„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თორნიკე ჭეიშვილი
ნომერი
#198/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.1997, გვ. 86) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ც2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 52 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 52 თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით (საჩუქრის ფოსტით მიღება, საჩუქრის საჯაროდ გადაცემა) შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია 3 სამუშაო დღის ვადაში სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული საჩუქრის დასახელების, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულების/ოდენობის და მჩუქებლის ვინაობის შესახებ, ხოლო ამ კანონით აკრძალული საჩუქარი გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს.“ 3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 მუხლი: „მუხლი 61 საქართველოს მთავრობა: ა) შეიმუშავებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრასთან დაკავშირებულ წინადადებებს და მათ საქართველოს პარლამენტს წარუდგენს; ბ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიასა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმას; გ) კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულების მიზნით კოორდინაციას უწევს შესაბამისი ორგანოების, ორგანიზაციებისა და თანამდებობის პირების საქმიანობას; 1 დ) ზედამხედველობას უწევს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განმსაზღვრელი დოკუმენტის, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიის განხორციელების სამოქმედო გეგმის შესრულებას, მათი შესრულების მიზნით შეიმუშავებს შესაბამის წინადადებებს და გასცემს სათანადო რეკომენდაციებს;“. 4. 135 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) არ მიიღოს ასეთი სარგებელი, ხოლო შეთავაზების შესახებ 3 სამუშაო დღის ვადაში წერილობით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს;“. 5. 136 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 136 1. ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“−„ე2“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული თანამდებობის პირი ვალდებულია გენერალური აუდიტორის მიერ მისთვის დადგენილ ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა მისი გაცემიდან 3 დღის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ცნობა საჯაროა და ქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.“. 6. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე განწესებიდან 2 თვის ვადაში წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.“; ბ) 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „52. „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულმა კანდიდატად რეგისტრირებულმა პირმა იმავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 3 სამუშაო დღეში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე.“; გ) მე-9−მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან განთავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური გასცემს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და პირს განუმარტავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის 2 დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას. 10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს 7 სამუშაო დღისა წერილობით მიაწოდოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ინფორმაცია პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც შესაძლებელია გახდეს ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდების ვალდებულებისგან. 11. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოცემის ვადის გასვლის შემთხვევაში დეკლარაციის შევსების 2თვიანი ვადის ათვლა დაიწყება პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე განწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების თაობაზე ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდების მომენტიდან. 12. თუ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია ხარვეზს შეიცავს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესაბამის პირს ამ დეკლარაციის წარდგენიდან 1-თვიან პერიოდში მიუთითებს აღნიშნულ ხარვეზზე და მის აღმოსაფხვრელად 1-თვიან ვადას განუსაზღვრავს. აღნიშნული 1-თვიანი პერიოდის ან 1-თვიანი ვადის განმავლობაში ამ დეკლარაციის გასაჯაროება ან მასში ასახული ინფორმაციის საჯარო ინფორმაციის სახით გაცემა დაუშვებელია. ამ პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის განხორციელება პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი ხარვეზის არსებობისთვის კანონით დადგენილი პასუხისმგებლობისგან. ამ პუნქტის მოქმედება არ ვრცელდება საქართველოს პარლამენტის წევრობის კანდიდატის მიერ, რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილე კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ ან საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის შერჩევის პროცედურაში კანდიდატად რეგისტრირებული პირის მიერ წარდგენილ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაზე.“. 3 7. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 18 თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღების, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლის, მისი შენახვის, მონიტორინგისა და საჯაროობის მიზნებისთვის სახელმწიფო აუდიტის სამსახური უზრუნველყოფს: ა) თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას; გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, შენახვას და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს; დ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯაროობას; ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას; ვ) კანონის შესაბამისად სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას.“. 8. 181 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“; ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ელექტრონული სისტემის მიერ თანამდებობის პირების შემთხვევითი შერჩევა;“; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ყოველწლიურად შესამოწმებელ თანამდებობის პირებს მიეკუთვნებიან აგრეთვე გენერალური აუდიტორის მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირები და განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩეული თანამდებობის პირები. განსაკუთრებული ფაქტორებია: განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, განხორციელებული მონიტორინგით გამოვლენილი დარღვევა.“; დ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 4 „6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს გენერალური აუდიტორი. დამოუკიდებელ კომისიაში საჯარო მოსამსახურეები არ შედიან.“; ე) მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური შესაბამის თანამდებობის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს მონიტორინგის დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს 10 სამუშაო დღის ვადას მონიტორინგისთვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მათ შორის, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან) და საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად. 9. