„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს კანონში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (198/3-XIმპ, 12/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტები გამომდინარე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (198/3-XIმპ, 12/11/2025). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს ორგანული კანონი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შეტანილ იქნეს
შემდეგი ცვლილება:
1. 241 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 241
თუ პარტია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ამ კანონით გათვალისწინებულ
საფინანსო დეკლარაციას ზედიზედ 2 კალენდარული წლის განმავლობაში არ
წარუდგენს ან მის მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ზედიზედ 2
კალენდარული წლის განმავლობაში წარდგენილ ყველა ასეთ საფინანსო
დეკლარაციაში ასახული ყველა შემოსავალი და ხარჯი ნულის ტოლია, საჯარო
რეესტრის ეროვნული სააგენტო გენერალური აუდიტორის მიმართვის საფუძველზე
აუქმებს აღნიშნული პარტიის რეგისტრაციას. მისი რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ
ამ პარტიის დარჩენილი ქონება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების
დაცვით გადაეცემა სახელმწიფო ხაზინას.“.
2. 251 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ
უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.04%-ს.
აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ
გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ
და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის პარტიას.“.
3. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია (მათ შორის, ინფორმაცია,
რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს) საჯაროა.
აღნიშნული ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. სახელმწიფო
აუდიტის სამსახურმა ვებგვერდის მეშვეობით ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს
პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.“.
4. 261 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
1
„8. თუ აღარ არსებობს ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებები, სახელმწიფო
აუდიტის სამსახური საკუთარი ინიციატივით ან ამავე მუხლით დადგენილი
შეზღუდვებისადმი დაქვემდებარებული პირის განცხადების საფუძველზე, მარტივი
ადმინისტრაციული წარმოების წესით განიხილავს პირისთვის შეზღუდვების
გაუქმების საკითხს.“.
5. 271 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ყოველი თვის განმავლობაში შემოწირულების მიღების, აგრეთვე საწევრო
შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ საანგარიშო თვის
მომდევნო თვის არაუგვიანეს 15 რიცხვისა უნდა წარუდგინოს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს.
2.
თუ
შემოწირულების
მიღებით,
აგრეთვე
საწევრო
შენატანის
განხორციელებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია
ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში
დაუბრუნოს შემომწირველს/საწევრო შენატანის განმახორციელებელ პირს. ამ
ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო
ბიუჯეტში. თუ პარტიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შემოწირულების
უკანონობის შესახებ, თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის მიერ მოთხოვნის მომენტიდან.“.
6. 32-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს
უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული
ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით
ადგილობრივ საგადასახადო ორგანოს ეგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის
(აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის
წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანების ოდენობა, შემოწირულებების ოდენობა,
საწევრო
შენატანების
განმახორციელებელ
პირთა
ვინაობა,
მონაცემები
შემოწირულებების განმახორციელებელი სუბიექტების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ
გამოყოფილი თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების
დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები),
აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და
ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობები, მათი საერთო
ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული ფულადი თანხების ოდენობა).“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის წლიურ
საფინანსო დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან
დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე
უზრუნველყოს მისი მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე
გამოქვეყნება.“;
2
გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას შეიმუშავებს და
პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტებს ადგენს სახელმწიფო აუდიტის
სამსახური.“.
7. 322 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 322
ამ კანონით გათვალისწინებული პარტიის ფინანსურ მდგომარეობასა და
შემოწირულებების
განხორციელებასთან
დაკავშირებული
მონაცემების
გამჭვირვალობის უზრუნველყოფის წესს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“.
8. 33-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის
განხორციელების მიზნით მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს,
რომელიც აკმაყოფილებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დადგენილ
სტანდარტებს.
3. პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ დამოუკიდებელი აუდიტორის
დასკვნა წარედგინება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.“.
9. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34
თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო
აუდიტის სამსახურს, სახელმწიფო აუდიტის სამსახური მას წერილობით
გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის 5 დღის ვადაში აღმოფხვრას. თუ პარტია 5
დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას სახელმწიფო
აუდიტის სამსახურს, იგი კარგავს ამ კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული
სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო 1 წლის განმავლობაში.“.
