„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს კანონში „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მიკროსაფინანსო ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებების − საკრედიტო კავშირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- -საქართველოს კანონის პროექტი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (198/3-XIმპ, 12/11/2025) და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონების პროექტები: (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
- -საქართველოს ორგანული კანონებისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტები გამომდინარე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან (198/3-XIმპ, 12/11/2025). (კენჭსაყრელი საკანონმდებლო პაკეტი)
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 27.03.2017, სარეგისტრაციო კოდი:
040030000.05.001.018374) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლის:
ა) „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ
უფლებამოსილი ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ
ბრძანებათა ზედამხედველი მოსამართლისთვის მიწოდების, აღნიშნულ
ბრძანებათა გამიჯვნისა და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე
ინიციირებულ ბრძანებათა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნის
შესაძლებლობას;
ი.ბ) ზედამხედველი მოსამართლის მიერ „კონტრდაზვერვითი საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის 144 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის
არსებობის შემთხვევაში ელექტრონული თვალთვალის ღონისძიების შეჩერებისა
და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის 1436 მუხლით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის
შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების შეჩერების შესაძლებლობას;“;
ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემა – ტექნიკურ და
პროგრამულ გადაწყვეტილებათა ერთობლიობა, რომელიც უზრუნველყოფს
ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის შესახებ უფლებამოსილი
ორგანოს მონიტორინგის სისტემის მიერ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების
მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების გამოყენებით დამუშავებას,
მართლზომიერი გადაჭერის მენეჯმენტის სისტემის მიერ აღსრულებულ
ბრძანებათა ლოგირების მონაცემების ზედამხედველი მოსამართლისთვის
ავტომატურად მიწოდებას, ამ მონაცემების კრიპტოგრაფიული მეთოდების
გამოყენებით დამუშავებას, მიღებული შედეგების ავტომატურ შედარებას და
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი
1
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე განხორციელებული ქმედების ლოგირების
მონაცემების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გაგზავნას;“;
გ) „ლ.ა“ და „ლ.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ.ა) მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების
ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების
ზედამხედველ
მოსამართლესთან
არსებული
ინფრასტრუქტურისთვის
ავტომატურად მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას, გამიჯვნას,
აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედებების
ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების, ხოლო
სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის – ყველა სხვა განხორციელებული
აქტივობის ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი
საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;
ლ.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების
ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლისა და
მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის შესახებ
მონაცემების გამოთხოვის თაობაზე ლოგირების მონაცემების სახელმწიფო
აუდიტის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას;“;
დ) „ო.ა“ და „ო.ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ო.ა) ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის
შესახებ ინიციირებულ ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლების ზედამხედველ მოსამართლესთან არსებული
ინფრასტრუქტურისთვის მიწოდებას, აღნიშნული მონაცემების დამუშავებას,
გამიჯვნას, აგრეთვე ზედამხედველი მოსამართლისთვის – „კონტრდაზვერვითი
საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე ინიციირებულ
ბრძანებათა ლოგირების მონაცემებისა და შესაბამისი სამართლებრივი
საფუძვლების, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის – ობიექტის
ტექნიკური იდენტიფიკატორის აქტივაციის/დეაქტივაციის შესახებ ყველა სხვა
ინიციირებული
ბრძანების
ლოგირების
მონაცემებისა
და
შესაბამისი
სამართლებრივი საფუძვლების რეალურ დროში მიწოდებას;
ო.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში განხორციელებული შეტყობინების
ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის გეოლოკაციის
2
ავტომატურ რეჟიმში განსაზღვრის ლოგირების მონაცემების
აუდიტის სამსახურისთვის რეალურ დროში მიწოდებას.“.
სახელმწიფო
2. მე-9 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სააგენტო
ვალდებულია
კომუნიკაციის
რეალურ
დროში
მოპოვების
ნახევრად
სტაციონარული
ტექნიკური
შესაძლებლობის
ორგანიზების
შესახებ
დაუყოვნებლივ შეატყობინოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ან ზედამხედველ
მოსამართლეს.“.
3. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 28. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის კონტროლი
სახელმწიფო აუდიტის სამსახური აკონტროლებს სააგენტოს მიერ
განხორციელებულ, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის 54‐ე მუხლით გათვალისწინებულ ქმედებებს იმავე მუხლით დადგენილი
წესით და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
მიხეილ ყაველაშვილი
3
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ხორციელდება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები
გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. შესაბამისად, წარმოდგენილი
კანონპროექტი გამომდინარეობს ამ საკითხიდან და მიზნად ისახავს სათანადო
ცვლილების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ასახვას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი არსიდან გამომდინარე, მოითხოვს
საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის −
საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში
აისახება შესაბამისი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით
გათვალისწინებული, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციისა და
მისი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის
გადაცემის საკითხიდან გამომდინარეობს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ხორციელდება საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები
გადაეცემა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. შესაბამისად, წარმოდგენილი
კანონპროექტი ითვალისწინებს ამ საკითხიდან გამომდინარე სათანადო ცვლილებას
1
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური
სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედებას, რადგან,
კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი
ამოქმედების ამგვარი ვადის დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა და მიღება არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტი არ იწვევს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან
დამატებითი ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
2
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს
ვალდებულებების აღებას.
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტს არ აქვს ფინანსური გავლენა იმ პირებზე, რომელთა მიმართაც
ვრცელდება მისი მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი
(ფულადი შენატანი).
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის
მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტს არ აქვს მოსალოდნელი
თანასწორობის მდგომარეობაზე.
მდგომარეობაზე
ზეგავლენა
ქალისა
კანონპროექტის
და
მამაკაცის
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
3
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის
დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
სახელმწიფო აუდიტის სამსახური.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
4
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი,
ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა
ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.
5