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16– მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით.“; ვ) მე-11−132 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონსა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. 13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია შესაბამისი დეკლარაცია და წარმოების მასალები შემდგომი რეაგირებისთვის სათანადო სამართალდამცავ ორგანოს გადაუგზავნოს. 5 131. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (გარდა ამავე მუხლის 132 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობისას: ა) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60 კვ. მ-ისა; არასაცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 30 კვ. მ-ისა; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 200 კვ. მ-ისა; სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1 000 კვ. მ-ისა; არ არის მითითებული ინფორმაცია თანამესაკუთრის შესახებ; ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა; გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საწარმოს საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობის და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის საწარმო, რომლის საქმიანობაშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მონაწილეობს და რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 3 წლის ან 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია ან ფიქსირდება ბრუნვა წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 000 ლარისა; დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა; ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ სამუშაოს შესრულებისთვის მიღებული ანაზღაურებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა; 6 ვ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 2 000 ლარისა. 132. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებას სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობის მიუხედავად: ა) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 20 კვ. მ-ისა; არასაცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 10 კვ. მ-ისა; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 100 კვ. მ-ისა; სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 კვ. მ-ისა; უძრავი ქონება შეცდომით მითითებულია თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საკუთრებად ან/და თანამდებობის პირია მითითებული იმ ქონების მესაკუთრედ, რომლის მესაკუთრეც მისი ოჯახის წევრია; მითითებულია არასწორი ინფორმაცია თანამესაკუთრის შესახებ; ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა; გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საწარმოს საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობის და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის საწარმო, რომლის საქმიანობაშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მონაწილეობს და რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 6 წლის ან 6 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია ან ფიქსირდება ბრუნვა წლის განმავლობაში არაუმეტეს 500 ლარისა; დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა; 7 ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა.“. 9. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. დეკლარაციის და დეკლარაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი სხვა მასალების ასლის მისაღებად „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდევინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი.“. 10. 191 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 191 სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ თავით გათვალისწინებულ შეტყობინებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სათანადო პირს აბარებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ეს შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი აღნიშნულ სისტემაში ასახვის მომენტიდან.“. 11. მე-20 მუხლის: ა) 13−21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ამ კანონის 136 მუხლით გათვალისწინებული ნარკოლოგიური შემოწმების გავლისთვის ან შესაბამისი ცნობის წარდგენისთვის თავის არიდება გამოიწვევს თანამდებობის პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, რის თაობაზედაც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ. ეს განკარგულება საჯაროა და ქვეყნდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებგვერდზე. 2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს გენერალური აუდიტორი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენის მომენტიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმის გადახდა თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისგან. 21. გაფრთხილების შესახებ განკარგულებას გამოსცემს გენერალური აუდიტორი მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირის ქონებრივი 8 მდგომარეობის დეკლარაციის მომდევნო მონიტორინგის განხორციელებისას დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სახელმწიფო აუდიტის სამსახური იღებს ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.“; ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლით გათვალისწინებულ შეტყობინებას, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს სათანადო პირს აბარებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. ეს შეტყობინება, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამ პირისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა მისი აღნიშნულ სისტემაში ასახვის მომენტიდან.“. 12. 203 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მხილება შეიძლება განხორციელდეს წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სხვა საშუალებით.“; ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია მამხილებელს სამართლებრივი ან/და ფსიქოლოგიური დახმარება გაუწიოს და მხილების ფაქტთან დაკავშირებული ინფორმაცია, დოკუმენტი, მტკიცებულება მასზე რეაგირებისთვის სათანადო ორგანოს/თანამდებობის პირს გაუგზავნოს. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელების წესი დგინდება გენერალური აუდიტორის ბრძანებით.“. 13. V2 თავი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. 2026 წლის 1 მარტს ლიკვიდირებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − ანტიკორუფციული ბიურო (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო). ამ მომენტში შეწყდეს ანტიკორუფციული ბიუროს ყველა თანამდებობის პირისა და თანამშრომლის უფლებამოსილება და მათსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა, აგრეთვე ანტიკორუფციულ ბიუროში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა (ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში). 