10. 341 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 341
1. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებისა და გამჭვირვალობის
მონიტორინგს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
2. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა და საარჩევნო
კამპანიის ფონდის ანგარიშის ფორმა;
ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები;
გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის
ფონდის ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება;
დ) ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის
უფლებამოსილების
განხორციელებისას
გამოიყენოს
ელექტრონული
დოკუმენტბრუნვის სისტემა და ელექტრონული ხელმოწერა. ელექტრონულ
3
დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც
წერილობით დოკუმენტს;
ე) არაუმეტეს წელიწადში ერთხელ განახორციელოს პარტიის ფინანსური
საქმიანობის აუდიტი;
ვ) პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის
შემთხვევაში პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის განხორციელების მოთხოვნით
მიმართოს სასამართლოს;
ზ) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა;
თ) მონიტორინგის განხორციელების მიზნით პარტიისგან, განცხადებული
საარჩევნო მიზნის მქონე პირისგან გამოითხოვოს ინფორმაცია მისი ფინანსების
შესახებ;
ი) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების
საკითხებზე;
კ) მოახდინოს რეაგირება პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული
კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული
სანქციები;
ლ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში მიმართოს პროკურატურის
ორგანოებს;
მ) პირისგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული
ვარაუდი ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის
თაობაზე;
ნ) პირზე ამ კანონის 261 მუხლით გათვალისწინებული შეზღუდვების
გავრცელების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღოს მარტივი ადმინისტრაციული
წარმოების წესით. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში ამ გადაწყვეტილების ასლი მხარეს
უნდა გადაეცეს აქტის გამოცემის დღის მომდევნო დღის 18 საათამდე;
ო)
შეიმუშაოს
პარტიის
ფინანსური
საქმიანობის
მონიტორინგის
განხორციელების მეთოდოლოგია;
პ) პარტიის ან განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის მიერ ამ თავით
გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში
მისცეს მას მითითება შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ და აღნიშნული
ხარვეზის აღმოსაფხვრელად გონივრული ვადა განუსაზღვროს;
ჟ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია პარტიის ან
განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის
მონიტორინგის მიზნით განახორციელოს აგრეთვე შემდეგი ღონისძიებები:
ა) ფიზიკური პირის გამოკითხვა ამ კანონით დადგენილი წესით;
ბ) ფიზიკური პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვა
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით;
გ) საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან
(მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან საჭირო
ინფორმაციის, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემის,
4
სხვა პერსონალური მონაცემისა და საიდუმლოების (გარდა საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი
ინფორმაციის, გამოთხოვა.
4. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი ამ კანონით დადგენილი
მოთხოვნების დარღვევის შესახებ, სახელმწიფო ორგანოები ამის თაობაზე
ინფორმაციას აწვდიან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს.
5. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ იმ ინფორმაციას, რომელიც საჯარო ინფორმაცია არ არის,
სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გამოითხოვს. ამ მიზნით სახელმწიფო
აუდიტის სამსახური იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის
რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში −
ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართვას
წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს
გადაწყვეტილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული
უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი
და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის
დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს
ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის
პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.
6. ყველა სუბიექტი, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს
ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია
წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია.
7. ამ თავით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებისას
სახელმწიფო აუდიტის სამსახური ადმინისტრაციულ წარმოებას ახორციელებს
არაუმეტეს 3 თვის განმავლობაში. გენერალურ აუდიტორს უფლება აქვს, საჭიროების
შემთხვევაში ეს ვადა არაუმეტეს 3 თვით გაახანგრძლივოს.“.
