საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის №2103 განკარგულებით საქართველოს პარლამენტისათვის წარმოდგენილი „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2025 წლის ანგარიში“

ანგარიში განხილვაშია
ინიცირების თარიღი
11.09.2026
ავტორი
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია
ნომერი
#1-8546/26/11
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2026-09-14
ბიუროს ნომერი 157

📜 ტექსტი

წერილი
*GOV52600030927* GOV 5 26 00030927 10/09/2026 საქართველოს პარლამენტს შემდგომი მსვლელობისთვის, გიგზავნით საქართველოს მთავრობის 2026 წლის 8 სექტემბრის N2103 განკარგულებას „საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2025 წლის ანგარიშის“ საქართველოს პარლამენტში წარდგენისა და საქართველოს პარლამენტის საკომიტეტო სხდომაზე მომხსენებლად ნ. თათულაშვილის დანიშვნის შესახებ", ანგარიშის ტექსტთან და სტატუსების ამსახველ ცხრილთან ერთად. პატივისცემით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი
ანგარიში
2025 საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 20242026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2025 წლის ანგარიში Contents შესავალი .................................................................................................................................................................4 პრიორიტეტი I - მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა ...5 მიზანი 1 - თანაბარი ხელმისაწვდომობა მხარეთა თანასწორობის უზრუნველმყოფ, სამართლიან, ეფექტურ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებაზე. ......................................... 5 მიზანი 2 - დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, გამოძიების ხარისხის განგრძობადი გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოების მიერ.......................................................................................... 14 მიზანი 3 - სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვა ................................................................. 22 მიზანი 4 - პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების ეფექტიანი დაცვის შემდგომი უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; პენიტენციური და პრობაციის სისტემების განგრძობადი ინსტიტუციური გაძლიერება. .................................................................................................................................... 26 მიზანი 5 - წამებისა და არაადამიანური/არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიების განმტკიცება და გაძლიერება, მათ შორის, ამგვარი მოპყრობის მიმართ მკაცრი და პროპორციული პოლიტიკის გატარებით ................................................................................................................ 39 მიზანი 6 - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ეფექტიანი დაცვა და ამ უფლების განხორციელების ხელშეწყობა; პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება; პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერება ციფრული ეპოქის გავლენის გათვალისწინებით, როგორც ინდივიდზე, ისე საზოგადოებაზე. ............................................ 44 მიზანი 7 - გამოხატვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის ინტერნეტზე წვდომისა და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა .................. 55 მიზანი 8 - მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებათა დაცვა .............................. 64 მიზანი 9 - რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და სეკულარიზმის პრინციპების შემდგომი განმტკიცება .......................................................................................... 65 მიზანი 10 - ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვა საგანგებო მდგომარეობისა ან სხვა არაორდინალურ სიტუაციაში, მათ შორის ეპიდემიის/პანდემიის დროს ............................... 71 პრიორიტეტი II - ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება ...................................................................................................... 74 1 მიზანი 11 - ჯანმრთელობის უფლების დაცვის გარანტიების გაძლიერება და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე თანაბარი და დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. .............................................. 74 მიზანი 12 - სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და სიღარიბის შემცირება. .......................................................................................................................................................... 81 მიზანი 13 - განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის“ პრინციპის დაცვით. ............................................................................ 85 მიზანი 14 - შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვა და შრომის უსაფრთხოების სისტემების განგრძობადი გაუმჯობესება....................................................................................................... 103 მიზანი 15 - საკუთრების უფლების დაცვა და ხელშეწყობა შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებით. ........................................................................ 108 მიზანი 16 - ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლების დაცვისა და უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესება. .............................................................................................................................. 114 მიზანი 17 - სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესის და ადამიანის უფლებების ჩარჩო სტანდარტების გაძლიერება ...................................................................... 126 პრიორიტეტი III - თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე................................................................................................................................. 127 მიზანი 18. უმცირესობების უფლებების დაცვის გაძლიერება და თანასწორი გარემოს განმტკიცების ხელშეწყობა. ......................................................................................................... 128 მიზანი 19 - სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსახლეობის სრულფასოვანი და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე მონაწილეობის უზრუნველყოფა. ................................................... 147 მიზანი 20 - ბავშვის უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის მექანიზმების გაუმჯობესება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი პოლიტიკის გაძლიერება. ............................................................................................................ 156 მიზანი 21 - გენდერული თანასწორობის პრინციპის გაძლიერება ცხოვრების ყველა სფეროში, სამართლებრივი გარანტიების მიხედვით თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ამავე პრინციპის ფაქტობრივი რეალიზაციის ხელშესაწყობად; თანაბარი შესაძლებლობებისა და 2 ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად სისტემური და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესება და ქალებისა და გოგოების გაძლიერება. ......................................................... 192 მიზანი 22 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდა. ................... 227 მიზანი 23 - ხანდაზმულთა უფლებების დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერება. .................................................................................................................................. 249 მიზანი 24 - საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე პირების, მიგრანტების, ეკომიგრანტებისა და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების განგრძობადი დაცვა და ხელშეწყობა. ........................................................................................ 253 პრიორიტეტი IV - რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა .................................................................................................. 259 მიზანი 25. - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების გზით; იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ........................................................................................................................................................ 259 მიზანი 26 - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. .................................................................................................................................. 265 მიზანი 27 -საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესაბამისად............................... 273 დასკვნა .......................................................................................................................................... 281 3 შესავალი სამოქალაქო, პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებებით თანაბარი სარგებლობა, თანასწორობის პოლიტიკის განმტკიცება და ოკუპაციის შედეგად დაზარალებულ მოქალაქეებზე ზრუნვა წარმოადგენს სახელმწიფოს ფუნდამენტურ ღირებულებებს. სწორედ ამ მიზნების მხარდასაჭერად, 2023 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს მთავრობის №528 დადგენილებით, დამტკიცდა საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმა 2024–2026 წლებისთვის, რომელიც წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2022–2030 წწ.) იმპლემენტაციის ერთ-ერთ ძირითად მექანიზმს. სამოქმედო გეგმის დამტკიცებით, საქართველოს მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა სახელმწიფოს ერთგულება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის მიმართ და გამოხატა მზადყოფნა, გამოიყენოს საჭირო რესურსები დოკუმენტით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად. გეგმის შემუშავების პროცესი განხორციელდა ინკლუზიურად — სახელმწიფო უწყებების აქტიური მონაწილეობითა და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კოორდინირებით. პროცესში ჩართული იყვნენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, დამოუკიდებელი ექსპერტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები, რამაც უზრუნველყო დოკუმენტის შინაარსობრივი სიზუსტე და არსებულ რეალობასთან დაახლოება. წინამდებარე დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის (2024–2026 წწ.) სამოქმედო გეგმის 2025 წლის შესრულების ანგარიშს და მოიცავს საანგარიშო პერიოდში, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების შესახებ ინფორმაციას. დოკუმენტი მომზადდა მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ, გეგმით გათვალისწინებული პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოებიდან, 2026 წლის პირველ ნახევარში, მიღებული ცნობების საფუძველზე. ანგარიში ასახავს იმ თანმიმდევრულ პოლიტიკას, რომლის მიზანია ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით როგორც ხარისხობრივი, ისე რაოდენობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება. წარმოდგენილია განხორციელებული რეფორმები და მათი ხელშესახები სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები, რომლებიც ქმნის იმ აუცილებელ საფუძველს, რაც უზრუნველყოფს ამ სფეროში სისტემურ და განგრძობად პროგრესს. აღნიშნული დოკუმენტი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის პრიორიტეტების განხორციელების მონიტორინგის მნიშვნელოვან მექანიზმს, რომელიც იძლევა საშუალებას რეალურად შეაფასდეს ადამიანის უფლებათა პოლიტიკის პროგრესი და ეფექტიანობა. 4 საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელების 2025 წლის ანგარიში პრიორიტეტი I - მართლმსაჯულების, სამართლის უზენაესობის პრინციპების, ინსტიტუციური დემოკრატიის გამყარება და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებებით ეფექტიანი სარგებლობა მიზანი 1 - თანაბარი ხელმისაწვდომობა მხარეთა თანასწორობის უზრუნველმყოფ, სამართლიან, ეფექტურ, მიუკერძოებელ და გამჭვირვალე მართლმსაჯულებაზე. ამოცანა 1.1 სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და მოსამართლეთა მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა; აქტივობა 1.1.1 მოსამართლეთათვის სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესების კომენტარების შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესების კომენტარების შემუშავებაზე მუშაობა გრძელდება. აქტივობა 1.1.2 მოსამართლეთათვის ტრენინგების ჩატარება სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესების თაობაზე პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ორი ტრენინგი თემებზე „სამოსამართლო ეთიკის სიღრმისეული კურსი“ და „მოსამართლის პროფესიული უნარები“, რომლებსაც ჯამში დაესწრო 39 მოსამართლე. ტრენინგი მოიცავდა საქართველოს სამოსამართლო ეთიკის განახლებული წესებით გათვალისწინებულ საკითხებს: მოსამართლის დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, გულისხმიერება, კომპეტენცია და ა.შ. აქტივობა 1.1.3 მოსამართლეთა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი საანგარიშო პერიოდში „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებების შედეგად დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახური გაუქმდა და შესაბამისად, გეგმით გათვალისწინებული აქტივობა არ განხორციელებულა. 5 აქტივობა 1.1.4 საკანონმდებლო ცვლილებების ეფექტური იმპლემენტაციის მიზნით, სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოქვეყნების უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მუშაობას სასამართლო გადაწყვეტილებების პროაქტიული გამოქვეყნების საკითხზე. ამ ეტაპზე ქვეყნდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები. აქტივობა 1.1.5 სასამართლოს ხელმისაწვდომობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოს საქმიანობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლო რეგულარულად მასპინძლობდა დაინტერესებულ პირებს. 2025 წელს, უზენაეს სასამართლოში განხორციელდა 19 საინფორმაციო ხასიათის ტური, რომელშიც 438-მა ვიზიტორმა მიიღო მონაწილეობა. ვიზიტების ფარგლებში, მოსწავლეებს და სტუდენტებს ჰქონდათ სასამართლოს საქმიანობის შესახებ ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა. აქტივობა 1.1.6 სასამართლო სტატისტიკის ელექტრონული მოდულის შემუშავება და დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სტატისტიკის ელექტრონულ მოდულზე მუშაობა დაწყებულია. ამოცანა 1.2 სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და საპროცესო უფლებების, მათ შორის მხარეთა თანასწორობის მაღალი ხარისხით უზრუნველყოფა სასამართლოს მისაწვდომობის გაზრდით და რეფორმის გაგრძელებით, მართლმსაჯულების ინსტიტუციური და მოსამართლეთა ინდივიდუალური დამოუკიდებლობის განმტკიცებით; აქტივობა 1.2.1 მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაძლიერების მიზნით, საკანონმდებლო წინადადების მომზადება და პარლამენტისთვის წარდგენა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მოსამართლეთა სოციალური დაცვის გარანტიების გაზრდის მიზნით, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში, 2025 წლის 26 ივნისს, განხორციელდა ცვლილება, რომლითაც გაიზარდა სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეების/ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მყოფი მოსამართლეების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის ოდენობა. ამასთან, სხვა სახელმწიფო (საჯარო) მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების განსაზღვრის წესის ანალოგიურად, ორგანული კანონით დადგინდა, რომ მოსამართლის ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს განაკვეთის 6 ოდენობა განისაზღვრება საქართველოს შესაბამისი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დადგენილი საბაზო თანამდებობრივი სარგოს ნამრავლით სასამართლო ინსტანციების მიხედვით მოსამართლეთათვის მიკუთვნებულ კოეფიციენტებზე. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის მიხედვით, 2026 წლის 1 იანვრიდან, საბაზო თანამდებობრივი სარგოს ზრდის პროპორციულად, მოსამართლეების ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოს ოდენობა გაიზრდება 10%-ით. აქტივობა 1.2.2 სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების გაუმჯობესების მიზნით, მოსამართლეთა და მოსამართლის თანაშემწეთათვის ტრენინგების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა საანგარიშო პერიოდში, მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეებისთვის ჩატარდა სამი ტრენინგი სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალში სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთების თაობაზე: „გადაწყვეტილების დასაბუთება სამოქალაქო სამართალში“, „გადაწყვეტილების დასაბუთება ადმინისტრაციულ სამართალში“ და „განაჩენის დასაბუთება (სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენის ფორმა, მისი დასაბუთება და ტექსტის სტილისტური გამართულობა)“. აღნიშნულ ტრენინგებს ჯამში დაესწრო 13 მოსამართლე და 33 სასამართლო მოხელე. აქტივობა 1.2.3 მოსამართლეთათვის სასამართლო გადაწყვეტილებების საერთაშორისო სტანდარტების დასაბუთების მიწოდება. გაუმჯობესების ადამიანის უფლებათა მიზნით, ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოძიება, თარგმნა და ანალიზი; სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების ელექტრონული საძიებო სისტემის (HUDOC) ქართულენოვან ვებგვერდზე განთავსების მიზნით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ ენაზე თარგმნა პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო საანგარიშო პერიოდში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრის მიერ ქართულ ენაზე მომზადდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ორი კრებული: “ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებათა კრებული”, რომელშიც თავმოყრილია ქართულ ენაზე თარგმნილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2025 წელს მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები და „ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა კრებული საქართველოს წინააღმდეგ საქმეებზე“, რომელიც აერთიანებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, საქართველოს მიმართ მიღებულ უახლეს პრაქტიკას. დამატებით, საანგარიშო პერიოდში, მომზადდა კრებული „ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა“. „სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, განხილული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კრებული“. მოცემულ კრებულში წარმოდგენილია სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ სხვადასხვა წელს გამოტანილი მნიშნელოვან საქმეთა შეჯამება, რომლებიც წარმოადგენენ პრეცედენტულ საქმეებს აღნიშნულ თემატიკასთან მიმართებით. 7 აღსანიშნავია ისიც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ელექტრონულ საძიებო პროგრამის (HUDOC-ის) ქართულ ვერსიაში განთავსების მიზნით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ გასაგზავნად მომზადდა და დარედაქტირდა ქართულ ენაზე თარგმნილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული 37 გადაწყვეტილება. აქტივობა 1.2.4 მოწყვლადი ჯგუფებისათვის სასამართლოსა და სასამართლო სერვისების შესახებ საინფორმაციო გზამკვლევების მომზადება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაგრძობს მუშაობას სასამართლოსა და სასამართლო სერვისების შესახებ საინფორმაციო გზამკვლევების მომზადებაზე. ამ ეტაპზე, დამტკიცებულია ბავშვზე მორგებული სარჩელის და სასამართლო უწყების ფორმები. სარჩელის ფორმა მოიცავს ბავშვისთვის მარტივად აღსაქმელ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შეავსოს სარჩელის ფორმა, სად უნდა ჩააბაროს/გაგზავნოს შევსებული სარჩელი, რას აკეთებს სასამართლო სარჩელის წარდგენის შემდეგ. სასამართლო უწყების ფორმებში კი განმარტებულია, თუ რა მიზანს ემსახურება სასამართლო უწყება, რა მიზანი აქვს სასამართლოში გამოცხადებას და ვის უნდა დაუკავშირდეს ბავშვი კითხვების არსებობის შემთხვევაში. ბავშვზე მორგებული სასამართლო ფორმები ხელმისაწვდომია როგორც ონლაინ, ისე შესაბამისი სასამართლოების კანცელარიებში. ამასთან, 2021 წლიდან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ყოველწლიურად ამტკიცებს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის შესახებ“ საერთო სასამართლოების სამოქმედო გეგმებს, რომლის ძირითადი მიზნებიც, სასამართლო შენობებზე ხელმისაწვდომობის გაზრდასთან ერთად, სწორედ სასამართლო სერვისებსა და სამართალწარმოებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა წარმოადგენს. სამოქმედო გეგმის ფარგლებში, მიმდინარეობს მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის სასამართლო ფორმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზეც. ამოცანა 1.3 სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების განგრძობადი გაუმჯობესება, მათ შორის სასამართლოს ეფექტიანობის გაზრდის გზით აქტივობა 1.3.1 სასამართლოების გადატვირთულობის შემცირების მიზნით, მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოების გადატვირთულობის დასაძლევად, იუსტიციის უმაღლესი საბჭო განაგრძობს მოსამართლეთა ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფას, სასამართლოების სათანადოდ მომზადებული და კვალიფიციური მოსამართლეებით შევსების გზით. სამოსამართლო პოზიციებზე, 2025 წლის თებერვალში, გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო ექვსმა კანდიდატმა. ექვსივე მათგანი შეირჩა ახალი საკანონმდებლო რეგულაციების შესაბამისად. 2025 წლის ივლისში, ყველა მათგანი უვადოდ განწესდა 8 მოსამართლედ პირველი ინსტანციის სასამართლოებში. 2025 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე არჩეული იქნა სამი მოსამართლე. აქტივობა 1.3.2 სასამართლოების გადატვირთულობის შემცირების მიზნით, სასამართლოებში პერსონალის ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლოების გადატვირთულობის დასაძლევად კვლავ გრძელდება მუშაობა სასამართლოს პერსონალის ოპტიმალური რაოდენობის უზრუნველსაყოფად. 2025 წელს, პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოებში დასაქმებულ მოხელეთა საშტატო ერთეულების რაოდენობა გაიზარდა 4 საშტატო ერთეულით. შესაბამის პოზიციაზე დაინიშნა დამატებით 23 მოხელე. აღსანიშნავია, რომ უზენაეს სასამართლოში დასაქმებულ მოხელეთა საშტატო ერთეული, 2025 წელს, გაიზარდა 10 ერთეულით. აქტივობა 1.3.3 საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის ინტეგრაცია სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის სხვა სახელმწიფო დაწესებულებებთან ინტეგრაციაზე მუშაობის პროცესი გრძელდება. აქტივობა 1.3.4 სასამართლოების ეფექტიანობის შეფასების თაობაზე CEPEJ-ის სტანდარტების დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო სასამართლო სისტემა განაგრძობს მუშაობას სასამართლოებში CEPEJ-ის საქმეთა ნაშთის შემცირების ინსტრუმენტების დანერგვასა და სასამართლო სტატისტიკის შეგროვების პრაქტიკის გაუმჯობესებაზე. ასევე, მიმდინარეობს თანამშრომელთა დროის მენეჯმენტის კვლევა, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო პროცესების ორგანიზებისა და რესურსების ოპტიმალური განაწილების გაუმჯობესებას. ამოცანა 1.4 სამართლიანი, ჰუმანური, ერთიანი და ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განგრძობადი უზრუნველყოფა; სისხლის სამართლის კანონმდებლობის ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპულ სტანდარტებთან სრული შესაბამისობის უზრუნველყოფა მათ შორის, სასჯელთა დივერსიფიცირების გზით; 9 აქტივობა 1.4.1 სამართლიანი, ჰუმანური, ერთიანი და ანალიზზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განგრძობადი უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებათა დაცვის შესაბამისი სტანდარტების გათვალისწინებით. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პარლამენტი 2025 წლის 17 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ინიციირების ნომერი და თარიღი: N241/3-XIმპ; 10.12.2025). კანონის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531 მუხლს დაემატა 21 და 31 ნაწილები, აგრეთვე იმავე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით. ცვლილების შედეგად, დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანთან ერთად, თანამონაწილის ან თანაამსრულებლის სახით სრულწლოვანის მონაწილეობა ან სრულწლოვანის მიერ დანაშაულის ჩადენაში წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის ჩაბმა გამოცხადდა პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად ყველა შესაბამისი დანაშაულისთვის. დასახელებული ცვლილება, შესაბამისი ქმედებისთვის მკაცრი პასუხისმგებლობის დაწესებით, ემსახურება დანაშაულებრივ საქმიანობაში არასრულწლოვანთა ჩაბმის პრევენციას. - 2025 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში, საქართველოს პარლამენტის მიერ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდა ცვლილებები, რომელთა თანახმადაც კანონმდებლობაში დაინერგა დაზარალებულის კომპენსაციის ინსტიტუტი. აღნიშნული ინსტიტუტის გაჩენა განაპირობა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის შედეგად დაზარალებული პირებისთვის მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისთვის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის აუცილებლობამ. სახელმწიფოს გააჩნია პოზიტიური ვალდებულება დახვეწოს მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს დაზარალებულთა უფლებრივი მდგომარეობის სწრაფად და ეფექტიანად აღდგენასა და მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას. განხორციელებული ცვლილებების შედეგად: დაზარალებულს შესაძლებლობა ექნება გამარტივებული პროცედურით მოითხოვოს მსჯავრდებულისგან მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება, თუ მას ქონებრივი ზიანი მიადგა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული დანაშაულების შედეგად (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 181-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 185-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 187-ე და 188-ე მუხლებით (თუ ზიანი აღემატება 10 000 ლარს), 2051 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 220-ე მუხლით, 2201 მუხლით ან 2861 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო). კანონმდებლობაში დაინერგა მექანიზმი, რომელიც დაზარალებულს შესაძლებლობას მისცემს მიყენებული ზიანი აინაზღაუროს როგორც ზემოხსენებული დანაშაულის ჩამდენი პირისგან დანაშაულის საგნის ამოღების, ისე ამ პირის ახლო ნათესავისგან/სხვა პირისგან. ამოცანა 1.5 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმირება, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით; აქტივობა 1.5.1 ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შემუშავება და ინიციირება. 10 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პარლამენტი აქტივობა საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა. ამოცანა 1.6 დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების (მედიაცია, არბიტრაჟი) განგრძობადი განვითარება და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელება სასამართლოს განტვირთვის უზრუნველსაყოფად; აქტივობა 1.6.1 საზოგადოებრივი ადვოკატების პროფესიული უნარების გაძლიერება მედიაციის საკითხებში პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური მედიაცია, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის გზა, სასამართლო განხილვასთან შედარებით არის უფრო სწრაფი და ნაკლებად ხარჯიანი. ვინაიდან სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის ძირითად ბენეფიციარებს სოციალურად დაუცველი პირები წარმოადგენენ, რომელთაც ხშირ შემთხვევაში ნაკლები სამართლებრივი ცნობიერება გააჩნიათ, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზების შეთავაზებას. ამ მიზნით, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურმა დაიწყო საზოგადოებრივი ადვოკატების გადამზადება მედიაციის საკითხებში. სამსახურის როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ბიუროები დაკომპლექტებულია მედიაციის ასოციაციის წევრი საზოგადოებრივი ადვოკატებით. ამასთან, იურიდიული კონსულტაციის გაწევის ეტაპზე სავალდებულოა, რომ კონსულტანტმა ბენეფიციარს შესთავაზოს მედიაცია, როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმი. აქტივობა 1.6.2 მედიატორებისა და მოსამართლეების მონაწილეობით ხშირი საინფორმაციო შეხვედრების გამართვა. პასუხისმგებელი უწყება: მედიატორთა ასოციაცია 2025 წლის განმავლობაში, სხვადასხვა დროს, თბილისში, ქუთაისში, ბათუმში და თელავში გაიმართა მედიატორებს და მოსამართლეებს შორის შეხვედრები მრგვალი მაგიდის ფორმატში. აქტივობა 1.6.3 საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა ახალგაზრდა თაობაში დავის ალტერნატული მექანიზმის - მედიაციის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით. პასუხისმგებელი უწყება: მედიატორთა ასოციაცია 2025 წლის მანძილზე, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის უნივერსიტეტში არაერთი განხორციელდა. კერძოდ, გორში, ქუთაისში, ბათუმში, თელავში, სამცხე ჯავახეთში და თბილისში. 11 შეხვედრა საქართველოს მედიატორთა ასოციაციის მხარდაჭერით და ELSA Tbilisi-ის ორგანიზებით, სხვასასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე: „მედიაციის პროცესი დავის გადაწყვეტის სისტემაში და მისი არსობრივ-პროცესუალური უპირატესობები“. ამოცანა 1.7 იურიდიული დახმარების სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება, ტერიტორიული/ადრეული მისაწვდომობის და ხარისხის განგრძობადი გაუმჯობესება. აქტივობა 1.7.1 დამატებით სულ მცირე 8 საკონსულტაციო ცენტრის გახსნა პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური ახალი ოფისების გახსნის მიზნით, სამსახური მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუციებთან, თუმცა 2025 წელს, შესაბამისი ფართის მოუძიებლობის გამო (მათ შორის, შშმ პირებზე ადაპტირებული) დაგეგმილი საკონსულტაციო ცენტრების გახსნის პროცესი გადაიდო მომდევნო წლის გეგმაში. აქტივობა 1.7.2 იურიდიული დახმარების სამსახურის საკონსულტაციო კითხვების პანელის აქტივიზაცია პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საკონსულტაციო კითხვების პანელის ფუნქციონირებასა და აქტიურ გამოყენებას. აღნიშნული პანელი განთავსებულია სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე – www.legalaid.ge და წარმოადგენს მოქალაქეებისთვის იურიდიული კონსულტაციის მიღების ერთ-ერთ ხელმისაწვდომ არხს. ამასთან, ვებ-გვერდის განახლების პროცესის ფარგლებში, ეტაპობრივად, ინერგება ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებები, ფართოვდება ხელმისაწვდომი ინფორმაცია და სერვისები, უმჯობესდება პლატფორმის ფუნქციონალური შესაძლებლობები, რაც მიზნად ისახავს ბენეფიციარებისთვის მომსახურების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის გაზრდას. აქტივობა 1.7.3 იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდა მობილური ცენტრის (მიკროავტობუსების სერვისი) მეშვეობით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური კვლავ აგრძელებს მობილური საკონსულტაციო ცენტრის გამოყენებით იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობის გაზრდას. 2025 წლის მონაცემებით, აღნიშნული სერვისით ისარგებლა 545 ბენეფიციარმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. 12 აქტივობა 1.7.4 იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლ პირებთან მიმართებით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ - იურიდიული დახმარების საბჭოს 2024 წლის 28 მარტის N127-ე გადაწყვეტილებით ცვლილება შევიდა იურიდიული დახმარების გაწევის კრიტერიუმებში, რომლის თანახმადაც იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ადვოკატის დანიშვნასთან დაკავშირებით როცა სახეზეა ადამიანის უფლებების და თავისუფლებების არსებითი ხელყოფა ან ხელყოფის საფრთხე. აქტივობა 1.7.5 იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდა ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებთან მიმართებით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად მუშაობს ტრეფიკინგის მსხვერპლ პირებთან მიმართებით მანდატის გაზრდასთან დაკავშირებით. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი წარდგენილი იყო ევროპის საბჭოს მიერ, სპეციალიზებული იურისტებისა და ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლთათვის იურიდიული დახმარების გამწევი ორგანიზაციების ქსელის შეხვედრაში, რომელიც საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში ჩატარდა. 2026 წლის ბოლომდე დაგეგმილია, აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა. სამსახური ამჟამად გასცემს კონსულტაციებს ტრეფიკინგის მსხვვერპლ პირთათვის. აქვე აღსანიშნავია, რომ ტრეფიკინგის მსხვრეპლ პირებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ სამსახურის მობილური აპლიკაციით (LASGEORGIA) ანონიმურობის დაცვის გარანტიით. აქტივობა 1.7.6 იურიდიული დახმარების სამსახურის მანდატის გაზრდა დევნილ პირებთან მიმართებით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურს მანდატი მოიცავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა იურიდიულ დახმარებას. აქტივობა 1.7.7 შიდა ვიწრო სპეციალიზაციის დანერგვა არასრულწლოვნებთან მიმართებით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის ფარგლებში შეიქმნა სამსახურის სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო და დაინერგა შიდა ვიწრო სპეციალიზაცია, მათ შორის არასრულწლოვან პირებთან მიმართებით. საზოგადოებრივი ადვოკატები გადამზადნენ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებისა და ბავშვის უფლებათა კოდექსიდან გამომდინარე აქტუალურ სამართლებრივ საკითხებში. აღსანიშნავია, რომ ვიწრო სპეციალიზაცია დანერგილია, როგორც თბილისში ისე, რეგიონებში. 13 აქტივობა 1.7.8 სამსახურის შიდა სტრატეგიის დოკუმენტის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურს შემუშავებული აქვს 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა. აღნიშნული გეგმა წარმოადგენს 3 წლიან სამოქმედო გეგმას და განსაზღვრავს სამსახურის პრიორიტეტებს, ხედვასა და მიზნებს. სამოქმედო გეგმა ეყრდნობა სამსახურის სტრატეგიას და განსაზღვრავს 4 ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებას: 1. სამსახურის დამოუკიდებლობის, გამჭირვალობისა და სტაბილური განვითარების უზრუნველყოფა; 2. სამსახურის ხელმისაწვდომობის გაზრდა; 3. მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა; 4. საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება. 2025 წელს საქმეთა რაოდენობა გაიზარდა 14.8%-ით (სულ 3,184 საქმით მეტი). აქტივობა 1.7.9 იურიდიული დახმარების სამსახურის ხარისხის შეფასების კითხვარების შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ შემუშავებულია ხარისხის შეფასების კითხვარი. კითხვარის შემუშავების პროცესი მიმდინარეობდა დარგის ექსპერტების ჩართულობით. კითხვარის მიზანია საზოგადოებრივი ადვოკატის საქმიანობის შეფასება, მის სტრატეგიასა და კლიენტისა და ადვოკატს შორის ურთიერთობის კონფიდენციალობის პრინციპის დაურღვევლად. იურიდიული დახმარების საბჭოს გადაწყვეტილებების თანახმად, 2025 წელს შეფასებული საქმეების სტატისტიკა: 46 დასრულებული საქმის შეფასება - სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის საქმეთა სამმართველო; 58 დასრულებული საქმის შეფასება - სისხლის სამართლის საქმეთა ხარისხის შეფასების სამმართველო. მიზანი 2 - დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, გამოძიების ხარისხის განგრძობადი გაუმჯობესება და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფა სამართალდამცავი ორგანოების მიერ. ამოცანა 2.1 დანაშაულის პრევენციის მექანიზმების გაძლიერება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის, ერთიანი და მდგრადი პოლიტიკის დანერგვით აქტივობა 2.1.1 აღდგენითი მართლმსაჯულებისა და სისხლის სამართლის მედიაციის განვითარება 14 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო" საანგარიშო პერიოდში, განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულება გაფორმდა 479 პირთან. მათ შორის, 336 იყო არასრულწლოვანი და სრულწლოვანი 143 პირი იყო (18-დან 21 წლამდე). გაიმართა 358 მედიაციის საერთო შეხვედრა. აქტივობა 2.1.2 სპეციალური საგამოძიეობო სამსახურის ცალკეული სამოხელეო დანაშაულის პრევენციის საბჭოს შეხვედრების ორგანიზება და ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდეგ, მისი საგამოძიებო უფლებამოსილებები და შესაბამისი ფუნქციები გადაეცა საქართველოს პროკურატურას. ამასთან, ცალკეული სამოხელეო დანაშაულების პრევენციის სპეციალური საბჭოს მანდატით გათვალისწინებული ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ცალკეული სამოხელეო დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების პროცესში გამოვლენილი გამოწვევების იდენტიფიცირება, პრევენციული მექანიზმების შემუშავება, ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა და შეთანხმებული რეკომენდაციების პრაქტიკაში დანერგვის ხელშეწყობა, შინაარსობრივად უკავშირდება საქართველოს გენერალურ პროკურატურაში არსებულ შესაბამის ინსტიტუციურ მექანიზმებს. აღნიშნული ინსტიტუციური მექანიზმენო ერთობლივად ქმნის შესაძლებლობას, რომ საბჭოს ფარგლებში განსაზღვრული პრევენციული მიზნები, მათ შორის არასათანადო მოპყრობის ფაქტების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება და პრობლემური საკითხების დროული იდენტიფიცირება, გაგრძელდეს არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს ფარგლებში. ამასთან, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფები აქტიურად ახორციელებენ საჯარო დაწესებულებებში მაღალი თანამდებობის პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ჩადენილი შესაძლო სამოხელეო დანაშაულების გამოვლენასა და გამოძიებას. 2025 წელს აღნიშნული მიმართულებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო მაღალი რანგის 13 მოხელის მიმართ, რაც მიუთითებს სამოხელეო დანაშაულებთან ბრძოლისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის მიმართულებით აქტიური საგამოძიებო პოლიტიკის გაგრძელებაზე. აქტივობა 2.1.3 გამომძიებელთა გადამზადება კვალიფიკაციის ამაღლების გზით, გამოძიების ხარისხის ამაღლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შემუშავდა და 2023 წლიდან მიმდინარობს გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელთა ფარგლებშიც, განგრძობად რეჟიმში, მიმდინარეობს გამომძიებელთა გადამზადება. 2025 წლის განმავლობაში, შსს აკადემიაში, სხვადასხვა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის ფარგლებში სულ გადამზადდა 99 გამომძიებელი. 15 ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადამზადდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2 თანამშრომელი. აქტივობა 2.1.4 გამომძიებელთა გადამზადება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე, დაზარალებულის გამოკითხვის სპეციფიკასთან დაკავშირებით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2023 წლიდან, სსიპ- შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში ხორციელდება გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელთა ფარგლებშიც, განგრძობად რეჟიმში, მიმდინარეობს გამომძიებელთა გადამზადება. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე სწავლების გეგმის დამტკიცების შესახებ'' საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2025 წლის 1 დეკემბრის N1/589 ბრძანების მიხედვით, ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე გამომძიებელთა გადამზადება იგეგმება 2026 წლის პირველ კვარტალში. აქტივობა 2.1.5 გამომძიებელთა გადამზადება ბრალდებულის დაკავებასა და თვითინკრიმინაციისაგან დაცვის პრივილეგიაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის განმავლობაში, გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსის ,,ბრალდებულის დაკავება და თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია“ ფარგლებში სწავლება გაიარა 44-მა გამომძიებელმა. აქტივობა 2.1.6 გამომძიებელთა გადამზადება საგამოძიებო მოქმედებაზე - ამოცნობა და საპროცესო მოქმედება - ნიმუშის აღება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის განმავლობაში, გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლება გაიარა 127-მა მსმენელმა. აქტივობა 2.1.7 გამომძიებელთა გადამზადება საგამოძიებო მოქმედებაზე - ჩხრეკა, ამოღება და საგამოძიებო ექსპერიმენტი პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 საგამოძიებო მოქმედებებზე - ჩხრეკა, ამოღება და საგამოძიებო ექსპერიმენტი, სწავლება განგრძობად რეჟიმში მიმდინარეობს. 2025 წლის განმავლობაში, გამომძიებელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, სწავლება გაიარა 127-მა მსმენელმა. ამოცანა 2.2 საგამოძიებო სისტემის რეფორმა - საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების სისტემური გამიჯვნა გამოძიების ხარისხის ამაღლებისთვის; აქტივობა 2.2.1 პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა გადამზადება ფუნქციათა გამიჯვნის შესახებ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა აქტივობა შესრულდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ფარგლებში გამომძიებლებისთვის სახელმძღვანელო ცვლილებების განხორციელების შემდეგ. აქტივობა 2.2.2 საკანონმდებლო ცვლილებების დოკუმენტების შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელება დაკავშირებულია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან, ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შესული არ არის, წარმოდგენილი აქტივობა არ განხორციელებულა. აქტივობა 2.2.3 საკანონმდებლო ცვლილებების ფარგლებში გამომძიებლებისა და საგამოძიებო დანაყოფის მენეჯერების გადამზადება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნული აქტივობის განხორციელება დაკავშირებულია საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციების გამიჯვნასთან, ვინაიდან აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში შესული არ არის, წარმოდგენილი აქტივობა არ განხორციელებულა. 17 აქტივობა 2.2.4 საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებათა გამიჯვნის თაობაზე მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა შესაბამისი ტრენინგების განხორციელებით პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტივობა შესრულდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების შემდეგ. ამოცანა 2.3 პროკურორების ინდივიდუალური დამოუკიდებლობის შემდგომი ზრდა პროკურატურის ინსტიტუციური დამოუკიდებლობის და ანგარიშვალდებულების განმტკიცებისთვის აქტივობა 2.3.1. პროკურორთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად, სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება/განახლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა პროკურორთა საქმიანობის ეფექტიანობის, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის ამაღლების, სამართლებრივ ნორმათა ერთგვაროვანი განმარტებისა და პრაქტიკაში დანერგვის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პროკურატურა პერიოდულად ახდენს სახელმძღვანელო მითითებების შემუშავებას, მოქმედი ინსტრუქციების გადამუშავებას, განახლებასა და სისტემატიზაციას. 2025 წელს, ცალკეული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში პროკურორთა საქმიანობის ამაღლებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბების მიზნით, საქართველოს პროკურატურაში შემუშავდა 5 სახელმძღვანელო მითითება. ამოცანა 2.4 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის პრევენციის, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის, მსხვერპლთა/დაზარალებულთა დაცვისა და თანამშრომლობის პოლიტიკის ეფექტიანი განხორციელება აქტივობა 2.4.1 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საფრთხეების, ამ დანაშაულთან ბრძოლისა და მისგან თავის დაცვის საშუალებების, არსებული მომსახურებების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის რეგიონებში ისეთ სამიზნე ჯგუფებთან, როგორიცაა იძულებით გადაადგილებული ქალები, შშმ ქალები, სოფლად მცხოვრები ქალები და ბავშვები 18 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2025 წელს, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განახორციელა საინფორმაციო შეხვედრები, რომლის მიზანს წარმოადგენდა სოციალური დაცვისა და დასაქმების სახელმწიფო პროგრამების, სერვისების, მიმდინარე რეფორმებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობისა და ცნობიერების ამაღლება. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში გაიმართა 10 შეხვედრა (ქვემო ქართლი – მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელი ყიზილაჯლო, გარდაბანის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალარი, ქალაქი დმანისი; კახეთი – საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლები იორმუღანლო და ლამბალო, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელი კაბალა, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ყარაჯალა) რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებმა. შეხვედრებზე დარიგდა საინფორმაციო მასალები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებმა არაერთ კამპანიასა თუ შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა. კერძოდ:  ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი მსოფლიო კამპანია (2025 წლის 25 ნოემბერი - 10 დეკემბერი): კამპანიის მიზანი იყო გენდერული ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ძალადობის პრევენციის ხელშეწყობა და ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სახელმწიფო სერვისების პოპულარიზაცია. კამპანიის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლებმა სხვადასხვა ჯგუფებთან 80-მდე საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა.  ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპული დღე (18 ოქტომბერი): კამპანიის ფარგლებში ჩატარდა 30-მდე საინფორმაციო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 800-მდე ადამიანმა. აქტივობა 2.4.2 საჭიროებათა კვლევა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ეფექტიანი მომსახურებების მიწოდების მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ეფექტიანი და ხარისხიანი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, გეგმიური მონიტორინგის ფარგლებში, უწყვეტად ახორციელებს შესაბამისი სერვისების შემოწმებას. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მიგნებებისა და ხარვეზების საფუძველზე, გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები და უზრუნველყოფილია მათი შესრულების მუდმივი ზედამხედველობა. აქტივობა 2.4.3 ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის სერვისების თანამშრომელთა შესაძლებლობების განვითარება 19 გაუმჯობესების მიზნით სააგენტოს პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ტრეფიკინგის მსხვერპლთა მიმართ სერვისების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა თანამშრომელთა პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერებას. ამ მიზნით, 2025 წელს, თანამშრომლებისთვის ჩატარდა ხუთი ტრენინგი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF), ა(ა)იპ WVGD - World Vision Georgia Foundation-ის, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და PROMISE Barnahus Networkის მხარდაჭერით. აქტივობა 2.4.4 ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კომპენსაციის რაოდენობის გაზრდა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 2025 წელს სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის განკუთვნილი კომპენსაცია გაიცა 5 პირზე. ასევე, სააგენტომ იმუშავა კომპენსაციის გაზრდის შესაძლებლობების შეფასებისა და შესაბამისი მექანიზმების შემდგომი დახვეწის მიმართულებით. ინიციატივა შეეხება კომპენსაციის გაზრდას 1000-დან 2000 ლარამდე, საკითხის დამატებით განხილვა უნდა მოხდეს ტრეფიკინგის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ, რომლის შემდეგაც მოხდება ინიციატივის ფორმალიზება. აქტივობა 2.4.5 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების მონიტორინგი პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში შემუშავებულია. აქტივობა 2.4.6 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2025 წლის 25 მარტს, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმა, რომელიც ნებისმიერი 20 დაინტერესებული პირისთვის საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე. აქტივობა 2.4.7 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის ახალი ტენდენციების, დაზარალებულთა და ბრალდებულთა პროფილის შესწავლა და შეფასება არსებული საქმეების საფუძველზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულების დინამიკის, ტენდენციებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებას. დეპარტამენტის მიერ მომზადდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) 2025 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზები, ქართულ და ინგლისურ ენებზე. აქტივობა 2.4.8 პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლება ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პროკურორთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, 7 სასწავლო აქტივობა განხორციელდა და გადამზადდა 3 პროკურორი. ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტის ფარგლებში, პროკურატურის თანამშრომლებმა ექსპერტებისგან მიიღეს ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა: თანამედროვე მონობა და ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი); ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასწავლო და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ TOPCOP II”-ის ფარგლებში განხორციელებული ვებინარი თემაზე - ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა: სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოკითხვის მეთოდიკა; ტრენერთა ტრენინგი თემაზე - ბავშვთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის პრევენცია და მასთან ბრძოლა; ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში განხორციელებული საერთაშორისო კონფერენცია თემაზე - ონლაინ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის უსაფრთხოების ფონდის (ISF) დასრულება; მხარდაჭერით, ნიდერლანდებში, EMPACT-ის ქ. ჰააგაში, ფარგლებში ევროკავშირის შიდა განხორციელებული მე-9 მულტიდისციპლინური შეხვედრა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის), ფინანსური გამოძიებისა და ქონების დაბრუნების საკითხებზე და სხვ. აქტივობა 2.4.9 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე კვლევის მომზადება; საერთაშორისო სტანდარტების თარგმნა და მიწოდება მოსამართლეებისათვის. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს უზენაესი სასამართლო 21 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკურმა განყოფილებამ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვადაში ქართულ ენაზე თარგმნა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკა, რომელიც შესულია 2024 წელს გამოცემულ კრებულში. აქტივობა 2.4.10 ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) საკითხებზე მოსამართლეთა გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა საანგარიშო პერიოდში, ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი)“, რომელსაც დაესწრო 10 მოსამართლე და 9 სასამართლო მოხელე. მიზანი 3 - სიცოცხლის უფლების ეფექტიანი დაცვა ამოცანა 3.1 სიცოცხლის უფლების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზის სრულყოფა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად და ამისთვის სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველი ნებისმიერი საქმიანობის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეგულაციების დადგენა აქტივობა 3.1.1 ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტების გარდაცვალების შემთხვევების შესახებ სტატისტიკის წარმოების გაუმჯობესება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, სსიპ - დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ხორციელდება რეგულარული მონიტორინგი სამედიცინო დაწესებულებების (მათ შორის, ფსიქიატრიული დაწესებულებების) მიერ რეგისტრირებულ მონაცემებში ასახულ გარდაცვალების მიზეზების სისწორეზე. გარდაცვალების პირველადი მიზეზის იდენტიფიცირებისთვის ხდება მონაცემთა შედარება ალტერნატიულ წყაროებთან. ხორციელდება უცნობი მიზეზების მეორადი მოკვლევა რეგიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების დახმარებით. გარდაცვალების მიზეზების მონაცემთა დამუშავებისას გამოიყენება პროგრამები: ANACODE, ANACONDA და IRIS. „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის და „დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ სამედიცინო ცნობის ფორმების, მათი შევსებისა და გაგზავნის, სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ელექტრონული ბაზიდან დაბადებისა და გარდაცვალების შესახებ ინფორმაციის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 24 აგვისტოს №01-37/ნ– №173 ბრძანების შესაბამისად, ქვეყნის მასშტაბით, ხდება ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, მათ შორის, ფსიქიატრიული 22 პროფილის დაწესებულებაში, გარდაცვალების შემთხვევების აღრიცხვა გარდაცვალების ნებისმიერი მიზეზით, მათ შორის, ფსიქიკური დაავადების მიზეზით. აღრიცხვიანობის ინსტრუმენტად გამოყენებულია ელექტრონული მოდული, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი (ნსდს). ნსდს წელიწადში ერთხელ აწვდის ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს, რომელიც, თავის მხრივ, აქვეყნებს სიკვდილიანობის სტატისტიკას თავის ვებ-გვერდზე https://www.geostat.ge/ka/modules/categories/320/gardatsvaleba იგეგმება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში საგანმანათლებლო ტრენინგის ჩატარება გარდაცვალების ცნობაში მიზეზების სწორად შევსების მიზნით. სსიპ - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო გაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, თუ გამოვლინდება, რომ სტატისტიკის წარმოება არ ხდება დადგენილი წესის შესაბამისად. ამოცანა 3.2 სიცოცხლის მოსპობის ეფექტიანი გამოძიების მექანიზმის გაუმჯობესება, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად აქტივობა 3.2.1 ქალთა მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი მკვლელობის შესახებ სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგისა და სტატისტიკურ მონაცემთა აღრიცხვის მეთოდოლოგიის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა საქართველოს პროკურატურა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ქალთა მკვლელობების დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურისა და სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგის მეთოდოლოგიების დაახლოებასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სტატისტიკის წარმოებას. სისხლის სამართლის კოდექსი 2025 წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შემდგომ, საქართველოს პროკურატურაში ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი მკვლელობის სტატისტიკური მონაცემები აღირიცხება გრევიოს სტანდარტის „THE BIG FIVE” მიხედვით - ბრალდებულის და მსხვერპლის სქესი, ასაკი, ბრალდებულის სოციალური კავშირი მსხვერპლთან, ძალადობის ფორმა, ტერიტორიული განფენილობა. აქტივობა 3.2.2 საქართველოს გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანოს – სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭოს ეფექტიანი საქმიანობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა საქართველოს გენერალური პროკურორის 2022 წლის 17 ნოემბრის N033 ბრძანებით, შექმნილია გენერალური პროკურორის სათათბირო ორგანო - სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე დაზარალებულთა საჩივრების განმხილველი საბჭო. საბჭოს მიზნებია: დაზარალებულთა საჩივრების დაჩქარებულ ტემპში განხილვა; სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება; პრობლემების იდენტიფიცირება და 23 შესაბამისი წინადადებების შემუშავება, სამომავლო ხარვეზების თავიდან ასაცილებლად. საბჭო განიხილავს განსაკუთრებული სირთულის სიცოცხლის ხელყოფის საქმეებს, გენერალური პროკურორის გადაწყვეტილებით ან/და დაზარალებულის საჩივრის საფუძველზე. სიცოცხლის ხელყოფის საქმეებზე საჩივრების განმხილველი საბჭოს წევრებმა სულ შეისწავლეს 44 საქმე. საქმეების შესწავლის პროცესში გაესაუბრნენ განმცხადებლებს, საქმის მწარმოებელ გამომძიებლებს და საპროცესო ხელმძღვანელ პროკურორებს. საერთო ჯამში, საბჭოს მიერ 33 სისხლის სამართლის საქმეზე გაიცა 72 რეკომენდაცია. აქტივობა 3.2.3 საქართველოში რეგისტრირებული ყველა მკვლელობის სისხლის სამართლის საქმის მონიტორინგი და გამოძიების ხარვეზების იდენტიფიცირება, საჭიროების შემთხვევაში სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა საქართველოს გენერალური პროკურატურის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსახილველ საქმეებზე ზედამხედველობისა და სახელმწიფო ბრალდების ეფექტიანი მხარდაჭერის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიზანია, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს განსჯადობას დაქვემდებარებული სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა და მონიტორინგი, ასევე, გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის პროცესში ხარვეზების თავიდან არიდების მიზნით, არსებული პრაქტიკის განზოგადება და ანალიზი. 2025 წლიდან დღემდე, შესწავლილია 62 სისხლის სამართლის საქმე და გაცემულია 67 რეკომენდაცია. რეკომენდაციები ძირითადად შეეხო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლითა (განზრახ მკვლელობა) და 109-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში) კვალიფიცირებულ საქმეებს და მოიცვა გამოძიების მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები. 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს უწევდა ქალთა მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობის სისხლის სამართლის საქმეებს. მონიტორინგის ფარგლებში, გამოვლინდა გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების ტენდენციები და გაანალიზდა სასამართლოს გადაწყვეტილებები. მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, შემუშავდა 2014-2024 წლების სისხლის სამართლის შესაბამის საქმეთა ანალიზი, რომელიც საჯაროდ ხელმისაწვდომია საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. ამოცანა 3.3 სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სიცოცხლის უფლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების სათანადოდ შესასრულებლად აქტივობა 3.3.1 პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება სიცოცხლის უფლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულების, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 24 2025 წელს, სიცოცხლის უფლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულების, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 5 სასწავლო აქტივობა განხორციელდა. შედეგად, 52 თანამშრომელი (პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი) გადამზადდა. სასწავლო აქტივობები მოიცავდა შემდეგ ტრენინგებს: ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან დაკავშირებულ საკითხებზე HELP-ის პროგრამის ონლაინ სასწავლო კურსს, რომელიც მიზნად ისახავდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ, მისი ინტერპრეტაციის შესახებ, მონაწილეებისთვის აუცილებელი საბაზისო ცოდნის ჩამოყალიბების ხელშეწყობას; ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით განხორციელებულ ტრენინგს თემაზე სისხლის სამართლის საქმის ხელახალი გამოძიება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების საფუძველზე; პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) ორგანიზებით განხორციელებულ ვებინარს თემაზე - უნივერსალური იურისდიქცია, რომლის ფარგლებში უცხოელმა ექსპერტმა მონაწილეებს უნივერსალური იურისდიქციის ძირითადი პრინციპების, სიცოცხლის უფლების, საუკეთესო პრაქტიკის და არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია გაუზიარა; წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის (ICRC) ორგანიზებით განხორციელებულ ტრენინგს თემაზე - საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის საკითხები. ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ომის დანაშაულების საკითხების გარდა, სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების ძირითადი საკითხების შესახებაც გადამზადნენ. აქტივობა 3.3.2 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება სიცოცხლის უფლების მიმართ სახელმწიფოს პოზიტიური და ნეგატიური ვალდებულებების სათანადოდ შესასრულებლად პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა პროგრამის/კურსის/ტრენინგის ფარგლებში, ისწავლება საგანი ადამიანის უფლებები, რომელთა ფარგლებშიც არის გათვალისწინებული სიცოცხლის უფლების შესახებ სწავლება. სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სამართალდამცავების როლს სიცოცხლის უფლების დაცვის პროცესში, ძალის გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს და სახელმწიფოს პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებას სიცოცხლის უფლის დაცვის მხრივ. აღნიშნულ თემატიკაზე 2025 წლის განმავლობაში სხვადასხვა პროგრამის/კურსის/ტრენინგის ფარგლებში სწავლება გაიარა 2099-მა მსმენელმა. 25 მიზანი 4 - პენიტენციურ და პრობაციის სისტემაში მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უფლებების ეფექტიანი დაცვის შემდგომი უზრუნველყოფა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; პენიტენციური და პრობაციის სისტემების განგრძობადი ინსტიტუციური გაძლიერება. ამოცანა 4.1 პენიტენციურ და პრობაციის სისტემებში ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების დაცვა აქტივობა 4.1.1 დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული ძალადობის პრევენციის მექანიზმების ეფექტური ფუნქციონირება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დაქვემდებარებულ იზოლატორებში, დაკავებული პირი მოთავსებისას გადის პირველად სამედიცინო შემოწმებას, სადაც ხდება მისი ვიზუალური დათვალიერება და სხეულზე არსებული დაზიანების დაფიქსირება. თუ პირს სხეულზე აღენიშნება წამების ან/და არასათანადო მოპყრობისთვის დამახასიათებელი ნიშნები ან თავად აცხადებს შესაძლო ძალადობის შესახებ, ამასთან აფიქსირების რაიმე სახის პრეტენზიას, აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია იგზავნება საქართველოს პროკურატურასა და სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში. აქტივობა 4.1.2 უფლებების შესახებ ბროშურების დაბეჭდვა, ყველა დაინტერესებული პატიმრისთვის მიწოდება და პატიმრებისთვის ტრენინგების ჩატარება უფლება-მოვალეობების შესახებ პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა არასრულწლოვან მსჯავრდებულთა უფლებების ხელმისაწვდომია შესახებ უფლება-მოვალეობები, (ბრალდებულთა სრულწლოვან ბროშურები, უფლება-მოვალეობები, ქალ მსჯავრდებულთა უფლებამოვალეობები, სრულწლოვან მსჯავრდებულთა უფლება-მოვალეობები), ქართულის გარდა, 6 მოთხოვნად ენაზე (ინგლისური, თურქული, სპარსული, სომხური, აზერბაიჯანული, რუსული). 2025 წლის განმავლობაში, ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ჯგუფურ ტრენინგებში ჩართული იყო 119 მსჯავრდებული. აქტივობა 4.1.3 არსებული პენიტენციური დაწესებულებების ინფრასტრუქტურის განახლება 26 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრიორიტეტია პენიტენციური დაწესებულებების შემდგომი ინფრასტრუქტურული განვითარება საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. 2025 წელს, ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით განხორციელდა შემდეგი აქტივობები:  №5 ქალთა დაწესებულებაში მოეწყო თანამედროვე სტანდარტების სამკერვალო სივრცე და პროფესიული გადამზადების სივრცე (სამზარეულო კულინარიული პროფესიის დაუფლების მიზნით);  №2 პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო შენობაში განთავსებულ საშხაპე ოთახებში განხორციელდა გამწოვი სისტემების სარეაბილიტაციო სამუშაოები;  №6 პენიტენციური დაწესებულების სარეჟიმო შენობების საკნები აღიჭურვა თანამედროვე სტანდარტების გათბობა-გაგრილების სისტემებით; მოეწყო სახელოსნო შენობა, სადაც რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის პროგრამების ფარგლებში მსჯავრდებულები ეუფლებიან სხვადასხვა პროფესიას; სამედიცინო ნაწილში მიმდინარეობს სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები;  №8 პენიტენციური დაწესებულების ეზოს ტერიტორიაზე მოეწყო არასრულწლოვან ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დახურული კომბინირებული სპორტული სივრცე და სატრენაჟორო სპორტული ინფრასტრუქტურა; აშენდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ტანსაცმლისა და თეთრეულის სამრეცხაო შენობა; ყველა საკანში მოეწყო გაგრილების სისტემა;  №11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მიმდინარეობს ახალი სამედიცინო პუნქტის სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოები;  №14 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციულ შენობაში გარემონტდა ფართები, სადაც მოეწყო ახალი ამანათების მიმღები სივრცე, იუსტიციის სახლი და მოკლევადიანი შეხვედრების სივრცე;  №15 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მოეწყო თანამედროვე სტანდარტების დახურული კომბინირებული სპორტული ინფრასტრუქტურა და სატრენაჟორო სივრცე; ადმინისტრაციულ შენობაში გარემონტდა ფართები, სადაც მოეწყო ახალი ამანათების მიმღები სივრცე, იუსტიციის სახლი, თანამშრომელთა ოთახები და მოკლევადიანი შეხვედრების სივრცე;  №16 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე მოეწყო გათავისუფლებისათვის მომზადების განყოფილება, აშენდა ახალი სასეირნო სივრცე, მოეწყო საშხაპე ოთახები და ა.შ.; გარემონტდა საწარმოო დანიშნულების შენობა;  №17 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე აშენდა ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამზარეულო და საწყობის ფართი; სარეჟიმო შენობაში ჩატარდა გათბობის სისტემის სარეაბილიტაციო სამუშაოები;  №18 პენიტენციურ დაწესებულებაში გარემონტდა სამედიცინო დანიშნულების სივრცეები (სასტერილიზაციო, სამრეცხაო, არქივი და ა.შ.). ამოცანა 4.2 თავისუფლებააღკვეთილ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვის უზრუნველსაყოფად, ადრეული და შემდგომი ხელმისაწვდომობა იურიდიულ დახმარებაზე 27 აქტივობა 4.2.1 სამარტოო საკანში გადაყვანილ პირთა იურიდიული კონსულტაციით უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სამარტოო საკანში გადაყვანილ პირთა მხრიდან მომართვის შემთხვევაში, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახური უზრუნველყოფს საზოგადოებრივი ადვოკატის გამოცხადებას შესაბამის დაწესებულებაში და აღნიშნული პირისათვის იურიდიული კონსულტაციის გაწევას. ამოცანა 4.3 მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა უსაფრთხოების მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით, პენიტენციური სისტემის შემდგომი გაძლიერება საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად; გადამდებ დაავადებათა პრევენცია და სამოქალაქო სექტორის ეკვივალენტური სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფა აქტივობა 4.3.1 მსჯავრდებულთა სკრინინგის (ტუბერკულოზი; აივ-ინფექცია შიდსი; ც ჰეპატიტი და ა.შ) ჩატარების უზრუნველყოფა და სკრინინგის ჩატარების რაოდენობის გაზრდა; პაციენტთათვის ექიმსპეციალისტთა კონსულტაციებისა და რეფერალების რაოდენობის ოპტიმიზაცია პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური 2025 წელს, ანტიტუბერკულოზური მკურნალობის საჭიროების მქონე პირთა გამოვლენის მიზნით ჩატარდა 47767 სკრინინგი, მათ შორის, 1163 ჩაუტარდა ქალს და 460 არასრულწლოვანს. „DOTS“ და „DOTS+“ მკურნალობის პროგრამაში ჩართულთა რაოდენობამ შეადგინა 23, მათ შორის, 17 – ახალი შემთხვევა. 2025 წლის განმავლობაში ანტიტუბერკულოზურ მკურნალობაში ჩაერთო 3 ქალი, ხოლო არასრულწლოვანთა ჩართვის შემთხვევა არ დაფიქსირებულა. 2024-2025 წლებში, ჯამში ჩატარდა ტუბერკულოზის 98 368 სკრინინგი; აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენის მიზნით ჩატარდა 9316 სკრინინგი, მათ შორის, სკრინინგი ჩაუტარდა 289 ქალსა და 17 არასრულწლოვანს. დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა უნივერსალურია. აივინფექცია/შიდსის ანტირეტროვირუსული მკურნალობის პროგრამაში 24 ახალი პაციენტი ჩაერთო. 2024-2025 წლებში აივ-ინფექცია/შიდსის გამოვლენის მიზნით ჯამში ჩატარდა 16 270 სკრინინგი; C ვირუსული ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ 9309 სკრინინგი. მკურნალობაში ჩაერთო 382 პირი, მათ შორის, 12 ქალი და არცერთი არასრულწლოვანი. 2024-2025 წლებში, C ვირუსული ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ჯამში ჩატარდა 16388 სკრინინგი; სხვადასხვა პროფილის მოწვეული ექიმ-სპეციალისტების მიერ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს ჩაუტარდათ 38984 კონსულტაცია/გამოკვლევა. ამასთან, სპეციალიზებული სამედიცინო მომსახურების მისაღებად სამოქალაქო სექტორის კლინიკებში განხორციელდა ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა 5875 28 რეფერალი, ხოლო პენიტენციური სისტემის სამკურნალო დაწესებულებაში – 1852 რეფერალი. 2024-2025 წლებში ჯამში ჩატარდა 77808 კონსულტაცია/გამოკვლევა და 11 735 რეფერალი. ამოცანა 4.4 თავისუფლებააღკვეთილ პირებს შორის ძალადობის პრევენცია აქტივობა 4.4.1 ახალი მცირე ზომის პენიტენციური დაწესებულებების მშენებლობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური სპეციალური პენიტენციური სამსახური აქტიურად მუშაობს პენიტენციური დაწესებულებების შედარებით მცირე დაწესებულებებად დაყოფისა და დაბალანსებული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით. ქ. რუსთავში 150 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობისა და აღჭურვის სამუშაოები სრულად დასრულებულია. ინფრასტრუქტურა მზადაა ექსპლუატაციისთვის. ამოცანა 4.5 სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის სისტემის ეფექტიანობის გაზრდა; მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო ღონისძიებების გატარება, მათ შორის, განათლების, სპორტული, კულტურული და დასაქმების პროგრამების განვითარების გზით; მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების მექანიზმის შემდგომი განვითარება, პატიმართა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობით აქტივობა 4.5.1 მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადება/გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი" სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ აქტიურად აგრძელებს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების კურსებში ჩართვას. ამ პროცესების მხარდასაჭერად ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან შესაბამისი პროფესიული კურსების მოძიების, მსჯავრდებულებისთვის შეთავაზებისა და განხორციელების მიზნით. 29 აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, პროფესიული მომზადება/გადამზადების პროგრამებსა და სწავლების სხვადასხვა კურსზე ჩართულობის მაჩვენებელია: 2024 წელს - 593, ხოლო 2025 წელს - 919.. სხვადასხვა პროგრამისა და კურსის შეთავაზება ხდება დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, რის შემდეგაც მსჯავრდებულებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ მათთვის სასურველ სწავლებაში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად. მსჯავრდებულთათვის 2024 წლის განმავლობაში 45-ზე მეტი დასახელების სასწავლო პროგრამა იქნა შეთავაზებული, ხოლო 2025 წლის განმავლობაში - 35. აქტივობა 4.5.2 მსჯავრდებულთა დასაქმება პენიტენციურ დაწესებულებებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი" სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ აქტიურად აგრძელებს მსჯავრდებულთა დასაქმების ხელშეწყობას. ამ პროცესების მხარდასაჭერად ცენტრის მიერ შექმნილია დასაქმების პროგრამები №5, №8, №10, №15 და №16 პენიტენციურ დაწესებულებებში. ასევე, ყველა პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულისთვის ხელმისაწვდომია ინდივიდუალური დასაქმების პროგრამა – მაღაზია „რე-მარკეტი“. მიმდინარე დასაქმების პროგრამებია:  მაღაზია „რე-მარკეტი“;  ჟოლოს ბაღი №5 პენიტენციურ დაწესებულებაში;  ყვავილების სათბური №5 პენიტენციურ დაწესებულებაში;  სასოფლო-სამეურნეო პროექტი №8 პენიტენციურ დაწესებულებაში;  მარწყვის ბაღი, ღია გრუნტზე №10 პენიტენციურ დაწესებულებაში;  ჟოლოს ბაღი №10 პენიტენციურ დაწესებულებაში;  ჟოლოს ბაღი №15 პენიტენციურ დაწესებულებაში;  მარწყვის ბაღი, ღია გრუნტზე №15 პენიტენციურ დაწესებულებაში;  სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სათბური №15 პენიტენციურ დაწესებულებაში;  ხის სათამაშოების მცირე საწარმო №16 პენიტენციურ დაწესებულებაში;  კვერცხის კონტეინერების დასტიკერების საწარმო №16 პენიტენციურ დაწესებულებაში. 2025 წლის განმავლობაში, დასაქმებული იყო 213 მსჯავრდებული. აქტივობა 4.5.3 შემთხვევის მართვაში ჩართულობის მიზნით, მსჯავრდებულთა წახალისება/მოტივირება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დანერგილია შემთხვევის მართვა, რაც გულისხმობს მულტიდისციპლინური მიდგომით მსჯავრდებულის შეფასებასა და მიზნობრივ პროგრამებში ჩართულობას განმეორებითი დანაშაულის პრევენციისა და ზიანის შემცირების მიზნით. 30 2024 წელს შემთხვევის მართვის მექანიზმში მონაწილეობდა 1175 მსჯავრდებული, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 49%-ით მეტია. 2025 წელს შემთხვევის მართვის მექანიზმში მონაწილეობდა 1537 მსჯავრდებული (აქედან, 1347 სრულწლოვანი), რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 30.8%-ით მეტია. შემთხვევის მართვაში ჩართულობა და მიღწეული შედეგები აისახება მსჯავრდებულის დახასიათებაში, რომელიც განიხილება ვადამდე გათავისუფლების სხვადასხვა მექანიზმის გამოყენებისას. აქტივობა 4.5.4 გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად ახალი სარეაბილიტაციო პროგრამების/აქტივობების შექმნა და დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ სისტემაში მიმდინარეობს 4 ახალ სარეაბილიტაციო პროგრამაზე მუშაობა:  „პოზიტიური მშობლობის პროგრამა“ – პილოტის შედეგების გათვალისწინებით, დასრულდა პროგრამის განახლება. ასევე, მიმდინარეობს ფასილიტატორების გზამკვლევის შემუშავება; დეკემბერში დაიწყო პენიტენციურ სისტემაში პროგრამის დანერგვა, გადამზადდა სისტემის 12 ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი;  „ალკოჰოლდამოკიდებულ პირთა რეაბილიტაციის პროგრამა“ – №8, №10 და №12 პენიტენციურ დაწესებულებებში დასრულდა პროგრამის პილოტირება, რომელშიც ჩართული იყო 23 მსჯავრდებული. პროგრამაში ჩართული ფასილიტატორები პარალელურად გადიოდნენ სუპერვიზიისა და ქოუჩინგის სესიებს, ევროპის საბჭოს ექსპერტების ხელმძღვანელობით;  „დიალექტიკურ-ქცევითი თერაპია“ (DBT) – დასრულდა პროგრამის პილოტირება ჯგუფური და ინდივიდუალური მეთოდით. საპილოტე პროგრამაში ჩართული იყო 25 მსჯავრდებული. პროგრამაში ჩართული ფასილიტატორები პარალელურად გადიოდნენ სუპერვიზიისა და ქოუჩინგის სესიებს, ევროპის საბჭოს ექსპერტების ხელმძღვანელობით;  „ოკუპაციური თერაპია“ – ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტის მიერ შემუშავდა საქართველოს პენიტენციურ სისტემაში დასანერგი ოკუპაციური თერაპიის სახელმძღვანელო. სამუშაო შეხვედრა ექსპერტისა და პენიტენციური სისტემის ფსიქოლოგების ჩართულობით 2025 წლის 7- 8 ივლისს გაიმართა. შეხვედრაზე დაიგეგმა, სულ მცირე, 3 დაწესებულებაში ოკუპაციური თერაპიის პილოტირება 2025 წლის შემოდგომიდან. დეკემბერში №5 ქალთა, №8 დაწესებულების არასრულწლოვანთა განყოფილებაში, №6 მაღალი რისკის და №18 სამკურნალო დაწესებულებებში დაიწყო ოკუპაციური თერაპიის პროგრამის პილოტირება. აქტივობა 4.5.5 მსჯავრდებულთა სპორტულ აქტივობებში ჩართულობის წახალისება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური 31 საანგარიშო პერიოდში, პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტის მართვის 2022−2030 წლების სტრატეგიის ფარგლებში, რეგულარული წვრთნები მიმდინარეობდა შემდეგ დაწესებულებებში:  ფეხბურთი – №11, №15, №16, №17 დაწესებულებები;  კალათბურთი – №5, №8 (არასრულწლოვნების განყოფილება) დაწესებულებები;  ჭადრაკის ონლაინ კურსი – №1, №2, №8 (არასრულწლოვანთა), №11 დაწესებულებები;  ფრენბურთი – №5, №12, №16 დაწესებულებები;  მაგიდის ჩოგბურთი – №5, №11, №12, №16 დაწესებულებები. ტურნირები/ფესტივალები:  №12 დაწესებულება – მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი;  №16 დაწესებულება – სპორტული ფესტივალი (სპორტის 6 სახეობაში);  №5 დაწესებულება – სპორტული ფესტივალი (სპორტის 6 სახეობაში);  №12 და №16 დაწესებულებებს შორის – მაგიდის ჩოგბურთის ტურნირი;  №12 დაწესებულება – სპორტული ფესტივალი (სპორტის 5 სახეობაში);  №12 და №16 დაწესებულებებს შორის – შეჯიბრი (კალათბურთი, ფრენბურთი);  №12 და №16 დაწესებულებებს შორის – შეჯიბრი (ფეხბურთი);  №18 დაწესებულება – სამაგიდო თამაში „გოს“ მასტერკლასი;  №12 და №16 დაწესებულებებს შორის ფეხბურთის მატჩი;  №5 დაწესებულების ა/ც/დ კორპუსებს შორის შეჯიბრი (კალათბურთი, ფრენბურთი, მაგიდის ჩოგბურთი);  №1 დაწესებულება – სპორტული ფესტივალი;  №5 და №16 დაწესებულებებში – „გოს“ მასტერკლასი; ჭადრაკის შიდა ტურნირები ჩატარდა დაწესებულებებში, მსჯავრდებულებს შორის მეხუთე ინტერკონტინენტალური გუნდური ჩემპიონატისთვის მონაწილეების შერჩევის მიზნით; FIDE-ს (ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაცია) წარმომადგენლის ვიზიტი №1 პენიტენციურ დაწესებულებაში;  ჭადრაკის მეხუთე ინტერკონტინენტალური ჩემპიონატი მსჯავრდებულებს შორის;  №5 პენიტენციური დაწესებულება - მოფარიკავე პარასპორტსმენების ვიზიტი;  №8 პენიტენციური დაწესებულება (არასრულწლოვნები) – კიკბოქსის მსოფლიო ჩემპიონ დავით ქირიას ვიზიტი;  №11 დაწესებულება – სპორტული ფესტივალი;  №16 დაწესებულება – ლოკომოტივის კლუბის წევრების ამხანაგური მატჩი მსჯავრდებულებთან;  №15 დაწესებულება – სპორტული ფესტივალი;  №17 დაწესებულება – სპორტული ფესტივალი;  №18 დაწესებულება – სპორტული ფესტივალი;  №8 დაწესებულება (არასრულწლოვნები) – ძიუდოში ევროპის სამგზის ჩემპიონ ვარლამ ლიპარტელიანის ვიზიტი. 2024 წელს სპორტულ აქტივობებში 853 მსჯავრდებული მონაწილეობდა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 16%-ით მეტია. 32 2025 წელს სპორტის 4 სახეობაში მწვრთნელებად გადამზადებული 47 სერტიფიცირებული მსჯავრდებულიდან სპორტის ოთხივე სახეობაში შეირჩა 2 მსჯავრდებული, რომლებიც ანაზღაურებად მწვრთნელებად დასაქმდნენ №5 პენიტენციურ დაწესებულებაში. 2025 წელს სპორტულ აქტივობებში 1244 მსჯავრდებული მონაწილეობდა, რაც 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 45.85%-ით მეტია. აქტივობა 4.5.6 ციფრული სწავლების დანერგვა დამატებით 4 პენიტენციურ დაწესებულებაში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ დაწესებულებებში ყოველწლიურად უფრო პოპულარული ხდება უმაღლესი განათლების მიღება სასჯელის მოხდის პერიოდში. პენიტენციური კოდექსის მიხედვით, უმაღლეს განათლებაზე ხელმისაწვდომობის უფლება მიენიჭა ყველა ტიპის დაწესებულებაში განთავსებულ მსჯავრდებულს, მათ შორის, ციფრულ სწავლებაზე (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა). ციფრული სწავლებისთვის შესაბამისი სივრცე მოწყობილია №1, №2, №5, №8, №11 და №16 პენიტენციურ დაწესებულებაში. №14 პენიტენციურ დაწესებულებაში 2025 წლის ბოლოს გარემონტდა და მოეწყო ციფრული უნივერსიტეტის სივრცე. 2025 წელს ციფრულ სწავლებაში ჩართული იყო 9 მსჯავრდებული:  ბაკალავრი (ციფრული) – 7 მსჯავრდებული;  მაგისტრატურა (ციფრული) – 2 მსჯავრდებული. მათ შორის:  №5 პენიტენციური დაწესებულება – 3 მსჯავრდებული;  №8 პენიტენციური დაწესებულება – 2 მსჯავრდებული;  №16 პენიტენციური დაწესებულება – 4 მსჯავრდებული. ციფრული სწავლების ფარგლებში ჩართულია 7 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შემდეგი სპეციალობებით: 1. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი – ფინანსები, სამართალი და ფილოსოფია (ძირითადი და დამატებითი სპეციალობა); ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურის პროგრამა ბიზნესის ადმინისტრირება (ინგლისურ ენაზე); 2. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი – მათემატიკა, გეოგრაფია, რუსული ენა, ლიტერატურა; 3. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – ინფორმატიკა და კომპიუტერული მეცნიერება, სამართალი; 4. შპს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი – სამართალი; 5. შპს საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ – სამართალი; 6.წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი – კომპიუტერული მეცნიერებები; 7. სსიპ სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი – ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა. 33 აქტივობა 4.5.7 მსჯავრდებულთა და რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თანამშრომელთა თანაფარდობის კონცეფციის შექმნა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური შემუშავების პროცესშია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის თანამშრომელთა და მსჯავრდებულთა თანაფარდობის კონცეფცია დაწესებულებების მიხედვით. ამოცანა 4.6 პრობაციის სისტემაში მყოფი მსჯავრდებულებისა და ყოფილი პატიმრების ინსტიტუციური მხარდაჭერის გაძლიერება, მათი რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის გზით აქტივობა 4.6.1 ბენეფიციარების პროფესიული მომზადება/გადამზადების კურსებში ჩართვის წახალისება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ აქტიურად თანამშრომლობს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და პარტნიორ ორგანიზაციებთან შესაბამისი პროფესიული კურსების მოძიების, ბენეფიციარებისთვის შეთავაზებისა და განხორციელების მიზნით. ცენტრს აქვს შესაძლებლობა, პრობაციის სისტემის ბენეფიციარებს (მსჯავრდებულებს, ყოფილ პატიმრებს) აღმოუჩინოს შესაბამისი მონაწილეობის მხარდაჭერა პროფესიული მიმართულებით. პირთა მომზადებისა და დაინტერესებისა და გადამზადების სათანადო პროგრამებში ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, ცენტრი მზად არის, წაახალისოს და ხელი შეუწყოს აღნიშნულ პროგრამებში მათ მონაწილეობას. აქტივობა 4.6.2 ბენეფიციარების დასაქმება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ სსიპ „მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი“ თანამშრომლობს სხვადასხვა კერძო კომპანიასთან ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით. სამუშაო ადგილების მოძიება უწყვეტად მიმდინარეობს, ამდენად ცენტრს აქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად მოიძიოს 100-ზე მეტი სამუშაო ადგილი და შესთავაზოს ბენეფიციარებს. 2025 წლის განამავლობაში ბენეფიციარებს მიეცათ შესაძლებლობა, დასაქმებულიყვნენ შეთავაზებულ პოზიციებზე. ასევე, მაღაზია „რე-მარკეტი“ სთავაზობს 34 ბენეფიციარებს საკუთარი ხელნაკეთი ნივთების რეალიზაციას მარკეტის მხარდაჭერით, რაც ხელს უწყობს მათთვის შემოსავლის მიღებას, პროდუქციის პოპულარიზაციას და უჩენს კიდევ ერთ სარეალიზაციო არხს. 2025 წლის განმავლობაში 40-მდე ბენეფიციარი დასაქმდა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, მაღაზია „რე-მარკეტში“. აქტივობა 4.6.3 მსჯავრდებულებთან და ყოფილ პატიმრებთან მომუშავე სპეციალისტების პროფესიული სტანდარტის დოკუმენტის შემუშავება / დამტკიცება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო" საანგარიშო პერიოდში შემუშავდა შემდეგი სამართლებრივი აქტების პროექტები: 1. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში ფსიქოლოგისა და სოციალური მუშაკის საქმიანობის ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტი – „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტთან ერთად; 2. „ფსიქოლოგსა და სოციალურ მუშაკზე საქმეთა გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტი – „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტთან ერთად; 3. „სრულწლოვანი მსჯავრდებულის მიერ მეუღლის/პარტნიორის ან/და სხვა პირის მიმართ მოსალოდნელი ძალადობის რისკის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტი; 4. „სრულწლოვან მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით რისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესის (შემთხვევის მართვის წესი) დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის №502 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტი; 5. „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების პროექტი; 6. „არასრულწლოვანთა სუიციდის რისკის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების პროექტი; 35 7. „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – სპეციალურ პენიტენციურ სამსახურსა და სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“ მომუშავე ფსიქოლოგის საქმიანობის პროფესიული სტანდარტებისა და ეთიკური პრინციპების დამტკიცების შესახებ’’ „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 30 დეკემბრის №389 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტთან ერთად. აქტივობა 4.6.4 რეგიონებში სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის/ სივრცეების მოწყობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო" რეგიონებში სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის/სივრცეების მოწყობის მიზნით მიმდინარეობდა შესაბამისი საჭიროებების მოკვლევა. ამ ეტაპზე რეგიონებში სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურის/ სივრცეები მოწყობილია ბათუმის იუსტიციის სახლში, ქუთაისის იუსტიციის სახლში, ზუგდიდის იუსტიციის სახლში და ფოთის იუსტიციის სახლში. აქტივობა 4.6.5 გათავისუფლებისთვის მომზადებისა და გარდამავალი მენეჯმენტის სისტემის დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო" უვადოდ თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულ პირთა გათავისუფლებისთვის მომზადების პროგრამა, ამ ეტაპზე, წარმატებით გაიარა 3-მა ბენეფიციარმა. ამოცანა 4.7 პენიტენციური და პრობაციის სისტემების თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერება უწყვეტი და თანმიმდევრული თემატური სწავლების /ტრენინგების მიწოდების გზით აქტივობა 4.7.1 პრობაციის სისტემაში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდა / გადამზადება 36 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო" 2024 წელს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში“ დასაქმდა 11 სოციალური მუშაკი და 5 ფსიქოლოგი; 2024 წელს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს“ სოციალურმა მუშაკებმა და ფსიქოლოგებმა გაიარეს შემდეგი ტრენინგები:  სპეციალიზაციის კურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში;  ფსიქიკური ჯანმრთელობის პრაქტიკული გზამკვლევი;  პირველადი სამედიცინო დახმარება;  პრობაციის ოფიცრის სპეციალური სასწავლო კურსი;  პროფესიული სტრესი და გადაწვის პრევენცია;  გუნდური შეჭიდულობა;  დასაქმებულთა დაცვა ევროკავშირში. