კომიტეტი.

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
საქართველოს პარლამენტი 6/25/25, 10:18 AM აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების ერთობლივი გასვლითი სხდომა თარიღი 20 ივნისი 2025 10:00 2025 წლის 20 ივნისი, 10:00 საათი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N25 დღის წესრიგი (პროექტი) 1. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე (2024-2025); მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე. https://www.parliament.ge/print/announcement/3372?local=true 1/2
ოქმი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი ოქმი N15 2025 წლის 20 ივნისი, 1200 საათი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულო ქალაქი ბათუმი, ლუკა ასათიანის ქუჩა N25 სხდომას თავმჯდომარეობდა: გელა სამხარაული (კომიტეტის თავმჯდომარე) (სხდომა ჩატარდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტთან და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთად) სხდომას ესწრებოდნენ: კომიტეტის წევრები: გელა სამხარაული - კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გუგუჩია - კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, დავით შერაზადიშვილი - კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ზაალ დუგლაძე, ედიშერ თოლორაია (უფლებამონაცვლე - მარიამ ლაშხი), ვასილ ჩიგოგიძე. აპარატის თანამშრომლები: ივერი ახალბედაშვილი - კომიტეტის აპარატის უფროსი, ნინო ქორიძე, ეკატერინე ობოლაძე, ირმა ქიტიაშვილი, ბარბარა მახარაძე. მოწვეული სტუმრები: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ლაშა ინაური საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობებისა და ევროინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი, მაია ბითაძე - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი - ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ფრიდონ ფუტკარაძე - აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა შავაძე - აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი, ირაკლი თავდგირიძე - ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, გიორგი მურვანიძე - ვიცე მერი (მერის მოვალეობის შემსრულებელი), საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრები და ამავე კომიტეტების აპარატების თანამშრომლები, ქალაქ 1 ბათუმის მერიის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს და აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები. დღის წესრიგი (პროექტი) 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის მოსმენა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე. (მომხსენებელი: ნინო თანდილაშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე) კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაამტკიცეს დღის წესრიგი წარმოდგენილი სახით. I. მოისმინეს: ნინო თანდილაშვილის ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე. მან აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და მისი ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმების ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ აიღო ვალდებულება სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით (SPS) განახორციელოს საკანონმდებლო დაახლოება, კერძოდ, 2015 – 2028 წლებში, მოხდება ეროვნული კანონმდებლობის დაახლოვება ევროკავშირის ძირითად სამართლებრივ აქტებთან სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში. მომხსენებლის განცხადებით, DCFTA შეთანხმების XI-B დანართით, ევროკავშირის სამართლებრივი აქტების რაოდენობა განისაზღვრა 200 ერთეულით: (სურსათის უვნებლობა - 86 დირექტივა/რეგულაცია/გადაწყვეტილება, ვეტერინარია - 47; მცენარეთა დაცვა - 67). დასაახლოებელი სამართლებრივი აქტები გაწერილია წლების და სფეროების მიხედვით. 