საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიერ წარმოდგენილი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობის 2025 წლის წლიური ანგარიში და დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა ფინანსურ ანგარიშგებებზე

ანგარიში ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
03.06.2026
ავტორი
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი
#1-5362/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

ინიციირებული ვარიანტი

🏛️ კომიტეტები

  • ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-06-08
ბიუროს ნომერი 146

📜 ტექსტი

ანგარიში
2026 2025 წლის საქმიანობის ანგარიში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 2025 წლის საქმიანობის ანგარიში თბილისი | 2026 წელი სარჩევი თავმჯდომარის მიმართვა...........................................................................................................................................4 კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და შედეგები .......................................................................5 1. მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება ........................................................................................................8 1.1. მარეგულირებელი ჩარჩოს ჰარმონიზაცია ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან 8 1.2. საქმიანობის განცალკევება .............................................................................................................................8 1.3. ცვლილებები კომისიის ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებში ................................................................9 1.3.1. ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები .........................................................................................9 1.3.2. დავების განხილვის წესები......................................................................................................................9 1.3.3. ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები ......................................................................10 1.3.4. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები ......................................................................10 1.3.5. სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები ........................................................................11 1.3.6. საირიგაციო წყლის მიწოდების წესები ................................................................................................12 2. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება..................................................................................................13 2.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები ..............................................................................13 2.1.1. ელექტროენერგეტიკის სექტორი ..........................................................................................................14 2.1.2. ბუნებრივი გაზის სექტორი ....................................................................................................................15 2.1.3. წყალმომარაგების სექტორი..................................................................................................................16 2.1.4. მელიორაციის სექტორი .........................................................................................................................16 2.2. ელექტროენერგეტიკის სატარიფო რეგულირება ......................................................................................17 2.2.1. ელექტროენერგეტიკის სექტორში მოქმედი ტარიფების დადგენა და კორექტირება ..................17 2.2.2. ტარიფების შედარებითი ანალიზი ......................................................................................................19 2.2.3. დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი .........................................................................................20 2.2.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი ...........................................................................23 2.3. ბუნებრივი გაზის სექტორის სატარიფო რეგულირება ..............................................................................27 2.3.1. სექტორში მოქმედი ტარიფები .............................................................................................................27 2.3.2. ტარიფების შედარებითი ანალიზი ......................................................................................................28 2.3.3. დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი .........................................................................................30 2.3.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი (ბუნებრივი გაზის სექტორი) ........................31 2.4. წყალმომარაგების სექტორის სატარიფო რეგულირება ...........................................................................35 2.4.1. წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ტარიფები ................................................................................35 2.4.2. ტარიფების შედარებითი ანალიზი ......................................................................................................35 2.4.3. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი ...........................................................................37 2.5. მელიორაციის სატარიფო რეგულირება და დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი .....................39 3. ელექტროენერგეტიკის სექტორი .........................................................................................................................40 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 1 3.1. ელექტროენერგიის ბაზარი ...........................................................................................................................40 3.2. ელექტროენერგიის ბაზრის ძირითადი მახასიათებლები........................................................................44 3.2.1. საბითუმო ბაზარი ...................................................................................................................................50 3.2.2. საცალო ბაზარი .......................................................................................................................................54 3.3. მომსახურების ხარისხი, მიწოდების უწყვეტობა და ელექტროენერგიის ხარისხის რეგულირება .....58 3.4. ელექტროენერგიის დანაკარგების რეგულირება გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში....................61 3.5. ინვესტიციების მონიტორინგი ......................................................................................................................64 3.6. განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის ხელშეწყობა ..........................................................64 3.6.1. ცვლილებები მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მოსარგებლე მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის ანგარიშსწორების წესში ....................................................64 3.6.2. წარმოშობის სერტიფიკატები ...............................................................................................................67 3.6.3. ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი ............................................................................................................67 3.6.4. გამჟღავნება .............................................................................................................................................68 4. ბუნებრივი გაზის სექტორი ....................................................................................................................................68 4.1. ბუნებრივი გაზის ბაზარი ...............................................................................................................................68 4.1.1. ბუნებრივი გაზის ბალანსი .....................................................................................................................68 4.1.2. ბაზრის სტრუქტურა და სუბიექტები ....................................................................................................70 4.1.3. ბაზრის ძირითადი მახასიათებლები ...................................................................................................72 4.1.4. ბუნებრივი გაზის მოხმარებისა და გათბობის გრადუსდღის (HDD) ინდიკატორის ანალიზი ......79 4.1.5. ბუნებრივი გაზის მოხმარების რეგიონული განაწილება ..................................................................82 4.1.6. ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების სტრუქტურა.................................................................86 4.2. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ............................................................................................................87 4.3. ბუნებრივი გაზის განაწილება .......................................................................................................................89 4.4. ბუნებრივი გაზის ხარისხი .............................................................................................................................90 5. წყალმომარაგების სექტორი .................................................................................................................................92 5.1. წყალმომარაგების ლიცენზიატები და მომარაგების დაფარვის არეალი ..............................................92 5.2. წყალმომარაგების სექტორის ძირითადი ფაქტები და შედეგები ............................................................92 5.3. წყალმომარაგების ლიცენზიატების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები.......................................95 6. მელიორაციის სექტორი.........................................................................................................................................96 7. მომსახურების კომერციული ხარისხი .................................................................................................................98 7.1. მომსახურების ხარისხი და სტანდარტების აღწერა ..................................................................................98 7.2. სტატისტიკური ინფორმაცია .......................................................................................................................101 7.3. ფინანსური მექანიზმები და კომპენსაციები .............................................................................................102 8. ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობების ზედამხედველობა, სალიცენზიო პირობების მონიტორინგი ...........................................................................................................................................................106 9. მეთოდოლოგიური საქმიანობა ..........................................................................................................................107 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 2 9.1. იუსტიციის სახლში არსებული კომუნალური მომსახურება ...................................................................107 9.2. მსოფლიო ბანკის კვლევაში — „ბიზნესისთვის მზაობა“ (Business Ready) — „კომუნალური მომსახურებების“ ნაწილში მონაწილეობა ......................................................................................................109 9.3. სიახლე www.my.gov.ge-ის სერვისში – „ქსელური სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობა“ ......109 10. დავების განხილვა ..............................................................................................................................................110 10.1. ზოგადი ინფორმაცია სადავო საკითხებზე .............................................................................................110 10.2. მომხმარებელთა საჩივრებსა და ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მარეგულირებელი ჩარჩოების მიმოხილვა ..111 10.3. დავები ელექტროენერგეტიკის სექტორში ..............................................................................................111 10.4. დავები ბუნებრივი გაზის სექტორში ........................................................................................................113 10.6. ხანდაზმული დავალიანებები ...................................................................................................................117 10.7. ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხები .............................................................................................................................................................118 11. საერთაშორისო ურთიერთობები .....................................................................................................................120 11.1. პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები .........................................................................................120 11.2. განხორციელებული საერთაშორისო პროექტები ..................................................................................121 12. საზოგადოებასთან ურთიერთობა ....................................................................................................................122 13. მმართველობითი ფუნქციები ...........................................................................................................................122 13.1. ხარისხის მართვა (საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015) ..........................................................122 13.2. ბიუჯეტი და მისი შესრულების ძირითადი პარამეტრები .....................................................................123 13.3. საქონლისა და მომსახურების შესყიდვა .................................................................................................124 13.4. ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული მართვა .........................................................................................126 14. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი .......................................................................................................................131 15. დანართები ..........................................................................................................................................................133 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 3 თავმჯდომარის მიმართვა 2025 წელი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისათვის (შემდგომში - კომისია) მრავალფეროვანი და გარდამტეხი სიახლეებით დატვირთული აღმოჩნდა. ამ წელს კომისიამ კიდევ ერთხელ გააანალიზა მის წინაშე მდგარი ამოცანები, მოთხოვნები, მოლოდინები, უპირატესობები, გამოწვევები და ანალიზის შედეგების გათვალისწინებით დასახა განვითარების სამწლიანი სტრატეგია, რომლით განსაზღვრული მიზნების მიღწევაც ხელს შეუწყობს კომისიის საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარებას, დანახარჯების ამსახველი, გამჭვირვალე და სტაბილური სატარიფო განაკვეთების ფორმირებას და კონკურენტული და გამჭვირვალე ბაზრების გამართულ ფუნქციონირებას, ასევე ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფას. ყოველივე აღნიშნული დადებითად აისახება თითოეულ რეგულირებულ საწარმოსა თუ მომხმარებელზე, რადგან კომისიის უპირველესი ამოცანა სწორედ მომხმარებლის უფლებების დაცვაა, მათ შორის, რეგულირებული საწარმოების ინტერესების გათვალისწინებით. საანგარიშო წელს კომისიამ პირველად დაადგინა მელიორაციის მომსახურების ტარიფი და შეიმუშავა პროცედურული წესები წყალსარგებლობის პროცესის ოპერატიულობისა და მოქნილობის უზრუნველსაყოფად. განხორციელდა ათეულობით რეგულირებული საწარმოს დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი, რაც შემდგომში დეტალურად აისახა სატარიფო გაანგარიშებებში. კომისიის აპარატის დარგობრივი დეპარტამენტები მყისიერად რეაგირებდნენ მომხმარებლის პრეტენზიებზე, შემოწმდა რეგულირებული საწარმოების მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციები, მათ შორის, ადგილზე გასვლით, გაუმჯობესდა კომუნალურ სერვისებზე ხელმისაწვდომობა იუსტიციის სახლთან თანამშრომლობით. 2025 წელს გაიმართა არაერთი საინფორმაციო და ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრა სტუდენტებსა და მოსწავლეებთან. უდავოდ დადებით ტენდენციად უნდა შეფასდეს მოსწავლეებისა და სტუდენტების დაინტერესება და სამომავლო პროფესიის შერჩევისას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში დასაქმების განხილვა, რადგან დარგის განვითარება წარმოუდგენელია ახალი, ინფორმაციით, ინოვაციური ხედვებითა და მიდგომებით დატვირთული კადრების გარეშე. დასასრულ, მინდა მადლობა გადავუხადო კომისიის აპარატის თითოეულ თანამშრომელს მათთვის დაკისრებული ვალდებულებების მაღალი პასუხისმგებლობითა და პროფესიული სტანდარტით შესრულებისათვის. დავით ნარმანია კომისიის თავმჯდომარე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 4 კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები და შედეგები ელექტროენერგეტიკა • ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა 3%-ით შემცირდა, ხოლო 2023 წელთან შედარებით – 4%-ით; • საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა), 2016-2025 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საშუალოდ 2.7%-ით იზრდებოდა; • ელექტროენერგიის შიდა მოხმარება წინა წელთან შედარებით 3.2%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა; • საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება, 2016-2025 წლების დაყრდნობით, საშუალოდ ყოველწლიურად 3.4%-ით იზრდებოდა; • პირდაპირი მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 9.1%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელთან შედარებით – 23.4%-ით; • აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგია წინა 2.6%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 8%-ით შემცირდა; • თბოელექტროსადგურების მიერ გამომუშავებული (სალტეზე გაცემა) ელექტროენერგია წინა წელთან შედარებით 1.6%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 19.8%-ით შემცირდა; • საანგარიშო წელს ელექტროენერგიის იმპორტი წინა წელთან შედარებით 26.9%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელთან შედარებით – 97.2%-ით; • ელექტროენერგიის ექსპორტი წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 51.2%-ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით თითქმის 3-ჯერ შემცირდა; • საანგარიშო წელს განხორციელდა 870 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის ტრანზიტი, რაც 2024 წლის რაოდენობასთან შედარებით 19%-ით, ხოლო 2023 წლის რაოდენობასთან შედარებით 4-ჯერ ნაკლებია; • ელექტროენერგიის საცალო ბაზარი მაღალკონცენტრირებულია (HHI2025=5,060), სადაც სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ საბაზრო წილი არის 56.5%, შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ – 43.3%, ხოლო შპს „თავისუფალი მიმწოდებლის“ – 0.2%; • საბაზრო წილები ელექტროენერგიის სამი უმსხვილესი მწარმოებლისთვის გადანაწილდა შემდეგნაირად: შპს „ენგურჰესი“ – 24.9%, შპს „ენერგო-პრო ჯორჯია გენერაცია“ – 12% და შპს „გარდაბნის თბოელექტროსადგური“ – 8.4%. ელექტროენერგიის წარმოების სეგმენტის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა შეადგინა HHI2025 =1,011; • საანგარიშო წელს ექსპლუატაციაში შევიდა 4 ჰიდროელექტროსადგური და 6 მზის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 87 მგვტ. მათგან ყველაზე დიდი არის 53 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ხოლო დანარჩენი მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურია; 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წელთან წელთან შედარებით მონაცემებზე შედარებით 5 ბუნებრივი გაზი • 2025 წლის საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის მიხედვით, ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში 42.4%-ს შეადგენდა, რაც მიუთითებს ქვეყნის ენერგოსისტემაში ბუნებრივი გაზის დომინანტურ როლზე; • 2025 წელს ბუნებრივ აირზე ქვეყნის მოთხოვნის 99.6% დაკმაყოფილდა კვლავ იმპორტირებული რესურსით, რომლის უმთავრეს მომწოდებლად აზერბაიჯანის რესპუბლიკა რჩება; • 2025 წელს ქვეყნის ბუნებრივი გაზის მოხმარება მცირედით გაიზარდა და 3,063 მლნ მ3 შეადგინა; საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 1,598 მლნ მ3 შეადგინა, არასაყოფაცხოვრებო მიზნებისთვის კი - 1,465 მლნ მ3, მათ შორის 600 მლნ მ3 თბოსადგურების მოხმარებაა; • 2025 წლის მდგომარეობით, ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობდა 25 ტრეიდერი/მიმწოდებელი, საიდანაც საბითუმო დონეზე ოპერირებდა 11 კომპანია და მათგან სამი უმსხვილესი მიმწოდებლის წილი მთლიანი მოცულობის 95%-ს შეადგენდა; საცალო დონეზე ფუნქციონირებდა 24 მიმწოდებელი, სადაც სამი უმსხვილესი მონაწილის წილი 87%-ს აღწევდა; • საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზი განათავსა (იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების გზით) სულ სამმა მიმწოდებელმა: სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, შპს „ბაგომ“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“. აღნიშნულ სეგმენტში ტრეიდერებს/მიმწოდებლებს შორის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 6,673 შეადგინა, რაც მიუთითებს მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე; • 2025 წელს კვლავ გაგრძელდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც საცალო მომხმარებელთა რაოდენობამ საანგარიშო წლის ბოლოს 1,668,471 შეადგინა. 2025 წელს სექტორს დაემატა 64,683 ახალი მომხმარებელი; • 2025 წლის მონაცემები ადასტურებს, რომ ბუნებრივი გაზის მოხმარება დამოკიდებულია კლიმატურ პირობებზე (HDD), ქალაქებს შორის განსხვავებები ასახავს ტემპერატურულ ვარიაციას; • 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოპერირებდა 16 განაწილების ლიცენზიატი. მათ შორის სამი ყველაზე მსხვილი ლიცენზიატია (შპს „თბილისი-ენერჯი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“). აღნიშნულმა სამმა მსხვილმა განაწილების ლიცენზიატმა გაანაწილა მთლიანი განაწილებული გაზის 91%; • კომისიის მიერ შეთანხმებულ იქნა 2026-2030 წლებში განსახორციელებელი საინვესტიციო გეგმები, ჯამური ღირებულებით 307 მლნ ლარი; • 2025 წელს ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიებში განხორციელდა ცვლილებები: მოდიფიცირდა ოთხი კომპანიის - შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ეს ჯი გაზ კომპანის“ და შპს „ინტერ გაზის“ ლიცენზიები, რის შედეგადაც მათ სალიცენზიო არეალებს დაემატა 53 დასახლებული პუნქტი. ამავე პერიოდში გაუქმდა შპს „ვარკეთილაირისა“ და შპს „ჩირაღდნის“ ლიცენზიები; 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 6 წყალმომარაგება და მელიორაცია • 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს წყალმომარაგების 8 ლიცენზიატი; • საქართველოს მოსახლეობის 74%-ის სასმელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფენ წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები; • ლიცენზიატი კომპანიების მომხმარებელთა რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 5.23%-ით, რაც შეადგენს 67,668 აბონენტს; • 2025 წლის განმავლობაში მოხმარებულმა სასმელი წყლის მოცულობამ შეადგინა 261 მლნ მ3; • ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის მოხმარება (გამრიცხველიანებული სექტორი) საშუალოდ ერთ სულზე დღე-ღამის განმავლობაში შეადგენს 192 ლიტრს, ხოლო საშუალოდ ერთ აბონენტზე – 430 ლიტრს; • შპს „ბათუმის წყლის“ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის სამართლებრივი აქტებით, გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა ლიცენზიატის მხრიდან „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის, კომისიის ნორმატიული აქტების, კომისიის გადაწყვეტილებებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევები. შპს „ბათუმის წყალი“ დაჯარიმდა 20,000 ლარის ოდენობით; • შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევები მიჩნეულ იქნა სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტების დარღვევად და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯარიმდა 50,000 ლარის ოდენობით; • კომისიამ 2026 წლის 1 აპრილიდან 2028 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე დაამტკიცა პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 7 1. მარეგულირებელი ჩარჩოს განვითარება 1.1. მარეგულირებელი ჩარჩოს ჰარმონიზაცია ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობასთან 2014 წელს საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, განისაზღვრა ენერგეტიკის სექტორში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ვალდებულება. 2016 წელს ხელი მოეწერა „ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან საქართველოს შეერთების შესახებ“ ოქმს, რომლითაც დადგინდა საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის დანერგვის კონკრეტული პირობები და ვადები. აღნიშნული ოქმით საქართველომ იკისრა ვალდებულება, განეხორციელებინა ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის ტრანსპოზიცია ეროვნულ კანონმდებლობაში. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში - კანონი) მიღებით საფუძველი ჩაეყარა ენერგეტიკის სექტორში უპრეცედენტო მასშტაბის რეფორმას, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვნად გაიზარდა კომისიის როლი და ფუნქციები. კანონის მიღების შემდგომ, 2020-2024 წლებში, კომისიამ მიიღო ენერგეტიკის სექტორის მარეგულირებელი არაერთი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და კომისიაში ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებაზე დაყრდნობით. საანგარიშო წელს კომისიამ მარეგულირებელი ჩარჩოს სრულყოფისა და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან კიდევ უფრო დაახლოების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის მექანიზმების ეფექტიანობის გაზრდის, აგრეთვე რეგულირებული საწარმოების მიერ კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულების უზრუნველყოფის მიზნით განახორციელა რიგი ღონისძიებები. 1.2. საქმიანობის განცალკევება საანგარიშო წლის მდგომარეობით, საქართველოს ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორები არ არიან სერტიფიცირებულნი. ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორის - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და ბუნებრივი გაზის გადამცემი სისტემის ოპერატორის - სს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ კომისიისათვის სერტიფიცირების განაცხადით მიმართვა პირდაპირ არის დამოკიდებული საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული განცალკევების გეგმებით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულებაზე. კანონის თანახმად, გამანაწილებელი სისტემის ოპერატორი, რომელიც ვერტიკალურად ინტეგრირებული საწარმოს ნაწილია, სულ მცირე, სამართლებრივი ფორმის, ორგანიზაციული მოწყობისა და გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით, დამოუკიდებელი უნდა იყოს სხვა ისეთი საქმიანობისგან, რომელიც განაწილების საქმიანობას არ უკავშირდება. კანონი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის შესაბამისობის ოფიცერს ავალდებულებს, კომისიას ყოველწლიურად წარუდგინოს ანგარიში შესაბამისობის პროგრამის შესრულების თაობაზე. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის სამართლებრივი, ფუნქციური 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 8 (მენეჯმენტის), ანგარიშების განცალკევებისა და დამოუკიდებლობის მოთხოვნები და შესაბამისი პროცედურები მოწესრიგებულია კომისიის 2020 წლის 16 ივლისის №39 დადგენილებით. საანგარიშო წელს კომისიაში მიმდინარეობდა ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების განცალკევების გეგმების განხილვა. რაც შეეხება ელექტროენერგეტიკის სექტორს, საანგარიშო წელს კომისიამ დაამტკიცა სს “ენერგო-პრო ჯორჯიასა” და სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცრების მიერ წარმოდგენილი წლიური ანგარიშები, რითაც დადასტურდა ორივე კომპანიის მიერ განცალკევების მოთხოვნების ჯეროვნად შესრულება. აღნიშნული ხელს უწყობს მომხმარებელთა უფლებების დაცვას, ელექტროენერგეტიკის სექტორში სამართლიანი კონკურენციის ჩამოყალიბებასა და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების საქმიანობის მიმართ ნდობის განმტკიცებას. 1.3. ცვლილებები კომისიის ნორმატიულ-სამართლებრივ აქტებში 1.3.1. ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესები კომისიის 2020 წლის 13 აგვისტოს №47 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებში“ (შემდგომში - საცალო ბაზრის წესები) საანგარიშო წლის განმავლობაში საცალო ბაზარზე მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობებთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხის ამომწურავად მოწესრიგებისა და მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით შევიდა სხვადასხვა ცვლილება: მოწესრიგდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ ქსელში ჭარბად გადადინებული ელექტროენერგიის ანაზღაურების არსებულისგან განსხვავებულ სქემაზე - ნეტო დარიცხვაზე გადასვლასთან დაკავშირებული საკითხები (იხ. ანგარიშის 3.6.1. თავი), მათ შორის, დაზუსტდა მიწოდების ხელშეკრულების პირობები, საჯარო შეთავაზებისა და ქოლცენტრით მისაწოდებელი ინფორმაციის შინაარსი და ელექტროენერგიის ქვითარში მოცემული ინფორმაცია; უძრავი ქონებით დროებით მოსარგებლე საბიუჯეტო ორგანიზაციები გათავისუფლდნენ ამ საფუძვლით დეპოზიტის გადახდის ვალდებულებისაგან; დაზუსტდა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის ანგარიშსწორების წესი ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში; ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს დაეკისრა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული და ქსელში მიწოდებული ჭარბი ელექტროენერგიის შესყიდვის ვალდებულება. 1.3.2. დავების განხილვის წესები „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია განიხილავს დავას პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის მას შემდეგ, რაც დამტკიცდება პირველადი წყალმოსარგებლის მიერ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 9 გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგია და დადგინდება შესაბამისი მომსახურების ტარიფები. პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფი დადგინდა 2025 წლის 29 დეკემბერს. შესაბამისად, კომისიის 2020 წლის 4 ივნისის №24 დადგენილებით დამტკიცებული “დავების განხილვის წესები” (შემდგომში - დავების განხილვის წესები) გავრცელდა ირიგაციის სექტორზეც. კომისიის მიერ დამტკიცებული უნიფიცირებული და გამჭვირვალე წესის შესაბამისად, დავების განხილვა ხელს შეუწყობს ირიგაციის სექტორის სტაბილურობასა და სამართლებრივი უსაფრთხოების დაცვას. 1.3.3. ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები საანგარიშო წელს კომისიის 2021 წლის 29 ივნისის №19 დადგენილებით დამტკიცებულ „ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებს“ (შემდგომში - გამანაწილებელი ქსელის წესები) დაემატა 18¹ მუხლი, 1 რომლითაც სისტემის ოპერატორს მიეცა უფლება, კომისიის თანხმობით, გააუქმოს ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების განაცხადი, თუ მიერთება აშკარად განუხორციელებელია სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურად შესრულების შეუძლებლობის გამო. ეს მექანიზმი უზრუნველყოფს ფორმალურად აქტიური, თუმცა ობიექტურად შესასრულებლად შეუძლებელი განაცხადების პრევენციას, კომპანიას ფიქტიური ვალდებულებებისგან ათავისუფლებს და მის რესურსებს ზოგავს. ასევე გამანაწილებელი ქსელის წესებს დაემატა 22² მუხლი, რომელიც 50 კვტ და მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროენერგიის წარმოების საკუთარი საშუალებების მფლობელებს ყოველ მესამე წელს დადგმული სიმძლავრის დადასტურებას ავალდებულებს. შესაბამისი დასკვნის/აქტის წარუდგენლობის შემთხვევაში აქტს მფლობელის ხარჯით შეადგენს თავად სისტემის ოპერატორი. ეს ცვლილება უზრუნველყოფს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ფაქტობრივი სიმძლავრის ზუსტ აღრიცხვასა და ქსელის უკეთ დაგეგმარებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს დამატებით მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ქსელთან მიერთებას. საანგარიშო წელს ასევე გადაიხედა და შეიცვალა ახალი ობიექტის ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების საფასური.2 1.3.4. ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებით დამტკიცებული „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები“ (შემდგომში - ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესები) ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედ განაწილების ლიცენზიატებსა და მიმწოდებლებს ავალდებულებს, ჰქონდეთ მომხმარებელთა განახლებული მონაცემები, მათ შორის: სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი, ტელეფონის ნომერი, გადახდაზე პასუხისმგებელი პირის 1 იხ. კომისიის 2025 წლის 17 სექტემბრის №29 დადგენილება. იხ. კომისიის 2025 წლის 26 დეკემბრის №52 დადგენილება. 2 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 10 შესახებ ინფორმაცია, ასევე მომხმარებელთა და მოხმარების მონაცემების ბაზა, რომელიც ივსება/ახლდება ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთებისას, მიწოდების ხელშეკრულების გაფორმებისას და აბონენტად რეგისტრაციისას. განაცხადის წარდგენისას ბუნებრივი გაზის მიმწოდებელს მიეცა მომხმარებელთან დაკავშირებული ინფორმაციის სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ გადამოწმების უფლებამოსილება,3 რაც ხელს შეუწყობს მიმწოდებელსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაციის ეფექტიანობას და, შედეგად, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას. 2025 წლიდან რამდენიმე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი სარგებლობს 2024 წელს დამტკიცებული დარიცხვის შეღავათიანი მეთოდით, რის შედეგადაც მათზე დარიცხული ბუნებრივი გაზის საფასური 50%-ზე მეტად შემცირდა. აღნიშნული მეთოდის თანახმად, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის ცენტრალური გათბობის მესაკუთრედ რეგისტრირებული (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი თუ ამხანაგობა), საყოფაცხოვრებო მიზნით მოხმარებულ ბუნებრივ გაზს საყოფაცხოვრებო ტარიფი ერიცხება. გარდა ფინანსური დანაზოგისა, ცენტრალური გათბობის სისტემა ამცირებს ინდივიდუალური ქვაბების ტექნიკური გაუმართაობით გამოწვეულ საფრთხეებს, უზრუნველყოფს მაღალ მარგი ქმედების კოეფიციენტს, ამცირებს მავნე აირების გაფრქვევას და ხელს უწყობს გათბობისთვის განახლებადი ენერგიების ეფექტიან გამოყენებას. 1.3.5. სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები საანგარიშო წელს ცვლილებები შევიდა კომისიის 2008 წლის 26 ნოემბრის №32 დადგენილებით დამტკიცებულ „სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებში“ (შემდგომში - სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები). სისტემაზე ფაქტობრივად მიერთებული, მაგრამ რეგისტრაციის არმქონე მომხმარებლების სამართლებრივ სივრცეში მოსაქცევად კომისიამ საანგარიშო წელს სპეციალური გარდამავალი მექანიზმი განსაზღვრა, კერძოდ, წყალმომარაგების ლიცენზიატებს დაევალათ ასეთი ობიექტების გამოვლენა და აბონენტად რეგისტრაცია.4 ამასთან, მომხმარებელზე ფინანსური და სოციალური ტვირთის ერთბაშად დაკისრების თავიდან ასაცილებლად დადგინდა მომხმარებლისათვის მიერთებისა და წარსულში მიღებული მომსახურების ღირებულების არანაკლებ 24 თვეზე გადანაწილების ვალდებულება. აღნიშნული წესი 2026 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედებს. კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ამ რეგულაციის საფუძველზე უკვე 10,000-ზე მეტი მომხმარებელი გამოავლინა, რაც კომპანიის კომერციულ დანაკარგებს მნიშვნელოვნად შეამცირებს. საანგარიშო წელს ასევე დაზუსტდა, რას მოიცავს მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შემთხვევაში სრული ტექნოლოგიური ციკლით მომსახურება, კერძოდ, წყალმომარაგების ლიცენზიატი ვალდებულია ააშენოს წყალმომარაგების სისტემა შენობა-ნაგებობიდან გამომავალ ჭამდე, გასცეს შენობაში ქსელის მოწყობისთვის საჭირო ტექნიკური პირობა, განახორციელოს ამ 3 4 იხ. კომისიის 2025 წლის 7 აგვისტოს №27 დადგენილება. იხ. კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის №33 დადგენილება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 11 სამუშაოებზე ტექნიკური ზედამხედველობა, უზრუნველყოს აღრიცხვის კვანძების მოწყობა და წყალმომარაგების დაწყება. შენობაში არსებული შიდა ქსელის მოწყობა ხორციელდება მიერთების მსურველის/დეველოპერის მიერ, ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობის შესაბამისად. მიუხედავად საკუთრების ფორმისა, შენობაში მოწყობილი ქსელი ითვლება წყალმომარაგების სისტემის ნაწილად და თითოეული მომხმარებლის სასმელი წყლით მომარაგებაზე პასუხისმგებელია წყალმომარაგების ლიცენზიატი. ამავე ცვლილებით შეიზღუდა მომხმარებლის მიერ დაწნევის გამაძლიერებელი ტუმბოს მოწყობის პრაქტიკა, რაც არსებითად წყალმომარაგების ლიცენზიატის პასუხისმგებლობას წარმოადგენს. დასაშვებად განისაზღვრა მხოლოდ ის შემთხვევა, როდესაც მოთხოვნილი ტექნიკური პარამეტრები აშკარად სცდება არსებული სისტემის საპროექტო შესაძლებლობებს და მისი დაკმაყოფილება შეუძლებელია სისტემის არსებითი განახლების გარეშე. ცვლილება ეფუძნება პრაქტიკაში არსებულ გამოცდილებას და მიზნად ისახავს მხარეთა უფლებებისა და პასუხისმგებლობების მკაფიო გამიჯვნას. სპეციალურად მოწესრიგდა შემთხვევა, როდესაც ლიცენზიატს დასრულებული აქვს სამუშაოები, მაგრამ შიდა ქსელი ჯერ მზად არ არის. ასეთ დროს წყალმომარაგების ლიცენზიატი მიერთებას ასრულებს შენობა-ნაგებობასთან მოწყობილ ჭაში წყლის მიწოდების დაწყებით, შესაბამისი აქტის შედგენითა და სისტემის დალუქვით, ხოლო შენობა-ნაგებობაში არსებული წყალმომარაგების ქსელის მზადყოფნის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 20 სამუშაო დღეში უზრუნველყოფს ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობას. ამავე ცვლილებით დაზუსტდა, რომ ობიექტი (საცხოვრებელი ბინა, საწარმო ან სხვა), რომელიც მდებარეობს სალიცენზიო არეალის გარეთ, შეიძლება სპეციალური პირობებით მიუერთდეს წყალმომარაგების სისტემას წყალმომარაგების ლიცენზიატის მიერ გაცემული ტექნიკური პირობის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში ახალ მიერთებაზე არ ვრცელდება კომისიის მიერ დადგენილი საფასური, ხოლო აღრიცხვის კვანძი უნდა მოეწყოს სალიცენზიო არეალში. აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს წყალმომარაგების ლიცენზიატის მომსახურებაზე წვდომას სალიცენზიო არეალის გარეთ მდებარე ობიექტისთვის, ხოლო მეორე მხრივ, მკაფიოდ ადგენს, რომ ლიცენზიატი არ არის ვალდებული ქსელი განავითაროს არეალის ფარგლებს გარეთ და მისი პასუხისმგებლობა ვრცელდება მხოლოდ აღრიცხვის კვანძამდე. 2025 წელს ასევე დაზუსტდა მრავალფუნქციური ელექტრონული მრიცხველების მინიმალური შესაძლებლობები და სავალდებულო მოთხოვნიდან ამოღებულ იქნა დისტანციურად წყლის მიწოდების შეწყვეტისა და აღდგენის ფუნქცია. 5 ამავე ცვლილებით ჭკვიანი მრიცხველების მოწყობის ვალდებულება გადაიდო: თბილისში, რუსთავსა და ბათუმს მიღმა თვითმმართველ ქალაქებში — 2027 წლის 1 ივლისამდე, ხოლო სხვა მუნიციპალიტეტებში — 2028 წლის 1 ივლისამდე. 1.3.6. საირიგაციო წყლის მიწოდების წესები კომისიის 2023 წლის 30 აგვისტოს №39 დადგენილებით დამტკიცებულ „საირიგაციო წყლის მიწოდების წესებში“ საანგარიშო წელს შევიდა ცვლილება, რომლის თანახმად, ნაცვლად ყველა მუნიციპალიტეტისა, შპს „ საქართველოს მელიორაციას” (შემდგომში - მელიორაციის 5 იხ. კომისიის 2025 წლის 25 ივნისის №11 დადგენილება 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 12 კომპანია) დაევალა, სულ მცირე, ერთი მომსახურების ცენტრის ქონა იმ რეგიონში/მხარეში, სადაც მომსახურებას ახორციელებს. აღნიშნული ცვლილება მომსახურების პირობების გაუმჯობესებით ხარჯების შემცირების თვალსაჩინო მაგალითია, რადგან გათვალისწინებულია იუსტიციის სახლის მეშვეობით მელიორაციის კომპანიისთვის მიმართვის შესაძლებლობა. ამავე ცვლილებით მელიორაციის კომპანიას დაევალა საირიგაციო სისტემის საექსპლუატაციოსარემონტო სამუშაოების შესახებ ინფორმაციის ყოველწლიურ მიწოდების რეჟიმებში ასახვა და მომხმარებელთა წინასწარი, ინდივიდუალური SMS-ინფორმირება საირიგაციო სისტემის გაჩერების პერიოდთან დაკავშირებით. ამ რეგულაციის შედეგად კომპანიამ პირველად განსაზღვრა თითოეულ საირიგაციო სისტემაზე გაჩერების პერიოდები და ისინი წყლის მიწოდების რეჟიმებში ასახა. წესებს ასევე დაემატა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციისთვის მიწოდებული წყლის მოცულობის აღრიცხვისა და საბითუმო მიწოდების საფასურის, აგრეთვე 2026 წლის 1 აპრილიდან ასამოქმედებელი, ახალ ტარიფთან დაკავშირებული გარდამავალი რეჟიმების მომწესრიგებელი მუხლები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მომსახურების უწყვეტობა და სწორი დარიცხვა. საირიგაციო სისტემაში წყლის მიწოდების რეჟიმის სწორად დაგეგმვისა და წყლის რესურსის რაციონალურად განაწილების მიზნით დაზუსტდა წყალსარგებლობის განრიგის გაფორმების წესი, მათ შორის, გათვალისწინებულ იქნა წყალსარგებლობის განრიგის დისტანციურად, აგრეთვე მრავალწლიან პერიოდზე შეთანხმების შესაძლებლობა, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს პროცედურებს, ხელს უწყობს პროცესის ოპერატიულობას, ამცირებს ინფორმაციის დაკარგვის ან არასწორი გადაცემის რისკს და ზოგავს როგორც მომხმარებლის, ისე მიმწოდებლის რესურსს. წესებით ასევე განისაზღვრა წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმების გეგმური პერიოდი (1 თებერვლიდან 31 მარტის ჩათვლით) და შემოღებულ იქნა დაგვიანებული განაცხადის ინდივიდუალური განხილვის საფასური, რომელიც 2027 წლიდან ამოქმედდება. აღნიშნული მექანიზმი მომხმარებლებს წაახალისებს წყალსარგებლობის განრიგის წინასწარ შეთანხმებაზე და ხელს შეუწყობს წყლის მიწოდების რეჟიმის უფრო პროგნოზირებად დაგეგმვას აქტიური საირიგაციო პერიოდის დაწყებამდე. 2. ფასწარმოქმნა და სატარიფო რეგულირება 2.1. სამართლებრივ-მეთოდოლოგიური საფუძვლები კომისიის სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებისთვის (შემდგომში – საწარმო) ტარიფების გაანგარიშების საფუძველს წარმოადგენს კანონი, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტები და კომისიის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიები, ხოლო მელიორაციის სექტორში აგრეთვე - „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონი. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 13 კომისია ახორციელებს რეგულირებული საწარმოს მიერ გაწეული დანახარჯების (საოპერაციო და კაპიტალური) აუდიტს კანონისა და კომისიის მიერ 2023 წლის 27 ივნისის №27 დადგენილებით დამტკიცებული „დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის“ (შემდგომში - დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესი) საფუძველზე. დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი შეიძლება იყოს როგორც გეგმური, ისე არაგეგმური. გეგმური აუდიტი ტარდება უშუალოდ სატარიფო მიზნებისთვის, ტარიფისა და საფასურის გაანგარიშების წელს და უკავშირდება საწარმოს საბაზისო თუ სატესტო წლის საოპერაციო და კაპიტალურ დანახარჯებს, ხოლო არაგეგმური აუდიტი ტარდება კონკრეტული საკითხისა და დანახარჯის შესწავლის მიზნით, ნებისმიერ დროს და შეიძლება მოიცავდეს ნებისმიერი პერიოდის დანახარჯების მარეგულირებელ აუდიტს. მარეგულირებელი აუდიტის შედეგები აისახება შესაბამისი საწარმოს სატარიფო გაანგარიშებაში. კომისიის გადაწყვეტილებით დამტკიცებული მომდევნო კალენდარულ წელს განსახორციელებელი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის გეგმა, ისევე, როგორც მარეგულირებელი აუდიტის საბოლოო ანგარიშები, ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე და ხელმისაწვდომია ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის. საანგარიშო წელს ცვლილება შევიდა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესში და განისაზღვრა საწარმოს საპროგნოზო დანახარჯების წარმოდგენის, შესწავლისა და გამიჯვნის წესი. 6 ცვლილება შეეხო აგრეთვე მიზანშეწონილი დანახარჯების გონივრული ოდენობის მუხლს და მეცამეტე სახელფასო ფონდის თანამშრომლებზე გადანაწილების გონივრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით დადგინდა რეგულირებული საწარმოს საშტატო განრიგის დაჯგუფების წესი. საანგარიშო წელს მიზანშეწონილი დანახარჯების ჩამონათვალს დაემატა ზეგანაკვეთურად ნამუშევარი საათების ანაზღაურება, მეცამეტე სახელფასო განაცემი და თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები.7 2.1.1. ელექტროენერგეტიკის სექტორი ელექტროენერგიის ტარიფების გაანგარიშებისას გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული „წამახალისებელი“ (ზღვრული შემოსავლების რეგულირება) და „დანახარჯები პლუს“ რეგულირების პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების სტაბილურობასა და ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას, გაწეული მიზანშეწონილი დანახარჯების ანაზღაურებასა და გონივრული მოგების მიღებას. კანონით გათვალისწინებული საჯარო მომსახურების ფარგლებში, რომელსაც სათანადო ენერგეტიკული საქმიანობისთვის საწარმოს აკისრებს საქართველოს მთავრობა, კომისია უფლებამოსილია მის მიერ დამტკიცებულ მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით დაადგინოს ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფები იმ საბოლოო მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ემსახურება საჯარო მომსახურების გამწევი მიმწოდებელი. გარდა გარკვეული მცირედი დაზუსტებებისა და სამართლებრივი ფორმულირებისა, 6 7 იხ. კომისიის 2025 წლის 25 ივნისის №12 დადგენილება. იხ. კომისიის 2026 წლის 6 ნოემბრის №30 დადგენილება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 14 საანგარიშო წლის განმავლობაში განხორციელებული სატარიფო მეთოდოლოგიური ცვლილებები შეეხო უნივერსალური მომსახურების მიწოდების, საჯარო მომსახურების სახით მიწოდების და ელექტროენერგიის გადაცემის, განაწილებისა და საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ოპერატორის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიებს, ასევე საბითუმო საჯარო მომსახურების და ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრების ოპერატორის მომსახურების საფასურის გაანგარიშების მეთოდოლოგიებს, კერძოდ, განისაზღვრა 2026 წლის სატარიფო რეგულირების პერიოდისთვის გრძელვადიანი სესხისა და დეპოზიტის ღირებულების ახალი საპროცენტო განაკვეთები, დადგინდა კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების განაკვეთი (WACC) და მისი კომპონენტები 2026-2030 წლების რეგულირების პერიოდებისთვის.8 კომისიის მიერ დამტკიცებული გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის მოთხოვნათა შესაბამისად, კომისიის შესაბამისი გადაწყვეტილებებით 2025 წლის პერიოდზე განხორციელდა გარანტირებული სიმძლავრის წყაროების (თბოელექტროსადგურების) ბუნებრივი გაზის შესყიდვის ხელშეკრულებათა შეთანხმებები, რომელთა შესაბამისად, საწარმოო მიზნებისთვის მისაწოდებელი ყოველი ათასი მ3 ბუნებრივი გაზის ფასი განისაზღვრა 210 აშშ დოლარით დღგ-ის გარეშე, ხოლო ანგარიშსწორება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში (ლარში), საანგარიშო თვის ბოლო დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აშშ დოლარის ლართან მიმართებაში დადგენილი გაცვლითი კურსით. 2.1.2. ბუნებრივი გაზის სექტორი ბუნებრივი გაზის მოხმარების ტარიფების გაანგარიშებისას გამოიყენება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული ე.წ. „წამახალისებელი“ რეგულირების პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების სტაბილურობას და ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას, გაწეული მიზანშეწონილი დანახარჯების ანაზღაურებას და ინვესტირებულ კაპიტალზე სამართლიანი, გონივრული მოგების მიღებას. აღნიშნული სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები დგინდება 5 წლის ვადით და, შესაბამისად, განისაზღვრება საპროგნოზო მონაცემების ტარიფში გათვალისწინების შესაძლებლობაც, მათ შორის, კაპიტალური დანახარჯების (წლიური ცვეთა და ამონაგები რეგულირებად აქტივებზე), თითოეული სატარიფო წლისთვის იმ ინვესტიციებზე, რომლებიც დადგენილი წესის მიხედვით (საინვესტიციო გეგმები), შეთანხმებული უნდა იყოს კომისიის გადაწყვეტილებით და განხორციელდეს შესაბამის სატარიფო წელს. სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად ტარიფების კორექტირებას მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდისათვის. 8 იხ. კომისიის 2026 წლის 27 ნოემბრის №34 დადგენილება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 15 2.1.3. წყალმომარაგების სექტორი წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების სატარიფო მეთოდოლოგია ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულ „წამახალისებელი“ (ზღვრული შემოსავლები) რეგულირების მიდგომებს და პრინციპებს და მიზნად ისახავს მომხმარებელთა დაცვას მონოპოლიური ფასებისაგან, უზრუნველყოფს ინვესტორების ინტერესების დაცვას, სტაბილური ფუნქციონირების, გაწეული გონივრული დანახარჯების ანაზღაურებისა და სამართლიანი მოგების მიღების შესაძლებლობას. აღნიშნული სატარიფო მეთოდოლოგიის საფუძველზე ტარიფები დგინდება 3 წლის ვადით და, შესაბამისად, განისაზღვრება საპროგნოზო მონაცემების ტარიფში გათვალისწინების შესაძლებლობაც, მათ შორის, კაპიტალური დანახარჯების (წლიური ცვეთა და ამონაგები რეგულირებად აქტივებზე), თითოეული სატარიფო წლისთვის იმ ინვესტიციებზე, რომლებიც, დადგენილი წესის მიხედვით (საინვესტიციო გეგმები), შეთანხმებული უნდა იყოს კომისიის გადაწყვეტილებით და უნდა განხორციელდეს შესაბამის სატარიფო წელს. სატარიფო მეთოდოლოგია ითვალისწინებს ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების შესაბამისად ტარიფების კორექტირებას მომდევნო სატარიფო რეგულირების პერიოდისათვის. საანგარიშო წელს ცვლილება შევიდა „წყალმომარაგების ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიაში“. ცვლილების მიზანს წარმოადგენდა ერთიანი უნიფიცირებული ტარიფის კორექტირების მექანიზმის შემუშავება, რომელიც გამოყენებულ იქნება როგორც რეგულირების პერიოდის განმავლობაში ტარიფების კორექტირებისას, ისე რეგულირების პერიოდის დასრულების შემდგომ ტარიფების დადგენისას. ცვლილება ასევე უზრუნველყოფს ტარიფების კორექტირების ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბებას ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში.9 2.1.4. მელიორაციის სექტორი მელიორაციის სექტორში სატარიფო რეგულირება ვრცელდება „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ, რეგულირებას დაქვემდებარებულ საირიგაციო სისტემით წყლის მიწოდების საქმიანობაზე. კომისიის 2023 წლის 14 სექტემბრის №40 დადგენილებით დამტკიცებული „პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფის გაანგარიშების მეთოდოლოგია“ (შემდგომში - სატარიფო მეთოდოლოგია) ეყრდნობა საერთაშორისო პრაქტიკით აღიარებულ „წამახალისებელი“ (ზღვრული შემოსავლები) რეგულირების მიდგომებს და პრინციპებს, რომლებიც უზრუნველყოფს საწარმოს ფუნქციონირების ეფექტიანობის ზრდის სტიმულირებას. სატარიფო რეგულირების მიზანია დაიცვას მომხმარებელი მონოპოლიური ფასებისაგან, ხელი შეუწყოს არსებული წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებას და, ამავდროულად, უზრუნველყოს პირველადი წყალმოსარგებლის სტაბილური და საიმედო ფუნქციონირება. 9 იხ. კომისიის 2025 წლის 27 ნოემბრის №35 დადგენილება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 16 2.2. ელექტროენერგეტიკის სატარიფო რეგულირება 2.2.1. ელექტროენერგეტიკის კორექტირება სექტორში მოქმედი ტარიფების დადგენა და კომისიის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიებისა და რეგულაციების მიხედვით, ტარიფები დგინდება რეგულირების პერიოდზე, კონკრეტული ენერგეტიკული საწარმოსთვის ინდივიდუალურად: 1. ელექტროენერგიის განაწილებისა და გადაცემის სისტემის ოპერატორებისთვის – ხუთწლიან პერიოდზე; 2. საჯარო მომსახურების ვალდებულებას დაქვემდებარებული ჰიდროელექტროსადგურებისთვის – სამწლიან პერიოდზე; 3. თბოელექტროსადგურებისთვის – გარანტირებული სიმძლავრის საფასური ყოველწლიურად, ერთი წლის ვადით; 4. თბოელექტროსადგურებისთვის – გარანტირებული სიმძლავრის წყაროების ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები ყოველთვიურად, ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდნობით; 5. საჯარო მომსახურების ვალდებულებას დაქვემდებარებული მიმწოდებლებისათვის – ერთი წლის ვადით. 2025 წელი ტარიფების გაანგარიშების წელს წარმოადგენდა რიგი ელექტროენერგეტიკული საწარმოებისთვის, რომელთათვისაც კომისიამ დაადგინა შესაბამისი ტარიფები და საფასურები. აღნიშნული პროცესი შეეხო საჯარო მომსახურებას დაქვემდებარებული ელექტროენერგიის წარმოების რვა ლიცენზიატს (4 თბოელექტროსადგური და 4 ჰიდროელექტროსადგური), საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის ორ მიმწოდებელს, გამანაწილებელი სისტემის ორ ოპერატორს და ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს, აგრეთვე სს „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟას“. შპს „ჯიფაუერისთვის“, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისა“ და შპს „მტკვარი ენერჯისთვის“ დადგენილი გარანტირებული სიმძლავრის საფასურები მოქმედებდა 2025 წლის 1 ივლისამდე. საანგარიშო წელს დადგინდა ახალი საფასურები 2025 წლის 1 ივლისიდან 2026 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე. 10 აღნიშნული საწარმოებისა და შპს „გარდაბნის თბოსადგურისთვის“ დამტკიცდა გარანტირებული სიმძლავრის საფასურები 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე, 11 ხოლო გარანტირებული სიმძლავრის წყაროს ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები, დადგენილი წესით, ყოველთვიურად ქვეყნდება კომისიის ვებგვერდზე. კანონში შეტანილი ცვლილების საფუძველზე, საანგარიშო წელს დაკორექტირდა შპს „ენგურჰესისა“ და შპს „ვარდნილჰესების კასკადის“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფები, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2025 წლის 1 მაისიდან 10 11 იხ. კომისიის 2025 წლის 27 ივნისის №№14-16 დადგენილებები. იხ. კომისიის 2025 წლის 5 დეკემბრის №№36-39 დადგენილებები. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 17 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე.12 დამტკიცდა ჰიდროელექტროსადგურების - სს „ხრამი I“-ისა და სს „ხრამი II“-ის ელექტროენერგიის წარმოების ზღვრული (ზედა ზღვარი) ტარიფები 2026 წლის1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე მოქმედების ვადით.13 საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციაში14 შეტანილი ცვლილების თანახმად, ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის სრულყოფილად ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2027 წლის პირველი ივლისი. 15 შესაბამისად, სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის“ მოთხოვნის საფუძველზე განისაზღვრა ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრის ოპერატორის მომსახურების საფასურები (დროებითი ტარიფი) ნულოვანი ოდენობით (2025 წლის 1 ივლისიდან 2025 წლის 1 სექტემბრამდე, 2025 წლის 1 სექტემბრიდან 2026 წლის 1 იანვრამდე და 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 1 იანვრამდე პერიოდებზე მოქმედების ვადით).16 ელექტროენერგიის ბაზრის სამიზნე მოდელის ამოქმედების თარიღის 2027 წლის 1 ივლისამდე გადავადების გათვალისწინებით, დადგინდა მიწოდების (უნივერსალური მომსახურების მიწოდების, საჯარო მომსახურების სახით მიწოდების, ბოლო ალტერნატივის მიწოდების) ტარიფები 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე მოქმედების ვადით და განისაზღვრა 2025 წლის პირველ ნახევარში მოქმედი სატარიფო განაკვეთების დონეზე.17 კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ განესაზღვრა დროებითი ტარიფი 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 18 1 იანვრამდე პერიოდზე, მოქმედი ტარიფის ოდენობით. 2026 წლის 1 იანვრიდან 2031 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე (სატარიფო რეგულირების პერიოდი) დამტკიცდა სს „თელასის“ განაწილების ტარიფები,19 ხოლო 2026 წლის 1 იანვრიდან 2026 წლის 1 აპრილამდე პერიოდზე - სს „ენერგო-პრო ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების დროებითი ტარიფები.20 2026 წლის პირველი იანვრიდან პირველ აპრილამდე პერიოდზე ელექტროენერგიის მიწოდების დროებითი სატარიფო განაკვეთები.21 განისაზღვრა აღნიშნული მიმწოდებლებისთვის საბოლოო მოხმარების ტარიფები შედგება კომისიის მიერ ამავე საწარმოებისთვის დადგენილი მიწოდების, განაწილებისა და გადაცემის ტარიფების ჯამისგან. 2025 წელს დადგენილი განაწილების, მიწოდებისა და საბოლოო მოხმარების იხ. კომისიის 2025 წლის24 აპრილის №№6-7 დადგენილებები. იხ. კომისიის 2025 წლის 5 დეკემბრის №№40-41 დადგენილებები. 14 იხ. საქართველოს მთავრობის 2020 წლის 16 აპრილის №246 დადგენილება. 15 იხ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 ივნისის №233 დადგენილება. 16 იხ. კომისიის 2025 წლის 27 ივნისის №17, 2025 წლის 27 აგვისტოს №28 და 5 დეკემბრის №42 დადგენილებები. 12 13 17 იხ. კომისიის 2025 წლის 27ივნისის №№18-23 დადგენილებები. იხ. კომისიის 2025 წლის 22 დეკემბრის №46 დადგენილება. 19 იხ. კომისიის 2025 წლის 22 დეკემბრის №47 დადგენილება. 20 იხ. კომისიის 2025 წლის 29 დეკემბრის №58 დადგენილება. 21 იხ. კომისიის 2025 წლის 29 დეკემბრის №№59-64 დადგენილებები. 18 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 18 ტარიფებისა და მათი შემადგენელი კომპონენტების შესახებ ინფორმაცია წარმოდგენილია დანართ №7-ში. 2.2.2. ტარიფების შედარებითი ანალიზი საქართველოში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების სიმძიმის შეფასების მიზნით ცხრილში 1 და ნახაზზე 2.1 წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები22: ქვეყანა აზერბაიჯანი საქართველო თურქეთი ბოსნია და ჰერცოგოვინა მონტენეგრო უნგრეთი სომხეთი ალბანეთი სერბეთი ჩრდილოეთ მაკედონია ნორვეგია ბულგარეთი მალტა ხორვატია ისლანდია რუმინეთი სლოვენია ფინეთი სლოვაკეთი მოლდოვა შვედეთი ესტონეთი ლიეტუვა ნიდერლანდები საბერძნეთი ლატვია ლუქსემბურგი პორტუგალია საფრანგეთი საყოფაცხოვრებო ტარიფი (თეთრი/კვტსთ) 18.25 19.88 20.37 30.05 32.30 33.03 33.29 35.82 35.91 36.61 37.24 40.13 44.59 48.29 53.99 55.64 55.98 58.32 58.62 64.25 66.09 66.86 67.84 69.92 73.96 78.53 78.76 79.83 80.38 22 ტარიფები მოცემულია 2025 წლის მდგომარეობით. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 19 პოლონეთი ესპანეთი ავსტრია კვიპროსი დანია ჩეხეთი ლიხტენშტეინი ირლანდია ბელგია იტალია გერმანია 82.29 88.14 91.70 92.96 93.54 95.25 96.75 98.19 110.75 115.73 123.96 ცხრილი 1. ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები რეგიონის და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (თეთრი/კვტ.სთ; გადასახადების ჩათვლით) საყოფაცხოვრებო ტარიფი (თეთრი/კვტ.სთ.) 140.00 120.00 100.00 80.00 60.00 40.00 20.00 - ნახაზი 2.1. ელექტროენერგიის საყოფაცხოვრებო ტარიფები რეგიონის და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (თეთრი/კვტ.სთ; გადასახადების ჩათვლით) 2.2.3. დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი ელექტროენერგეტიკის სექტორში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის 2025 წლის გეგმის23 მიხედვით დაიგეგმა ხუთი თბოელექტროსადგურის, ორი ჰიდროელექტროსადგურის, გადაცემის სისტემის ოპერატორის, ორი გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის, ორი ელექტროენერგიის 23 იხ. კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის №48/2 გადაწყვეტილება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 20 მიმწოდებლისა და ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი, კერძოდ: რეგულირებული საწარმო დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის მიზანი აუდიტის სავარაუდო პერიოდი შპს „გარდაბნის თბოსადგური 2” საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი – გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენა 03.01.2025 - სს „საქართველოს ენერგეტიკული ბირჟა“ 03.01.2025 - შესაბამისი მომსახურების საფასურის დადგენა 01.07.2025 01.07.2025 შპს „მტკვარი ენერჯი” საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი – გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენა 04.07.2025 - შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი – გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენა 04.07.2025 - შპს „ჯიფაუერი” საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი – გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენა 04.07.2025 - საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი – გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენა 04.07.2025 - შპს „გარდაბნის თბოსადგური” შპს „გარდაბნის თბოსადგური 2” საჯარო მომსახურების გაწევის ვალდებულების ფარგლებში შესაბამისი – გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 31.12.2025 31.12.2025 31.12.2025 31.12.2025 04.07.2025 31.12.2025 21 შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია” უნივერსალური მომსახურების, საჯარო მომსახურების სახით და ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების დადგენა 04.07.2025 31.12.2025 სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ უნივერსალური მომსახურების, საჯარო მომსახურების სახით და ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფების დადგენა 04.07.2025 - ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დადგენა 04.07.2025 - სს „თელასი“ 31.12.2025 31.12.2025 სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ელექტროენერგიის განაწილების ტარიფების დადგენა 04.07.2025 31.12.2025 სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფების დადგენა სს „ხრამჰესი 1“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენა 04.07.2025 31.12.2025 04.07.2025 31.12.2025 სს „ხრამჰესი 2“ ელექტროენერგიის წარმოების ტარიფების დადგენა 04.07.2025 31.12.2025 ცხრილი 2. რეგულირებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის განხორციელების მიზანი და პერიოდი მარეგულირებელი აუდიტის საწყის ეტაპზე საწარმოებს წარედგინა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის პირველადი ანგარიშები და მათ მიეცათ კომისიისათვის შესაბამისი კომენტარების, განმარტებებისა და შენიშვნების წარდგენის საშუალება, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის საბოლოო ანგარიშები კი გაეგზავნა შესაბამის რეგულირებულ საწარმოებს, წარედგინა კომისიას და განხილულ იქნა საჯარო სხდომებზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. ვინაიდან შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“-თან მიმართებით საჯარო მომსახურების გაწევის ანუ გარანტირებული სიმძლავრით უზრუნველყოფის პერიოდი განისაზღვრა 2027 წლის პირველი ივლისიდან, 24 2025 წლის პირველი ივლისიდან და აგრეთვე 2026 წლის პირველი 24 იხ. საქართველოს მთავრობის 2025 წლის 26 ივნისის №234 დადგენილება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 22 იანვრიდან სატარიფო პერიოდზე გარანტირებული სიმძლავრის საფასურის დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება არ განხორციელებულა. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ საწარმოსთან მიმართებით არ ჩატარებულა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი. საანგარიშო წელს განხორციელდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“, სს „თელასისა“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტი აღნიშნული საწარმოების მიერ მეცამეტე სახელფასო განაცემის თანამშრომელთათვის გადანაწილებისა და მიმდინარე საშტატო განრიგის შესაბამისი სახელფასო განაკვეთების/სახელფასო ფონდის შესწავლის მიზნით. საანგარიშო წელს ერთიანად დამტკიცდა ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის (პირველად) სექტორებში ფინანსური ანგარიშების ფორმები, 25 რომლებიც სრულ შესაბამისობაშია ელექტროენერგეტიკის სექტორში კომისიის მიერ დამტკიცებულ ერთიან საბუღალტრო სააღრიცხვო სისტემასა 26 და „ანგარიშგების წესებთან“. 27 ასევე დამტკიცდა, შესაბამისად, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ შესაბამისი ტარიფების გაანგარიშების მიზნით წარმოსადგენი სატარიფო განაცხადის ახალი ფორმები.28 2.2.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი კომისიის მიერ დამტკიცებული სატარიფო მეთოდოლოგიებით განსაზღვრული პრინციპების შესაბამისად, საწარმოებისთვის დადგენილ ტარიფში გათვალისწინებულ უნდა იქნეს როგორც განხორციელებული, ისე ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემების ოპერატორების მიერ განსახორციელებელი ინვესტიციები, კომისიის მიერ შეთანხმებული საინვესტიციო გეგმის თანახმად. აღნიშნულ კონტექსტში, სატარიფო გაანგარიშების მიზნებისათვის, დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის ჩატარებისას კომისიის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა როგორც შესრულებული, ისე მიმდინარე საინვესტიციო პროექტების ანალიზსა და მონიტორინგს. სატარიფო მეთოდოლოგიების საფუძველზე ტარიფების გაანგარიშებისას კომისია საწარმოს რეგულირებადი აქტივების ბაზაში ასახავს ტარიფის გაანგარიშების წელს და სატარიფო წელს დაგეგმილ ინვესტიციებს სისტემის ოპერატორების მიერ წარმოდგენილი საინვესტიციო გეგმის შესაბამისად, რომელიც ტარიფის დადგენამდე წინასწარ უნდა შეთანხმდეს კომისიასთან. საწარმო ვალდებულია, დაასაბუთოს დაგეგმილი ინვესტიციების აუცილებლობა და მათი განხორციელების შედეგად მისაღები ეფექტი და სარგებელი. იმ შემთხვევაში, თუ საწარმო განხორციელებული ინვესტიციების შედეგად ვერ მიაღწევს დაგეგმილ სამიზნე მაჩვენებელს (მათ შორის, მომსახურების სტანდარტებთან დაკავშირებით), კომისია უფლებამოსილია, საწარმოს დააკისროს სანქცია, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ საწარმო მიაღწევს დაგეგმილზე უკეთეს მაჩვენებლებს, შესაძლებელია კომისიის მხრიდან გამოყენებულ იქნეს საწარმოთა წახალისების მექანიზმები. 