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 20-მა ფსიქოლოგმა და 44-მა სოციალურმა მუშაკმა. 2025 წელს დამატებით დასაქმდა 11 სოციალური მუშაკი და 1 ფსიქოლოგი. თანამშრომლები გადამზადდნენ შემდეგი მიმართულებებით:  პერსონალური მონაცემების დაცვა – 24 მონაწილე;  ტრენერთა ტრენინგი – 14 მონაწილე;  პრობაციის ოფიცრის სპეციალური სასწავლო კურსი – 6 მონაწილე;  ტრენინგის საჭიროებების შეფასების ინსტრუმენტი – 5 მონაწილე;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის ასპექტები – 8 მონაწილე;  ტრენინგი დიალექტიკურ-ბიჰევიორულ თერაპიაზე დაფუძნებული უნარების გაძლიერების პროგრამის შესახებ – 20 მონაწილე;  პრობაციის ევროპული კონფედერაციის ეგიდით გამართული საერთაშორისო სამუშაო შეხვედრა – „გარდამავალი მენეჯმენტი პენიტენციურიდან და პრობაციის სისტემაში“ – 4 მონაწილე. აქტივობა 4.7.2 პრობაციის სპეციალისტებისთვის საბაზისო კურსის გაუმჯობესება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო" მიმდინარეობდა პრობაციის სპეციალისტებისთვის საბაზისო კურსის გაუმჯობესება. შედეგად, განახლდა “პრობაციის ოფიცრის საბაზისო კურსის“ სესიები, პრეზენტაციები, სავარჯიშოები და საგამოცდო ტესტები. აქტივობა 4.7.3 პრობაციონერთა საორიენტაციო კურსის მიხედვით პრობაციის ოფიცრების გადამზადება 37 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო" 2024 წელს პრობაციონერთა საორიენტაციო კურსის პილოტირებისთვის გადამზადდა პრობაციის 45 ოფიცერი, რომელთაგან 20-მა გაიარა ტრენერთა ტრენინგი. მორიგი გადამზადების საჭიროება არ დამდგარა, რადგან 2024 წელს განხორციელებული ამნისტიის შედეგად, 2025 წელს საპრობაციო ვადა 1500-ზე მეტ პრობაცინერს დაუსრულდა. მომდევნო კურსის ჩატარება დაგეგმილია 2026 წელს. აქტივობა 4.7.4 პენიტენციური სისტემის თანამშრომელთათვის უწყვეტი და თანმიმდევრული ტრენინგების მიწოდება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური; სსიპ - "იუსტიციის სასწავლო ცენტრი". 2025 წლის საანგარიშო პერიოდში სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებისთვის სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“ ჩაატარა სხვადასხვა ტრენინგი, მათ შორის:  იარაღის მოსამზადებელი საცეცხლე კურსი;  საბაზო საორიენტაციო პროგრამა – უნივერსალური პროგრამა;  სპეციალიზაციის კურსი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში;  დაქტილოსკოპია;  ელექტრონული საშუალებებით მეთვალყურეობის კურსი;  ბრალდებულთა/ მსჯავრდებულთა აღრიცხვის სისტემის, სამედიცინო მოდულის, რეფერალების ნაწილის ტრენინგი;  ბიოლოგიური ნიმუშის აღების კვალიფიკაციის მისანიჭებელი საგანმანათლებო პროგრამა;  ვერბალური დეესკალაცია;  ბიბლიოთერაპია;  არტთერაპია წამალდამოკიდებული პირებისთვის; მოტივაციური ინტერვიუირების საბაზისო კურსი; შემთხვევის ადმინისტრატორების საბაზისო მოსამზადებელი კურსი;  სარეაბილიტაციო პროგრამა „პოზიტიური აზროვნების უნარ-ჩვევები“;  ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი;  ემოციების მართვის სარეაბილიტაციო პროგრამისთვის ფასილიტატორების მომზადება;  პენიტენციური სტრესის მართვა;  ფასილიტატორების მომზადება ქალთა სამოტივაციო პროგრამის მიხედვით „ქალგა“;  პოზიტიური მშობლობის პროგრამის ფასილიტატორების მომზადება. 2024 წელს გადამზადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის 1319 თანამშრომელი, რაც თანამშრომელთა რაოდენობის 33%-ს შეადგენს. 2025 წელს გადამზადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის 875 თანამშრომელი. 38 მიზანი 5 - წამებისა და არაადამიანური/არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიების განმტკიცება და გაძლიერება, მათ შორის, ამგვარი მოპყრობის მიმართ მკაცრი და პროპორციული პოლიტიკის გატარებით ამოცანა 5.1 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის პრევენცია. გამოვლენის არსებული შიდა და გარე მექანიზმების გაძლიერება და ეფექტიანი პოლიტიკის დანერგვა აქტივობა 5.1.1 უსაფრთხოების მიზნით, ფსიქიატრიული სტაციონარული სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში ექიმის მიერ პაციენტის უფლებების შეზღუდვის მკაფიო პროცედურების განსაზღვრა სამართლებრივი დაცვის გარანტიების არსებობის პირობებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ტექნიკური ტერიტორიებიდან დახმარებით, დევნილთა, სამინისტროს შრომის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიერ შემუშავდა სტაციონარული სერვისების მიმწოდებელ დაწესებულებებში ექიმის მიერ პაციენტის უფლებების შეზღუდვის მკაფიო პროცედურების განსაზღვრის მარეგულირებელი დოკუმენტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეებთან გადის შეთანხმების პროცედურებს. აქტივობა 5.1.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-15 და მე-16 მუხლებში მითითებული ქმედებების (წამების ან სასტიკი, არაჰუმანური, დამამცირებელი მოპყრობისა ან სასჯელის, ექსპლუატაციის, ძალადობისა და შეურაცხყოფის) ფაქტების გამოვლენის, დოკუმენტირებისა და საგამოძიებო და მონიტორინგის დამოუკიდებელი ორგანოებისთვის შეტყობინების გაგზავნის წესის შემუშავება ფსიქიატრიული დაწესებულებების კონტექსტში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ძალადობის ფაქტებზე რეაგირებისათვის სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ 2024 წლის ივნისში დამტკიცდა „შშმ პირებზე განხორციელებული ძალადობისას სოციალური მუშაკის რეაგირების სამუშაო ინსტრუმენტები“ (შემთხვევის იდენტიფიცირება, შეფასების ფორმები, რომლებიც მიმდინარედ გამოიყენება პრაქტიკაში შემთხვევების იდენტიფიცირებისა და მართვისას. აქტივობა 5.1.3 წამებისა და არასათანადო მოპყრობის დანაშაულისა და მისგან დაცვის გარანტიების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობის დონის შეფასების მიზნით სეგრეგირებული კვლევის ჩატარება 39 პასუხისმგებელი უწყება: ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო აქტივობა, საანგარიშო პერიოდში, არ განხორციელებულა. ამოცანა 5.2 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის ფაქტებზე დამოუკიდებელი, დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად აქტივობა 5.2.1 პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის სახელმძღვანელო მითითების განახლება მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის შესახებ პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის სახელმძღვანელო მითითება „არასათანადო მოპყრობის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ“, დამტკიცდება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საანგარიშო პერიოდში. ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 24 ოქტომბრის ბრძანებით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „არასათანადო მოპყრობის მსხვერპლისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ“. სახელმძღვანელო მითითების მიზანია დანაშაულის მსხვერპლის ჩართვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოების მიზნით. აქტივობა 5.2.2 პროკურორთა/ პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება წამებისა და არაადამიანური/არასათანადო მოპყრობის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წლის 30 ოქტომბერს, არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის საკითხებზე, გაიმართა სამუშაო შეხვედრა პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების ხელმძღვანელთა მონაწილეობით. შეხვედრაზე განიხილეს არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის საქმის მასალების გაცნობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცედურა, ეფექტიანი გამოძიების სტანდარტები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მექანიზმი, დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და სხვა რელევანტური თემები. შეხვედრას საგამოძიებო დანაყოფების 17 მენეჯერი ესწრებოდა. 40 აქტივობა 5.2.3 შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის სამედიცინო მომსახურების სამსახურში ახლად დასაქმებული სამედიცინო პერსონალის გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წელს სამედიცინო მომსახურების სამსახურში ახლად დასაქმებულ 11 (თერთმეტი) პირს ჩაუტარდა ტრენინგი თემაზე: „დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოსათავსებელ/მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირების, ფოტოგრაფირების და ფოტომასალის შენახვა. აქტივობა 5.2.4 შინაგან საქმეთა სამინისტორს დროებითი მოთავსების იზოლატორების ვიდეო მეთვალყურეობის განხორციელების ჩანაწერების შენახვის, წაშლის და განადგურების წესის მოდიფიცირება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დროებითი მოთავსების იზოლატორებში ვიდეომეთვალყურეობის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლის და განადგურების წესის პროექტი შემუშავებულია, თუმცა ჯერ არ არის დამტკიცებული და მიმდინარეობს მისი მოდიფიცირება. აქტივობა 5.2.5 შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორში მოთავსებული პირების და მათთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების მუდმივი მონიტორინგი პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირების და მათთან კონტაქტში მყოფი თანამშრომლების უსაფრთხოებისა და სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, დაკავებულთა განთავსების ადგილებში ხორციელდება მუდმივი ვიდეოკონტროლი. გარდა ამისა, წინასწარ დადგენილი გეგმის მიხედვით მონიტორინგის ჯგუფის მიერ ხორციელდება იზოლატორებში გაუფრთხილებლად შესვლა და მათი მონიტორინგი. აქტივობა 5.2.6 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ წარმოებული გამოძიების ერთიანი სტანდარტების/მეთოდოლოგიის შემუშავება და დამტკიცება პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური პროკურორებისთვის და პროკურატურის გამომძიებლებისთვის სახელმძღვანელო მითითება „არასათანადო მოპყრობის საქმეების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ხელმძღვანელობის განხორციელების შესახებ“, დამტკიცდება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საანგარიშო პერიოდში. 41 ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 24 ოქტომბრის N 326-გ ბრძანებით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „არასათანადო მოპყრობის მსხვერპლისათვის სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობისა და ინფორმაციის მიწოდების შესახებ“. სახელმძღვანელო მითითების მიზანია დანაშაულის მსხვერპლის ჩართვა სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაში და გამოძიების მიმდინარეობის შესახებ სრულფასოვანი ინფორმაციის მიწოდება ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიების წარმოების მიზნით. აქტივობა 5.2.7 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინფრასტრუქტურის გაძლიერება პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახურისპეციალური საგამოძიებო სამსახური 2025 წლის პირველი ივლისიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შემდეგ, „საქართველოს პროკურატურის შესახებ“ ორგანული კანონის საფუძველზე, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეცა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ბალანსზე რიცხული ქონება, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმოებაში არსებული სისხლის სამართლის საქმეები. საქართველოს პროკურატურის ბალანსზე აღირიცხა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში - ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში მდებარე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კუთვნილი 4 შენობა-ნაგებობა, რუსთავსა და გორში მდებარე 2 მიწის ნაკვეთი, მათზე განთავსებული მშენებარე შენობა-ნაგებობებით. ამოცანა 5.3 სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შემდგომი გაძლიერება ფუნქციურ და ინსტიტუციურ დონეზე და მისი საგამოძიებო უფლებამოსილების დახვეწა აქტივობა 5.3.1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მანდატის გადახედვა წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა და დასჯის ფაქტებზე დამოუკიდებელი, დროული, მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2025 წლის 1 ივლისიდან ლიკვიდირებულ იქნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, თუმცა, მისი მანდატით გათვალისწინებული ფუნქციები საქართველოს პროკურატურას გადაეცა, რომელმაც მუშაობა განაგრძო აღნიშნული მიმართულებით. კერძოდ, გაფართოვდა პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობა (მათ შორის, გადაეცა არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებული დანაშაულებისა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადგენილი დარღვევის ფაქტების გამოძიების უფლებამოსილება). შედეგად, 2025 წელს არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო 134 სისხლის სამართლის საქმეზე. მათ შორის, ყველაზე მეტი, 121 საქმე ეხებოდა პოლიციის თანამშრომლების 42 მხრიდან ჩადენილ ფაქტებს (120 საქმეზე გამოძიება დაიწყო სსკ-ის 333-ე მუხლით, 1 საქმეზე - 144³ მუხლით). 2025 წელს, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით დაზარალებულად ცნობილია 74 პირი, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო პოლიციის 6 თანამშრომლის მიმართ. ამასთან, საქართველოს პროკურატურა გაძლიერდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ადამიანური რესურსით, კერძოდ, საქართველოს პროკურატურაში დასაქმდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის 83 ყოფილი თანამშრომელი. საქართველოს გენერალური პროკურატურის, თბილისის პროკურატურისა და 7 საოლქო პროკურატურის (აჭარა, ქვემო ქართლი, შიდა ქართლი და მცხეთა მთიანეთი, კახეთი, დასავლეთ საქართველო, სამეგრელოზემო სვანეთი, სამცხე-ჯავახეთი) ფარგლებში, არასათანადო მოპყრობის საქმეებზე საგამოძიებო უფლებამოსილებას ახორციელებს ჯამში 9 საგამოძიებო დანაყოფი, საგამოძიებო დანაყოფებისა და გამომძიებელთა სიმრავლე, არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის მართლმსაჯულებაზე ტერიტორიული და დაუყოვნებელი ხელმისაწვდომობას გარანტიაა და დაზარალებულთა უფლებების დაცვას ემსახურება. არასათანადო მოპყრობის შემთხვევებზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს პროკურატურაში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი - 199. სამუშაო საათებია - 24 საათი, კვირაში 7 დღე. აქტივობა 5.3.2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება მათი მხრიდან შშმ პირებთან ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტივობა განხორციელდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში, 2024 წელს. ამოცანა 5.4 წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და რეაბილიტაციის ეფექტიანი მექანიზმების ჩამოყალიბება. აქტივობა 5.4.1 წამებისა და არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთათვის ფსიქო-სოციალური და სამედიცინო სარეაბილიტაციო სისტემის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: ადამიანთა წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო 43 აქტივობა, საანგარიშო პერიოდში, არ განხორციელებულა. მიზანი 6 - პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების ეფექტიანი დაცვა და ამ უფლების განხორციელების ხელშეწყობა; პერსონალური მონაცემების დაცვის მაღალი სტანდარტის დამკვიდრება; პერსონალური მონაცემების დაცვის გაძლიერება ციფრული ეპოქის გავლენის გათვალისწინებით, როგორც ინდივიდზე, ისე საზოგადოებაზე. ამოცანა 6.1 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გასაჯაროებისა და პერსონალური მონაცემების დარღვევის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების უზრუნველყოფა აქტივობა 6.1.1 შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის გაძლიერების მიზნით, 2025 წლის განმავლობაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ზედამხედველობაზე პასუხისმგებელ დანაყოფში მიღებულ იქნა 3 (სამი) ახალი თანამშრომელი. (პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი). აქტივობა 6.1.2 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) და ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა მიიღო 1052 განცხადება/შეტყობინება, რომელთაგან 734 (70%) შეეხებოდა მონაცემთა დამუშავებას კერძო სექტორში, 208 (20%) — საჯარო უწყებებში, ხოლო 110 (10%) — სამართალდამცავ ორგანოებში. განხორციელდა მონაცემთა დამუშავების კანონიერების შემოწმება (ინსპექტირება) 272 ფაქტზე, მათგან 29% (78) — გეგმურად, ხოლო 71% (194) — არაგეგმურად. სამსახურმა დაადგინა პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების 693 ფაქტი, მათგან 103 ფაქტი გამოვლენილ იქნა 2024 წელს დაწყებული და საანგარიშო პერიოდში დასრულებული, ხოლო 590 ფაქტი — საანგარიშო პერიოდში დაწყებული და დასრულებული შემოწმების (ინსპექტირების) საფუძველზე. 587 (85%) 44 შემთხვევა შეეხებოდა კერძო სექტორში, 94 (13%) — საჯარო დაწესებულებებში, ხოლო 12 (2%) — სამართალდამცავ ორგანოებში მონაცემთა არაკანონიერ დამუშავებას. გამოვლენილ სამართალდარღვევათაგან, სამსახურმა ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმა და გაფრთხილება გამოიყენა 693 შემთხვევაში. სახდელის სახით დაკისრებული 75 ჯარიმა მიემართებოდა 2024 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს), ხოლო 300 — საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს). დაკისრებული 318 გაფრთხილებიდან, 27 მიემართებოდა 2024 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო 291 — საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს). გარდა ადმინისტრაციული სახდელის დაკისრებისა, აღმოჩენილ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით, სამსახურმა საჯარო დაწესებულებებისთვის და კერძო სექტორის წარმომადგენლებისთვის, სამართალდამცავი ორგანოებისთვის გასცა 1053 დავალება და რეკომენდაცია. გაცემული 1027 დავალებიდან, 121 მიემართებოდა 2024 წელს დაწყებულ და საანგარიშო პერიოდში დასრულებულ, ხოლო 906 — საანგარიშო პერიოდში დაწყებულ და დასრულებულ შემოწმებებს (ინსპექტირებებს). გაცემული 26 რეკომენდაციიდან, 7 მიემართებოდა 2024 წელს დაწყებულ, ხოლო 19 საანგარიშო პერიოდში დასრულებულ შემოწმებას (ინსპექტირება). პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე სამსახური ახორციელებს საკონსულტაციო საქმიანობას. კონსულტაციები გაიცემა ზეპირი (სატელეფონო და პირადი შეხვედრების ფორმატში) და წერილობითი ფორმით. გაცემული კონსულტაციების ჯამური რაოდენობა - 8713. ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობის კონტროლი: - სამსახურმა სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის შეჩერების მექანიზმი (კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით) 116 შემთხვევაში გამოიყენა, რომელთაგან 112 გამოწვეული იყო სასამართლოს განჩინების დაგვიანებით წარმოდგენით, 1 ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობით, ხოლო 3 - ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტით. - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის შესახებ სასამართლომ განიხილა 815 შუამდგომლობა, რომელთა 77% (626) სრულად დაკმაყოფილდა, 14% (115) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 9% (74) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. - სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადებისა და ჩაწერის ვადისგაგრძელების შესახებ სასამართლომ განიხილა 214 შუამდგომლობა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 86% (183), არ დაკმაყოფილდა 3% (7), ხოლო 11% (24) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. - ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების შესახებ სასამართლომ განიხილა 1244 შუამდგომლობა, რომელთაგან 89% (1101) სრულად დაკმაყოფილდა, 9% (110) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2% (33) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. 45 - ფარული ვიდეოჩაწერის ან/და აუდიოჩაწერის, ფოტოგადაღების ვადის გაგრძელების შესახებ სასამართლომ განიხილა 141 შუამდგომლობა, რომელთა 87% (123) დაკმაყოფილდა, 9% (13) არ დაკმაყოფილდა, ხოლო 4% (5) ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. - საანგარიშო პერიოდში, სასამართლომ, ფარული საგამოძიებო მოქმედების — კავშირგაბმულობის არხებიდან, კომპიუტერული სისტემიდან ინფორმაციის მოხსნისა და ფიქსაციის თაობაზე განიხილა 1 შუამდგომლობა, რომელიც დაკმაყოფილდა. - საანგარიშო პერიოდში, სასამართლოს ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების თაობაზე შუამდგომლობა არ განუხილავს. - ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების ვადის გაგრძელების თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობა არ განუხილავს. - სამსახურს წარედგინა გადაუდებელი აუცილებლობით ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ პროკურორის 163 დადგენილება, რომელთაგან 86% (140) შეეხებოდა ფარულ ვიდეოჩაწერას ან/და აუდიოჩაწერას, ფოტოგადაღებას, 14% (23) შეეხებოდა სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადებასა და ჩაწერას. - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს წარედგინა სასამართლოს განჩინებები და გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე პროკურორის დადგენილებები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების, დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ. კოდექსის 136-ე მუხლთან დაკავშირებით წარდგენილი დოკუმენტებიდან (2382) პროკურორების დადგენილებათა რაოდენობამ შეადგინა 4% (97), ხოლო სასამართლოს განჩინებებმა 96% (2285). სასამართლოს 2277 განჩინება სრულად დაკმაყოფილდა, 6 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო 2 არ დაკმაყოფილდა. - სსიპ „საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოსთვის“ სასამართლოს მიერ სატელეფონო კომუნიკაციის ფარულ მიყურადება-ჩაწერაზე გაცემულ ნებართვებთან მიმართებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ბუნდოვანებაუზუსტობის შეტყობინების მექანიზმი გამოიყენა 7 განჩინების მიმართ. - კონტროლის ელექტრონული სისტემის საშუალებით სატელეფონო კომუნიკაციის ფარული მიყურადება-ჩაწერის პროცესში გამოვლინდა 2 ინციდენტი. - ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკის კონტროლის ელექტრონული სისტემით სამსახურისთვის მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალური ბანკიდან სსიპ ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მიერ მონაცემები სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე გაიცა 70-ჯერ. - ელექტრონულიკომუნიკაციის განხორციელებულ აქტივობათა მაიდენტიფიცირებელმონაცემთაცენტრალურ კონტროლის გამოვლენილა. 46 შედეგად რაიმე ხარვეზი ან ბანკში ინციდენტი არ აქტივობა 6.1.3 პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფა დანაშაულთა გამოძიების სახელმძღვანელოს შემუშავება და დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2025 წლის 1 ივლისიდან ლიკვიდირებულ იქნა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, თუმცა, მისი მანდატით გათვალისწინებული ფუნქციები საქართველოს პროკურატურას გათვალისწინებული ღონისძიება შესრულდება სამოქმედო გადაეცა. გეგმით შესაბამისად, აქტივობით გათვალისწინებულ საანგარიშო პერიოდში. აქტივობა 6.1.4 სტრასბურგის სასამართლოს რელევანტური გადაწყვეტილებების ანალიზი პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტივობა განხორციელდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში. ამოცანა 6.2 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სფეროში კანონმდებლობის დაახლოება ევროპულ სტანდარტებთან, მათ შორის, შესაბამის მაკონტროლებელ ორგანოთა საქმიანობის დახვეწის საკითხთან მიმართებით; ამ სტანდარტების ეფექტიანი დანერგვა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში აქტივობა 6.2.1 აღსრულების ეროვნული ბიუროს ელექტრონული პროგრამების ადაპტირება პერსონალურ მონაცემთა დაცვის ევროპულ სტანდარტებთან პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ ახალი კანონის საფუძველზე ინციდენტის თაობაზე „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის“ შეტყობინების ელექტრონულად მიწოდებისთვის სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მართვაში მყოფი პროგრამების ადაპტირებისათვის საჭირო რესურსები განისაზღვრება სსიპ „ციფრული მმართველობის სააგენტოსთან“ ერთად მას შემდეგ, რაც დადგინდება მონაცემთა გაცვლის ფორმა/ელექტრონული მეთოდი. მიზნის მისაღწევად, მნიშვნელოვანია, პროგრამული მოდულის შემუშავება, სადაც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირებიდან (მათ შორის, სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიურო“) შესაძლებელი გახდება ინფორმაციის გაგზავნა ინციდენტების (მონაცემთა უსაფრთხოების დარღვევა, რომელიც იწვევს მონაცემების არამართლზომიერ ან შემთხვევით დაზიანებას, 47 დაკარგვას, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებას, განადგურებას, შეცვლას, მათზე წვდომას, მათ შეგროვებას/მოპოვებას ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებას) შესახებ. აქტივობა 6.2.2 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონიდან (14/06/2023; №3144-XIმსXმპ) გამომდინარე აქტების მიღება პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 2025 წლის განმავლობაში, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება არ განხორციელებულა. აქტივობა 6.2.3 პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საანგარიშო პერიოდში პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ მომზადდა პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული თემატური და სექტორული სახელმძღვანელო დოკუმენტები, რეკომენდაციები, თარგმანები, კერძოდ: 1. სახელმძღვანელო რეკომენდაცია მონაცემთა სუბიექტისგან თანხმობის მიღების შესახებ; 2. პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის აღრიცხვის კითხვარი საჯარო და კერძო დაწესებულებებისთვის; 3. პერსონალური მონაცემების გადაცემის შესახებ ხელშეკრულების სტანდარტული პირობები; 4. სახელმძღვანელო რეკომენდაცია მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის სტანდარტის შესახებ; 5. სახელმძღვანელო რეკომენდაცია მონაცემთა სუბიექტის მიერ საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის უფლების შესახებ; 6. სახელმძღვანელო რეკომენდაცია -მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას; 7. რეკომენდაციები კონფიდენციალურობის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების თაობაზე; 8. მონაცემთა დაცვის ევროპული საბჭოს 2024 წლის ანგარიშის თარგმანი (პროექტი); 9. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების შესახებ სპეციალური მომხსენებლის სპეციალური ანგარიშის თარგმანი და გაეროს რეზოლუციის თარგმანი (პროექტი); 48 10. პერსონალურ მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს მიერ საჯარო დაწესებულების დაჯარიმების უფლებამოსილება (პროექტი); 11. ამერიკის შეერთებული შტატების სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების თარგმანი (პროექტი); 12. ევროპის საბჭოს 108-ე კონვენციის საკონსულტაციო კომიტეტის (T-PD) გაიდლაინის თარგმანი სახის ამოცნობის ტექნოლოგიების შესახებ (პროექტი). 13. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის პრეცედენტული გადაწყვეტილებების კრებული; 14. ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების მეთოდოლოგია; 15. სახელმძღვანელო რეკომენდაცია მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლების შესახებ; 16. ამომრჩევლის უფლებები და საარჩევნო პროცესში პერსონალური მონაცემების დაცვის ცალკეული ასპექტები; 17. საჯარო დაწესებულებებში დაცული ინფორმაციის ხელმისაწვდომობისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინტერესთა ურთიერთმიმართება; 18. მონაცემთა დაცვის გზამკვლევი ვებსაიტის შექმნის მსურველთათვის; აღსანიშნავია, რომ სამსახურის მიერ შემუშავდა ონლაინ აპლიკაცია „ციფრული მრჩეველი“, რომლის მიზანია ორგანიზაციებისთვის მორგებული, კონკრეტულ საჭიროებებზე ადაპტირებული სახელმძღვანელო რეკომენდაციების შემუშავება. დამატებით, საანგარიშო პერიოდში გამოქვეყნდა სამსახურის სპეციალური ანგარიში „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის 28-ე მუხლის თაობაზე. საანგარიშო პერიოდში გამოქვეყნდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ დაფუძნებული ორენოვანი, საერთაშორისო, სამეცნიერო პერიოდული პუბლიკაციის — „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამართლის“ ჟურნალის 2025 წლის პირველი და მეორე გაერთიანებული გამოცემა როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენებზე. იხ.: ჟურნალის ვებგვერდის ბმული; 2025 წლის პირველი და მეორე გაერთიანებული გამოცემის ბმული (ქართულენოვანი); 2025 წლის პირველი და მეორე გაერთიანებული გამოცემის ბმული (ინგლისურენოვანი). აქტივობა 6.2.4 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ახალი მექანიზმების სისტემური/ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 49 2024 წელს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ ახალი მექანიზმების სისტემური და ინფრასტრუქტურული მხარდაჭერის მიზნით არაერთი აქტივობა იქნა განხორციელებული. შესაბამისად, 2025 წელს სამსახური მუშაობდა დანერგილი სიახლეების დახვეწასა და გაუმჯობესებაზე. აქტივობა 6.2.5 პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრის ინსტიტუტის მხარდაჭერა პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანაორგანიზებით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრებისთვის სასერტიფიკატო კურსები ჩატარდა ასევე, გაიმართა სამსახურის ოფიცერთან პირისპირ კონსულტაციები - სულ 50 პირთან შეხვედრა. 2025 წელს ჩატარდა ოფიცრების საერთაშორისო ფორუმი (ღონისძიებაზე დამსწრეთა რაოდენობა - 45), რომელიც ორი დღის განმავლობაში უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით მიმდინარეობდა. ასევე, ჩატარდა ონლაინ ლექცია ოფიცრებთან, რომელსაც 84 მონაწილე დაესწრო. აქტივობა 6.2.6 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის კომენტარების მომზადება პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმის შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის კომენტარების მომზადების ვადად განსაზღვრულია 2026 წელი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საანგარიშო პეროდის განმავლობაში, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის კომენტარების მომზადება/შემუშავება არ განხორციელებულა. აქტივობა 6.2.7 პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის ერთ-ერთ ინსტიტუტთან დაკავშირებით - „მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას“ ("Data protection by design & default") ცნობიერების ამაღლება თემატური ჯგუფებისთვის პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საანგარიშო პერიოდში სამსახურის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სახელმძღვანელო რეკომენდაცია „მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას“. 50 ავტომატურად ასევე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის აქტუალურ საკითხებზე, რომელთა შორისაა, „მონაცემთა მეტად დაფარვის პრიორიტეტი, როგორც ალტერნატიული მიდგომის არჩევამდე ავტომატურად გამოყენებული საწყისი მეთოდი ახალი პროდუქტის ან მომსახურების შექმნისას“ ("Data protection by design & default") ცნობიერების ამაღლების მიზნით წლის განმავლობაში ჩატარდა 17 შეხვედრა ჯამში 738 პირთან. ამოცანა 6.3 პერსონალურ მონაცემთა დაცვის, მათ შორის, ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პერსონალური მონაცემების დაცვის ხარისხის გაძლიერება, მათ შორის პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აქტივობა 6.3.1 ტრენინგების ციკლი თემაზე "ციფრული გარემო და პერსონალურ მონაცემთა დაცვა" პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი" 2024 წელს სსიპ - საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ჩაატარა 6 ტრენინგი - „ციფრული გარემო და პერსონალურ მონაცემთა დაცვა“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 86-მა პირმა. 2025 წელს ზემოაღნიშნულ თემაზე დამატებით ჩატარდა 1 ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 26-მა პირმა. აქტივობა 6.3.2 ონლაინ სივრცეში ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "ციფრული მმართველობის სააგენტო" „ონლაინ სივრცეში ბავშვთა უსაფრთხოების შესახებ“ კიბერჰიგიენის ტრენინგები ჩატარდა საქართველოს რეგიონებისა და დედაქალაქის 30 (საჯარო და კერძო) სკოლასა და 14 უნივერსიტეტში. აქტივობა 6.3.3 მიზნობრივ ჯგუფებთან პერსონალურ მონაცემთა დაცვის თემაზე ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური 51 პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლების მიზნით სულ ჩატარდა 70 შეხვედრა, რომელსაც 5077 პირი დაესწრო, მათ შორის, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, საჯარო და კერძო დაწესებულებების ოფიცრები, სტუდენტები, სკოლის თანამშრომლები და მოსწავლეები. ამოცანა 6.4 შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების თანამშრომელთა სათანადო კვალიფიკაციით და ცოდნით უზრუნველყოფა პირადი ცხოვრების უფლების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესახებ. აქტივობა 6.4.1 "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონში არსებული ცვლილებების შესახებ სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივის" თანამშრომლების დატრენინგება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივი" აქტივობა შესრულების ვადა დასრულდა 2024 წლის II კვარტალში. 2024 წელს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში“ გადამზადდა სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ 45 თანამშრომელი. 2024 წელს საქართველოს ეროვნული არქივის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერმა გადაამზადა ეროვნული არქივის 243 თანამშრომელი. 2024 წელს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ცვლილებების შესახებ სსიპ „საქართველოს ეროვნული არქივის“ იურიდიული საქმიანობის განმახორციელებელი ყველა (3) თანამშრომელი გადამზადდა. აქტივობა 6.4.2 სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში" პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის განხორციელების მიზნით, თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" 2025 წლის 27 მარტს, სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის გაიმართა საინფორმაციო-სამუშაო შეხვედრა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის“ წარმომადგენლებთან. შეხვედრა ემსახურებოდა მონაცემთა კანონიერად დამუშავების მნიშვნელობის განხილვას და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას. შეხვედრა გაიმართა ჰიბრიდულ ფორმატში. შეხვედრას ფიზიკურად დაესწრო 54, ხოლო დისტანციურად – 84 თანამშრომელი. გარდა ამისა, პერიოდულად ტარდება ახალდანიშნული და, ასევე, მოქმედი თანამშრომლების საორიენტაციო ტრენინგები, რომლის ერთ-ერთ თემატიკას წარმოადგენს პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები. 2025 52 წელს ამ მიმართულებით გადამზადდა სააგენტოს 60 თანამშრომელი. ამასთან, ადაპტაციის პროცედურის ფარგლებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხები გაიარა სააგენტოს ოცდაათმა სტაჟიორმა. ყველა ახალდანიშნულ თანამშრომელს სამუშაო პროცესის დაწყებამდე შეხვდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, რომელმაც გააცნო სააგენტოში პერსონალური მონაცემების დამუშავების ძირითადი სტანდარტის შესახებ ინფორმაცია. წლის ბოლოს, თანამშრომლებს ელექტრონული სასწავლო პორტალის საშუალებით მიეწოდათ პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კურსი ცოდნის შესამოწმებელ ტესტთან ერთად, რომელიც სავალდებულოდ შესასრულებელია ყველა თანამშრომლისთვის 2026 წლის 24 იანვრამდე. აქტივობა 6.4.3. სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" თანამშრომელთა ცნობიერების ამაღლება ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა საკითხზე, კერძოდ, შშმ პირთა უფლებები, ბავშვთა უფლებები და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურებანი პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ თანამშრომლებისთვის ჩატარდა ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა საკითხზე, კერძოდ, შშმ პირთა უფლებები, ბავშვთა უფლებები და ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის თავისებურებებზე შემდეგი ტრენინგები: „ბავშვთა უფლებები“, „ადამიანის ძირითადი უფლებები“, „ტრეფიკინგი“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მისაწვდომი და ინკლუზიური სერვისები“. აღნიშნული ტრენინგებით 2025 წელს გადამზადდა 120 თანამშრომელი. აქტივობა 6.4.4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესახებ სწავლების ჩატარება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლებისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ინიციატივითა და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“ თანამშრომლობით, 2024-2025 წლებში ჩატარდა 9 ტრენინგი თემაზე „პერსონალური მონაცემების დაცვა“. ტრენინგი გაიარა სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ 179-მა თანამშრომელმა (2024 წელს ჩატარდა 7 ტრენინგი, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო 147-მა თანამშრომელმა; 2025 წელს ჩატარდა 2 ტრენინგი 32 თანამშრომლისთვის), რაც იმ თანამშრომელთა 51%-ს შეადგენს, რომელთაც თავიანთი უფლებამოსილებების განსახორციელებლად პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებში ცოდნა ესაჭიროებათ. 53 აქტივობა 6.4.5. ტრენინგი პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესახებ ,,იუსტიციის სახლის" წინა ხაზის თანამშრომელთათვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "იუსტიციის სახლი" 2024 წლის განმავლობაში, სსიპ „იუსტიციის სახლის“ 1198-მა თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი პერსონალური მონაცემების დაცვის სტანდარტების შესახებ. ხოლო 2025 წლის განმავლობაში - 95-მა თანამშრომელმა. აქტივობის შედეგის ინდიკატორი შესრულდა გადაჭარბებით. აქტივობა 6.4.6 საჯარო დაწესებულებების მოხელეთათვის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის შეხვედრების/კონფერენციების/ტრენინგების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საჯარო დაწესებულებების მოხელეთათვის, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებისთვის სამსახურმა გამართა შეხვედრები ცნობიერების ამაღლების მიზნით. საჯარო სექტორის წარმომადგენლებთან ჩატარდა 17 შეხვედრა, რომელსაც 2914 პირი დაესწრო. ასევე, საჯარო სკოლებში გაიმართა 38 შეხვედრა, რომელსაც 1538 პირი დაესწრო. აქტივობა 6.4.7 საჯარო დაწესებულებების მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერა პასუხისმგებელი უწყება: პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური საჯარო დაწესებულებების მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტების „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მხარდაჭერის მიზნით გაიმართა 16 შეხვედრა სხვადასხვა თემატიკაზე, მათ შორის, მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით ვებინარი საჯარო სამსახურებისთვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერი, კანონში შესული სიახლეები და გამოწვევები (დამსწრეთა რაოდენობა - 2886 პირი). პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების გათვალისწინების მიზნით, საანგარიშო პერიოდში მომზადდა 67 ნორმატიული აქტის სამართლებრივი ექსპერტიზა. აქტივობა 6.4.8 თავდაცვის სამინისტროს სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის განხორციელების მიზნით თანამშრომლებისთვის ცნობიერების ამაღლება 54 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო და სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციის ინიციატივით, თავდაცვის სამინისტროს სისტემაში პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის განხორციელების საკითხებზე თანამშრომლებისათვის ცნობიერების ამაღლების მიზნით, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის მოწვეული ტრენერების ჩართულობით სსიპ - თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში ჩატარდა ორი ტრენინგი. აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში გადამზადდა თავდაცვის სამინისტროს 31 (ოცდათერთმეტი) თანამშრომელი, მათ შორის, სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირების პერსონალურ მონაცემთა დაცვის 4 (ოთხი) ოფიცერი. აქტივობა 6.4.9 პერსონალურ მონაცემთა დამუშავების პროცესში ჩართულ თანამშრომელთა გადამზადება პერსონალურ მონაცემთა დაცვის საკითხებზე შესაბამისი სახელმწიფო ორგანოების თანამშრომელთა სათანადო კვალიფიკაციით და ცოდნით უზრუნველყოფა პირადი ცხოვრების უფლების და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტების შესახებ. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამმართველოს ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს სამინისტროს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება. 2025 წლის განმავლობაში სამმართველოს მიერ დაიგეგმა და ჩატარდა 5 ტრენინგი სამინისტროს სისტემის ოთხ დანაყოფთან: სსიპ − დაცვის პოლიციის დეპარტამენტი; სსიპ − ჯანმრთელობის დაცვის სამსახური; საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; შსს სამინისტროს ადმინისტრაცია (დეპარტამენტი). სასწავლო აქტივობების შედეგად პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიმართულებით გადამზადდა სამინისტროს სისტემის 105 თანამშრომელი. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებულ ცვლილებებთან და პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე 2025 წელს გადამზადდა შსს სსიპ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის 5 თანამშრომელი. მიზანი 7 - გამოხატვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის ინტერნეტზე წვდომისა და მედია პლურალიზმის უზრუნველყოფა ამოცანა 7.1 საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საერთაშორისო/ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად და კანონმდებლობის შემდგომი განვითარება ღიაობის სტანდარტის გაძლიერებით 55 აქტივობა 7.1.1 "ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის სავალდებულოდ აღიარებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო „ოფიციალურ დოკუმენტაციასთან დაშვების შესახებ“ ევროპის საბჭოს 2009 წლის 18 ივნისის კონვენციის სავალდებულოდ აღიარების მიზნით საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ შესრულებულია გარკვეული სახის მოსამზადებელი სამუშაოები. იუსტიციის სამინისტროს მიერ დამუშავდა იმ ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა და კანონმდებლობა, რომლებმაც უკვე მოახდინეს ტრომსოს კონვენციის სავალდებულოდ აღიარება, ასევე, ევროპის საბჭოს ექსპერტის ჩართულობით, შესწავლილ იქნა კონვენციის წევრი ქვეყნების გამოცდილება და არსებული საკანონმდებლო გამოწვევები. კონვენციის საფუძვლიანად დამუშავებამ და შესწავლამ ცხადყო, რომ მისი სრულყოფილი იმპლემენტაციის მიზნით საჭიროა საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში გარკვეული სახის ცვლილებებისა და დამატებების განხორციელება. იუსტიციის სამინისტროს ხელშეკრულებათა ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტის მიერ იდენტიფიცირდა შესაძლო საკანონმდებლო ცვლილებები და მომზადდა მათი პირველადი პროექტები. იუსტიციის სამინისტრო, ასევე, ჩართული იყო ევროპის საბჭოს ორგანიზებით გამართულ სხვადასხვა სემინარსა და შეხვედრაში, მათ შორის, ევროპის საბჭოს რეგიონულ შეხვედრაში: „Euro-Mediterranean Exchanges on Access to Information“. კონვენციის შინაარსისა და მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, კონვენციის სრულყოფილი იმპლემენტაციისათვის იგეგმება პოზიციების შეჯერება სამთავრობო უწყებებსა და საქართველოს პარლამენტთან მჭიდრო და კოორდინირებული მუშაობის თაობაზე. აქტივობა 7.1.2 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებულ (და სხვ.) დოკუმენტების ქართულენოვანი ვერსიების მომზადება და გამოქვეყნება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის დოკუმენტების, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქართველოსთან დაკავშირებული დოკუმენტების თარგმნას, რედაქტირებასა და ვებგვერდზე გამოქვეყნებას. ამ ეტაპისთვის ნათარგმნი და რედაქტირებულია 52 დოკუმენტი. კერძოდ, 2024 წელს ნათარგმნი და რედაქტირებულია - 23 დოკუმენტი, 2025 წელს ნათარგმნი და რედაქტირებულია - 19 დოკუმენტი, 56 აქტივობა 7.1.3 სააღსრულებო საქმეებზე სტატისტიკის წარმოების დეტალური და საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული მეთოდოლოგიის შემუშავება, ახლად შემუშავებული მეთოდოლოგიის შესაბამისად სტატისტიკური მონაცემების დამუშავება, სტატისტიკური მონაცემების პროაქტიული გამოქვეყნების პრაქტიკის დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო საჯარო სამართლის იურიდიული პირმა − აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაასრულა მუშაობა კვლევის პროექტზე „მონაცემებიდან გადაწყვეტილებებამდე: მეთოდოლოგიური პერსპექტივები ინფორმირებული აღსრულებისთვის“. კვლევის შედეგად გამოვლინდა სტატისტიკური მონაცემების დამუშავების საერთაშორისო სტანდარტები. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა სააღსრულებო საქმეებში არსებული მონაცემების ეფექტიანი დამუშავებისა და აღნიშნულ სტანდარტებთან მათ შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, მათ შორის, სტატისტიკური ფორმების გადახედვისა და დახვეწის პროცესი. აქტივობა 7.1.4 "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მედიამომსახურების განგრძობითად და პროგრესირებადად ხელმისაწვდომობისა და აღნიშნული პირებისთვის აუდიოვიზუალური მედიამომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ონლაინპორტალის ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ონლაინპორტალის ფუნქციონირებისთვის საჭირო ნორმატიული აქტი მიღებულია. კერძოდ, მიღებულია დადგენილება - შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის აუდიოვიზუალური პროდუქციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების თაობაზე. აქტივობა 7.1.5 ვიდეოგაზიარების პლატფორმებისთვის ქცევის კოდექსების შემუშავება და დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2025 წელს ძალაში შევიდა კომისიის დადგენილებები: გამოძახებით აუდიოვიზუალური მედიამომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ და ვიდეოგაზიარების პლატფორმის მომსახურების მიმწოდებელთა ქცევის კოდექსის დამტკიცების შესახებ. ამოცანა 7.2 57 მედიის თავისუფლების და პლურალიზმის შემდგომი მხარდაჭერა და ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მექანიზმის გაუმჯობესება აქტივობა 7.2.1. საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ სპეციალური სტატისტიკის წარმოება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულების ფაქტებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა საქართველოს პროკურატურა 2016 წლიდან აწარმოებს სპეციალურ სტატისტიკას, ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი სხვა დანაშაულების ფაქტებზე დაწყებული სისხლისამართლებრივი დევნისა და დაზარალებულად ცნობის შესახებ. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმების შედეგად, საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების საგამოძიებო კომპეტენცია არსებითად გაფართოვდა და მოიცვა ისეთი კატეგორიის დანაშაულებიც, რომელთა გამოძიება საქართველოს პროკურატურის კომპეტენციას არ განეკუთვნებოდა. საქართველოს გენერალური პროკურორის 2025 წლის 30 ივნისის N019 ბრძანებით — „სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობის განსაზღვრის შესახებ“ - „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის გარდა, პროკურატურის საგამოძიებო უფლებამოსილება გავრცელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზეც, კერძოდ, ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე. 2025 წლის 1 ივლისიდან, ადამიანის უფლებათა დეპარტამენტი აღრიცხავს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ დანაყოფებში დაწყებული გამოძიების შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს. აქტივობა 7.2.2. პროკურორთა/ პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის ონლაინ სასწავლო კურსი - გამოხატვის თავისუფლება განხორციელდა. სასწავლო კურსი გამოხატვის თავისუფლების ძირითადი ცნებების და პრინციპების და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გარდა, მედია პლურალიზმის საკითხებსაც მოიცავდა. აქტივობა 7.2.3 ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების პროფესიული ნიშნით ჩადენილ დანაშაულთა შესახებ სტატისტიკის წარმოება 58 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს პროკურატურა; უზენაესი სასამართლო პროფესიული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკა შედის დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თაობაზე ერთიან მონაცემებში (კერძოდ, მოიაზრება დისკრიმინაციის სხვა ნიშანში), რომელიც შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე გამოქვეყნდება 1-ელ მარტს ოფიციალურ ვებგვერდზე. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებული ის სისხლის სამართლის საქმეები, რომელიც ჟურნალისტის საქმიანობას უკავშირდება, მონიტორინგდება ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა მიერ და აღირიცხება მემორანდუმის პირობებით, როგორც დისკრიმინაციის სხვა ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაული. ზემოაღნიშნული მემორანდუმი გაფორმებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის, რომელიც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად გაფორმდა. საქართველოს პროკურატურა აწარმოებს სპეციალურ სტატისტიკას, ჟურნალისტებისა და უფლებადამცველების მიმართ ჩადენილი დანაშაულების, მათ შორის პროფესიული ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ. აქტივობა 7.2.4 ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე დროული და ეფექტიანი გამოძიების მეთოდოლოგიის შემუშავება და დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურორის N 41-გ ბრძანებით დამტკიცდა სახელმძღვანელო მითითება „ჟურნალისტთა პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის საქმეებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ“. სახელმძღვანელო მითითებაში გაანალიზებულია ჟურნალისტთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტები, საუკეთესო პრაქტიკა, რათა ჟურნალისტების პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლისა და ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებისას, პროკურორის საპროცესო ხელმძღვანელობა ეფექტიანად წარიმართოს და პასუხობდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მოქმედ საერთაშორისო პრინციპებსა და სტანდარტებს. ამოცანა 7.3 ინტერნეტზე და კომუნიკაციის სხვა საშუალებებზე წვდომისა და თავისუფლად სარგებლობის უფლების შემდგომი განმტკიცება, მათ შორის, სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრებთათვის 59 აქტივობა 7.3.1 ელექტრონული კომუნიკაციების ბაზრის სრულფასოვანი კვლევა: ფიქსირებული და მობილური საკომუნიკაციო მომსახურებების საცალო და საბითუმო ბაზრის კონკურენტული გარემოს ანალიზი და აღნიშნულის საფუძველზე მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორების განსაზღვრა და მათზე შესაბამისი მარეგულირებელი ვალდებულებების დაწესება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია კომუნიკაციების კომისიის მიერ განხორციელდა კომპლექსური კვლევის I ეტაპი, რომელიც მოიცავს ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის ა და მობილური მომსახურებების საცალო ბაზრების და ორი შესაბამისი საბითუმო ბაზრის კვლევას (შენიშვნა: პროექტზე მუშაობა დაიწყო 2022 წელს). აღნიშნული ეტაპის ფარგლებში, 2024 წლის III კვარტალში, კომისიის მიერ მიღებულ იქნა შესაბამისი გადაწყვეტილებები: "მობილური საკომუნიკაციო მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევისა და ანალიზის შესახებ" (Nგ-24-9/331, 25 ივლისი, 2024 წელი) და "ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტ მომსახურების ბაზრის სეგმენტზე კონკურენციის კვლევა და ანალიზის შესახებ" (Nგ-24-9/361, 08 აგვისტო 2024 წელი). კომპლექსური კვლევის I ეტაპი განხორციელდა ევროკომისიის მხარდაჭერით, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების „Facility for the Implementation of the EU-Georgia Association Agreement“ („AA Facility“) და ევროკავშირის ინსტიტუციონალური განვითარების, ტექნიკური დახმარების და ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტის (TAIEX) მხარდაჭერით. აღნიშნული გადაწყვეტილებებით, შესაბამის საბითუმო ბაზრებზე (1. ფიქსირებულ ლოკაციაზე ადგილობრივი და ცენტრალური საბითუმო დაშვების ბაზარზე და 2. მობილური საკომუნიკაციო მომსახურების დაშვების საბითუმო ბაზარზე) მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე პირს (შპს "მაგთიკომი") "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხუთივე სპეციფიკური ვალდებულება დაეკისრა, გადაწყვეტილებით განსაზღვრული შესაბამისი კონკრეტული პირობებით. ინფორმაციის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფის ვალდებულების ფარგლებში, შპს „მაგთიკომის“ მიერ გამოქვეყნებული მოწვევის ოფერტები კომისიის შეფასებით შემზღუდველ და არასამართლიან პირობებს შეიცავდა, რის გამოც, კომპლექსური კვლევის განმახორციელებელ ევროპელ ექსპერტებთან ერთად, კომისიამ სიღრმისეულად შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტები და კომპანიას ყველა შემზღუდველი პირობის შეცვლა და ევროპულ საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობაში მოყვანა მოსთხოვა. შესაბამისად, დაშვების მსურველებისთვის განახლებული მოწვევის ოფერტები უკვე ხელმისაწვდომია. 2025 წლის დასაწყისიდან მიმდინარეობს მუშაობა კომპლექსური კვლევის II ეტაპზე, აღნიშნულ პროცესშიც კომისიას მხარდაჭერას უწევენ ევროპელი ექსპერტები. ეს ეტაპი მოიცავს იმ საბითუმო ბაზრების კვლევას, რომელიც პირველ ეტაპზე ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის საცალო ბაზრის კვლევის შედეგად გამოვლინდა, როგორც პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებული ბაზარი და საჭიროებს სიღრმისულ შესწავლას (გაიარა სამი კრიტერიუმის ტესტი). აღნიშნული ბაზრებია საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურასთან დაშვების საბითუმო ბაზარი და IP ტრანზიტის საბითუმო ბაზარი. სატელეკომუნიკაციო ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საბითუმო ბაზარის პირველადი ანგარიშის მომზადება კომისიამ 2025 წლის ბოლოს დაასრულა. კვლევის შედეგების საფუძველზე, ევროკავშირის ექსპერტებმა და კომისიამ დაადგინეს, რომ სატელეკომუნიკაციო ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების 60 საბითუმო ბაზარზე, კერძოდ საკომუნიკაციო/საკანალიზაციო არხებზე დაშვების სეგმენტში, არსებობს მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორი. კვლევამ ასევე ცხადყო, რომ მოქმედი მარეგულირებელი ჩარჩო არ არის საკმარისად ეფექტიანი კონკურენციის უზრუნველსაყოფად და საჭიროებს გაძლიერებას დამატებითი მარეგულირებელი ვალდებულებებით. ბაზრის ანალიზმა გამოავლინა კონკურენციის შეზღუდვასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი გამოწვევები, მათ შორის: ბაზარზე შესვლის მაღალი ბარიერები, კონკურენციის ნაკლებობა, ინფრასტრუქტურის დომინანტი მესაკუთრის პოზიციის გაძლიერება და არსებული მარეგულირებელი მექანიზმების არასაკმარისი ეფექტიანობა. ამ ფონზე, ბაზრის ანალიზის პირველადი ანგარიში ითვალისწინებს მარეგულირებელი ვალდებულებების გამკაცრებას, მათ შორის, გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებების გაძლიერებას, დაშვების პროცედურების სტანდარტიზაციას, კომისიის მხრიდან დაშვების პროცესების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმების დანერგვას, აგრეთვე, საფასო რეგულირების გაუმჯობესებას. 2025 წლის ბოლოს, სატელეკომუნიკაციო ფიზიკურ ინფრასტრუქტურასთან დაშვების საბითუმო ბაზრის კვლევის პირველადი შედეგები ევროკავშირის ექსპერტებმა, კომუნიკაციების კომისიის გუნდთან ერთად, გააცნეს სატელეკომუნიკაციო სექტორის წარმომადგენლებს. ასევე, პირველადი ანგარიში, სამუშაო რეჟიმში კომენტარების წარმოსადგენად, გაზიარებულ იქნა დაინტერესებულ მხარეებთან. აღნიშნულ ბაზართან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების მიზნით, კომისია 2026 წლის დასაწყისში განიხილავს დაინტერესებული მხარეების უკუკავშირს და გამართავს საჯარო კონსულტაციებს. ასევე, 2026 წელს მოხდება ბაზრის ანალიზით გათვალისწინებული სატარიფო რეგულირების ფარგლებში განსაზღვრული ტარიფების გაანგარიშება. რაც შეეხება IP ტრანზიტის საბითუმო ბაზარის კვლევას, კომისიამ 2025 წლის ბოლოს დაიწყო აღნიშნული ბაზრის მოკვლევა. მიმდინარე ეტაპზე ექსპერტები სწავლობენ აღნიშნულ ბაზარს, რომლის ძირითადი სამუშაოების განხორციელება დაგეგმილია 2026 წელს. ასევე, საცალო ბაზრის კვლევის შესაბამისი საბითუმო ბაზრების ანალიზისას გამოვლინდა, რომ უნდა დერეგულირდეს სპილენძის სააბონენტო სახაზო-საკაბელო წყვილებთან დაშვების საბითუმო ბაზარი, რაზეც კომისია 2026 წლიდან დაიწყებს მუშაობას. მეორეს მხრივ, 2025 წლის დასაწყისიდან, ასევე დაიწყო და პარალელურად მიმდინარეობს ფიქსირებულ ინტერნეტზე იურიდიული პირებითვის შეთავაზებული კორპორატიული პირობების სიღრმისეული შესწავლა. კვლევის ამ ეტაპის ფარგლებში მოხდა დაინტერესებულ მხარეებისგან დეტალური ინფორმაციის მიღება ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და გამოწვევების შესასწავლად, როგორც რაოდენობრივი და თვისებრივი კითხვარებით, ასევე სამუშაო შეხვედრებითა და სიღრმისეული ინტერვიუების გამართვით. ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესწავლის ეტაპზე, შეხვედრები გაიმართა როგორც დარგის მსხვილ მოთამაშეებთან, ასევე, იურიდიულ მომსახურებების შესაფასებლად. პირ აბონენტებთან გამოიკვეთა მათ იურიდიული მიერ მიღებული პირებისგან კორპორატიული ყველაზე მოთხოვნადი მომსახურებები და ამ მომსახურებების შერჩევის მნიშვნელოვანი ფაქტორები, სირთულეები, რომლებსაც იურიდიული პირები აწყდებიან პროვაიდერის შერჩევისას და ა.შ. მიღებული ინფორმაციის შედეგად, ბაზრის კონკურენტულობა და ევროპული პრაქტიკის შესაბამისად, გამოვლენილი გამოწვევების გადაჭრის გზები შეფასდება. 61 საცალო ბაზრის კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, 2026 წელს იგეგმება შესაბამისი საბითუმო ბაზრის ანალიზი - მაღალი ხარისხის წვდომა ფიქსირებულ ქსელზე (Wholesale Dedicated Capacity Market), რომელიც ევროკავშირის მიერ პოტენციურად რეგულირებას დაქვემდებარებადი ორი ბაზრიდან ერთ-ერთია. ამასთან, პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა მოძრავი და ფიქსირებული საკომუნიკაციო ქსელის ოპერატორის ძირითადი ქსელის საკომუტაციო ტერმინალურ ელემენტებთან დაშვებისა და ურთიერთჩართვის (სატელეფონო ზარების წამოწყების/დასრულების) საბითუმო ბაზრის კვლევაზე, რომლის ფარგლებში, ასევე უნდა განისაზღვროს საბითუმო დაშვების ტარიფები. ამასთან, ტარიფების დათვლაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და ხორციელდება შპს "იუაის" მიერ. ტარიფების გაანგარიშება დასრულდება 2026 წელს. ასევე, მოიაზრება, რომ კომპლექსური კვლევა მოიცავს არასტანდარტული სახის (ე.წ. Bulk) მოკლე ტექსტური შეტყობინებების მომსახურების ბაზრის კვლევას, რომლითაც მოცული იქნება ყველა ის საბითუმო ბაზარი, რომლის მოკვლევაც გათვალისწინებული იყო კომპლექსური კვლევის ფარგლებში. მიმდინარე პერიოდისთვის, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტისა და მობილური მომსახურებების გადაწყვეტილებების ფარგლებში, არ მომხდარა შპს „მაგთიკომის” ქსელზე დაშვების მომსახურების გამოყენება, თუმცა, სატელეკომუნიკაციო ბაზარზე არსებული ზოგადი ტენდენციების მიხედვით, ფიქსირებული ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტების რაოდენობა, მობილური მომსახურების აბონენტების რაოდენობა, ერთი აბონენტის მიერ მოხმარებული მობილური ინტერნეტის საშუალო მოცულობა და ფიქსირებული ინტერნეტის საშუალო სიჩქარე ხასიათდება ზრდის ტენდენციით. აქტივობა 7.3.2 (5G) სპექტრის დანერგვა: ფართოზოლოვანი გამოყენებისთვის (5G) სპექტრის დასანერგად საჭირო ღონისძიებების განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2025 წელს ჩატარდა 700 მჰც და 3600 მჰც დიაპაზონების რადიოსიხშირული სპექტრის აუქციონი მობილური 5G ქსელის დანერგვის მიზნით. აუქციონის ჩატარების შედეგად, სპექტრი შეიძინა კომპანია სილქნეტმა - 10 მჰც სიხშირული ზოლი 700 მჰც დიაპაზონის სპექტრში და 50 მჰც სიხშირული ზოლი 3600 მჰც დიაპაზონში. ამგვარად, საქართველოს მობილური ინფრასტრუქტურის მქონე სამივე ოპერატორი ფლობს 5G ქსელის აგებისთვის საჭირო რადიოსიხშირულ სპექტრს. აქტივობა 7.3.3 სოფლად და მაღალმთიან რეგიონებში არსებულ თეთრ ზონებში სახელმწიფო ინტერნეტიზაციის პროგრამის განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ ოუფენ ნეტი; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020 − 2025 წლების ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად, გრძელდება საქართველოში ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება. 62 პროექტ „Log-In Georgia”-ს ფარგლებში, 2025 წელს, განხორციელდა 580 კმ. სიგრძის ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა (ჭიათურა-საჩხერე, ზუგდიდი-ხობი), ამას გარდა, მშენებლობა მიმდინარეობს 1600 კმ მონაკვეთზე (შიდა ქართლი, ზესტაფონი-ხარაგაული, ჯვარი-მესტია, ქობულეთი-ხელვაჩაური და ხულოახალციხე-ბორჯომი). პროექტის ფარგლებში, საერთო ჯამში, 1,850 კმ ოპტიკურ ბოჭკოვანი ქსელის მშენებლობა უკვე დასრულებულია და მომსახურებები უკვე აქტიურია. ქსელის აღნიშნული მონაკვეთი მოიცავს 390 დასახლებულ პუნქტს და 210,000-მდე მოსახლეს, რომელთაც შეექმნათ ფართოზოლოვან მომსახურებებზე წვდომის შესაძლებლობა. ამ დროისთვის მობილური და ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებით, აღნიშნული სახელმწიფო ქსელის გავლით სარგებლობს 100,000-ზე მეტი ადამიანი. აქტივობა 7.3.4 ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება - Log-in Georgia პროექტის სამიზნე დასახლებებში მოსახლეობისთვის საინფორმაციო შეხვედრებისა და თემატური სემინარების ჩატარება, ციფრული წიგნიერების ამაღლების, ინტერნეტის მიზნობრივი და უსაფრთხო გამოყენების მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2025 წელს, “ციფრული მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დაიფარა 8 მუნიციპალიტეტის 80 სამიზნე სოფელი/დასახლება. ციფრული წიგნიერებისა და ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენების თემებზე ჩატარდა 300-ზე მეტი სემინარი და გადამზადდა 4600 ბენეფიციარი. თემატური სემინარების გარდა, ონის, ამბროლაურის, ლენტეხის, ცაგერის, ჩხოროწყუს, წყალტუბოს და სენაკი მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლებთან ინფორმაციის მედიაწიგნიერების გარდა, შეხვედრები შესახებ მოიცავდა საინფორმაციო პრაქტიკულ შეხვედრები ჩატარდა. თეორიული სავარჯიშოებსაც, რომლის ფარგლებშიც მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ გუნდური დავალების შესრულების გზით კონკრეტული მაგალითების ანალიზსა და განხილვაში მიეღოთ მონაწილეობა. აღნიშნულ სემინარებს დაესწრო სხვადასხვა მერიის 300-მდე თანამშრომელი. 2022 წლიდან, “ციფრული მხარდაჭერის პროგრამა” წარმატებით განხორციელდა და მიმდინარეობს 20 სამიზნე მუნიციპალიტეტში (ოზურგეთი, ჩოხატაური, სამტრედია, ხელვაჩაური, ქობულეთი, ამბროლაური, ონი, ცაგერი, ლენტეხი, ზუგდიდი, აბაშა, ჩხოროწყუ, სენაკი, წყალტუბო, ვანი, ბაღდათი, ჭიათურა, საჩხერე და მარტვილი). პროგრამით დაიფარა 300 სოფელი/დასახლება, სულ ჩატარდა 800-მდე სემინარი და გადამზადდა 10 000-ზე მეტი ადგილობრივი ბენეფიციარი, რომელთა შორის არიან სკოლის პედაგოგები, მაღალი კლასების მოსწავლეები, მუნიციპალიტეტების მერიის თანამშრომლები, ადგილობრივი მეწარმე ქალები და შშმ პირები. აქტივობა 7.3.5 ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში უნივერსალური მომსახურებების დასანერგად საჭირო საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 63 უნივერსალური სატელეკომუნიკაციო მომსახურების დანერგვის მიზნით, მომზადებულია კანონის პროექტი "ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის უნივერსალური მომსახურების დანერგვის მიზანია, უზრუნველყოს შესახებ”. მოსახლეობისათვის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ეკონომიკური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა. აღნიშნული ასევე, მოიცავს შშმ პირების ელექტრონული კომუნიკაციების მომსახურებებზე წვდომის უზრუნველყოფის მიმართულებას. ამასთან, ევროკომისიასთან მოლაპარაკებების განხორციელდეს საქართველოს ელექტრონული შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, უნდა კომუნიკაციების შესახებ კანონმდებლობის სრული ჰარმონიზება ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსთან (2018/1972 დირექტივა), რაც სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს უნივერსალური მომსახურების შესახებ რეგულაციებს. შესაბამისად, 2024 წელს EU4Digital პროგრამის ფარგლებში, ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსის შესაბამისად, შემუშავდა ძირითადი პრინციპები და რეკომენდაციები აღნიშნულ კოდექსთან სრულად ჰარმოზიზების მიზნით. მიმდინარე ეტაპზე, ხორციელდება საკონსულტაციო კომპანიის მოძიება, რათა საბოლოო სახით ჩამოყალიბდეს საკანონმდებლო ცვლილება, რაც „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონს ჩაანაცვლებს და მასში მათ შორის, უნივერსალური მომსახურების დანერგვის მიზნით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებაც იქნება ინტეგრირებული. მიზანი 8 - მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების უფლებათა დაცვა ამოცანა 8.1. შეკრებისა და გაერთიანების უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტის გარანტირება საერთაშორისო/ევროპული სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ, შეკრების უფლების ლეგიტიმური და პროპორციული შეზღუდვის დროს საერთაშორისო სტანდარტების განგრძობადი დანერგვა და ეფექტიანი აღსრულება აქტივობა 8.1.1 შინაგან საქმეთა თანამშრომლებისთვის საერთაშორისო პრაქტიკის გაცნობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის 9 სექტემბრიდან 12 სექტემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დაქვემდებარებული დანაყოფებისთვის საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, ასევე სპეციალური (მასების მართვა) ღონისძიებების დროს დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების კოორდინირებული მოქმედებების, უნარ-ჩვევების და მართვის სისტემების დახვეწის მიზნით, ჩატარდა სპეციალური ტაქტიკური (მასების მართვა) სწავლება თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის ძალების ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე. აღსანიშნავია, რომ სწავლება განხორციელდა საერთაშორისო პროტოკოლის დაცვით. 64 ამოცანა 8.2 სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველსაყოფად აქტივობა 8.2.1 შსს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების კვალიფიკაციის მუდმივი ამაღლება შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტში ახალდანიშნულმა მოსამსახურეებმა საბრძოლო მომზადებისა და გადამზადების სამმართველოში გაიარეს საბაზისო სასწავლო კურსი, რომელიც მოიცავს მასების მართვის სპეციალურ ტაქტიკას, ასევე ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების გამოყენებას საერთაშორისო და ევროპული სტანდარტებისა პრაქტიკის შესაბამისად. განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მოსამსახურეების მომზადება/გადამზადება მიმდინარეობდა (შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის (კურატორი მინისტრის მოადგილე) მიერ დამტკიცებული საბრძოლო მომზადების გეგმის შესაბამისად) შეკრებებისა და მანიფესტაციების უფლებათა დაცვის და საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის საკითხებში. კურსი მოიცავს ინდივიდუალურ მომზადებას, ასევე მოქმედებებს ჯგუფში და დანაყოფის შემადგენლობაში. საანგარიშო პერიოდში გადამზადებულ მოსამსახურეთა რიცხვი შეადენს 304-ს. მიზანი 9 - რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უზრუნველყოფა და სეკულარიზმის პრინციპების შემდგომი განმტკიცება ამოცანა 9.1 რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მაღალი სტანდარტების დაცვის, პატივისცემის და რელიგიური გაერთიანებების მიერ საქმიანობის შეუზღუდავად განხორციელების უზრუნველყოფა ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და ევროპული სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის ეროვნული კანონმდებლობის დახვეწის გზით 65 აქტივობა 9.1.1 რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგები საჯარო მოხელეებისათვის (შსს, პენიტენციური სისტემა, თავდაცვის სამინისტრო და სხვა საჯარო უწყებები) პასუხისმგებელი უწყება: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2025 წლის 17 სექტემბერს, საჯარო მოხელეებისათვის რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებისათვის ჩატარდა ტრენინგი თემაზე - „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი". 2025 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, რელიგიის სააგენტოს თანამშრომლებმა რელიგიისა და რწმენის თავისუფლებისა და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, აფხაზეთის ა/რ-ის იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა სამინისტროს საჯარო მოხელეებისათვის გამართეს ტრენინგი, თემაზე: „სეკულარიზმი და რელიგიური ნეიტრალიტეტი". ტრენინგის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ. აქტივობა 9.1.2 რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების ტრენინგები საქართველოში რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებელი უწყება: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აქტივობა განხორციელდა 2024 წელს. აქტივობა 9.1.3 საზოგადოებაში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების და მისი გარანტიების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო/სოციალური კამპანიის წარმოება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო სააგენტის მიერ, ყოველწლიურად გამოიცემა ინტერრელიგიური კალენდარი, რომელიც ასევე იბეჭდება ბრაილის შრიფტით. კალენდარი არის შემეცნებითი ხასიათის და მოიცავს სხვადასხვა რელიგიური თემების და დღესასწაულების შესახებ ინფორმაციას. აქტივობა 9.1.4 „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის N117 დადგენილებაში ცვლილების განხორციელება და ოთხ რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად, საბჭოთა პერიოდში მიყენებული ზიანის სიმბოლური და გაერთიანებებისთვისაც 66 ნაწილობრივი ანაზღაურება სხვა რელიგიური პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო საქართველოს სახელმწიფოს კეთილი ნების საფუძველზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფო არ არის საბჭოთა რეჟიმის სამართალმემკვიდრე და შესაბამისად, საბჭოთა ტოტალიტარული პერიოდის დროს მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ აქვს, ის 4 (ოთხ) რელიგიურ მიმდინარეობას – ისლამურ, იუდეურ, რომაულ-კათოლიკურ და სომხურ-სამოციქულო აღმსარებლობის რელიგიურ გაერთიანებებს სიმბოლურად და ნაწილობრივ უნაზღაურებს საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებულ ზიანს, შესაბამისად არსებობს მზაობა, რომ თუ რომელიმე რელიგიური ორგანიზაცია წარმოადგენს მტკიცებულებებს საბჭოთა პერიოდში მიყენებულ ზიანთან დაკავშირებით, ზიანის სიმბოლური და ნაწილობრივი ანაზღაურებასთან დაკავშირებული პროცედურები და კონსულტაციები მათთანაც გაიხსნება, პარალელურად რელიგიის სააგენტო უწევს არაპირდაპირ დახმარებას სხვა რელიგიურ ორგანიზაციებს მასთან არსებული რელიგიურ გაერთიანებათა ქონებრივი და ფინანსური საკითხების შემსწავლელი კომისიის მეშვეობით. დამატებით, რელიგიური გაერთიანებები ღებულობენ ფინანსურ და ქონებრივ დახმარებას ადგილობრივი ბიუჯეტებიდან, მათ თემში არსებული რელიგიური საჭიროებების დაკმაყოფილების მიზნით. აქტივობა 9.1.5 საზოგადოების ცნობიერების გაზრდის მიზნით კვლევა „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში“ პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 2025 წელს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივთან თანამშრომლობით გამოსცა „შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის” მიერ დაფინანსებული 2022 წლის ფუნდამენტური კვლევების სახელმწიფო სამეცნიერო საგრანტო კონკურსში გამარჯვებული პროექტის (NFR-22-21090) ფარგლებში მომზადებული ნაშრომი – „რელიგიური ნიშნით რეპრესიები საბჭოთა საქართველოში (შსს არქივის მონაცემების მიხედვით)”, რომელიც თავის არსით უნიკალურია. რეპრესიების საკითხი ზოგადად, სამეცნიერო ლიტერატურაში ნაკლებად შესწავლილი სფეროა, თუმცა გარკვეული კვლევების სახით ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი. ამის გამო, საქართველოში სხვადასხვა რელიგიის რეპრესირებული ასეულობით სასულიერო პირის შესახებ ინფორმაციები დღემდე ნაკლებად ხელმისაწვდომი იყო, როგორც დაინტერესებული პირების, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის. პროექტი ითვალისწინებდა საბჭოთა საქართველოში (1921-1991 წლებში) „წითელი ტერორისა“ და ათეისტური რელიგიური პოლიტიკის შედეგად, რელიგიური ნიშნით განხორციელებული რეპრესიების ფაქტების შესწავლას და რეპრესირებული სასულიერო პირების შესახებ ჩატარებული კვლევის გაშუქებას. პროექტის იდეას მხარი დაუჭირა რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსთან არსებულმა ინტერრელიგიურმა სათათბირომ, რომელშიც წარმოდგენილია საქართველოში არსებული თითქმის ყველა რელიგიური გაერთიანება, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ისტორიული რელიგიებისა და სხვა მცირერიცხოვანი რელიგიების ჩათვლით. აქტივობა 9.1.6 საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისათვის დაბრუნების პროცესის გაგრძელება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო 67 საანგარიშო წლის პერიოდში მუსლიმ თემს დაუბრუნდა საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს ჩამორთმეული 4 საკულტო ნაგებობება და მიწის ნაკვეთი. ამოცანა 9.2 რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის პრევენცია და ეფექტიანი სამართლებრივი რეაგირების განხორციელება აქტივობა 9.2.1 „რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე“ ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ სახელმძღვანელო მითითების განახლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი საპროცესო ხელმძღვანელობის შესახებ სახელმძღვანელო მითითება განახლდება სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ საანგარიშო პერიოდში. აქტივობა 9.2.2 რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა და ანალიზი პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, მომზადდა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების 2022-2024 წლების სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი, რომელიც მოიცავს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების კრიმინოლოგიურ და სისხლისსამართლებრივ ასპექტებს, არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს. აღნიშნული ანალიზის შედეგები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. აქტივობა 9.2.3 პრევენციული ღონისძიებების გამართვა განხორციელება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა პრევენციული ღონისძიებები საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის აღმოფხვრის გათვალისწინებულ საანგარიშო პერიოდში. 68 მიზნით, განხორციელდება სამოქმედო გეგმით აქტივობა 9.2.4 პროკურორთა/ პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 3 სასწავლო აქტივობა განხორციელდა. შედეგად, 13 პროკურორი გადამზადდა. სასწავლო აქტივობები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: ევროკავშირისა და ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელებულ ვებინარს თემაზე - შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლთა სათანადო მოპყრობა; ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის ონლაინ სასწავლო კურსს შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება და სასამართლო უნარ-ჩვევები; პოლონეთში, ქ. ვარშავაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო/OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მხარდაჭერით განხორციელებულ სასწავლო ვიზიტს (ტრენერთა ტრენინგი) თემაზე - პროკურორები და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები. სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა ეუთო/ოდირის წევრი ქვეყნების პროკურორებისა და ყოფილი პროკურორების გადამზადებას შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის საკითხებზე საერთაშორისო ტრენერებად PAHCT ტრენინგის ფორმატში. აქტივობა 9.2.5 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ-საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ისწავლება საგანი ,,ადამიანის უფლებები“, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თემატიკა, მათ შორის რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით. პროგრამის ფარგლებში, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის თემატიკაზე, 2025 წლის განმავლობაში სწავლება გაირა 537-მა მსმენელმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში - (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, გურია) ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარდა 11 სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი, რომელსაც დაესწრო 300-მდე თანამშრომელი. პოლიციელებს მიეწოდათ დეტალური ინფორმაცია დეპარტამენტის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, მათ შორის დისკრიმინაციის ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე. 69 აქტივობა 9.2.6 სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის (მათ შორის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი) შემთხვევების გამოძიებისას დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების და საჭირო მტკიცებულებების მოპოვების ინსტრუმენტებზე რეკომენდაციების შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტივობა განხორციელდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში, 2024 წელს. აქტივობა 9.2.7 სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის (მათ შორის რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციისა და რელიგიური ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი) თემაზე თანამშრომლების გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: სპეციალური საგამოძიებო სამსახური აქტივობა განხორციელდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში, 2024 წელს. ამოცანა 9.3 ეფექტიანი ღონისძიებების გატარება სახელმწიფოში სეკულარიზმის გასაძლიერებლად, მათ შორის განათლების სისტემაში აქტივობა 9.3.1 ტრენინგები საჯარო სკოლის დირექტორებისთვის განათლების სისტემაში სეკულარიზმის გაძლიერების და პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის პრევენციის მიზნით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აქტივობის განხორციელება იგეგმება 2026 წელს. აქტივობა 9.3.2 საზოგადოებაში სეკულარიზმის მნიშვნელობისა და გაძლიერების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო/სოციალური კამპანიის წარმოება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო აქტივობის განხორციელება იგეგმება 2026 წელს. 70 მიზანი 10 - ადამიანის უფლებათა ეფექტიანი დაცვა საგანგებო მდგომარეობისა ან სხვა არაორდინალურ სიტუაციაში, მათ შორის ეპიდემიის/პანდემიის დროს ამოცანა 10.1 საქართველოს კანონმდებლობის დახვეწა, რომელიც დეტალურად მოაწესრიგებს ეპიდემიით/პანდემიით გამოწვეულ როგორც საგანგებო მდგომარეობის, ისე ორდინალურ სიტუაციაში ადამიანის უფლებათა შეზღუდვების წესებსა და ფარგლებს, საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. აქტივობა 10.1.1 ჯანმრთელობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2024 წლის ბოლოს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდნ დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, სხვადასხვა უწყების ჩართულობით დაიწყო მუშაობა ჯანმრთელობის უსაფრთხოების ეროვნული სამოქმედო გეგმის (NAPHS) პროექტზე, რომელიც დასრულდა 2025 წლის ბოლოს და 2026 წლის თებერვალში წარედგინება მთავრობის ადმინისტრაციას განსახილველად. აქტივობა 10.1.2 პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული გეგმის შესრულების მონიტორინგი პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 29 სექტემბრის N№69/ნ ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს 2024-2025 წლების პაციენტის უსაფრთხოების პროგრამა. პროგრამა მოიცავს მონიტორიგისა და შეფასების ინსტრუმენტებს. 1. კოორდინაცია, პოლიტიკა და მმართველობა პაციენტის უსაფრთხოების მიზნებისთვის: პაციენტის უსაფრთხოების ეროვნული საბჭო, რომელიც 2023 წლის ივლისში ჩამოყალიბდა, ასრულებს ცენტრალური მაკოორდინირებული ორგანოს როლს პაციენტისთვის თავიდან აცილებადი ზიანის ელიმინაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, პაციენტის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საერთაშორისო გამოცდილების, ეროვნული კანონმდებლობის, მარეგულირებელი აქტების, ღონისძიებების, პროექტების, პროგრამების იდენტიფიცირების შედეგად, პაციენტის უსაფრთხოების პროგრამის შემუშავების და დანერგვის ხელშეწყობის გზით. საბჭოს შეხვედრა გაიმართა 3 ჯერ. ახალი სალიცენზიო, სანებართვო პირობები და სტანდარტები შემუშავდა და განახლდა შემდეგ საქმიანობებში: კარდიოქირურგია; გადაუდებელი სამედიცინო დახმარება (EMERGENCY); რეანიმაცია; ქირურგია; ბარიატრიული ქირურგია; ნარკოლოგია; ქიმიოთერაპია; ინფექციური დაავადებების მართვა; ფსიქიატრია; დამხმარე რეპროდუქციული სერვისებისთ მომსახურება; სასწრაფო სამედიცინო დახმარების სალიცენზიო პირობები; დიალიზი და სხვ. დაზუსტდა სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების სტაციონარული დაწესებულებებისთვის. 71 დაკმაყოფილების ვალდებულებები დადგინდა სარეაბილიტაციო-გამაჯანსაღებელი მომსახურების ტექნიკური რეგლამენტის პირობები. სამედიცინო პერსონალისთვის განისაზღვრა უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამებში მონაწილეობის ვალდებულებები. 2. ჯანდაცვის სისტემის სანდოობის გაზრდა: 2023 წელს დაინერგა ასოციაციების შეფასების და აღიარების მექანიზმი. ამ დროისთვის დარგობრივი ასოციაციის სტატუსი მიენიჭა 15 ორგანიზაციას. 3. კლინიკური პროცესების საერთაშორისო უსაფრთხოების აკრედიტაცია უზრუნველყოფა: დაწყებულია რეგულირდება სამედიცინო დაწესებულებების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2023 წლის 26 იანვრის N4/ნ ბრძანებით. მაღალი ხარისხის უპრეცენდენტო მედიკამენტებზე მასშტაბის და ხელმისაწვდომობის მნიშვნელობის უზრუნველყოფისთვის, რეფორმები გატარდა გასულ ფარმაცევტულ წელს სფეროში. მედიკამენტზე დაწესდა რეფერენტული ფასი. ჩამოყალიბდა ინოვაციური მედიკამენტების შესყიდვის ახალი მექანიზმი. წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორია, რომელიც სამინისტრომ 2023 წელს აამოქმედა, სრული დატვირთვით განაგრძობს მუშაობას. გასული წლიდან, მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების ხარისხის უზრუნველყოფის მიზნით სრულად დაინერგა GMP/GDP სტანდარტები. 2024 წლის მონაცემებით რეფერენტული ფასების შემოღებამ საშუალოდ 40-45 % -ით შეამცირა მედიკამენტების ფასები და მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ხელმისაწვდომა. 2025 წელს მართული შესვლის შეთანხმების პრინციპით შესყიდულ იქნა სპინალურ-კუნთოვანი ატროფიისა და გაფანტული სკლეროზის სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვა. 2024-2025 წლებში წამლის ხარისხის კონტროლის ლაბორატორიაში ჩატარდა კვლევები ფიზიკურქიმიური მიმართულებით: შესწავლილ იქნა 47 მედიკამენტი 210 პარამეტრზე - მათ შორის წინა წელს დაწყებულ მედიკამენტებზეც. ყველა შედეგი დადებითია. აქტიურად ხორციელდება ფარმაცევტულ პროდუქტზე განსაზღვრული რეფერენტული ფასის კონტროლი, 2024-2025 წლებში 151 დაწესებულებაში, შესყიდულ იქნა 198 პროდუქტი. 4. სამედიცინო სფეროში პაციენტის და მათი ოჯახების ჩართულობის გაძლიერება: პაციენტის უსაფრთხოების საკითხებზე მოსახლეობის და სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ჩატარდა 2 საინფორმაციო კამპანია. 2023 წლიდან, ყოველწლიურად აღინიშნება პაციენტის უსაფრთხოების საერთაშორისო დღე (17 სექტემბერი). 5. ჯანდაცვის პერსონალის განათლების და უნარ-ჩვევების გაუმჯობესების წახალისება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა: 2024 წლის 21 თებერვალს „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა, რომლის მიხედვითაც ექთნებისა და ბებიაქალთა პროფესიები რეგულირებად პროფესიებად იქცა. ასევე, კანონით განისაზღვრა ექთნებისა და ბებიაქალთა საბაკალავრო, დიპლომისშემდგომ და უწყვეტ განათლებასთან დაკავშირებული მოთხოვნები. ცვლილებები ასევე განსაზღვრავს ექთნებისა და ბებიაქალებისთვის მუშაობის უფლების მოპოვების წესებს, პროფესიულ კომპეტენციებს, საზღვარგარეთ მიღებული განათლების აღიარების პროცედურებს, ეთიკურ კოდექსებს, პროფესიული პასუხისმგებლობის მარეგულირებელ ჩარჩოს და სხვა მნიშვნელოვან მექანიზმებს, რომლებიც შემუშავდა ევროპის ქვეყნების საუკეთესო გამოცდილების გათვალისწინებით. დიპლომისშემდგომი და უწყვეტი სამედიცინო განათლების ხელშეწყობის მიზნით ხორციელდება ექიმთა სერტიფიცირების ინსტრუმენტის - სასერტიფიკაციო-საგამოცდო ტესტების დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო ტესტების მუდმივ რეჟიმში განახლება/მომზადება. 