2024 წელს საკანონმდებლო დაახლოება უნდა განხორციელებულიყო ვეტერინარიის მიმართულებით ევროკავშირის 3 სამართლებრივ აქტთან, საიდანაც 1. კომისიის 2020 წლის 30 იანვრის (EU) 2020/692 დელეგირებული რეგულაციის შესაბამისად, მომზადებულია დადგენილების პროექტი, თუმცა იქედან გამომდინარე რომ აღნიშნული რეგულაცია აკეთებს რეფერირებას სხვა 2 რეგულაციებზე, რომლებთანაც საკანონმდებლო დაახლეობა უნდა მოხდეს 2026 წელს, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული კომისიის 2020 წლის 30 იანვრის (EU) 2020/692 დელეგირებული რეგულაციისთან საკანომდებლო დაახლოება მოხდეს სხვა რეგულაციებთან ერთად, ერთიან საკანონმდებლო პაკეტად, 2026 წელს; 2. 2022 წლის 4 თებერვლის კომისიის (EU) 2022/671 რეგულაციასთან საკანონმდებლო დაახლოება განხორციელდა „სპეციალური წესები კომპეტენტური ორგანოების მიერ ცხოველებზე, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებსა და გასამრავლებელ (გენეტიკურ) მასალაზე განხორციელებული სახელმწიფო კონტროლის შესახებ, კომპეტენტური ორგანოს მიერ განხორციელებული შემდგომი ღონისძიებები მსხვილფეხა საქონლის, ცხვრისა და თხის იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის წესების შეუსრულებლობის შემთხვევაში ან მსხვილფეხა საქონლის საქართველოში ტრანზიტით გავლისას გამოვლენილ შეუსაბამობაზე“ საქართველოს მთავრობის 2025 წლის 15 აპრილის დადგენილება №114; 3. 2019/6 რეგულაციის შესაბამისად მომზადებულია საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, თუმცა დოკუმენტის სირთულიდან გამომდინარე, დღემდე მიმდინარეობს აქტიური შიდა განხილვები საბოლოო ვერსიის მისაღებად. როგორც მინისტრის საკანონმდებლო პირველმა დაახლოება მოადგილემ უნდა აღნიშნა, განხორციელებულიყო 2024 წელს სურსათის უვნებლობის მიმართულებით ევროკავშირის 7 სამართლებრივ აქტთან, საიდანაც 1. 2013 წლის 11 მარტის კომისიის (EU) №210/2013 რეგულაციას შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ივლისის N215 დადგენილება - „ღივების მწარმოებელი ბიზნესოპერატორის აღიარების წესის დამტკიცების შესახებ“; 2. 2014 წლის 28 მაისის კომისიის (EU) №579/2014 რეგულაციას შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 ივლისის N216 დადგენილება- „ტექნიკური რეგლამენტის − გამონაკლისი წესები თხევადი ზეთებისა და ცხიმების საზღვაო ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით“ დამტკიცების შესახებ; 3. 2012 წლის 16 მაისის კომისიის (EU) №432/2012 რეგულაციას შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 11 ივლისის N227 დადგენილება - „სურსათზე ჯანმრთელობასთან დაკავშირებული დასაშვები განაცხადის ჩამონათვალის, გარდა განაცხადისა, რომელიც ეხება დაავადების რისკის შემცირებასა და ბავშვთა განვითარებასა და ჯანმრთელობას“ დამტკიცების შესახებ; 4. 1985 წლის 19 დეკემბრის საბჭოს 85/572/EEC დირექტივის მოთხოვნები ასახულია „სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის მასალებისა და ნაკეთობების (საგნების) შესახებ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 8 ივნისის N304 დადგენილებაში; 5. 2009 წლის 10 თებერვლის კომისიის (EC) №124/2009 3 რეგულაციას შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 10 ივლისის N223 დადგენილება - „სურსათში კოკციდიოსტატების ან ჰისტომონოსტატების შემცველობის მაქსიმალური დონის, გამოწვეული ცხოველის საკვებში მათი არამიზნობრივი, გარდაუვალი გადატანის შედეგად“ დამტკიცების თაობაზე; 6. 2007 წლის 29 ივნისის კომისიის 2007/42/EC დირექტივის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 აპრილის N124 დადგენილებაში „ტექნიკური რეგლამენტის – მასალები და ნაკეთობები რეგენერირებული ცელულოზის ფირისაგან, რომლებიც განკუთვნილია სურსათთან შეხებისათვის დამტკიცების თაობაზე“; 7. 2017 წლის 15 მარტის ევროპარლამენტისა და საბჭოს (EU) 2017/625 რეგულაციის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 29 იანვრის N 24 დადგენილება - „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის სფეროებში სახელმწიფო კონტროლისა და სხვა ოფიციალური საქმიანობის განხორციელების წესები“. ნინო თანდილაშვილმა ხაზი გაუსვა ფიტოსანიტარიის მიმართულებას, რაზეც 2024 წელს საკანონმდებლო დაახლოება უნდა განხორციელებულიყო ევროკავშირის 5 სამართლებრივ აქტთან, საიდანაც 1. 