11. 342 მუხლის:
ა) მე-5 და 51 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით
ან საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების
შეუსრულებლობა ან კანონის თანახმად პარტიისთვის ან განცხადებული საარჩევნო
მიზნის მქონე პირისთვის მიცემული შესაბამისი ხარვეზის აღმოფხვრის შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მითითების შეუსრულებლობა −
გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით,
კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით, სხვა სუბიექტის დაჯარიმებას
2000 ლარით.
51. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ ფიზიკური პირის გამოკითხვისას
ან სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შუამდგომლობის საფუძველზე ფიზიკური
5
პირის მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხვისას აღნიშნული პირის მიერ ცრუ
ინფორმაციის მიწოდება −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარით.“;
ბ) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11.
ამ
მუხლით
გათვალისწინებულ
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევასთან დაკავშირებით სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს,
რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს.
12. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლებელია დააბრკოლოს
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კანონით გათვალისწინებული
სახდელის აღსრულება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის
შედგენასთან
ერთად
სამართალდამრღვევის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა
შესაბამისი
სამართალდარღვევისთვის
გათვალისწინებული
სანქციის
პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმთან
ერთად
დასადასტურებლად
წარედგინება
სასამართლოს.“.
12. 343 მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფიზიკური პირი, რომელსაც შესაძლებელია ჰქონდეს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მიერ პარტიის, საარჩევნო სუბიექტის ან განცხადებული საარჩევნო
მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის განსახორციელებლად
საჭირო ინფორმაცია, შეიძლება ნებაყოფლობით გამოჰკითხოს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურმა. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარადგინოს მტკიცებულება
ან გასცეს ინფორმაცია.
2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, თავისი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის
მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის
წინააღმდეგ. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოსაკითხ პირს ამ უფლებების
შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე უნდა მისცეს. ამ პუნქტის
მიზნებისთვის გამოსაკითხი პირის ახლო ნათესავად მიიჩნევა მისი მშობელი,
მშვილებელი, შვილი, მინდობით აღსაზრდელი, პაპა, ბებია, შვილიშვილი, და, ძმა,
მეუღლე.“;
ბ) მე-4−მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხ პირს
განუმარტოს, რომ გამოკითხვა ნებაყოფლობითია. ამ განმარტების შესახებ
გამოკითხვის ოქმში უნდა აღინიშნოს.
5. გამოსაკითხი პირი ვალდებულია გამოკითხვისას სახელმწიფო აუდიტის
სამსახურს სწორი ინფორმაცია მიაწოდოს.
6
6. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხი პირი
წერილობით გააფრთხილოს ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის მოსალოდნელი
პასუხისმგებლობის თაობაზე. გაფრთხილების შესახებ გამოკითხვის ოქმში უნდა
აღინიშნოს.
7. სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია გამოსაკითხ პირს
განუმარტოს, რომ შეიძლება იგი მაგისტრატ მოსამართლესთან დასაკითხად იქნეს
დაბარებული.“.
13. 393 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
შესახებ ოქმს ადგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფლებამოსილი პირი.
აღნიშნული ოქმი დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოს. ამასთანავე, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენასთან დაკავშირებულ სამართალწარმოებაზე ვრცელდება
ამ კანონის 342 მუხლის შესაბამისი ნორმები, აგრეთვე სხვა სათანადო საკანონმდებლო
ნორმები.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
7
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ხორციელდება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. შესაბამისად, წარმოდგენილი
კანონპროექტი გამომდინარეობს ამ საკითხიდან და მიზნად ისახავს სათანადო
ცვლილების „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ასახვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში აისახება შესაბამისი ცვლილება, რომელიც
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს ლიკვიდაციისა და მისი
ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის
გადაცემის საკითხიდან გამომდინარეობს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ხორციელდება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. შესაბამისად, წარმოდგენილი
კანონპროექტი ითვალისწინებს ამ საკითხიდან გამომდინარე სათანადო ცვლილებას
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში.
1
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედებას, რადგან,
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი
ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
2
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი
თანასწორობის მდგომარეობაზე.
მდგომარეობაზე
ზეგავლენა
ქალისა
კანონპროექტის
და
მამაკაცის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
3
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
4
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
5