72 და ერთიანი უწყვეტი სამედიცინო განათლების აქტივობების ფარგლებში მისანიჭებელი კრედიტ-ქულების სისტემა შესაბამისობაში მოვიდა კრედიტების ევროპულ სისტემასთან. პირველად შეიქმნა ევროპულ და სხვა მოწინავე ქვეყნებში უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამების ფარგლებში მინიჭებული კრედიტ-ქულების საქართველოში აღიარების მექანიზმი. დიპლომისშემდგომ განათლებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, სარეზიდენტო მზადება უფინანსდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 000ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირებს პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში. ექიმთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, მიმდინარეობს უწყვეტი სამედიცინო განათლების სავალდებულო სისტემის ეტაპობრივად შემოღების პროცესი. დაწყებულია მუშაობა დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით. იდენტირიფირებულია დეფიციტური და პრიორიტეტული საექიმო სპეციალობები და აღნიშნულ სპეციალობებში კადრების მომზადების ხელშეწყობის მექანიზმები. დიპლომისშემდგომ განათლებაზე ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, უწყვეტად გრძელდება დიპლომისშემდგომი განათლების სახელმწიფო პროგრამა. სარეზიდენტო მზადება უფინანსდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ 100 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირებს პრიორიტეტულ საექიმო სპეციალობებში. მომზადებულია უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების აკრედიტაციისა და განხორციელების განახლებული მექანიზმი, რომელიც გაზრდის როგორც პროგრამების ხარისხს, ასევე ექიმების აქტივობას აღნიშნულ პროგრამებში. დაწყებულია მუშაობა საკვალიფიკაციო და სასერტიფიკაციო გამოცდების სისტემის გაუმჯობესების მიმართულებით. დიპლომისშემდგომი განათლების პროგრამების და საგამოცდო სისტემის გაუმჯობესება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სექტორის კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტებას. შემუშავდა უსგ პროგრამების ეფექტურად დაგეგმვისა, ჩატარებისა და მონიტორინგის მექანიზმები. ამჟამად აკრედიტირებულია 400-მდე უსგ პროგრამა, 80-მდე სხვადასხვა სპეციალობისთვის, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია მუდმივად განახლებადია რეგულირების სააგენტოს ვებ-გვერდზე (rama.moh.gov.ge). ფუნქციონირებს რამდენიმე ონლაინ პლატფორმა, რომელიც ხელმისაწვდომია ჩვენი ექიმებისთვის, განსაკუთრებით აღსანიშნავია, BMJ ჯგუფის, კლინიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერის სასწავლო პლატფორმა, რომელზეც მთელი რიგი საკითხები ქართულადაა ნათარგმნი და სრულიად უფასოა ქართველი სპეციალისტებისთვის. შედეგად, მკვეთრად გაიზარდა ექიმ სპეციალისტების რაოდენობა (განსაკუთრებით სტომატოლოგების, ქირურგების, რეანიმატოლოგების, ქიმიოთერაპიაში დასაქმებული ონკოლოგებისა და ოჯახის ექიმების), რომელთაც დააკმაყოფილეს უსგ მოთხოვნები. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულმა მაჩვენებელმა განსაკუთრებით მოიმატა რეგიონებში, მაგალითად, ქირურგების შემთხვევაში 31%-ით, ქიმიოთერაპევტების - 45%-ით, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგების 20%-ით. ათასამდე ოჯახის ექიმმა გაიარა შესაბამისი მზადების კურსი. პარამედიკოსის სასწავლო კურსი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტია. სასწავლო ჯგუფების შექმნის უწყვეტობა სამედიცინო კადრების დეფიციტის აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. საანგარიშგებო პერიოდში გადამზადდა და დასაქმდა 64 პარამედიკოსი და 12 მოტომედიკოსი. მიმდინარეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სფეროში ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა და პრეჰოსპიტალურ ეტაპზე სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესება. პროექტი ამიერკავკასიაში პირველად ხორცილდება ჯანდაცვის 73 სამინისტროს ინიციატივით და გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად. სასწავლო სატრენინგო ცენტრში მიმდინარეობს ახალი სასწავლო პროგრამების დანერგვა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიმართულებით, ასევე მუდმივ რეჟიმში გრძელდება ცენტრის პერსონალისთვის კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი. ტარდება ტრენინგები და საკვალიფიკაციო გამოცდები. უწყვეტად გრძელდება სამედიცინო პერსონალისთვის დადგენილი შრომის ანაზღაურების მიზნობრივად, სრულად და დროულად გაცემის მონიტორინგი რაც ექიმების შრომითი უფლებების დაცვას მნიშვნელოვანი ბერკეტია. 6. ინფორმაციის, კვლევების, ცოდნის ნაკადების და რისკების მართვა: განისაზღვრა პაციენტის უსაფრთხოების ინდიკატორების პაკეტი პჯდ დაწესებულების დონეზე ანგარიშგებისთვის, რომელიც შესაბამისობაშია პაციენტის უსაფრთხოების გლობალურ ინდიკატორებთან და სამიზნეებთან. 7. პაციენტის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის სინერგია, თანამშრომლობა და სოლიდარობა: 2023 წელს დაინერგა ასოციაციების შეფასების და აღიარების მექანიზმი. ამ დროისთვის დარგობრივი ასოციაციის სტატუსი მიენიჭა 15 ორგანიზაციას. 2025 წლის 17 სექტემბერს ჩატარდა პაციენტის უსაფრთხოების დღე. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ პროფესიული ასოციაციებისა და სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები. გამოიკვეთა შემდგომი სათანამშრომლო თემები. პრიორიტეტი II - ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვის გაძლიერება და ამისთვის სისტემური გარანტიების გაუმჯობესება მიზანი 11 - ჯანმრთელობის უფლების დაცვის გარანტიების გაძლიერება და ხარისხიანი ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე თანაბარი და დროული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამოცანა 11.1 საზოგადოებრივი ჯანდაცვის უფლებების გაუმჯობესების მიზნით, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლისკენ მიმართული კომპლექსური ღონისძიებების გაუმჯობესება; ფსიქიკური ჯანმრთელობის უფლების ყველასთვის თანაბრად უზრუნველყოფა; ხარისხიანი სერვისებისა და მედიკამენტების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება; აქტივობა 11.1.1 საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების განგაშის სისტემის მზადყოფნის შეფასება და ქვეყნის მასშტაბით გაფართოვება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პოტენციურ საფრთხეებზე ეფექტური რეაგირების მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, სსიპ -112 ეპიდზედამხედველობის სისტემის გაძლიერების, საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობისა და ქვეყნის მზადყოფნის და რეაგირების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით, 2025 წლის 25 დეკემბერს, NCDC 5 25 00000178 ბრძანებით დამტკიცდა, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რისკის პირველადი შეფასების ალგორითმი“. 74 შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ- საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის (112) მობილური ოპერატორების საშუალებით მოსახლეობას ეგზავნება პრევენციული SMS-შეტყობინებები ამინდის გაუარესების შესახებ, ინფორმაცია მოწოდებულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ. აქტივობა 11.1.2 ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მრავალპროფილური კლინიკების მოდელის დანერგვის გაუმჯობესება პრაქტიკაში, ინსტიტუციონალიზაციის მაქსიმალურად შემცირებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების დაუბრკოლებლად, სხვებთან თანაბარ პირობებში მისაღებად პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, გაფართოვდა ფსიქიატრიული საწოლების რაოდენობა მრავალპროფილურ საავადმყოფოში „თერჯოლამედი“. 2026 წლის მანძილზე გაიხსენება ახალი მრავალპროფილური საავადმყოფო ფსიქიატრიული დეპარტამენტით. მრავალპროფილური საავადმყოფოს ფსიქიატრიული დეპარტამენტის დაფინანსების მექანზიმები განსხვავებულია. აქტივობა 11.1.3 სტაციონარგარე ფსიქიატრიული სერვისებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის კომპონენტების გაძლიერება, მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, მომზადებულია სათემო ამბულატორიისა და მობილური გუნდების სტანდარტების სამუშაო ვერსია, რომლის გადახედვა და დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმება 2026 წელს იგეგმება. მიმდინარეობს სტაციონარგარე სერვისების დაფინანსების მეთოდოლოგიის გადახედვა და გაუმჯობესება. აქტივობა 11.1.4 ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებებსა და მკურნალობის სტანდარტებში სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებასთან დაკავშირებული საკითხების ასახვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, დამტკიცებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ოჯახის დაგეგმვის გაიდლაინი და სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპი). გაეროს მოსახლეობის ფონდის ფინანსური დახმარებით, მიმდინარეობს სამედიცინო პერსონალის გადამზადება. ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარული სერვისების ახალ სტანდარტში ასახული იქნება ორსულობაზე ქალთა ტესტირების საკითხები. აქტივობა 11.1.5 ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე ლაბორატორიული კვლევების ჩატარების ვალდებულების დაწესება და შესაბამისი რესურსების გამოყოფა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მყოფი რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის 75 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამა 2024 წლიდან ითვალისწინებს იმ პაციენტების კვებით, პირადი ჰიგიენის საგნებითა და გადაუდებელი ქირურგიული და თერაპიული სტომატოლოგიური, ასევე სამედიცინო მომსახურებით და წამლის გვერდითი ეფექტების კონტროლის უზრუნველყოფას, რომლებიც გადიან სტაციონარულ მომსახურებას. ამჟამად მიმდინარეობს ლაბორატორიული კვლევების დამატების მექანიზმებზე მუშაობა. აქტივობა 11.1.6 ფსიქიკური ჯანმრთელობის სტაციონარის ბენეფიციარების უზრუნველყოფა კიბოს სკრინინგ პროგრამებში, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის პირობებში ასახვით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, კოლორექტული კიბოს სკრინინგულ კვლევებს, სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფებისთვის, რომელთა შორის იგულისხმება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირებიც. სკრინინგების გაფართოების სტრატეგიული გეგმის მზადება მიმდინარეობს. ჩატარდა წინასწარი სამუშაოები მობილური სკრინინგის მანქანების შესყიდვისთვის. სკრინინგის პრიორიტეტული კონტინგენტი იქნება ფსიქიკური სტაციონარული და ზრუნვის დაწესებულებებში მყოფი პირები. აქტივობა 11.1.7 პირველადი ჯანდაცვის შეღავათების პაკეტში შემავალი სერვისებისა და მედიკამენტების გადახედვა, განფასება, შესაბამისობაში მოყვანა მოსახლეობის საჭიროებებთან პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე მოიხსნა წლიური ლიმიტი. გაფართოვდა ნოზოლოგიური ჯგუფები, კერძოდ, დაემატა გლაუკომის სამკურნალო მედიკამენტები. 2025 წლის 30 აპრილიდან, სამინისტრომ დაიწყო პირველადი ჯანდაცვის განახლებული მოდელის დანერგვა, რომელიც სრულად მორგებული იქნება მოსახლეობის ჯანმრთელობის საჭიროებებსა და მოლოდინებზე. პჯდ დონეზე თითოეული მოქალაქე მიიღებს პრევენციული, სკრინინგის, დიაგნოსტიკური და სამკურნალო სერვისების ფართო სპექტრს. პჯდ დაწესებულებებისთვის დაინერგება შედეგებზე დაფუძნებული და ასაკზე მორგებული კაპიტაციის დაფინანსების სისტემა, რისთვისაც მომდენო ოთხი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა დამატებით 120 მლნ. ლარი. პილოტური პროექტი დაიწყება ექვს დაწესებულებაში. პჯდ სამედიცინო კადრების პროფესიული განვითარების უზრუნველყოფის მიზნით შემუშავდა და დამტკიცდა უწყვეტი პროფესიული მზადების სისტემის მარეგულირებელი ჩარჩო. ინსტრუმენტული კვლევების ჩამონათვალს დაემატა სპირომეტრია, ექოკარდიოგრაფია. კლინიკურ-ლაბორატორიულ გამოკვლევებს კი მიკრო ალბუმინურიის (UACR) განსაზღვრა შარდში, ნატრიუმის განსაზღვრა სისხლში, კალიუმის განსაზღვრა სისხლში, შარდმჟავას განსაზღვრა სისხლის შრატში, გლიკირებული ჰემოგლობინის განსაზღვრა. 76 ტელემედიცინის სერვისების გაფართოვების მიზნით, გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით, 2024 წელს ევროკავშირისა და გაეროს ორგანიზაციების პროექტის ფარგლებში, ციფრული ტექნოლოგიებით აღიჭურვა 60 სოფლის ამბულატორია. პარალელურად გრძელდება 50 საპილოტე ამბულატორიაში ტელემედიცინის სერვისების მიწოდება, სადაც 4 649 ზე მეტმა სოფლად მცხოვრებმა ბენეფიციარმა უკვე ისარგებლა სერვისით. ამოცანა 11.2 დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის გაუმჯობესება და რეპროდუქციული ჯანდაცვის სერვისების თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის; აქტივობა 11.2.1 ყველა ადამიანისთვის სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების, მათ შორის ახალგაზრდებისადმი კეთილგანწყობილი სერვისების, პაკეტის შემუშავება საბაზისო პაკეტში ინტეგრაციისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, დედათა, ბავშვთა და რეპროდუქციული ჯანმრთელობა წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრიორიტეტს, რაც ასახულია 2017-2030 წლების დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნულ სტრატეგიაში. ამ მიმართულებით, საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა მნიშვნელოვანი ღონისძიებები, ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით. მათ შორის, აღსანიშნავია საქართველოს მთავრობის მიერ 2024 წლის 10 დეკემბერს მიღებული N407 დადგენილება „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ 2013 წლის 21 თებერვლის #36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან, პაციენტებს საშუალებას აძლევს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მშობიარობის დროს ისარგებლონ სტანდარტული სერვისებით ან აირჩიონ VIP სერვისები თანაგადახდის ახალი მექანიზმით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან გაუსვლელად. აქტივობა 11.2.2 სქესობრივ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვის, პატივისცემისა და გაძლიერების მიზნით, ყველა ადამიანისთვის ასაკის შესაბამის, ყოვლისმომცველ და მეცნიერულად ზუსტ ინფორმაციასა და განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ - ლ . საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი; 2025 წელს, ერთ-ერთი ინიციატივა იყო დედისა და ბავშვის ჯანმრთელობის საკითხებზე სახელმძღვანელოს დანერგვა აჭარის საპილოტე რეგიონში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის 77 სააგენტოს (JICA) 2024 წელს დაწყებული ერთობლივი პროექტის ფარგლებში. პროექტის მიზანია, ქალებისა და მათი ოჯახების გაძლიერება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობისა და უფლებების საკითხებზე მათი ცოდნის ამაღლებითა და ჯანმრთელობის დაცვისკენ მიმართული ქცევის გაუმჯობესებით, ისევე, როგორც აღნიშნულ ინფორმაციასა და მაღალი ხარისხის სერვისებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს პროექტის მთავარი მიზნის, დედათა და ბავშვთა უწყვეტი მოვლის გაუმჯობესებას საქართველოში. აქტივობა 11.2.3 მშობიარობის შემდგომი ზრუნვისა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სერვისების ინტეგრირება დედათა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამაში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, „2025 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 30 დეკემბრის N474 დადგენილების თანახმად, გათვალისწინებულია მშობიარობის შემდგომი ვიზიტი და განსაკუთრებულ შემთხვევებში (მეტეოროლოგიური პირობები, სეზონური გრიპები ა.შ.) მე-5 და მე-7 ანტენატალური ვიზიტის ჩატარება დისტანციური რეჟიმით. ასევე ამოქმედდა ფსიქოლოგიური დახმარების გაწევის სერვისები ორსულებისთვის დისტანიციურ რეჟიმში, პროფესიული სერვისის – ფსიქოლოგიური მომსახურების მეშვეობით. მშობიარობის შემდეგ, პერინატალური დაწესებულების დატოვებამდე, ახალშობილის მშობლები უთითებენ იმ პირველადი ჯანდაცის ცენტრს სადაც მოხდება ჩვილის რეგისტრაცია და დაიგეგმება პირველი ვიზიტი. აღნიშნული აისახება ორსულთა და ახალშობილთა ჯანმრთელობის მეთვალყურეობის ელექტრონულ რეესტრში. აქტივობა 11.2.4 ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობა, მათ შორის გინეკოლოგიური სავარძლების გამოყენების და სამედიცინო მანიპულაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, როგორც სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო პირობები, ისე მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტი ითვალისწინებს ადაპტირებული ინფრასტრუქტურის მოწყობასა და სამედიცინო მანიპულაციების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას. 2021 წელს დამტკიცდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ოჯახის დაგეგმვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპი). პარალელურად დაიხვეწა სამეანო-ნეონატალური მომსახურების სტანდარტები და მეტი აქცენტი გაკეთდა შშმ პირების საჭიროებებზე. ამავე სტანდარტით განისაზღვრა სამედიცინო პერსონალის სავალდებულო უწყვეტი პროფესიული მზადება, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად მოიცავს შშმ პირებისთვის რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების მიწოდების თავისებურებებს. გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური დახმარებით, დაიწყო სოპ-ის დანერგვა და სამედიცინო პერსონალის ტრენინგი, მომზადდა 17 ტრენერი, რომლებიც უზრუნველყოფენ კოლეგების განათლებას. 78 აქტივობა 11.2.5 პედიატრების, გინეკოლოგებისა და სამშობიარო სახლის თანამშრომლების ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება შშმ პირთა სპეციფიკის გათვალისწინებით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, სამეანო-ნეონატოლოგიური მომსახურების შემთხვევაში ექიმები, 2 წელიწადში ერთხელ, მონაწილეობენ უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამაში, სადაც სხვა საკითხებთან ერთად განიხილება შშმ პირთათვის სერვისების მიწოდების თავისებურებები. 2025 წელს, აღნიშნულ პროგრამში მონაწილეობდა 56 ექიმი. აქტივობა 11.2.6 საბაზისო და ავადობისა და სიკვდილიანობის მძიმე ტვირთის მქონე დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებზე სახელმწიფო სუბსიდირების გაფართოება (მედიკამენტების სიის განახლება; ფინანსური რესურსების განსაზღვრა და პროგრამის ბიუჯეტში ასახვა; რეფერენს ფასების და მართული შემოტანის ხელშეკრულებების დანერგვა) პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო პარენტერალურად (საინფუზიო, საინექციო და ტერიტორიებიდან სხვა) გამოსაყენებელ დევნილთა, სიმსივნის შრომის, საწინააღმდეგო მედიკამენტებს პაციენტები იღებენ იმ სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც უნდა ჩატარდეს პროცედურა. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, მედიკამენტების ტრანსპორტირება ხდება სააფთიაქო ქსელის მიერ, მედიკამენტისთვის განსაზღვრული ტემპერატურული რეჟიმისა და მიწოდების სხვა პირობების დაცვით, რაც აუცილებელია მედიკამენტების ხარისხის შენარჩუნებისთვის. აღნიშნულმა ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაუმარტივა პაციენტებს მედიკამენტების უსაფრთხოდ მიღების შესაძლებლობა - პროცედურაზე მისულ პაციენტს მედიკამენტები ხვდება კლინიკაში. საერთაშორისო მწარმოებლებთან - შპს „Hoffmann-La Roche “-თან და სს „Novartis Pharma Services“-თან გაფორმდა მართული ონკოლოგიური შეთანხმების ფარმაცევტული ხელშეკრულებები პროდუქტების ინოვაციური შესყიდვასთან და სხვა დაკავშირებით. ძვირადღირებული ცენტრალიზებულად (პირდაპირ მწარმოებლისგან) შესყიდული იქნა 21 დასახელების მედიკამენტი, რომლებიც სრულიად უსასყიდლოა ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის. 2025 წლის თებერვლიდან, ექიმი-ონკოლოგებისა და სამედიცინო დაწესებულებების ჩართულობით, ქიმიო/ჰორმონო და სხივური თერაპიის დროს ჩასატარებელი აუცილებელი გამოკვლევების ჩამონათვალი და მომსახურების ტარიფები განისაზღვრა. მოიხსნა ე.წ. სატარიფო არეალის პრინციპი და მომსახურება, ყველა სამედიცინო დაწესებულებაში, უწყების მიერ დადგენილი ტარიფებით ანაზღაურდება. მკურნალობის პროცესში აუცილებელ გამოკვლევებს კი სახელმწიფო სრულად დააფინანსებს. 79 ამოცანა 11.3 უვნებელ სურსათზე საზოგადოების ინფორმირებისა და სურსათის უვნებლობაზე სახელმწიფო კონტროლის გაუმჯობესება. აქტივობა 11.3.1 სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ანგარიშების შესახებ ინფორმაციის განთავსება სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ. გვერდზე პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო მიმდინარეობს სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის ანგარიშების მომზადება, რომელიც განთავსდება სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ. გვერდზე აქტივობა 11.3.2 დაინტერესებული მხარეების, მ.შ. ბიზნესოპერატორების ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების მიზნით ღონისძიების განხორციელება: საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება და სააგენტოს ვებ. გვერდზე დამხმარე სახელმძღვანელოების განთავსება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო დაინტერესებული მხარეების, მ.შ. ბიზნესოპერატორების ინფორმირების და ცნობიერების ამაღლების მიზნით, სურსათის მიმართულებით სურსათის ბიზნესოპერატორებთან ჩატარდა 26 საინფორმაციო შეხვედრა/ტრენინგი (მონაწილეთა რაოდენობა 491); სხვა დაინტერესებული მხარეებთან შეხვედრები - 24 (მონაწილეთა რაოდენობა 211) აქტივობა 11.3.3 სახელმწიფო კონტროლის - ინსპექტირების განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტო სამომხმარებლო ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების ფაქტების შემცირებით, მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დაცვის მიზნით, ასევე სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპებზე ბიზნეს ოპერატორის საქმიანობის მოქმედ კანონმდებლობასთან შეუსაბამობის აღმოფხვრის და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით განხორციელდა სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლი: ინსპექტირება, დოკუმენტური შემოწმება, მონიტორინგი - ნიმუშის აღება, ზედამხედველობა, აუდიტი; 2025 წლის მანძილზე ჩატარდა 39 541 სახელმწიფო კონტროლი, აქედან: გეგმური ინსპექტირება - 9 241; არაგეგმური ინსპექტირება - 1 833; ინსპექტირება (არაგეგმური) აღიარების მინიჭების მიზნით - 279; გადამოწმება - 10 527; დოკუმენტური შემოწმება - 8 098; HACCP-ის გეგმური აუდიტი - 137; HACCP-ის გეგმური აუდიტის დროს გაცემული მითითებების გადამოწმება - 113; ლაბორატორიული სურსათის/სასმელი წყლის 7 442 ნიმში/სინჯის აღება; ზედამხედველობა - 1 871. 80 კვლევისთვის მიზანი 12 - სოციალური და ეკონომიკური კეთილდღეობის ზრდა და სიღარიბის შემცირება. ამოცანა 12.1 სოციალური დაცვის სისტემისა და დახმარების ეფექტურობის და მიზნობრიობის გაუმჯობესება; აქტივობა 12.1.1 ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების ახალი მეთოდოლოგიის და ადმინისტრირების სქემის დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის განახლების პროცესი. დამტკიცდა ადამიანური კაპიტალის პროგრამის „სოციალური დაცვისა და დასაქმების მიმართულებით არსებული ინდიკატორებისა/შედეგების (DLR) განხორციელების 2025–2028 წლების სამოქმედო გეგმა“, რომლის ფარგლებში განსაზღვრულია განახლებული მეთოდოლოგიის დანერგვის პროცედურები. აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე მუშაობა დაიწყება 2026 წლიდან. აქტივობა 12.1.2 სამინისტროსთან შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ საცხოვრისის შესახებ კანონპროექტის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2024 წელს, საერთაშორისო ექსპერტების კონცეპტუალური ჩარჩოს სამუშაო ვერსია. ტერიტორიებიდან მხარდაჭერით შემუშავდა დევნილთა, საცხოვრისის შრომის, პოლიტიკის საცხოვრისის შესახებ კანონპროექტის შემუშავება საჭიროებს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მჭიდრო კოორდინაციასა და კომპლექსურ თანამშრომლობას. 2025 წელს აქტივობა არ დასრულებულა. აქტივობა 12.1.3 უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახები, რომლებსაც ჰყავთ 3 და მეტი 18 წლამდე ასაკის შვილი, უზრუნველყოფილი არიან საცხოვრებელი ფართით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 8 იანვრის №1 დადგენილებით დამტკიცებულია „უსახლკარო ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა“, ხოლო მინისტრის 2024 წლის 17 იანვრის №2/ნ ბრძანებით განისაზღვრა პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმები. პროგრამა ვრცელდება სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებზე, რომელთაც ჰყავთ სამი ან მეტი არასრულწლოვანი. პროგრამის ფარგლებში, 2024-2025 წლებში საცხოვრებელი ფართი (სახლი/ბინა) შეძენილია 420 ოჯახისათვის (2024 წელს - 57, ხოლო 2025 წელს 363 ოჯახისათვის. 81 აქტივობა 12.1.4 სოციალური მუშაობის სფეროში იდენტიფიცირებულ საჭიროებებზე საპასუხოდ, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მომზადება და ინიცირება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პარლამენტი აქტივობა შესრულდა 2024 წელს, „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონში ცვლილებების (N4359-XIVმს-Xმპ) მიღებით. ,ცვლილებების თანახმად, გაგრძელდა სოციალურ მუშაკად საქმიანობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესი, განისაზღვრა სერტიფიცირებისთვის საჭირო გარდამავალი პერიოდი და სოციალური მუშაკის პროფესიაში შესვლის პირობები, შეიქმნა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტიმულირების მექანიზმები, რათა განავითარონ სოციალური მუშაობის მიმართულებით აკადემიური პროგრამები. ამოცანა 12.2 სიღარიბისა და კვების დეფიციტით გამოწვეული საფრთხის პრევენცია/შემცირება, მოსახლეობის მოწყვლად ოჯახებში მცხოვრები ბავშვებისთვის; აქტივობა 12.2.1 კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახებისთვის უზრუნველყოფილია საკვებ პროდუქტებზე წვდომა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 30 დეკემბრის N640 დადგენილებით დამტკიცებული „ბავშვზე ზრუნვისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში მოქმედი „ბავშვიანი ოჯახების საკვები პროდუქტებით დახმარების ქვეპროგრამა“ მოიცავს კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მხარდაჭერას, ხელოვნური კვების საჭიროების მქონე ბავშვების საკვების ვაუჩერებით უზრუნველყოფას. 2026 წელს საკვები ვაუჩერით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა გაფართოვდა და ფენილკეტონურიითა და ცელიაკიის დიაგნოზის მქონე ბავშვებთან ერთად, კვების ვაუჩერით სარგებლობის უფლება მოიპოვეს ჰომოცისტინურიით დაავადებულმა ბავშვებმაც. 2025 წელს „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით“ ისარგებლა დაახლოებით 15 000 ბენეფიციარმა. ამოცანა 12.3 დასაქმების ხელშეწყობა შრომის ბაზრის აქტიური და სამართლიანი პოლიტიკის გაძლიერებით; აქტივობა 12.3.1 თავისუფალი სამუშაო ადგილების მოძიება და სამუშაოს მაძიებლების დასაქმების მიზნით, დამსაქმებლისა და სამუშაოს მაძიებლის ოპერატიული დაკავშირება 82 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის N487 დადგენილებით დამტკიცებული „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის“, „საშუამავლო მომსახურების გაწევა/განვითარების კომპონენტის“ ფარგლებში, 800-ზე მეტი დამსაქმებლის მიერ წარმოდგენილ 14 611 თავისუფალ სამუშაო ადგილზე ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს. ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 4 684 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 2 454 ქალი. ასევე, არსებულ ვაკანსიებზე კანდიდატების შერჩევისთვის რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებელთა ფართო მოცვის მიზნით, დამსაქმებლების მოთხოვნით საანგარიშო პერიოდში ჩატარდა 68 მასობრივი გასაუბრება/ინტერვიუ. 2025 წლის ოქტომბრის მონაცემებით, საშუამავლო მომსახურების ფარგლებში დასაქმებულია 1 562 სამუშაოს მაძიებელი. აქტივობა 12.3.2 შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის (www.worknet.gov.ge) განახლება/ახალი მოდულების დამატება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის მიზანია სამუშაოს მაძიებლების, დამსაქმებლებისა და მათ მიერ მოწოდებული ვაკანსიების აღრიცხვა. ასევე, სამუშაოს მაძიებელთა საკვალიფიკაციო მონაცემების დამუშავება, ანალიზი და სისტემაში რეგისტრირებული ვაკანსიებთან ავტომატური დაკავშირება, ვაკანსიის საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან თავსებადობის შემთხვევაში. საანგარიშო პერიოდში, აქტიურად მიმდინარეობდა „შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარების მიზნით სამუშაო ჯგუფის განსაზღვრისა და შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის განვითარების სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2022 წლის 15 ივლისის MOH 9 22 00000069 ბრძანებით დამტკიცებული სამუშაო ჯგუფის საქმიანობა, რომელიც მიზნად ისახავს შრომის ბაზრის მართვის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონალის განვითარებასა და სრულყოფას. მიმდინარეობს სამუშაოს მაძიებლის მოდულის პილოტირების პროცესი, რომლის მიზანია ფუნქციონალის სიზუსტის, შესაბამისობისა და ეფექტიანობის შეფასება. ახალი სისტემის ფუნქციური მოდულების უკეთ გაცნობის მიზნით, 2025 წლის აპრილ-მაისში ჩატარდა ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო სსიპ დასაქმების ხწლშეწყობის სააგენტოს 244 თანამშრომელმა. მაისის თვიდან გაშვებულია შრომის ბაზრის საინფორმაციო მართვის სისტემის საპილოტე ვერსია. ამავე ბრძანებით დამტკიცებული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, გრძელდება მუშაობა დანარჩენ მოდულებზე, რაც მოიცავს როგორც ტექნიკურ განვითარებას, ისე შინაარსობრივ ოპტიმიზაციასა და მომხმარებელზე მორგებას. 2025 წლის 1–5 დეკემბერს, მსოფლიო ბანკის ექსპერტმა ჩაატარა Worknet-ის განახლებული ვერსიის შესრულებული სამუშაოს შეფასება და მონიტორინგი, შეფასდა სისტემის პირველი ფუნქციონალი, აღწერილ იქნა სისტემის მდგომარეობა და წარმოდგენილ იქნა რეკომენდაციები შემდგომი განვითარებისათვის. 83 სისტემაში სულ დარეგისტრირებულია 394 119 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 2025 წელს სისტემაში რეგისტრაცია გაიარა 13 489 სამუშაოს მაძიებელმა, მათ შორის 9 420 ქალი. აქტივობა 12.3.3 სამუშაოს მაძიებელთა ჩართვა პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ სახელმწიფო პროგრამებში: პროფესიული მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, საკვანძო კომპეტენციების განვითარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2025 წელს, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის N487 დადგენილებით დამტკიცებული „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის“ „სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადების, პროფესიული გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების კომპონენტის“ ფარგლებში, საანგარიშო პერიოდში სასწავლო პროცესი დაიწყო 34 საგანმანათლებლო დაწესებულებაში. 58 მოთხოვნად პროფესიაზე ჩაერთო 3 504 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის ქალი - 2 978. ამასთან, სასწავლო პროცესი დაასრულა 1 750 მოსარგებლემ. ხოლო, 1 754 მოსარგებლე სწავლას დაასრულებს 2026 წლის პირველ კვარტალში. სულ პროგრამის ფარგლებში, 20205 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით დასაქმებულია 2 311 პირი. გარდა ამისა, სტაჟირების კომპონენტის ფარგლებში, ჩაერთო და ხელშეკრულება გაფორმდა 42 დამსაქმებელთან, რომელთა მიერ წარმოდგენილ ვაკანსიებზე სტაჟირების პროცესში ჩაერთო 224 სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის 178 ქალი, 96 ახალგაზრდა. გრძელვადიანი შრომითი ხელშეკრულება გაუფორმდა და დასაქმდა 80 ბენეფიციარი. კომპონენტის ფარგლებში სულ დასაქმებულია 1 ოქტომბრის მდგომარეობით 126 სამუშაოს მაძიებელი. აქტივობა 12.3.4 სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2025 წელს, „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში, სულ საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმდა 28 686 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირი. აქტივობა 12.3.5 Do IT with the E პროგრამის განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო 2025 წელს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ დაასრულა “Do IT with the EU“ პროგრამის განხორციელება. პროგრამის სერტიფიცირების კომპონენტის ფარგლებში, 32 კურსზე სწავლება წარმატებით დაასრულა 50-მა ჯგუფმა. ჩარიცხული 1,048 მონაწილიდან ტრენინგი წარმატებით გაიარა 887-მა, მათ შორის, 654-მა მიიღო 84 საერთაშორისო სერტიფიცირების გამოცდის ვაუჩერი, ხოლო 579 გავიდა გამოცდაზე; მათგან 340-მა მონაწილემ კი, მიიღო საერთაშორისო სერტიფიკატი. პროგრამის დასაქმების კომპონენტის ფარგლებში, 433 შერჩეული კანდიდატიდან 285-მა წარმატებით დაასრულა ტრენინგი, თბილისის მასშტაბით, ხუთი სპეციალიზებული მიმართულებით, კერძოდ, Software Engineering, Machine Learning Engineering, Data Engineering, Cyber Security Engineering, DevOps Engineering, ხოლო რეგიონებში (ამბროლაური, ახალციხე, ბათუმი, ზუგდიდი, თელავი, კასპი, მცხეთა, რუსთავი, ქუთაისი) - შემდეგი მიმართულებებით: IT Business Analysis, Software Testing, Java Development, Business Analysis, Project Management და Business Intelligence . ტრენინგის დასრულების შემდეგ, ყველა წარმატებულმა მონაწილემ გაიარა 20-საათიანი კარიერული განვითარების კურსი, რომელსაც უძღვებოდნენ წამყვანი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ქართველი თანამშრომლები (მაგ., Google, T-Mobile, Accenture). აღნიშნულ ტრენინგზე EPAM-ის რეკრუტერმა მონაწილეებს გაუზიარა კანდიდატების შერჩევის პროცესში არსებული მოთხოვნებისა და მოლოდინების შესახებ ინფორმაცია. ამოცანა 12.4 სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების შემუშავება/განხორციელება, რომლებიც მიმართული იქნება სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და უმუშევრობის აღმოფხვრისკენ აქტივობა 12.4.1 სოციალურად დაუცველი შრომისუნარიანი პირების საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2025 წელს „საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ხელშეწყობის ქვეპროგრამის“ ფარგლებში სულ საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმდა 28 686 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირი. მიზანი 13 - განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა „მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის“ პრინციპის დაცვით. ამოცანა 13.1 85 მაღალი ხარისხის განათლებაზე, მათ შორის ინკლუზიურ განათლებაზე, სკოლამდელ სერვისებზე თანაბარი და საყოველთაო მისაწვდომობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით სიღარიბეში და სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის, ისევე როგორც რეგიონებში მცხოვრები, შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისთვის; აქტივობა 13.1.1 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მშენებლობა/რეაბილიტაცია პასუხისმგებელი უწყება: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი სსიპ - სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ, საანგარიშო პერიოდში, დასრულდა 21 ბაღის რეაბილიტაცია და აშენდა 37 საბავშვო ბაღი. აქტივობა 13.1.2 ადამიანის უფლებების სიღრმისეულად გააზრების მიზნით სკოლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე მოსწავლის მიერ საკუთარი და სხვა ადამიანების უფლება-მოვალეობების შესახებ სწავლების გაგრძელება, რომელიც მოიცავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ბავშვის უფლებათა კონვენციით, ქვეყნის კონსტიტუციით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ცნებების და დებულებების გაცნობიერებასა და დაცვას პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, სკოლამ მოსწავლეებში უნდა განავითაროს და განამტკიცოს პოზიტიური დამოკიდებულებები და ის ღირებულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ტოლერანტი, ადამიანური ღირსების, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ფასეულობების პატივისმცემელი პიროვნების ჩამოყალიბებას. ეროვნული სასწავლო გეგმის საზოგადოებრივი მეცნიერებების ჯგუფის საგნობრივი პროგრამები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ბავშვის უფლებათა კონვენციით, ქვეყნის კონსტიტუციით და სხვა სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ცნებების და დებულებების გაცნობიერება და დაცვა. საგანი „მოქალაქეობა“ მიზნად ისახავს მოსწავლეს ხელი შეუწყოს უმთავრესი სოციალური უნარ-ჩვევების (მაგალითად: თანამშრომლობა, კონფლიქტის მართვა, ემპათია, განსხვავებული აზრის პატივისცემა) გამომუშავებაში, დაეხმაროს მოქალაქის უფლება-მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გათავისებაში, რაც ცალსახად ძალადობის საწინააღმდეგოდაა მიმართული, მოსწავლეები შეისწავლიან ადამიანის უფლებებს, თავისუფლებებსა და მოვალეობებს, დემოკრატიის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა: თანასწორობა, ტოლერანტობა და ა. შ. გაეცნობიან ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, ბავშვის უფლებათა კონვენციის დებულებებს. საგანი მოქალაქეობის სწავლება უწყვეტად მიმდინარეობს საბაზო და საშუალო საფეხურებზე. აქტივობა 13.1.3 მოსწავლის მიერ დემოკრატიული მოქალაქეობის სწავლების გაგრძელება, რომლებიც მოიცავს: კანონის უზენაესობის, თანასწორობის, მრავალფეროვნების, მედიაწიგნიერების, გლობალური მოქალაქეობის, 86 არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედების, ტოლერანტობის გამოვლენის და სხვ. პრინციპების ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებას. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მესამე თაობის ეროვნულ სასწავლო გეგმაში გაძლიერებეულია სამოქალაქო განათლების კომპონენტი, რომელიც მოიცავს ბავშვის უფლებების, თანასწორობის, ტოლერანტობის, დემოკრატიის პრინციპების, არაძალადობრიობის საკითხებს, რაც წარმოდგენილია „მე და საზოგადოების“ (III-IV კლასი), „ჩვენი საქართველოს“ (V-VI კლასი) და „მოქალაქეობის“ (VII-XII კლასი) საგნებში. გლობალურ მოქალაქეობასთან, მდგრად განვითარებასთან, თანასწორობასა და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეწყობასთან დაკავშირებული საკითხები წარმოდგენილია საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნობრივ ჯგუფში შემავალ საგნებში: გეოგრაფია გლობალური დემოგრაფიული გამოწვევები და ცვლილებები - თემის ფარგლებში მოსწავლეები აანალიზებენ დემოგრაფიული პროცესებით გამოწვეულ ცვლილებებს, მათ შორის მიგრაციასა და მოსახლეობის დინამიკას, და მსჯელობენ ამ პროცესების ზეგავლენაზე საზოგადოებრივ განვითარებაზე. სწავლების პროცესში ყურადღება გამახვილებულია სოციალური პასუხისმგებლობის, თანასწორობისა და მომავალი თაობების ინტერესების გათვალისწინებაზე, რაც ხელს უწყობს გლობალური მოქალაქეობის პრინციპების გააზრებას რეალურ ცხოვრებისეულ კონტექსტში. რესურსების გამოყენებისა და მართვის გლობალური გამოწვევები და ცვლილებები - თემის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ გლობალურ გამოწვევებს, მათ შორის რესურსების არათანაბარ განაწილებასა და მართვის საკითხებს. აღნიშნული თემები უკავშირდება მდგრადი განვითარების, სამართლიანი რესურსგანაწილებისა და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მიღების პრინციპებს, რაც აძლიერებს მოსწავლეებში გლობალური მოქალაქეობისა და სოციალური პასუხისმგებლობის კომპეტენციებს. ისტორია კონკრეტული თემის ფარგლებში, მოსწავლეები სწავლობენ სოციალური და პოლიტიკური მოვლენებისა და პროცესების გაანალიზებას დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების, თანასწორობისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ჭრილში. ისტორიული მოვლენების სხვადასხვა პერსპექტივიდან განხილვა და მათი თანამედროვე საზოგადოებრივ გამოწვევებთან დაკავშირება ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და ტოლერანტობის განვითარებას, ასევე დემოკრატიული მოქალაქეობის პრინციპების გააზრებას. მოქალაქეობა 1. გლობალური მოქალაქეობა - თემის ფარგლებში მოსწავლემ უნდა შეძლოს: 87  ადამიანის პიროვნული განვითარებისა და გლობალურ მოქალაქედ ჩამოყალიბებისთვის არსებითი ფაქტორების (იდენტობა, თვითრეფლექსია, თვითმართვა, სოციალური ცნობიერება, ურთიერთობის უნარი, გადაწყვეტილების კონფლიქტების მიღებაზე არაძალადობრივი პასუხისმგებლობის მეთოდებით მართვა, აღება, ემპათია, მედიაწიგნიერება ასერტულობა, და ციფრული კომპეტენციები) გაანალიზება;  ადამიანის სოციალური უნარებისა და გლობალური მოქალაქეობის არსებითი მახასიათებლებისა დემოკრატიის პრინციპებთან (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდების გამოყენება, ტოლერანტობა) დაკავშირება;  გლობალური მოქალაქის თვალსაწიერიდან აქტუალური პრობლემების გამოკვეთა და მათი გადაჭრის გზების შერჩევა (მათ შორის, სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებთან და სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის გზების დასახვა, კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარება, დეზინფორმაციის ამოცნობა და მხილება);  გლობალური მოქალაქეობის არსებითი მახასიათებლების მდგრადი განვითარების პრინციპებთან დაკავშირება. 2. სამართლებრივი კულტურა - თემის ფარგლებში მოსწავლემ უნდა შეძლოს:  საზოგადოებაში არსებული პრობლემების გამოკვეთა და გაანალიზება, რომლებიც ხელს უწყობს/უშლის სამართლებრივი კულტურის დამკვიდრებას;  სამართლებრივი სახელმწიფოს მახასიათებლების, მართლმსაჯულების სისტემისა და ადამიანის უფლებების დაცვის მექნიზმების გაანალიზება დემოკრატიის პრინციპების ჭრილში;  სამართლებრივი კულტურის დამკვიდრების ხელშეწყობისთვის მოქალაქის პერსონალური როლისა და კონკრეტული აქტივობების განსაზღვრა;  სამართლებრივ კულტურასთან დაკავშირებული პრობლემებსა და დილემებზე მსჯელობისას მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება. გარდა ამისა, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით მედიაწიგნიერება ერთ-ერთი გამჭოლი კომპეტენციაა. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს ზოგადი განათლების სამივე საფეხურზე, ყველა საგნობრივ ჯგუფში. მოსწავლეები შეისწავლიან ონლაინ სივრცეში საკუთარი ციფრული იდენტობის სათანადოდ მართვას, კონფიდენციალობის დაცვას, სხვადასხვა ონლაინ სერვისის სათანადოდ გამოყენებას. მოსწავლეები შეისწავლიან ციფრული მოქალაქეობის ფარგლებში შემავალ საკითხებს, რათა მოახდინონ იმ საფრთხეების იდენტიფიცირება, რომლებიც ციფრულ სამყაროში ნავიგაციას ახლავს თან. საგანში "მოქალაქეობა" მუშავდება თემა - „დეზინფორმაციისა და ყალბი ახალი ამბების, როგორც დემოკრატიული საზოგადოების განვითარების ხელშემშლელი პირობისა და მასთან დაკავშირებული კონტრსტრატეგიების მნიშვნელობის გააზრება, სადაც აქცენტი კეთდება საზოგადოებასა და პოლიტიკაზე სოციალური მედიის ზეგავლენაზე“. თემის ფარგლებში ერთ-ერთი შესასწავლი საკითხი არის „მედიაწიგნიერება და ციფრული კომპეტენცია ყალბ ახალ ამბებთან გასამკლავებლად“. დამატებით აღვნიშნავთ, რომ: 88  სკოლებში მხარდაჭერილი იყო საშუალო საფეხურზე მედიაწიგნიერების არჩევითი კურსის სწავლება და პროექტების განხორციელება. 2023 წლიდან დღემდე გადამზადდა 2600 მასწავლებელი, ხოლო 2025 წელს მედიაწიგნიერება ისწავლებოდა 293 სკოლაში, როგორც არჩევითი საგანი.  საანგარიშო პერიოდში, 60 ზოგადსაგანამანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდებოდა ევროპის საბჭოს მიერ ორგანიზებული პროექტი - „დემოკრატია იწყება სკოლაში - მოსწავლეთა ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში სკოლასა და ადგილობრივ თემში“.პროექტის პროგრამა მიზნად ისახავს მოსწავლეებში დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების, სამოქალაქო ჩართულობისა და სკოლასა თუ თემში გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათი მონაწილეობის ხელშეწყობას. აქტივობა 13.1.4 სკოლების დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე მოსწავლის მიერ მდგრადი განვითარების პრინციპების სწავლების გაგრძელება, მათ შორის სუფთა გარემოსთან, დაბინძურებასთან, კლიმატის ცვლილებასთან, ბუნებრივი კატასტროფების რისკებთან, რესურსების რაციონალურ გამოყენებასთან, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული და სხვა საკითხების სწავლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეროვნულ სასწავლო გეგმაში მდგრადი განვითარება ერთ-ერთი გამჭოლი მიმართულებაა გეოგრაფიის საბაზო და საშუალო საფეხურის სტანდარტებში. მდგრადი განვითარების ჩვიდმეტივე მიზნის დაფარვა და მათზე მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება ხდება არა მარტო მსოფლიოს, არამედ საქართველოს მაგალითების გაცნობითაც. კერძოდ, გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მნიშვნელობის ჩვენება, ბუნებრივ, სოციალურ-ეკონომიკურ, პოლიტიკურ სისტემებს შორის ურთიერთმიმართების გააზრება, ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ ადეკვატური ქცევის ჩამოყალიბებაა საბაზო საფეხურის გეოგრაფიის სტანდარტით განსაზღვრული მიზნები, რომლებიც მუშავდება გეოგრაფიის სტანდარტით განსაზღვრულ ყველა მსხვილ თემაში. კერძოდ:  თემა: დედამიწა - მდგრადი განვითარება გლობალური ეკოლოგიური პრობლემების (კლიმატის გლობალური ცვლილება, მსოფლიო ოკეანის დაბინძურება) გაანალიზება, მათზე რეაგირებისა და პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების, დაცული ტერიტორიების ზრდისა და ბიომრავალფეროვნების მნიშვნელობის გააზრება.  თემა: ანტარქტიდა - მდგრადი განვითარება ანტარქტიდისთვის დამახასიათებელი მდგრადი განვითარების პრობლემების (ოზონის ხვრელი, ზეწრული მყინვარების დნობა) გაანალიზება, მათზე რეაგირებისა და პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების მნიშვნელობის გააზრება, ეს საკითხები მთლიანად არის დაფარული ცამეტივე თემაში, კონტინენტისა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის დამახასიათებელი ეკოლოგიური პრობლემებიდან გამომდინარე. რაც შეეხება საშუალო საფეხურს, აქ ერთ-ერთი სავალდებულო თემაა „რესურსების გამოყენებისა და მართვის გლობალური კანონზომიერებები“, რომელიც გულისხმობს მათ შესწავლას, ასევე მოცემულია სხვა გარემოსდაცვითი საკითხები და რისკები (კლიმატის ცვლილება, სტიქიური მოვლენები, ნარჩენები, ქიმიური 89 ნივთიერებები, რადიაციული გამოსხივება), ეკონომიკის სექტორების ზემოქმედება გარემოზე (სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, ტრანსპორტი, მრეწველობა და ენერგეტიკა) და სხვა. საგან "მოქალაქეობაში" საბაზო საფეხურზე ერთ-ერთი შედეგია, მოსწავლემ შეძლოს მდგრადი განვითარების პრინციპების გააზრება და მათ საფუძველზე (მათ შორის, ყოველდღიურ და საგანგებო (ბუნებრივი და ტექნოგენური მიზეზებით გამოწვეულ) ვითარებაში უსაფრთხოების წესების დაცვით) მოქმედება. შესაბამისად, ეს მიზანი მუშავდება საგნის სტანდარტით განსაზღვრულ ყველა თემაში. კერძოდ:  თემა: თემი, რომელშიც ვცხოვრობ მოსწავლემ უნდა შეძლოს პირადი და სათემო აქტივობების დაგეგმვისა და განხორციელებისას მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქმედება, ტოლერანტობა) გათვალისწინებით მოქმედება.  თემა: ბუნებრივი გარემოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვა მოსწავლემ უნდა შეძლოს ეკოლოგიური, გარემოსადცვითი, კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული პრობლემების ანალიზისას მდგრადი განვითარებისა და დემოკრატიის პრინციპების (თანასწორობა, კანონის უზენაესობა, გამჭვირვალობა, პასუხისმგებლობა, ინკლუზიურობა, არაძალადობრივი მეთოდებით მოქემდება, ტოლერანტობა) დაცვა.  თემა: მეწარმეობა და ბიზნესი მოსწავლემ უნდა შეძლოს ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე მსჯელობისას/სამეწარმეო საქმიანობის დაგეგმვისას მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინება. აქტივობა 13.1.5 მოსწავლის მიერ სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებისთვის მნიშვნელოვანი ასპექტების (კანონმორჩილება, ადამიანის უფლებების აღიარება) შესწავლის გაგრძელება კონკრეტული მექანიზმების, მაგალითებისა და დილემების განხილვით (ძალადობის პრევენცია, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა და სხვა). პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, საბაზო და საშუალო საფეხურზე სამოქალაქო განათლების ფარგლებში მოსწავლეებისთვის შეთავაზებულია სავალდებულო პროექტები X, XI და XII კლასებში. თითოეულ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს ერთისემესტრის განმავლობაში. სასწავლო წლის განმავლობაში უნდა განხორციელდეს ორი პროექტი, შესაბამისად, ზემოხსენებულ საგანში, თითოეული საფეხურის 90 განმავლობაში - ჯამში 5-6 პროექტი. მოსწავლის მიერ შესრულებული პროექტი არ ფასდება განმსაზღვრელი შეფასებით. შესაბამისად, მოსწავლეები საშუალო საფეხურზე „მოქალაქეობა“ საგნის სწავლასთან ერთად, ცოდნას იღრმავებენ პროექტული დავალებებით, რომლებიც ორიენტირებულია სასკოლო თემის საჭიროებებზე. პროექტების შეთავაზება ხდება სამინისტროს მხრიდან გრიფირებული სასკოლო რესურსის სახით. რესურსი მოსწავლეებს სთავაზობს საკითხებს, რომლებიც ხელს უწყობს სასკოლო სამართლებრივი კულტურის გაძლიერებას. აქტივობა 13.1.6 სკოლების დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის მიერ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების სწავლების გაგრძელება, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად მოიცავს ბავშვთა უსაფრთხოების, სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის, შრომით ექსპლუატაციასთან დაკავშირებულ საკითხებს პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის საგან „მოქალაქეობა“ სასწავლო თემაში "ჯანსაღი ცხოვრება" მოსწავლემ უნდა შეძლოს საკანონმდებლო დოკუმენტებზე დაყრდნობით იმის გაანალიზება, თუ რა შეიძლება გახდეს ჯანმრთელობისა და განათლების უფლების დარღვევის საფუძველი (ადრეულ ასაკში ქორწინება, არასრულწლოვანთა შრომითი ექსპლუატაცია). საკვანძო შეკითხვებია: რატომ არის ადრეულ ასაკში ქორწინება ადამიანის უფლებების დარღვევა? რატომ უშლის იგი ხელს საზოგადოებაში თვითდამკვიდრებას? მოსწავლემ უნდა იმსჯელოს იმაზე, რომ ადრეულ ასაკში ქორწინება ხელს უშლის პიროვნულ ზრდასა და განვითარებას, ხშირად წარმოადგენს ადამიანის უფლებათა (რეპროდუქციული ჯანმრთელობის, განათლების და სხვ.) დარღვევის საფუძველს. ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებული საკითხები ისწავლება საბაზო საფეხურზე ჯანსაღი ცხოვრების თემის ფარგლებში. ეს საკითხი ასახულია გრიფირებულ სახელმძღვანელოებში. სქესობრივ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები გამჭოლად ისწავლება სხვადასხვა დისციპლინაში. დაწყებითი საფეხურის საზოგადოებრივ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში დაემატა სხეულის აგებულასთან, ძალადობის ამოცნობასა და პირადი სივრცის დაცვასთან დაკავშირებული საკითხები. ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის ბიოლოგიის სტანდარტი ითვალისწინებს ადამიანის ორგანიზმის ყველა ორგანოთა სისტემის სწავლებას. გათვალისწინებულია, რომ რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემასა და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში უნდა დაიწყოს საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებში გარდატეხის ასაკის დადგომის პერიოდში, რათა მათ მიიღონ სრულყოფილი/აკადემიური ცოდნა საკუთარი სხეულის აგებულების, ფუნქციონირების, ჰიგიენისა და ჯანმრთელობის დარღვევების რისკების შესახებ. სქესობრივი აღზრდა გულისხმობს მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც მოიცავს:  ქალისა და მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემების აგებულებასა და ფუნქციებს;  რეპროდუქციულ ჯანმრთელობას (ნაადრევ ასაკში ქორწინებასთან/ორსულობასთან დაკავშირებული რისკები; ნაყოფის განვითარებაზე მოქმედი ფაქტორები; ნაყოფის განვითარების შეწყვეტის შედეგები; არასასურველი ორსულობისგან თავდაცვის საშუალებები; რეპროდუქციული სისტემის დაავადებების პროფილაქტიკა და ადრეული გამოვლენა). 91 აქტივობა 13.1.7 სკოლამდელი განათლების დაწესებულების აღმზრდელების/აღმზრდელ-პედაგოგების, სპეციალისტების, ასევე, სკოლის სპეციალისტების, მულტიგუნდის მასწავლებლებისა წევრების და პროფესიული ინკლუზიური განვითარება განათლების ინკლუზიური დამხმარე განათლების მიმართულებით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტივობა შესრულდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში, 2024 წელს. 2025 წელს, საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლამდელი განათლების საფეხურზე დასაქმებული სპეციალისტებისთვის განხორციელდა ტრენინგ-მოდული „ადრეული ინკლუზიური განათლება“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 212 სპეციალისტმა. აქტივობა 13.1.8 სენსორული დარღვევების მქონე მოსწავლეთა საკითხებზე ტრენინგპროგრამების განხორციელება მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების დამხმარე სპეციალისტებისათვის პასუხისმგებელი უწყება: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტივობა შესრულდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში, 2024 წელს. 2025 წელს, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, განხორციელდა ჟესტური ენის კურსი (I, II და III დონე), რომელიც წარმატებით გაიარა 11-მა მონაწილემ. ამავე პროგრამის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი „უსინათლო მოსწავლის სწავლის მეთოდები და სტრატეგიები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 15-მა მასწავლებელმა, ხოლო ტრენინგი „მცირემხედველ მოსწავლეთა სწავლება და სწავლების სტრატეგიები“ გაიარა 17-მა მასწავლებელმა. აქტივობა 13.1.9 ინკლუზიური განათლების კომპონენტის ტრანზიცია მანდატურის სამსახურში პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური მანდატურის სამსახურში ინკლუზიური განათლების კომპონენტის ტრანზიციის პროცესი 2024 წელს დასრულდა. ამოცანა 13.2 ხარისხიან უმაღლეს განათლებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესება და მთელი ცხოვრების განმავლობაში სწავლის პრინციპზე დაფუძნებული პროფესიული განათლების თანაბარი მისაწვდომობის უზრუნველყოფა ყველასთვის 92 აქტივობა 13.2.1 პროფესიული განათლების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო არაერთი მიმართულებით მუშაობს - ახალი კოლეჯების მშენებლობა/არსებული კოლეჯების ძირითადი სასწავლო კორპუსების განვითარება, არსებული კოლეჯების ფილიალების განვითარება და პროფესიული პროგრამების დანერგვა საჯარო სკოლებში. ამ ეტაპზე პროფესიული განათლება ხელმისაწვდომია თბილისსა და ყველა რეგიონში. საანგარიშო პერიოდში, დასრულდა ახალი კოლეჯის მშენებლობა ბორჯომში, რომლის შედეგადაც დაფუძნდა სსიპ კოლეჯი „თორი“ – 250 პროფესიულ სტუდენტზე გათვლილი კოლეჯი, რომელიც რეგიონის მოთხოვნებზე მორგებულ საკვალიფიკაციო და პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამებს შესთავაზებს დაინტერესებულ პირებს. ასევე, დასრულდა ახალი კოლეჯის მშენებლობა ბოლნისში, ხოლო ხაშურში აშენებულმა კოლეჯმა "ქართლი" მოიპოვა ავტორიზაცია პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე. 2025 წლის განმავლობაში ასევე გაგრძელდა ბათუმში კოლეჯის „ბლექსი“ ახალი შენობის მშენებლობა. ამასთან, სამინისტროს მხარდაჭერით, ბასკეთის კულინარიული ცენტრისა და კავკასიის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, საანგარიშო პერიოდში, გურჯაანში გაგრძელდა კავკასიის უნივერსიტეტის გასტრონომიული აკადემიის განვითარების პროცესი. თბილისში კი, გაგრძელდა ლოგისტიკისა და სამშენებლო მიმართულების ექსელენს ცენტრის განვითარება - საერთაშორისო ტენდერის გზით შერჩეულმა კომპანიამ 2025 წელს დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. მუნიციპალური დაფარვის გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი სამუშაოები წარიმართა ასევე საჯარო სკოლების ბაზაზე პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობის შექმნის მიმართულებით. საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა 2024 წელს დაწყებული ინიციატივა, რომლის ფარგლებშიც საჯარო სკოლებში დაიწყო ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. ინიციატივა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს საშუალებას აძლევს, სკოლაშივე, სრულ ზოგად განათლებასთან ერთად, დაეუფლონ პროფესიას, ხელს უწყობს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის ზრდას, პროფესიული განათლების იმიჯის გაუმჯობესებას, დამამთავრებელი კლასის მოსწავლეების პროფესიულ განათლებაში შემოსვლასა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისად კვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. 2025 წელს გაიზარდა ინიციატივის მასშტაბი, 2024 წელს ინტეგრირებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები 20 საჯარო სკოლაში დაინერგა, 2025 წელს კი აღნიშნულ პროგრამებზე პროფესიული სტუდენტების პირველი ნაკადი დამატებით 63-მა საჯარო სკოლამ მიიღო. განხორციელებული სამუშაოების შედეგად, პროფესიული განათლების მიღების შესაძლებლობა შეიქმნა დამატებით 8 მუნიციპალიტეტში. პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიმართულებით, ასევე აღსანიშნავია, საჯარო სკოლების გაძლიერება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვის მიმართულებით. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა მუშაობა საჯარო სკოლების ბაზაზე პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების დანერგვის მიმართულებით. 2024-2025 წლებში, ჯამურად პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება მოიპოვა 11-მა საჯარო სკოლამ, მათ შორის 5 ისეთ მუნიციპალიტეტში 93 (ასპინძა, მარტვილი, აბაშა, ნინოწმინდა, თერჯოლა), რომელშიც ამ დრომდე პროფესიული განათლება არ იყო ხელმისაწვდომი. აქტივობა 13.2.2 პროფესიული კვალიფიკაციების შემუშავება/გადამუშავება კერძო სექტორთან თანამშრომლობით ახალი მეთოდოლოგიის შესაბამისად პასუხისმგებელი უწყება: არასამეწარმეო იურიდიული პირი - პროფესიული უნარების სააგენტო 2025 წლის განმავლობაში კერძო სექტორის ჩართულობით გაგრძელდა კვალიფიკაციების გადახედვის პროცესი. დარგის ორგანიზაციების, ექსპერტების, კერძო განმახორციელებელი მეთოდოლოგიური კომპანიებისა დაწესებულებების და მხარდაჭერის პროფესიული აქტიური ჩართულობით, სპეციალისტების, დარგობრივი საგანმანათლებლო პროგრამების 2025 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით, ჯამში შემუშავდა/განახლდა 131 პროფესიული კვალიფიკაცია, მათ შორის დამტკიცდა 85. პროფესიული კვალიფიკაციები ყველა ეკონომიკურ სექტორში განახლებულია და ზოგიერთ სექტორში შემუშავებულია ახალი კვალიფიკაციები. აქტივობა 13.2.3 პროფესიული მომზადებისა და გადამზადების პროგრამების მასშტაბის ზრდა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს სამინისტრო/პროფესიული უნარების სააგენტო აქტივობა შესრულდა გეგმით განათლების, მეცნიერებისა გათვალისწინებულ ვადაში, 2024 წელს. 2024 და ახალგაზრდობის წლის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყო 700-ზე მეტი პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამა. საანგარიშო პერიოდში, აქტიურად წარიმართა სამუშაოები პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების მასშტაბის გაზრდის მიმართულებით. 2025 წელს, სახელმწიფო დაფინანსებით, გაგრძელდა ზრდასრულთა განათლების სისტემის განვითარების პროცესი. აღნიშნულ პერიოდში დაინტერესებული პირებისათვის ხელმისაწვდომი იყო პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების 722 პროგრამა. ამავე წელს, სისტემას დაემატა პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების 130 პროგრამა. მათ შორის, 36-მა იურიდიულმა პირმა მოიპოვა ახალი პროგრამის განხორციელების უფლება და დაფინანსდა 79 იურიდიული პირის 338 პროგრამა/ნაკადი, რითაც გათვალისწინებულია ჯამში 5000-ზე მეტი მსმენელის მომზადება/გადამზადება. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარეობს საჯარო სკოლების გაძლიერება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვის მიმართულებით. აზიის განვითარების ბანკის (ADB) მხარდაჭერით, საანგარიშო პერიოდში 4-მა საჯარო სკოლამ (სსიპ - ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ საჩხერის №2 საჯარო სკოლა, სსიპ - ქალაქ თერჯოლის №2 საჯარო სკოლა, სსიპ - ქალაქ აბაშის №1 საჯარო სკოლა, სსიპ - ქალაქ ნინოწმინდის №4 საჯარო სკოლა) მოიპოვა „კომპიუტერის პროგრამული უზრუნველყოფის“ პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება, ხოლო 11 საჯარო სკოლაში დაიწყო სამშენებლო სამუშაოები შესაბამისი სახელოსნოების განვითარების მიზნით. 2024-2025 წლებში, ჯამურად პროფესიული მომზადებისა 94 და პროფესიული გადამზადების პროგრამების განხორციელების უფლება მოიპოვა 11-მა საჯარო სკოლამ, მათ შორის 5 ისეთ მუნიციპალიტეტში (ასპინძა, მარტვილი, აბაშა, ნინოწმინდა, თერჯოლა), რომელშიც ამ დრომდე პროფესიული განათლება არ იყო ხელმისაწვდომი. აქტივობა 13.2.4 სოციალურად მოწყვლადი 16 ჯგუფის სტუდენტთა დაფინანსება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2025-2026 სასწავლო წელს სოციალური პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტის მოპოვება შეეძლო სხვადასხვა მოწყვლადი ჯგუფის (მაღალმთიანი რეგიონის სკოლადამთავრებულები, მრავალშვილიანი, ობოლი, შშმ, ტერიტორიულ მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა შვილები, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების შვილები, სამშვიდობო მისიებში გარდაცვლილი სამხედრო მოსამსახურეების შვილები, მზრუნველობას მოკლებული, აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი სკოლადამთავრებულები, ბოშა მოზარდი, აუტისტური სპექტრის მქონე პირი, რეპატრიანტის სტატუსის მქონე, სოციალურად დაუცველები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლების სკოლადამთავრებულები) სტუდენტებს. სახელმწიფო სასწავლო და სამაგისტრო გრანტი მოიპოვა 1677 სტუდენტმა. აქტივობა 13.2.5 პროფესიული განათლების შესახებ საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ანგარიში/პროფესიული უნარების სააგენტო პროფესიული განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, გაიმართა არაერთი ღონისძიება. მათ შორის, 2025 წლის განმავლობაში, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე რეგისტრაციის პერიოდში, შემოდგომასა და გაზაფხულზე, ყველა საჯარო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უზრუნველყოფილი იყო ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიები და ღია კარის დღეები. 2025 წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით საინფორმაციო შეხვედრების ციკლი ჩატარდა ინტეგრირებული პროფესიული პროგრამების განმახორციელებელ საჯარო სკოლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით. შეხვედრების ფარგლებში, მოსწავლეებმა მიიღეს ინფორმაცია შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერული განვითარების პერსპექტივებსა და დასაქმების შესაძლებლობებზე. აქტივობა 13.2.6 სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის განათლების ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა პასუხისმგებელი უწყება: სსიპ -ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა 95 სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლის „სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება სახელმწიფო ენის შემსწავლელი როგორც ქართული ენის ზოგადი კომპეტენციების, ასევე დარგობრივი მიმართულების პროფესიული ლექსიკით გაჯერებული 33 კურსი, რომლებიც მორგებულია სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე და ემსახურება მათ პროფესიულ საქმიანობასა და შესაბამისი მიმართულებებით განათლების შემდგომი გაგრძელებისათვის აუცილებელი საფუძვლის შექმნას. სკოლის მიერ 2025 წელს შემუშავებული კურსები (საბაზისო ქართული (A2) მედიცინის დარგობრივი მიმართულება და საშუალო ქართული (B1) მედიცინის დარგობრივი მიმართულება) სწორედ შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობის გაზრდას ემსახურება. აღნიშნული კურსების შემუშავება განაპირობა ბოლო წლებში მსმენელთა შორის სამედიცინო სფეროში დასაქმებულ/დასაქმებით დაინტერესებულ პირთა რაოდენობის ზრდამ, რომლებიც საჭიროებენ პროფესიული საქმიანობისთვის დამახასიათებელი ტერმინების, სიტყვა-გამოთქმებისა და დარგობრივი ლექსიკის შესწავლას. 2025 წელს, სკოლამ სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ქართული ენის სხვადასხვა კურსის მეშვეობით 5 254 ბენეფიციარი გადაამზადა, მათ შორის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი 2123 აბიტურიენტი, რომლებიც შემდეგ საფეხურზე სწავლის გასაგრძელებლად ემზადებიან, ასევე, 145 სტუდენტი. ამოცანა 13.3 ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენლებისათვის, ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებისთვის სახელმწიფო ენის ცოდნის გაუმჯობესებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა აქტივობა 13.3.1 არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის ადგილობრივი მასწავლებლებისა და სკოლის პერსონალის სახელმწიფო ენის კურსით გადამზადება. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სახელმწიფო ენის კურსი A1, A2 და B1 დონეზე 2024 წელს წარმატებით გაიარა 380-მა მასწავლებელმა. ,,არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის” ფარგლებში, არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის 167 ადგილობრივმა მასწავლებელმა წარმატებით გაიარა ქართული ენის შემსწავლელი კურსი. აქტივობა 13.3.2 ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში დეფიციტის შევსების მიზნით კონსულტანტ- მასწავლებლების გადანაწილება 96 პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი 2025 წელს, კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში - ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში დეფიციტის შევსების მიზნით, მივლენილი იყო 143 კონსულტანტი მასწავლებელი. აქტივობა 13.3.3 არაქართულენოვანი სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების პროფესიული გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი არაქართულენოვანი სკოლების ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლების პროფესიული გადამზადების მიზნით, "არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის" ფარგლებში 2025 წელს:  გადამზადდა 300-მდე ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის/სექტორებისთვის) მასწავლებელი, ტრენინგმოდულით „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სწავლა-სწავლების პროცესში“.  მომზადდა სატრენინგო მოდული „ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ქართული ენის (არაქართულენოვანი სკოლებისთვის სექტორებისთვის) გაკვეთილზე“, რომლის ფარგლებში გადამზადდა 150 მსმენელი. აქტივობა 13.3.4 არაქართულენოვანი სკოლების სხვადასხვა საგნის ადგილობრივი მასწავლებლების გადამზადება პროფესიული უნარების გრძელვადიანი ტრენინგ-კურსით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ,,არაქართულენოვანი სკოლების მხარდაჭერის ქვეპროგრამის” ფარგლებში, 2025 წელს, გრძელვადიანი ტრენინგ-მოდულით გადამზადდა 192 მასწავლებელი. აქტივობა 13.3.5 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საჯარო მოსამსახურეების პროფესიული ზრდისა და განვითარების ხელშეწყობა პასუხისმგებელი უწყება: სსიპ -ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ხელს უწყობს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საჯარო მოსამსახურეებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული პირების პროფესიულ ზრდასა და განვითარებას სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის, ასევე საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამული მიმართულებების ფარგლებში შემუშავებული სხვადასხვა სასწავლო-სატრენინგო პროგრამისა და კურსის მეშვეობით. 2025 წელს, სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო ენის კურსი 221-მა პირმა (გარდა პედაგოგებისა) გაიარა. საჯარო მართვისა და ადმინისტრირების პროგრამული მიმართულების ფარგლებში შემუშავებულია 34 კურსი, რომელთაგან განახლებულია 17, მათ შორის ხელმისაწვდომია პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული 97 განვითარების საბაზისო აკრედიტებული პროგრამები („მოხელის მენეჯერული უნარების განვითარება“ I და მეორე რანგის მოხელეებისთვის; „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარება“ III და IV რანგის მოხელეებისთვის) როგორც პირისპირ, ისე დისტანციურ ფორმატში, ასევე სპეციალიზებული კურსები ცალკეული სფეროსა და კონკრეტული სექტორის წარმომადგენლებისთვის. 2025 წელს გაგრძელდა არსებული პროგრამების გადამუშავება და დამატებითი პროგრამების შემუშავება. სამიზნე ჯგუფის საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგების მიზნით განახლდა სასწავლო კურსები და შესაბამისი რესურსები:  „ადამიანური რესურსების მართვა“;  „მოქალაქეთა ეფექტური კომუნიკაციის ტექნოლოგიები“;  „სამოქალაქო მშენებლობა, ნორმები და ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება“  „შრომის უსაფრთხოების საფუძვლები“;  „Microsoft Excel-ის შესავალი კურსი“;  „სამშენებლო სამართალი“;  „პროგრამული ბიუჯეტირება“. საჯარო მართვისა ხორციელდება და ადმინისტრირების მუნიციპალური პროგრამის ორგანოების ფარგლებში დაკვეთის ტრენინგ-სერვისების შესაბამისად, არსებული მიწოდება საჭიროებების გათვალისწინებით. მუნიციპალიტეტების ორგანოებისთვის სატრენინგო სერვისების გასაცნობად, 2025 წელს, საქართველოს 63 მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში გაიგზავნა საინფორმაციო წერილები/ბარათები, ხოლო გასვლითი საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა 27 მუნიციპალიტეტში. 2025 წელს, პროგრამის ფარგლებში, გადამზადდა 89 პირი, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან 23 პირი, კერძოდ: დმანისის მუნიციპალიტეტში 8 მსმენელი - „Microsoft Excelის შემსწავლელი კურსით“, 1 მსმენელი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის კურსით”; ხოლო 3 მსმენელი „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსით”; ასევე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში 4 მსმენელი „პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების განვითარების კურსით” და ბოლნისის მუნიციპალიტეტში 7 მსმენელი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის კურსით”. აქტივობა 13.3.6 სახელმწიფო ენაში მომზადების მოდულების შემუშავება და დანერგვის ხელშეწყობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო /პროფესიული უნარების სააგენტო სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის განახლებულ კონცეფციასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა სახელმწიფო ენაში მომზადების პროგრამის საკანმომდებლო ჩარჩოს განახლების მიმართულებით. გამომდინარე იქიდან, რომ პროგრამა სახელმწიფო ენის სწავლების პარალელურად მოიაზრებს მსმენელის მომზადებას პროფესიული განათლების საფეხურზე ტრანზიციისათვის, შემუშავდა გამჭოლი კომპეტენციებისა და პროფესიული ორიენტაციის მოდულები. დასრულებულია პროგრამის A1 და A2 დონის პაკეტებზე მუშაობა. მზად არის შესაბამისი დონეების მასწავლებლის წიგნი, მოსწავლის რვეული, შუალედური და ფინალური ტესტები, სახელმძღვანელოებსა და 98 ტესტებში შემავალი ვიდეო-აუდიო მასალა. საანგარიშო პერიოდში დასრულდა მუშაობა B1 დონის სახელმძღვანელოს პირველ ნაწილზე, რომელიც მოიცავს 10 თავს. აქტივობა 13.3.7 ეთნიკური უმცირესობებისთვის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის (ე.წ 1+4) მოდიფიცირება/ახალი კონცეფცია პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო სსიპ - საგანმანათლებლო კვლევების ეროვნული ცენტრის მიერ, 2024 წელს „ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის“ (ე.წ. 1+4) კვლევის ჩატარებული კვლევის საფუძველზე, მომზადდა შუალედური ანგარიში. ანგარიში გამოქვეყნებულია ცენტრის ვებ.გვერდზე. 2025 წელს გაორმაგდა ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ზოგადი უნარების ტესტების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტების დაფინანსება და 2025-2026 სასწავლო წლისთვის შეადგინა 900000-900000 ლარი. აქტივობა 13.3.8 ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე არასრულწლოვანი მოსწავლეებისთვის ქართული ენის კურსების შეთავაზება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საქართველოში თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვის მქონე და შსს მიგრაციის დეპარტამენტში მოთავსებული არასრულწლოვანებისთვის ზოგადი განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, მიმდინაერობს მუშაობა. საანგარიშო პერიოდში, 8 ბენეფიციარმა, გამოცდის საფუძველზე, ასაკის შესაბამისად, წარმატებით დაძლია ქართული ენის კურსი. ამოცანა 13.4 დისტანციური სწავლებისა და სხვადასხვა ალტერნატიული სასწავლო პლატფორმების გაძლიერება; კომპიუტერული ტექნიკისა და ინტერნეტის ხელმისაწვდომობის ხელშეწყობა. აქტივობა 13.4.1 დისტანციური სასწავლო პლატფორმის - www.elearning.gov.ge - განახლება პასუხისმგებელი უწყება: სააგენტო" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "ციფრული მმართველობის აქტივობა შესრულდა 2024 წელს დისტანციური სასწავლო პლატფორმის განახლებით. კერძოდ, განახლდა კიბერუსაფრთხოების საბაზისო კურსის ინტერფეისი, დაკორექტირდა გაუმჯობესდა ციფრული სერტიფიკატის გენერაციის მექანიზმი. 99 საგამოცდო საკითხები და აქტივობა 13.4.2 დისტანციურ სასწავლო პლატფორმაზე (www.elearning.gov.ge) კიბერუსაფრთხოების და ციფრული მმართველობის მიმართულებით კურსების დამატება პასუხისმგებელი უწყება: სააგენტო" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "ციფრული მმართველობის დისტანციურ სასწავლო პლატფორმას www.elearning.gov.ge დაემატა კურსი „კიბერკრიზისის მენეჯმენტი“, რომელიც ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ შიდა მომხმარებლებისთვის. ამ პლატფორმას დაემატა აგრეთვე კურსი „ინფორმაციული უსაფრთხოება (კრიტიკული სუბიექტებისთვის)“. აქტივობა 13.4.3 საჯარო სკოლების ინტერნეტ საკომუნიკაციო მაჩვენებლებით უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, ახალგაზრდობისა და მეცნიერების სამინისტრო განხორციელდა საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების ინტერნეტკავშირების განახლება ,კერძოდ, კავშირის სიჩქარეები გაუმჯობესდა და თითქმის ყველა ობიექტში გაორმაგდა. რადიოკავშირის შემთხვევაში, 10/20/30 მბ/წ ჩანაცვლდა 30/50 მბ/წ სიჩქარით. ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის შემთხვევაში, არსებული 50/100 მბ/წ განახლდა და გაიზარდა 100/200 მბ/წ-მდე. ამ დროისთვის, საჯარო სკოლების 71% უზრუნველყოფილია ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირით (100–200 მბ/წ), ხოლო დანარჩენ სკოლებში უზრუნველყოფილია 30–50 მბ/წ სიჩქარის კავშირი. გარდა ამისა, დაახლოებით 500 სკოლაში განხორციელდა კავშირის ტიპის განახლება უფრო სტაბილური და მაღალგამტარიანი ტექნოლოგიით. დაიგეგმა და მიმდინარეობს 347 საჯარო სკოლაში ცენტრალიზებული უკაბელო (Wi-Fi) სისტემების ინსტალაცია. აქტივობა 13.4.4 პროფესიული განათლების საფეხურზე საკვანძო კომპეტენციების განვითარების მიზნით არაფორმალური განათლების სერვისების განვითარება პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ - პროფესიული უნარების სააგენტო არაფორმალური საგანმანათლებლო სერვისების შეთავაზება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის ეთნიკური უმცირესობებისა და სხვა დამატებითი საჭიროებების მქონე სტუდენტებისა და აპლიკანტების პიროვნული და კარიერული განვითარების ხელშესაწყობად. შესაბამისად, საანგარიშო პერიოდში უზრუნველკყოფილი იყო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არაფორმალური კურსებისა და ექსტრაკურიკულური აქტივობების განვითარების ხელშეწყობა, რომლის მიზანიც სტუდენტებსა და მსმენელებში საკვანძო კომპეტენციების განვითარებაა. გამოცხადებული საგრანტო კონკურსების ფარგლებში, 2025 წელს დაფინანსდა 25-მდე პროექტი/კურსი. თითოეული პროექტი თუ კურსი მიმართულია მონაწილეებში სხვადასხვა კომპეტენციების 100 განვითარებაზე, როგორიცაა: ციფრული წიგნიერება, სამეწარმეო, მოქალაქეობრივი, პიროვნული და სწავლა სწავლების კომპეტენცია და ა.შ. აღნიშნული კომპეტენციები მნიშვნელოვანია როგორც პიროვნული, ისე პროფესიული განვითარებისთვის. აქტივობა 13.4.5 1. „ქართული ენის დისტანციური სკოლის“ გამოყენებით უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოსწავლეებისათვის სინქრონული ონლაინ-გაკვეთილების ჩატარება; 2. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლების პროფესიული განვითარება და სწავლების ხელშეწყობა დისტანციური ფორმატით, კერძოდ, მოსწავლეებისთვის სხვადასხვა საგნის ონლაინ გაკვეთილის, ხოლო მასწავლებლებისთვის საგნობრივი, ონლაინ ტრენინგების ორგანიზება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი "არაფორმალური განათლების" ქვეპროგრამის ფარგლებში: 1. ქართული დიასპორის სწავლების მხარდაჭერის მიზნით:  უცხოეთში მყოფი ქართველი მოსწავლეებისთვის, ჩატარდა ქართული ენის 16 540 დისტანციური გაკვეთილი;  ჩატარდა სადიაგნოსტიკო ტესტირება;  დონეების მიხედვით შეიქმნა სასწავლო კურიკულუმები;  შეიქმნა 4 ტრენინგ-მოდული: „ქართული, როგორც უცხო ენა“ და „ქართული, როგორც მშობლიური ენა“ სწავლების განსხვავებები (2 სთ); ლექსიკისა და გრამატიკის სწავლების თანამედროვე სტრატეგიები (2 სთ); კომუნიკაციური უნარების განვითარება - მოსმენა, მეტყველება, კითხვა, წერა (2 სთ); სასწავლო რესურსები, მასალების შექმნა და შეფასება (2 სთ).  ჩატარდა პროფესიული განვითარების ტრენინგები ქართული ენის დისტანციური სწავლების მიმართულებაში ჩართული მასწავლებელთათვის;  ჩატარდა პროფესიული განვითარების ტრენინგები და სხვა ღონისძიებები მსოფლიო მასშტაბით არსებული საკვირაო სკოლების მასწავლებლებისთვის;  შეიქმნა ქართული როგორც უცხო ენის სწავლების სახელმძღვანელოები "33 გასაღები" "ამბები ჩემი ქვეყნიდან 1". 2. აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდაჭერის მიზნით:  აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები 450 მოსწავლეს ჩაუტარდა საგნობრივი ონლაინ გაკვეთილები;  განხორციელდა 168 მასწავლებლის სუპერვიზია;  ჩატარდა პროფესიული განვითარების ტრენინგები და სხვა ღონისძიებები აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მიმართულებაში ჩართული მასწავლებლებისთვის;  შეიქმნა ქართულის, როგორც უცხო ენის, სწავლების მეთოდური 3 ტრენინგმოდული.  ჩატარდა ღირებულებითი განათლების გაკვეთილები 160 მოსწავლისთვის. 101  ბაკურიანში მოეწყო საგანმანათლებლო-შემეცნებითი ბანაკი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 36-მა მოსწავლემ. აქტივობა 13.4.6 "განათლების e სახლის" პორტალის ადმინისტრირება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ -მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი  განათლების E სახლის პორტალზე (https://educationhouse.ge/) გამოქვეყნდა 370 სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო რესურსი (სტატიები, წიგნები, სახელმძღვანელოები, გზამკვლევები, ვიდეომასალები და სავარჯიშოები);  დასრულდა განათლების E სახლის სერვისების მნიშვნელოვან ნაწილებზე მუშაობა -რეგისტრაცია, მასწავლებლის პირადი ოთახი და რესურსების გადატანა შესაბამისი საგნობრივი თუ ზოგადი მიმართულებით. სერვისების ნაწილი გაეშვა სატესტო რეჟიმში. აქტივობა 13.4.7 ქართველი მასწავლებლების ევროპის სხვადასხვა ქვეყნების მასწავლებლებთან დამეგობრების ხელშესაწყობად eTwinning-ის ონლაინ პლატფორმაზე (ESEP) რეგისტრაცია და პროექტებში მონაწილეობა. ასევე, პროფესიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით მასწავლებელთა გადამზადება სხვადასხვა ტრენინგმოდულით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი აქტივობა განხორციელდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში. "დემოკრატიული კულტურის, ადამიანის უფლებების სწავლებისა და სასკოლო ქსელების გაძლიერების (eTwinning) ხელშეწყობის ქვეპროგრამის ფარგლებში" 2025 წელს განხორციელდა შემდეგი:  ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე (ESEP) რეგისტრირებულია 200 ახალი მასწავლებელი;  ქართველი მასწავლებლების თანამონაწილეობით დაინიცირდა 491 ახალი პროექტი;  დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების თემაზე მომზადდა 20 ანიმაციური ვიდეორგოლი;  პორტალზე ქართულ ენაზე ითარგმნა და ევროპული სასკოლო განათლების პლატფორმაზე (ESEP) განთავსდა 80 საინფორმაციო ხასიათის სიახლე;  შეფასდა ხარისხის ნიშნისთვის წარდგენილი 545 პროექტი, რომლებიც განხორციელდა 2024–2025 აკადემიური წელს;  ქართულ ენაზე ითარგმნა დამხმარე რესურსები: „მოქალაქეობრივი განათლება eTwinningხელშეწყობით“; „ციფრული მოქალაქეობის განათლების (DCE) გეგმა“ (ევროპის საბჭო);  საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით 15 მასწავლებელი მივლინებულ იქნა სემინარებსა და კონფერენციებზე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში (ბელგია, საფრანგეთი, ესტონეთი, ლატვია, პოლონეთი, ავსტრია);  საბუნებისმეტყველო STEAM პროექტების მხარდაჭერის მიზნით შერჩეული 15 სკოლისათვის ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა და მათ საჩუქრად გადაეცათ STEAM რესურსები; 102  ჩატარდა eTwinning-ის 2025 წლის შემაჯამებელი კონფერენცია თემაზე: „საბაზისო და სასიცოცხლო უნარები განათლებაში”. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღო პროგრამის 150 აქტიურმა წევრმა მასწავლებელმა, რომლებიც eTwinning-ის ფარგლებში განხორციელებული პროექტებისთვის დაჯილდოებულნი არიან ეროვნული და ევროპული ხარისხის ნიშნებით. კონფერენცია ეფუძნებოდა „საბაზისო უნარების სამოქმედო გეგმას“, რომელიც 2025 წლის მარტში დამტკიცდა ევროკომისიის უნარების სტრატეგიის ფარგლებში. გეგმის მიზანია სწავლებისა და სწავლის ხარისხის გაუმჯობესება ხუთ ძირითად კომპეტენციაში: წიგნიერება, მათემატიკა, მეცნიერება, ციფრული უნარები და მოქალაქეობა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თემატური სესიები და სამუშაო შეხვედრები აღნიშნული კომპეტენციების მიმართულებით, რომლებსაც უძღვებოდნენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და eTwinning-ის პროგრამის წარმომადგენლები. მიზანი 14 - შრომითი უფლებების ეფექტიანი დაცვა და შრომის უსაფრთხოების სისტემების განგრძობადი გაუმჯობესება. ამოცანა 14.1 შრომის კანონმდებლობაზე არსებული საზედამხედველო მექანიზმების განვითარება და გაძლიერება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შრომის უსაფრთხოების მექანიზმების გაძლიერება სამუშაო ადგილებზე; აქტივობა 14.1.1 შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით ასოცირების ხელშეკრულების დანართით განსაზღვრული ევროდირექტივების დამუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების XXX დანართით გათვალისწინებული ევროდირექტივების საფუძველზე „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ და საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის 2025 წლის 1 მაისის N135-ე დადგენილებით მოწყობილობების მინიმალური მიღებულ გამოყენებისას მოთხოვნების იქნა ტექნიკური უსაფრთხოებისა შესახებ", და რომელშიც რეგლამენტი ჯანმრთელობის სრულად აისახა "სამუშაო სივრცეში დაცვასთან 2009 წლის სამუშაო დაკავშირებული 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/104/EC დირექტივის მოთხოვნები „სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე (მეორე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში - 89/655/EEC დირექტივის კოდიფიკაცია, რომელიც შესწორდა 95/63/EC და 2001/45/EC დირექტივებით)“. 103 ასევე, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში განახლდა უკვე შემუშავებული ორი ტექნიკური რეგლამენტის პროექტი ქვემოთ მოცემული 3 დირექტივის შესაბამისად: - 1992 წლის 24 ივნისის საბჭოს 92/57/EEC დირექტივა დროებით ან მოძრავ სამშენებლო უბნებზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების იმპლემენტაციის შესახებ (მერვე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში): - 1992 წლის 3 ნოემბრის საბჭოს დირექტივა 92/91/EEC ბურღვის მეშვეობით მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფისთვის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე (მეთერთმეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე16(1) მუხლის კონტექსტში): - 1992 წლის 3 დეკემბრის საბჭოს დირექტივა 92/104/EEC ზედაპირზე და მიწის ქვეშ მინერალების მოპოვების ინდუსტრიებში მუშაკთა უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის სრულყოფისთვის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე (მეთორმეტე ინდივიდუალური დირექტივა 89/391/EEC დირექტივის მე-16(1) მუხლის კონტექსტში). აქტივობა 14.1.2 სსიპ "აღსრულების ეროვნულ ბიუროში" შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება. შრომის უსაფრთხოების უზრუნველმყოფი რეაგირებითი და პრევენციული მექანიზმების გაუმჯობესება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო სსიპ ,,აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის პროექტი მომზადებულია და მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები აღნიშნული დოკუმენტის დასამტკიცებლად. ამოცანა 14.2 შრომითი მედიაციის სისტემის გაძლიერება; სოციალური დიალოგის ეფექტიანი და განგრძობადი განვითარება ცენტრალურ და ადგილობრივ დონეზე; აქტივობა 14.2.1 კოლექტიური შრომითი დავების მედიატორთა გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2025 წლის 5 აგვისტოს, გაიმართა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) ექსპერტების მიერ მომზადებული „საქართველოს შრომითი დავების მედიაციის სისტემის შეფასება“ - კვლევის შედეგების პრეზენტაცია, რომელსაც ესწრებოდნენ სოციალურ პარტნიორები და კოლექტიური შრომითი დავების მედიატორები. კვლევა მოიცავდა რეკომენდაციებს კოლექტიური შრომითი დავების მედიატორთა განგრძობადი სწავლების (ტრენინგების) თაობაზე. შეხვედრის დროს გაიმართა დისკუსია კვლევის შედეგებთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ის მიმართულებები, რომლებიც ხელს შეუწყობს მომავალში 104 ტრენინგების თემატიკის განსაზღვრას და დაეხმარება კოლექტიური შრომითი დავების მედიატორების კვალიფიკაციისა და უნარების ამაღლებას. აქტივობა 14.2.2 ცენტრალურ და რეგიონულ დონეზე მოქმედი სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის მიერ შრომასა და მის თანმდევ ურთიერთობებში არსებული და რეგიონის წინაშე დასმული საკითხების განხილვის მიზნით კომისიის სხდომის და სამუშაო ჯგუფის შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2025 წლის 19 მარტს, გაიმართა სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა. სხდომაზე სოციალურმა პარტნიორებმა განიხილეს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედი სამთო-მომპოვებელ კომპანიებში არსებული მდგომარეობა და ამავე კომპანიების დასაქმებულთა მასობრივ დათხოვნასთან დაკავშირებული საკითხები. კომისიის წევრებმა მოიწონეს სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმით წარმოდგენილი საკითხები. აქტივობა 14.2.3 სხვადასხვა დარგის სპეციალისტისთვის მედიაციის შესახებ ყოველწლიური კონფერენციების და ფორუმების უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: წევრობაზე დაფუძნებული სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაცია საქართველოს მედიატორთა ასოციაციისა და ამერიკის შეერთებული შტატების სავაჭრო დეპარტამენტის კომერციული სამართლის განვითარების პროგრამის (CLDP) ორგანიზებით გაიმართა პირველი ყოველწლიური საზაფხულო სკოლა მედიაციაში ქართველი ადვოკატებისთვის, სადაც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციაში ახალგაწევრიანებულმა ადვოკატებმა, ვისაც ამ ეტაპამდე არ ჰქონია სამედიაციო პროცესის გამოცდილება. ასევე, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო კონფერენციაში „ინდივიდუალური შრომითი დავების ალტერნატიული გადაწყვეტა – საერთაშორისო და ქართული პერსპექტივა“, რომელიც გაიმართა საქართველოს ბიზნეს ასოციაციისა და DANSK Industri-ის ერთობლივი პროექტის ფარგლებში. 