25 იხ. კომისიის 2025 წლის 3 აპრილის №12/2 გადაწყვეტილება. იხ. კომისიის 2016 წლის 27 დეკემბრის №43 დადგენილება. 27 იხ. კომისიის 2021 წლის 30 მარტის №7 დადგენილება. 28 იხ. კომისიის 2025 წლის 11 ივნისის №22/2 და №22/3 გადაწყვეტილებები. 26 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 23 ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორები ვალდებული არიან, კომისიის მიერ შეთანხმებულ საინვესტიციო პროექტებზე განახორციელონ დეტალური ანგარიშგება ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ, თითოეულ პროექტზე ცალცალკე, ხოლო მოწოდებული პროექტებიდან კომისიის მიერ მითითებულ სამშენებლო (სამონტაჟო)-სარეაბილიტაციო სახის საინვესტიციო პროექტებზე გონივრულ ვადაში დამატებით წარმოადგინონ საექსპერტო დასკვნები ფაქტობრივად შესრულებული სამუშაოების შესახებ. აღნიშნულის შესწავლისა და ანალიზის შედეგად დადგინდება წინასწარ შეთანხმებულ საინვესტიციო გეგმებთან ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლების შესაბამისობა და შემდგომში დაკორექტირდება ლიცენზიატი საწარმოსთვის დადგენილი ელექტროენერგიის ტარიფები (ასეთის საჭიროების შემთხვევაში). ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ განხორციელებული ინვესტიციის შედეგად საბოლოო ჯამში უნდა გაუმჯობესდეს საჯარო მომსახურების გამწევი წარმოების ობიექტებისა და ელექტრული ქსელის საიმედოობის, უსაფრთხოებისა და ელექტროენერგიის სათანადო ხარისხის მაჩვენებლები. 2025 წელს ელექტროენერგეტიკის სექტორში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული ელექტროენერგიის წარმოების, გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატების მიერ დაგეგმილმა ინვესტიციამ ჯამში შეადგინა 652.908 ათასი ლარი, ხოლო ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ - 547.199 ათასი ლარი, რომლის მაჩვენებლებიც თითოეული საქმიანობისა და დაფინანსების წყაროს მიხედვით წარმოდგენილია ნახაზებზე 2.2, 2.3 და 2.4. 700 000 652,908 600 000 547,199 500 000 400 000 300 000 200 000 100 000 დაგეგმილი ფაქტიური ნახაზი 2.2. ელექტროენერგეტიკის სექტორში 2025 წლისთვის დაგეგმილი და ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციები (ათასი ლარი) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 24 73,466 13% 46,834 9% გადაცემა განაწილება წარმოება 426,898 78% ნახაზი 2.3. ელექტროენერგეტიკის სექტორში 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციები საქმიანობების მიხედვით (ათასი ლარი) 141,231 26% საკუთარი სახსრებით სესხით 60,227 11% 345,741 63% მესამე მხარის დაფინანსებით ნახაზი 2.4. ელექტროენერგეტიკის სექტორში 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციების დაფინანსების წყარო (ათასი ლარი) ელექტროენერგიის გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიზანია მათ სალიცენზიო არეალში ელექტრომომარაგების ეფექტიანობისა და საიმედოობის ამაღლება, ასევე სიმძლავრეების გაზრდა ელექტროქსელის შემდგომი განვითარებისთვის, რისთვისაც 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 25 ყოველწლიურად ახორციელებენ ინვესტიციებს. გადამცემი სისტემის ოპერატორის - სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ 2025 წელს შესრულებული საინვესტიციო დანახარჯების მოცულობა მთლიანობაში შეადგენს 46,834 ათას ლარს, საიდანაც საკუთარი სახსრებით განხორციელებულია 39,972 ათასი ლარის ინვესტიცია, ხოლო გადამცემ ქსელთან მიერთების ფარგლებში მესამე მხარის დაფინანსებით შექმნილ და მოდერნიზებულ ძირითად საწარმოო საშუალებებზე - 6,862 ათასი ლარის. სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ მიერ დაგეგმილი ინვესტიციების ხარჯი 2025 წელს იყო 231,211 ათასი ლარი, რაც ენერგეტიკის სექტორში დაგეგმილი ინვესტიციების (652,908 ათასი ლარი) 35 %-ს შეადგენს მაშინ, როცა ნახაზი 2.3-ის მიხედვით, ფაქტობრივი მაჩვენებელია 9%. საინვესტიციო პროექტების ვადებში განუხორციელებლობის მთავარი მიზეზია ელექტროგადამცემი ხაზისა და ქვესადგურების მშენებლობის პერიოდში/პროცესში ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მხრიდან პროექტის ღირებულების ცვლილების მოთხოვნა და დამკვეთსა და განმახორციელებელ მხარეებს შორის შეუთანხმებლობა. საკუთარი სახსრებით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა ქვესადგურებსა და ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და გეგმური კაპიტალური შეკეთებების კუთხით, რამაც ჯამში შეადგინა 18,239 ათასი ლარი. შესყიდულია 516 ათასი ლარის ელექტროტექნიკური ავტოლაბორატორია. სხვა ძირითადი საშუალებების შეძენასა და მოდერნიზაციაზე დაიხარჯა ჯამში 1,942 ათასი ლარი, ხოლო ძირითადი და დამხმარე შენობების, სატრანსპორტო საშუალებებისა და მძიმე ტექნიკის კაპიტალურ რემონტზე – 1,101 ათასი ლარი. მნიშვნელოვანი ინვესტიციები განახორციელა აგრეთვე საწარმომ ტექნოლოგიური მართვისა და დაცვის სისტემების გაუმჯობესების კუთხით, რამაც ჯამში შეადგინა 2,099 ათასი ლარი. უნდა აღინიშნოს ასევე პროგრამული უზრუნველყოფის კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი ინვესტიციები (მონაცემთა შენახვა-დამუშავებისა და ელექტროენერგიის კომერციული აღრიცხვის ავტომატიზებული (ესკაა) სისტემები, საერთო მონაცემთა ბაზა, ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის გაფართოება და დაშვების სისტემების უსაფრთხოებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები და სხვა), რომლებმაც ჯამში შეადგინა 11,282 ათასი ლარი. 2025 წელს სს „თელასის“ მიერ ქსელში განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 161,613 ათასი ლარი. აქედან 90,111 ათასი ლარი ტექნიკური გადაიარაღების, რეკონსტრუქციისა და კაპიტალური რემონტების (35-110 კვ, 6-10 კვ და 0.4 კვ ქვესადგურები, 110-35 კვ-იანი საჰაერო გადამცემი ხაზები, 0.4-10 კვ საკაბელო მეურნეობა, შეიცვალა ძალოვანი ტრანსფორმატორები, დამონტაჟდა და ექსპლუატაციაში შევიდა ჭკვიანი მრიცხველები და სხვ.) პროექტების შესრულებას მოხმარდა, 58,904 ათასი ლარი კი დაიხარჯა ახალი აბონენტების მიერთების და ქსელის გაფართოების პროექტებზე, რომელთა ფარგლებშიც 2025 წლისათვის განხორციელდა 6,090 ახალი მიერთება. გარდა ამისა, შეძენილ იქნა სხვადასხვა საჭირო ინსტრუმენტი და მოწყობილობა, ორგტექნიკა, პროგრამული უზრუნველყოფა და სპეციალური ტექნიკა, ჯამში 12,598 ათასი ლარის ოდენობის. ანალოგიური მიმართულებებით სს „ენერგო-პრო ჯორჯიამაც“ განახორციელა ინვესტიციები, რამაც ჯამში 2025 წლისთვის 265,285 ათასი ლარი შეადგინა. მათ შორის, შესრულებული ინვესტიციების ფარგლებში SCADA სისტემა მოეწყო 17 ქვესადგურში, 35/110 კვ ქვესადგურებში დამონტაჟდა და გარემონტდა სხვადასხვა სიმძლავრის ძალოვანი ტრანსფორმატორები, რეტროფიტი ჩაუტარდა 6-10 კვ 103 უჯრედს, შეკეთდა და მოეწყო საქვესადგურო შენობები, 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 26 სხვადასხვა სახის სარეაბილიტაციო-სამონტაჟო სამუშაო შესრულდა ელექტროგადამცემ ხაზებზე. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეეხო ასევე 10/6 კვ და 0,4 კვ ქსელებს. დაბალი (220-380 ვ) ძაბვის ქსელის რეაბილიტაცია-გამრიცხველიანების ფარგლებში დამონტაჟდა დგარები, სიპ კაბელები და მრიცხველები, შეიცვალა დაზიანებული მრიცხველები და რკინის კარადები, ხოლო მაღალ (6-10-35-110) ძაბვაზე შეიცვალა დაზიანებული ალფა ტიპის მრიცხველები. ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების – სს „ენერგო-პრო ჯორჯიასა“ და სს „თელასის“ მიერ 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციები წარმოდგენილია ნახაზზე 2.5. სს „ენერგო პრო ჯორჯია" 265,285 62% სს „თელასი" 161,613 38% ნახაზი 2.5. ელექტროენერგეტიკის სექტორში 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციები განაწილების სექტორში, ლიცენზიატების მიხედვით (ათასი ლარი) 2.3. ბუნებრივი გაზის სექტორის სატარიფო რეგულირება 2.3.1. სექტორში მოქმედი ტარიფები ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და განაწილების საქმიანობა, როგორც ბუნებრივი მონოპოლიური საქმიანობები, სრულად ექვემდებარება კომისიის სატარიფო რეგულირებას. რაც შეეხება ბუნებრივი გაზის მიწოდებას, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის მიწოდების ტარიფები დერეგულირებულია და ბუნებრივი გაზი მიეწოდება კომისიის მხრიდან ტარიფის დადგენის გარეშე, მიმწოდებელი საწარმოს მიერ საჯაროდ შეთავაზებული პირობებითა და 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 27 ფასებით.29 ინფორმაცია ბუნებრივი გაზის სექტორში დღეს მოქმედი საბოლოო სამომხმარებლო ტარიფების შესახებ იხილეთ დანართში №8. საანგარიშო პერიოდში მოქმედებდა კომისიის 2022 წლის 12 დეკემბრის №58 დადგენილებით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიისთვის“ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფები, რომლის მოქმედების ვადაც განსაზღვრული იყო 2023 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. საანგარიშო წელს განხორციელდა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის 30 კორექტირება 2026 წლის 1 იანვრიდან 2027 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდზე მოქმედების ვადით. ბუნებრივი გაზის ტარიფების გაანგარიშების მეთოდოლოგიის 31 მე-4 მუხლის თანახმად, სატარიფო რეგულირების პერიოდი განისაზღვრება 5 კალენდარული წლით. შესაბამისად, 2022 წელს ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი და სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოებისთვის კომისიის შესაბამისი დადგენილებებით განისაზღვრა ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების გრძელვადიანი ტარიფები 2023-2027 სატარიფო რეგულირების პერიოდზე. შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ მიერ რეგულირების პერიოდის განმავლობაში სატარიფო მეთოდოლოგიით დადგენილი ტარიფების კორექტირების პრინციპების გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირების მოთხოვნით კომისიაში წარმოდგენილი სატარიფო განაცხადების საფუძველზე, აგრეთვე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ტარიფის ზემოაღნიშნული კორექტირების გათვალისწინებით, დაკორექტირდა ამ საწარმოების მიწოდების, განაწილებისა და მოხმარების ტარიფები.32 ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისა და მიწოდების ტარიფების ცვლილების გათვალისწინებით, დამტკიცდა სექტორში მოქმედი ლიცენზიატების - შპს „თბილისი ენერჯის”, სს „საჩხერეგაზის”, შპს „ყამარის”, შპს „დიდი დიღომის”, შპს „დი-ვი-ეს”-ის, შპს „გასკო+“-ის, შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის”, შპს „მამედის”, შპს „ინტერ გაზისა” და შპს „თელავგაზის” მოხმარების ტარიფები, რომელთა მოქმედების ვადა განისაზღვრა 2026 წლის 33 1 იანვრიდან 2028 წლის 1 იანვრამდე პერიოდზე. სექტორში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები დარჩა უცვლელი. 2.3.2. ტარიფების შედარებითი ანალიზი საქართველოში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების სიმძიმის შეფასების მიზნით 29 იხ. „ბუნებრივი გაზის მიწოდების საქმიანობის დერეგულირებისა და ნაწილობრივი დერეგულირების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2007 წლის 25 სექტემბრის №69 ბრძანება 30 დადგენილი კომისიის 2025 წლის 22 დეკემბრის №48 დადგენილებით. 31 იხ. კომისიის 2014 წლის 25 დეკემბრის №33 დადგენილება. 32 იხ. კომისიის 2025 წლის 29 დეკემბრის №№65-67 დადგენილებები. 33 იხ. კომისიის 2025 წლის 29 დეკემბრის №68 დადგენილება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 28 ცხრილში 3 და ნახაზზე 2.6 წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები34. ქვეყანა საყოფაცხოვრებო ტარიფი (თეთრი/მ3) აზერბაიჯანი 37.68 საქართველო 55.59 თურქეთი 74.20 სომხეთი 101.78 უნგრეთი 103.46 ხორვატია 159.56 ბოსნია და ჰერცოგოვინა 172.81 რუმინეთი 193.00 სლოვაკეთი 210.53 ლიეტუვა 245.71 ბულგარეთი 262.55 სლოვენია 290.90 ესტონეთი 295.80 ესპანეთი 298.49 საბერძნეთი 309.74 ლუქსემბურგი 318.23 ბელგია 318.68 მოლდოვა 327.96 ჩეხეთი 349.28 ლატვია 357.21 ჩრდილოეთ მაკედონია 413.62 გერმანია 416.46 ირლანდია 416.67 ავსტრია 423.97 ლიხტენშტეინი 437.04 იტალია 445.39 საფრანგეთი 460.41 34 ტარიფები მოცემულია 2025 წლის მდგომარეობით. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 29 დანია 464.57 პორტუგალია 505.36 ნიდერლანდები 565.18 შვედეთი 1,194.12 ცხრილი 3. ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები რეგიონის და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (თეთრი/მ3; გადასახადების ჩათვლით) საყოფაცხოვრებო ტარიფი (თეთრი/მ3) 900.00 800.00 700.00 600.00 500.00 400.00 300.00 200.00 100.00 ნახაზი 2.6. ბუნებრივი გაზის საყოფაცხოვრებო ტარიფები რეგიონის და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (თეთრი/მ3; გადასახადების ჩათვლით) 2.3.3. დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი საანგარიშო წელს განხორციელდა შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“, შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ არაგეგმური მარეგულირებელი აუდიტი, რომლის ფარგლებშიც შესწავლილ იქნა მეცამეტე სახელფასო განაცემის თანამშრომელთათვის გადანაწილებისა და მიმდინარე საშტატო განრიგის შესაბამისი სახელფასო განაკვეთები/სახელფასო ფონდი. სატარიფო მეთოდოლოგიის შესაბამისად, ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირების მიზნით შპს „საქორგგაზმა“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“და შპს „ენერგოკავშირმა“ 2025 წლის ოქტომბერში კომისიაში წარმოადგინეს 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 30 შვედეთი* პორტუგალია ნიდერლანდები დანია საფრანგეთი იტალია ლიხტენშტეინი ავსტრია გერმანია ირლანდია ლატვია ჩრდილოეთ მაკედონია ჩეხეთი მოლდოვა ბელგია საბერძნეთი ლუქსემბურგი ესპანეთი ესტონეთი სლოვენია ბულგარეთი ლიეტუვა რუმინეთი სლოვაკეთი ხორვატია ბოსნია და ჰერცოგოვინა სომხეთი უნგრეთი თურქეთი საქართველო აზერბაიჯანი - სატარიფო განაცხადები, რომლებიც შეიცავდა საწარმოთა საპროგნოზო დანახარჯების შესახებ ინფორმაციას. 2026-2027 სატარიფო წლისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდების, განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფების კორექტირების მიზნით კომისიამ განახორციელა ზემოაღნიშნული რეგულირებული საწარმოების საპროგნოზო დანახარჯების აუდიტი, კერძოდ, შესწავლილ იქნა და გაანალიზდა საწარმოთა მიერ წარმოდგენილი 2022-2025 წლების ახალი მომხმარებლების მიერთებასთან დაკავშირებული დანახარჯები, რომლებიც დაექვემდებარა კორექტირებას. დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესის შესაბამისად, შემდგომი კომენტარებისა და განმარტებების (შესაბამისი დასაბუთებებით) წარმოდგენისთვის საწარმოებს გაეგზავნათ აუდიტის ჯგუფების მიერ შედგენილი მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების პირველადი ანგარიშები. გამომდინარე იქიდან, რომ შპს „საქორგგაზსა“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ შესაბამისი კომენტარები და განმარტებები დათქმულ ვადაში არ წარმოუდგენიათ, მიზანშეწონილი საპროგნოზო დანახარჯების პირველადი ანგარიშები მიჩნეულ იქნა საბოლოო ანგარიშებად, შპს „ენერგოკავშირის“ შემთხვევაში კი დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესით გათვალისწინებული ეტაპებისა და პროცედურების გავლის შემდგომ ჩამოყალიბდა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის საბოლოო ანგარიში, რომელიც ასევე გაეგზავნა საწარმოს. ზემოაღნიშნული დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის საბოლოო ანგარიშები წარედგინა კომისიას და განხილულ იქნა საჯარო სხდომაზე, კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. 2.3.4. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი (ბუნებრივი გაზის სექტორი) ბუნებრივი გაზის სექტორში მოქმედი ექვსი უმსხვილესი კომპანიის (ტრანსპორტირების ქსელში – შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“, შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ და სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, ხოლო განაწილების ქსელში – შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“) მიერ 2025 წლისთვის დაგეგმილი იყო 83,578 ათასი ლარის ინვესტიცია, ხოლო ფაქტობრივად შესრულებულმა ინვესტიციების ოდენობამ ჯამში შეადგინა 211,310 ათასი ლარი. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 31 250 000 211,310 200 000 150 000 100 000 83,578 50 000 დაგეგმილი ფაქტიური ნახაზი 2.7. ბუნებრივი გაზის სექტორში 2025 წლისთვის დაგეგმილი და ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციები (ათასი ლარი) 2025 წელს ბუნებრივი გაზის სექტორში განხორციელებული ინვესტიციებიდან 162,281 ათასი ლარის ოდენობის შესრულდა საწარმოთა საკუთარი სახსრებით, ხოლო 49,029 ათასი ლარის – მესამე მხარის დაფინანსებით. მაღალი წნევის მაგისტრალურ გაზსადენებს, რომელთა ძირითადი ნაწილიც შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრის“ მფლობელობაშია, საიჯარო ხელშეკრულების საფუძველზე ოპერირებას უწევს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა-რეაბილიტაციისა და განვითარების მიმართულებით სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“, შპს „საქართველოს ბუნებრივი გაზის გადამცემი ქსელის მესაკუთრისა“ და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გაწეულ იქნა ინვესტიციები 13,193 ათასი ლარის ოდენობით, ხოლო ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაციისა და სალიცენზიო საქმიანობის უზრუნველყოფის მიზნით მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიერ, რამაც შეადგინა 198,116 ათასი ლარი. აღნიშნული ინფორმაცია საქმიანობებისა წარმოდგენილია ნახაზებზე 2.8 და 2.9. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში და დაფინანსების წყაროს მითითებით 32 0 0% 13,193 6% 198,116 94% ტრანსპორტირება განაწილება ნახაზი 2.8. ბუნებრივი გაზის სექტორში 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციები საქმიანობების მიხედვით (ათასი ლარი) 49 029 23% საკუთარი სახსრებით სესხით 162 281 77% მესამე მხარის დაფინანსებით ნახაზი 2.9. ბუნებრივი გაზის სექტორში 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციების დაფინანსების წყარო (ათასი ლარი) 2025 წლისთვის ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობის ფარგლებში შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ დაგეგმილი ინვესტიცია შეადგენდა 16,040 ათას ლარს, სს „საქორგგაზის“ – 18,529 ათას ლარს, ხოლო შპს „თბილისი ენერჯის“ – 34,607 ათას ლარს, რამაც ჯამში შეადგინა 69,176 ათასი ლარი. ამავე წელს ფაქტობრივად განხორციელდა ჯამში 198,116 ათასი ლარის ინვესტიცია, მათ შორის, 149,087 ათასი ლარის – საკუთარი სახსრებით, ხოლო 49,029 ათასი ლარის – მესამე პირების (მომხმარებლების) დაფინანსებით. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 33 ბუნებრივი გაზის განაწილების საქმიანობაში 2025 წელს ფაქტობრივ ინვესტიციებში შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ წილი შეადგენს 46%-ს, ღირებულებით - 90,470 ათას ლარს. მათ შორის, საანგარიშო წელს საკუთარი სახსრებით შესყიდულ იქნა და ექსპლუატაციაშია 15,698 ათასი ლარის ღირებულების გაზგამანაწილებელი ქსელი. ასევე 37,891 ათასი ლარის ღირებულების ინვესტიცია განხორციელდა არსებული გაზგამანაწილებელი ქსელების მშენებლობა/რეაბილიტაციის კუთხით. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან შესრულდა ახალი მომხმარებლების მიერთებისა და გაზიფიცირების სამონტაჟო სამუშაოები, რაზეც ჯამში დაიხარჯა 27,337 ათასი ლარი, მათ შორის, საკუთარი სახსრებით – 11,157 ათასი ლარი, ხოლო მესამე მხარის (მომხმარებლების) დაფინანსებით– 16,180 ათასი ლარი. ამასთან, საწარმოს მიერ შეძენილ იქნა ავტოსატრანსპორტო საშუალებები, საოფისე ავეჯი და ინვენტარი, ორგტექნიკა, სპეციალური ინსტრუმენტები და არამატერიალური აქტივი. სს „საქორგგაზის“ მიერ 2025 წელს საკუთარი სახსრებით განხორციელდა ჯამში 44,619 ათასი ლარის ინვესტიცია, კერძოდ, საანგარიშო წელს შესყიდულ იქნა 10,106 ათასი ლარის ღირებულების გაზგამანაწილებელი ქსელი, არსებული ქსელების სამშენებლოსარეაბილიტაციო სამუშაოებზე დაიხარჯა 22,202 ათასი ლარი, მრიცხველების შეცვლა/გამოტანაზე – 1,071 ათასი ლარი. ამასთან, საწარმოს მიერ შეძენილ იქნა სატრანსპორტო საშუალებები, საოფისე ავეჯი და ინვენტარი, ორგტექნიკა და სპეციალური დანიშნულების ინსტრუმენტები, ადმინისტრაციულ და საოპერაციო შენობა-ნაგებობებს ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან შესრულდა გაზიფიცირების სამუშაოები (საკუთარი სახსრებით – 3,539 ათასი ლარის და მესამე მხარის დაფინანსებით - 5,826 ათასი ლარის) და მიერთდა ახალი აბონენტები. რაც შეეხება შპს „თბილისი ენერჯის“, 2025 წელს საწარმომ ფაქტობრივად განახორციელა 57,201 ათასი ლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტები, მათ შორის, საკუთარი სახსრებით – 30,177 ათასი ლარის, ხოლო მესამე პირების დაფინანსებით – 27,023 ათასი ლარის. ინვესტიციების მნიშვნელოვან წილს შეადგენს ბუნებრივი გაზის აღრიცხვის მოწყობილობები (მრიცხველების შეცვლა), გაზგამანაწილებელი ქსელის მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო/სარეკონსტრუქციო სამუშაოებსა (მათ შორის, მიწისქვეშა ამორტიზებული გაზსადენების) და გაზიფიკაციაზე გაწეული დანახარჯები. დედაქალაქის გაზმომარაგების სისტემის სტაბილურობის მიზნით კომპანიამ 2025 წელს განახორციელა არსებული ავარიული და დაზიანებული ქსელის, გაზმარეგულირებელი სადგურებისა და პუნქტების განახლება და რეაბილიტაცია, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს ქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებას, გაზის წნევის დარეგულირებას, ავარიების შემცირება-აღმოფხვრას, აღრიცხვიანობის მოწესრიგებას, ბუნებრივი გაზის როგორც ტექნიკური, ისე კომერციული დანაკარგების შემცირებას, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის ამაღლებას. შეძენილ იქნა ტექნიკური და გაზის აღრიცხვისთვის საჭირო აღჭურვილობა, გაზსადენების გამოკლევების ხელსაწყოები, მანქანამექანიზმები, საოფისე ინვენტარი და არამატერიალური აქტივები. შესრულდა ახალი მომხმარებლების გაზიფიცირების სამონტაჟო სამუშაოები (საკუთარი სახსრებით – 7,571 ათასი ლარის და მესამე მხარის დაფინანსებით - 27,023 ათასი ლარის), მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიებიდან გამოტანილ იქნა მრიცხველები და სხვ. საწარმოს მიერ წინა წლებში დაიწყო და ინტენსიურად გრძელდება დედაქალაქის გაზგამანაწილებელი ქსელის გეოინფორმაციულ სისტემაში მოყვანის პროცესი, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა არსებული ქსელის გეორეფერენსირება. აღნიშნული პროცესი მიზნად ისახავს გაზსადენების ზუსტი აღწერილობის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 34 შედგენასა და მათ შემდგომ რეგისტრაციას, რაც მნიშვნელოვანია ქალაქის მზარდი განაშენიანების პირობებში გაზმომარაგების ინფრასტრუქტურის სწორი განვითარებისა და დაგეგმვისათვის. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების – შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზის“ მიერ 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციები წარმოდგენილია ნახაზზე 2.10. ინვესტიცია ბუნებრივი გაზის განაწილების სექტორში (1000 ლარი) შპს სს „საქორგგაზი" „თბილისი 50,445 ენერჯი" 25% 57,201 29% შპს „სოკარ ჯორჯია გაზი" 90,470 46% ნახაზი 2.10. ბუნებრივი გაზის სექტორში 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციები განაწილების ლიცენზიატების მიხედვით (ათასი ლარი) 2.4. წყალმომარაგების სექტორის სატარიფო რეგულირება 2.4.1. წყალმომარაგების სექტორში მოქმედი ტარიფები საანგარიშო წელს წყალმომარაგების სექტორის ლიცენზიატებისთვის კომისიის მიერ დადგენილი ტარიფების ცვლილება არ განხორციელებულა. წყალმომარაგების სექტორში დღეს მოქმედი ტარიფები წარმოდგენილია დანართებში №12-14. 2.4.2. ტარიფების შედარებითი ანალიზი საქართველოში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფების სიმძიმის შეფასების მიზნით ცხრილში 4 და ნახაზზე 2.11 წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფები. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 35 ქვეყანა საქართველო სომხეთი აზერბაიჯანი ჩრდილოეთ მაკედონია უკრაინა ბოსნია ჰერცოგოვინა თურქეთი სერბეთი მონტენეგრო ალბანეთი მოლდოვა საბერძნეთი უნგრეთი ბულგარეთი პორტუგალია რუმინეთი ხორვატია ლიეტუვა ესპანეთი ესტონეთი იტალია სლოვენია ლატვია მალტა სლოვაკეთი პოლონეთი კვიპროსი საფრანგეთი შვედეთი ავსტრია ჩეხეთი შვეიცარია ლუქსემბურგი ფინეთი ნიდერლანდები დიდი ბრიტანეთი ბელგია ნორვეგია ისლანდია გერმანია დანია ლარი/მ³ 0.50 1.45 1.62 2.17 2.52 3.13 3.15 3.32 3.34 3.45 3.59 4.17 4.44 5.98 6.47 6.91 6.91 7.02 7.51 7.98 8.06 8.33 8.94 10.45 11.08 11.73 12.34 12.88 14.83 16.09 16.23 16.37 16.53 17.27 18.40 18.64 20.42 20.48 21.38 21.41 27.69 ცხრილი 4. წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფები რეგიონის და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (ლარი/მ3; გადასახადების ჩათვლით) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 36 საყოფაცხოვრებო ტარიფი (ლარი/მ3) 30.00 25.00 20.00 15.00 10.00 5.00 - ნახაზი 2.11. წყალმომარაგების საყოფაცხოვრებო ტარიფები რეგიონის და ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (ლარი/მ3; გადასახადების ჩათვლით) 2.4.3. საინვესტიციო პროექტების შესრულების ანალიზი წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების მიერ თითოეული მომხმარებლისთვის 24-საათიანი, უწყვეტი წყალმომარაგების მომსახურებით უზრუნველყოფის მიზნით, არსებულის რეაბილიტაციისა და აგრეთვე ახალი ქსელის მშენებლობისა თუ აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების კუთხით, წყალმომარაგების ორი მსხვილი ლიცენზიატი საწარმოს – შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ და შპს„საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ მიერ 2025 წელს ფაქტობრივად განხორციელებულმა ინვესტიციამ ჯამში შეადგინა 669,979 ათასი ლარი. აღნიშნული ინფორმაცია, ლიცენზიატებისა და დაფინანსების წყაროს მითითებით, წარმოდგენილია ნახაზებზე 2.12, 2.13 და 2.14. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 37 800 000 669,979 700 000 600 000 545,018 500 000 400 000 300 000 200 000 100 000 დაგეგმილი ფაქტიური ნახაზი 2.12. წყალმომარაგების სექტორში 2025 წლისთვის დაგეგმილი და ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციები (ათასი ლარი) 104,656 16% შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" 565,323 84% ნახაზი 2.13. წყალმომარაგების სექტორში 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციები ლიცენზიატების მიხედვით (ათასი ლარი) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 38 14,903 2% 252,242 38% 402,834 60% საკუთარი სახსრებით სესხით მესამე მხარის დაფინანსებით ნახაზი 2.14. წყალმომარაგების სექტორში 2025 წელს განხორციელებული ინვესტიციების დაფინანსების წყარო (ათასი ლარი) 2.5. მელიორაციის სატარიფო რეგულირება და დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი საანგარიშო წელს დამტკიცდა პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფები 2026 წლის 1 აპრილიდან 2028 წლის 1 იანვრამდე მოქმედების ვადით.35 „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით, დადგინდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციებისთვის წყლის საბითუმო მიწოდების, ხოლო სხვა წყალმომხმარებლისთვის წყლის საცალო მიწოდების საფასური. ამასთან, საფასურები დადგენილია როგორც გამრიცხველიანებული (ყოველი მოხმარებული ერთეულისთვის - 1მ3), ასევე გაუმრიცხველიანებელი მომხმარებლებისთვის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2023 წლის 30 აგვისტოს №2-686 ბრძანებით დამტკიცებული ერთწლოვანი და მრავალწლოვანი კულტურების მორწყვის ნორმების გათვალისწინებით. საანგარიშო წელს განხორციელდა შპს „საქართველოს მელიორაციის“ დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტი.36 საწყის ეტაპზე შემუშავდა და საწარმოს წარედგინა დანახარჯების 35 იხ. კომისიის 2025 წლის 26 დეკემბრის №53 დადგენილება. ამ დრომდე სექტორში მოქმედებდა „სამელიორაციო მომსახურების ტარიფების შესახებ” 2011 წლის 1 თებერვლის №2 დადგენილება, რომელიც კომისიამ გამოსცა „მიწების მელიორაციის შესახებ“ საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე. 36 მელიორაციის სექტორში სატარიფო რეგულირებას დაქვემდებარებული საწარმოების დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის 2025 წლის გეგმა დამტკიცდა კომისიის 2024 წლის 19 დეკემბრის №48/2 გადაწყვეტილებით. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 39 მარეგულირებელი აუდიტის პირველადი ანგარიში. საწარმომ კომისიის მიერ დათქმულ ვადაში წარმოადგინა კომენტარები, რომლებიც განიხილა აუდიტის ჯგუფმა და მოამზადა შესაბამისი საპასუხო განმარტებები. დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის წესით გათვალისწინებული ეტაპებისა და პროცედურების გავლის შედეგად ჩამოყალიბდა დანახარჯების მარეგულირებელი აუდიტის საბოლოო ანგარიში, რომელიც ასევე გაეგზავნა შესაბამის რეგულირებულ საწარმოს, წარედგინა კომისიას და განხილულ იქნა საჯარო სხდომაზე. 3. ელექტროენერგეტიკის სექტორი 3.1. ელექტროენერგიის ბაზარი საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორში მიმდინარეობს მნიშვნელოვანი რეფორმა, რაც დაკავშირებულია ელექტროენერგიის ბაზრის ლიბერალიზაციისა და ევროპის ენერგეტიკულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესებთან. ამ რეფორმის მიზანია საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში კონკურენციის დონის ზრდა, ინვესტიციების მოზიდვა და მომხმარებლებისათვის უკეთესი ელექტრომომარაგების პირობების შექმნა. 