„სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
12.11.2025
ავტორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი, თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, თორნიკე ჭეიშვილი
ნომერი
#198/3-XIმპ
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2025-11-17
ბიუროს ნომერი 91

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №1, 15.01.2009, მუხ. 2) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 1. კანონის მიზანი ეს კანონი საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად განსაზღვრავს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სტატუსს, უფლებამოსილებას, სტრუქტურას, საქმიანობის წესსა და დამოუკიდებლობის გარანტიებს. 2. მე-6 მუხლის: ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ“−„ნ“ ქვეპუნქტები: გ) შეიმუშავებს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის თავიდან აცილების, გამოვლენისა და აღკვეთის შესახებ შესაბამის წინადადებებს, ამ საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს; დ) შეიმუშავებს და ახორციელებს პროგრამებს საჯარო სამსახურში ეთიკის, კეთილსინდისიერებისა და ანგარიშვალდებულების საკითხებზე, აგრეთვე შეისწავლის და განაზოგადებს საჯარო მოსამსახურეთა მიერ ეთიკის ნორმების დაცვის პრაქტიკას და შეიმუშავებს სათანადო რეკომენდაციებს; ე) კანონის შესაბამისად უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, მისი შევსებისა და ჩაბარების კონტროლს, მის შენახვას, მონიტორინგსა და საჯაროობას და ამ სფეროში სხვა სათანადო ღონისძიებების განხორციელებას; ვ) შეიმუშავებს მამხილებლის დაცვის ღონისძიებათა გაუმჯობესების შესახებ შესაბამის წინადადებებს, მამხილებლის დაცვის საკითხებზე გასცემს სათანადო რეკომენდაციებს და კანონის შესაბამისად ახორციელებს ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს; ზ) კანონის შესაბამისად ახორციელებს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების (პოლიტიკური პარტიის), საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგს და ამ სფეროსთან დაკავშირებულ სხვა სათანადო ღონისძიებებს; 1 თ) იკვლევს და აანალიზებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროში არსებულ საერთაშორისო სტანდარტებსა და გამოცდილებას, საქართველოსა და სხვა ქვეყნების გამოცდილებას, მათ სამართალს და შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მიდგომებს, მოსაზრებებსა და დასკვნებს; ი) ხელს უწყობს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის გაზრდას, მათ შორის, სათანადო საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას; კ) ახორციელებს გრანტის თანხმობის გარეშე გაცემისა და მიღების მონიტორინგს; ლ) ახორციელებს საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს; მ) ახორციელებს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლსა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს; ნ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები: „3. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად საჯარო დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან, იურიდიული პირისგან (მათ შორის, საგადახდო მომსახურების პროვაიდერისგან), სხვა სუბიექტისგან გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია. ყველა სუბიექტი, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური მოსთხოვს ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია წარუდგინოს მას თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უფლებამოსილია, „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით ან/და საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ გათვალისწინებული უფლებამოსილების განსახორციელებლად ინფორმაცია გამოითხოვოს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზედაც. ამ მიზნით სახელმწიფო აუდიტის სამსახური იურიდიული პირის შემთხვევაში − იურიდიული პირის რეგისტრაციის მისამართის მიხედვით, ხოლო ფიზიკური პირის შემთხვევაში − ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით სასამართლოს 2 მიმართვას წარუდგენს. სასამართლო აღნიშნული მიმართვის წარდგენიდან 48 საათში იღებს გადაწყვეტილებას. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს. მასში მითითებული უნდა იყოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა. ამ მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა, აგრეთვე აღნიშნული გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.“. 3. მე-9 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც არ არის ნასამართლევი და რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება და მართლმსაჯულების ან სამართალდამცავი ორგანოების სისტემაში ან ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური რეპუტაცია.“. 4. მე-10 მუხლის „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) უფლებამოსილია თავისი უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გამოსცეს ბრძანება, განკარგულება, მითითება, გადაწყვეტილება;“. 5. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 263 მუხლი: „მუხლი 263. ამ თავის გაუვრცელებლობის შემთხვევები ეს თავი არ ვრცელდება „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონით „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ სამართლებრივ ურთიერთობებზე.“. მუხლი 2 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს (შემდგომ − ანტიკორუფციული ბიურო) და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფლებამონაცვლე 2026 წლის 1 მარტიდან არის სახელმწიფო აუდიტის სამსახური. 2. ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში წარმოებულ შესაბამის საქმეთა წარმოება 2026 წლის 1 მარტიდან განაგრძოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა. 3. 2026 წლის 1 მარტიდან სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიენიჭოს „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით 3 ანტიკორუფციული ბიუროსთვის (პროგრამული კოდი − 55 00) და იმავე კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის (პროგრამული კოდი − 39 00) განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება. 4. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კანონის შესაბამისად უზრუნველყოს ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის იმ ყოფილ თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა, რომლებსაც 2026 წლის 1 მარტს შეუწყდა უფლებამოსილება (შრომითი ურთიერთობა). 5. სათანადო ორგანოებმა და თანამდებობის პირებმა უზრუნველყონ ამ კანონის შესასრულებლად საჭირო სამართლებრივი აქტების მიღება (გამოცემა) და სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა, აგრეთვე ამ კანონის შესასრულებლად საჭირო მატერიალურ-ტექნიკური და სხვა ღონისძიებების განხორციელება. სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია ამ კანონის შესასრულებლად საჭირო ადამიანური რესურსის უზრუნველყოფის მიზნით 2026 წლის 1 მარტამდე შექმნას შესაბამისი საშტატო თანამდებობები და ჩაატაროს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული კონკურსები ამ თანამდებობების 2026 წლის 28 თებერვლის შემდეგ დასაკავებლად. 6. „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს კანონის „უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი“ ან „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე მიღებული (გამოცემული) ის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, რომელიც მოქმედია 2026 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით და ძალადაკარგულად არ ცხადდება 2026 წლის 1 მარტიდან, 2026 წლის 28 თებერვლის შემდეგ ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი ნორმის (სამართლებრივი ნორმების) ამოქმედებამდე. ანტიკორუფციული ბიუროს უფროსის ან პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემულ ასეთ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტში ცვლილების შეტანის ან მისი ძალადაკარგულად გამოცხადების უფლებამოსილება 2026 წლის 1 მარტიდან გენერალურ აუდიტორს ენიჭება. მუხლი 3 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს 2026 წლის 1 მარტიდან. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 4