2025 წელს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიიღო საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ რიგით მე-6 ქართულ-სომხურ სამართლებრივ ფორუმში. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის დავის ადრეული და ეფექტური გადაწყვეტის მედიაციის ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ყოველწლიური პრაქტიკულ სამეცნიერო სიმპოზიუმი მედიაციაში. საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ მონაწილეობა მიიღო სამართლის ფორუმში, რომელიც გაიმართა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციისა და ინგლისისა და უელსის სამართლის საზოგადოების თანამშრომლობით. ფორუმზე ხაზი გაესვა ადვოკატის როლს მედიაციის პროცესში, მედიაციის მნიშვნელობას ადვოკატთა პროფესიულ საქმიანობაში და მის გავლენას კომერციული დავების ეფექტიან და კონსტრუქციულ მოგვარებაზე 105 აქტივობა 14.2.4 სხვადასხვა მნიშვნელოვანი აქტივობების განხორციელება, რომელიც უზრუნველყოფს მედიაციის როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დარგის პოპულარიზაციას პასუხისმგებელი უწყება: წევრობაზე დაფუძნებული სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაცია 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ცნობიერების ამაღლების მიზნით, განახორციელა სხვადასხვა სახის ღონისძიება სტუდენტებში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებში, სკოლის მოსწავლეებში და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. პროფესიული განგრძობადი განათლების ფარგლებში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ წევრებისთვის წლის განმავლობაში ჩაატარა რვა შეხვედრა პროფესიული გამოცდილების გაზიარების მიზნით. 2025 წლის განმავლობაში, საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განახორციელა 15 (თხუთმეტი) შეხვედრა ადვოკატებთან, თემით: ადვოკატის როლი მედიაციის პროცესში. აქტივობა 14.2.5 სხვადასხვა ორგანიზაციაში თანამშრომლებისთვის მედიაციის შესახებ ტრენინგების ჩატარება და ინფორმირებულობა, რომელიც ხელს შეუწყობს შრომითი კატეგორიის დავის არსებობის შემთხვევაში პრობლემის გადასაჭრელად მედიაციის გამოყენებას. ეს კი ხელს შეუწყობს სასამართლო სისტემის განტვირთვას პასუხისმგებელი უწყება: წევრობაზე დაფუძნებული სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაცია 2025 წლის განმავლობაში საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ ცნობიერების ამაღლების მიზნით, განახორციელა სხვადასხვა სახის ღონისძიება სტუდენტებში, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებში, სკოლის მოსწავლეებში და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან. ამოცანა 14.3 შრომის კანონმდებლობის ეფექტიანი განხორციელებისთვის შესაფერისი პირობების შექმნა და შრომის ინსპექციის სამსახურის გაძლიერება. აქტივობა 14.3.1 შრომის უსაფრთხოების მიმართულებით საქმეების შესწავლა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 106 ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 2025 წლის საანგარიშო პერიოდში, განხორციელდა 4312 ინსპექტირება, რაც 1111 ერთეულით მეტია 2024 წლის საანგარიშო პერიოდთან მიმართებით. ჩატარებული ზედამხედველობის ფარგლებში, პირველადი ინსპექტირებების შედეგად შემოწმდა დარღვევების 2045 შესაბამისად, ობიექტი. განხორციელებული სამსახურის მიერ გაცემულ ინსპექტირებების იქნა 24 შედეგად 690 მითითება გამოვლენილი და შედგა 2384 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აქტივობა 14.3.2 შრომის უფლებებზე ზედამხედველობის მიმართულებით საქმეების შესწავლა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ შრომის უფლებების მიმართულებით 2025 წლის საანგარიშო პერიოდში განხორციელდა 2799 აქტივობა (პირველადი და შემდგომი ინსპექტირება დარღვევების აღმოფხვრამდე, მონიტორინგი), რაც 594 ერთეულით მეტია 2024 წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით. ჩატარებული ზედამხედველობის ფარგლებში პირველადი ინსპექტირებების შედეგად შემოწმდა 1688 ობიექტი. განხორციელებული ინსპექტირებების შედეგად გამოვლენილი დარღვევების შესაბამისად სამსახურის მიერ გაცემულ იქნა 3 658 მითითება და შედგა 1095 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. აქტივობა 14.3.3 სამუშაო ადგილზე თანასწორობის კუთხით საქმეების შესწავლა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2025 წლის საანგარიშო პერიოდში სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ განხორციელებული ზედამხედველობის შედეგად, სამუშაო ადგილებზე, როგორც წინასახელშეკრულებო, ასევე, მიმდინარე, თუ დასრულებულ შრომით ურთიერთობებში დისკრიმინაციული მოპყრობა ჯამში დადგენილ იქნა 70 ობიექტის/მეწარმე სუბიექტის მიმართ, მათგან დასაქმებული პირის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობა დადგენილ იქნა 5 შემთხვევაში, ხოლო წინასახელშეკრულებო ეტაპზე, კერძოდ, ვაკანსიის გამოქვეყნებისას, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დარღვევა დადგენილ იქნა 65 ობიექტის/სამუშაო ადგილის მიმართ. გარდა ამისა, როგორც მიმდინარე, ასევე დასრულებულ შრომით ურთიერთობებთან მიმართებით, არაჯანსაღი ან/და მტრული სამუშაო გარემოს არსებობა, ასევე, დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციის ამკრძალავი დებულებების პრაქტიკაში აღსრულების გამოწვევები გამოვლინდა 9 ობიექტზე/სამუშაო ადგილზე. აქტივობა 14.3.4 შრომითი ნორმების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო/სამუშაო შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 107 ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, შრომით ნორმებზე ცნობიერების ამაღლების ფარგლებში 2025 წელს ჩატარდა 3824 საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც 35 000-ზე მეტ პირს შეეხო. ამასთან, საანგარიშო პერიოდში, შრომითი ნორმების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფის მიზნით საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ფარგლებში მომზადებული 17 თემატური ბუკლეტი ითარგმნა (ინგლისურ, აზერბაიჯანულ, სომხურ და რუსულ ენებზე) და გავრცელდა საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში. აღნიშნული ბუკლეტები განთავსდა საჯაროდ და ხელმისაწვდომია სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე (lio.moh.gov.ge) გარდა ამისა, სამსახურის მიერ მომზადდა და გავრცელდა შრომით ნორმებთან დაკავშირებული 25 ვიდეორგოლი. ვიდეორგოლები ხელმისაწვდომია სამსახურის მიერ ადმინისტრირებულ სოციალურ ქსელებსა და ვებგვერდზე (lio.moh.gov.ge). აქვე აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში სსიპ-შრომის ინსპექციის სამსახურის საკონსულტაციო ცენტრმა/ცხელმა ხაზმა (15-75) კონსულტაცია გაუწია 14,432 შემოსულ ზარს. აქტივობა 14.3.5 სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტების საშტატო ერთეულის შექმნა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების მექანიზმების გასაძლიერებლად პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო შრომის უსაფრთხოების საკითხებზე სპეციალისტების გადამზადების მიზნით, ტრენინგები/სასწავლო პროგრამები გათვალისწინებულია სამხედრო მოსამსახურეთა ტრანზიციის პროგრამით (შესაბამის სასწავლო დაწესებულებებთან გაფორმებულია თანამშრომლობის მემორანდუმები). 2025 წლის განმავლობაში კავკასიის უნივერსიტეტში შრომის უსაფრთოების სასწავლო კურსი გაიარა 13-მა სამხედრო მოსამსახურემ. 2025 წელს მიმდინარეობდა შრომის უსაფრთხოების სტანდარტის და შესაბამისი რეგულაციების საუკეთესო პრაქტიკისა და გამოცდილების შესწავლა. სსიპ - დავით აღმაშენებლის სახელობის თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში შემუშავდა და აკადემიის აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცდა შრომის უსაფრთხოების სახელმძღვანელო დოკუმენტები: „შრომის უსაფრთხოების პოლიტიკა“ და „შრომის უსაფრთხოების დებულება“. ამასთან, შეიქმნა შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის საშტატო ერთეული. მიზანი 15 - საკუთრების უფლების დაცვა და ხელშეწყობა შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებით. ამოცანა 15.1 საკუთრების უფლების დაცვა კონსტიტუციური და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მათ შორის აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისთვის საკუთრების უფლების შეზღუდვისას. 108 აქტივობა 15.1.1 ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით „სასაქონლო ნიშნების დასაინიციირებლად შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონში მთავრობისთვის შესატან წარდგენა, ცვლილებებზე ევროკავშირის მუშაობა სასაქონლო და ნიშნების რეგულაციებიდან გამომდინარე (მათ შორის, გაფართოვება და გაზრდა იმ საკითხთა წრისა, რომლის განხილვაც შეუძლია სააპელაციო პალატას. მის განსახილველ საკითხთა წრეს ემატება სასაქონლო ნიშნის რეგისტრაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება იმავე საფუძვლებით, რომლითაც, მოქმედი კანონმდებლობით, მხოლოდ სასამართლოში შეიძლებოდა რეგისტრაციის ბათილად ცნობის მოთხოვნა. აღნიშნულიდან გამომდინარე იგეგმება სააპელაციო პალატის რეფორმა და დებულების ცვლილება) პასუხისმგებელი უწყება: სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“; საქართველოს პარლამენტი აქტივობა შესრულდა 2024 წელს. საქართველოში სასაქონლო ნიშნების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაუმჯობესების, დახვეწის, ეფექტიანობისა და ერთგვაროვნების უზრუნველსაყოფად, ასევე, სასაქონლო ნიშნების დაცვის სფეროში მოქმედი ქართული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან, კერძოდ, ევროპარლამენტისა და საბჭოს 2015 წლის 16 დეკემბრის 2015/2436 სასაქონლო ნიშნების დირექტივასა და ევროპარლამენტისა და საბჭოს 2017 წლის 14 ივნისის 2017/1001 ევროკავშირის სასაქონლო ნიშნების რეგულაციასთან ჰარმონიზების მიზნით, შემუშავდა „სასაქონლო ნიშნების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებათა პროექტი, რომელიც ინიციირებისთვის წარედგინა საქართველოს მთავრობას. აღნიშნული კანონი საქართველოს პარლამენტმა მიიღო 2024 წლის 21 თებერვალს. აქტივობა 15.1.2 ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აღსრულებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო მექანიზმების განახლება, კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა და დასაინიციირებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა პასუხისმგებელი უწყება: სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“; საქართველოს პარლამენტი ინტელექტუალური საკუთრების შესახებ ევროკავშირისა და საქართველოს ერთობლივი პროექტის (EUGIPP) ფარგლებში მომზადდა იმ საკანონმდებლო პაკეტის პირველადი ვერსია, რომელიც განაახლებს ინტელექტუალური საკუთრების დაცვის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო მექანიზმებს. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის შემდგომ დახვეწაზე, რის საფუძველზეც განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოიყვანა შემდეგ საერთაშორისო შეთანხმებებთან და რეგულაციებთან:  შეთანხმება ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ვაჭრობასთან დაკავშირებული ასპექტების შესახებ (TRIPS);  ევროპარლამენტისა და საბჭოს 2024/48/EC (IPRED) დირექტივა;  ევროპარლამენტისა და საბჭოს 608/2023 რეგულაცია;  ევროპარლამენტისა და საბჭოს 2017/1001 რეგულაცია; 109  ევროკავშირის საბაჟო კოდექსი (UCC). აქტივობა 15.1.3 სასყიდლიანი ხელშეკრულებების, მათ შორის, იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულებების რეგისტრაციით და აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გამარტივებული წარმოების ფარგლებში აღსრულების ქვემდებარე აქტის გამოცემით შელახული საკუთრების უფლების აღდგენის ეფექტიანი მექანიზმის შექმნა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ მომზადდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც გულისხმობს სასყიდლიანი ხელშეკრულების, მათ შორის, იჯარისა და ქირავნობის ხელშეკრულების რეგისტრაციას საჯარო რეესტრში და შეუსრულებელი ფულადი ვალდებულების არსებობისას ბიუროს მიერ აღსრულების ქვემდებარე აქტის გამოცემის შესაძლებლობას. ამოცანა 15.2 მიწის საკუთრების რეგისტრაციის სისტემის ხარისხისა და ხელმისაწვდომობის შემდგომი გაუმჯობესება. აქტივობა 15.2.1 1986-2005 წლების საკომლო წიგნების დამუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"საქართველოს ეროვნული არქივი" სსიპ „საქართველოს ეროვნულმა არქივმა“ 2022 წელს დაიწყო 1986-2005 წლების საკომლო წიგნების დამუშავება. აღნიშნული პროცესი დასრულდა 2025 წელს. აქტივობა 15.2.2 1992-2007 წლების მიწის ფლობის შესახებ არსებული დოკუმენტების (მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, მიწის განაწილების სიები) დამუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივი" სსიპ „საქართველოს ეროვნულმა არქივმა“ 1992-2007 წლების მიწის ფლობის შესახებ არსებული დოკუმენტების (მიწის მიღება-ჩაბარების აქტები, მიწის გადასახადის გადამხდელთა სიები, მიწის განაწილების სიები) დოკუმენტების დამუშავება დაიწყო 2022 წელს და დაასრულა 2025 წელს. აქტივობა 15.2.3 1992-2007 წლების აღმასკომის გადაწყვეტილებების დამუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს ეროვნული არქივი" 110 2025 წელს დასრულდა 1992-2007 წლების აღმასკომის გადაწყვეტილებების დამუშავება, რომლებიც გამოიყენებოდა სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მიმდინარე მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში. აღმასკომის გადაწყვეტილებების სრული დამუშავება გრძელდება მთლიანი ბაზის სრულყოფისთვის. აქტივობა 15.2.4 მიწის სისტემური რეგისტრაციის დასრულება პასუხისმგებელი უწყება: სააგენტო" საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული საქართველოში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტი, რომელსაც სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ ახორციელებს, 2022 წლის 1-ელ იანვარს დაიწყო და განცხადებების მიღება დასრულდა 2025 წლის 31 დეკემბერს. 2025 წლის მდგომარეობით, პროექტის დაწყებიდან აიზომა 2 121 055 მიწის ნაკვეთი (1 110 218 ჰა), ხოლო საკუთრების უფლება დარეგისტრირდა 1 494 678 მიწის ნაკვეთზე (950 836 ჰა). დღეის მდგომარეობით, ქვეყნის საკადასტრო დაფარულობა 95%-ზე მეტია. საანგარიშო პერიოდში (01.01.2025-31.12.2025 წწ.) მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში აიზომა 453 648 მიწის ნაკვეთი (131 169 ჰა). საანგარიშო პერიოდში რეგისტრირებულია 397 585 მიწის ნაკვეთი და გრძელდება აზომილი მიწის ნაკვეთების რეგისტრაციის პროცესი. „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში 2025 წლის 17 დეკემბერს განხორციელებული (N1327) ცვლილებების შესაბამისად, 2025 წლის 31 დეკემბრამდე წარმოდგენილი ყველა განცხადებისა და მიმდინარე წარმოების განხილვა დასრულდება ცვლილების ამოქმედებამდე არსებული სისტემური რეგისტრაციის წესებით. აქტივობა 15.2.5 მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირებული უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების ხარისხის კონტროლის საქმიანობების დასრულება პასუხისმგებელი უწყება: სააგენტო" მიწის სისტემური საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სიპ "საჯარო რეესტრის ეროვნული რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, გეგმა-გრაფიკის მიხედვით იგეგმებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების, დაახლოებით, 30% ცვლილება. ხარისხის კონტროლის შედეგად სამუშაო პროცესში გამოვლინდა, რომ ცვლილებას საჭიროებდა 65%-ზე მეტი რეგისტრირებული მონაცემი, რაც გასწორებულია სრულად. 111 ხარისხის მონიტორინგის მიზნით მიმდინარეობდა მიწის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში მიღებული სარეგისტრაციო გადაწყვეტილებების შესაბამისობის გადამოწმება მოქმედ კანონმდებლობასა და შიდა სახელმძღვანელოებთან. ამოცანა 15.3 ინტელექტუალური საკუთრების უფლების დაცვის მექანიზმების შემდგომი გაუმჯობესება. აქტივობა 15.3.1 ევროკავშირის სტანდართებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა და დასაინიცირებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა პასუხისმგებელი უწყება: სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“; საქართველოს პარლამენტი 2025 წლის 11 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო (N 1029) „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი, რომლის მეშვეობითაც „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში აისახა რეკომენდაციები და მოხდა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება 1998 წლის 13 ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 98/71/EC დირექტივასთან დიზაინის სამართლებრივი დაცვის შესახებ და 2001 წლის 12 დეკემბრის საბჭოს (EC) No 6/2002 რეგულაციასთან „გაერთიანების დიზაინების შესახებ“. ცვლილებები უმთავრესად შეეხო ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა დიზაინის ბათილად ცნობის საფუძვლები, დიზაინის ბათილად ცნობის თანმდევი შედეგები და ის ახალი ბერკეტები, რომლებიც დაინტერესებულ პირს აძლევს უფლების დაცვის მეტ გარანტიას. შეიქმნა დიზაინზე ხელახალი ექსპერტიზის ჩატარების პრაქტიკა. დაინერგა ახალი სერვისი, კერძოდ, წინასწარი ძიების მომსახურება. აღნიშნული სერვისი საშუალებას მისცემს დაინტერესებულ პირებს მიმართონ საქპატენტს და მოითხოვონ ინფორმაცია იმის თაობაზე არის თუ არა კონკრეტული დიზაინის იდენტური დიზაინი დაცული საქართველოში. 2025 წლის 11 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „დიზაინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი თანმდევი კანონები (№07-2/54; 04.06.2025). ცვლილებების შედეგად გაუმჯობესდა დიზაინის ექსპერტიზა და სამართლებრივი დაცვა. ამასთან, დაინერგა დიზაინის ხელახალი ექსპერტიზა, რაც დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს დიზაინის ბათილად ცნობის დავები განხილულ იქნეს უფრო სწრაფად. აღნიშნული კი, თავის მხრივ მხარეებს ააცილებს ხანგრძლივ სასამართლო დავებს და ხელს შეუწყობს დიზაინის დაცვის სისტემის შემდგომ გაუმჯობესებას. გარდა ამისა, სხვა მნიშნელოვან ცვლილებებთან ერთად, კანონით გათვალისწინებულია ახალი სერვისის წინასწარი ძიების დანერგვა. იგი ნებისმიერ დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლებს მიმართოს სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ „საქპატენტს“ და მოითხოვოს ინფორმაცია იმის თაობაზე, არის თუ არა კონკრეტული დიზაინის იდენტური დიზაინი დაცული საქართველოში, საქპატენტში რეგისტაციის ან საერთაშორისო რეგისტრაციის მოქმედების 112 გავრცელების გზით. საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღებით, დიზაინის დაცვის სფეროში მოქმედი ქართული კანონმდებლობა დაიხვეწა და მოხდა ევროკავშირის სტანდარტებთან სრული დაახლოება. აქტივობა 15.3.2 ევროკავშირის სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან დაახლოების მიზნით „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებზე მუშაობა და დასაინიცირებლად საქართველოს მთავრობისთვის წარდგენა (შესატანი ცვლილების პროექტი ეხება შუალედური მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს) პასუხისმგებელი უწყება: სსიპ ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - „საქპატენტი“; საქართველოს პარლამენტი 2025 წლის 09 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო (N 1137) „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონი, რომლის მეშვეობითაც კანონში აისახა რეკომენდაციები და მოხდა საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზება 2019/790/EU საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ ერთიან ციფრულ ბაზარზე დირექტივასთან იმ ნაწილში, რომელიც შეეხება შუალედური მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრას საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევი ქმედებებისათვის და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლებს. კანონპროექტის მომზადებისას, ასევე, გამოყენებულ იქნა ევროპარლამენტისა და საბჭოს 2000/31/EC დირექტივა (ელექტრონული კომერციის დირექტივა). საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, ახალი მექანიზმი საავტორო უფლებისა თუ მომიჯნავე უფლების მფლობელებს და მონაცემთა ბაზის დამამზადებლებს აძლევს შესაძლებლობას, შუალედური მომსახურების მიმწოდებლისაგან (ISP), დადგენილი წესით, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მოითხოვოს იმ კონტრაფაქციულ ასლებზე წვდომის შეზღუდვა და სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მათი შემდგომი წაშლა, რომელიც არღვევს მის საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებას. კანონით ასევე დადგინდა შუალედური მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლები. აღნიშნული ცვლილებები მნიშვნელოვნად გაზრდის საავტორო უფლებების დაცვის დონეს ქვეყანაში და უფლების მფლობელებს უკვე ექნებათ მექანიზმი სწრაფად და ეფექტურად დაიცვან საკუთარი უფლებები ინტერნეტში. 2025 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო საქართველოს კანონი „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/53; 04.06.2025). წარმოდგენილი ცვლილებები ეხება, „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ზ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შუალედური მომსახურების (ჰოსტინგის) მიმწოდებლის პასუხისმგებლობის საკითხის განსაზღვრას საავტორო, მომიჯნავე ან მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების დამრღვევი ქმედებებისათვის და მისი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლებს. კანონით, „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლს დაემატა მე-9 და მე-10 პუნქტები, რომლებითაც საავტორო უფლების მფლობელს, მომიჯნავე უფლების მფლობელს ან მონაცემთა ბაზის დამამზადებელს შესაძლებლობა მიეცა შუალედური მომსახურების მიმწოდებლისაგან, წერილობითი შეტყობინების საფუძველზე, მოითხოვოს იმ კონტრაფაქციული ასლების დაუყოვნებლივი წაშლა ან მათზე წვდომის შეზღუდვა, რომლებიც არღვევს მის საავტორო ან/და მომიჯნავე უფლებას, ან უფლებას მონაცემთა ბაზაზე. საკანონმდებლო ცვლილებებით, ზემოაღნიშნულ კანონს ასევე დაემატა 601 მუხლი, რომელშიც გაწერილია შუალედური მომსახურების 113 მიმწოდებლის ვალდებულებები და პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძვლები. აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს საავტორო, მომიჯნავე და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლებების სათანადო დონეზე დაცვას. ამასთანავე, ამ პირებს, მათი უფლებების დარღვევის შემთხვევაში, დროის მოკლე პერიოდში ექნებათ რეაგირებისა და პრევენციის ეფექტიანი საშუალება. გარდა ამისა, ზემოხსენებული ცვლილებები „უფლების სავარაუდო დამრღვევს“ აძლევს მისი უფლების რეალიზების შესაძლებლობასაც. მიზანი 16 - ჯანსაღ გარემოზე ადამიანის უფლების დაცვისა და უზრუნველყოფის სისტემის გაუმჯობესება. ამოცანა 16.1 საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შორის საერთაშორისო გარემოსდაცვითი ნორმებისა და სტანდარტების დანერგვა აქტივობა 16.1.1 მომწესრიგებელ სამართლებრივ აქტებში ნაკლოვანებების იდენტიფიცირება/მოწესრიგება, ამ სფეროებში გარემოს დაცვის მექანიზმების, ადამიანის უფლებების მიდგომების გაუმჯობესება/დანერგვა. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2025 წლის 26 ივნისის №786 საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ და 2025 წლის 26 ივნისის №787 საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ შემუშავდა „2011 წლის 13 დეკემბრის 2011/92/EU დირექტივა გარკვეული სახელმწიფო და კერძო პროექტების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“; „2001 წლის 27 ივნისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2001/42/EC დირექტივა გარკვეული გეგმებისა და პროგრამების გარემოზე ზემოქმედების შეფასების შესახებ“ და „2003 წლის 26 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2003/35/EC დირექტივა, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების მონაწილეობას გარემოს დაცვასთან დაკავშირებული კონკრეტული გეგმებისა და პროგრამების შემუშავებაში“-ის მიხედვით. აქტების ჩამონათვალი, რომლებზეც მუშაობა დაიწყო 2025 წელს: - „სააუზო მართვის გეგმების შემუშავების, განხილვისა და დამტკიცების პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტის შესაბამისობის დადგენა „ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2000 წლის 23 ოქტომბრის დირექტივასთან 2000/60/EC რომელიც ადგენს საზოგადოების მოქმედების ჩარჩოს წყლის პოლიტიკის სფეროში”-ის მიხედვით; აქტების ჩამონათვალი, რომლებზეც მუშაობა გაგრძელდა 2025 წელს: „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი - კანონის პროექტი წარდგენილია საქართველოს პარლამენტში, მიმდინარეობს საკომიტეტო მოსმენები - შემუშავდა „2003 წლის 13 ოქტომბრის დირექტივა 2003/87/EC სათბურის გაზების ემისიის ვაჭრობის სისტემის ჩამოყალიბების თაობაზე ევროკავშირის ფარგლებში და საბჭოს დირექტივა 96/61/EC-ში ცვლილების თაობაზე“-ის მიხედვით; 114 - „სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონიტორინგისა და ანგარიშგების წესი“ -მუშავდება პირველადი პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საფუძველზე; - „სათბურის ეფექტის გამომწვევი გაზების გაფრქვევის მონაცემთა დამოწმების წესი“ - შემუშავდა პირველადი პროექტი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის საფუძველზე. აქტივობა 16.1.2 ქიმიური ნივთიერებების და ნარევების შესახებ“ კანონის პროექტის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობს სამინისტრო/ ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის დეპარტამენტი შემუშავებულია „ქიმიური ნივთიერებების და ნარევების შესახებ“ კანონპროექტი „ქიმიური ნივთიერებების და ნარევების კლასიფიკაციის, ეტიკეტირებისა და შეფუთვის შესახებ“ (CLP) N 1272/2008 და „ქიმიურინივთიერებების რეგისტრაციის, შეფასების, ავტორიზაციისა და შეზღუდვების შესახებ“ (REACH) N 1907/2006 ევროკავშირის რეგულაციების მოთხოვნების შესაბამისად. ამოცანა 16.2 გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ფართო საზოგადოების დროულად წვდომის უზრუნველყოფა; გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცესის საჯაროობის და გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული პირების მონაწილეობის მექანიზმების გაუმჯობესება; აქტივობა 16.2.1 საჯარო განხილვების ორგანიზება, გამართვა, მონიტორინგი და განხილვების შესახებ ცენტრის საკომუნიკაციო არხებით ინფორმაციის გავრცელება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს კანონის - „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის“ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ ბრძანების“ შესაბამისად, 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა გარემოზე ზემოქმედების შეფასებისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობაზე უზრუნველყო 125 საჯარო განხილვის ორგანიზება/ჩატარება, ხოლო 2025 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტომ უზრუნველყო 91 საჯარო განხილვის ორგანიზება/ჩატარება. 2025 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით სტრატეგიული დოკუმენტის მომზადებისთვის პასუხიმგებელმა დამგეგმავმა ორგანოებმა 115 უზრუნველყვეს 12 სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვის ორგანიზება/ჩატარება. 2025 წლის 1 იანვრიდან 31 ივლისის ჩათვლით სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრმა დაგეგმილი საქმიანობების/სტრატეგიული დოკუმენტების და საჯარო განხილვების შესახებ (43 გზშ-ის განცხადება; 57 სკოპინგის განცხადება; 9 სგშ-ის განცხადება) ინფორმაციის გამოქვეყნება უზრუნველყო გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე (ei.gov.ge), ცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე (eiec.gov.ge), სოციალური მედიის გვერდზე და ცენტრის 7 000-ამდე გამოწერისთვის გაგზავნა, ასევე შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე; ამასთანავე, ცენტრმა დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება უზრუნველყო გაზეთ „რეზონანსში” და საქმიანობის განხორციელების სიახლოვეს, ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილებზე; 2025 წლის 1 აგვისტოდან 31 დეკემბრის ჩათვლით სააგენტომ დაგეგმილი საქმიანობების/ სტრატეგიული დოკუმენტების და საჯარო განხილვების შესახებ (32 გზშ-ის განცხადება; 17 სკოპინგის განცხადება; 4 სგშ-ის განცხადება) ინფორმაციის გამოქვეყნება უზრუნველყო გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე (ei.gov.ge), სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (nea.gov.ge) და სააგენტოს სოციალური მედიის გვერდზე, შესაბამისი მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე; სააგენტომ დაგეგმილი საჯარო განხილვების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება ასევე უზრუნველყო გაზეთ „რეზონანსში” და საქმიანობის განხორციელების სიახლოვეს, ინფორმაციის გავრცელების დამკვიდრებულ ადგილებზე. აქტივობა 16.2.2 სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების მიერ სალიცენზიო პირობების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო „წიაღის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის (13 მაისი, 2025) შესაბამისად - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები, რომლებიც სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის ან წიაღით სარგებლობის ლიცენზიის პირობების შესრულების კონტროლს უკავშირდება, გადაეცა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ვებ-გვერდზე https://des.gov.ge/ გამოქვეყნებულია ინფორმაცია სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების შესრულების თაობაზე, 2025 წლის მდგომარეობით:  სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული გეგმიური შემოწმებები - 2025 წელი https://des.gov.ge/Ge/StatisticsofIllegalExtraction?page=2&pageSize=9  სსიპ − მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული არაგეგმიური შემოწმებები - 2025 წელი https://des.gov.ge/Ge/StatisticsofIllegalExtraction?page=2&pageSize=9 116  გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილი სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი კომპანიების მიერ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის პირობების დარღვევის ფაქტები 2025 წელი https://des.gov.ge/Ge/StatisticsofIllegalExtraction?page=1&pageSize=9 აქტივობა 16.2.3 სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების რეესტრის გამოქვეყნება და მუდმივი განახლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო 2025 წლის 13 მაისს მიღებულ იქნა „„წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონი, რომლის თანახმად, სსიპ- მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო გახდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, შესაბამისად, აღნიშნულ აქტივობაზე პასუხისმეგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო. სააგენტოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიების რეესტრი, რომლის განახლებაც ხდება ყოველკვარტალურად. ამოცანა 16.3 სუფთა ჰაერსა და ხარისხიან სასმელ წყალზე წვდომის მუდმივად გაუმჯობესება აქტივობა 16.3.1 ქალაქების 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო/შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მართვაში არსებული შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დაფარვის არეალი, დღეის მდგომარეობით, საქართველოს 48 ქალაქს აერთიანებს. 2025 წელს, პროექტების დასრულების შედეგად, დამატებით სამი ქალაქი უზრუნველყოფილია 24 საათიანი წყალმომარაგებით, შესაბამისად, კომპანიის დაფარვის არეალში მყოფი ქალაქების 65% ანუ 31 ქალაქი სარგებლობს სტანდარტის შესაბამისი უწყვეტი წყალმომარაგებით. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები დარჩენილი ქალაქების 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით უზრუნველსაყოფად. ქალაქებში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შედეგად, 2026 წლის ბოლოსთვის, დამატებით, 14 ქალაქი ისარგებლებს 24 საათიანი წყალმომარაგებით. 117 აქტივობა 16.3.2 გარემოს დაცვის მოქმედებათა მე-4 ეროვნული პროგრამის ატმოსფერული ჰაერის დაცვის მიმართულებით გათვალისიწინებული აქტივობების განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2022-2026 წლებისთვის საქართველოს გარემოს დაცვის მოქმედებათა მეოთხე ეროვნული პროგრამის (NEAP 4) ფარგლებში, 2025 წელს, განხორციელდა შემდეგი აქტივობები: აქტივობა 2.1.2. „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით შემუშავდა საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული 3 სამართლებრივი აქტის („წვის დანადგარების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, "„ტექნიკური რეგლამენტის - საქმიანობების და ობიექტების/დანადგარების შესახებ, რომლებიც იყენებენ ორგანულ გამხსნელებს, დამტკიცების თაობაზე“ და „ნარჩენების ინსინერაციისა და თანაინსინერაციის საწარმოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“) პროექტის სამუშაო ვერსია, რომლის შიდა განხილვა გრძელდება. აქტივობა 2.1.3. საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის (BAT) საფუძველზე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შემუშავება და დასამტკიცებლად წარდგენა - ევროკავშირის პროექტის მხარდაჭერით შემუშავდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები საუკეთესო ხელმისაწვდომი ტექნიკის შესახებ დასკვნების დამტკიცების თაობაზე შემდეგი საქმიანობებისთვის: 1. ცემენტის, კირის და მაგნიუმის ოქსიდის წარმოება; 2. თუჯისა და ფოლადის წარმოება; 3. ინტენსიური მეფრინველეობის და მეღორეობა. მიმდინარეობს დადგენილებების პროექტების შიდა განხილვა. აქტივობა 7.1.1. ზონებისა და აგლომერაციებისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმების შემუშავება და დამტკიცება - სახელმწიფო უწყებებთან და შესაბამის მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით შემუშავდა შავი ზღვის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის 2025-2027 წლების გეგმის პროექტი. პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა 28 აპრილს, რის შემდეგაც შემუშავდა პროექტის საბოლოო ვერსია. გეგმა დამტკიცდა საქართველოს მთავრობის 2025 წლის 27 აგვისტოს N1438 განკარგულებით. ევროკავშირის პროექტის „ჰაერის ხარისხის ინსტრუმენტებისა და ავტომობილების ემისიის სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის უკეთესი დაცულობისთვის” ფარგლებში, დაიწყო დასავლეთის ზონაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის დაბინძურების შესახებ საბაზისო კვლევა. შეგროვდა და პროექტის ექსპერტებს გაეგზავნათ მონაცემები ზონაში ჰაერში გაფრქვევების ინვენტარიზაციის შემუშავებისა და ჰაერის დაბინძურების კუთხით არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. ექსპერტების მიერ შემუშავდა აღნიშნული ანგარიშების სამუშაო ვერსია, რომლებიც გადმოგზავნილია სამინისტროში განსახილველად. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 3 ივლისის N2-387 ბრძანებით შეიქმნა დასავლეთის ზონის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფი 118 და დამტკიცდა მისი საქმიანობის წესი. სამუშაო ჯგუფის პირველი სხდომა გაიმართა 2025 წლის 28 ნოემბერს. შემუშავებულია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის სამუშაო ვერსია დასავლეთის ზონისთვის. აქტივობა 7.1.2. „ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების შემუშავება და დამტკიცება - სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან თანამშრომლობით შემუშავდა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2025 წლის 25 ივლისის №2-453 ბრძანებით დამტკიცდა ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და მართვის ზონებისა და აგლომერაციების კლასიფიკაციის შესახებ დოკუმენტი. აქტივობა 7.1.3. - აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების შესამცირებლად ბენზინის შესანახი და ჩასატვირთი მოწყობილობებისთვის ტექნიკური მოთხოვნების შემუშავება და დამტკიცება - შემუშავებულია „ავტოგასამართი სადგურებისა და ავტოგასამართი კომპლექსების უსაფრთხოების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №60 დადგენილებასა და „ნავთობის ბაზების უსაფრთხო ექსპლუატაციის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტები. დაგეგმილია ცვლილებების საბოლოო ვერსიის შემუშავება სახელმწიფო უწყებებთან და საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან თანამშრომლობით. აქტივობა 7.1.4. საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის ზღვრული მნიშვნელობების დადგენა და აღნიშნული პროდუქტების ბაზარზე განთავსების რეგულაციების მომზადება და დამტკიცება - აქტივობა განხორციელდა 2024 წელს. შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი (საქართველოს მთავრობის 2024 წლის 3 აპრილის N127 დადგენილება „ზოგიერთ საღებავში, ლაქსა და ავტოსატრანსპორტო საშუალების გადაღებვის პროდუქციაში აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) შემცველობის, აგრეთვე მათი იმპორტისა და ბაზარზე განთავსების შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე") ძალაში შევიდა 2025 წლის 1 ივლისიდან. აქტივობა 7.1.5 დიზელის ძრავიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტზე შეზღუდვის ეფექტიანი მექანიზმების იდენტიფიცირება - ევროკავშირის პროექტის - „ჰაერის ხარისხის ინსტრუმენტებისა და ავტომობილების ემისიის სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის უკეთესი დაცულობისთვის” ფარგლებში ესპანეთის ფისკალური კვლევების ინსტიტუტის ექსპერტების მიერ ჩატარდა სიტუაციის კვლევა და მომზადდა ანგარიში ავტოპარკის განახლების მხარდასაჭერად ავტომობილების იმპორტის საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებისა და დიზელისძრავიანი ავტომობილების მზარდი იმპორტის თავიდან ასაცილებლად. ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო საშუალებების დაბეგვრის სისტემის ყოვლისმომცველ დიაგნოსტიკურ ანალიზს და მის შესაბამისობას გარემოსდაცვით მიზნებთან, კერძოდ, ეროვნული ავტოპარკის განახლებასა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან. ანგარიშის მიხედვით, საქართველოში არ შეინიშნება დიზელისძრავიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტის მზარდი დინამიკა, ამასთან, ეროვნულ დონეზე უკვე მიღებულმა ზომებმა (ევრო 5/V სტანდარტის შემოღება 2024-2025 წლებში) მნიშნველოვნად შეამცირა მოძველებული დიზელისძრავიანი მსუბუქი ავტომობილების იმპორტის ზრდის საფრთხე, რის გამოც ექსპერტები მეტწილად არ უწევენ რეკომენდაციას რაიმე დამატებით, მიზანმიმართულ ზომებს ამ კუთხით. 119 აქტივობა 7.1.6. „შორ მანძილებზე ჰაერის ტრანსსასაზღვრო დაბინძურების შესახებ“ კონვენციის ოქმების რატიფიკაციისა და შესაბამისი ვალდებულებების შესრულების ეროვნული სამოქმედო გეგმის მომზადება გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) დაკვეთით ბალტიისპირული გარემოსდაცვითი საკონსულტაციო ორგანიზაცია - ELLE-ს მიერ შეფასდა საქართველოს მზაობა გიოტებორგის ოქმის რატიფიცირების კუთხით. ექსპერტების მიერ შემუშავდა შედარებითი ანალიზის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ასევე მომზადდება ოქმის ვალდებულებების შესრულებისა და მისი რატიფიკაციის გზამკვლევი. აქტივობა 7.1.7. ავტოპარკში ელექტრომობილების წილის ზრდის კონცეფციის მომზადება - ევროკავშირის პროექტის - „ჰაერის ხარისხის ინსტრუმენტებისა და ავტომობილების ემისიის სტანდარტების გაუმჯობესება საქართველოს მოქალაქეების ჯანმრთელობის უკეთესი დაცულობისთვის” ფარგლებში, ესპანეთის ფისკალური კვლევების ინსტიტუტის ექსპერტების მიერ, ჩატარდა სიტუაციის კვლევა და მომზადდა ანგარიში ავტოპარკის განახლების მხარდასაჭერად - ავტომობილების იმპორტის საგადასახადო სისტემის გაუმჯობესებისა და დიზელისძრავიანი ავტომობილების მზარდი იმპორტის თავიდან ასაცილებლად. ანგარიში წარმოადგენს საქართველოს სატრანსპორტო საშუალებების დაბეგვრის სისტემის ყოვლისმომცველ დიაგნოსტიკურ ანალიზს და მის შესაბამისობას გარემოსდაცვით მიზნებთან, კერძოდ, ეროვნული ავტოპარკის განახლებასა და დიზელის ძრავიანი ავტომობილების იმპორტის შეზღუდვასთან. იგი აფასებს არსებული ფისკალური ზომების ეფექტიანობას, ადარებს მათ ევროკავშირის პრაქტიკას და აყალიბებს კონცეპტუალურ რეკომენდაციებს ავტოპარკში ელექტროავტომობილების, დატენვადი ჰიბრიდებისა და ჰიბრიდული ავტომობილების წილის ზრდისთვის. გარდა ამისა, საერთაშორისო ენერგეტიკულმა სააგენტომ (IEA) ევროკავშირის EU4Energy პროგრამის ფარგლებში მოამზადა საქართველოს მდგრადი ტრანსპორტის განვითარების საგზაო რუკის პროექტი. საგზაო რუკა შედგება 2 ნაწილისგან. პირველი, მიმოხილვითი ნაწილი მოიცავს ფართო და მრავალმხრივ ინფორმაციას საქართველოში ტრანსპორტის სხვადასხვა სახეობის და მათ მიერ მობილობაში შეტანილი წვლილის შესახებ. ანგარიშის მეორე ნაწილი წარმოადგენს თავად საგზაო რუკას, სადაც განიხილება სხვადასხვა ქვე-სექტორში კონკრეტული რეკომენდაციები პოლიტიკის ღონისძიებების შესახებ. აღნიშნული ნაწილი მოიცავს რეკომენდირებულ მოკლე, საშუალო და გრძელვადიან აქტივობებს ავტოპარკში ელექტრომობილების წილის ზრდისათვის. ამოცანა 16.4 ნარჩენების მართვა ადამიანის ცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად აქტივობა 16.4.1 ნარჩენების მართვის სფეროში კანონმდებლობის სრული ჰარმონიზება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეუნეობის სამინისტრო ნარჩენების მართვის კოდექსში შეტანილ იქნა ცვლილებები (2025 წლის 26 ნოემბრის კანონი №1121-IVმს-XIმპ „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“), რომლითაც განისაზღვრა განსაკუთრებულ 120 შემთხვევაში, საქართველოს მთავრობის მიერ გარკვეული პროდუქტის ბაზარზე განთავსების ან/და ამ პროდუქტით ვაჭრობის შეზღუდვა ან აკრძალვა. აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობით, დასრულდა პროექტი „საქართველოში საკანალიზაციო შლამის მდგრადი მართვისა და ხელახალი გამოყენების სტრატეგიის მომზადებისთვის“. პროექტის ფარგლებში განხორციელდა ურბანული ჩამდინარე წყლების დამუშავების გვერდითი პროდუქტის სახით წარმოქმნილი შლამის მართვის არსებული მდგომარეობის ანალიზი და შეფასება, რის საფუძველზეც შემუშავდა რეკომენდაციები, რომელიც განისაზღვრა მოკლევადიან (0-3 წელი), საშუალოვადიან (3-10 წელი) და გრძელვადიან პერსპექტივაში (>10 წელზე) და მოიცავს: კანონმდებლობისა და მარეგულირებელი ჩარჩოს შემუშავებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას, შესაძლებლობების გაძლიერებასა და განათლებას, ინსტიტუციური კოორდინაციის უზრუნველყოფას და დაინტერესებული მხარეების ჩართულობას, ოპერაციული და ტექნიკური მართვის საკითხებს, მონიტორინგისა და მონაცემთა მიკვლევადობის უზრუნველყოფას, ეკოლოგიური და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მექანიზმებსა და ეკონომიკური და სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებს. ასევე, ჩატარდა სწავლება დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით. ამოცანა 16.5 გარემოსდაცვით სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად აქტივობა 16.5.1 გარემოსდაცვით სფეროში მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის დარღვევების შესახებ ინფორმაციის მოგროვება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2025 წელს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, გარემოსდაცვითი მიმართულებით საჯარო ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით შემოვიდა 99 განცხადება. სამინისტროში შემოსული 99 განცხადებიდან: 66 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო ფიზიკური პირი; 1 შემთხვევაში სახელმწიფო უწყება; 32 შემთხვევაში დაინტერესებული პირი იყო იურიდიული პირი, მათ შორის: 10 შემთხვევაში, განმცხადებელი იყო სამეწარმეო იურიდიული პირი; 8 შემთხვევაში-არასამეწარმეო იურიდიული პირი; 14 შემთხვევაში-სხვადასხვა მედია საშუალება. 121 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემოსული 99 განცხადებიდან: 43 სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში სრულად დაკმაყოფილდა განცხადება; 2 ნაწილობრივ დაკმაყოფილდა განცხადება. მათგან: 1 შემთხვევაში-მოთხოვნის ნაწილი არ განეკუთვნებოდა სამინსიტროს კომპეტენციას; მე-2 შემთხვევაშიმოთხოვნის ნაწილი იყო ბუნდოვანი, რის შესახებაც ეცნობა განმცხახდებელს. არ დაკმაყოფილდა განცხადება 2 შემთხვევაში; 51 განცხადება, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-80 მუხლის საფუძველზე, განსახილველად გადაეგზავნა შესაბამის სახელმწიფო უწყებას. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია ეცნობა განმცხადებელს. აქტივობა 16.5.2 გარემოსდაცვითი დანაშაულების შესახებ მოსამართლეებისა და სასამართლოს ანალიტიკური რგოლების ცნობიერების ამაღლება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა ცნობიერების ამაღლებაზე ორიენტირებული ღონისძიების ჩატარება დაგეგმილია 2026 წელს. აქტივობა 16.5.3 გარემოსდაცვითი დანაშაულების შესახებ სასამართლო პრაქტიკის ანალიზი პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ მომზადდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის წესის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკის მიმოხილვა, რომელიც მოიცავს საქართველოს სისხლის სამართლის 287-ე-3063-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებთან მიმართებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მიერ 2020-2025 წლებში მიღებულ განჩინებებსა და განაჩენებს. ამოცანა 16.6 გარემოსდაცვით საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება აქტივობა 16.6.1 მასწავლებლების შესაძლებლობების განვითარება პასუხისმგებელი უწყება: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი კონკურსი „მწვანე ჯილდო“ წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ჯილდოს გარემოსდაცვით სფეროში. მისი მიზანია იმ მასწავლებლებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების პრაქტიკოსების გამოვლენა 122 და წახალისება, რომლებიც სასწავლო პროცესში აქტიურად იყენებენ სახელმძღვანელოებს — „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება“ და „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ამასთან, სისტემურად უწყობენ ხელს ბავშვებისა და ახალგაზრდების გარემოსდაცვითი და აგრარული ცნობიერების ამაღლებას. ყოველწლიურად „მწვანე ჯილდოს” ფარგლებში ვლინდება 20 ფინალისტი (10 „სკოლამდელი გარემოსდაცვითი განათლება,“ ხოლო 10 „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“). გარემოსდაცვით საკითხებზე, 2025 წელს გადამზადდა 445 მასწავლებელი. აქტივობა 16.6.2 პროგრამის - „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“- ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საბაზო და საშუალო საფეხურისთვის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის მიზნით, ცენტრი ბოლო ხუთი წელია ახორციელებს დაწყებითი საფეხურის პედაგოგების გადამზადების პროგრამას “გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში”. აღნიშნული ტრენინგ-კურსის ფარგლებში, პედაგოგებს შესაძლებლობა ეძლევათ, სასწავლო პროცესში დააინტეგრირონ მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი და აგრარული საკითხები ასაკის შესაბამისი მეთოდოლოგიით. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, 2025 წელს გადამზადდა 428 პედაგოგი (411 ქალი; 17 კაცი), ხოლო პროგრამის განხორციელების ხუთწლიანი პერიოდის განმავლობაში ჯამურად — 7 438 პედაგოგი მთელი ქვეყნის მასშტაბით (7 173 ქალი; 265 კაცი). მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები და დამხმარე სახელმძღვანელოები სასწავლო პროცესში აღნიშნული საკითხების მეტად ეფექტურად ინტეგრირების მიზნით. საგანმანათლებლო მასალები „გარემოსდაცვითი და აგრარული განათლება სკოლაში“ ცენტრის მიერ დაწყებული გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწმყობის პოლიტიკის გაგრძელებას წარმოადგენს და იგი არის დინამიური შინაარსის დამხმარე რესურსი VII-XII კლასის მასწავლებლებისთვის პროგრამის ტექსტური ნაწილი 2023-2025 წლების განმავლობაში მომზადდა, როგორც გარემოსდაცვითი მიმართულებით (10 სახელმძღვანელო), ისე აგრარული განათლების მიმართულებით (7 სახელმძღვანელო). შემუშავებული სასწავლო მასალა ორივე სფეროსთვის მნიშვნელოვან საკითხებს მოიცავს. გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით: ⦁ I გარემოსდაცვითი გამოწვევები ხმელეთზე; ⦁ II წყლის რესურსების მდგრადი მართვა; ⦁ III მსოფლიო ოკეანე და მასთან დაკავშირებული პრობლემები; ⦁ IV ტრადიციული და ალტერნატიული ენერგეტიკული რესურსები; ⦁ V კლიმატის ცვლილება; ⦁ VI სოფლის მეურნეობის გამოწვევები და მიღწევები; ⦁ VII ქალაქების მდგრადი განვითარება; 123 ⦁ VIII ნარჩენების მართვა; ⦁ IX გზა მდგრადობისკენ. ცირკულარული ეკონომიკა; ⦁ X მდგრადი წარმოება და მოხმარება; აგრარული განათლების მიმართულებით: ⦁ I მცენარეთა დაცვა; ⦁ II მემცენარეობა სკოლებისთვის; ⦁ III ბიომეურნეობა და ბიოფერმის მართვა; ⦁ IV კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობა; ⦁ V აგრონომია; ⦁ VI აკვაკულტურა-მეთევზეობა; ⦁ VII ცხოველთა ჯანმრთელობა და კეთილდღეობა. პროგრამაზე მუშაობის დასრულების შემდეგ (2026 წელს) დაგეგმილია სახელმძღვანელოების დაბეჭვდა და ტრენინგების ჩატარება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საბაზო და საშუალო საფეხურის პედაგოგებისთვის. აქტივობა 16.6.3 პროგრამის - ტყის მდგრადი მართვის მნიშვნელობისა და მისი სოციალურ-ეკონომიკური სარგებლიანობის შესახებ ცნობიერების ასამაღლებელი შეხვედრები მუნიციპალიტეტებში პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი აქტივობა შესრულდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში, 2024 წელს. პროექტის „საქართველოში ტყის სექტორის რეფორმის განხორციელების მხარდაჭერა – ECO.Georgia“ ფარგლებში 2025 წელს განხორციელებული აქტივობები: საგანმანათლებლო პროექტები (სულ – 3): 1. კონკურსი „ტყე — ჩემი სიცოცხლის წყარო“ ჩატარდა საპილოტე რეგიონების სკოლის მოსწავლეებისთვის.    მონაწილეთა რაოდენობა: 85 ფინალში გადავიდა და დაჯილდოვდა: 24 მოსწავლე წარმოდგენილი იყო ტყის სექტორზე ინოვაციური პროექტები. 2. „სატყეო სკოლა“ განხორციელდა ქვეყნის მასშტაბით არსებული სკოლების მოსწავლეებისთვის. 3. ტრენინგკურსისა და სასწავლო მოდულის დანერგვა განხორციელდა სატყეო მიმართულების ექსპერტების მონაწილეობით. შეიქმნა 5 საგანმანათლებლო და საინფორმაციო ბროშურა: 1.ტყის მდგრადი მართვა – ადგილობრივი მოსახლეობის უფლებები 124 2.ადგილობრივი თვითმმართველობის როლი 3.ენერგოეფექტური ღუმელები 4. ტყის მდგრადი მართვა 5.ტაქსატორები მედიაკომპონენტი და ცნობიერების ამაღლება:  შეიქმნა ანიმაციური ვიდეორგოლი ენერგოეფექტურ ღუმელებზე, რომელიც გავრცელდა საპილოტე რეგიონების რეგიონულ მედიაში.  ასევე, რეგიონულ მედიაში გავრცელდა ვიდეორგოლები ტყის მდგრადი მართვის შესახებ. აქტივობა 16.6.4 პროგრამის - ცნობიერების ასამაღლებელი კამპანიის წარმოება კლიმატის ცვლილებით გამოწვეული რისკების მართვის მიმართულებით პასუხისმგებელი უწყება: გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საინფორმაციო შეხვედრები:  ახლადგამოვლენილი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებისთვის პროექტის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ.  პროექტის ფარგლებში განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობების შესახებ მოსწავლეებთან, რესურსცენტრებისა და საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან, სკოლის ადმინისტრაციასთან, მოსახლეობასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან. ტრენინგები:  საბაზისო კურსი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების შესახებ (სპეციფიკური საფრთხეები და ქცევის წესები).  გეოლოგიურ და ჰიდროლოგიურ საფრთხეებზე და საფრთხის რუკების გამოყენებაზე ადგილობრივი თვითმმართველობების, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებისათვის (რეინჯერები, მეტყევეები და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლები).  “კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის მართვასა და საფრთხის რუკების გამოყენებაზე", მწვანე და აგრო სტიპენდიანტებისათვის.  "კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების დროს ქცევის წესებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის გეგმების მნიშვნელობის შესახებ სკოლის დირექტორებისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების წარმომადგენლებისათვის.  კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება VIII-XII კლასის მოსწავლეებისათვის.  შემუშავდა სასწავლო მოდული უმაღლესი სასწავლებლების საბაკალავრო საფეხურისათვის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის მართვისა და შემცირების შესახებ. 125  განახლდა ინტერაქტიული რუკა, სადაც ასახულია პროექტის ფარგლებში მიმდინარე ყველა სიახლე.  გაიმართა მწვანე ბანაკი - ,,კლიმატის ელჩები’’. 50-მა მოსწავლემ, მთელი საქართველოს მასშტაბით, მიიღო კლიმატის ელჩის სტატუსი.  მწვანე სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში 32 მაგისტრატურის წარჩინებულ სტუდენტს გადაეცა 1500 ლარის ოდენობის სტიპენდია. აქტივობა 16.6.5 პროგრამის - სააუზო მართვის საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოების შექმნა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო „წყლის რესურსების მართვის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე 2025 წლის 21 თებერვალს საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება სააუზო მართვის საკონსულტაციოსაკოორდინაციო საბჭოების შექმნისა და საქმიანობის წესის დამტკიცების შესახებ. აღნიშნული დადგენილება ქმნის სამართლებრივ საფუძველს, რათა შემდგომში საქართველოში მდინარეთა სააუზო უბნებში შეიქმნას საკონსულტაციო-საკოორდინაციო საბჭოები. მიზანი 17 - სოციალური კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით, ბიზნესის და ადამიანის უფლებების ჩარჩო სტანდარტების გაძლიერება ამოცანა 17.1 ბიზნესი და ადამიანის უფლებების საერთაშორისო ჩარჩო სტანდარტების დამკვიდრება, მათ შორის კანონმდებლობის ჰარმონიზაციის გზით აქტივობა 17.1.1 მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის სახელმძღვანელოსა და აქსელერაციის პროგრამის შემუშავება ბიზნესი და ადამიანის უფლებების თემაზე და მისი პოპულარიზაცია პასუხისმგებელი უწყება: საქართველოში" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე 2024 წელს, სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" ჩართულობით, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia) მიერ, მომზადდა მცირე და საშუალო ზომის საწარმოებისთვის ESG სახელმძღვანელო, რომელიც მოიცავს სოციალურ (მათ შორის, ბიზნესის და ადამიანის უფლებებს), გარემოსდაცვით და მმართველობით საკითხებს. 126 აქტივობა 17.1.2 სახელმწიფო საწარმოებში, ბიზნესი და ადამიანის უფლებების ჩარჩო სტანდარტების შესახებ ცნობიერების ამაღლება და მათი განხორციელების ხელშეწყობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2024 წლის აპრილში, გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის (UN Global Compact Network Georgia) ორგანიზებით და შვედეთის ფინანსური მხარდაჭერით, გაიმართა შეხვედრა სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საწარმოებში ბიზნესისა და ადამიანის უფლებების პრინციპების დანერგვის ხელშეწყობის შესახებ, რომელსაც ესწრებოდნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სახელმწიფო საწარმოების წარმომადგენლები. შეხვედრაზე განხილული იყო ბიზნესისა და ადამიანის უფლებების პრინციპების მნიშვნელობა და გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო ,,სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების მიერ ადამიანის უფლებების პატივისცემის შესახებ’’. დამატებით, აღნიშნული სახელმძღვანელო გაზიარდა 15 სახელწმიფო საწარმოს წარმომადგენლებთან, მათი ინფორმირებულობის დონის გაზრდის მიზნით. ამოცანა 17.2 დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების (მედიაცია, არბიტრაჟი) მიერ დავის გადაწყვეტის პროცესში „ბიზნესი და ადამიანის უფლებების“ ჩარჩო სტანდარტების გამოყენების დამკვიდრება აქტივობა 17.2.1 დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმის - მედიაციის შესახებ ინფორმაციის მიწოდების და სერვისის პოპულარიზაციის მიზნით, ღონისძიებების ორგანიზება მოქალაქეებისა და ბიზნეს სექტორის მონაწილეობით. პასუხისმგებელი უწყება: წევრობაზე დაფუძნებული სსიპ - საქართველოს მედიატორთა ასოციაცია საქართველოს მედიატორთა ასოციაციამ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან მემორანდუმის ფარგლებში ცნობიერების ამაღლების მიზნით შრომითი კატეგორიების დავებისთვის ღონისძიება განახორციელა. პრიორიტეტი III - თანასწორობის კონსტიტუციური გარანტიების ასახვა სახელმწიფო პოლიტიკაში და მათი დანერგვა პრაქტიკაში და ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით სარგებლობა დისკრიმინაციის გარეშე 127 მიზანი 18. უმცირესობების უფლებების დაცვის გაძლიერება და თანასწორი გარემოს განმტკიცების ხელშეწყობა. ამოცანა 18.1 თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობისა და მისი ეფექტიანი აღსრულების განგრძობადი გაუმჯობესება; აქტივობა 18.1.1 ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიერ მოთხოვნადი სამართლებრივი აქტების თარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური 2024 წელს ძალაში შევიდა პენიტენციური კოდექსი, რომელმაც ჩაანაცვლა პატიმრობის კოდექსი და რომელიც ითარგმნა 2 უცხოურ ენაზე (აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე). პენიტენციური კოდექსი ხელმისაწვდომია აგრეთვე აფხაზურ და ოსურ ენებზე. მოთხოვნის შესაბამისად ითარგმნება (მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების ენებზე) პენიტენციური კოდექსიდან გამომდინარე მიღებული ახალი სამართლებრივი აქტები. 2025 წლის 2 ოქტომბერს, დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის ერთობლივი ბრძანება „პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის განმარტების წესისა და ფორმის, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესის დამტკიცების შესახებ“. პენიტენციური დაწესებულების შესაბამისი მოსამსახურე ბრალდებულს/მსჯავრდებულს აცნობს აღნიშნული წესის შესაბამის დანართს მისთვის გასაგებ ენაზე. ასევე, დროული ინფორმირების უზრუნველსაყოფად საინფორმაციო დანართი ითარგმნა 21 (მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების) ენაზე და ხელმისაწვდომია უცხო ქვეყნის ყველა დაინტერესებული პირისთვის. აქტივობა 18.1.2 მსჯავრდებულთა ჩართვა ფსიქო-სოციალურ ტრენინგიში "სტიგმა-დისკრიმინაცია" პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური 2025 წელს, ცნობიერების ამაღლებაზე მიმართულ საინფორმაციო ტრენინგში „სტიგმა-დისკრიმინაცია“ ჩართული იყო 126 მსჯავრდებული. 128 აქტივობა 18.1.3 სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განსაკუთრებული კატეგორიის პატიმრებთან მოპყრობის შესახებ ცნობიერების ამაღლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური 2025 წლის განმავლობაში, უნივერსალური ტრენინგმოდულის გამოყენებით, რომელიც მოიცავს განსაკუთრებული კატეგორიის პატიმრებთან მოპყრობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, გადამზადდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის 189 თანამშრომელი. ამოცანა 18.2 სახელმწიფო სერვისების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში ეთნიკური უმცირესობებისა და შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირების საჭიროებების გათვალისწინება თანასწორობის უფლების უზრუნველყოფის მიზნით; აქტივობა 18.2.1 სსიპ ,,იუსტიციის სახლში" მოთხოვნად სერვისებზე ვიდეორგოლების მომზადება ეთნიკური უმცირესობებისა და შშმ პირთათვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "იუსტიციის სახლი" 2025 წლის მანძილზე, მიმდინარეობდა 10 საინფორმაციო ვიდეორგოლის ჩვენება, რომელიც მომზადდა 2024 წლის განმავლობაში სსიპ "იუსტიციის სახლის" სერვისებთან დაკავშირებით ხშირად დასმულ კითხვებზე. ვიდეორგოლებს ახლავს სუბტიტრები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ასევე, უზრუნველყოფილია ყრუ და სმენადაქვეითებულთათვის ჟესტური ენის თარგმანი. აქტივობა 18.2.2 სსიპ ,,იუსტიციის სახლის" თანამშრომლებისთვის ჟესტურ ენაში სასწავლო კურსის ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"იუსტიციის სახლი" აქტივობა შესრულების ვადა დასრულდა 2024 წელს. გეგმით გათვალისწინებულ ვადაში, ჟესტური ენის ტრენინგი გაიარა სსიპ „იუსტიციის სახლის“ წინა ხაზის 76-მა თანამშრომელმა. ტრენინგის დასრულების შემდეგ, იუსტიციის სახლის თანამშრომლებს შეუძლიათ, თარჯიმნის გარეშე, დამოუკიდებულად გაუწიონ მომსახურება ყრუ და სმენადაქვეითებულ მომხმარებელს. 129 აქტივობა 18.2.3 ახლადგახსნილი იუსტიციის სახლების მისაწვდომობის უზრუნველყოფა, „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ შესაბამისად პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"იუსტიციის სახლი" 2024 წელს აშენდა და გაიხსნა სამტრედიის იუსტიციის სახლი, ხაშურის იუსტიციის სახლი, შროშის იუსტიციის სახლი და თერჯოლის იუსტიციის სახლი, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს. 2025 წელს აშენდა და გაიხსნა ცაიშის იუსტიციის სახლი, საგარეჯოს იუსტიციის სახლი, ტოლების იუსტიციის სახლი და გლდანის იუსტიციის სახლი. ახლადგახსნილი იუსტიციის სახლების მისაწვდომობა უზრუნველყოფილია „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ შესაბამისად. აქტივობა 18.2.4 1986-2005 წლების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არსებული საკომლო წიგნების დამუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"საქართველოს ეროვნული არქივი" სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივში 1986-2005 წლების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე არსებული საკომლო წიგნების დამუშავება დასრულდა 2024 წლის მე-4 კვარტალში. დამუშავდა 20 სასოფლო საბჭოს 100მდე საკომლო წიგნი. აქტივობა 18.2.5 1992-2007 წლების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაცული მიწის ფლობის შესახებ არსებული დოკუმენტების დამუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"საქართველოს ეროვნული არქივი" სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივში 1992-2007 წლების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე დაცული მიწის ფლობის შესახებ არსებული დოკუმენტების დამუშავება დასრულდა 2024 წლის მე-4 კვარტალში. დამუშავდა 20-მდე სასოფლო საბჭოს დოკუმენტები. აქტივობა 18.2.6 1992-2007 წლების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შესრულებული აღმასკომის გადაწყვეტილებების დამუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"საქართველოს ეროვნული არქივი" 130 სსიპ - საქართველოს ეროვნულ არქივში 1992-2007 წლების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე შესრულებული აღმასკომის გადაწყვეტილებების დამუშავება დასრულდა 2024 წლის მე-4 კვარტალში. აქტივობა 18.2.7 ,,პრევენციული კომუნიკაციის” პროექტის ფარგლებში, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებთან, მათ შორის, სკოლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან და სტუდენტებთან პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება სსიპ „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ წარმოადგენს ყოველწლიურად უწყვეტ პროცესს. 2024 წლის განმავლობაში „პრევენციული კომუნიკაციის პროექტის“ ფარგლებში სსიპ − აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიული ორგანოების − ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროების აღმასრულებლებსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს შორის სააღსრულებო პროცედურებისა და ფინანსურ დავებთან დაკავშირებული რისკების შესახებ საინფორმაციო ხასიათის 5 შეხვედრა გაიმართა, კერძოდ: შეხვედრა გაიმართა ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს თანამშრომლებსა და მარნეულის №6 საჯარო სკოლის დაახლოებით 30 მოსწავლეს/მასწავლებლებს (მათ შორის, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს) შორის, სადაც განხილულ იქნა ფინანსური ვალდებულებების, ადმინისტრაციული ჯარიმების და არასასურველი ვალისგან თავის დაცვის შესახებ მნიშვნელოვანი საკითხები; სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლებმა ფინანსური ვალდებულებებისა და რისკების შესახებ აღსრულების ეროვნული ბიუროს სერვისების გაცნობის მიზნით შეხვედრები გამართეს შემდეგ საგანმანათლებლო დაწესებულებებში:  ადიგენის რაიონი, სოფელ ბოლაჯურის საჯარო სკოლა (დამსწრეთა რაოდენობა: 25 მოსწავლე);  ქ. ახალქალაქის ილია ჭავჭავაძის სახელობის №3 საჯარო სკოლა (დამსწრეთა რაოდენობა: 40 მოსწავლე);  სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი (დამსწრეთა რაოდენობა: 60 სტუდენტი);  საჯარო სამართლის იურიდიული პირი − კოლეჯი „ოპიზარი“ (დამსწრეთა რაოდენობა: 45 მონაწილე). 2025 წელს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს კოლეჯ „მოდუსის“ მოსწავლეებთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს სტაჟიორები, რომლებმაც მოსწავლეებს სამუშაო გამოცდილება და მიღებული ცოდნა გაუზიარეს. გარდა ამისა, შეხვედრები შედგა:  „მენაფირის“ აკადემიის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან; 131  ქალაქ რუსთავის მედიათეკაში მოსწავლე ახალგაზრდებთან. აღნიშნულ შეხვედრებს ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც. აქტივობა 18.2.8 სსიპ "აღსრულების ეროვნული ბიუროს" იმ თანამშრომლების გადამზადება შშმ პირებთან კომუნიკაციის მიმართულებით, რომლებიც შესაძლოა იმყოფებოდნენ შშმ პირებთან კომუნიკაციაში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო სსიპ - „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის მიმართულებით სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“ თანამშრომლობით გადამზადდა 19 თანამშრომელი (2024 წელს – 4 პირი, 2025 წელს – 15 პირი). აქტივობა 18.2.9 სსიპ „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ ადმინისტრაციული ოფისის შშმ პირების საჭიროებებზე მორგებული ტექნიკით სრულად აღჭურვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო 2024 წელს, სსიპ - „აღსრულების ეროვნული ბიუროს“ მიერ განხორციელდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებზე მორგებული ტექნიკის შესყიდვა, კერძოდ: ბრაილის პრინტერი, ეკრანი, სამაგიდე ვიდეოგამადიდებელი. აქტივობა 18.2.10 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო სერვისის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, აღსრულების ეროვნული ბიუროს ტერიტორიულ ორგანოში - სამცხე-ჯავახეთის სააღსრულებო ბიუროში "თარჯიმნის" დანიშვნა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობაში შემავალი სსიპ აღსრულების ეროვნული ბიურო აქტივობის შესრულების ვადა ამოიწურა 2024 წელს. აქტივობა არ განხორციელებულა. აქტივობა 18.2.11 132 კანონების აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე თარგმნა და ვებგვერდზე განთავსება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საქართველოს საკანონმდებლო მაცნე" სსიპ - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“ კანონმდებლობის ხელმისაწვდომობის მიზნით უზრუნველყოფს კანონების აფხაზურ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნას და შემდგომ მათ ვებგვერდზე განთავსებას. 2024 წელს, ითარგმნა და ვებგგვერდზე განთავსდა 30 კანონი სომხურ ენაზე და 24 კანონი აზერბაიჯანულ ენაზე. 2024 წლის ბოლოს, ჯამში, სომხურ ენაზე ნათარგმნი იყო 65 საკანონმდებლო აქტი, ხოლო აზერბაიჯანულ ენაზე – 56. 2025 წელს, ითარგმნა და ვებგგვერდზე განთავსდა 30 კანონი სომხურ ენაზე და 27 კანონი აზერბაიჯანულ ენაზე. 2025 წლის ბოლოს, ჯამში, სომხურ ენაზე ნათარგმნი იყო 95 საკანონმდებლო აქტი, ხოლო აზერბაიჯანულ ენაზე - 83. აქტივობა 18.2.12 საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანიის წარმოება სახელმწიფო სერვისებისა და პროგრამების შესახებ პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეთნიკური უმცირესობების ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული ლაგოდეხის, თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების რვა სოფლში (განჯალა, კაბალა, ყარაჯალა, უზუნთალა, ლამბალო, მუღანლო, დუზაგრამა, თულარი) წარიმართა მრავალკომპონენტიანი, ორენოვანი საინფორმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანია და მოსახლეობას (ჯამში 300-ზე მეტი ბენეფიციარი), მათთვის გასაგებ ენებზე, ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვის, სოციალური, საგანმანათლებლო, დასაქმების და ეკონომიკური საქმიანობის მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამების, ასევე სხვა შესაძლებლობებისა და სერვისების შესახებ. აქტივობა 18.2.13 გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ფარგლებში ბეჭდური საინფორმაციო მასალის გავრცელება ეთნიკური უმცირესობების ენებზე, მათ შორის, ბრაილის შრიფტით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური ეთნიკური უმცირესობებისთვის უფასო იურიდიული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლებმა გამართეს 9 შეხვედრა, რომელსაც 133 საერთო ჯამში 157 ადამიანი დაესწრო. ამ შეხვედრებზე დარიგდა საინფორმაციო თემატური (იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისები, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა, მოზარდი და დანაშაული, შრომის უფლებები, შშმ პირთა უფლებები) ტრიპლეტები აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე - საერთო რაოდენობით 1000 ცალი. სამსახურს არ დაუბეჭდავს და არ გაუვრცელებია ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი ტრიპლეტები ვინაიდან, შშმ თემთან გამართული კონსულტაციების შედეგად გამოიკვეთა, რომ მათთვის პრიორიტეტს არ წარმოადგენს ბრაილის შრიფტით მომზადებული მასალები, ხოლო უპირატესობა ენიჭება ხმოვან და აუდიო ფორმატს. აღნიშნული საჭიროებების გათვალისწინებით, სამსახური გეგმავს ისეთი ტექნიკური გადაწყვეტების დანერგვას, რომლებიც სპეციალური წამკითხველი პროგრამების მეშვეობით უზრუნველყოფს ტექსტის წაკითხვას და შშმ პირებისთვის ინფორმაციის კომფორტულ ხელმისაწვდომობას. აღნიშნული საკითხები განხილულ იქნა შშმ თემთან გამართული სხვადასხვა შეხვედრების ფარგლებში. ამასთან, ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მრავალფეროვანი ფორმების უზრუნველსაყოფად, 2026 წელს, ასევე იგეგმება მასალების ბეჭდვა ბრაილის შრიფტით. აქტივობა 18.2.14 შემოსავლების სამსახურის მიერ საგადასახადო და საბაჟო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე მომზადებული როგორც ახალი, ასევე განახლებული ვიდეო ინსტრუქციების სურდო ენაზე თარგმნა და საჯაროდ განთავსება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - შემოსავლების სამსახური 2025 წელს სსიპ - შემოსავლების სამსახურის მიერ მომზადდა და საჯაროდ განთავსდა 11 ვიდეო ინსტრუქცია, მათ შორის, სურდო ენაზე ითარგმნა 10 ვიდეო ინსტრუქცია: N ვიდეო ინსტრუქციის დასახელება და ლინკი სტატუსი სურდო ენაზე თარგმანი 1 მიკრო ბიზნესის მიერ 2024 წლის საშემოსავლო გადასახადის წლიური განახლდა დეკლარაციის წარდგენის ინსტრუქცია დიახ 2 საგ. ვალდებულება საშემოსავლოს ნაწილში არამეწარმე ფ/პ-ს მიერ განახლდა ავტოსატ საშუალების რეალიზაციისას 2023 დიახ 3 ფიზ.პირის მიერ საცხოვრებელი ბინის(სახლის) რეალიზაციისას 2023 წ განახლდა საშემოსავლო გად. დეკლარაციის წარდგენა დიახ 4 ინსტრუქცია საცხოვრებელი ფართის გამქირავებელი ფიზიკური პირებისთვის მიზნით განახლდა დიახ 5 საგადასახადო პირებისთვის მქონე განახლდა დიახ შეღავათები შეზღუდული საცხოვრებელი შესაძლებლობის 134 6 საგადასახადო მიწოდებაზე ვალდებულება ფიზიკური პირის ქონების/აქტივის განახლდა 7 სასაქონლო კოდები - გადასახადებისა და საბაჟო რეგულაციების შესახებ ახალი ინფორმაციის მოძიება დიახ 8 ვიდეო ზარის მეშვეობით ავტ.მომხმარებლის აქტივაცია/პაროლის აღდგენა, ტელეფონის ნომრის შეცვლა დიახ 9 მცირე ბიზნესის ყოველთვიური დეკლარაციის წარდგენა (2024 წლის 1 განახლდა დეკემბრიდან) დიახ 10 ფიზიკური პირის მიერ 2025 წლის ქონების გადასახადის წლიური განახლდა დეკლარაციის წარდგენა დიახ 11 ვიდეო ინსტრუქცია ფიზიკური პირის მიერ ქონების გადასახადის ახალი წლიური დეკლარაციის შევსების შესახებ არა გვერდის ახალი დიახ ამოცანა 18.3 სახელმწიფო ენის სწავლების ხელშეწყობა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი მოქალაქეებისთვის ინფორმაციაზე ხელისაწვდომობისა და საჯარო პროცესებში მონაწილეობის გაუმჯობესებისა და სრულფასოვანი სამოქალაქო თანასწორობის მისაღწევად აქტივობა 18.3.1 ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების გატარება არაქართულენოვან საბავშვო ბაღებში: სკოლამდელი განათლების სახელმწიფო სტანდარტების დანერგვა ბილინგვური მიდგომით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2025-2026 სასწავლო წელს არაქართულენოვანი სკოლამდელი განათლების დაწესებულებების რაოდენობის ზრდის კვალდაკვალ (56-დან 80-მდე გაიზარდა საბავშვო ბაღების რაოდენობა), ფართოვდება პროგრამის დაფარვის არეალიც. 2025 წლის შემოდგომისთვის 80 არაქართულენოვანი სკოლამდელი დაწესებულებიდან პროგრამაში უკვე ჩართულია 62 დაწესებულება. პროგრამის სრული მასშტაბით განსახორციელებლად და ყველა არსებული არაქართულენოვანი საბავშვო ბაღის დასაფარად მიმდინარეობს დამატებითი ბილინგვური სპეციალისტების შერჩევის პროცედურები. გადამზადდა 103 ბილინგვური მასწავლებელი და შემუშავდა მშობლიურენოვანი და ქართულენოვანი რესურსები. 135 აქტივობა 18.3.2 ქართული ენის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ღონისძიებების სკოლებში/სექტორებზე: ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა გატარება არაქართულენოვან ბილინგვური მიდგომით საჯარო არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ზოგადი განათლების საფეხურზე 2025-2026 სასწავლო წლისათვის პროგრამა ხორციელდება 206 (87%) არაქართულენოვან საჯარო სკოლაში/სექტორზე. მიმდინარეობს სამუშაოები ყველა არაქართულენოვანი სკოლის/სექტორის ბილინგვური განათლების პროგრამაში ჩართვის მიზნით. შემუშავდა სპეციალური პროგრამები და გადამზადდა 206 სკოლის 770 ბილინგვური სწავლების სპეციალისტი. ბილინგვური განათლება ამ ეტაპზე ინერგება დაწყებით საფეხურზე, ხუთ საგანში. მომზადდა შესაბამისი სახელმძღვანელოები და სპეციალური საგანმანათლებლო რესურსები II-VI კლასების მოსწავლეებისათვის. გარდა ამისა, სსიპ-სააგანმანათლებლო კვლევების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა სახელმწიფო კვლევა/შეფასება „ქართული, როგორც მეორე ენა“. კვლევის მიზანია განათლების სფეროში ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი გამოწვევების ანალიზი. კვლევა კომპლექსურია და ხორციელდება ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკის მექანიზმებისა და ენის შემსწავლელი პროგრამების ანალიზის საფუძველზე. შეფასების მიზანია არაქართულენოვან სკოლების/სექტორების მეშვიდე კლასის მოსწავლეების კომპეტენციების შეფასება ქართულში, როგორც მეორე ენაში, ასევე, მოსწავლეთა მიღწევებზე გავლენის მქონე კონტექსტუალური ფაქტორების ანალიზი. შეფასების ფარგლებში, ჩატარდა მოსწავლეთა ტესტირება. სწავლების პროცესის და გარემოს ანალიზის მიზნით, კითხვარების საშუალებით შეგროვდა ინფორმაცია მოსწავლეების, მათი მშობლების, ქართულის, როგორც მეორე ენის, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის წარმომადგენლებისგან. დასრულებულია მონაცემთა ანალიზის პროცესი და მზადდება სახელმწიფო შეფასების საბოლოო ანგარიში. ამოცანა 18.4 თანასწორობის უფლების რეალიზების უზრუნველყოფა უმცირესობათა ჯგუფებისთვის, მათ შორის ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების, შშმ პირთა თანასწორობის უფლების რეალიზებისათვის; აქტივობა 18.4.1 თანასწორობის უფლების შესახებ ტრენინგების ჩატარება საზოგადოების დაინტერესებული პირებისათვის, მათ შორის, ეთნიკური ან/და რელიგიური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი" აქტივობის შესრულების ვადაში, (2024 წლის III კვარტალში) სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“ ჩაატარა 6 ტრენინგი თანასწორობის უფლების შესახებ, მათ შორის, დისკრიმინაციის სხვადასხვა ნიშანთან მიმართებით (მაგალითად, ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლა). ტრენინგების 136 ნაწილი ჩატარდა სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 88 პირმა. 2024 წლის IV კვარტალში თანასწორობის უფლების შესახებ ჩატარდა 84 ტრენინგი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლების 677 მასწავლებლისა და 960 მოსწავლისთვის. აქტივობა 18.4.2 ტიპური განვითარებისა და სსსმ მოზარდების, მათ შორის, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეების თანამშრომლობისა და სოციალიზაციის ხელშეწყობისთვის არაფორმალური განათლების სასკოლო პროექტების განხორციელება. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოწყვლადი ჯგუფების (ბოშები, მესხები, შშმ და სსსმ მოსწავლეები) სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობის მიმართულებით საქართველოს 11 მუნიციპალიტეტის 20 საჯარო სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. საანგარიშო პერიოდისთვის, პროექტის ფარგლებში ამუშავებულ კლუბებში, ჩართულია 400-მდე მოსწავლე (203 ბენეფიციარი და 164 მოხალისე); ეთნიკური უმცირესობების (ბოშა და მოლდაველი) მოსწავლეების სოციალიზაციითვის 14 საჯარო სკოლაში განხორციელდა სხვადასხვა პროექტი. პროგრამაში ჩართული სკოლების ადმინისტრაციასთან ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები. სკოლებში შედეგზე ორიენტირებული საქმიანობა განხორციელდა. მიმდინარეობდა პროცესის მუდმივი მონიტორინგი როგორც დისტანციურად, ისე სკოლებში ვიზიტებით. საანგარიშო პერიოდში, „ინკლუზიური სწავლების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, დაფინასდა სენსორული (სმენა), აუტიზმის სპექტრის მქონე, მძიმე ინტელექტუალური და მრავლობითი დარღვევების მქონე მოსწავლეებისათვის ქვეყნის მაშტაბით 12 ინტეგრირებული კლასი, რომლის ფარგლებშიც საგაკვეთილო პროცესში ინტეგრაციის ხელშესაწყობად მოსწავლეებთან ჯგუფურად და ინდივიდუალურად მუშაობენ დამატებითი სპეციალისტები. პროგრამის ფარგლებში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში ხანგრძლივად ჰოსპიტალიზებული საგანმანათლებლო ქრონიკული სერვისი. დაავადებების ასევე, მქონე საგანმანათლებლო ბავშვებმა სერვისი საავადმყოფოს მიიღეს ააიპ - სივრცეში მიიღეს ბავშვთა ჰოსპისი „ციცინათელების ქვეყანა“ ბენეფიციარებმა. აქტივობა 18.4.3 შშმ პირთა ჩართულობით პანელური დისკუსიებისა და სხვა ცნობიერების ასამაღლებელი, მათ შორის, შშმ პირთათვის სერვისების შესახებ ღონისძიებების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სამსახურის მანდატიდან გამომდინარე, შშმ პირთა ჩართულობით პანელური დისკუსიები და სხვა ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები ტარდება სისტემატურად. აღნიშნული შეხვედრები გაიმართა 2024 და 2025 წლებში. მიმდევნო წელსაც აქტიურად იგეგმება და მიმდინარეობს შშმ თემთან შეხვედრები, რომელთა 137 ფარგლებში ხორციელდება მათთვის განკუთვნილი სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და სხვადასხვა საკითხზე გამოცდილების გაზიარება. შშმ პირთა თემთან შეხვედრები ყოველწლიურად არის დაგეგმილი. 2025 წელს, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის მიერ ჩატარდა 3 შეხვედრა, დაიბეჭდა და დარიგდა 1000 ცალი ტრიპლეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის და უფასო იურიდიული მომსახურების პირობების შესახებ. აქტივობა 18.4.4 შესაბამისი შეხვედრების ჩატარება ეროვნული/ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ჩართულობით, გორის მუნიციპალიტეტსა და კასპის რაიონში ჩატარებულია 3 შეხვედრა, სადაც განხილული იქნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების საკითხები. შეხვედრაში მონაწილე პირებს მიეწოდათ ინფორმაცია შემაკავებელი ორდერის ფარგლებში მსხვერპლთა დაცვის, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის გამოყენების მექანიზმებზე. აქტივობა 18.4.5 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება ეფექტური გამოძიების წარმოების მეთოდებში ეროვნული და ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიდოში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, დისკრიმინაციის ნიშნით შეიწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გადამზადდა 300-მდე სამართალდამცავი. ასევე, პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის თემატიკაზე გადამზადდა 472 მსმენელი. ამოცანა 18.5 დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე მსხვერპლზე ორიენტირებული რეაგირების გაუმჯობესება, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტერესების გათვალისწინებით; აქტივობა 18.5.1 138 დისკრიმინაციის, მათ შორის, რასობრივი დისკრიმინაციის თემაზე მოსამართლეთათვის ტრენინგების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა იუსტიციის უმაღლესი სკოლა რეგულარულად ატარებს ტრენინგებს თემებზე: „დისკრიმინაციის აკრძალვა შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები“ და „სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაული“. აღნიშნული სასწავლო მოდულები, მოიცავს რასობრივ დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად. საანგარიშო პერიოდში, ზემოხსენებულ საკითხებზე ჩატარდა ორი ტრენინგი, რომლებსაც ჯამში დაესწრო სამი მოსამართლე და 21 სასამართლო მოხელე. აქტივობა 18.5.2 დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით ეროვნული სასამართლო პრაქტიკის შესაბამისობის ანალიზი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან. დისკრიმინაციის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი პრაქტიკის მოძიება და თარგმნა. პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო საანგარიშო პერიოდში მომზადდა კრებული „ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა. სხვადასხვა საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ განხილული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების კრებული“. მოცემული კრებული, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს გენდერული ნიშნით დისკრიმინაციასთან მიმართებით გამოტანილ მნიშნელოვან საქმეებს. აქტივობა 18.5.3 მოსამართლეთა გადამზადება სექსუალური შევიწროვების საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა ჩატარდა ორი ტრენინგი თემებზე: „დისკრიმინაციის აკრძალვა - შიდა კანონმდებლობა და საერთაშორისო სტანდარტები“ და „დისკრიმინაციისა და სექსუალური შევიწროების აღმოფხვრა და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემა“. ორივე ტრენინგზე განხილულ იქნა სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებული საკითხები, ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი სტანდარტების შესაბამისად. ტრენინგებს ჯამში დაესწრო სამი მოსამართლე და 21 სასამართლო მოხელე. აქტივობა 18.5.4 139 სექსუალური შევიწროების საქმეებზე ეროვნული სასამართლო პრაქტიკის განზოგადება და ანალიზი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გათვალისწინებით პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადდა და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა კვლევა თემაზე - სექსუალური შევიწროება საზოგადოებრივ ადგილებში (საქართველოს საერთო სასამართლოების პრაქტიკის ანალიზი). დამატებით, მომზადდა სტატია თემაზე - „სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროება (საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტების, საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობისა და სასამართლო პრაქტიკის მიმოხილვა), რომელშიც განხილულია სექსუალური შევიწროება, როგორც სქესის ნიშნით დისკრიმინაცია და გაანალიზებულია საზღვარგარეთის ქვეყნების კანონმდებლობა და საერთაშორისო სასამართლოების პრაქტიკა. სტატია გამოქვეყნებულია ჟურნალში - “მართლმსაჯულება და კანონი“. აქტივობა 18.5.5 დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა და ანალიზი, მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება/განახლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, მომზადდა შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების 2024 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი, რომელიც სხვებთან ერთად, მოიცავს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების კრიმინოლოგიურ და სისხლისსამართლებრივ ასპექტებს, არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს. აღნიშნული ანალიზის შედეგები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. აქტივობა 18.5.6 „დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა და გამოქვეყნება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს უზენაესი სასამართლო; სსიპ - საქსტატი; სპეციალური საგამოძებო სამსახური. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, სპეციალური საგამოძიებო სამსახურს, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის გაფორმებული მემორნადუმის ფარგლებში, რომელიც დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად გაფორმდა, 2025 წელს გამოქვეყნდა 2024 წლის სტატისტიკური მონაცემები. 140 დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი და სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემები, ქართულ და ინგლისურ ენებზე, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე - www.geostat.ge საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტატისტიკის სექტორის მიერ მუშავდება დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების თაობაზე 2025 წლის სტატისტიკური მონაცემები, რომლის გამოქვეყნების თარიღად უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე განსაზღვრულია პირველი მარტი. სსიპ - საქსტატის მიერ 2025 წლის 28 თებერვალს გავრცელდა „დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა“. აქტივობა 18.5.7 პრევენციული ღონისძიებების განხორციელება საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის აღმოფხვრის მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიან გლობალურ კამპანიაში საქართველოს პროკურატურა წლებია აქტიურად მონაწილეობს. 2025 წლის 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრამდე პერიოდში, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, სულ 36 ღონისძიება განხორციელდა, მათგან 20-მდე შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორებმა და მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია კოორდინატორის სამსახურის როლის შესახებ ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის პროცესში. აქტივობა 18.5.8 პროკურორთა/ პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 6 სასწავლო აქტივობა განხორციელდა. შედეგად, პროკურატურის 66 თანამშრომელი გადამზადდა. სასწავლო აქტივობები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: ევროკავშირისა და ეუთოს (OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ერთობლივი მხარდაჭერით განხორციელებულ 141 ვებინარს თემაზე - შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების მსხვერპლთა სათანადო მოპყრობა. ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის ონლაინ სასწავლო კურსს - გენდერული თანასწორობა და გენდერული მეინსტრიმინგი. ონლაინ სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების საკითხების შესახებაც გადამზადდნენ. ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის ონლაინ სასწავლო კურსს - შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება და სასამართლო უნარ-ჩვევები; პოლონეთში, ქ. ვარშავაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო/OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მხარდაჭერით, სასწავლო ვიზიტს (ტრენერთა ტრენინგი) თემაზე - პროკურორები და შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები. სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა ეუთო/ოდირის წევრი ქვეყნების პროკურორებისა და ყოფილი პროკურორების გადამზადებას შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის საკითხებზე საერთაშორისო ტრენერებად PAHCT ტრენინგის ფორმატში; საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების ორი ჯგუფისთვის განხორციელებულ ტრენინგს თემაზე - შშმ პირთა უფლებები და კომუნიკაციის სტანდარტი. ტრენინგის ფარგლებში სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად შშმ პირთა საქმეებში შეუწყნარებლობის მოტივის იდენტიფიცირების საკითხებიც განიხილეს. აქტივობა 18.5.9 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის საჭიროებისამებრ ჩართვა (მშობლიურ ენაზე ინფორმაციის მიწოდება საჭიროების შემთხვევაში) სისხლის სამართლის იმ საქმეებში, რომლებშიც დანაშაული ჩადენილია ეთნიკური ნიშნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის ჩართულობის საჭიროება არ გამოვლენილა იმ სისხლის სამართლის საქმეებში, რომლებშიც დანაშაული ეთნიკური ნიშნით იყო ჩადენილი. აქტივობა 18.5.10 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებელთა სპეციალიზაცია დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2023 წლიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში შემუშავდა გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები, რომელთა ფარგლებშიც განგრძობად რეჟიმში მიმდინარეობს გამომძიებელთა გადამზადება. 2025 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის N1/589 ბრძანებით დამტკიცდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში გამომძიებელთა კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე სწავლების გეგმა. ამ გეგმის მიხედვით დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით გამომძიებელთა გადამზადება 2026 წლის პირველ კვარტალში იგეგმება. 142 აქტივობა 18.5.11 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კოორდინატორების გადამზადება დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ დაგეგმილია, 2026 წლის მანძილზე, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის სამსახურის თანამშრომლების გადამზადება დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების საკითხებზე. აქტივობა 18.5.12 საზოგადოებრივი ადვოკატებისა და სამსახურის ფსიქოლოგების პროფესიული გაძლიერება თემატურ საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური იურიდიული დახმარების სამსახურში დასაქმებული ფსიქოლოგების პროფესიული გაძლიერება ხორციელდება თემატურ საკითხებზე დაგეგმილი გადამზადებისა და ტრენინგების გზით. 2025 წლის განმავლობაში ფსიქოლოგებმა მონაწილეობა მიიღეს პროფესიული განვითარების ღონისძიებებში, რომლებიც მოიცავდა არასრულწლოვნებთან მუშაობისა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებს. ამასთან, საზოგადოებრივი ადვოკატები აქტიურად არიან ჩართულები სხვადასხვა სირთულის საქმეების წარმოებაში და ფსიქოლოგებთან ერთად მონაწილეობენ კვალიფიკაციის ამაღლებაზე ორიენტირებულ სასწავლო ღონისძიებებსა და ტრენინგებში, რაც ხელს უწყობს კომპეტენციების გაძლიერებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას ამოცანა 18.6 თანასწორობის უფლებისა და შემწყნარებლობის ღირებულებების დამკვიდრების ხელშეწყობა; აქტივობა 18.6.1 დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდება შეხვედრების გზით. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 143 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის თანამშრომლებთან ერთად 3 შეხვედრა ჩაატარეს გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის სოფელ მეჯვრისხევში, შიდა ქართლში, კასპის სოფელ ყარაფილასა და ქარელში. შეხვედრას ესწრებოდა 100-ზე მეტი ადგილობრივი მოსახლე. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის დისკრიმინაციის შესახებ. აქტივობა 18.6.2 მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ინკლუზიის (DE&I) საკითხების კონცეპტუალიზაცია და ინტეგრირება თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების მართვის სისტემაში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განსაზღვრულია სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების შეგროვებისა და წარმოების წესი, რომლის საფუძველზეც უზრუნველყოფილია მონაცემების რეგულარული წარმოება და ანალიზი. მიღებული ინფორმაცია, დადგენილი ვადებისა და სტანდარტის (მათ შორის, კლასიფიცირებული ინფორმაციის დამუშავების/გავრცელების სტანდარტის დაცვით) შესაბამისად და მოთხოვნის საფუძველზე, ეგზავნება შესაბამის დაინტერესებულ ორგანიზაციებს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის რეგულარულად ტარდება სესიები ეთიკისა და კეთილსინდისიერების საკითხებზე, რაც ხელს უწყობს პროფესიული სტანდარტებისა და ორგანიზაციული კულტურის გაუმჯობესებას. კეთილსინდისიერების საკითხებზე, 2025 წლის მანძილზე, გადამზადდა 7 სამოქალაქო და 5 სამხედრო მოსამსახურე. აქტივობა 18.6.3 დისკრიმინაციის ფორმების შესახებ საინფორმაციო ვიდეოების შექმნა და გავრცელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი" სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ოფიციალურ სოციალურ ქსელებში 2024-2025 წლებში განთავსებული იყო 6 საინფორმაციო ვიდეო დისკრიმინაციის ფორმების შესახებ. აქტივობა 18.6.4 თანასწორობისა და ინკლუზიის შესახებ საბაზისო ტრენინგ-მოდულის შექმნა და მოსწავლეებისთვის ტრენინგების ციკლის გამართვა საქართველოს მასშტაბით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი" 144 2024 წელს, სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა 84 ტრენინგი თანასწორობისა და ინკლუზიის შესახებ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, რომლებშიც მონაწილება მიიღო 1637-მა პირმა. ტრენინგი გაიარა 677-მა მასწავლებელმა და 960-მა მოსწავლემ. აქტივობა 18.6.5 დეზინფორმაციის/პროპაგანდის თემებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების წარმომადგენლებისთვის (პედაგოგები, საჯარო მოხელეები, ახალგაზრდები, ქალები) საინფორმაციო სემინარის ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი „სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლის ფარგლებში“ ჩატარდა ტრენინგ-სემინარების ციკლი ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების წარმომადგენელი სხვადასხვა სამიზნე ჯგუფისათვის (ქალები, ახალგაზრდები, პედაგოგები, საჯარო მოხელეები, ჯამში 60-ზე მეტი ბენეფიციარი). მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის, მედიაწიგნიერების, ევროინტეგრაციის, დეზინფორმაციის გავრცელების პრევენციის და სხვა აქტუალური საკითხების შესახებ. აქტივობა 18.6.6 გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება შემდეგ საკითხებზე: „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნიშნების მიხედვით". "დისკრიმინაციის დაუშვებლობა, ტოლერანტობა, თანასწორუფლებიანობა, ბულინგის აკრძალვა" პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურმა ჩაატარა 35 გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა, რომელთა ფარგლებში განხილულ იქნა „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნიშნები, ასევე დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ტოლერანტობის, თანასწორუფლებიანობისა და ბულინგის აკრძალვის საკითხები. ამოცანა 18.7 სოციალურ, ეკონომიკურ, კულტურულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში უმცირესობათა მონაწილეობის ხელშეწყობა. 145 აქტივობა 18.7.1 ე.წ. "1+4 სტაჟირების პროგრამის" განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის საჯარო უწყებების საქმიანობის სპეციფიკის გაცნობის, პროფესიული უნარების განვითარების, საქმიანი გამოცდილების შეძენისა და შრომის ბაზარზე 2 კონკურენტუნარიანობის ამაღლების მხარდასაჭერად, საანგარიშო წელს, გამოცხადდა სტაჟირება „1+4 სტაჟირების პროგრამის“ ფარგლებში. აქტივობა 18.7.2 ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების ახალგაზრდებთან კულტურულსაგანმანათლებლო შეხვედრების გამართვა პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით განხორციელებული ტრენინგ-სემინარების („სამოქალაქო ინტეგრაციის სკოლა) ფარგლებში გამართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღო ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონებიდან (ქვემო ქართლი, სამცხეჯავახეთი და კახეთი) 60ზე მეტმა ახალგაზრდამ. აქტივობა 18.7.3 ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში სოციალურეკონომიკურ პროგრამებსა და სერვისებთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრების გამართვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" 2025 წელს, კახეთის რეგიონულ საკონსულტაციო ცენტრში, გაიმართა 19 საინფორმაციო შეხვედრა რეგიონის ბიზნეს სექტორთან, რომელთაც ჯამურად დაესწრო 244 პირი, ხოლო სამცხე-ჯავახეთში - 14 შეხვედრა, რომელთაც ჯამურად დაესწრო 207 პირი. შეხვედრებზე მეწარმეებს მიეწოდათ ინფორმაცია საკონსულტაციო ცენტრების სერვისებისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ბიზნესის მხარდამჭერი პროგრამების შესახებ. 146 მიზანი 19 - სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსახლეობის სრულფასოვანი და თანასწორი მონაწილეობის ხელშეწყობა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე მონაწილეობის უზრუნველყოფა. ამოცანა 19.2 მოწყვლადი ჯგუფების თანასწორი მონაწილეობის უზრუნველყოფა საარჩევნო პროცესებში. აქტივობა 19.2.1 ცესკოს საინფორმაციო ვიდეორგოლების მომზადება სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2025 წლის პერიოდში, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა ინფორმირების კამპანია განახლებული კონცეფციის შესაბამისად. საზოგადოების ინფორმირებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიყენა სხვადასხვა მექანიზმი და ფორმატი, რამაც უზრუნველყო ამომრჩეველთა ინფორმირებულობის მაღალი დონე, პროცესისადმი ნდობა, საქმიანობის გამჭვირვალობა და ღიაობა. მომზადდა და როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ სატელევიზიო და რადიო ეთერში განთავსდა საინფორმაციო ვიდეო და აუდიორგოლები. ვიდეორგოლები ასევე განთავსდა იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში და კინოთეატრებში. მუნიციპალიტეტის შეიქმნა 18 წარმომადგენლობითი საინფორმაციო ორგანოს - რგოლი (მათ შორის საკრებულოსა და 5 განცხადება) თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების, ხმის მიცემის პროცედურების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების და სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ. ვიდეორგოლები უზრუნველყოფილი იყო ქართული ჟესტური ენის თარგმანით. ყველა მათგანი ითარგმნა და გავრცელდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. აქტივობა 19.2.2 ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებულობის უზრუნველყოფის მიზნით საარჩევნო დოკუმენტაციისა და სხვა საინფორმაციო მასალების სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე თარგმნა/გავრცელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, საარჩევნო ადმინისტრაციამ, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ამომრჩევლებს, ტრადიციულად, შესთავაზა საარჩევნო სერვისები და მოახდინა მათი ინფორმირება საარჩევნო საკითხებზე. ცესკოს ვებგვერდზე ბანერში „ეთნიკური უმცირესობები 2025“ განთავსებული იყო საარჩევნო ინფორმაცია აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე, მათ შორის ინფორმაცია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ მუნიციპალიტეტებში შექმნილი საარჩევნო უბნების (სადაც კენჭისყრა იმართებოდა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ტრადიციული წესით), ინფორმირების მექანიზმების, ცესკოში არსებული სამუშაო ჯგუფისა და კენჭისყრის 147 დღის საარჩევნო სერვისების შესახებ. დაინტერესებული პირებისთვის, ეთნიკური უმცირესობების ბანერში ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე იყო განთავსებული ინფორმაცია საარჩევნო უბნების 2 რაოდენობების, კენჭისყრის პროცედურების ტიპისა (ტრადიციული/მოდერნიზებული) და საარჩევნო უბნების მისამართების შესახებ. 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ყველა სასწავლო-საინფორმაციო მასალა ითარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. კენჭისყრის დღეს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლისთვის ქართულ-აზერბაიჯანულ და ქართულ-სომხურ ენებზე მისაწვდომი იყო შემდეგი საარჩევნო დოკუმენტაცია და საინფორმაციო მასალები:  საარჩევნო ბიულეტენი და ბიულეტენის შევსების წესი (როგორც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით, ისე ტრადიციული წესით გასამართი არჩევნებისთვის);  ამომრჩეველთა ერთიანი სია – ტრადიციულ უბნებზე – სამაგიდე და კედლის სიები, ხოლო მოდერნიზებულ უბნებზე – მხოლოდ კედლის სია;  კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისთვის ითარგმნა სწავლების ცენტრის მიერ მომზადებული სახელმძღვანელო ინსტრუქციები, როგორც ტრადიციული, ისე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გასამართი არჩევნებისთვის, კერძოდ: საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა სახელმძღვანელო ინსტრუქცია იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება (სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე) და იმ საარჩევნო უბნებისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ტარდება. (სომხურ და აზერბაიჯანულ ენაზე). სწავლების ცენტრის მიერ მომზადდა საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის სამახსოვრო ინსტრუქციები, რომელთა გამოყენება გათვალისწინებული იყო კენჭისყრის დღეს. კერძოდ:  საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტექნოლოგიური უბნებისთვის);  საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტრადიციული უბნებისთვის);  საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტექნოლოგიური უბნებისთვის);  საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტრადიციული უბნებისთვის);  ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტექნოლოგიური უბნებისთვის);  ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტრადიციული უბნებისთვის);  რეგისტრატორი კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტექნოლოგიური უბნებისთვის);  რეგისტრატორი კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტრადიციული უბნებისთვის);  საარჩევნო ყუთისა და ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატის ზედამხედველი კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტექნოლოგიური უბნებისთვის);  გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტექნოლოგიური უბნებისთვის);  საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტრადიციული უბნებისთვის);  გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის ინსტრუქცია (ტექნოლოგიური უბნებისთვის); 148 წევრის/სპეცჯგუფის წევრის სამახსოვრო  საარჩევნო ყუთისა და სპეციალური კონვერტების ზედამხედველი კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტრადიციული უბნებისთვის);  გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრის სამახსოვრო ინსტრუქცია (ტრადიციული უბნებისთვის);  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობის ინსტრუქცია (ტექნოლოგიური უბნებისთვის);  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობის ინსტრუქცია (ტრადიციული უბნებისთვის);  ინსტრუქცია არჩევნების უსაფრთხოება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (ტექნოლოგიური უბნებისთვის);  ინსტრუქცია არჩევნების უსაფრთხოება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის (ტრადიციული უბნებისთვის).  ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროს დასახლებული რეგიონებში საარჩევნო უბნებისთვის საინფორმაციო მასალები ხელმისაწვდომი იყო სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. განახლდა სასწავლო მოდულის „არჩევნების უსაფრთხოება“ აზერბაიჯანულ და სომხურენოვანი მასალა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებისთვის, როგორც ტრადიციული, ისე ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით გასამართი არჩევნებისთვის. 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე ითარგმნა და დაიბეჭდა ცესკოს მიერ მომზადებული შემდეგი საინფორმაციო მასალები: ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მომზადდა და გავრცელდა საინფორმაციო ფლაერები: ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ამომრჩევლებს, რომლებიც პირველად მონაწილეობენ არჩევნებში; ხმის მიცემის პროცედურების (ელექტრონული და ტრადიციული უბნებისთვის), ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების შესახებ. მომზადდა და საარჩევნო უბნებზე განთავსდა ექვსი სახის საინფორმაციო პოსტერი: საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი; ხმის მიცემის ამსახველი პოსტერი იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდა; პოსტერი იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ჩატარდა; ფოტოვიდეოგადაღების წესი საარჩევნო უბანზე; ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის; ინფორმაცია დამკვირვებლებისთვის. აზერბაიჯანულ და სომხურენოვან გაზეთებში „გურჯისტანი“ და „ვრასტანში“ დაიბეჭდა ცესკოს თავმჯდომარის ვრცელი ინტერვიუ, 4 ოქტომბრის არჩევნების და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ამომრჩეველთა არჩევნებში თანაბარი მონაწილეობის უზრუნველსაყოფად შექმნილი სერვისების შესახებ, ასევე, ინფორმაცია ხმის მიცემის პროცედურებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლები, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებისთვის შეთავაზებული სერვისების შესახებ, ითარგმნა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე და განთავსდა ცესკოს ვებგვერდზე, სოციალურ ქსელებში, საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამის პლატფორმებზე, ასევე, შესაბამის რეგიონალურ ტელევიზიებში. მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მარტივად წასაკითხ ფორმატში განახლდა არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი (ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით 149 და ტრადიციული წესით) 4 ოქტომბრის არჩევნების თავისებურებების გათვალისწინებით, რომელიც ითარგმნა და გამოიცა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. აქტივობა 19.2.3 ინფორმირების კამპანიის - "ვესაუბრებით ამომრჩევლებს" განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2025 წელს, ინფორმირების კამპანია სახელწოდებით - "ვესაუბრებით ამომრჩევლებს" არ განხორციელებულა, თუმცა, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოსა და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ საზოგადოების ინფორმირების მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციამ განახორციელა ინფორმირების კამპანია განახლებული კონცეფციის შესაბამისად. ვინაიდან, ეს იყო მუნიციპალიტეტის ორგანოთა პირველი არჩევნები, რომელიც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ფართო მასშტაბით ჩატარდა, მნიშვნელოვანი იყო როგორც ამომრჩევლების, ისე სხვა ჩართული მხარეების ინფორმირება საარჩევნო საკითხების შესახებ. სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა არჩევნებთან დაკავშირებით შეიმუშავა და განახორციელა გეგმა, რომელიც უზრუნველყოფდა არჩევნებში ჩართული მხარეების ინფორმირებას. საზოგადოების ინფორმირებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ გამოიყენა სხვადასხვა მექანიზმი და ფორმატი, რამაც უზრუნველყო ამომრჩეველთა ინფორმირებულობის მაღალი დონე, პროცესისადმი ნდობა, საქმიანობის გამჭვირვალობა და ღიაობა. მომზადდა და როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონულ სატელევიზიო და რადიო ეთერში განთავსდა საინფორმაციო ვიდეო და აუდიორგოლები. საინფორმაციო რგოლები მომზადდა გასამართი არჩევნების, ხმის მიცემის პროცედურების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების, ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების და სხვა მნიშვნელოვანი საარჩევნო საკითხების შესახებ. ვიდეორგოლები უზრუნველყოფილი იყო ქართული ჟესტური ენის თარგმანით, ყველა მათგანი ითარგმნა და გავრცელდა ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. 2025 წლის 13 სექტემბერს, ქვეყნის მასშტაბით, 207 საარჩევნო უბანზე, რომელიც ასევე მოიცავდა ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებს, იმიტირებული კენჭისყრა ჩატარდა, რომელშიც საარჩევნო უბნების 1 500-მდე წევრმა და ტექნიკურმა პერსონალმა მიიღო მონაწილეობა. ცესკოს ვებგვერდზე, ცესკოსა და ცესკოს თავმჯდომარის ოფიციალურ სოციალურ ქსელებში, ასევე, მედიაში მომზადდა და გავრცელდა არაერთი სიახლე. საარჩევნო პროცესის ყველა მნიშვნელოვანი ეტაპის შესახებ ვრცელდებოდა ვიდეომასალა სოციალურ ქსელებში - Facebook , Instagram , TikTok და Youtube გვერდებზე. საარჩევნო სიახლეების შესახებ მედიის ინფორმირების მიზნით, როგორც ცენტრალური, ისე რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან გაიმართა სამუშაო შეხვედრები. ცესკოს ვებგვერდზე შეიქმნა საინფორმაციო ბანერი „ელექტრონული არჩევნები 2025“, სადაც დაინტერესებულ პირებს შეეძლოთ ენახათ საარჩევნო პროცესთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია თუ დოკუმენტი. ასევე, საზოგადოების ინფორმირების მიზნით, მომზადდა და საარჩევნო უბნებზე განთავსდა სხვადასხვა სახის საინფორმაციო პოსტერი - საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი; ხმის მიცემის ამსახველი პოსტერი იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდა; პოსტერი იმ საარჩევნო უბნისთვის, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენების გარეშე ჩატარდა; ფოტოვიდეოგადაღების წესი საარჩევნო უბანზე; 150 ინფორმაცია საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის და ინფორმაცია დამკვირვებლებისთვის. 2 ტიპის საინფორმაციო ბროშურა, რომელიც ამომრჩევლებს საარჩევნო ბარათთან ერთად დაურიგდათ რეგისტრაციის ადგილის მიხედვით - ხმის მიცემის პროცედურების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების შესახებ. ასევე, ცესკოს თავმჯდომარის მიმართვა ახალგაზრდა ამომრჩევლებს, რომლებიც პირველად მონაწილეობდნენ არჩევნებში. ყველა მათგანი მომზადდა როგორც ქართულ, ისე ეთნიკური უმცირესობების ენებზე (სომხური, აზერბაიჯანული). საინფორმაციო მასალა ხელმისაწვდომი იყო ყრუ და უსინათლო პირებისთვის მათზე დატანილი QR კოდის მეშვეობით. ამასთანავე, საარჩევნო პროცესში ჩართული მხარეებისთვის მომზადდა და დაიბეჭდა საარჩევნო კალენდარი, სადაც ყველა მნიშვნელოვანი საარჩევნო თარიღი იყო აღნიშნული. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმების სერვისი ასევე ხელმისაწვდომი იყო ეთნიკური უმცირესობების ენაზე. აღნიშნულ პერიოდში უზრუნველყოფილი იყო ცესკოს და საოლქო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირების და პრეს-სპიკერის მონაწილეობა ტელე/რადიო გადაცემებში. ელექტრონული მედიის სხვადასხვა პლატფორმაზე ინტენსიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობისა და 4 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ამასთანავე, ცესკომ მჭიდრო კომუნიკაცია აწარმოა მედიასა და ჩართულ მხარეებთან მათთვის საინტერესო ყველა საკითხთან დაკავშირებით. საარჩევნო პერიოდში ინტენსიურ რეჟიმში მუშაობდა ცესკოს კონტაქტ-ჰაბი, საიდანაც ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო ინფორმაციის მიღება საარჩევნო საკითხებზე მათ შორის ეთნიკური უმცირესობების ენებზე და ასევე ვიდეოზარის ფორმატში სურდოთარგმანის გამოყენებით. ჩართული მხარეების ინფორმირების მიზნით, ორგანიზება გაეწია სხვადასხვა ფორმატის შეხვედრებს, მათ შორის ახალგაზრდებთან როგორც ცესკოში, ისე სხვადასხვა რეგიონში. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასა და სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციამ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, ცესკოს თავმჯდომარემ, უმასპინძლა სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის მსმენელებსა და კურსდამთავრებულებს, ხოლო ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ახალქალაქში პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულ ახალგაზრდებს შეხვდა. ასევე 28 სექტემბერს, მარნეულში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა, სადაც ცესკოს თავმჯდომარე და ზურაბ ჟვანიას სკოლის დირექტორი სახელმწიფო ენის სწავლებისა და ინტეგრაციის პროგრამის წარმატებულ კურსდამთავრებულებს შეხვდნენ. შეხვედრების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნების მნიშვნელობის, საარჩევნო პროცესში ტექნოლოგიების დანერგვის, მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნებისთვის მზადების პროცესისა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმდინარე და დაგეგმილი საქმიანობის შესახებ. ცესკოს წარმომადგენლებმა შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ახალგაზრდების, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების, ჩართულობისა და თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის მნიშვნელობას, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. შეხვედრები მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში ცნობიერების ამაღლებას, ინფორმაციული ბარიერების შემცირებას და საარჩევნო პროცესებში მათი აქტიური მონაწილეობის წახალისებას. აქტივობა 19.2.4 საარჩევნო სამართლის სასწავლო კურსში სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ახალციხის) სტუდენტების გადამზადება 151 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია სსიპ - საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა, 2025 წელს (თებერვალი დეკემბერი), 9 უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი, სამცხეჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი) სემესტრული სასწავლო პროგრამა „საარჩევნო სამართალი“ განხორციელდა. პროექტის მიზანს წარმოადგენდა პარტნიორი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის საარჩევნო სამართლის დარგში აუცილებელი პროფესიული ცოდნის გაღრმავება, ახალგაზრდებში საარჩევნო კულტურის განმტკიცება და თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე დარგობრივი სპეციალისტების მომზადება. აღნიშნული კურსის ფარგლებში, სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია არჩევნებთან დაკავშირებული შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი რეგულაციებისა და საერთაშორისო საარჩევნო პრაქტიკის შესახებ. ასევე გაეცნენ 2025 წელს ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნების ორგანიზების საკითხებს და საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ ამომრჩევლებისთვის შეთავაზებულ საარჩევნო სერვისებს. სასწავლო კურსი გაიარა 764-მა სტუდენტმა (502 - ქალი, 262 - კაცი), მათ შორის იყო 95 სტუდენტი (ქალი-47, კაცი-48) სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან (მდებარეობს ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მუნიციპალიტეტში - ახალციხის მუნიციპალიტეტი). აქტივობა 19.2.5 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩევლების ინფორმირება საარჩევნო პროცესის შესახებ პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის ორგანოს - საკრებულოსა წლის 4 ოქტომბრის 2025 და თვითმმართველი არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ ჩაატარა საინფორმაციო კამპანია, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით. ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეორგოლი და საარჩევნო პერიოდში გამართული ცესკოს ყველა საინფორმაციო ბრიფინგი მისაწვდომია ყრუ პირებისთვის ჟესტურ ენაზე; ცესკოს ვებგვერდი ადაპტირებულია უსინათლო და მცირემხედველი პირებისთვის, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საკუთარი მონაცემების ამომრჩეველთა ერთიან სიაში გადამოწმება. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმირების მიზნით, ცესკოს ვებგვერზე განთავსებული იყო შემდეგი ინფორმაცია:  ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნების შესახებ; ადაპტირებული/მისაწვდომი საარჩევნო უბნის მოთხოვნის წესი/პროცედურა;  საარჩევნო ბიულეტენები და ბიულეტენების შევსების წესი ეკრანის წამკითხველი პროგრამისთვის („ხმოვანი პროგრამა“) ადვილად წასაკითხ ფორმატში; 152  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა მონაწილეობით გადაღებული ვიდეორგოლი, რომელშიც ასახული იყო ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხმის მიცემის პროცედურები. ვიდეორგოლი იყო ადაპტირებული ყრუ ამომრჩევლებისთვის;  2025 წლის 4 ოქტომბის მუნიციპალური არჩევნებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენების შესახებ გადაღებული საინფორმაციო-სასწავლო ვიდეორგოლები.  უსინათლო ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით შექმნილი ვიდეორგოლი ტექნოლოგიურ უბნებზე ხმის მიცემის წესის შესახებ;  „არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი მარტივად წასაკითხ ფორმატში“ (ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ტრადიციული წესით);  ცესკოს დადგენილებებით დარეგულირებული ფიზიკური მდგომარეობის მქონე (ზედა კიდურების არმქონე) ამომრჩევლების ხმის მიცემის პროცედურები;  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული უფლებები და პროცედურები. აღსანიშნავია, რომ ცესკოს მიერ მომზადებული ყველა ვიდეორგოლი და საარჩევნო პერიოდში გამართული ცესკოს ყველა საინფორმაციო ბრიფინგი ყრუ პირებისთვის მისაწვდომი იყო ქართულ ჟესტურ ენაზე. უსინათლო ამომრჩევლების ინფორმირების მიზნით, ცესკოს ვებგვერდზე, ეკრანის წამკითხველი პროგრამისთვის („ხმოვანი პროგრამა“) განთავსებული იყო შემდეგი ინფორმაცია:  საარჩევნო ბიულეტენის შევსების წესი;  ბიულეტენის ტექსტი ელექტრონული უბნებისთვის;  ბიულეტენის ტექსტი ტრადიციული უბნებისთვის. საარჩევნო პერიოდში, ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებს, ცესკოს ვებგვერდზე რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ჰქონდათ ცესკოს კონტაქტ-ჰაბში ვიდეო ზარის განხორციელებისა და ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურებით სარგებლობის შესაძლებლობა. საარჩევნო პერიოდში ცესკოში გამართული საინფორმაციო ბრიფინგები მიმდინარეობდა ქართული ჟესტური ენის თანხლებით. ცესკოში, თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან, საარჩევნო ადმინისტრაციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების მოწვეული წარმომადგენლები). 2025 წლის 7 მაისს, ცესკოში, თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე მუდმივმოქმედი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში შედიან, საარჩევნო ადმინისტრაციის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახელმწიფო უწყებებისა და სახალხო დამცველის ოფისის წარმომადგენლები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე შესაბამისი უწყებების მოწვეული წარმომადგენლები). შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს განხორციელებულ იმ აქტივობებზე, რომლებიც საარჩევნო პროცესში შშმ პირების მონაწილეობის ხელშეწყობას ემსახურებოდა. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე მიიღეს ინფორმაცია 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის მზადების პროცესზე, მათ შორის ცესკოს მიერ მიღებულ ახალ 153 რეგულაციებსა და გადაწყვეტილებებზე. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა ხმის მთვლელი ელექტრონული აპარატის დემონსტრირებაც. 2025 წლის 29 სექტემბერს ქ. ქუთაისში, ხოლო 2025 წლის 2 ოქტომბერს ქ. თბილისში ცენტრალური საარჩევნო კომისიის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით, საქართველოს ყრუთა კავშირთან თანამშრომლობით, ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა 2025 წლის მუნიციპალიტეტის არჩევნების შესახებ ამომრჩეველთა ინფორმირება, საარჩევნო პროცედურებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება, ასევე ამომრჩეველთა საჭიროებების გაცნობა. შეხვედრის მონაწილეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს 4 ოქტომბრის არჩევნების და საარჩევნო ტექნოლოგიებთან დაკავშირებული სიახლეების და ინკლუზიური საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით განხორციელებული და დაგეგმილი საქმიანობების შესახებ. შეხვედრა ინტერაქტიური იყო და შეხვედრის მონაწილეებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე. 2025 წლის 26 სექტემბერს თბილისში, ხოლო 30 სექტემბერს ქ. რუსთავში, საარჩევნო ადმინისტრაციის ორგანიზებით და საქართველოს უსინათლოთა კავშირთან აქტიური თანამშრომლობით, უსინათლო ამომრჩევლებთან საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა. ღონისძიებების მთავარი თემა 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები იყო. მონაწილეებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია 4 ოქტომბრის არჩევნების შესახებ, საარჩევნო ტექნოლოგიების კუთხით არსებული სიახლეების შესახებ. შეხვედრების ფარგლებში ასევე გაიმართა ელექტრონული საარჩევნო ტექნოლოგიების დემონსტრირება. აღსანიშნავია, რომ საინფორმაციო შეხვედრები ცესკოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამუშაო ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში, საქართველოს უსინათლოთა კავშირის თბილისისა და რუსთავის ფილიალებში გაიმართა. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, დამატებითი რესურსის სახით, ცესკომ და სწავლების ცენტრმა დაინტერესებულ პირებს შესთავაზა დისტანციური სასწავლო კურსი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა“. პლატფორმა დროსა და სივრცეში შეუზღუდავად იძლევა თემატურ ინფორმაციაზე წვდომის საშუალებას. აქტივობა 19.2.6 მხარდამჭერის მიმღები პირების ინფორმირება მათი საარჩევნო უფლების შესახებ პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის მხარდაჭერის მიმღები პირებისთვის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდების მიზნით, მარტივად წასაკითხ ფორმატში, განახლდა არჩევნებში მონაწილეობის გზამკვლევი (ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით და ტრადიციული წესით). სახელმძღვანბელოებში შემავალი ინფორმაცია განახლდა 4 ოქტომბრის არჩევნების თავისებურებების გათვალისწინებით, რომელიც ხელმისაწვდომი იყოს ცესკოს ვებ.გვერდზე და ასევე ითარგმნა და გამოიცა აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. აქტივობა 19.2.7 154 კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნების უზრუნველყოფა შშმ ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი სერვისებით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ტრადიციულად, სხვადასხვა სერვისი შესთავაზა. კერძოდ:  უსინათლო ამომრჩევლებს – ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმა;  მცირემხედველ ამომრჩევლებს – ყველა საარჩევნო უბანზე გამადიდებელი ლინზა;  ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს – ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის სპეციალური კაბინა;  ყრუ და სმენადაქვეითებულ და უსინათლო ამომრჩევლებს – ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული კენჭისყრაში მონაწილეობის ამსახველი პოსტერი, მასზე დატანილი QR კოდით, რომლის საშუალებით ამომრჩევლებს შეეძლოთ ინფორმაციის მიღება ჟესტურ ენაზე და ასევე აუდიო ფორმატით;  ყრუ და სმენადაქვეითებულ ამომრჩევლებისთვის - კონტაქტ-ჰაბის ჟესტური ენის მცოდნე ოპერატორის მომსახურება. აქტივობა 19.2.8 საუბნოს საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადება შშმ პირებისთვის მისაწვდომი სერვისების შესახებ პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა 2025 წელს შეიმუშავა ახალი სატრენინგო კონცეფცია, რის მიხედვითაც, საუბნოს საარჩევნო კომისიების წევრებს ჩაუტარდათ გადამზადება მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნებისთვისთვის. ახალი სატრენინგო კონცეფცია მოიცავდა რამდენიმე ეტაპიან სატრენინგო სესიებს. სატრენინგო პროგრამის ფარგლებში საუბნო საარჩევნო კომისიების ხელმძღვანელი პირები და წევრები დეტალურად გაეცნენ ამომრჩევლებისთვის კვალიფიციური სერვისის მისაწოდებლად შესაბამისი ფუნქციების შესრულების ტექნიკას, მათ შორის, ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მხარდაჭერის ჭრილში. საარჩევნო კომისიის საქმიანობის განხილვისას ყურადღება გამახვილდა საარჩევნო ადმინისტრატორების მნიშვნელოვან როლსა და პასუხისმგებლობაზე, რაც უკავშირდება თითოეული ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენის უზრუნველყოფას, პროცესზე დაკვირვების ხელმისაწვდომობას, ამომრჩევლის არჩევანის ფარულობის და პერსონალური მონაცემების დაცვას. სასწავლო შედეგზე ორიენტირებით, საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა, საარჩევნო უბნის გახსნიდან კენჭისყრის შედეგების შეჯამების ჩათვლით, ყველა პროცედურულ საკითხზე სპეციალიზებული ცოდნა მიიღეს ეტაპობრივად, თემატურად შედგენილი პროგრამების მიხედვით. ტრენინგები პრაქტიკული სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით განხორციელდა. მოიცავდა როლურ თამაშებს, ელექტრონულ აპარატებთან მუშაობის მოდელირებას და კენჭისყრის პროცესის ეპიზოდურ ინსცენირებებს. 155 კურსის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო შშმ პირებისთვის მისაწვდომი საარჩევნო სერვისების უზრუნველყოფის საკითხებს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებმა მიიღეს ინფორმაცია შშმ ამომრჩევლებთან კომუნიკაციის ეტიკეტის, ქცევის ნორმებისა და მათი არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობის მიზნით დანერგილი სერვისების შესახებ. განხილული იქნა ამომრჩევლის განცხადების საფუძველზე ადაპტირებული საარჩევნო უბნის სპეციალურ სიაში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის შეყვანის პროცედურები, ასევე კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანზე ხელმისაწვდომი დამხმარე რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები. მათ შორის განიხილული იყო: უსინათლო ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო/ფორმის დანიშნულება და მისი გამოყენების წესი; მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი რესურსი — გამადიდებელი ლინზა; ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი ადაპტირებული ხმის მიცემის კაბინა. ასევე განხილული იყო ყრუ, სმენადაქვეითებული და უსინათლო ამომრჩევლებისთვის განკუთვნილი კენჭისყრის დღის პროცედურების ამსახველი პოსტერის დანიშნულება, რომელზეც განთავსებული QRკოდი ინფორმაციას ხელმისაწვდომს ხდიდა ჟესტურ ენასა და ხმოვან ფორმატში. აღსანიშნავია, რომ 2025 წლის 4 ოქტომბრის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების ჩატარების პროცედურული სპეციფიკის გათვალისწინებით, საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და სსიპ საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა პროფილურად შეიმუშავეს სხვადასხვა სახის საინფორმაციო-სასწავლო რესურსი. აღნიშნული რესურსები მოიცავდა დეტალურ ინფორმაციას საარჩევნო ადმინისტრატორებისა და საარჩევნო უბნებზე ყოფნის უფლების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობის, ეთიკის სტანდარტებისა და საქმიანობის განხორციელების პრაქტიკული ასპექტების შესახებ. ინკლუზიური საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად, დამატებითი რესურსის სახით, საარჩევნო კომისიების წევრებისთვის, ასევე სხვა დაინტერესებული პირებისთვის მომზადდა ინსტრუქცია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ამომრჩეველთა არჩევნებში დამოუკიდებლად მონაწილეობის ხელშეწყობა“ და ამავე სახელწოდების დისტანციური სასწავლო კურსი (დისტანციური პლატფორმა უზრუნველყოფს დროისა და სივრცისგან დამოუკიდებლად თემატურ ინფორმაციაზე წვდომას). საუბნო საარჩევნო კომისიებისთვის განკუთვნილი სახელმძღვანელოები და სამახსოვრო ინსტრუქციები მომზადდა ქართულ ენაზე და ასევე ითარგმნა ეთნიკური უმცირესობების ენებზე — სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. კენჭისყრის დღეს საარჩევნო კომისიების მიერ ფუნქციების ეფექტიანად განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, აღნიშნული საინფორმაციო-სასწავლო მასალები კომისიებს მიეწოდათ მატერიალური ფორმით. მიზანი 20 - ბავშვის უფლებების დაცვისა და მათი კეთილდღეობის მექანიზმების გაუმჯობესება ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით; დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი პოლიტიკის გაძლიერება. ამოცანა 20.1 156 ბავშვთა მიმართ ძალადობაზე სწრაფი და ეფექტიანი რეაგირებისა და პრევენციის მექანიზმების გაძლიერება, მათ შორის, აღმზრდელობით და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობისგან თავისუფალი გარემოს შექმნის ხელშეწყობით აქტივობა 20.1.1 სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოსოციალური თერაპიის მომსახურებით უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 2024 წლიდან „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ „დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში“ (6–18 წლამდე შშმ სტატუსის მქონე და არმქონე ბავშვებისთვის) ინტეგრირდა „სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა ფსიქოსოციალური კონსულტირების კომპონენტი“, რომლის მიზანია ბავშვების ფსიქოემოციური გაძლიერება და მხარდაჭერა. ასევე, ბავშვის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებისას ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება, ბავშვის განვითარების სტიმულირება, სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამებში ან ალტერნატიულ მომსახურებებში ჩართვისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. საანგარიშო პერიოდში აქტიურად მიმდინარეობდა და დღესაც მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი სერვისპროვაიდერის შერჩევისა და მოძიების მიმართულებით, თუმცა გასულ წელს აღნიშნული სერვისის მიწოდების მსურველი ორგანიზაცია არ გამოვლენილა. გარდა ზემოხსენებულისა, ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე მოზარდების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში გათვალისწინებულია სოციალური პედაგოგის, ფსიქოკონსულტანტის ან ფსიქოთერაპევტის მომსახურების მიწოდება; ფსიქოლოგიურ მხარდაჭერასა და ზრუნვის საჭიროებებზე ორიენტირებული კონსულტაციები და სხვა შესაბამისი ინტერვენციები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვების ფსიქოსოციალური თერაპიით უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში, ხორციელდება ზრუნვის სააგენტოს ბაზაზე არსებული კრიზისული ცენტრებისა და 24-საათიანი შესაბამისი სერვისების სპეციალისტების ჩართულობით, რომლებიც მოიცავს 7 რეგიონულ ცენტრს და აერთიანებს 13 შესაბამის დაწესებულებას. აქტივობა 20.1.2 საქართველოს მთავრობის N437 დადგენილებით დამტკიცებული ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დახვეწა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობა გადამუშავდა და მომზადებულია დასამტკიცებლად „პრაქტიკული სახელმძღვანელო განათლების სფეროში ბავშვობის ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ", რომლის მიზანია განათლების სფეროში ბავშვთა ქორწინების შემთხვევათა მართვის ყოვლისმომცველი ჩარჩოს წარმოდგენა. იგი მოიცავს საგანმანათლებლო დაწესებულებების როლსა და პასუხისმგებლობებს ბავშვთა ქორწინებასთან დაკავშირებით. სახელმძღვანელო მორგებულია საქართველოს სამართლებრივ და პრაქტიკულ კონტექსტს, 157 ასევე მოიცავს ძირითად ცნებებს, კომუნიკაციის სტრატეგიებს, მიმართვის პროცედურებსა და პრაქტიკულ მაგალითებს. აქტივობა 20.1.3 სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების (ბარნაჰუსი) რაოდენობის და გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გაზრდა სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლი ბავშვებისათვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 2025 წელს, ძალადობის მსხვერპლი ბავშვებისთვის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის (ბარნაჰუსის) სერვისის გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა არ გაფართოვებულა, თუმცა სერვისის გაფართოების საკითხი კვლავ დღის წესრიგში რჩება. აქტივობა 20.1.4 ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ხელშემწყობი ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის, რეგიონებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო აქტიურად ახორციელებს ცნობიერების ამაღლების კამპანიებსა და საინფორმაციო ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია როგორც სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობისა და ცნობადობის გაზრდისკენ, ასევე ბავშვთა და ქალთა უფლებების დაცვის, ტრეფიკინგის პრევენციისა და სხვა მნიშვნელოვან სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებულობის გაძლიერებისკენ. 2025 წელს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, განხორციელდა მასშტაბური ღონისძიება, რომლის მიზანი იყო ბავშვთა უფლებების დაცვა და ინფორმირებულობის ამაღლება. ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები ალტერნატიულ ზრუნვაში მყოფი ბენეფიციარები. აქტივობა 20.1.5 ბავშვთა ქორწინების საკითხებზე ეროვნული სასამართლო პრაქტიკის განზოგადება და ანალიზი პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო 158 სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ ვადაში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადდა დოკუმენტი ბავშვთა/ადრეულ ქორწინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელშიც აისახა შესაბამისი საერთაშორისო სტანდარტები და ეროვნული კანონმდებლობა. ამასთან, ქართულ ენაზე ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებების მოკლე ანალიზი. აქტივობა 20.1.6 არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე მონიტორინგის განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობდა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულისა და სექსუალური ექსპლუატაციის სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგი. მონიტორინგისას ყურადღება ექცეოდა მსხვერპლი ბავშვის დაზარალებულად ცნობისა და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების დროულობას, გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის სწორი კვალიფიკაციით დაწყებას, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სწორად დაგეგმვასა და ჩატარებას ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით. 2025 წელს, სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, მომზადდა სქესობრივი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი. ასევე, გაანალიზდა არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის ფაქტზე დევნადაწყებული სისხლის სამართლის საქმეები და მომზადდა შესაბამისი ანალიზი. აგრეთვე, შემუშავდა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების კვლევის მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ბავშვთა მიმართ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებების, მათ შორის, სქესობრივი დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგი და ანალიზი. აქტივობა 20.1.7 არასრულწლოვნის წინააღმდეგ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე გამოტანილი სასამართლოს გადაწყვეტილებების გაანალიზება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, შესწავლილია 2023-2024 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულების საქმეებზე სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები. შესწავლისას, ყურადღება გამახვილდა ნორმათა განმარტების, დანაშაულთა ურთიერთგამიჯვნის საკითხებსა 159 და მტკიცებულებით სტანდარტზე. ასევე, გაანალიზდა განაჩენის გამოტანისას სასამართლოს მიდგომები. ერთგვაროვანი პრაქტიკის უზრუნველყოფის მიზნით, მომზადდა შესაბამისი ანალიზი. 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, შესწავლილია სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეებზე საერთო სასამართლოების მიერ გამოტანილი განაჩენები და მომზადდა შესაბამისი ანალიზი. აღნიშნულის ფარგლებში, გაანალიზდა არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები, ასევე, არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე გამოტანილი განაჩენები. შესწავლისას, ყურადღება გამახვილდა სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის განსაზღვრულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტზე, ეროვნულ და საერთაშორისო ნორმათა განმარტებასა და პრაქტიკაში გამოყენების საკითხებზე. აქტივობა 20.1.8 ბავშვთა მიმართ სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართული უწყებებისა და ორგანიზაციების მონაწილეობით მულტიუწყებრივი შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, პროკურატურის ინიციატივით, გაიმართა სამუშაო შეხვედრა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოლოგიურ-სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელთან. შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს პრაქტიკაში არსებული მიღწევები და დასახეს სამომავლო გეგმები კოორდინირებული თანამშრომლობის მიმართულებით. დამატებით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ორგანიზებით, ფუნქციონირებს შრომითი ტრეფიკინგის ფაქტების გამოვლენის, პრევენციისა და აღკვეთის უწყებათაშორისი მულტიდისციპლინური სამუშაო ჯგუფი, რომელიც აქტიურად განიხილავს შრომითი ტრეფიკინგის მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებს, მათ შორის ბავშვთა ექსპლუატაციის შემთხვევებზე ეფექტიანი რეაგირების მექანიზმებს. 2025 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, გაიმართა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. პროკურატურის წარმომადგენლებმა, სამუშაო ჯგუფის წევრი უწყებების წარმომადგენლებს წარუდგინეს ტრეფიკინგის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი, უწყებების წარმომადგენლებმა განიხილეს შრომითი და ბავშვთა ექსპლუატაციის ძირითადი ასპექტები, გამოწვევები და განსაზღვრეს სამუშაო ჯგუფის სამომავლო გეგმები. აქტივობა 20.1.9 არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის პრევენციის მიზნით სამიზნე აუდიტორიასთან შეხვედრების გამართვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 160 2025 წელს, ბავშვის უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ სხვადასხვა ფორმატში - საინფორმაციო კამპანიისა და შეხვედრის ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 14 ქალაქში ჩატარდა 17 საინფორმაციო ღონისძიება, რომელსაც დაესწრო ჯამში 980 მოსწავლე (არასრულწლოვანი). აღნიშნული ღინისძიებები, სხვებთან ერთად მოიცავდა: - საინფორმაციო შეხვედრას არასრულწლოვნების უფლებების საკითხებზე. შეხვედრაზე განიხილეს ნაადრევ ქორწინებასა და 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივ კავშირთან დაკავშირებული მავნე შედეგები, მათ შორის, აღნიშნული კატეგორიის დანაშაულისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელები. - საინფორმაციო შეხვედრას პირადი ცხოვრების ხელყოფასთან ბრძოლის საკითხებზე. შეხვედრაზე განიხილეს სოციალური ქსელებით არასრულწლოვნების პირადი ხასიათის ფოტო და ვიდეო მასალით შანტაჟისა და იძულების შემთხვევები, ასევე დახურულ ჯგუფებსა და სხვადასხვა პირებთან ფოტო და ვიდეო მასალის გავრცელების ფაქტები და შედეგები. ყურადღება გამახვილდა აღნიშნული დანაშაულის პრევენციასა და თავდაცვის მექანიზმებზე. აქტივობა 20.1.10 მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, მსხვერპლ ბავშვთა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში გადამისამართებული საქმეების გაანალიზება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების მომსახურების ცენტრში დეპარტამენტში, რეფერირებულ თემატურად ბავშვთა მიმართ მიმდინარეობდა ჩადენილი ფსიქო-სოციალური სქესობრივი დანაშაულების მონიტორინგი. სქესობრივი ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებზე, ცენტრის ფსიქოლოგის მიერ არასრულწლოვნის ფსიქოლოგიური შეფასებისა და ფსიქოლოგიური და ფსიქოლოგიურ/ფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების პრაქტიკის ანალიზების მიზნით, 2022-2024 წლებში არასრულწლოვანთა მიმართ ჩადენილი დანაშაულის სისხლის სამართლის შესწავლილ საქმეებზე მომზადდა შესაბამისი ანალიზი. აქტივობა 20.1.11 პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების კვალიფიკაციის ამაღლება ბავშვთა მიმართ ძალადობის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, ბავშვთა მიმართ ძალადობის ეფექტიანი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე, პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა 161 და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 7 სასწავლო აქტივობა განხორციელდა. შედეგად, პროკურატურის 28 თანამშრომელი გადამზადდა. ეროვნული და საერთაშორისო სასწავლო ვიზიტების ფარგლებში განხორციელებული სასწავლო აქტივობები მოიცავდა შემდეგ მიმართულებებს: ევროპის საბჭოსა და CDENF სამდივნოს ორგანიზებით განხორციელებულ ჰიბრიდულ კონფერენციას თემაზე - კანონთან შემხებლობაში მყოფი ბავშვების უფლებების დაცვა; ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სასწავლო და ოპერატიული პარტნიორობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ TOPCOP II” ფარგლებში განხორციელებულ ვებინარს თემაზე: ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა: სექსუალური ექსპლუატაციისა და ბავშვთა ტრეფიკინგის მსხვერპლთა გამოკითხვის მეთოდიკა; ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, სამი ჯგუფისთვის განხორციელებულ ტრენერთა ტრენინგს თემაზე - ბავშვთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის პრევენცია და მასთან ბრძოლა; ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით საფრანგეთში, ქ. სტრასბურგში განხორციელებულ საერთაშორისო კონფერენციას თემაზე - ონლაინ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის დასრულება; საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მხარდაჭერით განხორციელებულ ტრენინგს თემაზე - ბავშვზე ძალადობის პრევენცია, ამოცნობა და რეაგირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა შემთხვევაში. აქტივობა 20.1.12 შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველოს გაძლიერება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლიდან არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო ამოქმედდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტშიც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, 2025 წლის განმავლობაში, გადამზადდა აჭარის არასრულწლოვანთა სამმართველოს 22 თანამშრომელი, თემაზე დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება და ადამიანთა ვაჭრობა (ტრეფიკინგი). აღსანიშნავია, რომ 2025 წლის განმავლობაში სამინისტროს 82 თანამშრომელი გადამზადდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: „ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა“, „ბავშვთა ონლაინ სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის პრევენცია და მათთან ბრძოლა“ და სხვა. აქტივობა 20.1.13 სხვადასხვა კამპანიის ფარგლებში საგანმანათლებლო დაწესებულებებში, მათ შორის სკოლებში ძალადობის ფორმების შესახებ ცნობიერების ამაღლების შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა, საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის „ნუ წაართმევ“ ბავშვობას ფარგლებში, თბილისის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო 162 ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ცნობიერების ამაღლების მიზნით, 22 საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა, სადაც ესწრებოდნენ 653 (700 - მდე) სკოლის მოსწავლე და 400 სკოლის წარმომადგენელი (მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, რესურს-ცენტრის წარმომადგენლები და მანდატურები). 2025 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა, კამპანია - „უფლებები ბავშვებისთვის“ ფარგლებში, მცხეთა-მთიანეთისა და სამცხეჯავახეთის რეგიონებში, 13 საინფორმაციო ხასიათების შეხვედრები ჩაატარა 300-ზე მეტ სკოლის მოსწავლეებთან. აღნიშნული შეხვედრების თემას წარმოადგენდა: ძალადობა/ცუდი და უღირსი ქცევა, ბულინგი და კიბერბულინგი, ჯანსაღი ცხოვრების წესი - ნივთიერებების ავადმოხმარება და ადიქციის სხვა ფორმების პრევენცია და სხვ. აქტივობა 20.1.14 საჯარო სკოლების მასწავლებლებთან შეხვედრების ჩატარება ბავშვთა მიმართ ძალადობის ფორმებზე დაცვის მექანიზმებზე, რთული ქცევის ამოცნობაზე მართვასა და პრევენციაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა, საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის „ნუ წაართმევ“ ბავშვობას ფარგლებში, თბილისის, კახეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში ცნობიერების ამაღლების მიზნით, 22 საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა, სადაც ესწრებოდნენ 400 სკოლის წარმომადგენელი (მასწავლებლები, სკოლის დირექტორები, რესურს-ცენტრის წარმომადგენლები და მანდატურები). აქტივობა 20.1.15 ძალადობის მსხვერპლი ბავშვების ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში პროტოკოლით გამოკითხვის მხოლოდ ვიდეო-ჩანაწერის არსებული საკანონმდებლო რეგულირების გადახედვა/შეცვლა. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; საქართველოს გენერალური პროკურატურა; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; საქართველოს საერთო სასამართლოები საქართველოს პროკურატურის მიერ მომზადებულია კანონის პროექტი, სექსუალური ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის გამოკითხვის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენების შესახებ. პროექტის დახვეწის მიზნით, 2025 წელს, შესწავლილია მოლდოვასა და დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობა სქესობრივი დანაშაულის მსხვერპლი არასრულწლოვნების გამოძიების ფარგლებში გამოკითხვისა და საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე დაკითხვის შესახებ. გაანალიზდა საკანონმდებლო ნორმები დაკითხვის აუდიო-ვიდეო ჩაწერის, დაცვის მხარის მიერ არასრულწლოვანი მსხვერპლის დაკითხვის, გამოკითვის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის მტკიცებულებად გამოყენების წესის შესახებ და სხვ. 163 აქტივობა 20.1.16 ბავშვთა ასაკში ქორწინების საერთო სტატისტიკური მონაცემების წარმოება და ამ სტატისტიკის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში ბავშვთა ასაკში ქორწინების საერთო სტატისტიკური მონაცემები მიზნობრივად, მანუალური წესით მუშავდება. აღნიშნული გულისხმობს ყოველდღიურ რეჟიმში ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. მაგალითისთვის, მსგავსი ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ ჟღერდება კამპანიის ,,ნუ წაართმევ ბავშვობას“ მიმდინარეობისას, რომელსაც სამინისტრო წლებია უკვე ახორციელებს. ასევე, სამუშაო შეხვედრებისა თუ სხვა აქტივობების ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ.გვერდის საჯარო ინფორმაციის საინფორმაციო პორტალზე გამოქვეყნებულ რეგისტრირებულ დანაშაულთა სტატისტიკურ მონაცემებში1 ასახულია, მათ შორის, „ქორწინების იძულებისა“ და „სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში“ დანაშაულები. აქტივობა 20.1.17 ბავშვთა უფლებების შესახებ ტრენინგმოდულის შექმნა და ტრენიგების ციკლი სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ან/და მოსწავლეებისთვის პასუხისმგებელი უწყება: იუსტიციის სამინისტროს სსიპ "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი" 2024 წელს სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ორგანიზებით ბავშვის უფლებების შესახებ ჩატარდა 84 ტრენინგი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლების მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის, რომლებშიც მონაწილება მიიღო 1637-მა პირმა. აქტივობა 20.1.18 საქართველოში არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში არასრულწლოვანთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება 1 რეგისტრურებულ დანაშაულთა სტატისტიკა https://police.ge/public-information/registrirebuli-danashaulis- statistika?id=137&year=441 (ნანახია 21/04/2026) 164 პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური არასრულწლოვანთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურმა თბილისისა და რეგიონების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაატარა 26 საინფორმაციო შეხვედრა. ამოცანა 20.2 ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განმახორციელებელ უწყებებში, მათ შორის მუნიციპალიტეტებში, ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა და დასაქმებულ პირთა სპეციალიზაცია აქტივობა 20.2.1 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტების გადამზადება/სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში პასუხისმგებელი უწყება: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო საანგარიშო პერიოდში, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებში თანამშრომელთა გადამზადება ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპი ა(ა)იპ WVGD - World Vision Georgia Foundation-ის მხარდაჭერით ჩატარდა, რომლის ფარგლებშიც სერტიფიცირება გაიარა 46-მა თანამშრომელმა. მეორე ეტაპი განხორციელდა გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF-ის) მხარდაჭერით, რის შედეგადაც კიდევ 25 თანამშრომელი გადამზადდა და სერტიფიცირდა. შედეგად, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით, ჯამში დამატებით 2025 წელს 71 თანამშრომელმა გაიარა პროფესიული გადამზადება. შესაბამისად, გადამზადებულია სპეციალიზაციის საჭიროების მქონე თანამშრომლების 60%. აქტივობა 20.2.2 შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში ბავშვზე მორგებული სივრცეების გაფართოება და მოწყობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2024 წლიდან არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველო ამოქმედდა აჭარის პოლიციის დეპარტამენტშიც. აქტივობა 20.2.3 165 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ბავშვისთვის გასაგებ ენაზე დოკუმენტების მომზადება და გავრცელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ მოზარდებში გადაუდებელი დახმარების ნომრის ცნობადობის გაზრდის მიზნით სისტემატურად ახორციელებს შეხვედრებს კერძო და საჯარო სკოლების მოსწავლეებთან. აღნიშნული შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს გადაეცემათ მათთვის გასაგებ ენაზე და დიზაინით შექმნილი ,,ფლაერები“ და საინფორმაციო ბროშურები. 2025 წელს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-მა უზრუნველყო 4 130 ბროშურის დაბეჭდვა. აღსანიშნავია, რომ კამპანიის „მე მომავალში“ ფარგლებში, სკოლებში ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანიის წარმართვის მიზნით, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული კამპანიის საორგანიზაციო საკითხებსა და კამპანიის ფარგლებში განსახორციელებელ აქტივობებში. მათ შორის, ერთობლივი კოორდინირებული მუშაობით, დაიგეგმა და განხორციელდა არაერთი ღონისძიება. კერძოდ, დეპარტამენტის თანამშრომელთა აქტიური ჩართულობით მომზადდა თემატური კომიქსი, რომელიც ეხმიანებოდა კამპანიის მიზნებს და ამავდროულად, მორგებული იყო სამიზნე აუდიტორიის საჭიროებებზე. აღნიშნული საინფორმაციო მასალა დამზადდა 3500 ეგზემპლარად და დაურიგდათ მოსწავლეებს. ასევე, კამპანია „ ნუ წაართმევ ბავშვობის“ ფარგლებში, სამინისტროს მიერ მომზადებული საინფორმაციო პოსტერები სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე ითარგმნა, რომლებიც ქვემო ქართლის რეგიონის ყველა სკოლაში, იუსტიციის სახლსა და სერვისცენტრში განთავსდა. აქტივობა 20.2.4 პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზაცია და სპეციალიზებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა სპეციალიზაციის კურსი განხორციელდა თემაზე - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, ფსიქოლოგია და არასრულწლოვანთა ურთიერთობის მეთოდიკა. შედეგად, საქართველოს პროკურატურას 20 სპეციალიზებული პროკურორი და 3 სპეციალიზებული გამომძიებელი შეემატა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში სპეციალიზებულ თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 7 სასწავლო აქტივობა ჩატარდა და 28 სპეციალიზებული თანამშრომელი გადამზადდა. სასწავლო აქტივობების ფარგლებში, მონაწილეები შემდეგ საკითხებზე გადამზადდნენ: ბავშვთა გამოკითხვის პროცედურა; ბავშვთა მეხსიერების ფუნქციონირება ტრავმული მოვლენების მიმართ; ბავშვთა ენობრივი უნარების განვითარება; ონლაინ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის (OCSEA)-ს მატერიალური და პროცედურული სისხლის სამართლის ნორმები; OCSEA-ს პროაქტიული და რეაქტიული 166 გამოძიების მექანიზმები; მსხვერპლთა მხარდაჭერის პროცედურები და მათთვის ხელმისაწვდომი სერვისები; ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის შესახებ მონაცემთა შეგროვების მექანიზმები; ონლაინ ბავშვთა სექსუალური ექსპლუატაციისა და ძალადობის (OCSEA) წინააღმდეგ ბრძოლის უახლესი საერთაშორისო ინსტრუმენტები და საუკეთესო პრაქტიკა; ბავშვების მიერ ონლაინ პორნოგრაფიაზე ხელმისაწვდომობასა და მავნე სექსუალურ ქცევას შორის არსებული კავშირი; ყოვლისმომცველი სექსუალური განათლება, როგორც ეფექტიანი პრევენციული ინსტრუმენტი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მიმართ ძალადობის სახეები; პოსტ ტრავმული სტრესის გამკლავების მოდელები და სხვა. სპეციალიზაციის კურსისა და სხვა სასწავლო აქტივობების შედეგად, ჯამში 51 თანამშრომელი - პროკურორი, პროკურატურის გამომძიებელი და მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი გადამზადდა. აქტივობა 20.2.5 სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური ს 2 ოფისში ბავშვზე მორგებული გარემოს შექმნა პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურში ბავშვზე მორგებული ოთახები მოწყობილია ორ ბიუროსა და ერთ საკონსულტაციო ცენტრში და ხელმისაწვდომია თბილისის, რუსთავისა და დუისის ოფისებში. 2025 წელს, თბილისის სპეციალიზებულ საქმეთა ბიურო ადაპტირდა ბავშვზე მორგებულ სერვისით. ამასთან, სამსახური ეტაპობრივად გეგმავს აღნიშნული პრაქტიკის გაფართოებას სხვა ბიუროებსა და საკონსულტაციო ცენტრებშიც. აქტივობა 20.2.6 ადღგენითი ურთიერთობების კულტურის დანერგვა იმ სკოლებში, სადაც წარმოდგენილია მანდატურის სამსახური სოციალური მუშაობის კომპონენტით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 2025 წელს, მანდატურის სამსახურმა, სოციალური მუშაობის კომპონენტით, დამატებით 11 საჯარო სკოლაში დაიწყო მუშაობა, რის შედეგადაც, ამ ეტაპისთვის, აღნიშნული სერვისი საქართველოს 91 საჯარო სკოლაშია ხელმისაწვდომი. მანდატურის სამსახური აქტიურად აგრძელებს აღდგენითი პროცესების დანერგვას ყველა იმ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც სოციალური მუშაობის კომპონენტია წარმოდგენილი. შესაბამისად, სამსახურმა აღდგენითი მიდგომების დანერგვის პროცესი 2025 წელს დამატებულ 11 საჯარო სკოლაშიც დაიწყო. ხსენებული მიდგომა სკოლებს სთავაზობს ახლებურ ხედვას, რომელიც ორიენტირებულია არა დასჯაზე/სახდელზე, არამედ ურთიერთობების აღდგენაზე, საჭიროებების მიგნებასა და გააზრებაზე, ურთიერთპატივისცემის დანერგვასა და მეგობრული გარემოს შექმნაზე. 167 7 სკოლაში საპილოტედ ხორციელდება აღდგენითი სასკოლო პრაქტიკის დამკვიდრება (მანდატურის სამსახურის სუპერვიზიით სკოლების მიერ ხდება ხსენებული მიდგომების ათვისება). მანდატურის სამსახურის მიერ სკოლებისთვის შემუშავებულია აღდგენითი მიდგომის დანერგვის გზამკვლევი, რომელიც ეფუძნება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. სკოლების მიერ განისაზღვრა პასუხისმგებელი პირი/პირები აღდგენითი პრაქტიკის დანერგვის მიზნით. ასევე შეიქმნა სამუშაო ჯგუფები, რომელთა მიზანია სკოლებში საპრევენციო და აღდგენითი პოლიტიკის ფორმირების ხელშეწყობა, მომხდარ ინციდენტებზე აღდგენითი მიდგომით რეაგირებისთვის საჭირო რეკომენდაციების მომზადება და აღსრულების მექანიზმის გამართულად მუშაობის მონიტორინგი. ამ მიზნით, სკოლების ნაწილმა შეიმუშავა შიდა მარეგულირებელი დოკუმენტები. ადმინისტრაციის წარმომადგენლები და განსაზღვრული მასწავლებლები რეგულარულად მართავენ აღდგენით წრეებს და საინფორმაციო შეხვედრებს სასკოლო თემთან. მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის მხარდაჭერით, შვიდივე სკოლამ დაიწყო აღდგენითი მიდგომის დანერგვის სამოქმედო გეგმის შემუშავება, რომელიც ეფუძნება მანდატურის სამსახურის მიერ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით შემუშავებულ ინდიკატორებს. სამოქმედო გეგმები შეიმუშავა უკვე ოთხმა სკოლამ, ხოლო სამი სკოლა დაასრულებს სამოქმედო გეგმებზე მუშაობას 2026 წელს. აქტივობა 20.2.7 მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურებების ხარისხის უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში დანერგილია შიდა და გარე სუპერვიზიის კომპონენტი, რაც ხელს უწყობს სპეციალისტების პროფესიულ განვითარებასა და მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას. ცენტრს ჰყავს პროფესიული მენტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ თანამშრომელთა პროფესიული და საშემსრულებლო უნარების შეფასებასა და მათ გაუმჯობესებაზე ზრუნვას ცენტრის სუპერვიზიის კონცეფციის შესაბამისად. საგანმანათლებლო დაწესებულების სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები 2025 წლის განმავლობაში იღებდნენ სისტემის შიდა სუპერვიზიას. აღნიშნული საკითხები განიხილებოდა ინდივიდუალური/ჯგუფური სუპერვიზიის ფარგლებში, რომელიც იმართებოდა მინიმუმ თვეში ერთხელ. სულ 2025 წელს სოციალური მუშაკებისთვის ჩატარდა სუპერვიზიის 2221 ინდივიდუალური და 16 ჯგუფური, ხოლო ფსიქოლოგებისთვის 1592 ინდივიდუალური და 282 ჯგუფური სესია. მაღალი მიმართვიანობის საპასუხოდ, მანდატურის სამსახურმა დანერგა სტრუქტურირებული ტრიაჟის სისტემა, რომელიც მიზნად ისახავს მომსახურების ეფექტიანობისა და შედეგიანობის გაზრდას. სისტემა შექმნილია იმისათვის, რომ შემთხვევები პრიორიტეტულად განისაზღვროს მათი გადაუდებლობისა და საჭიროების მიხედვით, რაც უზრუნველყოფს სპეციალისტების რესურსების ოპტიმალურ განაწილებას. ამ კუთხით:  შემუშავდა ტრიაჟის ადაპტირებული ინსტრუმენტი (ASAP მოდელის საფუძველზე);  შემთხვევების კატეგორიზაციისთვის დადგინდა მკაფიო კრიტერიუმები;  გადამზადდა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტების - ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისგან შემდგარი ჯგუფი. 168 აქტივობა 20.2.8 დაწყებითი და საბაზო განათლების ნაადრევად მიტოვების პრევენციული მექანიზმების გაძლიერება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია მოსწავლის დატოვება ზოგადი განათლების სისტემის მიღმა საბაზო საფეხურის მიღწევის დონის დაძლევამდე. ამავე კანონის მე-19 მუხლის 121 პუნქტი ადგენს, რომ დაუშვებელია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე მოსწავლის სკოლიდან გარიცხვა. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩარიცხვისა და მოსწავლის სტატუსის შეჩერების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 11 იანვრის N04/ნ ბრძანების შესაბამისად, არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი, სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და არასრულწლოვნის განათლების უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული სავარაუდო გარემოების გამოვლენის შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში. სკოლის ნაადრევად მიტოვების პრევენციისთვის, დაწესებულია რეგულაციები მოსწავლეთა სკოლის გაცდენების მონიტორინგისთვის. სკოლა ვალდებულია სასწავლო წლის განმავლობაში ზედიზედ 45 სასწავლო დღის განმავლობაში მოსწავლის სკოლაში ან დისტანციური, სრულად ელექტრონული ფორმით ჩატარებულ გაკვეთილებზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში, ეფექტური რეაგირება მოახდინოს. პირველ ეტაპზე, მოსწავლის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, არაუგვიანეს მე-10 დღეს, კლასის დამრიგებელი ვალდებულია სკოლის ადმინისტრაციას წარუდგინოს წერილობითი ანგარიში (გაცდენის მიზეზი, მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის აღწერა და სხვა). ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ კი კლასის დამრიგებელთან ერთად პროცესში სოციალური მუშაკები ერთვებიან, რომლებიც ახორციელებენ ოჯახში ვიზიტს ბავშვის მიმართ ნებისმიერი ფორმით ძალადობის გამოვლენისთანავე ხდება რეფერირება შესაბამის უწყებებში: საქართველოს შინაგან საქმეტა სამინისტოში ან/და სსიპ - სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიემგზავრება და მოსწავლეს უწყდება/უჩერდება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლის სტატუსი, მას აქვს შესაძლებლობა სწავლა გააგრძელოს საზღვარგარეთ არსებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში და საქართველოში დაბრუნების შემდეგ უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების ზოგადსაგანმანათლებლო დოკუმენტის შესაბამისად, გააგრძელოს სწავლა საქართველოს დაწესებულებაში (აღიდგინოს შეჩერებული სტატუსი). აღნიშნული მიმართულებით ზუსტი აღრიცხვისა და უტყუარი ინფორმაციის მიღების მიზნით, მიმდინარეობს მუშაობა, რათა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის მიმოცვლის გზით შესაძლებელი გახდეს სტატუსშეჩერებული მოსწავლეების უცხოეთში დადასტურება/დაზუსტება. 169 გამგზავრების შესახებ ინფორმაციის აქტივობა 20.2.9 სკოლის მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების რაოდენობის შემცირება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2022 წელს იდენტიფიცირებული სკოლის მიღმა დარჩენილი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 611 ბავშვიდან 2024-2025 სასწავლო წლისთვის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მოსწავლის აქტიური სტატუსით ირიცხება 40 ბავშვი. 2023-2025 წლებში განხორციელდა სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების მონიტორინგის მეორე ციკლი, დამუშავდა 43,072 ბავშვის მონაცემი. ბავშვების რაოდენობა, რომელთაც არასდროს ჰქონიათ საგანმანათლებლო ისტორია/არ ყოფილან ასახული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ბაზაში მოსწავლის სტატუსით შეადგენს 656-ს. მათგან მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით 533 ბავშვი არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, უმეტესწილად მძიმე და მრავლობითი დარღვევებით. გაგრძელდება შესაბამის პირებთან მუშაობა რელევანტური უწყებების ჩართულობით, რათა სრულად უზრუნველყოფილ იქნეს ზოგად განათლებაზე ხელმისაწვდომობა. აქტივობა 20.2.10 სოციალური მუშაობის ჩატარების დელეგირების დოკუმენტის მიღება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სოციალური მუშაობის ჩატარება მუნიციპალიტეტისთვის დელეგირებული უფლებამოსილებაა, რომლის განხორციელებაზე დარგობრივ ზედამხედველობას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ახორციელებს. ზოგადად, უფლებამოსილების მუნიციპალიტეტისთვის დელეგირება კომპლექსური ღონისძიებების გატარებას გულისხმობს და მისი აღსრულება მხოლოდ დელეგირების დოკუმენტის მიღებით ვერ განხორციელდება. „მუნიციპალიტისთვის სოციალური მუშაობის ჩატარების უფლებამოსილებების დელეგირების შესახებ“ დოკუმენტის პირველადი სამუშაო ვერსია მომზადებულია, თუმცა, პირველ ეტაპზე დელეგირების ფორმასა და შინაარსზე უნდა მოხდეს პოზიციების შეჯერება ყველა დაინტერესებულ უწყებას (ჯანდაცვის სამინისტრო, რეგიონული განვითარების სამინისტრო, მუნიციპალიტეტები) შორის. აქტივობა 20.2.11 ბავშვის შემთხვევის მართვის საკოორდინაციო მექანიზმის ჩამოყალიბებისთვის მუნიციპალიტეტში შეხვედრების ორგანიზება პასუხისმგებელი უწყება: მთავრობის ადმინისტრაცია 170 2025 წლის განმავლობაში, ბავშვის შემთხვევის მართვის საკოორდინაციო მექანიზმის ჩამოყალიბების მიზნით, ბავშვთან დაკავშირებული ქეისების მართვის 32 მუნიციპალური შეხვედრა გაიმართა. ამ უკანასკნელში მონაწილეობას იღებდნენ თემატური სახელმწიფო უწყებების და მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები. შეხვედრებზე, ბავშვთა პერსონალური მონაცემების დაცვის შესაბამისად, განიხილებოდა ბავშვის ინტერესების დარღვევასთან დაკავშირებული შემთხვევები. შედეგად, თემატურმა უწყებებმა შეიმუშავეს მოკლევადიანი და გრძელვადიანი კოორდინირებული გეგმები კონკრეტული შემთხვევის სპეციფიკის შესაბამისად. აქტივობა 20.2.12 ბავშვის შემთხვევის მართვის ელექტრონული სისტემის შექმნა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ბავშვის უფლებათა კოდექსით, სახელმწიფომ უნდა შექმნას მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემა, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა სფეროში ბავშვის უფლებების რეალიზების ამსახველი სტატისტიკური მონაცემების, მათ შორის, ბავშვებისადმი უთანასწორო მოპყრობის, ბავშვის მიმართ ძალადობის მიზეზებისა და შედეგების, მსჯავრდების შემთხვევების რაოდენობის, შესაბამისი პრევენციული და რეაგირების ღონისძიებების ეფექტიანობის შესახებ მონაცემების, შეგროვებასა და ანალიზს. მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციას ოკუპირებული ამტკიცებს ტერიტორიებიდან საქართველოს დევნილთა, მთავრობა, შრომის, რომელსაც ჯანმრთელობისა შეიმუშავებს და საქართველოს სოციალური დაცვის სამინისტრო. ბავშვის უფლებათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებით, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი ელექტრონული სისტემისა და ბავშვის პერსონალური მონაცემების დაცვის ინსტრუქციის შემუშავების ვადა 2026 წლის 1 ოქტომბრამდე გახანგრძლივდა. მიმდინარეობს კოორდინაცია საერთაშორისო ორგანიზაციებთან, საკითხის საერთაშორისო სტანდარტებთან და საუკეთესო პრაქტიკასთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით, ექსპერტული მხარდაჭერის მიღების თაობაზე. ამოცანა 20.3 ბავშვზე, მათ შორის კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანზე, მორგებული მართლმსაჯულების, დანაშაულის პრევენციისა და რესოციალიზაციის/რეაბილიტაციის მექანიზმების გაუმჯობესება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აქტივობა 20.3.1 განრიდების/განრიდებისა და მედიაციის პროგრამის გაძლიერება 171 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო აქტივობა შესრულდა გეგმით გთვალისწინებულ ვადაში, 2024 წელს. 2025 წლის საანგარიშო პერიოდში, დაიდო ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზე სარეაბილიტაციო პროგრამებსა და სერვისებში ჩართული იყო 764 განრიდებული პირი. აქტივობა 20.3.2 არასრულწლოვნების/21 წლამდე პირებისთვის უნიფიცირებული რისკის და საჭიროებების შეფასების მექანიზმის დახვეწა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო შემუშავდა „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანების პროექტი. სსიპ – კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის შექმნის პარალელურად, გაგრძელდა არასრულწლოვნებისა და 21 წლამდე პირებისთვის რისკებისა და საჭიროებების შეფასების უნიფიცირებული ინსტრუმენტის შემუშავების პროცესი. აქტივობა 20.3.3 კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების ჩართვა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებსა და მომსახურებებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 2025 წელს, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებსა და სერვისებში ჩაერთო 581 განრიდებული არასრუწლოვნიდან 499 (85.9%) და 150 არასრულწლოვანი პრობაციონერიდან 64 (42.7%). საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროგრამებსა და სერვისებში ჩართული იყო 763 განრიდებული არასრულწლოვანი. აქტივობა 20.3.4 172 7-დან 14 წლამდე და რთული ქცევის მქონე 10-დან 18 წლამდე არასრულწლოვნების ჩართვა არასრულწლოვანთა რეფერირების პროგრამებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო 2025 წელს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გადმომისამართდა 199 ბენეფიციარი, რომელთაგან სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩაერთო 115 (57.8%). საერთო ჯამში, საანგარიშო პერიოდში, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროგრამებში ჩართული იყო 220 ბენეფიციარი. აქტივობა 20.3.5 შესაბამისი სამუშაოთა აღწერის შემუშავება პენიტენციურ დაწესებულებებში ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბავშვებთან მომუშავე ფსიქოლოგებისა და სოციალური მუშაკებისთვის სამუშაოთა აღწერების პირველადი ვერსია შემუშავებულია. აქტივობა 20.3.6 "კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის დამტკიცების შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური შემუშავებულია ბრძანების პროექტი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნით ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მომზადების მეთოდოლოგიის, წესისა და სტანდარტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც მოიცავს შეფასების ერთიან ინსტრუმენტს სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსთვის“. აქტივობა 20.3.7 არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან სპეციალიზაცია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში 173 შემხებლობაში მყოფი თანამშრომლების პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური 2025 წლის ბოლოსთვის გადამზადებულია არასრულწლოვან ბრალდებულ/მსჯავრდებულებთან შემხებლობაში მყოფი ყველა თანამშრომელი. აქტივობა 20.3.8 ბრალდებულ და განრიდებულ არასრულწლოვანთა საქმეების მონიტორინგის განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა პრაქტიკაში არსებულ გამოწვევებზე დროული და ეფექტიანი რეაგირების მიზნით, საქართველოს პროკურატურაში მრავალი წელია დანერგილია ბრალდებულ და განრიდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის მექანიზმი. მონიტორინგის ფარგლებში, ხდება სისხლის სამართლის საქმეთა დეტალური შესწავლა, გამოძიების დაწყებიდან შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. 2025 წელს, განხორციელდა 581 განრიდებული და 588 ბრალდებული არასრულწლოვნის სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგი. სისხლის სამართლის საქმეები შესწავლილია კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ გადაწყვეტილებების მიღების დროულობისა და დასაბუთებულობის მიმართულებით. აქტივობა 20.3.9 კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა განრიდების გაძლიერების მიზნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგების გაანალიზება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა მტკიცებულებებზე დაფუძნებული სისხლის სამართლის პოლიტიკის განხორციელების მიზნით, პროკურატურა ყოველწლიურად აანალიზებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგებს, ამუშავებს სტატისტიკურ ინფორმაციას და ამზადებს შესაბამის ანგარიშს. 