2002 წლის 20 დეკემბრის კომისიის (EC) №2301/2002 რეგულაცია მიჩნეულ იქნა არარელევანტურად, რადგენ ის წარმოადგენს N999/105/EC დირექტივის დამნერგავ რეგულაციას, რომელიც არ არის გათვალისწინებული საკანონმდებლო დაახლოების ნუსხაში; 2. 2003 წლის 6 ოქტომბრის კომისიის 2003/90/EC დირექტივის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 13 ივნისის N191 დადგენილება - „ცხოველის ან/და მცენარის ახალი ჯიშის განსხვავებულობაზე, ერთგვაროვნებასა და სტაბილურობაზე გამოცდის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 23 დეკემბრის №587 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე; 3. 2004 წლის 1 დეკემბრის კომისიის 2004/842/EC გადაწყვეტილება მიჩნეულ იქნა არარელევანტურად, რადგან გადაწყვეტილება ეხება იმ დამნერგავ წესებს, რომლითაც წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ ნება დართონ ბაზარზე იმ ჯიშების თესლის განთავსებას, რომლებზეც წევრ სახელმწიფოებში წარდგენილია განაცხადი სასოფლო-სამეურნეო მცენარეების ან ბოსტნეულის სახეობების ეროვნულ კატალოგში შესვლის შესახებ და ჯერ არ არის დარეგისტრირებული. გარდა ამისა, საქართველო არ არის ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ვერ გამოიყენებს ევროკავშირის საერთო კატალოგს. დღეს საქართველოს შეუძლია ჯიშის შეტანა მხოლოდ ეროვნულ კატალოგში, რომელიც უკვე რეგისტრირებულია სხვა ქვეყანაში; 4. 2021 წლის 3 მარტის კომისიის განმახორციელებელი საკანონმდებლო დაახლოება (EU) 2021/384 განხორციელდება 4 2026 რეგულაციასთან წელს, რადგან აღნიშნული წარმოადგენს 2100/94 რეგულაციის დამნერგავ რეგულაციას ევროპის კავშირის მცენარეთა ნაირსახეობებთან დაკავშირებული უფლებების თაობაზე. – plant variety rights. რომლის დაახლოვების ვალდებულებაა 2026 წელს. გარდა ამისა, აღნიშნული საკითხი უფრო ფართო მასშტაბისაა და ეხება საქპატენტის ძირეული ფუნქციების შეცვლას. 2026 წელს დასაახლოვებელია დამატებით კიდევ 2100/94 რეგულაციის დამნერგავი 2 სხვა რეგულაცია. 5. 2013 წლის 11 მარტის კომისიის (EU) №208/2013 განმახორციელებელი რეგულაციის შესაბამისად, დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2024 წლის 13 ივნისის N190 დადგენილება - „ღივების წარმოებისთვის განკუთვნილი თესლებისა და ღივების მიკვლევადობის შესახებ მოთხოვნების“ დამტკიცების თაობაზე. წარმოდგენილი პრეზენტაციის თანახმად, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული მიმართულებით - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი საკითხები გათვალისწინებულია, როგორც ასოცირების შეთანხმების სექტორული თანამშრომლობის ნაწილით, ასევე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA) შეთანხმებით, ასოცირების შეთანხმების XI-B დანართის შესაბამისად, მომხსენებელმა ისაუბრა 2025 წელს საკანონმდებლო დაახლოებაზე, რომელიც უნდა განხორციელდეს ვეტერინარიის მიმართულებით ევროკავშირის 3 სამართლებრივ აქტთან, სურსათის უვნებლობის მიმართულებით 5 სამართლებრივ აქტთან, ხოლო მცენარეთა დაცვის მიმართულებით 8 სამართლებრივ აქტთან. აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს: 1. გელა სამხარაული: რომელმაც მადლობა გადაუხადა მომხსენებელს ამომწურავი ინფორმაციისთვის. მან აღნიშნა, რომ სამომავლოდ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება კეთდება იმისთვის, რომ ქვეყანამ შეძლოს უფრო განვითარებულ გარემოში ცხოვრება, დაიცვან ის სტანდარტები, რაც საჭიროა ქვეყნის მომავლისთვის, მოსახლეობის ჯანმრთელობასა და კეთილდღეობისთვის. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დაინტერესდა რამდენიმე საკითხით. მან განაცხადა, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ფარგლებში, აგრარულ საკითხთა კომიტეტმა, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტთან ერთობლივად, ამ თემაზე ორი მოკვლევა განახორციელა: 1. აგრარულ ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებით ნაკისრი სივრცის ვალდებულებების 5 დარგში „ღრმა შესახებ“ ფარგლებში და (DCFTA) მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების აღსრულების გადავადება და 2. სასოფლოსამეურნეო პროდუქციის ექსპორტის გამოწვევები და შესაძლებლობები ევროპის ბაზარზე. საინტერესოა, რეალურად, რა დაუჯდა სახელმწიფოს და ბიზნესს ახალი კანონებისა და რეგულაციების მიღება, რადგან არ არის შეფასებული სახელმწიფოსა და ბიზნესის მიერ გასაწევი ხარჯები. მნიშვნელოვანია, მიყვნენ დღის წესრიგს, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, გარდა რეგულაციების მიღებისა, მოხდეს გაანალიზება, რა შედეგი დადგება, რომ მძიმე ტვირთად არ დააწვეს მოსახლეობას. ასევე, საინტერესოა ინფორმაცია აღსრულების ვადებთან დაკავშირებით და სახელმწიფოს, მოსახლეობასა და ბიზნესს შორის კომუნიკაციის საკითხი. 