„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თორნიკე ჭეიშვილი
ნომერი
#198/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 1181 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. პროკურორის მიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაში ან ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირის იდენტიფიცირების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ამ პირის ვინაობა სისხლის სამართლის საქმის წარმოების ყველა ეტაპზე დაუფარავია მოსამართლისთვის, საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელი ორგანოსთვის, გამოძიების ორგანოსთვის, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებისა და ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოსთვის, აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნაწილში − სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის, მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას.“. 2. 136-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების კონტროლსა და ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. 1433 მუხლის: ა) მე-5 და 51 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. მოსამართლე პროკურორის შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო, თანდართული მასალის სასამართლოში წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა განიხილავს შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით. მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, პროკურორის მონაწილეობით, დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით. 51. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობის გამოყენების შემთხვევაში.“; ბ) 54-56 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „54. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ელექტრონული სახით და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, გენერალური აუდიტორი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 55. თუ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, გენერალური აუდიტორი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს პროკურორს ან/და შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს. 56. ამ მუხლის 54 და 55 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე პროკურორი წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს, რომელიც მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით. სასამართლო ვალდებულია მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრიდან 24 საათის ვადაში უზრუნველყოს ამ განჩინების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მიწოდება.“; გ) 62 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „62. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა პროკურორი ან პროკურორის დავალებით გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარუდგენს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის მეშვეობით. პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.“; დ) მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა შუამდგომლობის წარმდგენ პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით.“. 4. 1434 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფარული საგამოძიებო მოქმედების კონტროლსა და ზედამხედველობას სახელმწიფო აუდიტის სამსახური ახორციელებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 5. 1436 მუხლის: ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ფარული საგამოძიებო მოქმედება შეიძლება შეაჩეროს გენერალურმა აუდიტორმა კონტროლის ელექტრონული სისტემით, თუ: ა) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; ბ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; გ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს; ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს; ვ) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი პროკურორის დადგენილების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვევა.“; ბ) მე-7-მე-14 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო. 8. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის მოსამართლის განჩინების ეგზემპლარის მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო. 9. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის პროკურორის დადგენილების მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. 10. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, პროკურორის დადგენილებაში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემის შესაბამისი წესით მითითებას და აღნიშნული დადგენილების სააგენტოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის წარდგენას უზრუნველყოფს პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი. 11. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ამ კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე. 12. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით მოსამართლის განჩინების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე. 13. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ კონტროლის ელექტრონული სისტემით პროკურორის დადგენილების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე. 14. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულებისთანავე ადგენს ოქმს. ოქმში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი, მისი დაწყების დრო და დასრულების დრო, ოქმის შედგენის ადგილი, ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი, ხოლო ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას − აგრეთვე ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი. ოქმი გადაეცემა შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც მას დაუყოვნებლივ წარუდგენს პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ოქმი ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გადაეცემა აგრეთვე დაცვის მხარეს.“. 6. 1438 მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებულ ინფორმაციას ანადგურებს შესაბამისი საქმის გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი ან სახელმწიფო ბრალდების მხარდამჭერი ან მათი ზემდგომი პროკურორი იმ მოსამართლის/იმ სასამართლოს მოსამართლის თანდასწრებით, რომელმაც/რომლის მოსამართლემაც მიიღო გადაწყვეტილება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ ან გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მოსამართლის განჩინების გარეშე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალის განადგურების შესახებ ოქმი, რომელიც დადასტურებულია შესაბამისი პროკურორისა და მოსამართლის ხელმოწერებით, გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრში.“. 7. 167-ე მუხლის: ა) მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) თუ საქართველოს პარლამენტმა/საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ/საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანხმობა არ მისცა გენერალური აუდიტორის/მოსამართლის იმ ვადით სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემაზე, რა ვადაშიც აღნიშნულ პირს იმუნიტეტი იცავს;“; ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პარლამენტის წევრის, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის, გენერალური აუდიტორის, საქართველოს სახალხო დამცველის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირის, აგრეთვე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იმ წარმომადგენლის, რომელიც თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წესდების შესაბამისად სარგებლობს იმუნიტეტით, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის, დაპატიმრებისა და მათ მიმართ სისხლის სამართლის საპროცესო იძულების სხვა ღონისძიების გამოყენების განსაკუთრებული წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კოდექსითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით.“. 8. 169-ე მუხლის მე-7 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის თანხმობა. გენერალური აუდიტორის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს პარლამენტის თანხმობა. საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრის, საქართველოს საერთო სასამართლოს სხვა მოსამართლის ბრალდებისთვის აუცილებელია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობა.“. 9. 173-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 173. იმუნიტეტი დაკავებისას არ შეიძლება დაკავებულ იქნენ: დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირი და მისი ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი, გენერალური აუდიტორი, საქართველოს სახალხო დამცველი, მოსამართლე. ეს აკრძალვა, საქართველოს პრეზიდენტის, დიპლომატიური იმუნიტეტის მქონე პირისა და მისი ოჯახის წევრების გარდა, არ ვრცელდება ამ კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაზე.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი გამომდინარეობს ამ საკითხიდან და მიზნად ისახავს სათანადო ცვლილების საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ასახვას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში აისახება შესაბამისი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციისა და მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის საკითხიდან გამომდინარეობს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ამ საკითხიდან გამომდინარე სათანადო ცვლილებას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. 1 ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედებას, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. 2 ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს ვალდებულებების აღებას. სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება მისი მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი (ფულადი შენატანი). ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი თანასწორობის მდგომარეობაზე. მდგომარეობაზე ზეგავლენა ქალისა კანონპროექტის და მამაკაცის გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 3 კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: სახელმწიფო აუდიტის სამსახური. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: 4 საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. 5