2. ანტიკორუფციული ბიუროს ყველა იმ ყოფილ თანამდებობის პირსა და თანამშრომელს, რომელსაც 2026 წლის 1 მარტს შეუწყდა უფლებამოსილება (შრომითი ურთიერთობა), 2026 წლის 1 მარტიდან 1 თვის განმავლობაში მიეცეს ერთჯერადი კომპენსაცია, თუ აღნიშნული პირი ამ მუხლის ამოქმედებიდან 2026 წლის 1 მარტის ჩათვლით პერიოდში არ დასაქმდა საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებულ საბიუჯეტო ორგანიზაციაში. ამ კომპენსაციის ოდენობაა 9 შესაბამისი პირისთვის 2025 წლის 12 ნოემბერს განსაზღვრული შრომის ანაზღაურების სამმაგი ოდენობისა და მისი 10%-ის ჯამი. ამ პუნქტით დადგენილი კომპენსაციის გაცემა უზრუნველყოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მისთვის განკუთვნილი საბიუჯეტო ასიგნებებიდან ან/და „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ანტიკორუფციული ბიუროსთვის (პროგრამული კოდი − 55 00) განსაზღვრული ასიგნებებიდან. 3. ანტიკორუფციული ბიუროს უფლებამონაცვლე 2026 წლის 1 მარტიდან არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 4. ანტიკორუფციული ბიუროს მიერ თავისი უფლებამოსილების ფარგლებში წარმოებულ შესაბამის საქმეთა წარმოება 2026 წლის 1 მარტიდან განაგრძოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 5. 2026 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიენიჭოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ანტიკორუფციული ბიუროსთვის (პროგრამული კოდი − 55 00) განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება. 6. ანტიკორუფციული ბიუროს მფლობელობაში არსებული დოკუმენტები და ინფორმაცია, აგრეთვე ანტიკორუფციული ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ელექტრონული სისტემების ადმინისტრირების უფლება 2026 წლის 1 მარტიდან გადაეცეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. 7. სათანადო ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა) და სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე ამ კანონის შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის უზრუნველყოფის მიზნით 2026 წლის 1 მარტამდე შექმნას შესაბამისი საშტატო თანამდებობები და ჩაატაროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსები ამ თანამდებობების 2026 წლის 28 თებერვლის შემდეგ დასაკავებლად. 8. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს ქონების განკარგვა. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს აგრეთვე სათანადო ქონების, დოკუმენტებისა და ინფორმაციის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადასაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია დაადგინოს ამ საკითხების გადაწყვეტის წესი. 9. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც მოქმედია 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით და ძალადაკარგულად არ ცხადდება 2026 წლის 1 მარტიდან, 2026 წლის 28 თებერვლის შემდეგ ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი ნორმის (სამართლებრივი ნორმების) ამოქმედებამდე. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის მიერ გამოცემულ ასეთ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის ან მისი ძალადაკარგულად 10 გამოცხადების უფლებამოსილება 2026 წლის 1 მარტიდან გენერალურ აუდიტორს ენიჭება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 11
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. საქართველოს კონსტიტუციური წყობილებიდან და კონსტიტუციური სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მმართველობის მოდელი ექსკლუზიურად წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით და, ამდენად, სახელმწიფო ორგანოთა სამართლებრივი სტატუსიც ძირითადად კონსტიტუციით განისაზღვრება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შესაბამის დამოუკიდებელ ორგანოს გადაეცემა. ამ შემთხვევაში ასეთი დამოუკიდებელი ორგანოა სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტი, აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს სათანადო ცვლილების „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახება შესაბამისი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს ლიკვიდაციისა და მისი ფუნქციებისა და 1 უფლებამოსილებების სახელმწიფო საკითხიდან გამომდინარეობს. აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ამ საკითხიდან გამომდინარე სათანადო ცვლილებას „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ძირითადი ნორმების 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედებას, ხოლო მისი ცალკეული ნორმები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადების დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღების შედეგად გამოწვეული ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან. ამასთანავე, ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ 2 სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2026 წლის 1 მარტიდან ენიჭება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ანტიკორუფციული ბიუროსთვის (პროგრამული კოდი − 55 00) განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროსთვის „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით დღესდღეობით განსაზღვრულია 13 მილიონ 200 ათასი ლარი. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა გამოიწვევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო ხარჯების გარკვეულწილად გაზრდას, რაც მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებებში აისახება. თუმცა, ამავე დროს, ეს თანხები 2026 წლის 1 მარტიდან ანტიკორუფციული ბიუროს ლიკვიდაციის გამო ანტიკორუფციული ბიუროს საქმიანობას თავისთავად ვეღარ მოხმარდება. ამასთანავე, ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2026 წლის 1 მარტიდან ენიჭება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით ანტიკორუფციული ბიუროსთვის (პროგრამული კოდი − 55 00) განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება. ამასთანავე, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებს სათანადო პირობების დაცვით მიეცემათ შესაბამისი კომპენსაცია, რომლის გაცემასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. გასაცემი კომპენსაციის საერთო ოდენობა კი დამოკიდებული იქნება კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური 3 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 2026 წლის 1 მარტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს ლიკვიდაციის გამო იმავე მომენტში შეწყდება ანტიკორუფციული ბიუროს ყველა თანამდებობის პირისა და თანამშრომლის უფლებამოსილება და მათსა და ანტიკორუფციულ ბიუროს შორის არსებული შრომითი ურთიერთობა, აგრეთვე ანტიკორუფციულ ბიუროში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა (ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში). ამასთანავე, ანტიკორუფციული ბიუროს აღნიშნულ თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებს სათანადო პირობების დაცვით მიეცემათ შესაბამისი კომპენსაცია, რომლის გაცემასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი თანასწორობის მდგომარეობაზე. მდგომარეობაზე ზეგავლენა ქალისა კანონპროექტის და მამაკაცის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 4 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: სახელმწიფო აუდიტის სამსახური. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: 5 საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. 6