2. ნინო თანდილაშვილი: რომელმაც გააკეთა განმარტებები დასმულ საკითხებთან დაკავშირებით. მან ხაზი გაუსვა იმას, რომ ამ ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ იცხოვროს უკეთეს გარემოში, დაცული იყოს მომხმარებელთა უფლებები და გადამუშავებული პროდუქცია იყოს ნებისმიერი ახალი ჯანმრთელობას და სახელმწიფოს სტანდარტი, მათი ჯანსაღ მიერ უსაფრთხო რომელიც წარმოებული, ჯანმრთელობისთვის. შემოდის, გარემოში მოქალაქეთა ცხოვრების უფლების უზრუნველყოფას ემსახურება. მეორე არის ევროინტეგრაციის პროცესი, რომელიც ერთობლივად დაიწყეს 2014 წელს. ეს არის მთავარი პრიორიტეტი, რომელზეც მუშაობენ პოლიტიკის დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში. თვალსაჩინოა ის პროგრესი, ყველა სხვა კანდიდატ ქვეყანასთან მიმართებით, რაც საქართველოს აქვს. ეს მნიშვნელოვანწილად დაკავშირებულია, როგორც ფინანსურ, ისე ადამიანურ რესურსებთან და ტექნიკურ შესაძლებლობებთან. მომხსენებელმა აღნიშნულ საპარლამენტო მოკვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მოკვლევის რეკომენდაციებიდან გამომდინარე, მათ, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ FAO-სთან და ადგილობრივ ექსპერტებთან ერთად, იმუშავეს და გააკეთეს დიდი კომპლექსური დოკუმენტი თავისი ფინანსური გაანგარიშებით, როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორისთვის, იმაზე, რა თანხებთან არის დაკავშირებული გადავადებული 32 რეგულაციის აღსრულება, რომელიც ძირითადად ვეტერინარიის სფეროს შეეხება (გარკვეული საკითხები შეეხება სურსათის უვნებლობასაც). ამ მიმართულებებს აქტიურად აანალიზებენ, საჭიროა მოხდეს ჯერ პრიორიტეტების განსაზღვრა, რომელი საკითხები იყოს პირველი რიგის პრიორიტეტი, რომელზეც სახელმწიფო იმუშავებს კერძო სექტორთან ერთად და რომელი საკითხები შეიძლება გადავიდეს მეორე რიგის პრიორიტეტებში. ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ ამ თემებზე, მოკლე ვადაში, ექნებათ ჩამოყალიბებული ხედვა, შეუძლიათ წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია, გახსნან დიალოგი კერძო სექტორის ჩართულობით და დაგეგმონ 6 სამომავლო ნაბიჯები. სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო აქტიურ შეხვედრებს მართავს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, რომლებიც მხოლოდ შეხვედრის ფორმატით არ შემოიფარგლება. ატარებენ ტრენინგებს, რომ ბიზნესს სრულყოფილად ქონდეთ გააზრებული, რას გულისხმობს და რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ესა თუ ის ობიექტი, როდესაც საუბარია კონკრეტული სტანდარტის აღსრულებაზე. შესაბამისად, ორი მიმართულებით მუშაობენ: 1. ეს არის რეგულარული შეხვედრები ახალ სტანდარტებზე, რომლის შემოტანასაც გეგმავენ, მათთან ერთად ხდება აღსრულების ვადების განხილვა და 2. უშუალოდ ბიზნეს-ოპერატორების შესაძლებლობების გაძლიერება, ტრენინგები, ფინანსური ნაწილი. ასევე, აზრი გამოთქვეს და კითხვები დასვეს: მაია ბითაძემ, ლევან მახაშვილმა, ირმა ზავრადაშვილმა, მარიამ ლაშხმა, ეკა სეფაშვილმა, ხოლო მომხსენებელმა ამომწურავად უპასუხა დეპუტატების შეკითხვებს და გააკეთა განმარტებები. გამოსვლების შემდეგ, კომიტეტის თავმჯდომარეებმა მადლობა გადაუხადეს მომხსენებელს წარმოდგენილი საინტერესო ინფორმაციისთვის. გადაწყვიტეს: კომიტეტმა ცნობად მიიღო ინფორმაცია - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2024 წლის ანგარიშისა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის შესახებ ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესრულების თაობაზე. სხდომის თავმჯდომარე: გელა სამხარაული სხდომის მდივანი: ირმა ქიტიაშვილი 7