2024 წლის 1 ივლისს საქართველოში ამოქმედდა ენერგეტიკული ბირჟა, კერძოდ, ელექტროენერგიის დღით ადრე და დღიური ბაზრები. შესაბამისად, ამ ეტაპზე საქართველოში მოქმედებს ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი, რომელიც ინარჩუნებს საბითუმო ბაზრის არსებულ სტრუქტურას, თუმცა დამატებულია ენერგეტიკული ბირჟის სეგმენტი. შესაბამისად, 2025 წლის ბოლოს არსებული მდგომარეობით, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის მოქმედი სტრუქტურა მოცემულია ნახაზზე 3.1. ნახაზი 3.1. ელექტროენერგიის ბაზრის მოქმედი სტრუქტურა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 40 საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობა ხორციელდება ელექტროენერგიის ბირჟაზე ორმხრივი ხელშეკრულებების საშუალებით ან/და საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე. ელექტროენერგიის ბაზარზე ელექტროენერგიის მწარმოებლები და მიმწოდებლები საქმიანობენ საქართველოს მთავრობის მიერ დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულების ფარგლებში და კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებით. ელექტროენერგიის ბირჟაზე ელექტროენერგიის ყიდვა/გაყიდვა ნებაყოფლობითია და ამის უფლება აქვთ საბითუმო ბაზრის შემდეგ მონაწილეებს: • პირდაპირ მომხმარებლებს, საწარმოს მოხმარების უზრუნველყოფის მიზნით; • უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით; • საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით; • თავისუფალ მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით; • ბოლო ალტერნატივის მიმწოდებელს, მისაწოდებელი ელექტროენერგიის შესყიდვის მიზნით; • ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს, გადამცემ ქსელში დანაკარგების და ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ტრანზიტის უზრუნველყოფისათვის დანაკარგების შესყიდვის მიზნით; • გამანაწილებელი სისტემის ოპერატორს, განაწილების ქსელში დანაკარგების შესყიდვის მიზნით; • ელექტროსადგურს, გამომუშავებული ელექტროენერგიის იმ ნაწილში, რომელშიც არ აქვს დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება; • ელექტროსადგურს, რომელსაც არ უდგინდება ტარიფი და არ აქვს დაკისრებული საჯარო მომსახურების ვალდებულება; • ელექტროსადგურს, რომელსაც გააჩნია ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, ამ ხელშეკრულების თანახმად, ელექტროენერგიის სავალდებულო გაყიდვისაგან თავისუფალ პერიოდში; • ელექტროსადგურს, რომელიც სარგებლობს მხარდაჭერის სქემით − ამ ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ნაწილში, მხარდაჭერის პერიოდისგან თავისუფალ პერიოდში. რაც შეეხება ელექტროენერგიის ორმხრივი ხელშეკრულებებით ვაჭრობას, იგი შესაძლებელია საბითუმო ბაზრის ყველა მონაწილისათვის, ელექტროენერგიის ფასსა და 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 41 მოცულობაზე შეთანხმების საფუძველზე. საბალანსო ელექტროენერგიის ბაზარზე ივაჭრება მწარმოებლების მიერ ფაქტობრივად გამომუშავებული ან/და მომხმარებლების მიერ ფაქტობრივად მოხმარებულ ელექტროენერგიასა და ბირჟაზე ან/და ორმხრივი ხელშეკრულებებით ნავაჭრ ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის განსხვავებები. საცალო ბაზარზე კომისიის მიერ დადგენილი ტარიფებით ელექტროენერგიის მიწოდებას ახორციელებს უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისა და მცირე საწარმოებისათვის, ელექტროენერგიის საჯარო მომსახურების სახით მიმწოდებელი კი – სხვა კატეგორიის მომხმარებლებისათვის. სს „თელასის“ სალიცენზიო არეალში ფუნქციონირებს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ (თელმიკო), ხოლო სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სალიცენზიო არეალში – სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“. დერეგულირებული ფასით ელექტროენერგიის მიწოდებას 2024 წლის მარტიდან ახორციელებს 1 თავისუფალი მიმწოდებელი. საცალო მომხმარებლები ბაზარზე წარმოდგენილი არიან საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებით. 2016 წლიდან აღნიშნულ კატეგორიებს დაემატა საცალო მომხმარებელი, რომელიც ფლობს განახლებადი ენერგიის წყაროზე მომუშავე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურს. ელექტროენერგეტიკული ბაზრის სამიზნე მოდელი ითვალისწინებს ბაზრის ტრანსფორმაციის მნიშვნელოვან ეტაპებს, რაც ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის (შემდგომში - კონცეფცია) შესაბამისად, 2020 წელს დაიწყო და ეტაპობრივად მიმდინარეობს. აღნიშნული გულისხმობს როგორც მიწოდების, ისე მოხმარების მხარის გახსნასა და გასვლას როგორც საბითუმო, ასევე საცალო კონკურენტულ ბაზარზე, ვაჭრობის პერიოდის ერთი თვიდან ერთ საათზე გადასვლას და უბალანსობაზე პასუხისმგებლობის შემოტანას. ნახაზზე 3.2 მოცემულია ელექტროენერგიის ბაზრის ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპები. ნახაზი 3.2. საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ტრანსფორმაციის მნიშვნელოვანი ეტაპები 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 42 საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ტრანსფორმაცია წარმოადგენს კომპლექსურ პროცესს, რომელიც მოითხოვს როგორც სამართლებრივი, ასევე სტრუქტურული რეფორმების განხორციელებას, მათი წარმატება კი ხელს შეუწყობს ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, ინვესტიციების მოზიდვას და მომხმარებლებისთვის უფრო კონკურენტული და გამჭვირვალე ბაზრის შექმნას. აღნიშნული მოდელი დიდ როლს შეასრულებს ენერგეტიკულ ქსელში განვითარების და ინვესტიციების ეფექტიანობის მიღწევაში, უზრუნველყოფს ენერგეტიკული რესურსების ეფექტიან მართვას და ოპტიმალურ გამოყენებას. ხარჯების ამსახველი და გამჭვირვალე ფასები დაეხმარება მომხმარებელს, უფრო სამართლიან და კონკურენტულ პირობებში გააკეთოს არჩევანი და მოიხმაროს ელექტროენერგია, გახდეს ელექტროენერგიის ბაზრის აქტიური მონაწილე. სამიზნე მოდელი წაახალისებს ბაზრის მონაწილეებს, განავითარონ ტექნოლოგიური ინოვაციები და დამატებითი სერვისები. გამჭვირვალე მარეგულირებელი ჩარჩო და ფასწარმოქმნა ბაზარზე ხელს შეუწყობს დამატებითი გენერაციის წყაროებში ინვესტიციებს და ახალი ბაზრის მონაწილეების გაჩენას, რაც უზრუნველყოფს საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდების საიმედოობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 43 3.2. ელექტროენერგიის ბაზრის ძირითადი მახასიათებლები 2025 წელს საქართველოს ელექტროენერგეტიკის სექტორის ძირითადი მახასიათებლები (მიწოდებისა და მოხმარების მაჩვენებლები) მოცემულია ნახაზზე 3.3. ნახაზი 3.3. ელექტროენერგეტიკული ბალანსი 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 44 13,988 14,550 14,127 13,449 13,982 14,162 13,568 14,614 2023 2024 2025 11,620 13,003 2019 2022 11,922 12,843 2018 12,431 14,047 11,315 12,127 2017 2021 11,365 11,285 2016 10,943 12,400 10,593 10,632 2015 წარმოება 2020 10,154 10,402 2014 მლნ კვტ.სთ 15,000 14,000 13,000 12,000 11,000 10,000 9,000 8,000 7,000 6,000 5,000 4,000 3,000 2,000 1,000 0 მოხმარება ნახაზი 3.4. ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) და მოხმარება 2025 წელს ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) წინა წელთან შედარებით 3%ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 4%-ით შემცირდა. ექსპლუატაციაში შევიდა 4 ჰიდროელექტროსადგური და 6 მზის ელექტროსადგური, ჯამური დადგმული სიმძლავრით 87 მგვტ, საიდანაც ყველაზე დიდი სადგური არის 53 მგვტ დადგმული სიმძლავრის, ხოლო დანარჩენი - მცირე სიმძლავრის. 2016-2025 წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ყოველწლიურად საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება საშუალოდ 2.7%-ით იზრდება. რაც შეეხება ელექტროენერგიის მოხმარებას, 2025 წელს წინა წელთან შედარებით 3.2%ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 8.7%-ით გაიზარდა. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 2016-2025 წლებში საშუალოდ ყოველწლიურად 3.4%-ით იზრდებოდა. ელექტროენერგიის წარმოების სტრუქტურაში თბოსადგურებიდან გამომუშავებული (სალტეზე გაცემული) ელექტროენერგიის წილი 2024 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად, 1.6%ით, ხოლო 2023 წელთან შედარებით 19.8%-ით შემცირდა და ჯამურად წარმოებულ ელექტროენერგიაში აღნიშნულის წილმა 19.6% შეადგინა. ჰიდროელექტროსადგურებიდან გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი აღნიშნულ სტრუქტურაში 79.8%-ია, ხოლო ქარის ელექტროსადგურის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის წილი 0.6%-ს შეადგენს (იხ. ნახაზი 3.5). 2025 წლის მეორე ნახევრიდან ექსპლუატაციაში შესული მზის ელექტროსადგურების ჯამური გამომუშავება 5 მლნ კვტ.სთ-ია და 2025 წლის სტრუქტურულ გადანაწილებაში უმნიშვნელო წილი აქვს. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 45 ნახაზი 3.5. ელექტროსადგურების მიერ სალტეზე გაცემული ელექტროენერგიის სტრუქტურა 2025 წელს მომხმარებლებზე მიწოდებული ელექტროენერგიის სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილით (51.9%) ელექტროენერგიის რეგულირებული მიმწოდებელი კომპანიებია (უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი და საჯარო მომსახურების მიმწოდებელი) წარმოდგენილი. აღსანიშნავია, რომ წინა წელს შესაბამისი მონაცემი 52%-ს შეადგენდა. პირდაპირი მომხმარებლების წილი 22%-დან 23.6%-მდე გაიზარდა, ხოლო აფხაზეთზე მიწოდებული ელექტროენერგიის წილი შემცირდა 18%-დან 17%-მდე. ელექტროენერგეტიკულ ბაზარზე 2024 წლის მარტიდან საქმიანობა დაიწყო თავისუფალმა მიმწოდებელმა, რომლის წილი ჯერჯერობით მხოლოდ 0.1%-ია (იხ. ნახაზი 2.7). ნახაზი 3.6. ელექტროენერგიის შიდა მოხმარების სტრუქტურა საქართველოს ელექტროენერგიის მოხმარების მრუდის (იხ. ნახაზი 2.8) მიხედვით, როდესაც საქართველოზე არ მოქმედებს გარე ფაქტორები, ელექტროენერგიის მოხმარება იზრდება წლიდან წლამდე. 2020 და 2023 წელს გამოწვეული კლება ელექტროენერგიის მოხმარებაში გამოწვეული იყო გარე ფაქტორებით, კერძოდ, 2020 წელს - კოვიდპანდემიით, ხოლო 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 46 2023 წელს - რუსეთ-უკრაინას შორის ომით და, შედეგად, მსოფლიო ბაზარზე ფეროშენადნობთა ფასების კლებით, რის გამოც ამ სექტორში ელექტროენერგიის მოხმარება ქვეყანაში შემცირდა. ნახაზი 3.7. ელექტროენერგიის შიდა მოხმარება, მლრდ კვტ.სთ 2025 წელს ელექტროენერგიის იმპორტი 2024 წელთან შედარებით 26.9%-ით გაიზარდა, ხოლო ექსპორტი 51.2%-ით შემცირდა (იხ. ნახაზი 3.8). ნახაზი 3.8. ელექტროენერგიის იმპორტი და ექსპორტი ელექტროენერგიის იმპორტისა და ექსპორტის შესახებ ინფორმაცია ქვეყნების მიხედვით მოცემულია ნახაზებზე 3.9 და 3.10. აღსანიშნავია, რომ რუსეთიდან განხორციელებული იმპორტის 74.5% მოხმარდა აფხაზეთის ელექტრომომარაგების უზრუნველყოფას. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 47 ნახაზი 3.9. ელექტროენერგიის იმპორტი ქვეყნების მიხედვით ნახაზი 3.10. ელექტროენერგიის ექსპორტი ქვეყნების მიხედვით 2025 წელს განხორციელდა 870 მლნ კვტ.სთ ტრანზიტი, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 19%-ით ნაკლებია. მათ შორის 646 მლნ კვტ.სთ-ის ტრანზიტი განხორციელდა აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 36%ით ნაკლებია, 179 მლნ კვტ.სთ-ის - რუსეთიდან თურქეთის მიმართულებით, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 200%-ით მეტია, ხოლო 45 მლნ კვტ.სთ-ის - სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით. 2024 წელს სომხეთიდან თურქეთის მიმართულებით ტრანზიტი არ განხორციელებულა. ნახაზი 3.11. ტრანზიტი (მლნ კვტ.სთ) 2025 წლის ელექტროენერგიის თვიური გამომუშავება-მოხმარების ბალანსიდან გამომდინარე, ზამთრის პერიოდში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილდა ადგილობრივი გენერაციის სიმძლავრეებით და საჭირო გახდა ელექტროენერგიის იმპორტი. ზაფხულის პერიოდში, წყალუხვობიდან გამომდინარე, განხორციელდა ჭარბი ელექტროენერგიის ექსპორტი მეზობელ ქვეყნებში (იხ. ნახაზი 3.12). 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 48 ნახაზი 3.12. ელექტროენერგიის წარმოება (სალტეზე გაცემა) - მოხმარება თვეების მიხედვით საქართველოში ელექტროენერგიის მიწოდება და მოხმარება ხასიათდება სეზონურობით. საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება ზამთრის პერიოდში უფრო მაღალია, ვიდრე ზაფხულში, ხოლო ელექტროენერგიის მიწოდება სეზონურობის საპირისპირო ტენდენციით ხასიათდება. შესაბამისად, ელექტროენერგიის დატვირთვის მხრივ, საქართველო 2024 წლამდე ზამთრის პიკის ქვეყანა იყო, თუმცა, როგორც ნახაზზე 3.13-ზეა ნაჩვენები, სიტუაცია 2024 წელს შეიცვალა და საქართველო ზაფხულის პიკის ქვეყანა გახდა. აღნიშნული ტენდენცია გაგრძელდა 2025 წელს. ყოველწლიურად იზრდება როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის პიკური დატვირთვები. ნახაზი 3.13. 2016-2025 წლებში მოხმარების დატვირთვის ანალიზი, მგვტ. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 49 3.2.1. საბითუმო ბაზარი 2025 წელს საბითუმო ბაზარზე ელექტროენერგიით ვაჭრობაში მონაწილეობა მიიღო 61-მა პირდაპირმა მომხმარებელმა, 11-მა საბითუმო მიმწოდებელმა, 84-მა მწარმოებელმა და 8 ექსპორტიორმა. ნავაჭრი ელექტროენერგიის რაოდენობამ შეადგინა 15,125 მლნ კვტ.სთ, მათ შორის ორმხრივი ხელშეკრულებებით (აფხაზეთის ჩათვლით) – 10,542 მლნ კვტ.სთ, საბალანსო ბაზარზე – 4,453 მლნ კვტ.სთ, ენერგეტიკულ ბირჟაზე - 130 მლნ კვტ.სთ. ნახაზი 3.14. საბითუმო ბაზრის სტრუქტურა 3.2.1.1. ორმხრივი ხელშეკრულებები 2025 წელს პირდაპირი ხელშეკრულებით გაყიდული ელექტროენერგიის 23.6% მოხმარდა აფხაზეთის მომარაგებას, უნივერსალური და საჯარო მომსახურების მიმწოდებლებმა შეისყიდეს 47.2%, პირდაპირმა მომხმარებლებმა – 24.7%, ექსპორტიორებმა – 4.4%, ხოლო თავისუფალმა მიმწოდებელმა – 0.2%. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 50 ნახაზი 3.15. პირდაპირი ხელშეკრულებებით ელექტროენერგიის ყიდვა-გაყიდვის სტრუქტურა, 2025 წელი 2025 წელს საბითუმო მიმწოდებლებმა ჯამში შეიძინეს 1,138 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, რომელიც თითქმის მთლიანად გაყიდეს პირდაპირ მომხმარებლებზე. საბითუმო მიმწოდებლებს შორის ელექტროენერგიის რეალიზაციაში სამი მსხვილი საბითუმო მიმწოდებლის წილმა შეადგინა 80.6%, საბითუმო მიმწოდებლების ელექტროენერგიის გაყიდვის საშუალო შეწონილმა ფასმა კი – 14.6 თეთრი/კვტ.სთ. 2025 წელს პირდაპირმა მომხმარებლებმა პირდაპირი ხელშეკრულებებით შეისყიდეს ჯამში 2,607 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია, საიდანაც ელექტროენერგიის მწარმოებლებისგან შეისყიდეს 56%, ხოლო საბითუმო მიმწოდებლებისგან – 44%. პირდაპირი მომხმარებლების შესყიდვის საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა დაახლოებით 10.6 თეთრი/კვტ.სთ. 2025 წელს ელექტროენერგიის მწარმოებლებმა პირდაპირი ხელშეკრულებებით გაყიდეს 7,559 მლნ კვტ.სთ (საკუთარ საწარმოებზე ნულოვან ფასად რეალიზაციის, აფხაზეთის და ექსპორტის გარეშე), ხოლო გაყიდვის საშუალო შეწონილმა ფასმა შეადგინა დაახლოებით 8.3 თეთრი/ კვტ.სთ. 3.2.1.2. ენერგეტიკული ბირჟა 2025 წელს ენერგეტიკულ ბირჟაზე ნავაჭრმა ელექტროენერგიის მოცულობამ ჯამში შეადგინა 130,135 მგვტ.სთ, ხოლო საშუალო შეწონილმა ფასმა - 131.3 ლარი/მგვტ.სთ. აღნიშნული ელექტროენერგიის ძირითადი ნაწილი ქსელში დანაკარგების დასაფარად შეისყიდეს გამანაწილებელი და გადამცემი სისტემის ოპერატორებმა, რომლებმაც საბალანსო 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 51 ელექტროენერგიის ყიდვის ნაცვლად, ელექტროენერგიის ბირჟაზე ყიდვით, 2025 წელს ჯამში დაზოგეს 2.3 მლნ ლარამდე. ნახაზი 3.16. ნავაჭრი ელექტროენერგიის მოცულობა (მგვტ.სთ) და ფასი (ლარი/მგვტ.სთ) 3.2.1.3. საბალანსო ელექტროენერგია 2025 წელს საბალანსო ელექტროენერგიის ოდენობამ შეადგინა 4,453 მლნ კვტ.სთ, ხოლო საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა – 16.022 თეთრი/კვტ.სთ, რაც 5.2%ით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან (15.232 თეთრი/კვტ.სთ) შედარებით. ნახაზი 3.17. საბალანსო ელექტროენერგიის მოცულობა (მლნ.კვტ.სთ) და ფასი (თეთრი/კვტ.სთ) 2025 წელს საბალანსო ელექტროენერგიის ყველაზე მაღალი ფასი დაფიქსირდა თებერვალში (16.790 თეთრი/კვტ.სთ), ხოლო ყველაზე დაბალი – მაისში (13.630 თეთრი/კვტ.სთ). 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 52 ნახაზი 3.18. საბალანსო ელექტროენერგიის გაყიდვის სტრუქტურა, 2024-2025 წლები 2025 წელს საბალანსო ელექტროენერგია შეისყიდეს: საჯარო მომსახურების მიმწოდებლებმა, ჯამში 2,045 მლნ კვტ.სთ (45.9%), უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებმა – 563 (12.6%) მლნ კვტ.სთ, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა დანაკარგების დასაფარად – 948 მლნ კვტ.სთ (21.3%), ექსპორტიორმა – 52 მლნ კვტ.სთ (1.2%), პირდაპირმა მომხმარებლებმა – 842 მლნ კვტ.სთ (18.9%) და თავისუფალმა მიმწოდებელმა – 3 მლნ კვტ.სთ (0.1%). 2024 წელს საბალანსო ელექტროენერგია შეისყიდეს: საჯარო მომსახურების მიმწოდებლებმა, ჯამში 2,034 მლნ კვტ.სთ (49.1%), უნივერსალური მომსახურების მიმწოდებლებმა – 718 (17.3%) მლნ კვტ.სთ, გადამცემი და გამანაწილებელი სისტემის ოპერატორებმა დანაკარგების დასაფარად – 1,107 მლნ კვტ.სთ (26.7%), ექსპორტიორმა – 13 მლნ კვტ.სთ (0.3%) და პირდაპირმა მომხმარებლებმა – 223 მლნ კვტ.სთ (5.4%). 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 53 ნახაზი 3.19. საბალანსო ელექტროენერგიის შესყიდვის სტრუქტურა, 2024-2025 წლები 3.2.2. საცალო ბაზარი 2025 წელს რეგულირებული მიმწოდებლების მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებულმა ჯამურმა ელექტროენერგიამ შეადგინა 7,580 მლნ კვტ.სთ, რაც წინა წელთან შედარებით 3.7%-ით არის გაზრდილი. ნახაზი 3.20. რეგულირებული მიმწოდებლების მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდება (მლნ კვტ.სთ) 2025 წელს საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარების 40% თბილისში ფიქსირდება. რაც შეეხება ერთი აბონენტის მიერ ქვეყნის მასშტაბით ელექტროენერგიის წლიურ მოხმარებას, საშუალოდ შეადგენს 1,576 კვტ.სთ-ს, მაქსიმალური მოხმარება ფიქსირდება აჭარაში, ხოლო მინიმალური - რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 54 ნახაზი 3.21. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება რეგიონების მიხედვით 2025 წელს არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებმა ელექტროენერგიის 45.8% მოიხმარეს თბილისში, ხოლო საქართველოს დანარჩენ რეგიონებში - ჯამურად 54.2%. ნახაზი 3.22. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მოხმარება (მლნ კვტ.სთ) 3.2.2.1. შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია“ 2025 წელს შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო) მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 3,288 მლნ კვტ.სთ, რაც 3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 55 ნახაზი 3.23. ელექტროენერგიის მოხმარება (მლნ კვტ.სთ) მიმდინარე წელს მოხმარება, ძაბვის საფეხურების გადანაწილდა: 0.4 კვ – 74.5%, 6-10 კვ – 25.1%, 35-110 კვ – 0.4%. მიხედვით, შემდეგნაირად ნახაზი 3.24. მოხმარება ძაბვის საფეხურების მიხედვით (მლნ კვტ.სთ) 2025 წელს საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებამ შეადგინა 1,257 მლნ კვტ.სთ, რაც 6.7%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებამ კი შეადგინა 2,031 მლნ კვტ.სთ, რაც 0.8%ით მეტია წინა წელთან შედარებით. ნახაზი 3.25. მოხმარება კატეგორიების მიხედვით (მლნ კვტ.სთ) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 56 საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 12% ფიქსირდება ელექტროენერგიის საფეხურებრივი ტარიფებით განსაზღვრულ ყველაზე დაბალ საფეხურზე, 51% – მეორე საფეხურზე, ხოლო 37% – მესამე საფეხურზე. ნახაზი 3.26. ელექტროენერგიის მოხმარება საფეხურებრივი ტარიფებით განსაზღვრული ზღვრების მიხედვით (მლნ კვტ.სთ) 3.2.2.2. სს „ეპ ჯორჯია მიწოდება“ 2025 წელს სს „ეპ ჯორჯია მიწოდების“ მიერ მომხმარებლებისთვის მიწოდებულმა ელექტროენერგიამ შეადგინა 4,292 მლნ კვტ.სთ, რაც 4.3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ნახაზი 3.27. ელექტროენერგიის მოხმარება (მლნ კვტ.სთ) მიმდინარე წელს მოხმარება, ძაბვის საფეხურების მიხედვით, შემდეგნაირად გადანაწილდა: 0.4 კვ – 79.8%, 6-10 კვ – 18.8%, 35-110 კვ – 1.4%. ნახაზი 3.28. მოხმარება ძაბვის საფეხურების მიხედვით (მლნ კვტ.სთ) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 57 2025 წელს საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებამ შეადგინა 1,895 მლნ კვტ.სთ, რაც 6.4%-ით მეტია წინა წელთან შედარებით, არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ელექტროენერგიის მოხმარებამ კი შეადგინა 2,398 მლნ კვტ.სთ, რაც 2.6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. ნახაზი 3.29. მოხმარება კატეგორიების მიხედვით (მლნ კვტ.სთ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის 16% ფიქსირდება ელექტროენერგიის საფეხურებრივი ტარიფებით განსაზღვრულ ყველაზე დაბალ საფეხურზე, 50% – მეორე საფეხურზე, ხოლო 34% – მესამე საფეხურზე. ნახაზი 3.30. ელექტროენერგიის მოხმარება საფეხურებრივი ტარიფებით განსაზღვრული ზღვრების მიხედვით (მლნ კვტ.სთ) 3.3. მომსახურების ხარისხი, მიწოდების უწყვეტობა და ელექტროენერგიის ხარისხის რეგულირება ელექტრომომარაგების საიმედოობის (უწყვეტობა) კონტროლი წარმოებს კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების ხარისხის წესების37 შესაბამისად. მომსახურების ხარისხის წესები ადგენს, მათ შორის, ელექტროენერგიის გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის მიერ მომარაგების საიმედოობის შესახებ ინფორმაციის რეგისტრაციის, ამ ინფორმაციის კომისიისათვის წარდგენისა და კომისიის ელექტრონული ჟურნალის მეშვეობით ამ მონაცემთა 37 იხ. კომისიის 2021 წლის 28 ივნისის №20 დადგენილება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 58 გაანალიზების, შემოწმებისა და მონიტორინგის წესებს, აგრეთვე, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, ითვალისწინებს მომარაგების საიმედოობის (უწყვეტობის) განსაზღვრის შემდეგ ინდექსებს: • • ერთ მომხმარებელზე ელექტრომომარაგების გამორთვების საშუალო ხანგრძლივობა - SAIDI წუთი/მომხმარებელი; ერთ მომხმარებელზე გამორთვების საშუალო სიხშირე SAIFI გამორთვა/მომხმარებელი. მომსახურების ხარისხის წესები კომპანიებს აძლევს მომხმარებელთა ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების გაუმჯობესების მოტივაციას ფინანსური წახალისების სახით. ელექტრომომარაგების საიმედოობის წლიური მაჩვენებლების გაუარესების შემთხვევაში შესაძლოა კომპანიას დაეკისროს შესაბამისი სანქცია. საანგარიშო წელს კომისიამ შეისწავლა სს „თელასის“ ჟურნალში აღრიცხული ელექტროენერგიის წყვეტები და კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, სადაც 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირდა სულ 11 963 წყვეტა, მათ შორის, ხანმოკლე წყვეტების (5 წუთამდე) რაოდენობა შეადგენდა 4 004-ს, ხოლო ხანგრძლივის (5 წუთზე მეტი ხანგრძლივობის) - 7 959-ს. 2025 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIDI-ს მაჩვენებელი შეადგენს 11 საათსა და 45 წუთს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (14 საათი და 55 წუთი) შედარებით 3 საათით და 10 წუთით გაუმჯობესდა, ხოლო შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIFI-ს მაჩვენებელი შეადგენს 8.53-ს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (9.04) შედარებით 0.51-ით გაუმჯობესდა. წინა წლის მაჩვენებლებთან მონაცემების შედარებისას (იხ. ცხრილები 1 და 2) გამოვლინდა, რომ სს „თელასის“ 2025 წლის ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული მონაცემები, კერძოდ, SAIDI-სა და SAIFI-ს მაჩვენებლები, გაუმჯობესებულია 2024 წლის საიმედოობის მაჩვენებელთან მიმართებაში. SAIDI 2025 2024 2023 2022 2021 2020 2019 2018 არაგეგმური 8:01:29 8:23:31 4:04:16 3:39:33 3:48:57 4:12:05 3:25:32 3:52:39 გეგმური 3:44:19 6:32:02 5:23:23 6:04:03 4:38:10 3:51:25 6:27:26 7:10:36 სულ 11:45:48 14:55:33 9:27:39 9:43:36 8:27:06 8:03:30 9:52:26 11:03:15 ცხრილი 1. სს „თელასის“ შიდა მიზეზით გამოწვეული SAIDI-ს მაჩვენებლები 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 59 2025 2024 2023 2022 2021 2020 2019 2018 არაგეგმური 6.95 6.45 3.53 3.38 3.85 4.07 3.20 3.30 გეგმური 1.58 2.59 2.53 2.59 2.02 1.68 2.70 2.40 სულ 8.53 9.04 6.06 5.97 5.87 5.75 5.90 5.70 SAIFI ცხრილი 2. სს „თელასის“ შიდა მიზეზით გამოწვეული SAIFI-ს მაჩვენებლები კომისიამ შეისწავლა ელექტრონულ ჟურნალში სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ აღრიცხული ელექტროენერგიის წყვეტები და კომპანიიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლის თანახმად, 2025 წლის განმავლობაში დაფიქსირდა სულ 90 367 წყვეტა, მათ შორის, ხანმოკლე წყვეტების (5 წუთამდე) რაოდენობა შეადგენდა 7 768-ს, ხოლო ხანგრძლივი წყვეტების რაოდენობა (5 წუთზე მეტი ხანგრძლივობის) - 82 599-ს. 2025 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, შიდა მიზეზით გეგმურმა და არაგეგმურმა SAIDI-ს მაჩვენებელმა შეადგინა 61 საათი და 2 წუთი, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (61 საათი და 38 წუთი) შედარებით 36 წუთით გაუმჯობესდა, ხოლო შიდა მიზეზით გეგმურმა და არაგეგმურმა SAIFI-ს მაჩვენებელმა შეადგინა 32.15, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან (31.06) შედარებით 1.09-ით გაუარესდა. რაც შეეხება მონაცემთა შედარებას წინა წლის მაჩვენებლებთან, აქაც გამოყენებულ იქნა ელექტრონული ჟურნალების მონაცემები (იხ. ცხრილები 3 და 4). გამოვლინდა, რომ სს „ენერგოპრო ჯორჯიას“ 2025 წლის მონაცემები ზოგიერთ ასპექტში გაუმჯობესებულია 2024 წლის მონაცემებთან შედარებით. SAIDI 2025 2024 2023 2022 2021 2020 2019 2018 არაგეგმური 32:31:04 32:50:12 28:39:46 31:22:20 18:55:24 20:26:52 25:41:30 32:38:46 გეგმური 28:30:58 28:48:15 26:28:46 28:47:42 20:16:35 19:05:46 29:44:50 35:32:36 სულ 61:02:02 61:38:27 55:08:32 60:10:02 39:11:59 39:32:38 55:26:20 68:11:22 ცხრილი 3. სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ შიდა მიზეზით გამოწვეული SAIDI-ს მაჩვენებლები SAIFI 2025 2024 2023 2022 არაგეგმური 21.66 20.13 20.20 25.09 გეგმური 10.49 10.93 9.51 სულ 32.15 31.06 29.71 2021 2020 2019 2018 13.88 14.44 16.90 20.00 10.83 7.62 7.11 10.40 11.87 35.92 21.50 21.55 27.30 31.88 ცხრილი 4. სს „ენერგო–პრო ჯორჯიას“ შიდა მიზეზით გამოწვეული SAIFI-ს მაჩვენებლები 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 60 დამატებით შესწავლილ იქნა შიდა მიზეზით გეგმური და არაგეგმური SAIDI-სა და SAIFI-ს მაჩვენებლები სს „თელასის“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ სერვისცენტრების მიხედვით, რომლებიც წარმოდგენილია დანართში №2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ ელექტრონულ ჟურნალში ასახული ელექტროენერგიის 12 118 წყვეტიდან კომისიამ 10 611 შემთხვევაში დაადასტურა გარე მიზეზი, ხოლო 1 507 წყვეტა განისაზღვრა შიდა მიზეზით გამოწვეულად. კომისია განაგრძობს მუშაობას ელექტროენერგიის მიწოდების უწყვეტობის მაჩვენებლების, შემდგომი დაზუსტებისა და გამომწვევი მიზეზების იდენტიფიცირების მიმართულებით. 3.4. ელექტროენერგიის დანაკარგების რეგულირება გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაა გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგების დადგენა. ქსელური კომპანიების საანგარიშო წლის ფაქტობრივი დანაკარგების ანალიზი და შედარება წინა წლის მაჩვენებელთან ობიექტურ წარმოდგენას ქმნის კომპანიების საქმიანობის ეფექტიანობასა და ქსელის დაგეგმვაგანვითარების ტენდენციებზე. საანგარიშო წელს ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ფაქტობრივმა ჯამურმა დანაკარგმა შეადგინა 277.9 გვტ.სთ, ხოლო ტრანზიტის დანაკარგის გარეშე დანაკარგმა - 261.3 გვტ.სთ, რაც ქსელში მიღებული ელექტროენერგიის 1.73%-ია (იხ. ნახაზი 2.27). აღნიშნული მაჩვენებელი 9.2%ით არის შემცირებული 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით. აღსანიშნავია ისიც, რომ ფაქტობრივი დანაკარგი გადამცემ ქსელში ნორმატიულ დანაკარგთან შედარებით 12.3%-ით შემცირდა, რადგან განხორციელდა ელექტროსადგურებზე ელექტროენერგიის აღრიცხვის კვანძების სალტიდან ელექტროგადამცემ ხაზებზე გადატანა. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 61 4.00% 3.55% 3.50% 3.00% 2.50% 2.00% 1.93% 2.06% 2.06% 2.06% 1.98% 1.88% 1.92% 1.92% 1.76% 1.50% 1.92% 1.76% 2.08% 1.92% 1.97% 1.97% 1.90% 1.73% 1.00% 0.50% 0.00% 2017 2018 2019 2020 დანაკარგები გადამცემ ქსელში 2021 2022 2023 2024 2025 ნორმატივით დადგენილი (%) ნახაზი 3.31. დანაკარგები გადამცემ ქსელში (ტრანზიტის დანაკარგის გარეშე) საანგარიშო წელს გაანგარიშდა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის“ ელექტროენერგიის გადამცემ ქსელში ნორმატიული დანაკარგები და 2026 წლის 1 იანვრიდან გადამცემ ქსელში ელექტროენერგიის ნორმატიული დანაკარგი ქსელში სრული მიღებიდან განისაზღვრა 1.82%-ით. რაც შეეხება ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის დანაკარგებს, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში ფაქტობრივმა დანაკარგმა 572.2 გვტ.სთ შეადგინა, რაც ქსელში მიღებული ელექტროენერგიის (6152.9 გვტ.სთ) 9.30%-ია და 5.4%-ით ნაკლებია წინა რეგულირების პერიოდზე დადგენილ ნორმატიულ დანაკარგზე (იხ. ნახაზი 2.28). კომისიის 2025 წლის 12 დეკემბრის №45 დადგენილებით 2026 წლის 1 იანვრიდან ელექტროენერგიის ჯამური ნორმატიული დანაკარგი სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში განისაზღვრა 10.20%-ით, მათ შორის: - 110(35) კვ ძაბვის საფეხურისათვის 2.23 %; - 10(6) კვ ძაბვის საფეხურისათვის 4.83 %; - 0.4 კვ ძაბვის საფეხურისათვის 3.14 %.“. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 62 700 12.0% 9.8% 600 9.0% 9.7% 9.8% 10.4% 9.8% 10.0% 10.4% 9.93% 9.3% 9.2% 10.0% 7.9% 500 9.8% 9.8% 9.8% 10.0% 9.8% 8.0% 8.3% 400 6.0% 300 4.0% 200 2.0% 100 430 477 527 486 511 570 576 606 572 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023 2024 2025 0 0.0% დანაკარგი (გვტ.სთ) დანაკარგი (%) ნორმატიული (%) ნახაზი 3.32. დანაკარგები სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში სს „თელასის“ გამანაწილებელი ქსელისთვის ნორმატიული დანაკარგის ოდენობა დარჩა უცვლელი - 5.96% (იხ. ნახაზი 2.29). 250 200 5.34% 5.65% 5.85% 5.85% 6.07% 6.07% 5.1% 150 4.8% 5.0% 5.96% 6.12% 6.01% 5.74% 5.74% 4.81% 7.0% 5.96% 5.82% 6.0% 5.0% 5.6% 4.0% 3.0% 100 2.0% 50 1.0% 161 151 156 158 185 198 202 230 228 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023 2024 2025 0 0.0% დანაკარგი (გვტ.სთ) დანაკარგი (%) ნორმატიული (%) დანაკარგი (%) ნორმატიული (%) ნახაზი 3.33. დანაკარგები სს „თელასის“ ქსელში 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 63 3.5. ინვესტიციების მონიტორინგი საანგარიშო წლის განმავლობაში შესწავლილ იქნა ელექტროენერგიის გადამცემ და გამანაწილებელ ქსელში სისტემის ოპერატორების მიერ შესრულებული სამუშაოები, ასევე დაგეგმილი საინვესტიციო პროექტების მიზნობრიობა. ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების ფარგლებში შეფასდა ქალაქ თბილისში, მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლის, ზემო იმერეთისა და რაჭის, სამეგრელოს, სამცხეჯავახეთის, აჭარა-გურია-იმერეთისა და კახეთის რეგიონებში განხორციელებული სამუშაოები. დამატებით, კომისიაში შემოსულ განცხადებებზე რეაგირების ფარგლებში მოწმდებოდა გამანაწილებელი ქსელი და ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრები. შესაბამის შემთხვევებში კომპანიებს დაევალათ გამანაწილებელ ქსელში ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების გაუმჯობესება, რისთვისაც საანგარიშო წელს შესრულდა საჭირო სამუშაოები და განმცხადებლები უზრუნველყოფილ იქნენ ხარისხთან შესაბამისი პარამეტრების მქონე ელექტროენერგიით. ზემოაღნიშნული მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, სატარიფო გაანგარიშების მიზნებისთვის ჩატარდა გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების მიერ 20212025 წლებში ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების მარეგულირებელი აუდიტი და შეთანხმდა 2026-2030 წლების საინვესტიციო გეგმები. 3.6. განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტიანობის ხელშეწყობა 3.6.1. ცვლილებები მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელ/მოსარგებლე მომხმარებლებსა და მიმწოდებლებს შორის ანგარიშსწორების წესში 2016 წლიდან მომხმარებელს საშუალება აქვს, ქსელთან მიაერთოს წარმოების საკუთარი საშუალება და ისარგებლოს ე.წ. ნეტო აღრიცხვის პროგრამით, რომელიც მიზნად ისახავს წარმოების საკუთარი საშუალებების განვითარებას და მომხმარებელთა მიერ გამანაწილებელი ქსელიდან მოხმარებული ელექტროენერგიის მოცულობის შემცირებას. ბევრ წამახალისებელ მექანიზმთან ერთად ნეტო აღრიცხვის სქემაში ჩართული მომხმარებლები გათავისუფლებული არიან ქსელური მომსახურების საფასურისგან. მკვეთრად გაიზარდა ამ პროგრამით მოსარგებლე მომხმარებლების რაოდენობა, კერძოდ, ნეტო აღრიცხვის სქემაში, 2025 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, ქსელთან მიერთებულია 2497 მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომელთა დადგმული სიმძლავრე შეადგენს 320 942 კვტ-ს. დადგმული სიმძლავრის მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით 123%-ით გაიზარდა, ხოლო რაოდენობის მაჩვენებელი - 48%-ით. 2016 წლიდან 2025 წლის ჩათვლით დადგმული სიმძლავრის ყოველწლიური საშუალო პროცენტული ზრდა 162.9 %-ს შეადგენდა, ხოლო რაოდენობის - 89.4%-ს. საანგარიშო წელს დადგმული სიმძლავრის ზრდის ტემპსა და მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობის ზრდის ტემპს შორის მკვეთრი განსხვავება მიუთითებს მაქსიმალური დასაშვები სიმძლავრის მქონე მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების რაოდენობის ზრდასა და ამ რეგულაციით მსხვილი სამრეწველო-კომერციული საწარმოების დაინტერესებაზე. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 64 350,000 2497 300,000 27 66 154 242 2016 2017 2018 2019 2020 2023 2024 2025 - 1000 რაოდენობა 320,942 6 364 1500 1112 143,853 731 100,000 2000 1683 69,320 150,000 37,648 4,237 კვტ. 200,000 18,181 2500 250,000 50,000 3000 500 0 2021 დადგმული სიმძლავრე (კვტ) 2022 რაოდენობა ნახაზი 3.34. 2016-2025 წლებში საქართველოში ნეტო აღრიცხვის სქემით მოსარგებლე მომხმარებლების მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების განვითარების დინამიკა ერთი მხრივ, ნეტო აღრიცხვა ეფექტიანი ინსტრუმენტია თვითგენერაციის წახალისებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, იგი იწვევს ქსელის შენახვის ხარჯების არაპროპორციულ გადანაწილებას და ჯვარედინი სუბსიდირების რისკს იმ მომხმარებელთა მიმართ, რომლებიც ასეთ სადგურებს არ ფლობენ, განსაკუთრებით, ვირტუალური ნეტო აღრიცხვის პირობებში, როდესაც გენერაციისა და მოხმარების ადგილები ერთმანეთისგან დაშორებულია და ენერგიის გადადინება ზრდის დანაკარგებს. ელექტროენერგეტიკული სისტემის მდგრადობისა და სტაბილური ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად კომისიის მიერ დამტკიცებული ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესები განსაზღვრავს მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრის ზედა ზღვარს, რომელიც თავდაპირველად შესაბამისი სისტემის ოპერატორის ქსელში პიკური დატვირთვის 2%-ს შეადგენდა და შემდგომ ეტაპობრივად გაიზარდა 20%-მდე. 2025 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელთან მიერთების განაცხადებით მოთხოვნილი და 28 თებერვლამდე მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების დადგმული სიმძლავრე გაუტოლდა გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის დადგენილ 20%-იან ზღვარს, რის შედეგადაც ახალი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერთება, პრაქტიკულად, შეიზღუდა. ამ გამოწვევის საპასუხოდ კანონში შევიდა ცვლილება, 38 რომლის თანახმად, თუ მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამურმა სიმძლავრემ მიაღწია კომისიის მიერ დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას, კომისია უფლებამოსილია დაუშვას არაუმეტეს 100 კვტ სიმძლავრის მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება ნეტო დარიცხვის პირობებით. 38 იხ. „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“2025 წლის 10 ივნისის საქართველოს კანონი. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 65 აღნიშნული გულისხმობს, რომ წარმოებული ელექტროენერგიის მოხმარებულ ელექტროენერგიასთან გაქვითვის ნაცვლად მომხმარებელი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ელექტროენერგიისთვის მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიისთვის გადაიხდის როგორც ელექტროენერგიის მიწოდების მომსახურების, ისე ელექტროენერგიის სასისტემო მომსახურებისა და ელექტროენერგიის ბაზრის ოპერირების მომსახურების საფასურს. ცვლილების თანახმად, ყველა სხვა მიკროსიმძლავრის ელექტროსადგური, რომელიც გამანაწილებელ ქსელს 2027 წლის 1 იანვრამდე მიუერთდა/მიუერთდება, კვლავ დარჩება არსებულ სქემაში (ნეტო აღრიცხვა) და მათთვის კომისიის მიერ დადგენილი ახალი სქემით (ნეტო დარიცხვა) სარგებლობა 2033 წლის 1 იანვრიდან გახდება სავალდებულო. ამავე შინაარსის ცვლილება შევიდა ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებში, ხოლო ნეტო დარიცხვის რეჟიმში ვირტუალური სარგებლობა შეიზღუდა საერთო სატრანსფორმატორო პუნქტის პრინციპით, აგრეთვე აიკრძალა გამანაწილებელ ქსელთან 100 კილოვატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთება ან უკვე მიერთებული ელექტროსადგურის დადგმული სიმძლავრის გაზრდა 100 კილოვატზე მეტად, როდესაც გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების ჯამური დადგმული სიმძლავრე აღემატება ამავე გამანაწილებელი ქსელის პიკური დატვირთვის 20 პროცენტს. საანგარიშო წელს შესაბამისი ცვლილებები შევიდა ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებშიც, რის შედეგადაც ნეტო დარიცხვის სქემის ანგარიშსწორების მექანიზმი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა: • • • • • მომხმარებელი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში მიწოდებული ჭარბი ენერგიისთვის მიიღებს კომისიის მიერ დადგენილ საფასურს, ხოლო ქსელიდან მიღებული ენერგიისთვის გადაიხდის როგორც მიწოდების, ისე სასისტემო მომსახურებისა და ბაზრის ოპერირების საფასურს; უნივერსალური მომსახურების ან საჯარო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეისყიდოს ეს ჭარბი ენერგია მისაწოდებელი ელექტროენერგიის საშუალო შეწონილი ფასით, რაც მომხმარებლისთვის გარანტირებული შესყიდვის მექანიზმს ქმნის; ანგარიშსწორებისას ქსელში გადადინებული და ქსელიდან მიღებული ელექტროენერგიის ღირებულებები გაიქვითება ერთმანეთში, ხოლო დადებითი ნაშთი გამოიყენება მომდევნო პერიოდების დავალიანების დასაფარად; მომხმარებელს უფლება აქვს წელიწადში ერთხელ, დეკემბერში, მოითხოვოს დაგროვილი დადებითი ნაშთის ფულადი სახით ანაზღაურება; თავისუფალი მიმწოდებლის შემთხვევაში მას თავად შეუძლია გადაწყვიტოს, შეისყიდის თუ არა ენერგიას და რა ფასად, თუმცა, თუ მიწოდების ხელშეკრულება შესყიდვას არ ითვალისწინებს, ეს ვალდებულება ავტომატურად გადადის უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელზე. აღნიშნულის შედეგად, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ გამანაწილებელ ქსელში ნეტო დარიცხვის სქემით სარგებლობს 91 მომხმარებელი, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე 2557,4 კვტ-ს შეადგენს. სს „თელასის“ გამანაწილებელ ქსელში, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქსელთან მიერთებული მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების მიერ ათვისებულია მხოლოდ ქსელის პიკური დატვირთვის 10.5% (79 827 მგვტ). კომპანიაში შესული მიერთების განაცხადებების 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 66 გათვალისწინებით, აღნიშნული პროცენტი შეადგენს 11.9%-ს. 2026 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით სს „თელასის“ მომხმარებლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა ისარგებლონ ნეტო აღრიცხვის სქემით, თუ აღნიშნულ ვადამდე არ იქნა მიღწეული დადგენილი პიკური დატვირთვის ზღვარი 20%. 3.6.2. წარმოშობის სერტიფიკატები წარმოშობის სერტიფიკატი საშუალებას აძლევს საბოლოო მომხმარებელს ხელი შეუწყოს განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის წარმოების განვითარებას. მიმწოდებელი, რომელიც საბოლოო მომხმარებელს საჯაროდ სთავაზობს განახლებადი წყაროებიდან წარმოებულ ელექტროენერგიას, ვალდებულია ამ შეთავაზების ფარგლებში მოხმარებული ელექტროენერგიის წარმომავლობა დაადასტუროს წარმოშობის სერტიფიკატებით. წარმოშობის სერტიფიკატის სქემაში მონაწილეობა ნებაყოფლობითია როგორც ელექტროენერგიის მწარმოებლისთვის, ისე მიმწოდებლისა და საბოლოო მომხმარებლისთვის. 39 „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე კომისიამ დაამტკიცა განახლებადი წყაროებიდან მიღებული ელექტროენერგიის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის წესი (შემდგომში ამ ქვეთავის მიზნებისთვის - წესი) და განსაზღვრა სერტიფიკატის გაცემის, გადაცემის, გაუქმებისა და გამოთხოვის პირობები. წარმოშობის სერტიფიკატების გამცემი ორგანოს მიერ მომზადებული ანგარიშის თანახმად, 2024 წელს 1,975,395 მგვტ ელექტროენერგია დადასტურდა წარმოშობის სერტიფიკატებით, რაც თითქმის ორჯერ აღემატება წინა წლის შედეგს - 550,521 მგვტ-ს. აღნიშნული მიუთითებს, რომ საქართველოში თანდათან იზრდება საბოლოო მომხმარებლებისა და მიმწოდებლების როლი განახლებადი ენერგიის წყაროების მხარდაჭერის კუთხით. 3.6.3. ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი საანგარიშო წელს პირველად გაანგარიშდა ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი ელექტროენერგიის ის მოცულობა, რომელიც არ დადასტურდა წარმოშობის სერტიფიკატით. შედეგად, დადგინდა იმ ენერგიის წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია, რომელიც 2024 წელს მოიხმარა საბოლოო მომხმარებელმა და არ დადასტურებულა წარმოშობის სერტიფიკატებით. ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშება მიზნად ისახავს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულებას, რომელიც კრძალავს განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ერთი ერთეულის ერთ ჯერზე მეტად გათვალისწინებას წარმოშობის სერტიფიკატის გაცემისას. ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის და მიმწოდებლის ნაზავის გაანგარიშების მეთოდოლოგია დამტკიცებულია კომისიის მიერ, ხოლო ნაზავის გაანგარიშება წარმოადგენს გადამცემი სისტემის ოპერატორის ვალდებულებას. 39 ევროპარლამენტისა და საბჭოს 2018 წლის 11 დეკემბრის დირექტივა (EU) 2018/2001 განახლებადი წყაროებიდან ენერგიის გამოყენების წახალისების შესახებ, განმარტება 59 https://eurlex.europa.eu/eli/dir/2018/2001/oj 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 67 ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი (მგვტ.სთ) 16,771,140.01 ენერგიის წყაროს მოცულობა ნარჩენ ენერგეტიკულ ნაზავში % ჰიდრო ქარი ბუნებრივი აირი ქვანახშირი ატომური გეოთერმული მზე სხვა 73.19 0.74 24.76 0.00 1.11 0.0000 0.15 0.06 ცხრილი 5. 2024 წლის ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავი აღსანიშნავია, რომ ნარჩენი ენერგეტიკული ნაზავის გაანგარიშებაში გათვალისწინებულია იმპორტირებული ელექტროენერგია. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს ატომური ელექტროსადგური, ნაზავში 1.11%-ით, იმპორტირებული ელექტროენერგიის ხარჯზე მოხვდა ატომური ელექტროსადგურიდან წარმოებული ელექტროენერგია, ხოლო ქვანახშირიდან წარმოებული ელექტროენერგია ნაზავში არ არის ასახული. 3.6.4. გამჟღავნება კანონი მიმწოდებელს აკისრებს მისი საბოლოო მომხმარებლისათვის მთლიან პორტფელში ენერგიის წყაროს წილის შესახებ ინფორმაციის გამჟღავნების ვალდებულებას. სწორედ ამ მიზნით კომისიამ დაამტკიცა მიმწოდებლის მიერ საბოლოო მომხმარებლისათვის ინფორმაციის გამჟღავნების წესი და მიმწოდებლის მთლიან პორტფელში ენერგიის ნაზავის გაანგარიშების მეთოდოლოგია. შესაბამისად, 2025 წლის აგვისტოდან მომხმარებელს მიეწოდება ქვითარი, სადაც მითითებულია, თუ რომელი წყაროებიდან წარმოებული ელექტროენერგია მოიხმარა 2024 წელს. 4. ბუნებრივი გაზის სექტორი 4.1. ბუნებრივი გაზის ბაზარი 4.1.1. ბუნებრივი გაზის ბალანსი ბუნებრივი გაზი საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსში ერთ-ერთ წამყვან პოზიციას იკავებს. მისი წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში მცირედით, თუმცა ზრდადი ტენდენციით ხასიათდება. 2024 წლის საქართველოს ენერგეტიკული ბალანსის40 მიხედვით, ბუნებრივი გაზის წილი ენერგიის ჯამურ მოხმარებაში დაახლოებით 42.4%-ს შეადგენდა, რაც მიუთითებს ქვეყნის 40 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური, საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი 2024. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 68 ენერგოსისტემაში ბუნებრივი გაზის დომინანტურ როლზე. აღნიშნული ტენდენცია განპირობებულია როგორც ენერგიის მოხმარების სტრუქტურით, ისე გაზის ფართო გამოყენებით როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე არასაყოფაცხოვრებო სექტორებში. ნახაზი 4.1. საქართველოს ენერგეტიკული ბალანსი საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარი მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული იმპორტზე. 2025 წელს იმპორტის წილი 99.6%-ს შეადგენდა, დარჩენილ 0.4%-ს კი ადგილობრივი მოპოვება წარმოადგენს. ბუნებრივი გაზის მიწოდების უმთავრეს წყაროს წარმოადგენს აზერბაიჯანის რესპუბლიკა. ბუნებრივი გაზის მიღება აზერბაიჯანიდან ხორციელდება ორი წერტილიდან: სამხრეთ კავკასიური მილსადენის (South Caucasus Pipeline - SCP) მეშვეობით და საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის შესაბამისი მიღების პუნქტიდან, რომელიც აკმაყოფილებს ქვეყნის მოთხოვნის ძირითად ნაწილს. დამატებითი მოცულობების, ასევე სეზონური და პიკური მოთხოვნის დასაბალანსებლად ბუნებრივი გაზის მიღება ხორციელდება ჩრდილოეთის მიმართულებიდანაც, საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთიდან. გარდა იმპორტირებული რესურსებისა, საქართველოს ბუნებრივი გაზის ბალანსში წარმოდგენილია ადგილობრივი მოპოვებაც, რომლის წილი საერთო მოხმარებაში შედარებით მცირეა. ამავდროულად, საქართველო ინარჩუნებს რეგიონულ სატრანზიტო ფუნქციას, ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანზიტს რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით. ბუნებრივი გაზის მიღების წყაროების და ძირითადი ნაკადების მოძრაობა წარმოდგენილია ნახაზზე 4.2. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 69 ბუნებრივი გაზის ბალანსი აზერბაიჯანი 37.7 %; 2,037.5 მლნ. მ3 სამხრეთ-კავკასიური გაზსადენი 4.4%; 235.5 მლნ. მ3 5,401 მლნ.მ3 რუსეთი 16%; 886.4 მლნ. მ3 ადგილობრივი წარმოება 0.2%; 12.4 მლნ.მ3 საყოფაცხოვრებო 29.6%; 1,598 მლნ. მ3 თბოსადგურები 11 %; 600 მლნ. მ3 არასაყოფაცხოვრებო T 9 %; 486 მლნ. მ3 არასაყოფაცხოვრებო D 7%; 379 მლნ. მ3 ბუნებრივი გაზის მოხმარება ბუნებრივი გაზის ქსელში მიღება წყაროების მიხედვით ტრანზიტი 4 1 %; 2 ,229 მლნ. მ3 დანაკარგები ტრანსპორტირების ქსელში 0.9 % ; 47 მლნ. მ3 დანაკარგები განაწილების ქსელში 1.1 %, 59 მლნ. მ3 TSO - საკუთარი მოხმარება 0.4% 2.2 მლნ. მ3 ნახაზი 4.2. ბუნებრივი გაზის ბალანსი41 4.1.2. ბაზრის სტრუქტურა და სუბიექტები საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარი მოიცავს საბითუმო და საცალო სეგმენტებს. საბითუმო დონეზე ბუნებრივი გაზის ყიდვა-გაყიდვა ხორციელდება მხოლოდ ორმხრივი ხელშეკრულებების საფუძველზე. ტრეიდერები ახორციელებენ ბუნებრივი გაზის იმპორტს ან ადგილობრივად მოპოვებული მცირე მოცულობის გაზის შესყიდვას და შემდგომ მის რეალიზაციას სხვა ტრეიდერებზე/მიმწოდებლებზე. საცალო ბაზარზე მიმწოდებლები ბუნებრივ გაზს უშუალოდ აწვდიან საბოლოო მომხმარებლებს. როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზარზე დომინირებული მდგომარეობა სოკართან დაკავშირებულ კომპანიებს უჭირავთ, რაც ბაზრის მაღალ კონცენტრაციაზე მიანიშნებს. შედეგად, ამ თავში გამოყენებული მონაცემები შესაძლოა დაზუსტდეს რეგულირებული საწარმოების მიერ წარმოდგენილი აუდირებული მონაცემების მოწოდების შედეგად. 41 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 70 ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება დერეგულირებული მომხმარებლებისთვის ბუნებრივ გაზზე კონკურენტულ ფასად წვდომა. 2025 წლის მდგომარეობით, ბუნებრივი გაზის ბაზარზე საქმიანობდა 25 ტრეიდერი/ მიმწოდებელი. მათგან 14 კომპანია ოპერირებდა მხოლოდ საცალო ბაზარზე, 10 - როგორც საბითუმო, ისე საცალო სეგმენტში, ხოლო მხოლოდ ერთი კომპანია წარმოდგენილი იყო ექსკლუზიურად საბითუმო ბაზარზე (იხ. დანართი №9). ბუნებრივი გაზის ფიზიკურ მიწოდებას საბოლოო მომხმარებლამდე უზრუნველყოფენ ტრანსპორტირებისა და განაწილების ლიცენზიატები. ტრანსპორტირების სისტემის ძირითადი ფუნქციაა ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება მოპოვების ან იმპორტის წყაროდან მიწოდების პუნქტებამდე, ხოლო განაწილების სისტემა უზრუნველყოფს გაზის მიწოდებას საბოლოო მომხმარებლების ობიექტებამდე. საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურა წარმოდგენილია ნახაზზე 4.3. ნახაზი 4.3. ბუნებრივი გაზის ბაზრის სტრუქტურა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 71 4.1.3. ბაზრის ძირითადი მახასიათებლები 2025 წელს ქვეყნის მოთხოვნის დაკმაყოფილებაში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან მიღებული ბუნებრივი გაზის წილმა 71.7% შეადგინა, რუსეთის ფედერაციიდან მიღებულმა - 27.9%, ხოლო დარჩენილი ნაწილი ადგილობრივ წარმოებაზე მოდის. 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, რუსეთიდან ბუნებრივი გაზის იმპორტი მცირედით გაიზარდა, რაც განპირობებულია ქვეყნის შიგნით ბუნებრივი გაზის გაზრდილი მოხმარებით, კერძოდ, პიკური დღიური მოხმარებების მაღალი ნიშნულით (18-19 მლნ. მ3-ის ფარგლებში). ამასთან, აზერბაიჯანის მხრიდან ბუნებრივი გაზის მიღების წერტილების დაკონტრაქტებული სიმძლავრეები ვერ აკმაყოფილებდა შიდა მოხმარებას და საჭირო გახდა დამატებით ბუნებრივი გაზის შემოტანა. 2025 წელს ქვეყანაში ბუნებრივი გაზის ჯამურმა მიწოდებამ 3,172 მლნ მ3 შეადგინა, რაც მცირედით აღემატება გასული წლის მაჩვენებელს. ბუნებრივი გაზი ქვეყანაში შემოიტანა ორმა მიმწოდებელმა, ამასთან, ადგილობრივად მოპოვებული ბუნებრივი გაზი შეისყიდა და საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში შემოიტანა ორმა მიმწოდებელმა, რომელთაგან ერთ-ერთი ასევე იმპორტიორია. შესაბამისად, საქართველოს ბუნებრივი გაზის ბაზარზე ბუნებრივი გაზი განათავსა (იმპორტისა და ადგილობრივი წარმოების გზით) სულ სამმა მიმწოდებელმა: სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ“, შპს „ბაგომ“ და შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“. ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტი 2021 2022 2023 2024 2025 აზერბაიჯანი 1,132 1,411 1,081 775 666 დამატებითი და ოფციური 0 0 963 1,465 1,371 აზერბაიჯანი - იმპორტი სამხრეთ კავკასიური დამატებითი და გაზსადენი ოფციური 25 0 0 0 0 1,026 1,146 413 70 235 რუსეთი 397 520 596 788 886 ადგილობრივი მოპოვება 15 14 16 15 12 სულ 2,595 3,091 3,069 3,114 3,172 იმპორტი ცხრილი 1. საქართველოში გაზის მიღება 2021-2025 წლებში, მიღების პუნქტების მიხედვით (მლნ.მ3) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 72 იმპორტის სეგმენტში ტრეიდერებს/მიმწოდებლებს შორის ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 6,673 შეადგინა, რაც მიუთითებს მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე. აღნიშნული ინდექსი მცირედით გაუარესდა წინა წლებთან შედარებით, რაც მეტწილად ასახავს ბუნებრივი გაზის მიღების წყაროების წილობრივ ცვლილებებს. 4.1.3.1. ბუნებრივი გაზის საბითუმო ბაზარი საქართველოს ბაზარზე ხელმისაწვდომი ბუნებრივი გაზით საბითუმო დონეზე ვაჭრობა განახორციელა 11-მა მიმწოდებელმა, რომელთა შორის სამი უმსხვილესი მიმწოდებლის წილი იყო 95%, ხოლო ჰერფინდალ-ჰირშმანის ინდექსმა (HHI) 3,516 შეადგინა, რაც ასევე მაღალკონცენტრირებულ ბაზარზე მიუთითებს. საბითუმო დონეზე საშუალო ფასის განსაზღვრისას გათვალისწინებულია ბაზრის ამ სეგმენტში ყველა ტრეიდერის/მიმწოდებლის მიერ გაყიდული ბუნებრივი გაზის საშუალო შეწონილი ფასი. სოციალური და კომერციული სეგმენტების გამოყოფა მნიშვნელოვანია ფასის განსაზღვრის შემთხვევაშიც. სამხრეთკავკასიური მილსადენიდან საქართველო შეღავათიან ფასად იძენს ე.წ. სოციალურ გაზს, რომელსაც იყენებს მოსახლეობისა და თბოსადგურების ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფისთვის. შესაბამისად, ამ სეგმენტში ბუნებრივი გაზის როგორც საბითუმო, ისე საცალო ფასი მნიშვნელოვნად დაბალია კომერციულ სეგმენტთან შედარებით. საბითუმო დონეზე სოციალური გაზის ფასის შეფასება შესაძლებელია კომისიის მიერ სამომხმარებლო ტარიფის დადგენისას გათვალისწინებული ბუნებრივი გაზის ფასის მეშვეობით, რომელიც მთავრობის სხვადასხვა დონის სუბსიდირების გათვალისწინებით საშუალოდ 27 თეთრი/მ3-ს შეადგენს. შედარებისათვის საინტერესოა ბუნებრივი გაზის ფასები ევროპის საბითუმო ბაზრებზე. განსხვავებით საქართველოსაგან, ევროპის ბუნებრივი გაზის ორგანიზებულ ბაზრებზე (ე.წ. ჰაბებზე) ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება სეზონების მიხედვით, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობიდან გამომდინარე. ევროპის ქვეყნების დამაკავშირებელი სიმძლავრეების გაზრდის და ახალი დამაკავშირებლების მშენებლობის პარალელურად, სხვადასხვა ბაზრის ფასი მიისწრაფვის ერთმანეთისაკენ. ნახაზზე 4.4 ნაჩვენებია Dutch TTF Gas ჰაბზე42 ფასების დინამიკა 2024-2025 წლებისათვის. წყარო: https://www.ice.com 42 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 73 ნახაზი 4.4. Dutch TTF Gas ჰაბზე ბუნებრივი გაზის ფასები, (ევრო/მგვტ.სთ -ევრო/1,000 მ3 ) 4.1.3.2. ბუნებრივი გაზის საცალო ბაზარი 2015 წლიდან ბუნებრივი გაზის მოხმარების სტრუქტურაში შეინიშნება ტენდენციური ცვლილებები: ერთი მხრივ, იზრდება მოსახლეობის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება, ხოლო მეორე მხრივ, მცირდება ავტოგაზგასამართი სადგურების მიერ მოხმარება. აღნიშნული ტენდენცია 2025 წელსაც გაგრძელდა. 2025 წელს ქვეყნის ბუნებრივი გაზის მოხმარებამ 3,063 მლნ მ3 შეადგინა, რაც მცირედით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს. საყოფაცხოვრებო სექტორში მოთხოვნის ზრდა ძირითადად გამოწვეულია ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებით, ასევე მომხმარებლების მიერ გამოყენებული დანადგარების სიმძლავრის ზრდით. გაზრდილია მომხმარებელთა რაოდენობაც და, 2025 წლის დეკემბრის მდგომარეობით, 1,668,471 შეადგინა. ბუნებრივი გაზის მოხმარების სტრუქტურა და თითოეული სექტორის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ნახაზებზე 4.5.ა და 4.5.ბ. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 74 100% 90% 37% 80% 39% 39% 39% 45% 49% 45% 45% 24% 23% 70% 51% 52% 24% 23% 5% 5% 20% 20% 2024 2025 60% 50% 25% 26% 28% 26% 25% 40% 13% 30% 11% 8% 11% 6% 20% 10% 25% 23% 22% 27% 25% 2016 2017 2018 2019 2020 25% 6% 6% 6% 20% 25% 26% 2022 2023 0% თბოსადგურები ავტოგაზგასამართი სადგურები 2021 სხვა არასაყოფაცხოვრებო საყოფაცხოვრებო ნახაზი 4.5.ა. ბუნებრივი გაზის მოხმარება სექტორების მიხედვით 3000 2500 2000 1500 1000 500 0 2016 2017 თბოსადგურები 2018 2019 2020 ავტოგაზგასამართი სადგურები 2021 2022 2023 სხვა არასაყოფაცხოვრებო 2024 2025 საყოფაცხოვრებო ნახაზი 4.5.ბ ბუნებრივი გაზის მოხმარება სექტორების მიხედვით (მლნ.მ3) 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, ავტოგაზგასამართი სადგურების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება შემცირდა 7%-ით, რაც ძირითადად ნავთობპროდუქტებზე ფასების შემცირებამ განაპირობა. ეკონომიკის სხვა სექტორებში ბუნებრივ გაზზე მოთხოვნა ბოლო 10 წლის განმავლობაში შედარებით სტაბილურია. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 75 ნახაზი 4.6. ბუნებრივი გაზის მოხმარება სხვადასხვა სექტორის მიხედვით, 2025 წელი როგორც ნახაზ 4.6-დან ჩანს, 2025 წლის მონაცემებით, ბუნებრივი გაზის უმსხვილეს მომხმარებელთა ჯგუფს წარმოადგენს ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის 43 , დამამუშავებელი მრეწველობისა და ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის წარმოებისა და განაწილების სექტორები, მათ შორის, თბოსადგურები, რომლებიც ჯამურად მოიხმარენ არასაყოფაცხოვრებო სექტორის მიერ მოხმარებული ბუნებრივი გაზის დაახლოებით 75%-ს. აღნიშნული სამი სექტორიდან ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყლის წარმოება-განაწილების სექტორი, თბოელექტროსადგურების მიერ ელექტროენერგიის გამომუშავების საჭიროებიდან გამომდინარე, ყველაზე მეტად ხასიათდება სეზონური ცვალებადობით. ვაჭრობისა და დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში ბუნებრივი გაზის მოხმარება შედარებით სტაბილური დინამიკით ხასიათდება წლის განმავლობაში. სექტორების მიერ თვეების მიხედვით ბუნებრივი გაზის მოხმარების დინამიკა წარმოდგენილია ნახაზზე 4.7. 43 აღნიშნულ კატეგორიაში შედის ავტოგაზგასამართი სადგურების მიერ ბუნებრივი გაზის შესყიდვა. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 76 ნახაზი 4.7. ბუნებრივი გაზის მოხმარება სხვადასხვა სექტორის მიხედვით (მლნ. მ3), 2025 წელი ცხრილში 2 მოცემულია ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წილი არასაყოფაცხოვრებო სექტორის ჯამურ მოხმარებაში, ასევე შესაბამისი სექტორების სეზონურობის კოეფიციენტები44. სეზონურობის ანალიზი ცხადყოფს, რომ სექტორების უმეტესობას მკვეთრად გამოხატული სეზონური ცვალებადობა ახასიათებს. განათლების, ჯანმრთელობის დაცვის, სოციალური დახმარებისა და სახელმწიფო მმართველობის სექტორებში სეზონურობის კოეფიციენტი 80%-ს აღემატება, რაც აჩვენებს ბუნებრივი გაზის გამოყენებას ძირითადად გათბობის სეზონზე. 44 სეზონურობის კოეფიციენტი წარმოადგენს ზამთრის პერიოდში (წლის საწყისი და ბოლო სამი თვე) სექტორის მოთხოვნის შეფარდებას ამ სექტორის წლიურ მოთხოვნასთან. რაც უფრო მეტადაა დაშორებული კოეფიციენტი 50%-ისგან, მით უფრო სეზონურია მოხმარება. თუ კოეფიციენტი მიისწრაფვის 100%-ისკენ, მოხმარება მაღალია ზამთრის პერიოდში, თუ მიისწრაფვის 0%-ისკენ, მოხმარება მაღალია ზაფხულის პერიოდში, ხოლო 50%-ის შემთხვევაში მოხმარება არის თანაბარი ზამთრისა და ზაფხულის პერიოდებში. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 77 სეზონურობის წილი ჯამურ კოეფიციენტი მოხმარებაში (%) (%) სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო; თევზჭერა, მეთევზეობა 72% 0.9% დამამუშავებელი მრეწველობა 47% 23.5% ელექტროენერგიის, აირისა და წყლის წარმოება და განაწილება 73% 41.0% ვაჭრობა; ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი 53% 10.8% სასტუმროები და რესტორნები 65% 4.2% ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა 52% 1.0% სახელმწიფო მმართველობა 80% 2.6% განათლება 89% 3.3% ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება 80% 1.6% სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების 67% 2.0% 63% 9.1% სექტორი მოხმარების საგნების რემონტი გაწევა სხვა ცხრილი 2. ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების მახასიათებლები, 2025 წელი ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ვაჭრობის, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის, აგრეთვე დამამუშავებელი მრეწველობის სექტორებში სეზონურობის კოეფიციენტი დაახლოებით 50%-ს შეადგენს. ეს მიუთითებს მოთხოვნის შედარებით დაბალ სეზონურობაზე, რაც ნიშნავს, რომ ბუნებრივი გაზის მოხმარება ამ სექტორებში წლის განმავლობაში მეტ-ნაკლებად თანაბარი ინტენსივობით მიმდინარეობს და ზამთრისა და ზაფხულის პერიოდებს შორის მნიშვნელოვანი სხვაობა არ ფიქსირდება. ნახაზზე 4.8 წარმოდგენილია მოსახლეობის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების თვიური დინამიკა 2023-2025 წლების ჭრილში, რაც ნათლად მიუთითებს საყოფაცხოვრებო სექტორში ბუნებრივი გაზის მოხმარების მკვეთრად გამოხატულ სეზონურობას. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 78 ნახაზი 4.8. ბუნებრივი გაზის მოხმარება საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ (მლნ.მ3) 4.1.4. ბუნებრივი გაზის მოხმარებისა და გათბობის გრადუსდღის (HDD) ინდიკატორის ანალიზი საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებელთა მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება, შენობების გათბობის საჭიროებიდან გამომდინარე, მკვეთრად გამოხატული სეზონურობით ხასიათდება. ზამთრისა და ზაფხულის პერიოდებს შორის მოხმარების განსხვავება მჭიდრო კავშირშია კლიმატურ პირობებთან, განსაკუთრებით კი ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის დინამიკასთან. საქართველოს შემთხვევაში გათბობის სეზონი, როგორც წესი, მოიცავს ექვსთვიან პერიოდს, ოქტომბრიდან მარტის ჩათვლით, რაც განსაზღვრავს ბუნებრივი გაზის მოხმარების სეზონურ პიკებს. აღნიშნული ურთიერთდამოკიდებულების შეფასების მიზნით გამოყენებულია გათბობის გრადუს დღეების (Heating Degree Days - HDD) ინდიკატორი, რომელიც წარმოადგენს მეტეოროლოგიურ მაჩვენებელს და ასახავს სიცივის ინტენსივობას განსაზღვრულ პერიოდში. HDD ეფუძნება გარე ჰაერის ტემპერატურისა და შიდა კომფორტის პირობების შესაბამის ზღვრულ მნიშვნელობას შორის დამოკიდებულებას და ფართოდ გამოიყენება გათბობის ენერგომოთხოვნის შეფასებისათვის. HDD-ის გამოთვლა ხორციელდება საბაზისო (reference) ტემპერატურის გამოყენებით, რომელიც განისაზღვრება, როგორც დღიური საშუალო ჰაერის ტემპერატურის ის მინიმალური მნიშვნელობა, რომლის ქვემოთ დგას შენობების გათბობის საჭიროება. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ტემპერატურა შეიძლება განსხვავდებოდეს შენობის მახასიათებლებისა და გარემო პირობების მიხედვით, კლიმატოლოგიური შეფასების ფარგლებში იგი ფიქსირდება 18°C-ზე. წინამდებარე კვლევაში HDD-ის გამოთვლა განხორციელდა საერთაშორისო პრაქტიკაში 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 79 დამკვიდრებული მეთოდოლოგიის 45 შესაბამისად, რომლის მიხედვითაც HDD განისაზღვრება, როგორც სხვაობა საბაზისო ტემპერატურასა (18°C) და გარე ჰაერის დღიურ საშუალო ტემპერატურას შორის მხოლოდ იმ დღეებისთვის, როდესაც ეს ტემპერატურა ტოლია ან ნაკლებია 15°C-ზე; წინააღმდეგ შემთხვევაში HDD-ის მნიშვნელობა ნულის ტოლია. მიღებული დღიური მნიშვნელობები აგრეგირდება შესაბამის პერიოდზე (თვიურად ან წლიურად), რაც უზრუნველყოფს გათბობის ენერგომოთხოვნის ინტენსივობის რაოდენობრივ შეფასებას. კვლევის ფარგლებში გამოყენებულია სსიპ „გარემოს ეროვნული სააგენტოს“ მიერ მოწოდებული ატმოსფერული ჰაერის ტემპერატურის მონაცემები 2021–2025 წლების პერიოდისთვის საქართველოს 10 ქალაქის მიხედვით. აღნიშნული მონაცემები მოიცავს დღიურ დაკვირვებებს/საშუალო ტემპერატურებს, რომელთა საფუძველზეც განხორციელდა HDD მაჩვენებლის გამოთვლა. შერჩეული ქალაქები უზრუნველყოფს ქვეყნის სხვადასხვა კლიმატური ზონის ასახვას. ნახაზი 4.9. გათბობის გრადუს დღეები 46 ქალაქების მიხედვით ნახაზზე 4.9 წარმოდგენილია 10 ქალაქის მიხედვით გათბობის გრადუსდღეების (HDD) მაჩვენებლები, რაც ნათლად ასახავს კლიმატური პირობებით განპირობებულ განსხვავებებს, კერძოდ, კლიმატურად უფრო ცივ დასახლებებში (მაგალითად, ახალქალაქსა და ახალციხეში) HDD-ის მნიშვნელობა უფრო მაღალია მაშინ, როდესაც შედარებით თბილ დასახლებებში (ზუგდიდი, ქუთაისი, ბათუმი) იგი ნაკლებია, რაც შეესაბამება გათბობის მოთხოვნის ინტენსივობას. აღნიშნულის გათვალისწინებით, ნახაზზე 4.10 წარმოდგენილია საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ 2021–2025 წლებში მოხმარებული ბუნებრივი გაზის როგორც ფაქტობრივი, ასევე HDD-ით კორექტირებული ოდენობები. კორექტირებული მაჩვენებელი უზრუნველყოფს კლიმატური ფაქტორის გავლენის გამიჯვნას და იძლევა მოხმარების დინამიკის უფრო ობიექტური შეფასების შესაძლებლობას. 45 Eurostat; ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტო (IEA); ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD). (2005). Energy Statistics Manual. პარიზი: OECD/IEA. 46 ჰაერის ტემპერატურის შესახებ ინფორმაციის წყაროა სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტო. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 80 ნახაზი 4.10. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის ფაქტობრივი და გათბობის გრადუს დღეებით კორექტირებული ოდენობები (მლნ.მ3) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 81 ნახაზ 4.10-დან ჩანს, რომ ფაქტობრივი და HDD-ით კორექტირებული მოხმარების ტრაექტორიები სრულად არ ემთხვევა, რაც ადასტურებს კლიმატური ფაქტორის მნიშვნელოვან გავლენას ბუნებრივი გაზის მოხმარებაზე. რიგ ქალაქებში გარკვეულ წლებში კორექტირებული მოხმარება აღემატება ფაქტობრივს, რაც მიუთითებს, რომ შესაბამის პერიოდში კლიმატური პირობები შედარებით უფრო თბილი იყო და ფაქტობრივი მოხმარება ნაკლებია გათბობის მოთხოვნის ნორმირებულ დონესთან შედარებით. შესაბამისად, HDD-ით კორექტირება ზრდის მოხმარების მაჩვენებელს და ასახავს იმ ჰიპოთეტურ დონეს, რაც დაფიქსირდებოდა საშუალო კლიმატურ პირობებში. მეორე მხრივ, არსებობს შემთხვევები, როდესაც კორექტირებული მაჩვენებელი ფაქტობრივზე ნაკლებია, რაც მიუთითებს შედარებით ცივ პერიოდებზე, როდესაც ბუნებრივი გაზის მოხმარება კლიმატური ფაქტორის გავლენით გაიზარდა. ასეთ პირობებში HDD-ით კორექტირება ამცირებს მოხმარების მოცულობას და გამორიცხავს ამინდით გამოწვეულ მოხმარების ზრდას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დიდ ურბანულ ცენტრებში, როგორიცაა თბილისი, განსხვავება ფაქტობრივ და კორექტირებულ მონაცემებს შორის უფრო მკვეთრად ვლინდება, რაც შეიძლება აიხსნას როგორც კლიმატური ცვალებადობით, ასევე სხვა ფაქტორებითაც, მათ შორის, მოსახლეობის ზრდით, ენერგოინტენსიური დანადგარებით და გაზიფიკაციის დონის გაფართოებით. საბოლოო ჯამში, HDD-ით კორექტირებული მაჩვენებლების გამოყენება იძლევა უფრო ობიექტური შეფასების შესაძლებლობას ბუნებრივი გაზის მოხმარების ტენდენციების შესახებ, ვინაიდან ის გამორიცხავს კლიმატური ვარიაციის გავლენას და უკეთ წარმოაჩენს სტრუქტურულ ცვლილებებს ენერგომოხმარებაში. აღნიშნული მიდგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრძელვადიანი დაგეგმვისა და ენერგეტიკული პოლიტიკის ფორმირების პროცესში. 4.1.5. ბუნებრივი გაზის მოხმარების რეგიონული განაწილება 2025 წელს ყველაზე მაღალი მოხმარება დაფიქსირდა ქ. თბილისში, სადაც საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების ჯამური მოხმარება მთლიანი ქვეყნის მოხმარების 44%-ს შეადგენს. ქ. თბილისის შემდეგ ბუნებრივი გაზის მოხმარების მაღალი მაჩვენებლები დაფიქსირდა იმერეთში, ქვემო ქართლსა და აჭარაში. რეგიონული განსხვავებები ძირითადად განპირობებულია მოსახლეობის სიმჭიდროვით და ეკონომიკური აქტივობით. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 82 ნახაზი 4.11. ბუნებრივი გაზის მოხმარება რეგიონების მიხედვით. 2025 წელი 2025 წელს კვლავ გრძელდებოდა ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირების პროცესი, რის შედეგადაც საცალო მომხმარებელთა რაოდენობას (საყოფაცხოვრებო და არასაყოფაცხოვრებო) დაემატა 64,683 ახალი მომხმარებელი და საანგარიშო წლის ბოლოს 1,668,471 შეადგინა (იხ. ნახაზი 4.12). ნახაზი 4.12. ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობა 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 83 მთლიანი მომხმარებლების რაოდენობაში კვლავ მნიშვნელოვან წილს იკავებს არააქტიური/ სეზონური მომხმარებლები. ნახაზზე 4.13 წარმოდგენილია აქტიური და არააქტიური მომხმარებლების რაოდენობა თვეების მიხედვით. ბუნებრივი გაზით მომარაგების შესაძლებლობის უზრუნველყოფის მიზნით განაწილების ლიცენზიატები მუდმივად ახორციელებენ ქსელის მოვლა-პატრონობას და სწევენ შესაბამის ხარჯებს, თუმცა არსებული სატარიფო მეთოდოლოგიის პირობებში ამ ხარჯების ანაზღაურებას არ უზრუნველყოფენ არააქტიური მომხმარებლები, რადგან ბუნებრივი გაზის განაწილების ტარიფი დადგენილია მოხმარებული ბუნებრივი გაზის ერთეულზე და მასში არ არის გათვალისწინებული სიმძლავრის ან ფიქსირებული კომპონენტი. ნახაზი 4.13. ბუნებრივი გაზის აქტიურ და არააქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა, 2025 წელი 2025 წლის ბოლოს არსებული მონაცემებით, სამი მსხვილი განაწილების ლიცენზიატის მომხმარებელთა რაოდენობა მთლიანი მომხმარებლების 92%-ს შეადგენს, ხოლო მთლიანი მომხმარებლების მესამედზე მეტი შპს „თბილისი ენერჯის“ მომხმარებელია. მიუხედავად ამისა, მთლიანი გამანაწილებელი ქსელის სიგრძის მხოლოდ 14% წარმოადგენს შპს „თბილისი ენერჯის“ ქსელს. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ „თბილისი ენერჯი“ ოპერირებს ქალაქ თბილისში, ხოლო შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ და სს „საქორგგაზი“, რომლებიც მთლიანი გამანაწილებელი ქსელის 77%-ს ფლობენ, ძირითადად რეგიონებში საქმიანობენ (იხ. ცხრილი 3). 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 84 განაწილების ლიცენზიატი მომხმარებელი % ქსელი (კმ) % შპს „თბილისი ენერჯი“ 622,517 37% 5,816 14% შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ 599,595 36% 22,537 56% სს „საქორგგაზი“ 314,872 19% 8,568 21% დანარჩენი 131,334 8% 3,463 9% ცხრილი 3. ბუნებრივი გაზის მომხმარებელთა რაოდენობა და ქსელის სიგრძე კომპანიების მიხედვით, 2025 წელი ბუნებრივი გაზის მოხმარების დონეს მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს მისი გამოყენების მიზნობრიობა. ბუნებრივი გაზი მოსახლეობისა და საწარმოთა უმეტესობის მიერ გამოიყენება საკვების მოსამზადებლად, ასევე წყლისა და საცხოვრებელი ფართების გასათბობად. ახალი დასახლებული პუნქტების გაზიფიცირებისა და გამანაწილებელ ქსელთან ახალი აბონენტების მიერთების შედეგად, მოხმარების ზრდა განსაკუთრებით შეინიშნება იმ მომხმარებელთა ჯგუფში, რომლებიც ბუნებრივ გაზს ძირითადად საკვების მოსამზადებლად იყენებენ. ნახაზზე 4.14 წარმოდგენილია ერთ საყოფაცხოვრებო მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის მოხმარება რეგიონების მიხედვით, ქალაქისა და სოფლის ჭრილში. აღნიშნული მონაცემები ცხადყოფს, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლების მიერ მოხმარება დიდ ქალაქებსა და რეგიონებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდება. მცირე ქალაქებსა და სოფლებში ერთ მომხმარებელზე საშუალო მოხმარება შედარებით დაბალია, რაც განპირობებულია ალტერნატიული საწვავის, განსაკუთრებით შეშის, აქტიური გამოყენებით. გამონაკლისია მცხეთა-მთიანეთი და სამცხე-ჯავახეთი, სადაც მკაცრი კლიმატური პირობებისა და შეშის შეზღუდული ხელმისაწვდომობის გამო ერთ მომხმარებელზე ბუნებრივი გაზის მოხმარება შედარებით მაღალია. მცხეთა-მთიანეთში მოხმარების ზრდას დამატებით განაპირობებს ბუნებრივი გაზის სუბსიდირების მექანიზმი. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 85 ნახაზი 4.14. ერთი საყოფაცხოვრებო მომხმარებლის მიერ ბუნებრივი გაზის წლიური მოხმარება. 2025 წელი (მ3) 4.1.6. ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების სტრუქტურა საბითუმო ბაზრის სტრუქტურიდან გამომდინარე, ბუნებრივი გაზის ფასები საცალო ბაზარზე მნიშვნელოვნად განსხვავდება მომხმარებელთა სხვადასხვა კატეგორიის მიხედვით, კერძოდ, ე.წ. „სოციალური“ გაზის მომხმარებლებისა (მოსახლეობა და თბოსადგურები) და არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლების სეგმენტებს შორის. საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ტარიფს ადგენს კომისია. არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ბუნებრივი გაზის ფასი რეგულირებული არ არის და განისაზღვრება მომხმარებელსა და მიმწოდებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, თუმცა ბუნებრივი გაზის მიწოდება ხორციელდება კომისიის მიერ განსაზღვრული პირობების შესაბამისად, საჯარო შეთავაზების გზით, წინასწარ გამოცხადებული ფასის საფუძველზე.47 აღნიშნული განსხვავებების გათვალისწინებით, ბუნებრივი გაზის საშუალო ფასი გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის შეადგენდა 1.08 ლარს ერთ მ3-ზე, ხოლო ტრანსპორტირების სისტემაზე მიერთებული მომხმარებლებისთვის - 0.69 ლარს ერთ მ3-ზე48. 47 ეს ვალდებულება არ ვრცელდება ტრანსპორტირების სისტემაზე უშუალოდ მიერთებულ არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, რომლებიც ბუნებრივ გაზს მიმწოდებლებთან პირდაპირი ხელშეკრულებების საფუძველზე იძენენ. 48 ფასი წარმოდგენილია ქსელური მდგენელის ჩათვლით (დღგ-ს გარეშე) და აღნიშნულ გაანგარიშებაში არ მონაწილეობს თბოსადგურებისა და არაენერგეტიკული მიზნით მოხმარებისათვის მიწოდებული ბუნებრივი გაზის ფასი, რათა, მათი ზომის გათვალისწინებით, არ მომხდარიყო გავლენა იმ ფასებზე, რომლებიც განკუთვნილია სხვა მომხმარებლებისათვის. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 86 საბოლოო მომხმარებლების მიერ გადახდილი ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასის სტრუქტურა, მისი ყველა კომპონენტის გათვალისწინებით, წარმოდგენილია ნახაზზე 4.15. ნახაზი 4.15. ბუნებრივი გაზის სამომხმარებლო ფასების/ტარიფის სტრუქტურა 2025 წელს კომისიამ შეითანხმა შპს „თბილისი ენერჯის“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „თელავგაზის“,„შპს „ეს ჯი გაზ-კომპანის“ , „შპს „დიდი დიღომის“ , სს „საჩხერეგაზისა“ და სს „ენერგოკავშირის“ გამანაწილებელი ქსელის ხუთწლიანი განვითარების გეგმები. 2026-2030 წლებში დაგეგმილი ქსელური ინვესტიციების ჯამურმა ღირებულებამ 307 მლნ ლარი შეადგინა. 4.2. ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირება ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემა შედგება გაზსადენებისა და მისი შემადგენელი მოწყობილობებისგან, რომლებიც მუშაობს ან დაპროექტებულია 1.2-ზე მეტ მგპა წნევაზე და მისი მეშვეობით ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი. კომისიის მიერ გაცემული ერთადერთი ლიცენზიის საფუძველზე საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას ახორციელებს შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“. ამჟამად ტრანსპორტირების სისტემას გააჩნია 5 მიღების პუნქტი, საიდანაც ერთი განკუთვნილია ადგილობრივი მოპოვების წყაროდან გაზის მიღებისთვის. თითოეული პუნქტის შესახებ ინფორმაცია მოცემულია ნახაზზე 4.16. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 87 1. 2. 3. 4. 5. რუსეთიდან შემომავალი გაზსადენის („მოზდოკი-საგურამოს“) გამტარუნარიანობა შეადგენს 20 მლნ მ³/დღ-ს. აღნიშნული გაზსადენით გაზი მიეწოდება სომხეთს; აზერბაიჯანიდან შემომავალი გაზსადენის („ყაზახი-საგურამო") გამტარუნარიანობა შეადგენს 10 მლნ მ³/დღ-ს; აზერბაიჯანიდან შემომავალი სატრანზიტო გაზსადენის („სამხრეთკავკასიური მილსადენი“) საპროექტო გამტარუნარიანობაა 6449 მლნ მ³/დღ, თუმცა საქართველოს ტრანსპორტირების სისტემაზე აქვს ერთი მიერთების წერტილი, რომლის გამტარუნარიანობა შეადგენს 5.5 მლნ მ³/დღ-ს; ადგილობრივი მოპოვების მიღების პუნქტებიდან ბუნებრივი გაზის მიღება დამოკიდებულია ბუნებრივი გაზის საშუალო დღიურ მწარმოებლურობაზე; სომხეთში გამავალი მაგისტრალური გაზსადენის რევერსული გაზსადენის ჯამური გამტარუნარიანობა შეადგენს 3.14 მლნ მ³/დღ-ს. ნახაზი 4.16. საქართველოში ბუნებრივი გაზის მიღების წერტილები 2023-2027 წლების პერიოდზე კომისიის მიერ დამტკიცებული ბუნებრივი გაზის დანაკარგის ნორმატიული მნიშვნელობა ყოველწლიურად შეადგენს 29.254 მლნ მ3-ს.50 2024–2025 წლებში დანაკარგების შედარებით მაღალი დონე შენარჩუნდა და მათი მოცულობა დაახლოებით 47 მლნ მ³-ს შეადგენდა. 51 ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში დანაკარგების დინამიკა წარმოდგენილია ნახაზზე 4.17. 49 50 SCP და SCPX ჯამური გამტარუნარიანობა. იხ. კომისიის 2021 წლის 3 ივნისის N11 დადგენილება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 88 ნახაზი 4.17. საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში დანაკარგის ოდენობა (მლნ მ3) 4.3. ბუნებრივი გაზის განაწილება 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში ოპერირებდა 16 განაწილების ლიცენზიატი. მათ შორის სამი მსხვილი ლიცენზიატია: შპს „თბილისი-ენერჯი“, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სს „საქორგგაზი“. აღნიშნულმა სამმა განაწილების ლიცენზიატმა გაანაწილა მთლიანი განაწილებული გაზის 91% (იხ. ნახაზი 4.18). საანგარიშო პერიოდში ცვლილება შევიდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“, სს „საქორგგაზის“, შპს „ეს ჯი გაზ კომპანის“ და შპს „ინტერ გაზის“ ლიცენზიებში, კერძოდ, გაფართოვდა კომპანიების სალიცენზიო არეალები, რომლებსაც დაემატა 53 ახალი დასახლებული პუნქტი. ამასთან, 2025 წელს გაუქმდა შპს „ვარკეთილაირსა“ და შპს „ჩირაღდანზე“ გაცემული ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიები. 51 2017–2022 წლებში საქართველოს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემაში დანაკარგების საშუალო წლიური მოცულობა დაახლოებით 30 მლნ მ³-ის ფარგლებში მერყეობდა. 2023 წელს აღინიშნა დანაკარგების აბსოლუტური მოცულობის ზრდა. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 89 ნახაზი 4.18. განაწილების ლიცენზიატების წილი ჯამურად განაწილებულ ბუნებრივ გაზში (მლნ მ3; %) ნახაზი 4.19. ბუნებრივი გაზის განაწილების ლიცენზიატების რაოდენობის დინამიკა 4.4. ბუნებრივი გაზის ხარისხი ბუნებრივი გაზის ხარისხი განსაზღვრულია სახელმწიფოთაშორისი სტანდარტით ГОСТ 5542-87, რომლის თანახმადაც ბუნებრივი გაზის მინიმალური დასაშვები თბოუნარიანობა შეადგენს 7,600 კკალ/მ3-ს სტანდარტულ პირობებში (200C და 1 ატმოსფერო წნევის პირობებში). საქართველოში იმპორტირებული გაზის საშუალო კალორიულობა თვეების მიხედვით 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 90 ტრანსპორტირების სისტემაში წლის განმავლობაში მიღებული კალორიულობის მაჩვენებლებს შორის განსხვავება მინიმალურია.52 ბუნებრივი გაზის ნახაზი 4.20. საქართველოში მიღებული ბუნებრივი გაზის საშუალო თბოუნარიანობა თვეების მიხედვით (კკალ. მ3) 52 შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ბუნებრივი გაზის მიღების პუნქტებში ყოველდღიურად ახორციელებს ბუნებრივი გაზის ნიმუშების აღებასა და მათ შემოწმებას აკრედიტებულ ლაბორატორიაში. ქრომატოგრაფიული ანალიზის შედეგად მიღებული მონაცემები ქვეყნდება კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე (https://www.ggtc.ge/). 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 91 5. წყალმომარაგების სექტორი 5.1. წყალმომარაგების ლიცენზიატები და მომარაგების დაფარვის არეალი 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოში წყალმომარაგების სექტორში ოპერირებს წყალმომარაგების 8 ლიცენზიატი. 53 მოსახლეობის 74%-ის (2,756,470 ადამიანი) სასმელი წყლით წყალმომარაგებას უზრუნველყოფს წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიები, ხოლო 26%-ის (948,036 ადამიანი) წყალმომარაგებით უზრუნველყოფა ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეულების ვალდებულებას წარმოადგენს 54 . საანგარიშო წელს მომხმარებელთა რაოდენობა 2024 წელთან შედარებით გაიზარდა 5.23%-ით, რაც შეადგენს 67,668 აბონენტს. წყალმომარაგების ლიცენზიატებიდან 1 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოს, 5 - მუნიციპალურს და 2 - კერძო საკუთრებაში არსებულს (დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ დანართი №6). 5.2. წყალმომარაგების სექტორის ძირითადი ფაქტები და შედეგები საანგარიშო წლის მდგომარეობით, შპს ,,სოგურსა“ და შპს ,,ქობულეთის წყალს“ არ ჰყავს გამრიცხველიანებული საყოფაცხოვრებო მომხმარებლები. სხვა დანარჩენ ლიცენზიატებს შორის ყველაზე დაბალი გამრიცხველიანების მაჩვენებელი აქვს შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ (≈51%), ყველაზე მაღალი კი – შპს „საგარეჯოს“ (100%). 2025 წელს გამრიცხველიანებული აბონენტების რაოდენობის დონე საყოფაცხოვრებო აბონენტებთან მიმართებაში, გასულ წელთან შედარებით, ყველაზე მეტად გაიზარდა შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ შემთხვევაში (4%-ით). ინფორმაცია საგარეჯო საჩხერის წყალკანალი ბათუმის წყალი მარნეულის სოფწყალი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სოგური ქობულეთის წყალი 0% გამრიცხველიანებული 20% 40% 60% 80% 100% გაუმრიცხველიანებელი ნახაზი 5.1. გამრიცხველიანების დონე ლიცენზიატების მიხედვით (%) 53 2025 წლის 29 დეკემბრის №63/1 გადაწყვეტილების საფუძველზე შპს “სოგურზე” გაცემული წყალმომარაგების ლიცენზია 2026 წლის 1 ივლისიდან უქმდება. 54 სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობა შეადგენს 3,704,506 ადამიანს. წყალმომარაგების ლიცენზიატი კომპანიების მიერ სასმელი წყლით უზრუნველყოფილი მოსახლეობის რაოდენობა მოიცავს საყოფაცხოვრებო მრიცხველიან და უმრიცხველო მომხმარებლებს. უმრიცხველო აბონენტების მონაცემების მიხედვით გაანგარიშებულია ერთ აბონენტზე რეგისტრირებული სულადობის ნორმა. მრიცხველიანი აბონენტების სულადობა დათვლილია უმრიცხველო აბონენტების ნორმის მიხედვით. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 92 ლიცენზიატების გამრიცხველიანების დაკავშირებით ნახაზზე 5.1. 250 დონესთან მოცემულია აღსანიშნავია, რომ რიგ შემთხვევებში ისეთი მომხმარებლები, რომლებსაც შედარებით ნაკლები პერიოდულობით მიეწოდებათ სასმელი წყალი, უფრო მეტ წყალს მოიხმარენ (იხ. ნახაზი 5.2). მაგალითად, იმერეთის რეგიონში წყალმომარაგების საშუალო გრაფიკი შეადგენს 22 საათს, ხოლო წყლის ხარჯი დღე-ღამის განმავლობაში ერთ სულზე - 169 ლიტრს. რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებში, სადაც 24საათიანი წყალმომარაგებაა, დღეღამის განმავლობაში ერთ სულზე სასმელი წყლის მოხმარება შეადგენს 141 ლიტრს. სასმელი წყლის ხშირი წყვეტები და წყალმომარაგების გრაფიკი აიძულებს მომხმარებლებს, მიმართონ სხვადასხვა ზომას, მათ შორის, შექმნან სასმელი წყლის მარაგები, რაც ზრდის სასმელი წყლის მოხმარების მაჩვენებელს. ლიცენზიატებიდან ერთ აბონენტზე ყველაზე დაბალი მოხმარება აქვს შპს „საჩხერის წყალკანალს“, ხოლო ყველაზე მაღალი მოხმარებით გამოირჩევა შპს “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი”. ინფორმაცია გამრიცხველიანებული ერთი აბონენტისა და ერთი სულის მიერ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 24 200 18 150 12 100 6 50 0 0 1 2 3 4 5 6 7 8 9 მოხმარება (სული/ლიტრი/დღე-ღამე) წყალმომარაგების გრაფიკი (სთ) 1. კახეთი; 2. ქვემო ქართლი; 3.იმერეთი; 4. შიდა ქართლი; 5. სამეგრელო-ზემო სვანეთი; 6. მცხეთა-მთიანეთი; 7. სამცხეჯავახეთი; 8. გურია; 9. რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი. ნახაზი 5.2. წყალმომარაგების გრაფიკსა და მოსახლეობის ერთ სულზე სასმელი წყლის მოხმარების დამოკიდებულება, ტერიტორიული ერთეულების მიხედვით (კომპანია შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“) 700 600 476 500 400 300 439 404 379 361 279 233 200 152 169 184 132 179 2 3 4 5 6 100 1 მოხმარება ერთ სულზე მოხმარება ერთ აბონენტზე 1. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი; 2. მარნეულის სოფწყალი; 3. ბათუმის წყალი; 4. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; 5. საგარეჯო; 6. საჩხერის წყალკანალი. ნახაზი 5.3. მოსახლეობის ერთ სულსა და ერთ აბონენტზე სასმელი წყლის მოხმარება, ლიცენზიატების მიხედვით (ლიტრი/დღე-ღამე). 93 მოხმარებული სასმელი წყლის შესახებ მოცემულია ნახაზზე 5.3.55 ქვეყნის მასშტაბით სასმელი წყლის მოხმარება (გამრიცხველიანებული სექტორი) საშუალოდ ერთ სულზე დღე-ღამის განმავლობაში შეადგენს 192 ლიტრს, ხოლო საშუალოდ ერთ აბონენტზე - 430 ლიტრს. 450 90% 400 80% 350 70% 300 60% 250 50% 200 40% 150 30% 100 20% 50 10% - 0% 1 2 3 4 5 შემოუსავლიანი წყალი ნახაზზე 5.4 მოცემულია ინფორმაცია შემოუსავლიანი წყლის მოცულობისა (NRW) და ქსელზე მომხდარი დაზიანებების რიცხვის შესახებ. ამ ორ მაჩვენებელს შორის იკვეთება გარკვეული ტიპის დამოკიდებულება, რაც ასევე დადასტურდა კომპანიების დეტალური შესწავლითაც, კერძოდ, იმ ლიცენზიატების შემთხვევაში, რომელთაც დანაკარგები და ავარიათა რიცხვი ერთდროულად მაღალი აქვთ, სავარაუდოა, რომ დანაკარგის დიდი წილი მოდის ტექნიკურ მიმართულებებზე (ფარული ჟონვები, გაუმართავი ინფრასტრუქტურა და ა.შ), ხოლო იმ კომპანიების შემთხვევაში, სადაც დანაკარგი მაღალია და ავარიების რიცხვი დაბალი, სავარაუდოა, რომ დანაკარგების საერთო მოცულობაში უფრო დიდი წილი უკავია კომერციულ დანაკარგს (უკანონო მოხმარება, უმრიცხველო მოხმარებით გამოწვეული უყაირათო ხარჯი და ა.შ). 6 7 ავარია 100 კმ ქსელზე 1. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი; 2.მარნეულის სოფწყალი; 3. ბათუმის წყალი; 4. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; 5. საგარეჯო; 6. საჩხერის წყალკანალი; 7. ქობულეთის წყალი. ნახაზი 5.4. შემოუსავლიანი წყლის მოცულობისა და ავარიათა რაოდენობის დამოკიდებულება 100% 172.10 1.91 1% 21.38 62.82 90% 20% 2% 19% 1% 17% 80% 0.98 15% 35% 44% 50% 97% 97% 40% 80% 30% 20% 1.26 13% 70% 60% 0.18 3% 85% 69% 65% 36% 10% 0% 1 2 3 საყოფაცხოვრებო მრიცხველიანი 4 5 6 7 საყოფაცხოვრებო უმრიცხველო კომერციული 1. ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი; 2.მარნეულის სოფწყალი; 3. ბათუმის წყალი; 4. საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია; 5. საგარეჯო; 6. საჩხერის წყალკანალი; 7. ქობულეთის წყალი. ნახაზი 5.5. მოხმარებული წყლის მოცულობის გადანაწილება ლიცენზიატი კომპანიების მიხედვით 55 შპს „ქობულეთის წყალსა“ და შპს „სოგურს“ არ ჰყავთ საყოფაცხოვრებო გამრიცხველიანებული მომხმარებლები. შესაბამისად, მათ შესახებ ინფორმაცია არ არის ასახული. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 94 2025 წლის განმავლობაში მოხმარებულმა სასმელი წყლის მოცულობამ შეადგინა 261 მლნ მ3. ნახაზზე 5.5 მოცემულია მოხმარებული სასმელი წყლის მოცულობის გადანაწილება ლიცენზიატი კომპანიების მიხედვით, ხოლო ნახაზზე 5.6 ქვეყნის მასშტაბით. 19% 48% 33% საყ. მრიცხველიანი საყ. უმრიცხველო არასაყოფაცხოვრებო ნახაზი 5.6. მოხმარებული წყლის მოცულობის გადანაწილება ქვეყნის მასშტაბით 5.3. წყალმომარაგების ლიცენზიატების საქმიანობის შეფასების კრიტერიუმები კომისიის მიერ დამტკიცებული წყალმომარაგების სექტორში ინვესტიციების შეფასების წესი განსაზღვრავს წყალმომარაგების ლიცენზიატების საწარმოთა ძირითადი საქმიანობის შეფასების კრიტერიუმებს (შემდგომში – კრიტერიუმები), მათი არსებული დონის მაჩვენებლებსა და სამიზნე ნიშნულებს. კომისია ყოველწლიურად, არაუგვიანეს 1 აპრილისა, ადგენს ქვედა ზღვარს (წყალმომარაგების ლიცენზიატთა შორის ყველაზე ცუდ მაჩვენებელს), არსებულ დონეს (ცალკეული ლიცენზიატისთვის მისი არსებული მდგომარეობის მაჩვენებელს) და სამიზნე ნიშნულს (მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით). ლიცენზიატები ვალდებული არიან თავიანთი საინვესტიციო გეგმების შედგენისას მხედველობაში მიიღონ კომისიის მიერ განსაზღვრული კრიტერიუმები და ინვესტიციების მეშვეობით უზრუნველყონ იმ მიმართულებების მოწესრიგება, რომლებიც გააუმჯობესებს მომსახურების არსებულ დონეს. 56 საანგარიშო წელს კომისიამ დაამტკიცა საკვანძო მაჩვენებლების ქვედა ზღვარი, არსებული დონე და სამიზნე მაჩვენებლები (იხ. ცხრილი 2).57 56 57 იხ. კომისიის 2021 წლის 29 ივლისის №36 დადგენილება. იხ. კომისიის 2025 წლის 27 მარტის №11/4 გადაწყვეტილება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 95 გრაფიკი წყალარინების ხარისხი სახანძრო ჰიდრანტებით მოცვის ინდექსი ავარიები სასმელი წყლის მილსადენებზე ავარიები წყალარინების მილსადენებზე ინფრასტრუქტურის ჟონვის ინდექსი მომსახურე პერსონალის პროდუქტიულობა განაწილების მილსადენების მოქნილობის ინდექსი 0 0 2.37 9.12 421.79 391.35 1,753.97 945.56 94.78 94.78 29.63 13.14 1,966.22 1,966.22 100 24 - 8.61 191.87 132.27 11.19 4.00 272.96 100 24 0 2.37 379.37 1,753.97 62.90 13.44 1,766.67 UWSCG 99.61 20.89 - - 266.53 802.26 39.43 7.19 649.93 BWC 99.7 24 100 29.05 421.79 20.54 50.98 29.63 1,343.95 KWC 100 24 100 99.17 76.93 160.38 83.67 16.58 109.50 SWC 97.36 24 - - 212.77 100 2.67 11.16 861.51 MVWC 76.44 10.83 - - 62.07 - 21.26 12.50 238.64 SVWC 100 24 - - 15.74 - 0.92 10.08 32.67 Soguri 100 18 - - - - 12.50 1.00 51.75 სამიზნე ნიშნული 100 24 100 100 25 25 1 5 500 სითხის სასმელი წყლის ხარისხი 10.83 24 საკვანძო მაჩვენებლები 76.44 99.95 ქვედა ზღვარი GWP თბილისი GWP მცხეთა GWP არსებული დონე რუსთავი ცხრილი 2. ლიცენზიატი კომპანიების საკვანძო მაჩვენებლები 6. მელიორაციის სექტორი მელიორაციის სექტორი სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა და, შესაბამისად, დიდ როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში. ,,წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირველად წყალმოსარგებლეს წარმოადგენს სახელმწიფოს 100-პროცენტიანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმო შპს ,,საქართველოს მელიორაცია“, რომელიც ქვეყნის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 96 მასშტაბით ფლობს, ექსპლუატაციას უწევს და მართავს საირიგაციო ინფრასტრუქტურას, ახორციელებს მის მოვლა-შენახვას და წყლის მიწოდებას. საირიგაციო სისტემებში ძირითადი წყალაღება ხორციელდება მდინარეებიდან და წყალსაცავებიდან. „წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისიის რეგულირების სფეროს დაემატა პირველადი წყალმოსარგებლის საქმიანობა, კერძოდ, კომისიის კომპეტენციას მიეკუთვნა პირველადი წყალმოსარგებლის მიერ გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენის მეთოდოლოგიის დამტკიცება და გაწეული მომსახურების ტარიფების დადგენა, წყლის მიწოდების წესების დამტკიცება, ასევე პირველად წყალმოსარგებლესა და წყალმომხმარებელთა ორგანიზაციას/სხვა წყალმომხმარებელს შორის წარმოშობილი დავის განხილვა. კომისია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს პირველადი წყალმოსარგებლის მიერ კომისიის ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს და ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშგების ფორმებით იღებს მნიშვნელოვან მონაცემებს, რომლებიც აუცილებელია სექტორის რეგულირებისთვის. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 97 7. მომსახურების კომერციული ხარისხი 7.1. მომსახურების ხარისხი და სტანდარტების აღწერა ელექტროენერგია, ბუნებრივი გაზი და სასმელი წყალი წარმოადგენს კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ მომსახურებებს, რომელთა უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდება მნიშვნელოვანია როგორც მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებისათვის, ისე ეკონომიკური აქტივობისთვის. მომსახურების ხარისხი, როგორც წესი, ნაკლებად შესამჩნევია იმ პირობებში, როდესაც სისტემა გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა მომსახურებაში შეფერხებების, მათ შორის მომარაგების წყვეტის, მომსახურების ან მომხმარებელთა მიმართვებზე რეაგირების დაგვიანების შემთხვევაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მომსახურების ხარისხის სტანდარტების ეფექტიანი ფუნქციონირება. ამ მიმართულებით კომისია, უკვე მერვე წელია, იყენებს მომსახურების კომერციული ხარისხის ელექტრონული მონიტორინგის სისტემას, რომელიც დაინერგა 2017 წელს და უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის წესებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულების ეფექტიან კონტროლს. კომისიის მიერ დამტკიცებული მომსახურების ხარისხის წესები ვრცელდება ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებზე და ადგენს ერთიან სტანდარტებს, რომლებიც განსაზღვრავს მომსახურების მინიმალურ ხარისხობრივ მოთხოვნებსა და შესრულების ვადებს. მომსახურების კომერციული ხარისხის სტანდარტები წარმოადგენს ძირითად ინსტრუმენტს, რომლის საფუძველზეც ფასდება საწარმოების მიერ მომხმარებელთა მომსახურების ხარისხი და ხორციელდება მათი შესრულების მონიტორინგი. მომსახურების ხარისხის სტანდარტები ორ ძირითად ჯგუფად იყოფა — საერთო და გარანტირებულ სტანდარტებად. საერთო სტანდარტები ეხება მთლიანად მომსახურების სისტემის მუშაობის ხარისხს და მათი მიზანია, მომსახურება მთლიანობაში იყოს საიმედო და სტაბილური. მათი გაუმჯობესება ან გაუარესება საბოლოოდ ტარიფშიც აისახება. სწორედ ამიტომ კომპანიებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომსახურების საერთო ხარისხი მუდმივად შეინარჩუნონ მაღალ დონეზე. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 98 ცხრილი 1. საერთო სტანდარტები და სამიზნე მაჩვენებლები გარანტირებული სტანდარტები ეხება კონკრეტულ მომხმარებელთან დაკავშირებულ მომსახურებებს და განსაზღვრავს მომსახურების შესრულების მაქსიმალურ ვადებს. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 99 ცხრილი 2. გარანტირებული სტანდარტები და სამიზნე მაჩვენებლები 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 100 7.2. სტატისტიკური ინფორმაცია ზემოაღნიშნული სტანდარტების შესრულების ეფექტური კონტროლის მიზნით კომისიის მონაცემთა ბაზაში ავტომატურად, რეალურ დროში ფიქსირდება რეგულირებად საწარმოებში შემოსული მომხმარებელთა განცხადებები, ინფორმაცია გეგმური და არაგეგმური შეწყვეტების, ახალი მომხმარებლის მიერთებისა და დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისთვის მომარაგების აღდგენის და ა.შ. შესახებ. მომსახურების ხარისხის საერთო სტანდარტის შესრულება არ არის დამოკიდებული ერთი კონკრეტული მომხმარებლის მიმართ გაწეულ მომსახურებაზე. საერთო სტანდარტის სამიზნე მაჩვენებლები დადგენილია კალენდარული წლის განმავლობაში საწარმოს მიერ მომხმარებელთა განუსაზღვრელი რაოდენობისთვის. საერთო სტანდარტის სამიზნე მაჩვენებლის შეფასებისას მხედველობაში არ მიიღება სტანდარტის შეუსრულებლობის ისეთი შემთხვევები, რომლებიც გამოწვეულია გარე მიზეზით. მომსახურებების უმეტესობა სრულდება მაღალი სიზუსტით (95–100% დიაპაზონში); განსაკუთრებით მაღალი შესრულება ფიქსირდება მომხმარებელთა მიმართვებზე რეაგირებისა და რეგისტრაციის მიმართულებით; შედარებით მეტი გადაცდენა ფიქსირდება ქსელურ მომსახურებებში. ნახაზი 7.1. 2025 წლის ძირითადი მაჩვენებლები 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 101 ნახაზი 7.2. საერთო და გარანტირებული სტანდარტების შესრულების მაჩვენებლები 7.3. ფინანსური მექანიზმები და კომპენსაციები საერთო სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შესრულების წლიური მაჩვენებლები ყოველწლიურად ფასდება თითოეული მომსახურების მიმართ ცალ-ცალკე და ამ მაჩვენებლების შეფასების შედეგად კომისია იყენებს ფინანსურ მექანიზმებს საწარმოს მიმართ, მისი წახალისების ან სანქცირების მიზნით, რომელიც აისახება კომისიის მიერ ამ საწარმოსთვის შესაბამის მომსახურებაზე დადგენილ ტარიფში შემდეგი პრინციპით: იმ შემთხვევაში, თუ ხდება საერთო სტანდარტის წლიური სამიზნე მაჩვენებლის გაუმჯობესება/გაუარესება, საწარმოს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა შესაბამისად გაიზრდება/შემცირდება ყოველ გაუმჯობესებულ/გაუარესებულ 1 პროცენტზე რეგულირებადი დანახარჯების ბაზის 0.01%-ით, გარდა ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის შემცირების სტანდარტისა, რომლისთვისაც თითოეულ რეგიონში, ტერიტორიული უბნების მიხედვით, საწარმოს მიერ ელექტრომომარაგების წყვეტის საშუალო ხანგრძლივობის გაუმჯობესების ან გაუარესების შემთხვევაში კომისია უფლებამოსილია, საწარმოს ტარიფის გაანგარიშებისას რეგულირებადი დანახარჯების ბაზა გაზარდოს ან შეამციროს Q ფაქტორის შესაბამისად. გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული მომსახურების შიდა მიზეზებით შეუსრულებლობის შემთხვევაში საწარმო ვალდებულია უზრუნველყოს მომხმარებლისთვის გაუწეველი მომსახურებისთვის განსაზღვრული კომპენსაციის გადახდა. ქსელური მომსახურების შემთხვევაში: • • • ვადის პირველი გადაცილებისას მომსახურების საფასური მცირდება 50%-ით; განმეორებითი გადაცილებისას მომსახურების საფასური ნულდება; მესამე და ყოველი შემდგომი გადაცილებისას მომხმარებელს უბრუნდება მომსახურების საფასურის 50%. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 102 სხვა მომსახურების შემთხვევაში კომპენსაცია ერთჯერადია და შეადგენს: • • საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის — 5 ლარს; არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის — 10 ლარს. გარანტირებული სტანდარტით გათვალისწინებული კომპენსაცია მომხმარებელს უნდა დაერიცხოს მის სააბონენტო ბარათზე, კრედიტის სახით, შემდგომი ანგარიშსწორებისთვის, ხოლო წინასწარ გადახდილი მომსახურების საფასურის შემთხვევაში - განაცხადში მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე. ამასთან, კომპენსაცია უნდა აისახოს მომხმარებლის სააბონენტო ბარათზე, მომსახურების გარანტირებული სტანდარტის დარღვევიდან 15 სამუშაო დღის ვადაში. ნახაზი 7.3. კომპენსაციები 2025 წელს გარანტირებული სტანდარტების დარღვევის გამო გამანაწილებელმა კომპანიებმა მომხმარებლებს კომპენსაციის სახით გადაუხადეს 3 121 095 ლარი. კომპენსაციის უდიდესი წილი - 2 287 205 ლარი (73.3%) გადახდილია ელექტროენერგეტიკის სექტორში. 821 145 ლარი, რაც მთლიანად გადახდილი კომპენსაციის 26.3%-ია, მოდის წყალმომარაგების სექტორზე, ხოლო ბუნებრივი გაზის სექტორში გადახდილი კომპენსაცია ყველაზე მცირეა და 12 745 ლარს (0.4%) შეადგენს. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 103 ნახაზი 7.4. დარიცხული კომპენსაციები სტანდარტების მიხედვით რაც შეეხება გადახდილი კომპენსაციების სტანდარტების მიხედვით განაწილებას, აქ ყველაზე დიდი წილი ქსელური მომსახურებების სტანდარტების დარღვევაზე მოდის, რაც ჯამში 3 085 225 ლარს შეადგენს და გადახდილი კომპენსაციების 98.85%-ია. ქსელურ მომსახურებებზე გადახდილი კომპენსაციები შემდეგნაირად ნაწილდება: • • • • 2 489 375 ლარი - ახალი მომხმარებლის ქსელთან მიერთების სტანდარტის დარღვევისთვის; 551 425 ლარი - სიმძლავრის/მოცულობის გაზრდის სტანდარტის დარღვევისთვის; 33 025 ლარი - აღრიცხვის კვანძის მოწყობისა და ქსელზე შეჭრის სტანდარტის დარღვევისთვის; 11 400 ლარი - მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მიერთების სტანდარტის დარღვევისთვის. დანარჩენ გარანტირებულ სტანდარტებზე ჯამში გადახდილია 35 870 ლარი, რაც მთლიანად გადახდილი კომპენსაციების მხოლოდ 1.15%-ს შეადგენს. ამათგან ყველაზე დიდი წილი მოდის დავალიანების გადაუხდელობისთვის გათიშული მომხმარებლებისათვის მომარაგების აღდგენის სტანდარტზე - 30 010 ლარი (1.0%), ხოლო დანარჩენ გარანტირებულ სტანდარტებზე ჯამურად გადახდილია 5 860 ლარი. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 104 ცხრილი 3. მომხმარებლებზე დარიცხული კომპენსაციების ოდენობა კომპანიების მიერ აბონენტებისთვის გადახდილი კომპენსაციების ჯამური რაოდენობის შემცირება დიდწილად განპირობებულია გარანტირებული სტანდარტების შესრულების გაუმჯობესებით. შენიშვნა: ცხრილ 3-ში მოცემული დარიცხული კომპენსაციების ოდენობა შეიძლება განსხვავდებოდეს კომისიის წინა წლის ანგარიშში დაფიქსირებული ოდენობებისაგან. ყოველი მომდევნო წლის ანგარიშში დაზუსტებულია წინა წლის მონაცემები, ვინაიდან კალენდარულ წელში დარიცხული ოდენობა შესაძლოა დაკორექტირდეს მომდევნო წლის განმავლობაში. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 105 8. ენერგეტიკული და წყალმომარაგების საქმიანობების ზედამხედველობა, სალიცენზიო პირობების მონიტორინგი კომისია მუდმივ რეჟიმში ახორციელებს ლიცენზიატი და ავტორიზებული საწარმოების მიერ კანონმდებლობის (ლიცენზიატების შემთხვევაში - ასევე, სალიცენზიო პირობების) შესრულების მონიტორინგს სხვადასხვა საშუალებით, მათ შორის, ლიცენზიატთა მიერ კომისიაში წარმოდგენილი ანგარიშგების ფორმების, ელექტრონული ჟურნალებისა და განმცხადებლებისგან მიღებული კორესპონდენციის საფუძველზე. ასევე კომისია განიხილავს წარმოდგენილ საინვესტიციო პროექტებს, აფასებს მიზნობრიობას, ახორციელებს ფაქტობრივად განხორციელებული ინვესტიციების, ახალი მომხმარებლის გამანაწილებელ ქსელთან მიერთების შესრულების ვადების, გაწეული ხარჯების, ელექტრონულ ჟურნალში დაფიქსირებული წყვეტების მიზეზების, კომპანიების მიერ გამოგზავნილი ანგარიშგებების ფორმებში შესაბამისი მონაცემების გამართულობის და სისწორის შესწავლასა და მონიტორინგს. საანგარიშო წელს კომისიამ განიხილა სს „თელასის“ და სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ მიერ 2024 წლის მომარაგების საიმედოობის სტანდარტის მაჩვენებლების (მომარაგების წყვეტების საშუალო ხანგრძლივობის და საშუალო სიხშირის) გაუარესების საკითხი და ორივე კომპანია დააჯარიმა 18,750 ლარით. აგრეთვე კომისიაში შემოსული მომხმარებელთა წერილობითი განცხადებების განხილვის პროცესში გამოვლინდა სს „თელასის“ მხრიდან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მოთხოვნებისა და ნორმების დარღვევის, კომისიის მოთხოვნების უგულებელყოფის, ელექტრონულ ჟურნალში წყვეტების არასწორად დაფიქსირების, ელექტროენერგიის ხარისხის პარამეტრების გაუარესებისა და კომისიის შეცდომაში შეყვანის მცდელობის არაერთი შემთხვევა. კომისიამ აღნიშნული ფაქტები შეაფასა სს „თელასის“ მხრიდან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების/სალიცენზიო პირობების დარღვევად და კომპანია დააჯარიმა 56,250 ლარით. ბუნებრივი გაზის სექტორში დაჯარიმდა შპს „დიდი დიღომი“ 37,500 ლარით. კომისიის მიერ განხორციელებული მოკვლევის შედეგად გამოვლენილი დარღვევები, კერძოდ, მიერთების სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად საჭირო თანხმობების/ნებართვების აღების ვალდებულების მომხმარებლისთვის დაკისრება, მიერთების ვადის ათვლისა და მისი დინების შეჩერების თვითნებურად განსაზღვრა, მიერთების უზრუნველყოფის პერიოდის - ვადის თვითნებურად გაზრდა, მიერთების ვადების გადაცილებისას მომხმარებლებისთვის კომპენსაციის გადაუხდელობა, ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ ელექტრონულ ჟურნალში მონაცემების არშეყვანა და არასრული/არაზუსტი ინფორმაციის ასახვა მიჩნეულ იქნა კანონის, კომისიის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სალიცენზიო პირობების დარღვევად. რაც შეეხება წყალმომარაგების სექტორს, შპს „ბათუმის წყლის“ საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, კომისიის სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად გამოვლინდა რიგი დარღვევები, კერძოდ: მომხმარებლებისთვის ტარიფების არასწორი დარიცხვა, წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე დავალიანების სხვა მომხმარებელზე გადაკისრება, ხანდაზმულ დავალიანებასთან დაკავშირებული მოთხოვნების დარღვევა, ახალი მომხმარებლის წყალმომარაგების სისტემაზე 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 106 მიერთების შემთხვევაში აქტის შედგენასთან დაკავშირებული საკითხები, დარიცხული საფასურის ამოღების უზრუნველსაყოფად აუცილებელი ღონისძიებების გაუტარებლობა. აღნიშნული მიჩნეულ იქნა სალიცენზიო პირობების დარღვევად და კომისიამ შპს „ბათუმის წყალი“ დააჯარიმა 20,000 ლარით.58 შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მფლობელობაში არსებული ქ. რუსთავის წყალმომარაგების სისტემებში გამოვლენილი დარღვევები მიჩნეულ იქნა სალიცენზიო პირობებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ნორმატიული აქტების დარღვევად და კომისიის მიერ შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ დაჯარიმდა 50,000 ლარით.59 ასევე საანგარიშო წელს წერილობითი გაფრთხილებები დაეკისრა შპს „მარნეულის სოფწყალს“ , შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“, შპს „ბათუმის წყალს“ და შპს „საჩხერის წყალკანალს“ საკვანძო მაჩვენებლების არსებული დონის გაუარესების გამო. 9. მეთოდოლოგიური საქმიანობა 2025 წელს კომისიამ მეთოდოლოგიური საქმიანობის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო რეგულირებად სექტორებში მომსახურების პროცესების გამარტივებას, ელექტრონული სერვისების განვითარებასა და მოქმედი ნორმატიული ჩარჩოს დახვეწას, მომხმარებლებისთვის უფრო სწრაფი და გამჭვირვალე მომსახურების ხელმისაწვდომობას, სერვისების დიგიტალიზაციის ხელშეწყობას, სექტორული კოორდინაციის გაუმჯობესებას და მარეგულირებელი გარემოს დაახლოებას საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. 