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. საქართველოს კონსტიტუციური წყობილებიდან და კონსტიტუციური სამართლის პრინციპებიდან გამომდინარე, სახელმწიფო მმართველობის მოდელი ექსკლუზიურად წესრიგდება საქართველოს კონსტიტუციით და, ამდენად, სახელმწიფო ორგანოთა სამართლებრივი სტატუსიც ძირითადად კონსტიტუციით განისაზღვრება. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციები და უფლებამოსილებები საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ შესაბამის დამოუკიდებელ ორგანოს გადაეცემა. ამ შემთხვევაში ასეთი დამოუკიდებელი ორგანოა სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ამრიგად, წარმოდგენილი კანონპროექტი, აღნიშნული საკითხიდან გამომდინარე, მიზნად ისახავს სათანადო ცვლილების „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონში ასახვას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ პერსონალური მონაცემების ეფექტიანად დაცვის უზრუნველყოფის თვალსაზრისით შესაბამისი ღონისძიებების გატარების პოზიტიური ვალდებულება სახელმწიფოებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლიდან გამომდინარეც ეკისრებათ.1 ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „ა.ა.ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული საკითხი, მისი მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მოითხოვს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: 1 LIEBSCHER v. AUSTRIA §61; MITREVSKA v. NORTH MACEDONIA §45; Y.G. v. RUSSIA §§42-43. კანონპროექტის მიღების შედეგად „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში აისახება შესაბამისი ცვლილება, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით გათვალისწინებული, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციისა და მათი ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემის საკითხიდან გამომდინარეობს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტით ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაცია, ხოლო მათი ფუნქციები და უფლებამოსილებები სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაეცემა. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტი ითვალისწინებს ამ საკითხიდან გამომდინარე სათანადო ცვლილებას „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): კანონპროექტი საქართველოს მთავრობის მიერ არ არის ინიციირებული. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ითვალისწინებს კანონის ძირითადი ნორმების 2026 წლის 1 მარტიდან ამოქმედებას, ხოლო მისი ცალკეული ნორმები ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, რადგან, კანონპროექტის მიზნიდან და არსიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია მისი ამოქმედების ამგვარი ვადების დადგენა. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღების შედეგად გამოწვეული ხარჯები დაიფარება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის განკუთვნილი ასიგნებებიდან. ამასთანავე, ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2026 წლის 1 მარტიდან ენიჭება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ანტიკორუფციული ბიუროსთვის (პროგრამული კოდი − 55 00) და იმავე კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის (პროგრამული კოდი − 39 00) განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტს გავლენა არ ექნება სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: „საქართველოს 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ანტიკორუფციული ბიუროსთვის განსაზღვრულია 13 მილიონ 200 ათასი ლარი, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის დღესდღეობით განსაზღვრულია 9 მილიონი ლარი. შესაბამისად, ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ფუნქციებისა და უფლებამოსილებების სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გადაცემა გამოიწვევს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო ხარჯების გარკვეულწილად გაზრდას, რაც მომდევნო წლების სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საბიუჯეტო ასიგნებებში აისახება. თუმცა, ამავე დროს, ეს თანხები 2026 წლის 1 მარტიდან ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის გამო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის საქმიანობას თავისთავად ვეღარ მოხმარდება. ამასთანავე, ამ საკითხთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2026 წლის 1 მარტიდან ენიჭება „საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − ანტიკორუფციული ბიუროსთვის (პროგრამული კოდი − 55 00) და იმავე კანონით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის (პროგრამული კოდი − 39 00) განსაზღვრული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება. ამასთანავე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებს, აგრეთვე, ანტიკორუფციული ბიუროს თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებს სათანადო პირობების დაცვით მიეცემათ შესაბამისი კომპენსაცია, რომლის გაცემასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. გასაცემი კომპენსაციის საერთო ოდენობა კი დამოკიდებული იქნება კომპენსაციის მიმღებ პირთა რაოდენობაზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: 2026 წლის 1 მარტს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ლიკვიდაციის გამო იმავე მომენტში შეწყდება ანტიკორუფციული ბიუროს და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ყველა თანამდებობის პირისა და თანამშრომლის უფლებამოსილება (შრომითი ურთიერთობა), აგრეთვე პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურსა და ანტიკორუფციულ ბიუროში სტაჟირების გავლასთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი ურთიერთობა (ასეთი სამართლებრივი ურთიერთობის არსებობის შემთხვევაში). ამასთანავე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისა და ანტიკორუფციული ბიუროს აღნიშნულ თანამდებობის პირებსა და თანამშრომლებს სათანადო პირობების დაცვით მიეცემათ შესაბამისი კომპენსაცია, რომლის გაცემასაც უზრუნველყოფს სახელმწიფო აუდიტის სამსახური. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. ბ2 ) ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მოსალოდნელი ზეგავლენის შეფასება: მდგომარეობაზე კანონპროექტის კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მომზადება არ არის დაკავშირებული ასეთ ხელშეკრულებასთან/შეთანხმებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: სახელმწიფო აუდიტის სამსახური. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, აკაკი ალადაშვილი.