2025 წელს, ბრალდებულ და განრიდებულ არასრულწლოვანთა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის საფუძველზე, მომზადდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგების ანგარიში, რომელიც მოიცავს განრიდებულ და ბრალდებულ არასრულწლოვანთა ძირითად სტატისტიკურ ინფორმაციას. ანგარიში, ასევე, ასახავს ინფორმაციას კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა მიმართ მიღებული გადაწყვეტილების დროულობის, განრიდებამდე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და სასამართლოდან განრიდების მიზნით დაბრუნებული საქმეების, განრიდებულ არასულწლოვანთა მიერ განრიდების/განრიდება-მედიაციის ხელშეკრულების მოქმედების ფარგლებში ჩადენილი განმეორებითი დანაშაულის, განრიდების/განრიდებამედიაციის ხელშეკრულების ვადებისა და ხელშეკრულების პირობების, არასრულწლოვანთა მიმართ განხორციელებული სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგების შესახებ. 174 აქტივობა 20.3.10 რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცენტული რაოდენობის ზრდის მიზნით, პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწევლობის საფუძვლით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეების გაანალიზება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, გაანალიზდა პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწევლობის საფუძვლით შეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები. ასევე, დამუშვდა მონაცემები, რამდენად დროულად ხდება 14 წლამდე ასაკის პირთა მიერ ჩადენილ დანაშაულთა საქმეებზე გამოძიების შეწყვეტა და 14 წლამდე არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში გადამისამართება. საქმეთა ანალიზის საფუძველზე, მომზადდა ანგარიში. იდენტიფიცირებული გამოწვევების თაობაზე ინფორმაცია მიეწოდათ პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს. აქტივობა 20.3.11 ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელების მიზნით, საქართველოს პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებში ბავშვზე მორგებული სივრცის მოწყობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა საქართველოს პროკურატურამ ბავშვზე მორგებული გარემოს კონცეფციის დანერგვა 2018 წელს დაიწყო. საქართველოს პროკურატურის სტრატეგიით გათვალისწინებულ ერთ-ერთ მიმართულებას, ბავშვზე მორგებული სივრცის მინიმუმ ერთ სტრუქტურულ ერთეულში ყოველწლიურად გახსნა წარმოადგენს. 2025 წელს, სტრატეგიით ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ბავშვზე მორგებული სივრცე გაიხსნა მარნეულის რაიონულ პროკურატურაში. აქტივობა 20.3.12 ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების განხორციელებისა და უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერების მიზნით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში მომუშავე სპეციალისტების მონაწილეობით ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოების შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სრულყოფის, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ნორმათა ერთგვაროვანი ინტერპრეტაციისა და პრაქტიკაში იმპლემენტაციის, ასევე არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციისა და რეგიონებში მულტიდისციპლინური მექანიზმების გაძლიერების მიზნით, საქართველოს პროკურატურის ინიციატივით, 2016 წლიდან ფუნქციონირებს არასრულწლოვანთა ადგილობრივი საკოორდინაციო მექანიზმი - არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოები, რომლებიც აერთიანებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესში ადგილობრივ დონეზე 175 მონაწილე პროკურორებს, გამომძიებლებს, მოსამართლეებს, ადვოკატებს, სოციალურ მუშაკებს, მედიატორებს, მუნიციპალიტეტების, საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და სასჯელაღსრულების დაწესებულებების წარმომადგენლებს. 2025 წელს, პროკურატურის ინიციატივით, ონლაინ რეჟიმში, გაიმართა არასრულწლოვანთა ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოს შეხვედრები ყველა რეგიონში. შეხვედრებზე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების აქტუალური საკითხები, დააიდენტიფიცირეს გამოწვევები და იმსჯელეს აღნიშნულის გადაჭრის გზებზე. ადგილობრივი მულტიდისციპლინური საბჭოები წარმოადგენს ეფექტიან მექანიზმს, რომლის ფარგლებში სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებს შესაძლებლობა აქვთ, იმსჯელონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაჭრის გზებზე. შეხვედრების ფარგლებში იდენტიფიცირებულ საკითხებზე მზადდება ანგარიში და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, მიეწოდება შესაბამისი უწყებების ცენტრალური აპარატის წარმომადგენლებს. აქტივობა 20.3.13 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების კვლევა და გამოქვეყნება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, განხორციელდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ძირითადი სტატისტიკური მონაცემების ანალიზი. სტატისტიკური მონაცემები დამუშავდა დანაშაულის სახისა და კატეგორიის, პროკურატურის სტრუქტური ერთეულის, სქესის და სხვა მნიშვნელოვანი პარამეტრების მიხედვით. მონაცემები აისახა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების შედეგების ანგარიშში, რაც გამოქვეყნდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. აქტივობა 20.3.14 კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მახასიათებლების კრიმინოლოგიური კვლევა და გამოქვეყნება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, განხორციელდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მახასიათებლების კრიმინოლოგიური კვლევა. გაანალიზდა კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების ისეთი მახასიათებლები, როგორებიცაა ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, განათლება, ეკონომიკური და ოჯახური მდგომარეობა, მშობლებთან ცხოვრების ფაქტი, ძალადობრივი გამოცდილება, მავნე ჩვევებზე დამოკიდებულება, საზოგადოებისადმი დამოკიდებულება და ა.შ. კვლევა ეფექტიანი სისხლისსამართლებრივი პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობას იძლევა. 176 კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მახასიათებლების კრიმინოლოგიური კვლევა გამოქვეყნდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. აქტივობა 20.3.15 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების თემატიკაზე მომუშავე პროფესიონალებთან მულტიუწყებრივი შეხვედრის ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, გაიმართა მულტიუწყებრივი შეხვედრა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში საპროცესო წარმომადგენლობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. ასევე, გაიმართა მულტიუწყებრივი შეხვედრა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან. აქტივობა 20.3.16 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების განახლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ეფექტიანი იმპლემენტაციის, ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების დანერგვისა და ბავშვის საუკეთესო ინტერესზე დაფუძნებული მართლმსაჯულების პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტი, სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის საფუძველზე გამოვლენილი ხარვეზებისა და პრაქტიკაში არსებული გამოწვევების შესაბამისად, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლებისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე შეიმუშავებს სახელმძღვანელო მითითებებს. 2025 წელს, განახლდა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სახელმძღვანელო მითითებების კრებული, რომელიც აერთიანებს სახელმძღვანელო მითითებებს სპეციალიზაციის, კანონის მოქმედების სფეროს, ინდივიდუალური შეფასების მომზადების წესის, განრიდების/განრიდება-მედიაციის, დისკრეციული უფლებამოსილების, არასრულწლოვანთა მიმართ ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების, მათ შორის, გამოკითხვის ჩატარების თავისებურებების, ბავშვზე მორგებული სივრცის გამოყენების წესის, მართლმსაჯულების პროცესში კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის ჩართვის შესახებ. კრებული, ასევე, აერთიანებს გენერალური პროკურორის ბრძანებით დამტკიცებულ - „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის პროცედურებში პროკურატურის სამოქმედო ინსტრუქციას“, „რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესში პროკურატურის სამოქმედო ინსტრუქციას“, „სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების განხორციელების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესახებ ინსტრუქციას“. 177 აქტივობა 20.3.17 განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევა და გამოქვეყნება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, მომზადდა განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის კვლევის განახლებული მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც გაანალიზდა 2019, 2020 და 2021 წლებში განრიდებულ არასრულწლოვანთა მიერ განმეორებით ჩადენილი დანაშაულის მაჩვენებელი და მომზადდა ანგარიში. ანალიზი მოიცავს განმეორებით ჩადენილი დანაშაულის სახის, კატეგორიის, ჩამდენ პირთა ასაკის, განმეორებით ჩადენილი დანაშაულის პერიოდის მიხედვით. ასევე, კვლევის ფარგლებში რეციდივის მაჩვენებელი გაანალიზდა განრიდების/განრიდება-მედიაციის ხელშეკრულების ვადის, პირობების, მედიაციით და მედიაციის გარეშე განრიდების მაჩვენებლების მიხედვით. ზემოაღნიშნული ინდიკატორების მიხედვით, დამუშავებული განმეორებითი დანაშაულის მონაცემები შედარდა 2019, 2020 და 2021 წლებში იმ განრიდებულ პირთა მონაცემებს, რომლებსაც განმეორებითი დანაშაული არ ჩაუდენიათ. კვლევის შედეგების შესახებ მომზადდა და წარედგინა პრეზენტაცია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებს. ამოცანა 20.4 ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, მათ შორის რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნების დაცვის მექანიზმების შემდგომი გაძლიერება აქტივობა 20.4.1 ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების მომსახურებების შეფასება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო რთული ქცევის არასრულწოვნების შეფასების მიზნით, 2025 წელს, ა(ა)იპ WVGD - World Vision Georgia Foundation-ის მხარდაჭერით მიმდინარეობდა რთული ქცევის კონცეფციის შემუშავება. პარალელურად, მუდმივად უზრუნველყოფილია აღნიშნული ბავშვებისთვის მომსახურების მიწოდება, მათი იდენტიფიკაცია და საჭირო მხარდაჭერა. ბავშვების მდგომარეობის შეფასებისა და საჭიროებების გამოვლენისთვის ფუნქციონირებს შესაბამისი სერვისები, რომლებიც რეგულარულად ფარავენ მათ საჭიროებებს და უზრუნველყოფენ მიღებული მხარდაჭერის ეფექტურ გამოყენებას. მათ შორის მიუსაფარ ბავშვთა ინტეგრირებული მხარდაჭერით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა, რომლის მიზანია მიუსაფარ ბავშვთა მიტოვების ან ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და ინტეგრაცია, ასევე, უსაფრთხო საცხოვრებლით (დროებითი თავშესაფრით) უზრუნველყოფა. 178 აქტივობა 20.4.2 ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრევენციული მომსახურებების განვითარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის ფუნქციონირებს 4 დღის ცენტრი (თბილისი -2. რუსთავი-1, ქუთაისი -1) და სამი თავშესაფარი (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი). ქვეპროგრამაში ჩართულ არასრულწლოვნებს მიეწოდებათ როგორც დღის ცენტრის, ასევე, 24 საათიანი მომსახურება, სადაც დაკმაყოფილებულია როგორც პირველადი საჭიროებები, (კვების, ჰიგიენის, ტანსაცმელი) ასევე, უზრუნველყოფილია სამედიცინო და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ბავშვის ასაკის და განვითარების შესაბამისად. მომსახურებებში სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მუშაობა ბავშვების სოციალური უნარების განვითარებისა და გაძლიერებისათვის, ახალ გარემოში ადაპატაციისა უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის ან/და ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში გადაყვანისათვის. ასევე, ამ პროგრამიდან ხორციელდება არასრულწლოვანთა სხვა მხარდამჭერ პროგრამებში ტრანზიცია/გადამისამართება, როგორიცაა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი და ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე მოზარდების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომლის ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს სწორედ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები (8-18 წლამდე) წარმოადგენენ. აღნიშნული პროგრამის ღონისძიებებია სოციალური უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერა, არასრულწლოვანის მაკრო და მიკრო სოციალური გარემოს ანალიზი/ინტერვენცია, სოციალურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერა და ზრუნვა სასიცოცხლო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნული სერვისისადმი ინტერესი შედარებით დაბალია, რაც განპირობებულია როგორც რთულ სამიზნე ჯგუფთან მუშაობის სპეციფიკით, ისე მაღალი პასუხისმგებლობით, 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების პროცესში განხორციელდა დაფინანსების კომპონენტების გადახედვა. კერძოდ, მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრით მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის დღიური დაფინანსება გაიზარდა დაახლოებით 70 პროცენტით და 40 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 68 ლარით. ხოლო, მობილური ჯგუფით მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის დაფინანსება გაიზარდა 25 პროცენტით და 4 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 5 000 ლარით. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ინტერესის ზრდას, სერვისის მდგრადობის გაძლიერებას და მიუსაფარ ბავშვთა მიმართ ხარისხიანი და ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფას. 2025 წელს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის დამატებითი სერვისი არ შექმნილა. აქტივობა 20.4.3 ბავშვთა შრომისა და ბავშვთა ტრეფიკინგის შემთხვევების შესაბამისი გამოვლენისა და რეაგირების საკითხებზე სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა სააგენტოს თანამშრომელთა გადამზადება 179 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ბავშვთა შრომის, ტრეფიკინგისა და ძალადობის შემთხვევების პრევენციის, დროული გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების საკითხებზე ჩატარებული ტრენინგების ფარგლებში, ჯამში, 17 თანამშრომელი გადამზადდა. გადამზადება განხორციელდა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM) და საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მხარდაჭერით. აქტივობა 20.4.4 ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების თემთან აქტიური კომუნიკაცია, მუშაობა და ცნობიერების ამაღლება სახელმწიფოში არსებულ სერვისებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო მიუსაფარ ბავშვთა ინტეგრირებული მხარდაჭერით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ერთ-ერთი კომპონენტია მობილური ჯგუფით მომსახურებით უზრუნველყოფა, რომლის ამოცანაა „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ განსაზღვრული ოჯახის ან ბავშვის მხარდამჭერი ღონისძიებები, რომელთა მიზანია მიუსაფარი ბავშვების მიტოვებისა და ოჯახისგან განცალკევების პრევენცია, ასევე მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია და საზოგადოებაში ინტეგრაცია. 2024 წლიდან დღემდე მობილური ჯგუფების მიერ დამყარდა 700-მდე ახალი კონტაქტი, რაც კიდევ უფრო აძლიერებს ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის სისტემას. აქტივობა 20.4.5 რთულ ქცევაზე რეაგირების მექანიზმების კონცეფციის გაცნობა და განხილვა პროფესიონალებთან/ექსპერტებთან უკუკავშირის მისაღებად პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო რთულ ქცევაზე რეაგირება და საჭიროების მქონე ბავშვებისათვის შესაბამისი სერვისით უზრუნველყოფა რჩება გამოწვევად. აღნიშნულის საპასუხოდ, არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა სფეროში მომუშავე პროფესიონალებთან, რომლებსაც ეთხოვათ რთული ქცევის მქონე ბავშვებისთვის სპეციალური სერვისის მიწოდება. მიუხედავად ძალისხმევისა სპეციალიზებულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში რთული ქცევის მართვის სერვისით მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების დაინტერესება ვერ მოხერხდა და არც რთულ ქცევაზე რეაგირების მექანიზმების კონცეფცია შემუშავებულა. 180 აქტივობა 20.4.6 ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის საქართველოს 2024-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის შესრულების 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შემუშავება და ტრეფიკინგთან ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოზე წარდგენა დამტკიცების მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა „ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის 20252030 წლების სახელმწიფო სტრატეგია“. ამჟამად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესი. აქტივობა 20.4.7 ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის საქართველოს 2024-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის შესრულების 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შესრულების ყოველწლიური პროგრეს ანგარიშების მომზადება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს 2025 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით დამტკიცდა „ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების ყველა სახის ძალადობისგან, მათ შორის ტრეფიკინგისგან დაცვის 20252030 წლების სახელმწიფო სტრატეგია“. ამჟამად მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება. აქტივობა 20.4.8 ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების, მათ შორის რთული ქცევის მქონე არასრულწლოვნებისთვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მომსახურების მიწოდების მიზნით მობილური ჯგუფის შექმნა პასუხისმგებელი უწყება: იუსტიციის სამინისტროს სსიპ "დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო" საანგარიშო პერიოდში, არასწულწლოვანთა რეფერირების ცენტრი მოემსახურა 220 ბენეფიციარს. ამოცანა 20.5 ალტერნატიული ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა 181 აქტივობა 20.5.1 სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საჭიროებების კვლევა და მხარდამჭერი სისტემის გაუმჯობესება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამის“ შემუშავებისას, გაანალიზდა სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის ქვეპროგრამის გამოწვევები, ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების საჭიროებები და გარკვეული ცვლილებები აისახა შესაბამის ქვეპროგრამაში. ამოცანა 20.6 ბავშვების, მათ შორის შშმ ბავშვების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის უზრუნველყოფა და ბავშვის ოჯახიდან განცალკევების პრევენციის ხელშეწყობა აქტივობა 20.6.1 ოჯახების მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება ბავშვის მიტოვების პრევენციის მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ბავშვთა დიდი ზომის ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი დასრულებულია. ბოლო აქტივობა ითვალისწინებდა თბილისის ჩვილ ბავშთა სახლის დახურვას, რის შედეგადაც შეიქმნა სამი მცირე ზომის ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ბავშვთა სახლი, სადაც გადანაწილდნენ ბენეფიციარები. ამასთან, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, ბენეფიციართა ნაწილი განთავსდა ხანგრძლივი პედიატრიული მოვლის სამედიცინო-სოციალურ ცენტრში, სადაც იღებენ სპეციალიზებულ, ხანგრძლივ, კომპლექსურ სამედიცინო მოვლას და სოციალურ მხარდაჭერას. ბავშვის ოჯახიდან განცალკევების პრევენციის ხელშეწყობის პრიორიტეტის რეალიზებისთვის, ქვეყნის მაშტაბით, ეტაპობრივად, ფართოვდება სოციალური მომსახურებათა ქსელი. ამასთან, ყოველწლიურად იზრდება ბავშვზე ზრუნვის სოციალური პროგრამის დაფინანსებისთვის გათვალისწინებული ასიგნებების ოდენობა. 2025 წლის ბიუჯეტი 2024 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა დაახლოებით 20 მლნ. ლარამდე. ბიუჯეტის ზრდასთან ერთად, გაფართოვდა პრევენციული და მხარდაჭერითი მომსახურებებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობებიც. 2025 წლის განმავლობაში აღნიშნული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ბავშვებისათვის განკუთვნილი სხვადასხვა მომსახურების მიმწოდებლად დარეგისტრირდა 47 ორგანიზაცია. შესაბამისად, გაიზარდა მომსახურებების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა და რეგისტრირებულ ორგანიზაციებს შესაძლებლობა მიეცათ, უზრუნველყონ დამატებითი ბენეფიციარების მომსახურება. 182 აქტივობა 20.6.2 ბავშვის ოჯახიდან განცალკევების პრევენციის გაძლიერების კუთხით არსებული სერვისების/ქვეპროგრამების შეფასება პასუხისმგებელი უწყება: საქრთველოს ოკუპირებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაში“ ინტეგრირდა პროგრამის შეფასების ინდიკატორები, რომელიც შეეხება ყოველწლიურად შერჩეული ქვეპროგრამების/კომპონენტების შეფასებას სამინისტროს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით და მოიცავს პროგრამების/კომპონენტების განხორციელებადობის, საჭიროების, შესაბამისობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის, გავლენისა და მდგრადობის შესწავლას რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების გამოყენებით. ინდიკატორების ახალი სისტემის მეშვეობით 2025 წელს საპილოტე რეჟიმში დაინერგა ბავშვთა ადრეული განვითარების, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, შინმოვლის ქვეპროგრამების, შშმ პირთა დღის ცენტრებისა და შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის შეფასება. ინდიკატორების სისიტემა იძლევა საშუალებას, დროულად გაანალიზდეს პროგრამის მოსარგებლეთა შედეგები, იდენტიფიცირდეს გამოწვევები, მათ შორის, ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საჭიროების შემთხვევათა შემცირების ხელშეწყობის თვალსაზრისით, და დაიგეგმოს პროგრამის განვითარების შემდგომი ნაბიჯები. აღნიშნული დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგებზე ორიენტირებული სოციალური მომსახურების მიწოდების განხორციელებაში. 2025 წლის განმავლობაში, განხორციელდა შესაბამისი მომსახურებებიდან სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ასევე დაგეგმილი ინტერვიუებისა და გამოკითხვების ჩატარება. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე, 2026 წლის პირველ კვარტალში მომზადდება შემაჯამებელი ანგარიში. აქტივობა 20.6.3 იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგების პროფესიული გაძლიერება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური იურიდიული დახმარების სამსახურში ფსიქოლოგების კვალიფიკაციის ამაღლება ხორციელდება სხვადასხვა თემატურ მიმართულებაზე დაგეგმილი პროფესიული განვითარების ღონისძიებების ფარგლებში. აღნიშნული ღონისძიებები მოიცავს, მათ შორის, მედიაციის პროცესებში ფსიქოლოგების ჩართულობას, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებულ საკითხებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის თემატიკას, აგრეთვე სხვა იმ მიმართულებებს, რომლებიც სამსახურის მანდატიდან გამომდინარეობს. აქტივობა 20.6.4 „ბავშვზე ზრუნვის ერთიანი ტექნიკური რეგლამენტის“ განახლება და სკოლა პანსიონის ზრუნვის სტანდარტის ინტეგრირება 183 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის“ ბაზაზე, 2024 წელს, საქართველოს განათლების მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ მომზადდა ,,სკოლებში/რესურსსკოლებში პანსიონური მომსახურების სტანდარტი“, რომელიც განსახილველად გადაეგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს. განხილვის შედეგად, ავტორს მიეწოდა ცალკეული კომენტარები. საკვანძო სამსჯელო თემას წარმოადგენდა უწყებებს შორის მონიტორინგისა და ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოს განსაზღვრა, ვინაიდან სტანდარტის პროექტზე მუშაობის პროცესში გამოიკვეთა რამდენიმე უწყების კომპეტენცია, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით იქნებოდნენ პასუხისმგებელი საზედამხედველო ფუნქციის განხორციელებაზე. შესაბამისად, რიგ საკითხებზე, განსაკუთრებით მონიტორინგისა და ზედამხედველობის ფუნქციების განაწილებასთან დაკავშირებით, უწყებებს შორის პოზიციების შეთანხმება ვერ მოხერხდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ საკითხზე მუშაობის პროცესი, ამ ეტაპზე დასრულებული არ არის. ამოცანა 20.7 ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური სისტემის გაძლიერება აქტივობა 20.7.1 დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის 3-წლიანი სამოქმედო გეგმის განახლება დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის უფლებებზე ფოკუსირებით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2025 წელს განახლდა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის 3წლიანი სამოქმედო გეგმა, დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის უფლებებზე ფოკუსირებით, რომელიც განხილვის სტადიაშია. აქტივობა 20.7.2 დედიდან შვილზე აივ ინფექვიის, სიფილისისა და B ჰეპატიტის გადაცემის ელიმინაციის 3-წლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის უფლებებზე ფოკუსირებით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, დედიდან შვილზე აივ ინფექციის, სიფილისისა და B ჰეპატიტის ვირუსის ვერტიკალური გადაცემის ელიმინაცია, განსაზღვრულია როგორც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი. ამ მიმართულებით, დედიდან შვილზე აივ ინფექციის, სიფილისისა და B ჰეპატიტის გადაცემის ელიმინაციის 184 ღონისძიებები ინტეგრირებულია 2017-2030 წლების დედათა და ახალშობილთა ეროვნული სტრატეგიის განახლებულ სამოქმედო გეგმაში, რომელიც განხილვის ეტაპზეა. აქტივობა 20.7.3 "ბავშვის ბენეფიტი"/მიზნობრივი პროგრამის გაფართოება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის განახლების პროცესი. დამტკიცდა ადამიანური კაპიტალის პროგრამის „სოციალური დაცვისა და დასაქმების მიმართულებით არსებული ინდიკატორებისა/შედეგების (DLR) განხორციელების 2025–2028 წლების სამოქმედო გეგმა“, რომლის ფარგლებში განსაზღვრულია განახლებული მეთოდოლოგიის დანერგვის პროცედურები. ახალი მეთოდოლოგიის დანერგვის მიზანია მიზნობრივი სოციალური დახმარება უფრო მისამართული გახდეს და პროგრამამ უკეთ დაინახოს ის ოჯახები, რომელთაც ყველაზე მეტად ესაჭიროებათ დახმარება. აღნიშნული გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებაზე მუშაობა დაიწყება 2026 წლიდან. ამოცანა 20.8 განათლების ისეთი სისტემის ჩამოყალიბება, რომელიც ბავშვებს (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის და სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს) მისცემს ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობას აქტივობა 20.8.1 შშმ პირთა უფლებების შესახებ ტრენინგების ციკლი საჯარო სკოლების ადმინისტრაციისა და მასწავლებლებისთვის პასუხისმგებელი უწყება: იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი" 2024 წლის III-IV კვარტლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინკლუზიის საკითხებზე სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა 36 ტრენინგი სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის სკოლების 677 მასწავლებლისათვის. გარდა ამისა, 2025 წლის IV კვარტალში ამავე თემებზე ონლაინ რეჟიმში ჩატარდა 2 ტრენინგი სკოლის 50 მასწავლებლისთვის. ტრენინგები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ არსებული მიდგომები; ბარიერები; სათანადო ტერმინოლოგია; გაეროს კონვენცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ; საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ; დისკრიმინაციის ტიპები, სახეები და ანტიდისკრიმინაციული მექანიზმები; 185 გონივრული მისადაგება და უნივერსალური დიზაინი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ურთიერთობის ეტიკეტი. აქტივობა 20.8.2 პროფესიული განათლების საფეხურზე საორიენტაციო სერვისის დანერგვა შშმ და სსსმ პირებისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, სამინისტრო/პროფესიული პროფესიული უნარების სააგენტო მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მრავალფეროვანი, ინკლუზიური და მოქნილი სერვისების შეთავაზება მოწყვლადი და დამატებითი საჭიროების მქონე პირებისათვის, მათ შორის, საგანმანათლებლო საჭიროებისა და/ან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის, პროფესიული განათლების სისტემის ერთ-ერთი პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მათ შორის, პროფესიულ განათლებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, საანგარიშო პერიოდში გაგრძელდა მუშაობა საორიენტაციო სერვისის განვითარების მიმართულებით, გადამუშავდა საორიენტაციო სერვისის დანერგვისათვის საჭირო რეგულაციები და დაიწყო შეთანხმების პროცესი. სერვისი პირთა ინტერესებზე, მათ შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე იქნება მორგებული და დაეხმარება სსსმ და შშმ პირებს ინფორმირებული პროფესიული არჩევანის მიღებაში და პროფესიული განათლების საფეხურზე ტრანზიციაში. ამოცანა 20.9 ეფექტიანი ღონისძიებების გატარება ძალადობის მსხვერპლი/მიუსაფარი ბავშვების რეაბილიტაციისა და სოციალური ინტეგრაციის ხელშესაწყობად აქტივობა 20.9.1 ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების პრევენციული მომსახურებების განვითარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, დღეის მდგომარეობით ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისთვის ფუნქციონირებს 4 დღის ცენტრი (თბილისი -2. რუსთავი-1, ქუთაისი -1) და სამი თავშესაფარი (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი). ქვეპროგრამაში ჩართულ არასრულწლოვნებს მიეწოდებათ როგორც დღის ცენტრის ასევე 24 საათიანი მომსახურება, სადაც დაკმაყოფილებულია როგორც პირველადი საჭიროებები, (კვების, ჰიგიენის, ტანსაცმელი) ასევე უზრუნველყოფილია სამედიცინო და საგანმანათლებლო ღონისძიებები, ბავშვის ასაკის და განვითარების შესაბამისად. მომსახურებებში სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს მუშაობა ბავშვების სოციალური უნარების განვითარებისა და გაძლიერებისათვის, ახალ გარემოში ადაპატაციისა უნარ-ჩვევების გაძლიერებასა და ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრაციის ან/და ზრუნვის სხვა ალტერნატიულ ფორმაში გადაყვანისათვის. 186 ასევე, ამ პროგრამიდან ხორციელდება არასრულწლოვანთა სხვა მხარდამჭერ პროგრამებში ტრანზიცია/გადამისამართება, როგორიცაა 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების სოციალური ინკლუზიის დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი და ანტისოციალური და რთული ქცევის მქონე მოზარდების დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტი, რომლის ერთ-ერთ სამიზნე ჯგუფს სწორედ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები (8-18 წლამდე) წარმოადგენენ. აღნიშნული პროგრამის ღონისძიებებია სოციალური უნარების გაძლიერებაში მხარდაჭერა, არასრულწლოვანის მაკრო და მიკრო სოციალური გარემოს ანალიზი/ინტერვენცია, სოციალურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერა და ზრუნვა სასიცოცხლო და სახელობო-პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების ხელშეწყობა. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების მხრიდან აღნიშნული სერვისისადმი ინტერესი შედარებით დაბალია, რაც განპირობებულია როგორც რთულ სამიზნე ჯგუფთან მუშაობის სპეციფიკით, ისე მაღალი პასუხისმგებლობით, 2026 წლის სახელმწიფო პროგრამის შემუშავების პროცესში (რომელიც მიმდინარეობდა 2025 წელს) განხორციელდა დაფინანსების კომპონენტების გადახედვა. კერძოდ, მიუსაფარ ბავშვთა სადღეღამისო თავშესაფრით მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის დღიური დაფინანსება გაიზარდა დაახლოებით 70 პროცენტით და 40 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 68 ლარით. ხოლო, მობილური ჯგუფით მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის დაფინანსება გაიზარდა 25 პროცენტით და 4 000 ლარის ნაცვლად განისაზღვრა 5 000 ლარით. აღნიშნული ცვლილებები ხელს შეუწყობს მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების ინტერესის ზრდას, სერვისის მდგრადობის გაძლიერებას და მიუსაფარ ბავშვთა მიმართ ხარისხიანი და ეფექტიანი მომსახურების უზრუნველყოფას. 2025 წელს ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისათვის დამატებითი სერვისი არ შექმნილა. აქტივობა 20.9.2 ძალადობის მსხვერპლი/მიუსაფარი ბავშვებისათვის ფსიქოსოციალური თერაპიის მომსახურებით უზრუნველყოფა (მათ შორის, სუიციდის პრევენციის მიზნით) პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ფსიქოსოციალური თერაპიის მომსახურებით უზრუნველყოფისა და სუიციდის პრევენციის მიზნით, 2024 წელს დამტკიცდა „ბავშვებსა და მოზარდებში სუიციდის რისკის შეფასებისა და სუიციდის რისკზე რეაგირებისთვის საჭირო ინსტრუმენტები“. ბრძანება ითვალისწინებს სუიციდის შემთხვევებზე რეაგირების პროტოკოლის შემუშავებას, რომელიც უზრუნველყოფს სუიციდის რისკზე სწრაფ და ეფექტურ რეაგირებას. პროტოკოლს თან ახლავს სუიციდის რისკის იდენტიფიცირების სპეციალური კითხვარი (სკრინინგი), რომელიც სპეციალისტებს საშუალებას აძლევს, დაუყოვნებლივ გამოავლინონ არსებული რისკები და, საჭიროების შემთხვევაში, მიიღონ შესაბამისი პრევენციული ზომები. პროტოკოლი განკუთვნილია როგორც სოციალური მუშაკებისთვის, ისე სააგენტოში დასაქმებული სხვა დამხმარე სპეციალისტებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული მექანიზმის იმპლემენტაცია 2025 წელსაც აქტიურად მიმდინარეობს და მისი პრაქტიკული გამოყენება სოციალური მუშაკებისა და სხვა დამხმარე სპეციალისტების მიერ სისტემურ ხასიათს ატარებს. პროტოკოლის უწყვეტი მოქმედება განსაკუთრებულ როლს თამაშობს სისტემური 187 პრევენციის პროცესში, რადგან იგი ქმნის მყარ მეთოდოლოგიურ საფუძველს მოზარდთა ფსიქოსოციალური უსაფრთხოების დაცვისა და კრიზისული ინტერვენციების სტანდარტიზაციისთვის. აქტივობა 20.9.3 სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის პროგრამების ხარისხის კონტროლისა და სისტემატური მონიტორინგის მექანიზმის განვითარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო “სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამაში” ინტეგრირდა პროგრამის შეფასების ინდიკატორები, რომელიც შეეხება ყოველწლიურად შერჩეული ქვეპროგრამების/კომპონენტების შეფასებას სამინისტროს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით და მოიცავს პროგრამების/კომპონენტების განხორციელებადობის, საჭიროების, შესაბამისობის, ეფექტურობის, ეფექტიანობის, გავლენისა და მდგრადობის შესწავლას რაოდენობრივი და თვისებრივი ინდიკატორების გამოყენებით. ინდიკატორების ახალი სისტემის მეშვეობით 2025 წელს საპილოტე რეჟიმში დაინერგა ბავშვთა ადრეული განვითარების, ბავშვთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის, შინმოვლის ქვეპროგრამების, შშმ პირთა დღის ცენტრებისა და შშმ პირთა მცირე საოჯახო ტიპის მომსახურების უზრუნველყოფის კომპონენტის შეფასება. ინდიკატორების სისიტემა იძლევა საშუალებას, დროულად გაანალიზდეს პროგრამის მოსარგებლეთა შედეგები, იდენტიფიცირდეს გამოწვევები, მათ შორის, ბავშვის ოჯახიდან განცალკევების საჭიროების შემთხვევათა შესცირების ხელშეწყობის თვალსაზრისით, და დაიგეგმოს პროგრამის განვითარების შემდგომი ნაბიჯები. აღნიშნული დაეხმარება პოლიტიკის შემქმნელებს მტკიცებულებებზე დაფუძნებული და შედეგებზე ორიენტირებული სოციალური მომსახურების მიწოდების განხორციელებაში. 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა შესაბამისი მომსახურებებიდან სტატისტიკური ინფორმაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ასევე დაგეგმილი ინტერვიუებისა და გამოკითხვების ჩატარება. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე 2026 წლის პირველ კვარტალში მომზადდება შემაჯამებელი ანგარიში. აქტივობა 20.9.4 ბავშვთა 24 საათიან მომსახურებებში დასაქმებულ პირთა და მეურვეობა-მზრუნველობის ორგანოს სოციალური მუშაკების გადამზადება რთული ქცევის ბენეფიციართა, ემოციური გამწვავების პრევენციისა და მართვის, არასრულწლოვნებთან მუშაობის კუთხით გამოვლენილ სხვა სპეციფიკურ თემატიკაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 2025 წელს რთული ქცევის ბენეფიციარების, ემოციური გამწვავების პრევენციისა და მართვის, ასევე არასრულწლოვანებთან მუშაობის თემატიკაზე 20-მდე თანამშრომელი გადამზადდა. აღნიშნული ტრენინგები განხორციელდა (ა)იპ ასოციაცია „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ და ევროპის საბჭოს პომპიდუს ჯგუფის პროექტის – „ნარკოტიკების პრევენციაში წამყვანი აქტორების როლის გაძლიერება“ მხარდაჭერით. 188 აქტივობა 20.9.5 მიუსაფარი ბავშვებისათვის იურიდიული დახმარების სამსახურის ფსიქოლოგების მიერ საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები შეხვდნენ დაბა აგარის ინგლისური ენის ცენტრის მოსწავლეებს, სადაც ბავშვებს მიეწოდათ ინფორმაცია ბავშვის უფლებებთან, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისებთან დაკავშირებით. აქტივობა 20.9.6 მიუსაფარ ბავშვთა დღის ცენტრებსა და კრიზისულ თავშესაფრებში ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2025 წელს „ტრანზიტული საგანმანათლებლო პროგრამა“ კვლავ ხორციელდებოდა სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიუსაფარ ბავშვთა ყველა დღის ცენტრსა და კრიზისულ თავშესაფარში. პროგრამაში ჩართული იყო 110 მოზარდი. პროგრამა ორიენტირებულია სკოლის მიღმა დარჩენილი მოზარდების ზოგადი განათლების სისტემაში რე/ინტეგრირებაზე, ასევე ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვების მიერ სწავლის ვადაზე ადრე, სავალდებულო ზოგადი განათლების დასრულებამდე მიტოვების პრევენციაზე. მუშაობს 6 მიმართულებით: 1. სასიცოცხლო უნარების განვითარების ხელშეწყობა; 2. აკადემიური უნარების განვითარების ხელშეწყობა; 3. სპორტული და კულტურული ღონისძიებები; 4. პროფორიენტაციის მხარდაჭერა; 5. სკოლის გაძლიერების ხელშეწყობა; 6. საინფორმაციო კამპანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისთვის ბავშვის განათლების უფლების და მოწყვლადი ბავშვების საჭიროებების მიმართ. პროგრამა ხელმისაწვდომს ხდის ფსიქოლოგიურ ან ემოციურ მხარდაჭერას, კონსულტირებას კარიერის მართვაში. პროგრამის ფარგლებში მუშაობს სპეციალისტების მულტიდისციპლინური გუნდი, რომელიც შედგება სპეციალური მასწავლებლების, ფსიქოლოგების, სოციალური მუშაკებისა და ტრენერებისგან. გამოიყენება განმავითარებელი, პორტფოლიოზე დაფუძნებული შეფასება; პროგრამა მუდმივად ვითარდება და ფართოვდება მიუსაფარი ბავშვების საჭიროებებზე მორგების მიზნით. 189 ამოცანა 20.10 მზრუნველობამოკლებული ბავშვების ოჯახთან მიახლოებულ გარემოში აღზრდის ხელშეწყობა აქტივობა 20.10.1 ახალი მინდობით აღმზრდელების, მათ შორის სპეციალიზებული და ჩამნაცვლებელი, მოზიდვა/რეგისტრაცია პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 2025 წელს, ახალი მინდობით აღმზრდელების მოზიდვის მიზნით, ტრეინინგი ჩაუტარდა დამატებით 71 პირს. დღეის მდგომარეობით ჯამში რეგისტრირებულია 600 მიმღები მშობელი. აქტივობა 20.10.2 მინდობით აღმზრდელთა გაძლიერება და პროფესიული მხარდაჭერა პასუხისმგებელი უწყება: სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარები სააგენტო 2024 წელს ზრუნვის სააგენტოსა და ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც ემსახურება მინდობით აღმზრდელთა მოძიებას, გადამზადებას, შემდგომ მხარდაჭერას და მინდობით აღზრდის მსურველი პირებისთვის სავალდებულო მოსამზადებელი კურსის მიწოდებას. 2025 წელს ა(ა)იპ „ასოციაცია საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელმა” გადაამზადა 46 მინდობით აღმზრდელი, ხოლო სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტომ - 25 მინდობით აღმზრდელი. შედეგად, 2025 წელს ჯამში გადამზადდა 71 მინდობით აღმზრდელი. ამოცანა 20.11 ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია აქტივობა 20.11.1 საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიის დაგეგმვა ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ ახალგაზრდების ინფორმირებულობის და ცოდნის დონის ასამაღლებლად და ფსიქიკურ პრობლემებთან დაკავშირებული სტიგმის შესამცირებლად 190 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2021 წლის მაისიდან, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების პროფესიული სატელეფონო სერვისი - 2 911 000. ცხელი ხაზის მეშვეობით, ხორციელდება როგორც ფსიქოლოგიური, ასევე საინფორმაციო სახის კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში, ხდება რესპონდენტთა გადამისამართება კრიზისულ მულტისისტემურ სერვისებში. ცხელი ხაზს, ასევე, მიმართავენ რესპონდენტები უკვე დადგენილი ფსიქოლოგიური პრობლემებით. ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2026 წელს, დაგეგმილია საკომუნიკაციო ინტერვენციების ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შემუშავება, სადაც ასახული იქნება 2027 წლის ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახ. პროგრამაში გასათვალისწინებელი ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სერვისების შესახებ ცნობიერების ამაღლების ღონისძიებები. აქტივობა 20.11.2 გართობის ინდუსტრიის (ღამის კლუბები, მუსიკალური ფესტივალები) წარმომადგენელთათვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისა და ზიანის შემცირების შესახებ გზამკვლევის შემუშავება და დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან გართობის ფესტივალები) ინდუსტრიის (ღამის კლუბები, მუსიკალური დევნილთა, შრომის, წარმომადგენელთათვის ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარების პრევენციისა და ზიანის შემცირების შესახებ გზამკვლევის მომზადება მიმდინარეობს ჯანმოს ტექნიკური დახმარებით. ამოცანა 20.12 პატიმართა და თავისუფლებააღკვეთილი არასრულწლოვნების მიერ ხარისხიანი განათლების მიღების უზრუნველყოფა აქტივობა 20.12.1 არასრულწლოვანი ბრალდებული/მსჯავრდებული პირებისთვის ზოგადი განათლების მომსახურების მიწოდება. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფ დაახლოებით 204 ბრალდებულ/მსჯავრდებულ მოსწავლეს მიეწოდებოდა ზოგადი განათლების მომსახურება ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნების მიხედვით. 191 ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე, ცალკეულ კლასში/სემესტრში შემავალი საგნის/საგნების ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამა/პროგრამების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდებში მონაწილეობა მიიღო 56 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა პირმა, აღნიშნული გამოცდები დაძლია 54 ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა მოსწავლემ პროგრამის სხვადასხვა კლასისა და საფეხურის დონეზე. მიზანი 21 - გენდერული თანასწორობის პრინციპის გაძლიერება ცხოვრების ყველა სფეროში, სამართლებრივი გარანტიების მიხედვით თანასწორობის უზრუნველსაყოფად და ამავე პრინციპის ფაქტობრივი რეალიზაციის ხელშესაწყობად; თანაბარი შესაძლებლობებისა და ფაქტობრივი თანასწორობის უზრუნველსაყოფად სისტემური და ინსტიტუციური მექანიზმების გაუმჯობესება და ქალებისა და გოგოების გაძლიერება. ამოცანა 21.1 გენდერული თანასწორობის ხელშემწყობი სახელმწიფო მექანიზმების გაძლიერება, მათ შორის კოორდინაციის გაუმჯობესებით აქტივობა 21.1.1 საქართველოს პროკურატურაში გენდერულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებისათვის გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის ინსტრუმენტების შესახებ ტრენინგის ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა საქართველოს პროკურატურაში გენდერულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის წევრებისთვის გენდერული თანასწორობისა და მეინსტრიმინგის ინსტურმენტების შესახებ HELP-ის სასწავლო კურსი ჩატარდა თემაზე გენდერული თანასწორობა და გენდერული მეინსტრიმინგი. ონლაინ სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები შემდეგი საკითხების შესახებ გადამზადდნენ: გენდერული ბალანსი გადაწყვეტილებების მიღებისას; ქალთა მიმართ ძალადობა; გენდერული სახელფასო სხვაობა; სქესი, გენდერი და ინტერსექციულობა; საერთაშორისო და ევროპული სტანდარტები და პოლიტიკის ჩარჩო გენდერული თანასწორობის შესახებ; გენდერული მეინსტრიმინგი პრაქტიკაში; ადგილობრივი კანონმდებლობა და სხვა. სასწავლო კურსის შედეგად, ჯამში, პროკურატურის 25 თანამშრომელი, მათ შორის, გენდერულ საკითხებზე მომუშავე ჯგუფის 1 წევრი გადამზადდა. აქტივობა 21.1.2 სექსუალური შევიწროვების პრევენციის საკითხებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ თანამშრომელთა გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: შინაგან საქმეთა სამინისტრო 192 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა თბილისის, ქვემო ქართლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტებში მართლწესრიგის ოფიცერებთან (154 ოფიცერი) და აჭარის არასრულწლოვანთა სამმართველოს 22 თანამშრომელთან თემაზე - დისკრიმინაცია, სექსუალური შევიწროება და ადამიანთა ვაჭრობა (ტრეფიკინგი). სულ ჩატარდა 10 შეხვედრა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სასწავლო პროგრამებში ადამიანის უფლებების თემატიკის სწავლებისას, დისკრიმინაციის დაუშვებლობის საკითხის განხილვისას, წარმოდგენილია ინფორმაცია სექსუალური შევიწროების შესახებ. აღსანიშნავია, რომ პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლებისას მსმენელებს შესაძლებლობა აქვთ ელექტრონული სწავლების პორტალზე გაიარონ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ შექმნილი ინოვაციური ელექტრონული კურსი, რომელიც მიზნად ისახავს სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შესახებ ინფორმირებულობის ამაღლებას და მისი პრევენციის პოპულარიზაციას. 2025 წლის განმავლობაში, ზემოაღნიშნულ თემატიკაზე პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სწავლება გაიარა 537-მა მსმენელმა. აქტივობა 21.1.3 საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონებისთვის პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურმა 2025 წლის 9 ივლისს, გორის ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში ჩაატარა საინფორმაციო შეხვედრა ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და გოგონებისთვის. შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია ძალადობის საკითხებთან დაკავშირებულ უფლებრივი დაცვის მექანიზმების, არსებული სამართლებრივი გარანტიებისა და იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ. აქტივობა 21.1.4 სქესის ნიშნით ჩაშლილი მონაცემების რეგულარული შეგროვების სისტემის დანერგვა საჯარო სამსახურში პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო 2024 წელს შემუშავდა გენდერული საბაზისო ინდიკატორები ადგილობრივი საკანონმდებლო და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. საბაზისო გენდერული ინდიკატორები იძლევა შესაძლებლობას, დეტალურად გაანალიზდეს გენდერული თანასწორობის მდგომარეობა საჯარო სამსახურში და შეიქმნას გენდერულ ანალიზზე დამყარებული ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკა. სტატისტიკის ეროვნულ სამსახურთან თანამშრომლობით, იდენტიფიცირდა პროფესიული საჯარო მოხელეების შესახებ გენდერული ინდიკატორები, რომლებიც დაინტეგრირდა და გამოქვეყნდა გენდერული სტატისტიკის პორტალზე. აღნიშნული ინიციატივა ხელს უწყობს სტატისტიკურ მონაცემებზე წვდომის 193 გაზრდას ყველა დაინტერესებული პირისთვის და საჯარო სამსახურის სისტემაში გენდერული თანასწორობის მდგომარეობის შესახებ საქართველოს პროგრესის გაზომვის შესაძლებლობას რეგიონული და გლობალური მასშტაბით. მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით, Power BI-ის საპილოტე ვერსიაში განხორციელდა ანალიტიკური და საინფორმაციო გვერდების აწყობა და პროგრამის საპილოტე ვერსიის ტესტირება. ასევე, სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს თანამშრომლები გაეცნენ Power BI-ის ფუნქციონალს და შემუშავდა გეგმა ანალიტიკური პლატფორმის დანერგვის მიზნით. ამასთანავე, მომზადდა ანალიტიკური დოკუმენტი, სადაც მოცემულია მონაცემთა დამუშავების საორიენტაციო მოდელი, რამდენიმე სცენარის გათვალისწინებით, ადამიანური რესურსების მართვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში მონაცემთა შემდგომი განვითარების შესაძლებლობების მიმართულებით. აქტივობა 21.1.5 გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ონლაინ ტრენინგ კურსის შემუშავება საჯარო მოხელეებისთვის პასუხისმგებელი უწყება: საჯარო სამსახურის ბიურო 2024 წლის დასაწყისში ცვლილება განხორციელდა „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებაში და მოხელის პროფესიული განვითარებისათვის დამატებით დადგინდა არააკრედიტებულ საბაზისო სავალდებულო პროგრამების ჩამონათვალი, რომელთა შორის ერთ-ერთ პროგრამად განისაზღვრა გენდერული მეინსტრიმინგი. აღნიშნული პროგრამის შემუშავების ფარგლებში, UN Women-ის მხარდაჭერითა და სსიპსაჯარო სამსახურის ბიუროს ჩართულობით მიმდინარეობდა მუშაობა გენდერული მეინსტრიმინგის შესახებ ონლაინ ტრენინგ კურსის შექმნაზე, თუმცა დასრულებული კურსი, ამ ეტაპზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის ხელმისაწვდომი არ არის. 2025 წლის მანძილზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მიმდინარეობდა მუშაობა ადამიანის უფლებათა საკითხებზე ონალაინ ტრენინგ კურსის შემუშვებაზე. კურსი საბოლოო სახით განთავსდება და ხელმისაწვდომი გახდება „პროფესიული საჯარო მოხელის პროფესიული განვითარების საჭიროებების განსაზღვრის წესის, პროფესიული განვითარების სტანდარტისა და წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 22 მაისის №242 დადგენილებით განსაზღვრული წესით. აქტივობა 21.1.7 მშობლის შვებულებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა საჯარო სამსახურში პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო 194 „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი ქმნის მშობლის შვებულებაზე ხელმისაწვდომობის სამართლებრივ საფუძველს იმ მშობლისთვის, რომელიც ფაქტობრივად უვლის ბავშვს. თუმცა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ დამუშავებული მონაცემების თანახმად, ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულება არ არის თანაბრად გამოყენებული დედისა და მამის მიერ. მამრობითი სქესის მიერ დეკრეტული შვებულების გამოყენების მაჩვენებელი მკვეთრად დაბალია მდედრობითთან მიმართებით. საგულისხმოა, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, როგორც სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამონაცვლე, გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. აქტივობა 21.1.8 უძრავ ქონებაზე წვდომის გაუმჯობესება - ქალთა თანასაკუთრების რეგისტრაციის წახალისება საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო" 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით რეგისტრირებული უძრავი ქონების მესაკუთრეთა 49.9 % ქალია. მათ შორის, მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში, 2022 წლის პირველი იანვრიდან დღემდე რეგისტრირებული მესაკუთრის 48.3% ქალია. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე რეგისტრირდება ოჯახის (კომლის) ყველა წევრის, ქალისა და კაცის საერთო საკუთრების უფლება. ქალთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია და სარეგისტრაციო პროცესში საჭირო ყველა პროცედურა უფასოდ იყო ხელმისაწვდომი. შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზარდა ქალი მესაკუთრეების რაოდენობა და ისინი სამოქალაქო ბრუნვის აქტიური მონაწილეები გახდნენ. სარეგისტრაციო პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ წარსულში, განსაკუთრებით, 2000-იან წლებში სოფლად მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაციისას ყველა შემთხვევაში ოჯახის შემადგენლობის შესახებ ინფორმაცია არ მოითხოვებოდა. 1999-2002 წლებში სისტემური წესით რეგისტრირებული უფლებები, ძირითადად, რეგისტრირებულია მხოლოდ ოჯახის უფროსის სახელზე; უფროსებს კი, უმრავლეს შემთხვევაში მამაკაცები წარმოადგენდნენ. შემდგომ წლებში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების საკადასტრო მონაცემების დაზუსტებასაც მხოლოდ ეს პირები ახდენდნენ (ეს მიდგომა, ძირითადად, 2013 წლიდან შეიცვალა). მოგვიანებით უკვე ნორმატიულად განისაზღვრა, რომ ისეთი დოკუმენტების საფუძველზეც უფლებების რეგისტრაციისას, რომლითაც მიწის ნაკვეთზე მხოლოდ ერთი პირის უფლება დგინდება, სავალდებულოა ოჯახის შემადგენლობის შესახებ ინფორმაციის მოძიება და უფლების ყველა წევრის სახელზე რეგისტრაცია. კერძოდ, თუ სარეგისტრაციოდ წარმოდგენილია 1990-იან წლებში გაცემული საკუთრების დამდგენი დოკუმენტი (მაგ.: მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, გადასახადის გადამხდელთა სია და ა.შ.), უძრავ ნივთზე რეგისტრირდება ოჯახის ყველა აქტიური წევრის, მათ შორის, ქალის თანასაკუთრების უფლება. 195 ყოველწლიურად მიმდინარეობდა ცნობიერების ამაღლებასთან დაკავშირებული აქტიური საინფორმაციო კამპანია ქალთა უფლებებზე. ამ მიზნით გაიმართა არაერთი პრეზენტაცია, კამპანიის ფარგლებში აღინიშნა ქალთა საერთაშორისო დღე და ინფორმაცია გავრცელდა სოციალური ქსელების მეშვეობით; სააგენტოს სატელევიზიო და სოციალურ მედიაში სხვადასხვა ფორმით ვრცელდებოდა ინფორმაცია მარეგისტრირებელ ორგანოში დასაქმებული ქალების ჩართულობაზე. სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ პირველი უწყებაა საქართველოში, სადაც ქალი ამგეგმავის პროფესია შეიქმნა და ამ პროფესიით 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით სააგენტოში 87 ქალი მუშაობდა. მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, საკითხი აქტიურად შუქდებოდა სხვადასხვა მედიასაშუალებით. 2025 წელს მომზადდა არაერთი სიუჟეტი, სადაც ამგეგმავი ქალის პროფესიაზე გამახვილდა ყურადღება. გარდა ამისა, ქვეყნის ცენტრალურ თუ რეგიონულ ტელევიზიებში სტუმრობისას სააგენტოს წარმომადგენლები საუბრობდნენ აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით. აქტივობა 21.1.9 ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებზე მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხელშემწყობი სამუშაო ჯგუფის შეხვედრები პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 2025 წლის 17 სექტემბერს, საქართველოს მთავრობამ წარადგინა პასუხი ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) მიერ შემუშავებულ პირველ თემატურ კითხვარზე - „ნდობის შენება მხარდაჭერის დაცვისა და სამართლიანობის უზრუნველყოფის გზით“. ამავე წლის 1 დეკემბერს, ქართულმა მხარემ, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) მხარეთა კომიტეტს წარუდგინა ინფორმაცია კომიტეტის მიერ, 2022 წლის 6 დეკემბერს, გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. აღნიშნული რეკომენდაციები ეფუძნებოდა GREVIO-ს საბაზისო შეფასების ანგარიშს საქართველოს შესახებ. საანგარიშო პერიოდში, მთავრობის ადმინისტრაციამ უზრუნველყო ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022-2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმისა და ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად 2022-2024 წლებში გასატარებელ ღონისძიებათა სამოქმედო გეგმების 2025 წლის შესრულების მონიტორინგის ანგარიშების მომზადება. აღნიშნული ანგარიშები მომზადდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის კოორდინაციით, სექტორული სახელმწიფო უწყებებთან უშუალო კომუნიკაციით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე. 196 ამოცანა 21.2 ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერება, მათ შორის თანასწორი გარემოს განმტკიცების გზით აქტივობა 21.2.1 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამებში/შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის ღონისძიებებში ქალების ჩართულობის გაზრდა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკა ხორციელდება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელიც წარიმართება „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დასაქმების ხელშეწყობის აქტივობები გაწერილია, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ და საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებულ სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც ემსახურება მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი სამუშაოს მაძიებლების მხარდაჭერას და დასაქმების ხელშეწყობას. ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ აქტიური შრომის ბაზრის პოლიტიკის ღონისძიებებში, საანგარიშო პერიოდში, სულ მონაწილეობა მიიღო 14 258 სამუშაოს მაძიებელმა, რომელთა შორის 10 058 ქალია, რაც 2 622 მაძიებლით მეტია წინა წელთან შედარებით. აქტივობა 21.2.2 ორსულობის და მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების არსებული რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, სამინისტრო აგრძელებს მუშაობას ორსულობის და მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულების არსებული რეგულაციების საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოების მიმართულებით და ამ მიზნით ეცნობა საუკეთესო პრაქტიკას და განიხილავს სხვადასხვა მოდულებს აღნიშნული შვებულების განაწილებისა და ანაზღაურების კუთხით, რათა მიღებულ იქნეს ოპტიმალური გადაწყვეტილება. აქტივობა 21.2.3 საარჩევნო სუბიექტების/ქალი კანდიდატების გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისია 2025 წელს განხორციელდა: სასწავლო-საინფორმაციო აქტივობები ელექტრონული მართვის სისტემის (EMS) გამოყენების შესახებ უფლებამოსილი საარჩევნო სუბიექტებისთვის. 197 საარჩევნო სუბიექტებისთვის ჩატარდა სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრები, რომელთა ფარგლებში განხილულ იქნა ელექტრონულ მართვის სისტემაში (EMS) განხორციელებული ცვლილებები და სიახლეები, აგრეთვე, სისტემაში დამატებული მნიშვნელოვანი მოდულები. აღნიშნულ შეხვედრებს დაესწრო 9 საარჩევნო სუბიექტის 14 წარმომადგენელი (ქალი-5, კაცი-9). ამასთანავე, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2025 წლის არჩევნებისთვის რეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებისთვის, მუნიციპალიტეტის ორგანოთა 4 გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრა ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრირებული ჩატარდა პარტიების წარმომადგენლების მონაწილეობით და მოიცავდა საკანონმდებლო სიახლეების, საარჩევნო სუბიექტების უფლება-მოვალეობების, ბიულეტენის შევსების წესის, ბათილი ბიულეტენების, საჩივრის წარდგენის წესისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას. აღნიშნულ შეხვედრას დაესწრო 6 საარჩევნო სუბიექტის 13 წარმომადგენელი (ქალი - 8, კაცი - 5). აქტივობა 21.2.4 თავდაცვის ძალებში სამეთაურო პოზიციებზე ქალ სამხედრო მოსამსახურეთა დაწინაურების ხელშეწყობა, შესაბამისი პოლიტიკის უზრუნველყოფით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო სამხედრო ქალთა გაძლიერების პროექტის ფარგლებში ქალი სამხედრო მოსამსახურეებისთვის 2025 წელს ჩატარდა მასტერკლასები (4 მასტერკლასი) სამინისტროს სისტემაში დასაქმებული სამხედრო ქალების ლიდერული და პროფესიული უნარების განვითარებისა და შესაძლებლობების გაფართოების ხელშეწყობის მიზნით. მასტერკლასებს დაესწრო 60 ქალი სამხედრო მოსამსახურე. 2025 წლის მდგომარეობით გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე, პოლკოვნიკის სამხედრო წოდებით დანიშნულია 2 ქალი სამხედრო მოსამსახურე. აქტივობა 21.2.5 სახელმწიფო პროგრამებში სქესის მიხედვით ჩაშლილი მონაცემების შეგროვება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში"; სსიპ - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო საანგარიშო პერიოდში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო“, სტარტაპებ ეკოსისტემის ხელშეწყობისა და ტექნოლოგიური განათლების მიმართულებით, ყველა ძირითად პროგრამაზე აგროვებდა სქესის ნიშნით სეგრეგირებულ მონაცემებს, მათ შორის, თანადაფინანსების საგრანტო პროგრამის, რეგიონული საგრანტო 198 პროგრამის, პრე-აქსელერატორის პროგრამის, Do IT with the EU პროგრამის, Do IT in Georgia პროგრამის, ინოვაციური ბანაკების, ტექნოპარკების 5 მიმართულების ფარგლებში (Hardware პროტოტიპირების ხელშეწყობა ფაბლაბებში; ICT განათლება; ინოვაციური მეწარმეობის წლისთვის, სქესის განვითარება; სტარტაპების საზოგადოების გაძლიერება; STEAM განათლება). დამატებით, ასევე, აღსანიშნავია, რომ 2025 მიხედვით ჩაშლილი მონაცემები ხელმისაწვდომია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ შემდეგი პროგრამებისთვის:  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში, 2025 წლის სექტემბრამდე, სესხების/ლიზინგის საგნების რაოდენობის 34% (88 პროექტი) მოდის ისეთ კომპანიებზე, რომლის დირექტორი ან/და დამფუძნებელი ან/და 50%+ წილის მფლობელი ქალია;  სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ უნივერსალურ ინდუსტრიულ ნაწილში, 2025 წლის სექტემბერში, პროგრამის პირობების განახლების შედეგად, დაზუსტდა „ქალი მეწარმე სუბიექტის“ განმარტება. ახალი განმარტების მიხედვით, ქალ მეწარმედ მიიჩნევა კომპანია, თუ პროგრამაში ჩართვამდე ბოლო 6 თვის მანძილზე, მას ჰყავს 100%-იანი წილის მესაკუთრე ქალ(ებ)ი. პროგრამის განახლებული პირობების ამოქმედებიდან პროგრამის ფარგლებში, დამტკიცებული პროექტების 11% (27 პროექტი) მოდის ქალ მეწარმეებზე;  საკრედიტო საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამაში, 2025 წელს, სესხების რაოდენობის 27% (89 პროექტი) მოდის ისეთ კომპანიებზე, რომლის დირექტორი ან/და დამფუძნებელი ან/და 50%+ წილის მფლობელი ქალია;  მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში, 2025 წელს, სესხების რაოდენობის 63% (766 პროექტი) მოდის ქალ მეწარმეებზე ან ისეთ იურიდიულ პირებზე, რომელსაც პროგრამაში ჩართვამდე, ბოლო 6 თვის მანძილზე ჰყავს 100%-იანი წილის მესაკუთრე ქალ(ებ)ი;  „სუბსიდირებული იპოთეკური სესხის“ სახელმწიფო პროგრამაში, 2025 წელს, სესხების რაოდენობის 34% (596 პროექტი) მოდის ქალ ბენეფიციარებზე. აქტივობა 21.2.6 კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის კავშირების დამყარების მხარდაჭერა მეწარმე ქალთა ინტეგრაციისთვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარების გზით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "აწარმოე საქართველოში" ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდისა მიზნით, 2025 წლის განმავლობაში, სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ, თბილისსა და რეგიონებში, ჯამურად ჩატარდა 64 საინფორმაციო შეხვედრა. დამსწრეთა ჯამური რაოდენობა აღნიშნულ შეხვედრებზე იყო 1046პირი. დამსწრეთა აღრიცხვა სქესის ნიშნით დაიწყო 2025 წლის მეორე ნახევრიდან. ამ პერიოდში გამართულ 35 შეხვედრას ჯამში დაესწრო 611 მონაწილე, მათ შორის 256 ქალი. აქტივობა 21.2.7 199 ექსპორტის მენეჯერთა სასერთიფიკატო კურსის მეშვეობით, ქალი მენეჯერების ინფორმირება და მხარდაჭერა, რათა მოიპოვონ წვდომა ახალ საერთაშორისო ბაზრებზე პასუხისმგებელი უწყება: "აწარმოე საქართველოში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - 2025 წლის განმავლობაში, ექსპორტის მენეჯერთა სასერტიფიკატო კურსის ფარგლებში, გადამზადდა 36 პირი, მათ შორის, 16 (44%) არის ქალი. ჩატარებულია 2 კურსი, 1 თბილისში და 1 ოზურგეთში. ოზურგეთში ჩატარებული კურსის ფარგლებში, გადამზადდა 4 ექსპორტის მენეჯერი ქალი, ხოლო თბილისში ჩატარებული კურსების ფარგლებში – 12 ექსპორტის მენეჯერი ქალი. აქტივობა 21.2.8 ქალთა მეწარმეობის ხელშეწყობა პროექტების მართვის უნარ-ჩვევების სწავლების გზით პასუხისმგებელი უწყება: "აწარმოე საქართველოში" საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - მეწარმეთა უნარების გაუმჯობესების მიზნით, 2025 წელს, თბილისსა და ყველა რეგიონში, ჩატარდა 88 ტრენინგი და სამუშაო შეხვედრა. ტრენინგების/სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, გადამზადებულია 546 პირი, მათ შორის 369 ქალი მეწარმე. აქტივობა 21.2.9 ტექნოლოგიური მეწარმეობის კვირეულის განხორციელება პანკისის ხეობის მკვიდრი გოგონებისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" ქალთა დასაქმებისა და მათი სამეწარმეო შესაძლებლობების განვითარების მიმართულებით, ახმეტის ტექნოპარკში, პროექტ - “The Biodiversity Finance Initiative (BIOFIN)“ ფარგლებში, განხორციელდა ინიციატივა, რომელიც ბიომრავალფეროვნების დაცვასა და პანკისის ხეობაში მცხოვრები ქალების სამეწარმეო უნარების განვითარებასა და ისახავდა მიზნად. პროექტი UNDP/BIOFIN-ისა და „ორგანიზაცია კახეთის“ პარტნიორობით, 2025 წლის იანვრიდან აგვისტოს ჩათვლით, მიმდინარეობდა. სასწავლო კომპონენტი მოიცავდა 8 სესიას მეწარმეობის, ციფრული მარკეტინგის, ბრენდირებისა და ელექტრონული კომერციის მიმართულებით. პროგრამის დასკვნით ეტაპზე, 12 ბენეფიციარს გადაეცა ბიზნესის განვითარებისთვის საჭირო ინვენტარი. აქტივობა 21.2.10 მენტორშიფის პროგრამის განხორციელება ინოვატორი ქალებისთვის 200 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აღნიშნული დასახელებით აქტივობის განხორციელება შეფერხდა დონორი ორგანიზაციის ვერ მოძიების გამო. პოტენციურ დონორს მიეწოდა საპროექტო შეთავაზება, თუმცა მოლაპარაკებებს შემდგომი მსვლელობა არ ჰქონია. თუმცა, აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს“ პროგრამების უმრავლესობა, რომლებიც ინოვაციური მეწარმეობის განვითარებას ისახავს მიზნად, უმეტესად მოიცავს მენტორშიფის, აქსელერაციისა და ინკუბაციის კომპონენტებს როგორც კაცებისთვის, ისე ქალებისთვის. აქტივობა 21.2.11 ქალთა ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობისთვის ქალი ინოვაციური მეწარმეების ფორუმის განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" აღნიშნული დასახელებით აქტივობის განხორციელება შეფერხდა დონორი ორგანიზაციის ვერ მოძიების გამო, თუმცა, 2025 წელს, სსიპ - "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ ჩაატარა საინვესტიციო ფორუმი ქ. თელავში, რომელიც მიზნად ისახავდა კახეთის რეგიონში, სტარტაპ ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, კერძო სექტორის ჩართულობის გაზრდასა და ადგილობრივი ინოვაციური პროექტების მხარდაჭერას. ღონისძიებაზე ხუთმა ადგილობრივი სტარტაპის წარმომადგენელმა (მათ შორის, 2 ქალი) თავიანთი პროდუქტები წარადგინეს ანგელოზი ინვესტორების, სტარტაპერების, მეწარმეებისა და სხვა დაინტერესებული პირების წინაშე. აქტივობა 21.2.12 სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს" საგრანტო პროგრამაში - "ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის", ქალთა მონაწილეობის ხელშემწყობი მექანიზმის გამოყენება საგრანტო განაცხადის შეფასების პროცესში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" 2023 წლიდან, სსიპ „"საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" ახორციელებს პროგრამას „ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული ტექნოლოგიური ეკოსისტემის მხარდაჭერას და შესაძლებლობას აძლევს გამარჯვებულებს, მოიპოვონ 25,000 ლარამდე სახელმწიფო დაფინანსება. პროგრამის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას. სპეციალური წამახალისებელი მექანიზმის საფუძველზე, სტარტაპებს, რომლებშიც ქალები 50%-ზე მეტ წილს 201 ფლობენ, შეფასებისას დამატებით, 2 ქულა ენიჭებათ. აღნიშნული მიდგომა მიზნად ისახავს ქალების აქტიურ ჩართვას ინოვაციურ სამეწარმეო საქმიანობაში. 2025 წელს, პროგრამა განხორციელდა საქართველოს 10 რეგიონში, 11 ლოკაციაზე (სამეგრელო-ზემო სვანეთში პროგრამა ცალ-ცალკე მიმდინარეობდა). კერძოდ:  აჭარაში, სააგენტომ ჯამში, მიიღო 48 განაცხადი, მათ შორის, 17 ქალი განმცხადებლის და დააფინანსა 6 სტარტაპი აქედან, 1 სტარტაპში ქალები 50%-ზე მეტ წილს ფლობენ;  გურიაში - 34 განაცხადი, მათ შორის, 9 ქალი განმცხადებლის. ჯამში, დაფინანსდა 2 სტარტაპი;  იმერეთში - 48 განაცხადი, მათ შორის, 22 ქალი განმცხადებლის. ჯამში, დაფინანსდა 6 სტარტაპი საიდანაც, 4 სტარტაპში, ქალები 50%-ზე მეტ წილს ფლობენ;  სამეგრელოში - 44 განაცხადი მათ შორის, 13 ქალი განმცხადებლის. ჯამში, დაფინანსდა 5 სტარტაპი, საიდანაც 1 სტარტაპში, ქალები 50%-ზე მეტ წილს ფლობენ;  სვანეთში - 12 განაცხადი (მათ შორის, 6 ქალი განმცხადებლის). ჯამში, დაფინანსდა 1 სტარტაპი, სადაც ქალები 50%-ზე მეტ წილს ფლობენ;  რაჭა-ლეჩხუმში - 23 განაცხადი, მათ შორის, 13 ქალი განმცხადებლის. ჯამში, დაფინანსდა 3 სტარტაპი, საიდანაც 1 სტარტაპში ქალები 50%-ზე მეტ წილს ფლობენ;  შიდა ქართლი - 37 განაცხადი, მათ შორის, 18 ქალი განმცხადებლის. ჯამში, დაფინანსდა 4 სტარტაპი, საიდანაც 2 სტარტაპში, ქალები 50%-ზე მეტ წილს ფლობენ;  მცხეთა-მთიანეთი - 33 განაცხადი (მათ შორის, 18 ქალი განმცხადებლის). ჯამში, დაფინანსდა 2 სტარტაპი საიდანაც, 1 სტარტაპში, რომლებშიც ქალები 50%-ზე მეტ წილს ფლობენ;  სამცხე-ჯავახეთი - 38 განაცხადი (მათ შორის, 18 ქალი განმცხადებლის). ჯამში, დაფინანსდა 2 სტარტაპი;  ქვემო ქართლი - 41 განაცხადი, მათ შორის, 17 ქალი განმცხადებლის. ჯამში, დაფინანსდა 4 სტარტაპი, საიდანაც 2 სტარტაპში, ქალები 50%-ზე მეტ წილს ფლობენ;  კახეთი - 56 განაცხადი, მათ შორის, 22 ქალი განმცხადებლის. ჯამში, დაფინანსდა 4 სტარტაპი. ჯამურად, 10 რეგიონში/11 ლოკაციაზე სააგენტომ მიიღო 414 სააპლიკაციო განცხადება (მათ შორის, 173 ქალი განმცხადებლის) და დაფინანსდა 39 სტარტაპი. სააგენტომ +2 ქულის მინიჭების მექანიზმი გამოიყენა 13 შემთხვევაში, სადაც ქალები ფლობნენ 50 პროცენტზე მეტ წილს. აღნიშნული 13 გამარჯვებული სტარტაპია: Ctech; Legart; Cordica; AI IA - აი ია; VocAI; ფეინ2ფლან; Lango; MediMeal; ბაიტფოლიო; ქართულენოვანი დამხმარე ტექნოლოგიები უსინათლო პირებისთვის; ნაბიჯი; Inko; Job Stalker. პროგრამის ფარგლებში, ასევე, ჩატარდა 11 ბიზნეს ტრენინგი მონაწილეთათვის. რეგიონული საგრანტო პროგრამით დაინტერესებულ პირთა ინფორმირების მიზნით, სააგენტომ 16 დისტანციური საინფორმაციო შეხვედრაც გამართა. ყოველი ახალი ეტაპის დაწყებამდე, აპლიკანტები დეტალურ კონსულტაციებს გადიოდნენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა შეფასების პროცედურები და დაფინანსების მონიტორინგის წესები. აქტივობა 21.2.13 202 კრიტერიუმები, განაცხადის მომზადების პროფესიულ განათლებასა და დასაქმებაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპების აღმოფხვრა. პროფესიული განათლების საფეხურზე გენდერული თანასწორობის გაუმჯობესებისთვის, გენდერული პოლიტიკის შემუშავება/დანერგვა და პროფესიებთან დაკავშირებული სტერეოტიპული დამოკიდებულებების შეცვლა. პასუხისმგებელი უწყება: პროფესიული უნარების საააგენტო პროექტის "თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმების სექტორის განვითარების პროგრამისთვის (ADB)“ ფარგლებში მიმდინარეობს საჯარო სკოლებში პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამების დანერგვა, რაც მოსახლეობას საკუთარ საცხოვრებელთან ახლოს პროფესიის დაუფლების შესაძლებლობას მისცემს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია როგორც ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ისე დაწესებულებების ინსტიტუციური გაძლიერება. 2025 წლის განმავლობაში, პროექტის სამიზნე 11 სკოლაში ჩატარდა 22 ტრენინგ-სესია ინტერაქციული პროგრამის „იყავი მის ადგილას“ (InHerShoes) ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს გენდერული სტერეოტიპების გააზრებასა და იმ სოციალური ნორმების შეცვლას. შეხვედრებში მონაწილეობდნენ სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მასწავლებლები და უფროსკლასელი მოსწავლეები. ამასთან, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მთელი წლის განმავლობაში ხორციელდება საინფორმაციო შეხვედრები და ღია კარის დღეები, რომელთა ფარგლებშიც მხარდაჭერილია ქალების ჩართულობა მრავალფეროვან პროფესიებში/პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებში. აქტივობა 21.2.14 განათლების სისტემაში გენდერული თანასწორობის პლატფორმის ინსტრუმენტის გაძლიერება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, აქტივობა არ განხორციელებულა აქტივობა 21.2.15 ქალთა არაფორმალური დასაქმების საკითხების კვლევა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობის და სოციალური საკითხების სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, აქტივობა არ განხორციელებულა ამოცანა 21.3 203 ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტებზე რეაგირების, მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დაცვის და პრევენციული მექანიზმების გაძლიერება აქტივობა 21.3.1 ძალადობის მსხვერპლებისთვის არსებული სერვისების შეფასება შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინების მიმართულებით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ ძალადობის მსხვერპლთათვის არსებული სერვისების ხარისხისა და ხელმისაწვდომობის მიმართულებით ხორციელდება სისტემური და უწყვეტი მონიტორინგი. აღნიშნული პროცესი მოიცავს სერვისების რეგულარულ შეფასებას/შემოწმებას, მათ შორის – გარემოს ადაპტირებულობის, მომსახურებების ხელმისაწვდომობისა და ინდივიდუალური საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის კუთხით. საჭიროების შემთხვევაში, შეფასების შედეგების საფუძველზე იგეგმება შესაბამისი გაუმჯობესების ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს სერვისების ეფექტიანობა და ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და ღირსების სრული დაცვა. აქტივობა 21.3.2 ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების გაუჯობესების მიზნით სოციალური მუშაკების საჭიროებების შეფასება და სახელმძღვანელოს მომზადება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 2024 წელს, ადრეული ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების ხარისხის გასაზრდელად მომზადდა და დამტკიცდა „ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვისას გამოსაყენებელი ფორმების, ინსტრუქციებისა და სოციალური მუშაკებისთვის ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევათა მართვის შესახებ პრაქტიკული სახელმძღვანელო“. აღნიშნული დოკუმენტი დეტალურად განსაზღვრავს სოციალური მუშაკის როლსა და მანდატს შემთხვევის მართვის ყველა ეტაპზე, დაწყებული პირველი კონტაქტიდან დასკვნით ეტაპამდე. 2025 წელს, ბავშვთა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესების მიზნით, ზრუნვის სააგენტოს მიერ განხორციელდა სოციალური მუშაკების საჭიროებების კომპლექსური შეფასება და შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების დანერგვა. ამ პროცესის ფარგლებში, პროფესიული ზედამხედველობის სამმართველომ ჩაატარა 12 სამუშაო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 146-მა სოციალურმა მუშაკმა. აღნიშნული შეხვედრები დაეთმო პრაქტიკაში არსებული მიღწევებისა და სირთულეების ანალიზს მიკრო, მეზო და მაკრო დონეებზე, ასევე ეთნიკური თავისებურებებისა და კულტურული მრავალფეროვნების გავლენის შეფასებას მუშაობის პროცესში. ამასთანავე, პროცესი მუდმივ 204 რეჟიმში გრძელდება და ითვალისწინებს სახელმძღვანელოსა და სამუშაო ფორმების პერიოდულ განახლებას „შემთხვევის მართვის პროტოკოლში“. აქტივობა 21.3.3 სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებისთვის მეთოდოლოგიისა/ ინსტრუმენტების შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო 2024 წელს მონაცემთა შეგროვებისა და ინფორმაციის ანალიზის მექანიზმის გამართვის მიზნით, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს აქტიური ძალისხმევით შეიქმნა ანალიტიკისა და სტატისტიკის სამსახური. აღნიშნული სამსახური, სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში შემავალი სერვისების შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და ანალიზის გზით, უზრუნველყოფს ეფექტიან და კოორდინირებულ მუშაობას სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ერთეულს შორის. ასევე, სამსახური პასუხისმგებელია სხვადასხვა სამოქმედო გეგმებითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პროცესისა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობების კოორდინაციაზე. 2025 წელს, ანალიტიკური შესაძლებლობების გაძლიერებისა და მონაცემთა სტანდარტიზაციის მიზნით, შეიქმნა 16 თემატური ბლოკი, რომლებიც აერთიანებს ალტერნატული ზრუნვის მიმართულებებს (ფორმალური რეზიდენტული ზრუნვა და ოჯახზე დაფუძნებული ზრუნვა), შვილად აყვანის პროცესს, ასევე სპეციალიზებულ დაწესებულებებს. მონაცემთა შეგროვება ხორციელდება წინასწარ განსაზღვრული ინდიკატორების მიხედვით. აღნიშნული ინდიკატორები მოიცავს ადმინისტრაციულ და დემოგრაფიულ ინფორმაციას, დაწესებულებაში ჩარიცხვისა და ამორიცხვის, ასევე მომსახურების შეჩერების შესახებ მონაცემებს, გაწეული მომსახურების ტიპებს, საქმის მწარმოებელი პირისა და რეგიონის შესახებ ინფორმაციას. მონაცემთა შეგროვების საანგარიშო პერიოდი უზრუნველყოფს როგორც წლის ბოლოს სისტემაში არსებული ბენეფიციართა ჯამური რაოდენობის, ასევე წლის განმავლობაში სისტემაში ბენეფიციართა მოძრაობის (შესვლა/გასვლა) ასახვას. აქტივობა 21.3.4 სასამართლოს მანდატურის სამსახურის გადამზადება ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა საანგარიშო პერიოდში, სასამართლოს მანდატურის სამსახურისთვის ჩატარდა ორი ტრენინგი თემაზე „ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები“. ტრენინგებს ჯამში დაესწრო 29 მანდატური. აქტივობა 21.3.5 205 მოსამართლეთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა საანგარიშო პერიოდში ჩატარდა ტრენინგი - „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“, რომელსაც დაესწრო 5 მოსამართლე და 8 სასამართლო მოხელე. აქტივობა 21.3.6 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით ეროვნული პრაქტიკის განზოგადება და ანალიზი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ჭრილში. პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადდა კრებული, რომელშიც შესულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები. დამატებით, 2025 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებები, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. აქტივობა 21.3.7 დაზარალებულთა უფლებების ეფექტიანი დაცვის მიზნით, ოჯახური და სქესობრივი ძალადობის სისხლის სამართლის საქმეებში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობის გაზრდა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები ჩართულნი იყვნენ 11 1 და 1261 მუხლებით დაკვალიფიცირებულ სისხლის სამართლის 1639 საქმეში, რომლის ფარგლებში მხარდაჭერა გაეწია 1952 პირს (დაზარალებული, მოწმე, კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელი). 2025 წელს, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების მიერ, სისხლის სამართლის კოდექსის 137-141-ე მუხლებით დაკვალიფიცირებული 180 საქმის ფარგლებში მხარდაჭერა გაეწია 315 პირს (დაზარალებული, მოწმე, კანონიერი/საპროცესო წარმომადგენელი). აქტივობა 21.3.8 ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება/განახლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 206 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე ეფექტიანი რეაგირების მიზნით, მიმდინარეობდა ოჯახური დანაშაულის საქმეთა მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც შესწავლილია როგორც დევნადაწყებული, ასევე, მიმდინარე და გამოძიებაშეწყვეტილი სისხლის სამართლის საქმეები. ასევე, გაანალიზდა ოჯახური დანაშაულის საქმეებზე მიღებული სასამართლო გადაწყვეტილებები. საქმეთა შესწავლის მიზანია გამოძიების დაწყების და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროულობის, კვალიფიკაციის სისწორის, დაზარალებულად ცნობის, მტკიცებულებათა სტანდარტის შეფასების და გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და კანონიერების შემოწმება, ასევე, სასამართლო პრაქტიკის ანალიზი და მიმდინარე ტენდენციების იდენტიფიცირება. აქტივობა 21.3.9 სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება. მონიტორინგის შედეგებიდან გამომდინარე, საჭიროების შემთხვევაში, სახელმძღვანელო მითითებების შემუშავება/განახლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, განხორციელდა სქესობრივი დანაშაულის საქმეთა მონიტორინგი. საქმეთა შესწავლის მიზანი იყო სპეციალიზაციის დანერგვის შემდეგ, გამოძიების დაწყების და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების დროულობის, კვალიფიკაციის სისწორის, დაზარალებულად ცნობის, სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად მტკიცებულებათა სტანდარტის შეფასების და გამოძიების შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებისა და კანონიერების შემოწმება. ანალიზი მოიცავს სექსუალური ძალადობისა და სექსუალური ექსპლუატაციის სამართლებრივი რეგულირების საკითხებს ეროვნული და საერთაშორისო სამართლებრივი კანონმდებლობის ჭრილში. ანალიზის მიზანია, გამოვლენილი ტენდენციების გათვალისწინებით, სქესობრივ დანაშაულებზე ერთგვაროვანი და ეფექტიანი სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრა. აქტივობა 21.3.10 „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის აღკვეთის და პრევენციის წინააღმდეგ ევროპის საბჭოს“ კონვენციის მოთხოვნათა შესაბამისად, ოჯახურ დანაშაულზე, ქალთა მიმართ გენდერულ ძალადობასა და სქესობრივ დანაშაულებზე სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის გაუმჯობესება და პერიოდული გამოქვეყნება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა ოჯახურ დანაშაულზე სტატისტიკურ მონაცემებს სისხლის სამართლის საქმისწარმოების ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ამუშავებს საქართველოს გენერალური პროკურატურის ანალიტიკური სამმართველო, 207 ხოლო ქალთა მიმართ ძალადობისა და მკვლელობის საქმეებზე სტატისტიკურ მონაცემებს აღრიცხავს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი. სტატისტიკური მონაცემები აღირიცხება გრევიოს სტანდარტის „THE BIG FIVE” მიხედვით - ბრალდებულის და მსხვერპლის სქესი, ასაკი, ბრალდებულის სოციალური კავშირი მსხვერპლთან, ძალადობის ფორმა, ტერიტორიული განფენილობა. 2024 წლიდან, სტატისტიკური მონაცემების დამუშავება გაუმჯობესდა და მონაცემები მუშავდება ძალადობის ფორმების მიხედვით. სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნებულია საქართველოს პროკურატურის ვებგვერდზე. აქტივობა 21.3.11 ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის, ოჯახში ძალადობის და სქესობრივი დანაშაულების თემატიკაზე მომუშავე უწყებების ანდა არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობით, მულტიუწყებრივი შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, გაიმართა მულტიუწყებრივი შეხვედრა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წარმომადგენლებთან. შეხვედრაზე განიხილეს მთავრობის დადგენილებით დამტკიცებული ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების საფუძველზე, სამომავლო კოორდინირებული თანამშრომლობის და ძალადობის მსხვერპლ ქალთა რეფერირების საკითხები. ასევე, გაიმართა შეხვედრა სექსუალური ძალადობის მსხვერპლ არასრულწლოვანთა ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელთან. საქართველოს პროკურატურის და სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს თანამშრომლობით, სპეციალიზებული პროკურორები და პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები შეხვდნენ თბილისის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებაში განთავსებულ ძალადობაგამოვლილ მსხვერპლ ქალებს. პროკურატურის წარმომადგენლების შეხვედრა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით, ასევე გაიმართა ქუთაისისა და გორის ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში, სადაც პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ ძალადობაგამოვლილ მსხვერპლ ქალებს. ბენეფიციარებს, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებებისა და ქალისა და კაცის თანასწორობის საკითხებზე მიეწოდათ ინფორმაცია. ისაუბრეს ოჯახური დანაშაულის დაზარალებულთა საჭიროებების გათვალისწინებაზე პროკურორების საქმიანობაში, მათთვის სპეციალური სერვისების მიწოდებაზე, სამართალწარმოების პროცესში ძალადობის შესახებ ინფორმაციის დროულად შეტყობინების მნიშვნელობასა და სხვა საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე. აქტივობა 21.3.12 სქესობრივი დანაშაულის საქმეებზე პრაქტიკაში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირების მიზნით, სპეციალიზებულ პროკურორებთან შეხვედრების ჩატარება 208 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა აქტივობით გათვალისწინებული ღონისძიება განხორციელდა 2024 წელს. აქტივობა 21.3.13 პროკურორთა / პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 3 სასწავლო აქტივობა განხორციელდა და 43 პროკურორი გადამზადდა. სასწავლო აქტივობებს შორის მნიშვნელოვანია, პროკურორთა სპეციალიზაციის განხორციელებული კურსი ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე, რომლის ფარგლებში სპეციალიზაცებულ პროკურორთა რიცხვი 21 პროკურორით გაიზარდა. ასევე, ევროპის საბჭოს (CoE) მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის ონლაინ სასწავლო კურსი განხორციელდა თემაზე - ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა. პროგრამა მოიცავდა საერთაშორისო და ეროვნულ ნაწილს. სასწავლო კურსის ფარგლებში მონაწილეები გადამზადდნენ საერთაშორისო სამართლებრივი ჩარჩოს, სისხლის, სამოქალაქო და ადმინისტრაციული რეაგირების მექანიზმების, მსხვერპლთა მხარდაჭერის/დახმარებისა და სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ. სასწავლო კურსის შედეგად 20 პროკურორი გადამზადდა. პროკურორთა საერთაშორისო ასოციაციის (IAP) ორგანიზებით, ვებინარი ჩატარდა თემაზე - ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრების წინააღმდეგ ბრძოლის ყოვლისმომცველი გაგება და მიდგომა. ვებინარის ფარგლებში მოცემულ საკითხზე ქალთა უფლებებისა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. ვებინარის შედეგად 2 პროკურორი გადამზადდა. აქტივობა 21.3.14 შსს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის გენდერული ნიშნით საქმეებში ჩართვის მაჩვენებლის გაზრდა პასუხისმგებელი უწყება: შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები ჩართულნი იყვნე 102 სისხლის სამართლის საქმეში, რომლებშიც გამოვლინდა ქალისა და მამაკაცის თანასწორობის შეუწყნარებლობის ნიშნით დისკრიმინაცია. 