9.1. იუსტიციის სახლში არსებული კომუნალური მომსახურება კომისიისა და იუსტიციის სახლის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში, მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და სამელიორაციო მომსახურებებით (დარეგისტრირდეს მომხმარებლად, გააფორმოს მიწოდების ხელშეკრულება, გადაამოწმოს დავალიანება, მოითხოვოს დარიცხვის გადამოწმება, დავალიანების გადანაწილება, მრიცხველის ადგილზე შემოწმება, ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმება, მომარაგების დროებით გათიშვა/აღდგენა და გამოითხოვოს პირადი ინფორმაცია ბრუნვის ისტორიიდან,). შედეგად, მომხმარებლებს შეუძლიათ იუსტიციის სახლის კომუნალური მომსახურება მიიღონ 146 ფილიალში (126 ფილიალსა და 20 მობილურ იუსტიციის სახლში). 58 იხ. კომისიის 2025 წლის 27 მარტის №11/1 გადაწყვეტილება. 59 იხ. კომისიის 2025 წლის 11 სექტემბრის №37/1 გადაწყვეტილება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 107 2025 წლიდან მელიორაციის სექტორის მომხმარებლებს უკვე აქვთ შესაძლებლობა იუსტიციის სახლის მეშვეობით მიმართონ შპს „საქართველოს მელიორაციას“ ყველა სახის განაცხადით (ახალი მიერთების განაცხადის გარდა). იუსტიციის სახლში არსებულ კომუნალურ მომსახურებაზე მიმართვიანობა 2025წელს 2024 წელთან შედარებით გაიზარდა 3%-ით (იხ. ნახაზი 9.1). იუსტიციის სახლისთვის მიმართვიანობის დინამიკა: 2024 - 2025 წლის შედარება 35500 35000 34500 34000 33500 33000 2024 2025 ნახაზი 9.1. იუსტიციის სახლისთვის მიმართვიანობის დინამიკა 2024-2025 წლებში კომისიის, ლიცენზიატებისა და მობილური ოპერატორების (მაგთი, სილქნეტი, სელფი) ერთობლივი პროექტის ფარგლებში მომხმარებლებმა შესაძლებელია მობილურ ტელეფონზე *303# აკრეფით ისარგებლონ ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და სამელიორაციო მომსახურებებით, კერძოდ: • • • • • • დაამატონ ტელეფონის ნომერი სასურველ აბონენტზე ან წაშალონ არასასურველი; დააფიქსირონ მომარაგების წყვეტა (ოპერატიული რეაგირებისთვის); მოითხოვონ მომარაგების ხარისხის ადგილზე შემოწმება; მოითხოვონ დარიცხვის გადამოწმება; შეათანხმონ წყალსარგებლობის განრიგი წინა წლის პირობებით (მელიორაციის სექტორში); მიიღონ ინფორმაცია: ✓ ელექტრონულ ქვითარზე; ✓ მიმდინარე ბალანსზე; ✓ მომარაგების წყვეტისა და აღდგენის ვადებზე; ✓ წყალსარგებლობის განრიგის შეთანხმებასა და რწყვის ოპერაციაზე (მელიორაციის სექტორში). *303#-ზე მიმართვიანობა 2024-2025 წლებში წინა წლებთან შედარებით სტაბილური გახდა. ტრანზაქციების საშუალო თვიურმა რაოდენობამ 100,000-მდე შეადგინა, ხოლო მომსახურების დანერგვიდან დღემდე 7,678,814 ტრანზაქცია განხორციელდა (იხ. ნახაზი 9.2). 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 108 ნახაზი 9.2. *303# მომსახურებით სარგებლობის სტასტისტიკა 9.2. მსოფლიო ბანკის კვლევაში — „ბიზნესისთვის მზაობა“ (BUSINESS READY) — „კომუნალური მომსახურებების“ ნაწილში მონაწილეობა გამოქვეყნდა მსოფლიო ბანკის „ბიზნესის კეთება“ (Doing Business) ალტერნატიული კვლევის „ბიზნესისთვის მზაობა“ (Business Ready) 2025 წლის ახალი ანგარიში. საქართველომ ახალი საპილოტე კვლევის (Business Ready) 101 მონაწილე ქვეყანას შორის მე-4 ადგილი დაიკავა. რაც შეეხება ქვეყნის პოზიციას „კომუნალური მომსახურებების“ ნაწილში (რომელიც მოიცავს ელექტროენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და ტელეკომუნიკაციის სექტორებს), ქულა გაუმჯობესდა და წინა საპილოტე კვლევასთან შედარებით გაიზარდა 6.12-ით, 73.08-დან 79.2 ქულამდე. 9.3. სიახლე WWW.MY.GOV.GE-ის განხორციელებაზე თანხმობა“ სერვისში – „ქსელური სამუშაოების www.my.gov.ge-ის სერვისში – „ქსელური სამუშაოების განხორციელებაზე თანხმობა“ – არსებულ ასარჩევ ველებს (თანხმობის და უარის ველებს) დაემატა ახალი ველი, რომელიც კომუნალურ კომპანიებს საშუალებას აძლევს უარის დაფიქსირებასთან ერთად აღნიშნონ სამუშაოების ერთობლივად განხორციელების სურვილი, მაგალითად, კომუნალური და/ან საკომუნიკაციო ქსელების ერთსა და იმავე ტერიტორიაზე კოორდინირებული განთავსება, რაც მიზნად ისახავს ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საგზაო საფარის, განმეორებით დაზიანების მინიმუმამდე დაყვანას, სამუშაოების ოპტიმიზაციას და მათთან დაკავშირებული უარყოფითი ფაქტორების (მაგალითად, საგზაო შეზღუდვების ხანგრძლივობისა და ნებართვების გაცემის დროის) შემცირებას, ტექნიკური ნორმებისა და უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 109 10. დავების განხილვა 10.1. ზოგადი ინფორმაცია სადავო საკითხებზე სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში შემოვიდა 1853 განცხადება/საჩივარი. დავების გადაწყვეტის შედეგად მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხამ ჯამურად შეადგინა 1 435 172.44 ლარი. დავების გადანაწილება სექტორების მიხედვით 742 700 411 ელექტროენერგია ბუნებრივი გაზი წყალმომარაგება ნახაზი 10.1. დავების სტატისტიკა სექტორების მიხედვით ჩამოწერილი თანხების ოდენობა 1435172.44 809154.93 626017.51 წერილობით გადაწყვეტილებით სულ ნახაზი 10.2. ჩამოწერილი თანხების ოდენობა 2025 წელს სასამართლოში გასაჩივრდა კომისიის მიერ მიღებული 54 ადმინისტრაციულსამართლებრივი აქტი და დასრულდა 27 სასამართლო დავა, საიდანაც 26 გადაწყდა კომისიის სასარგებლოდ. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 110 10.2. მომხმარებელთა საჩივრებსა და ახალი მომხმარებლის მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტის მარეგულირებელი ჩარჩოების მიმოხილვა კანონის თანახმად, კომისიის ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საწარმოებს, ასევე მომხმარებლებსა და საწარმოებს შორის წარმოქმნილი სადავო საკითხების გადაწყვეტა თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ასევე გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების ვადის გაზრდისა და ვადის გადაცილების გამო დარიცხული კომპენსაციების გაუქმების, ასევე ქსელთან მიერთების განაცხადების გაუქმების თაობაზე საწარმოების მოთხოვნების განხილვა და გადაწყვეტა. დავების განხილვის პროცესში კომისიის კომპეტენციები განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით, დავების განხილვის წესებით, ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესებით, ელექტროენერგიის საცალო ბაზრის წესებით, ელექტროენერგიის გამანაწილებელი ქსელის წესებით, სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესებით, მომსახურების ხარისხის წესებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით. სადავო საკითხებს კომისია წყვეტს დამოუკიდებლად, მიუკერძოებლად, კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. 10.3. დავები ელექტროენერგეტიკის სექტორში საანგარიშო პერიოდში სადავო საკითხები ძირითადად უკავშირდებოდა ელექტროენერგიის მრიცხველის დაზიანებისას თანხის არასწორ დარიცხვას, დეპოზიტის თანხის არასწორ დარიცხვას, დაკვირვებისა და დარიცხვის პერიოდის არასწორად განსაზღვრას, ხანდაზმულ დავალიანებებს, ასევე გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტების მიერთებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს, მათ შორის, ქსელთან მიერთებაზე უარის თქმას, ქსელთან მიერთების შესახებ განაცხადების არასწორ დახარვეზებას, მიერთების დაუსრულებლობას, მიერთებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების გამო კომპენსაციის დარიცხვის მოთხოვნას და სხვა. საანგარიშო პერიოდში ელექტროენერგეტიკის სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით კომისიის აპარატის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში შემოვიდა 700 განცხადება/საჩივარი. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 111 ე ლ ე ქ ტ რ ო ე ნ ე რგ ე ტ ი კ ი ს ს ე ქ ტ ო რ შ ი დ ა ვ ე ბ ი ს გ ა დ ა ნ ა წ ი ლ ე ბ ა კომპანიების მიხედვით სს "ენერგო- პრო ჯორჯია" შპს "ეპ ჯორჯია მიწოდება" სს "თელასი" შპს "თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" 234 227 231 8 1 ნახაზი 10.3. დავების სტატისტიკა ელექტროენერგეტიკის სექტორში კომპანიების მიხედვით 700 სადავო საკითხიდან ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა წერილობით 681 საკითხზე. მათგან სრულად დაკმაყოფილდა 251 დავა, ნაწილობრივ - 47, არ დაკმაყოფილდა 343, ხოლო წარმოება შეწყდა 21 განცხადება/საჩივარზე. კომისიამ უშუალოდ დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში შემოსული სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 19 გადაწყვეტილება. მათგან სრულად დაკმაყოფილდა 17 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ - 0, ხოლო არ დაკმაყოფილდა 2. ელექტროენერგეტიკის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხებმა შეადგინა ჯამში 489 792.88 ლარი. ელექტროენერგეტიკის სექტორში სადავო საკითხების განხილვის შედეგები 345 268 47 39% დაკმაყოფილდა 7% ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 51% არ დაკმაყოფილდა 21 3% წარმოება შეწყდა რაოდენობა 268 47 345 21 % 39% 7% 51% 3% ნახაზი 10.4. სადავო საკითხების განხილვის შედეგები (შედეგებში სხვაობა გამოწვეულია ერთსა და იმავე საკითხზე განმეორებითი საჩივრით) • გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით კომისიამ განიხილა 833 წერილი, საიდანაც დაკმაყოფილდა 425, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 97, არ დაკმაყოფილდა 69, ხოლო წარმოება შეწყდა 242 წერილზე. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 112 • განაცხადის გაუქმებასთან დაკავშირებით შემოვიდა 1 წერილი, რომელიც დაკმაყოფილდა. კომპენსაციის გაუქმებასთან დაკავშირებით შემოვიდა 17 წერილი, საიდანაც დაკმაყოფილდა 16, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 0, არ დაკმაყოფილდა – 0, ხოლო წარმოება შეწყდა 1 წერილზე. • ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელთან ახალი ობიექტის მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შედეგები 425 242 97 51% დაკმაყოფილდა 69 12% ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 8% არ დაკმაყოფილდა 29% წარმოება შეწყდა რაოდენობა 425 97 69 242 % 51% 12% 8% 29% ნახაზი 10.5. მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული დავების განხილვის შედეგები ელექტროენერგეტიკის სექტორში 10.4. დავები ბუნებრივი გაზის სექტორში საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის სექტორში სადავო საკითხები ძირითადად უკავშირდებოდა: კომპანიაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებულ თემებს, მათ შორის, საწარმოს მიერ მიღებული დადგენილების გაუქმებას; უკანონოდ მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურად დარიცხულ თანხებს; მრიცხველის მოხსნისა და მონტაჟის, ასევე მრიცხველის დალუქვის წესებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველობას (აქტის წესების შეუსაბამო შედგენა); მოხმარებული ბუნებრივი გაზის საფასურის არასწორ დარიცხვას, ასევე გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს, მათ შორის, ქსელთან მიერთებაზე უარის თქმას, ქსელთან მიერთების შესახებ განაცხადების არასწორ დახარვეზებას, მიერთების დაუსრულებლობას, მიერთებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების გამო კომპენსაციის დარიცხვის მოთხოვნას და სხვ. საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი გაზის სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში შემოვიდა 411 განცხადება/საჩივარი. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 113 ბუნებრივი გაზის სექტორში სადავო საკითხების განაწილება კომპანიის მიხედვით შპს ,,საჩხერე გაზი" შპს ,,თბილისი ენერჯი" შპს ,,სოკარ ჯორჯია გაზი" სს ,,საქორგგაზი" შპს ,,თელავგაზი" სს ,,ენერგოკავშირი" შპს ,,დიდი დიღომი" შპს ,,ვარკეთილაირი" შპს ,,ყამარი მ" შპს ,,ენერჯი სეილს კომპანი" შპს ,,ეს ჯი გაზ-კომპანი" 226 127 24 2 4 0 9 7 0 9 3 1 ნახაზი 10.6. დავები ბუნებრივი გაზის სექტორში კომპანიების მიხედვით 297 სადავო საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა წერილობით. მათგან სრულად დაკმაყოფილდა 42 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ - 10, არ დაკმაყოფილდა 235, ხოლო წარმოება შეწყდა 10 განცხადება/საჩივარზე. კომისიამ დეპარტამენტში შემოსული სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 114 გადაწყვეტილება. მათგან სრულად დაკმაყოფილდა 52 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 20, ხოლო არ დაკმაყოფილდა 42. ბუნებრივი გაზის სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა 161 721.05 ლარი. ბუნებრივი გაზის სექტორში სადავო საკითხების განხილვის შედეგები 277 94 30 23% დაკმაყოფილდა 7% ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 67% არ დაკმაყოფილდა 10 2% წარმოება შეწყდა რაოდენობა 94 30 277 10 % 23% 7% 67% 2% ნახაზი 10.7. სადავო საკითხების განხილვის შედეგები ბუნებრივი გაზის სექტორში 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 114 • გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებით კომისიამ განიხილა 27 წერილი, საიდანაც დაკმაყოფილდა 17, ნაწილობრივ დაკმაყოფილდა - 2, არ დამაყოფილდა – 0, ხოლო წარმოება შეწყდა 8 წერილზე; განაცხადის გაუქმებასთან დაკავშირებით შემოვიდა 4 წერილი, აქედან 2 დაკმაყოფილდა, 2 მათგანზე კი წარმოება შეწყდა; კომპენსაციის გაუქმებასთან დაკავშირებით წერილი არ შემოსულა. • • ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შედეგები 17 8 63% 2 7% 0 30% 0% დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა წარმოება შეწყდა რაოდენობა 17 2 0 8 % 63% 7% 0% 30% ნახაზი 10.8. მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შედეგები ბუნებრივი გაზის სექტორში 10.5. დავები წყალმომარაგების სექტორში საანგარიშო პერიოდში წყალმომარაგების სექტორში სადავო საკითხები ძირითადად უკავშირდებოდა: კომპანიაში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტთან დაკავშირებულ თემებს, მათ შორის, საწარმოს მიერ მიღებული დაგდგენილების გაუქმებას, უკანონოდ მოხმარებული სასმელი წყლის საფასურად დარიცხულ თანხებს;, ხანდაზმული დავალიანებების ჩამოწერას, მომხმარებლებზე პირობით დარიცხვებს, ჩვენებების არადროულ აღებას და ასევე წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებულ სადავო საკითხებს, წყალმომარაგების სისტემაზე მიერთებაზე უარის თქმას, მიერთების შესახებ განაცხადების არასწორ დახარვეზებას, მიერთების დაუსრულებლობას, მიერთებისთვის განსაზღვრული ვადის გადაცილების გამო კომპენსაციის დარიცხვის მოთხოვნას და სხვ. საანგარიშო პერიოდში წყალმომარაგების სექტორში სადავო საკითხებთან დაკავშირებით უშუალოდ კომისიის აპარატის დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში შემოვიდა 742 განცხადება/საჩივარი. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 115 წყალმომარაგების სექტორში დავების გადანაწილება კომპანიების მიხედვით სულ შპს ,,ბათუმის წყალი" შპს ,,საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" შპს ,,ჯორჯიან უოთერ ედ ფაუერი" შპს ,,საჩხერის წყალკანალი" 742 609 14 118 1 ნახაზი 10.9. დავები წყალმომარაგების სექტორში კომპანიების მიხედვით 648 სადავო საკითხზე ადმინისტრაციული წარმოება დასრულდა წერილობით. სრულად დაკმაყოფილდა 211 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ - 51, არ დაკმაყოფილდა 371, ხოლო წარმოება შეწყდა 15 განცხადება/საჩივარზე. კომისიამ უშუალოდ დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში შემოსული სადავო საკითხების განხილვის შედეგად მიიღო 84 გადაწყვეტილება. მათგან სრულად დაკმაყოფილდა 39 განცხადება/საჩივარი, ნაწილობრივ – 18, ხოლო არ დაკმაყოფილდა 27. წყალმომარაგების სექტორში მომხმარებლებისათვის ჩამოწერილმა თანხებმა შეადგინა 783 658.51 ლარი. წყალმომარაგების სექტორში სადავო საკითხების განხილვის შედეგები 398 250 34% 69 9% 54% 15 2% დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა წარმოება შეწყდა რაოდენობა 250 69 398 15 % 34% 9% 54% 2% ნახაზი 10.10. დავების განხილვის შედეგები წყალმომარაგების სექტორში (შედეგებში სხვაობა გამოწვეულია ერთსა და იმავე საკითხზე განმეორებითი საჩივრით) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 116 • წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლების მიერთების ვადის გაზდასთან დაკავშირებით კომისიამ განიხილა 753 წერილი, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 379, ნაწილობრივ 99, არ დაკმაყოფილდა 100, ხოლო წარმოება შეწყდა 175 წერილზე; • განაცხადის გაუქმებასთან დაკავშირებით წერილი არ შემოსულა; • კომპენსაციის გაუქმებასთან დაკმაყოფილდა. დაკავშირებით შემოვიდა 1 წერილი, რომელიც წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების გა ნხილვის შედეგები 379 175 100 99 50% 13% 13% 23% დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა წარმოება შეწყდა რაოდენობა 379 99 100 175 % 50% 13% 13% 23% ნახაზი 10.11. მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული საკითხების განხილვის შედეგები წყალმომარაგების სექტორში 10.6. ხანდაზმული დავალიანებები საანგარიშო პერიოდში კომისიამ განიხილა 76 განცხადება ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებით, საიდანაც სრულად დაკმაყოფილდა 41, ნაწილობრივ – 4, ხოლო არ დაკმაყოფილდა 31. ჩამოწერილმა თანხამ შეადგინა ჯამურად 70 933 ლარი. ხანდაზმული დავალიანებები 41 31 4 სრულად დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა ნახაზი 10.12. ხანდაზმულ დავალიანებებთან დაკავშირებული დავების განხილვის შედეგები 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 117 10.7. ახალი მომხმარებლის დაკავშირებული საკითხები მიერთების (სიმძლავრის გაზრდის) ვადის გაზრდასთან საანგარიშო პერიოდში აღნიშნულ საკითხებზე კომისიაში შემოვიდა 1613 წერილი. განხილვის შედეგად, კომისიის გადაწყვეტილებით, სრულად დაკმაყოფილდა 821 წერილი, ნაწილობრივ 198 წერილი, კომპანიას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა 169 შემთხვევაში, ხოლო წარმოება შეწყდა 425 წერილზე. განაცხადის გაუქმებასთან დაკავშირებით შემოვიდა 5 წერილი, მათგან 3 სრულად დაკმაყოფილდა, 2-ზე წარმოება შეწყდა. კომპენსაციის გაუქმებასთან დაკავშირებით შემოვიდა 18 წერილი, საიდანაც დაკმაყოფილდა 15 და 1 მათგანზე კი შეწყდა წარმოება. თითოეულ სექტორში მიერთების კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადაში დაუსრულებლობის გამო მომხმარებლების სასარგებლოდ დარიცხული კომპენსაციები ჯამურად (მათ შორის კომპენსაციების ოდენობა, მიერთებების ვადების გაზრდის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილებებით) ისახება კომისიის შესაბამისი დეპარტამენტის წლიურ ანგარიშში. ახალი მომხმარებლის მიერთების ვადის გაზრდის საკითხები სექტორების მიხედვით 850 779 24 ელექტროენერგია ბუნებრივი გაზი წყალმომარაგება ნახაზი 10.13. მიერთების ვადის გაზრდის საკითხების სტატისტიკა სექტორების მიხედვით 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 118 ახალი მომხმარებლის მიერთების ვადის გაზრდის საკითხების განხილვის შედეგები 821 425 198 51% 169 12% 10% 26% დაკმაყოფილდა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა არ დაკმაყოფილდა წარმოება შეწყდა რაოდენობა 821 198 169 425 % 51% 12% 10% 26% ნახაზი 10.14. მიერთების ვადის გაზრდასთან დაკავშირებული სადავო საკითხების განხილვის შედეგები დავების განხილვის პრაქტიკისა და ახალი კანონმდებლობის გათვალისწინებით, კომისიაში მიმდინარეობს ზემოაღნიშნული სამივე სექტორის მარეგულირებელი წესების სისტემური სრულყოფა, რაც ასევე გავლენას იქონიებს სადავო საკითხების რაოდენობასა და მათ შინაარსზე. საანგარიშო პერიოდში დავებისა და სერვისების მართვის დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენციის შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე მომზადდა არაერთი წერილი/ წინადადება გამოვლენილი სისტემური ხასიათის პრობლემებთან დაკავშირებით. შექმნილი სამუშაო ჯგუფების მეშვეობით და, საჭიროებიდან გამომდინარე, დეპარტამენტი პერიოდულად ახორციელებს შეხვედრა/მოლაპარაკებებს საწარმოებთან არსებული დარღვევების პრევენციის მიზნით. მომხმარებელთა უფლებების დაცვა მუდმივი გადაფასებისა და განვითარების პროცესშია. ეფექტიანი დაცვის მექანიზმების დანერგვა და უკვე არსებულის დახვეწა თანხვედრაშია საზოგადოების განვითარების ტემპსა და ბაზრის სტაბილურობის შენარჩუნების მოთხოვნებთან. ამიტომ მომხმარებლებზე ზრუნვა, მათი უფლებების დაცვის ეფექტური სამართლებრივი მექანიზმების შექმნა კომისიის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. შესაბამისად, საანგარიშო წელს დაიწყო დეპარტამენტის კიდევ ერთი ფუნქციის - მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება - დანერგვა. განხორციელებული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, მომსახურების გაუმჯობესების მექანიზმების შესახებ შემუშავებული წინადადებებისა და შესაბამისი სტანდარტების დანერგვა მომსახურების პროცესებში უზრუნველყოფს მომხმარებელთა კმაყოფილების დონის ამაღლებასა და სისტემის უწყვეტ განვითარებას. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 119 11. საერთაშორისო ურთიერთობები 11.1. პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები 2025 წელს კომისია განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობდა ენერგეტიკის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებასა და დანერგვას და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, რეგიონულ ასოციაციებსა და პარტნიორ მარეგულირებელ ორგანოებთან მრავალმხრივ და ორმხრივ ფორმატში თანამშრომლობდა. კომისია მონაწილეობდა ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) მიერ ორგანიზებულ შეხვედრებსა და კონფერენციებში. კომისიის წარმომადგენლებმა მონაწილეობა მიიღეს ERRA-ს 22-ე ყოველწლიურ კონფერენციასა და გენერალურ ასამბლეაში (ქ. მასკატი, ომანი). კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ელექტროენერგეტიკული ბაზრების, ეკონომიკური რეგულირების, აირადი საწვავის ბაზრების, ენერგეტიკული ტრანსფორმაციისა და მომხმარებელთა დაცვის კომიტეტების შეხვედრებში, ასევე ასოციაციის საგანმანათლებლო პლატფორმის ფარგლებში გამართულ სპეციალიზებულ ტრენინგში. 2025 წლის განმავლობაში კომისია ნაყოფიერად ურთიერთობდა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER) დარგობრივი სამუშაო ჯგუფებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებებით. კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) გენერალური ასამბლეის შეხვედრებში, სადაც ძირითადი ყურადღება ეთმობოდა ანგარიშების განხილვას, 2026 წლის სტრატეგიულ ხედვასა და ენერგეტიკის სექტორის სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში მიმდინარე აქტივობებს. საანგარიშო წელს ენერგეტიკულ გაერთიანებასთან (Energy Community) თანამშრომლობა ფოკუსირებული იყო ბაზრების ლიბერალიზაციის პროცესზე, მარეგულირებელი ჩარჩოს გაძლიერებასა და საკანონმდებლო ჩარჩოს ჰარმონიზაციაზე. კომისიის თავმჯდომარე და წევრები შეხვდნენ ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დირექტორს, სადაც განისაზღვრა 2026 წლის პრიორიტეტული მიმართულებები. კომისიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ ენერგეტიკული გაერთიანების მარეგულირებელი საბჭოსა (ECRB) და სამუშაო ჯგუფების შეხვედრებს. 2025 წელს კომისია განაგრძობდა ნაყოფიერ თანამშრომლობას ევროპის წყლის მარეგულირებელთა ასოციაციასთან (WAREG). კომისიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ევროპის წყლის მარეგულირებელთა ასოციაციის გენერალური ასამბლეის შეხვედრებში, რომლებიც მიეძღვნა რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებასა და წყლის სექტორის რეგულირების ახალ სტრატეგიულ ხედვას. კომისია ჩართული იყო ასოციაციის სამუშაო ჯგუფების საქმიანობაში, რაც მოიცავდა მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს სექტორული კვლევებისთვის. საანგარიშო პერიოდში მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობა მოიცავდა წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების ჩამოყალიბების, მელიორაციის ტარიფების დადგენისა და კლიმატის ცვლილების საკითხებს, ხოლო ენერგეტიკული უსაფრთხოების პროგრამის (ESPIRE) ფარგლებში მხარეებმა განიხილეს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის მიმდინარეობა და მისი იმპლემენტაციის სხვადასხვა ფაზის განხორციელების დინამიკა. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 120 2025 წელს კომისიამ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმა რუმინეთისა და მონღოლეთის მარეგულირებელ ორგანოებთან, აგრეთვე ყირგიზეთის რესპუბლიკის ენერგეტიკის სამინისტროს საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსის რეგულირების დეპარტამენტთან. კომისია აქტიურად განაგრძობდა პარტნიორ ქვეყნებთან გამოცდილების გაზიარების პროცესს და ორმხრივი კავშირების გაღრმავებას. სლოვაკეთის რესპუბლიკის ქსელური კომპანიების მარეგულირებელ უწყებასთან გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ქვეყნების ენერგეტიკული პოლიტიკა, მწვანე ენერგიების განვითარების ხელშეწყობის მექანიზმები, ენერგეტიკული ბირჟის ფორმირების საკითხები და სატარიფო პოლიტიკის ძირითადი ასპექტები. ასევე სომხეთის კომუნალური მომსახურების მარეგულირებელ კომისიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრა, რომელიც დაეთმო ელექტროენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაციის, მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურების, განახლებადი ენერგიებისა და მომსახურების ხარისხის კონტროლის საკითხების განხილვას, ხოლო ტაჯიკეთის დელეგაციის ვიზიტისას ყურადღება გამახვილდა ელექტროენერგიის ქსელის წესებზე, ენერგეტიკის სექტორის რეგულირებასა და ბაზრის ლიბერალიზაციის პრაქტიკულ გამოცდილებაზე. 2025 წელს კომისია აქტიურად თანამშრომლობდა ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციასთან (ICER) და მონაწილეობას იღებდა ენერგეტიკის რეგულირების შესახებ მე-9 მსოფლიო ფორუმის (WFER IX) ორგანიზებისთვის შექმნილი მმართველი და პროგრამების კომიტეტების შეხვედრებში, სადაც განიხილებოდა თბილისში დაგეგმილი ღონისძიების საორგანიზაციო და შინაარსობრივი საკითხები. მმართველი კომიტეტის შეხვედრა 2025 წელს თბილისში ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც ენერგეტიკის მარეგულირებელთა საერთაშორისო კონფედერაციის (ICER) წევრი საერთაშორისო ასოციაციების წარმომადგენლების მონაწილეობით შემუშავდა მე-9 მსოფლიო ფორუმის (WFER IX) დღის წესრიგი, განისაზღვრა სესიების თემატიკა და შეირჩა სპიკერების კანდიდატურები. მე-9 მსოფლიო ფორუმი 2026 წლის 21-24 სექტემბერს თბილისში გაიმართება და მასში მონაწილეობას მიიღებს ათასამდე დელეგატი მსოფლიოს სხვადასხვა მარეგულირებელი უწყებიდან და საერთაშორისო ორგანიზაციიდან. 11.2. განხორციელებული საერთაშორისო პროექტები 2025 წელს, ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) ფარგლებში და ევროპის წყლის მარეგულირებელთა ქსელის (WAREG) მხარდაჭერით, კომისიის ექსპერტებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრაში, რომელიც წყლის სექტორში მონაცემთა სიზუსტისა და სანდოობის გაუმჯობესების საკითხებს დაეთმო. იტალიელი ექსპერტების ჩართულობით განხილულ იქნა მონაცემთა შეგროვების, მათი დადასტურებისა და ძირითადი მაჩვენებლების (KPI) განსაზღვრის თანამედროვე სტანდარტები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მონიტორინგის პროცესების ციფრულ ტრანსფორმაციასა და ავტომატიზებული სისტემების დანერგვას. საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის პროგრამის „EU4Energy“ (ფაზა II+) ფინანსური მხარდაჭერითა და ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს (Energy Community Secretariat) მიერ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 121 განხორციელებული ტექნიკური დახმარების ფარგლებში, წარმატებით განხორციელდა პროექტი, რომელიც ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებასა და მათ ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელში ინტეგრაციას ისახავდა მიზნად. პროექტის ფარგლებში მომზადდა პოლიტიკისა და რეგულირების ყოვლისმომცველი რეკომენდაციები, რაც უზრუნველყოფს გამანაწილებელი ქსელების მზადყოფნის ამაღლებას, „ჭკვიანი დატენვის“ მექანიზმების დანერგვასა და სექტორში გამჭვირვალე, კონკურენტული გარემოს ჩამოყალიბებას. აღნიშნული რეფორმა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს მიერ ევროპული დირექტივების იმპლემენტაციისა და ტრანსპორტის სექტორის ელექტრიფიკაციის პროცესს. 12. საზოგადოებასთან ურთიერთობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორების შესახებ საზოგადოებაში ინფორმირებულობის დონის ამაღლება და მომხმარებლებისათვის ინფორმაციის დროული მიწოდება როგორც კომისიაში მიმდინარე პროცესებზე, ასევე მათი უფლებების დაცვის კუთხით განხორციელებულ ღონისძიებებზე კომისიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. კომისიაში უწყვეტად მიმდინარეობს მიღებული საჯარო გადაწყვეტილებებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირების პროცესი და მჭიდრო ურთიერთობა როგორც მედიის, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან და სხვადასხვა დაინტერესებულ ჯგუფთან. 2025 წლის განმავლობაში საკომუნიკაციო სტრატეგიის ფარგლებში ჩატარებულმა აქტივობებმა უზრუნველყო კომისიის საქმიანობის გაცნობა ყველა დაინტერესებული პირისთვის. გარდა ამისა, სიახლეების შესახებ ინფორმაცია მუდმივად ახლდებოდა და ქვეყნდებოდა კომისიის ვებგვერდზე www.gnerc.org, ასევე ოფიციალურ Facebook, X, Youtube და Linkedin გვერდებზე. საანგარიშო წლის განმავლობაში კომისია აქტიურად განაგრძობდა მომხმარებელთა კონსულტირებას Facebook გვერდისა და ქოლცენტრის საშუალებით. 2025 წელს კომისიას სოციალური ქსელით 1.310-მა მომხმარებელმა მომართა. შემოსული ზარების მონიტორინგის მიხედვით, ქოლცენტრში 18.115 ზარი შემოვიდა. ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ მოქალაქეთა მიერ დასმული ძირითადი საკითხები ეხებოდა კომუნალურ კომპანიებთან ურთიერთობის დროს წარმოქმნილ სხვადასხვა პრობლემას, კერძოდ, ელექტროენერგიისა და წყალმომარაგების ხშირ წყვეტას, ასევე რეგიონებში ელექტროენერგიის ძაბვის ხარისხს. 13. მმართველობითი ფუნქციები 13.1. ხარისხის მართვა (საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015) კომისიის საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტი ISO 9001:2015 – ხარისხის მართვის სისტემასთან შესაბამისობა დადასტურდა გასული წლის საქმიანობის შედეგების როგორც ეროვნული აუდიტორების, ასევე საერთაშორისო საკონტროლო ორგანოს (TUVNORD) აუდიტორულ შემოწმებებსა და დასკვნებში, სადაც გაკეთდა მაღალი შეფასებები. საკონტროლო აუდიტის დროს რაიმე გადახრა ან შეუსაბამობა არ დაფიქსირებულა. შესაბამისად, კომისიას სერტიფიკატი შეუნარჩუნდა და კვლავ ძალაშია. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 122 13.2. ბიუჯეტი და მისი შესრულების ძირითადი პარამეტრები კანონის 26-ე მუხლის თანახმად, კომისია ყოველი წლის ბოლომდე ამტკიცებს მომავალი წლის დეტალურ ბიუჯეტს, რომელშიც გათვალისწინებულია კომისიის აპარატისაგან დამოუკიდებლად არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის ხარჯებიც. კომისია ფინანსდება რეგულირებული საქმიანობისათვის კომისიის მიერ დადგენილი რეგულირების საფასურიდან, რომელსაც რეგულირებული საწარმოები იხდიან ,,რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე. რეგულირების საფასური წარმოადგენს კომისიის ბიუჯეტის ფორმირების ძირითად წყაროს, საიდანაც იფარება კომისიის ხარჯები და რომელიც უზრუნველყოფს კომისიის ფინანსურ დამოუკიდებლობასა და მის მიერ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას. ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყალმომარაგებისა და მელიორაციის სექტორებში რეგულირებული საწარმოების გადასახდელი რეგულირების საფასურის კოეფიციენტი განსაზღვრულია კომისიის 2020 წლის 9 დეკემბრის №63 დადგენილებით და იგი 2025 წლის 1 აპრილამდე შეადგენდა 0.003-ს, ხოლო 1 აპრილის შემდეგ განისაზღვრა 0,004-ის ოდენობით. კომისიის 2025 წლის ბიუჯეტით დაგეგმილი და ფაქტიური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია მოცემულია ნახაზზე 13.1. კომისიის 2025 წლის შემოსავლები 16,437,275 18,000,000 16,000,000 15,374,323 13,808,738 12,385,064 14,000,000 12,000,000 10,000,000 8,000,000 6,000,000 4,000,000 1,770,414 1,588,579 792 2,000,000 - 2025 წლის გეგმა ელექტროენერგიის სექტორი 2025 წლის ფაქტი ბუნებრივი გაზის სექტორი წყალმომარაგების სექტორი მელიორაცია ნახაზი 13.1. კომისიის დაგეგმილი და ფაქტიური შემოსავალი 2025 წელს (ათასი ლარი) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 123 კომისიის ხარჯების პროგნოზირება ბიუჯეტში ხორციელდება მისაღები რეგულირების საფასურის საპროგნოზო მოცულობის გათვალისწინებით. კომისიის ბიუჯეტი შედგენილია თითოეული დანახარჯის არგუმენტირებული დასაბუთებით, კომისიის შეუფერხებელი ფუნქციონირების საჭიროებიდან გამომდინარე. კომისიის 2025 წლის ხარჯები 25,000,000 21,737,105 20,858,213 20,000,000 15,000,000 11,448,335 10,000,000 5,000,000 2,652,121 77,863 1,031,152 399,142 236,59971,856282,529 19,917 1,595,679 269,079 1,031,152 292,904 214,53456,608282,529 2025 წლის გეგმა ძირითადი საშუალებების შეძენა საქონელი და მომსახურება დაგროვებითი საპენსიო ფონდის შენატანი საწევრო ააიპ ელიზბარ ერისთავის სახ. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი 2025 წლის ფაქტი არამატერიალური აქტივების შეძენა სახელფასო ფონდი მივლინება გასული წლის დავალიანების დაფარვა ნახაზი 13.2. კომისიის დაგეგმილი და ფაქტიური ხარჯი 2025 წელს (ათასი ლარი) კომისიის 2025 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი შეადგენს 37,936,703 ლარს. კომისიის 2025 წლის ფინანსური ანგარიშგების აუდიტის დასკვნა დანართის სახით ერთვის წინამდებარე წლიურ ანგარიშს. აუდიტის დასკვნის მიხედვით, ფინანსური ანგარიშგება ყველა არსებითი ასპექტის გათვალისწინებით, უტყუარად და სამართლიანად ასახავს კომისიის ფინანსურ მდგომარეობას 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, აგრეთვე მისი საქმიანობის ფინანსურ შედეგებსა და ფულადი სახსრების მოძრაობას იმ წლისთვის, რომელიც დასრულდა მოცემული თარიღით, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ გამოცემული ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების („ფასს“) შესაბამისად. 13.3. საქონლისა და მომსახურების შესყიდვა კომისია საქონლისა და მომსახურების შესყიდვას ახორციელებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. შესყიდვები 2025 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა არსებული შესყიდვების გეგმის თანახმად. შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებული თანხა შეადგენდა 2 440 368 ლარს. ნახაზზე 13.3 ასახულია ინფორმაცია კომისიის შესყიდვების წლიური გეგმით გათვალისწინებული თანხების შესახებ 2022-2025 წლებისათვის. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 124 3,072.49 2,743.28 2,552.07 2022 2023 2024 2,440.37 2025 ნახაზი 13.3. კომისიის 2022-2025 წლების შესყიდვების გეგმა (ათასი ლარი) 6.40% 8.90% 6% 11.60% 8% 7.50% 7.04% 8.81% 84.70% 82.40% 84.50% 84.19% 2024 2025 2022 2023 გამარტივებული შესყიდვა ელექტრონული ტენდერი ნახაზი 13.4. 2022-2025 წლების ხელშეკრულებების რაოდენობა შესყიდვის საშუალებების მიხედვით 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 125 13.4. ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული მართვა 13.4.1. ადამიანური რესურსების მართვა კომისიის საქმიანობისა და მართვის ეფექტიანობის ამაღლების, ფუნქციების ოპტიმიზაციისა და დასახული მიზნების მიღწევის მიზნით, კომისიის დებულებაში განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე, აპარატის სტრუქტურული ერთეულების საჭიროებების გათვალისწინებით, განისაზღვრა კომისიის განახლებული საშტატო სტრუქტურა, კერძოდ, ახლებურად ჩამოყალიბდა დავებისა და სერვისების მართვის, ბაზრის მონიტორინგისა და შიდა აუდიტის დეპარტამენტების, აგრეთვე საექსპერტო-ანალიტიკური ჯგუფის ფუნქციური კომპეტენციები, უფლებამოსილებები და პასუხისმგებლობა. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი უფლებებით თანასწორად სარგებლობის უზრუნველყოფის მიზნით, კომისიის მიერ დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში დასაქმებულ პირთა შეფასების წესის“ 60 საფუძველზე, კომისიაში დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასების შედეგების გათვალისწინებით, განისაზღვრა კომისიის ორგანიზაციული და ადამიანური რესურსების განვითარების, პერსონალის კარიერული წინსვლისა და პროფესიული განვითარების ხელშემწყობი სავალდებულო პროგრამების საჭიროებები. 2025 წლის განმავლობაში, კომისიაში დასაქმებულთა პროფესიული განათლების დონის ამაღლების მიზნით, უწყვეტად ხორციელდებოდა სასწავლო ღონისძიებები. საანგარიშო პერიოდში კომისიაში დასაქმებულებმა გაიარეს 20 ტრენინგ-კურსი, რომლებიც განხორციელდა ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოსთან (CEER), საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის სსიპ საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და ა(ა)იპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით. საანგარიშო პერიოდში პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაციის შენახვა კომისიაში ხორციელდებოდა როგორც ელექტრონული, ისე მატერიალური ფორმით. ორივე შემთხვევაში დაცული იყო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მონაცემთა დამუშავებისა და შენახვის წესები, ხოლო აღნიშნულ პროცესთან დაკავშირებით რაიმე სახის პრეტენზია ან დარღვევა არ დაფიქსირებულა. კომისიის თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული სტაჟირებისა და პრაქტიკის წესის 61 თანახმად, კომისიაში განხორციელდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, კავკასიის უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტთა სტაჟირება. სულ კომისიაში სტაჟირება გაიარა ხუთმა სტუდენტმა. კომისიაში უზრუნველყოფილია ქალისა და მამაკაცის თანაბარი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა. როგორც დასაქმების, ისე პროფესიული განვითარების მიმართულებით, დასაქმებულები სარგებლობენ თანაბარი შესაძლებლობებითა და პირობებით. 60 61 იხ. კომისიის 2023 წლის 28 ივლისის №39/4 გადაწყვეტილება. იხ. კომისიის თავმჯდომარის 2023 წლის 15 ნოემბრის №1128 ბრძანება. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 126 კომისიის წევრთა და კომისიაში დასაქმებულთა გადანაწილება სხვადასხვა კრიტერიუმით წარმოდგენილია ნახაზებზე 13.5 და 13.6. სქ ესი ს მი ხედვი თ გ ანაწი ლ ება თანამშრომელ თა კატეგ ორი ები ს მი ხედვი თ ქალი ტოპ მენეჯმენტი (კომისიის წევრები) მამაკაცები 0% მენეჯმენტი (დირექტორები და დირექტორის მოადგილეები, სამმართველოს უფროსები) 100% 39% 53% არამენეჯერული რგოლი (სპეციალისტები, დამხმარე პერსონალი) 61% 47% ნახაზი 13.5. კომისიის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების სქესის მიხედვით გადანაწილება სქესის მიხედვით განაწილება მამაკაცი 52% ქალი 48% ქალი მამაკაცი ნახაზი 13.6. კომისიის თანამშრომლების სქესის მიხედვით გადანაწილება 13.4.2. საქმისწარმოება კომისიაში საქმისწარმოება ხორციელდება „საქმისწარმოების ერთიანი წესების“ დამტკიცებისა და ამოქმედების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 1 ივლისის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 127 №414 ბრძანებულებისა და კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 24 იანვრის №45 ბრძანებით დამტკიცებული კომისიის საქმისწარმოების წესის შესაბამისად. კომისიაში იწარმოება კომისიის უწყებრივი რეესტრები (მათ შორის, მიღებული და გაგზავნილი კორესპონდენციის რეესტრი). 2025 წელს კომისიაში სულ შემოვიდა 13674 განცხადება/წერილი. კომისიის პორტალზე განთავსებულია კომისიაში განხილული დავების, კომისიის საჯარო სხდომების, კომისიის დადგენილებებისა და გადაწყვეტილებების აღრიცხვისა და მართვის მოდულები, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კომისიაში საქმისწარმოების ერთიანი სისტემის წარმატებულ ფუნქციონირებას. კომისიაში შემოსული და კომისიის საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი სამართლებრივი, ეკონომიკური, სალიცენზიო და სამეცნიერო-ტექნიკური დოკუმენტები შედის კომისიის საარქივო ფონდში. საარქივო საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია თავმჯდომარის ბრძანებით საგანგებოდ დანიშნული პირი. კომისია საუწყებო არქივის ორგანიზების პროცესში ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარის 2025 წლის 14 იანვრის №27 ბრძანებით დამტკიცებული საექსპერტო კომისიის დებულებითა და „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატისა და კომისიასთან არსებული მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურის საქმეთა ნაერთი ნომენკლატურით“. კომისია თანამშრომლობს სახელმწიფო ეროვნულ არქივთან. განახლდა კომისიის უწყებრივი არქივის მართვის მოდული, კომისიის ელექტრონული არქივი, რომელიც მოიცავს 1996-2021 წლების ინფორმაციას. საანგარიშო პერიოდში განხორციელდა კომისიის 2018-2021 წლების საარქივო დოკუმენტაციის სამეცნიერო-ტექნიკური დამუშავება სახელმწიფო ეროვნული არქივის სპეციალისტების მიერ, სახელმწიფო ეროვნულ არქივთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, ჩატარდა კომისიის 1997-2021 წლების საარქივო დოკუმენტების შემფასებელი ექსპერტიზა, ექსპერტიზის შედეგად გადამუშავდა და შედგა მუდმივად და ხანგრძლივად შესანახი საქმეების ანაწერები, გამოიყო შენახვის ვადაგასული დოკუმენტები და განხორციელდა მათი უტილიზაცია, განახლდა კომისიის უწყებრივი არქივის მოდული და გაციფრულდა მუდმივად შესანახი დოკუმენტები, შეიქმნა მათი ელექტრონული ვერსიების პროგრამული მოდული. კომისიაში შემოსული და გაგზავნილი საიდუმლო დოკუმენტაციის საქმისწარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის ბრძანებით დანიშნული პირი. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, კომისია აწარმოებს უწყებრივ სალიცენზიო რეესტრს, რომელშიც საანგარიშო პერიოდში შეტანილ იქნა 1 ახალი ჩანაწერი, 8 არსებულ ჩანაწერში შევიდა ცვლილება, ხოლო ამოღებულ იქნა 2 ჩანაწერი, რაც გამოწვეული იყო ამავე პერიოდში ლიცენზიების გაცემით, ცვლილების შეტანითა და გაუქმებით. სალიცენზიო რეესტრის წარმოებაზე პასუხისმგებელია კომისიის თავმჯდომარის 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 128 მიერ საგანგებოდ განსაზღვრული პირი. 62 განახლდა ლიცენზიების მართვის ელექტრონული პროგრამა, რომელიც მოიცავს ინფორმაციებს 1998 წლიდან დღემდე. კომისიის წარდგინებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლით გათვალისწინებული მონაცემები შეიტანება სახელმწიფო სალიცენზიო რეესტრში და ლიცენზიის გაცემის თაობაზე ინფორმაცია ქვეყნდება სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ ვებგვერდზე. მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, ფუნქციონირებს მოქალაქეთა მისაღები და საშვთა ბიურო. კომისიაში წარმატებით 13.4.3. ინფორმაციის საჯაროობა კომისიის 2014 წლის 28 მარტის №7 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისა და პროაქტიულად გამოქვეყნების წესის“ შესაბამისად, კომისია უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებას საკუთარ ელექტრონულ რესურსზე (კომისიის ვებგვერდი – www.gnerc.org). საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კომისიის მიერ მომზადდა და კომისიის 2025 წლის 4 დეკემბრის №54/27 გადაწყვეტილებით დამტკიცდა საჯარო ინფორმაციის შესახებ ანგარიში, რომელმაც მოიცვა 2025 წელს კომისიაში ინფორმაციის თავისუფლების უზრუნველყოფის, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, აგრეთვე, ამავე კოდექსის მე-40 მუხლით გათვალისწინებული საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულების შესრულებისა და კოდექსში მითითებული ვადების დაცვის მდგომარეობის ანალიზი. ხსენებული დოკუმენტი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად, გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პარლამენტს და გამოქვეყნდა სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“. 2025 წელს საჯარო ინფორმაციის გაცემის თაობაზე შემოვიდა სულ 33 წერილობითი მოთხოვნა, აქედან სრულად დაკმაყოფილდა 22, ნაწილობრივ – 10 და არ დაკმაყოფილდა 1. ნაწილობრივ დაკმაყოფილება და უარის თქმა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე გამოწვეული იყო მოთხოვნილი ინფორმაციის კომისიაში არარსებობით, კონფიდენციალურობით ან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლის არსებობით. საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნასთან დაკავშირებით საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი აწარმოებდა საჯარო ინფორმაციის გაცემის ან განმარტების მოთხოვნის თაობაზე როგორც კომისიის ელექტრონული ფოსტით (publicinfo@gnerc.org), ასევე კანცელარიით შემოსული წერილების რეესტრს. 62 „ლიცენზიების ნუმერაციის წესის და უწყებრივი სალიცენზიო რეესტრის ფორმის დამტკიცების შესახებ“ კომისიის თავმჯდომარის 2024 წლის 30 სექტემბრის №1176 და 2025 წლის 20 თებერვლის №131 ბრძანებები. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 129 შექმნილია საჯარო ინფორმაციის გაცემის მართვის მოდული, რომელიც განთავსებულია კომისიის შიდა ელექტრონულ პორტალზე და მოიცავს 2016-2025 წლების ინფორმაციას. 13.4.4. კომისიის საჯარო სხდომები და საოქმო წარმოება კომისია ასრულებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 32-ე მუხლის მოთხოვნებს კომისიის სხდომათა საჯაროობის თაობაზე, კერძოდ, კომისიის სხდომები საჯაროა და მათზე დასწრება ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სხდომა ან მისი ნაწილი დახურულია. საანგარიშო პერიოდში კომისიას გადაწყვეტილება სხდომის ან სხდომის ნაწილის დახურვის თაობაზე არ მიუღია. კომისიის გადაწყვეტილებები, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღება ზეპირი მოსმენით საჯარო სხდომაზე ან ზეპირი მოსმენის გარეშე. კომისიის მიერ ზეპირი მოსმენის წესით გამოსაცემი გადაწყვეტილებების (მათ შორის, ლიცენზიის გაცემის, მათი მოდიფიცირების ან გაუქმების, მათი მოქმედების შეჩერების, ტარიფების დადგენის, შეცვლის ან გაუქმების თაობაზე, აგრეთვე მოქალაქეებსა და რეგულირებულ საწარმოებს შორის, ან თავად ამ საწარმოებს შორის არსებულ ცალკეულ დავებზე) მიღებამდე ეწყობა საჯარო განხილვები. ცნობები საჯარო სხდომების ჩატარების შესახებ ქვეყნდება კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე. 2025 წელს ჩატარდა კომისიის 63 სხდომა, რომლებზეც კომისიამ მიიღო 71 დადგენილება და 1332 გადაწყვეტილება, ხოლო ზეპირი მოსმენის გარეშე მიღებულ იქნა 226 გადაწყვეტილება. კომისიის მიერ მიღებული დადგენილებები და გადაწყვეტილებები ქვეყნდება ელექტრონულად კომისიის ოფიციალურ ვებგვერდზე: www.gnerc.org, ხოლო დადგენილებები ასევე საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას ლიცენზიის მფლობელი კომპანიების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის კომერციულ საიდუმლოებად ცნობის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში არ მიღებულა გადაწყვეტილება, რომელიც შეიცავს კომერციული საიდუმლოების შესახებ ინფორმაციას. კომისიის საჯარო სხდომები იწარმოება ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფის გამოყენებით. 13.4.5. კომისიის შიდა მარეგულირებელი აქტები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სამუშაო გარემოს ინსტიტუციური გაჯანსაღების, აგრეთვე თანამედროვე შრომითი ურთიერთობების სფეროში ცნობიერების ამაღლების უზრუნველსაყოფად, განხორციელდა კომისიის საქმიანობის პრინციპებისა და პროცედურული მიდგომების საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან ჰარმონიზაცია და შესაბამისი მოდიფიცირება. აღნიშნული პროცესის შედეგად შემოღებულ იქნა რიგი სამართლებრივი რეგულაციები და ნორმატიული მექანიზმები, რომლებიც მიზნად ისახავს შრომითი ურთიერთობების სამართლებრივი ჩარჩოს დახვეწასა და ეფექტიანი აღსრულების უზრუნველყოფას. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 130 14. ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი კომისიის საქმიანობას 2022 წლიდან დაემატა საგანმანათლებლო მიმართულება, რომლის განსახორციელებლად დაფუძნდა ააიპ ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრი (შემდგომში - სასწავლო ცენტრი). 2025 წლის განმავლობაში სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა 14 ტრენინგ-კურსი, მათ შორის, მარეგულირებელი აუდიტისა და სატარიფო რეგულირების პრინციპების, მომხმარებელთა უფლებების დაცვის, ელექტროენერგეტიკის რეგულირების თემებზე. ტრენინგების მონაწილეებს წარმოადგენდნენ რეგულირებული საწარმოების წარმომადგენლები, უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტები, ბიზნეს-სექტორის, მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის (ენერგოომბუდსმენის) აპარატის წარმომადგენლები, კომისიის აპარატის თანამშრომლები. სასწავლო ცენტრმა აგრეთვე ჩაატარა კურსები უცხოელი მსმენელებისათვის, კერძოდ, ყირგიზეთის ენერგეტიკის სამინისტროსთან არსებული საწვავისა და ენერგეტიკის კომპლექსური რეგულირების დეპარტამენტის თანამშრომლებისათვის რეგულირების საკითხებზე, რომელიც მოიცავდა სატარიფო რეგულირებისა და მეთოდოლოგიების, ელექტროენერგეტიკის ბაზრის სტრუქტურისა და ტექნიკური რეგულირების, ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს საკანონმდებლო ბაზის ჰარმონიზების საკითხებს. სასწავლო ცენტრში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან პარტნიორობით მიმდინარეობს პროექტი „საქართველოს ენერგეტიკული სექტორის უსაფრთხოების კვლევა“, რომლის ხანგრძლივობაც შეადგენს 3 წელს. მისი მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების თვალსაზრისით ქვეყანაში არსებული ინსტიტუციური, ინფრასტრუქტურული, საკანონმდებლო, ადამიანური რესურსისა და ტექნოლოგიური გარემოს შესწავლა-ანალიზი. კვლევა წარმოადგენს ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხების განხილვის მეთოდური საფუძვლების ჩამოყალიბების მცდელობას, რაც გაამარტივებს ქვეყნის ძირითადი ენერგეტიკული შესაძლებლობებისა და საფრთხეების სისტემურ განხილვას, საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების სტრატეგიის შემუშავების ხელშეწყობის მიზნით. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 131 2025 წელს სასწავლო ცენტრმა განახორციელა პროექტი “ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ”, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა კომუნალური მომსახურების რეგულირების შესახებ კვლევითი დოკუმენტი, ჩატარდა რეგულირების საკითხებზე ტრენინგები და საჯარო ლექციები, შემუშავდა პრაქტიკული გზამკვლევი ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების რეგულირების შესახებ. გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი: „წყალი, გარემო და ჯანმრთელობა მოზარდების უსაფრთხო მომავლისთვის“, რომლის მიზანსაც წარმოადგენდა მოზარდებისა და ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება გარემოს (სასმელი წყალი, შიდა ჰაერის დაბინძურება, თბური ტალღები), ჯანმრთელობისა და წყალთან დაკავშირებული კატასტროფების რისკის შემცირების საკითხებზე, აღნიშნულ თემებთან დაკავშირებით ახალგაზრდებში, განსაკუთრებით, სკოლის მოსწავლეებში, ინტერესის გაღვივება, ქვეყნის წყლის რესურსებზე ზრუნვისა და დაცვის იდეის განმტკიცება და ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. პროექტის „ელექტროენერგიის გზა დაბადებიდან ჩვენამდე“ ფარგლებში თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტების მოსწავლეებს ჩაუტარდათ ტრენინგები, საჯარო ლექციები, ენერგოობიექტებზე გასვლითი ღონისძიებები, მოეწყო თემატური ნამუშევრების გამოფენა და საზაფხულო სკოლა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა სკოლის მოსწავლეების ინფორმირება ენერგეტიკის საკითხებზე და ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის შესახებ. პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები ენერგეტიკის საკითხებზე. 2025 წელს ცენტრს გადაეცა Energy Globe-ის ჯილდო გაეროს ბავშვთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის „მოსწავლე-ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლება სასმელი წყლისა და წყლის რესურსების შესახებ“ წარმატებით განხორციელებისთვის. 2025 წელს სასწავლო ცენტრის ორგანიზებით საჯარო ლექციები ჩატარდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე ჩატარდა ქ. ფოთისა და ქ. რუსთავის საჯარო სკოლების მოსწავლეებისთვის ტრენინგები თემებზე: ენერგეტიკა, როგორც მომავლის პროფესია და ქალის როლის გაძლიერება ენერგეტიკაში. სასწავლო ცენტრის მიერ ორგანიზებულ იქნა მსმენელთათვის გასვლითი ღონისძიებები ენერგეტიკულ ობიექტებზე. 2025 წლის განმავლობაში სასწავლო ცენტრმა გამართა 20-მდე შეხვედრა პროექტებისა და სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში. ასევე წლის განმავლობაში გაიმართა არაერთი საინფორმაციო შეხვედრა სასწავლო ცენტრის შესახებ დაინტერესებული მხარეებისთვის ინფორმაციის მიწოდების, ორგანიზაციის მიღწევებისა და სამომავლო გეგმების გაცნობის მიზნით. სასწავლო ცენტრი აგრძელებს აქტივობების დაგეგმვასა და განხორციელებას ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სფეროს შესახებ ცნობიერების ამაღლებისა და საგანმანათლებლო მიმართულებით სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისთვის. 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 132 15. დანართები დანართი №1. ლიცენზიატთა სია ელექტროენერგეტიკის სექტორში № 1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 1 2 1 1 2 ლიცენზიატის დასახელება წარმოება შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფუერი” (ჟინვალჰესი) შპს „ვარდნილჰესების კასკადი” შპს „ენგურჰესი” შპს „აღმოსავლეთის ენერგოკორპორაცია” (ხადორჰესი) შპს „ვარციხე-2005” შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია” (თბილსრესი) შპს „ჯიფაუერი” შპს „ენერგია” (ლარსი ჰესი) შპს „საქართველო-ურბან ენერჯი“ (ფარავანჰესი) შპს „გარდაბნის თბოსადგური“ შპს „მტკვარი ენერჯი“ შპს „ქართლის ქარის ელექტროსადგური“ სს „დარიალ ენერჯი“ სს „ეპ ჯორჯია გენერაცია“ შპს „აჭარ ენერჯი-2007“ (ხელვაჩაური ჰესი 1, კირნათი ჰესი) შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ (შუახევი ჰესი) სს „ოლდ ენერჯი“ შპს „სვანეთი ჰიდრო“ (მესტიაჭალა ჰესი 2) შპს „გარდაბნის თბოსადგური 2“ შპს „მესტიაჭალა ენერჯი“ (მესტიაჭალა 1) შპს „ქართულ საინვესტიციო ჯგუფი ენერგია“ (ხობი 2) სს „ხრამჰესი I“ სს „ხრამჰესი II” შპს „მტკვარი ჰესი“ განაწილება სს „თელასი“ სს „ენერგო-პროჯორჯია” გადაცემა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” ბაზრის ოპერირება სს „საქართველოს ენერგეტიკულ ბირჟა” სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა” 2025 წლის საქმიანობის ანგარიში ლიცენზიის ნომერი ლიცენზიის სერია 7 8 11 59 62 78 11 11 11 11 11 11 79 81 82 83 85 86 87 88 89 11 11 11 11 11 11 11 11 11 90 91 92 93 94 95 96 97 98 11 11 11 11 11 11 11 11 11 58 59 14 14 8 12 1 2 17 17 133 დანართი №2. გამანაწილებელი სისტემის ოპერატორების შიდა მიზეზით გამოწვეული SAIDI-სა და SAIFI-ს მაჩვენებლები სერვისცენტრების მიხედვით სს „თელასი“ სერვისცენტრი SAIDI SAIFI გლდანი 11:38:51 9.00 დიდუბე-ისანი 8:22:08 7.66 დიღომი 17:03:26 11.95 ვარკეთილი 13:38:38 8.62 ვერა-ვაკე 11:45:22 6.58 მთაწმინდა-კრწანისი 19:12:26 9.72 ნაძალადევი 8:17:35 6.69 საბურთალო 9:37:00 8.39 სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ სერვისცენტრი SAIDI SAIFI აბაშის მუნიციპალიტეტი 132:54:10 90.06 ამბროლაურის მუნიციპალიტეტი 106:35:43 45.53 ახალგორის მუნიციპალიტეტი 0:03:58 0.05 ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 55:36:09 38.40 ახალციხის მუნიციპალიტეტი 56:50:37 32.09 ახმეტის მუნიციპალიტეტი 75:13:50 30.39 ბაღდათის მუნიციპალიტეტი 61:10:56 33.03 ბოლნისის მუნიციპალიტეტი 65:48:25 38.49 ბორჯომის მუნიციპალიტეტი 39:04:43 19.19 გარდაბნის მუნიციპალიტეტი 46:28:39 25.19 გორის მუნიციპალიტეტი 53:36:24 34.53 გურჯაანის მუნიციპალიტეტი 59:27:35 26.72 დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 52:32:45 25.21 დმანისის მუნიციპალიტეტი 96:27:46 40.42 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 134 დუშეთის მუნიციპალიტეტი 52:12:32 34.01 ვანის მუნიციპალიტეტი 67:05:20 33.04 ზესტაფონის მუნიციპალიტეტი 78:12:14 31.97 ზუგდიდის მუნიციპალიტეტი 82:42:11 37.05 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტი 56:39:16 21.00 თელავის მუნიციპალიტეტი 59:07:25 29.68 თერჯოლის მუნიციპალიტეტი 62:25:51 23.36 თიანეთის მუნიციპალიტეტი 51:25:25 23.70 კასპის მუნიციპალიტეტი 60:58:27 35.59 ლაგოდეხის მუნიციპალიტეტი 85:52:25 45.96 ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი 63:56:02 37.33 მარნეულის მუნიციპალიტეტი 71:56:20 43.20 მარტვილის მუნიციპალიტეტი 129:46:26 43.39 მესტიის მუნიციპალიტეტი 148:49:14 102.86 მცხეთის მუნიციპალიტეტი 32:47:56 22.60 ოზურგეთის მუნიციპალიტეტი 58:17:27 25.49 ონის მუნიციპალიტეტი 130:50:20 63.52 საგარეჯოს მუნიციპალიტეტი 72:57:10 33.96 სამტრედიის მუნიციპალიტეტი 67:51:51 28.65 საჩხერის მუნიციპალიტეტი 82:17:36 29.45 სენაკის მუნიციპალიტეტი 154:30:57 77.42 სიღნაღის მუნიციპალიტეტი 58:55:04 32.23 ტყიბულის მუნიციპალიტეტი 75:32:14 32.18 ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 30:45:30 21.41 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტი 38:10:44 23.81 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტი 20:22:29 13.91 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტი 60:55:55 37.87 ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტი 26:37:13 15.27 ქარელის მუნიციპალიტეტი 52:23:54 42.71 ქობულეთი მუნიციპალიტეტი 60:04:57 32.11 ყაზბეგის მუნიციპალიტეტი 60:34:55 26.54 ყვარლის მუნიციპალიტეტი 74:22:01 37.15 შუახევის მუნიციპალიტეტი 154:42:05 55.01 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 135 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი 99:45:09 38.93 ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტი 118:26:25 44.21 ცაგერის მუნიციპალიტეტი 113:51:23 54.44 წალენჯიხის მუნიციპალიტეტი 96:48:21 31.87 წალკის მუნიციპალიტეტი 33:39:06 24.99 წყალტუბოს მუნიციპალიტეტი 78:06:27 37.36 ჭიათურის მუნიციპალიტეტი 114:46:47 39.62 ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 112:12:20 47.51 ხაშურის მუნიციპალიტეტი 56:49:11 33.40 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 78:25:23 44.87 ხობის მუნიციპალიტეტი 96:37:52 66.93 ხონის მუნიციპალიტეტი 80:39:22 48.59 დანართი №3. მომხმარებელთა რაოდენობა 2022-2025 წლებში მომხმარებლის კატეგორია 2022 2023 2024 2025 საცალო მომხმარებელი 1,987,542 2,030,696 2,085,686 2,152,116 საყოფაცხოვრებო 1,850,042 1,888,569 1,936,691 1,999,308 არასაყოფაცხოვრებო 137,500 142,127 148,995 152,808 პირდაპირი მომხმარებელი 54 64 65 69 სულ 1,987,596 2,030,760 2,085,751 2,152,185 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 136 დანართი №4. სისტემის პიკური დატვირთვა 2013- 2025 წლებში (მგვტ.) 2600 2535 2400 2338 2383 2287 2228 2200 2056 2098 2018 2062 2099 2000 1810 1853 1869 2014 2015 1800 1600 1400 2013 2016 2017 2018 2019 2020 2021 2022 2023 2024 2025 დანართი №5. ელექტროენერგიის დანაკარგები გამანაწილებელ ქსელში 2025 წელს დანაკარგები გამანაწილებელი კომპანიები 2025 წელს სს „თელასი“ სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ ნორმატიული (%) 5.96 % 9.80 % ფაქტობრივი (%) 6.01 % 9.3 % 227.9 გვტ.სთ 572.2 გვტ.სთ ფაქტობრივი (გვტ.სთ) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 137 დანართი 6. ლიცენზიატთა სია წყალმომარაგების სექტორში № კომპანიის დასახელება საკუთრება მომხმარებელთა % რაოდენობა 1 შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” (GWP) 2 კერძო 750,802 55.10 სახელმწიფო 419,807 30.81 3 შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" (UWSCG) შპს „ბათუმის წყალი" (BWC) მუნიციპალური 156,253 11.47 4 შპს „მარნეულის სოფწყალი” (MVWC) მუნიციპალური 14,488 1.06 5 შპს „ქობულეთის წყალი” (KWC) მუნიციპალური 8,772 0.64 6 შპს „საჩხერის წყალკანალი” (SWC) მუნიციპალური 11,305 0.83 7 შპს „საგარეჯო“ (SVWC) მუნიციპალური 1,125 0.08 8 შპს „სოგური“ (Soguri) ჯამი 2025 წლის საქმიანობის ანგარიში კერძო 119 0.01 1,362,671 100 138 დანართი №7. ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფები (თეთრი/კვტ.სთ) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 139 დანართი №8. ბუნებრივი გაზის მოქმედი საბოლოო სამომხმარებლო ტარიფები (თეთრი/მ3) 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 140 დანართი №9. მიმწოდებლების ჩამონათვალი ბუნებრივი გაზის საცალო და საბითუმო ბაზრებზე (საბაზრო წილი) მიმწოდებელი საბითუმო ბაზარი საცალო ბაზარი 1 სს ენერგოკავშირი 2 სს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია 48.78% 0.27% 3 სს საქორგგაზი 3.77% 0.07% 4 სს საჩხერეგაზი 5 სს სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენ 0.24% 2.69% 6 შპს ბაგო 0.06% 0.13% 7 შპს გაზ ენდ პეტროლ კომპანი 0.19% 8 შპს გაზ-ენერჯი 0.04% 9 შპს გამა 0.15% 10 შპს გასკო+ 0.36% 11 შპს გოგოჭური და კომპანია 0.03% 12 შპს დი-ვი-ეს 0.05% 13 შპს დიდი დიღომი 0.70% 14 შპს ენერგია+ 0.12% 15 შპს ენერჯი სეილს კომპანი 16 შპს ეს ჯი გაზ-კომპანი 17 შპს თბილისი ენერჯი 18 შპს თელავგაზი 1.03% 19 შპს ინტერ გაზი 0.68% 20 შპს მამედ 0.14% 21 შპს სამშენებლო კომპანია გარანტი XXI 0.03% 22 0.05% 0.30% 23 შპს საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაცია შპს სოკარ გაზ ექსპორტ-იმპორტი 28.00% 20.06% 24 შპს სოკარ ჯორჯია გაზი 18.40% 40.25% 25 შპს ყამარი. მ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 0.48% 0.45% 0.44% 0.20% 3.73% 1.36% 0.04% 26.46% 0.26% 141 დანართი №10. ლიცენზიატების ჩამონათვალი და მომხმარებლების რაოდენობა № კომპანიის დასახელება ტრანსპორტირების განაწილების მომხმარებლების ლიცენზია 1 ლიცენზია რაოდენობა √ 622,512 2 შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია შპს თბილისი ენერჯი 3 შპს სოკარ ჯორჯია გაზი √ 599,596 4 სს საქორგგაზი √ 314,872 5 შპს დიდი დიღომი √ 24,324 6 შპს თელავგაზი √ 23,693 7 შპს ეს ჯი გაზ-კომპანი √ 18,798 8 სს საჩხერეგაზი √ 17,232 9 შპს ინტერ გაზი √ 14,452 10 სს ენერგოკავშირი √ 14,005 11 შპს გასკო+ √ 11,813 12 შპს ყამარი. მ √ 4,699 13 შპს მამედ √ 2,223 14 შპს გამა √ 65 15 შპს დი-ვი-ეს √ 29 16 შპს ენერგია+ √ 18 17 შპს გოგოჭური და კომპანია √ 8 2025 წლის საქმიანობის ანგარიში √ 142 დანართი №11. ბუნებრივი გაზის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებული მომხმარებლების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარება რეგიონების მიხედვით (მ3) რეგიონი საყოფაცხოვრებო არასაყოფაცხოვრებო სულ ქ. თბილისი 708,407,142 165,504,377 873,911,519 იმერეთი 141,048,925 36,602,070 177,650,995 ქვემო ქართლი 144,668,827 28,074,939 172,743,766 აჭარა 128,826,963 43,351,708 172,178,671 კახეთი 112,766,371 23,911,531 136,677,902 შიდა ქართლი 105,264,588 21,101,538 126,366,126 სამცხე-ჯავახეთი 81,576,154 18,221,555 99,797,709 მცხეთა-მთიანეთი 74,438,664 20,548,396 94,987,060 სამეგრელო-ზემო სვანეთი 72,291,776 11,301,061 83,592,837 გურია 24,595,514 9,618,140 34,213,654 რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი 4,275,767 1,174,158 5,449,925 სულ 1,598,160,691 379,409,473 1,977,570,164 დანართი №12. წყალმომარაგების ტარიფები. არასაყოფაცხოვრებო (ლარი/მ3) წყალმომარაგების ტარიფები, არასაყოფაცხოვრებო, გამრიცხველიანებული (ლარი/მ3) 8.000 7.000 6.000 7.464 1.751 5.508 0.627 5.000 4.000 3.650 3.000 0.790 2.000 1.000 5.713 4.881 2.860 - 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 4.974 4.155 - წყალარინება 3.467 2.143 2.652 0.133 4.155 - 2.652 3.334 1.364 2.831 1.364 სასმელი წყლის მიწოდება 143 დანართი №13. წყალმომარაგების ტარიფები. საყოფაცხოვრებო (ლარი/მ3) წყალმომარაგების ტარიფები, საყოფაცხოვრებო, გამრიცხველიანებული (ლარი/მ3) 1.600 1.410 1.400 1.364 - 0.184 1.200 1.000 წყალარინება 0.800 0.600 0.424 0.424 0.424 0.400 0.333 1.226 0.439 0.103 0.047 0.068 0.071 0.333 0.321 0.377 0.355 0.071 0.200 - 1.364 სასმელი წყლის მიწოდება 0.188 0.251 დანართი №14. წყალმომარაგების ტარიფები. საყოფაცხოვრებო (ლარი/სულზე/თვეში) წყალმომარაგების ტარიფები, საყოფაცხოვრებო, გაუმრიცხველიანებელი (ლარი/სული/თვე) 10.000 9.000 8.000 7.000 6.000 5.000 4.000 3.000 2.000 1.000 - 8.818 1.151 5.306 3.828 0.933 2.549 0.285 2.895 2.264 - წყალარინება 5.306 სასმელი წყლის მიწოდება 7.667 2.030 0.326 1.704 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 0.847 0.847 1.398 1.398 2.225 0.952 1.273 144 დანართი №15. ელექტროენერგიის უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფები უნივერსალური მომსახურების მიწოდების ტარიფი (თეთრი / კვტ.სთ) 10-6-3.3 კვ, საყოფაცხოვრებო 15.427 შპს „თბილისის 220-380 ვ, არასაყოფაცხოვრებო, მცირესაწარმო 14.209 ელექტრომიმწოდებელი 220-380 ვ, საყოფაცხოვრებო, 0-101 კვტ.სთ/თვე 1.590 კომპანია" 220-380 ვ, საყოფაცხოვრებო, 101-301 კვტ.სთ/თვე 4.990 220-380 ვ, საყოფაცხოვრებო, >301 კვტ.სთ/თვე 8.790 10-6-3.3 კვ, საყოფაცხოვრებო 15.931 220-380 ვ, არასაყოფაცხოვრებო, მცირესაწარმო 11.127 220-380 ვ, საყოფაცხოვრებო, 0-101 კვტ.სთ/თვე 1.068 220-380 ვ, საყოფაცხოვრებო, 101-301 კვტ.სთ/თვე 2.438 220-380 ვ, საყოფაცხოვრებო, >301 კვტ.სთ/თვე 4.424 სს „ეპ ჯორჯია მიწოდება" დანართი №16. საჯარო მომსახურების სახით ელექტროენერგიის მიწოდების ტარიფები საჯარო მომსახურების სახით მიწოდების ტარიფი (თეთრი / კვტ.სთ) 110-35 კვ, არასაყოფაცხოვრებო 15.052 10-6-3.3 კვ, არასაყოფაცხოვრებო 15.427 220-380 ვ, არასაყოფაცხოვრებო გარდა მცირე საწარმოსი 14.209 110-35 კვ, არასაყოფაცხოვრებო 15.765 სს „ეპ ჯორჯია 10-6-3.3 კვ, არასაყოფაცხოვრებო 15.931 მიწოდება" 220-380 ვ, არასაყოფაცხოვრებო გარდა მცირე შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" საწარმოსი 11.127 დანართი №17. ელექტროენერგიის ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფები ბოლო ალტერნატივის მიწოდების ტარიფი (თეთრი / კვტ.სთ) შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანია" 18.661 სს „ეპ ჯორჯია მიწოდება" 18.189 2025 წლის საქმიანობის ანგარიში 145