209 აქტივობა 21.3.15 შემაკავებელი ორდერის ეფექტიანობის კვლევა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტი მუდმივ რეჟიმში შეიმუშავებს, აახლებს და ამზადებს რეკომენდაციებს (მათ შორის, აუდიო-ვიდეო ფორმატით) და უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებისთვის მათ ხელმისაწვდომობას. საანგარიშო პერიოდში, ზემოაღნიშნული დეპარტამენტის მიერ, აუდიო-ვიდეო ფორმატით გამოქვეყნდა „შემაკავებელი ორდერის შევსების ინსტრუქცია“. აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის მიერ მონიტორინგს დაექვემდებარა 6286 შემაკავებელი ორდერი და 37 ელექტრონული ზედამხედველობა. აქტივობა 21.3.16 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა გადამზადება ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ - აკადემიის პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, განგრძობად რეჟიმში, მიმდინარეობს ,,ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობა“ საგნის სწავლება. 2025 წლის განმავლობაში, სწავლება გაიარა 537-მა მსმენელმა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში - (თბილისი, შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, გურია) ჩატარდა 45 სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი, რომელსაც დაესწრო 2130 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელი, პოლიციელებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ თითოეულ რეგიონში გამოვლენილ ტენდენციებსა და გამოწვევებზე, როგორებიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, შემაკავებელი ორდერის/ორდერის ოქმის შევსებასთან და ასევე, ელექტრონული ზედამხედველობის დაწესებასთან დაკავშირებული საკითხები. არასრულწლოვანების მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულები და დისკრიმინაცის ნიშნით ჩადენილი დანაშაულები. აქტივობა 21.3.17 სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომელთა გადამზადება სქესობრივი დანაშაულების გამოძიების თეორიულ-პრაქტიკულ ასპექტებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის განმავლობაში, 5 სამუშაო შეხვედრა/ ტრენინგი ჩატარდა აჭარის, ქვემო ქართლის, გურიისა და კახეთის რეგიონებში, სადაც სქესობრივი დანაშაულების გამოძიების თემაზე გადამზადდა 138 თანამშრომელი. 210 აქტივობა 21.3.18 შსს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის მოქმედების პრინციპებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში ჩაატარეს 45 სამუშაო შეხვედრა/ტრენინგი სხვადასხვა თემაზე, მათ შორის, ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის მოქმედებისა და ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობაის საკითხებზე, შეხვედრებს დაესწრო 2130 თანამშრომელი. აქტივობა 21.3.19 ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის მოქმედების პრინციპებზე საინფორმაციო კამპანიის ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ თექვსმეტდღიან კამპანიას. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შეხვედრები გამართეს მოსახლეობასთან, ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან, რომელთაც მიაწოდეს ინფორმაცია როგორც ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე, ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის მოქმედების პრინციპებზე. აქტივობა 21.3.20 სექსუალური ძალადობის, გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენციასა და რეაგირების საკითხებზე თანამშრომელთა გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2025 წელს გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი - „სამუშაო ადგილზე სექსუალური შევიწროების შემთხვევების გამოკვლევა მსხვერპლზე ორიენტირებული მიდგომით“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 44 მოსამსახურემ. 211 აქტივობა 21.3.21 მოქმედი გენდერული მრჩევლების გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, 2025 წელს, გენდერული მრჩევლის კურსი გაიარა ექვსმა მოსამსახურემ. ამასთან, უწყებათაშორის სწავლებაში „დიდგორი - 2025“ ინტეგრირდა და პრაქტიკულად იქნა გათამაშებული UNSCR 1325 „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ დღის წესრიგთან დაკავშირებული საკითხები. სწავლებაში ჩართულები იყვნენ მრჩევლები UNSCR 1325-ის საკითხებზე. აქტივობა 21.3.22 Ⴑაზოგადოებრივი ადვოკატების გადამზადება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური აქტიურად ახორციელებს საზოგადოებრივი ადვოკატებისა და ფსიქოლოგ-კონსულტანტების გადამზადებას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე. აღნიშნული საქმიანობა ხორციელდება, მათ შორის, იურიდიული დახმარების სამსახურსა და დონორ ორგანიზაცია UN Women-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, რომლის შესაბამისად მიმდინარეობს შესაბამისი პროექტების განხორციელება და პროფესიული განვითარების ღონისძიებების რეგულარული ორგანიზება აღნიშნულ მიმართულებაზე. ამ პროცესის ფარგლებში, 2025 წლის 13–15 ნოემბერს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა ტრენინგი თემაზე „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სამართლებრივი მექანიზმები“, რომელიც მიზნად ისახავდა მონაწილეთა კვალიფიკაციის გაძლიერებას როგორც ფსიქოლოგიური, ისე სამართლებრივი ასპექტების გათვალისწინებით და ადასტურებს სამსახურის მიერ აღნიშნულ სფეროში პროფესიული განვითარების ღონისძიებების სისტემატურ და აქტიურ განხორციელებას. აქტივობა 21.3.23 სასამართლოს მანდატურის სამსახურის გადამზადება ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა საანგარიშო პერიოდში, სასამართლოს მანდატურის სამსახურისთვის ჩატარდა ორი ტრენინგი თემაზე „ძალადობის მსხვერპლი ქალის უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხები“. ტრენინგებს ჯამში დაესწრო 29 მანდატური. აქტივობა 21.3.24 212 მოსამართლეთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა საანგარიშო პერიოდში, ჩატარდა ტრენინგი - „ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა“, რომელსაც დაესწრო 5 მოსამართლე და 8 სასამართლო მოხელე. აქტივობა 21.3.25 ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით ეროვნული პრაქტიკის განზოგადება და ანალიზი საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის ჭრილში. პასუხისმგებელი უწყება: უზენაესი სასამართლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ მომზადდა კრებული, რომელშიც შესულია ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვანი განმარტებები. დამატებით, 2025 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების მიერ ქართულ ენაზე ითარგმნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს უახლესი გადაწყვეტილებები, ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე. ამოცანა 21.4 გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება; მსხვერპლთა დაცვის და რეაბილიტაციის მექანიზმების გაძლიერება და თავშესაფრის ხელმისაწვდომობა აქტივობა 21.4.1 გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილ დანაშაულების მსხვერპლთა რეაბილიტაციის სერვისების შეფასება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარები სააგენტო 2025 წელს ზრუნვის სააგენტოს მონიტორინგისა და ინსპექტირების ჯგუფმა, ჯამში განახორციელა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა არსებული თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების საქმიანობის 26 მონიტორინგი. მონიტორინგისას შეფასდა საცხოვრებელი გარემოს (თავშესაფრების) უსაფრთხოება და ადეკვატურობა; საკვებით, მედიკამენტებისა და პირველადი მოხმარების სხვა საშუალებებით უზრუნველყოფა; მსხვერპლის დახმარებასა და მხარდაჭერაზე ორიენტირებული იურიდიული, ფსიქოლოგიურ-სოციალური და სამედიცინო მომსახურების დროულად ორგანიზება/მიღება; კრიზისულ სიტუაციებში რეაგირება; ბენეფიციართა 213 უფლებრივი მდგომარეობა. მონიტორინგის მეთოდოლოგია ეფუძნებოდა შესაბამის ნორმატიულ აქტებს (მაგალითად, მინიმალური სტანდარტები) და სააგენტოს შიდა ორგანიზაციულ დებულებებს (მაგალითად, წესდება, შინაგანაწესი). გარდა ამისა, მოხდა ბენეფიციარებთან ნებაყოფლობითი გასაუბრება პრივატულ გარემოში, მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციის გაცნობა, შესწავლა და ანალიზი. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მომზადდა დეტალური ანგარიში და შემუშავდა სარეკომენდაციო ხასიათის წინადადებები. აქტივობა 21.4.2 სოციალური მუშაკებისა და ბენეფიციარებთან მომუშავე სხვა სპეციალისტების გადამზადება, ცნობიერების ამაღლება გენდერული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარები სააგენტო სოციალური მუშაკებისა და ბენეფიციარებთან მომუშავე სხვა სპეციალისტების პროფესიული მხარდაჭერა და გადამზადება, მუდმივად ხორციელდება შიდა ორგანიზაციული გაძლიერების ფარგლებში, კერძოდ სუპერვიზიის სისტემის მეშვეობით, რაც ხელს უწყობს მათი ცოდნის განახლებასა და ეფექტური ინტერვენციის შესაძლებლობების გაძლიერებას. აქტივობა 21.4.3 პენიტენციურ დაწესებულებაში განთავსებულ ქალი-გოგონა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა სკრინინგი შესაბამისი ინსტრუმენტით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციურ სისტემაში 2020 წლიდან დანერგილია „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგის კითხვარი“ (საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება 2020 წლის №402 ბრძანება), რომელიც ივსება მდედრობითი სქესის სრულწლოვან მსჯავრდებულებთან მიმართებით. აღნიშნული ინსტრუმენტი აიდენტიფიცირებს მდედრობითი სქესის მსჯავრდებულებს, იყვნენ თუ არა ისინი ძალადობის მსხვერპლნი და რა ტიპის დახმარებას/მხარდაჭერას საჭიროებენ. სკრინინგის კითხვარი იყოფა ორ ნაწილად: „ოჯახში ძალადობა“ და „ქალთა მიმართ ძალადობა“. ყველა ახალშემოსახლებული მდედრობითი სქესის მსჯავრდებული ფასდება სკრინინგის ინსტრუმენტით. აქტივობა 21.4.4 214 ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბრალდებულ-მსჯავრდებულების უზრუნველყოფა საჭიროებებზე მორგებული ღონისძიებებით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური საანგარიშო პერიოდში, „ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა პირველადი სკრინინგის კითხვარის“ შედეგად მინიჭებული ქულების მიხედვით დგინდება მომსახურების მიწოდების საჭიროება 3 სხვადასხვა სახით:  მსჯავრდებული საჭიროებს ინფორმაციის მიწოდებას ცნობიერების ამაღლების კუთხით;  მსჯავრდებულის გადამისამართება პენიტენციურ დაწესებულებაში მოქმედ შესაბამის სარეაბილიტაციო პროგრამაში;  მსჯავრდებულს დაუყოვნებლივ უნდა მიეწოდოს ფსიქოლოგიური მომსახურება. ამ მიმართულებით პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდებული ქალებისთვის დანერგილია შემდეგი მომსახურებები: შემთხვევის მართვა; ქალთა სამოტივაციო პროგრამა „ქალგა“; საინფორმაციო შეხვედრა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის და არსებული მომსახურებების საკითხებზე; ფსიქოლოგიური მომსახურება. 2025 წელს, ქალთა სამოტივაციო პროგრამა „ქალგას“ ფასილიტატორებად გადამზდდა ქალთა დაწესებულებაში მომუშავე 5 ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. 2025 წელს, ქალთა მიმართ ძალადობისა შესახებ და ქალთა გამაძლიერებელ სხვადასხვა პროგრამებში ქალი მსჯავრდებულები ჩაერთნენ 88-ჯერ, რაც წინა წლის მაჩვენებელთან 31.34%-ით მეტია. აქტივობა 21.4.5 გამომძიებელთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის პრევენციის, გამოვლენის, მეორეული ვიქტიმიზაციის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ დანაყოფებში - (შიდა ქართლი, ქვემო ქართლი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, სამცხე-ჯავახეთი, იმერეთი, სამგრელო-ზემო სვანეთი, აჭარა, გურია) ჩატარდა 11 შეხვედრა/ტრენინგი, რომელსაც დაესწრო 300-მდე თანამშრომელი. პოლიციელებს დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ თითოეულ რეგიონში გამოვლენილ ტენდენციებსა და გამოწვევებზე, როგორებიცაა: ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობა, არასრულწლოვანების მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულები და დისკრიმინაცის ნიშნით ჩადენილი დანაშაულები. ამასთან, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თანამშრომლებს გააცნეს ახალი ფორმატის აუდიოვიდეო რეკომენდაციები. 215 აქტივობა 21.4.6 საპოლიციო სერვისებზე განგრძობად და სისტემატურ რეჟიმში ძალადობის მსხვერპლებისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ, ადვილად ხელმისაწვდომი და მარტივად გასაგები ფორმით ინფორმაციის გავრცელება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ჩართულობით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, გორის მუნიციპალიტეტსა და კასპის რაიონში ჩატარებულია 3 შეხვედრა, სადაც განხილული იქნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების საკითხები ,შეხვედრაში მონაწილე პირებს მიეწოდათ ინფორმაცია პოლიციისადმი მომართვის გზებსა და საპოლიციო სერვისებზე, შემაკავებელი ორდერის ფარგლებში მსხვერპლთა დაცვის, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის გამოყენების მექანიზმებზე. აქტივობა 21.4.7 საპოლიციო სერვისებზე განგრძობად და სისტემატურ რეჟიმში ძალადობის მსხვერპლებისთვის ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ., ადვილად ხელმისაწვდომი და მარტივად გასაგები ფორმით ინფორმაციის გავრცელება. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ჩართულობით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან თანამშრომლობით, გორის მუნიციპალიტეტსა და კასპის რაიონში ჩატარდა 3 შეხვედრა, სადაც განხილული იქნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების საკითხები. შეხვედრაში მონაწილე პირებს მიეწოდათ ინფორმაცია პოლიციისადმი მომართვის გზებსა და საპოლიციო სერვისებზე, შემაკავებელი ორდერის ფარგლებში მსხვერპლთა დაცვის, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის გამოყენების მექანიზმებზე. აგრეთვე, „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები ჩაატარეს დაზარალებულთა დახმარების სსიპ − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის ბენეფიციარებთან და თანამშრომლებთან. სამუშაო შეხვედრების ფარგლებში, დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ბენეფიციარებს გააცნეს ქალთა და ოჯახში ძალადობის მიმართულებით არსებული საკანონმდებლო რეგულირება და დაცვის/პრევენციის მექანიზმები. შეხვედრებში მონაწილეობდა 65 ბენეფიციარი/თანამშრომელი. აქტივობა 21.4.8 216 გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე სისხლის სამართლის საქმეთა შესწავლა და ანალიზი პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებდა ქალთა მიმართ გენდერული ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგს. მომზადდა 2024 წლის სისხლის სამართლის საქმეთა ანალიზი, რომელიც მოიცავს გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების კრიმინოლოგიურ და სისხლისსამართლებრივ ასპექტებს, არსებულ ტენდენციებსა და გამოწვევებს. აქტივობა 21.4.9 პროკურორთა/ პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლება გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით ჩადენილი დანაშაულების საკითხებზე, პროკურორთა და პროკურატურის გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, 15 სასწავლო აქტივობა განხორციელდა. შედეგად, პროკურატურის 160 თანამშრომელი გადამზადდა. სასწავლო აქტივობებს შორის აღსანიშნავია საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე განხორციელებული სპეციალიზაციის კურსი (გადამზადდა 21 პროკურორი); ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსი - ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა (3-თვიანი სასწავლო კურსის შედეგად 19 პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი გადამზადდა); ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსი - გენდერული თანასწორობა და გენდერული მეინსტრიმინგი (3-თვიანი სასწავლო კურსის შედეგად 23 პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი გადამზადდა); HELP-ის პროგრამის სასწავლო კურსი - სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიება და სასამართლო უნარ-ჩვევები (3-თვიანი სასწავლო კურსის შედეგად 10 პროკურორი გამომძიებელი გადამზადდა); პოლონეთში, ქ. ვარშავაში, ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო/OSCE) დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) მხარდაჭერით განხორციელებული სასწავლო ვიზიტი (ტრენერთა ტრენინგი) თემაზე - პროკურორები და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულები. სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავდა ეუთო/ოდირის წევრი ქვეყნების პროკურორებისა და ყოფილი პროკურორების გადამზადებას შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულის საკითხებზე საერთაშორისო ტრენერებად PAHCT ტრენინგის ფორმატში. (5 დღიანი კურსის შედეგად 1 პროკურორი (სერტიფიცირებული ტრენერი) გადამზადდა); საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, უწყების თანამშრომლების 6 ჯგუფისთვის განხორციელებული ტრენინგი თემაზე სექსუალური შევიწროება სამუშაო ადგილზე: პრევენციისა და რეაგირების მექანიზმები (ტრენინგის შედეგად 51 პროკურორი/პროკურატურის გამომძიებელი გადამზადდა) და სხვ.; 217 ამოცანა 21.5 ქალთა მონაწილეობის გაზრდა მშვიდობის და უსაფრთხოების დამკვიდრების პოლიტიკის განხორციელებაში აქტივობა 21.5.1 სერჟანტთა და კაპრალთა შემადგენლობაში ქალთა რაოდენობის გაზრდის წახალისების მიზნით, ქალთა რეკრუტირების კონცეფციის შემუშავება და დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს თავდაცვის სამინისტროში, 2025 წელს, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომლის მიზანია თავდაცვის ძალებში რეკრუტირების კონცეპტუალური ხედვის განსაზღვრა და შესაბამისი დოკუმენტის შემუშავება. რეკრუტირების კონცეპტუალური დოკუმენტის პროექტი - „საქართველოს თავდაცვის ძალებში რეკრუტირების სისტემის განვითარების სტრატეგია“, ასახავს თავდაცვის ძალებში რეკრუტირების არსებულ პრაქტიკას, საჭიროებებსა და გამოწვევებს. ამასთანავე, დოკუმენტი ითვალისწინებს თავდაცვის ძალებში ქალთა წარმომადგენლობის გაზრდას. აქტივობა 21.5.2 "ქალებზე, მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციის ეროვნული სამოქმედო გეგმების შემუშავების კოორდინაცია და შესრულების ანგარიშის მომზადება პასუხისმგებელი უწყება: მთავრობის ადმინისტრაცია საანგარიშო პერიოდში, მომზადდა „ქალებზე, მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2022–2024 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის შესრულების წლიური ანგარიში. აღნიშნული ანგარიში წარმოადგენს მონიტორინგის დოკუმენტს და ასახავს სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობების განხორციელების შედეგებს, გამოვლენილ გამოწვევებსა და შესაბამის რეკომენდაციებს. უნდა აღინიშნოს, რომ მონიტორინგის ანგარიში შემუშავდა „პოლიტიკის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის N629 დადგენილებით განსაზღვრული წლიური ანგარიშის შემუშავების მეთოდოლოგიის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ქალებზე, მშვიდობაზე და უსაფრთხოებაზე" გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების იმპლემენტაციის საკითხებს, რომლის შესრულების შესახებ ინფორმაცია აისახება ყოველწლიურ ანგარიშებში. ამოცანა 21.6 218 ქალებისა და გოგოების მიმართ საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრა და ბავშვთან ქორწინების შემთხვევებზე პრევენციული და რეაგირების ზომების გაძლიერება აქტივობა 21.6.1 ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების საქმეებზე მონიტორინგის განხორციელება და შესაბამისი ანგარიშის მომზადება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, საქართველოს გენერალური პროკურატურის საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტში, ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულების მონიტორინგის მიზნით, შესწავლილია 2024-2025 წლებში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140ე, 143-ე და 1501 მუხლით გამოძიებადაწყებული სისხლის სამართლის საქმეები და დამუშავდა სტატისტიკური მონაცემები. ასევე, გაანალიზდა ის სისხლის სამართლის საქმეები, რომლებზეც მიღებულია გადაწყვეტილება ამ დანაშაულებზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, მომზადდა ანგარიში. აქტივობა 21.6.2 ნაადრევი ქორწინების პრევენციის და ცნობიერების ამაღლების მიზნით, საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ჩატარება პროკურორების და კოორდინატორების ჩართულობით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, ბავშვის უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ სხვადასხვა ფორმატის - საინფორმაციო კამპანიისა და შეხვედრების ფარგლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით, 14 ქალაქში ჩატარდა 17 საინფორმაციო ღონისძიება, რომელსაც დაესწრო ჯამში 980 არასრულწლოვანი. აღნიშნული ღინისძიებები, სხვებთან ერთად მოიცავდა საინფორმაციო შეხვედრას არასრულწლოვნების უფლებების შესახებ, ნაადრევი ქორწინებისა და 16 წლის ასაკს მიუღწეველ პირთან სქესობრივი კავშირის თანმდევი მძიმე შედეგების თაობაზე. ასევე, განიხილეს აღნიშნული კატეგორიის დანაშაულზე გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა და სასჯელები. აქტივობა 21.6.3 ერთიანი საკომუნიკაციო სტრატეგიის შემუშავება, ბავშვობის ასაკში ქორწინების პრევენციისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, აქტივობა არ შესრულებულა. აქტივობა 21.6.4 219 ადრეულ ასაკში ქორწინების თემაზე, სისტემატიურად და კოორდინირებულად ცნობიერების ამაღლების კამპანიების ჩატარება, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტმა სამინისტროს საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლებთან ერთად, ბავშვობის ასაკში ქორწინების წინააღმდეგ მიმართული კამპანიის - „ნუ წაართმევ ბავშვობას“ ფარგლებში, საქართველოს 6 რეგიონში - თბილისში, კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და რაჭა-ლეჩხუმში, ცნობიერების ამაღლების მიზნით, 25-ამდე საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა ჩაატარა, რომელსაც 700-მდე სკოლის მოსწავლე და 400-მდე სკოლის წარმომადგენელი დაესწრო, აღნიშნულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებიც. საინფორმაციო შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა ცნობიერების ამაღლება ბავშვთა ქორწინების საზიანო შედეგებისა და ამ მიმართულებით არსებული სამართლებრივი რეგულაციების თაობაზე. აქტივობა 21.6.5 ბავშვობის ასაკში ქორწინების საქმეებზე სტატისტიკური მონაცემების დამუშავება და ერთიანი კონცეფციის მეთოდოლოგიის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სპეციალიზებული თანამშრომლები, კომპეტენციის ფარგლებში, ყოველდღიურ რეჟიმში ამონიტორინგებენ არასრულწლოვანთა მიერ/მიმართ ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე სამართალწარმოების ხარისხს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტში ბავშვთა ასაკში ქორწინების საერთო სტატისტიკური მონაცემები მიზნობრივად, მანუალური წესით მუშავდება. აღნიშნული გულისხმობს ყოველდღიურ რეჟიმში ბავშვობის ასაკში ქორწინების დანაშაულთან დაკავშირებული სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებას სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით. მაგალითისთვის, მსგავსი ინფორმაცია დეპარტამენტის მიერ ჟღერდება კამპანიის ,,ნუ წაართმევ ბავშვობას“ მიმდინარეობისას, რომელსაც სამინისტრო წლებია უკვე ახორციელებს. ასევე, სამუშაო შეხვედრებისა თუ სხვა აქტივობების ფარგლებში. აქტივობა 21.6.6 შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლებისთვის ბავშვთა ასაკში ქორწინების შემთხვევებზე ერთიანი ოპერაციული პროცედურების (SOP) შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წელს გამოქვეყნდა რეკომენდაცია „არასრულწლოვანთა ასპექტები“. 220 მართლმსაჯულების პროცესუალური აქტივობა 21.6.7 "ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების" დამტკიცების შესახებ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 06/ნ ბრძანებაში ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებული პროცედურული საკითხების ასახვის მიზნით ცვლილებების განხორციელება პასუხისმგებელი უწყება: პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური აქტივობა განხორციელდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 29 იანვრის №06/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის №24/ნ ბრძანებაში 2024 წლის 12 თებერვალს განხორციელებული ცვლილების საფუძველზე. აქტივობა 21.6.8 გენდერული თანასწორობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიზნით ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ახალგაზრდა ოჯახებისთვის საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და კოორდინაციით ორგანიზებულ სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ კარდაკარ საინფარმაციო/ცნობიერების ამაღლების კამპანიის ფარგლებში კახეთის რეგიონის ლაგოდეხის, თელავისა და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ სოფლებში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას (200-ზე მეტი ბენეფიციარი, მათ შორის ახალგაზრდები 50%-მდე) ქალთა უფლებებისა და თანასწორობის საკითხებზე ამომწურავი ინფორმაცია მიეწოდა. აქტივობა 21.6.9 ჯანდაცვის მუშაკთა ცნობიერების ამაღლება გენდერული ნიშნით სქესის შერჩევის და მავნე პრაქტიკების პრევენციისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, სქესის ნიშნით შვილის შერჩევის პრევენციის საკითხზე სამედიცინო საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გაეროს მოსახლეობის ძალისხმევით შეიქმნა და გავრცელდა 221 საინფორმაციო ბროშურა და საკომუნიკაციო სახელმძღვანელო სამედიცინო პროფესიონალებისთვის. შემუშავდა საინფორმაციო ბუკლეტი მომავალი მშობლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, რომელიც ნათლად განმარტავს ნაყოფის სქესის განსაზღვრის დაბალი სიზუსტის გამო ორსულობის 14 კვირამდე სქესის დადგენას. ამოცანა 21.7 საზოგადოების ცნობიერების ამაღლება გენდერული თანასწორობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე აქტივობა 21.7.1 ქალთა მიმართ ძალადობის ფორმებზე ცნობიერების ამაღლების შეხვედრები განხორციელება ქალებისა და გოგონების ყველა ჯგუფის განსაკუთრებით, ეროვნული ან/და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალებისა და შშმ ქალებისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ თექვსმეტ დღიან კამპანიას. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამინის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შეხვედრები გამართეს მოსახლეობასთან, ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და დამსწრე საზოგადოებასთან, რომელთაც მიაწოდეს ინფორმაცია როგორც ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის მოქმედების პრინციპებზე. აქტივობა 21.7.2 ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე, უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით საინფორმაციო კამპანიების წარმოება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ თექვსმეტ დღიან კამპანიას. კამპანიის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამინის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში შეხვედრები გამართეს მოსახლეობასთან, ადგილობრივი საჯარო დაწესებულებების წარმომადგენლებთან, სკოლის მოსწავლეებთან და დამსწრე საზოგადოებასთან, რომელთაც მიაწოდეს ინფორმაცია როგორც ოჯახში ძალადობის საკითხებზე, ასევე ელექტრონული ზედამხედველობის მექანიზმის მოქმედების პრინციპებზე. 222 აქტივობა 21.7.3 ტრენინგების ციკლი თემაზე "ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები" საზოგადოების დაინტერესებული პირებისათვის პასუხისმგებელი უწყება: იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრი" 2024 წლის III კვარტალში, ელექტრონული პლატფორმა Zoom-ის მეშვეობით სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის“ ორგანიზებით, ჩატარდა 6 უფასო სამართლებრივი ტრენინგი სახელწოდებით „ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები“, რომლებშიც მონაწილება მიიღო 88 პირმა. გარდა ამისა, დამატებით, 2025 წლის I, II, IV კვარტალში ჩატარდა ტრენინგი "ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირების მექანიზმები" დაინტერესებულ პირთა 3 ჯგუფისთვის. ტრენინგებში მონაწილეობა მიიღო 63-მა დაინტერესებულმა პირმა. აქტივობა 21.7.4 გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება ქალთა უფლებების შესახებ პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური სსიპ – იურიდიული დახმარების სამსახურმა ქალთა უფლებების საკითხებზე გასვლითი საინფორმაციო შეხვედრების ორგანიზება და განხორციელება აქტიურად განახორციელა. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავდა ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, არსებული სამართლებრივი დაცვის მექანიზმების გაცნობას, ძალადობისა და დისკრიმინაციის პრევენციასთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას, აგრეთვე, სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას. აღნიშნული მიმართულებით სულ ჩატარდა 35 გასვლითი საინფორმაციო შეხვედრა, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციაზე გაიმართა და მოიცავდა ქალთა უფლებებთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების განხილვას, პრაქტიკული ინფორმაციის გაზიარებასა და მონაწილეთა კითხვებზე პასუხის გაცემას. აქტივობა 21.7.5 ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა თემებზე მანდატურის სამსახურის მიერ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრების, კამპანიების ჩატარება სკოლებში სხვადასხვა სამიზნე ჯგუფთან პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური 223 საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები, სკოლებში ძალადობის პრევენციის მიზნით, სხვადასხვა მტკიცებულებაზე დაფუძნებული მეთოდებითა და ტექნიკებით ატარებენ საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრებს, ცნობიერების ასამაღლებელ კამპანიებს მოსწავლეებთან, მასწავლებლებთან, სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, მშობლებთან ისეთ თემებზე, როგორიცაა: სარისკო ქცევების პრევენცია, ემოციის რეგულაცია, ბრაზის მართვა, ძალადობის, მათ შორის ბულინგის, კიბერბულინგის, სიძულვილის ენის გავლენის შედეგები, პრევენცია და რეაგირება, ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, ტოლერანტობა, სტერეოტიპები, ადამიანის უფლებები, ადრეული ქორწინება, კრიმინალური იდეოლოგია/სუბკულტურა, საგზაო უსაფრთხოება, აღზრდა და აღზრდის მეთოდები, ეფექტიანი კომუნიკაცია, გარდატეხის ასაკის თავისებურებები, რთული ქცევის მართვა და სხვა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ აქტივობებში, ყოველწლიურად ერთვება ათიათასობით მოსწავლე, საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი და მშობელი, კერძოდ: საანგარიშო პერიოდში, საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურების, ასევე, მანდატურის სამსახურის დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორების მიერ ჩატარდა:  გაცნობითი ხასიათის 1566 შეხვედრა I კლასის მოსწავლეებთან;  8760 შეხვედრა საგზაო უსაფრთხოების თემაზე, I-VIII კლასების მოსწავლეებთან;  რეგულარული სასკოლო აქტივობები მოსწავლეებთან, ისეთ თემებზე, როგორიცაა: ანტიდისკრიმინაციული მიდგომები, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა, ძალადობა, ბულინგი, კიბერბულინგი, ტოლერანტობა, ადრეულ ასაკში ქორწინება, ოჯახში ძალადობა, ადამიანის უფლებები, ბავშვის უფლებები. წლის განმავლობაში, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის საჯარო სკოლების მოსწავლეებთან მანდატურის სამსახურის ტრენერი მანდატურების მიერ ჩატარებულ აქტივობებში მონაწილეობა მიიღო 22 000-მდე მოსწავლემ. აქედან, 13 შეხვედრა ჩატარდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან ერთად, სადაც 856 მოსწავლესთან განიხილეს პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფისა და კიბერბულინგის საკითხები;  29 შეხვედრა სკოლების დირექტორებთან, მასწავლებლებთან და მოსწავლეთა მშობლებთან. შეხვედრებს დაესწრო 1122 მსმენელი;  ევროპის საბჭოს პროექტის „ბავშვთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა საქართველოში” ფარგლებში, გაიმართა ღონისძიება ბავშვებისა და მშობლებისთვის - „როგორ ვებრძოლოთ ბავშვთა მიმართ ძალადობას, მათ შორის ონლაინ“. აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრო ქალაქ თბილისის 23 საჯარო სკოლიდან 14 წლის ასაკის ზემოთ 50 მოსწავლე და 50 მშობელი. ასევე, ესწრებოდნენ, ქალაქ თბილისის რესურსცენტრების წარმომადგენლები. ღონისძიების მიმდინარეობაში მონაწილეობა მიიღო დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის ცენტრის უფროსმა კოორდინატორმა. 2025 წლის ნოემბერ-დეკემბერში, საქართველოს მასშტაბით „ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის 16-დღიანი გლობალური კამპანიის“ ფარგლებში, ტრენერი სპეციალისტების მიერ გაიმართა: 224 მანდატურებისა და სამსახურის სხვა  საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები 600-მდე საჯარო სკოლის მოსწავლესთან ადრეული ქორწინების თემაზე. კამპანია დასრულდა მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატებისა და პოსტერების გამოფენით;  საინფორმაციო შეხვედრა კიბერბულინგის, ონლაინ შევიწროების, პირადი მონაცემების უსაფრთხოებისა და ციფრულ სივრცეში თავდაცვის მექანიზმების საკითხებზე 40 მოსწავლესთან და მათ მშობლებთან. ღონისძიება ჩატარდა მანდატურის სამსახურის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, სესიების ფარგლებში, აღნიშნულ საკითხებზე ვიქტორინა გაიმართა და გამარჯვებულ მოსწავლეებს განხორციელდა კომპლექსური სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 2025 წლის ნოემბერში, „თანასწორობის კვირეულის“ ფარგლებში ღონისძიებები, რომლის მიზანი იყო არადისკრიმინაციული მიდგომებისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლება, კერძოდ:  საქართველოს 11 საჯარო სკოლაში მოეწყო ბავშვების მიერ მომზადებული პოსტერებისა და ნახატების გამოფენები არადისკრიმინაციული მიდგომების, სტერეოტიპებისა და ადამიანის უფლებების თემებზე. ამას წინ უძღოდა ტრენერი მანდატურებისა და კოორდინატორების მიერ მოსწავლეებთან ჩატარებული საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები;  ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, მცხეთის მუნიციპალიტეტსა და ქალაქ ქუთაისში გაიმართა მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური თამაში თანასწორობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო 12 საჯარო სკოლიდან X კლასის 60 მოსწავლემ, გამარჯვებულ გუნდებსა და მონაწილეებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. 2025 წლის ივნისში, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით:  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს მასშტაბით 23 საჯარო სკოლაში, ტრენერმა მანდატურებმა/კოორდინატორებმა VII-VIII კლასის მოსწავლეებთან გამართეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრები ბავშვის უფლებებისა და ბავშვის უფლებათა კონვენციის თემაზე. ტრენინგების ჩატარების შემდეგ, საქართველოს მასშტაბით, 23 საჯარო სკოლაში გაიმართა VII-VIII კლასის მოსწავლეების მიერ აღნიშნულ თემატიკაზე მომზადებული პოსტერების/ნამუშევრების გამოფენა;  საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ორგანიზებით და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქალაქ ზესტაფონში, ქალაქ ხაშურში და ქალაქ რუსთავში გაიმართა მოსწავლეთა შორის ინტელექტუალური თამაში თანასწორობის შესახებ. ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა 18 საჯარო სკოლიდან X კლასის 90 მოსწავლე. ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის კამპანია – „მე მომავალში“  2025 წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით დაიწყო ფსიქოაქტიური ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციის ერთობლივი კამპანიის – „მე მომავალში“ განხორციელება. კამპანიის ფარგლებში, გაიმართა 225 საინფორმაციო და საგანმანათლებლო შეხვედრები, ესსეების და კომიქსების კონკურსი, ვიქტორინა და სპორტული ღონისძიებები, რომლებიც მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და პასუხისმგებლიანი ქცევის განმტკიცებას ემსახურება. მანდატურის სამსახურის სპეციალისტებმა და მართლწესრიგის ოფიცრებმა, მთელი ქვეყნის მასშტაბით 60 საჯარო და 2 კერძო სკოლაში გამართეს საინფორმაციო შეხვედრები, სადაც 3300-მდე VI-IX კლასის (11-14 წელი) მოსწავლეს მიეწოდა ინფორმაცია ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის, ასერტულობის, სოციალური წნეხის ამოცნობისა და გააზრების თაობაზე. 2025 წლის განმავლობაში, სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრის სპეციალისტების მიერ, მათი მხარდაჭერითა და სუპერვიზიით, ჩატარდა სხვადასხვა მიზანსა და ამოცანაზე ორიენტირებული ღონისძიებები. საინფორმაციო, საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ, სადისკუსიო და საინტერვენციო აქტივობაში ჩაერთო: 10 541 მასწავლებელი; 1327 დირექციის წარმომადგენელი; 141 795 მოსწავლე; 27 630 მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. კერძოდ:  მოსწავლეებისთვის - გაიმართა ტრენინგები ემპათიის, ემოციების მართვისა და ეფექტური კომუნიკაციის თემებზე; განახლდა კლასის ფასეულობები; გააქტიურდა თვითმმართველობები და შეიქმნა კლუბები; ჩატარდა თემატური შეხვედრები ბავშვთა უფლებებსა, პროფორიენტაციაზე და სხვ. გაიმართა სხვადასხვა ტიპის კონკურსი, ფილმების ჩვენებები და დისკუსიები; მოეწყო პროაქტიული, მისალმების და განხილვის წრეები და სხვა.  მასწავლებლებისა და ადმინისტრაციისთვის - ჩატარდა ტრენინგები სარისკო და დესტრუქციული ქცევის პრევენციაზე/რეაგირებაზე, კრიზისული სიტუაციების მართვაზე, ბულინგის სქემასა და ანტიდისკრიმინაციულ მიდგომებზე. პერსონალს მიეწოდა ინფორმაცია LSCI მეთოდისა და აღდგენითი მიდგომების შესახებ, რაც ხელს უწყობს მოწყვლადი მოსწავლეების იდენტიფიცირებასა და მათზე დროულ რეაგირებას.  მშობლებისთვის - გაიმართა შეხვედრები პოზიტიური მშობლობის, მოზარდობის ასაკის სპეციფიკის, ძალადობის, მათ შორის ბულინგის ნიშნების ამოცნობისა და პრევენციის თემებზე. მშობლები ინფორმირებული იქნენ სსსმ/შშმ მოსწავლეთა მხარდამჭერი მექანიზმებისა და მომსახურებათა განახლებული რუკის შესახებ. სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში, გაგრძელდა ნივთიერებების ავადმოხმარების პრევენციაზე მიმართული ორი პროგრამის განხორციელება:  2025 წელს, 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებისათვის პროგრამა მტკიცებულებითი მეთოდის გამოყენებით (EU DAP Unplugged Program) სრულად ჩატარდა საქართველოს 18 საჯარო სკოლის 26 კლასში, ასევე, 10 საჯარო სკოლის მშობლებთან, ჯამში108 მშობელი.  2025 წლის განმავლობაში, 13 წლის ზევით მოზარდებისთვის - „სარისკო ქცევების პრევენციის“ პროგრამით გათვალისწინებული სესიების რაოდენობა სრულად ჩატარდა საქართველოს 127 საჯარო სკოლის 151 კლასში. სოციალური მუშაობის კომპონენტით წარმოდგენილ სკოლებში, მე-4, მე-5, მე-6, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის სოციალურმა მუშაკებმა დაიწყეს ცხოვრებისეული უნარების განვითარების პროგრამის განხორციელება. 2025 წლის განმავლობაში, პროგრამით გათვალისწინებული სესიები სრულად ჩატარდა საქართველოს 80 საჯარო სკოლის 606 კლასში (მოსწავლეთა საერთო რაოდენობა 14 242). 226 აქტივობა 21.7.6 ოჯახში ძალადობისა და გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე მანდატურების გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური გაეროს მოსახლეობის ფონდისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, მანდატურის სამსახურისთვის განახლდა საგანმანათლებლო მოდული ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა და რეფერირების საკითებზე, რომელსაც დაემატა ტექნოლოგიებით ჩადენილი ძალადობის იდენტიფიცირების, რეაგირებისა და პრევენციის საკითხებზე სესია. მოდული დამტკიცდა მანდატურის სამსახურის უფროსის ბრძანებით 2025 წელს. ამ მოდულზე დაყრდნობით, ტრენერად გადამზადდა 20 თანამშრომელი(მანდატურები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები). გადამზადებულმა მანდატურებმა, თავის მხრივ, 700-ზე მეტი მანდატური გადაამზადეს ოჯახში ძალადობისა და გოგონათა მიმართ ძალადობის საკითხებზე. მიზანი 22 - შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის გაძლიერება და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში მათი მონაწილეობის გაზრდა. ამოცანა 22.1 შეზღუდული შესაძლებლობის შეფასების სოციალური მოდელის დანერგვა და მისი პრინციპების დაცვით ჯანმრთელობისა და ბიოფსიქოსოციალური დაცვის მექანიზმების გაძლიერება აქტივობა 22.1.1 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სამედიცინო სერვისის მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის, სერვისების მისაწვდომობის სტანდარტის შემუშავება/გაუმჯობესება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ქვეყნის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში - შშმ) პირთათვის უზრუნველყოფილია ჯანმრთელობის დაცვის არსებულ სერვისებზე ხელმისაწვდომობა. ამისთვის, შშმ პირთათვის გათვალისწინებულია განსაკუთრებული მიდგომები, მათი უსაფრთხო გადაადგილების კუთხით, რაც ასახულია შესაბამის მარეგულირებელ დოკუმენტებში. როგორც სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობები მოიცავს პირობებს შშმ პირთა უსაფრთხო გადაადგილების კუთხით, ასევე ხსენებულ პირთა უსაფრთხო გადაადგილების პირობები გათვალისწინებულია ამბულატორიული სერვისის წარმოებისას. („სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 17 დეკემბრის 227 №385 დადგენილებასა და „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის №359 დადგენილებები, ასევე „სამედიცინო ჩარევების დაწესებულებების კლასიფიკაციის მინიმალური განსაზღვრისა მოთხოვნების და პირველადი დამტკიცების ჯანმრთელობის დაცვის საქართველოს შრომის, შესახებ" ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2013 წლის 19 ივნისის №01-25/ნ ბრძანება). შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც საქმიანობენ სალიცენზიო /სანებართვო/ მაღალი რისკის შემცველი საქმიანობების შეტყობინების რეჟიმში, ასევე, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებები (პჯდ) უზრუნველყოფენ მარეგულირებელი დოკუმენტებით განსაზღვრულ მოთხოვნას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უსაფრთხო გადაადგილებასთან დაკავშირებით. რაც შეეხება არქიტექტურულგეგმარებითი ხასიათის მოთხოვნებს, შენობის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ადაპტაციისათვის, აღნიშნული განსაზღვრულია „ტექნიკური რეგლამენტის – „მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 4 დეკემბრის №732 დადგენილებით. აქტივობა 22.1.2 შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შეფასების ბიოფსიქოსოციალური მოდელი დანერგვის ხელშეწყობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 2025 წელს, შეიქმნა შესაძლებლობის კონცეფცია შეფასების და - ტერიტორიებიდან ,,ბიოფსიქოსოციალური სტატუსის დადგენის დევნილთა, შრომის, მოდელის ინტეგრაცია შეზღუდული სისტემაში“, რომელიც განსაზღვრავს ბიოფსიქოსოციალური (შემდგომში - ბფს) მოდელით სტატუსის დადგენის პრინციპებს, ასაბუთებს მის შესაბამისობას შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან და განმარტავს ბფს მოდელით სტატუსის დადგენის კომპონენტებს. შემუშავდა ალტერნატიული ინსტიტუციური მოწყობის მოდელები და გარდამავალი პერიოდისთვის ორგანიზაციული გზამკვლევი, რომელიც განსაზღვრავს ნაბიჯებს მოქმედი სისტემიდან ბფს მიდგომაზე ეტაპობრივ გადასვლამდე. 2025 წლის აპრილის თვეში, ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი (ToT), რომლის მიზანი იყო ბფს მოდელის ფარგლებში დაგეგმილი მულტიდისციპლინური გუნდებისთვის სპეციალისტების მომზადება, რომლებიც შეძლებენ ფუნქციონირების შეფასების სპეციალისტების, სოციალური მუშაკების/ქეის-მენეჯერებისა და ექიმების გადამზადებას მათი შესაბამისი პროფესიული მიმართულებების მიხედვით. 2025 წლის ოქტომბერში, განხორციელდა ბფს მოდელის რეფორმის ხარჯთაღრიცხვითი ანალიზი. დასრულდა ბფს მოდელის რეფორმის ინიცირების მხარდამჭერი პაკეტი სახელმწიფო სამოქმედო გეგმის შესაბამისად, რომელიც უნდა განიხილოს სამინისტრომ. ბფს მოდელის დანერგვის მიზნით მოსამზადებელი სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს. აქტივობა 22.1.3 სანოტარო საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანა, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ქმედუნარიანობის შემოწმების კუთხით სანოტარო საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შშმ პირთა უფლებადამცველ საერთაშორისო დოკუმენტებთან, მათ შორის, გაეროს 2006 წლის შშმ პირთა უფლებების კონვენციასთან 228 შესაბამისობაში მოყვანა სანოტარო მოქმედების შესრულების პროცესში შშმ პირთა უფლებების სათანადოდ განხორციელების მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატა სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატაში“ შეიქმნა სამუშაო ჯგუფი ნოტარიუსებისა და ნოტარიუსთა პალატის აპარატის თანამშრომელთა მონაწილეობით. ჯგუფის მუშაობის მიზანს წარმოადგენს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №71 ბრძანებით დამტკიცებული „სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციაში შესატანი ცვლილებების პროექტის მომზადება. რაც მიზნად ისახავს სანოტარო საქმიანობის მარეგულირებელი აქტების სრულ შესაბამისობას საერთაშორისო სტანდარტებთან, მათ შორის, გაერო-ს 2006 წლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციასთან, რათა უზრუნველყოფილ იქნეს შშმ პირთა თანაბარი მისაწვდომობა სანოტარო მომსახურებებზე და სანოტარო მოქმედების შესრულებისას სერვისების მისაწვდომობის ქმედუნარიანობის შემოწმება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. აქტივობა 22.1.4 შშმ პირთათვის სამედიცინო მომსახურების მისაწვდომობის მიზნით სტანდარტის შემუშავება/დანერგვა მათ შორის გენდერული თავისებურებების გათვალისწინებით. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, შშმ პირთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით, სახელმწიფო უზრუნველყოფს მათთვის ჯანმრთელობის დაცვის სერვისების ხელმისაწვდომობას სხვებთან თანასწორად. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება რეპროდუქციული სერვისებსა და სტომატოლოგიურ პროცედურებზე. გამომდინარე აქედან, სამედიცინო პერსონალისთვის შშმ პირების ინდივიდუალური საჭიროებების შესახებ კვალიფიკაციის ამაღლებისთვის შეიქმნა შშმ ქალთა ანტენატალური მეთვალყურეობის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ) და შშმ რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ოჯახის დაგეგმვის სტანდარტული ოპერაციული პროცედურები (სოპ). აღნიშნული სოპ-ები მომზადდა გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური მხარდაჭერით. ზოგადი ანესთეზიით სტომატოლოგიური საქმიანობის /მომსახურებისთვის მომზადდა სტაციონარის სანებართვო დანართი. ამოცანა 22.2 შშმ პირების დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობა და მისაწვდომობის გარანტიების გაძლიერება 229 აქტივობა 22.2.1 დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი სოციალური მომსახურებების და დასაქმების ახალი პროგრამების განვითარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, 2024 წლის სექტემბერიდან ფუნციონირება დაიწყო შშმ პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების მხარდამჭერი საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებებმა. საკონსულტაციო ცენტრები უზრუნველყოფენ შშმ პირთა საკონსულტაციო-საინფორმაციო მხარდაჭერას, საჭირო მომსახურებებში გადამისამართებას და მათი უფლებების ადვოკატირებას. ასეთი ცენტრები ქვეყნის მასშტაბით ფუნქციონირებს სულ 5 რეგიონში (იმერეთი, აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, კახეთი, გურია). დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობის მიზნით, 2025 წელს ხორციელდებოდა ახალდანერგილი პერსონალური ასისტენტისა და შინმოვლის პროგრამების გეოგრაფიული არეალის გაფართოება. 2025 წლის განმავლობაში პერსონალური ასისტენტის მომსახურების ქსელი გაფართოვდა და დაინერგა შემდეგ 16 მუნიციპალიტეტში: შიდა ქართლში ხუთი მომსახურება (გორი, ქარელი 2, კასპი, ხაშური), ქვემო ქართლში შვიდი მომსახურება(რუსთავი, დმანისი, ბოლნისი, გარდაბანი, მარნეული), სამეგრელოში ორი მომსახურება (ფოთი, სენაკი), სამცხე-ჯავახეთში ორი მომსახურება (ბორჯომი, ახალციხე,), მცხეთა-მთიანეთში ერთი მომსახურება, რაჭაში ერთი მომსახურება (ამბროლაური), სვანეთში ერთი მომსახურება (მესტია). რაც შეეხება დასაქმებას, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის № 487 დადგენილებით დამტკიცდა „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც მოიცავს ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობისთვის 3 ქვეპროგრამას. ზემოაღნიშნული სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს კომპონენტებს, რომლებიც უშუალოდ შშმ პირებისთვისაა განკუთვნილი. ესენია: 1. სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ, თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება; 2. დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის მიზანია დამსაქმებლის ფინანსური მხარდაჭერა ისეთი სამუშაო გარემოს შექმნისთვის, რომელიც შშმ/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული და შენარჩუნებული 3 წლის ვადით. 2025 წელს, ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობის მიზნით, სააგენტოს სერვის ცენტრში ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 742 შშმ პირმა. შედეგად დასაქმებულია 56 შშმ პირი. დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ თავისუფალ სამუშაო ადგილზე საშუამავლო მომსახურების გაწევის მიზნით, ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს. ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 181 შშმ პირი. შედეგად დასაქმებულია 52 შშმ პირი. 230 მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 158 მოწყვლადი ჯგუფის სამუშაოს მაძიებელს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება, აქედან შშმ პირი - 126. დასაქმებულია 17 შშმ პირი. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების შედეგად დასაქმებულია 161 შშმ პირი. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში დასაქმების სააგენტომ სულ ჩაატარა დასაქმების 6 ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 203 დამსაქმებელმა და 900-ზე მეტმა პირმა. 2025 წლის იანვრის თვეში, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უმასპინძლა ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას. შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სააგენტოს საქმიანობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შშმ პირთა დასაქმების პროგრამებსა და სერვისებზე. შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის გაძლიერების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ სამომავლო თანამშრომლობაზე. აქტივობა 22.2.2 პოლიციის შენობების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის უზრუნველყოფა, ყველა შშმ პირის და ამ პროცესში სენსორული და ფიზიკური ნიშნით შშმ პირების დამოუკიდებლად გადაადგილების საჭიროებების გათვალისწინება ახალ შენობებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, თბილისში აშენდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის ახალი ადმინისტრაციული შენობა, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ქალაქ ბათუმში, ტბელ აბუსერიძის ქ. N11ა -ში მდებარე ადმინისტრაციულ შენობებში N04/2-ს და N01/3-ს ჩატარდა რეაბილიტაცია, რის შედეგადაც აღნიშნული შენობებიც ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. 2025 წელს დაიწყო ახალი ადმინისტრაციული შენობების მშენებლობა, რომელიც დასრულდება 2026 წელს: 1. დაბა ქედა; 2. ბათუმი, გუდიაშვილის ქუჩა N3-3ა; 3. ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ხუცუბანი 1-ლი ქუჩა N2; 4. სენაკის რ/ნი, სოფელ ნოსირი. აქტივობა 22.2.3 სამართალდამცავთა გადამზადება შშმ პირთა უფლებებსა და კომუნიკაციის სტანდარტებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო სსიპ - საქართველოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში განგრძობად რეჟიმში მიმდინარეობს სამართალდამცავთა გადამზადება შშმ პირთა უფლებებსა და კომუნიკაციის სტანდარტებში. 2025 წლის 01 იანვრიდან 2025 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით, აკადემიაში „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებები და კომუნიკაციის სტანდარტი“ სწავლება გაიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის 556-მა თანამშრომელმა. 231 აქტივობა 22.2.4 თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდის შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდის შშმ პირების საჭიროებებზე ადაპტირებისთვის. აქტივობა 22.2.5 ეტლით მოსარგებლე პირებისათვის სანოტარო ბიუროების მისაწვდომობის გაუმჯობესება, კერძოდ, იმ საპილოტე სანოტარო ბიუროების განსაზღვრა და ადაპტირება, რომელიც უზრუნველყოფს ძირითად რეგიონებში მისაწვდომი ბიუროების არსებობას პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველოსბის სფეროში შემავალი სსიპ "საქართველოს ნოტარიუსთა პალატა" 2025 წელს, სსიპ „საქართველოს ნოტარიუსთა პალატის“ მიერ ეტლით მოსარგებლე პირთათვის სანოტარო ბიუროების მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით განისაზღვრა და ადაპტირდა 7 სანოტარო ბიურო: თბილისში (3 ბიურო), ზესტაფონში, რუსთავში, ჩოხატაურსა და სენაკში. აქტივობა 22.2.6 ყრუ და სმენადაქვეითებული პირებისთვის მაღალი ხარისხის სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად, სსიპ "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" დისტანციური მომსახურების სამსახურის ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომლების კვალიფიკაციის ასამაღლებელი სასწავლო კურსი ჟესტურ ენაში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - "სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო" სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში“ დასაქმებულია ჟესტური ენის მცოდნე თანამშრომელი. ჟესტური ენის სასწავლო კურსის თაობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან“. შესაბამისი მიმართულებით ჯგუფის ფორმირების შემთხვევაში, გადამზადდება სააგენტოს თანამშრომელი. ამასთან, სააგენტოს თანამშრომელმა წარმატებით გაიარა სურდოთარჯიმნის სერტიფიცირების პროგრამა 2022 წელს და ფლობს ქართული ჟესტური ენის თარჯიმნის სერტიფიკატს. აქტივობა 22.2.7 232 მობილურ აპლიკაციაში (Las Georgia) ხშირად დასმული კითხვების განთავსება შშმ პირებზე მორგებული ფორმატით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური მობილური აპლიკაციის (LAS Georgia) განახლების ფარგლებში მიმდინარეობს შშმ პირებზე მორგებული ფორმატით ხშირად დასმული კითხვების დანერგვა. ამასთანავე, აპლიკაციაში პერიოდულად ხორციელდება სხვა ტექნიკური და ფუნქციური განახლებებიც, რომლებიც ყველა მომხმარებლის საჭიროებებს ითვალისწინებს. აქტივობა 22.2.8 ჰაკათონის - "ტექნოლოგიები შესაძლებლობებისთვის" - ორგანიზება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგებული ტექნოლოგიური გადაწყვეტის შემუშავების მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ "საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო" სსიპ „საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინოვაციურ და ტექნოლოგიურ საქმიანობაში ჩართვისა და მათი საჭიროებებისთვის მორგებული შესაძლებლობების შექმნის მიზნით, განახორციელა მიზნობრივი პროექტი განახორციელა რეგიონულ ტექნოპარკებში, კერძოდ: ახმეტის ტექნოპარკში, 2025 წლის მარტი-აპრილში, ჩატარდა ელექტრონიკით დაინტერესებული პირებისთვის Arduino Robotics ტრენინგ-ვორქშოფი. კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა შეისწავლეს ელექტრონიკისა და პროგრამირების საფუძვლები და დააპროგრამირეს ჭკვიანი დაფა. პროექტში ჩართული იყო 14 მონაწილე, მათგან - 5 შშმ პირი. დამატებით, აღსანიშნავია, რომ ამასთან, 18 დეკემბერს, ზუგდიდის ტექნოპარკში ჩატარდა შშმ პირებისთვის საახალწლო ვორქშოპი, სადაც მონაწილეებმა საახალწლო სუვენირები შექმნეს. აქტივობას სულ ესწრებოდა 12 შშმ პირი სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიიდან. აქტივობა 22.2.9 მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია საანგარიშო პერიოდში, მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტის განხორციელების სამოქმედო გეგმა არ შემუშავებულა. თუმცა მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მეორე პუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, 233 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, უშუალო ჩართულობითა და კოორდინაციით, ყოველწლიურად, ამზადებს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს ეროვნულ ანგარიშს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების თაობაზე“. აღნიშნული ყოველწლიური ანგარიშები ასახავს ინფორმაციას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების, მათ შორის, მისაწვდომი გარემოს შექმნის მიზნით, პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანობის მიერ, განხორციელებული საქმიანობის შესახებ. აქტივობა 22.2.10 პერსონალური ასისტენტის მომსახურების დანერგვა საქართველოს მასშტაბით, გეოგრაფიული მისაწვდომობის გათვალისწინებით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, პერსონალური ასისტენტის მომსახურება ხორციელდება დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში. 2025 წელს, მნიშვნელოვნად გაფართოვდა პერსონალური ასისტენტის მომსახურების გეოგრაფიული არეალი და აღნიშნული სერვისი დაინერგა დამატებით 16 მუნიციპალიტეტში: შიდა ქართლში ხუთი მომსახურება (გორი, ქარელი 2, კასპი, ხაშური): , ქვემო ქართლში შვიდი მომსახურება(რუსთავი, დმანისი, ბოლნისი, გარდაბანი, მარნეული), სამეგრელოში ორი მომსახურება (ფოთი, სენაკი), სამცხე-ჯავახეთში ორი მომსახურება (ბორჯომი, ახალციხე,), მცხეთა-მთიანეთში ერთი მომსახურება, რაჭაში ერთი მომსახურება (ამბროლაური), სვანეთში ერთი მომსახურება (მესტია). აქტივობა 22.2.11 შშმ პირთა ავტომობილებისთვის განკუთვნილი პარკირების ერთიანი წესის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 2024 წელს დაწყებული მუშაობის შედეგად, შემუშავდა რეკომენდაცია: "შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებზე საცნობი ნიშნის გაცემა და სპეციალური პარკირების ადგილით სარგებლობის უფლება განისაზღვროს ქმედობაუნარიანობის შეზღუდვის კატეგორიისა და ხარისხის საფუძველზე (დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის შეზღუდვა II ან III ხარისხის"). აქტივობა 22.2.12 მკვეთრად გამოხატული შშმ პირისათვის (რომელსაც აღნიშნული სტატუსი დატანილი აქვს პირადობის მოწმობაზე) და მისი ასისტენტისათვის ერთი ბილეთის ფასად მგზავრობის შესაძლებლობის უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: სს - "საქართველოს რკინიგზა" 234 2025 წლის განმავლობაში განხორციელდა ღონისძიებები შშმ პირების ელექტრონული ბაზების მოპოვებისა და პერსონალური ასისტენტების იდენტიფიცირების საკითხებზე. შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან თანამშრომლობის საფუძველზე დადასტურდა, რომ ამ ეტაპზე შეუძლებელია გაბილეთიანების სისტემისთვის საჭირო ელექტრონული ბაზების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, რომელიც ხელს შეუწყობს სისტემური (პროგრამული უზრუნველყოფით) გაბილეთიანების პროცესს. შესაბამისად, მიმდინარე პერიოდში, სს „საქართველოს რკინიგზა“ განიხილავს შშმ პირისა (რომელსაც აღნიშნული სტატუსი დატანილი აქვს პირადობის მოწმობაზე) და მისი ასისტენტისთვის შეღავათიანი ბილეთის შეძენის ისეთი მექანიზმის დანერგვის შესაძლებლობას, რომელიც არ საჭიროებს მონაცემების წინასწარ დამუშავებას. ამოცანა 22.3 შშმ პირთა თანასწორობის გარანტიების გაძლიერება და საზოგადოებრივ ცხოვრებაში შშმ პირთა თანაბარი მონაწილეობის უზრუნველყოფა გონივრული მისადაგების პრინციპის დანერგვით აქტივობა 22.3.1 შრომისა და დასაქმების სფეროში გონივრული მისადაგების პრინციპის/სტანდარტების დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, გაეროს განვითარების პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის-ფაზა 2“ ექსპერტული მხარდაჭერით გრძელდება მუშაობა სახელმძღვანელოზე - „სამუშაო ადგილებზე გონივრული მისადაგების პრინციპები“. აღნიშნული დოკუმენტი იქმნება საგანმანათლებლო მიზნით და აქცენტს აკეთებს შრომით ურთიერთობებში შშმ პირთა მიმართ გონივრული მისადაგების რეალიზებაზე. აქტივობა 22.3.2 სასამართლო ფორმების ადაპტირება უსინათლო და მხედველობადაქვეითებულ პირთა საჭიროებებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო იუსტიციის უმაღლესი საბჭო აგრძელებს მუშაობას შესაბამისი სასამართლო ფორმების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით. აქტივობა 22.3.3 მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთათვის ტრენინგების ჩატარება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის შესახებ პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა 235 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან კომუნიკაციის შესახებ მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთათვის ტრენინგის ჩატარება დაგეგმილია 2026 წელს. აქტივობა 22.3.4 მოსამართლეთა და სასამართლოს მოხელეთათვის ტრენინგების ჩატარება გაეროს „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ შესახებ პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იუსტიციის უმაღლესი სკოლა საანგარიშო პერიოდში, ჩატარდა ტრენინგი: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები“, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების კონვენციით“ გათვალისწინებული სამართლებრივი სტანდარტები და მარეგულირებელი ნორმები. აქტივობა 22.3.5 ცნობიერების ამაღლება საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი"112"-ის თანამშრომლებისთვის, შშმ პირებთან კომუნიკაციისა და მათი საჭიროებების თაობაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, აქტივობა არ განხორცილებულა აქტივობა 22.3.6 შშმ პირთა უფლებების დაცვის საკითხებზე სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამისი თანამშრომლების გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახური 2025 წლის განმავლობაში უნივერსალური ტრენინგმოდულის გამოყენებით, რომელიც მოიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საკითხებს, გადამზადდა პენიტენციური სამსახურის 189 თანამშრომელი. ამდენად, აქტივობა შესრულდა გადაჭარბებით. აქტივობა 22.3.7 ანალიტიკური კვლეევბის ჩატარება შშმ თემის საჭიროებებთან დაკავშირებით, მათივე ჩართულობით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური 236 სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური ყოველწლიურად მუშაობს შშმ პირების სამოქმედო გეგმაზე. სწორედ ამ მიზნით ტარდება ანალიტიკური კვლევები, რათა სამოქმედო გეგმა ზუსტად პასუხობდეს შშმ პირების გამოწვევებს. აქტივობა 22.3.8 მარაკეშის შეთანხმების რატიფიკაციისთვის საჭირო პროცედურების დაწყება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ინტელექტუალუტი საკუთრების ეროვნული ცენტრი აქტივობა შესრულდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში, 2024 წელს. აქტივობა 22.3.9 საერთაშორისო დაცვის მიმართულებით სპეციფიკური საჭიროების მქონე პირთა (მათ შორის შშმ პირთა) ადრეული იდენტიფიკაციის მექანიზმის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, აღნიშნულ აქტივობასთან დაკავშირებით ღონისძიებები არ განხორციელებულა. ამოცანა 22.4 შშმ პირთა უფლებების დაცვისა და მონიტორინგის ეროვნული მექანიზმების გაძლიერება აქტივობა 22.4.1 მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ადამიანური რესურსის გაზრდა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის ადამიანური რესურსის გაძლიერების მიზნით, 2025 წელს შეივსო დეპარტამენტში არსებული ვაკანტური პოზიცია. შედეგად, დეპარტამენტმა საქმიანობის განხორციელება განაგრძო 10 თანამშრომლის შემადგენლობით, რაც უზრუნველყოფს დაკისრებული ფუნქციებისა და ვალდებულებების ეფექტიან შესრულებას. აქტივობა 22.4.2 შშმ პირთა უფლებების შესახებ, ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, წლიური გეგმების შესრულების გაერთიანებული ანგარიშის მომზადება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია 237 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დეპარტამენტის მიერ, 2025 წლის განმავლობაში მომზადდა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციის, მათ შორის, სოციალურ უფლებათა უზრუნველყოფის ღონისძიებების 2024 წლის შესრულების ანგარიში“. აღნიშნული ანგარიში 2025 წლის 9 ივლისს N17632 განკარგულებით საქართველოს მთავრობის მიერ წარედგინა საქართველოს პარლამენტს. აღნიშნული დოკუმენტი 8 ძირითადი თავისგან შედგება და წარმოადგენს შშმ პირთა უფლებების შესახებ სამოქმედო გეგმების ფარგლებში განხორციელებული საქმიანობის შეჯამებას და ეხმიანება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციის და „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში გაწერილ ვალდებულებებს. ამოცანა 22.5 შშმ პირთა დისკრიმინაციისაგან დაცვის გაძლიერება და შშმ პირთა მიმართ ჩადენილ დანაშაულებზე ეფექტიანი რეაგირება აქტივობა 22.5.1 „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის შესახებ“ სახელმძღვანელო მითითების შესრულების მონიტორინგი პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, შშმ პირების მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესებისა და საერთაშორისო სტანდარტების პრაქტიკაში იმპლემენტაციის მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტში შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგის შედეგების შესაბამისად, მომზადდა შშმ პირთა და შშმ არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებული სისხლის სამართლის საქმეთა 2024 და 2025 წლის 9 თვის ანალიზები, რომლებიც მოიცავს შშმ პირების, მათ შორის ქალებისა და არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი დანაშაულების, ასევე კანონთან კონფლიქტში მყოფი შშმ არასრულწლოვნების საქმეების სისხლისსამართლებრივ და კრიმონოლოგიურ ასპექტებს. ანალიზების შედეგები, ქართულ და ინგლისურ ენებზე გასაჯაროვდა საქართველოს პროკურატურის ვებ-გვერდზე. აქტივობა 22.5.2 მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების ჩართულობის ზრდა შშმ პირთა, მათ შორის შშმ ქალთა და არასრულწლოვანთა მონაწილეობით არსებულ სისხლის სამართლის საქმეებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 238 2024 წლის 16 სექტემბრიდან, შშმ პირთა უფლებების ეფექტიანი დაცვის, მართლმსაჯულების პროცესში მონაწილეობის გამარტივების, დაცვისა და დახმარების სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ემოციური მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები სავალდებულო წესით ერთვებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) მსხვერპლის სისხლის სამართლის საქმეებში. 2025 წელს, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორები ჩართული იყვნენ 84 სისხლის სამართლის საქმეში, ხოლო კოორდინატორების სამსახურის სერვისით ისარგებლა სისხლის სამართლის პროცესის მონაწილე 83-მა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმემ ან/და დაზარალებულმა. აქტივობა 22.5.3 პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლების, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების კვალიფიკაციის ამაღლება შშმ პირებთან კომუნიკაციის და შშმ პირთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის საკითხებზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა 2025 წელს, შშმ პირთა, მათ შორის შშმ არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის, აგრეთვე მათთან მუშაობის სპეციფიკის სამართლებრივ და ფსიქოლოგიურ ასპექტებზე, პროკურორების, პროკურატურის გამომძიებლებისა და მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორებისთვის განხორციელდა სამი სასწავლო აქტივობა, რომლის ფარგლებშიც გადამზადება გაიარა საქართველოს პროკურატურის 31 თანამშრომელმა. სასწავლო აქტივობებს შორის მნიშვნელოვანია საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით, პროკურორებისა და პროკურატურის გამომძიებლების ორი ჯგუფისთვის განხორციელებული ტრენინგი თემაზე - შშმ პირთა უფლებები და კომუნიკაციის სტანდარტი (შედეგად 27 პროკურორი და პროკურატურის 3 გამომძიებელი); ასევე, საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა ტრენინგი თემაზე - ბავშვზე ძალადობის პრევენცია, ამოცნობა და რეაგირება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა შემთხვევაში (ტრენინგის შედეგად მოწმის და დაზარალებულის 1 კოორდინატორი გადამზადდა). აქტივობა 22.5.4 შშმ ქალების სამართალწარმოებაზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად გამომძიებლებისთვის ტრენინგების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩაატარეს შეხვედრა/ტრენინგები სამინისტროს თანამშრომლებთან შშმ პირთა უფლებებისა და კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ. შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა შშმ პირთა დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და მათი უფლებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ასევე, კომუნიკაციის სტანდარტის შესახებ ცოდნის გაღრმავება და შშმ პირებთან კომუნიკაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავება. გადამზადებულია 140-მდე თანამშრომელი. 239 აქტივობა 22.5.5 შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციის ნიშნით/შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოება. პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2020 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურას, უზენაეს სასამართლოსა და სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს (საქსტატი) შორის დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის შესახებ მონაცემთა ერთიანი სისტემის შესაქმნელად თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ზემოაღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში 2025 წელს გამოქვეყნდა 2024 წლის სტატისტიკური მონაცემები. დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის წარმოებისა და ერთიანი ანგარიშის გამოცემის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი და სეგრეგირებული სტატისტიკური მონაცემები, ქართულ და ინგლისურ ენებზე, საჯაროდ ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული პირისთვის სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ვებ-გვერდზე. ზემოაღნიშნულ ანგარიშში აღრიცხულია ასევე შშმ პირის მიმართ დისკრიმინაციის ნიშნით/შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკაც. აქტივობა 22.5.6 გამოძიების ეტაპზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სრულწლოვან და არასრულწლოვან პირთა ეფექტური ჩართულობის სამართლებრივი და პრაქტიკული ასპექტების შესახებ სასწავლო მოდულის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, აქტივობა არ განხორციელებულა. ამოცანა 22.6 შშმ პირთა დასაქმება და განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სხვა სოციალური და ეკონომიკური ხელშემწყობი ღონისძიებების გატარება აქტივობა 22.6.1 შშმ პირებზე ორიენტირებული დასაქმების პროგრამების განვითარება და დანერგვა 240 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, საქართველოს მთავრობის 2024 წლის 31 დეკემბრის № 487 დადგენილებით დამტკიცდა „დასაქმების ხელშეწყობის 2025 წლის სახელმწიფო პროგრამა“, რომელიც მოიცავს ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშეწყობისთვის 3 ქვეპროგრამას. ზემოაღნიშნულ სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს კომპონენტებს, რომლებიც უშუალოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაა განკუთვნილი. ესენია: 1. სამუშაო ადგილების შრომის ანაზღაურების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის ამოცანაა სამუშაოს მაძიებელი მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ახალგაზრდების, შშმ და სსსმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, დამსაქმებლებთან შეთანხმების მიღწევის გზით, ახალ ან არსებულ, თავისუფალ სამუშაო ადგილზე დასაქმებულ ბენეფიციართა შრომის ანაზღაურების სუბსიდირება; 2. დაცული სამუშაო ადგილების სუბსიდირების კომპონენტი, რომლის მიზანია დამსაქმებლის ფინანსური მხარდაჭერა ისეთი სამუშაო გარემოს შექმნისთვის, რომელიც შშმ/სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის იქნება ადაპტირებული და შენარჩუნებული 3 წლის ვადით. 2025 წელს, ზემოაღნიშნული პროგრამის ფარგლებში, შრომის ბაზარზე ქცევის წესების გაცნობის მიზნით, სსიპ - დასაქმების სააგენტოს სერვის ცენტრში ინდივიდუალური კონსულტირება გაიარა 742 შშმ პირმა. შედეგად დასაქმებულია 56 შშმ პირი. დამსაქმებლების მიერ წარმოდგენილ თავისუფალ სამუშაო ადგილზე საშუამავლო მომსახურების გაწევის მიზნით, ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია მიეწოდა სისტემაში რეგისტრირებულ სამუშაოს მაძიებლებს. ვაკანსიების ფარგლებში შეირჩა და დამსაქმებლებთან გაიგზავნა 181 შშმ პირი. შედეგად დასაქმებულია 52 შშმ პირი. მხარდაჭერითი დასაქმების კონსულტანტებმა 158 მოწყვლადი ჯგუფის სამუშაოს მაძიებელს გაუწიეს მხარდაჭერითი მომსახურება, აქედან შშმ პირი - 126. დასაქმებულია 17 შშმ პირი. საანგარიშო პერიოდში, ქვეყანაში შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელების შედეგად დასაქმებულია 161 შშმ პირი. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში დასაქმების სააგენტომ სულ ჩაატარა დასაქმების 6 ფორუმი, სადაც მონაწილეობა მიიღო 203 დამსაქმებელმა და 900-ზე მეტმა პირმა. 2025 წლის იანვრის თვეში დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტომ უმასპინძლა ევროპის საბჭოს წარმომადგენლობას. შეხვედრის ფარგლებში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სააგენტოს საქმიანობას. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროგრამებსა და სერვისებზე. შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის გაძლიერების მიზნით, მხარეები შეთანხმდნენ ერთობლივ სამომავლო თანამშრომლობაზე. აქტივობა 22.6.2 "საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული შშმ პირების სტატუსის შესახებ ინფორმაციის შეგროვების სისტემის შექმნა და პილოტირება" 241 პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო შემუშავდა საჯარო სამსახურის სიტემის მასშტაბით დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შესახებ ინფორმაციის შეგროვების ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს თეორიული ჩარჩოს სიღრმისეულ მიმოხილვასა და შესაბამის კითხვარებს. ინსტრუმენტი არის თვითანალიზის ხასიათის და გამიზნულია შიდა ორგანიზაციული გამოყენებისათვის. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ საჯარო სამსახურის მასშტაბით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაცემების შეგროვება, ამ ეტაპზე, ხორციელდება არსებული ინდიკატორების საფუძველზე, რაც გულისხმობს, რაოდენობრივი განაწილების შესახებ ინფორმაციას და აღწერით სტატისტიკურ ანალიზს. 2025 წლის მონაცემებით, საჯარო სამსახურში დასაქმებული იყო 199 შშმ პირი, რომელთაგანაც 91 ქალია, ხოლო 108 მამაკაცი. ამასთან, მოხელის თანამდებობაზე დანიშნული იყო - 99 (ქალი 55, კაცი 44), ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დასაქმებული იყო - 24 (ქალი 8, კაცი 16), ხოლო შრომითი ხელშეკრულებით - 76 (ქალი 28, კაცი 48) პირი. აქტივობა 22.6.3 საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული პლატფორმების (HR.GOV.GE-ს და EHRMS) დახვეწა და მომხმარებელთა საჭიროებებზე მორგება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემების შემდგომი განვითარების მიზნით, საანგარიშო პერიოდში, პირველ ეტაპზე, შეფასდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებადი პლატფორმები - ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემა (eHRMS), საჯარო სამსახურში არსებული ვაკანსიების პლატფორმა (hr.gov.ge), სწავლების ელექტრონული სისტემა (elearning) და ბიუროს ოფიციალური ვებგვერდი. გაანალიზდა აღნიშნული სისტემების ფუნქციური დატვირთვა, ტექნიკური მახასიათებლები, ურთიერთ გადაკვეთის წერტილები და შემუშავდა განვითარების ხედვა. ამასთან, მომზადდა საპროექტო წინადადება და განისაზღვრა პროექტით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისათვის სამუშაოს მოცულობა, სამოქმედო გეგმა და დაკომპლექტდა სამუშაო ჯგუფი. ჯგუფის საქმიანობის ფარგლებში გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა, სადაც განიხილებოდა მიღწეული შედეგები და იგეგმებოდა შემდგომი ნაბიჯები. გამოვლენილი გამოწვევების გათვალისწინებით, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის პროცესების გაუმჯობესებისა და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შეიქმნა ვებგვერდი HR.GOV.GE, რომელიც აერთიანებს საჯარო სამსახურისთვის საჭირო პლატფორმებს, ინსტრუმენტებსა და ინფორმაციას. HR.GOV.GE წარმოადგენს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცენტრალიზებულ ვებგვერდს, რომელიც ერთი ქუდის ქვეშ აერთიანებს: 242 მიერ ადმინისტრირებად i. ვაკანსიების ადმინისტრირების ვებგვერდს - vacancy.hr.gov.ge; ii. პროფესიული განვითარების პლატფორმას - elearning.hr.gov.ge; iii. ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებულ სისტემას - ehrms.ge. განახლებულ ვებგვერდზე ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად, მიმდინარეობს მუშაობა შშმ პირთა გარკვეული კატეგორიის საჭიროებების (მხედველობის დაქვეითებისა და დამატებითი საჭიროების მქონე პირებისთვის) უზრუნველსაყოფად. საგულისხმოა, რომ ინსტიტუციური ცვლილებების შემდეგ, 2025 წელი წარმოადგენდა გარდამავალ პერიოდს და საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ახალი მანდატის ფარგლებში გეგმავს საჯარო სამსახურში ვაკანსიების ერთიანი ვებგვერდის - vacancy.hr.gov.ge-ის სისტემურ განახლებას, მათ შორის, შშმ პირთა საჭიროებების გათვალისწინებას, ვებგვერდის ადაპტირების მიზნით. ამასთან, საჯარო სამსახურში ადამიანური რესურსების მართვის ერთიანი ელექტრონული სისტემის - eHRMS დანერგვისა და გამოყენების ხელშეწყობის მიზნით, საანგარიშო პერიოდში განახლდა ადამიანური რესურსების მართვის ავტომატიზებული სისტემის მომხმარებლის სახელმძღვანელო, რომელშიც აღწერილია ყველა ის მოდული, რომელთა იმპლემენტაცია განხორციელებულია eHRMS სისტემაში. განახლებული სახელმძღვანელო გამოქვეყნებულია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებად ვებგვერდზე - HR.GOV.GE. აქტივობა 22.6.4 "საჯარო დაწესებულებების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულების წარმომადგენლებისათვის შშმ პირების უფლებების შესახებ ონლაინ ტრენინგის ჩატარება" პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ადმინისტრირებას უწევს ერთიან ცენტრალიზებულ სასწავლო პლატფორმას - elearning.hr.gov.ge. აღნიშნული პლატფორმა შეიქმნა 2023-2024 წლების განმავლობაში და პილოტის ფარგლებში ამოქმედდა 2024 წლის ბოლოს. საპილოტე ტესტირებაში ჩართულები იყვნენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის და საქართველოს იუსტიციის სამინისტროები და მათ სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები. ამ პერიოდის განმავლობაში, შერჩეულ საჯარო დაწესებულებებში დასაქმებული 600-მდე პირი დარეგისტრირდა პლატფორმაზე, ხოლო 300-ზე მეტმა პირმა გაირა პლატფორმაზე განთავსებული ერთი კურსი მაინც, რაც საპილოტე ტესტირებაში ჩართულ მონაწილეთა დაახლოებით 51%-ია. საპილოტე პროცესში, პლატფორმაზე განთავსებული იყო 5 ელექტრონული სასწავლო კურსი, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების უფლებების შესახებ კურსი („შშმ პირები საჯარო სამსახურში - როგორ შევქმნათ თანასწორი სამუშაო გარემო“). აღნიშნული კურსი გაიარა საჯარო დაწესებულებების 100ზე მეტმა წარმომადგენელმა. 243 აქტივობა 22.6.5 "საჯარო მოხელეთათვის შშმ პირების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ელექტრონული სასწავლო მოდულის შემუშავება" პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ, გაეროს განვითრების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, 2024 წლის განმავლობაში მომზადდა და ცენტრალიზებულ ელექტრონულ სასწავლო პლატფორმაზე (elearning.hr.gov.ge) განთავსდა ელექტრონული სასწავლო კურსი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ. კურსის დასახელებაა „შშმ პირები საჯარო სამსახურში - როგორ შევქმნათ თანასწორი სამუშაო გარემო?“ და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. მიმდინარე საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებების გათვალისწინებით, ცენტრალიზებული სასწავლო პლატფორმის ადმინისტრირებას, უკვე ახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია. აქტივობა 22.6.6 თავდაცვის სამინისტროში შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობა სამართლიანი და ხელსაყრელი სამუშაო პირობების უზრუნველყოფით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2025 წელს იდენტიფიცირდა ტრენინგების საჭიროება შემდეგი მიმართულებით: - „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პოლიტიკა და გზამკვლევი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებებისა და საჭიროებების მიმართ“ დოკუმენტის მიხედვით განსაზღვრული პროპონენტების, საკონკურსო კომისიისა და შერჩევის საბჭოების წევრების, მენეჯერების და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე პერსონალისთვის (კომუნიკაციის ენა, მოზიდვის, შერჩევისა და დანიშვნის პროცესის სპეციფიკურობა, გასაუბრების პროცესი, სპეციალური საჭიროებების შეფასება და ა.შ.). აქტივობა 22.6.7 პროფესიული განათლების ინკლუზიური განვითარების პოლიტიკის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო პროფესიული განათლების ინკლუზიური პოლიტიკის განვითარების მიზნით, წარიმართა სამუშაოები ,,პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების იდენტიფიკაციისა და ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების წესი და პირობები“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის 244 მინისტრის ბრძანების პროექტის გადამუშავების მიმართულებით. ბრძანების პროექტის დამტკიცების შემდგომ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებისათვის ეტაპობრივად დაინერგება საორიენტაციო სერვისი პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. ახალი სერვისი დაეხმარება სსსმ და შშმ პირებს ინფორმირებული პროფესიული არჩევანის მიღებაში და პროფესიული განათლების საფეხურზე ტრანზიციაში. ხაზგასასმელია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ინკლუზიური პროფესიული განათლების ცნება გაფართოვდა და გულისხმობს ნებისმიერი დამატებითი საჭიროების მქონე პირისთვის, ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, რომელიც ორიენტირებულია მისი ინდივიდუალური საჭიროებების შესაბამის მხარდაჭერაზე. შესაბამისად, სისტემაში მიმდინარეობს მუშაობა მრავალფეროვანი სერვისების განვითარების მიმართულებით, გარდა საორიენტაციო სერვისისა, რომელიც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შშმ პირების მხარდაჭერაზეა ორიენტირებული, სისტემაში მიმდინარეობს მუშაობა სახელმწიფო ენის პროგრამაზე, რომელიც არაქართულენოვანი ბენეფიციარების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, ასევე, კოლეჯების მიერ შეთავაზებულია პროფესიული სტუდენტების საჭიროებებზე მორგებული არაფორმალური კურსები და ექსტრაკურიკულური აქტივობები. აქტივობა 22.6.8 პროფესიული განათლების საფეხურზე დამატებითი საჭიროებების მქონე ჯგუფების საჭიროებების შეფასების სისტემის დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო 2021 წლიდან მოქმედებს ჩარიცხვის ერთიანი წესი (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2021 წლის 2 ივლისის N42/ნ ბრძანება) რომელიც განსხვავებულად არეგულირებს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა პროგრამაზე ჩარიცხვის პროცედურებს, ყველა პირისთვის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შესაძლებლობის გათვალისწინებით განათლების მიღების უზრუნველსაყოფად. ხაზგასასმელია, რომ თითქმის ყველა პროგრამა, რომელზეც შესაბამის წელს გამოცხადებულია მიღება, ასევე, ხელმისაწვდომია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთათვის, პროფესიულ სტუდენტთა ზღვრული ოდენობის ზემოთ, გამოცხადებული ადგილების 15%-ის ფარგლებში. ამასთან, სსსმ და შშმ პროფესიული სტუდენტები სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილნი არიან კვარტალურ ვაუჩერზე დამატებითი დაფინასებით. 2025 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჯამში ჩაირიცხა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 238 პირი. 2025 წლის განმავლობაში, პროფესიულ განათლებაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შშმ პირების მაქსიმალური ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტომ გააგრძელა მუშაობა საორიენტაციო სერვისის განვითარების მიმართულებით, მათ შორის გადამუშავდა საორიენტაციო სერვისის დანერგვისათვის საჭირო რეგულაციები. სერვისი პირთა ინტერესებზე, მათ შესაძლებლობებსა და ინდივიდუალურ საჭიროებებზეა მორგებული და დაეხმარება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შშმ პირებს ინფორმირებული პროფესიული არჩევანის მიღებაში და პროფესიული განათლების საფეხურზე ტრანზიციაში. 245 ამავე პერიოდში, სააგენტომ გააგრძელა სახელმწიფო ენის პროგრამის განვითარების მიმართულებით მუშაობა, რომელიც მიზნად ისახავს არაქართულენოვანი პირების პროფესიულ განათლებაში ჩართულობის გაზრდასა და მათთვის თანაბარი საგანმანათლებლო შესაძლებლობების უზრუნველყოფას. პროგრამა ითვალისწინებს მსმენელთა ენობრივ საჭიროებებს და უზრუნველყოფს მათ პროფესიულ სასწავლო გარემოში წარმატებულ ადაპტაციას. ის ასევე ხელს უწყობს არაქართულენოვანი პირების საჭიროებების იდენტიფიცირებასა და პროფესიულ განათლებაში ტრანზიციის მხარდაჭერას, რასაც აძლიერებს გამჭოლი კომპეტენციებისა და პროფესიული ორიენტაციის მოდულები, რომელთა შემუშავება 2025 წელს დასრულდა. აქტივობა 22.6.9 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ინკლუზიური განვითარების ინსტიტუციური გაძლიერება პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყველა საჯარო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში იდენტიფიცირებულია პირი, რომელიც პასუხისმგებელია ინკლუზიურ პროფესიულ განათლებაზე. ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტებთან ერთად, საჭიროების შემთხვევაში, ასევე, დასაქმებულები არიან სასწავლო პროცესის ასისტენტები. პროფესიული ინკლუზიურ პროფესიულ საგანმანათლებლო განათლებაზე დაწესებულებების პასუხისმგებელი ინსტიტუციურ პირების გაძლიერებას განვითარებას და უზრუნველყოფს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო. აღსანიშნავია, რომ სააგენტოს მხარდაჭერით, ინკლუზიური პროფესიული განათლების სპეციალისტთა მხარდაჭერისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, ფუნქციონირებს ინკლუზიური განვითარების სპეციალისტთა ქსელი. ქსელის წევრ სპეციალისტთა უწყვეტი განვითარების მიზნით, პერიოდულად ტარდება სხვადასხვა ღონისძიება და ხდება გამოცდილების გაზიარება. მათ შორის, 2025 წელს დაიგეგმა და ჩატარდა სასწავლო საერთაშორისო ვიზიტი ფინეთში. აქტივობა 22.6.10 ინკლუზიური განვითარების მიმართულებით პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება პასუხისმგებელი უწყება: ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდამჭერი სერვისების განვითარების ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტო, საგანმანათლებლო 2025 წლის განმავლობაში, დაწესებულებებისა და უწყვეტად პროფესიული უზრუნველყოფდა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების ინკლუზიური განვითარების რგოლისა და პროფესიული მასწავლებლების კონსულტირებას და გაძლიერებას ინკლუზიური განათლების ხარისხის განვითარების მიზნით. 246 2025 წელს, ა(ა)იპ პროფესიული უნარების სააგენტომ დაასრულა მუშაობა (მათ შორის, დიზაინი და რედაქტირება) შემდეგ დამხმარე მეთოდოლოგიურ რესურსებზე: „ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა“ და „დამხმარე საშუალებები და ტექნოლოგიები“. აქტივობა 22.6.11 შშმ პირების უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო „სოციალური პროგრამის“ ფარგლებში 2025-2026 სასწავლო წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საბაკალავრო სგანმანათლებლო პროგრამებზე დაფინანსდა 73 შშმ სტუდენტი, ხოლო სამაგისტრო პროგრამაზე - 13 შშმ სტუდენტი. აქტივობა 22.6.12 სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის ფარგლებში შშმ პირთა დაფინანსება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ -"აწარმოე საქართველოში" 2024 წელს, განხორციელდა სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის პროგრამის რედიზაინი და სექტემბრიდან მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა მეწარმეებს საშუალებას აძლევს აიღონ 20 000 ლარიდან 50 000 ლარამდე სესხი ბანკიდან, ფიქსირებულ 8.5%ში და 80%-იანი გარანტიით. განახლებული პროგრამის ფარგლებში, არ ხდება შშმ პირების მონაცემთა წარმოება. თუმცა, რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების საკონსულტაციო მომსახურების მიმართულების ფარგლებში, იმ მეწარმე სუბიექტებისთვის, რომელთა 50%-ზე მეტი წილის მესაკუთრე ან მისი ხელმძღვანელი არის საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტის მიმღები შშმ პირი, რეგიონული საკონსულტაციო ცენტრების საკონსულტაციო მომსახურების კომპონენტის ფარგლებში, გათვალისწინებულია 5 პროცენტული პუნქტით გაზრდილი თანადაფინანსება (არაუმეტეს 95%-სა). 2025 წლის განმავლობაში, შშმ მეწარმე სუბიექტებს აღნიშნული თანადაფინანსების ამ კომპონენტით არ უსარგებლიათ. აქტივობა 22.6.13 "საჯარო სამსახურის შესახებ" კანონის დახვეწა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით 247 პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - საჯარო სამსახურის ბიურო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია, როგორც სსიპ-საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამონაცვლე, გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს საქართველოს პარლამენტთან, მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციის შემდგომი გაუმჯობესების მიზნით. ამოცანა 22.7 საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა უფლებების შესახებ აქტივობა 22.7.1 შშმ პირთებთან, მათ შორის შშმ თემთან შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური აქტივობა შესრულდა გეგმით გათვალისწინებულ ვადაში, 2024 წლის მანძილზე. აქტივობა 22.7.2 შშმ პირთა უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, შშმ თემთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება პროკურორების ჩართულობით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა საქართველოს პროკურატურა მეხუთე წელია აქტიურად თანამშრომლობს შშმ პირთა უფლებების კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და იმპლემენტაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოსთან და შშმ თემის წარმომადგენლებთან. თანამშრომლობისა და ანგარიშვალდებულების გაღრმავების მიზნით, 2025 წლის 3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საკონსულტაციო საბჭოსთან, შშმ თემისა და შშმ პირთა ორგანიზაციების (DPOs) წარმომადგენლებთან პროკურორების სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს შშმ პირთა მართლმსაჯულებაზე მისაწვდომობის გაუმჯობესების მიმართულებით საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებები, არსებული გამოწვევები და შშმ მოწმესთან, დაზარალებულთან და ბრალდებულთან მუშაობის სტანდარტების შესახებ შემუშავებული სახელმძღვანელო მითითებების შესრულების მონიტორინგის შედეგები. დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობის მიმართულებები. 248 მიზანი 23 - ხანდაზმულთა უფლებების დაცვის და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაძლიერება. ამოცანა 23.1 საზოგადოებრივ ცხოვრებაში ხანდაზმულთა აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა; სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სერვისებით უზრუნველყოფა დემოგრაფიული და სოციალურ-ეკონომიკური ცვლილების შედეგების გათვალისწინებით აქტივობა 23.1.2 ხანდაზმულებზე ორიენტირებული დასაქმების ხელშეწყობის პროგრამების დანერგვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამით, გარდა „დასაქმების ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ბენეფიციარებისა, დამატებით გათვალისწინებულია „სპეციალური სტატუსის მქონე ბენეფიციარები“, რომლებშიც სხვა მოსარგებლეებთან ერთად, მოიცავს საპენსიო ასაკის მოქალაქეებს. 2025 წელს, შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განსაზღვრულ აქტივობებში 527 საპენსიო ასაკის მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო 408 ქალი. აქედან დასაქმებულია 281 პირი, მათ შორის, 238 ქალი. აქტივობა 23.1.3 ასაკოვან და ხანდაზმულ პირთა უფლებების გაუმჯობესების მიზნით შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო მომზადებულია ხანდაზმულ პირთა უფლებების შესახებ ნორმატიული აქტის პროექტის პირველადი ვერსია. ამოცანა 23.2 ხანდაზმულთა დაცვა მათ მიმართ ძალადობის ეფექტიანი გამოვლენის, რეაგირებისა და პრევენციის გზით აქტივობა 23.2.1 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ადმინისტრირების და დაფინანსების ქვეშ მყოფ დაწესებულებებში მყოფი ბენეფიციარების ცნობიერების ამაღლება ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ადმინისტრირების და დაფინანსების ქვეშ მყოფ დაწესებულებებში (თავშესაფრები, კრიზისული ცენტრები) 249 მყოფ ყველა ბენეფიციართან, მომსახურების გაწევის ფარგლებში, მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. აქტივობა 23.2.2 ხანდაზმულთა 24 საათიან დაწესებულებებში ძალადობის გამოვლენის ინსტრუმენტის შემუშავება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23 ივლისის №01-54/ნ, ბრძანება ადგენს მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომის (სტანდარტი №5) და უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურებს (სტანდარტი №9). მონიტორინგის შესაბამისი სამსახური მუდმივად იყენებს ბენეფიციართა მხარდაჭერის ეფექტურ მექანიზმებს, რომლებიც მოიცავს როგორც ინდივიდუალურ გასაუბრების ფორმატს, რაც უზრუნველყოფს ბენეფიციართა საჭიროებებისა ინდენტიფიცირებას, ასევე ინფორმაციის სისტემატურ მიწოდებას, რაც საშუალებას იძლევა მიღებული მონაცემების საფუძველზე განხორციელდეს სწორი, დროული და ეფექტური რეაგირება. აღნიშნული მიდგომა ხელს უწყობს როგორც ფაქტების დროულ გამოვლენას, ასევე მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებას და უსაფრთხო, მხარდაჭერილი გარემოს შენარჩუნებას ბენეფიციარებისთვის. გულისხმობს, რომ აღნიშნული საკითხის იდენტიფიცირებისათვის ცალკე, დამოუკიდებელი ინსტრუმენტი შემუშავებული არ არის. აქტივობა 23.2.3 ხანდაზმულთა 24 საათიანი მომსახურების მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო გაზრდილია მონიტორინგის განმახორციელებელ თანამშრომელთა რაოდენობა და სერვისების დაფარვის მასშტაბი (გეგმიური და არაგეგმიური მონიტორინგის გზით). აქტივობა 23.2.4 ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის სისხლის სამართლის საქმეების შესწავლა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს პროკურატურა აქტივობით გათვალისწინებული ღონისძიება განხორციელდა 2024 წელს. 250 აქტივობა 23.2.5 შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემაკავებელი ორდერის ფარგლებში სტატისტიკის წარმოება, 60+ მოქალაქეებისთვის, ოჯახში ძალადობის სახეობის გათვალისწინებით და ანალიზი პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო შემაკავებელი ორდერების სტატისტიკური მონაცემები, მათ შორის 60 + მოქალაქეებისთვის, ასევე ძალადობის სახეობების მიხედვით ინფორმაცია ხელმისაწვდომია გვერდზე (იხ. ბმულზე: შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ- https://police.ge/public-information/qalta-mimart-da-ojakhshi-dzaladobis- statistika?id=112&menu=116&year=493) ამოცანა 23.3 დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის ახალი სამოქმედო გეგმის შემუშავება აქტივობა 23.3.1 დაბერების საკითხზე 2024-2025 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავება/დამტკიცება, რომელიც ორიენტირებული იქნება ხანდაზმული პირების უფლებების ეფექტიან დაცვაზე პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს მთავრობა გაეროს მოსახლეობის ფონდისა (UNFPA) და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის (UNECE) ტენიკური მხარდაჭერით მომზადებულია მოსახლეობის დაბერების საკითხებზე 2025-2026 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი და საანგარიშო პერიოდში, მიმდინარეობდა დაინტერესებულ მხარეებთან შეთანხმების პროცესი. ამოცანა 23.4 მენტალური ჯანმრთელობისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერის სერვისების უზრუნველყოფა ხანდაზმული პირებისთვის, რომლებზეც განსაკუთრებული გავლენა მოახდინა COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა აქტივობა 23.4.1 ფსიქოლოგიური დახმარების ცხელი ხაზის მეშვეობით ხანდაზმულთა სატელეფონო ფსიქოლოგიური დახმარების უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო 251 ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, გაძლიერდება ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საკომუნიკაციო ღონისძიებები. 2021 წლის მაისიდან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ ადმინისტრირებად, ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახ. პროგრამის ფარგლებში, ფუნქციონირებს ფსიქოლოგიური დახმარების პროფესიული სატელეფონო სერვისი - 2 911 000. ცხელი ხაზის მეშვეობით, ხორციელდება როგორც ფსიქოლოგიური, ისე საინფორმაციო სახის კონსულტაციები, საჭიროების შემთხვევაში, ხდება რესპონდენტთა გადამისამართება კრიზისულ მულტისისტემურ სერვისებში. ცხელი ხაზს, ასევე, მიმართავენ რესპონდენტები უკვე დადგენილი ფსიქოლოგიური პრობლემებით. ამოცანა 23.5 ხანდაზმული პირებისთვის ციფრულ ტექნოლოგიებზე წვდომის ხელშეწყობა და მათი გამოყენებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების სწავლება, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად აქტივობა 23.5.1 ელ. სერვისების გამოყენების შესახებ, ხანდაზმული პირებისთვის შეხვედრების ჩატარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ -"ციფრული მმართველობის სააგენტო" საანგარიშო პერიოდში, აქტივობა არ განხორციელებულა. აქტივობის შესრულების ვადად, სამოქმედო გეგმით, განსაზღვრულია 2026 წლის IVკვარტალი. ამოცანა 23.6 სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფი ხანდაზმული პირებისთვის სერვისების უწყვეტობის უზრუნველყოფა, როგორიცაა ფსიქიატრიული მომსახურება, პალიატიური და გერიატრიული ზრუნვა აქტივობა 23.6.1 ხანდაზმულთა საჭიროებებზე ორიენტირებული ახალი მომსახურებების განვითარება და მომსახურების უწყვეტობის მიზნით რეფერალის სისტემის შექმნა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო ხანდაზმულთა საჭიროებებზე ორიენტირებული ტერიტორიებიდან მომსახურების უწვეტი დევნილთა, ხაზი შრომის, ინტეგრირებულია ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებში. მათ შორის ფსიქიატრიის სახელმწიფო პროგრამა ითვალისწინებს სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში მყოფთა მომსახურებას სათემო ამბულატორიული და თემზე დაფუძნებული მობილური სერვისებით. რაც შეეხება სომატურ საჭიროებებს, გადაუდებელი შემთხვევების დროს, რეფერალი ხორციელდება სასწრაფო დახმარების ბრიგადების, ხოლო 252 გეგმური სერვისების საჭიროების დროს კი, სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ადმინისტრაცია თავად უზრუნევყოფს პაციენტთა გადაყვანას პროფილურ სამედიცინო დაწესებულებებში. მიზანი 24 - საერთაშორისო დაცვის მქონე პირების, თავშესაფრის მაძიებლების, მოქალაქეობის არმქონე პირების, მიგრანტების, ეკომიგრანტებისა და დაბრუნებული მიგრანტების უფლებების განგრძობადი დაცვა და ხელშეწყობა. ამოცანა 24.1 თავშესაფრის მაძიებელთა უფლებების რეალიზების უზრუნველყოფა საქართველოს საინტეგრაციო პოლიტიკის შესაბამისად და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის ხელშეწყობა აქტივობა 24.1.1 უცხოელთა ინტეგრაციის არსებული პროგრამის განახლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ (შემდგომში, სააგენტო) განაახლა და განახორციელა „საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა ინტეგრაციის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამა“ (შემდგომში - „ინტეგრაციის პროგრამა“). მიმდინარე წლის მანძილზე, ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მქონე პირებს, სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, თავშესაფრის მაძიებლებს, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო იძულებით გადაადგილებულ პირებსა და საქართველოში კანონიერად მცხოვრებ სხვა უცხოელებს სააგენტომ გაუწია სერვისები შემდეგი მიმართულებით: კონსულტაციების გაწევა/რეფერირება, სამედიცინო საჭიროებათა დაფინანსება, უფასო სწავლება (ქართული ენა, კულტურული ორიენტაცია, სამოქალაქო განათლება), ინტერნეტისა და ტრანსპორტის ხარჯების ანაზღაურება, გასვლით ღონისძიებაში ჩართვა, არასრულწლოვან ბენეფიციართათვის სპორტული/შემოქმედებითი/შემეცნებითი წრეების დაფინანსება. აქტივობა 24.1.2 სასაზღვრო პოლიციის უფლებამოსილ თანამშრომელთა გადამზადება საერთაშორისო დაცვის მქონე პირებისა და თავშესაფრის მაძიებლების საკითხებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის განმავლობაში საქართველოს ფარგლებს გარეთ გადამზადდა საქარველოს სასაზღვრო პოლიციის ორი მოსამსახურე. 253 ამოცანა 24.2 თავშესაფრის ეროვნული სისტემის გადატვირთულობის თავიდან აცილება აქტივობა 24.2.1 მიგრანტთა და საერთაშორისო დაცვის მქონე, პირთა ცნობიერების ამაღლება მათი უფლებებისა და ინტეგრაციის შესაძლებლობების შესახებ პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა გამართეს საინფორმაციო შეხვედრები ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მიმართულებით. შეხვედრებზე მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის, აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის პრაქტიკის, მიდგომებისა და მსხვერპლთა დაცვის სახელმწიფო სერვისების შესახებ. ამასთან, საერთაშორისო დაცვის საკითხთა სამმართველოს მისაღებ სივრცეში და თავშესაფრის მაძიებელთა მიმღებ ცენტრში განთავსებულია საინფორმაციო დაფები, სადაც მოთავსებულია გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობის მიერ მოწოდებული საინფორმაციო ბროშურები, რომელშიც მითითებულია ყველა ის უწყება და ორგანიზაცია, რომლებიც ჩართულნი არიან თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა დახმარებასა და ადგილობრივ ინტეგრაციაში. გარდა ამისა, თავშესაფრის მაძიებლებს ინფორმაცია მიეწოდებათ თავშესაფრის პროცედურის, მათი უფლებებისა და ვალდებულებების, ასევე სოციალურ გარანტიებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პროცედურის ყველა ეტაპზე. აქტივობა 24.2.2 საერთაშორისო დაცვის საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ხარისხის კონტროლის მექანიზმის ანალიზი და საჭიროებისამებრ განახლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში დანერგილია ხარისხის კონტროლის მექანიზმი, რომლის ფარგლებში პერიოდულად და საჭიროებისამებრ ხორციელდება თავშესაფრის პროცედურების ჯეროვანი აღსრულების შეფასება. აღნიშნული მოიცავს საერთაშორისო დაცვის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ მომზადებული დასკვნისა და გადაწყვეტილების ხარისხის შეფასებას, სტატუსის დადგენის პროცედურების (მათ შორის, თარჯიმნების საქმიანობის) მონიტორინგს, წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოძიებული ინფორმაციის (COI) შეფასებას და თავშესაფრის/საერთაშორისო დაცვის საკითხებზე საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ანალიზს. საანგარიშო პერიოდში, თავშესაფრის პროცედურის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, ხარისხის უზრუნველყოფის და მონიტორინგის სამმართველოს მიერ მომზადდა და თავშესაფრის პროცედურაში 254 ჩართული უფლებამოსილი პირები გაეცნენ საერთაშორისო და ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული თავშესაფრის სფეროსათვის რელევანტურ გადაწყვეტილებებს. ამოცანა 24.3 ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრა ლეგალურად მყოფ უცხოელთა ინტეგრაციასთან მიმართებით აქტივობა 24.3.1 ინტეგრაციის პოლიტიკის ერთიანი მიდგომების დოკუმენტის შემუშავება, ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ინტეგრაციის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, შეიმუშავა უცხოელთა ინტეგრაციის კონცეფციის დოკუმენტი, თუმცა განხორციელებული საკანონმდელო ცვლილებებიდან გამომდინარე, დოკუმენტი საჭიროებს განახლებას. მიმდინარე პერიოდისათვის, ახალ საკანონმდებლო რეგულაციებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, იმიგრანტთა ინტეგრაციის პოლიტიკის დოკუმენტის არსებული პროექტის რევიზია/განახლება არ დაწყებულა. დოკუმენტი ეხება საქართველოში საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი პირების ინტეგრაციას. ამოცანა 24.4 სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ და გადაადგილებას დაქვემდებარებულ (ეკომიგრანტი) ოჯახების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება აქტივობა 24.4.1 კანონპროექტის მომზადების მიზნით, სამუშაო ჯგუფის შეკრება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, სამინისტრო აგრძელებს ეკომიგრანტთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას. მიმდინარე პერიოდში იგეგმება არსებული სამართლებრივი აქტების ანალიზი და ჩართულ მხარეებთან ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების განხილვა. 255 ამოცანა 24.5 ეკომიგრაციის გამომწვევი მიზეზების წინააღმდეგ ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გატარება აქტივობა 24.5.1 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნების მომზადება, სადაც დგინდება საკარმიდამო ნაკვეთის და საცხოვრებელი სახლის დაზიანების გამომწვევი მიზეზები და მუშავდება რეკომენდაციები პრევენციული ღონისძიებების გასატარებლად, მათ შორის ოჯახის გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანა, რომელიც წარმოადგენს ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭების საფუძველს პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო  2025 წლის განმავლობაში, გეოლოგიური კუთხით შეფასდა 4008 ოჯახის (კომლი) საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი (ზოგიერთი განმეორებით), რომელსაც საფუძვლად დაედო სხვადასხვა მხარეების მუნიციპალიტეტებიდან, უწყებებიდან და ცალკეული მოქალაქეებისგან შემოსული წერილობითი კორესპონდენცია, ასევე სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების დროს შემოსული სატელეფონო შეტყობინებები;  2025 წლის განმავლობაში 1128 ოჯახზე (კომლი) გაიცა რეკომენდაცია გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანასთან დაკავშირებით (მათ შორის 179 კომლისთვის ადგილზე დემონტაჟის რეკომენდაცია);  2025 წელს 2880 ოჯახთან (კომლი) დაკავშირებით გაიცა რეკომენდაცია პრევენციულ ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით;  2025 წელს, მოქალაქეთა საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების შეფასებისთვის, მომზადდა 1170 ვიზუალური-საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა. ყველა მათგანი გადაეგზავნა სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს;  2025 წელს მომზადებული ყველა დასკვნა (1170) გადაეგზავნა შესაბამის მუნიციპალიტეტებს, სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის ადმინისტრაციებს და საკრებულოებს, სადაც მოცემულია ინფორმაცია, როგორც გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადასაყვანი ოჯახების (1128) შესახებ, ასევე იმ ოჯახებთან (2880) დაკავშირებით, რომლებსაც ესაჭიროებათ პრევენციული ღონისძიებების გატარება. აქტივობა 24.5.2 ეკომიგრანტის სტატუსის მინიჭების მიზნით თოვლის ზვავების რისკის ქვეშ მყოფი საკარმიდამო ნაკვეთებისა და საცხოვრებელი სახლების შეფასება პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - გარემოს ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელს ხულოს და შუახევის მუნიციპალიტეტებიდან გარემოს ეროვნულ სააგენტოში შემოსული კორესპონდეციების საფუძველზე შეაფასდა 132 საკარმიდამო ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობები, მათი მიმდებარე ტერიტორია, ასევე ნაკვეთებზე მისასვლელი გზები. 256 შეფასების შედეგები:  მაღალი რისკი – 1  საშუალო რისკი – 27  დაბალი რისკი – 74  არაზვავსაშიში – 30 ამოცანა 24.6 ეკომიგრანტების საცხოვრებლით უზრუნველყოფა აქტივობა 24.6.1 ეკომიგრანტი ოჯახების უსაფრთხო გარემოში განსახლების მიზნით, მათთვის ახალი საცხოვრებელი სახლების შესყიდვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო)  2025 წელს, ეკომიგრანტი ოჯახებისთვის შესყიდული იქნა 495 სახლი/ბინა;  2025 წელს, საქართველოს მთავრობის შესაბამისი განკარგულებების გათვალისწინებით საკომპენსაციო თანხით დაკმაყოფილდა 61 სტიქიით დაზარალებული ოჯახი;  2025 წელს დროებითი განსახლების მიზნით, საცხოვრებელის ფართის დაქირავებისათვის ფინანსური დახმარება გაეწია 256 ოჯახს;  2025 წელს ეკომიგრანტთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში დაურეგისტრირდა 30 დაზარალებულ ოჯახს. ამოცანა 24.7 საკონსულო სერვისების ხელმისაწვდომობისა და ხარისხის გაუმჯობესება საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის აქტივობა 24.7.1 საქართველოს საკონსულო დაწესებულებების დაფარვის არეალის გაფართოება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წელს, საპატიო კონსულის მეთაურობით საქართველოს 2 ახალი საკონსულო დაწესებულება გაიხსნა ყირგიზეთში, ქალაქ ბიშკეკში და ქალაქ ოშში. 257 აქტივობა 24.7.2 საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (GeoConsul) მოდერნიზაცია პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წელს შეიქმნა და საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაეცა საკონსულო საქმიანობის მართვის ელექტრონული სისტემის (GeoConsul) ტექნიკური მახასიათებლების დოკუმენტი (TRD - Technical Requirements Document). დოკუმენტის საფუძველზე, 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილია საკონსულო საქმინაობის ელექტრონული პროგრამების (Geoconsul, E-Visa Portal, RCMES) მასშტაბური განახლების სამუშაოების დაწყება. აქტივობა 24.7.3 საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო თანამდებობის პირთა და საკონსულო დეპარტამენტის თანამშრომელთა გადამზადება პასუხისმგებელი უწყება: საგარეო საქმეთა სამინისტრო საანგარიშო წელს, საკონსულო თანამდებობის პირის დასანიშნად სავალდებულო სპეციალური სასწავლო პროგრამის გაზაფხულის სესია გაიარა საგარეო საქმეთა სამინისტროს 19-მა თანამშრომელმა, ხოლო შემოდგომის სესია (დასრულდება 2026 წლის თებერვალში) - 41-მა თანამშრომელმა. ამოცანა 24.8 დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის მხარდაჭერა აქტივობა 24.8.1 დაბრუნებული მიგრანტების რეინტეგრაციის არსებული პროგრამის განახლება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამაში“ ცვლილებების შეტანა ხდება პერიოდულად. ამჟამად მოქმედ პროგრამაში ცვლილებების შეტანა მოხდა 2025 წლის 30 მაისს. მიმდინარე პროგრამას აქვს 6 კომპონენტი (დასაწყისში ჰქონდა 4 კომპონენტი), რომლებიც ითვალისწინებს მიგრანტების დახმარებას 6 სხვადასხვა მიმართულებით. პროგრამის 6-ივე კომპონენტის ფარგლებში 601 მიგრანტის დაფინანსება მოხდა 2025 წელს. 258 აქტივობა 24.8.2 საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა შესახებ მონაცემების გაუმჯობესება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს იმ დაბრუნებული მიგრანტების აღრიცხვას, მათ მიერ სარეგისტრაციო ფორმაში მითითებულ მონაცემებთან ერთად, რომლებიც რეგისტრირდებიან „საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამაზე“. 2025 წელს რეგისტრირებულ ბენეფიციართა საერთო რიცხვმა შეადგინა 1383. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით (IOM) მიმდინარეობს მონაცემთა ახალი ბაზის შექმნა. პრიორიტეტი IV - რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა მიზანი 25. - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების გზით; იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ადეკვატური საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ამოცანა 25.1. იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფის ხელშეწყობა ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელების და საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების, არსებული მოლაპარაკებების ფორმატების და საერთაშორისო სასამართლოების ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენების გზით აქტივობა 25.1.1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვის, მათ შორის, საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან დასმა; ძალისხმევის გაგრძელება სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში (განცხადებებში, ანგარიშებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვ.) საკითხის სათანადოდ ასახვის მიზნით 259 პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებების, მათ შორის საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის აქტიურ გაჟღერებას გაერო-ს, ეუთო-სა და ევროპის საბჭოს ფორმატებში. საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა მუშაობას სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უფლებების დაცვის საკითხის წამოსაწევად, იქნებოდა ეს გაერო, ეუთო, ევროპის საბჭო თუ სხვ. წლის განმავლობაში გაეროდან საქართველოში გაიმართა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი. ამ კონტექსტში, აღსანიშნავია 2025 წლის 21–27 აპრილს, გაეროსთან აკრედიტებული მუდმივი წარმომადგენლების ჯგუფის - ბურუნდის, ლესოტოს, ნეპალისა და ქუვეითის მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტი, რომლებმაც მოინახულეს საოკუპაციო ხაზი სოფელ ხურვალეთთან და დევნილთა დასახლება წეროვანში. . სამინისტროს საქმიანობის შედეგად უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხების ასახვა მოხდა არაერთ საერთაშორისო დოკუმენტში. ამ თვალსაზრისით აღსანიშნია:  3 ივნისს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ", რომელიც 64 ქვეყნის (საქართველოს ჩათვლით) მიერ იქნა ინიცირებული და მიღებულ იქნა 107 ხმით 9-ის წინააღმდეგ. რეზოლუცია ადასტურებს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების განუყოფელ უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად; გმობს აღნიშნულ რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს; და ამასთანავე, ავალებს გაერო-ს გენერალურ მდივანს რეზოლუციის შესრულების თაობაზე ანგარიშის (გამოქვეყნდა 2025 წლის 2 მაისს) მომზადებას.  18 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით, უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე გამართული რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების განხილვა (ე.წ. „სხვა საკითხების“ (AOB) ფარგლებში. ასევე, სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან უშიშროების საბჭოს 5 წევრი სახელმწიფოს - გაერთიანებული სამეფოს, საფრანგეთის, სლოვენიის, საბერძნეთისა და დანიის სამეფოს მიერ, ასევე საბჭოს მომავალი წევრი ქვეყნის - ლატვიის სახელით გაკეთებული სპეციალური მხარდამჭერი განცხადება. განცხადებაში ხაზგასმულია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვისა და მათი საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების მნიშვნელობა.  8 ოქტომბერს, გაერო-ს ადამიანის უფლებათა საბჭოს (HRC) მე-60 სესიის ფარგლებში მიღებული რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“, რომელიც პირველად გავიდა კონსენსუსით და სადაც საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს, რომ აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ლტოლვილებს კვლავ არ ეძლევათ საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლება.  18 სექტემბერს, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე, ქართული მხარის ინიციატივით, იმსჯელეს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 17 260 წლისთავისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი მეგობართა ჯგუფის მიერ გაკეთდა განცხადება.  29 ივნისს - 3 ივლისს ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 32-ე ყოველწლიური სესიაზე პორტოში მიღებულ დეკლარაციაში მოწოდებაა იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში უსაფრთხო და ღირსეულ დაბრუნებაზე.  2025 წლის 30 აპრილს და 18 ნოემბერს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1527ე და 1543-ე სხდომებზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე და 32-ე ანგარიშები „კონფლიქტი საქართველოში“. განხილვაში მონაწილეობა მიიღო და სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე. განხილვების დროს ევროკავშირმა გააკეთა ტრადიციული მხარდამჭერი განცხადება. ორივე ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან. კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობას, ევროკავშირის განცხადებები ასევე ეხება ამ საკითხს და მწუხარებას გამოთქვამს იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების კუთხით პროგრესის არარსებობის გამო.  30 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1527-ე სხდომაზე მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მე-12 გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“. გადაწყვეტილება მიიღება 2014 წლიდან და წარმოადგენს სამართლებრივ და პოლიტიკურ დოკუმენტს, რომლითაც საერთაშორისო საზოგადოება აფასებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ ვითარებას. გადაწყვეტილება ასევე ეხება იძულებით გადაადგილებული პირების და ლტოლვილების ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხს. აქტივობა 25.1.2. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უფლებების დაცვის, მათ შორის, საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საკითხის დასმა და ძალისხმევის გაგრძელება საკითხის საგნობრივი განხილვისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულმა მხარემ 2025 წელს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე, 64-ე და 65-ე რაუნდებზე მწვავედ დააყენა რუსეთის მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების აუცილებლობა, მათ შორის მოლაპარაკებების დღის წესრიგით გათვალისწინებული ერთ-ერთი მთავარი საკითხი, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობა. აღსანიშნია, რომ რუსეთისა და მისი საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლებმა, ჩვეული პრაქტიკის შესაბამისად, საკითხის დასმისთანავე დატოვეს მოლაპარაკებების მაგიდა. მოლაპარაკებების ფორმატის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე საგნობრივი დისკუსიის გამართვისა და ხელშესახები შედეგის მიღწევისთვის გზების გამონახვის მიზნით საანგარიშო პერიოდში აქტიური მუშაობა მიმდინარეობდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და აშშ-სთან, როგორც მოლაპარაკებების მონაწილესთან. 261 აქტივობა 25.1.3. "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ II" (ე.წ. ომის საქმე) საქმის აღსრულების მიზნით ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში ქართული მხარის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)“ სახელმწიფოთაშორის საქმეზე („აგვისტოს ომის საქმეზე“) ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები. მინისტრთა კომიტეტი გამოსცემს მკაცრ გადაწყვეტილებებს/რეზოლუციებს რუსეთის მიმართ, სადაც აღნიშნულია რუსეთისთვის, როგორც მოპასუხე სახელმწიფოსთვის, დაკისრებული კომპენსაციის გადახდის ვალდებულება, ადამიანის უფლებათა მასობრივ დარღვევებზე რუსეთის მიერ საფუძვლიანი, ყოვლისმომცველი, დამოუკიდებელი, ეფექტიანი და დროული გამოძიების ჩატარების უზრუნველყოფის ვალდებულება და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში დაბრუნების უზრუნველყოფის უპირობო ვალდებულება. სხვა საკითხებთან ერთად გასათვალისწინებელია, რომ რუსეთის მიერ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების შესაძლო გზების მოძიებისთვის ქართული მხარის ინიციატივით და მინისტრთა კომიტეტის 2024 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებით საკითხი გადაეცა ევროპის საბჭოს საერთაშორისო საჯარო სამართლის საკითხებზე სამართლებრივ მრჩეველთა კომიტეტს (CAHDI); კერძოდ, კომიტეტს უნდა გამოეკვლია საერთაშორისო სამართალთან შესაბამისი ყველა შესაძლო გზა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით რუსეთისთვის დაკისრებული სამართლიანი დაკმაყოფილების გადახდას უზრუნველყოფს. ამის განსახორციელებლად შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვა სახელმწიფოებთან ერთად ჩაერთო საქართველოც. სამუშაო ჯგუფის მუშაობის შედეგად, მომზადდა სათანადო დოკუმენტი, რომელიც ამჟამად ევროპის საბჭოს ფარგლებში განიხილება. ამოცანა 25.2 . იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების გზით; აქტივობა 25.2.1. ე.წ. "სოფლად სახლის" პროექტის ფარგლებში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი სახლების შესყიდვა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) 262 2025 წელს, კერძო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ფართის (სახლი/ბინა) შესყიდვის (ე.წ. სოფლად სახლი) პროექტის ფარგლებში 2 825 დევნილი ოჯახისათვის შესყიდულ იქნა მათ მიერ წარმოდგენილი საცხოვრებელი ფართები. აქტივობა 25.2.2. დევნილი ოჯახების მართლზომიერ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონებების დაკანონება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) 2025 წელს დევნილთა მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში დაურეგისტრირდა 163 დევნილ ოჯახს. აქტივობა 25.2.3. ახალაშენებულ კორპუსებში დევნილი ოჯახებისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) 2025 წელს დევნილთა გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგლებში, განხორციელდა 1 627 დევნილი ოჯახის ახალაშენებულ კორპუსებში მდებარე საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება (ქ. ქუთაისში დაკმაყოფილდა 852 ოჯახი, ქ. თბილისში დაკმაყოფილდა 775 ოჯახი). აქტივობა 25.2.4. დევნილთა თვითდასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობის პროგრამის განვითარება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო; (სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო) სსიპ - დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ მითითებული მიმართულებით განახორციელა შემდეგი პროგრამები:  „პროფესიული განათლების ხელშეწყობის პროგრამა“, რომლის ფარგლებში, სახელმწიფო პროფესიული სასწავლებლის დევნილ და ეკომიგრანტ სტუდენტებს უნაზღაურდებათ საცხოვრებელი ადგილიდან სასწავლებელში გადაადგილების ხარჯები. 2025 წელს, ტრანსპორტირებით უზრუნველყოფილი იქნა 233 დევნილი/ეკომიგრანტი;  „სასათბურე მეურნეობების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამა“, რომლის ფარგლებში, დევნილებისა და ეკომიგრანტებისათვის ეწყობა სასათბურე მეურნეობები (80, 120 ან 160 კვ.მ. ზომების). 2025 წელს დაფინანსდა 50 იძულებით გადაადგილებული პირი; 263  „კანონმდებლობის ეკომიგრანტთა შესაბამისად, ინტეგრაციის საცხოვრებელი საგრანტო სახლით პროგრამა“, უზრუნველყოფილ რომლის ფარგლებში, დევნილთა და დევნილებსა და ეკომიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მრავალწლიანი კულტურების ნერგები და სურსათის წარმოება-გადამუშავებასთან დაკავშირებული ტექნიკადანადგარები. 2025 წელს, დაფინანსდა 240 შინამეურნეობა;  „დევნილთა და ეკომიგრანტთა თვითდასაქმების ხელშეწყობის საგრანტო პროგრამა“, რომლის ფარგლებში, თვითდასაქმებადი პროფესიული განათლებისა ან/და შესაბამისი სამუშაო გამოცდილების მქონე დევნილებს და ეკომიგრანტებს შესაძლებლობა აქვთ თვითდასაქმების მიზნით, დამოუკიდებელი საქმიანობის წამოსაწყებად ან გასაუმჯობესებლად მიიღონ პროფესიის შესაბამისი სახელობო იარაღები. 2025 წელს, დაფინანსდა 440 იძულებით გადაადგილებული პირი. საერთო ჯამში, დევნილთა თვითდასაქმებისა და ეკონომიკური დამოუკიდებლობის ხელშეწყობის მიმართულებით, 2025 წელს, დაფინანსდა 963 იძულებით გადაადგილებული პირი. ამოცანა 25.3. ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა იძულებით გადაადგილებულ პირთა, მათ შორის დევნილ ქალთა პრობლემების სამშვიდობო პროცესში გათვალისწინების და ამ პროცესში დევნილ ქალთა ჩართულობის გაზრდის გზით. აქტივობა 25.3.1. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის წარმომადგენლების რეგულარული შეხვედრები კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და მათი უფლებების დამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, სადაც განიხილება მოლაპარაკებების პროცესების მიმდინარეობა და ასევე დევნილ ქალთა უფლებები და საჭიროებები პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მჭიდრო კონტაქტს ინარჩუნებდნენ და რეგულარულ შეხვედრებს მართავდნენ ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ქალთა უფლებების დამცველებთან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ და იძულებით გადაადგილებულ ქალებთან. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატები სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახის შეხვედრებში, სადაც ხორციელდება ინფორმაციის აქტიური ურთიერთგაცვლა კონფლიქტის შედეგად დაზარალებული და იძულებით გადაადგილებული ქალების პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. აქტივობა 25.3.2. იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა, მათ შორის, ქალთა უფლებებისა და საჭიროებების დაყენება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 264 საქართველოს დელეგაცია 2025 წელს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდის (63ე რაუნდი - 4-5 მარტი, 64-ე რაუნდი - 25-26 ივნისი, 65-ე რაუნდი - 11-12 ნოემბერი) ფარგლებში, აქტიურად აყენებდა ყველა იმ საკითხს, რაც უკავშირდება კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემატიკას და რომელთა გაჟღერებაც ხდება კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ (იქნება ეს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე მცხოვრებ ქალთა უკანონო დაკავება და გატაცება, თავისუფალი გადაადგილებისა და განათლების მშობლიურ ენაზე შეზღუდვა, შევიწროება, დისკრიმინაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება თუ სხვ.) ამასთან, აღნიშნული თემა განხილვის საგანი იყო როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო), ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მუშაობისას. მიზანი 26 - საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა. ამოცანა 26.1. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის უსაფრთხოებისა და უფლებების დაცვის ხელშეწყობა ყველა შესაძლო ღონისძიების განხორციელებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების, მათ შორის, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების, აგრეთვე არსებული მოლაპარაკებების ფორმატების და საერთაშორისო სასამართლოების ინსტრუმენტის ეფექტიანად გამოყენების გზით; აქტივობა 26.1.1. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული პრობლემების დაყენება პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში; ძალისხმევის გაგრძელება სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში (განცხადებებში, ანგარიშებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვ.) საკითხის სათანადოდ ასახვის მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული უმძიმესი მდგომარეობა საანგარიშო პერიოდში აქტიურად იყო დასმული და განხილული ორმხრივ ფორმატში გამართული ვიზიტებისას, ყველა დონის შეხვედრასა თუ პოლიტიკურ კონსულტაციებზე. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული პრობლემები აქტიურად განიხილებოდა და კონსულტაციები მიმდინარეობდა ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურთან, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან. ზემოხსენებული საკითხები განხილულ იქნა 19 თებერვალს, PSC-ზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ 265 წარმომადგენელთან (EUSR) მაგდალენა გრონოსთან გამართულ დისკუსიაზე, ასევე, 20 მარტს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრაზე (SOM). ამავდორულად, საქართველოში განხორციელდა ეუთო-ს ორი მაღალი დონის ვიზიტი: 22 აპრილს საქართველოს ეწვია ეუთო-ს გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ, რომელმაც საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ადგილზე არსებული ვითარება მოინახულა; 14–15 ოქტომბერს საქართველოს ეწვია ეუთო-ს მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი, რომელმაც EUMM-თან ერთად მოინახულა ადმინისტრაციული გამყოფი ხაზი. საქართველოდან ეუთო-ს ფარგლებში განხორციელდა ერთი მაღალი დონის ვიზიტი - 3–5 დეკემბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობა ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს 32-ე შეხვედრაში ვენაში, რომლის ფარგლებშიც გაიმართა შეხვედრები ეუთო-ს მაღალი დონის წარმომადგენლებთან. დამატებით, 25 სექტემბერს, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ეუთო-ს გენერალურ მდივანს. ეფექტურად იყო გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატები, მათ შორის: გაეროს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეის და მისი ძირითადი კომიტეტების და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები; ასევე, ეუთო-ს ფარგლებში - ეუთოს-ს მუდმივი საბჭოს სხდომები, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომა, ეუთო-ს ადამიანური განზომილების კომიტეტი და ვარშავის კონფერენცია, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, საანგარიშო პერიოდში, გაეროს სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, გაკეთდა 80 განცხადება; ევროპის საბჭოში გაკეთდა დაახლოებით 32 განცხადება; ეუთო-ს სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში გაკეთდა 23 ეროვნული/საპასუხო და 40 სხვა განცხადება, მათ შორის, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომების ფარგლებში იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ, სადაც მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. 18 სექტემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, იმსჯელეს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 17 წლისთავისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ. აღნიშნული მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება; ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებული იქნა პარალელური ღონისძიება - „Security environment and human rights violations on the Russian-occupied territories of Georgia.“ 2025 წელს გაეროში ოფიციალურ დოკუმენტად გავრცელდა საქართველოს მიერ მომზადებული ანგარიში რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების შესახებ 2024 წლის შემაჯამებელი ანგარიში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა აქტიური ძალისხმევის განხორციელებას ყველა შესაბამის საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა საერთაშორისო დოკუმენტებში სათანადოდ ასახულიყო ზემოხსენებული საკითხები. საანგარიშო პერიოდში საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული დოკუმენტები:  გაერო-ს გენერალური ასამბლეის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია (3 ივნისი);  გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ (2 მაისი); 266  გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ (8 ოქტომბერი);  გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიში - „თანამშრომლობა საქართველოსთან“ (23 აპრილი);  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს [წევრების/მომავალი წევრის] განცხადება მედიასთან (18 აგვისტო);  2025 წლის 18 სექტემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში მეგობართა ჯგუფის განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით;  ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 31-ე და 32-ე კონსოლიდირებული ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში“ (30 აპრილი; 18 ნოემბერი);  ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მე-12 გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ (30 აპრილი);  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადება ოკუპირებულ აფხაზეთში გამართულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით (15 თებერვალი);  ევროპარლამენტის რეზოლუცია საერთო უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) განხორციელების შესახებ (2 აპრილი);  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადება რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ბოლოდროინდელ დარღვევასთან დაკავშირებით (3 მაისი);  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრეს-სპიკერის განცხადება რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით (7 აგვისტო);  ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დეკლარაცია (12 ოქტომბერი);  აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ (13 აგვისტო). აქტივობა 26.1.2. საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება და დევნილი, კონფლიქტით დაზარალებული ქალებისთვის სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების, კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის და გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის შესახებ პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2025 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის ჩართულობით, გორის მუნიციპალიტეტსა და კასპის რაიონში ჩატარებულია 3 შეხვედრა, სადაც განხილული იქნა ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, სახელმწიფო სერვისებისა და უფასო იურიდიული დახმარების საკითხები. შეხვედრის მონაწილეებს მიეწოდათ ინფორმაცია შემაკავებელი ორდერის ფარგლებში მსხვერპლთა დაცვის მექანიზმებზე, მათ შორის ელექტრონული სამაჯურის გამოყენების შესაძლებლობებზე. 267 აქტივობა 26.1.3. "საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)" (ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმე) საქმეზე დავის აქტიური წარმოება პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს იუსტიციის სამინისტრო 2024 წლის 9 აპრილს „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ საქმეზე („განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე“) საქართველომ რუსეთის წინააღმდეგ მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთს დააკისრა სრული პასუხისმგებლობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და საოკუპაციო ხაზის მახლობლად საქართველოს მოსახლეობის მასობრივი შევიწროების, დაკავების, თავდასხმის, მკვლელობისა და ამგვარი ფაქტებისადმი ოფიციალური შემწყნარებლობის პრაქტიკისათვის, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციისა და ე. წ. ბორდერიზაციის პირობებში მიმდინარეობს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული დავის ფარგლებში, 2025 წლის 14 ოქტომბერს სტრასბურგის სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება სამართლიან დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც, რუსეთის ფედერაციას დაეკისრა 253 მილიონ ევროზე მეტი კომპენსაციის გადახდის ვალდებულება 29,000-ზე მეტი დაზარალებული საქართველოს მოქალაქის სასარგებლოდ. აქტივობა 26.1.4. დამატებითი საკონსულტაციო ცენტრების გახსნა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური აქტივობის შესრულება დაგეგმილია გეგმით გათვალისწინებულ ვადაში აქტივობა 26.1.5. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული პრობლემების დასმა და ძალისხმევის გაგრძელება საკითხის საგნობრივი განხილვისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს დელეგაციამ 2025 წელს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე, 64-ე და 65ე რაუნდებზე ხაზგასმით დააყენა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის ოკუპაციით გამოწვეული ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული პრობლემების საკითხი. აღნიშნული თემები განხილვის საგანი იყო როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო), ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მუშაობისას. საგნობრივი დისკუსიის გამართვისა და გადაწყვეტის გზების გამონახვის მიზნით საანგარიშო პერიოდში გრძელდებოდა ინტენსიური მუშაობა ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე როგორიც არის, მათ შორის, ქართველთა სიცოცხლის უფლების ხელყოფა, დაკავებები, გატაცებები, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და სხვა. 268 აქტივობა 26.1.7. ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრებში საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული პრობლემების განხილვა და მუშაობა მათი გადაჭრის მიმართულებით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2025 წელს, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, 9 შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ორი ტექნიკური ხასიათის იყო. აღნიშნულ შეხვედრებზე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა განსახილველად დააყენეს ოკუპაციის შედეგად საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები მოსახლეობის წინაშე მდგარი ყველა მნიშვნელოვანი საკითხი. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლების საკითხზე და საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ადგილობრივებისთვის თავისუფალი გადაადგილების უფლებით უზრუნველყოფაზე. ყურადღება გამახვილდა ე.წ. ბორდერიზაციის უკანონო პროცესსა და ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განხორციელებული სხვა უკანონო ქმედებების დამაზიანებელ შედეგებზე. მუდმივად იყო მოთხოვნილი თამაზ გინტურის მკვლელობის მონაწილე პირის/პირთა მიმართ სამართლის დაუყოვნებლივი აღსრულება. აქტივობა 26.1.8 მუშაობის გაგრძელება გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის, (IPRM) ფუძემდებლური პრინციპების დაცვით, აღდგენის მიმართულებით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საანგარიშო პერიოდში, გაგრძელდა აქტიური მუშაობა ოკუპირებულ გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) აღდგენის კუთხით. თუმცა, აღნიშნულის განხორციელება საოკუპაციო ძალების დესტრუქციული მიდგომის გამო, კვლავ ვერ მოხერხდა. საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ფორმალურად მზაობას გამოხატავდნენ ოკუპირებულ გალში IPRM-ის შეხვედრების აღდგენაზე, თუმცა რეალურად, მათი მხრიდან ქმედითი ნაბიჯები არ გადადგმულა. აქტივობა 26.1.9. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ ეფექტური გამოყენება საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ინციდენტების პრევენციის, მათი განმუხტვისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების სახელით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს ინციდენტების პრევენციის, მათი განმუხტვისა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცვლის მიზნით, აქტიურად იყენებდა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედ „ცხელი ხაზის“ მექანიზმს. საანგარიშო პერიოდში „ცხელი ხაზი“ 1 960-ჯერ გააქტიურდა, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 303-ჯერ, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით - 1 657-ჯერ. მიუხედავად საოკუპაციო ძალის დესტრუქციული მიდგომებისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონსტრუქციული მიდგომების 269 შედეგად, „ცხელი ხაზის“ მექანიზმმა შეინარჩუნა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თანამშრომლობის ეფექტური ინსტრუმენტის ფუნქცია. ამოცანა 26.2. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური, მათ შორის, ჯანმრთელობის, განათლების, ინფრასტრუქტურული მდგომარეობის გაუმჯობესება, მათი საჭიროებების გათვალისწინებითა და ეფექტიანი ღონისძიებების განხორციელების გზით; აქტივობა 26.2.1. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარება პასუხისმგებელი უწყება: გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისია ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ინფრასტრუქტურის განვითარების უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა შემდეგი პროექტები/პროგრამები:  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ონის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის, გორის და ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე 21 სოფელში დაფინანსდა 24 პროექტი, კერძოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების 19 პროექტი, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგების 3 პროექტი, საბავშვო ბაღის რეაბილიტაციის ერთი პროექტი და სასაფლაომდე მიმასვლელი ბილიკების კეთილმოწყობის ერთი პროექტი, რომელთა დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 9,6 მლნ ლარს შეადგენს.  მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან მესტიის და გორის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე ოთხი სოფელისათვის დაფინანსდა გზის მოწყობის ერთი და წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგების ერთი პროექტი, რომელთა დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით შეადგენს 1,02 მლნ ლარს.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამიდან გამყოფი ხაზის მიმდებარე 115 სოფელში დაფინანსდა 119 პროექტი, რომელთა განხორციელების მიზნით გამოიყო დაახლოებით 1,5 მლნ ლარი. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სოფლებში მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას, როგორიცაა სოფლების საუბნო გზების, ხიდების, მოსაცდელების, გარე განათების, წყლის სისტემების, სანიაღვრე არხების, სასაფლაოების, სკვერების, წისქვილების და სხვა მცირე ინფრასტრუქტურის მოწყობასა და რეაბილიტაციას.  გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამით საჩხერის, ონის, ზუგდიდის, მესტიის, წალენჯიხის, გორის, კასპის, ხაშურის, ქარელის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე 35 სოფელისათვის დაფინანსდა 33 პროექტი, კერძოდ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარების 19 პროექტი, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგების 10 პროექტი, გარე განათების მოწყობის ერთი პროექტი, სკვერის მოწყობის ერთი პროეტი, სპორტული მოედნების მოწყობის ორი პროექტი, რომელთა დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 270 10 მლნ ლარს შეადგენს. აღნიშნული პროგრამა დაიწყო 2025 წელს და დაგეგმილია მისი გაგრძელება მომავალ წლებშიც.  მოქალაქეთა ჩართულობის პროგრამის ფარგლებში კასპის, ქარელის, ხაშურის, მესტიისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში განხორციელდა 10 პროექტი, კერძოდ საგზაო 08/05/2026 MRD N 01/2376 ინფრასტრუქტურის განვითარების 4 პროექტი, წყალმომარაგების სისტემების მოწესრიგების 2 პროექტი, მილ-ხიდის მოწყობის ერთი პროექტი, სკვერის მოწყობის ერთი პროეტი, საბავშო ბაღის რეაბილიტაციის ერთი პროექტი და საკანალიზაციო სისტემების მოწყობის ერთი პროექტი, რომელთა დაფინანსებისათვის გამოყოფილი თანხა დაახლოებით 0,13 მლნ ლარს შეადგენს.  დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში, სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით 2025 წელს გაფორმდა 14 ხელშეკრულება სკოლების რეაბილიტაციისთვის პროექტირებასა და სამუშაოების ჩატარებაზე გორის, ზუგდიდის, ქარელის, ხაშურის, წალენჯიხის, საჩხერის და ონის მუნიციპალიტეტების გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში არსებულ 12 სკოლაზე, საერთო ღირებულებით 0,56 მლნ ლარი. აქტივობა 26.2.3. ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტების უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2024-2025 სასწავლო წელს სწავლის საფასურით დაფინანსდა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლის მაცხოვრებელი 1457 სტუდენტი, ხოლო 2025-2026 წლის პირველ სემესტრში - 1253 სტუდენტი. ასევე, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის სიახლოვეს არსებული უნივერსიტეტების სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის და სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები სტუდენტები უზრუნველყოფილნი არიან სოციალური სტიპენდიით (თვეში 300 ლარის ოდენობით). 2024-2025 სასწავლო წლის მეორე სემესტრში აღნიშნული სტიპენდიით ისარგებლა 337 სსიპ - გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის 337-მა და სსიპ - შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო უნივერსიტეტის 67-მა სტუდენტმა. ამოცანა 26.3. ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემების სამშვიდობო პროცესში გათვალისწინების და ამ პროცესში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ქალთა ჩართულობის გაზრდის გზით აქტივობა 26.3.1. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის წარმომადგენლების რეგულარული შეხვედრები კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და მათი უფლებების დამცველ 271 ორგანიზაციებთან, სადაც განიხილება როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობა, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალების საჭიროებები პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წლის განმავლობაში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახის შეხვედრებში კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების ჩართულობით, სადაც განიხილებოდა როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობა, ასევე საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალების საჭიროებები. ხსენებული შეხვედრების ფარგლებში, მიმდინარეობდა აქტიური კომუნიკაცია ერთობლივ სამომავლო ღონისძიებებზე, სადაც ინფორმაციის გაზიარების მიზნით გაგრძელდება ინტერაქცია კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და მათი უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან. აქტივობა 26.3.2. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობის, მათ შორის, ქალების პრობლემებისა და საჭიროებების დაყენება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდი ყურადღებით ეკიდებოდა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობის, მათ შორის, ქალების პრობლემებისა და საჭიროებების დაყენებას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში. ხსენებული თემები მწვავედ დაისვა საანგარიშო პერიოდში გამართულ სამივე, 63-ე, 64-ე და 65-ე, რაუნდზე. საქართველოს დელეგაცია, აღნიშნულ კონტექსტში, განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა ქალთა გამოწვევებსა და უფლებრივ მდგომარეობაზე. ამასთან, ხსენებული საკითხი განიხილებოდა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო), ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის, აშშ-სთან თანამშრომლობის პროცესში, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების ფარგლებში სათანადო ყურადღება დაეთმოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალების საჭიროებებს, ასევე მათ მიერ და მათი უფლებების თემებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ ინიციატივებს. კონსტრუქციული დისკუსიის გამართვისა და გადაჭრის გზების მოძიების მიზნით მიმდინარეობდა ინტენსიური მუშაობა და კომუნიკაცია გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, ასევე რუსეთის ოკუპაციის შედეგად წარმოქმნილ სხვა უსაფრთხოების, ჰუმანიტარულ და ადამიანის უფლებათა გამოწვევებზე. აქტივობა 26.3.3. საინფორმაციო შეხვედრების ჩატარება კონფლიქტით დაზარალებული ქალების და ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების მიმდინარეობის თაობაზე პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და გამოწვევების, მათ შორის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების შედეგების გაზიარების, 272 შერიგებისა და ჩართულობის სახელმწიფო პოლიტიკის მიმდინარეობის გაცნობის, ასევე, ქალების საჭიროებების გამოვლენისა და გაანალიზების მიზნით, 2025 წელს, სახელმწიფო მინისტრისა და აპარატის 3 წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა ინტენსიური თანამშრომლობა ქალთა საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ და პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; ამასთან, გამყოფ ხაზებთან ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ადგილობრივ სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან. მიზანი 27 -საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების დაცვისა და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულების შესაბამისად. ამოცანა 27.1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის ხელშეწყობა ყველა შესაძლო ღონისძიების გატარებისა და საერთაშორისო ძალისხმევის მობილიზების, ორმხრივი და მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტრუმენტების, მათ შორის არსებული მოლაპარაკებების ფორმატების ეფექტიანად გამოყენების გზით; აქტივობა 27.1.1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებების დაცვის საკითხის პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში დასმა; ძალისხმევის გაგრძელება სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში (განცხადებებში, ანგარიშებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვ.) საკითხის სათანადოდ ასახვის მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უფლებების დაცვის საკითხი საანგარიშო პერიოდში სისტემურად იდგა გაერო-ს, ეუთო-ს, ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის შესაბამის ფორმატებში. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა სიცოცხლის უფლების ხელყოფას, უკანონო დაკავებებსა და გატაცებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას, ეთნიკურ დისკრიმინაციას, ქართულ ენაზე განათლების შეზღუდვას, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლებებთან დაკავშირებულ პრობლემებს, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი დაშვების აუცილებლობას. აღნიშნული საკითხები აქტიურად განიხილებოდა და კონსულტაციები მიმდინარეობდა ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურთან, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან. ზემოხსენებული საკითხები განხილულ იქნა 19 თებერვალს, PSC-ზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან (EUSR) მაგდალენა გრონოსთან გამართულ დისკუსიაზე, ასევე, 20 მარტს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრაზე (SOM). ეფექტურად იყო გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატები, მათ შორის: გაერო-ს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეის და 273 მისი ძირითადი კომიტეტების და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები; ასევე, ეუთო-ს ფარგლებში ეუთოს-ს მუდმივი საბჭოს სხდომები, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომა, ეუთო-ს ადამიანური განზომილების კომიტეტი და ვარშავის კონფერენცია, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით, საანგარიშო პერიოდში, გაეროს სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში, გაკეთდა 80 განცხადება; ევროპის საბჭოში გაკეთდა დაახლოებით 32 განცხადება; ეუთო-ს სხვადასხვა ფორმატის ფარგლებში გაკეთდა 23 ეროვნული/საპასუხო და 40 სხვა განცხადება, მათ შორის, ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომების ფარგლებში იმსჯელეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ, სადაც მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა ევროკავშირისა და პარტნიორი ქვეყნების მხრიდან. 18 სექტემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომაზე ქართული მხარის ინიციატივით, იმსჯელეს 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის 17 წლისთავისა და საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის შესახებ. აღნიშნული მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ გაკეთდა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება; ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენციის ფარგლებში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ორგანიზებული იქნა პარალელური ღონისძიება - „Security environment and human rights violations on the Russianoccupied territories of Georgia.“ აქტივობა 27.1.2. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის საკითხის დასმა და ძალისხმევის გაგრძელება საკითხის საგნობრივი განხილვისთვის პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 2025 წელს გამართულ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე, 64-ე და 65-ე რაუნდებზე ქართულმა მხარემ მწვავედ დააყენა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული პრობლემების საკითხი. ინტენსიური მუშაობა გრძელდებოდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის ისეთი ფუნდამენტური უფლებების დარღვევებზე, როგორიც არის ქართველების სიცოცხლის უფლების ხელყოფა, დაკავებები და გატაცებები, გადაადგილების თავისუფლება და სხვ. საგნობრივი დისკურიის გამართვისა და გადაწყვეტის გზების გამონახვის მიზნით. ზემოხსენებული თემები განხილვის საგანი იყო როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო), ისე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან მუშაობისას. ამოცანა 27.2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების შეუზღუდავი წვდომისა და რეგულარული მონიტორინგის, აგრეთვე ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) 274 შესვლის და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობა საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზების გზით; აქტივობა 27.2.1.ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების წვდომის საკითხის დაყენება პარტნიორ ქვეყნებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების დღის წესრიგში; ძალისხმევის გაგრძელება სხვადასხვა საერთაშორისო დოკუმენტში (განცხადებებში, ანგარიშებში, დეკლარაციებში, რეზოლუციებში და სხვ.) საკითხის სათანადოდ ასახვის მიზნით პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო მექანიზმების სრული და შეუზღუდავი დაშვების საკითხს, ასევე, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლისა და მანდატის საქართველოს მთელ ტერიტორიაზე განხორციელების აუცილებლობას ქართული მხარე ყველა შესაბამის ფორმატში მუდმივად აყენებდა. ზემოხსენებული თემები განხილვის ერთ-ერთ მთავარ საგანს წარმოადგენდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე, 64-ე და 65-ე რაუნდებზე. მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან და აშშ-სთან, როგორც მოლაპარაკებების მონაწილესთან. აღნიშნული საკითები აქტიურად განიხილებოდა და კონსულტაციები მიმდინარეობდა ევროპულ საგარეო ქმედებათა სამსახურთან, ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან. ზემოხსენებული საკითხები განხილულ იქნა 19 თებერვალს, PSC-ზე სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან (EUSR) მაგდალენა გრონოსთან გამართულ დისკუსიაზე, ასევე, 20 მარტს „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მაღალი რანგის თანამდებობის პირთა შეხვედრაზე (SOM). წლის განმავლობაში ეფექტურად იყო გამოყენებული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი ფორმატები, მათ შორის: გაერო-ს უშიშროების საბჭო, გენერალური ასამბლეის და მისი ძირითადი კომიტეტების და ადამიანის უფლებათა საბჭოს ფორმატები; ეუთო-ს ფარგლებში სხვადასხვა პლატფორმა, მათ შორის ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომები, ეუთო-ს მინისტრთა საბჭოს სხდომა, ეუთო-ს ვარშავის ადამიანური განზომილების კონფერენცია; ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი. საერთაშორისო დოკუმენტებში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხის სათანადოდ ასახვის მიზნით სამინისტრომ აქტიური ძალისხმევა გასწია საერთაშორისო ორგანიზაციებთან. მათ შორის აღსანიშნია: გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია „თანამშრომლობა საქართველოსთან“; - გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ანგარიში - „თანამშრომლობა საქართველოსთან“; - გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში - „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“; - 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-17 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს [წევრების/მომავალი წევრის] განცხადება მედიასთან; - 18 სექტემბერს ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომის ფარგლებში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ გაკეთებული საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადება. განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელოვანი როლი, რომელიც ადგილზე სტაბილურობას უწყობს ხელს; - ეუთო-ს მუდმივი საბჭოს სხდომების ფარგლებში სამჯერ იყო ინიცირებული დღის წესრიგის საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების შესახებ. დღის წესრიგის აღნიშნულ საკითხზე გაკეთებულ განცხადებებში, მათ შორის, 275 აქცენტი კეთდება ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების წვდომის საკითხზე.; - ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მე-12 გადაწყვეტილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“; - ევროპარლამენტის რეზოლუცია ევროკავშირის საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის (CSDP) იმპლემენტაციის თაობაზე. საერთაშორისო თანამეგობრობა სხვადასხვა მნიშვნელოვან ფორმატში, განცხადებებსა და სხვადასხვა დოკუმენტში აქტიურად მოუწოდებდა რუსეთის ფედერაციას, რათა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე დაუშვას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და შესაძლებლობა მისცეს მონიტორებს, შეუზღუდავად განახორციელონ მისიის მანდატი საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ მუდმივად ესმებოდა ხაზი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში დაშვების აუცილებლობას. აქტივობა 27.2.2. ოკუპირებულ რეგიონებში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიისა (EUMM) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების წვდომის საკითხის დაყენება ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების წვდომის უზრუნველყოფა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში წარმოადგენდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 63-ე, 64-ე და 65-ე რაუნდების ერთ-ერთი პრიორიტეტულ საკითხს, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ადგილზე არსებული მდგომარეობის ობიექტურად შეფასებისა და ადამიანის უფლებათა დარღვევებზე დროული რეაგირებისთვის. ხსენებულ საკითხზე 11 საგნობრივი მსჯელობის გამართვისა და პრაქტიკული შედეგის მიღწევის გზების გამონახვის მიზნით აღნიშნული თემა განხილულ იქნა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო), ასევე სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან, მათ შორის აშშ-სთან. ამოცანა 27.3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებსა და სხვა სიკეთეებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, მათ შორის, ჩართულობის პოლიტიკისა და სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ განხორციელების გზით; აქტივობა 27.3.1. საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება საოკუპაციო ხაზების მიმდებარედ პასუხისმგებელი უწყება: სსიპ - იურიდიული დახმარების სამსახური 2025 წლის განმავლობაში, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში ჩატარდა 9 (ცხრა) საინფორმაციო ხასიათის გასვლითი შეხვედრა, რომლის ფარგლებში მოსახლეობას მიეწოდებოდა პრაქტიკული ინფორმაცია და გაეწეოდა კონსულტაციები არსებული საჭიროებების შესაბამისად. 276 აქტივობა 27.3.2. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობა პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო „ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირებისა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულის სტატუსის მქონე პირების უმაღლესი განათლების ხელშეწყობის" პროგრამის ფარგლებში, 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე სწავლის უფლება მიენიჭა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ 164 პირს, რომელთაგან დაფინანსდა 156 სტუდენტი. 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დაფინანსდა 675 სტუდენტი, ხოლო 2025-2026 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში დაფინანსდა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე ჩარიცხული 679 სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. ასევე, 2024-2025 სასწავლო წლის სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის დასრულების შემდეგ, 2025-2026 სასწავლო წლისთვის უმაღლეს აკადემიურ პროგრამაზე სწავლისა და დაფინანსების უფლება მოიპოვა 16 პირმა. 2024-2025 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრში დიმიტრი გულიას და კოსტა ხეთაგუროვის სახელობის სტიპენდიით (თვეში 300 ლარის ოდენობით) უზრუნველყოფილია 4 სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. 2025-2026 სასწავლო წლიდან გაიზარდა სტიპენდიის ოდენობა და აღნიშნული სტიპენდიით (თვეში 600 ლარის ოდენობით) უზრუნველყოფილია 5 სტუდენტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან. 2025-2026 სასწავლო წელს „სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების“ პროგრამაზე ჩაირიცხა 20 პირი. პროგრამის ბენეფიციარები არიან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აკადემიურ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გაგრძელებამდე, ბენეფიციარებს შესაძლებლობა აქვთ ერთი სასწავლო წლის განმავლობაში, ინტენსიური სწავლების ფარგლებში დაეუფლონ ქართულ ენას ან გაიუმჯობესონ ქართული ენის ცოდნის დონე/საკომუნიკაციო უნარები და ქართულად გაიარონ მათთვის სასურველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის საჭირო დარგობრივი საგნები. ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან პროგრამის სწავლის საფასურით, სტიპენდიითა და საერთო საცხოვრებლით. აქტივობა 27.3.3. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფასო, ხარისხიან ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2025 წელს, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხარისხიან, უფასო ჯანდაცვაზე წვდომის უზრუნველყოფის მიზნით, შეუფერხებლად და ეფექტიანად ფუნქციონირებდა „სახელმწიფო რეფერალური პროგრამა“. პროგრამის ფარგლებში, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობა უფასოდ იღებდა საჭირო სამედიცინო მომსახურებას. 2025 წელს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისგან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 277 სამინისტროსთან სამედიცინო დახმარების შუამდგომლობის თაობაზე, სახელმწიფო მინისტრის აპარატში შემოვიდა 1,490 განცხადება (1,216 განაცხადი აფხაზეთის რეგიონიდან, 274 განაცხადი ცხინვალის რეგიონიდან). ამასთან, აღნიშნული პროგრამის მიღმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო ჯანმრთელობის დაცვის სპეციალური სახელმწიფო პროგრამები (მათ შორის ქიმიოთერაპია და ჰორმონოთერაპია, აივ ინფექციის/შიდსის მართვა, ჩანაცვლებითი თერაპია, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამა, ჰეპატიტის მართვა და სხვა) და უფასო სამედიცინო მომსახურება სამშვიდობო ინიციატივის ფარგლებში მოქმედი ნეიტრალური პირადი ნომრის ფლობის საფუძველზე. გარდა ამისა, სტატუს-ნეიტრალური საკოორდინაციო მექანიზმის საშუალებით, აფხაზეთის რეგიონს მიეწოდებოდა სხვადასხვა სამედიცინო საშუალებები, მათ შორის იმუნიზაციის ვაქცინები, დიაბეტის, ტუბერკულოზისა და აივ/შიდსის საწინააღმდეგო მედიკამენტები. ჯამში, ყოველწლიურად, საქართველოს მთავრობის მიერ ჯანდაცვის კომპონენტზე დახარჯული თანხა 8 მილიონამდე ლარს აღწევს. აქტივობა 27.3.4. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის კომერციულ გრანტებზე წვდომის ხელშეწყობა "მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის" საქმიანობის მხარდაჭერის გზით პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი გამყოფი ხაზების გასწვრივ ვაჭრობისა და ეკონომიკური საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ეფექტიანად ფუნქციონირებდა სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ ფარგლებში მოქმედი „მშვიდობის ფონდი უკეთესი მომავლისთვის“, რომელიც გრანტებს გასცემს გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ერთობლივი ბიზნეს-პროექტების მხარდასაჭერად. 4 2025 წელს მიმდინარეობდა მე-5 საგრანტო კონკურსის შედეგად გამარჯვებული პროექტის დაფინანსების პროცედურები; ამასთან, ჩატარდა რიგით მე-6 საგრანტო კონკურსი, რომლის შედეგადაც გამოვლინდა 16 ახალი გამარჯვებული ბიზნეს პროექტი. აქტივობა 27.3.5. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის სამოქალაქო და სტატუსნეიტრალურ დოკუმენტებზე / რეგისტრაციის შესაძლებლობებზე წვდომის ხელშეწყობა პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სამშვიდობო ინიციატივის „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“ შესაბამისად, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი იყო სხვადასხვა სახელმწიფო სერვისი, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობაზე გამარტივებული წესით წვდომა. 2025 წელს საქართველოს მოქალაქეობა დაუდგინდა ოკუპირებული რეგიონებიდან 136 ადამიანს. აქტივობა 27.3.6. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში მოქმედი სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ ერთიანი საინფორმაციო პორტალის შექმნა 278 პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2025 წელს, ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი იყო ერთიანი საინფორმაციო პორტალი (www.openbf.info), რომელიც სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივითა და კოორდინაციით, შესაბამის დარგობრივ სამინისტროებთან მჭიდრო უწყებათაშორისი თანამშრომლობის საფუძველზე, 2024 წელს ამოქმედდა. პორტალის უმთავრესი დანიშნულებაა მოსახლეობისათვის ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთიან სისტემაში თავმოყრილი, სრულყოფილი და დეტალური ინფორმაციის მაქსიმალურად მარტივ და გასაგებ ენაზე მიღების ციფრული/ონლაინ წყაროს უზრუნველყოფა, რომლის მეშვეობითაც მათ საშუალება აქვთ დაუბრკოლებლად გაეცნონ შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში გათვალისწინებული სხვადასხვა მიმართულებით (ჯანდაცვის, განათლების, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, სამოქალაქო სერვისების მიღებისა და სხვა) მათთვის მოქმედ/ხელმისაწვდომ საჯარო სახელმწიფო პროგრამებში ჩართვის შესაძლებლობებს, ასევე, პოლიტიკის ფარგლებში შემუშავებულ სამშვიდობო ინიციატივებს. ამასთან, საინფორმაციო პორტალი ემსახურება შერიგებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში სახელმწიფოს მიერ გაწეული ძალისხმევის უკეთ წარმოჩენის, ჩართულობის გაზრდისა და დეზინფორმაციასთან ბრძოლის მიზნებს. პორტალი ხელმისაწვდომია ქართულ, აფხაზურ, ოსურ და ინგლისურ ენებზე. ამოცანა 27.4. ინკლუზიური სამშვიდობო პროცესისა და ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობა სამშვიდობო პროცესში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა ჩართულობისა და მათი საჭიროებების გათვალისწინების გზით. აქტივობა 27.4.1. ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ქართული დელეგაციის წარმომადგენლების რეგულარული შეხვედრები კონფლიქტით დაზარალებულ ქალებთან და მათი უფლებების დამცველ ორგანიზაციებთან, სადაც განიხილება როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობა, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალების საჭიროებები პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საანგარიშო პერიოდში, საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში ჩართული დიპლომატები მონაწილეობას იღებდნენ სხვადასხვა სახის შეხვედრებში კონფლიქტით დაზარალებული ქალებისა და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების ჩართულობით, სადაც იმართებოდა დისკუსია როგორც სამშვიდობო მოლაპარაკებების მიმდინარეობის, ისე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალების საჭიროებების შესახებ. აქტივობა 27.4.2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის, მათ შორის, ქალთა პრობლემებისა და საჭიროებების განხილვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პასუხისმგებელი უწყება: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 279 საქართველოს დელეგაცია, 2025 წელს ჩატარებული ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამივე რაუნდის ფარგლებში, აქტიურად აყენებდა ყველა იმ საკითხს, რაც უკავშირდება კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა პრობლემატიკას და რომელთა გაჟღერებაც ხდებოდა კონფლიქტით დაზარალებულ ქალთა და მათი უფლებების დამცველი ორგანიზაციების მიერ (იქნება ეს ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის მიმდებარე მცხოვრებ ქალთა უკანონო დაკავება და გატაცება, თავისუფალი გადაადგილებისა და მშობლიურ ენაზე განათლების შეზღუდვა, შევიწროება, დისკრიმინაცია, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნება თუ სხვ.). ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ თემებზე ყურადღებას ამახვილებდა როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან (ევროკავშირი, გაერო, ეუთო), ასევე, სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ ქვეყნებთან მუშაობისას, რათა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში სათანადო ყურადღება დაეთმოს ქალთა ორგანიზაციების მიერ წარმოდგენილ რეკომენდაციებსა და წინადადებებს და კონფლიქტით დაზარალებული ქალების საჭიროებებს. აქტივობა 27.4.3. რეგულარული შეხვედრები ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან, მათ შორის, "ქალთა საინფორმაციო პლატფორმის" ფარგლებში, ქალთა საჭიროებების გამოვლენისა და სამშვიდობო პროცესში გათვალისწინების მიზნით პასუხისმგებელი უწყება: შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი 2025 წელს, სახელმწიფო მინისტრისა და აპარატის წარმომადგენლების მხრიდან განხორციელდა ინტენსიური თანამშრომლობა ქალთა საკითხებზე მომუშავე დაინტერესებულ და პროცესში ჩართულ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; ამასთან, გამყოფ ხაზებთან ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ადგილობრივ სოფლებში მცხოვრებ კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალებთან. 280 დასკვნა 2023 წელს ადამიანის უფლებათა დაცვის რიგით მეორე ეროვნული სტრატეგიის მიღებითა და დამტკიცებით, საქართველოს მთავრობამ და პარლამენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ვალდებულების მიმართ სახელმწიფოს ერთგულება. ხოლო საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის მიღებამ მნიშვნელოვანი საფუძველი შექმნა აღნიშნული სტრატეგიული პრიორიტეტების, მიზნებისა და ამოცანების პრაქტიკაში დანერგვისა და რეალიზების მიმართულებით. საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმით განსაზღვრული პასუხისმგებელი ადმინისტრაციული ორგანოების მიერ, საანგარიშო პერიოდში, განხორციელებული ძალისხმევა, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ ადამიანის უფლებების დაცვა წარმოადგენს სახელმწიფოს მზარდ პრიორიტეტს. აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის 2025 წლის შესრულების ანგარიშმა მოიცვა მნიშვნელოვანი საქმიანობები სამოქმედო გეგმის ოთხივე სტრატეგიული პრიორიტეტის და 27 მიზნის შესაბამისად. ანგარიში ცხადყოფს, რომ 2025 წლის განმავლობაში, სახელმწიფოში ადამიანის უფლებების დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანი ღონისძიებები განახორციელდა. ამასთანავე, საფუძველი ჩაეყარა ისეთ აქტივობებს, რომელთა განხორციელება, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გაგრძელდება 2026 წლის მანძილზე. 2025 წლის მანძილზე განხორციელებული ძალისხმევის შედეგად, 555 აქტივობიდან: განხორციელდა 350 აქტივობა; მეტწილად შესრულდა 74 აქტივობა; ნაწილობრივ შესრულდა 85 აქტივობა; განხორციელდა დაგვიანებით 13 აქტივობა; არ დაწყებულა 33 აქტივობა. მიუხედავად განხორციელებული ძალისხმევისა და პროგრესისა, კვლავ რჩება გამოწვევები ადამიანის უფლებების სრული და ეფექტიანი რეალიზების მიმართულებით. შესაბამისად, პასუხისმგებელი ორგანოები, კომპეტენციის ფარგლებში გააგრძელებენ მუშაობას ადამიანის უფლებების რეალიზების ხელშეწყობაზე საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის 2024-2026 წლების სამოქმედო გეგმის შესაბამისად. 281